Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თეზისები კონფერენციისთვის

წარმოიდგინე, რომ I მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო კონფერენციას


ესწრები, სადაც განხილვის საგანია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ
ჩამოყალიბებული ევროპის ახალი პოლიტიკური რუკა. შეკრებაზე მიმდინარეობს
დისკუსია, რამდენად უზრუნველყოფს მშვიდობას დადგენილი საზღვრები, ხომ არ
იწვევს ისინი ახალ წინააღმდეგობებსა და რისკებს.

არსებული პოლიტიკური რუკის მიმოხილვის შემდეგ შესთავაზე საერთაშიროსო


საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ვუდრო ვილსონის შემდეგ პუნქტებზე :

• თავისუფალი საზღვაო მიმოსვლა ყველა ხალხისთვის ომისა და მშვიდობიანობის დროს.

• ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა;

• ყველა ქვეყნის მიერ კოლონიებისთვის თვითგამორკვევის უფლების მიცემა;

• არსებული პოლიტიკური რუკის მიმოხილვის შემდეგ შესთავაზე საერთაშიროსო


საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ვუდრო ვილსონის შემდეგ პუნქტებზე :

• თავისუფალი საზღვაო მიმოსვლა ყველა ხალხისთვის ომისა და მშვიდობიანობის დროს.

• ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა;

• ყველა ქვეყნის მიერ კოლონიებისთვის თვითგამორკვევის უფლების მიცემა;

იმსჯელე, რა გავლენას მოახდენდა ეს პუნქტები რუკაზე. მოემზადე


კონფერენციისთვის და თეზისებად ჩამოაყალიბე შენი მოსაზრებები. თეზისებში
ხაზგასმით წარმოაჩინე:

• როგორი იყო I მსოფლიო ომამდე ევროპის პოლიტიკური რუკა.

• რატომ უწოდებდნენ აღნიშნულ პერიოდს იმპერიების ხანას და რა წინააღმდეგობები და


ტერიტორიული პრეტენზიები არსებობდა მათ შორის.

• რომელი ისტორიულ-გეოგრაფიული სივრცე იქცა კონფლიქტის დაწყების საბაბად და


რა იყო ამის მიზეზი?

• რომელი იმპერიები დაიშალა ომის შედეგად და რომელი ახალი სახელმწიფოები


ჩამოყალიბდა მათ ადგილზე?

• რომელი სახელმწიფოებისთვის იქნებოდა მისაღები და რომლისთვის არა ახალი


საზღვრები?

• როგორ გადაწყდა ბალკანეთის საკითხი? რეგიონებზე, რომლებიც ადრე


დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა.

• რუსეთისა და გერმანიის ტერიტორიული ცვლილებები და მოსაზრებები ამასთან


დაკავშირებით.

• რა შეუწყობს ხელს მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას.


შეფასების კრიტერიუმები

 მოსწავლე აანალიზებს პირველ მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომი ევროპის


პოლიტიკური რუკის ცვლილებების მიზეზებს (2 ქ.)
 მოსწავლე მსჯელობს საშუალებებზე, რომლის მიღწევითაც მსოფლიო მშვიდობის
შენარჩუნების მეტი შანსი იქნებოდა (2 ქ.)
 მოსწავლე მსჯელობს დიდი იმპერიების მსხვრევისა და ახლადწარმოქმნილი
სახელმწიფოების როლზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ (2 ქ.)
 მოსწავლე აანალიზებს უილსონის 14 პუნქტს და საუბრობს მის ძლიერ და სუსტ
მხარეებზე (2 ქ.)
 კომპლექური დავალება წარმოდგენილია განსაზღვრულ ვადაში (1 ქ.)~
 წარდგენა (1 ქ.)

დავალების პირობასთან ერთად გამოგიგზავნით ევროპის პოლიტიკური რუკის


შაბლონს. (ეს პუნქტი სავალდებულო არაა, რადგან შექმნის ინსტრუქცია შეიძლება
ბევრმა არ იცოდეს). paint-ში ან სხვა პროგრამაში პირველ მსოფლიო ომამდელი
რუკა შეცვალეთ იმ საზღვრებით, რომელიც თქვენი აზრით ევროპის მშვიდობის
მეტი გარანტი იქნებოდა. დაიტანეთ ახალი საზღვრები და სახელმწიფოები და
გააფერადეთ.

ამ დავალების შესრულების შემთხვევაში გეძლევათ ბონუსად 2 ქულა. იმ


შემთხვევაში თუ სხვა პირობაში ქულა დაგაკლდებათ ამ დავალების შესრულების
შემთხვევაში დაგემატებათ 2 ქულა.

You might also like