Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

„მიგრანტების

როლი გერმანიის
შრომით ბაზარზე“.
ავტორი: ლიზი გიგაური
სარჩევი:
1. პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა გერმანია შრომითი
რესურსების დეფიციტის მხრივ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
2. სახელმწიფოს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებები.

3. შრომითი მიგრაციის შედეგად გამოწვეული დადებითი


შედეგები.
4. რა უნდა გააკეთოს გერმანიის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ
მოაგვაროს კვალიფიციური კადრების დეფიციტი თავის
ქვეყანაში.
5. რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს შრომით მიგრაციას
გერმანიაში.
‘’მიგრაცია უცხო ქვეყნებში’’
ბოლო პერიოდში მთელს მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაციული
პროცესები. თანამედროვე მსოფლიოში საზღვრები თანდათან უხილავი ხდება და
ადამიანებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნებში.

მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი.


ადამიანები ამჯობინებენ წასვლას იმ ქვეყნებში, სადაც ანაზღაურება გაწეული
სამუშაოსთვის ძალიან მაღალია. ძირითადად ისეთი ადამიანები მიდიან სხვა
ქვეყნებში სამუშაოდ, რომლებმაც განათლება მიიღეს მაგრამ ამ განათლებით თავიან
ქვეყნებში შესაბამის სამსახურებში ვერ დასაქმდნენ. ამას გარდა მნიშვნელოვანია
სტუდენტების მიგრაციაც, რომლებიც უნარების ასამაღლებლად ტოვებენ საკუთარ
ქვეყანას. ერთის მხრივ, განვითარებადი ქვეყნებისთვის სასარგებლოა ის, რომ მის
მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მიიღონ ცოდნა და გაეცნონ განვითარებული
ქვეყნების ტექნოლოგიას, რომლის დანერგვასაც შემდეგში საკუთარ ქვეყნებში
შეძლებენ. მაგრამ მეორეს მხრივ არის კი ეს ყოველივე ასე? სამწუხაროდ უმეტეს
შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. საზღვარგარეთ კურსდამთავრებულთა დიდი
ნაწილი იშვიათად ბრუნდება თავის სამშობლოში.გარდა, მიგრაციას ქვეყნის
ეკონომიკისთვის სიკეთის მოტანაც შეუძლია, ამაში კი იგულისხმება საერთაშორისო
ფულადი გზავნილები. საერთაშორისო ფულადი გზავნილები წარმოადგენს ამა თუ
იმ ქვეყანაში უცხოური ვალუტის გამყარებას. ფულადი გზავნილები კი სწორედ იმ
მიგრანტებისგან მომდინარეობს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ცდილობენ ოჯახის
წევრების დახმარებას.
პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა
გერმანია შრომითი რესურსების დეფიციტის მხრივ
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ-
ომის შემდგომ გერმანია აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში. ომის განმავლობაში
დაიღუპა 7,5 მილიონი ადამიანი, რაც შეადგენდა მთელი მოსახლეობის დაახლოებით
8,5%.  12 მილიონამდე გერმანელმა დატოვა ეს ტერიტორიები და გადასახლდენ
ძირიღადად გერმანიის დასავლეთ ნაწილში. გერმანიამ დაკარგა თავისი
საცხოვრებელი ფონდის 20% მეტი. მრავალი ქარხანა, ტექნიკა, გემები, სხვადასხვა
რესურსი,ფასიანი ქაღალდი... გადანაწილდა მოკავშირეებსა და გერმანიისგან
დაზარალებულ ქვეყნებზე. ამ ყოველივეს შედეგი იყო ეკონომიკური კატასტროფა და
თითქმის ტოტალური შიმშილი. 1948 წლისთვის გერმანია ცხოვრობდა ფასების
კონტროლის პირობებში უკვე 12 წლის განმავლობაში. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს
ამ სისტემის შენარჩუნება. ფასები საქონელზე იყო 31% მეტი, ვიდრე 1938 წელს, და
ამავე დროს ფულის მასა გერმანულ ეკონომიკაში იყო ხუთჯერ უფრო დიდი 1936
წლის დონესთან შედარებით. ბუნებრივია, შეიქმნა საქონლის დიდი დეფიციტი.
ადამიანებმა თვითონ დაიწყეს კვების პროდუქტების წარმოება. პროდუქტებს
ცვლიდენ ტანსაცმელში, ავეჯში და სხვა
ასევე გერმანიის სახელმწიფო პოლიტიკის ისტორიაში შეიძლება გამოიყოს ოთხი ეტაპი:
1. პირველი ეტაპი (1950-იანი წლების შუა პერიოდი - 1973 წელი) - ეს არის უცხოელი
მუშების აქტიუად მიწვევის პერიოდი, როდესაც გერმანიას ჰქონდა მუშახელის
ნაკლებობა უპირველეს ყოვლისა მშენებლობაში და მძიმე ხელით სამუშაობის
სფეროში.
2. მეორე ეტაპი (1973 წ.-1980 -იანი წლების დასასრული) - ეს არის შრომითი
მიგრანტების შემოსვლის მკაცრი შეზღუდვის პერიოდი, როდესაც 1973 წელს დაიწყო
ენერგეტიკული კრიზისი, რომელსაც მოჰყვა უმუშევარი ადამიანების რიცხვის
მკვეთრი ზრდა.
3. მესამე ეტაპი (1990-იანი წლები) – დაკავშირებულია გერმანიის ეკონომიკურ
ზრდასთან. 1991 წელს გაუქმდა აკრძალვა გერმანიაში იმ ქვეყნების მოქალაქეთა
დასაქმების შესახებ, რომლებიც არ შედიოდნენ ევროკავშირში. მსოფლიო
სოციალისტური სისტემის დაშლამ გამოიწვია შედარებით იაფი და კვალიფიციური
მუშახელის არსებობა აღმოსავლეთ ევროპაში. გერმანიის მთავრობამ გამოიყენა ეს
ფაქტი თავის სასარგებლოდ და დადო ორმხრივი ხელშეკრულება აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებთან მუშახელის მოსაზიდად. ეს ხელშეკრულებები ეხებოდა მუშათა
სამ ჯგუფს:
 სტუმარ მუშებს - ადამიანები, რომელიც შემოდიოდნენ გერმანიაში
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
 სეზონურ მუშებს - რომლებიც მუშაობდნენ გერმანიაში სოფლისა და სატყეო
მეურნეობაში, სასტუმროებში, ტურიზმის სფეროში, სოფლის მეურნეობის
პროდუქციის დასამუშავბლად და ა.შ. და მუშებს, რომლებიც მოიზიდავენ
უცხოურ ფირმებს; ამჟამად ეს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული
ფორმაა, როდესაც უცხოური ფირმა იყენებს თავის მუშებს სამშენებლო და
მომსახურების სხვადაასხვა სფეროში და იძელვა გარანტიას, რომ მათ
გადაუხდის ხელფასებს, პროექტის დასრულების შემდეგ კი დააბრუნებს მათ
თავიანთ სამშობლოში.
4. მეოთხე ეტაპი (2000 წლის შემდეგ) - დაკავშირებულია გერმანიის იმიგრაციული
პოლიტიკის რეფორმირებასთან (ცვლილებასთან), რაც გამოწვეული იყო
პროფესიონალთა ნაკლებობით კომპიუტერული ტექნიკისა და საინფომაციო
ტექნოლოგიების სფეროში. მარალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა
შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ვინც არ შედიან
ევროკავშირში. ეს წესდება ითვალისწნებს „მწვანე ბარათების“ გაცემას უცხოელ
სპეციალისტებზე, რომლიც მათ ნებას რთავს იმუშაონ ქვეყანაში ხუთი წლის ვადით.
რა უნდა გააკეთოს გერმანიის ხელისუფლებამ იმისთვის,
რომ მოაგვაროს კვალიფიციური კადრების დეფიციტი
თავის ქვეყანაში.
კვალიფიციური კადრების დეფიციტი- ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც გერმანიაში
საწარმოებს აწუხებთ. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სფეროში
სპეციალისტების ნაკლებობა უნდა შეივსოს უკვე დასაქმებული გერმანელების
კვალიფიკაციის ამაღლებით ან მიგრანტების მოზიდვით სხვა ქვეყნებიდან. უფრო
კონკრეტულად, დღეს გერმანიაში სამსახურის დაწყების შესაძლებლობა აქვთ:
კვალიფიციურ მიგრანტებს, მაგალითად სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც მოხუცების
მოვლა ევალებათ.
გერმანიაში დასაქმების უმთავრესი მოთხოვნა უცვლელია - ეს არის კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გერმანია აღიარებს.
მეორე სავალდებულო მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა, აქ იგულისხმება გერმანული ენის
იმ დონეზე ცოდნა, რაც მიგრანტებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი პროფესიით
უპრობლემოდ იმუშაონ.
ამიტომ გერმანიის მთავობამ გადაწყვიტა გახსნას მიგრანტების მშობლიურ ქვეყნებში
გერმანული ენის შემსწავლელი კურსები. გერმანიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვინც
სამსახურის ძიების პროცესშია. ასეთ მიგრანტებს დასაქმების ერთ თვიან ვადას მისცემენ. ამ
ხნის განმავლობაში ასეთი ადამიანი დახმარებას ვერ მიიღებენ სახელმწიფოსგან და
ხარჯების დაფარვა თავად მოუწევთ.
რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს შრომით მიგრაციას
გერმანიაში.
შრომითი მიგრაციები გერმანიაში
გერმანია არის ყველაზე დიდი სახელმწიფო უცხოელი მოქალაქეების რაოდენობის
მიხედვით. ოფლიციალური მონაცემებით, უცხოელ მოქალაქეთა რაოდენობამ გერმანიაში
2007 წლის მონაცემებთ შეადგინა თითქმის 8 მლნ. ადამიანი, ანუ ქვეყნის მთელი
მოსახლეობის 10%-ი. გერმანია ყოველწლიურად იღებს არა მხოლოდ ასი ათასობით
იმიგრანტს, არამედ 400 ათასამდე დროებით მუშას.

ხელფასი:
ინჟინრის პროფესია ყველაზე მაღალანაზღაურებადია გერმანიაში. მათ აქ ქიმიურ და
ავტომწარმოებელ ქარხნებში ასაქმებენ. ქიმიურ საწარმოში მომუშავე სპეციალისტის წლიური
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით 53 000 ევროა. ავტოინჟინერის საშუალო ხელფასი
წელიწადში 51 ათას ევროს აღწევს. ინჟინრებს ყველაზე მაღალი შემოსავლის მიღება ბადენ-
ვიურტემბერგის მიწაზე შეუძლიათ.
IT სპეციალისტებს ყველაზე მეტს ჰესენში უხდიან. საწყისი ხელფასი წელიწადში 52 ათასი
ევროა. თუმცა, ეს ანაზღაურება იმ სპეციალისტებს აქვთ, რომლებიც საბანკო ან
საავტომობილო წარმოების სფეროშია დასაქმებული. საშუალოდ კი IT სპეციალისტებს
წელიწადში 44 ათას ევროს უხდიან.
გერმანიაში ექიმებს წელიწადში საშუალოდ 50 ათას ევროს უხდიან, თუმცა ექიმად
მუშაობისთვის უცხოელებს სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.
პედაგოგების საწყისი ხელფასი გერმანიაში 37 ათასი ევროა. დღესდღეობით გერმანიაში
დაწყებითი კლასების მასწავლებლების და ტექნიკური საგნების პედაგოგების დეფიციტია.
ამიტომ ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიულია.
ყველაზე დაბალი ხელფასი გერმანიაში სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებს და
ტურისტული კომპანიების სპეციალისტებს აქვთ.
დასკვნა:
შრომითი მიგრანტების დიდი ნაკადების
შემოსვლას:
 სამუშაო ადგილების ნაკლებობა
 ხელფასის ნაკლებობა (ეკონომიკურად
გერმანია ‘’დაეცემოდა’’)
 საცხოვრებელი ადგილების ნაკლებობა
და ა.შ

You might also like