Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

კონსპექტბარათი - N5

საგანი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

სტუდენტი: მარიამ ჯოლბორდი

თარიღი: 25/04/2022

საკითხი №1

საკვლევი კითხვა და კითხვები, მიზანი (შესავალი)


[ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 32-35; თურაბიანი: 30-
43; ჩუბინიძე: 89-90]

• აკადემიური ნაშრომის ძირითადი ნაწილი იწყება შესავლით, სადაც


განხილულია საკვლევი საკითხი; კვლევის მიზანი, მნიშვნელობა და
ჰიპოთეზა.

• აკადემიური ნაშრომის შესავალი ნაწილი ავტორმა ყველა კატეგორიის


მკითხველისთვის გასაგებად უნდა დაწეროს, მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს
საკვლევი პრობლემის მნიშვნელობა და აქტუალურობა, რაშიც დაგვეხმარება
სხვადასხვა მაგალითების მოძიება და სტატისტიკურ მონაცემებზე
დაყრდნობა. შესავალი ნაწილის დაწერამდე უნდა მოვიძიოთ:
1. რა სამეცნიერო ნაშრომებია დაწერილი
2. რა კუთხით არის პრობლემა განხილული
3. ჩვენი კვლევა როგორ დაუკავშირდება უკვე არსებულ ინფორმაციას.

• შესავლის წერის დროს მნიშვნელოვანია ავტორმა კარგად გააცნობიეროს


კვლევის მიზანი და საკვლევი საკითხი და სწორად წარმოაჩინოს ნაშრომში.

• საკვლევი პრობლემის შერჩევის დროს საჭიროა თემა მოვაქციოთ საზღვრებში,


რადგან ნაშრომის თემა იყოს კონკრეტული, რომ გაგვიადვილდეს მუშაობა და
იყოს წარმატებული ნაშრომი.

• შესავალ ნაწილში ასევე განხილული უნდა იყოს როგორ წარიმართება და


დამუშავდება კვლევა, რისთვისაც გასათვალისწინებელია ინფორმაციის
გაანალიზება, ვიცოდეთ როგორ დავამუშავებთ საკითხს და ჩავატარებთ თუ
არა გამოკითხვას.
• კვლევის დროს შესაძლებელია შესავალი დაიწეროს ორჯერ, რადგან ნაშრომის
დასრულების შემდეგ სასურველია ხელახლა გადავხედოთ შესავალ ნაწილს და
დავრწმუნდეთ, რომ საკვლევ საკითს არაა აცილებული მასში დასმული
საკითხი და კვლევის პროცესის გეგმა.

საკითხი №2

აზრობრივი რუკა
[ლიტერატურა: Mind42 - გაიდი: https://www.facebook.com/watch/?v=990492731470032;
Coggle - გაიდი: https://writingcentre.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/10/rogor-
shevqmnath-azrobrivi-ruka-Coggle-shi-gaidi-1.pdf]

• აზრობრივი რუკის დახმარებით შეგვიძლია მოვაწესრიგოთ და


თანმიმდევრულად დავალაგოთ ინფორმაცია. აზრობრივი რუკის პირველი
ნაბიჯია მთავარი თემის გამოკვეთა, რომელსაც ვუკეთებთ განშტოებებს, სადაც
ვწერთ დეტალურ საკითხებს. აზრობრივი რუკა გვეხმარება საკვლევი
პროცესის უკეთ წარმართვაში.

• აზრობრივი რუკის შექმნისთვის სასურველია გამოვიყენოთ https://coggle.it/


ვებგვერდი, სადაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა. ბმულის გახსნის შემდეგ
ვირჩევთ ღილაკს - Sign Up Now. სარეგისტრაციო გვერდზე გადასვლისას
ვირჩევთ Google ანგარიშს, სადაც უნდა მივუთითოთ ილიაუნის იმეილი და
პაროლი, რის შედეგადაც დასრულდება რეგისტრაცია და შევალთ ჩვენს
ანგარიშზე.

• აზრობრივი რუკის შესაქმნელად ვირჩევთ ღილაკს - + Create Diagram.


ვუთითებთ დიაგრამის ცენტრს, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტის
სათაურსაც. სათაურზე დაწკაპუნების შემდეგ იხსნება აზრობრივი რუკა და აქ
უკვე შეგვიძლია რამდენიმე დონის განშტოების დამატება ცენტრალურ
ნაწილთან + ღილაკზე დაწკაპუნებით. ხოლო შემდეგი განშტოების
დასამატებლად თითოეულ დონესთან გამოჩნდება + ღილაკი. განშტოებებში
შეგვიძლია ტექსტის დაწერა ( სასურველია ერთი ან ორი სტრიქონი),
შეგვიძლია ტექსტის ზომის შეცვლა, ფოტოების, Emoji-ების დამატება.

You might also like