Professional Documents
Culture Documents
სიძულვილის ჯოჯოხეთიდან სიყვარულის სამოთხემდე
სიძულვილის ჯოჯოხეთიდან სიყვარულის სამოთხემდე
სიძულვილის ჯოჯოხეთიდან სიყვარულის სამოთხემდე
მწერალი ხატავს, დაჩეხილი გოგონა როგორ „აფრინდა“ ზეცაში: „და უხილავ მხრებში
მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა. გოგონა რა, სხეული როცა ჰქონდა , მაშინაც კი
ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.
აქა კი, ქვემოთ, მონადირე იმის ახლახანა საფლავთან გულგასიებული იდგა და , კიდევ
კარგი, ტიროდა, რადგან ცრემლს ვაება ასე თუ ისე გამოჰქონდა. საფლავის ქვაზე ასე
ეწერა: – რამდენისა გამოდიოდა და, ცოტასი…“. გიორგი ლეონიძის მარიტას სიკვდილი
გვახსენდება: „საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო, დაღლილსაო. ღვთისმშობელს ეთქვა
თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილი ხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ!
იესო ქრისტემ კი ხელმანდილი ამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა , რომ გაეცოცხლებინა ,
მაგრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა , სულ
გვერდით ჰყოლოდა, ახლაც გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო…“ („მარიტა“).
ისეთი ფინალია, მკითხველის კათარზისს რომ იწვევს, რაც ასე ეოცნებებოდა გურამ
დოჩანაშვილს. ამგვარი დასასრული მით უფრო რთული უნდა ყოფილიყო მისთვის ,
რადგან ეს მოთხრობა 1989 წელს დაწერა. მიხეილ ჯავახიშვილი გვახსენდება, 1924
აგვისტოს სისხლში ჩახშობილი აჯანყების კვალდაკვალ ამავე წლის სექტემბერ -
ოქტომბერში რომ დაწერა „ჯაყოს ხიზნები“: „სული იმ დროის სისხლში მქონდა
ამოვლებულიო“. ასეთივე გმინვა მოისმის ამ მოთხრიდანაც, თანვე გვეფინება მიტევების
მადლი.