Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

პეიზაჟი ფრანგული სიტყვაა და ადგილმდებარეობას ნიშნავს.

პეიზაჟი ასახავს
ბუნების სურათს და ამავე დროს გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას ამ
მომენტისადმი. მხატვრულ ლიტერატურაში პეიზაჟი ყოველთვის ჩანართი
ეპიზოდია და იგი შეიძლება იყოს:
1. მოვლენათა განვითარების ერთი რგოლი, მაგალითად: „პალიასტომის
ტბაში“ ტბის აღელვება, რამაც მამა-შვილის დაღუპვა გამოიწვია.
2. პეიზაჟი შეიძლება იყოს მოქმედების გაშლის ფონი. „კაკო ყაჩაღისა“ და
„ბახტრიონის“ შესავალი ნაწილები.
3. პეიზაჟი შეიძლება იყოს, როგორც გმირთა განწყობილების, ძლიერი
ემოციის გამოხატვის ხერხი. ამ შემთხვევაში მწერალი გმირის განცდებს ან
აკავშირებს, ან უპირისპირებს ბუნების სურათებს. „ფიქრი მტკვრის პირას“,
„შემოღამება მთაწმინდაზე“...
4. პეიზაჟი ხშირად მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვით, მხატვრული ეფექტის
შესაქმნელად გამოიყენება. ამის საუკეთესო მაგალითებია ილია ჭავჭავაძის
„მგზავრის წერილები“ და ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ (XII
თავი).

პერსონაჟი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს. პერსონაჟი მოქმედი გმირია. ის


შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, მთავარი მოქმედი გმირი ან
მეორეხარისხოვანი.

ალეგორია ბერძნული სიტყვაა და გადაკრულ თქმას ნიშნავს, სადაც ნათქვამია


ერთი და იგულისხმება მეორე. ალეგორია გამოსახვის ხერხია, ტროპის სახეა, მისი
მიზანია შენიღბვა. ზოგჯერ ალეგორია მეტაფორული ხასიათისაა, მაგრამ
განსხვავება ისაა, რომ მეტაფორა მოკლეა, სხარტია, შეკუმშულია. ალეგორიულია
იგავ-არაკი, ანდაზა, გამოცანა...

გაპიროვნება ტროპის სახეა, მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც


დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების
მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება.
„სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა დაფიქრებულის სახითა.“
„დღემ დაიხურა პირბადე, მთებმა დახუჭეს თვალები.“
გაპიროვნება ძალიან ახლოსაა მეტაფორასთან. განსხვავება ისაა , რომ
გაპიროვნებაში ერთი საგნიდან მეორეზე გადატანილია მხოლოდ ადამიანური
თვისებები.
გაპიროვნების კლასიკური ნიმუშებია: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „მთის წყარო“,
„ჩხიკვთა ქორწილი“...

გროტესკი სინამდვილის კომიკური წარმოსახვის უკიდურესი სახეობაა,


რომელიც მოვლენას, საგნებსა და ადამიანებს გამოხატავს უჩვეულოდ
გაზვიადებულ, ძალზე პირობით და კომიკურ სახეებით. ტერმინი გროტესკი
ლიტერატურაში ნასესხებია მხატვრობიდან . იგი კომიკურის უკიდურესი
გამოვლენაა. ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძე გროტესკული სახეა ,
რომელიც უარყოფითს გამოსახავს.

ეპითეტი მხატვრული განსაზღვრებაა, საგნის ან მოვლენის გარკვეული ნიშნის ,


თვისებების ემოციური წარმოსახვა, ხაზგასმა. ეპითეტის მეშვეობით მწერალი
ახდენს საგნის ან მოვლენის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეს:
„ცა- ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო.“
აკაკი
„მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენ ი,
ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი.“
ილია

პოეტურ მეტყველებაში ყველაზე მეტად ზედსართავი სახელებისაგან


წარმოებული ეპითეტებია გავრცელებული.
ეპითეტი ამავე დროს მეტაფორასაც წარმოადგენდეს: „ბაღში ვაზი ობოლი...“
ობოლი ვაზი ეპითეტიც არის და მეტაფორული თქმაც.
არსებობს ე. წ. მუდმივი ეპითეტები, რომლებიც უფრო ხშირად ხალხურ ეპოსში
გვხვდება: ტრიალი მინდორი, მწვანე ბალახი, კუდა მელა.

ირონია ბერძნული სიტყვაა და დაცინვას ნიშნავს. ირონია ფარული დაცინვა,


ტროპის სახეობაა, სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება დაცინვის
მიზნით. ირონიაში სიტყვები და გამოთქმები, მათი საერთო დადებითი
მნიშვნელობის მიუხედავად, უარყოფითი შინაარსისაა.
„ასეთი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა, რომ როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ
მის ბრწყინვალების, ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზე ისე ლამაზად
აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა.“ ასეთივეა ილია
ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი „ბედნიერი ერი“. ირონიაში განსაკუთრებული
სიცხადით ვლინდება ავტორის დამოკიდებულება მოვლენისადმი. ირონია
შეიძლება იყოს როგორც რბილი და მსუბუქი (იუმორი), ისე ბასრი და უარმყოფელი
(სარკაზმი).

იუმორი ლათინური სიტყვაა და ცრემლებს ნიშნავს. იგი ისეთი დაცინვა და


კომიკური წარმოსახვაა, რომელიც სინანულსა და თანაგრძნობას მოიცავ . ავტორი
ამხელს იმ ადამიანთა უარყოფით მხარეებს , რომელთა მიმართაც იგი
ძირითადად კეთილგანწყობილია.
ქართულ ლიტერატურაში იუმორის კლასიკური ნიმუში შექმნა დავით
კლდიაშვილმა.

მეტაფორა ბერძნული სიტყვაა და გადატანას ნიშნავს. ტროპის ერთ-ერთი


ძირითადი სახეა, რომელიც მოვლენას წარმოსახავს მეორე, არარსებითი ნიშნის
მსგავსი მოვლენის მეშვეობით. სხვაგვარად მას მოკლე შედარებასაც უწოდებენ ,
რადგან ერთ საგანსა და მოვლენას ადარებენ მეორეს, ოღონდ ისე, რომ ეს
შედარება უცხო და არატრადიციული უნდა იყოს.
„ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი.“
ვაჟა-ფშაველა
„ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა.“ შოთა რუსთველმა აქ
წამწამების მეტაფორა შემოგვთავაზა.
„აღდგომის კვერცხს დაემსგავსა ჭირნახული საქართველო.“
აკაკი
მეტაფორის შემეცნებითი და ესთეტიკური ღირებულება დიდია, ხოლო მისი
შინაარსის სწორი ამოცნობა და მხატვრული ღირსების აღქმა მკითხველის
მხატვრული გემოვნების განვითარებასა და საერთო კულტურაზეა დამოკიდებული.
მოტივი ლიტერატურაში მხატვრული ტექსტის უმარტივესი, განუყოფელი
აზრობრივი ერთეულია. რამდენიმე მოტივის კომბინაცია შეადგენს სიუჟეტს.
მოტივი იხმარება აგრეთვე შემოქმედის ჩანაფიქრის, მწერლის იდეური გააზრების
მთავარი საფუძვლის მნიშვნელობით. აქ მოტივი ერთგვარად ენათესავება იდეას .
იდეა პრობლემის გადაწყვეტას, მწერლის ტენდენციის გამოვლენას გულისხმობს.
ეროვნულ მოტივზეა აგებული „მგზავრის წერილები“, „თორნიკე ერისთავი,“
„ნათელა.“

სარკაზმი ბოროტი დაცინვაა, მწარე, ღვარძლიანი, უკიდურესად უარმყოფელი,


თავისი თავის უპირატესობის ხაზგასმით. სარკაზმი, ისევე როგორც ყოველი
კომიკური ნაწარმოები, კრიტიკა გამოიხატება სიცილის საშუალებით.
სარკაზმი ფართოდ არის გავრცელებული როგორც მხატვრულ, ისე საორატორო
ხელოვნებაში. სარკაზმს მიმართავდნენ ციცერონი, ვერგილიუსი, პუშკინი,
კრილოვი, ილია ჭავჭავაძე და სხვა.

სატირა მკვეთრი დაცინვაა. ისეთი კომიკური ნაწარმოები, რომელშიც


მკაცრადაა გაკიცხული საზოგადოებრივი ცხოვრების ან კერძო პირის მანკიერი
მხარეები. სატირული გამოსახვისას მწერალი ხაზგასმით, ჭარბი ფერებით,
გაზვიადებით, ზოგჯერ გროტესკულადაც კი გვიჩვენებს მოვლენებს.
ტერმინი სატირა წარმოდგება ძველი ბერძნული მითოლოგიიდან, სადაც
სატირი ეწოდება ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს მხლებელს.
ტროპი ბერძნული სიტყვაა და შებრუნებას ნიშნავს. არაპირდაპირი, გადატანითი
მნიშვნელობით ნახმარი სიტყვა ან ფრაზა; ერთი საგნისა და მოვლენის ხასიათის ,
თვისების გამოყენება მეორე საგნისა და მოვლენის ხასიათის უფრო მკვეთრად,
თვალსაჩინოდ და ემოციურად წარმოსახვის მიზნით. ტროპი ენობრივ მხატვრულ
სახეს წარმოადგენს. კაცობრიობის განვითარების ადრინდელ საფეხურზე არ
არსებობდა. სიტყვასა და გამოთქმას მხოლოდ ერთი, პირდაპირი მნიშვნელობა
ჰქონდა. ტროპი მხატვრული აზროვნების შედეგს წარმოადგენს.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ტროპის შემდეგ სახეებს :
მეტონიმია ანუ გადასახლება (გადასმა ), რომელიც ხასიათდება შეკუმშვით.
ვამბობთ რუსთაველს ვკითხულობ, ნავლად იმისა, რომ შოთა რუსთაველის პოემა
„ვეფხისტყაოსანს“ ვკითხულობ.
მეტაფორა-მოკლე შედარება. „დღემ დაიხურა პირბადე.“
ალეგორია
ირონია
ჰიპერბოლა-გაზვიადება
ლიტოტესი- დამცირება, დაპატარავება.
სიმბოლო
სინოკდოქე - მთელის გამოხატვა ნაწილის მეშვეობით, მრავლობითისა -
მხოლობითის მნიშვნელობით ან პირიქით. თათარი მოგვადგა ე. ი. თათრები
მოგვადგნენ.
„მთელი კახეთი ქცეულა
ჩიქილამოხდილ ქალადა.“
ვაჟა-ფშაველა

შედარება მხატვრული დახასიათება, დასურათებაა მსგავსი მოვლენის


მეშვეობით. რაც ედრება ყოველთვის უშუალოდ არის მოცემული, ხოლო რასაც
ედარება - თავისი პირდაპირი მნიშვნელობით. შედარებისას ვიყენებთ შემდეგ
სიტყვებს: როგორც, ვით, -ებრ, მსგავსად და ასე შემდეგ. შედარების საუკეთესო
მაგალითია „მგზავრის წერილებში“ დღისა და ღამის, მყინვარისა და თერგის
შედარება.
ხატოვანი თქმა იგივეა, რაც ფიგურალური სიტყვები, იდიომები, სიტყვათა
მყარი შეხამებანი, სადაც სიტყვათა ჯამი (წინადადება) ამ სიტყვების
მნიშვნელობებს არ უდრის. ხატოვან თქმებს ახასიათებს ლაკონიურობა, ახრის
გამომხატველობა.
„სიტყვა ბანზე ააგდო,“ „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა,“ „კედელს ცერცვი შეაყარე“...
ხატოვან თქმებს ხშირად იყენებენ იგავ-არაკებში, ზღაპრებში, ანდაზებში,
ლექსებში. მათი ნაწილი წარმოიშვა შორეულ წარსულში, ნაწილი - ახლო
საუკუნეებში. ამ თქმებს ჰყავთ გარკვეული ავტორები. მათი წყაროა
ლიტერატურული ნაწარმოებები, ისტორიული პირები, მითები, ლეგენდები.
„აქილევსის ქუსლი,“ „რუბიკონი გადალახულია,“ „სიზიფეს შრომა“ და ასე შემდეგ.
ჰიპერბოლა გაზვიადებას, გადაჭარბებას ნიშნავს. იგი მხატვრული გაზვიადებაა,
აძლიერებს შთაბეჭდილებას.
„აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ,
იქით გორასა ძვრას ვუზამ...“
ხალხური
„კაცი კაცსა შემოვტყორცნე
ცხენ-კაცისა დავდგი გორი.“
შოთა რუსთაველი

You might also like