Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

სონეტი თოთხმეტტაეპიანი ლექსი, რომლის პირველი ნაწილი შედგება ორი

ოთხტაეპიანი სტროფისგან, ხოლო მეორე ნაწილი- ორი სამტაეპიანი


სტროფისგან. სონეტი წარმოიშვა იტალიაში, სადაც იგი გავრცელებული იყო XII-XIV
საუკუნეებში. სონეტის დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში ცდილობდნენ
ცისფერყანწელები.

ტრაგედია ბერძნული სიტყვაა და თხის სიმღერას ნიშნავს. ის ერთ-ერთი


ძირითადი დრამატული ჟანრია, რომელიც ხასიათდება უაღრესად მძაფრი
კონფლიქტებითა და სიტუაციებით, მასში ასახულია დიადი მიზნებისათვის
თავდადებული, უდრეკი ნებისყოფის ადამიანის ბრძოლა გადაულახავი
დაბრკოლების წინააღმდეგ, უთანასწორო ბრძოლაში მთავარი გმირის დაღუპვის
გარდაუვალობა. ტრაგედია წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, ნაყოფიერების
ღმერთის დიონისეს დღესასწაულზე გამართული სახალხო წარმოდგენიდან . ამ
დღესასწაულზე დიონისეს სწირავდნენ თხას, ხოლო თხის ტყავში გადაცმული
მსახიობები ასრულებდნენ სიმღერებს და ცეკვებს.
ტრაგედიამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ანტიკურ ხანაში- ესქილეს,
სოფოკლესა და ევრიპიდეს შემოქმედებაში. ტრაგედიის განვითარების შემდეგ
ეტაპს წარმოადგენს შექსპირის შემოქმედება: „მაკბეტი“, „რომეო და ჯულიეტა “,
„მეფე ლირი“, „ჰამლეტი“...

ტრიოლეტი რვატაეპიანი ლექსია, რომელშიც პირველი ტაეპი, მეოთხე და


მეშვიდე ტაეპებად მეორდება, ხოლო მეორე ტაეპი- მერვედ.

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,


ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.


ვტიროდი ხარბად მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
ვალერიან გაფრინდაშვილი
შაირი არაბული სიტყვაა და ლექსს ნიშნავს. შაირი არის თექვსმეტმარცვლიანი
სალექსო სტრიქონი, ქართული ლექსის უძველესი და ყველაზე გავრცელებული
ფორმა. შაირის სახესხვაობას წარმოადგენს რვა და ოთხმარცვლიანი ტაეპები,
რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სალექსო სტრიქონის ორად ან ოთხად
გაყოფის შედეგად მიიღება.
მაღალი შაირის სქემატური გამოსახულებაა: 4/4// 4/4
დაბალი შაირის- 3/5//3/5 ან 5/3//5/3
ხალხური შაირი ძირითადად რვამარცვლიანია.
ლიტერატურაში შაირი XIX საუკუნემდე იყო გაბატონებული.

აბზაცი ნაწარმოების შემადგენელი ნაწილია, მცირე ზომის და რაღაც თემის,


იდეის, აზრის მიხედვით გაერთიანებული. ყოველი ახალი აზრია, ახალი იდეა,
თემა, აბზაცით იქყება.

ეპიგრაფი ბერძნული სიტყვაა და წარწერას ნიშნავს. ასე უწოდებდნენ ძველი


ბერძნები ძეგლებზე წარწერებს. შემდეგ ამ ცნებამ სხვა შინაარსი მიიღო:
ეპიგრაფი ეწოდება სხვა ავტორის ნაწარმოებიდან აღებულ სტრიქონებს,
რომელსაც მწერალი წინ წარუმძღვარებს თავის ნაწარმოებს, ან მის ცალკეულ
თავებს. ეპიგრაფის მიზანს შეადგენს მთელი ნაწარმოებია ან მისი ნაწილის
მთავარ აზრზე მოკლედ, ლაკონიურად მითითება. ეპიგრაფებს ხშირად იყენებდა
ილია ჭავჭავაძე, მაგალითად: „კაცია- ადამიანის“ ეპიგრაფია- „მოყვარეს პირში
უძრახე, მტერს-პირს უკანაო“. მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელის“
ყველა თავს ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული.

ეპილოგი ბერძნულ ენაზე ბოლო სიტყვას ნიშნავს. მხატვრული ნაწარმოების


ბოლო, დამამთავრებელი ნაწილი, ბოლო სიტყვა, ბოლოთქმა, რომელიც
გადმოგვცემს ნაწარმოების პერსონაჟების თავგადასავალს კვანძის გახსნის
შემდეგ.
ძველ ბერძნულ პიესებში ეპილოგი ეწოდებოდა მაყურებლისადმი ავტორის
მიმართვას, რომელიც მოიცავდა პიესის მთავარი აზრისა და ხასიათების გახსნას .

თემა ბერძნული სიტყვაა და ძირითად აზრს ნიშნავს. მხატვრულ ნაწარმოებში


ასახულ საგანთა ცხოვრებისეულ მოვლენათა წრე. თემა გულისხმობს მწერლის
მიერ ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემებსაც, რომელიც თხზულების შინაარს
კრავს და იდეურ-ემოციურ მთლიანობად აქცევს. თემა თვალსაჩინო ხდება
სიუჟეტის მეშვეობით.
თემა ზოგჯერ ემთხვევა იდეას, მაგალითად: ზოგ პატრიოტულ- ლირიკულ
ნაწარმოებში თემა და იდეა არსებითად ერთი და იგივეა.
ყოველი დროის ლიტერატურის წამყვანს თანამედროვე ცხოვრება
წარმოადგენს. იმ თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმაურება და გამოხატავს
თანამედროვეობის მნიშვნელოვან და არსებით საკითხებს აქტუალური თემები
ეწოდება.

იდეას სამგვარად განმარტავენ:


1. პრინციპი, დებულება, რითაც ხელმძღვანელობენ თეორიულ მსჯელობაში,
საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საქმიანობაში; შეხედულება, თვალსაზრისი;
2. მნიშვნელოვანი აზრი, განზრახვა, ჩანაფიქრი;
3. ნაწარმოების მთავარი აზრი.

კომპოზიცია ლათინური სიტყვაა და აგებას, აშენებას, კავშირს ნიშნავს.


კომპოზიცია არის მხატვრული ნაწარმოების წყობა, აგებულება, მთლიანობა; ერთ-
ერთი მხატვრული ხერხი სინამდვილის წარმოსახვისა, მწერლის იდეური და
მხატვრული ჩანაფიქრის განხორციელებისა. მხატვრული ფორმის ერთი
ძირითადი კომპონენტთაგანი.
ზოგჯერ სიტყვა კომპოზიციის ნაცვლად ხმარობენ არქიტექტონიკას.
პროლოგი ბერძნული ენაზე და წინა სიტყვას ნიშნავს. პროლოგი ეს არის
ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი ნაწილი, რომლის შემდეგაც ძირითადი
სიტუაცია, სიუჟეტი იშლება. პროლოგი განსაკუთრებით გავრცელებული იყო
ანტიკურ დრამაში.
პროლოგში გადმოცემულია პერსონაჟთა მდგომარეობა მოქმედების დაწყების
მომენტში ან ავტორის ჩანაფიქრი. გამორჩეულია „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი.

რითმა ბერძნული სიტყვაა და ქართულად შეთანხმებას ნიშნავს. რითმა ერთი


და იგივე ან მსგავსი ბგერათა კანონზომიერი განმეორებაა. რითმა
ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება შეგვხვდეს სტრიქონის თავში,
ბოლოში, შუაში.
მარცვალთა რაოდენობის მიხედვით რითმა შემდეგნაირია:
ერთმარცვლიანი ანუ ვაჟური;
ორმარცვლიანი ანუ ქალური;
სამმარცვლიანი ანუ დაქტილური;
სამზე მეტმარცვლიანი -ზედაქტილური.
ბგერითი შედგენილობის მიხედვით რითმა არის ზუსტი და არააზუსტი. ზუსტი
რითმის ყველაზე სრული სახეა მაჯამა (ომონიმური რითმა).
არაზუსტი რითმებია:
ა) ასონანსი;
ბ) კოსონანსი;
გ) დისონანსი;
დ) არათანაბარმარცვლიანი.
გარითმვის ოთხი ხერხი:
1) ინტერვალიანი-abcb

„დამისხი, დამალევინე
ეს ღვინო ოხერ-ტ ი ა ლ ი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
ქვეყნის უკუღმა ტ რ ი ა ლ ი.“
ვაჟა-ფშაველა

2) ჯვარედინი -abab
“არსაიდან ხმა, არსით ძ ა ხ ი ლ ი!
მშობელი შობილს არრას მ ე ტ ყ ო დ ა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ა მ ო ძ ა ხ ი ლ ი
ქართვლის ძილშიაც კვნესა მ ე ს მ ო დ ა.“
ილია

3) მოსაზღვრე- aa bb
„ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წ ყ ნ ა რ ი,
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქ ნ ა რ ი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში ა ქ ს ო ვ ს,
ასე ჩუმი, ასე წყნარი ჯერ ცა მე არ მ ა ხ ს ო ვ ს.“
გალაკტიონი

4) რკალური -abba
„მე ლამაზი მეგობარი მ ყ ა ვ დ ა ,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თ მ ე ბ ი თ,
ერთხელ მტრედმა მიუტანა ფ რ თ ე ბ ი,
დამტოვა და ღრუბელს გაჰყვა ც ა დ ა .“
ანა

რიტმი თანაზომიერი ერთეულების კანონზომიერი განმეორებაა. პერიოდულად


და რიტმულად ცემს გული, საათი, სამხედრო მარში, ფეხის შეწყობა ცეკვის
დროს... რიტმი პოეზიაში არის თანაზომიერი, სამეტყველო ერთეულების
კანონზომიერი, პერიოდული გამეორება. ეს გამეორება ვლინდება ბგერების,
რითმების, მუხლების, პაუზების, ტაეპების, სტროფებისა და ცალკეული პოეტური
ერთეულების, კომპონენტების გამეორებით.
რიტმულობა ქმნის მუსიკალურობას, სასიამოვნო თანაზომიერებას მოსასმენად .
სიუჟეტი ფრანგული სიტყვაა და საგანს ნიშნავს. მხატვრულ ნაწარმოებში
სიუჟეტია მოქმედების, კონფლიქტის, სიტუაციებისა და ხასიათის
თანამიმდევრობა, წყობა, შინაგანი კავშირი. იგი არსებითად გვევლინება
როგორც ფაბულა, მხატვრული გაშლა, გარდასახვა მწერლის იდეური პოზიციისა.

სტროფი ლექსში გარკვეული ნიშნებით გაერთიანებული რამდენიმე


სტრიქონია (ტაეპი). სტროფი ბერძნული სიტყვაა და მოქცევას ნიშნავს.
სტროფისთვის დამახასიათებელია შინაარსის, ბგერწყობისა და მეტრული
აღნაგობის ერთიანობა.
სტროფი შეიძლება იყოს ორტაეპიანი- მრჩობლედი, სამტაეპიანი - ტერცეტი,
ოთხტაეპიანი - კატრენი, ხუთტაეპიანი - მუხამბაზი, ექვსტაეპიანი-სექსტინა ,
რვატაეპიანი- ოქტავა, ცხრატაეპიანი- ნონა, ათტაეპიანი- დეციმა და ასე შემდეგ .
სტროფში გაერთიანებული ტაეპები შეიძლება იყოს თანაბარმარცვლიანი,
თანაზომიერი, ანუ იზომეტრული და არათანაბარმარცვლიანი ანუ
ჰეტერომეტრული.
ქართული ლექსისთვის დამახასიათებელია ოთხტაეპიანი და ორტაეპიანი
სტროფები, როგორც იზომეტრული, ისე ჰეტერომეტრული წყობით. სხვაგვარი
რაოდენობის მქონე სტროფებით შედგენილ ლექსს კოჭლ ლექსს უწოდებენ.
სტროფი და კუპლეტი ერთი და იგივეა.

ტაეპი ეს არის სტრიქონი, დამთავრებული რიტმული ერთეული, შედგენილი


სალექსო ტერფებისა და მუხლებისაგან.

ფაბულა ლათინური სიტყვაა და ამბავს ნიშნავს. ნაწარმოებში მოთხრობილი


ამბის სქემატური, მოკლე შინაარსი, ძირითადი ქარგა. იგი ემყარება ამბის შინაგან,
ლოგიკურ თანამიმდევრობას და სიუჟეტის აგების უშუალო საფუძველს
წარმოადგენს. წიგნი „სიბრძნე-სიცრუისა“ წარმოადგენს იგავ-არაკების კრებულს,
სადაც იგავ-არაკები გაშლილია ფაბულური მოთხრობის ფონზე, მსგავსად
„სიბრძნე ბალავარისა „ და“ათას ერთი ღამისა“.
ფინალი ლათინური სიტყვაა და ბოლოს, უკანასკნელს ნიშნავს. ეს არის
ნაწარმოების უკანასკნელი, საბოლოო სცენა. საერთო ამბის, მოქმედების
დასასრული.

დიალოგი ბერძნული სიტყვაა და საუბარს, კამათს ნიშნავს. ლიტერატურაში ორ


პირს შორის საუბარს დიალოგი ეწოდება. ერთი პიროვნების ხმამაღლა ფიქრს,
განცდებს საუბარს მონოლოგი ეწოდება, ხოლო ბევრი ადამიანის საუბარს
პოლილოგს უწოდებენ. დიალოგი უმეტესად დრამატურგიაში გვხვდება.
მონოლოგის საუკეთესო მაგალითია დავით კლდიაშვილის „სოლომონ
მორბელაძის“ გმირის -სოლომონის ტკივილით სავსე ფიქრი: „მომატყუეს,
მოვატყუე და ხვალ თუ ზეგ კიდევ ერთი მოტყუებული მომადგება კარზე“...

პერიფრაზი (იგივე პარაფრაზი) ბერძნული სიტყვაა და გარდათქმას,


აღწერილობით გამოთქმას ნიშნავს. პერიფრაზია გამოთქმა, რომელიც აღწერით,
ვრცლად გადმოსცემს სხვის ნათქვამს ან ცალკეულ სიტყვებს. ილია ჭავჭავაძე
ნაცვლად იმისა, რომ თქვა „დაღამდა“, ამბობს: „სამშობლოს ცასა ბნელად
გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა.“

ციტატა ლათინური სიტყვაა და მითითებას ნიშნავს. ციტატაა რაიმე ტექსტიდან


უცვლელად, სიტყვა-სიტყვით მოყვანილი ადგილი. ციტატა ისმება ბრჭყალებში.
ლირიკული გმირი ადამიანური მისწრაფებების, აზრის იდეების, იდეალების,
გრძნობების, განცდებისა და განწყობილებების გამომხატველი პოეტურ
ნაწარმოებში, როცა ყოველივე ამის გამომხატველი თვით ავტორია. ლირიკული
გმირი არა მარტო ლირიკაში, არამედ პროზაშიც გვხვდება. ლირიკული გმირი
ისევ ავტორია.

You might also like