მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობის ტერმინები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელი

ლიტერატურათმცოდნეობის ტერმინები
დრამა ბერძნული სიტყვაა და მოქმედებას ნიშნავს. არისტოტელეს აზრით,
დრამა არის ასახვა მოქმედებით და არა მოთხრობით. ავტორი ჩანს მხოლოდ
რემარკებში (დრამატულ ნაწარმოებში. ავტორის შენიშვნა, რომელიც ჩვეულებრივ
ფრჩხილებში ჩაისმის და რომელიც შეიცავს სცენის მოწყობილობის, პერსონაჟთა
გარეგნობისა და ქცევის მოკლე დახასიათებას. რემარკა იგივე შენიშვნა, მინაწერია).
დრამას საფუძვლად უდევს მძაფრი ცხოვრებისეული კონფლიქტი, რომლის
გარშემო კონცენტრირებულია მთელი მოქმედება, დაწერილია დიალოგებად და
განკუთვნილია სცენაზე წარმოსადგენად. დრამის ჟანრებია: კომედია და
ტრაგედია.
დრამის განვითარების მწვერვალია ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს
ტრაგედიები, არისტოფანესა და მენანდრეს კომედიები.
გიორგი ერისთავის „გაყრა“ 1850 წელს დაიდგა ქართულ სცენაზე, პოლიკარპე
კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“- 1928 წელს. კაკაბაძის ცნობილი დრამატული
პოემებია: „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“.

ეპოსი ბერძნული სიტყვაა და მოთხრობას, სიტყვას, სიმღერას აღნიშნავს. ეპოსი


არის თხრობითი ჟანრი, რომელიც რაღაცას გვიამბობს. ხალხური საგმირო
სიმღერები, პოემები, თქმულებები. ეპოსში ასახულია მწერლის, ლირიკული
გმირის, გრძნობები, განცდები, აზრები... ეპოსის ძირითადი ჟანრებია: რომანი,
მოთხრობა, ნოველა, პოემა, მხატვრული ნარკვევი... მაგალითად: ჰომეროსის
„ილიადა“ და „ოდისეა“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ , „ტოლსტოის „ომი
და მშვიდობა,“ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, „ოთარაანთ ქვრივი,“ მოპასანის
ნოველები...

ლირიკა საკრავია, მუსიკალურია ინსტრუმენტია, რომლის თანხლებითაც


სრულდებოდა პოეტური ნაწარმოები. სიტყვა ლირა ლიტერატურაში იხმარება
როგორც პოეტური შთაგონების სიმბოლო. ქართულ ენაში ლირას სინონიმია
ჩანგი. ლირიკა კი ლირასთან დაკავშირებული მხატვრული ლიტერატურის ერთ-
ერთი გვარია, უსიუჟეტო ან მკრთალსიუჟეტიანი ლექსითი ნაწარმოები. ლირიკულ
ნაწარმოებში სინამდვილე განსახიერებულია პოეტის მიერ მიღებული
შთაბეჭდილებებით. გადმოცემულია ადამიანის ცალკეული განცდა, გრძნობა,
აზრი, განწყობილება. ეს განცდა კონკრეტულ-ინდივიდუალურია, მაგრამ
განზოგადებული, ტიპური. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავდა საქვეყნო
მნიშვნელობას და კერძო, პირად, ინტიმურ დონეზე დაეშვებოდა. ნიკოლოზ
ბარათაშვილი „საყურე,“ რომელიც, ერთი შეხედვით, პირადულია, მაგრამ ეს
პირადული იმ სიმაღლემდეა აყვანილი, რომ ყველა ადამიანის სატრფიალო
განცდას ეხმაურება. ლირიკაში მეტყველების ფორმა თითქმის ყოველთვის
ლექსია. სიუჟეტის მაგივრობას შემოქმედის განწყობილება ასრულებს. ლირიკაში
გადმოცემულია ცალკეულია განცდები, განწყობილება, შთაბეჭდილება.
ლირიკული გმირი უპირატესად თავად ავტორია.
ლირიკული ჟანრის ნაწარმოებებია: ჰიმნი, ელეგია, ოდა, ეპიგრამა, ეპიტაფია,
სატრფიალო ლირიკა. ლირიკული მომენტი შეიძლება ჩართული იყოს პროზაულ
ნაწარმოებში, მაგალითად: ვაჟა-ფშაველას „მთის წყარო“ „ხმელი წიფელი“,
„მთანი მაღალი;“ გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგში“ „ტანს გეტმასნება
სველი ალერდი“...

პოეზია ბერძნული სიტყვაა და წყობილსიტყვაობას ნიშნავს. პოეზია არის


რიტმული, მოწესრიგებული მეტყველება. გადატანითი მნიშვნელობით პოეზია
ნიშნავს მიმზიდველს, ემოციურს, სათუთს, საერთოდ ყველაფერს, რაც
ამაღელვებელია.

პროზა ლათინური სიტყვაა და მარტივ მეტყველებას ნიშნავს. ის ლექსისაგან


არსებითად განსხვავდება, არ არის დაყოფილი რიტმულ ერთეულებად.
პროზაა რომანი, მოთხრობა, ნოველა, ნარკვევი, დოკუმენტური, ეპიკური
ნაწარმოებები...
გადატანითი მნიშვნელობით პროზას უწოდებენ ყოველდღიურ უმნიშვნელო
მოვლენებს.

ანდაზა ხალხური სიბრძნის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრია. ანდაზა ეს არის


ბრძნული გამოთქმა, ლაკონიურად გამოხატული ცხოვრებისეული ჭეშმარიტება,
უპირატესად პრაქტიკული ხასიათისა. ანდაზაში მოცემულია დამრიგებლობა ,
დიდაქტიკური იდეები.
მაგ.: „ააფრინე ალალიო, რაც არ არის, არ არისო“, „თაგვმა თხარა , თხარაო, კატა
გამოთხარაო“...

აფორიზმი მოკლედ და მხატვრულად გამოთქმული ბრძნული აზრი,


მაღალგონივრული ჩანაფიქრის სხარტი გამოსახვა, რომლშიც განზოგადებულია
სიბრძნე. აფორიზმი უმეტესად პოეტურია: „სჯხობს სიცოცხლესა ნაზრახსა
სიკვდილი სახელოვანი“ (შოთა რუსთაველი), „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ (აკაკი წერეთელი). აფორიზმი შეიძლება იყოს
პროზაულიც. „თუ წუთისოფელს ერთხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს,
როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა,“ „დაუდეგარ მაჭარს სარქველი არ
დაეხურება“ (ილია ჭავჭავაძე).

ბიოგრაფია აღწერს ამა თუ იმ პირის ცხოვრებასა და შემოქმედებას (ბიოს-


ცხოვრება, გრაფოს-ვწერ). ბიოგრაფია შეიძ₾ება იყოს მეცნიერული, მხატვრული,
პოპულარული და ასე შემდეგ... ამავე დროს არსებობს ბიოგრაფიული რომანები,
მოთხრობები, პიესები, ნობელები, პოემები.
ქართული ბიოგრაფიის უძველესი ნიმუშია ე. წ. „მოქცევაი ქართლისაი“,
რომელშიც აღწერილია ქართველთა განმანათლებლის-ნინოს ცხოვრება და
მოღვაწეობა.

ელეგია ბერძნული სიტყვაა და ჩივილს ნიშნავს. ელეგია ლირიკული ჟანრია,


რომლის ნიშანდობლივი თვისებაა მწუხარების გამოხატვა. ამ ჟანრის ნაწარმოებია
ილია ჭავჭავაძის ლექსი „ელეგია“, რომელშიც მძაფრი ეროვნული სევდა და
წუხილია გადმოცემული.

თქმულება= ლეგენდა ფანტასტიკური ზღაპრის ხასიათს ატარებს, მაგრამ


ზღაპრისგან იმით განსხვავდება, რომ სათავეს ამა თუ იმ სახით, ისტორიულად
მომხდარი ამბისგან ან რეალური გმირის მოქმედებიდან იღებს. ეგნატე
ნინოშვილის „პალიასტომის ტბა“, დანიელ ჭონქაძს „სურამის ციხე“ თქმულება-
ლეგენდებს ეფუძნება. ლეგენდები ვიცით ვახტანგ გორგასალზე, თბილისის
დაარსებასა და სხვა...

იგავი-არაკი მცირე ზომის თხრობითი ნაწარმოებია, რომელიც სატირისა და


იუმორის გამოყენებით ალეგორიულ ფორმებში გამოსახავს იდეას. მასში მოქმედ
გმირებად ადამიანების გარდა გვხვდება ფრინველები, ცხოველები. ახასიათებს
გაპიროვნების ხშირი გამოყენება, აზრების ლაკონიურად გადმოცემა . ნართაული
თქმა. იგავ-არაკს ეზოპეს ენასაც უწოდებენ. მსოფლიო მოიგავარაკენი არიან :
ეზოპე, ფედრა, კრილოვი, ლაფონტენი, სულხან-საბა...

იგავი დამრიგებლური ხასიათის მცირე ალეგორიული თხრობაა. იგავ-


არაკისგან განსხვავდება იმით, რომ მისი შინაარსი ხშირად რეალურია და
შესაძლებელი.
კომედია ბერძნული სიტყვაა და საზეიმო სვლას, სიმღერას შეესატყვისება.
კომედია, როგორც ჟანრი წარმოიშვა და ჩამოყალიბდა ანტიკურ საბერძნეთში,
ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს სადიდებლად გამართულ
სახალხო სადღესასწაულო კარნავალის საფუძველზე.
კომედია ერთ-ერთი დრამატული ჟანრია, რომელიც ხასიათდება ცხოვრების
უარყოფითი მხარეების სასაცილო წარმოსახვით. კომედიის კომპოზიცია
უპირატესად ემყარება არა მოქმედებას, არამედ ხასიათის განვითარებას .
ქართული კომედიის ფუძემდებელი და ერთ-ერთი შესანიშნავი
წარმომადგენელია გიორგი ერისთავი, ასევე გამორჩეულია პოლიკარპე კაკაბაძის
„ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება,“ შ. დადიანის „კაკალ გულში“
და სხვა.

ლეგენდა=თქმულება

ლექსი რიტმული მეტყველება, რომელიც ხასიათდება მკვეთრად


გამოვლენილი მეტრული კანონზომიერებით, ბგერწერითა და ემოციურობით. იგი
მეტყველების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს.
ლექსი პროზისაგან განსხვავდება გრაფიკულად: შედგება ტაეპებისაგან და
სტროფებისაგან. ტაეპი ლექსის სტრიქონია: „მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა.“
სტროფი იგივე კუპლეტია.

მემუარი ლიტერატურული ნაწარმოები, რომლითაც გადმოცემულია ავტორის


მოგონებები პირადსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა
ამბის, მოვლენის შესახებ, მაგალითად: დავით კლდიაშვილის „ჩემი ცხოვრების
გზაზე“, „ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემი წუთისოფელი“...

მითი ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს გამონაგონს, არასარწმუნოს . მას


სამმაგი განმარტება აქვს:
1. ძველი ხალხური თქმულება ღმერთებსა და გმირებზე, სამყაროს შექმნასა
და სიცოცხლის წარმოშობაზე;
2. მითოლოგია - მითების შემსწავლელი მეცნიერება;
3. მონაჭორი, ტყუილი რამ.
მითიურ თქმულებათა წარმოშობა განაპირობა სინამდვილის შეუმეცნებელი
ძალების ბატონობამ ადამიანზე. უძველეს დროში ადამიანებს არ შეეძლოთ
ბუნების მოვლენების, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ადამიანის სამყაროს
მეცნიერული ახსნა, გაგება. ამიტომ ისინი განუსაზღვრელ ოცნებას , ფანტაზიას
იშველიებდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ არსებობს არამიწიერი,
ზებუნებრივი ძალა, რომელიც მართავს მოვლენებს. მითოლოგიამ უდიდესი
როლი შეასრულა ბერძნული ხელოვნების, პოეზიის წარმოშობისა და
განვითარებაში. მითი ძველი ბერძნული ხელოვნების ნიადაგსა და მასალას
წარმოადგენდა.

მოთხრობა საშუალო ზომის ეპიკური ჟანრია, პროზაული ნაწარმოები.


ნოველისაგან განსხვავებით მასში პერსონაჟის ცხოვრების მხოლოდ ერთი
ეპიზოდი კი არ არის ასახული, არამედ ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. ამიტომ
მოთხრობის სიუჟეტი და კომპოზიცია უფრო რთული და მრავალმხრივია, ვიდრე
ნოველისა. მოქმედი გმირების რაოდენობა გაცილებით შეზღუდულია, ვიდრე
რომანში. მანარჩევენ მოთხრობის სახეებს: ისტორიულს, ავანტიურულს,
სათავგადასავლოს, ფანტასტიკურს და სხვა...
ქართული კლასიკური მოთხრობის შექმნა დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის
სახელთან. „კაცია-ადამიანი?!“, ოთარაანთ ქვრივი“...

მუხამბაზი არაბული სიტყვაა და ხუთეულს ნიშნავს. ის არაბულ-სპარსული ლექსის


სახეობაა, ხუთტაეპიანი სრტოფისაგან შედგენილი ლექასია. მუხამბაზი ქართულ
პოეზიაში გავრცელდა XIV-XVII საუკუნეებშ და სამიჯნურო ლექსს ეწოდებოდა.
სრულდებოდა თარის თანხმლებით. აღსანიშნავია საიათნოვას, გიგიშვილისა და
იეთიმ გურჯის მუხამბაზები. ცნობილია გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზები. „გინდ
მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!“
ზოგიერთი მუხამბაზი მუსიკაში დამკვიდრდა. ცნობილია, რომ მუხამბაზის
ბრწყინვალე შესრულებისთვის ბესიკმა ირანის შაჰისგან ბრილიანტებით
მოჭედილი თარი მიიღო, ხოლო ერეკლე მეორემ მუხამბაზის ქართული
შესრულებისთვის ხალათი უბოძა.
ნოველა მცირე ფორმის ეპიკური ჟანრის ნაწარმოებია, რომელშიც ასახულია
ადამიანის ცხოვრების ერთი ეპიზოდი. ხასიათდება მარტივი სიუჟეტით,
პერსონაჟთა სიმცირით, ლაკონიური თხრობით, ამბისა და სიუჟეტის უკიდურესად
მძაფრი განვითარებით, მკვეთრი ემოციურობით, მოულოდნელი ფინალით.
სიუჟეტში კვანძი იხსნება და მთავრდება. ცნობილი ქართველი ნოველისტია ნიკო
ლორთქიფანიძე. „გული“, „ თავსაფრიანი დედაკაცი“...

პოემა თხრობითი ხასიათის მხატვრული ნაწარმოებია ლექსად. ცნობილია მისი


განვითარების ორი სახეობა: ანტიკური და ახალი. პოემის ბრწყინვალე ნიმუშებია
ჰომეროსის „ილიადა“, „ოდისეა“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, აკაკი
წერეთლის „თორნიკე ერისთავი,“ „გამზრდელი“, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-
მასპინძელი“...

პუბლიცისტიკა ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მომიჯნავე დარგია. იქმნება


პუბლიკისთვის, ხალხისთვის. აშუქებს თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალურ
საკითხებს. მრავალი პუბლიცისტური ნაწარმოების ავტორები არიან: ილია
ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ბაქრაძე...

რომანი დიდი ფორმის ეპიკური ნაწარმოებია. 12-13 საუკუნეებში რომანი


ეწოდებოდა რომანულ ენაზე დაწერილ მოთხრობებს. რომანი ხასიათდება
ცხოვრების განვითარების პროცესის, მრავალმხრივი მოვლენების გაშლილი
ასახვით, სიტუაციებისა და ეპიზოდების სიმრავლით, სიუჟეტისა და კომპოზიციის
სირთულით, მრავალრიცხოვანი ძირითადი პერსონაჟებითა და მათი ცხოვრების
სრული წარმოსახვით (გაიხსენეთ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და
ილარიონი“).
არსებობს რომანის რამდენიმე სახეობა: ისტორიული, ფილოსოფიური,
სათავგადასავლო და ასე შემდედ.
რომანის განვითარება დაკავშირებულია რეალიზმის განვითარებასთან.
არსებობს რომანი ორტომეული, რომელსაც დილოგიას უწოდებენ, არსებობს
სამტომეული, მას ტრილოგიას უწოდებენ, ხოლო ოთხტომეული ტეტრალოგიაა.
ზოგადად რომანს ასე განმარტავენ: 1) დიდი მოცულობის თხრობითი
ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს რთული სიუჟეტი; 2)
სამიჯნურო ურთიერთობა ქალსა და ვაჟს შორის.

You might also like