პატარა ქალები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 29

პატარა ქალები

(ჯო შემოდის ოთახში. ხელში უჭირავს ლურჯი წინდა, რომელსაც თვითონ ქსოვს. ის
მიმართავს მაყურებლებს. სანამ ჯო ლაპარაკობს მეგი, ბეთი და ემი შემოდიან და ბუხართან
სხდებიან).

მთხრობელი: ეს ცივი დეკემბრის ღამე იყო, თუმცა პატარა სახლის ბუხრის გვერდით
თბილოდა. 4 გოგონა, რომლებიც ბუხარს მისხდომოდნენ, ჯარისკაცებისთვის გასაგზავნად
წინდებს ქსოვდნენ. საშობაო განწყობას, წესით ბედნიერება უნდა მოეტანა მათთვის, მაგრამ
ოთახში მაიც პირქუში განწყობა სუფევდა. ჯო 15 წლის „ბიჭური“ გოგონა გახლდათ. როგორც
ყოველთვის, ის პირველი წამოიძახებდა თამამად, იმას, რასაც ყველა ფიქრობდა.

(ჯო მიდის და დებთან ერთად ბუხართან ჯდება. შემდეგ კი მაყურებელს მიმართავს)

ჯო: შობა, რისი შობაა საჩურქების გარეშე?!

ემი: სად არის სამართალი: ზოგ გოგოს იმდენი მშვენიერი რამ აქვს. ზოგს კი არაფერი აბადია.

ბეთი: სამაგიეროდ, ჩვენ დედაც გვყავს, მამაც და ერთმანეთიც.

ჯო: მამა არ გვყავს და კიდევ დიდი ხანი არ გვეყოლება.

მეგი: ხომ იცით, რატომაც გვითხრა დედამ, მოდი, წელს ერთმანეთს ნურაფერს ვაჩუქებთო?
ეს იმიტომ, რომ ყველას მძიმე ზამთარი გველის და დედა ამბობს, როცა ჯარისკაცები ომობენ
და გასაჭირში არიან, ფული ჩვენი სიამოვნებისთვის არ უნდა დავხარჯოთ. მართალია, ბევრი
არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ცოტა უნდა გავიჭირვოთ.

ჯო: კი, მაგრამ ჩვენგან რა ხეირი უნდა იყოს, განა რისი პატრონები ვართ? თითო დოლარი
გვაბადია და ამით ჯარისკაცებს რას ვუშველით. თქვენგან და დედასგან არაფერს ველი,
მაგრამ გულით მინდა ჩემთვის წიგნი ვიყიდო.

ბეთი: (ჩუმად) მე ახალი ნოტების ყიდვას ვაპირებდი.

ემი: მე ავდგები და სახატავ ფანქრებს ვიყიდი.

ჯო: დედას არაფერი უთქვამს ჩვენი ფულის შესახებ და ალბათ არც უნდა ყველაფერზე უარი
რომ ვთქვათ. მოდი ყველამ ვიყიდოთ ის, რაც გვინდა და ცოტა გავხალისდეთ. ბოლოს და
ბოლოს ვიმსახურებთ ამას. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ ამ ფულისთვის.

მეგი: მე ნამდვილად ვიმსახურებ. იმ დამღლელი ბავშვების მეცადინეობა სულაც არაა


მარტივი.

მთხრობელი: 16 წლის მეგი ოცნებობდა „ნამდვილ ქალობაზე“. ფუფუნება უყვარდა და


ამიტომ მისთვის ყველაზე დიდი უბედურება სიღარიბე იყო. მაგრამ რა გაეწყობოდა, მისტერ
მარჩის არმიაში წასვლის შემდეგ, გოგონებს ბევრის დათმობა მოუწიათ. მარგარეტმა
გუვერნანტის ადგილი იშოვა და მცირე ხელფასის პატრონს, თავი მდიდარი ეგონა. ხოლო
ჯო, პაპიდა მარჩის, დაქირავებული კომპანიონი გახლდათ.
ჯო: სად შენი ტანჯვა და სად ჩემი! აბა, როგორ მოგეწონებოდა იმ წუწუნა დედაბერთან
ჯდომა.

ბეთი: წესით მე ხმა არ ამომეღება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჭურჭლის რეცხვაზე და სახლის


დალაგებაზე უარესი არაფერი არაა. ხელები ისეთ დღეში მაქვს, ვეღარც ვუკრავ.

მთხრობელი: ბეთი ოჯახის მუსიკოსი იყო. ის ძალიან მორცხვი იყო და ამიტომ სკოლაში არ
დადიოდა. მაგრამ სახლში ბეჯითად მეცადინეობდა. მისი უფროსი დები მუშაობდნენ.
პატარა ემი კი სკოლაში დადიოდა, რაც მას დიასახლისად ტოვებდა. ის თითქმის არასდროს
წუწუნებდა, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო.

ემი: ყველაზე ძალიან მაინც მე ვიტანჯები! თქვენ, იმ თავხედ გოგოებთან ერთად, სკოლაში
სიარული მაინც არ გიწევთ. გაკვეთილი არ იცი და გაბეზღებენ. დაგცინიან, რადგან მამაშენი
ღარიბია და ძველი კაბები გაცვია. ლამაზი ცხვირი თუ არ გაქვს, იმაზეც კი ცხვირს
აგიბუზებენ.

ჯო: (სიცილით) აგიბუზებენ კი არა აგიბზუებენ.

ემი: დიდი ამბავი თუ შემეშალა, შენი ირონიებიღა მაკლია.

(საათმა 6 დაჰკრა. ბეთი ადგა და ჩუსტები ბუხართან, გასათბობად, მიიტანა. ძველი ჩუსტების
დანახვამ გოგოები გაახალისა. დედა სახლში ბრუნდებოდა. ყველანი დასახვედრად
დაფაცურდნენ.)

ჯო: (იღებს ჩუსტებს და ცეცხლთან უფრო ახლოს მიაქვს) როგორი გაცვეთილია! დედას
აშკარად ახალი სჭირდება.

ბეთი: ავდგები და ჩემი დოლარით ვუყიდი.

ემი: არა, მე ვუყიდი.

მეგი: მე ყველაზე უფროსი ვარ

ჯო: რაც მამა წავიდა, ოჯახში კაცი მე ვარ და ჩუსტებსაც მე ვუყიდი.

ბეთი: მოდი, ჩვენთვის ნურაფერს ვიყიდით და ყველამ დედას შევურჩიოთ საჩუქრები.

(წამიერი პაუზა. გოგოები ჩაფიქრდნენ)

მეგი: მე ლამაზ ხელთათმანებს ვუყიდი.

ჯო: მე კი საშინაო ფეხსაცმელს, მაგაზე კარგი რა იქნება!

ბეთი: მე შემოქობილ ცხვირსახოცებს.


ემი: მე სუნამოს პატარა ფლაკონს. მოსწონს, თანაც ძვირი არ ღირს და სახატავი
ფანქრებისთვისაც დამრჩება ფული.

ჯო: მოდით, ისე ვქნათ, რომ დედას ეგონოს, ვითომ ჩვენთვის ვყიდულობთ საჩუქრებს და
სიურპრიზი მოვუწყოთ. საყიდლებზე ხვალ,ლ დილით უნდა წავიდეთ. საშობაო
სპექტაკლისთვისაც ათასი საქმე გვაქვს.

მეგი: ამის შემდეგ სპექტაკლში მონაწილეობას აღარ მივიღებ, რაღა დროს ჩემი ამნაირებია.

ჯო: ჰაჰ! სანამ შეგეძლება გრძელ, თეთრ კაბაში გამოპრანჭვა, თმის გაშლა და ოქროსფერი
ქაღალდის სამკაულების გაკეთება, სპექტაკლში თამაშზე უარს არ იტყვი. (ელეგანტურად
დადის და მეგს განასახიერებს) შენ ჩვენი საუკეთესო მსახიობი ხარ. თუ სცენას მიატოვებ,
მერე რა გვეშველება.

მისის მარჩი: (შემოდის) რა კარგია, რომ მხიარულობთ, გოგონებო. იმდენი საქმე გვქონდა.
ფრონტზე გასაგზავნ ყუთებს ვალაგებდით და სადილზე შემოვლაც კი ვერ მოვახერხე. ვინმეს
ხომ არ შემოუვლია, ბეთ? სურდომ არ გაგიარა, მეგ? ჯო, როგორი დაღლილი ჩანხარ. მოდი,
მაკოცე, ემი, ჩემო პაწაწინა.

(გოგონები დედასთან ჩასახუტებლად გაიქცნენ. მისის მარჩი ბუხარს მიუჯდა. გოგონები მის
გარშემო მოკალათდნენ, ხოლო მეგმა ჩაისთვის პატარა მაგიდა მოიტანა.)

მთხრობელი: ამ ლაპარაკში მისის მარჩმა სველი მოსასხამი გაიხადა და თბილი ჩუსტები


ჩაიცვა. მერე კი სავარძელში ჩაჯდა და თავისი დატვირთული დღის, საყვარელი ნაწილით
ტკბობა დაიწყო. გოგონები აფუსფუსდნენ, ცდილობდნენ დედასთვის მყუდრო გარემოს
მოწყობას. მეგმა ჩაისთვის სუფრა გააწყო. ჯომ შეშა მოიტანა და მაგიდას სკამები
შემოულაგა,თან, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი ბრახუნით უცვიოდა და
უყირავდებოდა. ბეთი ჩუმ-ჩუმად და საქმიანად გადი-გამოდიოდა სამზარეულოსა და
სასტუმრო ოთახში. ემი გულხელდაკრეფილი იჯდა და განკარგულებებს იძლეოდა.

მისის მარჩი: ვივახშმოთ და შემდგომ თქვენთვის სიურპრიზი მაქვს.

(გოგონებს სახე გაუბრწყინდათ. ემიმ და ბეთმა ტაში შემოჰკრეს)

ჯო: წერილი! წერილი! წერილია მამასგან!


მისის მარჩი: ჰო, გრძელი, მშვენიერი წერილია. მამა კარგადაა და ყველას სულითა და
გულით გვილოცავს შობას. თქვენთქვის კი ცალკე სათქმელი აქვს, გოგონებო.

(ყველანი ბუხართან მოეწყვნენ: დედა – დიდ სავარძელში, ბეთი – მის ფერხთით, მეგი და ემი
სავარძლის სახელურებზე ჩამოსკუპდნენ, ჯო კი უკნიდან მიეყრდნო სავარძლის
საზურგეს)

მთხრობელი: მღელვარება არავინ შემატყოს, თუკი წერილი გულისამაჩუყებელი


გამოდგებაო(გაიფიქრა ჯომ). არადა, იმ ხანებში მოწერილი წერილებიდან ათასში ერთი თუ
გამოერეოდა ისეთი, რომ მსმენელს გული არ ასჩუყებოდა, მეტადრე იმ წერილებიდან, მამები
შინ რომ აგზავნიდნენ. ამ წერილში მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები ყოველდღიური
სიძნელენი, ყოველწამიერი ხიფათი და დიდი ძალისხმევით ჩახშობილი სევდა. ეს იყო
მხიარული, იმედით აღსავსე წერილი, რომელშიც ხალისით იყო მოთხრობილი ბანაკის
ცხოვრება, ლაშქრობები და ომის ამბები. ბოლოშიღა გაირკვა,რომ ავტორი მამაშვილური
სიყვარულით იყო აღსავსე და შინ დარჩენილი პატარა გოგონები ენატრებოდა.

მისის მარჩი: (კითხულობს წერილს) „ყველანი დიდი სიყვარულით მომიკითხე და დამი-


კოცნე. გადაეცი, რომ დღეებს მათზე ფიქრში ვატარებ, ღამეებს მათზე ლოცვაში, ხოლო
ნუგეში მათი სიყვარულია. კიდევ ერთი გრძელი წელი უნდა გავიდეს, სანამ ვნახავ, მაგრამ
გაახსენე, რომ ვიდრე მოლოდინში ვართ, შეგვიძლია ვიშრომოთ, რათა ეს მძიმე დღეები
უქმად არ დაიკარგოს. ვიცი, ყველაფერი ეხსომებათ, რაც დამირიგებია; სანაქებო შვილობას
გაგიწევენ, ერთგულად აღასრულებენ ვალს, გაბედულად შეებრძოლებიან შინაგან მტრებს და
ისე ლამაზად დაამარცხებენ, რომ როცა ჩამოვალ, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდება და
ვიამაყებ ჩემი პატარა ქალებით“.

(ყველა ატირდა)

ემი: რა ეგოისტი ვარ! მაგრამ მართლა ვეცდები გამოვსწორდე, რომ მამას იმედები არ
გავუცრუო.

მეგი: მე სულ ჩემს გარეგნობაზე ვფიქრობ და მუშაობაც არ მიყვარს, მაგრამ გამოვასწორებ


ამას.
ჯო: მე კი ვეცდები ისეთი „პატარა ქალი“ ვიყო, როგორიც მამას უნდა, რომ ვიყო. თავს
დავანებებ უხეშობას და ველურობას. იმას გავაკეთებ, რაც მევალება და აღარ ვიოცნებებ,
ნეტავი სადმე სხვაგან მომახვედრათქო.

(ბეთი არაფერს ამბობს. მხოლოდ ჯარისკაცის ლურჯი წინდით იწმენდს ცრემლებს და


თავგამოდებით განაგრძობს ქსოვას. გოგონები დედას ეხუტებიან. ამთქნარებენ და
გადიან. მისიზ მარჩი კიდევ გადაიკითხავს წრილს თავისთვის, იღიმება, გადის და
ჩაის მაგიდაც გააქვს. შუქი ქვრება. სცენა იცვლება. პაუზის შემდეგ ჰანა შემოდის
სამზარეულოში.)

მთხრობელი: როდესაც გოგონებმა, შობა დილით, გაიღვიძეს ოთახში მხოლოდ მოხუცი ჰანა
დახვდათ. ის მეგის დაბადებიდან მოყოლებული ცხოვრობდა მარჩებთან და ოჯახს ის
მეგობრად უფრო მიაჩნდათ, ვიდრე მოახლედ.

(გოგონები შემოდიან. მეგს საჩუქრებით სავსე კალათი უჭირავს)

მეგი: დედა სად არის?

ჰანა: ღმერთმა იცის! ვიღაც საცოდავი მოგვადგა, დახმარებას თხოულობდა. დედათქვენიც


ადგა და ეგრევე გაჰყვა, ვნახო, რა სჭირდებაო.

ჯო: დედა მოდის! ჩქარა, კალათი დამალეთ!

(მისის მარჩი შემოდის)

ჯო, ბეთი, მეგი, ემი: შობას გილოცავთ, დე! მრავალს დაესწარი!

მისის მარჩი: მეც გილოცავთ, ჩემო პატარებო! სანამ დავსხდებოდეთ, რაღაც მინდა გითხრათ.
აქვე, შორიახლო, ერთ სახლში საწყალი ქალია, ჩვილი ბავშვით. ავად არის, მწოლიარე. კიდევ
6 შვილი ჰყავს. შეშა არ აქვთ. ერთმანეთს ეკვრიან, რომ არ გაიყინონ. საჭმელიც არაფერი აქვთ.
რას იტყვით, გოგონებო, აჩუქებთ საშობაოდ თქვენ საუზმეს?

(პაუზა. გოგოები ჩაფიქრდნენ)

ჯო: კიდევ კარგი, რომ მოგვისწარი, სანამ ვისაუზმებდით.

ბეთი: შეიძლება, მეც წამოვიდე და რამე წაგაღებინოთ იმ საწყალ ბავშვებთან?


ემი: მე ნაღებს და ფუნთუშებს წამოვიღებ.

მისის მარჩი: სწორედ ამას ველოდი თქვენგან. ყველანი წამოდით და მომეხმარეთ.

(გოგონები წამოდგნენ და მზადება დაიწყეს. მისიზ მარჩი კი მაყურებელს მიმართავს)

მისის მარჩი: ეს ძალიან მხიარული საუზმე იყო. როდესაც ისინი წავიდნენ, გაჭირვებულების
დასახმარებლად, მათზე ბედნიერი მთელს ქალაქში არც ერთი მშიერი გოგონა არ
დაიარებოდა.

(განათების შეცვლა)

მთხრობელი: მალევე გაემზადნენ და გაუდგენენ გზას. ჯერ ადრე იყო. ფანჯრებჩალეწილი


ოთახი ღარიბული, ცარიელი და უბადრუკი აღმოჩნდა. ცეცხლი არ ენთო, ლოგინის
თეთრეული დაძონძილიყო. სნეული დედა, ატირებული ჩვილი და გასათბობად ერთი
ძველი, ნაკუწებისგან შეკერილი საბმის ქვეშ რამდენიმე ფერწასული, მშიერი ბავშვი
დაუხვდათ.

ქალი: კეთილი ანგელოზები გვესტუმრნენ!

ჯო: ანგელოზები როგორ არა! კაპიუშონებით და ხელთათმანებით.

(გოგონები იცინიან და სავსე კალათებს აწვდიან)

ერთ-ერთი ბავშვი: რა კარგი ბავშვები არიან! მადლობა!

მეგი: აი, სწორედ ამას ნიშნავს, მოყვასი უფრო გიყვარდეს, ვიდრე თავი შენიო, და ძალიანაც
მომწონს.

მთხრობელი: რა თქმა უნდა, საჩუქრები თვალს ვერ მოგჭრიდათ, მაგრამ ამ პატარა შეკვრებში
დიდი სიყვარული იყო ჩაქსოვილი.

(განათება ბნელდება, ყველა გადის სცენიდან და ემზადებიან შემდეგი სცენისთვის.


მომდევნო სცენაში საჭმლით დატვირთული მაგიდას ჰანა და მარმი შემოაგორებენ)

მთხრობელი: სწორედ მაშინ მოხუცი ჰანა გამოჩნდა მისის მარჩის კომპლიმენტებთან


ერთად და იკითხა ქალბატონები თუ ჩამოვიდოდნენ ვახშმისთვის. ეს
გოგონებისთვისაც სიურპრიზი იყო, და როდესაც მაგიდა დაინახეს, ერთმანეთს
გაოცებულმა გადახედეს. მარმის ახასიათებდა მათთვის სასუსნავი გამოეტანა, მაგრამ
ასეთი მშვენიერი რამ გაუგონარი იყო.

ემი: ფერიებისგანაა?

ბეთი: სანტასგან.

მეგი: დედა გააკეთებდა.

ჯო: დეიდა მარჩი კარგ ხასიათზე იყო და ვახშამი გამოაგზავნა.

მისის მარჩი: ყველანი შეცდით. მოხუცმა მისტერ ლორენსმა გამოაგზავნა.

მეგი: ლორენსების ბიჭის ბაბუამ?! ასეთი რაღაც რამ მოაფიქრებინა?

მისის მარჩი: ჰანამ უთხრა ერთ მის მოსამსახურეს თქვენი საუზმის წვეულების
შესახებ. ის მამაჩემს იცნობდა წლების წინ და ზრდილობიანი წერილი გამომიგზავნა
ამ შუადღეს, სადაც თქვა, რომ იმედოვნებდა მე მივცემდი ნებას მისი მეგობრული
გრძნობების გამოსახატავად ჩემი შვილების მიმართ, ამ დღის პატივსაცემად
რამდენიმე წვრილმანის გაგზავნით.

ჯო: იმ ბიჭმა ჩაუდო თავში, ვიცი რომ მაგან ქნა! ის კარგი ადამიანია, ვისურვებდი
რომ მისი გაცნობა შემეძლოს. ისე იქცევა, თითქოს ჩვენი გაცნობა სურს, მაგრამ
მორცხვია, და მეგი ისეთი თავდაჭერილია, რომ როცა ჩავუვლით მასთან საუბრის
ნებას არ მრთავს.

(მეგი ჯოს ენას უყოფს, რომელიც აუდიტორიისკენ ბრუნდება, როცა სხვები საშობაო
წვეულებას ალაგებენ)
მთხრობელი: „ლორენსების ბიჭი“, როგორც გოგოები ეძახდნენ, მალე მათი უახლოესი
მეგობარი გახდებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მეზობლად ცხოვრობდა, მათ
და გოგოებს პირველი ნამდვილი შეხვედრა სულ სხვა ადგილას ქონდათ. ყველაფერი
დაიწყო შობიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ჯომ და მეგმა მიიღეს-

მეგი: (აღელვებული) მოსაწვევი! წესიერი მოწვევის წერილი მისის გარდინერისგან


ხვალ ღამისთვის! (კითხულობს) „მისის გარდინერი ბედნიერი იქნება მის მარჩისა და
მის ჯოსეფინის ნახვით პატარა მეჯლისზე ახალი წლის საღამოს.“ მარმემ თქვა რომ
შეგვიძლია წავიდეთ, ახლა რა უნდა ჩავიცვათ?

ჯო: რა აზრი აქვს მაგის კითხვას, როცა იცი რომ ჩვენს პოპლინს ჩავიცვამთ, რადგან
სხვა არაფერი არ გვაქვს? (აუდიტორიას) მის კაბასთან და თმასთან დაკავშირებული
მრავალი უბედური შემთხვევის შემდეგ, მეგი მეჯლისისთვის მზად იყო და მთელი
ოჯახის ძალისხმევით ჯომ თმა აიწია და კაბა ჩაიცვა.
(ზემოთ მოცემულის დროს, ოჯახი აცმევს მეგს და ჯოს მეჯლისისთვის. როგორც
უმცროსი გოგოები, მარმე და ჰანა გადიან, მისის გარდინერი, სალი, და კიდევ ბევრი
გარდინერების სტუმარი ლორის ჩათვლით შემოდის)
მთხრობელი: მისის გარდინერი, დიდებული მოხუცი ქალბატონი, შეეგება მათ
კეთილად და მათი თავი სალის გადასცა, მისი ექვსი ქალიშვილიდან ყველაზე
უფროსს.

მისის გარდინერი: (მეგს და ჯოს) კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო


ძვირფასებო. ძალიან მახარებს თქვენი დანახვა. სალი გაგაცნობთ ხალხს.

(საცეკვაო მუსიკა)
სალი: (თავის მეგობრებს) ოჰ, ჩვენ ყველა ვიცნობთ საყვარელ მეგს. და ეს მისი დაა,
ჯოზეფინა.

ბიჭი სტუმარი: შეიძლება ეს ცეკვა მქონდეს მეგ?

ისინი ტრიალით გავლენ, თითქმის ყველა სხვასთან ერთად. ჯოს საცეკვაოდ არ


პატიჟებენ და ის სხვებისგან მოშორებით გადის. ლორი მსგავსად გამოდის და
მომდევნო საუბრის შემდეგ ერთად ხვდებიან.
ჯო: (აუდიტორიას) მეგი იცნობდა სალის და ცოტახანში მშვიდად იყო, მაგრამ ჯო
თავს ისევე უადგილოდ გრძნობდა როგორც კოლტი ყვავილების ბაღში. მან ნახა
დიდი, წითელთმიანი ახალგაზრდა რომელიც მის კუთხეს მიუახლოვდა, და , იმის
შიშით რომ მასთან ცეკვა უნდოდა, გარდის უკან გაძვრა.

(ჯო ლორის მიუტრიალდება)


ჯო: ვაიმე, არ ვიცოდი რომ აქ ვინმე იყო!

ლორი: (ოდნავ მორცხვად) ყურადღებას ნუ მომაქცევ, თუ გინდა დარჩი. აქ იმიტომ


მოვედი რომ ბევრ ხალხს არ ვიცნობ და თავი ცოტა უცნაურად ვიგრძენი, ხომ იცი.

ჯო: შენ ჩვენთან ახლოს ცხოვრობ, არა?

ლორი: მეზობლად. (სიცილით) ბევრჯერ მინახიხარ, და თქვენი კატა როგორ არის,


მის მარჩ?

ჯო: კარგად, გმადლობთ, მისტერ ლორენს. მაგრამ მე მის მარჩი არ ვარ, მე უბრალოდ
ჯო ვარ.

ლორი: მე მისტერ ლოერინსი არ ვარ, უბრალოდ ლორი.

ჯო: ლორი ლორენსი. რა უცნაური სახელია.


ლორი: ჩემი ნამდვილი სახელი თეოდორია, მაგრამ არ მომწონს, რადგან ხალხი
დორას მეძახის, ამიტომ მათ ვაიძულე ლორი დაეძახათ.

ჯო: მეც მეზიზღება ჩემი სახელი. როგორ შეაწყვეტინე ბიჭებს შენთვის დორას
დაძახება?

ლორი: ისინი ვცემე.

ჯო: მე დეიდა მარჩს ვერ ვცემ, ამიტომ როგორც ჩანს მოთმენა მომიწევს.

ლორი: ცეკვა ხომ არ გინდათ, მის ჯო?

ჯო: არ შემიძლია, რადგან მე მეგს ვუთხარი რომ არ ვიზამდი, იმიტომ რომ- არავის
ეტყვი?

ლორი: არასოდეს!

ჯო: კარგი, მე ცეცხლთან დგომის ცუდი ტრიუკი მაქვს, ასე რომ, ჩემს ფლაკონებს
ვწვავ, და ეს ერთი დამეწვა. მიუხედავად იმისა რომ კარგად შეკეთებულია, მაინც
ეტყობა.

(მეგი სხვა მოცეკვავეებს გამოეყო და ჯოს აღელვებული ანიშნებს)


მეგი: ჯო, ჯო!

ჯო: (მეგს) კარგი! (ლორის) ბოდიში. მაპატიებ?

(მისის მარჩი გადის. ჯო შემოდის და მომართავს მაყურებელს. გოგონები სცენას აწყობენ.


სცენაზე სპექტაკლის მაყურებელი გამოდის)

ლორი ქედს იხრის და მოცეკვავეთა მთავარ ჯგუფს უერთდება. მეგი უხეშად ჩურჩულებს:

მეგი: მგონი ფეხი მოვიტეხე, ეს სულელური მაღალქუსლიანი, არ ვიცი როგორ მივიდე


სახლში.

ჯო: ამ ფეხსაცმლით გასაკვირი არცაა, იქნებ მისტერ ლორენსმა…

მეგი: არა, არა, არავის უთხრა!

(ლორი მათკენ ბრუნდება. ცალ ხელში სავსე ჭიქა უჭირავს, მეორეში ყინულებიანი თეფში)

ლორი: შემიძლია დაგეხმაროთ? ნება მომეცით სახლში წაგიყვანოთ, წვიმას იწყებს და


დასველდებით.

ჯო: ჯერ ძალიან ადრეა! ასე ადრე მივდივართ?


ლორი: ყოველთვის ადრე მივდივარ, წავიდეთ!

(მოცეკვავეები გადიან. ჯო სცენის ერთ მხარეს მიდის, ლორი მეორე შემდეგი სცენა: ჯო
ზევით იყურება (უყურებს წარმოსახვით ლორის) და ლორი ქვემოთ იყურება, ფანჯრიდან
უყურებს წარმოსახვით ჯოს)

მთხრობელი: ერთ დღეს, როდესაც ჯო თოვლის ბილიკებს ასუფთავებდა მის პატარა სახლსა
და ლორენსების დიდებულ სასახლეს შორის, ხედავდა ლორის რომელიც ფანჯრიდან
უაზროდ იყურებოდა.

ჯო: ის ბიჭი იტანჯება ხალხისთვის და გართობისთვის. ბაბუამისმა არ იცის რა არის მისთვის


კარგი და სულ მარტო ამყოფებს. მას სჭირდება წვეულება და გართობა მეგობრებთან,
ახალგაზრდა და ცოცხალ ბავშვებთან. მინდა, რომ წავიდე და ვუთხრა მოხუც ჯენტლმენს!

(იგი იხრება, აკეთებს თოვლის გუნდას და ესვრის წარმოსახვით ლორის ფანჯარაში. ლორი
აღებს ფანჯარას და იყურება ქვემოთ)

ჯო: როგორ ხარ?

ლორი: უკეთესად, გავცივდი და ერთი კვირაა სახლში ვარ, საშინლად მოვიწყინე.

ჯო: ვინმე მოვიდეს და გნახოს.

ლორი: არავის ნახვა არ მინდა, ბიჭების ხმაურის თავი არ მაქვს.

ჯო: არ არის ვინმე, ვინც წიგნს წაგიკითხავს და გაგამხიარულებს?

ლორი: არ ვიცი

ჯო: მე ვიცი!

(ჩერდება და სახეზე ხელს იფარებს, გაოცებულია თავის სიმამაცით, მაგრამ სიცილს ვერ
იკავებს. ლორიც იცინის)

ლორი: ძალიან კარგი! შეგიძლია ამოხვიდე?

ჯო: მშვიდი არ ვარ, მაგრამ დამელოდე, ამოვალ ცოტა ხანში.

(ჯომ ცოცხი აიღო და თავის სახლში შევიდა. ლორიმ მომზადება დაიწყო - თმა დაივარცხნა
და ოთახის დალაგება სცადა. ჯო კარს უახლოვდება. მის წინ დგას გაკვირვებული მსახური,
რომელიც ქედს იხრის და გვერდით იწევა. ჯომ მიართვა საჩუქრებით დატვირთული
კალათა)

ლორი: კარგი, (ეუბნება მსახურს) , ეს მის ჯოა!

ჯო: გახლავართ! დედამ ეს სიყვარულით გამოგიგზავნათ, მეგის უნდოდა, რომ მისი


ნამცხვრის ნაჭერი მომეტანა, ის ძალიან კარგად აცხობს, და ბეთს, ეგონა, რომ მისი კატები
დაგამშვიდებდათ.
ლორი: ბეთი ის გოგოა, რომელიც უმეტესად სახლშია და ხანდახან პატარა კალათით
გამოდის გარეთ?

ჯო: დიახ, ეგ არის. ჩემი დაა, ძალიან კარგი გოგოა.

ლორი: მეგი… ლამაზი, და ემი პატარა, არა?

ჯო: დიახ, მაგრამ საიდან იცით?

ლორი: ხშირად მესმის როგორ ეძახით ერთმანეთს და როცა აქ მარტო ვარ, არ შემიძლის
თქვენი სახლის ყურება შევწყვიტო. სულ კარგ დროს ატარებთ, ბოდიშს გიხდით ამ
საქციელისთვის, მაგრამ ხანდახან, ავიწყდებათ ფანჯრის ფარდის ჩამოფარება, და როდესაც
სინათლე ინთება , თითქოს სურათს ვუყურებ, სადაც ცეცხლი ანთია, თქვენ კი დედასთან
ერთად ხართ მაგიდის გარშემო.

ჯო: ფარდას აღარასდროს გავაფარებთ და ნებას გაძლევთ, გვიყუროთ როცა გინდათ,


უბრალოდ, კარგი იქნებოდა ყურების ნაცვლად მოსულიყავით. ბაბუა უარს ხომ არ გეტყვით?

ლორი: ვფიქრობ გამომიშვებს, თუ დედათქვენი სთხოვს მას. ბაბუა კეთილს არ ჰგავს, თუმცა
ძალიან კეთილია და თითქმის სულ მაძლევს საშუალებას, ვაკეთო ის, რაც მომწონს. თუმცა ის
ფიქრობს, რომ უცხო ადამიანებს ვაწუხებ.

ჯო: ჩვენ არ ვართ უცხოები, ჩვენ მეზობლები ვართ და არ უნდა ფიქრობდეთ,რომ გვაწუხებთ.

ლორი: ბაბუა თავისი წიგნებიტ ცხოვრობს და არ აინტერესებს რა ხდება გარეთ. მისტერ


ბრუკი, ჩემი მასწავლებელი, აქ არ რჩება და მე არავინ მყავს, ამიტომ სახლში ვრჩები.

ჯო: ძალიან ვწუხვარ, თქვენ უნდა ეცადოთ და ესტუმროთ ყველას, ვინც გთხოვთ, შემდეგ
გეყოლებათ ბევრი მეგობარი და გექნებათ საყვარელი ადგილები.

მთხრობელი: ლორიმ რაღაცის კითხვა დააპირა, მაგრამ გაახსენდა, რომ ბევრი კითხვის დასმა
წესი არ არის, პირი დახურა და უხერხულად იდგა. სამაგიეროდ, ჯოს უყვარდა ბევრი
საუბარი და არ ერიდებოდა დეიდა მარჩის დახასიათებას - მან ძალიან კარგად აღუწერა ეს
მოხუცი ქალბატონი, მისი მსუქანი ლეკვი და თუთიყუში, რომელიც ესპანურად
ლაპარაკობდა. შემდეგ, უყვებოდა მის გეგმებსა და ოცნებებზე, მამაზე, დებზე… შემდეგ
დაიწყეს საუბარი წიგნებზე, ჯო ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც აღმოაჩინა რომ ლორისაც
ძალიან უყვარდა კითხვა.

ლორი: თუ ასე ძალიან გიყვარს წიგნები, წამოდი და ჩვენი ბიბლიოთეკა ნახე. ბაბუა არ არის,
არ შეგეშინდეს.

ჯო: მე არაფრის მეშინია.

ლორი: არც ვფიქრობდი რომ გეშინოდა! წამოდი.

(ისინი ხელს ჰკიდებენ და სცენის სხვა მხარეს მიდიან. ჯო გაოცებულია)


ჯო: რა სიმდიდრეა, თეოდორ ლორენს, შენ ხარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი მთელს
მსოფლიოში!

ლორი: (მხრებს იჩეჩავს) ადამიანი მხოლოდ წიგნებით ვერ იცხოვრებს.

(სცენაზე კარის ჯახუნი ისმის)

ჯო: ვაიმე! ეს შენი ბაბუაა!

ლორი: აბა, რა მოხდება თუ ისაა? შენ ხომ არაფრის გეშინია?!

მსახური: (შედის) ექიმი მოვიდა, რომ გნახოს.

ლორი: (ჯოს) ვნახავ მას, ერთი წუთით დაგტოვებთ, თუ წინააღმდეგი არ ხართ.

ჯო: რა თქმა უნდა, აქ ძალიან ბედნიერი ვარ!

(ლორი და მსახური გადიან)

მთხრობელი: ჯო მოხუცი კაცის პორტრეტის წინ იდგა, როცა კარი გაიღო და ჯომ
შეტრიალებამდე თქვა:

ჯო: ზუსტად ვიცი მისი არ შემეშინდება, მას კეთილი თვალები აქვს, მწარე ენის მიუხედავად.
ის არ არის ბაბუაჩემივით სიმპატიური, მაგრამ მომწონს.

(მაგრამ ლორი არ შემოსულა, ეს მისტერ ლორენსია)

მისტერ ლორენსი: გმადლობთ მადამ, ანუ ჩემი არ გეშინიათ, ხომ?

ჯო: არც ისე, სერ.

მისტერ ლორენსი: და ფიქრობთ, რომ არ ვარ ისეთი სიმპატიური როგორც ბაბუათქვენი?

ჯო: მთლად ასე არა, სერ.

მისტერ ლორენსი: და მიუხედავად ყველაფრისა, მოგწონვართ?

ჯო: დიახ, სერ.

მისტერ ლორენსი: (ჯოს სახეს ყურადღებით ათვალიერებს) თქვენ გაქვთ ბაბუის სული,
მაგრამ არა მისი სახე, კარგი კაცი იყო, ჩემო კარგო, ვამაყობდი, რომ მისი მეგობარი ვიყავი.

ჯო: მადლობა, სერ.

მისტერ ლორენსი: ფიქრობთ, რომ ბიჭს ცოტა გამხიარულება სჭირდება, არა?

ჯო: დიახ, სერ, როგორც ჩანს, ის ცოტა მარტოსიულია და ახალგაზრდები მას


გამოაცოცხლებენ, ჩვენ უბრალო გოგონები ვართ, მაგრამ სიამოვნებით დავეხმარებით თუ
შეგვიძლია, რადგან არ გვავიწყდება საშობაო საჩუქარი.

მისტერ ლორენსი: არა, არა, არა! ეს ბიჭის საქმეა, გადაეცით დედათქვენს, რომ მე მოვალ და
ვნახავ მას, ერთ მშვენიერ დღეს.
(ზარი რეკავს)

მსახური: ჩაის დროა, ჩამოდით და იქ განაგრძეთ საუბარი.

(ისინი ერთად გადიან. მარმი შემოდის, მისი ქალიშვილებიც შემოდიან და გარს ეხვევიან)

მთხრობელი: როცა ჯომ, თავის თავგადასავალი უამბო, უთხრა რომ ოჯახს, მათთან
სტუმრობა სურდა. მის მარჩს უნდოდა, რომ მამამისზე დალაპარაკებოდა მოხუცს, რომელსაც
ის არ დავიწყებია. ყველას მოსწონდა ლორი, და მან თავის მასწავლებელს აცნობა, რომ
მარჩები ბრწყინვალე გოგონები იყვნენ. ის დაიღალა წიგნებით და ახლა, ისეთი საინტერესო
ხალხი აღმოაჩინა, რომ მისტერ ბრუკი იძულებული გახდა არადამაკმაყოფილებელი შეფასება
დაეწერა. ბეთს როიალი სურდა, თუმცა არ ეყო გამბედაობა წასულიყო ,,ნეტარების
სასახლეში”, როგორც ამას მეგი უწოდებდა. ვერავითარმა დამაჯერებლობამ და ცდუნებამ ვერ
გადალახა მისი შიში, სანამ ეს ფაქტი, მისტერ ლორენსმა, რაღაც იდუმალი გზით არ მიიღო
და საქმეების გამოსწორებას შეუდგა.

მისტერ ლორენსი: (მარმის) იცით, ახლა ბიჭი უგულებელყოფს მუსიაკს და ფორტეპიანო


უსარგებლობით იტანჯება. არ ისურვებდა რომელიმე თქვენი ქალიშვილი, გადასულიყო და
ევარჯიშა, მხოლოდ იმისთვის რომ ყველაფერი რიგზე იყოს? არავის ნახვა და საუბარი არ
მოუწევთ. მე სახლის მეორე ბოლოში მდებარე კაბინეტში ვარ ჩაკეტილი, ლორი სულ
გამოსულია და მსახურები ცხრა საათის შემდეგ მისაღებში არასდროს არიან.

(მისტერ ლორენსი წასასვლელად დგება)

მისტერ ლორენსი: გთხოვთ, უთხარით ქალბატონებს რასაც მე ვამბობ…

ბეთი: მე ბეთი ვარ, მუსიკა ძალიან მიყვარს და მოვალ, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ
არავინ მომისმენს და შეწუხდება.

მისტერ ლორენსი: სულაც არა, ჩემო ძვირფასო, სახლი ნახევარი დღე ცარიელია, ასე რომ,
მოდი და იყავი რამდენი ხანიც გინდა.

ბეთი: რა კეთილი ბრძანდებით, სერ.

მისტერ ლორენსი: ადრე პატარა გოგო მყავდა ასეთი თვალებით, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩემო
კარგო! (მარმის) კარგ დღეს გისურვებთ, მადამ!

მთხრობელი: ბეთი დღე და ღამ მუშაობდა, შემდეგ მისტერ ლორენსისთვის მოქსოვა


ჩუსტები, და საჩუქრად გადაუტანა. მთელი დღე ელოდებოდნენ, რა მოხდებოდა. ბეთს
ეშინოდა, არ ეწყენინებინა მოხუცი მეგობრისთვის. მეორე დღეს, ის გავიდა სამუშაოდ და
დაბრუნებისას მეგი დაინახა, რომელიც ყვიროდა:

მეგი: შენთვის წერილია მოხუცი კაცისგან! მოდი სწრაფად და გახსენი!

(როცა სახლში შედის მთელი ოჯახი (დები, ჰანა და მარმი) გარს ეხვევა)

ემი: ოჰ ბეთ, მან გამოგიგზავნა!


ჯო: (პირზე ხელს აფარებს ემის) მოდი, შეხედე! შეხედე!

(ბეთმა შეხედა და სიამოვნებისგან და გაკვირვებისგან გაფერმკრთალდა, რადგან იქ იდგა


ფორტეპიანო, პრიალა სახურავზე დადებული წერილით; ჯოს ეუბნება)

ბეთი: ჩემთვს?

ჯო: (ეხუტება მას) ხო, ყველაფერი შენთვის, ჩემო ძვირფასო! არ ფიქრობ, რომ ის ყველაზე
ძვირფასი მოხუცია მსოფლიოში? აი წერილი.

ბეთი: შენ წაიკითხე, მე არ შემიძლია, რა საყვარელია!

ჯო: მის მარჩ! ძვირფასო ქალბატონო…

ემი: რა კარგი მოსასმენია, მეც მინდა ვინმემ ასე მომწეროს.

ჯო: მე ბევრი ჩუსტი მქონია ცხოვრებაში, მაგრამ არცერთი არ მომწონებია ისე, როგორც შენი.
ია ჩემი საყვარელი ყვავილია და ამაზე, ყოველთვის შენ გამახსენდები. ვფიქრობ, ნებას
დამრთავთ ,,მოხუც ჯენტლმენს” გამოგიგზავნოთ ის, რაც ოდესღაც პატარა შვილიშვილს
ეკუთვნოდა, რომელიც დავკარგეთ. გულწრფელი მადლიერებითა და საუკეთესო
სურვილებით, მე ვრჩები თქვენი მადლიერი მეგობარი და თავმდაბალი მსახური. - ჯეიმს
ლორენსი.

ემი: ,,თქვენი თავმდაბალი მსახური”. დაფიქრდი, მან ეს შენთვის დაწერა.

ჰანა: (მიუთოთებს როიალზე) მიდი, სცადე ძვირფასო.

(ბეთი უკრავს მარტივ მელოდიას)

ჯო: უნდა წახვიდე და მადლობა გადაუხადო მას.

ბეთი: დიახ, ვფიქრობ ახლა წავალ, სანამ ამაზე ფიქრი შემეშინდება.

(და ოჯახის გაოცების მიუხედავად, ბეთმა ბაღი გაიარა და ლორენსების სახლში შევიდა)

ჰანა: შემიძლია დავიფიცო, რომ ეს არის ყველაზე უცნაური რამ, რაც კი ცხოვრებაში მინახავს!

მთხრობელი: ისინი კიდევ უფრო გაოცებულები იქნებოდნენ, რომ დაენახათ, თუ რა გააკეთა


ბეთმა შემდეგ. მივიდა, კაბინეტის კარზე დააკაკუნა, და როცა უხეშმა ხმამ შესვლის ნება
დართო, ბეთი შევიდა და თქვა:

ბეთი: მოვედი, რომ მადლობა გადაგიხადოთ, სერ, იმისთვის, რომ…

მთხრობელი: მაგრამ მან არ დაასრულა, რადგან მოხუცი იმდენად მეგობრულად


გამოიყურებოდა, რომ მივიდა და ჩაეხუტა. მისტერ ლორენსს ამაზე მეტად სახურავის
ჩამონგრევაც არ გააოცებდა.

(განათება იცვლება, რაც მიუთითებს დროის გასვლაზე)


მთხრობელი: იმ წელს ბევრი რამ შეიცვალა. გაზაფხულის ერთ დილას, პატარა ემი, რომელიც
თავს მშვენიერ ქალბატონად გრძნობდა, სინანულს მოეცვა.

ემი: (მეგს) ვისურვებდი, რომ ფული მქონოდა.

მეგი: რატომ?

ემი: ვალში ვარ, ათზე მეტი ლაიმი მაქვს მისაცემი და ვერ გადავიხდი.

მეგი: ახლა ლაიმი მოდაშია?

ემი: ხო, რა თქმა უნდა, გოგოები ყოველთვის ლაიმებს ცვლიან და გაკვეთილზე ჩუმად
წუწნიან, ხოლო თუ ლაიმი არ გაქვს, მაშინ შენ არარაობა ხარ.

ჯო: გასაკვირი არაა, რომ ამ სკოლაში არაფერი გისწავლია.

მეგი: (ჯიბიდან ფულს იღებს) ვიცი რა ძნელია ცხოვრება პატარა სიამოვნების გარეშე, ჩვენ არ
გვჭირდება ჯერ. აი, ოცდახუთი ცენტი, მარმიმ ერთი თვის ჯიბის ფული მომცა, წადი!

(ემი მეგს ეხუტება და გარბის)

მთხრობელი: მეორე დღეს, გახარებული ემი 25 ლაიმით მივიდა სკოლაში. გავრცელდა ჭორი,
რომ ემიმ ვალი არ გადაიხადა და სულ თვითონ ჭამდა ლაიმებს, ამის შესახებ კლასელებმაც
გაიგეს და მასწავლებელს უთხრეს, რომ მერხში ჰქონდა დამალული. გაბრაზებულმა მისტერ
დეივისმა კი, ლაიმები ფანჯრიდან გადაუყარა და რამდენჯერმე დაარტყა პატარა გოგონას
ხელისგულზე. მისტერ დეივისს არც ბევრჯერ დაურტყამს და არც ღონივრად, თუმცა
ემისთვის უკვე სულერთი იყო. მის თვალში ეს არანაკლები სირცხვილი იყო, ვიდრე ეს
იქნებოდა, იმ დარტყმით ყირაზე რომ გადასულიყო. ეს ამბავი ემიმ ოჯახს უამბო.

ჯო: უნდა წავიდე და თავისივე როზგით უნდა გავროზგო!

მისის მარჩი: ჯო, თავშეუკავებლობა არ უნდა გამოვამჟღავნოთ. ამ ადამიანს წერილს მივწერ!

(მისის მარჩი მაგიდასთან მიდის წერილის დასაწერად).

ჯო: წერილი?!

მისის მარჩი: ეს მისთვის გაკვეთილი იქნება.

მეგი: (ემის) შენ არ გითქვამს, რომ სკოლაში ლაიმი აკრძალული იყო. ჩემი მთელი თვის
ფული მოგეცი, არ უნდა მომეცა.

ემი: იცი რა შესანიშნავი ლაიმები იყო?! სასოწარკვეთილი ვარ.

მისის მარჩი: მე კი არ ვნანობ, ლაიმების გარეშე რომ დარჩი. შენ შენი ცხვირის ფორმა უფრო
გაღელვებს, ვიდრე ხასიათი.

ჯო: რა სულელური სკოლაა, შენი მართლწერა საშინელია, ხოლო ლათინური სასაცილო.

ემი: მისტერ დეივისი ამბობდა ქალს ასწავლო იგივეა, რაც კატას ასწავლოვო.
ჯო: (გაოცებულია) ამ მისტერ დეივისს დავახრჩობ!

მისის მარჩი: (დგება ფეხზე და გაბრაზებული კითხულობს წერილს) მისტერ დეივის, რა


უფლებით სცემთ ბავშვებს! უფლის წინაშე ჩვენ ყველა ბავშვი ვართ და ყველა თანასწორი. თუ
თქვენ სცემთ და ამცირებთ ბავშვს, ის ისწავლის მხოლოდ ცემას და დამცირებას. (მიდის
ემთან და ეუბნება) შეძლებ სახლში სწავლას, ისევე როგორც ბეთი? (ემი თავს უქნევს, მარმი
ტრიალდება და წერილის გასაგრძელებლად ჯდება) ემი თქვენი სკოლიდან მიმყავს.

ჯო: ასე მოუხდება!

მისის მარჩი: ახლა თქვენს სწავლას ჯო მიხედავს.

(ჯო და ემი ერთმანეთს იმედგაცრუებულები უყურებენ. ემის გარდა ყველა ტოვებს სცენას)

ემი: გაზრდა არასდროს არის მარტივი და ზოგჯერ, უფროსი დები ამ პროცესს აუარესებენ.

(მეგი და ჯო შედიან გასასვლელად გამზადებულები)

ემი: გოგოებო, სად მიდიხართ?

ჯო: არსად, პატარა გოგოებმა კითხვები არ უნდა დაგვისვან.

ემი: მითხარი! მეც მინდა წამოსვლა.

მეგი: არ შეგვიძლია ძვირფასო, არ ხარ დაპატიჟებული, ლორიმ მხოლოდ ოთხი ბილეთი


იყიდა. საშინლად ხომ არ გამოვიყურები?

ემი: ჯო, არ შეგიძლია ლორის კიდევ ერთი ბილეთი სთხოვო?

ჯო: არა!

(ჯო წიგნებს იღებს მაგიდიდან და ემისთან მიაქვს)

ჯო: ალგებრაში ძალიან ჩამორჩენილი ხარ, ჩემი მონიშნული სავარჯიშოები ამოხსენი.


უცოდინარ დას ვერ ავიტან, და ნუ იბუსები თორემ მტრედს გავხარ.

(ჯო მიდის კარისკენ და გადის)

მეგი: ღამე მშვიდობისა!

(მეგი ემის შუბლზე კოცნის და ისიც კარისკენ მიდის)

ემი: ამას ძალიან ინანებ, ჯო მარჩ!

(ემიც გადის სცენიდან)

(შემოდის მთხრობელი, იწყებს საუბარს, ცოტა ხანში ემი, ბეთი და მეგი შემოდიან და
ბუხართან სხდებიან)
მთხრობელი: როდესაც ისინი თეატრიდან დაბრუნდნენ, ემი სავარძელში მოკალათებულიყო
და წიგნს კითხულობდა, ყველაფერი თავის ადგილზე იყო და ჯომ იფიქრა, რომ ემიმ აპატია
შეცდომები, თუმცა ის შეცდა.

ჯო: ვინმემ აიღო ჩემი წიგნი?

ემი: მე არა.

ჯო: იცი სადაც არის.

ემი: არა, არ ვიცი.

ჯო: იცი და უკეთესი იქნება მითხრა.

ემი: იჩხუბე რამდენიც გინდა, ვეღარასდროს ნახავ შენს ძველ, სულელურ წიგნს.

ჯო: რატომ?

ემი: იმიტომ, რომ დავწვი.

ჯო: რაა?! ჩემი წიგნი, რომელიც ასე მიყვარდა, ამდენი ხანი ვწერდი და მამას ჩამოსვლამდე
დამთავრებას ვაპირებდი, მართლა დაწვი?

ემი: მე გითხარი, რომ სამაგიეროს გადაგიხდიდი და ასეც მოვიქეცი.

ჯო: (ძლიერად ანჯღრევს ემის) ბოროტო! ბოროტო გოგო! ვეღარასდროს დავწერ და


ვერასდროს გაპატიებ, სანამ ცოცხალი ვარ!

მეგი და ბეთი აშველებენ მათ, გამოჰყავთ ემი და ჯოს ამშვიდებენ. ამ დროს მთხრობელი
შემოდის.

მთხრობელი: ჯოსთვის ეს წიგნი სიაყმაყე და სიყვარული იყო. ემის მოქმედებამ გაანადგურა


რამდენიმე წლის ნაშრომი. სხვებისთვის, ეს მცირე დანაკლისად ჩანდა, მაგრამ ჯოსთვის
საშინელი უბედურება იყო და გრძნობდა, რონ ვერასოდდს აინაზღაურებდა. ბეთი
გლოვობდა, როგორც გარდაცვლილ კნუტს. მეგმაც კი უარი თქვა საყვარელი დის დაცვაზე.
ქალბატონი მარჩი მკაცრად გამოიყურებოდა. ემი კი გრძნობდა, რომ არავინ შეიყვარებდა მას,
სანამ პატიებას არ ითხოვდა იმ საქციელისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად ნანობდა.

(ჯო შემოდის ისე, თითქოს სხვაგან მიდის, როდესაც ემის დაინახავს ჩერდება)

ემი: მაპატიე ჯო, ძალიან ვწუხვარ.

ჯო: არასოდეს გაპატიებ.

(ემი ტირილოთ გარბის და დანარჩენებიც მიყვებიან. შემოდის მთხრობელი)

მთხრობელი: მეორე დღეს, არაფერი შეცვლილა და ჯომ გადაწყვიტა, რომ მისი


გამხიარულება მხოლოდ ლორის შეეძლო. ძალიან ცივი დღე იყო და სასრიალოდ წასვლა
დააპირეს. ემიც, რა თქმა უნდა, თან გაჰყვათ, თუმცა ჯომ, გადაწყვიტა თავი ისე
მოეჩვენებინა, თითქოს მას საერთოდ ვერ ამჩნევდა. ლორიმ ჯოს უთხრა, რომ ნაპირზე ევლო,
რადგან შუა ნაწილი უსაფრთხო არ იყო. ეს კი ემიმ ვერ გაიგო და როდესაც მათ მისდევდა,
ყინული ჩატყდა და ემი წყალში ჩავარდა. ისინი ძალიან სწრაფად გამოიქცნენ და ემი
გადაარჩინეს.

ლორის და ჯოს ატირებული ემი შემოჰყავთ. სცენის მეორე მხრიდან შემოდიან მარმი, ჰანა,
მეგი და ბეთი, საბნებით და ცხელი წყლით ხელში. ისინი სწრაფად მიდიან ბუხართან, ემის
აწვენენ სავარძელზე და საბანს აფარებენ.

ჯო: (მარმის) დარწმუნებული ხარ რომ უსაფრთხოდაა?

მისის მარჩი: სრულიად უსაფრთხოდ, ჩემო ძვირფასო. არ დაშავებულა და ვფიქრობ, არც


გაცივდება.

ჯო: რომ მომკვდარიყო ჩემი ბრალი იქნებოდა. ჩემი საშინელი ხასიათის ბრალია!
რამდენჯერაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოსწორდა, მერე უარესად ვბრაზდები. როგორ
ვუშველო ამას?!

(მეგი, ბეთი და ჰანა გადიან)

მისის მარჩი: დამშვიდდი და ილოცე, ძვირფასო. არასოდეს დაიღალო მცდელობით და


არასოდეს იფიქრო, რომ ეს შეუძლებელია. ყველას გვაქვს ცუდი თვისებები და ზოგჯერ.
მთელი ცხოვრება გვჭირდება მათ გამოსასწორებლად. შენ გიქრობ, რომ შენი ხასიათი
ყველაზე ცუდია მსოფლიოში, მაგრამ მეც სწორედ ასეთი ვიყავი.

ჯო: შენ? არა დედა, შენ არასოდეს ბრაზობ.

მისის მარჩი: გაბრაზებით, თითქის ყოველ დღე ვბრაზობ, მაგრამ ვისწავლე, რომ ეს არ
გამოვხატო.

(ჯო მარმის ხელს კიდებს, ცოტა ხანში, მარმი გადის ოთახიდან და ჯო მძინარე ემის უყურებს
და თავზე ეფერება. განათების ცვლილება მიუთითებს სცენის შეცვლაზე. ჯო გადის
სცენიდან, მეგი და ბეთი შემოდიან)

მთხრობელი: ჯოს არასოდეს უცდია აღედგინა დაკარგული შედევრი, მაგრამ წერა განაგრძო.
ზაფხულის ერთ დღეს, ჯო ჩვეულებრივზე უცნაურად იქცეოდა.

(ჯო შემოდის გაზეთით ხელში და კითხულობს)

მეგი: რამე საინტერესო გაქვს?

ჯო: არაფერი, რაღაც იაფფასიანი მოთხრობაა.

ემი: უკეთესი იქნება წაგვიკითხო, იქნებ ხასიათი გამოგვისწორდეს.

მთხრობელი: ჯომ ერთ ამოსუნთქვაში წაიკითხა მოთხრობა. დები ინტერესით უსმენდნენ,


თუმცა მოთხრობა ცოტა არასასიამოვნო და ამაღელვებელი იყო, რადგან ბოლოს ყველა
პერსონაჟი გარდაიცვალა.

ემი: მე ძალიან მომეწონა ეს მშვენიერი ისტორია.


მეგი: მე ყველაზე მეტად სასიყვარულო ნაწილი მომეწონა. რა ირონიულია, ვიოლა და ანჯელა
ჩვენი საყვარელი სახელებია.

ბეთი: ვინ დაწერა?

ჯო: შენმა დამ.

ბეთი: ასეც ვიცოდი! ჩემო ჯო, ვამაყობთ შენით!

ემი: მოგვიყევი ყველაფერი!

მეგი: როდის დაბეჭდეს?

ჯო: გეყოფათ, ყველაფერს მოგიყვებით! ორი მოთხრობა წარვადგინე და ორივე მოეწონათ,


თუმცა დამწყებებს არ უხდიდნენ, მხოლოდ გაზეთში ბეჭდავდნენ. ასე რომ, მე დავუტოვე
ორი მოთხრობა და დღეს მათ ეს გამომიგზავნეს. მომწერეს, რომ კიდევ მიიღებდნენ ჩემს
მოთხრობებს და შემდეგზე, ანაზღაურებასაც მომცემენ.

მთხრობელი: ბედნიერი ჯო ამ ამბავს აღტაცებული უყვებოდა დებს. შემდეგი ერთი თვის


განმავლობაში, ჯო წერდა და ბეჭდავდა მოთხრობებს. ოჯახი ბედნიერი იყო, რადგან
დაკარგული ოჯახის წევრი მალე ბრუნდებოდა შინ. ისინი აჟიტირებულები ელოდებოდნენ
სანამ ეს საშინელი ამბავი არ გაიგეს.

ჰანა: ეს წერილი თქვენთვისაა, ქალბატონო.

(შეშინებული მარმი მოკლე წერილს კითხულობს და ძალა ეცლება, ჯო მიდის სკამით ხელში
იმიტომ, რომ დაცემა თავიდან ააცილოს. სვამს სკამზე, ართმევს წერილს და კითხულობს)

ჯო: მის მარჩ, თქვენი ქმარი ძალიან ცუდადაა, უნდა ჩამობრძანდეთ.

(რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მარმი ჯოს წერილს ართმევს და უყურებს)

მისის მარჩი: (დაღლილი ხმით) ვფიქრობ უნდა წავიდე მასთან.

(ჰანას ლორი შეჰყავს)

ჰანა: ცრემლების დრო არ არის, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.

ლორი: ვფიქრობ შევძლებ თქვენს დახმარებას.

მარმი: წერილი გაგზავნე და უთხარი, რომ ჩავალ. ხვალ დილით არის შემდეგი რეისი.

ლორი: სულ ესაა? შემიძლია სადმე წავიდე და გავაკეთო რაც გინდათ.

მისის მარჩი: დეიდა მარჩსაც წაუღე წერილი. ჯო კალამი და ფურცელი მომიტანე. (სწრაფად
წერს რაღაცას და ლორის აძლევს) ჯო, შენ ქალბატონი კინგი გააფრთხილე, რომ ვერ მოვალ.
მე ხვალისთვის მოვემზადები (ჯო გადის). ბეთ, შენ მისტერ ლორენსს სთხოვე რამდენიმე
ბოთლი წითელი ღვინო და მეგ, მოდი, ჩალაგებაში დამეხმარე, ძალიან დაბნეული ვარ.

(მეგი დედასთან მიდის და ხელს ჰკიდებს)


მთხრობელი: მოხუცი მისტერ ლორენსი და ბეთი ერთად დაბრუნდნენ სახლში. მას როგორც
შეეძლო, ისე ანუგეშებდა ოჯახს. მოგვიანებით, როცა მეგი დერეფანში გავიდა ჩაის ჭიქებით
ხელში, მოულოდნელად ლორის დამრიგებელს, მისტერ ბრუკს შეხვდა.

(შემოდის ჯონ ბრუკი და უხერხულად დგება მეგის წინ)

ბრუკი: ძალიან ვწუხვარ, მის მარჩ. ახალგაზრდა ლორენსს აღარ ვჭირდები, ასე რომ მისტერ
ლორენსმა ვაშინგტონში გამაგზავნა, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით.

მეგი: რა კეთილი ხართ! დედა აუცილებლად დაგთანხმდებათ, უყვარს, როდესაც იცის, რომ
მასზე ვიღაც ზრუნავს და მარტო არ არის. ძალიან დიდი მადლობა!

ბრუკი: არაფრის.

(ისინი ცოტა ხანი ერთმანეთს უყურებენ)

მეგი: (მორცხვად) მაპატიებთ?

(მეგი გადის სცენიდან. ბრუკი უყურებს მის გასვლას. შემოდის მთხრობელი და ჯონიც
გადის. თხრობის დროს შემოდიან მარმი და ყველა გოგო, ჯოს გარდა)

მთხრობელი: ყველაფერი მოწესრიგებული იყო იმ დროისთვის, როდესაც ლორი დეიდა


მარჩისგან დაბრუნდა შენიშვნით, სადაც სასურველი თანხა იყო და რამდენიმე სტრიქონი
იმეორებდა იმას, რასაც ადრე ხშირად ამბობდა - ის ყოველთვის ეუბნებოდა მათ, რომ
აბსურდული იყო მისტერ მარჩის ჯარში წასვლა და ყოველთვის უწინასწარმეტყველებდა,
რომ ეს მათ კარგს არაფერს მოუტანდა. მისის მარჩმა წერილი ცეცხლში შეაგდო, ფული კი
ჩანთაში ჩაიდო. მან ისეთი სახე მიიღო, მხოლოდ ჯო თუ მიუხვდებოდა. მოკლედ, შუა დღე
გავიდა, მაგრამ ჯო არ გამოჩენილა. მათ ნერვიულობა დაიწყეს და ლორი წავიდა მის
საპოვნელად, რადგან არავინ იცოდა რა შეიძლება მოსვლოდა აზრად.

(მთხრობელი გადის და ცოტა ხანში შემოდის ჯო, რომელსაც ბონეტი ახურავს. ის მარმის
ფულს აწვდის უსიტყვოდ)

მარმი: ოცდახუთი დოლარი! ჯო, იმედია რამე ცუდი არ ჩაიდინე!

ჯო: არა, გულწრფელად ჩემია. არც მისესხებია და არც მომპარავს. დავიმსახურე და


არამგონია დამაბრალოთ, რადგან მხოლოდ ის გავყიდე, რაც ჩემი იყო.

(ჯო იხსნის ბონეტს და აჩენს მოკლედ შეჭრილ თმას)

მისის მარჩი: შენი თმები! შენი ლამაზი თმები! როგორ შეგეძლო?!

ჯო: ჩემი ეგოსთვის კარგია. ზედმეტად ვამაყობდი ჩემი თმით...

ბეტი: (ეხუტება) ჩემს ჯოს აღარ ჰგავს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს.

მისის მარჩი: ბედნიერი არ ვარ, მაგრამ არც გადანაშაულებ. ყველაფერი მომიყევი. შენი
თავდაჯერებულობა რის გამო დათმე?
ემი: ეს რამ გაგაკეთებინა?

ჯო: თავიდან რომ დამებადა ეს იდეა, დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა რაც უფრო მეტს
ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს მამას და რამდენ ოცნებას ავიხდენდი მეც,
მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ვიტრინასთან რომ გავიარე დავინახე,
რომ ჩემზე თხელი თმა 40 დოლარად იყიდებოდა, ამიტომ შევედი, რომ გამეგო მე რამდენს
მომცემდნენ.

ბეტი: მაინც ვერ ვხვდები ამის გაკეთება როგორ შეძელი.

ემი: თავს საშინლად არ გრძნობდი პირველი ღერი რომ მოგაჭრეს?

ჯო: მე ასეთ წვრილმანებზე არასდროს ვდარდობ, თუმცდა გულწრფელად, რომ ვთქვა, თავს
უცნაურად ვგრძნობდი, როდესაც დავინახე როგორ იყო ჩემი თმები მაგიდაზე გაფანტული.
როდესაც დაინახეს თუ როგორ ვუყურებდი თმებს, ერთი გრძელი ღერი გამომატანეს. ამას შენ
მოგცემ, დედა, ძველი დროის გასახსენებლად.

(ჯო თმის ღერს აწვდის მისის მარჩს. მისის მარჩს ეღიმება)

მისის მარჩი: დაწექით და არ ილაპარაკოთ. დილით ადრე უნდა ავდგეთ ამიტომ ჯობია ადრე
დავიძინოთ. ძილი ნებისა.

(გოგოები გადიან, სათითაოდ კოცნიან და ეხუტებიან მარმის)

მისის მარჩი: მათ აკოცეს მარმის და ჩუმად დაწვნენ. ბეტის და ემის მალე ჩაეძინათ. მეგის
ძილი არ ეკარებოდა: იგი ისეთ სერიოზულ რაღაცებზე ფიქრობდა რაზეც აქამდე არუფიქრია.
ჯო გაუნძრევლად იწვა, თუმცა მეგი დარწმუნებული იყო, რომ ჯოს სლუკუნი გაიგო.

(განათება მიდის და ყველაზე დიდხანს მარმის სახეზე ჩერდება. შემდეგ ჩნდებიან გოგონები,
ლორი, მისტერ ლორენსი და ჰანა. ყველანი სხედან და წერილებს წერენ, თან ხმამაღლა
კითხულობენ დაწერილს)

მეგი: ჩემო ძვირფასო დედა: ვერც კი წარმოიდგენ როგორ გაგვამხიარულა შენმა ბოლო
წერილმა. ახალმა ამბებმა ისე გაგვახარა, ყველანი ვიცინოდით და ვტიროდით. როგორი
კეთილია მისტერ ბრუკი. გოგონები ძალიან კარგად იქცევიან. ჯო კერვაში მეხმარება და
მზადაა ნებისმიერი საქმე თვითონ მოაგვაროს. ბეტი როგორც ყოველთვის ყველაფერს თავის
დროზე აკეთებს და არ ავიწყდება შენი ნათქვამი. ემი ყოველთვის მიჯერებს და მეც კარგად
ვუვლი.

ჯო: ჩემო საყვარელო მარმი: შენი წერილი რომ მოვიდა მაშინვე დავიწყე ლოცვა, რომ
ღმერთისთვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ ტირილის მეტი ვერაფერი შევძელი. იქნებ ეგეც
ითვლება ლოცვად? ჩვენ აქ ძალიან კარგად ვერთობით. ყველა გადასარევად გვექცევა. გუშინ
ჰანას რომ ვეხმარებოდი პოემა დავწერე. ისეთი პოემაა როგორიც მამას მოსწონს და წაკითხვის
დროს იმხიარულებს.

ბეტი: ძვირფასო დედა: ადგილი მხოლოდ იმისთვის დამრჩა, რომ ჩემი სიყვარული
გამოგიგზავნო.. ყოველ დილით ვკითხულობ, ვცდილობ, რომ კარგად მოვიქცე და ღამით
ძილის წინ იმ სიმღერას ვმღერი, მამა რომ გვიმღეროდა. ფურცლის დანარჩენი ნაწილი ემის
უნდა, ამიტომ უნდა გავჩერდე.

ემი: დედა, ჩვენ ყველანი კარგად ვართ. მე ჩემს დავალებებს ყოველდღე ვასრულებ და
გოგოებს არასდროს ვეწინააღმდეგები. ლორი ისეთი თავაზიანი აღარ არის როგორიც უნდა
იყოს. მალე თინეიჯერი ვიქნები, ის კი წიწილას მეძახის. მე კარგად ვუმკლავდები ჩემს
პრობლემებს, მაგრამ კარგი იქნებოდა ჰანას ყოველდღე წიწიბურა მოემზადებინა.

მეგი: მისტერ ლორენსი ყურადღებას გვაქცევს, ხოლო ლორი ძალიან კეთილია და ხშირად
გვეხმარება. ჰანა საუკეთესოა. იგი არასდროს მეჩხუბება და ყოველთვის მის მარგარეტს
მეძახის. ჩვენ ყველანი კარგად ვართ და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ მაინც ერთი სული
გვაქვს სანამ დაბრუნდები.

ჰანა: ძვირფასო მისის მარჩ: მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გოგონები ძალიან
ჭკვიანები არიან და კარგად იქცევიან. მის მარგარეტი ძალიან კარგი დიასახლისია. ჯო
ყველაფერს აკეთებს წინსვლისთვის და არასდროს არ ჩერდება. ყველაზე მეტად ბეტი
მეხმარება და სულ მაქვს მისი იმედი. ემი ყველაფერს აუღელვებლად აკეთებს, ლორი კი
სახლს თავდაყირა აყენებს, თუმცა გოგოებს უყვართ, ამიტომ მათ ხელს არ ვუშლი. მოხუცი
ჯენტლმენი ბევრ რაღაცას გვიგზავნის და გვეხმარება.

ლორი: მეორე პალატის უფროსო ექთანო: ჯარი მშვენიერ მდგომარეობაშია; კომისარის


განყოფილებას კარგად მართავენ; შინ გვარდია პოლკვნიკ ტედის მეთაურობით მუდამ
მორიგეობაშია; გენერალი როლენსი ყოველდღე ამოწმებს ჯარს; ჰანა წესრიგს უნარჩუნებს
ბანაკს. კარგი ამბების მოსვლის შემდეგ 24 თოფის სალამი გაისროლეს და შტაბბინაში კაბების
აღლუმი ჩატარდა.

მისტერ ლორენსი: ძვირფასო ქალბატონო: გოგონები კარგად არიან. მიხარია, რომ კარგი
ამინდია. ილოცეთ და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მომწერეთ. მადლობა ღმერთს,
რომ თქვენი ქმარი უკეთაა. შენი ერთგული მეგობარი, ჯეიმს ლორენსი.

ლორი: მთავარსარდალი საუკეთესო სურვილებს გიგზავნით რომელსაც გენერალი ტედიც


უერთდება.

ჰანა: მისტერ მარჩს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, პატივისცემით, ჰანა მულეტი.

მეგი: მამას გადაეცი, რომ მიყვარს და-

ჯო: მამას ჩემ მაგივრად ჩაეხუტე და შენ-

ბეტი: მამას ლოყაზე აკოცე ჩემ მაგივრად და მალე დაბრუნდი-

ემი: მამას ვუგზავნი სიყვარულს, თქვენი საყვარელი შვილი-

მეგი: მეგი.

ჯო: ჯო.

ბეტი: პატარა ბეტი.


ემი: ემი მარჩი.

(შუქი ქვრება. შემდეგ ინთება და მეგის ჯოს და ბეტის აჩენს. ისინი ცეცხლთან სხედან და
მუშაობენ)

ბეტი: მეგ ნეტავ ჰუმელებთან მისვლა შეგეძლოს. დედამ გვითხრა არ დაგავიწყდეთო.

მეგი: ამ საღამოს ვერ წავალ. ძალიან დაღლილი ვარ.

ბეტი: ჯო, შენ ვერ წახვალ?

ჯო: ძალიან ცუდი ამინდია, მე კი ისევ გაციებული ვარ.

ბეტი: მე მეგონა, რომ უკეთესად იყავი.

ჯო: (არაკომფორტულად იცინის) ლორისთან ერთად ყოფნა შემიძლია, მაგრამ იმდენად


კარგად არ ვარ რომ ჰუმელებთან წავიდე.

მეგი: შენ რატომ არ მიდიხარ?

ბეტი: მე ყოველდღე დავდივარ, მაგრამ პატარა ავადაა და არ ვიცი როგორ ვუშველო. მისის
ჰუმელი სამსახურში მიდის, ბავშვს კი ლოტჩენი უვლის, მაგრამ მისი მდგომარეობა
დღითიდღე უარესდება.

მეგი: ხვალ აუცილებლად მივალ. გპირდები.

ჯო: ბეტ, ჰანას კითხე იქნებ რაიმე გაგატანოთ რომ წახვალთ. მეც წამოვიდოდი, მაგრამ
რაღაცას ვწერ და მინდა, რომ დავამთავრო.

ბეტი: მე თავი მტკივა და იმედი მქონდა, რომ რომელიმე წახვიდოდით...

მეგი: ემი, რომ მოვა იქნებ წავიდეს.

(სცენიდან ყველა გადის ბეტის გარდა)

მთხრობელი: ბეტი სავარძელში დაჯდა, სხვები კი თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ და


ჰუმელები არც გახსენებიათ. 1 საათი გავიდა. ემი არ ჩანდა. მეგი თავის ოთახში წავიდა, რომ
ახალი კაბა ჩაეცვა. ჯო წერას მიუბრუნდა. ბეტიმ ჯემპრი შემოიცვა და გარეთ გავიდა. უკან
რომ შევიდა გვიანი იყო. ყველას ეძინა და მისი ნაბიჯების ხმა არავის გაუგონია, როდესაც
დედამისის ოთახში შედიოდა. ნახევარი საათის შემდეგ ჯოც დედამისის ოთახში შევიდა და
ბეტი იპოვა, რომელიც წამლების ყუთზე იჯდა. იგი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა,
თვალები ჩაწითლებოდა და ხელში რაღაც ბოთლი ეჭირა.

ჯო: რა მოხდა?

ბეტი: ახლოს არ მოხვიდე. ქუნთრუშა გადატანილი გაქვს?

ჯო: წლების წინ, მეგისთან ერთად. რატომ?

ბეტი: ჯო, ბავშვი გარდაიცვალა...


ჯო: ვინ ბავშვი?

ბეტი: მისის ჰუმელის შვილი. ის ჩემ კალთაში დაიღუპა, სანამ მისის ჰუმელი მოვიდოდა.

ჯო: ჩემო საწყალო... რა საშინელებაა. უნდა წამოვსულიყავი.

ბეტი: შევამჩნიე, რომ ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ლოჩენმა თქვა, რომ დედამისი ექიმის
მოსაყვანად იყო წასული და მალე დაბრუნდებოდა. მე გამოვართვი ბავშვი და ლოჩენს
ვუთხარი, რომ დაესვენა. თითქოს ეძინა, მაგრამ უცებ ამოისლუკუნა და შემდეგ აღარ
განძრეულა.

ჯო: არ იტირო... მერე რა ქენი?

ბეტი: მისის ჰუმელის მოსვლამდე ვიჯექი და ბავშვისთვის ხელი არ გამიშვია. ექიმი, რომ
მოვიდა თქვა, რომ ბავშვი მკვდარი იყო. პატარას ქუნთრუშა ჰქონდა. მისის ჰუმელმა უთხრა
ექიმს, რომ ღარიბი იყო და თვითონ ცდილობდა ბავშვის განკურნებას, მაგრამ ახლა გვიანი
იყო და მხოლოდ ის შეეძლო, რომ სხვები გადაერჩინა. ექიმმა მე რომ შემომხედა, მითხრა, რომ
სახლში წამოვსულიყავი და ბელადონა მიმეღო.

ჯო: ღმერთო, ბეტ, შენ თუ ცუდად ხარ თავს ამას არასდროს ვაპატიებ.

ბეტი: ალბათ მე რთულად არ გადავიტან. დედას წიგნში ვნახე, რომ თავის და ყელის
ტკივილით იწყება და ბელადონა მივიღე. ახლა უკეთესად ვარ.

ჯო: ჰანას დავუძახებ. მას ეცოდინება რა ქნას.

ბეტი: ემი აქ არ ამოუშვა. მას არ გადაუტანია ქუნთრუშა და არ მინდა ჩემ გამო რამე მოუვიდეს.

მთხრობელი: ჰანამ მაშინვე გაიღვიძა და ბეტისთან მივიდა. იგი ყველას არწმუნებდა, რომ
საშიში არაფერი იყო და ნერვიულობად არ ღირდა - ყველას გადატანილი ჰქონდა ქუნთრუშა.

(მეგი შემოდის. ჰანა გოგოებს ელაპარაკება)

ჰანა: ახლა გეტყვით რა უნდა ვქნათ. დოქტორ ბენგი მოვა და გნახავს, რომ დავრწმუნდეთ,
რომ მკურნალობას სწორად ვიწყებთ. ემის დეიდა მარჩთან გავგზავნით, რომ მას არაფერი
დაემართოს და რომელიმე თქვენგანი სახლში დარჩებით ბეტისთან, რომ გაამხიარულოთ.

მეგი: მე უნდა დავრჩე რა თქმა უნდა. მე ვარ ყველაზე დიდი.

ჯო: მე დავრჩები. ჩემი ბრალია, რომ ცუდადაა.

მეგი: წავალ მეგის ვეტყვი.

(ჯო და ბეტი ერთ მხარეს გადიან. მეგი და ჰანა მეორე მხარეს.)

მთხრობელი: ექიმი ბენგსი მოვიდა და ემიც წავიდა დეიდა მარჩთან, ჯოსთან და ლორისთან
ერთად. დეიდა მარჩმა ისინი სიხარულით მიიღო.

(დეიდა მარჩი, ჯო, ლორი და ემი შემოდიან)


დეიდა მარჩი: რა გინდა?

მთხრობელი: ჯომ მათი ისტორია დეიდა მარჩს მოუყვა.

დეიდა მარჩი: იმაზე მეტია ვიდრე ველოდი. ემის შეუძლია იმდენ ხანს დარჩეს რამდენიც
საჭიროა, თუ ცუდად არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება.
დედათქვენისგან ახალი ამბები მოგივიდათ?

ჯო: მამა ბევრად უკეთესადაა.

დეიდა მარჩი: ეგ დიდი ხანი არ გაგრძელდება. მარჩს არასდროს ჰქონდა გამძლეობა. ჯო,
ჯობია მალე წახვიდე. არ არის სწორი ასე გვიან ასეთ ბიჭთან ერთად ბოდიალი.

(დეიდა მარჩი და ემი ერთი მხრიდან გადიან, ჯო და ლორი მეორედან)

მთხრობელი: ბეტს ცხელება ჰქონდა და იმაზე ცუდად გახდა ვიდრე ჰანა და ექიმი
ვარაუდობდნენ. მეგი სახლში იყო და ბეტის უვლიდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა, როდესაც
წერილებში ბეტის ავადმყოფობის შესახებ არ წერდა. ჰანას არ უნდოდა, რომ მარმის
ენერვიულა.

(ჯო შემოდის ბეტისთან ერთად, რომელსაც ტახტზე აწვენს)

მთხრობელი: ჯო მთელ დროს ბეტის უძღვნიდა. ეს რთული არ იყო, რადგან ბეტი ძალიან
მომთმენი იყო და ტკივილს წუწუნის გარეშე იტანდა. საკუთარ თავზე კონტროლის
დაკარგვის შემდეგ მან დაიწყო უხეშად ლაპარაკი, გადასაფარებელზე თითების კაკუნი
თითქოს ფორტეპიანო იყო. სიმღერას ცდილობდა, თუმცა ყელი ისე შეშუპებოდა, რომ ხმა
ვეღარ ამოდიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბეტი ვერავის ცნობდა და გაუჩერებლად დედას
ეძახდა. ამ დროს მიხვდა მეგი, რომ მას ფულზე და ძვირფასეულობაზე მნიშვნელოვანი
რაღაცეები ჰქონდა. ამ დროს დაინახა ჯომ, თუ როგორი კეთილი იყო ბეტი. ამ დროს დააფასა
მან ბეტის არაეგოისტური ხასიათი.

(შემოდის ემი და ნაპირში დგება. სხვები ვერ ხედავენ.)

მთხრობელი: ემის ახლა ყველაზე მეტად სახლში ყოფნა სურდა, რათა ბეტის დადგომოდა
გვერდში. იგი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ ზრუნავდა ბეტი მასზე და რამდენს აკეთებდა
ემისთვის.

(ემი გადის. ჰანა შემოდის. ჯო ბეტისთან ზის)

მთხრობელი: პირველი დეკემბერი ცივი დღე იყო. ქარი ქროდა და გაუჩერებლად თოვდა,
თითქოს ამინდი ემზადებოდა წლის დასასრულისთვის. დოქტორი ბენგსი რომ მოვიდა,
ბეტის ეძინა. მისი ნახვის შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მისის
მარჩი დაბრუნდებოდა. (ყველა ჩუმად ზის და ბეტის უყურებს, რომელსაც ძინავს). იმ ღამით
ვერცერთმა შეძლო დაძინება.

მეგი: ღმერთი თუ ბეტს გადაარჩენს, მე აღარასდროს ვიწუწუნებ.

ჯო: ღმერთი თუ ბეტს გადაარჩენს მე ვეცდები, რომ მას ვემსახურო დარჩენილი ცხოვრება.
მეგი: კარგი იქნებოდა გული რომ არ მქონდეს... ბეტის ყურება ძალიან მტკინვეულია.

(ჰანას სძინავს. ჯო დაღლილი იყურება ფანჯრიდან. გვესმის საათის ხმა, რომელიც გვამცნობს,
რომ 2 საათია. მეგი, რომელიც ბეტს უყურებს, უცებ წინ იხრება და აფორიაქებული იყურება.
მის მოძრაობას ჯო ამჩნევს და ისიც უახლოვდება. ის უყურებს წყნარ სახეს და შემდეგ იხრება,
რომ შუბლზე აკოცოს. მისი ხმა რთული გასარჩევია)

ჯო: კარგად იყავი ჩემო ბეტ.

(ჰანა იღვიძებს. იგი ბეტისკენ იხრება, შუბლს უმოწმებს და ყური მის ტუჩებთან მიაქვს, რომ
მისი სუნთქვა გაიგოს. შემდეგ იგი იატაკზე ეცემა და გაშეშებული ზის. გოგონები ფიქრობენ,
რომ ყველაზე ცუდი რამ მოხდა რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო, სანამ ჰანა ხმას ამოიღებს)

ჰანა: სიცხემ დაუწია! ჩვეულებრივად სძინავს, კანი სველი აქვს და მარტივად სუნთქავს.
დიდება უფალს!

(გოგოები ჰანას ეხუტებიან, ჩუმად აღნიშნავენ, რათა ბეტი არ გააღვიძონ)

ჯო: ეჰ ნეტა დედა აქ იყოს…

(მეგი შემოდის, ხელში თეთრი ვარდი უჭირავს)

მეგი: შეხედე. ვიფიქრე ძლივს მოასწრებდა გაფურჩქვნას ხვალამდე, რომ ბეთის ხელში
დაგვეჭერინებინა, თუ დაგვტოვებდა... მაგრამ ამ ღამით გაფურჩქნულა. ახლა ამ ლარნაკში
ჩავდებ, რომ როცა ბეთი გაიღვიძებს პირველად ამ ვარდის და დედას სახე დაინახოს.

(სცენის მიღმა კარის მიჯახუნების ხმა ისმის. ლორის ხმა არსაიდან ისმის)

ლორი: გოგონებო, ის მოვიდა! ის მოვიდა!

(წამიერი პაუზის შემდეგ სცენაზე მარმი შემოდის და დანარჩენების სახეების შემყურე


ხვდება, რომ ბეთი კარგად არის. ის მეგთან და ჯოსთან მიდის ჩასახუტებლად, რა დროსაც
ლორი ჩნდება კარების ზღურბლზე და მარმის პატივისცემით უყურებს. ჩახუტების შემდეგ,
მარმი საწოლთან მიდის და შუქები ქვრება. შემდეგ სცენაში მარმი ბეთის საწოლის გვერდით
ზის. მეგი შემოდის)

მთხრობელი: ამ მხიარულების მიუხედავად, მათ არ შეეძლოთ კიდევ ერთი უბედურების


დავიწყება. მეგი მაშინვე დაჯდა, რომ ჯონისთვის შეეტყობინებინა ახალი ამბავი.

მარმი: (წაიკითხავს მეგის დაწერილ წერილს) ლამაზად დაწერილია. ჩემგანაც მოიკითხე.

მეგი: (მორცხვად) ჯონს ეძახი?

მარმი: კი, ის ჩვენი შვილივით არის და ძალიან გვიყვარს.

მეგი: მოხარული ვარ. ის ძალიან მარტოსულია. ღამემშვიდობის დედა.

(მარმი ჩაფიქრებული აყოლებს მეგის თვალს, რომელიც იღიმის და გადის. შუქები ქვრება.
შემდეგ სცენაში ემი, მარმი და მეგი არიან სამზარეულოში. ჯო წერილებით შემოდის)
ჯო: წერილები მოვიდა! მეგ... ემი... დედა... შენთვის წერილია, მეგ. მარკა აქვს. რა უცნაურია...
ლორი არასდროს ლუქავს ჩემს წერილებს.

(ყველა ჩუმად კითხულობს თავის წერილს, მანამ, სანამ მეგი შეშფოთებული არ შეჰყვირებს.
ყველა შეშინებული უყურებს მეგს)

მეგი: ეს ყველაფერი შეცდომაა, ეს მას არ გამოუგზავნია. ჯო, ეს როგორ შეგეძლო?! (სახეზე


ხელი აიფარა და აქვითინდა).

ჯო: რა? მე? მე არაფერი მიქნია!

(მეგი დაჭმუჭნულ წერილს ჯიბიდან იღებს და ჯოს ესვრის)

მეგი: ეს შენ დაწერე და ლორიც დაგეხმარა! ასე რამ გაგაბოროტა!

(მარმი და ემი გაშმაგებულები კითხულობენ წერილს. ჯო ხმამაღლა კითხულობს)

ჯო: ჩემო ძვირფასო მარგარეტ! გრძნიბებს ვეღარ ვმალავ, უნდა ვიცოდე ჩემი ბედი სანამ
დავბრუნდები. ჯერ ვერ ვბედავ ამის შენი მშობლებისთვის გამხელას, მაგრამ ვფიქრობ,
დაგვთანხმდებიან, თუკი გაიგებენ, როგორ გვიყვარს ერთმანეთი, გევედრები, ნუ ეტყვი ამის
შესახებ შენს ოჯახის წევრებს. გთხოვ, ორიოდე იმედის მომცემი სიტყვა გამომიგზავნო
ლორის დახმარებით. . . თქვენი ერთგული ჯონი.

(შემდეგ ჯო მეგს მიუბრუნდება)

ჯო: ოჰ, ეს გაიძვერა! გულიანად ვუსაყვედურებ და აქ მოვიყვან ბოდიშის მოსახდელად.

მისის მარჩი: გეყოფა, ჯო, ჯერ საკუთარი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცო. აქამდეც
არაერთხელ გიხუმრია და მგონია, რომ ამ საქმეში ხარ გარეული.

ჯო: გეფიცები, დედა, არ ვარ. აქამდე ეს წერილი არასდროს მინახავს და მასზე არც არაფერი
ვიცი, მართლა! მე რომ მაგ საქმეში გავრეულიყავი, უკეთესად გავაკეთებდი და აზრიან
წერილსაც დავწერდი. მეგ, იმედია მაშინვე მიხვდი, რომ მისტერ ბრუკი ასეთ სისულელეს არ
მოგწერდა. (ჯომ ზიზღით მოისროლა ფურცელი)

მეგი: მის ნაწერს ჰგავს...

(მეგს ენა ებმის და იმ წერილს მეორეს ადარებს, რომელიც ხელში ეჭირა)

მისის მარჩი: ოჰ, მეგ, პასუხი ხომ არ მიგიწერია?

მეგი: (თავს უქნევს) მე ეს წერილი პირველად ლორისგან მივიღე, რომელმაც თითქოს


არაფერი იცოდა ამის შესახებ. თავიდან ვნერვიულობდი და ვაპირებდი ყველაფერი მეთქვა,
მერე გამახსენდა როგორ მოგწონდათ მისტერ ბრუკი, ამიტომ ვიფიქრე, წინააღმდეგი არ
იქნებოდით, თუ ჩემს პატარა საიდუმლოს ცოტა ხანი შევინახავდი.

მისის მარჩი: რა მისწერე?


მეგი: მე მხოლოდ ვუთხარი, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ ამისთვის, და არ მინდოდა შენგან
დამოუკიდებლად მემოქმედა, მას მამასთან დალაპარაკება უნდა. მივწერე, მადლობელი ვარ
სიკეთისთვის და ჯერჯერობით თქვენი მეგობარი ვიქნები, მეტი ვერაფერი-მეთქი.

(მის მარჩს გაეღიმა თითქოს გულზე მოეშვაო, ჯომ კი ტაში შემოჰკრა და სიცილით წამოიძახა)

ჯო: სიფრთხილის განსახიერება ხარ! მერე რაო, რა გითხრა მაგაზე?

მეგი: სულ სხვა ტონით მომწერა, არანაირი სატრფიალო ბარათი არ გამოუგზავნია და ძალიან
ვწუხვარ, რომ თქვენი ანცი და, ჯო, ასე მოურიდებლად გვექცევაო. ძალიან თავაზიანი და
მოკრძალებული წერილი იყო, მაგრამ ხომ ხვდევით, რა დღეშიც ჩავვარდებოდი!

(მეგი დედას მიეყრდნო, სასოწარკვეთილის შეხედულება ჰქონდა. ჯო ბოლთას სცემდა,


ორივე წერილს უყურება და აკვირდებოდა)

ჯო: არა მგონია, ბრუკს ან ერთი ენახოს თვალით, ან მეორე. ორივე ლორის დაწერილია.

მისის მარჩი: ჯო, მე მეგს დავაწყნარებ, შენ კი წადი და ლორი მოიყვანე.

(განათების შეცვლა, მარმი, მეგი, ჯო, ბეთი და ემი ბუხართან სხდებიან)

მთხრობელი: როდესაც ლორი მარჩებთან მივიდა, ყველაფერი აღიარა და ბოდიშიც მოიხადა.


მას შემდეგ მრავალი დღე გავიდა. მარჩების ოჯახის 5 გოგონა ბუხართან ისხდნენ , როდესაც
ოთახში ლორი შემოვიდა და ოჯახი საშობაო საჩუქრისთვის მოამზადა. ლორიმ და ჯონ
ბრუკმა სხვადასხვა მხარეს გადადგეს ნაბიჯები, და მისტერ მარჩი გამოაჩინეს. ბედნიერი
გოგონები მამასთან მივიდნენ. შემდეგ, მეგიმ მისტერ ბრუკთან გადაინაცვლა. მისის მარჩმა
ათასი მადლობა გადაუხადა მისტერ ბრუკს, რადგან მის ქმარს ძალიან კარგად უვლიდა.
მისტერ ბრუკს უცებ გაახსენდა, რომ მისტერ მარჩს დასვენება სჭირდებოდა და გაიყვანა.
მისტერ მარჩი ყვებოდა რა გულიანად უპატრონა ბრუკმა და საერთოდაც რა ღირსეული და
პატიოსანი კაცი იყო. თავის დღეში არ ჰქონიათ ისეთი საშობაო სადილი, როგორც იმ დღეს.

(ამ დროს სუფრა იშლება და ყველა იქ სხდება: მისის და მისტერ მარჩები, 4 და, ლორი,
მისტერ ბრუკი, მისტერ ლორენსი. ჰანა სუფრის გაშლას ასრულებს)

ჯო: ზუსტად ერთი წლის წინ არ იყო, რომ ვნერვიულობდით, რა საშინელი შობა გველისო,
გახსოვთ?

მეგი: კაცმა რომ თქვას, ძალიანაც საამური წელი იყო! (ღიმილით თქვა მეგმა)

ემი: მე კი მგონია, ძალიანაც მძიმე წელი იყო.

ბეთი: მიხარია, რომ ეს წელი გავიდა, იმიტომ, რომ დაგვიბრუნდი. (ჩურჩულით)

მისტერ მარჩი: კარგა ძნელი გზა გამოიარეთ ჩემო პატარებო, განსაკუთრებით ბოლო დროს,
მაგრამ ვაჟკაცურად გაართვით თავი.

ჯო: დედამ გიამბო?


მისტერ მარჩი: გაკვრით მითხრა, მაგრამ ერთი ჩხირის ღერიც ხომ გვიჩვენებს საით უბერავს
ქარი. ყველანი შეცვლილები ხართ, რაც მე ძალიან მახარებს. ბეთი ცუდადაა, თუმცა
წინანდელივით მორცხვი აღარ არის. ემის უსწავლია, რომ ჯერ სხვაზე იფიქროს და მერე
საკუთარ თავზე. მეგი გაზრდილა და დამშვენებულა, ჯოს კი, დედას ხასიათი შევატყვე.

(ყველას ეცინება და განათება ბნელდება. სცენას ცლიან და გამოდის მთხრობელი)

მთხრობელი: საამური სანახაობა იყო. გვერდიგვერდ მსხდომი დედა და მამა ხელახლა


განიცდიდნენ პირველ თავს იმ რომანისა, რომელიც ოცი წლის წინ დაიწყო. ემი
შეყვარებულებს ხატავდა, რომლებიც მოშორებით ისხდნენ თავიანთ ლამაზ სამყაროში და
შუქი ისეთი მადლით უსხივოდნებდათ სხივებს, რომ პატარა მხატვარი ამ ბრწყინვალების
გადმოცემას ვერ ახერხებდა. ბეთი თავის დივანზე იწვა და ხალისიანად ელაპარაკებოდა
მოხუცებულ მეგობარს. ჯო თავის საყვარელ დაბალ სავარძელში მოსვენებულიყო
სერიოზული, წყნარი იერით, რაც ყველაზე მეტად შვენოდა. აქ ფარდა ეშვება და მეგს, ჯოს,
ბეთსა და ემის ფარავს. კვლავ აიხდება თუ არა იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ
პირველ მოქმედებას ოჯახური დრამისა, სახელწოდებით ,,პატარა ქალები”.

You might also like