New Microsoft Word Document

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანს აქვს უფლება , ნებისმიერი ფორმით გამოხატოს

პროტესტი უსამართლობის მიმართ, მაგრამ სანამ ამ თემაზე საუბარს დავიწყებთ,


თავდაპირველად საჭიროა განვმარტოთ: რას ნიშნავს „უფლება“, „უსამართლობა“ და
„პროტესტი“.

„უფლება“ - ეს ისეთი ცნებაა, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კანონიერი


მოთხოვნა რაღაცის ან ვიღაცის მიმართ (მაგ. მაღაზიაში ჩემი ფულით შეძენილი ნივთების
კუთვნილების უფლება მაქვს და ა.შ) , მაგრამ როდესაც განვიხილავთ „ადამიანის უფლებებს“
- ეს უკვე ისეთი სახის მოთხოვნაა, რომელიც არ არის დამოკიდებული რაიმე სახის
მატერიალურ პირობაზე, მაგრამ მათ დარღვევას ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი
შედეგი მოყვება ხოლმე. (მაგ. ადამიანის სიცოცხლე არ არის დამოკიდებული დაპირებაზე,
რომ მას სხვა არ მოუსპობს სიცოცხლეს, არავის აქვს უფლება ხელჰყოს სხვისი სიცოცხლე -
„ არა კაც ჰკლა“ - ვკითხულობთ ათ მცნებაში)

იქ, სადაც განვიხილავთ ადამიანის უფლებებს, აუცილებელია ვისაუბროთ ისეთ


ფაქტორზე, როგორიცაა უსამართლობის განცდა. ამის ნათელი მაგალითია ბულინგის
შემთხვევები - როდესაც გვგონია, რომ რაღაცით სხვებზე მაღლა ვდგევართ და შეგვიძლია ამ
უპირატესობით გარშემომყოფები დავამციროთ - საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი
დაინახავს, რომ უსამართლოდ ვექცევით სხვას და შეეცდება მის დაცვას. როდესაც
უსამართლობაზე ვსაუბრობ, მინდა კიდევ ერთი ტერმინი განვიხილო -
„უთანასწორობა“.კაცობრიობის განვითარების ისტორიის მანძილზე ყველა უბედურება
უთანასწორობასთან არის დაკავშირებული - სისხლისმღვრელი ომები,ჩაგვრა, ძალადობა .
ნებისმიერი ნიშნით შეიძლება დაჩაგრო ადამიანი მაშინ, როდესაც ვერ ხვდები, რომ ყველას
გააჩნია ღირსება და ყველა ცოცხალ არსებას ერთმანეთთან ათანაბრებს სიცოცხლე და
სიკვდილი.

როდესაც გვაქვს უფლებების უსამართლოდ დარღვევის ფაქტები - თავს იჩენს


პროტესტის შეგრძნება და მისი გამოხატვის სურვილი. პროტესტი - ეს არის რაიმე ფაქტის ან
მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულების, უკმაყოფილების აქტიური გამოხატვა.
პროტესტის გამოხატვა საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია, რადგან
თუ ჩადენილ უსამართლობაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, გავა დრო და ეს
უსამართლობა იქცევა სამართლიან ქმედებად. თვითონ პროტესტის გამოხატვა კი უნდა
მოხდეს ისეთი ფორმებით, რომ არ დაირღვეს სხვისი უფლებები კანონის წინაშე.

ჩემი აზრით, ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი უსამართლობის მიმართ,


მაგრამ არა ნებისმიერი ფორმით. რადგან თვითონ გამოხატვის ფორმა შეიძლება გახდეს
უსამართლობის მიზეზი.( ამის მაგალითად მოვიყვანდი სკოლის შენობაში შეჭრილ
ადამიანებს, პროტესტის ნიშნად რომ ისვრიან იარაღს და სხვის სიცოცხლეს ხელჰყოფენ, ამის
უფლება კი არ აქვთ) გვახსოვდეს, რომ არის ფაქტორები, რომლის მიმართაც ყველა
თანასწორია. ეს მოქვცემს ძალას და გამბედაობა, კანონიერად, სხვისი უფლებების დარღვევის
გარეშე შევძლოთ ბძოლა უსამართლობის წინააღმდეგ.

You might also like