თემა. ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 55

5

ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემების მენეჯმენტი


მულტინაციონალურ კომპანიებში

სწავლების მიზნები

ამ თავის წაკითხვის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

• განმარტოთ საერთაშორისო ბიზნეს-ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის არსი;


• გაიაზროთ ეთიკური ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები, როდესაც საუბარია ბიზნეს-
ეთიკაზე;
• გაიაზროთ, რა გავლენას ახდენს სოციალური ინსტიტუტები და ეროვნული კულტურა
ეთიკურ გადაწყვეტილების მიღებასა და მენეჯმენტზე;
• გაიაზროთ, რა შედეგები მოაქვს ეთიკურ რელატივიზმს და ეთიკურ უნივერსალიზმს
ეთიკური მენეჯმენტისთვის;
• ამოიცნოთ ამერიკის საგარეო კორუფციის აქტის ძირითადი პრინციპები და შედეგები;
• გაიგოთ, რა გავლენას ახდენს საერთაშორისო შეთანხმებები საერთაშორისო ბიზნეს-ეთიკაზე;
• გაიგოთ, რა განსხვავებაა ბიზნესის პრობლემების ეკონომიკურ, იურიდიულ და ეთიკურ
ანალიზს შორის;
• გამოიმუშაოთ უნარები საერთაშორისო გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებსაც ექნებათ
ეთიკური შედეგები

განსახილველ თემასთან დაკავშირებული მაგალითი

არაეთიკური ქცევა მსოფლიო მასშტაბით

თანამედროვე ქვეყნების უმრავლესობა თავიანთი კომპანიებისგან ეთიკურ ქცევას


მოელის, მაგრამ ფაქტები ადასტურებს, რომ არაეთიკური ქცევა ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში
გავრცელებულია. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:

 Alibaba.com ჩინეთის წამყვანი პლატფორმაა ელექტრონული კომერციის სფეროში. ის


amazon.com-ის პრინციპით მუშაობს, აკავშირებს რა ერთმანეთთან მყიდველებს და

1
გამყიდველებს ანუ ერთგვარი ონლაინ-შუამავალია, რომლის გავლითაც ბიზნეს-
ტრანზაქციები ხორციელდება. Alibaba.com სწრაფად ხდება პოპულარული –
დაახლოებით 56 მილიონი ადამიანი ვებსაიტს თავისი ბიზნესისთვის იყენებს, ხოლო 370
მილიონამდე ადამიანი ონლაინ-მაღაზიაში ვაჭრობს. კომპანია ხშირად უსვამს ხაზს
თავის ერთგულებას ეთიკური ბიზნესის მიმართ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისი 100-
მდე თანამშრომელი თაღლითობაში აღმოჩნდა ჩართული. Alibaba.com, სხვა ონლაინ-
პლატფორმებისგან განსხვავებით, გაყიდვებზე საკომისიოებს არ აწესებს. სამაგიეროდ,
შემოსავლებს იღებს ისეთი დამატებითი სერვისებიდან, როგორიც არის შენატანი ოქროს
სტატუსის მისაღებად. ვებსაიტის მომხმარებელ გამყიდველებს ვერიფიკაციის
ხანგრძლივი პროცესის გავლა უწევთ ამ სტატუსის მიღებამდე. 2009 წლის პირველ
ნახევარში კი აღმოაჩინეს, რომ 2300-მდე გამყიდველი ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით
იღებდა ოქროს სტატუსს და ზოგჯერ თავად ვებსაიტის დახმარებითაც. შედეგად უამრავ
მყიდველს თაღლით კომპანიებთან უწევდა ურთიერთობა. ხშირ შემთხვევაში
მყიდველები ფულს იხდიდნენ და პროდუქტი არ ჩამოსდიოდათ. Alibaba.com-ს ბევრი
შრომა მოუწევს, რათა ჩინეთის ელექტრონული კომერციის მზარდ ბაზარზე
მომხმარებლების ნდობა დაიბრუნოს;
 საფრანგეთის მოქალაქე და ცნობილი ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანია
ალკატელის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კრისტიან საპსიციანი 30 თვით
წავიდა ციხეში და 261,500 ამერიკული დოლარის ჯარიმა გადაიხადა. ის დამნაშავედ ცნეს
კოსტა რიკის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვაში, როდესაც
კოსტა რიკის სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ხელშეკრულება
ფორმდებოდა მობილური ტელეფონების მიწოდებაზე. საპსიციანმა კოსტა რიკის
სხვადასხვა თანამდებობის პირებს ორნახევარ მილიონამდე დოლარი გადასცა ქრთამის
სახით. ალკატელი არ არის ამერიკული კომპანია და არც საპსიციანია ამერიკის მოქალაქე,
მაგრამ ის სწორედ ამერიკულმა სასამართლომ გაასამართლა, ვინაიდან ალკატელი ნიუ
იორკის საფონდო ბირჟაზე მოღვაწეობს და საგარეო კორუფციის აქტი დაარღვია;
 სამხრეთკორეულმა ჰანვას ჯგუფმა 2012 წლის 3 თებერვალს განაცხადა, რომ
აღმასრულებელ დირექტორ კიმ სეუნ-იონს თანხების მითვისებაში ედებოდა ბრალი. SK
ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორ ჩეი ტაე-ვონს აგრეთვე ბრალს დებდნენ 99
მილიარდი დოლარის გაუჩინარებაში კომპანიის მოგებიდან. არსებობდა ეჭვი, რომ ჩეი

2
თავის ძმასთან ერთად ხარჯავდა ამ ფულს ფიუჩერსებით ვაჭრობის შედეგად მიღებული
ზარალის ასანაზღაურებლად. ორივე გამოძიება მიმდინარეობდა სამხრეთ კორეის
ოჯახურ, ჩაებოლის ტიპის კომპანიაში. აღნიშნულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი
შეასრულეს სამხრეთ კორეის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად
ქცევაში. მიუხედავად ამისა, ცუდი კორპორატიული მართვის შედეგად ბევრი ასეთი
კომპანია მცირე ინვესტორებისთვის ხელმშემშლელ ფაქტორად იქცა. ჩაებოლები ხშირად
იყენებენ `ტუნელირების~ მეთოდს, როდესაც კონტრაქტები ოჯახის წევრების
საკუთრებაში მყოფ კომპანიებთან ფორმდება. აღნიშნული კომპანიები არც დახმარების
ტაქტიკას ერიდებიან, როდესაც წარუმატებელი განყოფილებები შვილობილი
კომპანიებისგან ფინანსდება. ამგვარი ტრანზაქციებით აუცილებლად სარგებლობენ
ოჯახის ინსაიდერები, ხოლო მცირე ინვესტორები ზარალდებიან;
 ინდოეთის პროგრამული უზრუნველყოფის და მომსახურების ერთ-ერთი უმსხვილესი
კომპანია სატიამი იქაურ ენრონად ითვლება. სატიამის დამფუძნებელი და
აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი რაჯუ წლების განმავლობაში ეწეოდა თაღლითურ
საქმიანობას, რითიც 1,47 მილიონ დოლარზე მეტი სარგებელი ნახა. მაგალითად, რაჯუ
ხელოვნურად ზრდიდა მოგებას, ადეკლარირებდა რა ნაღდი ფულის და საპროცენტო
სარგებელის სახით შემოსავალს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. მეტიც,
კომპანია ხელოვნურად ზრდიდა მისთვის დასაბრუნებელი ვალის მოცულობას.
თაღლითური სქემა მაშინ გაიშიფრა, როდესაც სატიამმა ოჯახის წევრების საკუთრებაში
მყოფი ორი კომპანიის შეძენა მოინდომა. აქციონერები აჯანყდნენ და გარიგება ჩაიშალა.
სქემა გაიშიფრა და ინდურ კორპორაციას უმწვავეს შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა;
 გერმანიის შემოსავლების წყარო და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საინჟინრო
კომპანია სიმენსი მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. სიმენსი ათწლეულების
განმავლობაში ამუშავებდა „სალაროს“, სადაც თანამშრომლები ჩემოდნებით მიდიოდნენ
და ნაღდი ფულით დატვირთულები სხვადასხვა მოხელეებს ქრთამავდნენ ხელსაყრელი
კონტრაქტების გასაფორმებლად. რამდენადაც ცნობილია, სიმენსმა უცხოელ მოხელეებს
850 მილიონამდე ამერიკული დოლარი გადაუხადა კონტრაქტების მისაღებად.

წყაროები: Based on Chao, L. 2011. “Alibaba starts to repair reputation.” Wall Street Journal, February 23, B5; Chao, L.
and Lee, Y. 2011. “Alibaba frauds lead to shake-up.” Wall Street Journal, February 22, B1; Economist. 2012. “Minority
report.” February 11, 74; Economist. 2011. “Alibaba and the 2,236 thieves: An online retailing scandal in India.”

3
February 26, 73–74; Based on Economist. 2008. “Bavarian baksheesh,” December 20, 112–113; Economist. 2009.
“India’s Enron,” January 10, 56–57. Sanyal, R. 2012. “Patterns in international bribery: Violations of the Foreign
Corrupt Practices Act.” Thunderbird International Business Review, 54(3), 299–309.

ბიზნეს-საზოგადოება კარგად იცნობს ენრონის, ვორლდკომის და სხვების საქმეებს,


თუმცა როგორც განსახილველ თემასთან დაკავშირებული ზედა მაგალითი ადასტურებს,
არაეთიკური გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ ხშირია. მართლაც, ზემოთ მოყვანილი
შემთხვევებით არ ამოიწურება მულტინაციონალური კომპანიების მიერ არაეთიკური
გადაწყვეტილებების მაგალითები. ასეთი არაეთიკური ქცევები, როგორც წესი, ზიანს აყენებს
კომპანიას და იმ საზოგადოებას, სადაც კომპანია მოღვაწეობს. საეჭვო ქცევებში შემჩნეული
მულტინაციონალური კომპანიები ნეგატიურ გამოხმაურებას იღებენ და მათ რეპუტაციას
შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს. სხვა შემთხვევებში მულტინაციონალური კომპანიები
ჯარიმდებიან და ჯარიმების გადახდისას ფინანსურადაც ზარალებიან. გარდა ამისა,
არაეთიკურმა კომპანიამ შესაძლოა ნდობის დაკარგვასთან ერთად მომხმარებლებიც დაკარგოს.
აქედან გამომდინარე, გლობალური ეთიკა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია
მულტინაციონალური კომპანიების უმრავლესობისთვის.
ჩვენი წიგნის ამ თავში მიმოვიხილავთ ბიზნეს-ეთიკას და ამ ინფორმაციაზე
დაყრდნობით ვიმსჯელებთ მულტინაციონალური მენეჯმენტის ეთიკურ თუ სოციალურ
პასუხისმგებლობაზე. ეთიკურ პრობლემებთან გამკლავება ყოველდღიურად უწევთ ყველა
დონის მენეჯერებს. მაგალითად, ჩნდება კითხვები: „თუ ცუდად მომუშავე თანამშრომელს
გავაგდებ, რა ბედი ეწევა მის შვილებს?“; „საზღვარგარეთ არასრულწლოვანთა შრომა იაფი ღირს
და თან ლეგალურია, მივმართოთ ამ ხერხს, რადგან ჩვენი კონკურენტებიც ასე იქცევიან?; „უარი
ვუთხრათ ქრთამზე ხელისუფლების დაბალანაზღაურებად წარმომადგენელს და დავუშვათ
ხელშეკრულების გაფორმება ჩვენ კონკურენტთან?“; „ჩავყაროთ თუ არა ნარჩენები მდინარეში,
მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილება დაბინძურების რისკს ქმნის, მაგრამ ამ ქვეყანაში
ლეგალურია?“.
რატომ ექცევა ამხელა ყურადღება ეთიკურ საკითხებს მულტინაციონალურ კომპანიებში?
ვუდსი შენიშნავს, რომ დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 60000-მდე მულტინაციონალური
კომპანია მოღვაწეობს, მაგრამ მათი უმრავლესობა და 500000-მდე შვილობილი კომპანია
განვითარებად ქვეყნებშია დაფუძნებული1. მულტინაციონალურ კომპანიებს უზარმაზარ
ფინანსურ, კაპიტალურ და ადამიანურ რესურსებთან აქვთ წვდომა, რაც მათ უდიდეს გავლენას

4
ანიჭებს და განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებებს უჭირთ მათი რეგულირება. ზოგიერთ
შემთხვევაში განვითარებადი ქვეყნის ხელისუფლებას საერთოდ არ სურს კომპანიის
რეგულირება, ვინაიდან საგარეო ინვესტიციებზე მძაფრი კონკურენციაა. შესაბამისად,
გავლენიანი მულტინაციონალური კომპანიები ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, თუ
რამდენად იღებენ ისინი ეთიკურ გადაწყვეტილებებს.
არაეთიკური ქცევა რეპუტაციის შელახვისა და კეთილგანწყობის დაქვეითების მიზეზია,
თუმცა როგორც თანამედროვე კვლევები აჩვენებს, ეთიკურ მოღვაწეობას კომპანიებისთვის
ბევრი სხვა სარგებელი მოაქვს. ვან ბოირდენმა და გოსლინგმა (2008) ასობით კვლევას გადაავლეს
კიდევ ერთხელ თვალი და დაასკვნეს, რომ ეთიკური კომპანიები მრავალი თვალსაზრისით არიან
უფრო წარმატებულები, კერძოდ უკეთესია ფინანსური მდგომარეობა, მეტია საბაზრო
ღირებულება, მეტია აქციების საბაზრო ფასი, აქციების ბირჟაზე განთავსება მეტ შემოსავალს
იძლევა და სამომავლო ფინანსური პერსპექტივაც უფრო სახარბიელოა. მართლაც, ეთიკური
კომპანიების ფინანსური მდგომარეობა უკეთესია. რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს-ეთიკა?
გაეცანით განსახილველ თემასთან დაკავშირებულ შემდეგ მაგალითს.

განსახილველ თემასთან დაკავშირებული მაგალითი

ეთისფერის ინსტიტუტი

ეთისფერის ინსტიტუტი საკუთარ თავს უწოდებს „წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო


ცენტრს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს-ეთიკის, კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის, ანტიკორუფციისა და მდგრადობის საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებას,
დახვეწას და გაზიარებას“. ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს „მსოფლიოს ყველაზე
ეთიკური კომპანიების“ ელიტურ სიას, რისთვისაც კონკურსანტი კომპანიების ეთიკური
კოეფიციენტი ფასდება. ეთიკური კოეფიციენტი ხუთ კატეგორიას ეფუძნება: ეთიკისა და
თავსებადობის მაჩვენებელი; რეპუტაცია ბაზარზე; ძლიერი მმართველობა; კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკური კულტურის არსებობა. როდესაც ეთიკის

5
კოეფიციენტი შეფასდება, ეთისფერის ინსტიტუტი გვთავაზობს მსოფლიოს ყველაზე ეთიკური
კომპანიების ჩამონათვალს.
რატომ არის სასურველი მსოფლიოს ყველაზე ეთიკური კომპანიების სიაში მოხვედრა?
დაჯილდოებული კომპანიები საუბრობენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეთიკური საქმიანობის
აღიარება. მაგალითად, ჯონსონ კონტროლზი, რომელიც ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში
ხვდებოდა ეთიკური კომპანიების სიაში, აცხადებს, რომ 162000-ზე მეტი თანამშრომელი
ყოველდღიურ ეთიკურ საქმიანობაშია ჩართული. ჯონსონ კონტროლზი აღიარებს ეთიკის
მნიშვნელობას კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად. მართლაც, კორპორაციულმა
სოციალურმა პასუხისმგებლობამ ამ კომპანიას მნიშვნელოვანი უპირატესობები მოუტანა
კონკურენტებთან შედარებით.
მსოფლიოს ყველაზე ეთიკური კომპანიების სიაში ტერიტორიული შეზღუდვა არ
არსებობს. 25-ე ცხრილში ჩამოთვლილია შესაბამისი კომპანიები მოღვაწეობის სფეროსა და
ადგილმდებარეობის მიხედვით.
ჩვენი წიგნის ეს თავი, ბიზნეს-ეთიკის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მკითხველს
მიაწვდის ზოგად ინფორმაციას და ასწავლის, როგორ გაუმკლავდეს მულტინაციონალური
მენეჯერების წინაშე მდგარ ეთიკურ პრობლემებს.

წყარო: Based on http://www.ethisphere.com; Transportation Business Journal. 2012. “Johnson Controls named one of
‘World’s Most Ethical Companies’ for Sixth consecutive year.” April 8, 59.

ცხრილი 25. შერჩეული კომპანიები ეთისფერის ინსტიტუტის მსოფლიოს ყველაზე ეთიკური


კომპანიების სიიდან

სფერო კომპანია წარმოშობის ქვეყანა


სოფლის მეურნეობა ეთიკალ ფრუტ კომპანი გაერთ. სამეფო

ტანისამოსი კომ ილ ფო ისრაელი


ტანისამოსი გეპ ინკორპორეიშენი აშშ
ტანისამოსი პატაგონია აშშ
ავტომობილები ჯონსონ კონტროლზი აშშ
საბანკო ავსტრალიის ეროვნული ბანკი ავსტრალია
საბანკო რაბობანკი ჰოლანდია
ბიზნეს-სერვისები აცენტური ირლანდია

6
კომპიუტერული პროგრამები ადობე სისტემზი აშშ
კომპიუტერული პროგრამები ვიპრო ინდოეთი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა ელექტროლუქსი შვედეთი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა ტექსას ინსტრამენტზი აშშ
ენერგეტიკა: ნავთობი ალიესკა ფაიფლაინ სერვისი აშშ
ენერგეტიკა: ნავთობი სტატოილი ნორვეგია
ჯანდაცვა და სილამაზე ლორეალი საფრანგეთი
ჯანდაცვა და სილამაზე შიშეიდო კორპორეიშენი იაპონია
რესტორნები და კაფეები სტარბაქს კოფი აშშ
საცალო ვაჭრობა: საკვები პროდუქტი კესკო ფინეთი
საცალო ვაჭრობა: საკვები პროდუქტი სონაე პორტუგალია
საცალო ვაჭრობა: ზოგადი კოსტკო აშშ
ტრანსპორტი და ლოჯისტიკა ნიპონ იუსენ კაბუშიპ კაიშა იაპონია
ტრანსპორტი და ლოჯისტიკა პანამა კანალ ოთორიტი პანამა
ტრანსპორტი და ლოჯისტიკა UPS აშშ

რას ნიშნავს საერთაშორისო ბიზნეს-ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა?

ვიდრე მულტინაციონალური მენეჯერების წინაშე მდგარ ეთიკურ დილემებს


განვიხილავთ, აუცილებელია განიმარტოს ზოგადად ბიზნეს-ეთიკის არსი. ექსპერტების
უმრავლესობის თვალთახედვით, ბიზნეს-ეთიკა გახლავთ ეთიკური ქცევისა და მსჯელობის
ყოვლისმომცველი კონცეფციის გამოყენება კონკრეტულ სფეროში, რაც განაპირობებს
ადამიანებსა და მათ კეთილდღეობაზე გავლენის მქონე ქცევებსა თუ ქმედებებს. მაგალითად,
მენეჯერის გადაწყვეტილება, გამიზნულად გაყიდოს სასარგებლო, მაგრამ სახიფათო პროდუქტი,
ეთიკური არჩევანია. ეთიკა საკუთარ თავში მოიცავს ცხოვრებისეულ „მოვალეობებს“ ანუ წესებსა
და ღირებულებებს, რაც განსაზღვრავს ადამიანის მიზნებსა და მოქმედებებს სხვა ადამიანებთან
ურთიერთობისას2.
როდესაც გადაწყვეტილებას ბიზნესი იღებს, დომინანტურია ეკონომიკური ლოგიკა
(მაგალითად, ფულის შოვნის სურვილი), მაგრამ ამ გადაწყვეტილებების უმრავლესობას
პირდაპირი გავლენა აქვს ადამიანებზე (თანამშრომლებზე, მომწოდებლებზე, მომხმარებლებსა
თუ ზოგადად საზოგადოებაზე). აქედან გამომდინარე, ორგანიზაციული ყოფა გაჯერებულია

7
ეთიკური გადაწყვეტილებებით. მაგალითად, პროდუქტის უსაფრთხოების, სამსახურიდან
განთავისუფლების, ქარხნის დახურვის ან გადატანის და რეკლამის ნამდვილობის თაობაზე
მიღებული გადაწყვეტილებები მკვეთრად აისახება ადამიანების ცხოვრებაზე. როდესაც
მენეჯერები ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეთიკური შედეგები აუცილებლად დადგება,
იქნება ეს გაცნობიერებული თუ არა.
ეთიკურ პრობლემებზე იშვიათად არსებობს პირდაპირი და არაორზაროვანი პასუხები,
რასაც ყველა ადამიანი გაიზიარებს. მაგალითად, სრულიად შესაძლებელია დღევანდელზე
უსაფრთხო ავტომობილების წარმოება, მაგრამ ამას კანონიც რომ მოითხოვდეს, ფასი იმდენად
გაიზრდება, ავტომობილებით სარგებლობას მხოლოდ მდიდრები შეძლებენ. გარდა ამისა,
შემცირდება ავტომობილების საწარმოო ქარხნები (ხალხი სამსახურიდან იქნება გასაშვები),
ავტომობილს მოზრდილი ძრავა დასჭირდება (გაიზრდება საწვავის მოხმარება და დაბინძურება)
და შემცირდება კომპანიების მოგება (შესაბამისად, დაირღვევა მენეჯერების მიერ აქციონერების
წინაშე აღებული ეთიკური ვალდებულება). შესაბამისად, ავტომობილების მწარმოებლების
წინაშე დგას ეთიკური დილემა: უსაფრთხოება ხელმისაწვდომობის საპირისპიროდ.
საერთაშორისო ბიზნეს-ეთიკა საკუთარ თავში მოიცავს საერთაშორისო მასშტაბით
მოღვაწე მენეჯერების წინაშე მდგარ ეთიკურ პრობლემებს. ის ლოკალური ბიზნეს-ეთიკისგან
ორი თვისებით განსხვავდება. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება
გახლავთ ის, რომ საერთაშორისო ბიზნესი უფრო რთულია, ვინაიდან არ ცნობს საზღვრებს.
განსხვავებული კულტურული ღირებულებებისა და ინსტიტუციური სისტემებიდან
გამომდინარე, ადამიანები ყოველთვის ვერ თანხმდებიან ამა თუ იმ ვითარებში მოქმედების
მისაღებ ფორმებზე. უცხო ქვეყნებში მივლინებული მენეჯერები აწყდებიან ვითარებას, როდესაც
ადგილობრივი ბიზნეს-პრაქტიკა ეწინააღმდეგება მათ კულტურულ ღირებულებებსა თუ
მშობლიური ქვეყნის კანონებს. მეორე განსხვავება ის გახლავთ, რომ მსხვილი
მულტინაციონალური კომპანიები ხშირად ფლობენ ადგილობრივ ხელისუფლებაზე მეტ
ძალაუფლებას და აქტივებს. ამ მსხვილი და გავლენიანი მულტინაციონალური კომპანიების
მენეჯერები ხშირად აწყდებიან ეთიკურ დილემას, თუ როგორ გამოიყენონ აღნიშნული
ძალაუფლება.

ბიზნეს-ეთიკასთან მჭიდრო კავშირშია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.


ეს გახლავთ მოსაზრება, რომ ბიზნესი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და არ შეიძლება

8
მხოლოდ სარგებელის ნახვით შემოიფარგლებოდეს. კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ კომპანია ვალდებულია გაითვალისწინოს სხვა პირების
(მომხმარებლების, მომწოდებლების) ინტერესები გარდა აქციონერებისა. ბიზნეს-ეთიკა, როგორც
წესი მენეჯერების, როგორც ინდივიდების წინაშე მდგარ ეთიკურ დილემებს ეხება, ხოლო
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ასოცირდება კომპანიის პოლიტიკისა თუ
პროცედურების ეთიკურ შედეგებთან. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
მაგალითებია მომწოდებლების სამუშაო პირობების მონიტორინგი, თანამშრომლების შვილების
განათლებაზე ზრუნვა ან ადგილობრივი საზოგადოებისთვის ქველმოქმედების გაღება.
განვიხილოთ „აქცენტი განვითარებად ბაზრებზე“.

აქცენტი განვითარებად ბაზრებზე

ინფოსისი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ინფოსისი კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელი მსხვილი ინდური კომპანიაა.


მისი შტაბ-ბინა კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანაში მდებარეობს, მაგრამ ინფოსისმა დაარსების
დღიდანვე აირჩია ეთიკური გზა. ინფოსისის დამფუძნებელი, ნ.რ.ნ. მურთი ინტერვიუში
იხსენებს, როგორ მიატოვა პროფესიულად მართული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია
საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. მურთი თავის ექვს კოლეგას მუმბაის ბინაში შეხვდა და
განიხილა ინფოსისის პერსპექტივები. რამდენიმემ ინფოსისი „ინდოეთის უმსხვილეს
კომპანიად“ წარმოიდგინა, მაგრამ როდესაც მისი ჯერი დადგა, მურთიმ განაცხადა: „იქნებ
ინდოეთის ყველაზე პატივსაცემ კომპანიაზე გვეფიქრა?”. აქედან ჩაეყარა საფუძველი ინფოსისის
ერთგულებას ეთიკური საქმიანობის მიმართ.
კომპანია მარტივად უდგება თავის საქმიანობას. მუშაობა მიმდინარეობს C-LIFE-ის
ღირებულებათა სისტემის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონცენტრაციას კლიენტებზე,
სანიმუშო ლიდერშიპს, გამჭვირვალობას, სამართლიანობას და უნაკლობას. სწორედ ამ
ღირებულებებზე დაყრდნობით მუშაობს ინფოსისი დაფუძნების დღიდან და სწორედ ასეთი
ურთიერთობა აქვს ნებისმიერ აქციონერთან.
ინფოსისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნიმუშია. დაფუძნდა
ინფოსისის ფონდი, რომელიც მოგების რაღაც ნაწილს ყოველწლიურად ხარჯავს
ქველმოქმედებაზე. ეს ფონდი ეხმარება უღარიბეს ინდოელებს, აშენებს საავადმყოფოებსა და

9
სახლებს, ისევე როგორც უფინანსებს სწავლას ღარიბ სტუდენტებს. გარდა ამისა, ინფოსისმა
15000-მდე სოფელში ააშენა ბიბლიოთეკა და ათასობით სკოლას აჩუქა პერსონალური
კომპიუტერები. მეტიც, ინფოსისი აქტიურად უჭერს მხარს სამეცნიერო და მათემატიკურ
ინიციატივებს ამერიკულ სკოლებში.
წყარო: Based on Raman, A. 2011. “Why don’t we try to be India’s most respected company?” Harvard Business
Review, November, 2–7.

პრაქტიკაში ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა იოლად გასარჩევი არ არის.


როგორც წესი, კომპანიის პროცედურები და პოლიტიკა, რაც სოციალურ პასუხისმგებლობას
ეხება, ტოპ-მენეჯმენტის ეთიკური ღირებულებებისა და გადაწყვეტილებების ანარეკლია. გარდა
ამისა, მულტინაციონალურ კომპანიებს რთული და მრავალფეროვანი ეთიკური და სოციალური
პასუხისმგებლობები აკისრიათ. 26-ე ცხრილში ჩამოთვლილია მულტინაციონალური კომპანიის
დაინტერესებებული პირები, ისევე როგორც ასეთი კომპანიების წინაშე მდგარი ტიპიური
პრობლემები. როგორც ცხრილიდან ჩანს, მულტინაციონალურ კომპანიებს ყავთ პირველადი და
მეორადი დაინტერესებული პირები. პირველადი დაინტერესებული პირები უშუალო კავშირში
არიან კომპანიის სიცოცხლისუნარიანობასთან, კერძოდ ესენი არიან მომხმარებლები,
მომწოდებლები და აქციონერები. მეორად დაინტერესებულ პირებს ნაკლები პირდაპირი
კავშირი აქვთ კომპანიის ყოფასთან, კერძოდ ესენი არიან მედისაშუალებები, პროფკავშირები და
ინტერეს-ჯგუფები4. მეორადი დაინტერესებული პირები თითქოს ნაკლებ გავლენას ახდენენ
მულტინაციონალურ კომპანიებზე, მაგრამ თანამედროვე მაგალითები ადასტურებს, რომ
გავლენის თვალსაზრისით ისინი არ ჩამოუვარდებიან პირველად დაინტერესებულ პირებს.
მაგალითად, შელ ოილი სწორედ ამის გამო გახდა იძულებული, ეღიარებინა კავშირი ნიგერიის
კორუფციულ ხელისუფლებასთან. სოფლის მეურნეობის გიგანტ მონსანტოს იძულებით მოუხდა
დათმობაზე წასვლა მეორადი დაინტერესებული პირების წინაშე, როგორებიც იყვნენ გრინფისი
და „დედამიწის მეგობრები“, როდესაც სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიურ პროდუქციას
ქმნიდა5. ეს და სხვა მაგალითები ადასტურებს, რომ დაინტერესებული პირების ორივე ჯგუფის
ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია.
როგორ გაუმკლავდნენ საერთაშორისო მენეჯერები 26-ე ცხრილში ჩამოთვლილ,
პერმანენტულ ეთიკურ პრობლემებს? თუ მულტინაციონალური კომპანიის მენეჯერს სურს,
წარმატებული და მომგებიანი კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში შექმნას, მან

10
უნდა გაითვალისწინოს საკუთარი გადაწყვეტილებების ეკონომიკური, სამართლებრივი და
ეთიკური შედეგები. ჩვენი წიგნის მომდევნო განყოფილებებში განხილულია, როგორ უნდა
გაანალიზოს მენეჯრმა ეთიკური შედეგების მქონე ვითარება. პირველ განყოფილებაში
მიმოხილულია ძირითადი ეთიკური ფილოსოფიური ხედვები, რაც მენეჯერს ეთიკური
გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. მეორე განყოფილება ეხება ბიზნეს-ეთიკისა და
სოციალური პასუხისმგებლობის მრავალფეროვნებას. მესამე განყოფილებაში საუბარია
ტრანსნაციონალური ბიზნეს-ეთიკის ჩამოყალიბებაზე. ეს გახლავთ მულტინაციონალური
კომპანიის ეთიკური სისტემა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნის ეთიკური
წესებითა და ფილოსოფიით. ბოლო განყოფილებაში მიმოვიხილავთ პრაქტიკულ საკითხებს,
როდესაც საუბარია კომპანიის ინტერესებისა და ეთიკური შედეგების მქონე მოქმედებების
დაბალანსებაზე.
ეთიკური ფილოსოფია

ამ განყოფილებაში ვისაუბრებთ ეთიკური გადაწყვეტილების მიღების ორ მეთოდზე.


პირველი მეთოდი ეფუძნება ტრადიციულ ეთიკურ ფილოსოფიას, ხოლო მეორე შედარებით
თანამედროვე ხედვას გვთავაზობს ეთიკური პრობლემების შესახებ.

ტრადიციული ხედვები

ეთიკურ ფილოსოფიაში დომინანტურ როლს ასრულებს ეთიკური მსჯელობის ორი


ძირითადი სისტემა: ტელეოლოგიური და დეონტოლოგიური.
ტელეოლოგიურ ეთიკურ თეორიებში მოქმედების თუ გადაწყვეტილების მორალურობა
გამომდინარეობს მისი შედეგებიდან. ყველაზე პოპულარული ტელეოლოგიური თეორია
უტილიტარიანიზმია. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ სიკეთე და მორალი გამომდინარეობს
მოქმედებიდან, რომელსაც უდიდესი სიკეთე მოაქვს მაქსიმალური რაოდენობის
ადამიანებისთვის. მაგალითად, უტილიტარიანული ხედვით პურის მოპარვა მშიერი ოჯახის
დაპურების მიზნით მორალური საქციელია, ვინადაინ პურის მიღება ოჯახის ფიზიკური
გადარჩენისთვის არის აუცილებელია. ბევრი მულტინაციონალური კომპანია სწორედ
უტილიტარიანულ გადაწყვეტილებებს იღებს. მაგალითად, მულტინაციონალური კომპანია
ქარხნის განთავსების გადაწყვეტილებას ხარჯებისა და მოგების ანალიზის შედეგად იღებს, რაც
უტილიტარიანიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოვლინებაა. რა ხდება მაშინ,

11
როდესაც უტილიტარიანიზმი ექსტრემალურ ფორმებს იღებს? გაეცანით განსახილველ თემასთან
დაკავშირებულ მაგალითს.

ცხრილი 26. ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემები მულტინაციონალური


კომპანიისთვის

დაინტერესებული ეთიკური/სოციალური პრობლემის ნიმუში მულტინაციონალური


პირი პასუხისმგებლობის პრობლემა კომპანიისთვის

მომხმარებლები პროდუქტის უსაფრთხოება ამოიღოს თუ არა კომპანიამ


უსაფრთხოების ნორმები, რათა

პროდუქტი ღარიბი ქვეყნების


მოსახლეობისთვის უფრო
ხელმისაწვდომი გახდეს?

სამართლიანი ფასი ისარგებლოს თუ არა ერთადერთმა


მომწოდებელმა თავისი მონოპოლიით?

ინფორმაციის ღიაობა გადათარგმნოს თუ არა კომპანიამ


პროდუქტთან დაკავშირებული
ინფორმაცია სხვა ენებზე?

აქციონერები ინვესტიციის სამართლიანი თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის


ამონაგები გამო პროდუქტი ერთ ქვეყანაში
აკრძალულია, უნდა გაიყიდოს თუ არა
ის სხვა ქვეყანაში, სადაც აკრძალვა არ
მოქმედებს? როგორ მოიქცეს კომპანია,
თუ აღმოჩნდა, რომ პასუხისმგებელი

პირები საბუღალტრო სკანდალებში არიან


გახვეულები? რა მეთოდებით უნდა

დაიცვას კომპანიამ აქციონერების


ინტერესები? რამდენს უნდა იღებდეს
აღმასრულებელი დირექტორი? მიაქციონ

თუ არა აქციონერებმა ყურადღება


უაღრესად ხელგაშლილ სახელფასო
პოლიტიკას?

სამართლიანი ხელფასები გადაიხადოს თუ არა კომპანიამ

12
საბაზროზე მეტი ხელფასები, როდესაც

ასეთი ხელფასები სხვა ადამიანების


გაღარიბებას იწვევს?

უსაფრთხო სამუშაო პირობები აგებს თუ არა კომპანია პასუხს


მომწოდებლების და თანამშრომლების
სამუშაო პირობებზე?

თანამშრომლები არასრულწლოვანთა შრომა ისარგებლოს თუ არა კომპანიამ


არასრულწლოვანთა შრომით, თუ ეს არ
არის აკრძალული მასპინძელ ქვეყანაში?

დისკრიმინაცია სქესის, რასის, როგორ მოიქცეს კომპანია, თუ ქვეყანაში

კანის ფერის ან რელიგიური სავალდებულოა ქალებისა და კაცების


კუთვნილების მოტივით განცალკევება საჯარო სივრცეში?

გავლენა ადგილობრივ გამოიყენოს თუ არა კომპანიამ


ეკონომიკაზე ტრანსფერული ფასწარმოქმნა და შიდა
აღრიცხვის სხვა საშუალებები უცხო
ქვეყანაში საგადასახადო
ვალდებულებების შესამცირებლად?

მასპინძელი ქვეყანა ადგილობრივი დაემორჩილოს თუ არა კომპანია


კანონმდებლობის დაცვა ადგილობრივ კანონმდებლობას, როდესაც

თავისი ქვეყნის კანონმდებლობა


დისკრიმინაციას კრძალავს?

გავლენა ადგილობრივ მოსთხოვოს თუ არა კომპანიამ


სოციალურ ინსტიტუტებზე თანამშრომლებს მუშაობა ადგილობრივ
დღესასწაულებზე?

გარემოს დაცვა ვალდებულია თუ არა კომპანია


აკონტროლოს სახიფათო ნარჩენები
მეტად, ვიდრე ამას ადგილობრივი
კანონმდებლობა მოითხოვს?

ზოგადად ნედლეულის ექსპლუატაცია გამოიყენოს თუ არა კომპანიამ


საზოგადოება ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები,
როდესაც ქვეყანა ამის უფლებას იძლევა?

13
განსახილველ თემასთან დაკავშირებული მაგალითი ნათლად აჩვენებს
უტილიტარიანული აზროვნების შედეგს. „ნიუზ ოფ ზე ვორლდმა“ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა
დაჯდომოდა, მიეღო ინფორმაცია სენსაციური სტატიების გამოსაქვეყნებლად. რეპორტიორები
პოლიციელების მოქრთამვასაც კი ამართლებდნენ კონფინდენციალური ინფორმაციის
მოსაპოვებლად, რაც მათ გაზეთის გაყიდვაში დაეხმარებოდა. სატელეფონო თაღლითობის,
ელექტრონული ფოსტის გატეხვის, პოლიციელების მოქრთამვის და სხვა მსგავსი არაეთიკური
ქცევების სარგებელი თითქოს აჭარბებდა ზარალს. სინამდვილეში, შემდგომმა მოვლენებმა
აჩვენა, რომ ნიუსკორპი და გაზეთი ზერელედ ეკიდებოდნენ არაეთიკური ქცევების შედეგად
მიღებულ ზიანს.
ყველა კომპანია არ ემხრობა უტილიტარიანულ აზროვნებას. ტელეოლოგიური ეთიკური
თეორებისგან განსხვავებით, დეონტოლოგიური ეთიკური თეორიები არ არის ფოკუსირებული
შედეგებზე. სამაგიეროდ, ნებისმიერი მოქმედება მორალური ან ამორალურია მისი შედეგების
მიუხედავად. მაგალითად, თუ ადამიანი გადაწყვეტს არ მოიპაროს პური, მიუხედავად იმისა,
რომ ამ გადაწყვეტილების გამო სხვა ადამიანები იმშიმშილებენ, დეონტოლოგიური მსჯელობით
ეთიკურად მოიქცევა. ამ შემთხვევაში მორალი კრძალავს მოპარვას, როგორიც არ უნდა იყოს
უმოქმედობის შედეგი. დეონტოლოგები აგრეთვე ამტკიცებენ, რომ ქარხნების დახურვა
არაეთიკური საქციელია, ვინაიდან თანამშრომლებს ღირსეულად არ ეპყრობი.

დეონტოლოგიური ეთიკის მომხრე ზოგიერთი ფისილოფოსი ამტკიცებს, რომ მორალური


ინტუიციური და თვითკმარი ცნებაა ანუ მორალურმა ადამიანმა იცის, რა არის სწორი, ვინაიდან
სრულიად ნათელია, როგორ უნდა იქცეოდეს ეთიკური ადამიანი. სხვა დეონტოლოგების
აზრით, მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობა არ შეიძლება. ადამიანი აუცილებელია იცავდეს
რაიმე მნიშვნელოვან მორალურ პრინციპს ან ღირებულებას, მაგალითად, დაიცვას ოქროს წესი ან
სამართლიანობის პრინციპი. სხვები მორალური პრინციპებისა თუ წესების უფრო
ყოვლისმომცველ სიმრავლეზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიც არის ათი მცნება ან ყურანის
მითითებები.

განსახილველ თემასთან დაკავშირებული მაგალითი

რობერტ მერდოკი და ნიუსკორპი. ახალი ამბების კორპორაცია (ნიუსკორპი)


დივერსიფიცირებული საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ბიზნესის სეგმენტს და

14
გასართობ ინდუსტრიას. ბიზნესის სეგმენტებიდან აღსანიშნავია ტელევიზია, საკაბელო ქსელი,
თანამგზავრული სერვისები, გაზეთი და წიგნების გამომცემლობა. ამერიკის მოსახლეობის
უმრავლესობა ნიუსკორპს იცნობს, როგორც ფოქსის სატელევიზიო არხების მფლობელს.

ნიუსკორპი 2011 წელს მასშტაბურ სკანდალში გაეხვა, რამაც ლამის კომპანიის


განადგურება გამოიწვია. გაერთიანებულ სამეფოში ქვეყნდებოდა ნიუსკორპის მფლობელობაში
არსებული გაზეთი „ნიუზ ოფ ზე ვორლდი“. 2011 წლის მიწურულს ჩატარებული გამოძიების
შედეგად დადგინდა, რომ გაზეთის თანამშრომლები სატელეფონო თაღლითობის მეშვეობით
ეუფლებოდნენ პოპულარული ადამიანების, პოლიტიკოსებისა და სპორტსმენების პირად
ინფორმაციას. ასევე დადგინდა, რომ ნიუსკორპის თანამშრომლებმა გატეხეს გატაცებული
გოგონას მობილური ტელეფონი და ხმოვანი შეტყობინებები წაშალეს. გოგონას მშობლებს იმედი
მიეცათ, რომ მათი შვილი ცოცხალი იყო, ხოლო პოლიცია ცრუ კვალზე დადგა. გასაჯაროებული
ელექტრონული წერილებიდან აგრეთვე გაირკვა, რომ ნიუსკორპი პოლიციელების მოქრთამვასაც
კი არ ერიდებოდა სენსიტიური ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გამოძიების პროცესში ნიუსკორპის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა
კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების ამგვარი ტაქტიკის შესახებ. სინამდვილეში,
დადგინდა, რომ ხელმძღვანელების უმრავლესობამ არა მხოლოდ მშვენივრად იცოდა უკანონო
და არაეთიკური საქციელის შესახებ, არამედ თავადაც გასცემდა ნებართვებს. სკანდალში გაეხვა
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტიც, ვინაიდან გამოძიებამ დაადგინა,
რომ დეპარტამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი გასცემდნენ კონფიდენციალურ
ინფორმაციას. ნიუსკორპის რეპორტიორები ამ ინფორმაციას სათავისოდ იყენებდნენ, ხოლო
უკანონო ქმედებების გამოძიება შეგნებულად არ ხდებოდა.
აღნიშნულმა სკანდალმა ნიუსკორპს უზარმაზარი ზიანი მიაყენა - „ნიუზ ოფ ზე
ვორლდი“ დღესდღეობით აღარ გამოდის. მეტიც, ნიუსკორპის დამფუძნებლის, რობერტ
მერდოკის შვილმა ჯეიმს მერდოკმა თავი დაანება საგაზეთო ბიზნესს და ზოგადად მისი
მომავალი ნიუსკორპში ეჭვქვეშ დგას. რობერტ მერდოკი დღემდე ცდილობს ზარალის
ანაზღაურებას, ხოლო აქციონერები მის გადადგომას ითხოვენ. ამერიკის ფედერალური
საგამოძიებო ბიურო (FBI) იძიებს, ხომ არ შეაღწიეს ნიუსკორპის თანამშრომლებმა 9/11-ის
მსხვერპლთა მობილურ ტელეფონებში. მეტიც, ნიუსკორპს ქრთამის მიცემაში ედება ბრალი
რუსეთში.

15
წყარო: Based on Economist. 2011. “Officers down.” July 21, online edition; Economist. 2012a. “Rising sun,
setting son.” March 3, online edition; Economist. 2012b. “An old new scandal.” March 31, online edition. Katz, G.
2011. “News of the World hacked into murdered girl Milly Dowler’s phone.” July 5, Huffington Post;
http://www.huffingtonpost.com.

მორალური ენები

ეთიკის შედარებით თანამედროვე თეორია აღარ განასხვავებს ცალსახად ტელეოლოგიურ


და დენტოლოგიურ ხედვებს. ამ თეორიის მომხრეა საერთაშორისო ბიზნეს-ეთიკის ექსპერტი,
თომას დონალდსონი. ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ბიზნეს-ეთიკას
უკეთესად გავიაზრებთ, თუ „საერთაშორისო კორპორაციული ეთიკის ენაზე“ გავამახვილებთ
ყურადღებას. როგორც დონალდსონი ამბობს, მორალური ენები ასახავს ადამიანების ხედვას
ეთიკური გადაწყვეტილებების შესახებ, ისევე როგორც ამ ენებით აიხსნება ადამიანების
ეთიკური არჩევანი. დონალდსონი გამოყოფს ექვს ძირითად ეთიკურ ენას:8
1. ღირსება და ნაკლი: ეს მორალური ენა გამოყოფს ადამიანის სიკეთეებს ანუ ღირსებებს და
აპირისპირებს მათ ნაკლოვანებებთან. მაგალითად, თავდაჭერილობის საპირისპირო
თვისებაა გარყვნილება. ღირსებების მქონე ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები ეთიკურად
ითვლებიან. მოქმედების შედეგზე მნიშვნელოვანია ღირსეული განზრახულობა;
2. თვითკონტროლი: ეს მორალური ენა ხაზს უსვამს ფიქრებისა და მოქმედებების
(მაგალითად, ვნების) კონტროლის გზით ადამიანის სრულყოფის მნიშვნელობას.
თვითკონტროლის ენა მკვეთრად გამოსჭვივის ინდუისტურ და ბუდისტურ სწავლებებში,
თუმცა ის სახეზეა დასავლურ ტრადიციაშიც. საკმარისია გავიხსენოთ პლატონის
ფილოსოფია;
3. ადამიანთა კეთილდღეობის მაქსიმიზაცია: ეს გახლავთ უტილიტარიანიზმის ძირითადი
ენა, სადაც საუბარია ადამიანების მაქსიმალური რაოდენობისთვის მოტანილ უდიდეს
სიკეთეზე. მაგალითად, ეთიკური აზროვნების ამ ენით რამდენიმე ადამიანის დაზიანება
სახიფათო ქიმიური ნივთიერებით დასაშვებია, თუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი
სარგებელს მიიღებს;
4. ზიანის თავიდან არიდება: ისევე როგორც ზემოთ აქცენტი გაკეთდა უდიდეს სიკეთეზე
ადამიანების მაქსიმალური რაოდენობისთვის, ეს ეთიკური ენაც სიკეთეს თუ ბოროტებას
შედეგებში ეძებს. ამავდროულად, ამ შემთხვევაში სარგებელის მაქსიმიზაციის ნაცვლად

16
აქცენტი კეთდება არასასიამოვნო შედეგების თავიდან არიდებაზე. მაგალითად,
ადამიანმა შეიძლება თქვას: „თუ არავის არაფერი დაუშავდება, მაშინ არა უშავს“;
5. უფლებები და მოვალეობები: ეს მორალური ენა ყურადღებას ამახვილებს ეთიკური
ქცევის გამომწვევ პრინციპებზე. მაგალითად, არსებობს მშობლის მოვალეობა, იზრუნოს
შვილებზე. იგივე პრინციპებით განსაზღვრულია ადამიანების უფლებები, მაგალითად,
სიტყვის თავისუფლება. როგორც დონალდსონი ამბობს, უფლებების და მოვალეობების
ენა კარგად ეთავსება სამართლებრივ ჩარჩოებს;
6. სოციალური კონტრაქტი: სოციალური კონტრაქტის ენა ეთიკას მიიჩნევს ადამიანთა
შორის შეთანხმების ფორმად. აღნიშნული შეთანხმება შეიძლება არ იყოს წერილობითი
და დაუწერელი ფორმით აღიარებდეს ყველა მხარე. ამ შემთხვევაში ეთიკურია ის, რაზეც
კონკრეტული კულტურის ან ორგანიზაციის წარმომადგენლები შეთანმხდებიან.
ეთიკური ფილოსოფია გვთავაზობს ენას და კანონზომიერებებს ეთიკურ გადაწყვეტილებებსა და
დილემებზე სამსჯელოდ. ის მენეჯერებს ეხმარება გადაწყვეტილების ფილოსოფიური
დასაბუთების გააზრებაში, ისევე როგორც განაპირობებს კომპანიის ეთიკური და სოციალური
პასუხისმგებლობის პოლიტიკას. ინტერნაციონალურ მენეჯერებს დამატებით პრობლემებთან
უწევთ გამკლავება, როდესაც ეთიკური გადაწყვეტილების მიღებამდე უცხო კულტურული თუ
ინსტიტუციონალური გარემოს გააზრებაა საჭირო. ჩვენი წიგნის შემდეგ განყოფილებაში
ნაჩვენებია, რა როლს ასრულებს კულტურა და სოციალური ინსტიტუტები ეთიკური
გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სურ. 5. ინსტიტუციებისა და კულტურის გავლენის მოდელი ბიზნეს-ეთიკის პრობლემებსა და
მენეჯმენტზე

17
ბიზნეს-ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის ეროვნული განსხვავებები

ეროვნული კულტურა და სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია


მულტინაციონალური ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ შემთხვევაში საინტერესოა,
როგორ უყურებს ბიზნესი ეთიკურ ქცევას და სოციალურ პასუხისმგებლობას. მე-5 სურათზე
ნაჩვენებია ეროვნული კულტურის, სოციალური ინსტიტუტებისა და ბიზნეს-ეთიკის
დამოკიდებულების მარტივი მოდელი. როგორც მე-2 თავში ავხსენით, ეროვნული კულტურა
კულტურული ნორმებისა და ღირებულებების მეშვეობით ახდენს გავლენას ბიზნესის
ყოველდღიურ საქმიანობაზე. მაგალითად, ამაზეა დამოკიდებული როგორ ექცევიან სამსახურში
ქალებსა და უმცირესობებს, როგორია საჩუქრების დარიგების წესები, როგორ უყურებენ
მექრთამეობას, რამდენად მოითხოვება დაწერილი კანონების შესრულება და ა.შ. მე-3 თავში
აღვწერეთ სოციალური ინსტიტუტები, მაგალითად, რელიგია და სამართლებრივი სისტემა,
რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ეთიკურ პრობლემებს ქმნიან და პარალელურად
ამ პრობლემების დაძლევის გზებს გვთავაზობენ.
ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ ეთიკურ საკითხებს, თუმცა ფორსაიტი, ობოილ
უმცროსი და მაკდანიელი ამტკიცებენ, რომ გარკვეული ქცევები ეთიკური თვალსაზრით
საყოველთაოდ დაგმობილია9. მაგალითად, ადამიანების მოტყუება, ბავშვებისთვის ზიანის
მიყენება ან მათი დახოცვა, დაპირების შეუსრულებლობა და ძვირფასი ნივთების მოპარვა
თითქმის ყოველთვის მორალურად დაგმობილი ქცევებია. სამაგიეროდ, არის გარკვეული
ქცევები, რომელთა მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. 27-ე ცხრილი
ნათლად აჩვენებს, რომ ერთი და იგივე ქმედებები და მათი მორალური შედეგები სრულიად
განსხვავებულად აღიქმება.

ცხრილი 27. ეთიკურად საეჭვო ქცევების კულტურულად განსხვავებული აღქმის მაგალითები


კულტურათაშორისი კვლევების შედეგები

კულტურათაშორისი კვლევების შედეგები


• ამერიკელი სტუდენტები მორალურად მიუღებლად თვლიან, როდესაც
ავტომობილების სარემონტოების თანამშრომლები კლიენტებს ჩატარებული

18
სამუშაოების შესახებ ატყუებენ. აღნიშნული პრაქტიკა მორალურად უფრო
მისაღებია რუსი სტუდენტებისთვის;
• დასავლელების უმრავლესობა საავტორო უფლებებს არღვევს, თუმცა აღიარებს,
რომ ეს არასწორია;
• ბიზნეს-ტრანზაქციების დაჩქარებისთვის ფულის მოთხოვნა ჩვეული მოვლენაა
ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მექსიკა, რუსეთი, ტაილანდი და ჰაიტი.
სამაგიეროდ, აშშ-ში აღნიშნული პრაქტიკა მკაცრად იგმობა;
• ავსტრიელები არ თვლიან ამორალურად, როდესაც მამაკაცი უფროსი მხოლოდ
პირადი დამოკიდებულების მიხედვით აწინაურებს ქალებს. სამაგიეროდ,
ამერიკელი მენეჯერებისთვის აღნიშნული ქმედება არაეთიკურია;
• მალაიზიაში მომუშავე მაჰმადიანი და კავკასიელი მენეჯერები უდიდეს
მნიშვნელობას ანიჭებენ მოგებას, ხოლო ავსტრალიელი მენეჯერები
სოციალურად უფრო შემწყნარებლები არიან თანამშრომლების,
მომხმარებლებისა და გარემოს მიმართ;
• ამერიკაში უფროსის კრიტიკა მისაღებია, მაგრამ იგივე ქმედება ამორალურად
ითვლება ბევრ ქვეყანაში;
• როდესაც ინფორმაციის განსაჯაროების სხვადასხვა ფორმები შეისწავლეს,
აღმოჩნდა, რომ ბრიტანელ სტუდენტებს განსაჯაროების შიდა ფორმები
ერჩივნათ, მაშინ როდესაც თურქები და სამხრეთკორეელები სხვაგვარად
უყურებდნენ მოვლენებს

წყაროები: Based on Forsyth, D. R., E. H. Boyle, Jr., and M. A. McDaniel. 2008. “East meets West: A meta-analytic
investigation of cultural variations in idealism and relativism.” Journal of Business Ethics, 83(4): 813–833; Park, H.,
J. Blenkinsopp, M. K. Oktem, and U. Omurgonulsen. 2008. “Cultural orientation and attitudes toward different forms
of whistle blowing: A comparison of South Korea, Turkey and the U.K.” Journal of Business Ethics, 82, 929–929;
Yong, A. 2008. “Cross-cultural comparisons of managerial perceptions on profit.” Journal of Business Ethics, 82,
775–791.

19
რით აიხსნება აღნიშნული განსხვავებები? ეროვნული კულტურა და სოციალური
ინსტიტუტები აშკარად ახდენს გავლენას ბიზნეს-ეთიკაზე, თუმცა რა ფორმით და რა პირობებში,
ამის ყოვლისმომცველი ცოდნა არ არსებობს. კულენის, პარბოთიას და ჰოგლის შრომა გარკვეულ
რეკომენდაციებს გვთავაზობს, როგორ გამოვიყენოთ მულტინაციონალური ეთიკა. მათი კვლევა
მესნერის და როზენფელდის ინსტიტუციური ანომიის თეორიას ეფუძნება. მკვლევარები
ამტკიცებენ, რომ კონკრეტული ეროვნული კულტურა და სოციალური ინსტიტუტები
ადამიანებს უბიძგებს, დაარღვიონ ნორმები და შემდეგ გაამართლონ ეთიკურად საეჭვო ქცევები.
კულენის და მისი კოლეგების აზრით, როდესაც ეროვნული კულტურული ღირებულებებია
პირადი დამსახურების პატივისცემა, ძლიერი ინდივიდუალიზმი (ადამიანებისთვის ძვირფასია
პირადი თავისუფლება), ძლიერი უნივერსალიზმი (ადამიანები უფრო ამბიციურები არიან,
რადგან სამართლიანად მოპყრობას ელიან) და ძლიერი მატერიალიზმი (ადამიანებს აქვთ
მატერიალისტური მიდრეკილებები), უფრო ხშირია დევიაციური ქცევები, მაგალითად,
დანაშაული. მკვლევარები ეროვნული კულტურული ღირებულებების გარდა ხაზს უსვამენ, რომ
ნორმების დარღვევასთან მჭიდრო კავშირშია ისეთი სოციალური ინსტიტუტები, როგორიც არის
ინდუსტრიალიზაცია, ეკონომიკური სისტემის ნაირსახეობა, ოჯახი და განათლება.
ინდუსტრიალიზაციის მაღალი დონით გამორჩეულ, კაპიტალისტურ, ოჯახის სიმტკიცის
მოყვარულ და ხელმისაწვდომი განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში დევიაციური ქცევები
უფრო ხშირია. მკვლევარებმა ამ თეორიის დასამტკიცებლად 28 ქვეყნის 3450 მენეჯერი
გამოკითხეს და თავიანთი ჰიპოთეზების უმრავლესობის სისწორე დაადგინეს. აქვე აღსანიშნავია,
რომ მენეჯერები ხშირად მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სოციალურ ინსტიტუტებსა და კულტურას
იცნობენ და აქედან გამომდინარე აკეთებენ დასკვნებს მნიშვნელოვანი ეთიკური პრობლემებისა
და მათთან გამკლავების გზების შესახებ.
ეროვნული ინსტიტუციონალური გარემოს გავლენა ბიზნეს-ეთიკაზე კიდევ ერთ
კვლევაში გამოვლინდა. სელეიმმა და ბონტისმა დაადგინეს, რა გავლენას ახდენს კორუფციაზე
GLOBE-ის კვლევის (იხ. მე-2 თავი) კულტურული განზომილებები12. აღმოჩნდა, რომ მომავალზე
ორიენტირებულ ქვეყნებში კორუფციის დონე შედარებით დაბალია. როგორც ჩანს, კორუფციას
ხელს უშლის მომავალზე ორიენტირებული ქცევა, როგორიც არის სტრატეგიული დაგეგმარება
და სამომავლო ხედვების ჩამოყალიბება. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ
ინსტიტუციონალური კოლექტივიზმით გამორჩეულ ქვეყნებში კორუფციის დონე აგრეთვე
დაბალია. როგორც ჩანს, ინტეგრაციის მაღალი დონე და მჭიდრო ადამიანური ურთიერთობები

20
ხელს უწყობს ეთიკური სტანდარტების ამაღლებას. იმავე კვლევის თანახმად, ჯგუფური
კოლექტივიზმით გამორჩეულ ქვეყნებში კორუფციის დონე შედარებით მაღალია. მაშასადამე,
ასეთ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანები უფრო თავიანთი სოციალური ჯგუფებისა და
მეგობრების კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ვიდრე საყოველთაო სიკეთეზე, რაც ხელს უწყობს
კორუფციას.
აშშ უნიკალური ქვეყანაა ეთიკური ქცევების ყოვლისმომცველი სამართლებრივი
კონტროლის თვალსაზრისით. ჩვენი წიგნის შემდეგ განყოფილებაში საუბარია საერთაშორისო
ბიზნესში ეთიკური ქცევის მარეგულირებელ კანონზე, რომელიც ალბათ უდიდეს გავლენას
ახდენს ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიებზე.

საეჭვო გადახდები და მექრთამეობა

27-ე ცხრილში მრავალი პოტენციური ეთიკური პრობლემა მოვიყვანეთ, თუმცა


პრაქტიკაში ბევრი მულტინაციონალური კომპანიისთვის ყველაზე მძიმეა თაღლითობის ან
როგორც ზოგჯერ უწოდებენ, საეჭვო გადახდების პრობლემა. ბევრ ქვეყანაში ადამიანები
ყოველდღიურად იძლევიან ქრთამებს ან საჩუქრებს, რათა ხელისუფლებამ სასურველი ქმედება
განახორციელოს ან ბიზნესმა გარკვეული უპირატესობით ისარგებლოს. მექრთამეობის
სკანდალს თავი ვერ აარიდა მსხვილმა გერმანულმა მულტინაციონალურმა კომპანია სიმენსმაც
კი. `ბინძური ფული~ აჩქარებს საქონლის იმპორტ-ექსპორტს, ხუჭავენ რა თვალს გადაცდომებზე
საბაჟოს თანაშრომლები. საჩუქარი ან პატივისცემა შემსყიდველ აგენტს უბიძგებს, თქვენი
პროდუქცია არჩიოს სხვისას. ასეთ ქმედებებს ყველა ქვეყანაში თავისი სახელი აქვს. მაგალითად,
მექსიკელები ქრთამის მიცემას `მორდიდას~ ანუ კბენას უწოდებენ, ფრანგებისთვის იგივე
ქმედება `პო დე ვინი~ ანუ ღვინის თასია, გერმანიაში იყენებენ გამოთქმას „die N.A.” – N.A.
იშიფრება, როგორც “nuzliche Abagabe” და სასარგებლო ძღვენს ნიშნავს, ხოლო იაპონიაში
გვხვდება სიტყვა „ჯეიტინიო“ ანუ „გამოსწორება“. გაეცანით მულტინაციონალური მენეჯმენტის
შემდეგ გამოწვევას.

მულტინაციონალური მენეჯმენტის გამოწვევა

უოლმარტი მექსიკაში

21
ცნობილი ამერიკული საცალო ვაჭრობის ქსელი უოლმარტი ეჭვმიტანილია მექსიკაში
ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში. ჟურნალმა `თაიმმა~ გამოძიებათა სერიის შემდეგ
სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა და აღწერა, როგორ გადაუხადა უოლმარტმა მექსიკელ
მაღალჩინოსნებს 24 მილიონამდე დოლარი ქრთამის სახით. უოლმარტის საქმიანობა მექსიკაში
უაღრესად წარმატებული გამოდგა. ბიზნესი სწრაფად განვითარდა და ფორმალურ სექტორში
ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა. უოლმარტი მექსიკელებისთვის უაღრესად მიმზიდველ
ფასად ყიდდა საქონელს, მაგრამ დღესდღეობით უკვე ეჭვქვეშ დგას, რამდენად
კეთილსინდისიერად ხდებოდა ეს ყოველივე.
მექსიკა საყოველთაოდ ცნობილია, როგორც კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა. უოლმარტმა
ამ გარემოში წარმატების მისაღწევად მოხელეების მოქრთამვა გადაწყვიტა. არსებობს ეჭვი, რომ
კომპანია მექსიკელ მაღალჩინოსნებს ქრთამს უხდიდა, რათა ნებართვები თვეებისა და წლების
ნაცვლად დღეებსა თუ კვირეებში გაცემულიყო. `თაიმის~ საგამოძიებო დოკუმენტებიდან
ირკვევა, რომ კომპანიამ 2006 წლამდე გადაიხადა ქრთამები ახალი მაღაზიების გახსნის
ნებართვის მიღების დასაჩქარებლად. უოლმარტის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა
ისაუბრა, როგორ გაგზავნა პირადად ორი ნდობით აღჭურვილი იურისტი, რათა მათ ფული
დაერიგებინათ როგორც მერებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, ასევე
დაბალი რანგის მოხელეებისთვის. ყველაზე მძიმედ ჟღერს ბრალდება, რომ უოლმარტის
მაღალჩინოსნებმა მშვენივრად იცოდნენ ქრთამების გადაცემის შესახებ. რამდენადაც ცნობილია,
მექსიკური უოლმარტის ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის შემდეგ კორუფციამ
უფრო მასშტაბური ფორმები მიიღო. ბატონი კასტრო-რაიტი ამტკიცებდა, რომ მოქრთამვის
გარეშე ვერ მოხერხდებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ახალი მაღაზიების გახსნა და
კონკურენტებსაც ხელ-ფეხი გაეხსნებოდათ. როგორც ჩანს, მისი საქმიანობა წარმატებული
გამოდგა და კასტრო-რაიტი ამერიკაში დააწინაურეს კიდეც.
წყაროები: Based on Barstow, D. 2012. “Wal-Mart hushed up a vast Mexican bribery case.” New York Times, April
21, online edition; Jenkins, H. W. 2012. “Wal-Mart innocents abroad.” Wall Street Journal, April 25, A13.

მულტინაციონალური მენეჯმენტის ზემოთ მოყვანილი გამოწვევიდან ირკვევა, რომ


უოლმარტი წლების განმავლობაში მისდევდა მოქრთამვის სტრატეგიას ნებართვების მიღების
დასაჩქარებლად. თუ ეჭვები გამართლდება, უოლმარტს საგარეო კორუფციის აქტის
საფუძველზე მნიშვნელოვანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ამ კანონის შესახებ მოგვიანებით

22
ვისაუბრებთ, თუმცა კორუფციაში ჩართვა კომპანიისთვის უდიდესი ზიანის მომტანი შეიძლება
იყოს. კორუფცია და მექრთამეობა უაღრესად აზიანებს ნებისმიერ საზოგადოებას. კომპტე,
ლამერტ-მოგილიანსკი და ვერდიე ამტკიცებენ, რომ როგორც წესი, კომპანიები ქრთამის
მოცულობით ზრდიან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებს. განვითარებადი ქვეყნები
მეტად ზარალდებიან, ვინაიდან იქ ფასები მაღალია. გარდა ამისა, კომპანიები ქრთამის
სანაცვლოდ პერმამენტულად იყენებენ დაბალი ხარისხის პროდუქციასა და ნედლეულს. მეტიც,
კორუფციის შედეგად კომპანიები ერთმანეთში რიგდებიან და ფასები კიდევ უფრო იზრდება.
საბოლოო ჯამში კორუფცია და მექრთამეობა ზრდის საზოგადოებრივ ხარჯებს, ამცირებს
პროექტების ხარისხს, ძირს უთხრის კონკურენციას და იწვევს რესურსების არაეფექტურ
გადანაწილებას. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ კორუფცია აზიანებს ზოგადად
მეწარმოებას, ვინაიდან ქრთამი გადასახადის ნაირსახეობად იქცევა. მეწარმოების ხელშეშლა
იწვევს ინვესტიციების შემცირებას და განვითარების ტემპის დაცემას, რაც საბოლოო ჯამში
ეკონომიკურ ვითარებაზე აისახება.

ქვეყნებში კორუფციის დონის დასადგენად მულტინაციონალურ კომპანიებს შეუძლიათ


ისარგებლონ კორუფციის აღქმის ინდექსით (CPI). „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ
შემუშავებული CPI გახლავთ ქვეყანაში კორუფციის დონის აღქმის მაჩვენებელი. მე-10 გრაფიკზე
ნაჩვენებია შერჩეული ქვეყნების CPI – მაღალი CPI ნიშნავს ნაკლებ კორუფციას.

გრაფიკი 10. შერჩეული ქვეყნების CPI (2008; 0 = მეტი კორუფცია; 10 = ნაკლები კორუფცია)

წყარო: Based on Transparency International 2012. http://www.transparency.org.

23
ამერიკაში, ისევე როგორც ქვეყნების უმრავლესობაში, კორუფციის ამკრძალველი
ფორმალური კანონმდებლობა მოქმედებს. ამავდროულად, სამართლებრივი ტრადიცია
სხვადასხვა ქვეყანაში მკვეთრად განსხვავებულია და კანონის აღსრულებაც თავისებურად ხდება.
ბიზნეს-ტრანზაქციებთან დაკავშირებული საჩუქრებისა თუ გასართობის ღონისძიებების
მისაღები საფასური მკვეთრად განსხვავებულია. მაგალითად, აკადემიური კვლევის გრანტების
ბიუჯეტიდანაც კი იაპონელი პროფესორები აბსოლუტურად ლეგიტიმურად გამოყოფენ 20%-ს
გასართობ ღონისძიებებზე, რაც სრულიად გაუგონარია ამერიკის აკადემიურ სფეროში.
ამერიკის სახელისუფლებლო ორგანოების მიერ ჩატარებული რამდენიმე გამოძიების
საპასუხოდ პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა 1977 წელს ხელი მოაწერა საგარეო კორუფციის აქტს
(FCPA). 28-ე ცხრილში მოყვანილია რამდენიმე ამონარიდი FCPA-დან.
FCPA უკრძალავს ამერიკულ კომპანიებს უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებისთვის
საჩუქრების ან ქრთამის შეთავაზებას ან გადაცემას ბიზნეს-ნებართვების მოპოვების ან
შენარჩუნების მიზნით. ამავდროულად, აქტი არ კრძალავს საერთაშორისო ბიზნესისთვის
დამახასიათებელ, ზოგიერთი ტიპის გადახდას. ნებადართულია გადახდები ზარალის ან
ძალადობის თავიდან არიდების მიზნით. მაგალითად, არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოში
კომპანიას უფლება აქვს გადაუხადოს „ქრთამი“ ადგილობრივ მოხელეებს თანამშრომლების
შეწუხების თავიდან არიდების მიზნით. ნებადართულია მცირე ოდენობის გადახდები,
რომელთა მიზანია მოხელეების წახალისება, შეასრულონ თავიანთი კანონიერი ან
ყოველდღიური მოვალეობები. გარდა ამისა, ნებადართულია ქვეყნის კანონმდებლობასთან
თავსებადი გადახდები. „ნახევრად ოფიციალური“ გადახდების მიზანი არ უნდა იყოს კანონის
დარღვევა. მათი დანიშნულებაა ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირების დაჩქარება ან
გაგრძელება, მაგალითად, მიზანი შეიძლება იყოს სათანადო დოკუმენტაციის მოპოვება.
ამერიკული კომპანიებისთვის FCPA-ის პრობლემატური კომპონენტია „ცოდნის
ვალდებულების“ დათქმა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია პასუხისმგებელია მის მიერ დაქირავებული
აგენტის მიერ გადახდილ ქრთამზე ან საეჭვო გადახდაზე მაშინაც კი, როდესაც კომპანიის
თანამშრომლებს თავად არ განუხორციელებიათ და არ უნახავთ გადახდის პროცედურა. არადა
ამერიკული მულტინაციონალური მენეჯერები ხშირად ქირაობენ აგენტებად ადგილობრივებს,
ვინაიდან მათ კარგად იციან, როგორ „კეთდება საქმე“ ამა თუ იმ ქვეყანაში. თუ ყველამ კარგად
იცის, რომ აგენტი საკუთარი ხელფასის ნაწილს ადგილობრივი მოხელეების მოსაქრთამად
იყენებს, მაშინ ამერიკული კომპანია კანონს არღვევს. ამავდროულად, თუ ამერიკულმა კომპანიამ

24
არაფერი იცის აგენტის მოქმედების შესახებ და არ ელის უკანონო ქცევას მისგან, მაშინ FCPA
კომპანიას პასუხისმგებლობას არ აკისრებს. ამ შემთხვევაში „ცოდნა“ გულისხმობს, რომ ვინმემ
რეალურად იცის უკანონო ქრთამის გადაცემის შესახებ ან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო
ქმედება განხორციელდება. 28-ე ცხრილში მოყვანილია FCPA-ით გათვალისწინებელი
სასჯელები. ყურადღება მიაქციეთ, რომ სასჯელი უწესდება როგორც ინდივიდებს, ასევე
კომპანიებს და ინდივიდის ჯარიმას კომპანია ვერ გადაიხდის.
FCPA 1977 წელს დამტკიცდა, თუმცა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მისი
აღსრულება არ ხდებოდა. კომპანიების დასჯა FCPA-ის საფუძველზე 2007 წლიდან დაიწყო.
როგორც თანამედროვე კვლევები აჩვენებს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი აქტიურად
დევნის პირებს ამ აქტის დარღვევის საფუძველზე. ერთ-ერთ ანგარიშში საუბარია რამდენიმე
პირის დევნაზე. მაგალითად, ჯოელ ეშკენაზი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჰაიტი
ტელეკომის თანამდებობის პირებისთვის 890000 დოლარი ქრთამის გადაცემის ხელშეწყობის
გამო 15-წლიანი პატიმრობით დაისაჯა (ბერგერი, იანეტი, ჰეცკერი, ფური და გორმანი, 2012).
მე-11 და მე-12 გრაფიკებზე ნაჩვენებია 2002-2011 წლებში FCPA-ის საფუძველზე
დაწყებული დევნის ან გადახდილი ჯარიმების სტატისტიკა. როგორც გრაფიკებიდან ირკვევა,
მულტინაციონალური კომპანია აუცილებელია უზრუნველყოფდეს, რათა მისი საქმიანობა
FCPA-ის პუნქტებს არ არღვევდეს.

ცხრილი 28. ამონარიდები საგარეო კორუფციის აქტიდან

საგარეო ვაჭრობის აკრძალული ქმედებები


შიდა საწარმოს, შიდა საწარმოს ნებისმიერ მოხელეს, დირექტორს, თანამშრომელს და აგენტს, ისევე
როგორც შიდა საწარმოს სახელით მოქმედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეკრძალება
სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო მექანიზმების გამოყენება კორუფციული მიზნებით, კერძოდ
შეთავაზების გაკეთება, გადახდა, გადახდის დაპირება, გადახდის ავტორიზაცია, საჩუქრის გადაცემა,
საჩუქრის შეთავაზება ან რაიმე ღირებული ნივთის გადაცემის ავტორია უცხო ქვეყნის მოხელისთვის
შემდეგი მიზნებით:
ა) უცხო ქვეყნის მოხელის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის მოხელის ან მოხელეობის
კანდიდატის მოქმედებაზე ან გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა;
ბ) უცხო ქვეყნის მოხელის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის მოხელის ან მოხელეობის

25
კანდიდატის იძულება, იმოქმედოს ან არ იმოქმედოს ამგვარი უცხო ქვეყნის მოხელის,
პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის მოხელის ან მოხელეობის კანდიდატი კანონიერი
მოვალეობის შეუსრულებლობის მიზნით;
გ) უცხო ქვეყნის მოხელის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის მოხელის ან მოხელეობის
კანდიდატის იძულება, გამოიყენოს თავისი გავლენა უცხო ქვეყნის ხელისუფლებაზე ან რაიმე
აპარატზე, რათა გავლენა იქონიოს ხელისუფლების ან რაიმე აპარატის გადაწყვეტილებაზე ან
მოქმედებაზე, რომლითაც მოქმედ პირს ხელი ეწყობა ბიზნესის მოპოვებაში ან ბიზნესის
წარმართვაში
აგრეთვე იკრძალება რაიმეს შეთავაზება, გადახდა, გადახდის დაპირება, გადახდის ავტორიზაცია,
საჩუქრის გადაცემა, საჩუქრის გადაცემა ან რაიმე ღირებულის გადაცემის ავტორიზაცია
პიროვნებისთვის, როდესაც ცნობილია, რომ ფულადი თანხის ან ღირებული ნივთის გარკვეული
ნაწილი პირდაპირ ან არაპირდაპირ შეთავაზებული, გადაცემული ან შეპირებული იქნება უცხო
ქვეყნის მოხელისთვის, უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიისთვის ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური
პარტიის მოხელეობის კანდიდატისთვის ა)-გ) პუნქტების მიზნებისთვის
განმარტებები
1. „შიდა საწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, რეზიდენტი
ან ეროვნების მქონე; აგრეთვე ნებისმიერი კორპორაცია, ამხანაგობა, ასოციაცა, სააქციო
საზოგადოება, კომერციული ტრესტი, არაინკორპორირებული ორგანიზაცია ან ერთპიროვნული
მესაკუთრე, რომლის საქმიანობის ადგილია აშშ, რომლის საქმიანობა რეგულირდება აშშ-ის
კანონმდებლობით ან რომლის ტერიტორია ან საკუთრება მდებარეობს აშშ-ში
2. „უცხო ქვეყნის მოხელე“ ნიშნავს უცხო ქვეყნის ხელისუფლების, დეპარტამენტის, სააგენტოს ან
აპარატის თანამშრომელს ან მოხელეს, ისევე როგორც ასეთი ხელისუფლების, დეპარტამენტის,
სააგენტოს ან აპარატის სახელით მოქმედ პირს
3. პირმა გარკვეული მოქმედების, გარემოების ან შედეგის შესახებ „იცის“, თუ:
I. პირმა იცის, რომ პირი ჩართულია ამგვარ მოქმედებაში, ამგვარი გარემოება არსებობს ან ამგვარი
შედეგი უდიდესი ალბათობით დადგება;
II. პირს აქვს მყარი რწმენა, რომ ამგვარი გარემოება არსებობს ან ამგვარი შედეგები უდიდესი
ალბათობით დადგება. ცოდნის ფაქტი დგინდება, თუ პირმა იცის ამგვარი გარემოების არსებობის
მაღალი ალბათობის შესახებ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს რეალურად სწამს, რომ
ამგვარი გარემოება არ არსებობს
4. „ხელისუფლების რუტინული ქმედება“ ნიშნავს უცხო ქვეყნის მოხელის მიერ ჩვეულებრივ ან
ხშირად გაწეულ საქმიანობას ნებართვების, ლიცენზიების ან სხვა ოფიციალური დოკუმენტების

26
მოპოვებისას, რაც პირს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოების უფლებას აძლევს.
`ხელისუფლების რუტინული ქმედება~ არ გულისხმობს უცხო ქვეყნის მოხელის
გადაწყვეტილებას რა პირობებით წახალისდეს ახალი ბიზნესი ან როგორ გააგრძელოს ბიზნესი
კონკრეტულმა პირმა. აგრეთვე არ იგულისხმება უცხო ქვეყნის მოხელის მოქმედება
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც მიზნად ისახავს ახალი ბიზნესის წახალისების ან
კონკრეტულ მხარესთან ბიზნესის გაგრძელების გადაწყვეტილების ხელშეწყობას
5. „სახელმწიფოთაშორისი კომერცია“ ნიშნავს სავაჭრო, კომერციულ, სატრანსპორტო და
საკომუნიკაციო ურთიერთობას რამდენიმე სახელმწიფოს შორის, უცხო ქვეყანასა და შტატს
შორის ან შტატსა და ქვეყნის გარეთ მოქცეულ ადგილს ან ხომალდს შორის
გამონაკლისები
ა) გადახდის დაჩქარება ან ამ აქტის ხელშეწყობა უცხო ქვეყნის მოხელის, პოლიტიკური პარტიის
ან პარტიის მოხელისთვის, რომლის მიზანია რუტინული სახელისუფლებლო ქმედების დაჩქარება ან
უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის მოხელის, პოლიტიკური პარტიის ან პარტიის მოხელის მიერ
ბ) გადახდა, საჩუქრის გაკეთება, საჩუქრის შეთავაზება ან რაიმე ღირებულის შეთავაზება, რაც არ
იყო აკრძალული უცხო ქვეყნის მოხელის, პოლიტიკური პარტიის, პარტიის მოხელის ან მოხელეობის
კანდიდატის ქვეყნის წერილობითი კანონმდებლობით ან რეგულაციებით
გ) გადახდა, საჩუქრის გაკეთება, საჩუქრის შეთავაზება ან რაიმე ღირებულის შეთავაზება, როდესაც
აღნიშნული აქტი დასაბუთებული და კეთილსინდისიერია, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოხელის,
პარტიის, პარტიის მოხელის ან მოხელეობის კანდიდატის სამგზავრო და ლოჯისტიკური ხარჯები,
რაც პირდაპირ კავშირშია პროდუქციისა და მომსახურების რეკლამირებას, დემონსტრირებას ან
განმარტებასთან; ან პირდაპირ კავშირია უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან ან სააგენტოსთან
დადებული ხელშეკრულების აღრულებასთან
სანქციები
1. შიდა საწარმო, რომ არღვევს აღნიშნულ აქტს, ჯარიმდება არა უმეტეს 2 მილიონი ამერიკული
დოლარით და არა უმეტეს 10000 დოლარი ადმინისტრაციული სახდელით, თუ დევნა
დაწყებულია გენერალური პროკურატორის მიერ
2. შიდა საწარმოს თანამდებობის პირი, დირექტორი ან შიდა საწარმოს სახელით მოქმედი
აქციონერი, რომელიც არღვევს აღნიშნულ აქტს, ისჯება არა უმეტეს 100000 ამერიკული
დოლარის ჯარიმით, ან 5-წლიანი პატიმრობით ან ორივეთი
3. შიდა საწარმოს თანამშრომელი და აგენტი, ვინც არის ამერიკის მოქალაქე, ეროვნებით
ამერიკელი, ამერიკის რეზიდენტი ან სხვაგვარად მოქცეული ამერიკული იურისდიქციის
ფარგლებში (გარდა შიდა საწარმოს სახელით მოქმედი თანამდებობის პირის, დირექტორის ან

27
აქციონერის) და ვინც გაცნობიერებულად არღვევს აღნიშნულ აქტს, ისჯება არა უმეტეს 100000
ამერიკული დოლარის ჯარიმით, ან 5-წლიანი პატიმრობით ან ორივეთი
4. შიდა საწარმოს თანამდებობის პირი, თანამშრომელი, დირექტორი, აგენტი ან შიდა საწარმოს
სახელით მოქმედი აქციონერი, ვინც არღვევს აღნიშნულ აქტს, ისჯება 10000 ამერიკული
დოლარის სახდელით, თუ დევნა დაწყებულია გენერალური პროკურატორის მიერ
5. როდესაც ჯარიმა ეკისრება შიდა საწარმოს თანამდებობის პირს, დირექტორს, თანამშრომელს ან
აქციონერს, შიდა საწარმოს ეკრძალება ჯარიმის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადახდა

წყარო: U.S. Code, Title 15—Commerce and Trade, Chapter2B-Securities Exchanges, Section 78dd—1.

სვლა ტრანსნაციონალური ეთიკის მიმართულებით

გლობალიზაცია მკვეთრად აღრმავებს კავშირებს სხვადასხვა ეთიკური და კულტურული


სისტემების წარმომადგენლებს შორის. აღნიშული კავშირები ქმნის ეთიკური მორიგების
აუცილებლობას და საჭირო ხდება ტრანსნაციონალური შეთანხმებების შემუშავება, რომლებსაც
დაეფუძნება საერთაშორისო ბიზნეს-პრაქტიკა. განსახილველ თემასთან დაკავშირებული
შემდეგი მაგალითი აღწერს ბრძოლას ბიზნესისა და ხელისუფლების კორუფციული კავშირების
წინააღმდეგ.
მოგვიანებით ჩვენ მიმოვიხილავთ ეთიკური მორიგებისა და ტრანსნაციონალური
ეთიკური შეთანხმებებისკენ მიმავალ გზებს.

გრაფიკი 11. FCPA-ის საფუძველზე დაწყებული დევნის სტატისტიკა

28
წყარო: Based on Weissman, J. 2012. “The corruption law that scares the bejesus out of corporate America.”
Atlantic, April 25, online edition, http://www.theatlantic.com/business/archive/2012/04/the-corruption-law-that-
scares-thebejesus-out-of-corporate-america/256314/.

გრაფიკი 12. FCPA-ის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების სტატისტიკა სამოქალაქო და


სისხლის სამართლის წესით (მილიონ ამერიკულ დოლარებში)

29
წყარო: Based on Weissman, J. 2012. “The corruption law that scares the bejesus out of corporate America.”
Atlantic, April 25. online edition, http://www.theatlantic.com/business/archive/2012/04/the-corruption-law-that-
scares-the-bejesus-out-of-corporate-america/256314/.

განსახილველ თემასთან დაკავშირებული მაგალითი


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მთელ მსოფლიოში
ბიზნესის წარმოებისას ეთიკური პრინციპები ყველა ქვეყანაში ირღვევა. ამავდროულად,
ადგილობრივი საკანონმდებლო სისტემები სრულიად განსხვავებულად ებრძვის ეთიკური
პრინციპების დარღვევას და საზოგადოებაც ყველგან ერთნაირად ტოლერანტული არ არის.
მაგალითად, აზიაში გავრცელებულია ხუმრობა, რომ მოზრდილი ჩეკის გარეშე ხელშეკრულების
დადებას აზრი არ აქვს, ვინაიდან იქ მექრთამეობა ბიზნესის ჩვეულებრივ კომპონენტად
ითვლება. ამასთანავე, კვლევები აჩვენებს, რომ ბიზნესის კორუფციისგან განთავისუფლებას
მთელ მსოფლიოში ცდილობენ და განსაკუთრებით ებრძვიან არაეთიკურ კავშირებს ბიზნესსა და
ხელისუფლებას შორის. აქციონერების მზარდი გავლენა ძირს უთხრის ბიზნესისა და
ხელისუფლების შეხმატკბილებულ ურთიერთობებს პარიზიდან მოყოლებული, სეულისა და
მეხიკოს ჩათვლით. უბრალო მოქალაქეები, პროკურორები და პრესა უპირისპირდებიან
კორპორაციულ ელიტას და კორპორაციების ეთიკურ მართვას მოითხოვენ.
განვიხილოთ ინდოელი აქტივისტის, ანა ჰაზარეს მაგალითი. ჰაზარემ 2011 წელს
შიმშილობა დაიწყო, ვინაიდან ინდოეთის ხელისუფლება არ იხილავდა მის კანონპროექტს და არ
ქმნიდა ანტიკორუფციულ ორგანოს. ინდოეთის ხელისუფლებამ ჰაზარეს მოთხოვნის
შესრულების ნაცვლად აქტივისტი დააპატიმრა და „პრევენციული“ მეთვალყურეობა დაუწესა.
ინდოეთის მოსახლეობამ, რომელსაც კარგად ახსოვდა 2010 წლის კორუფციული სკანდალები,
ჰაზარეს მხარდასაჭერად დემონსტრაციები მოაწყო. ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა და
ჰაზარე გაანთავისუფლა; აქტივისტმა შიმშილობა განაგრძო. იგივე ჰაზარე მოგვიანებით
იმუქრებოდა, რომ 2012 წლის აგვისტოდან კვლავ განაახლებდა შიმშილობდა, თუ ინდოეთის
ხელისუფლება არ გამოიძიებდა 14 მინისტრის კორუფციულ საქმიანობას. გარდა ამისა,
მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები
აღარ გასცემენ კრედიტებს ან იმუქრებიან კრედიტების გაცემის შეჩერებით ისეთი
ქვეყნებისთვის, როგორიც არის კენია, ნიგერია და ინდონეზია, სადაც კორუფცია ყვავის, ხოლო
მექრთამეობა ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების

30
წევრმა 29 ქვეყანამ, ისევე როგორც ხუთმა არაწევრმა ქვეყანამ, ხელი მოაწერეს კორუფციასთან
ბრძოლის კონვენციას, რომელიც ისევე როგორც ამერიკის საგარეო კორუფციის აქტი, თითოეულ
ქვეყანას ავალდებულებს, აკრძალოს ქრთამის მიცემა უცხო ქვეყნის მოხელისთვის ბიზნესის
წამოწყების ან შენარჩუნების მიზნით. მკითხველი უკვე იცნობს OECD-ის მექრთამეობასთან
ბრძოლის გაიდლაინებს.
ამერიკის ხელისუფლება კომპანიებს მკაცრად სჯის FCPA-ის დარღვევის გამო. FCPA-ის
საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების და პატიმრობების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ბევრად სერიოზულად უყურებს კორუფციისა და მექრთამეობის
ფაქტებს.
წყაროები: BBC Monitoring South Asia. 2012. “Indian activist warns government if anti-corruption law not passed.” March 26,
online edition; Economist. 2011. “No modern-day Mahatma. There are better ways to curb corruption than those proposed by Anna
Hazare.” August 27, online edition. “A global war against bribery.” Economist.com, January 16, Story_1 D-18208; Financial Times.
2009. “Battling bribery,” February 16, p. 8; Rossant, John. 1995. “Dirty money.” BusinessWeek Online, international edition,
December 18; Weissman, J. 2012. “The corruption law that scares the bejusus out of corporate America.” Atlantic, April 25, online
edition, http://www.theatlantic.com/business/archive/2012/04/the-corruption-law-that-scares-the-bejesus-out-
of-corporate-america/256314/.

სწრაფვა ეთიკური მორიგებისკენ

კულტურა და სოციალური ინსტიტუტები უაღრესად მრავალფეროვანია, მაგრამ


მულტინაციონალური კომპანიები განიცდიან მზარდ ზეწოლას, რათა შემუშავდეს ეთიკური
ქცევებისა და სოციალური პასუხისმგებლობების საერთო პრინციპები. აღნიშნულ ტენდენციას
ეთიკური მორიგება ეწოდება და მას ოთხი ძირითადი მიზეზი აქვს:

1. საერთაშორისო ვაჭრობა და სავაჭრო ბლოკების რაოდენობა იზრდება. NAFTA


(ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) და ევროკავშირი მზარდ
ზეწოლას ანხორციელებს კომპანიებზე, რათა ეროვნული კულტურის და ინსტიტუციური
განსხვავებების ფონზე ჩამოყალიბდეს საერთო ეთიკური პრინციპები. სხვადასხვა ქვეყნის
სავაჭრო პარტნიორების პროგნოზირებადი ურთიერთობები და ქმედებები უფრო
ეფექტურს ხდის ვაჭრობას. გარდა ამისა, სავაჭრო ორგანიზაციები და სხვა საერთაშორისო
ასოციაციები მუშაობენ კორუფციის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე. გაეცანით
განსახილველ თემასთან დაკავშირებულ მაგალითს;
2. სავაჭრო პარტნიორების ურთიერთობა ხელს უწყობს ბიზნეს-პრაქტიკის იმიტაციას.
როდესაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები უფრო ინტენსიურად

31
ურთიერთობენ, მრავალფეროვან ეთიკურ ტრადიციებთან შეხება ხშირია და ადამიანები
ადაპტირდებიან ან ბაძავენ ამა თუ იმ სახეობის ქცევებსა და დამოკიდებულებებს;
3. როდესაც კომპანია მთელ მსოფლიოში აწარმოებს ბიზნესს, თანამშრომლები სხვადასხვა
კულტურის წარმომადგენლები არიან და მათ სჭირდებათ ქცევის საერთო სტანდარტები
ან წესები. მულტინაციონალური კომპანიები კორპორაციული კულტურის საფუძველზე
ქმნიან თანმიმდევრულ ნორმებსა და ღირებულებებს, როდესაც საუბარია ეთიკურ
პრობლემებზე;
4. ეთიკური გამოძიების კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სხვა
მეთვალყურეების რაოდენობა იზრდება, რაც მულტინაციონალურ კომპანიებს ეთიკური
საქმიანობისკენ უბიძგებს. კორუფციის აღმოფხვრის მიზნით არა მხოლოდ მორალური
ზეწოლა ძლიერდება, არამედ ფინანსურიც. გავრცელებული კორუფცია ძვირი ჯდება,
ბიზნესი საერთაშორისო მასშტაბებით ნაკლებად კონკურენტუნარიანია და საზიანო
სკანდალების რისკიც მატულობს.

განსახილველ თემასთან დაკავშირებული მაგალითი


მსოფლიო მასშტაბის ბრძოლა მექრთამეობის წინააღმდეგ
ჩვენი წიგნის წინა განყოფილება დაეთმო ამერიკის მიდგომას კორუფციასთან ბრძოლის
საკითხებში და განვიხილეთ FCPA-ის აქტი, თუმცა კორუფციის საწინააღმდეგო ღონისძიებებში
სხვა ორგანიზაციებიც არიან ჩართულები. OECD მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით
მსოფლიოს 30 უმსხვილესი ეკონომიკის გაერთიანებაა. მასში შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიც
არის ბელგია, კანადა, ირლანდია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია, ესპანეთი, გაერთიანებული
სამეფო და აშშ. OECD -ის წევრებს რატიფიცირებული აქვთ კორუფციასთან ბრძოლის
გაიდლაინები (http://www.oecd.org). უფრო კონკრეტულად, წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ
ღონისძიებებზე, რომლითაც კორუფცია სისხლის სამართლის დანაშაულად ცხადდება. გარდა
ამისა, OECD -ის წევრები სამართლებრივ დახმარებას უწევენ ერთმანეთს კორუფციაში ჩართული
პირების წინააღმდეგ საბრძოლველად. წევრ სახელმწიფოებს ევალებათ ფულის გათეთრების
პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა. OECD -ს გააჩნია როგორც კორუფციის აღმოფხვის
კონკრეტული გაიდლაინები, ასევე კომპანიებში კორუფციასთან დაკავშირებული რეგულაციები.
ამ ეკონომიკურ ზონასა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე მულტინაციონალურ კომპანიებს ევალებათ

32
აღრიცხვის, შიდა კონტროლისა და აუდიტის სათანადო პრაქტიკის დანერგვა, რათა მათი
საქმიანობა კორუფციის საწინააღმდეგო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

წყარო: Based on http://www.oecd.org

ეთიკური რეკომენდაციები მულტინაციონალური კომპანიებისთვის

დონალდსონის თანახმად, მულტინაციონალური კომპანიებისთვის რეკომენდირებულია


სამ მორალურ ენაზე დაყრდნობა. აღნიშნული ენებია `ზიანის თავიდან არიდება~, `უფლება-
მოვალეობები~ და `სოციალური კონტრაქტი~. დონალდსონი გვთავაზობს ეთიკურ
რეკომენდაციებს მულტინაციონალური კომპანიებისთვის და ამტკიცებს, რომ ასეთი კომპანიის
საქმიანობას აუცილებელია არ მოჰქონდეს ზიანი შესაბამისი დაინტერესებული პირებისთვის
(მაგალითად, თანამშრომლებისთვის ან ადგილობრივი გარემოსთვის). მულტინაციონალურ
კომპანიას აქვს საბაზისო უფლებები, როგორიც არის სამართლიანი მოგების ნახვის უფლება,
თუმცა უფლებები არ არსებობს ისეთი მოვალეობების გარეშე, როგორიც არის
თანამშრომლებისთვის ადეკვატური ხელფასების დარიგება. მულტინაციონალურ კომპანიას
გააჩნია სოციალური კონტრაქტი დაინტერესებულ პირებთან და ამ კონტრაქტს ეფუძნება
შესაბამისი ურთიერთობების შინაარსი. მაგალითად, როდესაც მულტინაციონალური კომპანია
ქვეყანაში შედის, ის ხელს აწერს კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი
კანონმდებლობის დაცვის ვალდებულებას.
აღნიშნული სამი მორალური ენა უმარტივეს ეთიკურ სისტემას ქმნის, რომლის
საფუძველზეც შესაძლებელია ისეთი წერილობითი დოკუმენტების მომზადება, როგორიც არის
ხელშეკრულება და საერთაშორისო კანონი. დონალდსონის აზრით, ამ მორალურ ენებზე
დაყრდნობით მარტივია ეთიკური პრობლემების მართვა, რაც ახასიათებს კულტურულად
მრავალფეროვან მულტინაციონალურ კომპანიებს. შესაბამისად, როგორიც არ უნდა იყოს
ეროვნული კულტურა, კომპანიას საშუალება აქვს შეთანხმდეს დაინტერესებულ პირებთან
მორალური ქცევის ძირითად პრინციპებზე.
დონალდსონის იდეების განხორციელება შესაძლებელია, თუ არსებობს ქცევის კოდექსი,
რომელსაც დაეყრდნობა მულტინაციონალური კომპანია და რომელიც არ იქნება შეზღუდული
ქვეყნის საზღვრებით. აღნიშნული კოდექსი აუცილებელია შეიცავდეს მულტინაციონალური
საქმიანობის რეკომენდირებულ და არარეკომენდირებულ წესებს. რეკომენდირებული და

33
არარეკომენდირებული წესები კარნახობს მულტინაციონალურ მენეჯერსა თუ კომპანიას,
როგორ მოიქცეს ან არ მოიქცეს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამგვარი ეთიკური გაიდლაინები დღესაც გვხვდება
სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებებსა და საერთაშორისო მმართველობითი ორგანოების
კოდექსებში, როგორიც არის გაერო და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია20.

29-ე ცხრილში თავმოყრილია ეთიკური რეკომენდაციები მულტინაციონალური


კომპანიებისთვის. რეკომენდაციები ეფუძნება შემდეგ საერთაშორისო წყაროებს:

 გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია;


 გაეროს ქცევის კოდექსი ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის;
 ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია;
 კომერციული გაიდლაინების საერთაშორისო პალატა საერთაშორისო
ინვესტიციებისთვის;
 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გაიდლაინები
მულტინაციონალური საწარმოებისთვის;
 ჰელსინკის საბოლოო აქტი;
 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპების სამმხრივი დეკლარაცია
მულტინაციონალური საწარმოებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ;

29-ე ცხრილში ჩამოთვლილია მულტინაციონალური კომპანიის ქცევის კოდექსის პრინციპები.


რა მოტივები აქვს კოდექსის შემოღებას? პირველი მოტივი გამომდინარეობს ადამიანის
უფლებების დეონტოლოგიური პრინციპებიდან, რაც გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს შრომის
და უსაფრთხო ცხოვრების უფლება. როდესაც საერთაშორისო შეთანხმება მულტინაციონალური
კომპანიების უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, არსებობს დაშვება, რომ საბაზისო ეთიკური
პრინციპები ყველასთვის საერთოა მიუხედავად კომპანიის წარმომავლობისა და მისი
საქმიანობის ამჟამინდელი ადგილისა. მეორე მოტივი ეფუძნება საერთაშორისო ბიზნეს-
ტრანზაქციების ისტორიულ გამოცდილებას21. მაგალითად, ვინაიდან მულტინაციონალური
კომპანიები ხშირად უგულვებელყოფენ უცხო ქვეყნების ეკოლოგიურ ინტერესებს, რამდენიმე
საერთაშორისო შეთანხმება მკაფიოდ განსაზღვრავს მოვალეობებს ეკოლოგიის მიმართ.

34
საერთაშორისო შეთანხმებები მრავალფეროვანია და ყოველთვის აღსრულებადი არ არის, თუმცა
მულტინაციონალურ მენეჯერს ეთიკური მენეჯმენტის სანდო სახელმძღვანელოდ მაინც
გამოადგება. დიდი ალბათობით, თუ მენეჯერი დაიცავს 29-ე ცხრილში მოყვანილ ქცევის
კოდექსს, იქნება ეს ინდივიდუალურ თუ კომპანიის საქმიანობაში, მას თითქმის ნებისმიერ
ვითარებაში ექნება მყარი იურიდიული და ეთიკური ფუნდამენტი.
მულტინაციონალური მენეჯმენტის შემდეგ რეზიუმეში აღწერილია, როგორ ცდილობს სისკო
კორპორაციული კულტურა უფრო ეთიკური გახადოს.

მულტინაციონალური მენეჯმენტის ეთიკური დილემა: თქვენ როგორ მოიქცეოდით?

მულტინაციონალურ მენეჯერებს დილემას უქმნის როგორც ეთიკური სისტემების


პოტენციურად მნიშვნელოვანი განსხვავებები, ასევე ეთიკური პრობლემების გადაწყვეტის
განსხვავებული მეთოდები. ჩვენი წიგნის ამ განყოფილებაში გაიგებთ, რომელი ეთიკური
სისტემის გამოყენებაა უფრო სასურველი - მშობლიური თუ უცხო ქვეყნის. განყოფილება
სრულდება მულტინაციონალური მენეჯერის მიერ ეთიკური გადაწყვეტილების მიღების
მოდელის აღწერით.

ცხრილი 29. მულტინაციონალური კომპანიის ქცევის კოდექსი

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და მომხმარებლის დაცვა


თავისუფლებების პატივისცემა • დაიცავით მომხმარებლის დაცვის ადგილობრივი
• პატივი ეცით ადამიანის სიცოცხლის, კანონმდებლობა
თავისუფლების, უსაფრთხოებისა და • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
პირადი ცხოვრების ფუნდამენტურ სწორად და დროულად გაასაჯაროეთ
უფლებებს მუშაობის პრაქტიკა
• ნუ მოახდენთ დისკრიმინაციას რასის, • დაიცავით ადგილობრივი შრომის კანონები და
კანის ფერის, გენდერის, რელიგიის, ენის, შეიმუშავეთ შესაბამისი პოლიტიკა
ეთნიკური წარმომავლობის ან • ხელი შეუწყეთ სამუშაო ადგილების შექმნას
პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით საჭირო ადგილებზე
• პატივი ეცით პიროვნების თავისუფლებას • გაზარდეთ ადგილობრივი დასაქმების

35
(მაგალითად, რელიგიას, მოსაზრებას) პოტენციალი და სტანდარტები
მაღალი სტანდარტების შენარჩუნება • სტაბილურად დაასაქმეთ ადგილობრივები და
ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართულობის უზრუნველყავით უსაფრთხო შრომის პირობები
თვალსაზრისით • ხელი შეუწყეთ დასაქმების თანაბარ
• თავი აარიდეთ უკანონო ჩარევას შესაძლებლობებს
ადგილობრივ პოლიტიკაში • პრიორიტეტი მიანიჭეთ ადგილობრივ
• ნუ გადაიხდით ქრთამს და ნუ მოსახლეობას, როდესაც ეს შესაძლებელია
გამოიყენებთ სხვაგვარ უკანონო • ადგილობრივი თანამშრომლებისთვის
გადახდებს უზრუნველყავით ტრენინგები
• ნუ ჩაერევით ადგილობრივი • დააწინაურეთ ადგილობრივები მენეჯერულ
ხელისუფლების შიდა საქმეებში პოზიციებზე
ტექნოლოგიების გადაცემა • დაიცავით კოლექტიური შეთანხმებები
• გააუმჯობესეთ ტექნოლოგიების • ითანამშრომლეთ ადგილობრივ
გადაცემის გზები განვითარებადი პროფკავშირებთან
ქვეყნებისთვის • გამოეცით შეტყობინება ქარხნის დახურვის
• მოარგეთ ტექნოლოგიები ადგილობრივ თაობაზე
მოთხოვნილებებს • პროფკავშირებთან მოლაპარაკებისას ნუ
• დააფინანსეთ ადგილობრივი კვლევა და დაიმუქრებით ქვეყნის დატოვებით
განვითარება, როდესაც ეს შესაძლებელია • დროებით შეუნარჩუნეთ ხელფასი
• გაეცით სამართლიანი ლიცენზიები განთავისუფლებულ თანამშრომლებს
ტექნოლოგიების გამოყენებაზე • დაიცავით ან გააუმჯობესეთ შრომის
გარემოს დაცვა ადგილობრივი სტანდარტები
• დაიცავით ადგილობრივი • სათანადოდ დაიცავით თანამშრომლების
გარემოსდაცვითი კანონები ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
• აქტიურად დაიცავით გარემო • თანამშრომლებს მიაწოდეთ ინფორმაცია
• გამოასწორეთ კომპანიის საქმიანობის სამუშაოსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე
შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი
• ხელი შეუწყეთ ადგილობრივი
სტანდარტების შემუშავებას

36
• სწორად შეაფასეთ კომპანიის საქმიანობის
ზემოქმედება გარემოზე
• სრულად გაასაჯაროეთ ინფორმაცია,
რომელიც ეხება კომპანიის საქმიანობის
ზემოქმედებას გარემოზე
• შეიმუშავეთ სტანდარტები გარემოზე
ზემოქმედების მონიტორინგისთვის
წყაროები: Adapted from Getz, Kathleen A. 1990. “International codes of conduct: An analysis of ethical reasoning.” Journal of
Business Ethics, 9, 567–578; HR Focus. 2008. “Why global ethics count and how HR can help.” October, 85(10): 13–15; Frederick,
William C. 1991. “The moral authority of transnational corporate codes.” Journal of Business Ethics, 10, 165–177.

ეთიკური რელატივიზმი ეთიკური უნივერსალიზმის საპირისპიროდ

განსხვავებული კულტურული ღირებულებები უდიდეს გავლენას ახდენს მენეჯმენტის


ყველა მიმართულებაზე და ეს განსაკუთრებით იგრძნობა, როდესაც მულტინაციონალური
კომპანია იძულებულია დაადგინოს, როგორ გაუმკლავდეს იმ ქვეყნების განსხვავებულ ეთიკურ
ღირებულებებს, სადაც ბიზნესი წარმოებს. როგორ ჯობია, მშობლიური ქვეყნის ეთიკური
სისტემა გამოვიყენოთ ყველგან თუ მოვიხმოთ გამოთქმა, `სადაც მიხვალ, იქაური ქუდი
დაიხურეო~?!
გაიხსენეთ კულტურული რელატივიზმის კონცეფცია (თავი 2). ეს ფილოსოფიურ-
ანთროპოლოგიური ხედვა გვკარნახობს, რომ ნებისმიერი კულტურა ლეგიტიმური და
სიცოცხლისუნარიანია, რომელიც ადამიანების ცხოვრებას განკარგავს. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, სწორედ კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებზეა დამოკიდებული რას მიიჩნევენ
ადამიანები სწორად და არასწორად, მშვენიერებად და სიმახინჯედ, სიკეთედ და ბოროტებად.
ბიზნეს-ეთიკაში ანალოგიურ ხედვას ეთიკურ რელატივიზმს უწოდებენ. ამ ხედვის
თანახმად, მულტინაციონალური მენეჯერი ნებისმიერი საზოგადოების ეთიკურ შეხედულებებს
ლეგიტიმურად მიიჩნევს. მაგალითად, თუ ერთი ქვეყნის წარმომადგენლები თვითმკვლელობას
მორალურ შეცდომად თვლიან, ეს ასეცაა, ხოლო თუ სხვა ქვეყანაში თვითმკვლელობა
მორალურად გამართლებულია, მაშინ ეს არის სწორი. მულტინაციონალური კომპანიებისთვის
ეთიკური რელატივიზმი ნიშნავს, რომ მენეჯერები ვალდებულები არიან გაიზიარონ
ადგილობრივი ეთიკური პრინციპები. მაგალითად, თუ ქვეყანაში ქრთამის მიცემა ბიზნესის
წარმოების მისაღებ ფორმად ითვლება, მაშინ მულტინაციონალურ მენეჯერს ვერ

37
ვუსაყვედურებთ ამგვარ საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლიურ ქვეყანაში ქრთამის
მიცემა შესაძლოა უკანონო იყოს. გაეცანით შედარებითი მენეჯმენტის რეზიუმეს.
მულტინაციონალური მენეჯმენტის რეზიუმე
ეთიკური კულტურის მშენებლობა სისკოში
სისკოს მთელ მსოფლიოში 63000-მდე თანამშრომელი ყავს. მიუხედავად იმისა, რომ
უცხოურ ოფისებში უამრავი თანამშრომელი მუშაობს, კომპანიამ შეძლო საერთო ეთიკური
კულტურის შენარჩუნება. მართლაც, სისკო არაერთხელ მოხვდა კორპორაციული
პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების საუკეთესო 100-ეულში. მეტიც, ეთისფერის ინსტიტუტს
სისკო მსოფლიოს ყველაზე ეთიკური კომპანიების ჩამონათვალში შეაქვს ზედიზედ ხუთი
წელია. როგორ მიაღწია ამას კომპანიამ?

სისკოს ტოპ-მენეჯმენტი ხელს უწყობს და ახალისებს ეთიკურ საქმიანობას. ზედა დონის


მენეჯერები ცდილობენ სანიმუშოები იყვნენ მთელ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, სისკო
მუდმივად ანახლებს ქცევის კოდექსს. მაგალითად, უახლოეს წარსულში ქცევის კოდექსი კიდევ
ერთხელ განახლდა და როგორც გამოკითხული თანამშრომლების 95% აცხადებს, ის უაღრესად
მარტივი გასაგებია. სისკო ცდილობს ტრენინგებიც უფრო სახალისო გახდეს. მაგალითად, ცოტა
ხნის დაიწყო დაიწყო ეთიკური კუმირის პროგრამა, რომელიც ძალიან გავს პოპ-კუმირების
მუსიკალურ კონკურსს. ტექნიკურად უაღრესად განსწავლული თანამშრომლებისთვის ეთიკური
რჩევა-დარიგებების მისაცემად სისკომ შექმნა ოთხი სახალისო მოდული, როდესაც ანიმაციური
პერსონაჟები ეთიკური დილემების შესახებ მღერიან, ხოლო ჟიური თავის მოსაზრებას
გამოთქვამს. ამის შემდეგ ჟიურის მოსაზრებების შეფასება ევალებათ თანამშრომლებს,
რომლებიც ბჭობენ, რამდენად გადაილახა ესა თუ ის ეთიკური დილემა. ამ პროგრამამ მთელ
კომპანიაში გაზარდა დაინტერესება ეთიკური პრობლემების მიმართ. გარდა ამისა, სისკო
ბიზნესის წარმოების ეთიკურ მეთოდებს ემხრობა. ეთიკური ქცევების საკითხი განიხილება
რეგულარულ ეთიკურ შეხვედრებზე, ხოლო კომუნიკაცია თანამშრომლების მშობლიურ ენაზე
წარმოებს. ეს და სხვა ღონისძიებები სისკოში ეთიკური საკითხების მუდმივ აქტუალურობას
განაპირობებს.

წყარო: Based on Ethisphere Institute. 2012. “Ethisphere Institute unveils the 2012 World’s Most Ethical
Companies.”

38
http://ethisphere.com/ethisphere-institute-unveils-2012-worlds-most-ethical-companies/; Ramos, Luis. 2009.
“Outside-the-box ethics.” Leadership Excellence, 26(4): 19.

ეთიკური რელატივიზმის ანტონიმია ეთიკური რელატივიზმი, რომლის თანახმად,


ძირითადი მორალური პრინციპები არ თავსდება კულტურულ და ეროვნულ ჩარჩოებში.
მაგალითად, ნებისმიერი კულტურა კრძალავს მკვლელობას.

მულტინაციონალურ ბიზნესს გაუჭირდება ეთიკურ უნივერსალიზმზე დაყრდნობა,


ვინაიდან რთული დასადგენია, რომელი მორალური პრინციპები გვხვდება ყველა კულტურაში.
მეტიც, მაშინაც კი, როდესაც პრინციპები საერთოა, არ არსებობს გარანტია, რომ ყველა
საზოგადოებას ერთნაირი მიდგომა აქვს მათ მიმართ. მაგალითად, საზოგადოება შეიძლება
კრძალავდეს მკვლელობას, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის
ფიზიკურ გადარჩენაზე, მოხუცებს შესაძლოა დაევალოთ თვითმკვლელობა, ხოლო ახალშობილი
გოგონები დახოცონ. საზოგადოების წევრები ამგვარ საქციელს მკვლელობად არ თვლიან და ის
უფრო ეთიკური გამოსავალია საზოგადოებრივი ჯგუფის გადასარჩენად. მაშასადამე, ადამიანები
ადამიანებისვე ხელით კვდებიან, მაგრამ აღნიშნული ქმედება ლეგიტიმურად ითვლება და არა
მკვლელობად.

მულტინაციონალური კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში აწყდება პრაქტიკულ


პრობლემებს, იქნება ის ეთიკური რელატივიზმის თუ ეთიკური უნივერსალიზმის მიმდევარი.
ეთიკის ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კულტურული რელატივიზმი ობიექტური
ანთროპოლოგიური კვლევის აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ მას ვერ გამოვიყენებთ ეთიკურ
კვლევებში. მაგალითად, თომას დონალდსონი ამტკიცებს, რომ მულტინაციონალურ კომპანიებს
მეტი მორალური პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვიდრე ამას ეთიკური რელატივიზმი ქადაგებს22.
მისი აზრით, ეთიკური რელატივიზმი თავისი ექსტრემალური გამოვლინებით უნივერსალურ
რელატივიზმად იქცევა. უნივერსალური რელატივიზმი სახეზეა, როდესაც კომპანია ეთიკური
რელატივიზმის ლოგიკაზე დაყრდნობით ისე იქცევა, როგორც ესიამოვნება და კულტურულ
მრავალფეროვნებას იშველიებს თავის სამართლებლად. დონალდსონს მოყავს განვითარებად
ქვეყნებში არასრულწლოვანთა შრომის მაგალითი. არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვები
შვიდი წლიდან მუშაობენ მათხოვრულ ანაზღაურებაზე და მულტინაციონალური კომპანიების
მიერ მოხმარებულ პროდუქციას ქმნიან.

შედარებითი მენეჯმენტის რეზიუმე

39
არის თუ არა ეთიკური ჩინური გუანსი?
ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ჩინური ეკონომიკა მომავალშიც განაგრძობს
მკვეთრ ზრდას და ამ ქვეყანაში შენარჩუნდება უდიდესი პოტენციალი ბიზნესისთვის.
ამავდროულად, ბიზნესის წარმოება გართულდება. ექსპერტების შეფასებით, ჩინეთში ბიზნესის
წარმოებას უფრო პირადი ურთიერთობები უწყობს ხელს, ვიდრე გათვლები.
მოვიყვანთ გუანსის მაგალითს. ეს გახლავთ ჩინური კომპანიების ურთიერთობის
განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ეფუძნება ნდობას, კეთილგანწყობას და
ურთიერთდამოკიდებულებას. ერთ ქსელში ანუ გუანსიში მოქცეული კომპანიები ერთმანეთის
მიმართ ვალდებულები არიან და ქსელის სხვა წევრებისთვის პრეფერენციების მინიჭება
მოეთხოვებათ. დასავლური კომპანიები ხშირად აპელირებენ, რომ ასეთი შეთანხმებები
არაეთიკური ქცევის, მექრთამეობისა და კორუფციის წინაპირობაა. მართლაც, სათანადო
საკანონმდებლო ჩარჩოს გარეშე მოღვაწე გუანსიები ხშირად იქცევიან არაეთიკურად, ვინაიდან
ქსელის წევრები ფარულ გარიგებებში შედიან და პრეფერენციებს ანიჭებენ ერთმანეთს.
მიუხედავად ამისა, ჩინელებისთვის წარმოუდგენელია ბიზნესის წარმოება გუანსიების
გარეშე და შესაბამისად, მათი საქციელი ეთიკურია. გუანსი ერთგვარად ანაცვლებს ცუდად
განვითარებულ სამართლებრივ და სადისტრიბუციო სისტემებს. მაგალითად, ჩინურ
საექსპორტო კომპანიებს რთული ადმინისტრაციული პროცედურების გავლა უწევთ, როდესაც
საუბარია საბაჟო კანონმდებლობაზე, ნედლეულის მოპოვებასა და საბოლოო პროდუქციის
დისტრიბუციაზე. აქედან გამომდინარე, კომპანიები განსაკუთრებულ, პირად ურთიერთობებს
ამყარებენ საბაჟოს მოხელეებთან და სხვა სავაჭრო კომპანიებთან, რათა პროდუქციის მიწოდება
არ შეფერხდეს. გარდა ამისა, ჩინელები ნდობაზე დაფუძნებულ ქსელებში უფრო მარტივად
აგვარებენ კონფლიქტებს, ვიდრე არასრულყოფილი კომერციული კანონმდებლობის
საფუძველზე.
ეთიკური რელატივისტისთვის გუანსი მისაღებია, ვინაიდან ის წარმოადგენს ჩინური
ბიზნეს-საზოგადოების ლეგიტიმურ ხედვას. მეტიც, უცხოური კომპანიების უმრავლესობა
ხვდება, რომ ბიზნესის წარმოება თითქმის შეუძლებელია პირადი ურთიერთობების გარეშე.
სამაგიეროდ, ეთიკური უნივერსალისტი გუანსის არაეთიკურად წარმონაქმნად მიიჩნევს,
ვინაიდან ის არღვევს გამჭვირვალობის ნორმებს.

40
წყაროები: Based on Chan, Ricky, Y. K. Louis, T. W. Cheng, and Ricky W. F. Szeto. 2002. “The dynamics of
guanxi and ethics for Chinese executives.” Journal of Business Ethics, 41, 327–336; Kissel, M. 2009. “A web
of connections.” Wall Street Journal, March 10, C4; St. Clair, N. S. and J. T. Norris. 2012. “Business ethics
and social responsibility in contemporary China.” Journal of Academic and Business Ethics, 5, 1–9; Su,
Chenting M., Joseph Sirgy, and James L. Littlefield. 2003. “Is guanxi orientation bad, ethically speaking? A
study of Chinese enterprises.” Journal of Business Ethics, 44, 303–312.

რადიკალურ მორალურ უნივერსალიზმს თავისი ნაკლოვანებები აქვს. თუ დავუშვებთ, რომ


შესაძლებელია ყველა ადამიანისთვის საერთო, უნივერსალური ეთიკის დადგენა, მაშინ
შეიძლება მივიდეთ ეთნოცენტრიზმის ნაირსახეობამდე, რომელსაც დონალდსონი კულტურულ
იმპერიალიზმს უწოდებს. როდესაც მენეჯერი დარწმუნებულია, რომ ქცევის სწორ და ეთიკურ
ფორმებს მხოლოდ თავად იცნობს, მისთვის უცხო კულტურის მორალური სისტემა შესაძლოა
მეორეხარისხოვანი ან ამორალური აღმოჩნდეს. ეს პროცესი განსაკუთრებით სახიფათოა მსხვილ
და ფინანსურად ძლიერ მულტინაციონალურ კომპანიებში, რომელთა შვილობილი კომპანიები
განვითარებად ქვეყნებში მოღვაწეობენ. ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე,
რომელი მიდგომა აირჩიოს მენეჯერმა? გაეცანით განსახილველ თემასთან დაკავშირებულ
მაგალითს.
განსახილველ თემასთან დაკავშირებული მაგალითი
ადგილობრივი თუ გლობალური ნორმები?
ჰემილტონი, კნაუზე და ჰილი (2009) გვთავაზობენ სასარგებლო რეკომენდაციებს
საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად. მათი აზრით, მენეჯერები რამდენიმე ევრისტიკული
შეკითხვით ხელმძღვანელობენ, როდესაც არჩევანს აკეთებენ ადგილობრივ და გლობალურ
ნორმებს შორის. ამ პროცესის პირველ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილების საეჭვო
კომპონენტების გამოვლენა ხდება; ხშირია შეუსაბამობა კომპანიის სურვილსა და ადგილობრივ
ნორმებსა თუ ღირებულებებს შორის. მენეჯერი ვალდებულია ნათლად გაიაზროს საეჭვო
გადაწყვეტილების არსი. მეორე ეტაპზე აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ არღვევს საეჭვო
გადაწყვეტილება რაიმე კანონს. თუ კანონი ირღვევა, მაშინ ლოგიკურია, რომ მენეჯერი
გადაწყვეტილების მიღებაზე უარს ამბობს. ამასთანავე, თუ საეჭვო გადაწყვეტილება კანონის
დარღვევას არ იწვევს, მაშინ მენეჯერს შეუძლია გადავიდეს მესამე ეტაპზე. ამ ეტაპზე მენეჯერი
ვალდებულია დაადგინოს, საეჭვო გადაწყვეტილება უბრალოდ კულტურული გადახვევაა თუ
რაიმე ეთიკურ პრობლემას წამოჭრის. როგორც ჰემილტონი, კნაუზე და ჰილი (2009) ამბობენ,

41
გადაწყვეტილება ეთიკურ პრობლემას წამოჭრის, როდესაც ვინმეს აზიანებს ან საყოველთაოდ
მიღებულ ნორმებს არღვევს. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ მენეჯერი გადადის მეოთხე
ეტაპზე, როდესაც ირკვევა, ხომ არ არღვევს რაიმე ინდუსტრიულ ან სხვა საერთაშორისო
კოდექსს ეთიკური პრობლემა ან კულტურული გადახვევა. საეჭვო გადაწყვეტილება შეიძლება
ეთიკურ პრობლემას ქმნიდეს ან უბრალოდ კულტურული გადახვევა იყოს, მაგრამ
მენეჯერისთვის რეკომენდირებულია ადგილობრივი ნორმების დაცვა, როდესაც აღნიშნული
გადაწყვეტილება ინდუსტრიულ კოდექსს ან უშუალოდ კომპანიის ქცევის კოდექსს არ არღვევს.
თუ საეჭვო გადაწყვეტილება მაინც არღვევს რომელიმე კოდექსს, მაშინ მენეჯერი მეხუთე და
უკანასკნელ ეტაპზე გადადის. ამ ეტაპზე მენეჯერი ვალდებულია დაადგინოს, რამდენად
ღირებულია კომპანია შესაბამისი ქვეყნისთვის. თუ კომპანიას რაიმე სარგებელი მოაქვს,
მენეჯერისთვის რეკომენდირებულია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო თუ
სარგებელი ნაკლებია, მაშინ ქვეყნის დატოვება ჯობს.
როდესაც მენეჯერი გადაწყვეტილების მიღების ზემოთხსენებულ ეტაპებს გადის,
დგინდება, კომპანია ადგილობრივ ნორმებს დაიცავს თუ თავისებურად აწარმოებს ბიზნესს. ამ
მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ვარიანტად განიხილება ქვეყნის
დატოვებაც და არა მხოლოდ ადგილობრივი ნორმების დაცვა ან ბიზნესის თავისებურად
წარმოება.

წყარო: Based on Hamilton, J. B., S. B. Knouse, and V. Hill. 2009. “Google in China: A manager-friendly
heuristic model for resolving cross-cultural ethical conflicts.” Journal of Business Ethics, 86, 143–157.

მულტინაციონალური მენეჯერის ინდივიდუალური ეთიკური გადაწყვეტილება

კომპანიები ქმნიან პოლიტიკას, პროცედურებს, ორგანიზაციულ კულტურას და ეთიკური


შედეგების მქონე ბიზნეს-პრაქტიკას, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებენ მენეჯერები.
მენეჯერის უპირველესი მოვალეობაა გაიაზროს, რამდენად სასარგებლოა
გადაწყვეტილება ბიზნესისთვის. ეკონომიკური ანალიზის ძირითადი დანიშნულებაა კომპანიის
მომგებიანობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. ამასთანავე, თუ ეთიკური
გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მოგება გაითვალისწინება, მაშინ მენეჯერს შეუძლია
ნაკლებად ინერვიულოს, რა გავლენას იქონიებს გადაწყვეტილება სხვებზე გარდა კომპანიის
მფლობელებისა. ზოგიერთი მკვლევარის თანახმად, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება

42
სრულიად არაეთიკურია, ვინაიდან როდესაც კომპანიის საქმიანობას მხოლოდ საბაზრო
ინტერესები არეგულირებს, ის შეიძლება გახდეს სიცრუეზე დაფუძნებული და სახიფათო.

როდესაც მულტინაციონალური მენეჯერი გაიაზრებს გადაწყვეტილების ზეგავლენას


ბიზნესზე, შემდეგი ნაბიჯია იგივე გადაწყვეტილების იურიდიული და ეთიკური შედეგების
დადგენა23. 30-ე ცხრილში ნაჩვენებია გადაწყვეტილების მიღების დიაგრამა და მოყვანილია
პრობლემები (გარდა მოგების ნახვისა), რომელთან გამკლავებაც მოუწევს მულტინაციონალურ
მენეჯერს ეთიკური გადაწყვეტილების მიღებისას.
ეთიკური პრობლემის სამართლებრივი ანალიზი გულისხმობს გააზრებას, რამდენად
თავსებადია მენეჯერის გადაწყვეტილება მასპინძელი ან მშობლიური ქვეყნის
კანონმდებლობასთან. თუ კანონი არ კრძალავს, მაშინ გადაწყვეტილება ეთიკურია. როდესაც
ეკონომიკური და სამართლებრივი ანალიზი ერთდროულად ხორციელდება, მენეჯერები
მიზნად ისახავენ მოგების მაქსიმიზაციას კანონმდებლობის ჩარჩოებში. ამ შემთხვევაში კანონი
ადგენს თამაშის წესებს, რომლითაც კომპანიები და ინდივიდები კონკურენციაში შედიან.
ვინაიდან ქვეყნების სამართლებრივი სისტემები განსხვავებულია, ეთიკური პრობლემის
მხოლოდ სამართლებრივი ანალიზის ჩამტარებელ მულტინაციონალურ მენეჯერს შეუძლია
თავისუფლად იმოქმედოს ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით, თუ მშობლიური
ქვეყანა განსხვავებულ მოთხოვნას არ აყენებს. ნობელის პრემიის ლაურეატი მილტონ ფრიდმენი
და სხვა მეცნიერები თვლიან, რომ ღია და თავისუფალი კონკურენციის წესების ფარგლებში
მოგების მაქსიმიზაცია ბიზნესის მთავარი ეთიკური პასუხისმგებლობაა24. ბევრი
მულტინაციონალური მენეჯერის აზრით, სამართლებრივი ანალიზი არ გულისხმობს მხოლოდ
საქმიანობის შედეგების თავსებადობის დადგენას მშობლიური თუ მასპინძელი ქვეყნის
სამართლებრივ სტანდარდებთან; აუცილებელია შედარება საერთაშორისო სტანდარტებთანაც.
აღნიშნული სტანდარტები ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებებსა და შედეგად
მიღებულ კოდექსებს. ზოგიერთი მათგანი მოყვანილია 29-ე ცხრილში.

2002 წლის სარბანეს-ოქსლეის აქტი მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც არეგულირებს


ბიზნესის საქმიანობას ეთიკური შედეგებით. აღნიშნული აქტი მულტინაციონალურ კომპანიას
ავალდებულებს, აკონტროლოს აღმასრულებელი თანამდებობის პირებისა და ტოპ-მენეჯმენტის
ეთიკური ქცევა. გარდა ამისა, კანონი ეხება აუდიტორისა და კლიენტის ურთიერთობებს.

43
სარბანეს-ოქსლეის აქტი ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის კომისიამ მაშინ შემოიტანა,
როდესაც ენრონი, ვორლდკომი და სხვა კომპანიები კორუფციულ სკანდალში გაეხვნენ. აქვე
აღსანიშნავია, რომ როგორც ჩვენი წიგნის ამ თავში ვიხილეთ, კორუფციული სკანდალები
მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს არ აზიანებს. ევროპულ და აზიურ კომპანიებს ხშირად
მიუმართავთ მანიპულაციებისთვის შემოსავლების გაზრდის მიზნით. როდესაც
მულტინაციონალური კომპანია სულ უფრო აქტიურად აწარმოებს ბიზნესს უცხო ქვეყნებში,
იზრდება მოთხოვნა კანონიერ საქმიანობაზე. კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებს
სარბანეს-ოქსლეის აქტის მსგავსი კანონმდებლობა. მომავალში ასეთი ინოვაციური კანონები
ალბათ მთელ მსოფლიოში ამოქმედდება.

მენეჯერი უპირველეს ყოვლისა ბიზნესის მოგებაზე ზრუნავს და შესაბამისად, მისთვის


მთავარია გადაწყვეტილების ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები, თუმცა ცოტაა
მენეჯერი, ვინც ვერ იაზრებს კომპანიის საქმიანობის ეთიკურ შედეგებს. ამასთანავე,
მნიშვნელოვანია როგორია გადაწყვეტილების მიმღების მორალური რწმენები, რა პოლიტიკა
აქვს კომპანიას დაინტერესებული პირების (მაგალითად, მომხმარებლების, თანამშრომლების,
საზოგადოების) მიმართ და როგორია ეთიკური პრობლემის კულტურული კონტექსტი25.
მაშასადამე, მულტინაციონალური მენეჯერი ვალდებულია განახორციელოს ეთიკური ანალიზი
გარდა ეკონომიკური და სამართლებრივი შეფასებისა ანუ მხოლოდ მოგებაზე ზრუნვა და
სამართლებრივი რეგულაციების გათვალისწინება საკმარისი არ არის. ვიდრე მენეჯერი
დაადგენს, რა არის სწორი, მან უნდა გაითვალისწინოს მრავალი ნიუანსი გადაწყვეტილების
მიღებამდე.

44
სურ. 6. მულტინაციონალური მენეჯმენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის
მნიშვნელოვანი კომპონენტები

ქმედება ან მისი შედეგი:

არღვევს მშობლიური
ან მასპინძელი დიახ შეჩერდი
ქვეყნის კანონებს

არა
სამართლებრივი ანალიზი

არღვევს
საერთაშორისო დიახ შეჩერდი
შეთანხმებებს

არა

არღვევის კომპანიის
ქცევის კოდექსს დიახ შეჩერდი

ორგანიზაციული ეთიკური არა

ანალიზი
თავსებადია
კომპანიის არა შეჩერდი
კულტურასთან

დიახ

თავსებადია
კულტურული მგრძნობელობის ადგილობრივ არა შეჩერდი
ეთიკური ანალიზი კულტურულ
ნორმებთან

დიახ

თავსებადია პიროვნულ
პიროვნული ეთიკური ანალიზი მორალურ რწმენებთან არა შეჩერდი

დიახ

გააკეთე!

განსახილველ თემასთან დაკავშირებული მაგალითი

ქცევის კოდექსის შემუშავება მულტინაციონალური კომპანიისთვის

45
როგორც ჩვენი წიგნის ამ თავში ვიხილეთ, ეთიკას სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად
აღიქვამენ. მაგალითად, ფრანგულმა პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის დაცვის
ორგანიზაციამ არ მისცა საშუალება მაკდონალდსის ინსაიდერს, განესაჯაროებინა პირადული
ინფორმაცია. როგორ შეიმუშავოს მულტინაციონალურმა კომპანიამ აღსრულებადი ქცევის
კოდექსი შვილობილი ორგანიზაციებისთვის? ექსპერტები გვთავაზობენ შემდეგ
რეკომენდაციებს:

 ჩართეთ პროცესში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი: ექსპერტები


გვირჩევენ გამოვიყენოთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი იურიდიული
დეპარტამენტის ნაცვლად. აღნიშნული დეპარტამენტი დაგვეხმარება ღირებულებებზე
დაფუძნებული ეთიკური კოდექსის შემუშავებაში და ის არ იქნება მხოლოდ
სამართლებრივ თავსებადობაზე ორიენტირებული;
 დააფუძნეთ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო: პროცესში ჩართეთ რეგიონის
კულტურული მოთხოვნილებების მცოდნე თანამშრომლები. ნუ დაეყრდნობით
ემიგრანტებს, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ სიღრმისეული კულტურული ცოდნა;
 შექმენით კოდექსის სარჩევის მონახაზი და დარწმუნდით, რომ ის კულტურულად
ნეიტრალურია: მრჩეველთა საბჭო შეძლებს დაქვემდებარებული განყოფილებებიდან
მიღებული ინფორმაცია კოდექსის მოქმედების სფეროების დასადგენად გამოიყენოს.
სარჩევის მონახაზი აუცილებელია იყოს რაც შეიძლება კულტურულად ნეიტრალური;
 დაასრულეთ სარჩევი: დაიხმარეთ სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფები და დაასრულეთ მუშაობა
კოდექსის სარჩევზე; აღმოფხვერით კულტურული შეუთავსებლობები;
 თარგმნეთ ქცევის კოდექსი: დოკუმენტი თარგმნეთ ყველა თანამშრომლის მშობლიურ
ენაზე. ამ შემთხვევაში დოკუმენტი მაქსიმალურად გასაგები იქნება

წყარო: Based on HR Focus. 2008. “Why global ethics count and how HR can help,” October, 85(10): 13–15.

ეთიკური ანალიზი სამ კომპონენტს მოიცავს საკუთარ თავში: 1) ორგანიზაცია; 2)


ბიზნესის საქმიანობის ქვეყნის ეროვნული კულტურა და 3) პიროვნული ეთიკური რწმენები.
ორგანიზაციული ეთიკური ანალიზის შემთხვევაში მენეჯერი აკვირდება როგორც
წერილობით კოდექსს, ასევე კომპანიის კულტურის დაუწერელ ნორმებს. ბევრ ორგანიზაციას

46
გააჩნია ეთიკური კოდექსი, სადაც ჩამოყალიბებულია გადაწყვეტილების მიღებისა და
მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპები მენეჯერებისთვის. როდესაც მენეჯერი
სახელმძღვანელოდ ეთიკურ კოდექსს იყენებს, სახეზეა დეონტოლოგიური მიდგომა ანუ
მენეჯერმა იცის წერილობითი კანონები და იცავს მათ. გარდა ამისა, ნებისმიერი კომპანიის
კულტურა საკუთარ თავში მოიცავს დაუწერელ კანონებს, რომლებიც უშვებენ ან კრძალავენ ამა
თუ იმ მოქმედებას. მაგალითად, ზოგიერთი კომპანიის მენეჯერმა მშვენივრად იცის ისეთი
დაუწერელი კანონები, როგორებიც არის `მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკოლოგია, თუ
ფორმალურ კანონმდებლობას არ არღვევ~ ან `მიეცი ქრთამი, თუ საქმე გაკეთდება, არავინ
დაზარალდება და არც არავის დაიჭერენ~. მენეჯერი უფრო ღრმად გაიაზრებს კომპანიის
კულტურულ ეთიკას, თუ დააკვირდება, რომელი მორალური ენაა გამოყენებული. მაგალითად,
რა უფრო მნიშვნელოვანია, მაქსიმალური კეთილდღეობა თუ ზიანის თავიდან არიდება?
ქცევის კოდექსის ჩამოყალიბების გარდა უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემაა ამ
კოდექსის აღსრულება მსოფლიო მასშტაბით. როგორ უზრუნველყოს მულტინაციონალურმა
კომპანიამ, რათა აღნიშნულმა კოდექსმა გლობალურად იმოქმედოს? გარკვეული
რეკომენდაციები იხილეთ მულტინაციონალური მენეჯმენტის რეზიუმეში.
მულტინაციონალური მენეჯერები უცხო ქვეყნებში სტუმრები არიან. მათი ეთიკური
გადაწყვეტილებები არ შეიძლება შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სამართლებრივი
შეზღუდვებით და კომპანიის წესებით ან კულტურული ნორმებით. მენეჯერმა აუცილებელია
კითხოს საკუთარ თავს, რამდენად თავსებადია მისი გადაწყვეტილება ადგილობრივ
კულტურულ ნორმებთან. მაგალითად, შეიძლება თუ არა თანამშრომლების მუშაობა
ადგილობრივ რელიგიურ დღესასწაულებზე, მაშინ როდესაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში
ჩვეულებრივი სამუშაო დღეებია?!
მულტინაციონალური მენეჯმენტის რეზიუმე
ჯენერალ ელექტრიკი და ქცევის კოდექსი
ჯენერალ ელექტრიკი (GE) მეექვსეა Fortune 500-ის კომპანიების სიაში, ხოლო Fortune
Global 500-ის სიაში მეთერთმეტე ადგილზე ვხედავთ. კომპანია მრავალ სფეროში მოღვაწეობს,
იქნება ეს სატრანსპორტო აღჭურვილობის წარმოება, ელექტრომოწყობილობების წარმოება,
მედია თუ ჯანდაცვა. ჯენერალ ელექტრიკი აწარმოებს ტურბინებს, მატარებლებს,
ტელევიზორებსა და ულტრაბგერით მექანიზმებს, ისევე როგორც ეწევა ფინანსურ მომსახურებას.
გარდა ამისა, ჯენერალ ელექტრიკი შესულია უაღრესად განსხვავებული ნორმებისა და

47
სტანდარტების მქონე მრავალ ქვეყანაში. ამავდროულად, წარმოების სფეროებისა და ქვეყნების
მრავალფეროვნების მიუხედავად, კომპანია ინარჩუნებს მაღალ ეთიკურ ნორმებსა და
თანმიმდევრულობას. როგორ მიიღწევა ეს? ჯენერალ ელექტრიკი რამდენიმე მნიშვნელოვან
პრინციპს იცავს:
 თავდადებული და სანიმუშო ლიდერშიპი: ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც
ჯენერალ ელექტრიკი მთელ მსოფლიოში ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას, ტოპ-
მენეჯმენტის თავდადებული მუშაობაა. ნებისმიერი აღმასრულებელი პირი ეთიკურად
მოქმედებს და ნებისმიერ საქმიანობაში ავლენს თავდადებას. მეტიც, ტოპ-მენეჯერები
ისეთივე მკაცრ სტანდარტებს ექვემდებარებიან, როგორც კომპანიის სხვა
თანამშრომლები. მაგალითად, ჯენერალ ელექტრიკი ორ შემთხვევაში არ მოერიდა
მენეჯერების თანამდებობიდან გადაყენებას, როდესაც მათ ეთიკის კოდექსი დაარღვიეს,
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები კარგად იცნობდნენ ქვეყნის კულტურულ
ნიუანსებს. ამ გადაწყვეტილებამ მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა ყველას, ვინც კი
ეთიკური სტანდარტების დარღვევას მოისურვებს ნებისმიერ ვითარებაში;
 არშემოფარგვლა ფინანსური, სამართლებრივი და ადგილობრივი წესებით: ჯენერალ
ელექტრიკი მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით ხშირად ამკვიდრებს
უაღრესად მკაცრ წესებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანია დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის გზით ადგენს კრიტიკულ
მიმართულებებს. მაგალითად, მოქმედებს კორპორაციული რისკების კომიტეტი,
რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირები შედიან. კომიტეტი რეგულარულად
იკრიბება და მსჯელობს, რომელ სფეროშია საჭირო სტანდარტების დამკვიდრება, ისევე
როგორც არჩევს ყველაზე მკაცრ სტანდარტებს;
 მარეგულირებელ ორგანოებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა: ჯენერალ ელექტრიკი
გამუდმებით პროაქტიურად მოქმედებს, რათა მარეგულირებელ ორგანოებს ერთი
ნაბიჯით დაასწროს. თანამშრომლების გუნდი მუდმივად აკვირდება მსოფლიო
ტენდენციებს და წინასწარ ადგენს ახალი რეგულაციების საჭიროებას. ამის შემდეგ
გადაიხედება არსებული რეგულაციები, რათა თამაშის ახალმა წესებმა პრობლემები არ
შექმნას;
 პასუხისმგებლობის გადანაწილება თანამშრომლებზე: ჯენერალ ელექტრიკი
უზრუნველყოფს, რათა ყველამ პასუხი აგოს თავის სფეროზე. ეთიკური

48
პასუხისმგებლობის დაკისრება იურიდიული და ფინანსური დეპარტამენტის
მოვალეობა კი არ არის, არამედ კომპანია აღიარებს, რომ თანამშრომლები უკეთესად
გაუმკლავდებიან ეთიკურ დილემებს თავიანთ სფეროში. თანამშრომელს აქვს უფლება
და პასუხისმგებელიცაა ეთიკური სტანდარტების შემუშავებასა და გაუმჯობესებაზე.
მაგალითად, ქარხნის მენეჯერი პასუხისმგებელია ეკოლოგიურ, ჯანდაცვის და
უსაფრთხოების პრობლემებზე;
 თანამშრომლების ეთიკური ცნობიერების ამაღლება: ჯენერალ ელექტრიკმა დაადგინა,
რომ თანამშრომლების განათლება და ტრენინგები, განსაკუთრებით კი ახლად შეძენილ
კომპანიებსა და განვითარებად ბაზრებზე, უაღრესად მნიშვნელოვანია. ამავდროულად,
ტრენინგები ვერ იქნება ეფექტური, თუ თავად თანამშრომელს არ ეთქმის სიტყვა
ამჟამინდელ სტანდარტებსა თუ ახალ ეთიკურ პრობლემებზე. შესაბამისად, კომპანიის
თანამშრომლებს რამდენიმე არხით შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებების გამოთქმა.
მაგალითად, ომბუდსმენის სისტემა უზრუნველყოფს, რათა თანამშრომელმა
ყოველგვარი შიშის გარეშე თქვას თავისი სიტყვა;
 ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ეთიკური საზომით: ჯენერალ
ელექტრიკი უზრუნველყოფს, რათა თანამშრომლებმა თანმიმდევრული და ეთიკური
ქმედებების საზღაური მიიღონ. თითოეული ლიდერი ფასდება ეთიკური მოვალეობის
შესრულების მიხედვით. დაინერგა თუ არა საჭირო სისტემები? აქვთ თუ არა ლიდერებს
სათანადო მიზნები? დანერგილია თუ არა მაღალი ეთიკური სტანდარტები ყველა
სფეროში? თანამშრომლების დაჯილდოება სწორედ ამ კითხვებზე პასუხის შესაბამისად
ხდება.

წყაროები: Based on Ethisphere Institute. 2012. “Ethisphere Institute unveils the 2012 World’s Most Ethical
Companies.” http://ethisphere.com/ethisphere-institute-unveils-2012-worlds-most-ethical-companies/; Heineman, B., Jr.
2007. “Avoiding integrity land mines.” Harvard Business Review, April, 100–108.

მენეჯერი სხვადასხვა ათვლის წერტილიდან შეიძლება შეუდგეს ანალიზს.


ზოგიერთ შემთხვევაში პირველი რიგის ამოცანაა პიროვნული მორალური რწმენების გააზრება,
სხვა დროს კი უფრო მიზანშეწონილია კანონიდან დაწყება. არსებობს ვითარება, როდესაც თქვენ,
როგორც მენეჯერი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა ნიუანსს იაზრებთ და შემდეგ
იღებთ პირად მორალურ გადაწყვეტილებას. სწორია თუ არა გადაწყვეტილება მოცემულ

49
მომენტში? საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა თქვენზეა. სასამართლოების უმრავლესობა
მოგვიანებით არ გაიზიარებს არგუმენტს: „ორგანიზაციამ მაიძულა“.
მაშასადამე, მულტინაციონალური მენეჯერი გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია
ითვალისწინებდეს ეთიკურ საკითხებს ეკონომიკური და სამართლებრივი ანალიზის ფონზე.
ბიზნესი ვერ გადარჩება მოგების გარეშე, ადამიანებს არ სურთ ციხეში წასვლა ან დაჯარიმება,
ხოლო მათი უმრავლესობა ეთიკური საქციელის მომხრეა. როგორც ხედავთ, იოლი პასუხები არ
არსებობს. მაგალითად, გადაიტანოს თუ არა მენეჯერმა ქარხანა ქვეყანაში, სადაც იაფი მუშახელი
მრავლადაა, მაშინ როდესაც სხვა ადამიანები ამის გამო სამსახურს დაკარგავენ? გაყიდოს თუ არა
მენეჯერმა პოტენციურად სახიფათო, მაგრამ სასარგებლო პროდუქტი მესამე მსოფლიოს
ქვეყნებში, ვინაიდან ამ ქვეყნის მოსახლეობა ვერ შეწვდება მაღალი ხარისხის და შედარებით
უსაფრთხო პროდუქტს? მიაქციოს თუ არა ყურადღება მულტინაციონალურმა კომპანიამ
არასრულწლოვანთა შრომის გამოყენებას მომწოდებლების მიერ, მაშინ როდესაც ამ ბავშვების
ოჯახებს ძალიან სჭირდებათ ფული, ხოლო კონკურენტები მაინც ასე იქცევიან?
როგორ დაადგინოს მენეჯერმა, იქცევა თუ არა ეთიკურად, როდესაც ასეთ რთულ
ეკონომიკურ, სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემებთან უწევს გამკლავება? მართალია არ
არსებობს პასუხი ყოველ ეთიკურ დილემაზე, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეხვდეს
ნებისმიერ კულტურაში, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას სასურველია ვიხელმძღვანელოთ
ფილოსოფიური ეთიკური თეორიებით. სამწუხაროდ, არც რაიმე საყოველთაოდ მიღებული
ეთიკური სისტემა ან თეორია არსებობს, რომელსაც მენეჯერი დაეყრდნობა რთულ ეთიკურ
პრობლემებთან გამკლავებისას. ფილოსოფოსები საუკუნეებია დავობენ სხვადასხვა ეთიკური
სისტემების ღირსებებზე. მიუხედავად ამისა, მენეჯერს მაინც შეუძლია გამოიყენოს მეტ-
ნაკლებად მიღებული ეთიკური თეორია და მისი მოშველიებით გაიაზროს ეთიკური პრობლემა
ან ეთიკური გადაწყვეტილების არსი.
ზემოთ მოყვანილი სურათის მსგავსი ეთიკური ანალიზი არ იძლევა „სწორ“ პასუხს
ნებისმიერ ეთიკურ პრობლემაზე, მაგრამ მეტ-ნაკლებად აჩვენებს, რა საფუძვლები აქვს ეთიკურ
გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ბიზნესის წარმომადგენელი უფრო ღრმად ეცნობა
გადაწყვეტილების ეთიკურ ბუნებას.

რეზიუმე და დასკვნები

50
მულტინაციონალური მენეჯერები, ისევე როგორც ადგილობრივები, მსგავს ეთიკურ
პრობლემებს აწყდებიან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებში მოღვაწეობა
პრობლემების მასშტაბებს ზრდის. ჩვენი წიგნის აღნიშნული თავის გარკვეული ნაწილი დაეთმო
ინფორმაციას ბიზნეს-ეთიკის შესახებ, რაც სასარგებლო იქნება ეთიკური მენეჯმენტისთვის
ნებისმიერ ვითარებაში. ამავე თავში ნახსენებია საერთაშორისო ბიზნეს-ეთიკის გააზრების
საწყისი წერტილი; განხილულია კავშირი ეთიკასა და სოციალურ პასუხისმგებლობას შორის;
შესწავლილია, როგორ უდევს საფუძვლად ეთიკური ფილოსოფია ნებისმიერ ეთიკურ
მსჯელობას; ასევე ნაჩვენებია, რა განსხვავებებია ფინანსურ, სამართლებრივ და ეთიკურ
ანალიზს შორის.
ადგილობრივი მენეჯერისგან განსხვავებით, მულტინაციონალური მენეჯერი
ვალდებულია შეაფასოს, როგორ აისახება ქვეყნის სოციალური ინსტიტუტები და კულტურა
ეთიკურ მენეჯმენტზე. მოყვანილი მაგალითები ადასტურებს, რომ იურიდიული და
რელიგიური ინსტიტუტების, ისევე როგორც საბაზისო კულტურული ღირებულებების
განსხვავებები ხშირად იწვევს ეთიკური ბიზნესის განსხვავებულ აღქმას. საერთაშორისო
ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდასთან ერთად ბიზნეს-ეთიკის შესახებ არსებული
შეხედულებები ახლოვდება, თუმცა მულტინაციონალური მენეჯერისთვის არასდროს იქნება
ზედმეტი იმის ცოდნა, თუ რას ნიშნავს მორალური საქციელი ამა თუ იმ კულტურის წიაღში.
მულტინაციონალური მენეჯერი ვალდებულია გაიაზროს ადგილობრივი კულტურული
გარემო, ისევე როგორც არ აქვს უფლება უგულვებელყოს მშობლიური ქვეყნის კანონები. ამ
თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პირობებში ალბათ ამერიკელი მენეჯერები არიან. FCPA
ამერიკელ მენეჯერს უკრძალავს ამერიკული სტანდარტებისგან გადახვევას უცხო ქვეყნებში.
ნებისმიერი მულტინაციონალური მენეჯერი, რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს,
აუცილებელია იცნობდეს საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის მისი
მშობლიური ქვეყანა. აღნიშნული შეთანხმებების გაცნობა მენეჯერს თავიდან აარიდებს მრავალ
იურიდიულ თუ ეთიკურ პრობლემას საერთაშორისო ოპერაციებში.

ჩვენი წიგნის აღნიშნული თავი სრულდება გადაწყვეტილების მიღების მოდელით,


რომელიც გვიჩვენებს, როგორ მიიღება ეთიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო მასშტაბით.
მოდელი არ გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ, მაგრამ მოყვანილია პრობლემები, რომელთა
გააზრება მენეჯერს ევალება. საერთაშორისო მასშტაბის ეთიკური მენეჯმენტი მარტივი არ არის

51
და ქვეყნების ურთიერთობების ინტენსიფიკაციის პარალელურად გამოწვევები კიდევ უფრო
გაიზრდება.

სადისკუსიო კითხვები

1. რა გამოწვევები ართულებს საერთაშორისო ბიზნეს-ეთიკას ლოკალურ ბიზნეს-ეთიკასთან


შედარებით?
2. რას ნიშნავს ეთიკური რელატივიზმი? რა საფრთხეები ახლავს თან ეთიკური რელატივიზმის
მოშველიებით ნებისმიერი ეთიკური გადაწყვეტილების გამართლებას?
3. რით განსხვავდება სამართლებრივი და ეთიკური ანალიზი? მოიყვანეთ მაგალითები.
შეიძლება თუ არა მენეჯერი ეთიკურად იქცეოდეს, როდესაც მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის
კანონებს იცავს? ახსენით პასუხი
4. იმსჯელეთ ეთიკის ტეოლოგიური და დეონტოლოგიური თეორიების განსხვავებებზე.
მოიყვანეთ ორივე თეორიის გამოყენების მაგალითები, როდესაც საერთაშორისო მენეჯერს
ქრთამის შეთავაზების შესაძლებლობა ეძლევა
5. რა გავლენას ახდენს სოციალური ინსტიტუტები და კულტურა სხვადასხვა ქვეყნების
ბიზნეს-ეთიკაზე? როგორ აისახება აღნიშნული განსხვავებები მენეჯერზე, რომელიც
ეთიკური რელატივიზმის ან ეთიკური უნივერსალიზმის მორალურ პოზიციას ემხრობა?
6. მოიყვანეთ არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაიცვან ან არ დაიცვან სხვა ქვეყნების
კომპანიებმა ამერიკული FCPA
7. მოიყვანეთ მიზეზები, რა იწვევს ბიზნეს-ეთიკის უნივერსალური კოდექსის ჩამოყალიბების
ტენდენციას
ლიტერატურა

1. Woods, Walter. 2006. “Hyundai scandal delays 2nd plant.” The Atlanta Journal-Constitution, April
25, C4; Beurden, Pieter van and Tobias Gossling. 2008. “The worth of values—A literature review on
the relation between corporate social and financial performance.” Journal of Business Ethics, 82,
407–424.
2. Buchholz, Rogene A. 1989. Fundamental Concepts and Problems in Business Ethics. Englewood
Cliffs, NJ: Prentice Hall.
3. Cullen, John B., Bart Victor, and Carroll Stephens. 1989. “An ethical weather report: Assessing the
organization’s ethical climate.” Organizational Dynamics, 18, 50–62.

52
4. Ferrell, O. C., John Fraedrich, and Linda Ferrell. 2005. Business Ethics. New York: Houghton
Mifflin.
5. Hall, Jeremy, and Harrie Vredenburg. 2005. “Managing stakeholder ambiguity.” MIT Sloan
Management Review, 47(1), 11–13.
6. Buchholz.
7. Donaldson, Thomas. 1992. “The language of international corporate ethics.” Business Ethics
Quarterly, 2, 271–281.
8. Ibid.
9. Foryth, Donelson R., Ernest H. O’Boyle, and Michael A. McDaniel. 2008. “East meets West: A meta-
analytic investigation of cultural variations in idealism and relativism.” Journal of Business Ethics,
83(4): 813–833.
10. Cullen, J. B., K. Praveen Parboteeah, and Martin Hoegl. 2004. “Crossnational differences in
managers’ willingness to justify ethically suspect behaviors: A test of institutional anomie theory.”
Academy of Management Journal, 47(3): 410–421.
11. Messner, S. F., and R. Rosenfeld. 2001. Crime and the American Dream. Belmont, CA: Wadsworth.
12. Seleim, A., and N. Bontis. 2009. “The relationship between culture and corruption: A cross-national
study.” Journal of Intellectual Capital, 10(1): 165–184.
13. Mendenhall, Mark E., Betty Jane Punnet, and David Ricks. 1994. Global Management. Cambridge,
MA: Blackwell.
14. Comte, O., A. Lambert-Mogiliansky, and T. Verdier. 2005. “Corruption and competition in
procurement actions.” The Rand Journal of Economics, 36(1): 1–15.
15. Bayar, Guzin. 2005. “The role of intermediaries in corruption.” Public Choice, 122, 277–298.
16. Soon, Lim Ghee. 2006. “Macro-economic outcomes of corruption: A longitudinal empirical study.”
Singapore Management Review, 28(1): 63–72.
17. Transparency International 2012. http://www.transparency.org.
18. Gleich, Oren, and Ryan Woodward. 2005. “Foreign corrupt practices act.” The American Criminal
Law Review, 42(2): 545–571; Berger, R. P., B. E. Yannett, S. Hecker, D. M. Fuhr, and N. D.
Grohmann. 2012. “The FCPA in 2011: The year of the trial shapes PCPA enforcement.” Debevoise
and Plimption LLP. Online edition, http://www.debevoise
19. com/files/Publication/f1606dac-62eb-4299-9bfa-
5de993090940/Presentation/PublicationAttachment/db0149b4-0ec7-4633-87b6-
69b728577aa1/FCPA_Update_Feb_2012.pdf.
20. 19 Donaldson, Thomas. 1989. The Ethics of International Business. New York: Oxford University
Press.

53
21. Frederick, William C. 1991. “The moral authority of transnational corporate codes.” Journal of
Business Ethics, 10, 165–1 77; Getz, Kathleen A. 1990. “International codes of conduct: An analysis
of ethical reasoning.” Journal of Business Ethics, 9, 567–578.
22. Frederick.
23. Donaldson, Thomas. 1992. “Can multinationals stage a universal morality play?” Business and
Society Review, 81, 51–55.
24. Hosmer, Larue Tone. 1987. The Ethics of Management. Homewood, IL: Irwin.
25. Friedman, Milton. 1970. “The social responsibility of business is to increase its profits.” New York
Times Magazine, September 13, 122–126.
26. Victor, Bart, and John B. Cullen. 1988. “The organizational bases of ethical work climates.”
Administrative Science Quarterly, 33, 101–125

მულტინაციონალური მენეჯმენტი

უნარების შემუშავება

რექს ლიუსის ეთიკური დილემა

ნაბიჯი 1. გაიდიკითხეთ ხელახლა თომას დონალდსონის შეხედულებები მორალური ენების


შესახებ

ნაბიჯი 2. გაეცანით შემდეგ სცენარს. რექს ლიუსი საკვები დანამატების პატარა ამერიკელი
მწარმოებლის, ICS კორპორეიშენის 25 წლის მენეჯერია. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ლიუსი
კომპანიის შტაბ-ბინაში მუშაობდა ნებრასკას შტატის ქალაქ ლექსინგტონში და სხვადასხვა
თანამდებობები ეკავა. მოგვიანებით, როგორც საერთაშორისო ბიზნესის სპეციალისტმა,
ლიუისმა შემთხვევით ისარგებლა და მატინეაში ქვეყნის მენეჯერად დაინიშნა. ლიუსის
მატინეურ ენას ოთხი წელი სწავლობდა და ქვეყანა ჯერ კიდევ მაშინ მოინახულა, როდესაც
სტუდენტი იყო. ლიუისი დარწმუნებულია, რომ დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ
გაართმევს თავს სამენეჯერო თუ კულტურული გამოცდილების წყალობით. ICS -ის ძირითადი
პროდუქტია საკვები დანამატი SUPALL-ია, რომელიც იაფად იწარმოება და ბავშვების კვებით
მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. პროდუქტი უაღრესად მიმზიდველია მატინეის მსგავსი
ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ არის საკმარისი
მოსახლეობის გამოსაკვებად და ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია გვალვების გამო. ერთი
ბავშვის უზრუნველყოფა SUPALL -ით (თვის განმავლობაში) საშუალო ხელფასის დაახლოებით

54
მეოთხედი ჯდება, არადა მატინეური ოჯახების უმრავლესობა მრავალრიცხოვანია, მატინეაში
ყოფნის პირველი კვირის განმავლობაში ლიუისი გასაოცარ აღმოჩენებს აკეთებს. SUPALL -ის
მეტ-ნაკლები სიძვირის მიუხედავად, მატინეურ ბაზარზე მოთხოვნა დიდია. მეტიც, მოგება
თითქმის 50%-ია. ლიუისი ახლა ხვდება, როგორ ფინანსდებოდა კომპანიის კვლევისა და
განვითარების პროგრამები SUPALL -იდან მიღებული შემოსავლებით. როდესაც ჯერ კიდევ
ამერიკაში მუშაობდა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიუსს გაუმხილა, თუ
კომპანია დროულად არ შექმნიდა ახალ პროდუქციას, სხვა მსხვილი კომპანიები შემოიტანდნენ
SUPALL -ის ანალოგიურ პროდუქტს და ფასი მკვეთრად დაეცემოდა. ლიუისი, როგორც
მორწმუნე ქრისტიანი, ბჭობს, რამდენად სამართლიანია SUPALL -ის ფასი მატინეის
მოსახლეობისთვის. SUPALL -ი საკვებ პროდუქტზე იაფი ღირს, მაგრამ ოჯახის თითქმის
მთლიანი შემოსავალი მასზე იხარჯება. ამავდროულად, ICS ვერ იარსებებს მოგების გარეშე.
ლიუისს უფლება აქვს, დააწესოს ფასები, მაგრამ მანამდე გადაწყვეტილება უნდა დაუსაბუთოს
ამერიკულ შტაბ-ბინას.

ნაბიჯი 3. გაყავით კლასი ექვს გუნდად და თითოეულმა თავისი მორალური ენა აირჩიოს.
თითოეული გუნდი ICS კორპორეიშენის ნაირსახეობა იქნება შესაბამისი მორალური ენითა და
კორპორაციული კულტურით

ნაბიჯი 4. თითოეულმა გუნდმა ჩაატარეთ შესაბამისი ანალიზი. მიდით კონსესუსამდე და რექს


ლიუსის რეკომენდაციები მიეცით

ნაბიჯი 5. თქვენი მიგნებები მთელ კლასს წარუდგინეთ და იმსჯელეთ

55

You might also like