ლაბ სამუშაო-2

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ლაბორატორიული სამუშაო № 2

კირხჰოფის კანონების გამოკლევა.

ამოცანის მიზანი
კირხჰოფის პირველი და მეორე კანონის შესწავლა.

დავალება
1. კირხჰოფის პირველი კანონის შესასწავლად მოცემული პარამეტრებისთვის
გამოიანგარიშეთ დენები და შეადარეთ ცდის შედეგებთან.
2. კირხჰოფის მეორე კანონის შესასწავლად მოცემული პარამეტრებისთვის
გამოიანგარიშეთ ძაბვები და ემძ და შეადარეთ ცდის შედეგებთან.
3. ანგარიშის შედგენა.

მოკლე თეორიული ცნობები


კირხჰოფის კანონები გამოიყენება განშტოებული ელექტრული წრედების
ანგარიშისათვის. მათ საფუძველზე შეიძლება შევადგინოთ განტოლებათა
სისტემა, რომელიც სრულად განსაზღვრავს ნებისმიერი კონფიგურაციის
ელექტრული წრედის მუშაობის რეჟიმებს. ელექტრული წრედის განტოლებათა
სისტემის ამოხსნით მოიძებნება ცალკეულ შტოებში გამავალი დენები და
ძაბვები წრედის ელემენტებზე.

კირხჰოფის პირველი კანონი (კირხჰოფის კანონი დენებისათვის) ამყარებს


დამოკიდებულებას დენებს შორის კვანძისათვის. ამ კანონის თანახმად დენების
ალგებრული ჯამი კვანძისათვის უდრის ნულს:
𝑛

∑ 𝐼𝑘 = 0
𝑘=1

ანუ, ელექტრული წრედის ნებისმიერ კვანძისათვის დენების ჯამი, რომლებიც


კვანძისკენ არიან მიმართულნი უდრის კვანძიდან მიმართული დენების ჯამს.

ნახ. 1.

მაგალითად, ნახ. 1 მოყვანილი ელექტრული წრედის კვანძისთვის:


1
𝐼1 + 𝐼2 + 𝐼4 = 𝐼3 + 𝐼5
ან

𝐼1 + 𝐼2 − 𝐼3 + 𝐼4 − 𝐼5 = 0

ეს კანონი არის შედეგი იმისა, რომ ბში კვანძებში მუხტების დაგროვება


შეუძლებელია, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში შეიცვლებოდა კვანძების
პოტენციალები და დენები შტოებში.

კირხჰოფის მეორე კანონი (კირხჰოფის კანონი ძაბვებისათვის). ამ კანონის


თანახმად ნებისმიერ კონტურის ცალკეულ უბნებზე ძაბვის ალგებრული ჯამი
უდრის ემძ ალგებრულ ჯამს:

𝑚 𝑚 𝑛

∑ 𝑈𝑘 = ∑ 𝐼𝑘 𝑅𝑘 = ∑ 𝐸𝑘 ,
𝑘=1 𝑘=1 𝑘=1

სადაც m - რეზისტორული ელემენტების რაოდენობა კონტურში,


n - ემძ რაოდენობა.

ნახ. 2.

ამ განტოლებაში დადებითი ნიშნით იწერება დენი და ემძ, რომელთა


მიმართულება ემთხვევა ნაბისმიერად შერჩეული კონტურის შემოვლის
მიმართულებას. მაგალითად, ნახ. 2 მოყვანილი კონტურისთვის ისრით ნაჩვენები
შემოვლის მიმართულებისთვის ვღებულობთ:

2 2

− 𝐼1 𝑅1 + 𝐼2 𝑅2 = ∑ 𝐼𝑘 𝑅𝑘 = ∑ 𝐸𝑘 = 𝐸1 − 𝐸2
𝑘=1 𝑘=1

2
ამოცანის მსვლელობა

1. კირხჰოფის პირველი კანონის შემოწმება.


ელემენტების მნიშვნელობები:

U1 = V, R1 = , R2 = , R3 = , R4 = .

ნახ. 3 მოყვანილი სქემისათვის გამოიანგარიშეთ დენის მნიშვნელობები ყველა


შტოში. შედეგი შეიტანეთ ცხრილი 1-ში. პროგრამა Multisim-ში ააწყეთ ნახ. 3
მოყვანილი სქემა. გაზომეთ დენები ყველა შტოში. შედეგი შეიტანეთ ცხრილი 1-ს
შესაბამის სვეტში. შეამოწმეთ სრულდება თუ არა კირხჰოფის პირველი კანონის 1
კვანძისთვის. მიუთითეთ, როგორ შეიცვლება დენები, თუ მოცემული წინაღობა
R1 გაიზდება .

ნახ. 3.

ცხრილი 1.
წრედის მიღებული დენის მნიშვნელობა, A
მონაკვეთები ანგარიშით ექსპერიმენტით
U1
R1
R2
R3
R4

3
2. კირხჰოფის მეორე კანონის შემოწმება.
ელემენტების მნიშვნელობები:

U1 = V, U2 = V, R1 = , R2 = , R3 = .

ნახ. 4 მოყვანილი სქემისათვის გამოიანგარიშეთ ძაბვის ვარდნა ყველა


რეზისტორზე. შედეგი შეიტანეთ ცხრილი 2-ში. პროგრამა Multisim-ში ააწყეთ ნახ.
4 მოყვანილი სქემა. გაზომეთ ძაბვები რეზისტორებზე, კვების წყაროებზე და
შედეგი შეიტანეთ ცხრილი 2-ს შესაბამის სვეტში. შეამოწმეთ სრულდება თუ არა
მოცემული წრედისთვის კირხჰოფის მეორე კანონი.

R1 R2 V2

V1
R3

ნახ. 4.

ცხრილი 2.
მიღებული ძაბვებისს
წრედის მნიშვნელობები, V
მონაკვეთები
ანგარიშით ექსპერიმენტით
U1
U2
UR1
UR2
UR3

საანგარიშო მასალა
1. ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარების დროს გამოყენებული პრნციპული
სქემები;
2. ცხრილები.
3. საანგარიშო ფორმულები.
4. დასკვნა.

You might also like