Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

დვალეთი — საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე; ამჟამად რუსეთის ფედერაციის

შემადგენლობაში. მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს, დარიალის ხეობასა და


მამისონის უღელტეხილს შორის ტერიტორიას. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) იხსენიებს
დვალეთის ხევებს: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსო და მაღრანდვალეთი
(თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილი ამ ორი უკანასკნელის დვალეთად მოხსენიებას შეცდომად
თვლის). ქართული საისტორიო ტრადიციით, ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის
(ძვ. წ. IV – ძვ. წ. III საუკუნეები) დროიდან იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. VI საუკუნის
შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო
ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი
გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო „გზა დვალეთისა“. საქართველოსათვის
დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მონღოლთა
შემოსევების (XIII საუკუნე) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური
მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა, დვალები კი, თავის მხრივ, მასობრივად
ინაცვლებდა კავკასიონის სამხრეთით. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV საუკუნე)
შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში
მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის
სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი. აღმოსავლეთ
საქართველოსთან ერთად დვალეთიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით,
(1859) იგი თბილისის გუბერნიას ჩამოაჭრეს და თერგის ოლქს შეუერთეს. დვალეთის
მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და
ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა — კასრის-კარმა და ხილკამ; ზროგოსა და
მამისონის (ჟღელეს) ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა.

სრულად...

კანდიდატები

სხვა რჩეული სტატიები


დღის სტატია

ბარაკ ჰუსეინ ობამა II (ინგლ. Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ)
— აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009 წლის 20 იანვრიდან. ნობელის მშვიდობის პრემიის 2009 წლის
ლაურეატი. ყოფილი უმცროსი სენატორი ილინოისიდან და 2008 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებში წამყვანი კანდიდატი დემოკრატთა ნომინაციით. პირველი შავკანიანი პრეზიდენტი
აშშ-ის ისტორიაში; ასევე აშშ-ის სენატის ისტორიის განყოფილების თანახმად ის მეხუთე აფრო-
ამერიკელი სენატორია აშშ-ის ისტორიაში, მესამე, რომელიც სახალხოდ აირჩა, და ერთადერთი
აფრო-ამერიკელი, რომელიც 2008 წლისთვის მსახურობდა სენატში. მეორე ვადით აირჩიეს 2012
წელს.

სტატიები

დღის სურათი

გაოშიუნგის მუსიკალური ცენტრი ფარნების ფესტივალის დროს.

რჩეული სურათები
სიახლეები

• ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის


ინასიუ ლულა და სილვამ (სურათზე) გაიმარჯვა.
• კორეის დედაქალაქ სეულში მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 151, ხოლო დაშავდა
82 ადამიანი.
• რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა.
• იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი გახდა.
• ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს მიანიჭა.
• ულფ კრისტერსონი ოთხი პარტიის შეთანხმების საფუძველზე შვედეთის პრემიერ-
მინისტრად აირჩიეს.

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში

5 ნოემბერი — ამ დღეს...
• 1688 : დიდებული რევოლუცია — ორანის პროტესტანტი უფლისწული უილიამი
(სურათზე) დევონში შემოდის მისი სიმამრის ბოლო კათოლიკე მეფე ჯეიმზ II-ის
ტახტიდან გადმოსაგდებად.
• 1813 : რუსეთი და სპარსეთი ხელს აწერენ გულისტანის საზავო ხელშეკრულებას, რითაც
სრულდება რუსეთ-სპარსეთის 1804-1813 წლების ომი.
• 1913 : დიდი ბრიტანეთი კვიპროსის ანექსიას ახდენს და საფრანგეთთან ერთად ოსმალეთს
ომს უცხადებს.
• 1916 : პოლონეთის სამეფო გამოცხადდა გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიას
იმპერატორების მიერ.
• 1994 : 45 წლის ჯორჯ ფორმანი ხდება ყველაზე ასაკოვანი მძიმე წონის კრივის ჩემპიონი
მაიკლ მურზე ნოკაუტით გამარჯვებით.
• 2004 : რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიოტოს პროტოკოლს აწერს ხელს,
რითაც მოქმედებაში შედის მსოფლიო ნახშირბადის ორჟანგის გამონაბოლქვის კვოტები.

სხვა მოვლენები

იცით თუ არა, რომ?


ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:

• წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც
საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
• პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
• ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო,
ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
• იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ
ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
• თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
• პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე)
პინგვინს ჰგავს.
• წყლის შაშვები საკვების მო

You might also like