Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ეფექტური მარკეტინგული კამპანიის გავლენა ბიზნესის გაყიდვებზე

ლაშა კობიაშვილი

ბიზნეს ადმინისტრირება - მენეჯმენტი

ნაშრომის ხელმძღვანელი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
შესავალი
პრობლემის აღწერა. ბიზნეს სამყაროში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს
მარკეტინგი. მსოფლიოს უდიდესი კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ
მარკეტინგულ კამპანიებში. მარკეტინგული კამპანიის წარმატება განაპირობებს
კომპანიის პროდუქციის გაყიდვებისა და აქციების ზრდას. ბაზარზე ახლად
შემოსული ბიზნესებისთვის მარკეტინგი გზაა ბაზარზე არსებული კონკურენციის
დაძლევისკენ. მარკეტინგს დიდი როლი აქვს ბიზნესში, მარკეტინგი აკონტროლებს
მომხმარებლის დამოკიდებულებს კომპანიის მიმართ და მათ მოთხოვნას, ახალი
პროდუქციის შექმნაში იღებს მონაწილეობას და რაც მთავარია გაყიდვების ზრდაზეა
ორიენტირებული, რადგან მარკეტინგის წარმატებულობა სწორედ გაყიდვების
რაოდენობის ცვლილებით განისაზღვრება. მარკეტინგი მას შემდეგ არსებობს, რაც
ხალხმა ვაჭრობა და პროდუქციის ერთმანეთში გაცვლა დაიწყეს, თუმცა როგორც
მარკეტინგის მეცნიერულად ანალიზი მეოცე საუკუნეში დაიწყო და დღემდე უამრავი
ტიპის მარკეტინგული სტრატეგია არსებობს, რომელთაც ერთი საერთო მიზანი აქვთ,
გაზარდონ კომპანიის გაყიდვები, შესაბამისად, მოგება. მარკეტინგის დახმარებით
ოცდამეერთე საუკუნეში მარკეტინგის აღქმა და გაგება შეიცვალა და დღეს ის
ძირითადად ხალხთან ურთიერთობასა და ბრენდ იმიჯის შექმნას უკავშირდება,
რამაც, რა თქმა უნდა, დამალა მარკეტინგის ძირეული არსი, გაყიდვებზე
ორიენტირებულობა. კვლევა დაეთმობა სწორედ მარკეტინგისა და გაყიდვების
ურთიერთკავშირსა და მის სასარგებლო შედეგებსა და რეალურ მაგალითებს.

კვლევის აქტუალობა.

საქართველოს ბაზარზე უფრო და უფრო მარტივდება ბიზნეს წარმოება, რაც


განაპირობებს უამრავი ახალი კომპანიის შექმნას. ახლად შექმნილი კომპანიები კი
საჭიროებენ მარკეტინგული ინფორმაციას, კერძოდ, მის გავლენაზე, დადებით
მხარეებსა და მნიშვნელობაზე. ზოგიერთი ახალ დაარსებული კომპანია, უარს ამბობს
მარკეტინგზე ხარჯების შესამცირებლად, რის გამოც მათი გაყიდვების რაოდენობა
ჩამორჩება მარკეტინგის მქონე კონკურენტებისას. მარკეტინიგის მნიშვნელობის
თვალსაჩინო მაგალითების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება მსოფლიო ბაზარზე,
მათ შორის საქართველოშიც. სწორედ ამიტომ, ეს აკადემიური კვლევა უპასუხებს,
საქართველოს ბაზარზე მარკეტინგული ცოდნის მოთხოვნას.

კვლევის მიზანი. აკადემიური კვლევის მიზანია:

 ნათლად წარმოაჩინოს მარკეტინგსა და გაყიდვებს შორის არსებული კავშირი


მსოფლიო მაგალითებზე დაყრდნობით.
 ნათლად დაანახოს ახალ კომპანიებს გაყიდვებში მარკეტინგის როლი.
 დაეხმაროს ახალ ბიზნესებს გაყიდვების გაზრდის მიზნით. სწორი
მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებაში
 თვალსაჩინო მსოფლიო მაგალითები წარმოუდგინოს ქართველ მარკეტერებს.

საკვლევი საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს უდიდესი კომპანიების


უმრავლესობა იყენებს მარკეტინგულ კამპანიებს საკუთარი პროდუქტის გაყიდვებისა
თუ კომპანიის აქციების გაზრდისთვის და ამასთანავე მათი უმრავლესობა სწორედ
ეფექტური მარკეტინგული კამპანიებით გახდნენ საერთაშორისო კორპორაციები,
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეფექტური მარკეტინგული კამპანია ბიზნესის გაყიდვებს
ზრდის.
გამოყენებული ლიტერატურა
თოდუა, ნუგზარ. 2012. საერთაშორისო მარკეტინგი. თბილისი: თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ბელჩი, ჯორჯ და მაიკლ ბელჩი. 2013. რეკლამა და პრომოცია. თბილისი: დიოგენე.

ჰაიმი, ალექსანდრ. 2015. მარკეტინგი მარტივად. თბილისი: პალიტრა L.

როჯერსი, დენი. 2016. კამპანიები რომლებმაც შეძრა მსოფლიო. თბილისი: პალიტრა.

Weitz, Barton, Stephen Castleberry and John Tanner. 2005. Selling. McGraw-Hill Education.

You might also like