Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი

გამოვლინებაა ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“ (1833-1836). აქ მთავარია


რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან განთავისუფლებისა და სამყაროს
იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება - ჰარმონიულად
შეუთავსდეს ამ საწყისებს, „რომ დაშთოს აქ ამაოება“, აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ
არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის „ამაოების“ გამო და ადამიანის
სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ცნაურდება
ფილოსოფიურ ხასიათის ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირას“ (1837). „აღუვესებელი
საწყაულის“ სახე, როგორც ფილოსოფიური შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს
ბარათაშვილის მთელ პოეზიას.

You might also like