Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

Cisco Unity Connection

CUC
გამოიყენება ხმოვანი ფოსტის სერვისებისთვის ასევე უზრუნველყოფს სხვა
მახასიათებლებს როგორიც არის basic auto-attendant functionality. უპირატესობები:

1. სწრაფი და მოქნილი წვდომა შეტყობინებებზე მომხმარებლისთვის

მომხმარებლებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და გაზარდონ პროდუქტიულობა


შეტყობინებებზე სწრაფი და ეფექტური წვდომით, მათ მიერ გამოყენებული
მოწყობილობებიდან და აპლიკაციებიდან, მიწოდებული მათთვის სასურველი
ფორმატით.

Unity Connection მხარს უჭერს აუდიო და ვიდეო შეტყობინებებს, ტელეფონიდან


ტელეფონზე ვიდეო მესიჯებს, ასევე მეტყველების ტექსტურ შეტყობინებაში
ტრანსკრიფციას.

2. მარტივი და ეფექტური ადმინისტრირება და მართვა

Unity Connection ვირტუალიზებულია, მოქნილი და ადვილად ინტეგრირებულია ქსელში


და აპლიკაციის გარემოში. Unity Connection იმართება Prime Collaboration-ის მიერ,
შესაძლებელია სერვისის გააქტიურება, მონიტორინგი , შესრულების ანალიზი და
ანგარიშგება, განახლება, მიგრაციისა და ლიცენზიების მართვა .

3. მაღალი დონის უსაფრთხოება

მასშტაბირებადი და თავსებადი Unity Connection არის შეტყობინებების ერთიანი


გადაწყვეტა. რომელსაც თანმიმდევრულად ირჩევენ საშუალო და გლობალური
კორპორაციები, სამთავრობო უწყებები და უსაფრთხოების სამსახურები 2005 წლიდან .

Cisco Meeting Server


(CMS)
CMS არის მასშტაბური, უსაფრთხო, შიდა შეხვედრების გადაწყვეტილება . CMS მოიცავს
cisco webex-ს და ის ასევე უზრუნველყოფს ფართო კონფიგურაციას ვიდეო, აუდიო და
ვებ კომუნიკაციისთვის. CMS ვებ აპი ნებისმიერს საშუალებას აძლევს შექმნას,
შეუერთდეს და გაუშვას შეხვედრები მარტივად, ბრაუზერის მეშვეობით .
მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ სწრაფად შეუერთდნენ შეხვედრას აპლიკაციის
ჩამოტვირთვის გარეშე, ბრაუზერების გამოყენებით რომელთაც აქვთ WebRTC
მხარდაჭერა.

Cisco Telepresence Management Suite


(TMS)
შეიძლება დაერთოს CMS-ს, რათა მართოს ვიდეო კონფერენციის მოწყობილობები
ქსელში, ცენტრალიზებული შეხვედრის დაგეგმვასთან ერთად. TMS-ი უზრუნველყოფს
ფართო მაშტაბიან ჩართვებს გამარტივებული კონფიგურაციით , კომპლექტს აქვს 100
ათასამდე მომხმარებლის მხარდაჭერა, ასევე მხარს უჭერს 5000-მდე პირდაპირ
მართულ მოწყობილობას, აქვს გამარტივებული ინტეგრაცია, აერთიანებს
სატელეფონო წიგნაკებს სხვადასხვა გარე ინფორმაციის წყაროებიდან და არსებული
დირექტორიებიდან. ასევე შესაძლებლობას იძლევა გამოვიყენოთ Microsoft exchange-ის
გაფართოებებთან ერთად, რათა დავგეგმოთ შეხვედრები უშუალოდ Microsoft Outlook-
ის კლიენტებთან. TMS-ი ასევე საშუალებას იძლევა კონტაქტების მარტივ მართვას,
ადმინისტრირებას, კონფიგურაციის ცენტრალიზებულ მართვას, ქსელის მიმოხილვას ,
საინფორმაციო დაფებს, სტატუსის ინდიკატორებს.

Cisco Meeting Manager


(CMM)
Cisco Meeting Manager (CMM) უზრუნველყოფს CMS-ის გარშემო გაერთიანებულ
მენეჯმენტის სერვისების ერთობლიობას.

Cisco Prime Collaboration Deployment


(PCD)
კოლაბორაციის მართვის პროგრამა როგორიცაა (PCD) ეხმარება UC-ინჟინრებს
კოლაბორაციის პროგრამების განთავსებაში, მიგრაციასა და დამონტაჟებაში , ხოლო
Prime Collaboration Provisioning (PCP) უზრუნველყოფს ადგილს, რათა შეასრულოს
გადაადგილება, დამატება, შეცვლა და ოპერაციების წაშლა სისტემის სხვადასხვა
კონფიგურაციისთვის, საბოლოო წერტილებისა და მომხმარებლებისთვის.

You might also like