Professional Documents
Culture Documents
ასტვაც ინჩურ ჰამარ (ნ.დუმბაძე)
ასტვაც ინჩურ ჰამარ (ნ.დუმბაძე)
”
*
ძია გევორქა უცებ მოკვდა. ჯერ ადგა სკამიდან, მარცხენა ხელი საფეთქელთან
მიიტანა.
ძია გევორქა ასე ორმოცი, ორმოცდახუთი წლის კაცი იქნებოდა, ჩვენს ეზოში
ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში, ცოლთან და ქალიშვილთან ერთად. უსაშველოდ
ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა, ნელი. სვანეთისუბნელმა ტრუპკა გოგიამ მოსტაცა ომის
შემდეგ, წაიყვანა და წაიყვანა. ნელი მშობლების სანახავად კვირაობით მოდიოდა
ხოლმე, ბებია ანეტასა და ბაბუა გევორქას შვილიშვილის ალერსით გააძღებდა და
საღამოს კვლავ ქმრის ოჯახში ბრუნდებოდა.
- არა.
- წესია ასეთი!
- მე რომ არ ვიწერ?
- უნდა ჩაიწერო!
- მე მარტო?
- კი მაგრამ, სხვებთან ერთად რომ ვიყავი? შახ! რა უნდა მექნა, მაგ ფიგურას
ხელი გაუშვი, ჩემია...
- მეფეს გარდეს ვინ ეუბნება, ბრიყვო? მერე, მერე?.. - მეკითხება ძია გევორქა და
პასუხის მოლოდინში ისევ ჯდება.
- არა!
- გინდა ორი ჩამიწყვეთ, გინდა ხუთი, ფული არა მაქვს... - ვაფრთხილებ ძია
გევორქას და ასადგომად ვემზადები.
- არ მაქვს, ვა, კაცი არა ხარ? შვილი არა გყავს? - ვისაწყლებ თავს.
- შენისთანა შვილი რომ მყავდეს, დღეში სამჯერ მოვკლავ. ანეტა, ერთი თუმანი
კიდევ ასესხე ამ უდღეურს ჩემს ანგარიშში... ბოლოკი კლარა ცეტკინზეა, პური
ოცდახუთი თებერვლის ქუჩაზე, ხომ იცი, ოტელო პური მიყვარს, იაფია და
გემრიელი, ღვინო #5, საფერავი უნდა იყოს...
- ვინც შენზე თქვა სომეხიაო, ანგარიშიანიაო, ფულის ყადრი იცისო, რატომ ენა არ
გაუხმება, ეგ რა მოგებაა, ფული მე უნდა მივცე, ბოთლი მე უნდა მივცე, საუზმე მე
უნდა გავუმზადო, ღვინო მე უნდა დავუსხა, თქვენ მარტო უნდა დალიოთ?! - ამბობს
დეიდა ანეტა, თან მაგიდაზე წინდაწინვე გახაზირებულ თუმანს, ზემბილში ჩაწყობილ
ბოთლებს დებს და ისე გვათვალიერებს მე და ძია გევორქას, ტრამვაის კონტროლიორი
რომ ათვალიერებს ხოლმე უბილეთო მგზავრებს. მე და ძია გევორქა მორცხვად ვხრით
თავებს.
**
ღვინოს ყოველთვის სახლში ვსვამდით. საოცარი კია, რადგან არც წინასწარ
დაგვითქვამს და არც ვინმე პირზე ხელს გვაფარებდა, მაგრამ როგორც კი
სისხლისფერი ღვინით სავსე ჭიქას ავიღებდით ხელში, ბილწსიტყვაობა და
ლაზღანდარობა თავისთავად ქრებოდა სადღაც და მის ადგილზე სევდა, მწუხარება,
გულწრფელობა, იუმორი, ოცნება და სიყვარული მოდიოდა.
ახლა მე ხომ უნამუსო არა ვარ, ძროხა ხომ არა ვარ, ბალახს ხომ არ ვჭამ და
პირუტყვი არა ვარ, ადამიანი ვარ და მეტყველი, მეც ხომ უნდა ვუთხრა რამე
სასიამოვნო სომხეთზე ძია გევორქას? მაგრამ რომ არ ვიცი რა ვუთხრა? ამიტომ ენის
ბორძიკით ვიწყებ: - ძია გევორქ, სასომხეთის ნაირი ქვეყანა მსოფლიოში არ
არსებობს...
- მაგრამ არა უშავს, სევანი ხომ გაქვთ - ზღვაა მა რა ოხრობააა?! - ვამხნევებ მე.
- სევანი რა ზღვაა, ბიჭო, ერთი პორტი არ აქვს. - ცალყბად იღიმება ძია გევორქა.
- როგორა ხარ, ბიჭო, სესიების საქმე როგორა გაქვს? - მკითხა ძია გევორქამ.
- სწორად იქცევი...
სუნთქვა შემეკრა, ასეთი გაუგებარი და ასეთი ჭკვიანი ძია გევორქა ჯერ არ მენახა
და არც გამეგონა.
- როგორ?
- როგორ და ორ შაურად. თუ სამყარო ღმერთის შექმნილია და შვილია მისი,
კიდეც უნდა უმღეროს, აბა ნანინას გარეშე შვილის გაზრდა ვის გაუგია, ბიჭო! -
გაიცინა ძია გევორქამ. - ახლა რა ვქნა, მიტოჯან, მოგიკლა ეს სულელი დედოფალი
თუ ისევ დაგიბრუნო?
- ვის?
- რა გვარია?
- ალექსი-მესხიშვილი!
- არა.
- გოგისვანიძე.
- მერე, დალოცვილო, მე რომ მიყვები აქ, იმას ვერ მოუყევი, როგორც იყო? -
ავღელდი მე.
- ჰა, შეატყვე რომ აგებ და აურიე? მიდი, ითამაშე, ცხვირი ნუ ჩამოგიშვია, მთელი
სამ დღე წინა გვაქვს... - მითხრა ძია გევორქამ, სვლა გააკეთა და ჩაიწერა, - ხომ
ხედავ, სვლა ჩავიწერე. მიდი, რაღას უყურებ? - ძია გევორქა თითქოს გამოცოცხლდა,
ფერი მიეცა, სახე წამოუწითლდა, წარბებიდან სილურჯე გაუქრა, ლაზღანდარობაც
დამიწყო.
***
1950 წლის ივნისის თვის პირველი კვირის სამშაბათს დაკრძალეს ძია გევორქა,
ნინოშვილის ქუჩის ორივე გამოსასვლელი და ყველა გზაჯვარედინი დღის თორმეტ
საათზე დაიხურა. გლოვა დაიწყო. დეზერტირის ბაზარზე უამრავი თეთრი ვარდი
შევიძინე და უზარმაზარი თაიგულით ხელდამშვენებული შევედი ჭირისუფლებით
ალყადარტყმულ პატარა ოთახში. თაიგული იმდენად დიდი იყო, რომ სახე არ
მიჩანდა, ამიტომ ჭირისუფალმა ჯერ ვერ მიცნო, მაგრამ როდესაც კუბოსთან მივედი,
დავიხარე, თაიგული ძია გევორქას ფეხებთან დავდე და წელში გავიმართე, ისეთი
კივილი ატყდა, გული ჯერ გადამიბრუნდა, მერე ამიჩუყდა და გალახული ბავშვივით
ავქვითინდი.
გახდა სამი საათი. ხალხი აჩოჩქოლდა და გამოჩნდა კარებში ნათესავების მიერ ისე
მაღლა ატაცებული ძია გევორქა, გეგონებოდათ, მიჰყავთ კი არა, თვითონ მიაბიჯებსო
ჰაერში.
- სად მიდიხართ?! - ახლა თავის მხრივ იკითხა, ჯერ კიდევ უწვერულვაშო და,
როგორც შემდეგ გაირკვა, ახალბედა მილიციელმა.
- რას იზამ, დღევანდელი დღე შენია და დაგრჩეს, ხვალ კი ჩემი ხელით მიგათრევ
პოლკოვნიკ ჭელიძესთან და პაგონებს, ენას და ყურებს ერთად აგახევ. - დაემუქრა
მილიციელს ვალერიან გაბისონია, არ ვიცი, შეეშინდა, არ ვიცი, გაბრაზდა, ისე კი
მილიციელი მიტკლისფერი გახდა, შებრუნდა და წავიდა.
- ვინა ხარ შენ? - მკითხა ერთმა, რომელსაც ნიჩბები და წერაქვი უნდა წაეღო.
- შვილი ხარ?
- არა.
- ეგეთი რა ვალი დაგრჩა, შე კაცო, რომ ცოლ-შვილი წავიდა და შენ აქა ხარ? -
მკითხა მეორე მესაფლავემ.
- ძია გევორქა.
- ძია გევორქ, ღმერთმა სული გიცხონოს და ეგ კონიაკი გაამოს, მიიღეთ
დიმიტრისაგან ვალი... კონიაკი რაკრაკით იღვრებოდა ბოთლიდან, ახალნაყარმა მიწამ
სასწრაფოდ შეისრუტა კონიაკი, - ნახე როგორ მალე მიუვიდა, - თქვა თედომ,
კმაყოფილმა გაიღიმა და ცარიელი ბოთლი დამიბრუნა.
- წეღან გითხარით, მაგ კაცის იმდენი ვალი მაქვს, ჩემს სიცოცხლეში ვერ
გადავიხდი-მეთქი, არ იფიქროთ, რომ ფული მმართებს...
- სიყვარული მმართებს...
- არა, კაცო, ძია გევორქა რომ კვდებოდა, მომეჩვენა, რომ სიკვდილის წინ ღმერთს
უთხრა რაღაც...