Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ლიდერი VS „ ბოსი“

ლიდერი - გიცავს ლიდერი - ზრუნავს შენზე ლიდერი - ზრუნავს


შენს განითარებაზე ლიდერი - გცემს პატივს და (უყვარხარ)
ლიდერი - გულწრფელია ლიდერი- მზადაა შენს მაგივრად მიიღოს
ტკივილი ლიდერი- სამართლიანად გექცევა ლიდერი- შენთვის
გასაგებ ენაზე გესაუბრება ლიდერი - ხსნის შენს ფარულ
პოტენციალს ლიდერი - საქმის კურსშია ლიდერი - ქმნის
შესაძლებლობებს ლიდერი - ეფექტურად იყენებს რესურსებს
ლიდერი - მაგალითს გაძლევს ლიდერი - გისმენს ლიდერი -
ბედნიერია შენი/თქვენი წარმატებით ლიდერი -
მამაცია/გაბედულია/შეუპოვარია ლიდერი - არ აკეთებს შენს
გასაკეთებელს ლიდერი - იცავს შენს ავტორიტეტს ლიდერი -
უკიდურეს შემთხვევაში გსჯის, სამართლიანად. ლიდერი - მშვიდია
ლიდერი - გენდობა/ეჭვის გარეშე ლიდერი - სწრაფად იღებს
ეფექტურ გადაწყვეტილებებს ლიდერი - იმალება , წარმატების
დროს , წინა ხაზზე დგება გამოწვევების დროს ლიდერი - კარგად
გიცნობს ლიდერი - გაძლევს შთაგონებას ლიდერი - გიქმნის
მოტივაციას შთაგონების განსახორციელებლად ლიდერი -
ლიდერი მოგყვება ბოლმდე რომ შეიცვალო ლიდერი - გცვლის
უკეთესობისაკენ ლიდერი - შენთვისაა ლიდერი - მთლიან სურათს
ხედავს/გაძლევს სწორ მიმართულებებს/ორიენტირებ ს ლიდერი -
დეტალებს დეტალებში ხედავს ლიდერი - ფლობს
მოლაპარაკებების ხელოვნებას ლიდერი - ეფექტური
კომუნიკატორია ლიდერი - კარგად მართავს
პროცესებს,შედეგებამდე. ლიდერი - იმის დელეგირებასაც ახდენს
სხვებზე,რისი დელეგირებაც არ უნდა ლიდერი - აყალიბებს
შთამაგონებელ ორგანიზაციულ მისიას. ლიდერი - აყალიბებს
საყრდენ ფასეულობებს, რომელიც აერთიანებს ყველას ლიდერი -
ქმნის წესებს რომელსაც თავადვე იცავს ლიდერი - გაძლევს
მიზნებს და ხედვას რომელიც შთაგაგონებს. ლიდერი - თავად
იღებს პასუხისმგებლობას გუნდის/ორგანიზაციის ყოველ ნაბიჯზე
ლიდერი - გაფასებს რაოდენობრივად/შედეგებით ლიდერი -
გაფასებს ხარისხობრივად/შენი დამოკიდებულებებით და ქცევით
ლიდერი - გიფასებს ძალისხმევას და მიღწევებს. ლიდერი -
თავისუფალია,შენც გაძლევს თავისუფლებას ლიდერი - იცავს
ბალანსს საქმე/პირადი ცხოვრება ლიდერი - პატივს სცემს შენს
ბალანსს: საქმე/პირადი ცხოვრება ლიდერი - გთხოვს შედეგს და
არა სამუშაო საათებს. ლიდერი - არ დაუშვებს შენი მხრიდან მის
მიმართ ან გუნდის წევრების მიმართ უპატივცემულობას ლიდერი -
კარგი მასწავლებელია ლიდერი - პროაქტიულია და პრობლემებს
შემოქმედებითად აგვარებს ლიდერი - აფასებს დროს, იცის რომ ის
ერთადერთი მთავარი რესურსია ლიდერი - ახალისებს
ინიციატივას ლიდერი - მზადაა კრიტიკის მოსასმენად ლიდერი -
გახსნილია და მუდამ სწავლობს/შენგან/ფაქტები
თან/გამოცდილებიდან ლიდერი - ბიზნეს ოპერაციებში
ტექნოლოგიებს ამჯობინებს ვიდრე ადამიანებს ლიდერი -
შემოქმედებითად შედეგების მიღწევაში ადამიანებს ამჯობინებს
ვიდრე ტექნოლოგიებს. ლიდერი - ციფრებში კარგად ერკვევა და
მხოლოდ ციფრებზე დაყრნობით იღებს გადაწყვეტილებებს
ლიდერი - კარგად ერკვევა მარკეტინგში, ფინანსებში,მართვაში
ლიდერი - კარგად ფლობს საქმის დიდი მოცულობების მართვის
ინსტრუმენტებს ლიდერი - კარგად ფლობს საქმის დიდი
მოცულობების მართვის ინსტრუმენტებს ლიდერი - დროულად
ინფომრირებულია ლიდერი - თანმიმდევრულია ლიდერი -
აქცენტს აკეთებს ცენტრალურზე და საკვანძო საკითხებზე ლიდერი
- ყოველ სიტყვას უყურებს როგორც ფინანსურ აქტივს. ლიდერი -
სრულად აღიქვამს მიმდინარე რეალობას და კარგად შეუძლია
მომავლის აღქმაც ლიდერი - პრობლემებში შესაძლებლობებს
ხედავს და ცვლის შენს დამოკიდებულებას. ლიდერი - გაცილებით
ეფექტურია კომერციულად და დიდ შედეგს დებს ვიდრე „ბოსი“ და
ბოლოს ... ლიდერი - ადამიანია,რომლსაც ეშლება ,სწავლობს და
ვითარდება შენთან ერთად. იყავი ლიდერი და არა „ბოსი“- შექმენი
განსხვავება.

„ლიდერობა“ არაერთი მეცნიერების საკვანძო ტერმინოლოგიის


თვალსაჩინო წარმომადგენელია, თუმცა მას განსაკუთრებული
როლი ენიჭება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში
ორგანიზაციის ეფექტურად მართვის კონტექსტში. დარგის ჩარჩოში
ლიდერობა განიმარტება, როგორც ცალკეულ პიროვნებებსა და
ჯგუფებზე გავლენის მოხდენის უნარი, რომელიც უზრუნველყოფს
მათი ძალისხმევის წარმართვას ორგანიზაციის მიზნების
მისაღწევად. კარგი ლიდერი ორგანიზაციის წარმატების
საძირკველია. სწორედ ამიტომ მკვლევრები ცნებას სიღრმისეულად
შეისწავლიან და გვთავაზობენ ლიდერობის მრავალ თეორიას.
მოცემულ სტატიაში მიმოვიხილავ ერთ-ერთ მათგანს -
ტრანსფორმაციული ლიდერობის თეორიას.
ტრანსფორმაციული ლიდერობის თეორიას 1980-იან წლებში
ჩაეყარა საფუძველი და ის „ახალი ლიდერობის“ პარადიგმის
ნაწილია. აღნიშნული დიდ ყურადღებას უთმობს ლიდერობის
ქარიზმატულ და აფექტურ ელემენტებს. ტრანსფორმაციული
ლიდერობის პოპულარობა თანამედროვე გამოწვევებთან
შესაბამისობას უნდა მივაწეროთ, ვინაიდან ცვლილებებისა და
გაურკვევლობის დროს ადამიანებს ყველაზე მეტად შთაგონება,
საკუთარ ძალებში რწმენა, შინაგანი მოტივაცია ესაჭიროებათ.
სწორედ ამ ელემენტებზე დგას ტრანსფომარციული ლიდერი.
ტრანსფორმაციული ლიდერობა არის პროცესი, რომელიც
ადამიანებში ცვლილებას, ტრანსფორმაციას იწვევს. იგი ეხება
ემოციებს, ეთიკას, ღირებულებებს, სტანდარტებსა და
გრძელვადიან მიზნებს. ტრანსფორმაციულ ლიდერობაში
გამოკვეთილია მიმდევართა მოტივაცია, მათი საჭიროებები და
მათდამი უაღრესად ჰუმანური დამოკიდებულება.

ტრანსფორმაციული ლიდერი შთააგონებს მიმდევრებს,


თანამშრობლებს, რომ გააკეთონ უფრო მეტი, ვიდრე მათგან
ჩვეულებრივ მოელიან. მაშასადამე, ლიდერი ინსპირაციას აძლევს
ინდივიდს, იყოს „თავისი თავის საუკეთესო ვერსია“, შეძლოს
შეუძლებელი და განაცვიფროს ირგვლივმყოფნი საკუთარი
შესრულებით. ტრანსფორმაციული ლიდერობა მხოლოდ
თითოეულ პიროვნებაზე გარდამტეხი გავლენის მოხდენას არ
გულისხმობს, ის ბევრად სცდება ცალკეული თანამშრომლის
განწყობებსა და ქცევას და უფრო დიდ მასშტაბებზე -
ორგანიზაციაზე, ორგანიზაციულ კულტურაზეც ვრცელდება.
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს მიმდევართა როლიც,
რომლებიც ცვლილებების პროცესში ასევე წამყვანი აქტორები
არიან.
ისტორიაში ტრანსფორმაციული ლიდერის მაგალითები მრავლად
მოიძებნება. ერთ-ერთი კაშკაშა ფიგურა მაჰათმა განდია, რომელმაც
მილიონობით ადამიანს იმედი და მოტივაცია გაუჩინა და ამ
პროცესში თავადაც შეიცვალა. განდი არაძალადობრივი პროტესტის
მამაა. ის მეტად სამართლიანი ლიდერი იყო და ეს თვისება
ტრანსფორმაციული ლიდერის გამორჩეული ღირებულებაა.
ვინაიდან ტრანსფორმაცია, მეტამორფოზა ორგვარი შეიძლება იყოს
- პოზიტიური და ნეგატიური - აქტუალურია, დავსვათ კითხვა:
ყველა ცვლილების მომხდენი ლიდერი ტრანსფორმაციულია?
მაგალითად, შეიძლება ადოლფ ჰიტლერი ტრანსფორმაციულ
ლიდერთა რიცხვს მივაკუთვნოთ? ცხადია, არა. მკვლევრებმა
შემოიტანეს ტერმინი ფსევდოტრანსფორმაციული ლიდერობა და
ის გამოიყენეს ისეთ ლიდერებთან მიმართებით, რომლებიც სხვებს
იყენებენ, მხოლოდ საკუთარი თავით არიან დაკავებულნი და
ძალაუფლებაზე მეტად ორიენტირდებიან, ვიდრე
ზოგადსაკეთილდღეო ცვლილებებზე.
სტატიის დასასრულს მსურს, შემოგთავაზოთ ჩემი საყვარელი
ტრასფორმაციული ლიდერის მარტინ ლუთერ კინგის გენიალური
სიტყვები: „თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ დარბიხარ -
იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იფორთხე, ოღონდ
არასოდეს შეწყვიტო წინსვლა.“

You might also like