Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ჩემი საყვარელი ვაჟი ...

ზურგი გვაქცია მეც და ჩვენს


ოჯახსაც ,თანაც ვის გამო, ვიღაც გადამთიელ ურჯულოებს
გაკიდა . დაივიწყა ჩვენი ღმერთი,საკუთარი დედ-
მამა ,წარმომავლობა . აბო ერთადერითი იყო გულს რომ
მიხარებდა ახლა კი თავი დაიღუპა .თითქოს საკმარისი არ იყო
ოჯახიდან გადაკარგვა ,ჩვენი მტრების ღმერთს დაუხარა თავი .
ხალხი რას იტყვის ყველა ზემოდან გადმოგვხედავს. ახლაც
თითქოს ქალები თანამიგრძნობენ მაგრამ ზურგსუკან მესმის
მათი დამცინავი, გამკიცხველი ჩურული. ჩემი ქმარი რაღას
იზამს მისი ღირსებაც შეილახა ,ყველას წინ დაამცირა მამა,
ოჯახის თავი.
ყველა სხვა ადამიანისგან მოველოდი ამ საქციელს ,
მაგრამ აბოსგან , არა. აბო თავის ჭეშმარიტ რელიგიას
პატივს სცემდა და ახლა ჩვენი მტრების რელიგიაზე
გადავიდა . ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ამბავს , იმედი
მაქვს რომ ხალხი ტყუის და აბოს ეს საქციელი
რეალურად არ ჩაუდენია .
მამამისი სირცხვილით გარეთ ვეღარ გადის , აბოს
ასეთი საქციელით ღისება შეელახა მასაც და მთელს
ოჯახსაც . აბოს შვილადაც აღარ აღიარებს , მე კი ეს არ
შემიძლია , რაც არ უნდა გააკეთოს თუნდაც ეს სხვა
რელიგიაზე გადასვლა იყოს ის მაინც ჩემი შვილი იქნება.
რამდენიმე დღის წინ ისეთი ამბავი გავიგე , რომლის
მოსმენისაც ყველაზე მეტად მეშინოდა... აბო
სიკვდილით დასაჯეს... მართალია მან ბევრი არასწორი
საქციელი ჩაიდინა , მაგრამ ის ჩემი შვილი იყო . ახლაც
ვერ წარმომიდგენია აბო , ჩემი პატარა შვილი , რომელიც
ასე ძალიან მიყვარდა აღარ არის . სხვა რელიგიაზე
გადასვლის გამო უბრალოდ გაიმეტეს და მოკლეს... ის
ხომ ჯერ ახალგაზრდა იყო , მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ
წინ ჰქონდა , მაგრამ ცხოვრებას იმ ღმერთისთვის
თავგანწირვა არჩია , რომლის ჭეშმარიტებაც ჩვენ არ
გვწამს . თავის დროზე რომ სწორი გადაწყვეტილება
მიეღო ახლა მკვდარი არ იქნებოდა და აქ ჩემთან ერთად
იქნებოდა თავის სახლში .
აბოს ბევრი მეგობარი ჰყავდა , მაგრამ საბოლოოდ
არავინ არ დაეხმარა . მათ მაინც რომ ეცადათ აბოს
გადარწმუნება იქნებ თვალები ახელოდა და ისევ
ჭეშმარიტ რელიგიას დაბრუნებოდა , მაშინ მაინც ხომ
იცოცხლებდა ! მაგრამ არა ! მათ აბო არც კი
გახსენებიათ, მისი გაქრისტიანების შემდეგ უბრალოდ
დაივიწყეს არც კი უფიქრიათ იქნებ როგორმე
დახმარებოდნენ.
მამამისი არანაირ რეაქციას არ გამოხატავდა ,
თითქოს არაფერი მომხდარიყო , ეს კი ძალიან
მაცოფებდა . თითქოს სხვა ადამიანი მომკვდარიყო .
ბოლოს და ბოლოს მისი შვილი , მისი სისხლი და ხორცი
მოკლეს , რომელიც ამდენიხანი ჩვენთან ერთად
ცხოვრობდა და გვიყვარდა . მართალია მან ჩვენი
რელიგია უარყო , მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლიდა რომ
აბო ჩვენი შვილი იყო... და ყოველთვის ჩემს შვილად
დარჩება .

:)

You might also like