უმუშევრობა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1 სლაიდი

მოგესალმებით, ჩენ ვართ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის მეორე


კურსის სტუდენტები თამარ უმეკაშვილი, ალექსანდრე სივოლაპოვი და ცისი
ჟღენტი. დღევანდელიჩვენი პრეზენტაცია შეეხება უმუშევრობას საქართვეოში და მის
დაძლევის გზებს.

2 სლაიდი

უმუშევრად ჩაითვლება პირი, რომელიც არის თხუთმეტი ან უფროსი ასაკის და


გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში საერთოდ არ მუშაობდა,
ეძებდა სამსახურის ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და იყო მზად დაეწყო
მუშაობა მომდევნო ორ კვირაში. ასევე არსებობს უმუშევრობის სხვადასხვა სახეები:
ფრიქციული, ციკლური, სტრუქტურული და სხვა. ყველა უმუშევრობის სახე
წარმოიქმნება გარკვეული სხვადასხვა მიზეზების გამო.

3 სლაიდი

ფრიქციული უმუშევრობა არის ისეთი უმუშევრობა, როცა ადამიანი თავისი ნებით


ტოვებს სამუშაო ადგილს იმ მიზეზით, რომ იპოვოს ახალი, უფრო უკეთესი
სამსახური როგორც ხელფასის სიდიდით, ისე თავისი შესაძლებლობებიდან
გამომდინარე. რაც შეებეა სტრუქტურულ უმუშევრობას, ეს უმუშევრობის ისეთი
სახეობაა, როდესაც ის პროფესიები, რომლებიც გააჩნიათ ადამიანებს, არ არიან
მოთხოვნადი და საერთოდ ქრებიან სამუშაო ბაზრიდან. უმუშევრობის მესამე სახე -
ციკლური უმუშევრობაა. უმუშევრობის ეს სახე უშუალოდ ქვეყნის მთლიან შიდა
პროდუქტთან არის დაკავშირებული და არა ადამიანებთან, რომელიც იზრდება
მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებასთან ერთად და ერთ-ერთი ძნელად
მოსაგვარელი პრობლემაა ეკონომიკაში.

3 სლაიდი

შრომის ბაზარზე წარმოქმნილი ხარვეზები ინფორმაციის გავრცელებასთან


დაკავშირებით, იწვევს ფრიქციულ უმუშევრობას, რომელთანაც სახელმწიფოს
შესწევს ეფექტიანი საინფორმაციო სისტემებზე დაქვემდებარებით ბრძოლა.
ეფექტიანი სისტემა, რავის მხვრის, უზრუნველყოფს უმუშევრისთვის სამსახურის
მალე მოძიებასა და სასურველ ვაკანსიაზე დასაქმებას, რაც გულისხმობს სამუშაოს
მაძიებელი პირისა და დამქირავებლის უმოკლეს დროში მოძებნას. სტრუქტურული
უმუშევრობა, რომელთანაც ბრძოლის ერთ-ერთ შედეგიანი გზა არის ტრენინგებისა
და სხვადასხვა კურსების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან. მესამე სახეა
ციკლური უმუშევრობა, მის წინააღმდეგ სახელმწიფოს მართებს კომპლექსური
ბრძოლა. უპირველესყოვლისა, ვიკლური უმუშევრობის დაძლევის წინაპირობაა მშპ-
ს გაზრდა.

4 სლაიდი

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი დაბალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ
უმუშევრობა და ეკონომიკა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და
ეკონომიკის განვითარების გარეშე უმუშევრობის დაძლევაც ვერ მოხერხდება.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყებული მონაცემების თანახმად, რომელიც მოიცავს 1998-
2017 წლების პერიოდს, ჩანს, რომ ამ 19 წელიწადში უმუშევრობის დონე 12,4%-დან
13,9%-მდე გაიზარდა, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი ტენდენციის მაჩვენებელია.

5 სლაიდი

ძალზედ საინტერესოა სქესის მიხედვით უმუშევრობის დონის გადანაწილება,


რომელიც, ტრადიციულად, კაცებში მეტია, ვიდრე ქალებში. 2017 წლის მონაცემების
მიხედვით კაცებში უმუშევრობამ 15% შეადგინა, ხოლო ქალებში 12,7%, რაც ნიშნავს,
რომ კაცებში უმუშევრობა 2,3%-ით აღემატება უმუშევრობას ქალებში. 1998 წელს კი
სხვობა შეადგენდა მხოლოდ 0,4%-ს, რას საგრძნობლად მომატებულია.

6 სლაიდი

საქართველოში უმუშევრობის აღმოფხვრისათვის, უპირველესყოვლისა,


აუცილებელია: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის და ყველა სამასახურის,
რომელიც დაქვემდებარებულია მისდამი, ძალისხმევების გაერთიანება და ყველა იმ
რეფორმისა და სტრატეგიის, რაც უმუშევრობასა და დასაქმებას უკავშირდება,
განხორციელება. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა დამუშავდეს 2006 წლამდე
მიღებული კანონი „დასაქმების შესახებ“ და გადაეცეს პარლამენტს.

7 სლაიდი

მესამე და უმნიშვნელოვანესი - ინვესტიციების მოზიდვაა. საქართველოში უნდა


შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა და ბიზნესგარემო, რომლებიც შეძლებენ
წაახალისო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და განავითარონ ბიზნესი. ეს იმას
გულისხმობს, რომ ქვეყანაში უნდა შემცირდეს საგადასახადო განაკვეთები
საგადასახადო პოლიტიკის რეალიზებითა და შემუშავებით, რაც ინვესტორის
გარანტიას უზრუნველყოფს. ბიზნესის ასაღორძინებლად უნდა გაკეთდეს
ყველაფერი, რადგან ის არის უმუშეევრობისა და დასაქმების პლობლემების
დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი. სახელმწიფოს მიერ უნდა მოხდეს
მცირე, მიკრო და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ღია კრედიტებს
და სხვა.

8 სლაიდი

შესაბამისად, უმუშევრობა არის მწვავე პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და მის


დასაძლევად ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები განათლების
რეფორმებთან და უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, რადგან
უკანასკნელი ორი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

9 სლაიდი

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!

You might also like