Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 67

1 მკითხველთა ლიგა

აგატა კრისტი

ესპანური სკივრი

ერკიულ პუაროს, როგორც ყოველთვის, წუთიც არ დაუგ-


ვიანია, შევიდა თავის ერთი ბეწო სამუშაო კაბინეტში, სადაც
მის ლემონი იმ დღის დავალებებს უკვე ელოდებოდა.
ყველა, ვინც კი პირველად ნახავდა მის ლემონს, იტყოდა,
ეს ქალი სულ კუთხეებისაგან შედგებაო, რაც, სხვათა შორის,
სრულიად აკმაყოფილებდა პუაროს, რომელსაც ყველაფერს
ერჩივნა გეომეტრიული სიზუსტე.
თუმცა, თუ ქალურ სილამაზეზე მიდგებოდა საქმე, აქ ერკი-
ულ პუაროს გეომეტრიისადმი სიყვარული აბსურდამდე არ
მიჰყავდა, პირიქით, ამ მხრივ უფრო ძველმოდური გემოვნება
ჰქონდა და როგორც კონტინენტის ჭეშმარიტ მცხოვრებს
მრგვალი ფორმები, ის კი არა და უფრო პიკანტური ფუშფუშა
ფორმები მოსწონდა. ქალი, მისა აზრით, პირველ რიგში ქა-
ლი უნდა ყოფილიყო. მას მოსწონდა მშვენიერი, ეგზოტიკური
ქალები უზადო სახის კანით. ერთხელ ხმებიც კი დადიოდა მის
რომანზე რუს გრაფინიასთან, მაგრამ ეს დიდი ხნის წინათ
იყო – ახალგაზრდობის შეცდომები და გატაცებანი.
რაც შეეხება მის ლემონს, მესიე პუაროს საერთოდ ავიწ-
ყდებოდა ხოლმე, რომ ის ქალი იყო. მის ლემონი პუაროსათ-

2 მკითხველთა ლიგა
ვის იყო წუნდაუდებელი, ზუსტად მომუშავე მანქანა. და მარ-
თლაც, მის ლემონი საოცარი შრომისუნარიანობით გამოირ-
ჩეოდა. იგი ორმოცდარვა წლის იყო, ბუნება მოწყალედ მოქ-
ცეოდა – სრულიად წაერთმია წარმოსახვის უნარი.
– დილა მშვიდობისა, მის ლემონ.
– დილა მშვიდობისა, მესიე პუარო.
პუარო საწერ მაგიდას მიუჯდა, მის ლემონმა წინ აკურა-
ტულ დასტებად დაუწყო დილის ფოსტა და ისევ თავის ად-
გილს დაუბრუნდა. ხელში გამზადებული ფანქარი და ბლოკ-
ნოტი ეჭირა.
მაგრამ ამ დილით ჩვეულებრივი დღის წესრიგი მოულოდ-
ნელად დაირღვა. პუარომ თან დილის გაზეთი მოიყოლა და
ახლა ინტერესით ათვალიერებდა სათაურებს. ვეებერთელა
ასოები პირდაპირ ყვიროდნენ: „ესპანური სკივრის საიდუმ-
ლო! უკანასკნელი ამბები!“
– თქვენ რა თქმა უნდა, გადაათვალიერებდით დილის გა-
ზეთებს, მის ლემონ?
– დიახ, მესიე პუარო. ჟენევიდან მოსული ამბები არცთუ
ისე გვახარებს.
პუარომ წყენით ჩაიქნია ხელი, თითქოს ჟენევიდან მოსუ-
ლი ახალი ამბების მოცილება უნდოდაო.
– ესპანური სკივრი, – ხმამაღლა ფიქრობდა იგი. – მის
ლემონ, შეგიძლიათ მითხრათ, რა არის ესპანური სკივრი?
– ვგონებ, მესიე პუარო, ესაა სკივრი, რომელიც ესპანეთ-
შია დამზადებული.
– ყოველი ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანი ამისთანა
განმარტებას მომცემდა. მაშასადამე, ზუსტად არ იცით?
– ელიზაბეთისეული ეპოქის ავეჯად მიიჩნევენ. მასში ძა-
ლიან ბევრი რამ ეტევა, დიდი ზომისაა და დიდი რაოდენობის
3 მკითხველთა ლიგა
ჩუქურთმებითაა მორთული. თუ ხშირად გააპრიალებთ, საკ-
მაოდ კარგად გამოიყურება. ჩემმა დამ იყიდა ამისთანა სკივ-
რი, მასში სუფრის თეთრეულს ინახავს, საკმაოდ კარგადაა
შენახული.
– ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენი დის ოჯახში მთელი ავეჯი
ძალიან კარგად იქნება შენახული, – გალანტურად წარმოთ-
ქვა პუარომ.
ამაზე მის ლემონმა სინანულით შენიშნა, რომ ახლანდელ-
მა მოსამსახურეებმა არც კი იციან, თუ რა არის „იდაყვებით
გაპრიალება“.
მესიე პუარომ გაკვირვებით ახედა ქალს, მაგრამ გადაწ-
ყვიტა არაფერი ეკითხა ამ უცნაური გამოთქმის შესახებ.
იგი ისევ გაზეთში ჩაეფლო და კიდევ ერთხელ გადახედა
გვართა სიას: მაიორი რიჩი, მისტერ და მისის კლეიტონები,
კომანდორი მაკლარენი, მისტერ და მისის სპენსები. მისთვის
ეს მხოლოდ გვარები იყო და სხვა არაფერი. მაგრამ მათ უკან
იდგნენ ცოცხალი ადამიანები, მათი ვნებები, სიყვარული, სი-
ძულვილი, შიში. ეს იყო დრამა, რომელშიც პუაროს მონაწი-
ლეობის მიღება არ მოუხდებოდა, არადა, როგორ უნდოდა!
სადილზე მიწვეული იყო ექვსი ადამიანი, ოთახში კედელთან
იდგა ესპანური სკივრი. ექვსი ადამიანი, რომელთაგან ხუთი
საუბრობდა, საუზმობდა ბუფეტში, სადაც ცივი საუზმეული ეწ-
ყო, უკრავდა, გრამოფონს ცეკვავდა, ხოლო მეექვსე ამ დროს
მკვდარი იწვა ესპანური სკივრის ფსკერზე...
„რა საწყენია, – გაიფიქრა პუარომ, – როგორ გაიხარებდა
ჩემი კარგი ჰასტინგსი! რა სიამოვნებას მიიღებდა ამ საქმის
გარჩევაზე, რას არ მოიგონებდა! ეჰ, ძვირფასო ჰასტინგს,
როგორ მაკლიხართ. მის ადგილზე კი...“

4 მკითხველთა ლიგა
პუარომ ამოიხვნეშა და ირიბად გახედა მის ლემონს, რო-
მელმაც დაასკვნა, შეფი ამ დილით წერილების საკარნახოდ
განწყობილი არააო, საბეჭდ მანქანას სახურავი მოხსნა და
ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რომ დაგროვილი სამუ-
შაოდან ნაწილი მაინც გაეკეთებინა. მას სულაც არ აწუხებდა
ისტორია ავბედითი ესპანური სკივრისა, რომელშიც გვამი
აღმოაჩინეს.
პუარომ ამოიოხრა და გაზეთში დაბეჭდილ ფოტოსურათს
დააცქერდა: გაზეთში დაბეჭდილი ყველა ფოტო არაფრად არ
ვარგა ხოლმე, ეს კი სხვაზე უარესი იყო. და მაინც, ასეთი სა-
ხე! მისის კლეიტონი, მოკლულის ქვრივი...
უცებ, ანგარიშმიუცემლად, მესიე პუარომ გაზეთი მის ლე-
მონს გაუწოდა.
– შეხედეთ ამ სურათს, – უთხრა მან, – ამ სახეს.
მის ლემონმა დამჯერედ, ყოველგვარი ინტერესის გარეშე
დახედა ფოტოსურათს.
– რას იტყოდით, მის ლემონ? ეს მისის კლეიტონია.
მის ლემონმა გაზეთი ხელში აიღო, კიდევ ერთხელ ზერე-
ლედ დახედა ფოტოსურათს და თქვა:
– ეს ქალი ცოტათი მაგონებს ბანკის მმართველის ცოლს
კროიდონ-ჰიტიდან, როცა იქ ვცხოვრობდით.
– საინტერესოა! – წამოიძახა პუარომ. – მომიყევით,
გთხოვთ, რაც კი იცით ამ ბანკის მმართველის ცოლის შესა-
ხებ.
– ოჰ, ეს არც თუ ისე ლამაზი ისტორიაა, მესიე პუარო.
– ასეც ვფიქრობდი, მაგრამ გააგრძელეთ.
– ბევრნაირი ხმა დადიოდა მისის ადამსსა და ახალგაზ-
რდა მხატვარზე. შემდეგ კი მისტერ ადამსმა პისტოლეტით
მოიკლა თავი. მისის ადამსმა არ ისურვა ცოლად გაჰყოლოდა
5 მკითხველთა ლიგა
მხატვარს და მან რაღაც საწამლავი დალია, თუმცა გადაარჩი-
ნეს. ამის შემდეგ მისის ადამსი ახალგაზრდა ადვოკატზე გათ-
ხოვდა. მახსოვს, თითქოს კიდევ ერთი სკანდალი მოხდა, მაგ-
რამ მაშინ ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობდით კროიდონ- ჰიტზე,
ამიტომ შემდეგ რა იყო, აღარ ვიცი.
მესიე პუარო სერიოზული სახით უქნევდა თავს.
– ლამაზი იყო?
– ვერ იტყოდით, ლამაზიაო, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გა-
გებით, მაგრამ იყო მასში რაღაცა, რაც...
– მართლაც, ის რაღაცა, რაც ადამიანთა მოდგმის ყველა
მაცდუნებელშია! მშვენიერ ელენეში, კლეოპატრაში...
მის ლემონმა საბეჭდ მანქანაში სუფთა ფურცელი ჩადო.
– მერწმუნეთ, მესიე პუარო, ამაზე არასოდეს დავფიქრე-
ბულვარ, ყველაფერი ეს სისულელეა. ასე მიმაჩნია, ადამია-
ნები რომ თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ
და თავს ათასგვარი სისულელით არ იტენიდნენ, ბევრად უკე-
თესი იქნებოდა.
ამით მის ლემონი კაცობრიობის თითქმის ყველა მანკიე-
რებასა და სისუსტეს გაუსწორდა, ხელები მანქანის კლავი-
შებზე დააწყო და მოუთმენლად ელოდა, თუ როდის მისცემ-
დნენ საშუალებას თავისი საქმე ეკეთებინა.
– ეს თქვენი აზრია, მის ლემონ, – შენიშნა პუარომ, –
თქვენ ახლა მხოლოდ ერთი რამ გინდათ, რომ ხელს არ გიშ-
ლიდნენ და თქვენს საქმეს შეუდგეთ. მაგრამ თქვენი სამუშაო
მხოლოდ იმით არ ამოიწურება, რომ ჩემი კარნახით წერილე-
ბი წეროთ, ქაღალდები ჩააკრათ, ტელეფონს უპასუხოთ, ჩემი
კორესპონდენცია ბეჭდოთ.. ყოველივე ამას უნაკლოდ ასრუ-
ლებთ, არაფერი მეთქმის. მაგრამ მე საქმე მხოლოდ ამ

6 მკითხველთა ლიგა
მკვდარ ქაღალდებთან არ მაქვს, არამედ ცოცხალ ადამიანებ-
თანაც და აქაც თქვენი დახმარება მჭირდება.
– რასაკვირველია, მესიე პუარო, – მოთმინებით უპასუხა
მის ლემონმა, – რით შემიძლია გემსახუროთ?
– ამ მკვლელობამ დამაინტერესა. დიდად დამავალებთ,
თუ შეისწავლით ყველა გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას...
ყველა ფაქტი ზუსტად აღნუსხეთ.
– კარგით, მესიე პუარო.
პუარომ ნაღვლიანად ჩაიცინა და სასტუმრო ოთახში გავი-
და.
„ნამდვილად ბედის ირონიაა, გაიფიქრა თავისთვის, ჩემი
მეგობარი ჰასტინგსის შემდეგ ეს მის ლემონი. ამაზე დიდ
კონტრასტს ვერც მოიფიქრებდა კაცი. ეჰ, ძვირფასი ჰასტინ-
გსი როგორი გახარებული იქნებოდა! წარმომიდგენია რას
ირბენდა ამ ოთახში! მისი ფანტაზია ნამდვილად წარმოუდგე-
ნელ რომანტიკულ სიტუაციებს შექმნიდა, გაზეთში დაბეჭდილ
ყოველ სიტყვას დაიჯერებდა, ეს საბრალო მის ლემონი კი ამ
ჩემი დავალებით არავითარ სიამოვნებას არ მიიღებს.
ცოტა ხნის შემდეგ მის ლემონი ფურცლით ხელში შევიდა
მასთან.
– მესიე პუარო, რაც გაინტერესებდათ, ყველა ფაქტი შევ-
კრიბე, მაგრამ, ვგონებ, მათზე დაყრდნობა არ შეიძლება. ერ-
თი და იგივეზე ყოველი გაზეთი თავის ვერსიას იძლევა, მხო-
ლოდ სანახევროდ თუ შეიძლება იმის დაჯერება, რაც იქ წე-
რია.
– ვფიქრობ, ძალიან მკაცრი ხართ, მის ლემონ, – ჩაიბურ-
ტყუნა პუარომ. – ბოდიში, რომ შეგაწუხეთ. მადლობას გიხ-
დით.

7 მკითხველთა ლიგა
მიუხედავად იმისა, რომ მათში არაჩვეულებრივი არაფერი
იყო, გაზეთებს მაინც გასაოცარი ფაქტები მოჰყავდათ: მაი-
ორმა რიჩმა, მდიდარმა უცოლო კაცმა ვახშამზე დაპატიჟა თა-
ვისი მეგობრები. ესენი იყვნენ: მისტერ და მისის კლეიტონე-
ბი, მისტერ და მისის სპენსები და კომანდორი მაკლარენი. ეს
უკანასკნელი მაიორი რიჩისა და კლეიტონების ახლო მეგო-
ბარი იყო. რაც შეეხება სპენსებს, მათ არც თუ ისე დიდი ხანია
იცნობდნენ. არნოლდ კლეიტონი ფინანსთა სამინისტროში
მუშაობდა, ჯერემი სპენსი სახელმწიფო სამსახურში უმცროსი
მოხელის მოვალეობას ასრულებდა. მაიორი რიჩი ორმოც-
დარვა წლის იყო, კლეიტონი –– ორმოცდათხუთმეტის, ჯერე-
მი სპენსი – ოცდაჩვიდმეტის. მისის კლეიტონზე წერდნენ,
რომ ის „თავის ქმარზე ახალგაზრდა იყო“. ერთ-ერთმა სტუ-
მარმა ვერ შეძლო მოსვლა – ბოლო წუთში მისტერ კლეი-
ტონს შოტლანდიაში მოუხდა წასვლა. იმ საღამოსვე უნდა
გამგზავრებულიყო მატარებლით, რომელიც 8 საათსა და 15
წუთზე გადიოდა კინგს- კროსის ვაგზლიდან.
მაიორი რიჩის სახლში საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა.
სტუმრები მხიარულობდნენ და ძალიან ისიამოვნეს. ეს არ
იყო ხმაურიანი საღამო და მით უმეტეს, არც თავაწყვეტილი
ორგია. ყველანი 11 საათსა და 45 წუთზე დაიშალნენ. სტუმ-
რები ტაქსით გაემგზავრნენ, კომანდორი მაკლარენი თავის
კლუბთან ჩამოსვეს, შემდეგ სპენსებმა მარგარეტ კლეიტონი
მიიყვანეს კარდიგან-გარდენსამდე, თვითონ კი შინ გაემგზავ-
რნენ.
ის საშინელება მეორე დილას აღმოაჩინა მაიორის მსა-
ხურმა უილიამ ბერჯესმა. ბერჯესი დღისით მოდიოდა ხოლმე
მაიორის სახლში. იმ დილას ჩვეულებრივზე ადრე მივიდა,
რომ სასტუმრო ოთახის დალაგება მოესწრო, სანამ მაიორს
8 მკითხველთა ლიგა
დილის ფინჯან ჩაის მიართმევდა. ოთახის დალაგებისას ბერ-
ჯესმა ყურადღება მიაქცია ბაცი ფერის ხალიჩაზე რაღაც უცნა-
ურ ლაქას ესპანური სკივრის გვერდით. ეტყობოდა, იქიდან
რაღაცას გამოეჟონა. ბერჯესმა სახურავი ახადა და შიშისაგან
გაშეშდა – იქ მან ყელგამოჭრილი მისტერ კლეიტონი დაინა-
ხა.
შეძრწუნებული ბერჯესი ქუჩაში გამოვარდა და პოლიცი-
ელს დაუძახა. ასეთი იყო ფაქტები... კიდევ დეტალებსაც იტ-
ყობინებოდნენ: პოლიციამ მაშინვე შეატყობინა მისტერ კლე-
იტონის მეუღლეს, რომელსაც ამ ამბავმა „თავზარი დასცა“,
უკანასკნელად მან თავისი ქმარი ექვსი საათისათვის ნახა.
კლეიტონი შინ გაღიზიანებული დაბრუნდა – ტელეგრამით
სასწრაფოდ იძახებდნენ შოტლანდიაში მიწის ნაკვეთის გა-
ყიდვასთან დაკავშირებით. მან დაჟინებით სთხოვა მეუღლეს
მის გარეშე წასულიყო სტუმრად. ტელეგრამა კლეიტონმა
კლუბში ყოფნისას მიიღო, რომლის წევრები იყვნენ ის და მი-
სი მეგობარი კომანდორი მაკლარენი. მისტერ კლეიტონმა
კლუბში კომანდორ მაკლარენთან ერთად დალია, მოუყვა ტე-
ლეგრამის შესახებ, შემდეგ საათს დახედა, აჩქარდა, ძლივს
მოვასწრებ მაიორ რიჩთან შევლას, რომ გავაფრთხილო სა-
ღამოთი ვერ მოვალო. სცადა ტელეფონით დაკავშირებოდა
რიჩს, მაგრამ ეტყობოდა ხაზი დაზიანებული იყო.
მაიორი რიჩის მსახურის სიტყვებით მისტერ კლეიტონმა
მართლაც შეიარა მაიორთან 7 საათსა და 55 წუთზე. სახლის
პატრონი შინ არ იყო, მაგრამ წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო.
მსახურმა სთხოვა მისტერ კლეიტონს სასტუმრო ოთახში გა-
სულიყო და იქ დალოდებოდა მაიორს. კლეიტონმა თქვა, ძა-
ლიან მეჩქარებაო, მაგრამ მაინც გავიდა სასტუმრო ოთახში
წერილის დასაწერად. მან აუხსნა მსახურს, რომ აგვიანდებო-
9 მკითხველთა ლიგა
და მატარებელზე, რომელიც რამდენიმე წუთში გადიოდა
კინგს-კროსისის ვაგზლიდან, მსახურმა მისტერ კლეიტონი
სასტუმრო ოთახამდე მიაცილა, თვითონ კი სამზარეულოში
მიბრუნდა და ვახშმისათვის ბუტერბროდების მომზადებას შე-
უდგა. მას არ გაუგია თავისი ბატონის მოსვლა, მაგრამ ათი
წუთის შემდეგ რიჩი თვითონ შევიდა სამზარეულოში და
სთხოვა ბერჯესს ყველაფერი მიეტოვებინა და გაერბინა თურ-
ქული სიგარეტების საყიდლად, რომლებიც ძალიან უყვარდა
მისის სპენსს. მსახურმა შეასრულა დავალება, სიგარეტები
იყიდა და სასტუმრო ოთახში მაგიდაზე დააწყო. მისტერ კლე-
იტონი ოთახში აღარ დაუხვდა და ბერჯესმა სავსებით ლოგი-
კურად დაასკვნა, რომ კლეიტონი წავიდა, რადგანაც მატარე-
ბელზე აგვიანდებოდა.
მაიორი რიჩის ნაამბობი მოკლე და უბრალო იყო. როცა
დაბრუნდა შინ, კლეიტონი მის ბინაში უკვე აღარ იყო, მაიორ-
მა არც კი იცოდა, რომ კლეიტონმა მასთან შეიარა. არავითა-
რი წერილი არ უნახავს და პირველად მისტერ კლეიტონის
შოტლანდიაში მოულოდნელად გამგზავრების შესახებ მისის
კლეიტონისაგან შეიტყო, როცა სტუმრებს უკვე თავი მოეყა-
რათ.
საღამოს გაზეთებში იყო კიდევ ორი მოკლე ცნობა. პირ-
ველში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ „დარდით გულმოკლულმა“
მისის კლეიტონმა დასტოვა თავისი ბინა კარდიგან– გარდენ-
სზე და დროებით მეგობრებთან შეაფარა თავი.
მეორე კი იტყობინებოდა, რომ მაიორ რიჩს ბრალად წა-
უყენეს არნოლდ კლეიტონის მკვლელობა და დააპატიმრეს.
– აი, როგორია საქმის ვითარება, – უთხრა პუარომ მის
ლემონს, – ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ, მიუხედავად

10 მკითხველთა ლიგა
ამისა, რა საინტერესო საქმეა! რა საინტერესო საქმე! თქვენ
როგორ მიგაჩნიათ?
– რას იზამთ, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე, თუმცა არც ისე
ხშირად, – გულგრილად უპასუხა მის ლემონმა.
– ო-ო, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე და თქვენ წარმოიდგი-
ნეთ, ძალიან ხშირადაც, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთი შემთხვე-
ვები სავსებით გასაგებია ხოლმე, თუმცა ეს მათ სულაც არ
ხდის ნაკლებ არასასიამოვნოს.
– გეთანხმებით, ეს ისტორია ნამდვილად არასასიამოვ-
ნოა.
– ოღონდაც! ყელი გამოგჭრან და სკივრში დაგმალონ, რა
უნდა იყოს ამაში სასიამოვნო? უფრო, პირიქითაა, მაგრამ,
როცა ვთქვი, საინტერესო შემთხვევაა-მეთქი, მაიორი რიჩის
უცნაური საქციელი ვიგულისხმე.
მის ლემონმა ზიზღით შენიშნა:
– ამბობენ, ის და მისის კლეიტონი ახლო მეგობრები
არიანო... თუმცა, ეს მხოლოდ დაუსაბუთებელი ჭორებია, და
ამიტომაც არ შევიტანე თქვენთვის დაწერილ შენიშვნებში.
– და სწორადაც მოიქეცით, მაგრამ ასეთი დასკვნა თით-
ქოს თავისთავად გამომდინარეობს. ესაა ყველაფერი, რისი
თქმაც გინდოდათ?
მის ლემონის სახე არაფერს გამოხატავდა, და პუარომ ოხ-
ვრით, მერამდენედ, ინატრა თავისი მეგობრის ჰასტინგსის
ცოცხალი წარმოსახვა. მის ლემონთან ამ საქმეზე საუბარი
დროის ფუჭი დაკარგვა იყო და თანაც ძნელად ასატანი.
– წარმოიდგინეთ ერთი წუთით მაიორი რიჩი, ვთქვათ მას
უყვარს მისის კლეიტონი... ქმარი ხელს უშლის და უნდა თავი-
დან მოიშოროს. დავუშვათ, რომ ასეა. თუმცა, თუ მისის კლე-
იტონსაც უყვარდა იგი, თუ მათ რომანი ჰქონდათ, მაშინ რაღა
11 მკითხველთა ლიგა
საჭირო იყო ასეთი აჩქარება? თუ მისტერ კლეიტონი თანახმა
არ იყო გაყრაზე? მაგრამ ეს არ მაინტერესებს. მაიორი რიჩი
სამსახურიდან გადამდგარი იყო. ჩვენთან სამხედროებზე
ფიქრობენ, რომ ისინი აზროვნების დიდი უნარით არ გამოირ-
ჩევიან. მაგრამ მაინც, ხომ არ შეიძლება, რომ მაიორი რიჩი
ნამდვილი იდიოტი იყოს?
მის ლემონი დუმდა. ბოლო შეკითხვა რიტორულად ჩათვა-
ლა და მაშასადამე, პასუხს არ საჭიროებდა.
– ჰა, რას იტყვით? – მოუთმენლად შეეკითხა პუარო – რას
ფიქრობთ ამაზე?
– რას ვფიქრობ? – მის ლემონი შიშისაგან შეკრთა კიდეც.
– ჰო, თქვენ, სწორედ თქვენ.
მის ლემონმა სცადა გულისყური მოეკრიბა, რადგანაც აი-
ძულებდნენ ეფიქრა. მიჩვეული არ იყო ამას, თუ, რა თქმა უნ-
და, არ სთხოვდნენ. იშვიათად, თავისუფალ დროს მას ერჩივ-
ნა ეფიქრა იმაზე, როგორ დაეხვეწა ისედაც მის მიერ სრულ-
ყოფილებამდე მიყვანილი საქმეთა მმართველის საქმიანობა.
ეს იყო ერთადერთი რამ, რის უფლებასაც თავის თავს აძლევ-
და.
– იცით... – დაიწყო მან და დადუმდა.
– მომიყევით, რა მოხდა, უფრო სწორად, თქვენი აზრით,
რა მოხდა იმ საღამოს. მისტერ კლეიტონი წერილს სწერს
სასტუმრო ოთახში, მაიორი რიჩი შინ ბრუნდება და... როგორ
ფიქრობთ, რა მოხდა შემდეგ?
– იგი ხვდება მისტერ კლეიტონს, ისინი... ვფიქრობ, წაიჩ-
ხუბნენ. მაიორმა რიჩმა დანა ჩასცა კლეიტონს, შემდეგ, შეში-
ნებულმა... შეშინებულმა გვამი სკივრში დამალა. სტუმრები
ხომ წუთი-წუთზე უნდა მოსულიყვნენ.

12 მკითხველთა ლიგა
– დიახ, დიახ, მართალი ხართ, სტუმრები მოდიან, გვამი
სკივრშია. საღამომ ჩაიარა, სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ,
ხოლო შემდეგ?..
– შემდეგ მაიორი რიჩი წვება და იძინებს... ოჰ!
– აჰა! – წამოიძახა პუარომ. – ახლა ხომ თვითონ ხვდე-
ბით? მოკალით კაცი, გვამი დამალეთ სკივრში, ხოლო შემ-
დეგ, ვითომც აქ არაფერიაო, დაიძინეთ და არც კი იფიქრეთ
იმაზე, რომ დილით მსახური უნდა მოსულიყო და ადვილი შე-
საძლებელი იყო აღმოეჩინა იგი?
– მსახურს შეეძლო არც ჩაეხედა სკივრში.
– როცა სკივრის გვერდით ვეებერთელა სისხლის გუბე იდ-
გა?
– შეიძლება მაიორ რიჩს არ ეგონა, რომ ამდენი სისხლი
იქნებოდა?
– ეს მის დიდ დაუდევრობაზე ხომ არ მიუთითებს?
– ის, ალბათ, ძალიან შეწუხებული იყო, – თქვა მის ლე-
მონმა. პუარომ სასოწარკვეთით გაშალა ხელები.
მის ლემონმა ისარგებლა პაუზით და ოთახიდან გაიპარა.

13 მკითხველთა ლიგა
II

ესპანური სკივრის საიდუმლო საერთოდ არ ეხებოდა ერ-


კიულ პუაროს, იმ მომენტში ის ასრულებდა ერთი მსხვილი
ფირმის ერთობ დელიკატურ დავალებას – ეჭვი ჰქონდათ,
რომ ფირმის მმართველობის ერთ-ერთი წევრი გარეული იყო
ფრიად საეჭვო ოპერაციებში. დავალება მეტად კონფიდენ-
ციალური და საპასუხისმგებლო იყო, თანაც დიდ გასამრჯე-
ლოს შეპირდნენ. დავალება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ
ერთი დადებითი მხარე ჰქონდა, მისგან არავითარ ფიზიკურ
დაძაბვას არ მოითხოვდა. ეს იყო დახვეწილი დანაშაული გვა-
მებისა და სისხლის გარეშე. დანაშაული უმაღლეს სფეროებ-
ში.
ესპანური სკივრის საიდუმლო ფარავდა დრამატიზმითა და
ვნებათა ჭიდილით აღსავსე მოვლენებს. პუარო არაერთხელ
აფრთხილებდა თავის მეგობარ ჰასტინგსს, რომ ამ ორი გა-
რემოების გადამეტებული შეფასება საკმაოდ სახიფათო იყო,
მაგრამ იგი მაინც ხშირად უშვებდა ამ შეცდომას. აი მაშინ კი
პუარო განსაკუთრებულად შეუბრალებელი ხდებოდა საბრა-
ლო ჰასტინგსის მიმართ. ახლა კი თვითონ უარესად იქცე-
ოდა, ფიქრობდა იდუმალ ლამაზმანებზე, საბედისწერო ვნე-
ბებზე, ეჭვზე, სიძულვილზე და სხვა რომანტიკულ სისულელე-
ზე. პუაროს მოთმინება არ ჰყოფნიდა ამოეცნო ეს მკვლელო-
ბა. ვინ იყვნენ მაიორი რიჩი და მისი მსახური ბერჯესი, მარგა-
რეტ კლეიტონი (თუმც ეს პუარომ თითქმის უკვე იცოდა) და
გარდაცვლილი არნოლდ კლეიტონი (ამ დანაშაულის გახ-
სნისთვის, ფიქრობდა პუარო, ყველაზე მეტად მოკლულის პი-

14 მკითხველთა ლიგა
როვნების შესახებ იყო საჭირო ცნობები), მოკლულის უახ-
ლოესი მეგობარი კომანდორი მაკლარენი და სპენსების წყვი-
ლი, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილები არც ისე დიდი ხანი
იყო იცნობდნენ.
როგორ დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა, რომე-
ლიც მოსვენებას არ აძლევდა? მთელი დარჩენილი დღის გან-
მავლობაში პუარო ამაზე ფიქრობდა.
რატომ აღელვებდა ასე ეს მკვლელობა? ბოლოს და ბო-
ლოს ასეთი დასკვნა გამოიტანა: ამის მიზეზი იყო მომხდარის
წარმოუდგენლობა, მიუხედავად უდავო ფაქტებისა იგი ნამ-
დვილი ევკლიდეს ამოცანა იყო.
დავიწყოთ, თუნდაც იქიდან, რომ მამაკაცებმა უეჭველად
იჩხუბეს. მიზეზი ნათელია- ქალი. გამძვინვარებული ერთ-ერ-
თი მათგანი კლავს მეორეს. ჰო, ეს სავსებით შესაძლებელია,
თუმცა უფრო ლოგიკური იქნებოდა ქმარს მოეკლა საყვარე-
ლი. მაგრამ სწორედ პირიქით მოხდა, საყვარელმა მოკლა
ქმარი ხანჯლით! იარაღი, პირდაპირ უნდა ითქვას, რამდენად-
მე უჩვეულოა. იქნებ მაიორის დედა იტალიელი იყო? სხვანაი-
რად როგორ უნდა აიხსნას იარაღის ასეთი უცნაური არჩევა-
ნი? რაც არ უნდა ითქვას, მკვლელობა მოხდა ხანჯლით (ან
სტილეტით, როგორც გაზეთები მოიხსენიებდნენ). ხანჯალი
გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდა და გამოიყენეს კიდეც. გვამი
შემდეგ სკივრში დამალეს. ეს გამოსავალი თავისთავად მე-
ტად უბრალო იყო, კეთილგონიერებით ნაკარნახევი. დანა-
შაული მოულოდნელად ჩაიდინეს, და რადგანაც სასტუმრო
ოთახში ყოველ წუთში შეიძლებოდა მსახური შემოსულიყო,
ხოლო სტუმრების მოსვლამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარ-
ჩენილი, ყველაზე გონივრული იყო გვამი სკივრში დაემალათ
– მკვლელიც ასე მოიქცა.
15 მკითხველთა ლიგა
საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, სტუმრები წავიდ-წა-
მოვიდნენ, მსახურიც მიდის და... რას აკეთებს მაიორი რიჩი?
თითქოს არაფერი მომხდარაო, წვება და იძინებს!
იმის გასაგებად, თუ რატომ მოიქცა ასე, უპირველეს ყოვ-
ლისა საჭიროა მაიორი რიჩის ნახვა და გაგება, რა ადამიანი
იყო იგი და როგორ შეძლო ასე მოქცეულიყო.
შესაძლებელია, თავისი ნამოქმედარით თავზარდაცემულ-
მა, ვეღარ გაუძლო მთელი საღამოს განმავლობაში დაძაბუ-
ლობას. მას ხომ ისე უხდებოდა მოქცევა, თითქოს არაფერი
მომხდარაო, მიიღო საძილე ან დამაწყნარებელი საშუალება
და უცებ ჩაეძინა, და, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივზე გვიან გა-
ეღვიძა. ყველაფერი შესაძლებელია, თუმც ეს ფსიქიატრისათ-
ვის უფროა საინტერესო, – ქვეცნობიერად დანაშაულის შეგ-
რძნება მკვლელს იძულებულს ხდის ისურვოს, რომ დანაშაუ-
ლი გაიხსნას, ყველაფერი დამოკიდებულია...
ამ დროს დარეკა ტელეფონმა. პუარო ყურმილის აღებას
არ აპირებდა, მაგრამ გაახსენდა, რომ მის ლემონი შინ წავი-
და, ხოლო კამერდინერი ჯორჯი ეტყობოდა სადღაც იყო გასუ-
ლი. პუარომ ყურმილი აიღო.
– მესიე პუარო ბრძანდებით?
– დიახ, გისმენთ.
– ოჰ, როგორ მიხარია! – პუარო გაკვირვებული ისმენდა
ქალის მელოდიურ ხმას, – ები ჩეტერტონი გელაპარაკებათ.
– ოჰ, ლედი ჩეტერტონ, რით შემიძლია გემსახუროთ?
– იმით, რომ დაუყოვნებლივ, ამ წუთშივე, მოხვალთ ჩემ-
თან ამ საშინელ წვეულებაზე, რომელიც მე წამოვიწყე. ძალი-
ან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს თქვენთან. მე თქვენ მჭირდე-
ბით. ძალიან, ძალიან სერიოზული საქმეა! გთხოვთ, გთხოვთ

16 მკითხველთა ლიგა
უარს ნუ მეტყვით! იმის გაგონებაც არ მინდა, რომ ვერ შეძ-
ლებთ მოსვლას.
მაგრამ პუარო სულაც არ აპირებდა უარის თქმას. თუმცა
ლორდი ჩეტერტონი, იმის გარდა, რომ ხანდახან პარლამენ-
ტში საშინლად მოსაწყენ მოხსენებებს კითხულობდა ხოლმე,
არაფერს არ წარმოადგენდა, სამაგიეროდ ლედი ჩეტერტონი,
პუაროს აზრით, ლონდონის უმაღლესი საზოგადოების თვა-
ლი იყო. ყველაფერი, რაც არ უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა,
უცებ იქცეოდა სენსაციად. ჭკვიანი, ლამაზი, გონებამახვილი
ქალი იყო და იმხელა ენერგიის პატრონი, რომ მთვარეზე გა-
საფრენადაც ეყოფოდა რაკეტას.
– თქვენ მე მჭირდებით, – კვლავ გაიმეორა ლედი ჩეტერ-
ტონმა, – მაშით დაიხვიეთ თქვენი შეუდარებელი ულვაშები,
მესიე პუარო და დაუყოვნებლივ მობრძანდით აქ...
მაგრამ პუაროს ასე უცებ მომზადება არ შეეძლო, უპირვე-
ლეს ყოვლისა, საგულდაგულოდ მოიყვანა წესრიგში თავისი
კოსტიუმი, შემდეგ არანაკლები ყურადღება დაუთმო ულვა-
შებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაუდგა გზას.
ლედი ჩეტერტონის სახლის კარი ყურთამდე იყო ღია და
იქიდან ისეთი ჟრიამული და ხმაური გამოდიოდა, თავი გეგო-
ნებოდათ ზოოპარკთან, სადაც მობინადრეები აჯანყდნენ. ლე-
დი ჩეტერტონი ერთდროულად საუბრით ართობდა ორ ელჩს,
ერთ მსოფლიოში სახელგანთქმულ რაგბისტს და ამერიკელ
ევანგელისტ მოქადაგეს, მაგრამ როგორც კი პუარო დაინახა,
მაშინვე თავიდან მოიცილა ისინი.
– მესიე პუარო, როგორ მიხარია თქვენი ნახვა! არა-არა,
არ დალიოთ ეს საშინელი მარტინი, თქვენთვის უკეთესი რამ
მაქვს შემონახული – შარბათი, რომელსაც მაროკოს სულ-
თნები სვამენ, იგი ჩემს პატარა სასტუმრო ოთახშია ზევით.
17 მკითხველთა ლიგა
ქალი სწრაფად გაეშურა იქითკენ პუარო უკან მიჰყვებოდა.
ლედი ჩეტერტონი ერთი წამით გაჩერდა და უთხრა:
– ვერ შევძელი წვეულების ჩაშლა, მინდოდა ეჭვი არ
აეღოთ. მსახურებს შევპირდი კარგად დაგასაჩუქრებთ, თუ
ენას კბილს დააჭერთ-მეთქი. ბოლოს და ბოლოს არავის არ
უნდა, რომ მისი სახლი რეპორტიორებით ალყაშემორტყმულ
ციხე-სიმაგრეს დაემსგავსოს. ამ საბრალომ კი ისედაც ბევრი
რამ გადაიტანა ამ დღეებში.
ლედი ჩეტერტონი მეორე სართულზე არ შეჩერებულა, ზე-
ვით გააგრძელა გზა. ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული პუარო
ქოშინით ძლივს ეწეოდა ქალს.
ბოლოს ლედი ჩეტერტონი შეჩერდა, მოაჯირს იქიდან დაბ-
ლა გადაიხედა და ერთ- ერთი კარი შეაღო.
– მოგიყვანე, მარგარეტ! – წამოიძახა მან, – ხედავ, მო-
გიყვანე, აი, ისიც! – ლედი ჩეტერტონი გამარჯვებული სახით
გვერდზე გადგა და პუაროს გზა მისცა, შემდეგ გააცნო აქ მყო-
ფი ქალი: – მარგარეტ კლეიტონი – ჩემი ყველაზე ახლო მე-
გობარი. თქვენ ვალდებული ხართ დაეხმაროთ მას, მესიე პუ-
არო. მარგარეტ, ეს ის სახელგანთქმული ერკიულ პუაროა.
იგი შენთვის ყველაფერს გააკეთებს, ასე არაა, ჩემო ძვირფა-
სო მესიე პუარო?
და, ისე რომ არც დალოდებია პასუხს, რომელიც მისი აზ-
რით მხოლოდ ერთი უნდა ყოფილიყო (ლედი ჩეტერტონს გა-
ნებივრებული ლამაზმანის სახელი ჰქონდა გავარდნილი) იგი
კარისკენ შეტრიალდა და სწრაფად დაეშვა კიბეებზე და თან
ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე ხმამაღლა მიმართა მათ:
– მე იმ საშინელ სტუმრებთან უნდა დავბრუნდე...
ქალი, რომელიც ფანჯარასთან იჯდა, წამოდგა და პუაროს
მოაშურა. ლედი ჩეტერტონს სახელით რომ არ მიემართა, პუ-
18 მკითხველთა ლიგა
არო მაინც იცნობდა ამ ქალს. ეს მაღალი, დაღარული შუბლი,
შავი თმის ნახევარრკალები საფეთქლებთან, ფართოდ გაზი-
დული თვალები! ტანზე მომდგარი მაღალსაყელოიანი შავი
კაბა, რომელიც აჩენდა მისი ფორმების სრულყოფილებას და
კანის ხავერდოვან სითეთრეს. ეს იყო სახე, რომელიც პირ-
ველ რიგში თავისი ორიგინალურობით გაგაოცებდათ, ვიდრე
სილამაზით– ეს სახე მოგაგონებდათ იტალიელი პრიმიტი-
ვისტების ნახატებზე ნანახ უჩვეულო პროპორციულ სახეებს.
მთელ მის გარეგნობაში იყო რაღაც შუასაუკუნეობრივი, რა-
ღაც შემაშინებელი სისპეტაკე და უმანკოება, რომელიც პუ-
აროს აზრით ბევრად უფრო საშიში იყო, ვიდრე დახვეწილი
გარყვნილება. როდესაც ქალმა დაილაპარაკა, მის ხმაშიც იგ-
რძნობოდა უბრალოება და უშუალობა.
– ები ამბობს თქვენზე, დახმარება შეუძლიაო. – მან სე-
რიოზულად და კითხვით მიაპყრო თვალები.
ცოტა ხანს პუარო გაუნძრევლად იდგა, თან ყურადღებით
ათვალიერებდა ქალს, მაგრამ მის გამოხედვაში არ იყო არა-
ფერი ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებდა არადელიკატურ
ცნობისმოყვარეობაზე. ასე ექიმი უყურებს ხოლმე თავის პა-
ციენტს.
– დარწმუნებული ხართ, მადამ, – ბოლოს წარმოთქვა მან,
– რომ მე შემიძლია დაგეხმაროთ?
ქალს ლოყები შეუვარდისფერდა.
– კარგად ვერ გაგიგეთ...
– რა გნებავთ, რომ თქვენთვის გავაკეთო?
– ოჰ! – იგი თავგზააბნეული ჩანდა – დარწმუნებული ვიყა-
ვი იცოდით, ვინ ვარ მე...

19 მკითხველთა ლიგა
– ვიცი, ვინც ბრძანდებით, ვიცი, რომ თქვენი ქმარი ხან-
ჯლით მოკლეს და რომ მაიორი რიჩი მკვლელობაშია ეჭვმი-
ტანილი და დაპატიმრებული.
ქალი უფრო გაწითლდა.
– მაიორ რიჩს არ მოუკლავს ჩემი ქმარი.
– რატომ ფიქრობთ ასე? – სწრაფად ჩაეკითხა პუარო. ქა-
ლი შეკრთა და დაბნეულმა წარმოსთქვა:
– მაპატიეთ, ვერ გავიგე...
– დაგაბნიეთ ამ, ცოტა არ იყოს, უცნაური კითხვით. ეს
არაა ის კითხვა, რომელსაც პოლიცია ან ადვოკატი დაგისვამ-
დათ. ისინი შეგეკითხებოდნენ: „რატომ მოკლა მაიორმა რიჩ-
მა არნოლდ კლეიტონი?“ მე კი სხვაგვარად გეკითხებით: „რა-
ტომ ხართ დარწმუნებული, რომ მას იგი არ მოუკლავს?“
– იმიტომ... – ქალს ენა დაება, – იმიტომ, რომ ძალიან კა-
რად ვიცნობ მაიორ რიჩს.
– ასე, თქვენ კარგად იცნობთ მაიორ რიჩს, – წყნარად გა-
იმეორა პუარომ, შემდეგ კითხვა შეუბრუნა:
– როგორ კარგად?
პუარომ არ იცოდა, გაიგო თუ არა ქალმა მისი შეკითხვა.
თავისთვის კი გაიფიქრა: ჩემ წინ ან ძალიან გულუბრყვილო
და უშუალო არსებაა, ან ცბიერი, ეშმაკი, გამოცდილი ქალი...
და ალბათ მხოლოდ მე არ ვცდილობ გამოვიცნო ეს მარგა-
რეტ კლეიტონთან შეხვედრისას...
– როგორ კარგად? – მისის კლეიტონი დაბნეული შესცქე-
როდა მას. – ალბათ ხუთი, არა, თითქმის ექვსი წელია.
– ამას არ ვგულისხმობდი. უნდა გამიგოთ, მადამ, იძულე-
ბული ვარ უხერხული კითხვები დაგისვათ. შეგიძლიათ მო-
მატყუოთ, შეგიძლიათ სიმართლე მითხრათ. ქალები ხან იძუ-
ლებულნი არიან მოიტყუონ. მათ თავი უნდა დაიცვან, ხოლო
20 მკითხველთა ლიგა
ტყუილი ძალიან საიმედო იარაღია. მაგრამ სამ ვინმეს ქალმა
სიმართლე უნდა უთხრას: სასულიერო პირს, პარიკმახერს და
დეტექტივს, თუ, რა თქმა უნდა, ის მას ენდობა. მადამ, თქვენ
მე მენდობით?
მარგარეტ კლეიტონმა ღრმად ამოიოხრა.
– დიახ, – უპასუხა ქალმა, – გენდობით, – შემდეგ დაუმა-
ტა: – ვალდებული ვარ გენდოთ.
– შესანიშნავია, მაშასადამე ყველაფერი რიგზეა. მაშ ასე,
რა გნებავთ, რომ გავაკეთო
– მოვძებნო თქვენი ქმრის მკვლელი?
– დიახ, უნდა... დიახ...
– მაგრამ ეს არ არის მთავარი, არა? თქვენ გნებავთ, რომ
მე გავამართლო მაიორი რიჩი?
მისის კლეიტონმა სწრაფად მადლიერად დაიქნია თავი.
– მხოლოდ ეს გინდათ?
პუარო მიხვდა, რომ კითხვა ზედმეტი იყო. მარგარეტ კლე-
იტონი იმ ქალთაგანი იყო, რომლებიც, თუ რაიმეს ჩაიდებ-
დნენ გულში, სხვა რამეზე ფიქრიც აღარ შეეძლოთ.
– ახლა კი, – თქვა პუარომ, – მომიტევეთ ეს კადნიერი
კითხვა: მაიორ რიჩსა და თქვენ ერთმანეთი გიყვარდათ?
– თქვენ გინდათ მკითხოთ, ვიყავი თუ არა მისი საყვარე-
ლი? არა.
– მაგრამ მას თქვენ უყვარდით?
– დიახ.
– თქვენ? თქვენ თუ გიყვარდათ?
– მე მგონი, დიახ.
– მაგრამ დარწმუნებული არა ხართ, ასე არაა?
– არა, ახლა... ახლა დარწმუნებულა ვარ.
– მაშასადამე, თქვენი მეუღლე არ გიყვარდათ?
21 მკითხველთა ლიგა
– არა.
– გულახდილი ქალი ხართ, ეს კარგია. ქალების უმრავლე-
სობა შეეცდებოდა აეხსნა ჩემთვის, თუ რას განიცდიდა და
მისთანები. რამდენი წელია გათხოვილი ბრძანდებით?
– თერთმეტი.
– მომიყევით რამე თქვენს მეუღლეზე. როგორი ადამიანი
იყო? ქალმა შუბლი შეიკრა.
– ეს ძალიან ძნელია. თვითონაც არ ვიცი. ძალიან ჩუმი
იყო, თავშეკავებული. არასოდეს არ ვიცოდი, რაზე ფიქრობ-
და. ოჰ, რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანი იყო. ყველას ძალიან
ნიჭიერ ადამიანად მიაჩნდა. ეს მის სამსახურში... ის... რო-
გორ გითხრათ... თავის თავზე არასოდეს ლაპარაკობდა.
– უყვარდით?
– დიახ, ალბათ ვუყვარდი. სხვანაირად ალბათ ასე ახლოს
არ მიიტანდა გულთან... ქალი უცებ გაჩუმდა.
– სხვა მამაკაცები რომ ყურადღებას გაქცევდნენ, არა?
ამის თქმა გინდოდათ? ეჭვიანობდა?
– ალბათ, – კვლავ გაიმეორა მან, ხოლო შემდეგ თითქოს
იგრძნო, რომ ეს სიტყვები განმარტებას საჭიროებდნენ და
დაუმატა: – ხანდახან რამდენიმე დღე არ მელაპარაკებოდა
ხოლმე...
ჩაფიქრებულმა პუარომ თავი დაუქნია.
– ასეთი ძალადობის აქტი თქვენს ცხოვრებაში პირველად
მოხდა?
– ძალადობა? – ქალი მოიღუშა და გაწითლდა, – თქვენ ის
საბრალო ბიჭი გყავთ მხედველობაში, რომელმაც რევოლვე-
რით მოიკლა თავი?
– დიახ, – უპასუხა პუარომ, – მგონი ზუსტად ეს მქონდა
მხედველობაში.
22 მკითხველთა ლიგა
– არც კი მიფიქრია, რომ ის ისე იტანჯებოდა... გულწრფე-
ლად მეცოდებოდა, ისეთი მორცხვი იყო და ისეთი მარტოსუ-
ლი. მგონი ნერვები არ ჰქონდა წესრიგში. ხოლო შემდეგ ეს
ორი იტალიელი და დუელი... ეს ისეთი სისულელე იყო. მად-
ლობა ღმერთს, არავინ დაღუპულა. მერწმუნეთ, ჩემთვის
ორივე სულერთი იყო, არც დამიმალია ეს.
– რა თქმა უნდა, ეს ბედისწერა იყო, თქვენ უნდა გადაგ-
ყროდნენ ცხოვრების გზაზე, ხოლო, სადაც თქვენ გამოჩნდე-
ბით, იქ ყოველთვის რაღაც ხდება. ჩემთვის ეს ცნობილია: ად-
რეც არაერთხელ შევხვედრივარ ამისთანა ამბებს. სწორედ
იმის გამო, რომ თქვენ მათ მიმართ სრულიად გულგრილი
ხართ, ჭკუას კარგავენ თქვენთვის. მაგრამ მაიორი რიჩი სუ-
ლაც არ არის თქვენთვის სულერთი, მაშასადამე... ჩვენ ყვე-
ლაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ...
პუარო გაჩუმდა.
ქალი იჯდა, ძალიან სერიოზულად და ყურადღებით შეს-
ცქეროდა მას.
– კარგი. ახლა მთავარი მოქმედი პირებიდან, რომლებიც
ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობენ, ფაქტებზე გადავი-
დეთ. ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რაც გაზეთებში იყო.
იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენი მეუღლის მოკვლა
მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო – მაიორ რიჩსა და მის მსა-
ხურს.
ქალმა ჯიუტად გაიმეორა:
– დარწმუნებული ვარ, რომ ჩარლზს არ მოუკლავს იგი.
– მაშასადამე, მსახურმა მოკლა, თანახმა ხართ? მისის
კლეიტონმა დაბნეულად შეხედა პუაროს.
– მესმის, რისი თქმაც გინდათ...
– მაგრამ ეჭვობთ, არა?
23 მკითხველთა ლიგა
– ეს... ეს წარმოუდგენელია!
– მიუხედავად ამისა, ადვილი შესაძლებელია. თქვენმა მე-
უღლემ, უეჭველია, იმ საღამოს შეიარა მაიორთან, ვინაიდან
შემდგომში მისი გვამი მაიორის ბინაში აღმოაჩინეს. მსახუ-
რის ნალაპარაკევს თუ დავუჯერებთ, იგი მოკლა მაიორმა
რიჩმა. მაგრამ თუ მსახური იტყუება? მაშინ მკვლელი თვითო-
ნაა და გვამი სკივრში დამალა ბატონის დაბრუნებამდე.
მკვლელის აზრით, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა სამხი-
ლების დაფარვისა. იგი დილით „ნახულობს“ ლაქას ხალიჩა-
ზე, ხოლო შემდეგ „აღმოაჩენს“ გვამს. ეჭვს აუცილებლად
მაიორ რიჩზე მიიტანენ.
– მაგრამ მსახურს რისთვის უნდა მოეკლა არნოლდი?
– მეც მანდა ვარ, რისთვის? მოტივი მკვლელობისათვის
არ ჩანს. რაიმე ცნობილი რომ იყოს, პოლიციას უკვე ეცოდი-
ნებოდა. შესაძლებელია, თქვენმა მეუღლემ რაიმე მაკომ-
პრომეტირებელი იცოდა მის შესახებ და აპირებდა მაიორის-
თვის ეთქვა. თქვენს მეუღლეს ოდესმე თუ უთქვია რაიმე ბერ-
ჯესზე?
ქალმა უარის ნიშნად თავი გაიქნია.
– როგორ ფიქრობთ, შეეძლო ეს ჩაედინა, თუკი ყველაფე-
რი ისე იყო, როგორც მე ვვარაუდობ?
მისის კლეიტონმა შუბლი შეიკრა.
– ძნელია რამის თქმა. თითქოს არა. არნოლდი არასოდეს
არავისზე არ ლაპარაკობდა. უკვე გითხარით, რომ ძალიან
გულჩახვეული იყო. არასოდეს გამოირჩეოდა... როგორ გით-
ხრათ... გულახდილობით.
– ბერჯესზე რაღას იტყვით?

24 მკითხველთა ლიგა
– ეს ერთი იმათთაგანია, რომელსაც ვერც კი ამჩნევენ.
კარგი მსახურია, გამოცდილი, თუმცა არასაკმარისად გაწა-
ფული.
– რამდენი წლისაა?
– ოცდაჩვიდმეტის თუ ოცდათვრამეტის. ასე მგონია, ომის
დროს დენშჩიკად მსახურობდა, თუმცა კადრის ჯარისკაცი არ
იყო.
– რამდენი ხანია, რაც მაიორთან მსახურობს?
– არც ისე დიდი ხანია, ვგონებ, წელიწადნახევარი.
– რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ თქვენი მეუღლისა
და ბერჯესის ურთიერთობაში?
– ჩვენ ხშირად არ დავდიოდით იქ. არა, არაფერი შემიმ-
ჩნევია.
– მომიყევით იმ საღამოს შესახებ. რომელ საათზე უნდა
შეკრებილიყავით?
– ასე, რვის თხუთმეტი წუთიდან რვის ნახევრამდე.
– როგორი საღამო იყო?
– ოჰ, როგორც ყოველთვის. ცოტა სასმელი, ცოტა საუზმე,
როგორც წესი, უმაღლესი ხარისხის–ბატის ღვიძლი, ტოსტე-
ბი, ორაგული. ხანდახან ჩარლზი ცხელი კერძითაც გვიმას-
პინძლდებოდა – აღმოსავლური წესით დამზადებული ბრინ-
ჯით. მაგრამ ეს ძირითადად ზამთარში ხდებოდა. შემდეგ, ჩვე-
ულებრივ, მუსიკას ვუსმენდით – ჩარლზს კარგი სტერეოფო-
ნური ჩანაწერების დიდი არჩევანი აქვს. ჩემს მეუღლეს და
ჯოკ მაკლარენს ძალიან უყვარდათ კლასიკური მუსიკა. ხან-
დახან ვცეკვავდით კიდეც. სპენსები ცეკვის გიჟები არიან, იმ
საღამოსაც ასეთივე მეგობრული შეხვედრა იყო.
ჩარლზმა იცოდა, როგორ მიეღო სტუმრები.

25 მკითხველთა ლიგა
– ეს ჩვეულებრივი საღამო იყო? ხომ არაფერი შეგიმჩნე-
ვიათ უცნაური, ისეთი, თვალში რომ მოგხვედროდათ?
– უცნაური? – ქალი ერთი წუთით ჩაფიქრდა შუბლშეკრუ-
ლი, – როგორც კი მკითხეთ, გავიფიქრე... არა, არ მახსოვს.
მაგრამ რაღაც იყო. – ქალმა ისევ გაიქნია თავი.
– არა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იმ საღამოს
არაფერი შემიმჩნევია, ვმხიარულობდით და თავს შესანიშნა-
ვად ვგრძნობდით, – მისის კლეიტონი თითქოს სიცივისაგან
მოიბუზა – გაფიქრებაც კი მზარავს, რომ მთელი ამ დროის
განმავლობაში...
– ნუ ფიქრობთ ამაზე. რა იცით, იმ საქმეზე, რის გამოც
თქვენი ქმარი შოტლანდიაში გამოიძახეს?
– ძალიან ცოტა რამ. რაღაც უთანხმოება ჰქონდა ერთ-ერ-
თი თავისი მიწის ნაკვეთის თაობაზე, რომლის გაყიდვაც სურ-
და. გარიგება მოხდა, მაგრამ შემდეგ რაღაც დაბრკოლება შე-
ექმნა.
– ზუსტად გაიხსენეთ, რა გითხრათ თქვენმა მეუღლემ იმ
საღამოს.
– ოთახში შემოვიდა. ხელში ტელეგრამა ეჭირა, რამდენა-
დაც მახსოვს, ასე თქვა:
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ამ საღამოს ედინბურგში მომი-
წევს გამგზავრება, ხვალ დილითვე უნდა ვნახო ჯონსონი...
არც უნდა მქონოდა იმედი, რომ ყოველივე შეუფერხებლად
ჩაივლიდა“... შემდეგ თქვა: „გინდა, ჯოკს დავურეკავ და ვეტ-
ყვი გამოგიაროს?“ –– მაგრამ მე უარი ვუთხარი: „რა სისულე-
ლეა, ტაქსითაც კარგად წავალ“. მაშინ მითხრა, ჯოკი ან სპენ-
სები მოგაცილებენ სახლამდე ვახშმის შემდეგო. ვკითხე სამ-
გზავროდ ხომ არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ მითხრა, რომ

26 მკითხველთა ლიგა
თან მხოლოდ აუცილებელ ნივთებს წაიღებდა და კლუბში
ივახშმებდა. ის წავიდა და... მეტი აღარ მინახავს.
როდესაც ბოლო სიტყვებს წარმოთქვამდა, ქალს ხმა აუთ-
რთოლდა. პუარო დაჟინებით მიაჩერდა.
– ტელეგრამა თქვენთვის არ უჩვენებია?
– არა.
– სამწუხაროა.
– რატომ ამბობთ ასე?
– პუარომ კითხვა უპასუხოდ დატოვა, შემდეგ კი მხნედ და-
უმატა:
– ახლა კი საქმეს შევუდგეთ. შეგიძლიათ მისტერ რიჩის
რწმუნებულები დამისახელოთ?
მისის კლეიტონმა გვარები ჩამოუთვალა. პუარომ ჩაიწე-
რა.
– გეთაყვა, პატარა წერილს ხომ არ მისწერდით, რომ მათ-
თან წარმადგინოთ? მაიორი რიჩის ნახვა მინდა.
– ის... უკვე მთელი ერთი კვირაა დაპატიმრებულია.
– რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ასე იქცევიან ხოლმე.
მისწერეთ აგრეთვე კომანდორ მაკლარენსა და სპენსებს.
ყველას ნახვა მინდა და არ მინდა, რომ კარიდანვე უკან გამო-
მაბრუნონ.
ქალი წერას რომ მორჩა, პუარომ უთხრა:
– კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს, თუ თქვენ თვითონ რას ფიქრობთ მისტერ მაკლარენზე
და სპენსებზე.
– ჯოკი ჩვენი ძველი მეგობარია, ბავშვობიდან ვიცნობ.
პირველად არასასიამოვნო ტიპად მოგეჩვენებათ, მაგრამ ძა-
ლიან კარგი ადამიანია. მისი იმედი ყოველთვის შეიძლება
გქონდეთ. არ შეუძლია მხიარული და სასიამოვნო მოსაუბრე
27 მკითხველთა ლიგა
იყოს, მაგრამ ძალიან სანდოა. არნოლდი და მე ყოველთვის
ვაფასებდით მის რჩევას.
– და, რა თქმა უნდა, მაკლარენსაც უყვარხართ? – პუაროს
თვალებში დამცინავმა ნაპერწკლებმა გაიელვა.
– დიახ, – გულუბრყვილოდ წამოიძახა მარგარეტ კლე-
იტონმა . – ყოველთვის ვუყვარდი, მაგრამ ახლა ეს ჩვევად
გადაექცა.
– სპენსების შესახებ რაღას იტყვით?
– ოჰ, ძალიან მხიარული და სასიამოვნო ადამიანები
არიან. ლინდა სპენსი ძალიან ჭკვიანი ქალია, არნოლდს უყ-
ვარდა მასთან საუბარი. თანაც საკმაოდ სანდომიანია.
– მეგობრობთ?
– მასთან? რამდენადმე. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს იგი. ძა-
ლიან ავია.
– მისი ქმარი?
– ჯერემი? ძალიან საყვარელი და მუსიკალური კაცია. კარ-
გად ერკვევა მხატვრობაში. ხშირად ერთად დავდივართ
ხოლმე გამოფენებზე...
– კარგით, დანარჩენს მე თვითონ გავარკვევ. – პუარო
ქალს ხელზე ეამბორა, – იმედი მაქვს, მადამ, არ ინანებთ,
რომ დასახმარებლად მე მომმართეთ.
– რატომ უნდა ვინანო? – მისი ფართოდ გაზიდული თვა-
ლები გაკვირვებას გამოხატავდნენ.
– ვინ იცის? – ორაზროვნად ჩაილაპარაკა პუარომ.
„მე კი ვიცი?“ – გაიფიქრა პუარომ კიბეზე დაშვებისას. წვე-
ულებას ზენიტისთვის მიეღწია, მაგრამ მან შეძლო ქუჩაში შე-
უმჩნევლად გასულიყო.
„არა, – კვლავ გაიმეორა მან, – არ ვიცი“.

28 მკითხველთა ლიგა
პუარო მარგარეტ კლეიტონზე ფიქრობდა. ეს ბავშვური
უშუალობა, ეს აშკარა გულუბრყვილობა... რა არის ეს? ნიღა-
ბი? შუა საუკუნეებში იყვნენ ასეთი ქალები. მათ შესახებ კამა-
თი დღესაც არ წყდება. იგი ფიქრობდა შოტლანდიის დედო-
ფალ მარიამ სტიუარტზე. იცოდა თუ არა მან კირკ ო’ფილდსში
ყოფნისას, რა ჰქონდათ მათ წინააღმდეგ განზრახული? თუ
ბავშვივით სუფთა და უმანკო იყო? ნუთუ შეთქმულებმა არა-
ფერი გაუმხილეს? თუ ერთ-ერთი იმ ქალთაგანია, ბავშვის სუ-
ლი და გონება რომ აქვთ, რომელთაც შეუძლიათ უთხრან თა-
ვიანთ თავს: „არაფერი არ ვიცი“ – და თვითონვე დაიჯერონ
ნათქვამი? თავისდაუნებურად პუაროც მოექცა მარგარეტ
კლეიტონის უცნაური მომხიბვლელობის გავლენის ქვეშ. მაგ-
რამ მისი მაინც არ სჯეროდა...
ასეთი ქალები თვითონ კი რჩებიან უბიწონი, მაგრამ
სხვებს უბიძგებენ ჩაიდინონ დანაშაული; ისინი იმაში კი არ
არიან დამნაშავენი, რომ თვითონ სჩადიან დანაშაულს, არა-
მედ სხვას შთააგონებენ დანაშაული ჩაიდინონ.
არა, ჩვეულებრივ, დანას ისინი არ აღმართავენ...
ხოლო მარგარეტ კლეიტონი?.. არა, მასზე ჯერ არაფერი
არ იცის...

29 მკითხველთა ლიგა
III

მაიორ რიჩის რწმუნებულები ვერაფრით დაეხმარებოდნენ


პუაროს, მას ამის იმედი არც ჰქონია.
მაგრამ, თუმცა არაფერი უთქვამთ, მაშინვე აგრძნობინეს
პუაროს, რომ მისის კლეიტონის ჩარევამ მხოლოდ ვნება შე-
იძლება მოუტანოს ჩვენს კლიენტსო.
მათ კანტორაში პუაროს მისვლა მხოლოდ ზრდილობიან
ვიზიტად შეიძლებოდა ჩაგეთვალათ. მას საკმაოდ დიდი ნაც-
ნობობა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და დანაშაუ-
ლებათა გამოძიების განყოფილებაში, რომ ყოველგვარი
გართულების გარეშე მიეღო დაპატიმრებულის ნახვის უფლე-
ბა.
ინსპექტორ მილერს, რომელსაც დავალებული ჰქონდა
არნოლდ კლეიტონის მკვლელობის საქმის გამოძიება, პუ-
არო გულზე არ ეხატებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ინსპექ-
ტორი არ იყო მტრულად განწყობილი, პირიქით, მის საქცი-
ელში შემწყნარებლური ირონია გამოსჭვიოდა.
– სულ არ მაქვს იმის დრო ეს ბებერი როკაპი მივიღო, –
უკმაყოფილოდ გადაულაპარაკა თავის თანაშემწეს, სანამ პუ-
აროს მიიღებდა, – მაგრამ გინდა არ გინდა, ზრდილობიანი
მაინც უნდა იყო.
– თქვენ ალბათ სასწაულის მოხდენა მოგიწევთ, მესიე პუ-
არო – ნაძალადევი მხიარულებით მიმართა მილერმა პუ-
აროს, – დღესავით ნათელია, რომ მხოლოდ მაიორ რიჩს შე-
ეძლო კლეიტონის მოკვლა.

30 მკითხველთა ლიგა
– თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ მაი-
ორის მსახურს.
– ოჰ, ეს ვერსია შემიძლია დაგითმოთ! უბრალოდ, რო-
გორც ალბათობა, მაგრამ ამის დამტკიცება ძალიან გაგიჭირ-
დებათ, თანაც არავითარი მოტივი არ არსებობს.
– ასე დარწმუნებით ნუ იტყვით. მოტივი შეიძლება არსე-
ბობდეს.
– კლეიტონთან არაფრით არ იყო დაკავშირებული. შეუბ-
ღალავი წარსული აქვს. ფსიქიკურად ჯანმრთელია. თქვენ-
თვის ეს არაა საკმარისი?
– რიჩის უდანაშაულობის დამამტკიცებელი საბუთები
მჭირდება.
– ქალს რომ ასიამოვნოთ, არა? – ინსპექტორმა მილერმა
იქედნურად ჩაიღიმა, – ის ქალი თქვენც მოგადგათ, არა? მა-
გარი ვინმე კია! როცა შურისძიებაზე მიდგება ხოლმე საქმე,
მიზეზი ყოველთვის ქალია. ეს ქალი თვითონ გააკეთებდა ყვე-
ლაფერს, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.
– ასეთნაირად? არასოდეს!
– არ გჯერათ? ერთ მაგისთანას ვიცნობდი. თვალიც არ და-
უხამხამებია, ისე მოიცილა თავიდან ორი ქმარი, და ყოველ-
თვის „დარდით იყო განადგურებული“, ნაფიც მსაჯულებს გა-
მართლება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმდენად უდა-
ვო სამხილები იყო მის წინააღმდეგ.
– მოდით, მეგობარო, ნუ ვიკამათებთ ამ საკითხზე. თავს
ნებას მივცემ რაღაც-რაღაცები შეგეკითხოთ ზოგიერთი დეტა-
ლის შესახებ. რასაც გაზეთებში წერენ, ყოველთვის მართალი
როდია.
– ამათაც ხომ უნდათ ცხოვრება. თქვენ რა გაინტერესებთ?
– მკვლელობის დრო და რაც შეიძლება ზუსტად.
31 მკითხველთა ლიგა
– ეს ძნელი დასადგენია, რადგან გვამი ექსპერტიზას მხო-
ლოდ მეორე დილით გადაეცა. ვარაუდობენ, რომ ექსპერტი-
ზამდე 10-13 საათით ადრე. მაშასადამე, საღამოს 7-დან 19
საათამდე... საუღლე ვენებია გადაჭრილი. ალბათ იმწამსვე
მოკვდა.
– იარაღი?
– რაღაც იტალიური სტილეტის მსგავსი. პატარა, მაგრამ
სამართებელივით მჭრელი. სახლში იქამდე არასოდეს უნა-
ხავთ და არც იციან როგორ მოხვდა იქ. მაგრამ ასეა თუ ისე,
მაინც გავიგებთ. მხოლოდ დრო და მოთმინებაა საჭირო.
– ისე ხომ არ მოხდა, რომ ჩხუბის დროს იქვე იდო?
– არა, მსახური ირწმუნება, ადრე არასოდეს მინახავს მაი-
ორის სახლშიო.
– ძალიან მაინტერესებს ტელეგრამის ამბავი, – თქვა პუ-
არომ, – აი, ის, რომლითაც კლეიტონი შოტლანდიაში გამოი-
ძახეს. ნეტავ მართლა გამოიძახეს?
– არა, არავის გამოუძახებია. არც არავითარი გართულება
ყოფილა ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით. ყველაფერი
თავისი წესითა და რიგით ხდებოდა.
– აბა ტელეგრამა ვიღამ გამოაგზავნა? ვფიქრობ ტელეგ-
რამა მაინც იყო?
– შესაძლებელია იყო. შეიძლება კი რამე ირწმუნო, რასაც
მისის კლეიტონი ამბობს? თუმცა მსახურს თვითონ კლეიტონ-
მა უთხრა, რომ შოტლანდიაში ტელეგრამით გამომიძახესო.
თვითონვე უთხრა კომანდორ მაკლარენსაც.
– მაკლარენმა რომელ საათზე ნახა?
– ერთად წაისაუზმეს კლუბში. დაახლოებით 7 საათსა
და15 წუთზე. შემდეგ

32 მკითხველთა ლიგა
კლეიტონმა ტაქსი გამოიძახა და მაიორ რიჩთან წავიდა.
მასთან რვა საათისთვის იყო. ხოლო შემდეგ... – აქ ინსპექ-
ტორმა მილერმა მჭევრმეტყველურად გაშალა ხელები.
– მაიორი რიჩის საქციელში იმ საღამოს რაიმე უცნაური
ხომ არ შეუმჩნევია ვინმეს?
– ხომ იცით, როგორ ხდება, როცა უკვე ყველაფერი ნათე-
ლია, მაშინ ყველას ჰგონია, რომ რაღაც დაინახეს, შეამჩნიეს,
რაც სინამდვილეში არც მომხდარა. მაგალითად, მისის სპენ-
სი ამტკიცებს, რომ მაიორი დაბნეული იყო, კითხვებზე არეუ-
ლად პასუხობდა, თითქოს რაღაც აწუხებდა. ვფიქრობ შეწუხ-
დები, თუ გვამი სკივრში გაქვს დამალული. თავს იმტვრევდა,
ალბათ, როგორ მოეცილებინა თავიდან.
– მერე, რატომ არ მოიცილა?
– აი, მეც ეს მაკვირვებს, ეშმაკმა დალახვროს. ეტყობა, შე-
ეშინდა. თუმცა მხოლოდ იდიოტი დატოვებდა გვამს იქ, სადაც
ნახეს. რიჩს მთელი ღამის განმავლობაში შეეძლო თავიდან
მოეცილებინა იგი, ღამით შვეიცარი სახლში არაა. შეეძლო
მანქანა ზედ სადარბაზოსთან მიეყენებინა, გვამი შიგ ჩაედო
და ქალაქგარეთ გაეტანა, იქ კი სულ იოლი საქმე იყო. მართა-
ლია, საშიში იყო მეზობელთაგან ვინმეს არ შეემჩნია, გვამს
როგორ ტენიდა მანქანაში, მაგრამ იგი შესახვევში ცხოვრობს
და თანაც სახლი ეზოს სიღრმეშია. ღამის სამ საათზე თავი-
სუფლად შეეძლო ამ საქმის გაკეთება. მან კი რა გააკეთა?
დაწვა და დაიძინა და თანაც გვიანობამდე, სანამ სახლში პო-
ლიცია არ მოვიდა.
– ეძინა ისე, როგორც მხოლოდ ალალმართალ ადამიანს
შეუძლია ეძინოს.
– რაც გინდათ იფიქრეთ, მაგრამ ნუთუ მართლა გჯერათ
ეს, მესიე პუარო?
33 მკითხველთა ლიგა
– ამ კითხვაზე ახლა ვერ გიპასუხებთ. ჯერ უნდა გავიგო რა
ადამიანია მაიორი რიჩი.
– მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ გარეგნობით შეიძლება გაარ-
ჩიოთ დამნაშავე და უდანაშაულო? სამწუხაროდ ეს არც ისე
იოლია.
– ვიცი, არ არის იოლი და არც ვამტკიცებ, რომ ეს შემიძ-
ლია, მაგრამ მინდა გავიგო, ეს ადამიანი სინამდვილეში ასე-
თი სულელია, როგორც ამ ფაქტებიდან ჩანს?

34 მკითხველთა ლიგა
IV

პუარო მაიორი რიჩის ნახვას აპირებდა, მაგრამ მხოლოდ


მას შემდეგ, რაც ყველა სხვას ინახულებდა.
კომანდორი მაკლარენით დაიწყო.
ეს იყო მაღალი, შავგვრემანი, უკარება კაცი მკაცრი, ნა-
ოჭებით დაღარული, მაგრამ სასიამოვნო სახით. მორცხვი
იყო და მისი საუბარში ჩაბმა არც ისე იოლად შეძლო პუარომ.
ხელში მარგარეტ კლეიტონის წერილს აწვალებდა, ისე
ლაპარაკობდა:
– რას ვიზამ, თუ მარგარეტს ასე სურს, რა თქმა უნდა, რი-
თაც შემიძლია დაგეხმარებით. მაგრამ არა მგონია იმაზე მე-
ტი ვიცოდე, რაც უკვე იცით. მაგრამ ვინაიდან მარგარეტს
სურს... მისთვის არასოდეს, არაფერზე უარი არ მითქვამს. მას
შემდეგ, რაც თექვსმეტი წელი შეუსრულდა... ო-ო, მას შეუძ-
ლია, რაც უნდა ის. გაგაკეთებინოთ...
– დიახ, ვიცი, – ჩაილაპარაკა პუარომ და დაუმატა: – პირ-
ველ რიგში გთხოვთ პირდაპირ და გულახდილად მიპასუხოთ:
თქვენ მიგაჩნიათ, რომ კლეიტონი მაიორმა რიჩმა მოკლა?
– დიახ, ამას მარგარეტს ვერ ვეტყოდი, რადგანაც მას იგი
უდანაშაულო ჰგონია, მაგრამ თქვენ გეტყვით. ეშმაკმა და-
ლახვროს, ეს ხომ ასე ნათელია.
– ისინი მტრობდნენ ერთმანეთს?
– რას ბრძანებთ, პირიქით. არნოლდი და ჩარლზი საუკე-
თესო მეგობრები იყვნენ.
– იქნებ მისის კლეიტონისა და მაიორი რიჩის ურთიერთო-
ბა... მაკლარენმა ფრაზა არ დაამთავრებინა.

35 მკითხველთა ლიგა
– სისულელეა! ეს ყველაფერი ცარიელა ლაყბობა და სა-
გაზეთო ჭორებია...
საზიზღარი ინსინუაციები!.. მისის კლეიტონი და მაიორი
რიჩი მხოლოდ მეგობრები არიან და სხვა არაფერი. მარგა-
რეტს ბევრი მეგობარი ჰყავს. მეც მისი მეგობარი ვარ. აღარც
კი მახსოვს, რამდენი წელია და არც ვმალავ ამას. ჩარლზიც
მისი მეგობარი იყო.
– მაშასადამე, თქვენ მიგაჩნიათ, რომ მათ შორის არაფე-
რი არ იყო?
– რა თქმა უნდა, არაფერი! – მაკლარენი აღშფოთებისა
და ბრაზისაგან ცოფებს ყრიდა. არ გირჩევთ ყური დაუგდოთ
ამ ეშმაკის მოციქულ ლინდა სპენსს. მას ყველაფრის თქმა შე-
უძლია.
– მაგრამ ხომ შეიძლება მისტერ კლეიტონს ეჭვი გასჩენო-
და, რომ მაიორ რიჩსა და მის ცოლს შორის უფრო ახლო ურ-
თიერთობაა, ვიდრე მეგობრობა?
– არა, ეს არ ყოფილა, დამიჯერეთ! ასე რომ ყოფილიყო,
მე მეცოდინებოდა. არნოლდი და მე ახლო მეგობრები ვიყა-
ვით.
– მიამბეთ, როგორი ადამიანი იყო. სხვაზე უკეთესად
თქვენ უნდა იცოდეთ.
– არნოლდი ბუნებით ძალიან გულჩახვეული და თავშეკა-
ვებული ადამიანი იყო, ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი, ვიტყოდი,
ფინანსური გენიით დაჯილდოებული. ფინანსთა სამინისტრო-
ში საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა.
– დიახ, უკვე მითხრეს.
– ძალიან ბევრს კითხულობდა. აგროვებდა მარკების კო-
ლექციას, ძალიან უყვარდა მუსიკა. თუმცა, ცეკვა არ უყვარდა
და საერთოდ, საზოგადოებაში გამოჩენა.
36 მკითხველთა ლიგა
– ბედნიერი ცოლქმრობა ჰქონდათ? კომანდორი მაკლა-
რენი ჩაფიქრდა.
– იცით, ამისთანა კითხვაზე ძნელია პასუხის გაცემა...
ვგონებ ბედნიერები იყვნენ. კლეიტონი თავისებურად ერთგუ-
ლი იყო ცოლისა. მარგარეტსაც, დარწმუნებული ვარ, უყვარ-
და ქმარი. ყოველ შემთხვევაში, გაყრას არ აპირებდნენ, თუ
ეს გაინტერესებთ. მართალია, მათი გემოვნება ზოგ რამეში
არ ემთხვეოდა, მაგრამ ამის გამო უთანხმოება არ ჰქონიათ.
პუარომ თავი დაუქნია. ესმოდა თანამოსაუბრისაგან მეტს
ვერაფერს ვეღარ გაიგებდა.
– ახლა მომიყევით ყველაფერი, რაც გახსოვთ იმ საღამოს
შესახებ. მისტერ კლეიტონმა და თქვენ ერთად ისადილეთ
კლუბში? რას გეუბნებოდათ?
– მითხრა, რომ იმ საღამოს შოტლანდიაში უნდა წასული-
ყო. უკმაყოფილო იყო. სხვათა შორის, ჩვენ არ გვისადილია.
კლეიტონს მატარებელზე აგვიანდებოდა. შევუკვეთეთ ღვინო
და რამდენიმე ბუტერბროდი. უფრო სწორად, ბუტერბროდები
კლეიტონმა შეუკვეთა. მე მხოლოდ ღვინო დავლიე. იმ საღა-
მოს ხომ მაიორ რიჩთან უნდა მევახშმა.
– მისტერ კლეიტონმა გითხრათ რამე ტელეგრამის შესა-
ხებ?
– დიახ.
– ხომ არ უჩვენებია?
– არა.
– გითხრათ, რომ გზად მაიორ რიჩთან უნდა შევიაროო?
– ასე პირდაპირ არ უთქვამს. მაგრამ თქვა, რომ არ ვიცი,
მოვასწრებ თუ არა რიჩის გაფრთხილებასო, შემდეგ დაუმა-
ტა, თუმცა მარგარეტი ან თქვენ ხომ იქ იქნებით და ეტყვითო.
მთხოვა მარგარეტი სახლამდე მიმეცილებინა. გამომემშვი-
37 მკითხველთა ლიგა
დობა და წავიდა. არაფერი არაჩვეულებრივი ამაში არ დამი-
ნახავს.
– ეჭვი ხომ არ გამოუთქვამს ტელეგრამის ნამდვილობის
თაობაზე?
– რა, ტელეგრამა ნამდვილი არ იყო?
– როგორც ჩანს, არა...
– უცნაურია... – კომანდორი მაკლარენი ერთის წამით
თითქოს გაქვავდაო, შემდეგ კი გონს რომ მოვიდა, ისევ გა-
იმეორა: – ღმერთმანი, ძალიან უცნაურია... არ მესმის, ვის
დასჭირდა არნოლდის შოტლანდიაში გამოძახება.
– ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გვიპოვია.
პუარო წავიდა და კომანდორს კარგა ხნის თავის სამტვრე-
ვი დაუტოვა.

38 მკითხველთა ლიგა
V

სპენსების წყვილი ცხოვრობდა ერთი ციდა კოტეჯში, ჩელ-


სიში. ლინდა სპენსს საოცრად გაუხარდა პუაროს მისვლა.
– ოჰ, მომიყევით, მომიყევით, რა სჭირს მარგარეტს. სა-
დაა იგი?
– ამის თქმა, მადამ, არ შემიძლია.
– იმალება არა? ო-ო, მარგარეტი ძალიან ეშმაკია. მაგრამ
სასამართლოში მაინც მოუწევს ჩვენების მიცემა. აქედან თავს
ვერ დაიძვრენს.
პუარო ლინდა სპენსს გამომცდელი თვალით უმზერდა.
იძულებული იყო ეღიარებინა, რომ იგი თავისებურად მიმზიდ-
ველი ქალი იყო თანამედროვე გაგებით (იმ დროს მოდაში
იყო გამხდარი, პირდაუბანელი მოზარდის მსგავსი ქალები).
მაგრამ პუაროს ამ ტიპის ქალები არ მოსწონდა – თავზე ხე-
ლოვნურად, უწესრიგოდ ჩამოყრილი თმები, ეშმაკურად, ყუ-
რადღებით მზირალი თვალები, პირდაუბანელი, ონავარი მო-
ზარდის სახეზე კოსმეტიკის არანაირი კვალი სისხლისფრად
შეღებილი ტუჩების გარდა. მისის სპენსს ღია ყვითელი ფერის
სვიტერი მუხლებამდე უწევდა, ეცვა ვიწრო შავი შარვალი.
– თქვენ რა როლი გაკისრიათ ამ საქმეში, – ცნობისმოყვა-
რეობისაგან იწვოდა ქალი.
– მისი საყვარლის გადარჩენა გინდათ? ასეა არა? მაგრამ
ძალიან გაგიჭირდებათ.
– მაშასადამე, თქვენ მიგაჩნიათ, რომ მკვლელი რიჩია?
– რა თქმა უნდა. აბა სხვა ვინ?

39 მკითხველთა ლიგა
ო-ო, ეს ჯერ უნდა დაუმტკიცონ, გაიფიქრა პუარომ და იმის
მაგივრად, რომ ლინდა სპენსისთვის ეპასუხნა, თვითონ და-
უსვა მას შეკითხვა:
– როგორი საღამო იყო? ისეთი, ჩვეულებრივი თუ რამე შე-
ამჩნიეთ? ლინდამ იდუმალი გამომეტყველება მიიღო, თვა-
ლები მოჭუტა და თქვა:
– არა, ისეთი არ იყო, როგორც ყოველთვის... რაღაც სხვა-
ნაირი იყო.
– მაინც როგორი?
– რა თქმა უნდა, როცა კაცს გულგრილად ყელს გამოს-
ჭრი...
– მოითმინეთ, მაშინ ხომ არ იცოდით ეს?
– რა თქმა უნდა, არა!
– აბა, რა მოგეჩვენათ უცნაური, სახელდობრ, რა?
– ისეთი დაბნეული იყო. ოჰ, არ ვიცი. მაგრამ ახლა რომ
ვიხსენებ, ასე მგონია, რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა.
პუარომ ამოიხვნეშა.
– სტუმრებიდან პირველი ვინ მივიდა?
– მე და ჩემი მეუღლე. შემდეგ ჯოკ მაკლარენი, ხოლო ყვე-
ლაზე ბოლოს მარგარეტი.
– პირველად ვისგან გაიგეთ კლეიტონის შოტლანდიაში
გამგზავრების შესახებ?
– მარგარეტმა გვითხრა, მაშინვე როგორც კი მოვიდა. მან
ჩარლზს უთხრა: „არნოლდი ძალიან წუხდა, მაგრამ იძულე-
ბული იყო შოტლანდიაში გამგზავრებულიყო“, ხოლო ჩარ-
ლზმა თქვა, „რა სამწუხაროა“, შემდეგ ჯოკმა თქვა, „მაპატი-
ეთ, მეგონა უკვე იცოდით“. შემდეგ კოქტეილის სმას შევუდე-
ქით.

40 მკითხველთა ლიგა
– მაიორ რიჩს ხომ არ უხსენებია იმ საღამოს მისტერ კლე-
იტონი ვნახეო? ხომ არ უთქვამს, წასვლის წინ შემოიარაო?
– როგორც მახსოვს, ამის მსგავსი არაფერი არ უთქვამს.
– ტელეგრამასთან დაკავშირებული ამბავი უცნაურად ხომ
არ გეჩვენებათ? – ჰკითხა პუარომ.
– კი მაგრამ, რა არის აქ უცნაური?
– ედინბურგიდან ტელეგრამა არ ყოფილა. იქ ამის თაობა-
ზე არავინ არაფერი იცის.
– ა-ა, აი როგორ ყოფილა საქმე! მაშინ მეც რაღაც საეჭვო
მეჩვენა ეს ყველაფერი.
– რაიმე მოსაზრება ხომ არა გაქვთ ამის თაობაზე?
– ჩემი აზრით, ყველაფერი ნათელია.
– მაინც რა?
– ძვირფასო მეგობარო! – გააგრძელა ლინდა სპენსმა. –
ძალიან მიამიტად ნუ მოგვაჩვენებთ თავს. უცნობი ბოროტ-
მოქმედი თავიდან იცილებს ქმარს. გზა თავისუფალია, ყო-
ველ შემთხვევაში იმ საღამოს მაინც.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ მაიორი რიჩი და მისის კლე-
იტონი იმ ღამის ერთად გატარებას აპირებდნენ?
– რა არის აქ გასაკვირი? ასე რა, არ ხდება? – ლინდა აშკა-
რად ტკბებოდა იმ ეფექტით, რაც მისმა ნათქვამმა მოახდინა.
– და ერთ-ერთმა მათგანმა გამოაგზავნა ტელეგრამა?
– ეს ამბავი ნამდვილად არ გამაკვირვებდა.
– მიგაჩნიათ, რომ მისის კლეიტონი მაიორი რიჩის საყვა-
რელი იყო?
– სხვანაირად გიპასუხებთ: არ გამიკვირდებოდა, რომ ეს
ასე იყოს.
– მისტერ კლეიტონი ეჭვიანობდა მათზე?

41 მკითხველთა ლიგა
– არნოლდი ძალიან უცნაური ადამიანი იყო, ძალიან
გულჩათხრობილი, სიტყვას გაზით ვერ ამოაცლიდი პირიდან.
მაგრამ ასე მგონია, რომ იცოდა და არ იმჩნევდა. იგი ძალიან
ცივ, უგრძნობ კაცად მიაჩნდათ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ.
სულაც არ იყო ასეთი. უცნაური ამბავია, ბევრად უფრო ნაკ-
ლებად გამიკვირდებოდა, არნოლდს რომ გამოეჭრა ყელი
მაიორისთვის და არა პირიქით. ასე მგონია, არნოლდი საშინ-
ლად ეჭვიანი უნდა ყოფილიყო.
– ეს ძალიან საინტერესოა.
– თუმცა ის უფრო მარგარეტს მოკლავდა. ოტელოსავით...
ხომ იცით, მარგარეტი რაღაც ჯადოქარივით მოქმედებს მამა-
კაცებზე.
– ლამაზი ქალია, – ფრთხილად ჩაურთო პუარომ.
– ლამაზი –– ეს სხვა სიტყვაა. მასში არის რაღაც, რაც აგი-
ჟებს მამაკაცებს. ის კი მათ გაოცებული უბიწო მზერით შეს-
ცქერის. ამისგან ხომ სულ თავგზა ებნევათ.
– საბედისწერო ქალია.
– დიახ, მგონი ფრანგები ასე ამბობენ.
– კარგად იცნობთ მას?
– ჩემო ძვირფასო მესიე პუარო, იგი ჩემი საუკეთესო მე-
გობარია, თუმცა არა მჯერა მისი.
– მესმის, – წაიბურტყუნა პუარომ და ლაპარაკი კომან-
დორ მაკლარენზე გადაიტანა.
– ოჰ, ჯოკი – ძაღლივით ერთგულია! საოცრებაა. დაბადე-
ბულია იმისათვის, რომ ოჯახის მეგობარი იყოს. ისა და არ-
ნოლდი გულითადი მეგობრები იყვნენ. ვგონებ არნოლდი მას
ყველაზე მეტად ენდობოდა. და, რა თქმა უნდა, ჯოკი მარგა-
რეტის ყურმოჭრილი მონა იყო.
– მისტერ კლეიტონი მასზეც ეჭვიანობდა?
42 მკითხველთა ლიგა
– ჯოკზე ეჭვიანობდა? რა სისულელეა! მარგარეტს გულ-
წრფელად უყვარდა იგი, მაგრამ იოტისოდენა იმედსაც კი არ
აძლევდა. დარწმუნებული ვარ არც ერთ ქალს აზრადაც არ
მოუვიდოდა თავში! თვითონაც არ ვიცი რატომ... ეს ხომ უსა-
მართლობაა, ჯოკი ისეთი საყვარელია...
პუარომ ახლა მაიორის მსახურზე დაიწყო საუბარი, მაგ-
რამ იმის გარდა, რომ ბერჯესი შესანიშნავად ამზადებდა კოქ-
ტეილს, ლინდამ არაფერი იცოდა. ის საერთოდ ვერ ამჩნევდა
მას, მაგრამ იმწამსვე მიხვდა, თუ რას გულისხმობდა მასთან
მოსაუბრე.
– მიგაჩნიათ, რომ მასაც ისევე ადვილად შეეძლო მოეკლა
არნოლდი, როგორც ჩარლზს? მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენე-
ლია!
– სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობთ, მადამ, მე კი წარმოუდ-
გენლად ის მიმაჩნია, რომ მისტერ კლეიტონი მაიორმა რიჩმა
მოკლა, უფრო სწორად, ასეთნაირად მოკლა.
– ხანჯალს გულისხმობთ? მართალი ხართ, რაღაც არა
ჰგავს ჩარლზის ნამოქმედარს. იგი ან გააბრუებდა ან დაახ-
რჩობდა თავის მსხვერპლს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ისევ ოტელოს დავუბრუნდით. დიახ, დიახ, ოტელო...
თქვენ კარგი აზრი ჩამაგონეთ!
– ნუთუ? რა საინტერესოა! მაინც რა.. – ამ დროს შემოსას-
ვლელიდან კარის გაღების ხმა მოისმა. – აი, ჯერემიც მოვიდა
თქვენ მასთან ლაპარაკიც გსურთ, არა?
ჯერემი სპენსი ოთახში შემოვიდა. ეს იყო კარგად ჩაცმული
ოცდაათიოდე წლის
კაცი, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობისა, თავშეკავებული
და ფრთხილი. მისის სპენსს გაახსენდა, რომ გაზქურაში ხორ-

43 მკითხველთა ლიგა
ცი ჰქონდა შედგმული და სამზარეულოში გაიქცა. მამაკაცები
მარტო დარჩნენ.
ცოლისაგან განსხვავებით, მისტერ სპენსი ლაპარაკის ნაკ-
ლებად მოყვარული აღმოჩნდა. აშკარად არ უნდოდა მკვლე-
ლობის საქმეში ყოფილიყო გარეული. მისი პასუხები განსა-
კუთრებულად ლაკონური იყო: კლეიტონებს არც თუ ისე დი-
დი ხანია, მაიორ რიჩს კი საერთოდ ცუდად იცნობდნენ. მათ
იგი სასიამოვნო ადამიანად მიაჩნდათ. რამდენადაც ახსოვს,
რიჩი იმ საღამოს ჩვეულებრივად იქცეოდა. კლეიტონსა და
რიჩს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს საოც-
რად წარმოუდგენელი ისტორიაა.
მთელი მათი საუბრის განმავლობაში სპენსი ყოველნაი-
რად აგრძნობინებდა პუაროს, რომ მისი იქ ყოფნა არასასურ-
ველი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზრდილობიანად იქცეოდა.
– ვშიშობ, – თქვა პუარომ, – ჩემი შეკითხვები ძალიან არ
გსიამოვნებთ?
– პოლიციამაც თავი მოგვაბეზრა შეკითხვებით. მიმაჩნია,
რომ ესეც საკმარისია. ჩვენ, რაც ვიცოდით, ყველაფერი
ვთქვით, ახლა კი... მინდა ყველაფერი რაც შეიძლება მალე
დავივიწყო.
– მესმის, ძალიან კარგად მესმის. ძალიან უსიამოვნოა გა-
რეული იყო ამისთანა ამბავში, განსაკუთრებით მაშინ, როდე-
საც გთხოვენ არა მარტო მოყოლას, რაც ნახეთ, არამედ იმა-
საც, რასაც ფიქრობთ.
– ამ შემთხვევაში სჯობია არ იფიქრო.
– ნუთუ შეიძლება არ იფიქროთ? აი, მაგალითად, როგორ
ფიქრობთ, მარგარეტ კლეიტონიც ხომ არ მონაწილეობდა
მაიორთან ერთად თავისი ქმრის მკვლელობაში?

44 მკითხველთა ლიგა
– ოჰ, რას ამბობთ! არავითარ შემთხვევაში! – სპენსი შო-
კირებული ჩანდა და გულწრფელად აღშფოთებული.– ნუთუ
ვინმემ იფიქრა ამისთანა სისულელე?
– განა თქვენს მეუღლეს არ უთქვამს თქვენთვის არაფე-
რი?
– ოჰ, ლინდა, ხომ იცით ქალების ამბავი. არ შეუძლიათ
ერთმანეთი თუ არ გაჭორეს. მარგარეტს კი, მით უმეტეს, მათ-
გან ყოველთვის მაგრად ხვდება ხოლმე. იგი ძალიან ლამაზია
და ეს ვერ უპატიებიათ. მაგრამ ეს თეორია, თითქოს მარგა-
რეტმა და მაიორმა წინასწარ მოამზადეს მკვლელობა, საოც-
რად ფანტასტიურია!
– ასეთი ამბებიც ხდება ხოლმე. ხანჯალი, მაგალითად, უფ-
რო სავარაუდოა, რომ ქალს ეკუთვნოდა.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ პოლიციას ამის დამამტკიცე-
ბელი საბუთები გააჩნია? ეს შეუძლებელია. მინდა ვთქვა...
– მე არაფერი არ ვიცი, – სრულიად გულწრფელად უპასუ-
ხა პუარომ, ვინაიდან მისთვის მართლაც არაფერი იყო ცნო-
ბილი ამის შესახებ და სასწრაფოდ დასტოვა სპენსების ბინა.
სპენსის სახეზე ასახული შეშფოთების მიხედვით პუარო
მიხვდა, რომ მასაც დიდი საფიქრალი გაუჩინა.

45 მკითხველთა ლიგა
VI

– მაპატიეთ უხეშობა, მესიე პუარო, მაგრამ არ მესმის,


რით შეგიძლიათ დამეხმაროთ.
პუარომ ერთი ყურიდან მეორეში გაუშვა თავისი თანამო-
საუბრის ეს შენიშვნა. იგი ყურადღებით, დინჯად ათვალიე-
რებდა არნოლდ კლეიტონის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პი-
როვნებას.
მის წინ იჯდა გამხდარი შავგვრემანი მამაკაცი, დაკუნთუ-
ლი, ძლიერი, რაღაცით მწევარს ჰგავდა. მოგრძო სახე ჯიუტი,
მძიმე ნიკაპით არაფერს არ გამოხატავდა.
„გამომწვევად უზრდელად მექცევა“, გაიფიქრა პუარომ.
– მესმის, მისის კლეიტონს, ჩემთან რომ გამოგგზავნათ,
უნდოდა კარგი გაეკეთებინა. მაგრამ მიმაჩნია, რომ არაკე-
თილგონივრულად იქცევა, თავის თავსაც ვნებს და მეც.
– მართლა ასე მიგაჩნიათ?
მაიორმა რიჩმა ნერვულად გაიხედა მორიგე ზედამხედვე-
ლისკენ, რომელიც, როგორც წესი, საკმაო მანძილით იყო
მათგან დაცილებული. რიჩმა ხმას დაუწია და ისე უპასუხა:
– მაგათ მოტივი სჭირდებათ, რითაც თავიანთ აბსურდულ
ბრალდებას დაადასტურებენ. ეცდებიან დაამტკიცონ, რომ მი-
სის კლეიტონსა და ჩემ შორის... სასიყვარულო კავშირია.
იმედი მაქვს მისის კლეიტონმა უკვე გითხრათ, რომ ეს სიც-
რუეა. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, მეგობრები და მეტი
არაფერი. ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო გონივრული იქნებო-
და თავი შეეკავებინა ჩემი დახმარების ყოველგვარი ცდისა-
გან?

46 მკითხველთა ლიგა
ერკიულ პუაროს თითქოს არც გაუგონია ეს შეკითხვა, სა-
მაგიეროდ მაშინვე ხელზე დაიხვია მაიორის სიტყვები „აბ-
სურდული ბრალდება“.
– თქვენ თქვით „აბსურდული ბრალდება“. იგი არც ისე აბ-
სურდულია.
– მე არ მომიკლავს არნოლდ კლეიტონი.
– მაშინ რა შუაშია „აბსურდული“... თქვით ცრუ ბრალდება
და არა „აბსურდული“. პირიქით, ყოველივე ეს საკმაოდ დამა-
ჯერებლად გამოიყურება. ეს თქვენც ძალიან კარგად გესმით.
– შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, რომ ბრალდება ფან-
ტასტურად უაზროდ მიმაჩნია.
– რამდენიც გინდათ იმეორეთ, ამისგან არავითარი სარ-
გებელი არ გექნებათ. უფრო სარწმუნო არგუმენტი უნდა მოვ-
ძებნოთ.
– ჩემს რწმუნებულებს დავავალე ყველაფერი მოაგვარონ,
ძალიან გამოცდილი ადვოკატი მოიწვიეს. არ მესმის რატომ
ამბობთ „მოვძებნოთ?“
მოულოდნელად პუარომ გაიღიმა.
– აჰ, – წამოიყვირა მან ნამდვილი გალური ექსპანსიურო-
ბით. – თქვენ მე კარგი აზრი მომაწოდეთ! ძალიან კარგი, მივ-
დივარ, მინდოდა მენახეთ და გნახეთ. ვიცი თქვენი ბიოგრა-
ფია. ბრწყინვალედ დაამთავრეთ სენდჰერსტის სასწავლებე-
ლი და გენერალური შტაბის სკოლა და ა. შ. და ა. შ. უკვე შე-
მექმნა წარმოდგენა თქვენზე. თქვენ სულაც არ ხართ სულე-
ლი ადამიანი, მაიორო რიჩ!
– კი მაგრამ, რა კავშირი აქვს ამას ჩემს საქმესთან?
– ძალიან უშუალო. თქვენისთანა გონიერ კაცს არ შეეძ-
ლო ასეთნაირად მოეკლა კაცი. ძალიან კარგი! თქვენ უდანა-
შაულო ხართ. და მაინც, თქვენს მსახურზე რას იტყოდით?
47 მკითხველთა ლიგა
– ბერჯესზე?
– სწორედ მასზე. თუ კლეიტონი თქვენ არ მოგიკლავთ, მა-
შინ იგი ბერჯესმა მოკლა. ასეთი დასკვნა თავისთავად გამომ-
დინარეობს. მაგრამ რატომ მოკლა? უნდა იყოს რაიმე მიზეზი,
მოტივი. თქვენ ერთადერთი ხართ, რომელიც იმდენად იც-
ნობთ ბერჯესს, რომ შეგიძლიათ ახსნათ ეს. რატომ მოკლა
ბერჯესმა კლეიტონი, მაიორო რიჩ?
– წარმოდგენა არა მაქვს. მეც მომივიდა თავში ეს აზრი.
დიახ, ნამდვილად, ბერჯესს ჰქონდა შესაძლებლობა მოეკლა
კლეიტონი. ჩვენ ორივეს გვქონდა ამის შესაძლებლობა. მაგ-
რამ არ მჯერა, რომ ბერჯესმა ეს გააკეთა. მას არ შეუძლია კა-
ცის მოკვლა.
– თქვენი რწმუნებულები რას ფიქრობენ? მაიორმა მტკი-
ცედ მოკუმა ტუჩები.
– ჩემი რწმუნებულები მთელ თავიანთ დროს იმაზე ხარჯა-
ვენ, რომ დამარწმუნონ, თითქოს მთელი ჩემი სიცოცხლე მეხ-
სიერების დაკარგვა მჭირდა და, რა თქმა უნდა, ჩემს საქცი-
ელზე არა ვარ პასუხისმგებელი, იმიტომ, რომ არ მახსოვს,
რას ვაკეთებდი.
– მაშასადამე, თქვენი საქმე ძალიან ცუდადაა, თუ აქამდე
მივიდნენ – შენიშნა პუარომ. – იქნებ თქვენ კი არა, ბერჯესია
ამნეზიით ავად? ეს არც თუ ისე ცუდი იქნებოდა! ახლა ხან-
ჯალზე ვილაპარაკოთ. თქვენ იგი გაჩვენეს და რა თქმა უნდა,
იკითხეს, თქვენი ხომ არ არის ან თქვენს სახლში სადმე ხომ
არ გინახავთო.
– არა, ეს არ არის ჩემი ხანჯალი და არც არასოდეს მინა-
ხავს.
– გასაგებია, დარწმუნებული ხართ, რომ არასოდეს გინა-
ხავთ?
48 მკითხველთა ლიგა
– დარწმუნებული ვარ. – პუაროს მოეჩვენა, რომ მაიორის
ხმაში რაღაც ყოყმანის მსგავსი შეამჩნია. – ეს ჩვეულებრივი
სათამაშოა... სუვენირი... ასეთი რამის ნახვა ყველგან შეიძ-
ლება.
– მაგალითად, ნაცნობი ქალის სასტუმრო ოთახში,
ვთქვათ, მისის კლეიტონთან?
– რა თქმა უნდა, არა!
ბოლო სიტყვები მაიორმა ისეთი ბრაზითა და აღშფოთე-
ბით და ისე ხმამაღლა წარმოთქვა, რომ მორიგე ზედამხედ-
ველმა თავი ასწია და მათ მხარეს გამოიხედა.
– ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, არა. მაგრამ რა საჭიროა
ასე ყვირილი? მაგრამ სადღაც თქვენ მაინც გინახავთ ეს ხან-
ჯალი, ჰა? ან რაღაც ამის მსგავსი? გამოვიცანი არა?
– ვეჭვობ... თითქოს ანტიკვარულ მაღაზიაში...
– შეიძლება, – პუარო ადგა. – ნება მიბოძეთ გამოგეთხო-
ვოთ.
„ახლა, – გაიფიქრა პუარომ, – დარჩა მხოლოდ ბერჯესი.
დიახ, ახლა შეიძლება ბერჯესს მივხედოთ“.

49 მკითხველთა ლიგა
VII

მაიორის ლაქია უკვე ელოდებოდა, კომანდორმა მაკლა-


რენმა გააფრთხილა ტელეფონით.
– ერკიულ პუარო ვარ...
– დიახ, სერ, გელოდებოდით.
ბერჯესმა კარი გააღო და მოკრძალებით გაატარა პუარო
პატარა კვადრატულ წინა ოთახში. მარცხნივ გაღებული კარი
სასტუმრო ოთახში გადიოდა. ბერჯესმა პუაროს პალტო და
ქუდი ჩამოართვა, ხოლო შემდეგ ისიც შევიდა სასტუმრო
ოთახში.
– მაშ, ასე, – პუარო თან აქეთ-იქით იხედებოდა – ეს აქ
მოხდა.
– დიახ, სერ.
ბერჯესს უფერული ცისფერი თვალები ჰქონდა. ასეთ თვა-
ლებს ბევრი არც თუ ისე გამჭრიახი ადამიანები არაწმინდა
სინდისის დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევენ. მაგრამ, რო-
გორც ცნობილია, გამოუსწორებელ არამზადასაც შეუძლია
სრულიად მშვიდად გიცქერდეს თვალებში.
– ამ ბინას რას უპირებენ? – იკითხა პუარომ.
– ჯერჯერობით მე ვუგდებ ყურს. მაიორმა რიჩმა განკარ-
გულება გასცა ხელფასი იქამდე მიხადონ, სანამ... სანამ...
ბერჯესმა შიშით დაახამხამა წამწამები და თვალები დაა-
ელმა.
– მესმის, სანამ... – თავი დაუქნია პუარომ, ხოლო შემდეგ
აუღელვებლად დაუმატა:

50 მკითხველთა ლიგა
– მაიორი რიჩი, რა თქმა უნდა სასამართლოს წინაშე წარ-
სდგება. ვფიქრობ უახლოეს სამ თვეში.
ბერჯესმა თავი გადააქნ-გადმოაქნია, რითაც თავისი გულ-
წრფელი წუხილი გამოხატა.
– პირდაპირ დაუჯერებელია, სერ... – წაიბუტბუტა მან.
– დაუჯერებელია, რომ მას შეეძლო მოეკლა?
– და ეს ყველაფერი სერ, თან ეს სკივრი... ბერჯესმა ოთა-
ხის მოპირდაპირე მხარეს გაიხედა.
– მაშ ეს არის ის განთქმული ესპანური სკივრი?
პუარომ დაინახა ძალიან მუქი გაპრიალებული ხის ვე-
ებერთელა სკივრი, რომელიც სპილენძის ლურსმნებით იყო
მოჭედილი და დიდი სპილენძის საკეტით იკეტებოდა.
– შესანიშნავი რამეა. – პუარო ახლოს მივიდა სკივრთან.
სკივრი ფანჯრის ახლოს კედელთან იდგა, გრამოფონის
ფირფიტების თანამედროვე კარადის გვერდით. მის მეორე
მხარეს მოჩანდა საძინებელი ოთახის ნახევრად შეღებული
კარი, რომელსაც ნაწილობრივ ფარავდა მოხატული ტყავის
შირმა.
– ეს კარი მაიორის საძინებელ ოთახში გადის, – აუხსნა
ბერჯესმა.
პუარომ თავი დაუქნია. იგი ოთახს ათვალიერებდა, ოთახ-
ში იდგა: დიდი მაგიდა, რამდენიმე სავარძელი, კიდევ ორი
სტერეოფონური ეკრანი, რომლისკენაც გველებივით დაკ-
ლაკნილი მავთულები მიემართებოდა. კედელს იაპონური
გრავიურის ასლები ამშვენებდა. ეს იყო სადად მოწყობილი,
მაგრამ ლამაზი და მყუდრო ოთახი.
პუარომ უილიამ ბერჯესს გადახედა.
– როდესაც... ე-ე-ე.. აღმოაჩინეთ, – დაიწყო მან რაც შეიძ-
ლება ფრთხილად, – ალბათ ძალიან შეგეშინდათ, არა?
51 მკითხველთა ლიგა
– აბა რა, სერ, ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, – ლა-
ქია თითქოს ამ კითხვას ელოდებოდაო, უცებ ალაპარაკდა.
ეტყობა ფიქრობდა, რაც უფრო მეტს იტყოდა, მით მალე შეძ-
ლებდა ამ საშინელი კოშმარის დავიწყებას.
– ოთახში დავდიოდი, სერ, ჭიქებსა და სხვა ჭურჭელს ვაგ-
როვებდი. ის იყო დავიკუზე ხალიჩაზე დავარდნილი ზეთისხი-
ლის მარცვლის ასაღებად, რომ უცნაური წითელი ლაქა დავი-
ნახე. ხალიჩა აქ არაა. გასაწმენდად წავიღე. პოლიციამ, რაც
საჭირო იყო, ყველაფერი გაუკეთა. – „ეს ლაქა საიდანაა“ –
გამიკვირდა. შემდეგ ხუმრობით გავიფიქრე: „რა მოხდება,
რომ სისხლი იყოს, ეშმაკმა დალახვროს?“ თან მევე ვუპასუხე
ჩემს თავს: „აქ სისხლს რა უნდა, ალბათ რაღაც დაექცათ“,
შემდეგ დავინახე, რომ სკივრიდან რაღაც იყო გამოჟონილი,
აი ამ მხრიდან, სადაც ღრეჩოა, მაშინვე გავიფიქრე: ეშმაკმა
დალახვროს, ეს რაღაა-მეთქი. ავწიე სახურავი, აი ასე (ბერ-
ჯესმა თან აჩვენა, როგორ გააკეთა ეს). ვხედავ ადამიანი წევს,
ფეხებმოკეცილი, თითქოს სძინავსო. ყელში დანა აქვს გაყრი-
ლი. არასოდეს არ დამავიწყდება, სერ, არასოდეს. მთელი ჩე-
მი სიცოცხლე. თითქოს თავში რაღაც დამკრესო, სერ...
ბერჯესმა ძლივს მოითქვა სული.
– სახურავი ჯახუნით დავხურე და სახლიდან გავვარდი. ვი-
ფიქრე, ახლავე პოლიციას უნდა დავუძახო-მეთქი. საბედნიე-
როდ იგი იქვე ახლოს ვნახე.
პუარო ჩაფიქრებული ათვალიერებდა ბერჯესს. რა იქნება,
თუ ეს თამაშია, თუ ბერჯესი კარგი მსახიობია, მაგრამ ისეთი
გრძნობა ჰქონდა, რომ ეს არ იყო თამაში, რომ ყველაფერი
მართლაც ასე მოხდა.
– არ იფიქრეთ, ჯერ მაიორი რიჩი გაგეღვიძებინათ? – ჩა-
ეკითხა იგი მსახურს.
52 მკითხველთა ლიგა
– არა, სერ, რაღაც არ მომსვლია აზრად. ისეთი გაოგნებუ-
ლი ვიყავი... მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე გავცლოდი ამ
სახლს... – ბერჯესმა ნერწყვი გადაყლაპა, – ვინმესთვის მეხ-
მო საშველად...
პუარომ თანაგრძნობით დაუქნია თავი.
– იმ ადამიანში მისტერ კლეიტონი შეიცანით? – შეეკითხა
იგი.
– სიმართლე გითხრათ, თავიდან არა. ალბათ ეს შიშისგან
იყო, სერ, მაგრამ მერე პოლიციელი რომ მოვიყვანე, მაშინვე
ვთქვი: „ღმერთო, ეს ხომ მისტერ კლეიტონია!“ პოლიციელი
კი მეკითხება: „ეს რომელი მისტერ კლეიტონი?" მაშინ იყო,
რომ ვუთხარი, იმ საღამოს ჩვენთან შემოიარა-მეთქი.
– აჰა, – ჩაილაპარაკა პუარომ, – ესე იგი შემოიარა... დრო
თუ გახსოვთ, როდის მოხდა ეს?
– ზუსტად ვერ გეტყვით, სერ, დაახლოებით რვას თხუთმე-
ტი წუთი აკლდა.
– მისტერ კლეიტონს კარგად იცნობდით?
– ის და მისის კლეიტონი საკმაოდ ხშირად მოდიოდნენ
ხოლმე მაიორ რიჩთან იმ წელიწადნახევრის განმავლობაში,
რაც აქ ვმსახურობ.
– მისტერ კლეიტონი როგორ გამოიყურებოდა იმ საღა-
მოს? რაიმე ხომ არ შეამჩნიეთ?
– არა, სერ. მართალია, ცოტას ქოშინებდა და ვიფიქრე,
ალბათ ძალიან ეჩქარება- მეთქი. თვითონვე მითხრა, მატა-
რებელს უნდა მივუსწროო.
– ჩემოდანი ეჭირა ხელში? ის ხომ შოტლანდიაში მიდი-
ოდა.

53 მკითხველთა ლიგა
– არა, სერ, ჩემოდანი არ ჰქონია. შეიძლება ტაქსში დატო-
ვა.
– ძალიან შეწუხდა, როცა გაიგო, რომ მაიორი შინ არ და-
უხვდა?
– არა მგონია, სერ, მან უბრალოდ თქვა, რომ მაშინ წე-
რილს დავუტოვებო. იგი სასტუმრო ოთახში გამოვიდა, ამ მა-
გიდასთან დაჯდა, მე კი სამზარეულოში დავბრუნდი – კვერ-
ცხი უნდა დამემზადებინა ანჩოუსებით. სამზარეულო კორი-
დორის ბოლოში იყო და იქ თითქმის არაფერი არ ისმოდა,
არც კი გამიგია, წავიდა თუ არა. შემდეგ მაიორი დაბრუნდა.
– შემდეგ რა მოხდა?
– შემდეგ მაიორმა რიჩმა დამიძახა. აი, აქ კარში იდგა.
მითხრა, მისის სპენსისათვის თურქული სიგარეტების ყიდვა
დამავიწყდაო და მთხოვა მაშინვე წავსულიყავი და მეყიდა.
ვიყიდე სიგარეტები, მოვიტანე აქ, სასტუმრო ოთახში, მაგი-
დაზე დავდე. მისტერ კლეიტონი ოთახში უკვე აღარ იყო. ვი-
ფიქრე, ალბათ კარგა ხნის წასულია, რომ მატარებელს მიუს-
წროს-მეთქი.
– იმ დროს, როცა მაიორი აქ არ იყო, თქვენ კი სამზარეუ-
ლოში იყავით, კიდევ ვინმე ხომ არ მოსულა?
– არა, სერ, არავინ.
– დარწმუნებული ხართ?
– რა ვიცი, თუმცა ზარის ხმა ხომ უნდა გამეგო.
პუარომ თავი გააქნია. მართლაც, როგორ შეიძლება დარ-
წმუნებული იყო! მაგრამ პუარომ იცოდა, რომ სპენსებს, კო-
მანდორ მაკლარენსა და მისის კლეიტონს თითოეულ წუთზე
შეეძლოთ ანგარიშის მიცემა. მაკლარენი ამ დროს მეგობ-
რებთან ერთად იყო კლუბში; სპენსებთან სტუმრები იყვნენ და
მათ გაუმასპინძლდნენ ღვინით, სანამ მაიორ რიჩთან წამოვი-
54 მკითხველთა ლიგა
დოდნენ. მარგარეტ კლეიტონი მეგობარ ქალს ელაპარაკე-
ბოდა ტელეფონით, და თანაც რომელ მათგანს მოუვიდოდა
თავში აზრად, კლეიტონს მიჰყოლოდა სახლში, სადაც მსახუ-
რი იყო და სადაც წუთი-წუთზე პატრონიც უნდა დაბრუნებუ-
ლიყო? არა, პუარო ვერც ერთში ვერ შეიტანდა ეჭვს. მას იმე-
დი ჰქონდა, რომ უკანასკნელ წუთს გამოჩნდებოდა ვიღაც სა-
იდუმლოებით მოცული პიროვნება მისტერ კლეიტონის შეუბ-
ღალავი წარსულიდან, რომელიც შეჰყვა სახლში მას, ხან-
ჯლით მოკლა, დამალა გვამი სკივრში და თავის გზას გაუდგა
ისე, რომ არავის დაუნახავს. მელოდრამა ნაკლებად ჰგავდა
სინამდვილეს. თითქმის დაუჯერებელი სიტუაცია იყო. ისეთი,
როგორიც მხოლოდ ისტორიულ რომანებში თუ გვხვდება.
ერთი სიტყვით, ისტორია, რომელიც ზუსტად შეეფერებოდა
ესპანურ სკივრს.
პუარომ ოთახი გადაჭრა, მივიდა იმ ავბედით სკივრთან და
სახურავი ასწია. იგი ადვილად და უხმოდ იხდებოდა.
– სკივრი გავრეცხეთ, სერ. მე ვუთხარი – ჩუმი ხმით ჩა-
ილაპარაკა ბერჯესმა.. პუარო ღია სკივრთან დაიხარა, შიგ-
ნით ჩაიხედა. უცებ სუსტად წამოიყვირა, კიდევ უფრო წაიხა-
რა, ხელი სკივრის კედლებს გაუსვა.
– აი ეს ნახვრეტები უკანა კედელზე! აი, ამ მხარეზეც, ჩანს
დიდი ხნის გაკეთებული არ უნდა იყოს.
– რა ნახვრეტები, სერ? – მსახურმა სკივრში ჩაიხედა. –
მართალი გითხრათ, არ ვიცი, სერ. ადრე არასოდეს არ შემი-
ნიშნავს.
– ისინი მართლაც შეუმჩნეველია. და მაინც სპეციალურა-
დაა გაკეთებული. როგორ ფიქრობთ, რისთვის?
– არ ვიცი, სერ. შეიძლება მღრღნელებმა ან ჭიებმა გამოხ-
რეს? ხომ იცით, როგორ აფუჭებენ ავეჯს.
55 მკითხველთა ლიგა
– კარგი მღრღნელია, – წაიბუტბუტა პუარომ. – საინტერე-
სოა. პუარო ისევ თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა.
– როცა სიგარეტები მოიტანეთ ოთახში, რაიმე ცვლილება
ხომ არ შეგიმჩნევიათ? რაიმე უჩვეულო? მაგალითად, სკამი
იყო გადადგმული ან სხვა რაიმე?
– უცნაურია, სერ, ახლა რომ მკითხეთ, მახსენდება რაღა-
ცა... აი ეს შირმა, რომელიც საძინებლის კარს ფარავს, რომ
ორპირი ქარი არ იყოს, ის ცოტათი მარცხნივ იყო გაწეული.
– ასე?
პუარომ სწრაფი მოძრაობით გასწია შირმა.
– უფრო მარცხნივ, სერ... აი ასე, – შირმა, რომელიც ადრე
მხოლოდ სანახევროდ ფარავდა სკივრს, ახლა სულ ფარავდა
მას.
– როგორ ფიქრობთ, რისთვის გადაწიეს შირმა?
– არაფერი არ ვიცი, სერ!
კიდევ ერთი მის ლემონი!
მაგრამ ამ დროს ბერჯესმა გაუბედავად დაუმატა:
– ალბათ იმისთვის, რომ საძინებელში შეუმჩნევლად შე-
სულიყვნენ, თუკი, მაგალითად ქალბატონებს თავიანთი მო-
სასხამების დატოვება მოუნდებოდათ.
– შესაძლებელია, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა მიზეზიც ყო-
ფილიყო. ბერჯესი გაოცებული შესცქეროდა პუაროს.
– შირმა ახლა ჩვენგან ფარავს სკივრსა და მის წინ დადე-
ბულ ხალიჩას. თუ მაიორმა რიჩმა დანით მოკლა მისტერ
კლეიტონი, მაშინ სისხლი იმ წუთში გამოჟონავდა სკივრის,
ღრეჩოებიდან, ამას კი ვინმე შეამჩნევდა, როგორც თქვენ შე-
ამჩნიეთ მეორე დილას. ამისათვის შირმა გადააადგილეს.
– აზრადაც არ მომსვლია, სერ.
56 მკითხველთა ლიგა
– აქ როგორი განათებაა, სუსტი თუ ძლიერი?
– გაჩვენებთ, სერ...
ლაქიამ სწრაფად ჩამოაფარა ფარდები და ორი მაგიდის
ნათურა აანთო. მათ ისეთი სინათლე ჰქონდათ, რომ მათ შუქ-
ზე ძლივს შეიძლებოდა კითხვა. პუარომ ჭაღს ახედა.
– არა, სერ, იმ საღამოს ჭაღი არ ენთო. მას იშვიათად ვან-
თებთ ხოლმე.
პუარომ მაგიდის ნათურით სუსტად განათებულ ოთახს მო-
ავლო თვალი.
– ვგონებ, სერ, ასეთი განათებისას ლაქის დანახვა ძნელი
იყო, – თქვა მსახურმა.
– თქვენ მართალი ხართ, აბა, მაშინ რისთვის იყო შირმა
გადაწეული? ბერჯესს თითქოს სიცივისაგან გააკანკალა.
– წარმოგიდგენიათ, სერ, იმისთანა სასიამოვნო ჯენ-
ტლმენს, როგორიც მაიორი რიჩია, შეეძლო ამის გაკეთება.
– მაშასადამე თქვენ ეჭვიც არ გეპარებათ, რომ ეს მაიორ-
მა რიჩმა ჩაიდინა? მაინც რისთვის გააკეთა ეს, ბერჯეს?
– რა ვიცი, მაიორი ომში იყო, შეიძლება თავში დაიჭრა. ამ-
ბობენ შეიძლება წლების შემდეგ რაღაც მოეშალოსო, მაშინ
თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ, და ამბობენ, რომ ამ
დროს ახლობლებსა და ნათესავებს უფრო მეტი ხვდებათ,
ვიდრე სხვებს. შეიძლება ასეც იყო.
პუარომ ბერჯესს შეხედა, შემდეგ ამოიხვნეშა და შებრუნ-
და.
– არა, – თქვა მან, – ეს ასე არ ყოფილა. ილუზიონისტის
ხელის მოძრაობით პუარომ ბერჯესს ფული ჩაუდო ხელში.
– ოჰ, დიდი მადლობა, სერ, არ არის საჭირო, სერ...

57 მკითხველთა ლიგა
– ძალიან დამეხმარეთ, ბერჯეს, – თქვა პუარომ, – რომ
მაჩვენეთ ეს. ოთახი, ავეჯი და ყველაფერი, რაც აქ არის. და
აღმიწერეთ იმ საღამოს რა როგორ იყო. წარმოუდგენელი
ყოველთვის არაა წარმოუდგენელი. დაიმახსოვრეთ ეს. ვამ-
ბობდი მკვლელობის ორი შესაძლებლობა არსებობს-მეთქი,
მაგრამ შევცდი, მესამეც იყო. – მან ერთხელ კიდევ გადახედა
ოთახს და თითქოს სიცივისაგან ცოტათი აიბუზა. – გასწიეთ
ფარდები, დაე მეტი სინათლე და ჰაერი იყოს აქ. ეს აუცილე-
ბელია, თანაც კარგად უნდა დალაგდეს აქაურობა. დიდი
დრო გაივლის, ალბათ, სანამ ამ ოთახიდან გავა ეს სიძულვი-
ლით გაჟღენთილი ჰაერი, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს
აქ.
გაოცებისაგან პირდაღებულმა ბერჯესმა უჩუმრივ მიართვა
პუაროს თავისი პალტო და ქუდი. მას უკვე აღარაფერი ესმო-
და, პუარო კი, რომელსაც ძალიან უყვარდა გამოცანებით ლა-
პარაკი, თავისი თავით კმაყოფილი, მხნე ნაბიჯებით გამოვი-
და სახლიდან.

58 მკითხველთა ლიგა
VIII

პუარომ შინ მისვლისთანავე დაურეკა ინსპექტორ მი-


ლერს.
– სხვათა შორის, ინსპექტორო, სად არის კლეიტონის ჩე-
მოდანი? მისმა ცოლმა განაცხადა, რომ იგი სახლიდან ჩე-
მოდნით გამოვიდა.
– კლუბში, შვეიცართან დატოვა, ხოლო შემდეგ, ეტყობა
დაავიწყდა წაღება.
– შიგ რა იდო?
– ასეთ შემთხვევაში რა მიაქვთ ხოლმე? პიჟამო, სუფთა
პერანგი, ტუალეტისათვის საჭირო სხვა ნივთები, თქვენი აზ-
რით, სხვა რა უნდა ყოფილიყო?
პუარომ არც კი ჩათვალა საჭიროდ ინსპექტორისათვის
ეპასუხა.
– ახლა სტილეტზე ვილაპარაკოთ. გირჩევთ დაუყოვნებ-
ლივ დაკითხოთ ქალი, რომელიც სპენსებს ბინას ულაგებს
ხოლმე. გაიგეთ, უნახავს თუ არა რაიმე იმ სტილეტის მსგავსი
მათ სახლში.
– მისის სპენსი? – ინსპექტორმა დაუსტვინა კიდეც. – რა
გინდა ამითი თქვათ? ჩვენ უკვე ვაჩვენეთ ხანჯალი სპენსებს.
ისინი ამბობენ, არასოდეს არ გვინახავს ეს ხანჯალიო.
– კიდევ ერთხელ ჰკითხეთ.
– თქვენ ამტკიცებთ...
– ხოლო შემდეგ გამაგებინეთ ამჯერად რას იტყვიან.
– რაღაცას მალავთ, პუარო.

59 მკითხველთა ლიგა
– წაიკითხეთ „ოტელო“, მილერ, გაიხსენეთ ამ ტრაგედიის
პერსონაჟები. ჩვენ ერთი მათგანი გამოგვრჩა.
პუარომ ყურმილი დაკიდა. შემდეგ ლედი ჩეტერტონის ნო-
მერი აკრიფა. ტელეფონი დაკავებული იყო.
რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ სცადა დარეკვა, მაგრამ
ამაოდ. მაშინ პუარომ თავის მსახურ ჯორჯს სთხოვა იქამდე
ერეკა ტელეფონზე, სანამ ლედი ჩეტერტონი არ უპასუხებდა.
პუარომ იცოდა, თუ როგორ უყვარდა ქალს ტელეფონზე ლა-
პარაკი. პუარო სავარძელში ჩაეშვა, ფრთხილად გაიხადა
ფეხსაცმელები, აამოძრავა დაღლილი ფეხები და საზურგეზე
გადაწვა.
„ვბერდები, – გაიფიქრა თავისთვის. – სწრაფად ვიღლები.
– მაგრამ იქვე ამაყად წამოიძახა: – სამაგიეროდ ნაცრისფე-
რი უჯრედები ისევ ისე მუშაობს. დიახ, ისევ ისე.
„ოტელო“, დიახ, დიახ... ვინ მითხრა პირველად ამაზე?
აჰა, მისის სპენსმა. ჩემოდანი... შირმა.. მძინარე ადამიანის
პოზა... ყველაფერი გათვლილია! წინასწარ და უმცირესი
წვრილმანებიც კი. და დარწმუნებული ვარ, არც თუ სიამოვნე-
ბის გარეშე...“
შემოვიდა ჯორჯი და მოახსენა, რომ ლედი ჩეტერტონი ტე-
ლეფონთან ელოდებოდა.
– ერკიულ პუარო გელაპარაკებათ, მადამ. შეიძლება
თქვენს სტუმარს ველაპარაკო?
– რა თქმა უნდა, მესიე პუარო. შეძელით რამის გაკეთება?
– ჯერჯერობით არა, მადამ, – უპასუხა პუარომ, მაგრამ
იმედს არ ვკარგავ. შემდეგ ყურმილში მარგარეტ კლეიტონის
ნაზი ხმა გაისმა.
– მადამ, როდესაც შეგეკითხეთ, იმ საღამოს სასტუმრო
ოთახში რაიმე უჩვეულო ხომ არ შეგიმჩნევიათ-მეთქი, თქვენ
60 მკითხველთა ლიგა
შუბლი შეიჭმუხნეთ, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობ-
დით, მაშინ ვერ გაიხსენეთ. იქნებ შირმის გახსენება გინდო-
დათ?
– შირმის? ოჰ, რასაკვირველია, რასაკვირველია. იგი გა-
წეული იყო.
– იმ საღამოს იცეკვეთ?
– ცოტა.
– ყველაზე დიდხანს ვისთან ცეკვავდით?
– ჯერემი სპენსთან. ის მშვენივრად ცეკვავს, ჩარლზიც
კარგად ცეკვავს, მაგრამ არა ისე, როგორც ჯერემი. ჩარლზი
ლინდა სპენსთან ცეკვავდა, შემდეგ ერთმანეთს ვენაცვლებო-
დით. ჯოკ მაკლარენი არ ცეკვავს. ის ფირფიტებს დებდა. იმას
არჩევდა, რასაც ვთხოვდით.
– შემდეგ კი ყველანი სერიოზულ მუსიკას უსმენდით?
– დიახ.
სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ისევ გაისმა მარგარეტ კლე-
იტონის ხმა.
– მესიე პუარო, რას.. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– მადამ, ოდესმე თუ გიფიქრიათ იმ ადამიანთა გრძნობებ-
ზე, რომლებიც თქვენს გარშემო არიან?
ქალის ხმაში გაკვირვება გაისმა, როცა უპასუხა:
– ვგონებ, კი.
– კარგად არ მესმის...
პუარომ ამოიოხრა, შემდეგ ჩვეულებრივი ხმით დაუმატა!
– ამ საღამოს თქვენთან ვიქნები.

61 მკითხველთა ლიგა
IX

ინსპექტორი მილერი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც


რამეში იოლად დაარწმუნებდით. მაგრამ ერკიულ პუარო ასე
ადვილად არ ნებდებოდა. საბოლოოდ ინსპექტორმა ბევრი
იბუზღუნა, მაგრამ მაინც დათანხმდა.
– ... ოღონდ ვერ გამიგია, რა შუაშია აქ ლედი ჩეტერტონი?
– იგი არაფერ შუაშია, უბრალოდ მან შეიფარა თავისი მე-
გობარი და მეტი არაფერი.
– სპენსები? როგორ გაიგეთ?
– მაშასადამე, სტილეტი მათ ეკუთვნით? ისე, მივხვდი. ჯე-
რემი სპენსმა მიმახვედრა, როდესაც ეჭვი გამოვთქვი, რომ
სტილეტი მარგარეტ კლეიტონს ეკუთვნოდა. მან დარწმუნე-
ბით მიპასუხა, ეს ასე არ არისო... – პუარო გაჩერდა. – რა
გითხრეს მათ? – იკითხა ბოლოს ცნობისმოყვარედ.
– გამოტყდნენ, რომ მათ ჰქონდათ იმის მსგავსი ხანჯალი,
მაგრამ რამდენიმე კვირის წინ დაკარგეს და აღარც კი ახსოვ-
დათ მისი არსებობა. ეტყობა რიჩმა აიღო.
– მისტერ ჯერემი მართლაც ძალიან ფრთხილი კაცია, –
შენიშნა პუარომ და თავისთვის ჩაიბურტყუნა – რამდენიმე
კვირის წინ დაიკარგა. რა თქმა უნდა, ყველაფერი წინასწარ
იყო მოფიქრებული.
– რა ბრძანეთ?
– არაფერი, უკვე მოვედით, – უთხრა პუარომ ტაქსის
მძღოლს. ტაქსი ლედი ჩეტერტონის სახლთან გაჩერდა ჩერი-
ტონ-სტრიტზე. პუარომ მძღოლს ანგარიში გაუსწორა...

62 მკითხველთა ლიგა
მარგარეტ კლეიტონი ზევით ელოდებოდა. ინსპექტორ მი-
ლერის დანახვაზე ქალი გაშრა.
– არ მეგონა...
– არ გეგონათ, რომ თქვენს მეგობარ ინსპექტორს წამო-
ვიყვანდი თან?
– ინსპექტორი მილერი სულაც არაა ჩემი მეგობარი.
– ო, ეს დამოკიდებულია იმაზე, გინდათ თუ არა, რომ სა-
მართლიანობამ გაიმარჯვოს. თქვენი ქმარი მოკლეს...
– ჰოდა, ახლა გადავალთ ამ საკითხზე – სწრაფად ჩაურ-
თო პუარომ.– ნებას მოგვცემთ დავსხდეთ, მადამ?
მარგარეტ კლეიტონი ნელა დაეშვა სკამზე და მამაკაცებს
შეხედა.
– გთხოვთ, – მიმართა პუარომ მისის კლეიტონსა და ინ-
სპექტორს, – ყურადღებით მომისმინოთ. ვგონებ, უკვე ვიცით,
თუ რა მოხდა იმ საბედისწერო საღამოს მაიორ რიჩის სასტუმ-
რო ოთახში... ჩვენ გვეგონა, რომ მხოლოდ ორ ადამიანს შე-
ეძლო დაემალა მოკლულის გვამი სკივრში – მაიორ რიჩს და
მის მსახურ უილიამ ბერჯესს. მაგრამ შევცდით. – იყო კიდევ
ერთი ადამიანი იმ საღამოს სასტუმრო ოთახში, რომელსაც
ასევე შეეძლო ამის გაკეთება.
– ეს ვინღაა? – ირონიულად იკითხა მილერმა –– ლიფტი-
ორი?
– არა. თვითონ არნოლდ კლეიტონი.
– რომ მოკლულმა თვითონ დამალა თავისი სხეული?
თქვენ ხომ არ გაგიჟდით, პუარო?
– რა თქმა უნდა, არა მკვდარმა, არამედ ცოცხალმა. სხვა-
ნაირად რომ ვთქვათ, კლეიტონი თვითონ დაიმალა სკივრში.
ეს აზრი მაშინ მომივიდა, როცა სკივრის კედელზე გაკეთებუ-
ლი ნახვრეტები დავინახე, თანაც ეს ნახვრეტები სულ ახალი
63 მკითხველთა ლიგა
გაკეთებული იყო. რისთვის? უჰაერობით რომ არ გაგუდული-
ყო. შირმა რატომ იყო გაწეული ჩვეული ადგილიდან? იმი-
სათვის, რომ ის ვინც სკივრში იჯდა, სახურავს რომ აწევდა
ხოლმე დაბუჟებული ფეხების გასაშლელად და ოთახში ლა-
პარაკის უკეთ გასაგონად, არავის დაენახა.
– კი მაგრამ რისთვის? – წამოიძახა მარგარეტმა გაოცები-
საგან ფართოდ გახელილი თვალებით, – რისთვის უნდა და-
მალულიყო არნოლდი სკივრში?
– ამას თქვენ კითხულობთ, მადამ? თქვენი მეუღლე ძალი-
ან ეჭვიანი იყო, ეჭვიანი და გულჩახურული, როგორც თქვენ-
მა მეგობარმა მისის სპენსმა თქვა. ეჭვებმა მოიცვა მთელი მი-
სი არსება. იგი სულ უფრო და უფრო იპყრობდა მას და გულს
უღრღნიდა. იყო თუ არა მისი ცოლი მაიორის საყვარელი? ეს
მან არ იცოდა. საგონებელში იყო ჩავარდნილი და უნდოდა
გაეგო სიმართლე, რადაც არ უნდა დაჯდომოდა. ამიტომ იყო,
რომ მოიგონა „ტელეგრამა შოტლანდიიდან“, რომელიც არც
არავის გამოუგზავნია და არც არავის უნახავს. ჩემოდანს
კლუბში ტოვებს. მიდის მაიორთან იმ დროს, როდესაც იგი
სახლში არაა... მსახურს ეუბნება, რომ წერილს დატოვებს.
როგორც კი მსახური ოთახიდან გადის, კლეიტონი ნახ-
ვრეტებს უკეთებს სკივრს, გადადგამს შირმას და ძვრება სკივ-
რში. დღეს იგი სიმართლეს გაიგებს. შეიძლება მისი ცოლი
დარჩეს იქ ან სხვებთან ერთად წავიდეს, მაგრამ მერე დაბ-
რუნდეს! ამ საღამოს სასოწარკვეთილებისაგან და ეჭვიანო-
ბისაგან გაწამებული ქმარი გაიგებს სიმართლეს...
– იქნებ ისიც თქვათ, ყელში დანაც თვითონ გაირჭოო? –
მილერის ხმაში აშკარა დაცინვა ისმოდა.
– არა, ეს სხვამ გააკეთა. იმან, ვინც იცოდა, რომ ის იქ იყო.
ეს, უდავოდ მკვლელობა იყო, წინასწარ მომზადებული და სა-
64 მკითხველთა ლიგა
გულდაგულოდ მოფიქრებული მკვლელობა. გავიხსენოთ
„ოტელოს“ პერსონაჟები. ჩვენ ახლა იაგო გვაინტერესებს. ვი-
ღაც თანდათან და ძალიან მარჯვედ უწამლავდა კლეიტონს
გონებას. პატიოსანი იაგო, ერთგული მეგობარია, რომელსაც
ენდობიან! არნოლდ კლეიტონსაც სჯეროდა მისი. ეს მან მიიყ-
ვანა კლეიტონი ლამის გაგიჟებამდე. თვითონ კლეიტონს მო-
უვიდა თავში აზრად, რომ სკივრში დამალულიყო, თუ სხვამ
უკარნახა იგი? ასეა თუ ისე, გადაწყვეტილება მიღებულია. ხო-
ლო რამდენიმე კვირის წინ მოპარული სტილეტი მოთმინე-
ბით ელოდება თავის მსხვერპლს. დგება საბედისწერო საღა-
მო, ნათურები მკრთალად ანათებენ ოთახს, უკრავს გრამო-
ფონი, ცეკვავენ წყვილები. ის, ვინც არ ცეკვავს, ვისაც მეწყვი-
ლე არ ჰყავს, არჩევს ფირფიტებს მაგიდასთან, რომელიც
შირმით დაფარული ესპანური სკივრის გვერდით დგას. შეუმ-
ჩნევლად გაძვრე შირმის უკან, ასწიო თავსახური, დაარტყა
ხანჯალი, ძალიან სარისკო და გაბედული საქმეა, მაგრამ ამა-
ვე დროს ძალიან ადვილი!
– კლეიტონს შეეძლო დაეყვირა.
– არა, რადგან მას ეძინა, – უპასუხა პუარომ, – მსახურის
სიტყვებით სკივრში ის მძინარე ადამიანის პოზაში იწვა – იმ
ადამიანის პოზაში, რომელიც ძილის წამლის ძლიერი დოზით
იყო გაბრუებული, ხოლო ძილის წამლის მიცემა მხოლოდ
ერთადერთ ადამიანს შეეძლო – მას, ვინც მასთან ერთად
სვამდა, სანამ კლუბს დატოვებდა.
– ჯოკი? – მარგარეტ კლეიტონის ხმაში გულწრფელი,
თითქმის ბავშვური გაოცება გაისმა. – ჯოკი? არა-არა! კეთი-
ლი, კარგი ჯოკი. მაგრამ იმას მთელი სიცოცხლე ვიცნობ!
რისთვის სჭირდებოდა ეს?
პუარო მობრუნდა და მიაშტერდა ქალს.
65 მკითხველთა ლიგა
– მადამ, რისთვის იბრძოდა ორი იტალიელი დუელში?
ახალგაზრდა კაცმა რატომ მოიკლა თავი? ჯოკ მაკლარენს
უჭირს სიტყვებით თავისი გრძნობების გამოხატვა. იგი შეეგუა
თქვენი ოჯახის ერთგული მეგობრის როლს, მაგრამ აი, გა-
მოჩნდა მაიორი რიჩი. ეს უკვე მეტისმეტი იყო! ამის გადატანა
მას არ შეეძლო. სიძულვილისაგან გაბრუებულ გონებაში იბა-
დება გეგმა, უნაკლოდ მოფიქრებული გეგმა მკვლელობისა –
ორმაგი მკვლელობისა, რადგან მაიორს უეჭველად დამნაშა-
ვედ ცნობენ კლეიტონის მკვლელობაში. იგი იმედოვნებდა,
რომ თქვენი მეუღლისა და მაიორი რიჩის გზიდან ჩამოცილე-
ბის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მისი გახდებოდით, რადგან
სჯეროდა, რომ თანაგრძნობისათვის მას მიმართავდით, მა-
დამ. ასე გააკეთებდით, არა?
თავზარდაცემული ქალი პუაროს ფართოდ გახელილი
შეძრწუნებული თვალებით შესცქეროდა. ანგარიშმიუცემ-
ლად, ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა:
– დიახ, შეიძლება... არ ვიცი...
მაგრამ ამ დროს გაისმა კატეგორიული ტონით წარმოთ-
ქმული ინსპექტორ მილერის განცხადება:
– ძალიან კარგი, პუარო, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა და
მეტი არაფერი. დამამტკიცებელი საბუთები არა გაქვთ, და შე-
იძლება ეს მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი იყოს, სადაც
მისხალიც კი არ ურევია სიმართლისა.
– ესაა სიმართლე.
– მერე სადაა დამამტკიცებელი საბუთები? სადაა სამხი-
ლი? ჩვენ ბრალდების წაყენებაც კი არ შეგვიძლია მისთვის.
– ცდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მაკლარენი თვითონ-
ვე გამოტყდება, როდესაც ყველაფერ ამას მოუყვებით. გა-

66 მკითხველთა ლიგა
მოტყდება როგორც კი გაიგებს, რომ მისის კლეიტონმა ყვე-
ლაფერი იცის!
შემდეგ, ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, პუარომ დაუმატა:
– რადგან ამის გაგებისთანავე იგი მიხვდება, რომ წააგო.
რომ ასე უნაკლოდ მოფიქრებული მკვლელობა ფუჭი აღმოჩ-
ნდა.

67 მკითხველთა ლიგა

You might also like