Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 135

გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/

ურსულა კ. ლე გუინი

ატუანის აკლდამები

1
ურსულა კ. ლე გუინი............................................................................................................................ 1
ატუანის აკლდამები.............................................................................................................................. 1
პროლოგი ................................................................................................................................................ 2
თავი 1. შთანთქმული ........................................................................................................................... 3
თავი 2. კედელი „ფუძის“ გარშემო ..................................................................................................... 7
თავი 3. ტყვეები ................................................................................................................................... 19
თავი 4. სიზმრები და ლეგენდები .................................................................................................... 32
თავი 5. სინათლე ბორცვის ქვეშ ........................................................................................................ 45
თავი 6. ადამიანის ხაფანგი ................................................................................................................ 57
თავი 7. დიადი საგანძური ................................................................................................................. 74
თავი 8. სახელები................................................................................................................................. 85
თავი 9. ერრეთ აკბეს ბეჭედი ............................................................................................................. 91
თავი 10. წყვდიადის მრისხანება .................................................................................................... 102
თავი 11. დასავლეთის მთები .......................................................................................................... 112
თავი 12. ცურვა .................................................................................................................................. 122
ბოლოსიტყვაობა ................................................................................................................................ 131

პროლოგი
– სახლში მოდი, ტენარ! მოდი სახლში!

საღამოვდებოდა, დაბლობის სიღრმეში გაშლილი ვაშლის ხეივნები აყვავების პირას


მისულიყვნენ; აქა-იქ რამდენიმე ნაადრევ ყვავილს დაისის ვარსკვლავივით თეთრი
და ვარდისფერი ფოთლები გადაეშალა და საღამოს ბინდი დაეჩხვლიტა. ხეივნების
ჩაყოლებაზე ახალაბიბინებული, სქელი და ქორფა ბალახის ზღვაში პატარა გოგონა
სირბილით გალაღებული დაქროდა. დაძახებისთანავე როდი გაეშურა სახლისკენ,
ჯერ ფართო წრე დაარტყა და შინისკენ პირი მხოლოდ მერეღა აქცია. სახლის
ზღურბლზე მდგარი დედის უკან კერიის სინათლე იღვრებოდა; ქალი იდგა და
უცქერდა მინდორში მონავარდე პაწაწინა არსებას, რომელიც დიდრონი ხეების ქვეშ
გაშლილ ბალახზე სიოს ნებაზე ათამაშებული ბაბუაწვერას ბუსუსივით
დაფარფატებდა.

სახლის კუთხესთან მდგარმა მამამ, რომელიც თოხს მიმხმარ ტალახს აფხეკდა, ცოლს
საყვედურით მიმართა:

– ამ ბავშვს რატომ ესიყვარულები? ხომ იცი, რომ შემდეგ თვეში უკვე მოაკითხავენ და

2
სამუდამოდ წაიყვანენ. ჩავთვალოთ, რომ დავმარხეთ და ეს ამბავიც ჩავლილი და
დასრულებულია. რაში გარგია იმაზე მიჯაჭვა, რისი დაკარგვაც გიწერია? ჩვენც
აღარაფერში გვადგება. წაყვანისას ფული მაინც რომ გადაეხადათ, კიდევ ჰო, მაგრამ
ისინი ხომ მაგასაც არ აპირებენ. უბრალოდ წაიყვანენ და ამით დასრულდება. დედას
არაფერი უთქვამს, ისევ გაჰყურებდა ბავშვს, რომელიც ცოტა ხნით შეჩერდა და ხეებს
შორის სახლისკენ გამოიჭყიტა. მაღალ გორაკებზე გაშლილი ხეივნების ზემოთ კი
დაისის ვარსკვლავი სუსხიანად კაშკაშებდა.

– ის ჩვენი აღარაა: იმ დღის მერე, რაც ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ის


აკლდამების ქურუმი უნდა გამხდარიყო, ჩვენი აღარ ყოფილა. ნუთუ ამას ჯერაც ვერ
ხვდები? კაცის ხისტ ხმას წყენა და სიმწარე შერეოდა.

– კიდევ ოთხი შვილი გყავს, რომელიც ჩვენთან დარჩება, ეს ერთი კი წავა. ასე რომ, ნუ
მიეჯაჭვები. შეიგნე და გაუშვი.

– დრო რომ მოვა, – მიუგო ქალმა, – გავუშვებ.

ქალი დაიხარა, ტალახიან მიწაზე შიშველი, თეთრი, პაწაწინა ფეხებით მორბენალი


ბავშვი გულში ჩაიკრა და სახლისკენ წაუძღვა. დედა გოგონას თავზე საკოცნელად
დაიხარა; ცეცხლის მბჟუტავ სინათლეში ჩანდა, რომ ბავშვს შავი თმა ჰქონდა, თუმცა
დედის თმა ჩალისფრად მოჩანდა.

გარეთ დარჩენილი კაცი, რომელიც ბავშვივით ფეხშიშველი იდგა გაზაფხულის


ნათელი ცის ქვეშ გაფენილ ცივ მიწაზე, თანდათან ღამის სიბნელეში ეხვეოდა.
საღამოს ბინდში მდგომს, სახეზე მძიმე, გამოუთქმელი და ბრაზით სავსე მწუხარება
ასახოდა, რომლის ხმამაღლა გამოსახატად სიტყვებს ვერასოდეს იპოვიდა. ბოლოს,
ცოტა ხნის შემდეგ მხრები შეიბერტყა და ცოლს სახლში შეჰყვა, სადაც სინათლეს
დაესადგურებინა და ჰაერს ბავშვების ჟრიამული აცოცხლებდა.

თავი 1. შთანთქმული
საყვირმა გულის გამაწვრილებლად დაიწივლა და დადუმდა. დასადგურებულ
სიჩუმეს მხოლოდ გულისცემასავით ნელ დოლის ბაგაბუგს აყოლილი ფეხების
ბრაგუნი არღვევდა. სატახტო დარბაზის სახურავის ნასვრეტებში, სადაც საყრდენ
კოლონებს შორის ჭერი ზოგან სრულად ჩამოშლილიყო, მზის სხივები დამრეცად
იპარებოდა. განთიადის მეორე საათი იდგა. უძრავი, ცივი ჰაერი ავსებდა დარბაზს.
გამხმარი და გაყვითლებული ბალახის ღეროები, რომლებსაც იატაკის მარმარილოს
ფილებს შორის ამოძრომა მოეხერხებინათ, მოჭირხლულიყვნენ და ქურუმ ქალთა
სამოსის ბოლოებზე გამოდებისას საწყლად ტკაცუნებდნენ.

ორმაგი კოლონებით გაწყობილი, უზარმაზარი დარბაზის შუაგულში ოთხ-ოთხად,


მწყობრით შემოაბიჯეს. დოლის ბაგუნი უღიმღამოდ გაისმოდა. არავინ იღებდა ხმას
და არავინ უსწორებდა მზერას. შავად შემოსილ გოგოებს ჩირაღდნები მოჰქონდათ,
რომლებიც მზის სინათლეზე მკრთალდებოდნენ, სიბნელეში მოხვედრისთანავე კი
ისევ ბრდღვიალდებოდნენ. სატახტო დარბაზის გარეთ მამაკაცები იდგნენ –

3
მცველები, მესაყვირეები, მედოლეები, მაგრამ ზღურბლს ისინი ვერასოდეს
გადაკვეთდნენ: უზარმაზარ კარში ყოველთვის მხოლოდ ქალები

შემოვიდოდნენ, სახედაბურულნი და შაოსანნი, ოთხ-ოთხად


გაემართებოდნენკოლონებს შორის, დიდი ხნის წინ დაცარიელებული ტახტისაკენ.

შავად შემოსილი ორი მაღალი ქალის ფიგურა ტახტის მიმართულებით დაიძრა. ერთი
გამხდარი და ხისტი აღნაგობისა იყო, მეორე კი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მძიმედ
ტორტმანებდა. მათ შორის ექვსიოდე წლის ბავშვი მოაბიჯებდა; თეთრი ნაჭრის
სამოსში გამოწყობილს თავი, ხელები და ფეხები მოშიშვლებოდა. მთელ ამ პირქუშ
მსვლელობაში გოგონა უსაშველოდ პატარა ჩანდა. ცარიელი ტახტისაკენ აღმავალ
საფეხურებთან, სადაც რიგებად ჩაწყობილი ქურუმები მათ მოახლოებას უხმოდ
ელოდნენ, მაღალი ქალები შედგნენ და ბავშვს ოდნავ წინ უბიძგეს.

შემაღლებულზე მდგარ უზარმაზარ ტახტს ორივე მხარეს ჭერიდან ჩამოშლილი


სიბნელის ქსელი ფარდასავით შეჰფენოდა; სიშავე იმდენად მკვრივი და ხელშესახები
მოჩანდა, რომ თვალს უჭირდა გარჩევა, მართლაც შავი სტავრა ერტყა ტახტს გარშემო,
თუ უბრალოდ კუნაპეტ სიბნელეს დაესადგურებინა. ტახტიც შავი იყო, მხოლოდ
საზურგესა და სახელურებზე ოდნავ თუ დაილანდებოდა მკრთალად მბზინავი ოქრო
და ძვირფასი ქვები. ამ უშველებელ ტახტზე მჯდომი ადამიანი ჯუჯისოდენა
გამოჩნდებოდა, ადამიანის ზომაზე არ იყო შექმნილი. ცარიელ ტახტზე მხოლოდ
ჩრდილები მოკალათებულიყვნენ.

ბავშვმა შვიდი უზარმაზარი, წითელძარღვიანი მარმარილოს საფეხურიდან


ოთხისრულიად მარტომ აიარა. საფეხურები იმდენად ფართო და მაღალი იყო, რომ
ბავშვი თითოეულ მათგანზე ბოლომდე უნდა ასულიყო, სანამ შემდგომზე ასვლას
დაიწყებდა. კიბის შუა საფეხურზე, ზუსტად ტახტის წინ დიდი, გაუთლელი ხის მორი
იდო, რომელსაც ზედა ნაწილი ამოღრუტნული ჰქონდა. ბავშვმა მორთან ორივე
მუხლი მოიყარა, ოდნავ გვერდზე გადახრილი თავი ამოღრუებულ ნაწილს მოარგო
და გაშეშდა.

უცებ ტახტის მარჯვენა მხარეს დასადგურებულ სიბნელეს შალის თეთრ სამოსში


გამოწყობილი და წელზე ქამარშემორტყმული სილუეტი გამოეყო და ბავშვისკენ
გაემართა. თეთრსამოსიან ადამიანს სახე თეთრი ნიღბით ჰქონდა დაფარული, ხელში
კი ხუთფუტიანი, მბზინავი ფოლადის ხმალი ეპყრა. ყოყმანისა და ორჭოფობის
გარეშე, ალესილი ხმალი ბავშვის კისერთან ორივე ხელით აღმართა და გაშეშდა.
დოლის ხმა შეწყდა.

როდესაც ხმალმა უმაღლეს წერტილს მიაღწია და დაშვება უნდა დაეწყო, ტახტის


მარცხენა მხრიდან შავებში შემოსილი ფიგურა გამოიჭრა, კიბეზე მარდად ისკუპა და
მსხვერპლშემწირველის ხელი სუსტი და წვრილი მკლავებით შეაჩერა. მახვილმა
ჰაერში გაიელვა. განაჩენის მომლოდინე პატარას თავს ზემოთ თეთრი და შავი
ჩრდილების ჭიდილი, რომელიც ორი უსახო და თითქმის უფორმო ლანდის ცეკვას
უფრო წააგავდა, სულ რამდენიმე

4
წამს გაგრძელდა. ციცქნა გოგონაში, ტაძრის მოცეკვავეების მსგავსად, ორი
საპირისპირო ფერი შერწყმულიყო – თეთრ მოღერებულ კისერზე შავად ჩამოშლილი
თმა.

გამეფებულ სიჩუმეში ორი ჩრდილი მოულოდნელად გაიშალა და ტახტს უკან,


თავიანთ კუთვნილ სიბნელეში გაუჩინარდა. ქურუმები წინ დაიძრნენ და
მუხლმოდრეკილი ბავშვის ფეხებთან, კიბეზე, ფიალიდან რაღაც სითხე გადმოღვარეს.
დარბაზის ბნელეთში სითხე შავად ელვარებდა.

გოგონა წამოდგა და ოთხი საფეხური გაჭირვებით ჩამოიარა. კიბის ძირში


მომლოდინე მაღალმა ქურუმებმა იგი შავი მანტიით შემოსეს, რომელმაც სხეული
მთლიანად დაუფარა. შემდეგ ქურუმებმა ბავშვი ისევ კიბისკენ, შავი ლაქისკენ და
ტახტისაკენ მიაბრუნეს.

– დაე, უსახელო მეუფეთ ძღვნად მიიღონ ეს გოგო; სწორედ ის რჩეული, რომელიც


მარადჟამ უსახელოდ იშობა. დაე, ზვარაკად შეიწირონ მისი სიცოცხლე და წლები
მისი სიცოცხლისა სიკვდილამდე, რომელიც მათ ეკუთვნის. დაე, მიიღონ ეს ბავშვი
ძღვნად.
დაე, შთაინთქას იგი!

საყვირივით გულის გამაწვრილებელმა და უხეშმა ხმებმა ყიჟინით დაუდასტურეს:

– ის შთაინთქა! ის შთაინთქა!

გოგონა თავსაბურავის ქვეშიდან დიდრონ ტახტს შეფარვით უყურებდა. ბრჭყალებიან


სახელურებსა და საზურგეზე მოჭედილ ოქროსა და ძვირფას ქვებს წლების
განმავლობაში მტვერი დასდებოდა, მოჩუქურთმებულ ხეს კი, რომლისგანაც ტახტის
საზურგე გამოეკვეთათ, ბუების მოთეთრო სკინტლის კვალი ეტყობოდა. ტახტისაკენ
მიმავალ ბოლო სამ საფეხურს – იმ ადგილის ზემოთ, სადაც ბავშვი ჩამუხლული იდგა
– ადამიანის ფეხი არასოდეს მიჰკარებოდა. წითელძარღვიანი მარმარილო
საუკუნოვანი მტვრით ისე სქლად დაფარულიყო, რომ ზედაპირი მიწას უფრო
ჰგავდა, ვიდრე უთვალავი წლის განმავლობაში ხელშეუხებელ და შეუშფოთებელ
ქვას.

– შთაინთქა! შთაინთქა!

შეძახილებს უცებ დოლის გუგუნიც შეუერთდა, რომელიც ახლა უფრო მოწყვეტით და


სწრაფად ახმიანდა.

მთელი პროცესია ჩუმი, უხმო შრიალით მოშორდა ტახტის მისადგომებს და მჭახე


სინათლით გაჩახჩახებული კარის ოთხკუთხა ღიობისკენ დაიძრა. დარბაზის წიაღში,
ჭერქვეშ გამეფებული სიბნელიდან ორ რიგად ჩამოშვებული კოლონები გოლიათის
უზარმაზარ, თეთრ წვივებს წააგავდნენ. ქურუმების დარად, შავებში გამოწყობილი
ბავშვი ფეხშიშველა მიაბიჯებდა ქვის

ცივ იატაკზე, მის ტერფქვეშ კი გაყინული ბალახი ტკაცუნებდა. ჩამონგრეული


სახურავის ნაპრალში ჩამოღვრილმა სინათლემ გზა გაუნათა, თუმცა გოგონას თავი არ
აუწევია.

5
მცველებს დარბაზის კარი ფართოდ გაეღოთ. შავად მოსილი მსვლელობა ადრიანი
დილის სუსხსა და ცივ, სიფრიფანა სინათლეზე გამოიფინა. მზე უკვე ამოსულიყო და
აღმოსავლეთის თვალუწვდენელი კიდეების ფონზე, თვალისმომჭრელად
აკიაფებულიყო. დასავლეთისკენ აღმართულ მწვერვალებს ამომავალი მზის სხივები
ფერდობებზე დაეჭირათ და სატახტო დარბაზის წინა კედლის მსგავსად,
მოყვითალოდ შეფერილიყვნენ. გარდა ძმა–ღმერთების სალოცავისა, რომელიც
სატახტო დარბაზის მოპირდაპირე შემაღლებაზე აეგოთ, ირგვლივ მოფენილი
შენობები ჯერ კიდევ მოიისფრო ბინდში გახვეულიყვნენ. სალოცავის ახლად
დაგებული სახურავის ზედაპირი ამაყად ირეკლავდა დღის პირველ სხივებს.
ოთხკაციან ჯგუფებად შეკრული შავსამოსიანი ქურუმები ერთ მწკრივად დაუყვნენ
აკლდამების ბორცვის დამრეც ფერდობს და ჩუმი გალობა წამოიწყეს. მელოდია
მხოლოდ სამი ნოტისგან შედგებოდა, სიტყვა კი, რომელიც მრავალგზის,
გაუთავებლად მეორდებოდა, იმდენად ძველი და მივიწყებული იყო, რომ მისი
მნიშვნელობა, ნაშარაგზალზე შემორჩენილი ძველი მანიშნებლის მსგავსად, აღარ
განირჩეოდა. ცარიელ, მნიშვნელობადაკარგულ სიტყვას განუწყვეტლივ გალობდნენ,
ქურუმის გარდაქმნის მთელ დღეს ქალთა ჩუმი მღერა, დაუსრულებელი ზუზუნი
გაისმოდა.

პატარა გოგოს ოთახიდან ოთახში, სალოცავიდან სალოცავისკენ დაატარებდნენ.


ერთგან ენაზე მარილი მოაყარეს, მეორეგან დასავლეთისკენ პირშექცეულს და
მუხლებზე დაჩოქილს თმა მოკლედ შეჭრეს და სურნელოვანი ზეთებითა და ძმრით
დაბანეს. კიდევ ერთ ოთახში სალოცავის უკან, შავი მარმარილოს ფილაზე პირქვე
დააწვინეს, ქურუმებმა კი გამყინავი ხმით მიცვალებულთა საგოდებელი იგალობეს.
არც მას და არც სხვა ქურუმებს იმ დღეს არაფერი უჭამიათ. დაისის ვარსკვლავის
ჩასვლისას გოგონა დედიშობილა, ცხვრის ტყაპუჭებში გახვეული დასაძინებლად
დააწვინეს ცარიელ ოთახში, სადაც მას ჯერ არასოდეს სძინებოდა. სახლი, რომელშიც
ბავშვი დააბინავეს, წლობით იყო ჩარაზული და მხოლოდ ამ დღისთვის გაეხსნათ.
უფანჯრო ოთახი სიმაღლეში უფრო მეტი იყო, ვიდრე სიგრძეში; ირგვლივ
სიკვდილის უძრავი და დახუთული სუნი იდგა. მდუმარე ქალებმა ბავშვი მარტო
დატოვეს.

სუნთქვაშეკრული გოგონა გაუნძრევლად იწვა. გვერდიც კი არ უცვლია. ფართოდ


თვალგახელილს რული კიდევ დიდხანს არ მიეკარა.

უცებ კედელზე არეკლილი შუქჩრდილები დაინახა. ვიღაც დერეფანში ფრთხილად


მოაბიჯებდა და სანათის მკვეთრი სინათლე ხელით ისე მოეჩრდილა, რომ მხოლოდ
ციცინათელასავით მკრთალ ციმციმად მოჩანდა. ხრინწიანმა ხმამ დაიჩურჩულა:

– ჰეი, აქ ხარ, ტენარ? ბავშვს პასუხი არ გაუცია.

კარებში უცნაურმა სახემ შემოიჭყიტა: გათლილი კარტოფილივით მელოტ და


ასეთივე მოყვითალო ფერის თავზე კარტოფილის ბოლქვის ლაქებისმაგვარი, პატარა
და მოყავისფრო თვალები ციმციმებდა; დიდრონ ლოყებს შორის ცხვირი თითქმის
ჩაკარგულიყო, პირი კი ვიწრო, უტუჩო ჭრილს წააგავდა. გოგონა კვლავ გაუნძრევლად

6
მისჩერებოდა მოულოდნელ სტუმარს, გაფაციცებული მზერით ერთ წერტილს
მიჰყინვოდა.

– ჰოუ, ტენარ, ჩემო პატარა თაფლაკვერა, აი, სად ყოფილხარ! ხმა ხრინწიანი ჰქონდა,

თუმცა რაღაცით მაინც ქალის ხმას წააგავდა.

– აქ არ უნდა ვიყო, – განაგრძო კაცმა, – წესით, კარს იქით უნდა ვიდგე, ზღურბლთან,
სადაც ჩემი ადგილია. მაგრამ თავი ვერ შევიკავე, უნდა მენახა, ამ გრძელი დღის
შემდეგ ჩემი პატარა პრინცესა როგორ არის, ჩემო საბრალო დაღლილო თაფლაკვერა.

ზორბა კაცი ზომისთვის შეუფერებელი უხმაურობით მიუახლოვდა ბავშვს და


ხელები ისე გაუწოდა, თითქოს თავზე მოფერებას უპირებსო.

– მე ტენარი აღარ ვარ, – უპასუხა ბავშვმა ისე, რომ თვალი არ მოუწყვეტია.

კაცს ხელი ჰაერში გაეყინა და ბავშვს აღარ შეხებია.

– არა, მართალია, ვიცი, ვიცი. ახლა შენ „შთანთქმული“ ხარ, მაგრამ მე... კაცის

ჩურჩული შეწყდა. ბავშვს არაფერი უთქვამს.

– ბავშვისთვის რთული დღე იქნებოდა.

კაცი ბორძიკით დაიძრა და ხელში დაფარული სინათლე სიბნელეში ატორტმანდა.

– ამ სახლში არ უნდა შემოდიოდე, მანან.

– არა, არა, ვიცი. ამ სახლში არ უნდა ვიყო. მაშ, ღამე მშვიდობისა, პატარავ... ღამე
მშვიდობისა.

ბავშვს ხმა აღარ ამოუღია. მანანი ნელა შებრუნდა და გავიდა. შუქის ათინათი
საბოლოოდ მიიკარგა და ოთახის მაღალი კედლებიდან გაქრა.

პატარა გოგონა, რომელსაც ყველა სახელი ჩამოერთვა და ამიერიდან მხოლოდ „არჰა“ –


შთანთქმული – ეწოდებოდა, ზურგზე იწვა და მშვიდად აცქერდებოდა სიბნელეს.

თავი 2. კედელი „ფუძის“ გარშემო


დრო გადიოდა, გოგონა იზრდებოდა და თანდათან თავისთვის შეუმჩნევლად
დედამისთან იმ მცირე მსგავსებასაც კარგავდა, რაც გააჩნდა, და რომლის შესახებ არც
კი იცოდა. ის აქაურობას ეკუთვნოდა, მისი ადგილი ყოველთვის მხოლოდ აქ იყო.
იშვიათად, ივლისის რომელიმე საღამოს, დასავლეთის მთების ხრიოკ ფერდობებზე
ჩამავალი მზის შემორჩენილი ელვარება თუ გაახსენებდა შორს დარჩენილ ბავშვობასა
და ოჯახური ხმაურით გაჟღენთილ სახლში მოელვარე ყვითელი ცეცხლის ანარეკლს.
წარსულის ამ სურათებთან ერთად ბუნდოვანი მოგონებაც ეწვეოდა – რომ ოდესღაც
მასაც გულში იკრავდნენ, მაგრამ ეს შეგრძნება მის ახლანდელ ცხოვრებაში ძალიან
უცხო და თან უცნაური იყო – ახლა ხომ შემთხვევითაც კი არ ეხებოდნენ. იმ
სასიამოვნო სურნელის მოგონებაც შემორჩა, რომელიც ჩამავალი მზისა და

7
კერიისცეცხლისფერ გრძელ, ნათელ თმას ასდიოდა – სალბისსურნელიანი წყლით
ახლად დაბანილი თმისა და სინათლის მოგონება. სულ ეს იყო, რაც წინა
ცხოვრებიდან გადმოჰყვა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მან უფრო მეტი რამ მონათხრობით იცოდა საკუთარ


წარსულზე, ვიდრე თავად ახსოვდა, – ატუანის ერთქურუმის ისტორია მისთვის
არაერთხელ დაწვრილებით ეამბნათ. კითხვები დაახლოებით შვიდი თუ რვა წლის
ასაკში გაუჩნდა, პირველად მაშინ

გაიღვიძა ცნობისმოყვარეობამ და დაინტერესდა, ვინ იყო ეს პიროვნება, რომელსაც


„არჰას“ უწოდებდნენ. მაშინ მივიდა მისთვის მიჩენილ მფარველ, მცველ მანანთან და
ჰკითხა:

– მანან, მომიყევი, როგორ გამომარჩიეს.

– უფ, ეგ ხომ ისედაც იცი, პატარავ.

მან მართლაც იცოდა, გამხდარი და დაშრეტილხმიანი ქურუმი თჰარი ისე ხშირად


უყვებოდა წმინდა ისტორიას, სანამ ბოლოს გოგონამ ყველაფერი არ დაიზეპირა. უკვე
სიტყვასიტყვით შეეძლო უძველესი ამბის გამეორება:

– დიახ, ვიცი. ატუანის აკლდამების ერთქურუმის სიკვდილის შემდეგ განწმენდისა


და დაკრძალვის რიტუალი მთვარის კალენდრით ერთი თვის განმავლობაში უნდა
დასრულდეს. ამის შემდეგ აკლდამების ქურუმებისა და მცველების ნაწილი
გაემართება უდაბნოს გადაღმა, ატუანის ქალაქებისა და სოფლებისკენ, სადაც
კითხვაკითხვით განსაკუთრებული ბავშვის საპოვნელ გზას დაადგებიან. ისინი
გოგოს დაეძებენ, რომელიც ერთქურუმის სიკვდილის ღამეს დაიბადა. როდესაც
ასეთ ბავშვს იპოვიან, ლოდინსა და დაკვირვებას შეუდგებიან. ბავშვი გონებითა და
სხეულით ჯანმრთელი უნდა გაიზარდოს, ავადმყოფობა არ უნდა შეეყაროს, არც

რაქიტი აღმოაჩნდეს, არც ყვავილი დაემართოს და არც რამე დამაგონჯებელი


სნეულება; არც დაბრმავდეს. თუკი ხუთი წლის ასაკს შეურყვნელად მიაღწევს, ყველა
დარწმუნდება, რომ ბავშვის სხეული ნამდვილად გარდაცვლილი ერთქურუმის
ახალი სხეულია. ავაბათში მეფეუფალს მის შესახებ ამცნობენ, შემდეგ კი აქ, ტაძარში
მოიყვანენ, სადაც მისი წვრთნა და სწავლება ერთ წელს გაგრძელდება. წლის ბოლოს
მას მიჰგვრიან მბრძანებლებს, უსახელოთ: რადგან ისიც მათსავით უსახელოა,
მარადშობილი ერთქურუმი.

ეს სიტყვასიტყვით ის ამბავი იყო, რომელიც თჰარმა უთვალავჯერ მოუთხრო და


რომელიც სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში, მაგრამ არასოდეს გაუბედავს რაიმე ამაზე
მეტი ეკითხა. გამხდარი ქურუმი ბოროტი როდი იყო, მაგრამ ყოველთვის ცივად
იქცეოდა და მკაცრი კანონით ცხოვრობდა, მისი თავდაჭერითა და შეუვალობით არჰა
მუდამ აღფრთოვანებული იყო. მანანისადმი მას ამგვარი მოწიწება სულაც არ გააჩნდა
და შეეძლო, გაბედულად და ქედმაღლურად ებრძანებინა:

– ეს ყველაფერი ისედაც ვიცი, ახლა კი ის მითხარი, მე როგორ ამირჩიეს! და მანანიც

მორჩილად კიდევ ერთხელ უყვებოდა:

8
– ახალი მთვარის ავსების მესამე დღეს აკლდამებიდან ჩრდილოეთით და
დასავლეთით დავიძარით, რადგან წინანდელი არჰა გასული მთვარის მესამე დღეს
გარდაიცვალა. პირველ რიგში ტენაკბაჰში მივედით, რომელიც შესანიშნავი ქალაქი
კია, მაგრამ მცოდნენი, ვისაც ორივე ქალაქი უნახავს, ამბობენ, რომ ავაბათთან
შედარებით ტენაკბაჰი ძროხის ტანზე აცოცებულ რწყილად მოგეჩვენება. მე რომ
მკითხო, ტენაკბაჰი საკმაოდ დიდი ქალაქია, ათას სახლზე ნაკლები არ იქნება. მერე
გზა განვაგრძეთ და გარში მივედით. მაგრამ არც იქ გასჩენია ვინმეს წინა თვის
მთვარის მესამე ღამეს ასული. რამდენიმე ბიჭი კი დაიბადა ქურუმის
გარდაცვალებისას, მაგრამ ხომ იცი, ბიჭი არ გამოგვადგებოდა. ასე რომ, ისევ გარის
ჩრდილოეთით მიმავალ მთაგორიან ადგილებს გავუყევით, გავიარეთ დაბები და
სოფლები. იქაურობა ჩემი მშობლიური მხარეა, იქ დავიბადე და გავიზარდე; იმ
მთებში, სადაც მდინარეები სათავეს იღებს და სადაც მიწა მწვანედ ბიბინებს, ამ
უდაბნოში კი არა.

ამის გახსენებაზე მანანს ხრინწიანი ხმა ყოველთვის უცნაურად ეცვლებოდა და ციცქნა


თვალებსაც უფრო მეტად არიდებდა არჰას. როგორც წესი, ცოტა ხნით შეჩერდებოდა
და მერე ისევ განაგრძობდა თხრობას.

– ასე მოვიარეთ მთელი მხარე და ბოლო თვეებში გაჩენილი ყველა ბავშვის მშობელს
ვესაუბრეთ. ზოგი ცრუობდა კიდეც, – დიახ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილი
ახალი მთვარის

მესამე ღამეს გაჩნდა, ნამდვილად ეგრე იყო! – გვეუბნებოდნენ. ღარიბი ოჯახები


სიხარულით მოიშორებდნენ ზედმეტ მშიერ მჭამელს, მით უმეტეს, გოგოს. ზოგი
იმდენად ღატაკი იყო, მთების ფერდობებზე მიკარგულ ეულ ხუხულებში მცხოვრებნი
იმდენად ჩამორჩენილიყვნენ ცხოვრებას, რომ არც დროის განსაზღვრა შეეძლოთ და
არც იმის თქმა, თუ როდის დაიბადა მათი ბავშვი. ამის მიუხედავად, ადრე თუ გვიან,
ბევრი კითხვისა და ჩაძიების შედეგად, მაინც ვახერხებდით დაგვედგინა ბავშვის
დაბადების ზუსტი დრო. როგორც ხვდები, მთელი ეს ძიება ძალიან გვაფერხებდა.
ბოლოს ენტატის დასავლეთით გაშლილ ხეხილის ბაღებში ამოზრდილ ათკომლიან
პატარა სოფელში ერთი გოგო ვიპოვეთ. იმ დროს უკვე რვა თვისა იყო, სწორედ ამდენი
ხანი გასულიყო იმ დროიდან, რაც დიდ მისიას შევეჭიდეთ. ბავშვი ზუსტად ქურუმის
გარდაცვალების ღამეს დაბადებულიყო. საათიც კი ემთხვეოდა. მართლაც გასაოცარი
გოგონა იყო, დედის კალთაზე წამოსკუპებული მათ პატარა სახლში ღამურების
გუნდივით შეჯგუფებულ აკლდამების მსახურებს დიდრონი, ნათელი თვალებით
გვიყურებდა. მამამისი ერთი უბრალო, ღარიბი გლეხი იყო. თავს მდიდარი ბატონების
ხეხილის მოვლით ირჩენდა და დედამიწის ზურგზე არაფერი ებადა, გარდა ხუთი
ბავშვისა და ერთი საცოდავი თხისა. საცხოვრებელი სახლიც კი სხვისი კუთვნილება
იყო. ჰოდა, ავავსეთ ეს პატარა ხუხულა. ქურუმები ისე უყურებდნენ ბავშვს და ისე
გაცხოველებით მსჯელობდნენ რაღაცაზე, რთული მისახვედრი არ იყო, რომ ამ
ბავშვის სახით მარადშობილი ქურუმის ახალი ხორცშესხმა იპოვეს. ბავშვის დედაც
მათსავით ფიქრობდა, თუმცა მდუმარედ იჯდა და მთელი დროის

განმავლობაში ბავშვი ჩახუტებული ეჭირა. მეორე დღეს კვლავ დავბრუნდით იმ


სახლში და დიდ მოულოდნელობას გადავეყარეთ! ბავშვი წითელი წინწკლებით იყო

9
დაფარული, სიცხისგან გავარვარებული პატარა აკვანში იწვა, საწყლად ტიროდა და
გმინავდა, დედამისი კი ბავშვზე მეტად მოთქვამდა: ვაიმე, ჩემს საწყალ პატარას
„კუდიანის თითები“ შეეხოო. იქაურები „კუდიანის თითებს“ ყვავილს ეძახდნენ. ჩემს
მშობლიურ მიდამოშიც ეგრე მოიხსენიებდნენ. მოკლედ, ამის მიუხედავად, კოსსილი
– სწორედ ის, ვინც ახლა მეფეუფლის უზენაესი ქურუმის წოდებას ატარებს –
მიუახლოვდა ბავშვის აკვანს და პატარა გოგონა ამოიყვანა. ყველამ უკან დაიხია, მათ
შორის – მეც. მართალია, ჩემი სიცოცხლე დიდად არ ფასობს, მაგრამ თავისი ნებით
ჩუტყვავილიან სახლში, აბა, ვინ შევა? კოსსილი ოდნავადაც არ შემკრთალა; ამ ქალმა
შიში არც მაშინ იცოდა. ჩვილი ხელში აიყვანა და ხმამაღლა გამოაცხადა:

– ბავშვს სიცხე არ აქვს.

შემდეგ თითი ნერწყვით დაისველა და წითელ წინწკლებს მოუსვა. ლაქები ადვილად


მოშორდა, რადგან თურმე კენკრის წვენით მიეხატათ. საწყალი, სულელი ქალი;
გოგონას შესანარჩუნებლად ჩვენი მოტყუება სცადა.

ამის გახსენებაზე მანანს სიცილი აუტყდა, თუმცა სახის გამომეტყველება და ხმა


დიდად არ შესცვლია; ერთი ეგ იყო, ფართო გვერდები რიტმულად აუთიმთიმდა:

– ქმარმა სასტიკად სცემა, რადგან ქურუმების განრისხებისა ძალიან ეშინოდა. ჩვენ


უდაბნოს გავლით ისევ აქ დავბრუნდით, მაგრამ ყოველ წელს „ფუძის“ ერთ-ერთი
მსახური ვაშლის ხეივნებში ჩაკარგულ სოფელში ბავშვის მოსანახულებლად და
ამბის მოსატანად მიდიოდა. ასე გაიარა ხუთმა წელიწადმა, შემდეგ კი თჰარი და
კოსსილი ისევ იმ სოფლისკენ გაემგზავრნენ, ქურუმებისა და ბავშვის
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი ტაძრის მცველები და მეფეუფლის
გამოგზავნილი წითელმუზარადიანთა რაზმი იახლეს. გოგონა აკლდამებში
მოიყვანეს, რადგანაც ის ჭეშმარიტად მარადშობილი ქურუმი გახლდათ, მისი
ადგილი აქ იყო. თუ იცი, პატარავ, ეს ბავშვი ვინ იყო?

– მე, – უპასუხა არჰამ ისე, რომ მანანისთვის არც შეუხედავს. სადღაც შორეთში
იყურებოდა, თითქოს რაღაცის დანახვას ლამობს, მაგრამ ის რაღაც უკვე თვალს
მიეფარა და ვერ ახერხებსო.

ერთხელ გოგონამ იკითხა, დედამ რა ქნა, როდესაც მისი ბავშვის წასაყვანად ქურუმები
მივიდნენო, მაგრამ მანანმა პასუხი ვერ გასცა, რადგან ბოლო მოგზაურობაში ქურუმს
არ ახლდა და არ იცოდა, ზუსტად რა და როგორ მოხდა.

არც თავად მას ახსოვდა. საერთოდაც, რაში სჭირდებოდა ეს მოგონებები? მაინც


ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა, ყველაფერს ჩაევლო. ბედმა აქ მოიყვანა. მთელ
სამყაროში მხოლოდ აქაურობა ეცნობოდა: ატუანის აკლდამების „ფუძე“.

აკლდამებში ცხოვრების პირველი წელი სხვა, ოთხიდან თოთხმეტ წლამდე


ახალწვეულ გოგონებთან ერთად გაატარა. მანანი უკვე მაშინ გამოეყო ფუძის „ათ
მცველს“ და ტენარის პირად მეურვედ დაინიშნა. დიდი სახლის საერთო დარბაზშიც,
სადაც გოგონები ერთად იყვნენ თავმოყრილნი და დაძინებამდე ჩურჩულებდნენ ან
ერთმანეთს ნაწნავებს უწნავდნენ, არჰას საწოლი გამოყოფილ ნიშაში იყო და თუმცა
დანარჩენების ფუსფუსი ესმოდა, მათ თამაშებში არასოდეს ერთვებოდა. როდესაც

10
სახელი ჩამოერთვა და არჰა ეწოდა, უკვე მარტოს ეძინა მცირე სახლში. ამ საწოლზე
უნდა სძინებოდა დარჩენილი სიცოცხლე და ეს სახლი ცხოვრების ბოლომდე მისი
ერთადერთი სამყოფელი უნდა ყოფილიყო. „მცირე სახლი“ მხოლოდ მისი იყო,
ერთქურუმის სამყოფელი, ნებართვის გარეშე შიგნით შესვლა ყველას ეკრძალებოდა.
მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პატარა იყო, სიამოვნებდა ის მცირე ძალაუფლება,
როდესაც მის კარზე ფრთხილი კაკუნის საპასუხოდ შეეძლო ეთქვა „შეგიძლიათ
შემოხვიდეთ“ და ძალიან აღიზიანებდა როდესაც ორი უმაღლესი ქურუმი, კოსსილი
და თჰარი, დაუკაკუნებლად და ნებართვის თხოვნის გარეშე შემოდიოდნენ მის
სამყოფელში: თითქოსდა მისი ნებართვა არაფერს ნიშნავდა.

დღეები და წლები ერთფეროვნად გადიოდა. გოგონები დროს „ფუძის“ ფარგლებში,


მეცადინეობასა და სხვადასხვა საქმის სწავლაში ატარებდნენ. არ თამაშობდნენ.
თამაშისთვის დრო არ იყო. ისინი წმინდა სიმღერებსა და საკრალურ ცეკვებს,
კარგადის მიწების ისტორიას, იმ

ღმერთის თაყვანისცემის საიდუმლოებებსა და წესებს სწავლობდნენ, ვის მსახურადაც


იყვნენ განწესებულნი: ავაბათის მმართველი მეფეუფლის ან ტყუპ–ღმერთების,
ატუაჰისა და ვალუაჰის ლოცვებსა და მსახურებას.. მომავალ ქურუმად აღსაზრდელ
გოგონებს შორის, მხოლოდ არჰა ეუფლებოდა უსახელოთა საიდუმლოებებსა და
რიტუალებს, ამ ცოდნას კი მხოლოდ ერთი ადამიანი, ძმა–ღმერთების უმაღლესი
ქურუმი, თჰარი გადასცემდა. ეს გაკვეთილები არჰას ყოველდღე დაახლოებით ერთი
საათით სწყვეტდა დანარჩენ გოგონებს. ამის გარდა მისი დღეები ყველას მსგავსად
მიედინებოდა. გოგონები მატყლისგან ძაფის დართვას და ქსოვას, მოსავლის
დათესვასა და მოყვანას სწავლობდნენ, იმ საჭმლის მზადებას, რაც მათ ძირითად
საკვებს შეადგენდა: ოსპის ან წიწიბურას ღერღილისგან წვნიანის მზადებას, წმინდად
გაცრილი ფქვილისგან კი პურის ცხობას, ხახვის, კომბოსტოს, თხის ყველის, ვაშლის
მოყვანას და თაფლის მოპოვებას.

საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ამ წვრთნის დროს წილად გხვდომოდა, „ფუძის“


ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნახევარი მილით დაშორებულ უდაბნოში, ამღვრეულ
მომწვანო მდინარეში თევზაობის ნებართვა იყო. მაშინ შეიძლებოდა ერთი ვაშლი ან
წიწიბურას ცივი ხმიადი წაგეღო სამხრად და მთელი დღე უდაბნოს მცხუნვარე მზის
სხივებით განათებულ ლერწმებში მჯდარიყავი, ნელა მდინარე მწვანე წყლისთვის და
მთის ფერდობებზე მოსრიალე ღრუბელთა ჩრდილებისთვის გეყურებინა. მაგრამ თუ
ბედი გაგიწყრებოდა და გახარებული შეჰყვირებდი,

როდესაც ანკესის ძუა დაიჭიმებოდა და მკვეთრი ამოქაჩვით ნაპირზე ამოაგდებდი


მოლივლივე პრიალა თევზს, მებბეთი გველგესლასავით ავად შემოგისისინებდა:

– ხმა ჩაიკმინდე, შე სულელო წიკვინა!

მებბეთი – ჯერაც ახალგაზრდა, მაგრამ მოქუფრული, ობსიდიანივით უდრეკი და


მკაცრი ქალი – მეფეუფლის ტაძარში მსახურობდა. თევზაობა მისი საყვარელი საქმე
იყო. თუ გინდოდა მისი კეთილგანწყობა სამუდამოდ არ დაგეკარგა, ჩუმად უნდა
ყოფილიყავი და არ გეხმაურა, თორემ თევზაობას შეიძლებოდა გამოთხოვებოდი და
მდინარეზე ჩასვლა მხოლოდ გვალვისგან ჭების დაშრობისას წყლის ამოსატანადღა

11
გღირსებოდა. ეს კი ნამდვილად ჯოჯოხეთური საქმე იყო,– გვალვაში მდინარემდე
ნახევარი მილი უნდა გაგევლო, სათლებით მხრებდამძიმებულს იგივე გზა უკვე
ტვირთით, აღმართზე ჩქარი ნაბიჯით მიმავალს უნდა დაგეფარა. პირველი ასი იარდი
შედარებით ადვილი იყო, მაგრამ ყოველი შემდგომი ნაბიჯით სათლები მძიმდებოდა,
საზიდი ჯოხი მხრებს გავარვარებული რკინის ზოდივით გწვავდა, უდაბნოს ხრიოკი
გზა მზეს სასტიკად ირეკლავდა, ყოველი ნაბიჯი კი წინაზე მძიმე და ნელი ხდებოდა.
გზის ბოლოს შიდა ეზოს მხსნელი ჩრდილი გელოდა და ბაღის გვერდით, უზარმაზარ
ცისტერნაში, შეგეძლო სათლები შვებით ჩაგეცალა. მერე ისევ უნდა
მობრუნებულიყავი და ზუსტად იგივე წრე შეგესრულებინა, ისევ და ისევ, სადამდეც
საჭირო იქნებოდა.

„ფუძე“ ძირითადად ამ სახელით მოიხსენიებოდა და მეტის თქმა არც იყო საჭირო,


რადგან ის უძველესი და უძლიერესი იყო კარგადის ოთხი მიწის სალოცავებსა და
წმინდა ადგილებს შორის. „ფუძის“ მიდამოებში ორასამდე ადამიანი ცხოვრობდა და
მრავალი შენობა აღმართულიყო: სამი ტაძარი, „დიდი სახლი“ და „მცირე სახლი“,
საჭურისი ზედამხედველების საცხოვრისები, კედლის მიღმა კი, ახლოსვე, მცველთა
ბარაკები და მრავალრიცხოვან მონათა კარვები, სათავსოები, თხებისა და ცხვრის
ფარეხები და ფერმები განლაგებულიყო. შორიდან, დასავლეთით აღმართული
ხრიოკი ბორცვებიდან, სადაც სალბის, უდაბნოს ხმელი ბალახის ბღუჯებისა და
პატარ-პატარა, მავთულისებური ყლორტების გარდა არაფერი ხარობდა, „ფუძე“ და
მისი შემოგარენი პატარა ქალაქს წააგავდა. შორეული აღმოსავლეთის დაბლობებიდან
თუკი ზემოთ, მთებისკენ მიაქცევდი მზერას, ფერდობების ძირში, მზის სხივების
ლიცლიცს მოჰკრავდი თვალს ტყუპი ღმერთების ტაძრის მოოქრულ სახურავზე,
რომელიც ისე ელავდა, როგორც კლდეში ჩაქსოვილი ქარსის წვეთი.

თავად ტაძარი ქვის ერთი დიდი კუბი იყო: უფანჯრო და უდარაბო, თეთრად
შეფერილი, დაბალი ზღურბლითა და ძლივს შესამჩნევი კარით. ოდნავ ქვემოთ უფრო
ახალი, მრავალი საუკუნით ახალგაზრდა და თავმომწონე შენობა – კედრის მაღალი,
თეთრი კოლონებითა და საღებავით შეფერილი ფასადით – მეფეუფლის ტაძარი
აღმართულიყო. თითოეული კოლონა გემით ჩამოეტანათ თავად ჰურ-ატ-ჰურიდან,
სადაც ეს დიდრონი ხეები ტყეებად არის

ამოზიდული. პორტიდან ტაძრამდე, უდაბნოს გავარვარებულ ხრიოკებსა და


მცხუნვარე მზის გულზე, ოც მონას მოეთრია. შორიდან მომავალი მგზავრი ჯერ
აღმოსავლეთით მდებარე, მაღლა აზიდულ თეთრკოლონებიან და ოქროსფრად
აელვარებულ ტაძარს დაინახავდა და მხოლოდ გვარიანად მოახლოებული
შენიშნავდა მეფის სადიდებელი ტაძრის ზემოთ, „ფუძის ბორცვის“ მაღლობზე,
უდაბნოსფერ, ქვიშით შეჭმულ და თითქმის უდაბნოსავით უასაკო მიწიდან
ამოზიდულ უძველეს ტაძარს: დროისგან შეჭმული და შემოცრეცილკედლებიანი
ვრცელი, დაბალი სატახტო დარბაზიბრტყელი და ჩამოშლილჭერიანი „ფუძის“
ყველაზე მხცოვანი ნაწილი იყო.

დარბაზის უკან, მთელი „ფუძის“ გარშემო უზარმაზარ კედელს შემოევლო მკლავები


წმინდა ბორცვისა და მისი შენობებისთვის. ქვებს ერთმანეთთან მხოლოდ მათივე
სიმძიმე ადუღაბებდა და დროთა განმავლობაში კედლის ნაწილები ალაგ-ალაგ

12
ჩამოშლილიყო. კედლის სარტყლის შიგნით, რამდენიმეგან, კუპრივით შავი,
თვრამეტი-ოცი ფუტის სიმაღლის ქვები ამოჭრილიყო მიწიდან, ძველი დროის
რომელიღაც უცნობი ურჩხულის დიდრონი თითებივით. მზერა უნებურად მუდამ ამ
ქვებისკენ მიიზიდებოდა, რადგან იგრძნობოდა, რომ მათ რაღაც საოცარი შინაარსი
ჰქონდათ, თუმცა ზუსტად რა იყო ეს შინაარსი, არავინ იცოდა. სულ ცხრა ქვა იყო,
მათგან მხოლოდ ერთი აღმართულიყო სწორად, დანარჩენები გადახრილიყვნენ, ორი
კი მთლად წაქცეულიყო. ნაცრისფერ და მოწითალო ხავსს ქვები ისე შეეფერადებინა,
თითქოს ზედ

საღებავი დაქცეულიყო. ყველა ქვა ჟამთა სვლითა და ხავსით იყო დაფარული, გარდა
ერთისა. ეს ერთი ქვა შავი, მქრქალად მბზინვარე, ხელშეუხებელი, შიშველი და სუფთა
აღმართულიყო დანარჩენ ქვებს შორის. გამორჩეული ქვა სრულიად გლუვი იყო,
დანარჩენი ქვების დათვალიერებისას და შეხებისას კი ხავსისა და ობის ქვეშ
ძველისძველი ნიშნები და ფორმები იკვეთებოდა. ეს ცხრა ქვა ატუანის აკლდამებს
წარმოადგენდა. ეს ქვები, როგორც კარგიელები იძახდნენ, აქ ოდითგანვე იდგა, იმ
დროიდან, როდესაც პირველმა ადამიანებმა მიწაზე დადგეს ფეხი, იმ დროიდან,
როდესაც ზღვამიწეთი იქმნა. ისინი მაშინ ჩაირგო მიწაში, როდესაც სამყაროში
გამეფებულ სიბნელეში ოკეანის სიღრმეებიდან პირველი ხმელეთი ამოიზიდა. ისინი
კარგადის მეფეუფლებზე, ძმა-ღმერთებსა და თავად სინათლეზე ძველნი იყვნენ. ეს იმ
არსებათა და ძალთა აკლდამები იყო, რომლებიც ადამიანთა სამყაროს შექმნამდე
ბატონობდნენ, იმ არსებათა აკლდამები, რომლებიც სიბნელეში არსებობდნენ და
რომელთაც სახელი არ გააჩნდათ, ისევე როგორც მათ მსახურ ქურუმს.

არჰა არც ისე ხშირად მიდიოდა მათ სიახლოვეს, სხვებს კი საერთოდაც არ დაუდგამთ
ფეხი სატახტო დარბაზის უკან, კედელშემოვლებულ ადგილას, სადაც აკლდამის
ლოდები დასვენებულიყვნენ. წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის
ბუნიობის მოახლოებისას, ტახტის წინ მსხვერპლშეწირვა იმართებოდა, რომლის
დროსაც არჰა თხის ჯერ კიდევ ცხელი სისხლით სავსე სპილენძის გობით გამოდიოდა
დაბალჭერიანი ტაძრის

სიღრმიდან, ნახევარ სისხლს სწორად აღმართულ, გლუვ ქვის სვეტთან დაანთხევდა,


ნახევარს კი – ერთ-ერთ მწოლიარე ქვასთან, საუკუნეების განმავლობაში სისხლით
დალაქავებულ ადგილას დაღვრიდა.

ხანდახან არჰა დილაადრიან გადიოდა აკლდამის ქვებთან და ჟამთა სვლით


განადგურებული და გაცრეცილი ფორმებისა და ნახატების გარჩევას ლამობდა.
ამომავალი მზის სხივების დამრეც შუქჩრდილებში ქვაზე ნატვიფრი ფორმები
თითქოს ზედაპირიდან ამოიწევდა და უფრო იკვეთებოდა. ხან კი აკლდამების ქვებს
შორის ჩამომჯდარი, უბრალოდ, დასავლეთით ამაღლებულ მთებს შეჰყურებდა ან
ქვემოთ გაშლილი სალოცავის, საცხოვრისებისა და მცველთა ქოხების მოზაიკას
აცქერდებოდა, სანამ მომძლავრებული დილა ხალხსა და საძოვარზე მიმავალ
პირუტყვს გარეთ გამოიტყუებდა და დღის დასაწყისისთვის ჩვეულ ფუსფუსს
დააწყებინებდა. ამ ლოდებს შორის სინამდვილეში არაფერიესაქმებოდა, მაგრამ ის
მაინც ადიოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ამის უფლება მხოლოდ და მხოლოდ მას
ჰქონდა და აქ შეეძლო მარტო ყოფილიყო. აკლდამები საშინლად მოღუშული ადგილი

13
იყო, ზაფხულის კაშკაშა და მცხუნვარე მზეშიც კი უცნაური სიცივე გამჭოლად
უვლიდა სხეულში. ხანდახან, როდესაც უდაბნოს ქარი ქვებს შორის შრიალებდა და
უსტვენდა, ქვები კი ერთმანეთისკენ თითქოს რაღაცის გადასაჩურჩულებლად
დახრილიყვნენ, ადვილი იყო წარმოდგენა, რომ ერთი წამიც და რაღაც საუკუნოვანი
საიდუმლო გაიშრიალებდა აკლდამის ლოდებს შორის. მაგრამ უდაბნოს მდუმარება
არასოდეს დარღვეულა.

აკლდამების კედლიდან იწყებოდა კიდევ ერთი, უფრო დაბალი ღობის


უსწორმასწორო ნახევარწრე, რომელიც გარს ერტყმოდა „ფუძის ბორცვს“ და მერე
დასავლეთისკენ, მდინარის მიმართულებით მიემართებოდა. ეს დაბალი კედელი
იმდენად დამცავი არ იყო, რამდენადაც გამყოფი, რომლის ერთ მხარეს სალოცავები,
ტაძრები, ქურუმთა სახლები და მეთვალყურეთა მოსასვენებლები მოთავსებულიყო,
მეორე მხარეს კი ყარაულთა, ჯარისკაცთა და მონათა ბარაკებს მოეყარა თავი, ისინი
„ფუძის“ შინაურ საქონელს უვლიდნენ, იცავდნენ და ამარაგებდნენ „ფუძის“ შიდა
წრის ბინადრებს. ისინი კედელს არასოდეს კვეთდნენ, გარდა ძალიან იშვიათი
უწმინდესი დღესასწაულებისა, როდესაც ჯარისკაცთა რჩეული ნაწილი თავისი
მუსიკოსებითა და მესაყვირეებით ქურუმების ამალას იცავდა, თუმცა ამ იშვიათ
შემთხვევებშიც კი არასოდეს კვეთდნენ ტაძრის წმინდა ზღურბლს. ამ მკაცრად
განსაზღვრული ხალხისა და შემთხვევების გარდა, უცხო პირს არასოდეს დაუკარებია
შიდა წრის მიწაზე ფეხი. ადრე აქაურობას კარგადის ოთხივე მიწის მომლოცველები
და პილიგრიმები სტუმრობდნენ. საუკუნე-ნახევრის წინათ პირველი მეფეუფალიც კი
სტუმრებია აკლდამების „ფუძეს“, თავისი პირველი ტაძრის აგების აღსანიშნავად,
თუმცა მაშინაც კი, თვით ღმერთკაცს არ გადაულახავს აკლდამების აკრძალული
კედელი, მასაც კი ჭამა და ძილი „ფუძეს“ შემოვლებული კედლის გარეთ მოუწია.

კედელზე გადაძრომა ადვილად შეიძლებოდა, ქვებს შორის დარჩენილ ღიობებს ხელი


და ფეხი

ადვილად ეჭიდებოდა. გვიანი გაზაფხულის ერთ საღამოს „შთანთქმული“ და გოგონა,


სახელად პენთე ამ კედელზე შემომსხდარიყვნენ. წესით ახლა დიდი სახლის საქსოვ
ოთახში უნდა ყოფილიყვნენ, რომელიც უბრალოდ ქვის სხვენს წარმოადგენდა. ისინი
უზარმაზარ ოთახებში უნდა მსხდარიყვნენ და უღიმღამო, მუდამ შავ შალის სამოსში
გამოწყობილებს დღედაღამ შავი მატყლი ერთოთ და ექსოვათ, უფრო და უფრო მეტი
თალხი ქსოვილისა და მოსასხამის დასამზადებლად. გოგონები ცოტა ხნით
გასხლტნენ მთავარ ეზოში ჭიდან წყლის დასალევად, მაგრამ იქ მისულებმა
წყურვილი რომ მოიკლეს, არჰამ უცებ შესძახა „წამოდი!“ და მეორე გოგოს ბორცვის
შემოვლით, დიდი სახლიდან მოშორებით, კედლისკენ გაუძღვა. ცოტა ხანში ორივე
მიწიდან ათი ფუტის სიმაღლეზე, კედლის თავზე იჯდა, ფეხები გარეთ გადაეკიდათ,
სადაც უდაბნოს დაბლობი და ველები აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისკენ
უსასრულოდ, ჰორიზონტამდე გადაჭიმულიყო.

– ნეტავი ზღვის ნახვა შემეძლოს, – მეოცნებე ხმით თქვა პენთემ.

– რაში გჭირდება? – ცივად იკითხა არჰამ, თან კედლიდან ამოწყვეტილი მომწარო


ბალახის ღერის ღეჭვას განაგრძობდა. აქაურობის უნაყოფო მიწა ყვავილობის

14
დასასრულისკენმიიწევდა. უდაბნოსწვრილ-წვრილი ყვავილების ყვითელი,
ვარდისფერი და თეთრი ფოთლები ფერფლის ნაწილაკებივით დაფარფატებდნენ და
მომწიფებულ თესლებთან ერთად მიემართებოდნენ

უდაბნოს ხრიოკებზე დასასვენებლად. ბაღში, ვაშლის ხეების ქვეშ, მიწა გაცრეცილი


თეთრ-ვარდისფერი ხალიჩით დაფარულიყო, ტოტები კი მწვანედ შრიალებდა.
გარშემო მრავალი მილის მანძილზე ეს ერთადერთი სიმწვანე იყო. სხვა ყველაფერს
ჰორიზონტის ერთი ბოლოდან მეორემდე მოსაწყენი, მიხაკისფერ-მოყავისფრო,
უდაბნოსფერი დაჰკრავდა, გარდა მთების იმ ნაწილებისა, სადაც სალბის ყვავილებს
მოლურჯოდ შეევერცხლათ ფერდობი.

– არ ვიცი, რაში უნდა მჭირდებოდეს. უბრალოდ, რამე განსხვავებულის ნახვა მინდა.


აქ ყველაფერი ერთნაირია. არასოდეს ხდება რამე.

– სადაც კი რამე ხდება, ყველაფერი აქედან იწყება, – თქვა არჰამ.

პენთეს გაეღიმა. ფუმფულა, სასიამოვნო გარეგნობის გოგო იყო. მზით გამთბარ ქვაზე
მჯდომმა ფეხისგულები მოიფხანა და ცოტა ფიქრის მერე განაგრძო:

– იცი, პატარა რომ ვიყავი, ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი. ჩვენი სოფელი


სანაპიროსთან ზედ ქვიშის ბორცვების უკან იყო და ხშირად დავრბოდით ზღვის
ნაპირთან სათამაშოდ. ერთხელ ხომალდების მთელი ფლოტი დავინახეთ ზღვაში,
ნაპირიდან შორს ჩაგვიცურეს. მაშინვე გავიქეცით და მთელ სოფელს მოვდეთ ეს
ამბავი, ყველა სანაპიროზე შეიკრიბა ხომალდების

სანახავად. ხომალდები შორიდან წითელფრთიანი დრაკონებივით


გამოიყურებოდნენ, რამდენიმესთვის დრაკონის კისრის მსგავსად მოეღერებინათ
კიჩოები და ზედ ნამდვილი დრაკონების თავები მიემაგრებინათ. მართალია, მათ
ატუანს ახლოს ჩაუცურეს, მაგრამ ეს კარგიული ხომალდები არ იყო. სოფლის
უხუცესმა გვითხრა, რომ ისინი დასავლეთიდან, შიდა მიწებიდან მოცურდნენ.
სოფლის ყოველი მცხოვრები ამის სანახავად გამოფენილიყო. მგონი, ყველას ეშინოდა,
რომ ხომალდები ჩვენს მიწებს მოადგებოდნენ და ნაპირებზე ხალხს გადმოსხამდნენ.
ბოლოს უბრალოდ ჩაგვიარეს და საბოლოოდ, ვერც კი გავიგეთ, რისთვის იყვნენ
მოსულნი, შეიძლება კარეგო-ატში საბრძოლველად, შეიძლება – არც. მაგრამ
წარმოიდგინე, ისინი ნამდვილად ჯადოქრების კუნძულებიდან მოდიოდნენ, იქიდან,
სადაც ყველას მიწისფერი კანი აქვს და ნებისმიერს შეუძლია, თვალის
დახამხამებასავით ადვილად და სწრაფად მოგაჯადოოს.

– ოღონდ მე არა. ზედაც კი არ შევხედავდი. ისინი ავსული და წყეული ჯადოქრები


არიან. როგორ გაბედეს წმინდა მიწასთან ასე ახლოს გავლა?

– ხო, ალბათ მეფეუფალი ერთ დღესაც მათ სრულად დაიპყრობს და ყველას მონებად
აქცევს. მაგრამ ოდესმე კიდევ ერთხელ ზღვის ნახვას მაინც ვისურვებდი. მოქცევის
დროს სანაპიროსთან დარჩენილ პატარა გუბეებში პაწაწინა რვაფეხები
დაცურავდნენ და თუ

15
მიეპარებოდი და „ბუჰს“ დაიძახებდი, სულ მთლად თეთრდებოდნენ... უყურე, აგერ,
ბებერი მანანი მოდის შენ საძებნელად.

არჰას მცველი დამეთვალყურე ნელამოუყვებოდა კედელსშიდა მხრის გასწვრივ.


ალაგ-ალაგ ნაბიჯს ანელებდა და გარეული ხახვის ბოლქვს აძრობდა მიწიდან, – ცალ
ხელში უკვე საკმაოდ დიდი კონაც ეჭირა. უცებ წელში გაიმართა და თავისი პატარა,
ყავისფერი და უღიმღამო თვალები ზემოთ აღაპყრო. წლების განმავლობაში იმაზე
მეტად გასუქებულიყო, ვიდრე არჰას პირველი მოგონებებიდან ახსოვდა, მისი უთმო
და უწვერო კანიც უფრო ყვითლად პრიალებდა მზის შუქზე.

– კაცების მხარეს ჩასრიალდი, სწრაფად, – ჩურჩულით დაისისინა არჰამ. გოგოები


ხვლიკებივით მარდად ჩასრიალდნენ ქვის კედლის გარე მხარეს და ისე მიეკრნენ
კედლის ქვებს, რომ მათი შვერილებზე შეკიდული სხეულები შიდა მხრიდან
უხილავი იყო. მანანის ნაბიჯების ხმა მათ ყურამდე მაინც აღწევდა.

– ჰუუ, ჰუუ, თავკარტოფილა, – ბალახებში მოშრიალე ქარივით ჩუმად გაისმა არჰას


დამცინავი სიტყვები. მძიმე ნაბიჯების ხმა შეწყდა.

– ჰოუ, მანდ, – ჩაილაპარაკა ეჭვით, – პატარავ, არჰა, აქ ხარ?

არავითარი პასუხი.

მანანმა გზა განაგრძო.

– ჰუუუუ, თავკარტოფილააა!

– ჰუუუ, კარტოფილღიპა! – გამოაჯავრა პენთემ ჩურჩულით, თან სიცილის შეკავებას


ცდილობდა და კრუსუნი დასცდა.

– არის ვინმე? ისევ სიჩუმე.

– მაშ კარგი, ჰო, – ამოიხვნეშა საჭურისმა და გზა განაგრძო. როდესაც კაცი ბორცვის
დაღმართს ჩაუყვა და თვალს მიეფარა, გოგონები ისევ კედლის თავზე აფოფხდნენ.
პენთე ერთიანად გაოფლილიყო და გაწითლებულიყო სიცილის შეკავებით, მაგრამ
არჰა გაცოფებული ჩანდა და ნაპერწკლებს ყრიდა.

– სულელი ბებერი თხა, რას დამყვება ყოველ ფეხის ნაბიჯზე!

– იმიტომ, რომ ვალდებულია, – მშვიდად და გააზრებულად მიუგო პენთემ, – მისი


საქმე ხომ შენი მეთვალყურეობა და დაცვაა.

– მე ისინი მიცავენ, ვისაც ვემსახურები. მხოლოდ მათ კეთილგანწყობაზე უნდა


ვიზრუნო. დანარჩენებისთვის ანგარიშის გაწევა არ მევალება. ყველა ამ ბეხრეკმა
ქალმა და ნახევარკაცამ, ამ ხალხმა თავი უნდა დამანებოს. ბოლოს და ბოლოს,
სწორედ მე ვარ ერთქურუმი! პენთემ შეცბუნებულმა გახედა გოგოს.

– დიახ, რა თქმა უნდა, შენ ხარ, არჰა, მაგრამ...

– მაშინ ყველამ თავი უნდა დამანებოს! უნდა შეწყვიტონ გამუდმებით ბრძანებებისა


და განკარგულებების მოცემა.

16
პენთე ცოტა ხანსხმის ამოუღებლადიჯდა და მხოლოდ რამდენჯერმე ღრმად
ამოისუნთქა. გაჰყურებდა ნელ-ნელა აღმავალ უკიდეგანო დაბლობებსა და ველებს,
რომლებიც თანდათან ბუნდოვანი და ფართო ჰორიზონტისკენ მიიწევდნენ.

– უკვე არც ისე დიდი ხანი დარჩა და მერე შენ თვითონ შეძლებ ბრძანებების გაცემას,
ხომ იცი, – ჩუმად ჩაილაპარაკა პენთემ, – სულ რაღაც ორ წელიწადში ბავშვები აღარ
ვიქნებით. თოთხმეტი წლისანი რომ გავხდებით, მე მეფეუფლის ტაძრის მსახურად
დამნიშნავენ და ჩემთვის არც ისე ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ შენ იმ დროისთვის
უკვე ნამდვილი უზენაესი ქურუმი იქნები. თავად კოსსილი და თჰარიც კი
ვალდებულნი იქნებიან დაგემორჩილონ.

შთანთქმულს ხმა არ ამოუღია. სახეზე კუშტი გამომეტყველება შეჰყინოდა, შეკრულ


წარბებს ქვემოდან მომზირალ თვალებში ცა მქრქალად ერეკლებოდა.

– უკან უნდა დავბრუნდეთ, – შეახსენა პენთემ.

– არა.

– კი მაგრამ, ქსოვის მასწავლებელმა შეიძლება თჰარს უთხრას. თან მალე ცხრა


საგალობლის დრო იქნება.

– მე აქ ვრჩები. შენც დარჩი.

– შენ არ დაგსჯიან, მე კი არავინ დამინდობს, – ჩვეული რიდით თქვა პენთემ.

არჰას ხმა არ გაუღია. პენთემ ერთი ამოიოხრა, მაგრამ მაინც დარჩა. მზე უკვე
იძირებოდა დაბლობების თავზე გადაჭიმულ ბურანში. სადღაც შორს, ველების ოდნავ
დამრეც ფერდობებზე ცხვრის ზანზალაკების წკარუნი და ბატკნების ბღავილი
ისმოდა. გაზაფხულის ნიავი მშრალ, სუსტ ნაკადებად ქროდა და ყვავილების ტკბილი
სურნელება მოჰქონდა.

ცხრა საგალობელი თითქმის დასრულებულიყო იმ დროისთვის, როდესაც გოგოები


დაბრუნდნენ. მებბეთმა ისინი „კაცების კედელზე“ დაინახა და რაღა თქმა უნდა,
თავის ზემდგომს, მეფეუფლის უზენაეს ქურუმ კოსსილს მოახსენა.

კოსსილი თავიდან ფეხებამდე ზორბა აღნაგობისა იყო. სახესა და ხმაში ერთი გრძნობა
ან გამომეტყველებაც კი არ აესახა, როდესაც ორ გოგონას მიმართა, გამომყევითო. ქვის
დერეფნების გავლით გაუძღვა ჯერ დიდი სახლის გასასვლელისკენ, შემდეგ ატუაჰისა
და ვალუაჰის ტაძრისკენ, რომელიც ფერდობის თავზე წამომართულიყო. იქ ტაძრის
უზენაეს ქურუმ თჰარს დაელაპარაკა, რომელიც მისგან განსხვავებით მაღალი, ხმელი,
ირმის წვივივით გამხდარი და ძარღვიანი იყო. – სამოსი გაიხადე, – მიმართა
კოსსილმა პენთეს.

კოსსილმა ის ლერწმის კონით გაროზგა, რომლის ღეროებმაც გოგონას კანი ოდნავ


დასერა. პენთემ ყველაფერი მოთმინებით აიტანა, ხმა არ გაუღია, თუმცა თვალებიდან
ტკივილის რამდენიმე ცრემლი ჩამოუგორდა. ის უვახშმოდ გაისტუმრეს საქსოვ
დარბაზში და არც მეორე დღეს დართეს ჭამის ნება.

17
– თუ კიდევ ერთხელ დაგიჭერთ კაცების კედელზე ცოცვისას, ამაზე გაცილებით
უარესი წილი გელის, იმედია კარგად გაიგე ყველაფერი, პენთე.

კოსსილის ხმა რბილად ჟღერდა, მაგრამ სიკეთის ნატამალიცკი არ იგრძნობოდა.

პენთემ თანხმობა წარმოთქვა და სწრაფად გაეცალა იქაურობას, თან გზადაგზა ყოველ


გამოძრავებაზე იკუნტებოდა, როდესაც მძიმე ნაჭრის სამოსი ნაგვემ კანზე ეხებოდა.

არჰა თჰარის გვერდით იდგა და დასჯის ცერემონიას უყურებდა. უმზერდა, ქურუმი


ლერწმის ტოტებზე შერჩენილ სისხლს როგორ წმენდდა.

– არ გეკადრება, რომ კაცების კედელზე მცოცავი დაგინახონ. შეუფერებელია შენთვის.


შენ არჰა ხარ, – უთხრა თჰარმა. არჰა მოქუფრული იდგა. ხმა არ დაუძრავს.

– უმჯობესია მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგეთხოვება. შენ არჰა ხარ.

არჰამ ჯერ თჰარს შეხედა, მერე კი მზერა კოსსილზე გადაიტანა. მის


გამომეტყველებაში საზარელი სიძულვილი ან შეიძლება მძვინვარება გამოსჭვიოდა,
მაგრამ გამხდარ ქურუმს წარბი არც კი შეუხრია. მეტიც, მან თითქოს უკვე ბევრჯერ
ნათქვამის კიდევ ერთხელ დადასტურება არჩია და გოგოსკენ დახრილმა ჩურჩულით
ჩაულაპარაკა:

– შენ არჰა ხარ. სხვა არაფერი დარჩა. ყველაფერი შთანთქმულია.

– ყველაფერი შთანთქმულია, – გაიმეორა მან ისევე, როგორც იმეორებდა ყოველდღე,


იმ წამიდან მოყოლებული, როდესაც ექვსი წლის გახდა.

თჰარმა თავი ოდნავ დახარა, მას კოსსილმაც მიბაძა, თან საროზგ წკნელებს ინახავდა.
არჰას თავი არ დაუხრია, მაგრამ მორჩილად გატრიალდა და წავიდა.

მას შემდეგ, რაც კარტოფილისა და გაზაფხულის ხახვისგან მომზადებული ვახშამი


ვიწრო,

ბნელი სასადილოს სრულ სიჩუმეში შეიჭამა, მას მერე, რაც საღამოს ჰიმნები
შესრულდა, ყველა კარზე წმინდა სიტყვები განთავსდა და უსახელოთა მოკლე
რიტუალი ჩატარდა, დღის საქმეები დასრულდა. ახლა გოგონებს უფლება ჰქონდათ,
საერთო საძინებელში ასულიყვნენ და ერთი მოკლე სანთლის ჩაწვამდე კამათლითა
და ჯოხებით ეთამაშათ, ბნელში კი საწოლიდან საწოლში გადაეჩურჩულებინათ. არჰა,
როგორც ყოველთვის, დარბაზებისა და ეზოების გავლით, „ფუძის“ ფერდობების
გადაღმა, „მცირე სახლისკენ“ მიემართებოდა, სადაც განმარტოებით ეძინა.

ღამის ქარს სასიამოვნო სიტკბო მოჰქონდა. გაზაფხულის ცაზე ვარსკვლავები


კაშკაშებდა, როგორც ლურჯ მინდორზე აყვავებული გვირილები, როგორც აპრილში
ზღვაზე აელვარებული მზის სხივთა კონები. მაგრამ ამ გოგონას არც ზღვის და არც
მინდვრების მოგონებები არ გააჩნდა. მას ზეცისკენ არ აუხედავს.

– ჰოუ მანდ, პატარავ!

– მანან, – მიუგო უგულისყუროდ.

18
არჰას გვერდით დიდრონი ჩრდილი ამოიზარდა. ვარსკვლავების ციმციმი მის
მოტიტვლებულ თავზე ირეკლებოდა.

– დაგსაჯეს?

– ჩემი დასჯა არ შეიძლება.

– ჰო... ალბათ ეგრეა...

– მათ არ შეუძლიათ, დამსაჯონ. ვერ გაბედავენ.

მცველი თავიდან უსიტყვოდ იდგა, ხელებდაშვებული, სიბნელეში ოდნავ გასარჩევი


შავი ჩრდილი. გოგონამდე ველური ხახვისა და მანანის სამოსის ოფლიანი,
სალბნარევი სურნელი მოდიოდა. სამოსი ბოლოებში მოძენძილი და ზორბა
კაცისთვის უკვე მეტისმეტად მოკლე იყო.

– ისინი ვერ შემეხებიან. მე არჰა ვარ! – უცებ გაბზარული, ყვირილის ზღვარზე


აკანკალებული ხმით აღმოხდა არჰას და ცრემლები წასკდა.

დიდი, მუდამ მზადმყოფი და მომლოდინე ხელები გოგონას მოეხვია და


მიიხუტა, თან დაწნულ თმას სათუთად ეფერებოდა. – ჩუ, ჩუ, პატარა
თაფლაკვერო, პატარა გოგო...

მცველის ხრინწიანი ხმის როხროხა ექო მის ფართო გულმკერდშიც მოგუდულად


ისმოდა და არჰა მას უფრო ჩაეხუტა. მალე ცრემლები შეაშრა, მაგრამ მანანისთვის
ხელი არ გაუშვია, კვლავ ისე ჩასჭიდებოდა, თითქოს ფეხზე ადგომა არ შეეძლო.

– საბრალო პატარა, – ჩურჩულებდა მანანი, სანამ ხელში აყვანილი გოგონა მისი


მუდმივი სამყოფლისაკენ მიჰყავდა. გოგონა „მცირე სახლის“ ზღურბლთან დადგა.

– უკვე უკეთ ხარ, პატარავ? არჰამ თავი დაიქნია, ზურგი შეაქცია და სიბნელეში

შეაბიჯა.

თავი 3. ტყვეები
კოსსილის თანაბარი და მოზომილი ნაბიჯების ხმა „მცირე სახლის“ მთელ დერეფანში
ირეკლებოდა. მაღალმა და ფართო სილუეტმა მთლიანად გაავსო კარის ღიობი, წამით
შეიკუმშა, როდესაც ქურუმმა ცალი მუხლი მოიყარა და კვლავ მთელ ზომაზე
გაიშალა, როდესაც ქურუმი წამოდგა.

– ქალბატონო.

– რა არის, კოსსილ?

– ამ დრომდე ნება მქონდა, უსახელოთა სამფლობელოსთან დაკავშირებული რიგი


საკითხები მომეგვარებინა. თუ თქვენი სურვილიც იქნება, უკვე დროა, თავად
ისწავლოთ, იხილოთ და ითავოთ ეს საკითხები, რომლებიც თქვენს ამ ცხოვრებაში
ჯერ არ გაგხსენებიათ.
19
გოგონა თავის უფანჯრო ოთახის სიბნელეში გაუნძრევლად იჯდა, წესით,
მედიტაციას უნდა მისცემოდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებდა და
თითქმის არაფერზე ფიქრობდა. ამიტომაც ამ ახალმა ამბავმა მის გაბრუებულ,
რეალობას მოწყვეტილ გონებამდე ძალიან ნელა

მიაღწია და რაღაც დრო დასჭირდა, რომ სახეზე შეყინული ქედმაღლური


გამომეტყველება შესცვლოდა. იმის მიუხედავად, რომ გრძნობების დამალვას
ცდილობდა, ცბიერი გამომეტყველება წამით გამოუსხლტა და მაინც აესახა
ნაკვთებზე.

– ლაბირინთი? – შეპარვით იკითხა არჰამ.

– ლაბირინთში არ შევალთ, თუმცა აკლდამქვეშეთის გავლა დაგვჭირდება.

კოსსილის ხმას ძრწოლა დაჰკრავდა, ან შეიძლება ეს მოჩვენებითი ხრიკი იყო მის


შესაშინებლად. არჰა ნელა წამოდგა და მხოლოდ უგრძნობლად წარმოთქვა „კარგი“.
სინამდვილეში კი, გულის სიღრმეში, სანამ ის მეფეუფლის ქურუმის მაღალ და სავსე
ჩრდილს მიჰყვებოდა, მთელი მისი არსება ზეიმობდა: „როგორც იქნა! როგორც იქნა!
ბოლოს და ბოლოს ვნახავ ჩემს ნამდვილ სამფლობელოს!“

ის უკვე თხუთმეტის იყო. წელიწადზე მეტი ხნის წინ შეაბიჯა ქალობაში და ამასთან
ერთად მისმა ძალაუფლებამაც თავის სისრულეს მიაღწია. იმ დროიდან ის უკვე
სრული უფლებით იყო ატუანის აკლდამების ერთქურუმი, კარგადის მიწების
უზენაესი ქურუმი, ერთადერთი არსება, რომელსაც თვით მეფეუფალიც კი ვერ
უბრძანებდა. ახლა მას უკვე ყველა ეთაყვანებოდა, თვით

უმაღლესი ქურუმები თჰარი და კოსსილიც კი ყველას მსგავსად მუხლს იყრიდნენ მის


წინაშე. ყველა გაწვრთნილი მოწიწებით მიმართავდა. მაგრამ ამის გარდა არაფერი
შეცვლილა. არაფერი მომხდარა. მისი კურთხევის რიტუალის შემდეგ დღეები
ჩვეულებრივ დინებას დაუბრუნდა. ისევ მატყლი და შავი ქსოვილი იყო დასართავი,
მარცვლეული – დასაფქვავი და რიტუალები შესასრულებელი. ცხრა საგალობელი
ყოველღამე უნდა ემღერათ, კარები უნდა ეკურთხებინათ, აკლდამის ქვები
წელიწადში ორჯერ უნდა გაეძღოთ თხის სისხლით, მთვარის ბნელი მხარის
სადიდებლად საიდუმლო ცეკვებიისევ და ისევ უნდა შესრულებულიყო ცარიელი
ტახტის წინაშე. ასე გავიდა მისი სრულუფლებიან ქურუმად კურთხევის შემდეგი
წელი, ნუთუ მომდევნო ან საერთოდაც ყოველი წელი ცხოვრების ბოლომდე ასე უნდა
მილეულიყო?

ხანდახან უსაშველო მოწყენილობა იმდენად იპყრობდა, რომ შიშის შემოტევასავით


მძაფრად ხვევდა ხელს, თითებს ყელზე შემოაჭდობდა და აღარ უშვებდა. გრძნობდა,
რომ ამაზე უნდა დალაპარაკებოდა ვინმე, უნდა ამოეთქვა, თორემ შეიძლება ამ
შეგრძნებებს გაეგიჟებინა. საუბარს მხოლოდ მანანთან ბედავდა. თავმოყვარეობა ნებას
არ მისცემდა, თავის თანატოლი გოგონებისთვის გაენდო გრძნობები, ხოლო
წინდახედულობა ნებას არ აძლევდა, უფროსი ქურუმებისთვის გაემხილა საიდუმლო.
მანანი კი არაფერს წარმოადგენდა, ის ხომ ერთი ერთგული ბებერი თხა იყო, არ

20
ჰქონდა მნიშვნელობა, მას რას ეტყოდა. თუმცა, მისდა გასაკვირად, მოხუც მცველს
მისთვის სასარგებლო პასუხი აღმოაჩნდა.

– ძველად, პატარავ, ვიდრე ჩვენი სამეფოს ოთხი მთავარი მიწა ერთიან იმპერიად
შეიკვრებოდა, სანამ მეფეუფალი ერთიანი მმართველი გახდებოდა, ბევრი პატარა
მეფე, უფლისწული თუ თავადი ბატონობდა. მათ შორის სულ ქიშპობა და მტრობა
იყო, ამიტომაც დავის გადასაწყვეტად და რჩევის საკითხავად ისინი აქ მოდიოდნენ.
ასე იყო ადრე, დიდგვაროვნები და მეფეები თავიანთი მსახურებით, ამალითა და
ჯარებით ატუანიდან, კარეგო-ატიდან, ატნინიდანაც და ჰურ-ატ-ჰურიდანაც კი აქ
იყრიდნენ თავს. და ისინი ყველანი შენ გეკითხებოდნენ რჩევას. შენ მათ ცარიელ
ტახტთან, დარბაზში ხვდებოდი და მათ უსახელოთა ნებას ამცნობდი. ასე იყო მაშინ,
მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა. რაღაც დროის შემდეგ ქურუმეფეები მოვიდნენ
კარეგო-ატის სათავეში, კიდევ რაღაც დროის მერე კი ატუანსაც ისინი მართავდნენ.
და აი, უკვე ოთხი თუ ხუთი თაობაა, რაც მეფეუფალნი მართავენ ოთხივე მიწას,
ხოლო კარგადი ერთიანი იმპერიაა. აი, ასე შეიცვალა ადრინდელი წესი. ახლა
მეფეუფალს თავად შეუძლია დაიმორჩილოს და დასაჯოს აჯანყებული
დიდგვაროვნები და ყველა ქიშპობა სათავეშივე მოსპოს. და რადგანაც ის თავად
არის ღმერთი, მას არც ისე ხშირად უწევს უსახელოებს დაეკითხოს რჩევას, როგორც
ალბათ ხვდები.

ახალი ცოდნით აღძრულ აზრებზე დასაფიქრებლად არჰა ცოტა ხნით შეჩერდა. დროს
არც ისე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქ, უდაბნოში, უძრავი ქვების ქვეშ, სადაც
ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ყოველთვის, როგორც დროის დასაბამიდან. ის არ
იყო მიჩვეული

ცვალებადობასა და სიახლეებზე ფიქრს, იმის გააზრებას, რომ ძველი გზები კვდებოდა


და ახალი გზები ჩნდებოდა. ცვლილებებზე ფიქრი სულაც არ ჰგვრიდა სიმშვიდეს.

– მაგრამ მეფეუფლის ძალები გაცილებით ნაკლებია მათ ძალებზე, ვისაც მე


ვემსახურები.

– რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა... მაგრამ ადამიანი ამას ხმამაღლა ხომ არ იტყვის, მით
უმეტეს, ღმერთის გასაგონად, პატარა თაფლაკვერო. და ვერც მისი ქურუმების
გასაგონად.

მოხუცი მცველის ყავისფერი და ჭკვიანურად მოციმციმე პატარა თვალების


შემხედვარე არჰას მაშინვე კოსსილი, მეფეუფლის მთავარი ქურუმი გაახსენდა,
რომლისაც „ფუძის“ მიწაზეფეხის პირველივე დადგმიდან ეშინოდა. მაშინვე მიხვდა,
რასაც გულისხმობდა მანანი.

– კი მაგრამ, მეფეუფალი და მისი ხალხი უსახელოთა აკლდამების თაყვანისცემას


უგულებელყოფს. აქ თითქმის არავინ მოდის.

– მართალია, მაგრამ ის მსხვერპლად შესაწირ ტყვეებს აგზავნის. ამას ხომ არ ივიწყებს.


და არც უსახელოთათვის მისართმევი ძღვენი ავიწყდება.

21
– ძღვენი და საჩუქრებიო! მისი ტაძარი ყოველ წელს იღებება, საკურთხეველზე
ფუთობით ოქროა დავარაყებული და მისი ტაძრის გასანათებელი ჩირაღდნები
ვარდის ზეთით იწვის! ახლა სატახტო დარბაზს შეხედე – სახურავში ხვრელებია,
ჭერი ჩამოქცევის პირას არის და კედლები კი თაგვების, ღამურებისა და ბუების
სახლად არის ქცეული... მაგრამ არა უშავს, ის მაინც იხილავს მეფეუფლის ტაძრების
დაცემას, მისი და მის შემდეგ ყველა მეფის დასასრულს. ეს ტაძარი მათ გამოჩენამდე
დიდი ხნით ადრე არსებობდა და მათი მეფობის დასასრულის შემდეგ კიდევ
დიდხანს იდგება. უსახელოთა ადგილი ყველაფრის ცენტრი და საწყისია.

– ყველაფრის ცენტრი და საწყისი.

– იქ საგანძურიც არის. თჰარი ხანდახან მიყვება ხოლმე მის შესახებ. იმხელა განძი და
სიმდიდრეა დამალული, მეფეუფლის ტაძარს ათჯერ გაავსებდა ჭერამდე. წლების
წინ შემოწირული და მოტანილი ნადავლი, უხსოვარი დროიდან თაობების მიერ
ნაგროვები. ეს ყველაფერი მიწისქვეშა აკლდამებსა და მღვიმეებშია ჩამალული.
ისინი ჯერჯერობით იქ არ მიშვებენ, სულ მალოდინებენ, ისევ და ისევ. მაგრამ მე
ვიცი, როგორია იქაურობა. მიწის ქვეშ, დარბაზის ქვეშ, მთელი „ფუძის“ ქვეშ
ოთახებია, ჩვენ ფეხქვეშაც კი. გვირაბების ერთი დახლართული თავსატეხია,
უზარმაზარი ლაბირინთი. ბორცვის ქვეშ ერთი უდიდესი, ბნელი ქალაქი ჩამალულა.
იქაურობა ოქროთი და ძველი დროის გმირების ხმლებით არის მოფენილი,
უხსოვარი დროის გვირგვინებით, ძვლებით, წლებითა და მდუმარებით არის სავსე.

გოგონას გონება თითქოს სხვა დროსა და განზომილებაში იყო, საიდანაც ნანახითა და


გაგონილით აღფრთოვანებული, სხვა სამყაროს ამბებს ჰყვებოდა. მანანის
გამომეტყველება, რომელიც მარად მხოლოდ ჩუმ სევდას გამოხატავდა,
განსაკუთრებით დამწუხრებული ჩანდა, როდესაც არჰას პასუხი გასცა:

– შენ კი ამ ყველაფრის მბრძანებელი ხარ. მდუმარებისა და სიბნელის პატრონი.

– დიახ, ვარ. მაგრამ ისინი არაფერს მაჩვენებენ, მარტო მიწისზედა ოთახებს ვხედავ,
ტახტის უკან რომ არის. მიწის ქვეშ ჩასასვლელიც კი არ უჩვენებიათ ჩემთვის,
უბრალოდ ხანდახან ჩაიბურტყუნებენ ხოლმე მის შესახებ. ისინი ჩემივე
სამფლობელოს მიმალავენ! რატომ მაიძულებენ უსასრულოდ ვიცადო?

– ჯერ ახალგაზრდა ხარ. შეიძლება, ეშინიათ კიდეც. ბოლოს და ბოლოს, ის მათი


სამფლობელო არ არის. და ისინი ყოველთვის საფრთხეში არიან, როდესაც იქ ჩასვლა
უწევთ. შეიძლება იმიტომ, პატარავ, რომ არცერთ მოკვდავს არ გადაულახავს
უსახელოთა შიში.

არჰას არაფერი უპასუხებია, მაგრამთვალები ახლებურად აუბრიალდა. მანანმა


ჩვეული რამ ისევ სხვა კუთხით დაანახა. თჰარი და კოსსილი, რომლებიც არჰას
თვალში მარად კუშტები,

ურყევნი და საშიშები იყვნენ, ახლა სხვა თვალით წარმოუდგნენ. ადრე ამას


ვერასოდეს წარმოიდგენდა. მაგრამ მანანი ახლაც მართალი იყო: მათ ეშინოდათ.
ეშინოდათ უსახელოთა ძალებისა, რომლებიც მათ არ ემორჩილებოდნენ და რომლის

22
ნაწილიც არჰა იყო. მათ ეშინოდათ იქ ჩასვლის, რადგან არავინ იცოდა დარწმუნებით,
როდის ჩაინთქმებოდა უსახელოთა მიერ.

ახლაც, როდესაც კოსსილს „მცირე სახლის“ საფეხურების გავლით სატახტო


დარბაზისკენ მიმავალ დაკლაკნილ ბილიკზე მიჰყვებოდა, მანანთან საუბარი
ახსენდებოდა და ისევ ზეიმისა და აღტაცების გრძნობა ეუფლებოდა. არ ჰქონდა
მნიშვნელობა, ახლა სად წაიყვანდნენ და რას აჩვენებდნენ. არ შეეშინდებოდა.
იგი მუდამ ამოიცნობდა თავის გზას. არჰას უკან მომავალი კოსსილის ხმა
ახლოდან ჩაესმა:

– ჩემი ქალბატონის ერთ-ერთი მოვალეობა, როგორც მან ალბათ უკვე იცის, ზოგიერთი
კეთილშობილი წარმომავლობის ტყვეებისა და დამნაშავეების მსხვერპლშეწირვაა.
მათი, ვინც მკრეხელური საქციელით, ღალატითა და ამბოხით შესცოდეს ჩვენი
ბატონის, მეფეუფლის წინაშე.

– ან უსახელოთა წინაშე, – დაამატა არჰამ.

– ზუსტად. მიჩნეულია, რომ ამ მოვალეობის შესრულება არ შეეფერება შთანთქმულს


მანამ, ვიდრე ის ბავშვია. მაგრამ ჩემი ქალბატონი აღარ არის ბავშვი. ჯაჭვების
ოთახში ახლა ტყვეები არიან, ერთი თვის წინ ჩვენი მეუფის, მეფეუფლის უსაზღვრო
წყალობის ნიშნად თავისი სატახტო ქალაქიდან, ავაბათიდან ჩვენთან
გამოგზავნილნი.

– არ ვიცოდი, ტყვეები თუ იყვნენ ჩამოყვანილები. რატომ არ მამცნეთ ამის შესახებ?

– ტყვეები ყოველთვის ღამით მოჰყავთ, და ყოველთვის საიდუმლოდ, ისე, როგორც


ნაბრძანებია აკლდამების საუკუნოვან წეს-ჩვეულებებში. ჩემი ქალბატონი კედლის
გასწვრივ მიმავალ გზას თუ გაუყვება, სწორედ საიდუმლო გზით წავა
საპატიმროსკენ.

არჰამ ჩვეული გზიდან გადაუხვია და გაუყვა დიდ კედელს, რომელიც აკლდამებს


შემორტყმოდა და საბედისწერო დარბაზის უკან აღმართულიყო. კედლის საშენი
ქვები უზარმაზარი იყო. მათგან ყველაზე მომცრო კაცზე მძიმე იქნებოდა, დიდები კი
ურმისხელები იყვნენ. იმის მიუხედავად, რომ ლოდები დაუმუშავებელი და
უსწორმასწორო იყო, ყოველი მათგანი მჭიდროდ და ზუსტად ეკვროდა ერთიმეორეს.
თუმცა, რამდენიმე ადგილას კედლის ზედა ნაწილიდან ქვა ჩამოცურებულიყო და
კედელთან ნატეხების უფორმო გორად მოჩანდა. ამის გაკეთება მხოლოდ უსასრულო
წლებს, უდაბნოს უთვალავ მწველ დღესა და გამყინავ ღამეს, საუკუნეებსა და თავად
ამ ბორცვების ძნელად შესამჩნევ მოძრაობას შეეძლო.

– აკლდამების კედელზე გადაძრომა ძალიან ადვილია, – შენიშნა კედლის გასწვრივ


მიმავალმა არჰამ.

– მის შესაკეთებლად ხალხი არ გვყოფნის, – ცივად მიუგო კოსსილმა.

– თუმცა მის საყარაულოდსაკმარისი ხალხი მოიძებნება.

– ისინი მხოლოდ მონები არიან. მათი ნდობა კი არ შეიძლება.

23
– მათი ნდობა მაშინ შეიძლება, თუ საკმარისად შეშინებულები იქნებიან. დაე,
სასჯელი მათთვისაც იგივე იყოს, რაც იმ უცხოსთვის, რომელსაც უფლებას მისცემენ
შემოიპაროს და კედლის შიგნით, წმინდა მიწაზე დადგას ფეხი.

– და რა არის სასჯელი?

კოსსილს ეს კითხვა პასუხის გასაგებად არ დაუსვამს. პასუხი ჯერ კიდევ დიდი ხნის
წინ თავად ასწავლა და კიდევ უთვალავჯერ გაუმეორა არჰას.

– ტახტის წინაშე თავის მოკვეთა.

– და ჩემი ქალბატონის ნებაა, რომ გუშაგები აკლდამების კედლის თავზე


განლაგდნენ?

– დიახ, – უპასუხა გოგომ.

არჰამ ზომაზე გრძელ მოსასხამში ჩამალული ხელები აღტყინებით მომუშტა. კარგად


იცოდა, რომ კოსსილს კედლის დასაცავად არცერთი მონა არ ემეტებოდა და შეიძლება,
მართალიც იყო. აკლდამებს შემოვლებული კედლის დაცვა სრულიად უსარგებლო
საქმე იქნებოდა. არც ისე დიდი იყო ალბათობა, რომ ვინმე უცხოს „ფუძემდე“ თუნდაც
ერთი მილით მოახლოება მოეხერხებინა. მით უმეტეს, გამორიცხული იყო,
აკლდამებთან ახლოს რამენაირად მიეღწია. მაგრამ დაცვა უსახელოთათვის პატივის
მისაგებად იყო საჭირო და კოსსილი ამაზე ვერ შეეკამათებოდა. იძულებული იყო,
არჰას დამორჩილებოდა.

– აქ ვართ, – გაისმა კოსსილის ცივი ხმა.

არჰა შეჩერდა. ის აკლდამების კედლის გარშემო მიმავალი ბილიკით ამ ადგილასაც


ბევრჯერ მოსულა და აქაურობაც ისევე ზეპირად იცოდა, როგორც „ფუძის“ ყველა გზა
და ბილიკი, ყოველი ქვა, კენჭი და თითოეული ბალახის ღერიც კი. მარცხნიდან არჰას
მასზე სამჯერ მაღალი ქვის კედელი დასცქეროდა, მარჯვნივ პატარა დაბლობი
ეშვებოდა, რომ ცოტა ხანში ისევ

ფერდობებისკენ აღმართულიყო. არჰამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი შემოგარენს,


მაგრამ ახალი ვერაფერი დაინახა.

– ქვების ქვეშ, ქალბატონო.

ფერდობის ჩაყოლებაზე, რამდენიმე ფუტის მოშორებით, მოწითალო ლავის ტალღა


ფერდობიდან ერთი უადგილო საფეხურივით გამოჩრილიყო, მაგრამ როდესაც
ქურუმები მისკენ დაეშვნენ და ქვის შვერილებს გაუსწორდნენ, არჰა მიხვდა, რომ
მოუხეშავი კარის თაღს უყურებდა.

– რა უნდა ვქნა? – იკითხა არჰამ.

„ფუძის“ ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი ადრევე ისწავლა – წმინდა ადგილების


მიდამოებში ჯობია არც კი ეცადო კარის გაღებას, თუ ზუსტად არ იცი, ამისთვის რა
არის საჭირო.

– ჩემს ქალბატონს ბნელი ადგილისყველა გასაღები აქვს.

24
სრულწლოვანების დადგომისას კურთხევის დღიდან, არჰას მუდამ ერტყა ერთი და
იგივე

ქამარი, რომელზეც პატარა სატევარი და ცამეტი გასაღების აცმა ეკიდა. გასაღებებიდან


ზოგი დიდი და მძიმე იყო, ზოგი კი ანკესის კაუჭივით პატარა და სიფრიფანა. არჰამ
გასაღებები მარაოსავით გაშალა.

– ეს, – კოსსილმა ერთ-ერთ გასაღებზე ანიშნა და შემდეგ საჩვენებელი თითით


წითელი ქვის ორ შვერილს შორის ნაპრალზე მიუთითა.

რკინის გრძელი, ორკბილანიანი გასაღები ქვის ღრიჭოში ადვილად შესრიალდა. არჰამ


გასაღები ორივე ხელით გადაატრიალა. გასაღები ნელა, მაგრამ დაუბრკოლებლად
გადაბრუნდა.

– ახლა?

– ახლა ერთად უნდა მივაწვეთ.

არჰა კოსსილთან ერთად გასაღების ღრიჭოს მარცხნივ ქვის კიდეს მიაწვა. ქვის
უსწორმასწორო ნაწილი მძიმედ, მაგრამ შეუფერხებლად და უხმაუროდ დაიძრა და
შეიწია. ღიობი მხოლოდ ვიწრო ნაპრალისოდენა იყო, რომლის შიგნითაც წყვდიადს
დაესადგურებინა.

არჰა წელში მოიხარა და სიბნელეში შევიდა.

კოსსილი, ზორბა, მძიმედ შეფუთნილი ქალი იძულებული გახდა, ვიწრო ნაპრალში


გაჭირვებით შეკვეტებულიყო. როგორც კი შიგნით აღმოჩნდა, კარების უკანა მხარეს
მიეყუდა და ძალდატანებით, მძიმედ მიხურა.

შიგნით სრული უკუნი იდგა. სინათლის უმცირესი ნიშანწყალიც კი არსად იყო,


წყვდიადი კი სხეულსა და უსარგებლოდ გახელილ თვალებს სველი თექასავით
ეკვროდა და ამძიმებდა.

გასასვლელი იმდენად დაბალი და ვიწრო იყო, რომ ქურუმები ორად მოხრილები


მიიკვლევდნენ გზას, არჰას შეუჩვეველი ხელები ორიენტირის პოვნას ორივე მხარეს
შემოჭდობილი კედლების მიხედვით ცდილობდა.

– რამე სანათი წამოიღე? – იკითხა არჰამ. სიჩუმეში ყველა ყოველთვის ჩურჩულებდა.

– სანათი არ წამომიღია, – მიუგო უკან მომავალმა კოსსილმა. კოსსილის ხმა


მოგუდული იყო, მაგრამ ისე ჟღერდა, თითქოს ქურუმი რაღაცაზე იღიმოდა.
კოსსილი არასოდეს იცინოდა და ამ უცნაურმა ხმამ არჰას გული აუჩქარა. სისხლი
ყელში მოებჯინა.

„არა, ეს ჩემი ადგილია, ჩემი სამფლობელო. აქ ვერავინ შემაშინებს“, – შეუპოვრად


უმეორებდა საკუთარ თავს არჰა, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს.

ის წინ მიუყვებოდა ერთადერთ გზას, რომელიც ბორცვის სიღრმეში შედიოდა და


მიწაში ეშვებოდა.

25
კოსსილი მას მძიმე ქშენითმიჰყვებოდა, მძიმე სამოსის კალთები კედლებს და
გასასვლელის იატაკს ეხახუნებოდა და მიშრიალებდა.

ჭერი უცებ მკვეთრად ამაღლდა. არჰა წელში გაიმართა, მისი განზე გაშლილი ხელები
კედლებს აღარ ებჯინებოდა. მიწის სუნით დამძიმებული ჰაერი სახეზე ნოტიო
შეხებით მიელამუნა და მისი ოდნავ შესამჩნევი მოძრაობითა და რხევით არჰა მიხვდა,
რომ წინ უზარმაზარი სიცარიელე გაშლილიყო. რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი
გადადგა და მისი ფეხიდან ასხლეტილი კენჭის რაკუნის ხმა ექოდ გაიშალა ჯერ
ახლოს, შემდეგ შორს, კიდევ უფრო შორს... მღვიმე აშკარად უზარმაზარი, მაღალი და
ფართო იყო, მაგრამ არა – ცარიელი: შიგნით, უხილავი სხეულების ზედაპირებმა ექო
უთვალავ ნაწილად დააქუცმაცა და სხვადასხვა მხარეს გადააგორა.

– ალბათ, აკლდამის ქვების ქვეშ ვართ, – ჩაიჩურჩულა არჰამ. მისმა ჩუმმა ხმამ მღვიმის
სიღრმეებში გაიკვლია გზა, კლდეების ზედაპირებზე არეკლილი, აბლაბუდას
ქსელივით წვრილ და სიფრიფანა ხმის ძაფებად მოედო სიცარიელეს, ჰაერში
ალივლივებული სმენას მოეჭიდა და ბუნდოვნად იქვე დარჩა.

– დიახ. ეს აკლდამქვეშეთია. გზა განაგრძე. მე აქ ვერ დავრჩები. კედელს მარცხნივ


გაუყევი. სამ ღიობს გასცდი.

კოსსილის ხმა სისინად დაირხა და ექომ მისი სიტყვები მოგუდულად გაიმეორა.


კოსსილს ეშინოდა და მის ხმაში ეს შესამჩნევი იყო. აქ, უსახელოთა შორის, მათ
აკლდამებში, მათ მღვიმეებში, ამ სიბნელეში ყოფნა სრულიად არ მოსწონდა. აქ არ იყო
მისი ადგილი, ის აქაურობას არ ეკუთვნოდა.

– შემდეგში ჩირაღდნით ჩამოვალ, – თქვა არჰამ, თან კედლის გასწვრივ ხელის


შეხებით მიიკვლევდა გზას. კედლის ზედაპირზე უსწორმასწორობები აშკარად არ
იყო ბუნებრივი, ამობურცულ ორნამენტებს სარკესავით გლუვი მონაკვეთები
ანაცვლებდა და უცნაურ, მშვენიერ ნაქარგს ქმნიდა. იქნებ მთელი გვირაბი
გარდასული დროის ოსტატებისა და ხელოსნების ურთულესი და უმშვენიერესი
ქმნილება იყო?

– აქ სინათლე აკრძალულია, – მკაცრად დაისისინა კოსსილმა და არჰამ მეორედ


გამეორების გარეშე დაიჯერა, რომ ეს მართლაც ასე იყო. აქ სრული, უნაკლო
წყვდიადის სამყოფელი იყო, თავად ღამის შუაგული.

არჰას თითები სამჯერ გადასცდა კედელში წარმოქმნილ სიცარიელეს. მეოთხე


ღიობთან შეჩერდა, ოდნავ მოსინჯა სიღრმე და სიმაღლე და შიგნით შეაბიჯა,
კოსსილიც მიჰყვა.

ამ ახალ გვირაბში, რომელიც ნელ-ნელა ისევ აღმა მიემართებოდა, ხელმარცხნივ ერთ


ღიობს ჩაუარეს, შემდეგ კი ერთ განშტოებას, რომელიც მარჯვნივ იტოტებოდა. ამ
უკუნეთში გზის გაგნების ერთადერთი საშუალება ორივე მხარეს, კედელზე შეხებით
და ღიობებისთვის ხელის გაყოლებით თუ შეიძლებოდა. აქ არცერთი ნაპრალი,
უსწორმასწორობა არ უნდა გამოგრჩენოდა ან დაგვიწყებოდა. წყვდიადის ამ სამეფოში
გზას ვერასოდეს დაინახავდი, მას მხოლოდ შეხებით გაიგნებდი.

26
– ეს ლაბირინთია?

– არა, ეს მცირე გზახვეულია, სატახტო დარბაზის ქვეშ.

– ლაბირინთში შესასვლელისად არის?

არჰას მოსწონდა სიბნელეში გახვეული ეს თამაში და ერთი სული ჰქონდა, სანამ მას
უფრო დიდ თავსატეხს ანდობდნენ.

– აკლდამქვეშეთში მეორე ღიობი. ხელმარჯვნივ ხის კარიეძებე, შეხებით იგრძნობ,


იქნებ გამოვცდით კიდეც...

არჰას ესმოდა, კოსსილის ხელი უგზო-უკვლოდ როგორ დაფათურებდა კედელზე,


როგორ ფხაჭუნობდა კლდის შვერილებზე. თავად არჰა თითის წვერებს ოდნავ
აყოლებდა კედელს და უეცრად იგრძნო, რომ მისმა ხელმა ხის გლუვ ზედაპირს
გადაურბინა. მიაწვა კარს, რომელიც ადვილად შეიღო და წამიერად შემხვედრმა
სინათლემ თვალი მოსჭრა.

თლილი ქვის დიდ ოთახში აღმოჩნდნენ, რომელსაც შუაგულში შეკიდული ერთი


ჩირაღდნის სინათლე ეფინებოდა. ოთახი ნამწვითა და ჭვარტლით მოქუფრულიყო,
რომელიც ჰაერის სადინარის უქონლობით ადგილზე გუბდებოდა და ყოველ
წერტილს ავსებდა. არჰას მძაღე ბოლისგანთვალები აეწვა და აუცრემლდა.

– პატიმრები სად არიან?

– იქით.

არჰამ ახლაღა დაინახა, რომ ოთახის უკიდურეს კუთხეში დახვავებული ზვინები


ადამიანები იყვნენ.

– კარი დაკეტილი არ არის. და არც დაცვა ჰყავთ?

– არც ერთია საჭირო და არც მეორე.

არჰა ოთახის სიღრმისკენ ნელი, ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა, ნისლივით სქელი


კვამლის მიღმა რაღაცის გარჩევას ცდილობდა. პატიმრებს ორივე კოჭსა და ერთ
მაჯაზე ბორკილები ედოთ, რომლებიც კედელში ჩატანებულ რკინის მასიურ
რგოლებზე იყო მიჯაჭვული. განლაგების მიხედვით ადვილი წარმოსადგენი იყო, რომ
რომელიმე მათგანს დაწოლა რომ მოენდომებინა, შებორკილი ხელი მაინც კედელზე,
მაღლა მიჯაჭვული დარჩებოდა. პატიმრების აბურძგნილი, მოზრდილი თმა და წვერი
ერთიანად ფარავდა სახის ნაკვთებს და მათი გამომეტყველება მღვიმეში დაგუბებულ
ბოლში სრულიად გაურკვეველი იყო. ერთ-ერთი ნახევრად დაწოლილიყო, დანარჩენი
ორი ჩამომჯდარი ან ჩაცუცქული იყო. პატიმრები სრულიად შიშვლები იყვნენ. მათი
შმორი ოთახში ჩამდგარ ჭვარტლის სუნზე მძაფრი იყო.

ერთ-ერთმა თითქოს არჰასკენ მიმართა მზერა და გოგოს მოეჩვენა, რომ პატიმრის


თვალებმა უცნაურად გაიბრჭყვიალა, მაგრამ მეორე წამს უკვე აღარ იყო
დარწმუნებული, რომ რამე დაინახა. დანარჩენი ორი არც კი შეტოკებულა, არც
თავი აუწევია შემოსულებისკენ გასახედად. არჰამ მზერა მოარიდა და შებრუნდა.

27
– ისინი ადამიანები აღარ არიან.

– არც არასოდეს ყოფილან ადამიანები. ისინი დემონები არიან, მხეცური სულები,


რომლებმაც გაბედეს მეფეუფლის წმინდა სიცოცხლის წინააღმდეგ შეთქმულებები
ეხლართათ!

კოსსილის თვალებში წითელი სინათლეები კიაფობდა. შეიძლება, მხოლოდ


ჩირაღდნის ანარეკლის ბრალი იყო.

არჰამ გაკვირვებული, ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა ისევ პატიმრებისკენ


მიმართა.

– კი მაგრამ, როგორ შეიძლება ადამიანი ღმერთს დაესხას თავს? ეს როგორ მოხდა? შენ,
როგორ გაბედე ხორცშესხმულ ღმერთზე თავდასხმა?

თმების უფორმო ზვინიდან არჰას მხოლოდ ერთი პატიმარი უყურებდა, მაგრამ ხმა
მასაც არ ამოუღია.

– სანამ ავაბათიდან აქ გამოგზავნიდნენ, ენები ამოჰკვეთეს, – უპასუხა კოსსილმა, –


ხმას ნუ სცემთ, ქალბატონო. ისინი წაწყმედილნი არიან. ისინი თქვენს
განკარგულებაში იქნებიან, მაგრამ

არ ესაუბროთ, არც შეხედოთ და არც იფიქროთ მათზე. ისინი თქვენს განკარგულებაში


მხოლოდ უსახელოთათვის შესაწირად არიან.

– როგორ იქნებიან პატიმრები შეწირულნი?

არჰა პატიმრების მაგივრად კოსსილისკენ შებრუნებულიყო და ცდილობდა, ზორბა


ქურუმის მყარი აგებულებიდან, ცივი და შეუვალი ხმიდან თავისთვის სამყოფი ძალაც
ეპოვა. პატიმრების საშინელი შმორი, ბოლის მძაღე სუნი და მოგუდული ჰაერი
თავბრუს ახვევდა და გულს ურევდა, მაგრამ მაინც შეუვალი სიმშვიდით აზროვნებდა
და მეტყველებდა. განა ეს ჩვეულება ნაბიჯ-ნაბიჯ, ათასჯერ არ ჰქონდა გავლილი?

– აკლდამების ქურუმმა ყოველთვის უკეთ უწყის, როგორი სასჯელი უფრო ეამება მის
მბრძანებლებს, ამიტომაც მუდამ ის წყვეტს. სასჯელის უამრავი სახე არსებობს.

– დაე, მცველების რაზმის კაპიტანმა, გობარმა მათ ხელები წააწყვიტოს, სისხლი კი


ტახტის წინ დაანთხიონ.

– თითქოს ეს თხების მსხვერპლშეწირვა იყოს?

არჰას ფანტაზიის სიმწირისა და ასეთი მდაბიო სასჯელისგან კოსსილს სახე


ამრეზოდა. არჰა უსიტყვოდ გაშეშებულიყო.

– თანაც გობარი მამაკაცია. ქალბატონს ხომ ახსოვს, რომ ვერცერთი კაცი ვერ შემოვა
აკლდამების ბნელ ადგილებში, ხოლო თუკი შემოვა, აქაურობას აღარასოდეს
დატოვებს...

– და აქ ვინ მოიყვანა ისინი? ან ვინ აჭმევდა?

28
– ჩემი ტაძრის მსახურები, დუბი და უაჰტო. ისინი საჭურისები არიან და აქვთ ნება აქ
ბნელთა მსახურებისთვის შემოვიდნენ, ისევე როგორც მე. მეფეუფლის
ჯარისკაცებმა პატიმრები გაკოჭილები დატოვეს კედლის მიღმა, საიდანაც
მსახურებმა და მე წითელ კლდეში პატიმრების კარის გავლით აქ მოვიყვანეთ,
როგორც მარადიული წესია. საჭმელს და სასმელს თოკითუშვებენ ლიუკიდან, ერთ-
ერთი სატახტოსუკანა ოთახიდან.

არჰამ ზემოთ აიხედა და ჩირაღდნის საკიდი ჯაჭვის ახლოს, ქვის ჭერში ჩატანებული
ხის კვადრატი დაინახა. ის მეტისმეტად მცირე იყო საიმისოდ, რომ ადამიანს მასში
გაძრომა ეცადა, მაგრამ ღიობში თოკით ჩამოშვებული საჭმელი ჯაჭვის შუაში მყოფი
პატიმრის ხელის გაწვდენაზე იქნებოდა. არჰამ სწრაფადვე მოარიდა მზერა
პატიმრების მხარეს.

– მაშინ საჭმელი და სასმელი აღარ მოიტანონ. ცეცხლიც ჩაქრეს. კოსსილმა თავი

დაუკრა.

– და სხეულებს რა ვუყოთ, როდესაც დაიხოცებიან?

– დუბიმ და უატჰომ იმ დიდ მღვიმეში დამარხონ, აქეთობისას გზად რომ


გამოვიარეთ, აკლდამქვეშეთში, – გოგონას ხმა თანდათან უფრო სწრაფი და მკვეთრი
ხდებოდა, – ეს ყველაფერი სიბნელეში უნდა გააკეთონ. ჩემი მბრძანებლები მათ
სხეულებს შთანთქავენ.

– თქვენი ნება აღსრულდება.

– ასე ჯობს, კოსსილ?

– ასე ჯობს, ქალბატონო.

– მაშ წავიდეთ.

გოგონას ხმა კივილნარევად და წვრილად ჟღერდა. მან ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა


ჯაჭვების

ოთახი, ხის კარს გასცდა და გვირაბის სიბნელეს შეაფარა თავი. აქაურობა


უვარსკვლავო ღამესავით მშვიდი და სიტკბოებით სავსე იყო, უხილავი, უსინათლო,
უძრავი და სიცოცხლეს გარიდებული. არჰა ამ კრიალა უკუნეთში გადაეშვა, წინ ისე
მიარღვევდა სიბნელეს, როგორც მოცურავე – მუქ წყალს. კოსსილიც მას გაედევნა,
მაგრამ თანდათან მისი ქოშინა, ძუნძულა სხეული არჰას ჩამორჩა. არჰამ მათი
პირვანდელი გზა შეუცდომლად და დაუფიქრებლად გაიარა, ყველა მოსახვევი,
განშტოება და ღიობი ზეპირად ახსოვდა. სწრაფად გადაჭრა უკიდეგანო
აკლდამქვეშეთი, რომელშიც ყოველი ჩქამი თითქმის დაუსრულებლად გორავდა და
ქვის ზედაპირებიდან ირეკლებოდა. ქვის გარე კარისკენ მიმავალ ბოლო გრძელ და
ვიწრო გასასვლელს დაადგა. კართან შეჩერდა და ქამარზე ჩამოკიდებული
გასაღებების აცმიდან შეხებით ამოარჩია წაგრძელებული გასაღები, მაგრამ კარს ხელი
რომ შეახო, გასაღების ღრიჭო ვეღარ იპოვა. მის წინ აღმართულ კარის სიშავეში
ნემსისწვერისოდენა სინათლის ნაჩხვლეტიც კი არ ჩანდა. საკეტის, სახელურის ან

29
ურდულის ძებნას განაგრძობდა, მაგრამ ხელი დაუსრულებლად სიგლუვეზე
დასრიალებდა. სად უნდა შეერჭო გასაღები ან როგორ გასულიყო აქედან?

– ქალბატონო!

ექოთი გაძლიერებული და ასისინებული კოსსილის ხმა არჰას ზურგს უკან, შორიდან


გრგვინავდა.

– ქალბატონო, კარი შიგნიდან არ გაიღება. აქედან გასასვლელი არ არის. აქედან ვერ


დავბრუნდებით. არჰა ლოდის გვერდით დაეშვა. ხმა არც ახლა ამოუღია.

– არჰა!

– აქ ვარ.

– მოდით!

არჰა მუხლებზე და ხელებზე დაყრდნობილი, ძაღლივით ოთხზე დამდგარიმიხოხდა


კოსსილის მოსასხამის კალთამდე.

– მარჯვნისაკენ. ჩქარა! აქ მეტად არ უნდა დავყოვნდე. აქ ჩემი ადგილი არაა.


გამომყევი.

არჰა წამოდგა და კოსსილის სამოსს მოეჭიდა. ჯერ პირდაპირ მიუყვებოდნენ


ძველებურ, უცნაური სიმბოლოებით მორთული კედლის მარჯვენა მხარეს, შემდეგ კი
სიბნელეში შავად შეჭრილ ღიობში შეუხვიეს. საფეხურებიანი გვირაბით თანდათან
ზემოთ მიიწევდნენ. გოგონას

ხელი კვლავ უფროსი ქურუმის კალთისთვის ჩაეჭიდა. მთელი ეს დრო თვალები


დახუჭული ჰქონდა.

წინ სინათლე გამოჩნდა, რომელმაც ქუთუთოები წითლად გაუნათა. არჰას ეგონა, ისევ
ჩირაღდნებით განათებულ გაჭვარტლულ ოთახში შედიოდნენ და თვალები არც
გაუხელია. მაგრამ ბოლის სუნის მაგივრად საამო, ხმიადივით მშრალი ჰაერი დახვდა
და საფეხურებმაც თანდათან მაღლა აიწია. კოსსილის სამოსს ხელი უშვა და თვალები
გაახილა. თავს ზემოთ, ჭერში ჩატანებული ლიუკი დაინახა და როდესაც ზემოთ
აძვრნენ, ერთ-ერთ ნაცნობ ოთახში აღმოჩნდნენ. ოთახის ავლადიდება რამდენიმე ხის
სკივრსა და რკინის ყუთს მოიცავდა. სატახტო დარბაზის ერთ-ერთი უკანა სათავსო
ოთახი იყო. კარს მიღმა კი დღის სინათლე ნაცრისფრად ილანდებოდა.

– ის მეორე კარი, რომელიც პატიმრების შესაყვანად არის განკუთვნილი, გვირაბებში


შედის, მაგრამ უკან აღარ ბრუნდება. ეს ერთადერთი გზაა გარეთ გამოსაღწევად.
თუკი არსებობს კიდევ რომელიმე გასასვლელი ან გზა, მე ამის შესახებ არაფერი
ვიცი, ისევე, როგორც თჰარმა. თუკი ასეთი გზა მართლაც არსებობს, შენ თავად
მოგიწევს დაიმახსოვრო. მაგრამ მე არ მგონია, არსებობდეს.

30
კოსსილი კვლავ ხმადაბლა აგრძელებდა საუბარს, ჩურჩულითა და ღვარძლიანად.
შავი მოსასხამით დაბურული მისი სავსე სახე ერთიანად ოფლით იყო დანამული.
– ამ ამოსასვლელისკენ მოსახვევები არ დამამახსოვრდა.

– მე მოგიყვები. მხოლოდ ერთხელ. შენ უნდა დაიმახსოვრო, იმიტომ, რომ შემდეგ


ჯერზე, როდესაც აქ ჩამოხვალ, ამის გაკეთება მარტოს მოგიწევს. აქ აღარ ჩამოვალ. აქ
ჩემი ადგილი არ არის. მარტო უნდა მოხვიდე.

გოგონამ თავი დაუქნია. უფროსი ქალის შემხედვარე არჰას მაინც აკვირვებდა, თუ


როგორ ახერხებდა შიშისგან გაფითრებული და ცივ ოფლში გაწურული ქურუმი
გამარჯვებული და ღვარძლით სავსე სიხარულით შეჰგებებოდა არჰას სისუსტეს. –
ამის შემდეგ მარტო მოვალ.

არჰამ სცადა, ამ სიტყვებით თავისი გამძლეობა დაედასტურებინა და ეცადა, მალე


გასცლოდა ქურუმს, მაგრამ მკვეთრად შეტრიალებისას ფეხებში ძალამ უმტყუნა და
გულის წასვლის პირას იქვე, უზენაესი ქურუმის ფერხთით შავი ნაჭრის ზვინად
დაეცა.

– ისწავლი, – ქოშინებდა უძრავად მდგომი ქურუმი, – ყველაფერს ისწავლი.

31
თავი 4. სიზმრები და ლეგენდები
არჰა რამდენიმე დღე ცუდად იყო. მკურნალები სიცხის დაწევას ცდილობდნენ. ამ
დღეებს გოგონა ძირითადად საწოლში ატარებდა, ან „მცირე სახლის“ ზღურბლზე
შემოდგომის თბილ სხივებს მიფიცხებული, დასავლეთის ფერდობებს გაჰყურებდა.
მთელი ეს დრო, თავში ერთი და იგივე აზრი უტივტივდებოდა. ძალიან რცხვენოდა
გულის წასვლის გამო. ამას ისიც ემატებოდა, რომ მისი სურვილისამებრ გუშაგი
არავის გაუგზავნია აკლდამების კედელზე სადარაჯოდ, მაგრამ თავისი წამიერი
სისუსტისა და შერცხვენის გამო, ამის თაობაზე კოსსილისთვის აღარაფერი უკითხავს.
საერთოდაც არ სურდა კოსსილი ოდესმე ეხილა. არასოდეს. იმიტომ, რომ ძალიან
რცხვენოდა თავისი სისუსტის გამო.

ხშირად, მზის სხივებს მიფიცხებული იმაზე ფიქრობდა, როგორ მოიქცეოდა, როდესაც


ბორცვის ქვეშ, უკუნეთ ადგილებში კიდევ ჩავიდოდა. ბევრჯერ უფიქრია, როგორ
სიკვდილს შეარჩევდა ტყვეების შემდეგი ჯგუფისთვის, უფრო რთულს, ცარიელი
ტახტის რიტუალებისათვის უფრო მისადაგებულსა და საკადრისს. ყოველღამე,
სიბნელეში, ყვირილით ეღვიძებოდა იგივე სიტყვებით:

– ჯერ არ დახოცილან! ჯერ კიდევ იხოცებიან!

მას განსაკუთრებით ბევრი ესიზმრებოდა. ესიზმრებოდა, რომ საკვები უნდა


გაემზადებინა, უზარმაზარ ქვაბში წვნიანი მოეხარშა და მიწაში არსებულ ხვრელში
ჩაესხა. ესიზმრებოდა, რომ უზარმაზარი, ბრინჯაოს თასით ვიღაც მწყურვალისთვის
წყალი უნდა მიეტანა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ევლო, ამ არსებას ვერასოდეს
პოულობდა. დატანჯულს ეღვიძებოდა და მერე თვითონაც წყურვილი აწუხებდა,
მაგრამ წყლის დასალევად არ დგებოდა, უბრალოდ თვალგახელილი იწვა და
უფანჯრო ოთახის სიბნელეს შესცქეროდა.

ერთ დილას მის სანახავად პენთე მოვიდა. არჰამ ზღურბლიდან დაინახა, როგორ
მოუყვებოდა გზას, უდარდელად და მხნედ, თითქოსდა აქეთობისას უბრალოდ გზად
გამოიარაო. არჰას ხმა რომ არ გაეცა, გოგონა ალბათ გზას განაგრძობდა, მაგრამ არჰა
მარტოდ გრძნობდა თავს და მომავალ გოგონას გამოესაუბრა.

პენთე, პირველ რიგში, მოწიწებით ეთაყვანა არჰას, როგორც აკლდამების ქურუმთან


მიახლოებულ ყველა ადამიანს მოეთხოვებოდა, შემდეგ კი ზღურბლზე დაეტყეპადა
ერთი ქოშინა „ჰუჰ“ აღმოხდა. ის კიდევ უფრო გამაღლებულიყო და
დამრგვალებულიყო. რაც არ უნდა ეკეთებინა, ყველაფერი ალუბლისყვავილისმაგვარ
ვარდისფრად უფერადებდა სახეს და ახლაც სიარულისგან ლოყები შეფაკლოდა.

– გავიგე, რომ ავად იყავი. რამდენიმე ვაშლი გადაგინახე.

უცებ უზარმაზარი სამოსის ნაკეცებიდან ბადეში გამოკრული ექვსი-რვა სრულიად


მრგვალი, ყვითელი ვაშლი ამოაძვრინა. ის უკვე მეფეუფლის მსახურად იყო
განწესებული და კოსსილის ზედამხედველობით მეფეუფლის ტაძარში მსახურობდა.
ქურუმად ჯერ არ ეკურთხებინათ და ამიტომაც თავის დავალებებსა და საგალობლებს
მორჩილებთან ერთად ასრულებდა.

32
– წელს ვაშლებს მე დაპოპპევახარისხებდით, შენთვის საუკეთესოები გადავინახე.
ყველაზე კარგ ვაშლებს ყოველთვის ახმობენ. რა თქმა უნდა, შესანახად ყოველთვის
საუკეთესოებს ირჩევენ, მაგრამ ხანდახან მაინც მფლანგველობად მეჩვენება. განა
დასანანი არ არის ასეთი ლამაზი ვაშლების გახმობა?

არჰამ ვაშლის სატინივით გლუვ კანს თითები გადაატარა და ყუნწს დააცქერდა,


რომელსაც შემოდგომის რამდენიმე გამხმარი ფოთოლი ჯერ კიდევ განწირულად
ებღაუჭებოდა.

– მართლაც ლამაზებია.

– ერთი მაინც შეჭამე.

– ახლა არა. შენ მიირთვი.

პენთემ ზრდილობის გამო ყველაზე პატარა ამოარჩია და ათი ზუსტი, გაწაფული და


მხნე მოკბეჩითშეჭამა.

– მთელი დღე შემიძლია ვჭამო. რამდენიც უნდა შევჭამო, არასოდეს მყოფნის. ნეტავ
შემეძლოს ქურუმის მაგივრად მზარეული ვიყო. იმ გაძვალტყავებულ ნატჰაბბაზე
უკეთესად მოვამზადებდი ყველაფერს და თან შემეძლებოდა ქვაბები ამომეტლიკა.
მართლა, მუნიტზე გაიგე? დაავალეს სპილენძის ის გრძელი სურები გაეპრიალებინა,
აი, სარქველებიანი, ქურუმები ვარდის ზეთის შესანახად რომ იყენებენ, მაგ ჩერჩეტს
კიდევ ეგონა, რომ შიგნიდანაც უნდა გაეწმინდა. ჰოდა, ნაჭრიანი ხელი სურაში რომ
ჩაასრიალა, რა თქმა უნდა, გაეჭედა, მაგრამ იმ სულელმა კიდევ იმდენი აწვალა და
ეჯაჯგურა, რომ ბოლოს მაჯა გაუსივდა და მერე უკვე მართლა ჩაეჭედა. მერე
შეშინებულმა იორღა ცხენივით დაიწყო საერთო საცხოვრებელში სირბილი და თან
გაჰკიოდა, „ვეღარ ვიძრობ, ვეღარ ვიძრობ!“, პუნტი კიდევ უკვე იმდენად არის
დაყრუებული, ვერ გაიგო, რა ხდებოდა. ეგონა, ვიღაცამ ხანძრის განგაში ატეხაო და
თვითონაც ყვირილი მორთო და დანარჩენ მსახურებს უხმო, რომ ქურუმები და
მსახური გოგონები გადაერჩინათ. უაჰტო ამ დროს თხებს წველიდა, ამ აურზაურსა
და ხმაურზე მიუტოვებია სადგომი და საცხოვრებლებისკენ წამოსულა, რომ გაეგო,
რა ალიაქოთი ატყდა, ამასობაში

სიჩქარეში სადგომის კარი ღია დარჩენია და საცხოვრებლის ეზოში გამოშლილ


გოგონებს, მცველებსა და ქურუმებს მეწველი თხების გამოქცეული ჯოგი შეერია.
ერთერთი ყრუ პუნტის დაეჯახა, ყველა ერთმანეთში აირია, ამ არეულობაში კი
მუნიტი ხელზე შემოსალტულ სურას უაზროდ იქნევდა და აფართხალებდა. აი, ასეთი
ამბავი იყო ატეხილი, როდესაც ბოლოს კოსსილი ჩამოვიდა ტაძრიდან და – „რა
ამბავია? რა ამბავია?“ შეუძახა.

პენთეს თეთრი, მრგვალი სახე ამრეზილმა გამომეტყველებამ დაუმანჭა, რომელიც


არჰას გასაოცრად კოსსილის უგრძნობი და ცივი სახისგან თითქოს სრულიად
განსხვავებული და ამავე დროს მისი შინაგანი არსის უზუსტესი ასახვა იყო. უცაბედი
შთაბეჭდილებისგან განცვიფრებულს სიცილნარევი ფხუკუნი აღმოხდა.

33
– რა ამბავია? ეს რა ამბავი აგიტეხავთ? – იძახდა კოსსილი. მერე ... მერე... ყავისფერმა
თხამ პირდაპირ საჯდომში ამოჰკრა თავი... და ... და... მერე მუ-მუნიტმა თხას, თხას
ქვაბი ჩასცხო და...

ამ სცენის წარმოდგენაზე გოგოებს უკვე თავშეუკავებელი სიცილი წასკდათ, სულს


ძლივს იბრუნებდნენ და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდათ.

– და მერე კოსსილი შემოუტრიალდა და ისევ „რა ამბავია? რა ამბავია?“ გაიძახოდა


და... და ამას თხას ეკითხებოდა...

ამბის დასასრული გოგოების ხარხარში ჩაიკარგა. ბოლოს პენთემ, როგორც იქნა, სული
მოითქვა, ცრემლები და ცხვირი მოიწმინდა და დაუფიქრებლად შეუდგა მეორე
ვაშლის ჭამას.

სიცილისგან არჰა თავს ოდნავ დასუსტებულად და დაღლილად გრძნობდა. ცოტა


ამოისუნთქა და თავი დაიმშვიდა, ბოლოს კი პენთეს მიმართა:

– პენთე, აქ როგორ მოხვდი?

– რა გითხრა, მეექვსე გოგო ვიყავი ოჯახში, მამაჩემსა და დედაჩემს უბრალოდ


საშუალება არ ჰქონდათ, ამდენი გოგო გაეზარდათ და გაეთხოვებინათ. ასე რომ,
როდესაც ექვსი წლის გავხდი, მეფეუფლის ტაძარში მიმიყვანეს და ძღვნად
მიმართვეს. ეს ოსსავაში იყო. ეტყობა, იქ ძალიან ბევრი მორჩილი ჰყავდათ, რადგან
ცოტა ხანში აქ გამომგზავნეს. ან შეიძლება იმიტომ გამომგზავნეს, რომ ეგონათ,
ჩემგან განსაკუთრებით კარგი ქურუმი დადგებოდა. მაგრამ თუ მართლა ეგრე იყო,
ძალიან შემცდარან!

პენთემ მხნე, მაგრამ სევდიანი გამომეტყველებით კიდევ ერთი ლუკმა მოაკბიჩა თავის
ვაშლს.

– გერჩივნა არ ყოფილიყავი ქურუმი?

– მერჩივნა თუ არა? რა თქმა უნდა! მერჩივნა, ღორების მწყემსს გავყოლოდი ცოლად


და სოროში მეცხოვრა. ნებისმიერი რამე მერჩივნა ამ გაქრობის პირას მყოფ და
ყველასგან მივიწყებულ უდაბნოში ცოცხლად დამარხვას და ქალების გაურკვეველ
ფარაში მთელი ცხოვრების გატარებას! მაგრამ ამაზე ოცნებას რაღა აზრი აქვს, უკვე
მაკურთხეს, ასე რომ, აქ გავიჭედე. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, შემდეგ ცხოვრებაში
ავაბათში მოცეკვავე გოგო ვიქნები! ეს ნამდვილად დავიმსახურე.

არჰა მშვიდი, ცივი მზერით დაჰყურებდა თანატოლს. მისი საერთოდ არ ესმოდა. ისე
გრძნობდა თავს, თითქოს პენთე აქამდე არასოდეს ენახა, აქამდე თითქოს არ
შეუხედავს და დაუნახავს, როგორი სრული, სიცოცხლით სავსე და ლამაზი იყო,
მთლად თავისი მოტანილი ვაშლებივით.

– ნუთუ ტაძარი შენთვის არაფერს ნიშნავს? – უხეშად იკითხა არჰამ.

პენთე ყოველთვის მორჩილი და სხვის ნებას დამყოლი იყო, მაგრამ ამჯერად არჰას
ხმაში საფრთხე ვერ ამოიცნო.

34
– ჰო, ვიცი რომ შენთვის შენი მბრძანებლები ძალიან მნიშვნელოვანნი არიან, –
არჰასთვის გასაოცრად აგდებით უპასუხა გოგომ, – შენ შემთხვევაში ამას მართლაც
აქვს აზრი, შენ ხომ მათი

ერთადერთი და განსაკუთრებული ქურუმი ხარ. შენ უბრალოდ კი არ გაკურთხეს,


განსაკუთრებული ხარ, ამ ცხოვრებისთვის დაიბადე. მაგრამ აბა, მე შემომხედე. მეც
უნდა ვიგრძნო ამდენიმოწიწება და აღფრთოვანება მეფეუფლის მიმართ? ბოლოს და
ბოლოს, ის ხომ უბრალო ადამიანია, თუნდაც ავაბათში ათი მილის ფართობის
ოქროსსახურავიან სასახლეში ცხოვრობდეს. ორმოცდაათიოდე წლისაა და უკვე
მელოტია. ამას გარშემო შემოფენილი მისი ძეგლებით დაინახავ. და თუ გინდა
დაგენაძლევები, რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით მასაც უწევს ფეხის ფრჩხილების
დაჭრა, ზუსტად ისე, როგორც ყველა დანარჩენს. რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცი, რომ ის
თან ღმერთიცაა. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ, ჩემი აზრით, უფრო ღვთიური
იქნება, როდესაც მოკვდება.

პენთეს არჰაც ეთანხმებოდა, რადგან გულის სიღრმეში კარგადის ღვთიური


იმპერატორები თვითგანდიდებულ ცრუღმერთებად მიაჩნდა, რომლებსაც შურდათ
და ესწრაფოდნენ მარადიულ ძალებთან გათანაბრებას, მაგრამ მათთან ახლოსაც კი
ვერ მიდიოდნენ. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, პენთეს სიტყვებში რაღაც არჰასთვის
სრულიად უცხო და შემაშინებელი გამოსჭვიოდა. აქამდე მას არასოდეს უგრძნია
ასეთი განსხვავება სხვა ადამიანებისგან და აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ასეთი
უფსკრული არსებობდა მის ხედვასა და სხვათა თვალით დანახულ სამყაროს შორის.
თითქოს უცებ დაინახა სხვა, სრულიად ახალი და განსხვავებული სამყარო, აქვე,
ახლოს, ჩვეული ფანჯრის გარეთ ერთი ხელის გაწვდენაზევე, რომელიც

სიცოცხლით ფუსფუსებდა და სადაც ღმერთები არ არსებობდნენ. პენთეს


დამაჯერებელი ურწმუნობა აშინებდა. დაზაფრული არჰა შეტევაზე გადავიდა.

– ეგეც მართალია. ჩემი მბრძანებლები ძალიან დიდი ხანია, მკვდრები არიან. და თან
ისინი არც არასოდეს ყოფილან ადამიანები. იცი რა? შემეძლო, აკლდამების
მსახურად მეკურთხე...

არჰა მოჩვენებითად რბილი, შემპარავი ხმით სთავაზობდა თანატოლს ღმერთების


გაცვლას. პენთეს სახე წამოენთო.

– კი შეგეძლო, მაგრამ მე... არა მგონია, ის ადამიანი ვიყო, ვისაც ეს კარგად


გამოუვიდოდა.

– რატომ?

– სიბნელის მეშინია, – ჩაიჩურჩულა პენთემ.

არჰამ დანანებით გადაიქნია თავი, მაგრამ გულში მაინც კმაყოფილი იყო. იმის
დამტკიცება შეძლო, რისი ხაზგასმაც სურდა. შეიძლება პენთეს ღმერთების არ სწამდა,
მაგრამ, როგორც ყველა ცოცხალ არსებას, უპირობოდ ეშინოდა სიბნელის უსახელო
ძალების.

35
– ხომ იცი, არ გაიძულებდი კურთხევას, შენ თუ არ გენდომებოდა, – ჩაილაპარაკა
არჰამ.

უეცრად ჩამოწოლილმა სიჩუმემ დიდხანს გასტანა. სიჩუმე პენთეს გაფანტულმა და


დაუფიქრებლად გულწრფელმა სიტყვებმა დაარღვია.

– თანდათან უფრო მეტად ემსგავსები თჰარს. მადლობა ღმერთებს, რომ კოსსილს


მაინც არა! მაგრამ ძალიან ძლიერი ხარ. ხანდახან ვნატრობ, მეც ძლიერი
ვყოფილიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, მხოლოდ და მხოლოდ ჭამა მიყვარს, სხვა
დიდად არაფერი...

– შეგიძლია კიდევ აიღო, – ქედმაღლურად შესთავაზა არჰამ და ოდნავ დამცინავი


ინტერესით უყურებდა, როგორ ჩანთქა პენთემ მესამე ვაშლი.

ორიოდ დღეში „ფუძის“ უსასრულო რიტუალების ვალდებულებებმა არჰა


იძულებული გახადა, თავის განმარტოებას დამშვიდობებოდა. თხას ტყუპი ციკნები
შესძენოდა, თანაც მაკეობისთვის უჩვეულო დროს და როგორც ამ შემთხვევებში წესი
მოითხოვდა, ისინი ტყუპი ძმა-ღმერთებისთვის უნდა შეეწირათ მსხვერპლად.
აკლდამების ერთქურუმი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დასწრებოდა ამ
მნიშვნელოვან რიტუალს. შემდეგ მთვარის დაბნელება მოდიოდა და ცარიელი
ტახტის წინ სიბნელის ცერემონიები უნდა შესრულებულიყო. არჰა

საკურთხეველთან ახრჩოლებული ბალახეულის გამაბრუებელ და მათრობელაკვამლს


შეისუნთქავდა და სრულ სიბნელეში მარტოკა იცეკვებდა. ის გარდაცვლილთა და
დაუბადებელთა უხილავი სულებისთვის ცეკვავდა, რომლებიც თანდათან მის
გარშემო ჰაერს სულ უფრო მეტად ავსებდნენ და გოგონას მარდი და მოზომილი
ნაბიჯების რიტმსა და ხელების მოქნილ მოძრაობებს აყოლილები სიბნელეს
ავსებდნენ. ერთქურუმი უმღეროდა მათთვის ადამიანის სმენისა და გონებისთვის
უცნობ სიმღერებს, რომელთა ყოველი მარცვალი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ
თჰარისგან ესწავლა. ორ რიგად ჩამწკრივებული ქურუმები, რომლებიც მოშორებით
დარბაზის დიდრონ სვეტებს ამოჰფარებოდნენ, გოგონას ყოველ სიტყვას ქოროთი
პასუხობდნენ და უდაბური დარბაზის უსასრულო სიცარიელე ხმებს ერთმანეთში
არეულ და მძლავრ გრგვინვად აქცევდა, თითქოს ნგრევის პირას მყოფი, საუკუნოვანი
დარბაზი მართლაც კარგადის მიწის ყველა უსიცოცხლო სულის გალობას აევსო.

მეფეუფალს ავაბათიდან ტყვეები აღარ გამოუგზავნია და იმ სამი ტყვის სახეებიც,


რომლებიც არჰას ღამღამობით აღვიძებდა, თანდათან დავიწყებას მიეცა, ისევე
როგორც აკლდამქვეშეთის დიდ დარბაზში მიწის თხელი ფენითა და მარადიული
სიბნელით დაფარული მათი უსიცოცხლო და უსახელო სხეულები.

არჰა გამბედაობის მოკრებას ცდილობდა, რომ ისევ ჩასულიყო მიწისქვეშეთში. ბოლოს


და

ბოლოს, აკლდამების ერთქურუმს თავისივე სამფლობელოში ჩასვლის არ უნდა


შეშინებოდა და საბრძანებლის შესწავლა და გამოკვლევა უნდა შესძლებოდა.

36
პირველად ლიუკში ჩასვლა რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც იმაზე ადვილი, ვიდრე
თავიდან ეგონა. არჰას იმდენჯერ წარმოედგინა ეს გზა და იმდენად დაარწმუნა თავი
გზის მარტოდ გაკვლევის საჭიროებაში, რომ მიწისქვეშეთში ჩასვლისა და მთელი
გზის გავლის შემდეგ ცოტათი სირცხვილისა და იმედგაცრუების გრძნობამაც კი
შეიპყრო. გზის ბოლომდე მისულს უკვირდა, რატომ ეშინოდა ამ ადგილის.
საფლავებს, რომლებიც ყველაზე მეტად აშფოთებდნენ, ვერ დაინახავდა. და
საერთოდაც, აქ ვერაფერს დაინახავდა. აქ სიშავე და სიჩუმე იყო. მეტი არაფერი.

ყოველდღე ერთი და იმავე გზით ჩადიოდა აკლდამებში, ყოველ ჯერზე მხოლოდ


სატახტოს უკან ერთ-ერთი ოთახის იატაკში ჩატანებული ხის კარით. ჩადიოდა, სანამ
მთელი აკლდამქვეშა დარბაზის გასასვლელები და დიდი მღვიმის უცნაური,
მოჩუქურთმებული კედლები სრულად არ შეისწავლა, რამდენადაც შეიძლება,
ადამიანმა მისთვის უხილავი რამ შეიმეცნოს. ის არასოდეს სწყდებოდა კედელს,
რადგან მისგან ცოტა ხნით მოშორებითაც კი შეიძლებოდა სივრცის შეგრძნება
სრულად დაეკარგა, ამვეება სიცარიელეში უგზო-უკვლოდ ეხეტიალა და ვერასოდეს
შეეტყო, სად იყო და რა მიმართულებით წასულიყო. მიწისქვეშა სიბნელეში ჩასვლის

პირველივე ჯერზე სამუდამოდ დაიმახსოვრა, რომ ამ უკუნეთში გზის გაკვლევის


ერთადერთი საშუალება იმის ცოდნა იყო, რომელ მოსახვევებსა და ღიობებს გასცდა
და რომლისკენ უნდა გაეგრძელებინა სვლა. ამის მიღწევა კი თვლით იყო
შესაძლებელი, რადგან ხელის ცეცებით საყრდენის ძიებაში ყველა ქვა შესახებად
ერთნაირი იყო. არჰას მეხსიერება წლების განმავლობაში კარგად ჰქონდა
გამოწვრთნილი და მისთვის დიდი სირთულე არ ყოფილა თვალისა და აღქმის
ნაცვლად, შეხებასა და თვლას მინდობოდა გზის გასაგნებად. ასე რომ, არჰამ საკმაოდ
მალე ისწავლა აკლდამქვეშეთიდან დატოტვილი ყველა გასასვლელი და
დაიმახსოვრა სატახტო დარბაზისა და ბორცვის ქვეშ ჩაქსოვილი მცირე გზახვეული.
ამ საკვლევი მოგზაურობების დროს მხოლოდ ერთი დერეფანი იყო, რომელშიც არჰა
არასოდეს შესულა: წითელი კლდის შესასვლელიდან მარცხნივ მეორე გვირაბი,
რომელიც უცნობ სიღრმეებში მიდიოდა და რომლიდანაც გზის უცოდინრად არჰა
ვეღარასოდეს გამოაღწევდა. მისი გული სულ უფრო ძლიერ მიიწევდა იქით, მაგრამ
საღ აზრს დაყოლილი ცდილობდა, მისი გასასვლელების შესახებ ჯერ მიწის ზემოთ
ქურუმებისგან რაც შეიძლება მეტი შეეტყო.

თჰარმა არც ისე ბევრი რამ იცოდა ლაბირინთის შესახებ, მხოლოდ ზოგი ოთახისა და
დარბაზის სახელი და მათკენ მიმავალი გზები, ცივ კედლებში გამოსატოვებელი თუ
შესასვლელი ღიობები და კარები. ამ ყველაფერს არჰას უყვებოდა, მაგრამ არცერთი
ბილიკი თუ მონაკვეთი იატაკის მტვერზე მოხაზვით ან ჰაერში ხელის მოძრაობითაც
კი არასოდეს უჩვენებია. თავად თჰარს

არასოდეს გაუვლია ლაბირინთის ის გზები, რომლებიც ასე ზედმიწევნით იცოდა,


მაგრამ როდესაც არჰა იკითხავდა მოხატული ოთახის რკინის კარიდან ან საძვალედან
მდინარისპირა გვირაბისკენ მომავალ გზას, თჰარი რამდენიმე წამით ჩაფიქრდებოდა
და მერე მეხსიერების საცავებიდან იმ გზის ზუსტ აღწერას ჩაიკითხავდა, რომელიც
მრავალი წლის წინ ჰქონდა დაზეპირებული წინა არჰასგან. ამდენი და ამდენი
გზაკვეთილი, ამდენი ღიობი, ამდენი მოსახვევი დარჩება გასავლელი, – და ასე

37
ყოველი გზის აღწერისას. ეს ყველაფერი არჰასაც უნდა დაეზეპირებინა, როგორც
თავის დროს თჰარს ჰქონდა დაზუთხული. არჰა ამას ხშირად ერთხელ მოსმენითაც
ახერხებდა. ძილის წინ კვლავ სიტყვასიტყვით იხსენებდა გზებს და ცდილობდა,
წარმოედგინა ადგილები, ოთახები და ლაბირინთის მოსახვევები.

თჰარმა ბევრი სათვალთვალო ხვრელი აჩვენა, რომელიც „ფუძის“ ყველა ტაძარსა და


ოთახში იყო დატანებული, ზოგიერთი კი გარეთ, ქვების ქვეშაც დამალულიყო.
ქვისკედლიანი გვირაბები აბლაბუდასავით იქსაქსებოდა მთელი „ფუძის“ ქვეშ და
ხანდახან მისი გარე კედლის მიღმაც. ყველგან, თითოეული ფეხის ნაბიჯზე
უთვალავი მილით გვირაბები და დერეფნები გადაჭიმულიყო, ამ ყველაფრის შესახებ
კი მხოლოდ რამდენიმე რჩეულმა – არჰამ, ორმა უზენაესმა ქურუმმა და მათმა
რამდენიმე მსახურმა, საჭურისებმა: მანანმა, უაჰტომ და დუბიმ იცოდა. სხვათათვის
ეს მხოლოდ ბუნდოვანი ჭორი იყო. ყველამ უწყოდა, რომ აკლდამების ქვების ქვეშ
მღვიმე თუ მაღაროს მსგავსი ოთახები იყო, მაგრამ არავის ცნობისმოყვარეობას

გადაუჭარბებია ოდესმე უსახელოთა და მათ საიდუმლო სამყოფელთა შიშისთვის.


ყველა გრძნობდა, რომ რაც ნაკლები ეცოდინებოდათ ამის შესახებ, მათთვისვე
იქნებოდა უმჯობესი. არჰას კი, რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარეობა სძალავდა, მით
უმეტეს, მას მერე, რაც შეიტყო, რომ ზედაპირზე ლაბირინთებში სათვალთვალო
ხვრელები იყო დატანებული. გამუდმებით ცდილობდა მათ პოვნას, მაგრამ
უშედეგოდ – ისინი იმდენად ოსტატურად იყო დაფარული და შენიღბული, რომ
დიდხნიანი ბეჯითი ძიების მიუხედავად, არცერთი არ უპოვია. სანამ თჰარმა არ
აჩვენა, საკუთარ სამყოფელ „მცირე სახლში“ ის სათვალთვალო ხვრელიც კი ვერ
იპოვა, რომლის არსებობაზეც იცოდა.

ადრეული გაზაფხულის ერთ ღამეს არჰამ სანთლის ლამპარი მოიმარჯვა და


მიწისქვეშეთში ჩავიდა. ჩამქრალი ლამპრით გაიარა აკლდამქვეშეთი და წითელი
კლდის შესასვლელიდან მარცხნივ მეორე შესასვლელს მიადგა.

ოცდაათიოდე ნაბიჯით ჩაუყვა ჩაბნელებულ დერეფანს და კლდეში ჩასმულ რკინის


კარს მიადგა. დღევანდლამდე ქვაში ჩატანებულ რკინის ზღურბლთან მთავრდებოდა
მისი თავგადასავლის საზღვრები. რკინის კარს გაცდენილმა არჰამ დიდხანს იარა
დერეფანში და როდესაც გზამ, როგორც იქნა, მარჯვნივ დაიწყო მოხვევა, ბოლოს და
ბოლოს, სანთელი აანთო. აქ სინათლე დაშვებული იყო, რადგან არჰა კარგა მანძილით
გასცდენოდა აკლდამქვეშეთის

საკრალურ არეს. ახლა ის ნაკლებად წმინდა, თუმცა, შესაძლოა, უფრო საზარელ


ადგილას იმყოფებოდა. არჰა ლაბირინთში იყო.

სინათლის ის მცირე წრე, რომელსაც ლამპარი ახვევდა გარშემორტყმულ მოუხეშავ,


ცარიელ კედლებს, ქვის წიაღში ამოკვეთილ სიცარიელესა და ქვისავე იატაკს ოდნავ
ეხებოდა. მკვდარი, უძრავი ჰაერი დერეფნის უსასრულო წყვდიადში მიმავალ ორივე
შტოს ავსებდა.

გვირაბები ერთმანეთის მსგავსი იყო, ყველა სადღაც იკვეთებოდა და მერე ისევ


იქსაქსებოდა. არჰა ფრთხილად ითვლიდა გზაჯვარედინებსა და ღიობებს, თან კი

38
თჰარის დაზეპირებულ რუკას იმეორებდა, რომელიც უკვე აღარასოდეს
ამოიშლებოდა მისი მეხსიერებიდან. ლაბირინთში დაკარგვა დაუშვებელი იქნებოდა.
აკლდამქვეშეთში ან მიმდებარე მცირე გასასვლელებში დაკარგვისას თჰარი ან
კოსსილი კიდევ შეძლებდნენ მის პოვნას, ან მანანი დაიწყებდა მის ძებნას, რადგან
არჰას რამდენჯერმე ჩაჰყოლია მიწისქვეშ და ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც ექნებოდა
აქაურობაზე. თავად ლაბირინთში კი მის გარდა არცერთი მათგანი არ ყოფილა და
ვერავინ შეძლებდა მის პოვნას. რას უშველიდნენ, აკლდამქვეშეთში რომც
ჩამოსულიყვნენ და მისი ძებნა დაეწყოთ, როდესაც ამ დროს არჰა ნახევარი მილით
დაშორებული ლაბირინთის უსასრულო ხვეულებში იქნებოდა გაჭედილი. არჰამ
წარმოიდგინა, როგორ დაუსრულებლად აირეკლებოდა ქვის კედლებზე და
ხვეულებზე მათი ხმები,

დაკარგული და ამ ექოს დადევნებული როგორ შევიდოდა თანდათან უფრო ღრმად


ლაბირინთის მატყუარა შესახვევებში. წარმოსახვამ იმდენად ნათლად დაუხატა ეს
სურათი, რომ წამით მოეჩვენა, თითქოს შორიდან ვიღაცის ხმებმა მოაღწია.
სინამდვილეში სიჩუმის მეტი გარშემო არაფერი იყო. და ის არ დაიკარგებოდა.
ყოველთვის ფრთხილად იყო, თანაც ეს მისი ადგილი იყო, მისი სამფლობელო.
წყვდიადის ძალები, უსახელონი, ყოველთვის დაეხმარებოდნენ და სწორ
მიმართულებას ისეთივე სიცხადით მიუთითებდნენ, როგორი სისასტიკითაც
ლაბირინთში სიკვდილისთვის გაწირავდნენ ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვინც იქ
შესვლას გაბედავდა.

პირველ ჯერზე არჰა არც ისე შორს შევიდა, თუმცა ესეც საკმარისი იყო, რომ
მიწისქვეშეთის უცნაური, მომწარო, მაგრამ მაინც სასიამოვნო სრული სიმარტოვე
ეგრძნო. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გრძნობა ყოველ ჯერზე სულ უფრო
და უფრო ღრმად შესატოპად აცდუნებდა. მოხატულ ოთახამდე მივიდა, მერე
ექვსგზისამდე, და როდესაც კიდევ უფრო ღრმად შეჰყვა გრძელ გარე გვირაბს, გზების
იმ უცნაურ გრაგნილამდე მივიდა, რომელიც საძვალემდე მიდიოდა.

მის კითხვაზე, თუ როდის აშენდა ლაბირინთი, გამხდარმა და უკმეხმა თჰარმა პასუხი


არ იცოდა:

– ქალბატონო, ეგ არც მე და არც სხვამ იცის ვინმემ.

– მაშ, რისთვის შეიქმნა?

– აკლდამების საგანძურის დასამალად და მათ დასასჯელად, ვინც ოდესმე მათ


ხელყოფას ეცდებოდა.

– მე რაც საგანძური მინახავს, ყველაფერი ტახტსუკანა ოთახებსა და მათ ქვეშ


არსებულ სარდაფებშია. ლაბირინთში რაღა ინახება?

– ამ საგანძურზე გაცილებით ძველი და ძვირფასი განძი. გსურთ მისი ნახვა?

– დიახ.

– ოღონდ გახსოვდეთ, თქვენ გარდა არავის აქვს უფლება აკლდამების საგანძურში


შევიდეს. ლაბირინთში კიდევ შეგიძლიათ რამდენიმე რჩეული მსახურის წაყოლება,

39
მაგრამ საგანძურში არავინ დაიშვება. მანანიც კი რომ აღმოჩენილიყო საგანძურში,
წყვდიადის განრისხება გარდაუვალი იქნებოდა და ის ვეღარასოდეს დააღწევდა
ლაბირინთს თავს. ასე რომ, იქ თქვენ

ყოველთვის მარტო უნდა შეხვიდეთ. იქ მისასვლელი გზა ვიცი, თქვენ მასწავლეთ


თხუთმეტი წლის წინ, სანამ გარდაიცვლებოდით, რომ დამემახსოვრებინა და ისევ
თქვენთვის გადმომეცა ახლად დაბადების მერე. შემიძლია, იქით მიმავალი გზა
გასწავლოთ, ანუ როგორ გაჰყვეთ დერეფნებს მოხატული ოთახის შემდეგ. თვითონ
საგანძურის ოთახის გასაღები ეგ დრაკონისგამოსახულებიანი ვერცხლის გასაღებია.
მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ სრულიად მარტო უნდა წახვიდეთ.

– მასწავლე გზა.

თჰარი დაწვრილებით მოუყვა და არჰამაც სიტყვასიტყვით დაიხსომა, ისეთივე


სიბეჯითით, როგორც სხვა ყველაფერს იბეჭდავდა გონებაში. მაგრამ, საბოლოოდ,
საგანძურის სანახავად მაშინვე არ წასულა – გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა მის რწმენას
ან ცოდნას აკლდამების შესახებ. ან შეიძლება, უბრალოდ, რაღაც საიდუმლოს, რაღაც
თავგადასავლის შემონახვა უნდოდა სამომავლოდ. რაღაც განსაკუთრებულის, რაც
აკლდამების უღიმღამო ცხოვრებას, ლაბირინთის ბნელი კედლების რიგებსა და
მტვრიანი გვირაბების ჯერს მომაჯადოებელ ელფერს შესძენდა. ჯერჯერობით
მოითმენდა, სანამ თავისი საგანძურის ნახვას გადაწყვეტდა.

ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი მას ხომ ადრეც ენახა?!

არჰას ჯერ კიდევ ეუცნაურებოდა, როდესაც კოსსილი და თჰარი მას იმ ამბებზე


ესაუბრებოდნენ, რომლებიც მის სიკვდილამდე მოხდა. იცოდა, რომ ის მართლაც
მოკვდა და სიკვდილის წამს ახალ სხეულში გადასახლდა, თან არა მხოლოდ
თხუთმეტი წლის წინ, არამედ მანამდე ორმოცდაათი წლის წინაც, და იმაზე ადრეც.
თაობების, ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში, იმ დროის დასაბამიდან,
როდესაც ლაბირინთის პირველი გვირაბების გათხრა დაიწყო, როდესაც „ფუძის“
პირველი კედლები შენდებოდა და აკლდამების ქვები აღიმართებოდა მიწიდან, იმ
დროიდან მოყოლებული, როდესაც უსახელოთა პირველი ერთქურუმი ასრულებდა
წმინდა ცეკვას ცარიელი ტახტის წინაშე, არჰა მუდამ ცხოვრობდა, კვდებოდა და
კვლავ იბადებოდა. ის პირველი ქურუმი იყო. მართალია, ყველა ადამიანი თავიდან
იშობოდა სიკვდილის მერე, მაგრამ მხოლოდ ის, მხოლოდ არჰა მარად საკუთარ
თავად გარდაისახებოდა. მას ასჯერ ჰქონდა ნასწავლი ლაბირინთის ყველა ხვეული,
რომლებიც საბოლოოდ ყოველთვის განძთსაცავთან მიდიოდა.

ხანდახან ეჩვენებოდა, რომ წინა ცხოვრებანი ახსოვდა კიდეც. ბორცვისქვეშა


გვირაბები იმდენად ნაცნობი და მყუდრო იყო, თითქოს აქაურობა მისი ჭეშმარიტი
სახლი ყოფილიყო. როდესაც მორიგი მსახურებისას გამაბრუებელ ოხშივარს
შეისუნთქავდა და შავითმოსილი, ფეხშიშველი აცეკვდებოდა მთვარის
დაბნელებისას, მისი გონება სხვაგან მიდიოდა და თითქოს არც სხეული ეკუთვნოდა
თხუთმეტი წლის გოგონას. ამ დროს გაბრუებულმა არჰამ ნამდვილად იცოდა, რომ ეს
მარადიული ცეკვა არასოდეს შეჩერებულა.

40
ამის მიუხედავად, არჰას მაინც უცნაურად ხვდებოდა ყურში, როდესაც თჰარი
ეტყოდა „სანამ მოკვდებოდით, მანამდე მითხარით...“

„ის ადამიანები ვინ იყვნენ, ვინც აკლდამების გასაძარცვად მოდიოდნენ? და


რომელიმემ საბოლოოდ მოახერხა ძარცვა?“ – იკითხა ერთხელ არჰამ. რატომღაც
მძარცველების შემოპარვის იდეამ დააინტერესა, თუმცა ამის თვალნათლივ
წარმოდგენა არ შეეძლო. როგორ უნდა შემოეღწიათ „ფუძეში“ შეუმჩნევლად?!
მომლოცველებიც კი იშვიათობა იყო აკლდამებისთვის, მსხვერპლშეწირვისთვის
გამოგზავნილ ტყვეებზე უფრო იშვიათიც კი. ათასში ერთხელ შორეული, უფრო
მდაბიო ტაძრები აკლდამებს შეგირდებს ან მონებს უგზავნიდნენ ძღვნად, ან
მომლოცველთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ეახლებოდა ოქროს ან იშვიათი
ძვირფასეულობის მისართმევად. სულ ეს იყო. „ფუძის“ სიახლოვეს შემთხვევით,
სავაჭროდ ან უბრალოდ სამოგზაუროდაც კი არავის გაუვლია. ბრძანებისა და
ნებართვის გარეშე არავინ გაჰკარებია ახლოს. არჰას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,
რამდენად იყო დაშორებული უახლოესი ქალაქი, შეიძლება ოცი მილი ან მეტიც
ყოფილიყო უახლოეს დასახლებამდე, და ეს დასახლებაც კი ძალიან პატარა იყო.
„ფუძეს“ სიცარიელე იცავდა და განმარტოება დარაჯობდა. ნებისმიერი, ვინც
აკლდამების გარშემო გაშლილი უდაბნოს კიდეზე დადგამდა ფეხს, არჰას აზრით,
ისეთივე ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, როგორც შავი ცხვარი – დათოვლილ
მინდორზე.

აპრილის ავდრიან და ცივ საღამოს არჰა თჰართან და კოსსილთან ერთად იჯდა


მეფეუფლის სალოცავის ერთ-ერთ უკანა ოთახში, რომელიც კოსსილს ეკავა. მათთან
სულ უფრო მეტ დროს ატარებდა, თუკი „მცირე სახლში“ ან აკლდამქვეშეთში არ
განმარტოვდებოდა. სანამ სამი ქურუმი დაბალი ცეცხლის ირგვლივ შემოკრებილიყო,
დერეფანში მონები – მანანი და დუბი ჩხირებსა და კონებს თამაშობდნენ, – ერთ-ერთი
ჩხირების კონას ისროდა ჰაერში და მეორეს რაც შეიძლება მეტი ჩხირი უნდა დაეჭირა
ხელის ზურგით. მანანი და არჰაც თამაშობდნენ ამ თამაშს, მაგრამ ყველასგან
მალულად და საიდუმლოდ, „მცირე სახლის“ შიდა დარბაზში. სამი ქურუმის გარშემო
ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ ძირს დავარდნილი ჩხირების ჩუმი ტკაცუნი,
გამარჯვებისა და დამარცხების მოგუდული შეძახილები და სალბის კოცონის შრიალი
არღვევდა. კედლებს გარეთ უდაბურ სიჩუმეს დაესადგურებინა, რომელსაც
დროდადრო ერეოდა წვიმის წვეთების თქარუნი.

– მრავალი მოსულა აკლდამების გასაძარცვად, ჯერ კიდევ ძველ დროში, – დაიწყო


თჰარმა, – მაგრამ ვერცერთმა შეძლო.

სიტყვაძვირი თჰარი ხანდახან თხრობის ხასიათზე დგებოდა და თითქმის


სიამოვნებით ჰყვებოდა განსაკუთრებით ჩამთრევ და არჰასთვის ჭკუის სასწავლებელ
ისტორიებს. იმ დღეს თჰარი ერთ-ერთი ასეთი ამბის გაზიარების ხასიათზე
დამდგარიყო.

– როგორ გაბედავდა ამას რომელიმე მოკვდავი? – შეიცხადა არჰამ.

41
– ისინი ბედავდნენ, – ჩაერთო კოსსილი, – შიდა მიწების ჯადოქართა ტომის
გრძნეულები. ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე მეფეუფალი მოევლინებოდა კარგადის
მიწებს მმართველად და დამცველად. მაშინ ასეთი ძლიერები როდი ვიყავით.
ჯადოქრები დასავლეთ მიწებიდან გემებით მოემართებოდნენ კარეგო-ატისკენ და
ატუანისკენ ზღვისპირა ქალაქების დასაყაჩაღებლად და ფერმების საძარცვავად.
ავაბათის წმინდა ქალაქსაც კი დაესხნენ თავს. როგორც ამბობდნენ, დრაკონებთან
საბრძოლველად მოდიოდნენ, მაგრამ დარჩენით კი ტაძრების საძარცვავად და
ქალაქების ასაოხრებლად რჩებოდნენ.

– მათი უდიდესი გმირები ჩვენს ხალხზე სცდიდნენ თავის ხმლებს და ჩვენს მიწას
წაწყმედდნენ თავიანთი უღმერთო შელოცვებით, – განაგრძო თჰარმა, – ერთი
მათგანი, გრძნეული და დრაკონთმეუფე, მათ შორის უდიადესი, ერთხელ ჩვენს
მიწებს მგლოვიარე მოადგა. ეს დიდზე დიდი ხნის წინ იყო, ან უფრო ადრეც კი,
მაგრამ მისი ამბავი კვლავაც ახსოვთ და არამხოლოდ ჩვენს მიწებზე. იმ გრძნეულს
ერრეთ აკბე ერქვა და დასავლეთ მიწების მეფეც იყო და ჯადოქარიც. ჩვენს მიწებს
მოადგა და ავაბათში რამდენიმე მეამბოხე კარგიელთან შეკრული წმინდა ქალაქის
მმართველობის მოპოვებას ცდილობდა. ისინი ტყუპი ღმერთების უზენაეს ქურუმს
ებრძოდნენ, ტაძრის შუაგულში ადამიანის ჯადოქრობა ღმერთების ელვას
ეჯახებოდა

და ბრძოლა იმდენ ხანს გაგრძელდა, სანამ მათ გარშემო ტაძარი არ დაიშალა.


ძმაღმერთების ქურუმმა ბოლოს იმძლავრა, გრძნეულის ჯადოსნური კვერთხი გააპო,
მისი ძალის ამულეტი შუაზე გადატეხა და დაამარცხა. დასავლეთის მეფე ქალაქიდან
და კარგადის მიწებიდან გაიქცა, ზღვამიწეთი კიდიდან კიდემდე გადაკვეთა სანამ
დასავლეთ უშორეთს არ მიადგა, იქ კი საბოლოოდ, ჯადოქრობადაკარგულს,
დრაკონმა მოუღო ბოლო. მას შემდეგ შიდა მიწების სიძლიერე და ძალაუფლება მარად
კნინდება. გრძნეულის დამმარცხებელ უზენაეს ქურუმს ინტასინი ერქვა, ტარბის
გვარის. მისი საგვარეულოს ჩამომავლები მრავალი საუკუნის და მრავალი
წინასწარმეტყველების ახდენის შემდეგ კარეგო-ატის პირველი ქურუმეფეები
გახდნენ, მათი ჩამომავლები კი ასევე მრავალი თაობის მერე – მეფეუფალნი,
სრულიად კარგადის მმართველნი. და ასე გრძელდება ინტასინის გამარჯვების
შემდეგ – კარგადის მიწების დიდება და ძალაუფლება მარად იზრდება. აკლდამებს
მომდგარი მძარცველები ჯადოქრები იყვნენ, ისინი ისევ და ისევ ცდილობდნენ
ერრეთ აკბეს გატეხილი ამულეტის მოპარვას და გამთელებას, მაგრამ ვერცერთმა
მიაღწია საწადელს. ის კვლავაც აქ არის დასვენებული, იმავე ადგილას, სადაც
უზენაესმა ქურუმმა დადო შესანახად. და აქვე დევს მათი ძვლებიც... –
მრავლისმეტყველად გაიშვირა თითი თავის ფეხქვეშ.

– მისი ნახევარი აქ ინახება, – ჩაერთო კოსსილი.

– მეორე ნახევარი კი სამუდამოდაა დაკარგული.

– კი მაგრამ, როგორ დაიკარგა? – დაინტერესდა არჰა.

– ერთი ნაწილი, რომელიც ინტასინს შერჩა ხელში, მან აკლდამების საგანძურში


დატოვა შესანახად, სადაც ის სამუდამოდ უნდა დარჩეს. მეორე ნაწილი გრძნეულმა

42
თან წაიღო და სანამ ჩვენი მიწებიდან საბოლოოდ გაიქცეოდა, ერთ-ერთ მცირე
მეფეთაგანს, ჰუპუნელთორეგს დაუტოვა. რატომ მოიქცა ასე, ყველასთვის
გამოცანად რჩება.

– ასე იმიტომ მოიქცა, რომ თორეგის გულში ამპარტავნება ჩაენერგა და განხეთქილება


გამოეწვია, – ჩაერთო კოსსილი, – ამას მიაღწია კიდეც. თორეგის ჩამომავალნი მუდამ
ჯანყდებოდნენ კანონიერი მმართველების წინააღმდეგ. ტარბის საგვარეულოს
პირველი მმართველობის დროს ამბოხს პირველი მეფეუფლის წინააღმდეგ აჯანყება
მოჰყვა, რადგან თორეგის მემკვიდრენი მას არც მეფედ და არც ღმერთად სცნობდნენ.
ეს წყეული, მოჯადოებული გვარი იყო და მისი ყველა წევრი შეაჩვენეს, ახლა კი უკვე
დიდი ხნის ამოწყვეტილები არიან.

– ჩვენი მეფე ღმერთი, ბატონი, რომელიც აღზევდა, უკვე მამამისის მიერ


განადგურებულ ჰუფუნის საგვარეულოს და მათი დაქცეული სასახლეების
ნანგრევებს მოესწრო. მათი სამფლობელოების განადგურებისას ნახევარ-ამულეტიც,
რომელიც საგვარეულოს ერრეთ აკბესა

და ინტასინის დროიდან ებარა, სამუდამოდ დაიკარგა. არავინ იცის, სად გადაიკარგა


ნატეხი, მას მერე კი უთვალავმა დრომ განვლო.

– უეჭველად ნაგავს გადააყოლებდნენ, – ჩაერთო კოსსილი, – როგორც ამბობენ, ეგ


ერრეთ აკბეს ამულეტი საერთოდ არ გამოიყურებოდა ფასეულად. წყეულიმც იყოს
ის ნაგვის ნაგლეჯიცა და ჯადოქრებთან დაკავშირებული ყველაფერიც! –
გაცხარებულმა კოსსილმა ცეცხლს მიაფურთხა.

– ის ნახევარი თუ გინახავს, აქ რომელიც ინახება? – მიუბრუნდა არჰა თჰარს.

ხმელმა ქურუმმა თავი გადააქნია.

– ის იმ საცავში ინახება, სადაც ერთქურუმის გარდა არავის შეესვლება. შესაძლოა, ეს


ნივთი აქ შენახულ საგანძურთა შორის უძვირფასესი იყოს, ზუსტად ვერ გეტყვი.
თუმცა, ვფიქრობ, ასეც არის. ასწლეულების განმავლობაში შიდა მიწების მმართველნი
ქურდებსა და ყაჩაღებს აგზავნიდნენ ამ ამულეტის მოსაპოვებლად. აქ შემოპარულნი
ყველა საგანძურის, ოქროთი სავსე სკივრებისა და ძვირფასეულობის გვერდის ავლით
მხოლოდ ამ ერთი ნივთის საძებნელად მიეშურებოდნენ. დიდი დრო გავიდა ერრეთ
აკბესა და ინტასინის დროიდან, მაგრამ ლეგენდა ისევ ახსოვთ, მას კვლავ იმეორებენ
ჩვენთანაც და დასავლეთშიც. თითქმის ყველაფერი

უფერულდება და ქრება, დროის მარადი დინებით გაცრეცილი. იშვიათია ისეთი


ძვირფასი რამ, რაც დროის დინების მიუხედავად ფასეული რჩება, და იშვიათია
ისეთი ამბები, რომლებიც დროს ფეხდაფეხ მიჰყვება და ცოცხალი რჩება. არჰა
ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, ბოლოს კი სიჩუმე დაარღვია.

– ისინი ან ძალიან გაბედულები უნდა ყოფილიყვნენ, ან ძალიან სულელნი,


აკლდამებში შემოპარვა რომ გაებედათ. განა არ იცოდნენ უსახელოთა
ძალაუფლების შესახებ?

43
– არა, არ იცოდნენ, – ჩვეული, გამყინავი ხმით უპასუხა კოსსილმა, – მათ ღვთაებები არ
ჰყავთ. ჯადოქრობას ფლობენ და ჰგონიათ, რომ თავად არიან ღმერთები. მაგრამ ეს
ასე არაა. ისინი არ გარდაიშობიან. სიკვდილის შემდეგ მათი სხეულები ფერფლად
და ძვლებად იქცევა. შეიძლება მათი აჩრდილები კიდევ ცოტა ხანს ქარში
გოდებდნენ, მაგრამ როდესაც მათ ქარი გაფანტავს, აღარაფერი რჩება, რადგან
უკვდავი სულები არ გააჩნიათ.

– და რა არის მათი ჯადოქრობა? როგორ ქმნიან მას ან რისი გაკეთება შეუძლიათ? –


იკითხა თქმულებით მონუსხულმა არჰამ. თავისი ბავშვობისდროინდელი მკვახე
სიტყვები, რომ შიდა მიწებიდან მოსულ ხომალდს ზედაც კი არასოდეს შეხედავდა,
სულ მთლად დავიწყებოდა და ამ უცხო მხარეზე ყველაფერი აინტერესებდა.

– რა არის და – ხრიკები, სიცრუე და ოინბაზობა, – წამოისროლა კოსსილმა.

– არა, მაგაზე ცოტა მეტია. თუ ძველი თქმულებები ნაწილობრივ მაინც მართალია, მათ
ქარის აბობოქრება და ჩადგომა შეუძლიათ. ხელეწიფებათ ქარის ქროლის თავის
ნებაზე მართვა. ეს ყველა თქმულებაში უცვლელია. ამიტომაც არიან გაწაფული
ზღვაოსნები, შეუძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიმართულების ქარით
დაბერონ ხომალდების აფრები, ან მძვინვარე ქარიშხლები ჩააწყნარონ. ხშირად
ამბობენ, რომ მათ სურვილისამებრ სინათლისა და წყვდიადის გაჩენაც შეუძლიათ,
ქვის ალმასად ან ტყვიის ოქროდ გარდასახვა. კიდევ ამბობენ, რომ მათ წამში
შეუძლიათ სასახლის ან სრულიად ქალაქის გაჩენა, ან ყოველ შემთხვევაში ამის
მოჩვენება; რომ მათ თავადაც შეუძლიათ დათვად, თევზად ან სულაც, დრაკონად
გარდაქმნა.

– მაგ ყველაფრის არ მჯერა, – მოუჭრა კოსსილმა, – იმის მჯერა, რომ სახიფათონი


არიან, ქვეშქვეშა ცბიერები, და გველთევზებივით გაიძვერები. თქმულებები ამბობენ,
რომ თუკი ჯადოქრებს მათ კვერთხს წაართმევ, ისინი სრულიად უძლურნი რჩებიან.
ალბათ მთელი მათი ძალა კვერთხზე დატანილი ბოროტი რუნებიდან მოდის.
თჰარმა ისევ უარყოფითად გააქნია თავი.

– ისინი მართლაც სულ კვერთხს ატარებენ, მაგრამ ის მხოლოდ მათი შინაგანი ძალის
გამოსავლენი საშუალებაა.

– სიცრუეა, – შეეპასუხა კოსსილი.

– სიტყვები – აი, რაშია ძალა, – კვლავ განაგრძობდა თჰარი, – ეს ერთ-ერთი


ქურუმისგან ვიცი, რომელმაც თავად ნახა რომელიღაც ძლევამოსილი ჯადოქარი –
მაგი, როგორც შიდა მიწებში უძლიერესებს უწოდებენ. ის მაშინ დაეტყვევებინათ,
როდესაც დასავლეთისკენ მიემართებოდა. მან ქურუმების თვალწინ ერთი ხმელი
ჯოხი აიღო და სიტყვა ჩასჩურჩულა, იმავე წამს – ჰოი! და ის აყვავდა. მერე სხვა
სიტყვა ჩასჩურჩულა და – ჰოი! ჯოხმა წითელი ვაშლები მოისხა. ბოლოს მან კიდევ
ჩაიჩურჩულა და იმწამს ხე, ყვავილები, ვაშლები და მათთან ერთად ჯადოქარიც
გაუჩინარდა. ერთი სიტყვა და ის ცისარტყელასავით უკვალოდ, თვალის
დახამხამებაში გაქრა და იმ კუნძულზე თვალით აღარ უნახავთ. როგორ ფიქრობთ,
ეს უბრალო ჯამბაზობა იყო?

44
– სულელების გასულელება ადვილია, – განაცხადა კოსსილმა.

თჰარს აღარაფერი უთქვამს და კამათს თავი დადუმებით აარიდა. ამ საკითხის შუა


გზაზე მიგდება არჰას სულაც არ ეპიტნავა და ისევ სცადა ჯადოქართა შესახებ
საუბრის განახლება.

– როგორ გამოიყურება ჯადოქართა ტომი? მართალია, რომ სულ შავები არიან და


თეთრი თვალები აქვთ?

– შავები და ავები არიან. არასოდეს მინახავს რომელიმე მათგანი, – კმაყოფილებით


განაცხადა თჰარმა, სათქმელის დასრულების ნიშნად მძიმედ შებრუნდა და ხელები
ცეცხლს მიუშვირა.

– დაე ტყუპმა ღმერთებმა აგვარიდონ ავსულები, – ჩაიბურტყუნა თჰარმა.

– ისინი აქ აღარასდროს მოვლენ, – დარწმუნებით თქვა კოსსილმა.

ცეცხლი ისევ ტკაცუნებდა, წვიმის წვეთები გარეთ შრიალებდა და დერეფნიდან


ისმოდა მანანის გახარებული შეძახილები, როდესაც ჩხირების კონის ნახევარი
დაიჭირა ხელის ზურგზე.

თავი 5. სინათლე ბორცვის ქვეშ


წელიწადის მიწურულს, ზამთრის დამდეგს თჰარი მოკვდა. ზაფხულში სიმჭლის სენი
შეეყარა, ისედაც გამხდარი ქალი ჩონჩხს დაემსგავსა და მუდამ სიტყვაძვირი ქურუმი
სულ მთლად დადუმდა. მხოლოდ არჰას თუ ესაუბრებოდა განმარტოებისას და ისიც –
იშვიათად. ბოლოს ესეც შეწყდა და ქურუმმა მდუმარედ შეაბიჯა უკუნეთში. არჰას
ძალიან ენატრებოდა თჰარი, რადგან, სიმკაცრის მიუხედავად, ქურუმი არასოდეს
მოპყრობია ბოროტად. მან არჰას სიამაყის გრძნობა ჩაუნერგა და არა – შიშის.

ახლა კი არჰას მხოლოდ კოსსილი დარჩა.

ტყუპ-ღმერთების ტაძრის უზენაესი ქურუმი გაზაფხულზე ჩამოვიდოდა ავაბათიდან.


მანამდე კი „ფუძეზე“ ბატონობას არჰა და კოსსილი ინაწილებდნენ. უფროსი ქალი მას
„ქალბატონს“ უწოდებდა და წესით ვალდებული იყო, არჰას ყველა ბრძანებას
დამორჩილებოდა, მაგრამ არჰამ დიდი ხნის წინ ისწავლა, რომ კოსსილისთვის არ
უნდა ებრძანებინა. მართალია, მას ამის უფლება ჰქონდა, თუმცა საამისოდ ძალა არ
შესწევდა. კოსსილი თავისზე მაღალი წოდების მიმართ მუდამ შურითა და
ღვარძლით იყო აღვსილი, სძულდა ყველაფერი, რაც მისი მბრძანებლობისა და
ძალაუფლების მიღმა აღმოჩნდებოდა. ეს არჰამ კარგად იცოდა და

არასოდეს გაუბედავს დაპირისპირებოდა ან გაეღიზიანებინა ქურუმის ეს კუშტი


მხარე.

მას შემდეგ, რაც არჰა პირველად ეზიარა ურწმუნოების გრძნობას (თვინიერი და


უბრალო პენთეს მაგალითზე) ის რეალობის ნაწილად მიიღო, თუმცა თავად აშინებდა
და აშფოთებდა ურწმუნოების დაშვება. სამაგიეროდ, ამ ცოდნის შეთვისების მერე მას

45
გაცილებით გაუადვილდა კოსსილის მშვიდად აღქმა და მისი გაგება. ქურუმ ქალს
არც ღვთაებების და არც უსახელოთა რწმენა ედო გულში. მისთვის წმინდა და
სათაყვანებელი მხოლოდ ძალაუფლება იყო. კარგადის მიწების იმპერატორს
ნამდვილად სრული ძალაუფლება ჰქონდა მთელ ერზე, და ამიტომაც ის კოსსილის
თვალში ჭეშმარიტი მეფეუფალი იყო, შესაბამისად, მას მთელი გულითა და სულით
ეთაყვანებოდა. მაგრამ ყველაფერი დანარჩენი – წარმოსაჩენი ტაძრები, აკლდამის
უძრავი ქვები, თავად ატუანის მიწაში ამოთხრილი აკლდამები – საშინელნი, მაგრამ
ცარიელები და უძლურნი – მისთვის მხოლოდ ბუტაფორია იყო. რომ შესძლებოდა,
ქურუმი ცარიელი ტახტის თაყვანისცემასაც აარიდებდა თავს. რომ გაებედა,
პირველქურუმის უპირატესობასაც სიამოვნებით დაუპირისპირდებოდა.

არჰა ქურუმის დაუმორჩილებელ ხასიათს უკვე მშვიდად იღებდა. თუმცა ამაზე


პირდაპირ არასოდეს უსაუბრია, სწორედ თჰარი დაეხმარა მეფის უმაღლესი ქურუმის
ხისტი და მოუდრეკელი ბუნების ამოცნობაში. სანამ თჰარის არსებას დუმილი
სამუდამოდ მოიცავდა,

ქურუმი რამდენიმე დღეში ერთხელ იხმობდა არჰას და დიდხანს ესაუბრებოდა


მეფეუფლის, მისი წინაპრების, მათი მმართველობისა და თაყვანისცემის წესებზე,
თავად წმინდა ქალაქ ავაბათის წესწყობილებაზე, რადგან როგორც კარგადის მიწების
ერთქურუმს, არჰას ამ ყველაფრის ცოდნა მართებდა. მაგრამ ხშირად თჰარის
სწავლებები მეფესა და მის მმართველობას არცთუ საუკეთესო სახით წარმოაჩენდა.
თჰარი მის წინა ცხოვრებაზე მოუთხრობდა, როგორი იყო არჰა ადრე და როგორ
იქცეოდა, თან დროდადრო ახსენებდა, რომ არჰას ახლანდელ ცხოვრებაში, შესაძლოა,
სხვადასხვა სირთულეები და საფრთხეები შეხვედროდა. თჰარს არც ერთხელ არ
უხსენებია კოსსილის სახელი, მაგრამ არჰა თერთმეტი წლის განმავლობაში იყო
თჰარის მოწაფე და სიტყვების გარეშე, ხმის ინტონაციითა თუ ბუნდოვანი
მინიშნებითაც ყველაფერს ხვდებოდა. ხვდებოდა და იმახსოვრებდა.

მას შემდეგ, რაც მოჟამული გლოვის რიტუალები დასრულდა, არჰამ კოსსილისთვის


თავის არიდება ჩვევად აქცია. როდესაც ყოველდღიურ დატვირთულ საქმეებსა და
ხანგრძლივ რიტუალებს დაასრულებდა, არჰა მაშინვე თავის განმარტოებულ ოთახს
უბრუნდებოდა. ხშირად, თუ დრო ჰქონდა, ცარიელი ტახტის უკანა ოთახს
მიაშურებდა, მიწაში ჩატანებულ კარს ახდიდა და სიბნელეში ჩადიოდა. დღეცა და
ღამეც სწორი იყო მიწისქვეშა უკუნეთში და არჰაც თავისი სამფლობელოს უსასრულო
ლაბირინთების კვლევასა და დამახსოვრებას განაგრძობდა. სიწმინდის და
გასაიდუმლოებულობის ტვირთით დამძიმებულ აკლდამქვეშეთის სივრცეებში

შესვლის უფლება მხოლოდ უმაღლესი წოდების ქურუმებსა და მათ ყველაზე სანდო


საჭურისებს ჰქონდათ. ნებისმიერი სხვა, განურჩევლად სქესისა, უსახელოთა რისხვის
მსხვერპლი გახდებოდა. მაგრამ ყველა წესსა და აკრძალვას შორის არჰას არც ერთი
ეგულებოდა ისეთი, რომელიც ლაბირინთში შესვლას კრძალავდა. ასეთი წესი არც
იქნებოდა საჭირო, რადგან ლაბირინთში შესვლა მხოლოდ აკლდამქვეშეთიდან იყო
შესაძლებელი. ამას გარდა, განა რამე წესი იყო საჭირო, ცხვრისთვის მგლის ხახაში
ჩავარდნა რომ აეკრძალა?

46
ხშირად არჰას მანანიც თან მიჰყავდა ლაბირინთის განაპირა გზების შესასწავლად და
დასამახსოვრებლად და თუმცა ერთგულ მსახურს დიდად არ მიუწევდა გული
მიწისქვეშეთისკენ, არჰას მაინც ყოველთვის ემორჩილებოდა. მან ასევე კოსსილის
საჭურის მსახურებს, დუბისა და უაჰტოს დაასწავლა ჯაჭვების ოთახისა და
აკლდამქვეშეთის გასასვლელი გზები, მაგრამ ამაზე მეტი არასოდეს გაუმხელია.
ლაბირინთში არცერთი არ შეუყვანია. სურდა მხოლოდ ბრმად მორჩილ მანანს
სცოდნოდა იქაური გზები და სხვას – არავის. ლაბირინთი მხოლოდ მისი
სამფლობელო იყო და ყოველთვის ასე იქნებოდა. არჰა თავისი სამფლობელოს
შესწავლას შეუდგა, მთელი შემოდგომა ლაბირინთის უთვალავ გასასვლელს
მიუყვებოდა და ნასწავლ გზებს ცხადში გადიოდა, მაგრამ თვეების მერეც კი
უთვალავი გზა და კუნჭული რჩებოდა, რომლებთან ახლოსაც კი არ მიუღწევია. ამ
უკიდეგანო, დაუსრულებელი გზახვეულის შეცნობასა და კვლევას მუდმივი
დაქანცულობა და

ძალდატანება ახლდა თან: უსასრულოდ გაჭიმული დერეფნები სხეულს ქანცავდა,


გონება მეხსიერებიდან დაზეპირებული მოსახვევებისა და დათვლილი ნაბიჯების
ამოკრეფით მძიმდებოდა. მთელი ლაბირინთი გასასავათებლად და განწირულობის
გრძნობის ჩასანერგად იყო ნაგები და ყოველი ფეხის ნაბიჯზე თავად მის მეუფე
ერთქურუმსაც კი ნათლად აჩვენებდა თავის ერთადერთ ჭეშმარიტ სახეს –
ლაბირინთი მახე იყო, მისგან ერთადერთი გასასვლელი კი – სიკვდილი.

ზამთრის დადგომასთან ერთად, არჰამ ყურადღება დარბაზებს დაუთმო.


ათვალიერებდა უზარმაზარ დარბაზებსა და მათ უკან, ან სულაც მათ ქვეშ მცირე
ოთახებს, სამსხვერპლოებსა და სადიდებელ ადგილებს; ოთახებს, რომლებიც ათასი
ძველი და ახალი სკივრებითა და ყუთებით იყო სავსე, თავად ამ სკივრების შიგთავსს
და ყველაფერს, რაზეც ხელი თუ თვალი მიუწვდებოდა. იკვლევდა ღამურების
თავშესაფარ თაღქვეშა ღრიჭოებს, სარდაფებსა და სარდაფქვეშეთებს, მიწისქვეშეთში
ჩამავალ სარკმლებსა და ჩასასვლელებს.

რვა საუკუნის განმავლობაში რკინის სკივრებზე დადებული მტვრის


სურნელაყოლილი სამოსით, სიძველისგან გაშავებული აბლაბუდიანი წარბებით,
არჰას ჩაემუხლა კედარის გაცრეცილი ზარდახშის წინ, რომელიღაც მეფეს ატუანის
უსახელო ძალებისთვის ძღვნად რომ მიერთმია. ოდესღაც მომნუსხველ ჩუქურთმებს
გატაცებით ათვალიერებდა. ხეზე

ამოტვიფრული სურათები უკაცრიელ დარბაზსა და უზარმაზარ, ცარიელ ტახტს


ასახავდა, რომლის სიახლოვეს დიდცხვირა, მაგრამ ამაყად აღმართულ ფიგურაში
მეფის ამოცნობა არც ისე რთული იყო. დიდი ხნის წინ მტვრად ქცეული ოსტატის
ნამუშევარზე არჰა მათრობელა ბალახის კვამლის შესასუნთქად დახრილი ქურუმის
ფიგურას აკვირდებოდა. იმის მიუხედავად, რომ სახე მეტისმეტად მინიატურული
იყო ნაკვთების გამოსასახად, გოგონას ხის ჭრილებში საკუთარი თავი წარმოედგინა
და აინტერესებდა, რა უთხრა დიდცხვირა მეფეს და დააფასა თუ არა მან ერთქურუმის
სიტყვები.

47
ცარიელი ტახტის დარბაზში არჰას თავისი საყვარელი ადგილებიც კი ჰქონდა, ისე,
როგორც სხვა ადამიანს ექნებოდა საყვარელი კუთხე მყუდრო, მშობლიურ სახლში.
ხშირად ტაძრის შესამოსი ოთახების თავზე ერთ ნახევრადშემოსაზღვრულ,
ოთახისმაგვარ სივრცეს მიაშურებდა ხოლმე, რომელშიც წლების განმავლობაში
ნაგროვები და ხმარებიდან გადასული სამოსელი და კოსტიუმები შეენახათ, იმ
წლების გადმონაშთი, როდესაც კარგადის მეფენი და ქურუმნი აკლდამებში იმ
უხილავ და სამყაროზე უხნესი ძალების სათაყვანებლად მოდიოდნენ, რომელთა
ძალაუფლება მეფეთა საბატონოსა და თავად ადამიანთა მოდგმაზე შორს
ვრცელდებოდა. იყო დრო, როდესაც მეფეთა ასულები, ტოპაზითა და შავი
ამეთვისტოთი მოქარგულ თეთრი აბრეშუმის კაბებში გამოწყობილნი, ქურუმებთან
ერთად ცეკვავდნენ სალოცავების დარბაზებში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ცეკვა აესახა
უხსოვარი დროის მხატვარს

სპილოს ძვლის პატარა ფირფიტებზე, სადაც დარბაზში მონარნარე ფიგურებს გარეთ


ელოდებოდნენ მეფეები და დიდებულები, რადგან დროის დასაბამიდან არცერთ
მამაკაცს არ დაუდგამს ფეხი წმინდა სალოცავებში. ქალწულებს კი შეეძლოთ, თეთრ
კაბებში გამოწყობილებს შაოსანი ქურუმების მხარდამხარ ეცეკვათ. ქურუმთა სამოსი
საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა – შავი, უხეში შალის ქსოვილი უცვლელი
იყო ქურუმებისთვის. არჰას ამ ჟამთა სვლით გაცრეცილი სამოსის საცავში მოსვლა
ყველაზე მეტად სიამოვნებდა. უბრალო და ძვირფასი ქსოვილები ერთნაირად
გაცრეცილიყო იმდენად, რომ უხრწნელი სამკაულების მცირე სიმძიმესაც კი ვერ
უძლებდნენ და ძვირფასი თვლები ალაგ-ალაგ ჩამოხეოდათ. მიუხედავად ამისა,
აქაურობას დარბაზებსა და სალოცავებზე ნაზი, საამო, სიახლისა და სიცოცხლის სუნი
ასდიოდა.

ხაზინებსა და საცავებში შეეძლო მთელი საღამო ერთი სკივრის დათვალიერებაში


გაეტარებინა: ყოველ ძვირფას ქვასა თუ სამკაულს, დაჟანგულ აბჯარს,
სამაგრმოწყვეტილ ჩაფხუტებს, ბალთებს, ქინძისთავებსა და გულსაბნევებს,
ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ყოველ ნივთს სათითაოდ და ყურადღებით
ათვალიერებდა.

ქანდარებზე შემომსხდარ ბუებს არჰას სიახლოვე სიმშვიდეს აღარ უფრთხობდა.


ჩაძინებულები მხოლოდ იშვიათად თუ დაახამხამებდნენ თვალებს და ისევ
განაგრძობდნენ ძილს, სანამ არჰა

დარბაზებსა და ოთახებს იკვლევდა. სიბნელეში, არჰას გარშემო, ჭერის


განსაკუთრებით დიდი ნაპრალებიდან ხანდახან ვარსკვლავების ვერცხლისფერი
ციალი და იშვიათი, ჟამთა სვლით გაცრეცილი აბრეშუმივით ცივი, თეთრი და მყიფე
თოვლის ფანტელი აღწევდა.

ზამთრის შუაგულს დარბაზებში მეტისმეტად ციოდა და ერთ დღეს არჰამ არჩია


მიწისქვეშ ჩასულიყო. დარბაზის უკანა ოთახის იატაკში ჩატანებული ლიუკი ახადა
და სიბნელეში მიმავალ საფეხურებს ჩაუყვა. ახლა უკვე მშვიდად მიაბიჯებდა
აკლდამქვეშეთის კარგად ნაცნობ გასასვლელებში. აქ სინათლე არასოდეს შემოსულა.
ლაბირინთში სასიარულოდ ან მიწის ზემოთ სიბნელის გასაფანტად წამოღებულ

48
ლამპარს აკლდამქვეშეთთან მიახლოებამდე ყოველთვის აქრობდა. ეს ადგილი
თავისი ქურუმობის განმავლობაში არც ამ და არც წინა ცხოვრებათა განმავლობაში
არასოდეს დაუნახავს. ახლაც დერეფანშივე, სულის შებერვით ჩააქრო ლამპრის
სანთელი და ნაბიჯის შეუნელებლად შესრიალდა წყვდიადში, რომელიც მისთვის
ისეთივე ბუნებრივი იყო, როგორც თევზისთვის წყალი. აქაურობას არც ზაფხულის
სიცხე და არც ზამთრის სიცივე ეხებოდა: აქ მუდამ ნესტიანი, უცვლელი სიგრილე
დაბუდებულიყო. ზემოთ უდაბნოს გამყინავი ქარი თვალუწვდენელ, გაშლილ
ხრიოკებში თოვლის კანტიკუნტა ფანტელებს უმოწყალოდ დაარბენინებდა.
აქაურობას კი ჟამთა სვლა გვერდს უვლიდა. მიწის ქვეშ არც ქარი იყო, არც დრო,
მხოლოდ სიმშვიდე და უსაფრთხოება.

არჰა ამჯერად მოხატული ოთახისკენ მიდიოდა. მოსწონდა ოთახის უჩვეულო


მორთულობა როგორ ცოცხლდებოდა სინათლის ოდნავი შეხებისას: შუქის
შესაგებებლად კედლებიდან უზარმაზარფრთიანი და დიდრონთვალებიანი
ადამიანები მშვიდად და კუშტად უმზერდნენ. არავინ იცოდა, რას წარმოადგენდნენ
ეს არსებები, რადგან არც ტაძარში და არც სადმე სხვაგან შეხვედრიათ მსგავსი
ნახატები, თუმცა არჰა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს დაწყევლილთა სულები
იყვნენ. მათი სულები, ვინც არ გარდაიშობოდნენ. მოხატული ოთახი ლაბირინთში
იყო და მასთან მისასვლელად აკლდამის ქვების ქვეშ უნდა გაევლო. როდესაც
აკლდამებისკენ მიმავალ გასასვლელს მიუახლოვდა, დამრეცი ჩასასვლელიდან
ძლივს შესამჩნევი, ნაცრისფერი ლაქა დაინახა, სადღაც შორს მოციმციმე სინათლის
ანარეკლის თითქმის უხილავი ლანდი.

თავიდან ეგონა, უბრალოდ თვალი ატყუებდა, როგორც ხანდახან კუნაპეტ სიბნელეში


იცის ხოლმე. შესამოწმებლად თვალები დახუჭა და სინათლეც გაქრა, მაგრამ როგორც
კი გამოიხედა, სინათლე ისევ მის თვალწინ გაჩნდა.

არჰა ერთ ადგილას უძრავად გაშეშებულიყო და უყურებდა ნაცრისფერს, სადაც წესით


შავი უნდა ყოფილიყო. იდგა და უმზერდა, როგორ ჩანდა დარბაზის პაწაწინა კუთხის
ბუნდოვანი მონახაზი იქ, სადაც წესით არაფერი უნდა დაენახა, სადაც ყოველთვის
სიბნელე უნდა ყოფილიყო გამეფებული.

არჰამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ, ხელი ბუნდოვანი ციალის მიმართულებით


გაიშვირა და გაამოძრავა. თუმცა კი ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ საკუთარი ხელის
მოძრაობა დაინახა.

არჰამ კიდევ უფრო წინ წაიწია. თავად წყვდიადის შუაგულში, სამარისებურ სიშავეში,
რომელიც სინათლეს არასოდეს დაურღვევია. ამ უჩვეულო, მკრთალი ნათლის
გამოჩენა გონებასა და ცნობიერებაში გამჯდარ შიშზე მეტად გაოცებას იწვევდა.
ფეხშიშველი, შავადმოსილი გოგონა უხმაუროდ მიიწევდა სინათლის წყაროსკენ.
დერეფნის ბოლო მოსახვევთან შედგა, ძალიან ნელა და ფრთხილად მოზომა ბოლო
ნაბიჯი, რომელიც ამ გამოცანას ფარდას ახდიდა. არჰამ ერთი ნაბიჯიც გადადგა და
დაინახა.

დაინახა ის, რაც თავისი ცხოვრებისა და მსახურების ასობით სიცოცხლის


განმავლობაშიც კი არ უხილავს: აკლდამების ქვების ქვეშ არსებული ხელთუქმნელი

49
წიაღი, რომელიც არა ადამიანის, არამედ თავად მიწის უძველესი ძალების შექმნილი
იყო. მან დაინახა ძვირფასი, მოელვარე ქვებით მოჭედილი კედლები და ჭერი,
რომლებიც წყლისა და მინერალების დინებას ათასწლეულების განმავლობაში
ულამაზესი ორნამენტებითა და ჩუქურთმებით მოერთო: ათასობით წელიწადსა და
მიწის უძველეს ძალებს უზარმაზარი დარბაზი ბრილიანტის სასახლედ, მოელვარე და
მოქარგულ დარბაზად ექცია, ამეთვისტოსა და კრისტალების სამფლობელოდ,
რომლიდანაც თავად დროსავით უსასრულო სიბნელე ახლა ნათელს განედევნა.

შუქი არც ისე მჭახედ ანათებდა, მაგრამ სიბნელეს შეჩვეული მზერისთვის მაინც
თვალისმომჭრელი იყო. ჭაობის თავზე მოციალე შუქურებივით სუსტ სინათლეს
მღვიმის ათასფერი კრისტალებით მოჭედილი ზედაპირი უამრავ ფერად
აეელვარებინა და შუქჩრდილების გამაოგნებელი მოძრაობა დაეწყო.

ეს სინათლე ხის კვერთხის ბოლოზე ენთო, თუმცა ცეცხლისთვის დამახასიათებელი


არც მშთანთქავი ძალა ჰქონდა და არც ბოლი. კვერთხი ადამიანის ხელს ეპყრა და
არჰამ სინათლის გვერდით მუქი სახეც დაინახა: კაცის სახე.

არჰა გაშეშდა.

კაცი რამდენჯერმე სხვადასხვა მიმართულებით წავიდა, ქვის მოყვანილობებსა და


ღიობებში შეიხედა, თითქოს რაღაცას ეძებდა. აკლდამქვეშეთიდან გამავალი
რამდენიმე გვირაბის შესასვლელიც შეათვალიერა, თუმცა არცერთში არ შესულა. ამ
ყველაფერს ქურუმი გაუნძრევლად, უშფოთველად ადევნებდა თვალს. ის იდგა,
აკლდამქვეშეთის სიბნელეს შეფარებული და მოლოდინად ქცეული.

ყველაზე უცნაური არჰასთვის იმის გააზრება აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მისთვის


უცხო იყო.

თავისი ცხოვრების განმავლობაში არჰას თითქმის არასოდეს უწევდა უცხოთა


დანახვა. კიდევ შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ერთ-ერთი მსახურთაგანი იყო, მაგრამ კაცი
აშკარად კედლისმიღმიდან მოსულს ჰგავდა – შესაძლოა მწყემსს ან „ფუძის“ გარე
რკალის მცველს, შეიძლება ახალი მონაც კი ყოფილიყო. ალბათ აქ უსახელოთა
საიდუმლოებების გასაგებად მოვიდა, ან თუნდაც რამის მოსაპარად...

მოსაპარად, ბნელი ძალების გასაძარცვად. მკრეხელი. არჰას გონება ნელ-ნელა


გამოდიოდა დაბუჟებიდან. მის წინ კაცი იყო, აკრძალული, რომლის ფეხი არასოდეს
უნდა დაკარებოდა აკლდამების სიახლოვეს, მის სიწმინდეს. და ამის მიუხედავად, მან
აქ მოსვლა შეძლო. აკლდამების შუაგულში იდგა. მან სინათლე გააჩინა იქ, სადაც ეს
აკრძალული იყო, სადაც ნათელს სამყაროს დასაბამიდან არ შეუღწევია. მაშ რატომ
აქამდე არ დასაჯეს უსახელოებმა და სული არ გააფრთხობინეს?

კაცი დასერილ და ათხრილ ქვიან იატაკს დასცქეროდა, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა,


ბევრჯერ გადაეხსნათ და ისევ დაეხურათ მიწის პირი. ალაგ-ალაგ ჩაფლულ
სხეულებზე გადაფარებული მტვრიანი და ხმელი ნიადაგი ბოლომდე არ იყო
ნაბიჯებითა და დროით დატკეპნილი.

50
არჰას უკვირდა, მისმა მბრძანებლებმა რატომ არ შთანთქეს მათი სიმშვიდის
დამრღვევი,

მსხვერპლად შესაწირი სამი ტუსაღი მამაკაცი ხომ დაუნდობლად შეხრეს.


ამჯერად რაღას უცდიდნენ? რას და სხვათა ხელით ქმედებას, სხვათა ენით
ამეტყველებას...

– წადი! წადი! განვედ! – უცებ მთელი ხმით შეჰკივლა არჰამ. დარბაზის ქვის კედლებმა
და უსასრულო ლაბირინთებმა მისი ხმა აირეკლა და შეცვლილი და გაძლიერებული
ექო სხვადასხვა მხრიდან დაატრიალა აკლდამქვეშეთში. ჩრდილებში გახვეული მუქი
ფიგურა არჰასკენ შემკრთალი სახით შემოტრიალდა და სულ ერთი წამით დაინახა
აელვარებული სინათლით შეშფოთებული დარბაზის მეორე ბოლოში. და იმავე წამს
სინათლე გაქრა. მასთან ერთად გაქრა დარბაზის სიდიადის უმცირესი ნატამალიც.
მხოლოდ უსინათლო უკუნი და სიჩუმე დარჩა გარშემო.

არჰას აზროვნების უნარი დაუბრუნდა, თითქოს სინათლის შემბორკავი და


მომნუსხველი ჯადო დახსნოდა.

„ალბათ წითელი კლდის კარით შემოვიდა“, ფიქრობდა არჰა, „საიდანაც პატიმრები


მოჰყავდათ ხოლმე“. თუ იქიდან შემოვიდა, ეცდებოდა იმავე გზით გაქცეულიყო.
ღამეში უხმოდ მფრენი

ბუებივით სწრაფად და უჩუმრად დაიძრა ადგილიდან, წითელი კლდის გასასვლელი


გვირაბისკენ გაიქცა, ნახევარრკალად შემოურბინა დარბაზის კიდეებს და იმ გვირაბის
შესასვლელთან შედგა, რომელიც მიწის ზემოთ გადიოდა. უკუნ სიბნელეში ჰაერი
იოტისოდენადაც არ იძვროდა და არჰამ უკვე იცოდა, რომ ყაჩაღს ლაბირინთის კარი,
რომელიც მხოლოდ გარედან იღებოდა არაფრით გაუმაგრებია. კარი დახშული იყო,
ისევე, როგორც ლაბირინთი და თუ ის აქ იყო, აქედან ვეღარ გააღწევდა.

არჰა დერეფნის გასასვლელთან იდგა, მაგრამ სჯეროდა, რომ ის ადამიანი ამ გვირაბში


არ იყო. დერეფნის სივიწროვესა და სიცივეში აუცილებლად შენიშნავდა მის
სუნთქვას, მის სითბოს ან უბრალოდ, გარშემო სიცოცხლის არსებობას იგრძნობდა.
მაგრამ აქ არაფერი იყო და არჰამ არ იცოდა, ქურდი სად შეიძლებოდა წასულიყო.

სიბნელე თვალებზე საბურველივით ეფარებოდა. მას მერე რაც უკვე იხილა და იცოდა,
როგორ გამოიყურებოდა აქაურობა, უფრო დაბნეული და თავგზაარეული იყო. აქამდე
აკლდამქვეშეთი ზეპირად იცოდა, როგორც უხილავი სამფლობელო, ხელის შეხებითა
და სმენით შესაცნობი, გრილი ჰაერის ოდნავი შერხევით შესაგრძნობი უშველებელი
და უკიდეგანო არე, მხოლოდ წარმოსახვით დანახული და საიდუმლოებით მოცული.
ახლა კი აქაურობა დაინახა კიდევაც და ამ სანახაობამ შიშზე მეტად განაცვიფრა,
აკლდამქვეშეთის სილამაზემ თითქოს მეტი გაოცება ჩაღვარა არჰას გონებაში, ვიდრე
უხილავი სიბნელის ამოუცნობმა მომნუსხველობამ.

ყოყმანით დატოვა თავისი სადარაჯო. ხელმარცხნივ, ლაბირინთის სიღრმეში


მიმავალი მეორე გასასვლელისკენ დაიძრა და სიბნელეში შეყოვნებულმა სიჩუმეს
მიაყურადა.

51
სრულ სიცარიელეში სმენაც ისეთივე უსარგებლო იყო, როგორც მხედველობა. მაგრამ
თანდათან, წყვდიადში მდგარმა და გვირაბის ორივე კედელზე ხელებმიბჯენილმა
ოდნავი ვიბრაცია იგრძნო, მიწისქვეშეთის გრილი, დამყაყებული ჰაერი კი უცხო,
აქაურობისთვის შეუსაბამო სუნებს დაერღვია: მტვრისა და დროის სუნს ველური
სალბის სურნელი შერეოდა, რომელიც უდაბნოში, გარეთ, ღია ცის ქვეშ ხარობდა.

ნელა და უხმაუროდ გაუყვა დერეფანს, ამჯერად სურნელს ადევნებული მიიწევდა


წინ.

ასიოდე ნაბიჯის შემდეგ უკვე კაცის ხმას მოჰკრა ყური. ის თითქმის არჰასავით
უხმაუროდ მოძრაობდა, მაგრამ მასავით თავდაჯერებულად არ გრძნობდა თავს
გაუნათებელ გვირაბში სიარულისას. არჰამ წაბორძიკების შარიშურს მოჰკრა ყური,
როდესაც უცნობმა უსწორმასწორო იატაკზე ქვას ფეხი წამოსდო, მაგრამ მაშინვე
შეძლო წონასწორობის შენარჩუნება და ყველაფერი ისევ მიყუჩდა. ცოტა ხანი
შეჩერდა, მერე კი ნელი ნაბიჯით განაგრძო გზა. მარჯვენა ხელის თითის წვერები ქვის
კედლისთვის არ მოუშორებია, სანამ რკინას არ შეეხო. გაჩერდა და ხელი მთელ
სიმაღლეზე ააყოლა კედელს, სანამ რკინისავე სახელურს არ მოჰკიდა და იმავე წამს
მთელი ძალით ჩამოქაჩა.

ქვის სივრცე საშინელი ღრჭიალითა და ჯახუნით აივსო. ხახუნისგან გარშემო


ლურჯმა ნაპერწკლებმა წამოწვიმა. კიდევ მცირე ხანი განრისხებული ხმაურის ექო
გარშემო უსასრულოდ ირეკლებოდა, მერე კი არჰას უკან, დერეფანში, თანდათან
ბუზღუნით მიწყდა და მიჩუმდა. არჰამ ხელი ოდნავ წინ გაიშვირა და სახიდან
მოშორებით, რამდენიმე სანტიმეტრში გაჩენილ რკინის მასიურ კარს შეეხო.

გოგონამ ღრმად ამოისუნთქა.

არჰა ნელ-ნელა შებრუნდა და აკლდამქვეშეთის გავლით ტახტის დარბაზში მიმავალ


კარს მიაშურა. ისევ უხმაუროდ მიდიოდა, თუმცა ახლა ამის საჭიროება აღარ იყო.
ქურდი უკვე დაიჭირა. ის კარი, რომლითაც უცხომ ლაბირინთში შემოაღწია,
ერთადერთი შესასვლელი და ერთადერთი გასასვლელი იყო. კარი კი მხოლოდ
გარედან იღებოდა.

ის მიწისქვეშ, სიბნელეში იყო გამომწყვდეული და დღის სინათლეს ვეღარასოდეს


იხილავდა.

ნელი და ამაყი ნაბიჯებით ჩაუარა ცარიელ ტახტს და გზა კოლონებით გაწყობილი


დარბაზის გასწვრივ გააგრძელა. მაღალ სადგამზე აღმართული და ნაკვერჩხლების
ციალით წითლად მობრიალე ბრინჯაოს თასთან არჰა შებრუნდა და პირი ბუმბერაზი
ტახტისკენ ამავალი შვიდი საფეხურისკენ იბრუნა.

პირველივე საფეხურზე არჰა დაიჩოქა და ბუების მიერ ნანადირევი თაგვების პაწაწინა


ძვლებით მოპენტილ ცივ ქვას შუბლი ამთხვია.

– მომიტევეთ, რომ თქვენი სიბნელის დარღვევას შევესწარი, – უხმოდ ევედრებოდა


უხილავ ძალებს არჰა, – მომიტევეთ, რომ თქვენი აკლდამების წარწყმედას შევესწარი.

52
თქვენთვის შურს ვიძიებ. ჰოი, ჩემო მბრძანებლებო, მას სიკვდილი არ ასცდება და ის
თქვენთან მოვა, და აღარასოდეს გარდაიშობა.

მაგრამ მაშინაც კი, როცა ამ უსიტყვო ლოცვას წარმოთქვამდა, მისი გონება ისევ
აკლდამქვეშეთის თვალწარმტაც და მოციალე კედლებს ხედავდა, წამით გაელვებულ
სიცოცხლეს სიკვდილის სამყაროში. მკრეხელი ქურდის მიმართ შიშისა და
მრისხანების ნაცვლად არჰა ფიქრობდა, რამდენად უცნაური იყო ეს ყველაფერი,
უცნაური და საოცარი.

„ნეტავ კოსსილს რა უნდა ვუთხრა“, – ფიქრობდა არჰა, სანამ შალებში მჭიდროდ


ეხვეოდა ზამთრის სუსხისგან თავის დასაცავად,–„არაფერიც არ უნდა ვუთხრა, ყოველ
შემთხვევაში, ჯერჯერობით. ლაბირინთის მბრძანებელი მე ვარ. კოსსილს მას შემდეგ
ვეტყვი, რაც ქურდი მოკვდება. შეიძლება ვუთხრა. ნეტა როგორ უნდა მოვკლა? იქნებ
კოსსილს დავუძახო, რომ ნახოს როგორ ამოხდება სული. ამ ქალს ძალიან მოსწონს
სიკვდილი. ნეტავ რას ეძებდა

ლაბირინთში? ალბათ გიჟი იყო, თან აქ როგორ შემოაღწია? წითელი კლდის კარისა და
დარბაზის სარდაფის გასაღები მხოლოდ მე და კოსსილს გვაქვს. ალბათ მაინც
წითელი კლდის კარიდან შემოვიდა. გასაღების გარეშე მისი გაღება მხოლოდ
გრძნეულს შეეძლებოდა. გრძნეულს...“

არჰა ამ სიტყვის გაფიქრებაზე შედგა. ქარი ისე გამეტებით ქროდა, რომ გოგონას
წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა.

– გრძნეულია, ჯადოქარი შიდა მიწებიდან, აქ ერრეთ აკბეს ამულეტის


საძებნელად არის მოსული.

ამ აზრმა არჰას თვალში იმდენად გასაოცარი საიდუმლოების ელფერი შეიძინა, რომ


ზამთრის გაუსაძლის სუსხშიც კი გოგონას მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარა და
ხმამაღლა გაიცინა. ყველაფერი მის გარშემო, „ფუძის“ მთელი შემოგარენი ბნელი და
მდუმარე იყო. ქარიც თანდათან ჩადგა. დიდ სახლში სინათლეები არ ენთო და
კუნაპეტ სიბნელეში უხილავი თოვლის ეული ფანტელები დაფრიალებდა.

– თუ წითელი კლდის კარი ჯადოქრობის გამოყენებით გააღო, სხვა კარების


გაღებასაც შეძლებს. გაიქცევა.

ამის გაფიქრებაზე არჰას გააჟრჟოლა, მაგრამ ეს აზრი მაინცდამაინც დამაჯერებლად


არ ეჩვენა. უსახელოებმა ის ლაბირინთში შემოუშვეს, ხომ ასეა?! იგი დიდ საფრთხეს
არ წარმოადგენდა. რით არის საშიში ქურდი, რომელიც თავისი დანაშაულის
ადგილსაც კი ვერ ტოვებს. საკმაოდ ბნელი და ძლიერი ჯადოქრობის უნარი უნდა
ჰქონოდა იქამდე მისასვლელად, სადაც არჰამ იპოვა, მაგრამ ამაზე შორს ის უკვე ვეღარ
წავიდოდა. მოკვდავი ადამიანის ვერცერთი შელოცვა, რაგინდ ძლიერიც არ უნდა
ყოფილიყო, ვერ იქნებოდა უსახელოთა ნებაზე აღმატებული. ისინი „ფუძის“ ყველა
ბნელ კუთხესა და კუნჭულში ბატონობდნენ და მეფენი იყვნენ მარად ცარიელი
ტახტის სამფლობელოში.

53
ასე ცდილობდა თავის დარწმუნებას არჰა, სანამ „მცირე სახლისაკენ“ აჩქარებული
ნაბიჯებით მიისწრაფოდა. ზღურბლთან დაძენძილ საბანზე, რომელიც ზამთარში
საწოლის მაგივრობას სწევდა, მოსასხამში გახვეულ მანანს ეძინა. არჰამ კარი
ფრთხილად გააღო და ოთახში მანანის გაუღვიძებლად შეაღწია. სინათლის
აუნთებლად და უხმაუროდ გადაჭრა ოთახის მთელი სიგრძე და ბოლოში კარს
მიადგა, რომელიც კარადისხელა სივრცეში გადიოდა. მეორე ოთახში შესულმა კვესი
მხოლოდ ერთხელ გაანათა, რომ იატაკზე ზუსტად ის ერთი ფილა ეპოვა, რომელიც
სჭირდებოდა. ჩაიმუხლა და იატაკიდან ფილა ამოაძრო. შეხებით მოსინჯა სქელი,
მძიმე ქსოვილის ნაგლეჯი, რომელიც ფილის ქვეშ ეფინა და გვერდით ჩუმად
გადასწია. მიწიდან ამოჭრილმა სინათლის სხივმა არჰას იმავე წამს თვალი მოსჭრა და
მკვეთრი ნათლისგან სახის უკან გაწევა აიძულა.

რამდენიმე წამში ცოტათი დამშვიდებულმა არჰამ ხვრელში დიდი სიფრთხილით


ჩაიხედა. სრულიად ამოუვარდა გონებიდან, რომ ქურდს კვერთხით თან უცნაური
სინათლე დაჰქონდა. არჰა მიწისქვეშა სიბნელეში მხოლოდ ქურდის ხმაურის
გაგონებას ელოდა. სინათლე აღარ გახსენებია და შეშფოთდა, თუმცა მისი მოლოდინი,
რომ გრძნეული აქ, ზუსტად სათვალთვალო ხვრელის ქვემოთ იქნებოდა, სადაც არჰას
მიერ ჩარაზული რკინის ალაყაფი ლაბირინთისკენ გასასვლელს საიმედოდ კეტავდა,
მართლაც გამართლდა.

კაცი ზუსტად მის ქვეშ იდგა, სულ რაღაც ექვსი ფუტით ქვემოთ, ცალი ხელი წელზე
შემოერტყა, მეორეთი კი თითქმის თავის სიმაღლე კვერთხი, რომლის თავზეც შუქი
შეკონწიალებულიყო, ოდნავ დაქანებით კარისკენ მიემართა. თავი ცოტათი გვერდზე
დაეხარა და რაღაცას აკვირდებოდა. მოგზაურის ან მოგვის ზამთრის სამოსი ეცვა:
სქელი ქსოვილის მოკლე მოსასხამი, ტყავის ტუნიკა, შალის შარვალი და ტყავის
სანდლები. ზურგზე მოეგდო პატარა ჩანთა რომელზეც წყლის ბოთლი ემაგრა,
ფერდთან კი ქარქაშში ჩაგებული დანა მოუჩანდა. ძეგლივით უძრავად იდგა, მშვიდი
და ჩაფიქრებული.

ჯადოქარმა კვერთხი მიწას მოსწყვიტა და კართან ახლოს მიიტანა, თუმცა თავად კარს
არჰა ვერ ხედავდა. კვერთხის თავზე სინათლის ბურთი შეიცვალა, ზომაში შემცირდა
და უფრო მკვეთრად ნათება დაიწყო. კაცმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა რაღაც. არჰას
სმენას უცნაურად მოხვდა

უცხო სიტყვები, მაგრამ თვითონ სიტყვების გამოთქმაზე მეტად უცხოელის ღრმა და


გულში ჩამწვდომმა ხმამ გააკვირვა.

კვერთხზე ანთებული სინათლე გამჭახდა, აციმციმდა და მინავლდა. ერთი წამით


თითქმის სრულიად ჩაქრა და არჰამ კაცი თვალთახედვიდან დაკარგა.

უცებ იასამნისფერი ციალიისევ ბუნდოვნად აინთო და არჰამ დაინახა, როგორ


გატრიალდა უცხოელი კარიდან. ნათელი იყო, რომ მისმა შელოცვამ არ იმოქმედა. ის
ძალები, რომლებიც მიწისქვეშეთის კარს საიმედოდ რაზავდნენ, მის ნებისმიერ
შელოცვაზე ძლიერი იყო.

კაცმა მიმოიხედა. თითქოს ფიქრობდა, ახლა რა ექნა.

54
გვირაბი, რომელშიც იდგა, ხუთი ფუტის სიგანის, ხოლო ჭერი თორმეტი ან
თხუთმეტი ფუტის სიმაღლის იქნებოდა. კედლები ჩვეულებრივი ქვით იყო
ამოყვანილი, ხსნარით შეულესავი, თუმცა იმდენად მჭიდროდ მიწყობილი, რომ
მათ შორის დანის პირიც ვერ შეეტეოდა. ქვები თანდათან ერთმანეთისკენ
იხრებოდა და საბოლოოდ თაღად იკვრებოდა. მეტი დერეფანში არაფერი იყო.

კაცმა გზა განაგრძო, რამდენიმე ნაბიჯში არჰას თვალთახედვას მიეფარა და სინათლეც


გაქრა. გოგონამ უკვე დააპირა ხვრელი ისევ ნაჭრით დაეხშო, მაგრამ სინათლის
მბჟუტავი ციალი ისევ ამოიჭრა ოთახის იატაკიდან და რამდენიმე წამში ჯადოქარიც
გამოჩნდა. ისევ კართან დაბრუნებულიყო. შეიძლება მიხვდა, რომ თუ აქაურობას
დატოვებდა და ლაბირინთში შევიდოდა, აქ დასაბრუნებელ გზას ვეღარასოდეს
მოძებნიდა.

– ემმენ, – მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაილაპარაკა.

– ემმენ! – ახლა უფრო ხმამაღლა წარმოთქვა და რკინის კარი თავის ანჯამებიანად


აძაგძაგდა. აგორებული გრუხუნი მთელი ლაბირინთის გვირაბებში გაიფანტა და
გაიშალა და არჰამ იგრძნო, მის ფეხქვეშ მიწა როგორ იძრა.

მაგრამ კარი კვლავ თავის ადგილას დარჩა.

კაცმა უცებ უხერხულად გაიცინა, თითქოს იფიქრა, ეს რა სისულელე დამემართაო და


ისევ მიმოიხედა გარშემო. როდესაც მზერა კედლებიდან ჭერისკენ გადაიტანა, არჰამ
ერთი წამით მოჰკრა თვალი მის მუქ სახეზე შერჩენილ უდარდელ ღიმილს. შემდეგ
კაცი იატაკზე დაჯდა, ზურგჩანთა მუხლებზე მოიგდო, პურის ხმელი ნაჭერი ამოიღო
და მის ღრღნას შეუდგა. წყლის

ბოთლს ტყავის საცობი მოაძრო და ხელში ოდნავ შეაჯანჯღარა. არჰამ შენიშნა, რომ
ბოთლი მეტისმეტად მსუბუქად გამოიყურებოდა, წყალი ალბათ თითქმის დაეცალა.
კაცმა ბოთლს მოუყუდებლად დაახურა საცობი და ძირს დადო. მერე ზურგჩანთა
თავქვეშ ბალიშად ამოიდო, მოსასხამში გაეხვია და დასაძინებლად მოეწყო. კვერთხი
მარჯვენა ხელში ეჭირა, თუმცა მასზე მიმაგრებული სინათლე ნელ-ნელა მოსწყდა,
ჰაერში ალივლივდა და, მოგუდულად მოციალე, მის ზურგს უკან რამდენიმე ფუტის
სიმაღლეზე, თავთან დაეკიდა ჰაერში. მარცხენა ხელი გულთან დაედო და კისერზე
მსხვილი ჯაჭვით ჩამოკიდებულ რაღაც ნივთს ჩასჭიდებოდა. საკმაოდ
მოხერხებულად მოეწყო, წვივები გადაიჯვარედინა და თავის გარშემო შემოჯარულ
ქვის კედლებს თვალი მოავლო. რამდენჯერმე სათვალთვალო ხვრელთანაც
გადაატარა მზერა, მაგრამ არაფერი შეუნიშნავს, ცოტა ხანში კი ღრმად ამოისუნთქა.
სინათლე ნელ-ნელა მინავლდა და კაცმა ჩაიძინა.

მძინარეს ხელი ნელ-ნელა გაეშვა თავის საგანძურზე და ისიც გარეთ გადმოსრიალდა.


ამ დროს მოთვალთვალემ დაინახა, რა ეჭირა ასე მონდომებით ხელში.
ნახევარმთვარის მოყვანილობის უბრალო რკინის თილისმა. რამდენიმე წამში
გრძნეული სინათლე საბოლოოდ ჩაქრა. კაცისგარშემო ისევ წყვდიადმა და
მდუმარებამ დაისადგურა. არჰამ სათვალთვალო ნაჭრით ფრთხილად დაგმანა და
ფილა

55
უჩუმრად დააფარა, შემდეგ კი ფეხაკრეფით გავიდა თავის ოთახში. გოგონა ქარის
ხმაურით ავსებულ სიბნელეში გაუნძრევლად იწვა და თვალწინ ისევ და ისევ ის
ბრწყინვალება და სიდიადე ედგა, რაც სიკვდილის სამყოფელში დაინახა, ისევ
ხედავდა უწველი ცეცხლის ნელ ციალს და გვირაბების კედლებს, ისევ ედგა თვალწინ
მძინარე ადამიანის გამოსახულება.

56
თავი 6. ადამიანის ხაფანგი
მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ტაძარსა და სალოცავში თავისი
მოვალეობები შეასრულა, მოწაფე გოგონებს წმინდა ცეკვები და რიტუალები ასწავლა,
არჰა „მცირე სახლში“ გასხლტა, ოთახები ჩააბნელა და სათვალთვალო ხვრელს თავი
ახადა. ქვემოთ უკუნი სიბნელე და სიცარიელე იყო. მართალია, არჰას არ ეგონა რომ
ქურდი ამდენ ხანს ერთ ადგილას, დაკეტილ კართან დარჩებოდა, მაგრამ სხვაგან სად
ეძებნა ან სად ეთვალთვალა, არ იცოდა. ახლა როგორღა იპოვიდა, თუ თავად ქურდსაც
ლაბირინთში გზა დაჰკარგოდა?

თჰარის მონაყოლის თანახმად და უკვე არჰას გამოცდილებითაც, ლაბირინთის


დერეფნები, გვირაბები, ჩიხები თუ სპირალები ოც მილზე მეტ ფართობზე
იქსაქსებოდა. აკლდამების შუაგულიდან ყველაზე მეტად დაშორებული ჩიხი, სწორი
ხაზით თუ გაზომავდი, შეიძლება მილზე მეტად არ ყოფილიყო დაშორებული, მაგრამ
მიწისქვეშ სწორი გზები არ არსებობდა. ყველა გვირაბი იკლაკნებოდა, იყოფოდა,
ერთდებოდა, ყველაზე წარმოუდგენელი მიმართულებით იტოტებოდა, იკვეთებოდა,
უცნაურ ყულფებს კრავდა და ისევ სადღაც მიდიოდა. ლაბირინთის გზები
ჩახლართულად იგრაგნებოდა და ისევ იქ მთავრდებოდა, საიდანაც იწყებოდა,
რადგან სინამდვილეში არც იყო დასაწყისი, და არც დასასრული ჰქონდა.

ადამიანს შეიძლება დაუსრულებლად ევლო და მაინც ვერსად მისულიყო, რადგან


ბოლო არსად იყო. ამ თავსატეხს შუაგული არ გააჩნდა, ცენტრი არ ჰქონდა, და თუ
კარი დაიხურებოდა, არც გასასვლელი გააჩნდა. სწორი მიმართულება არ არსებობდა.

იმის მიუხედავად რომ არჰას მეხსიერებაში ლაბირინთის გასასვლელების,


მოსახვევების, ღიობებისა და ნაბიჯების რუკა სამუდამოდ ჩაჰბეჭდოდა გონებაში,
გრძელი ან ახალი გზის არჩევისას მასაც კი თან ძაფის გორგალი მიჰქონდა. წვრილი
ბილიკი მის უკან იშლებოდა და იკლაკნებოდა, უკანა გზაზე ისევ ახვევდა და
მიყვებოდა. თავისი უზადო მეხსიერების მიუხედავად, იცოდა – ლაბირინთი
იმდენად უკიდეგანო და ჩახლართული იყო, რომ ერთი შემთხვევითი აცდენა,
ათვლაში ერთი მოსახვევის გამორჩენა სამუდამოდ უსასრულობაში გამოამწყვდევდა.
სინათლე აქ ვერაფერს უშველიდა, რადგან მინიშნებები არსად ჩანდა. ყველა
დერეფანი, კარი თუ გასასვლელი ერთნაირი იყო.

ჯადოქარს შეიძლება მრავალი მილი ჰქონოდა გავლილი და იმავე დროს სულ


ორმოციოდე ფუტით დაშორებოდა საწყის წერტილს.

არჰა ტახტის დარბაზში მივიდა, მერე ტყუპი ღმერთების სალოცავში, სამზარეულოს


ქვეშ სარდაფშიც და ყველგან, როგორც კი თავს მარტოდ დაიგულებდა, საიდუმლო

სათვალთვალოებიდან მიწისქვეშ გამეფებულ სქელ და შეუღწევად სიბნელეში


იჭყიტებოდა. როდესაც ზამთრის სუსხიანი ღამე ჩამოწვა და ბნელ ცაზე ვარსკვლავები
აკიაფდა, არჰა გარეთ გავიდა, ფერდობებზე რამდენიმე ქვა ასწია, მიწა გაქექა და ისევ
მიწისქვეშ ჩაიხედა. იქ გამეფებულ სიბნელეს ვარსკლავების კიაფიც არ არღვევდა.

57
იქ იყო. სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოახერხა მიწის ქვეშ
გამომწყვდეულიც კი არჰას გაქცეოდა. ალბათ წყურვილით მოკვდებოდა, სანამ არჰა
მის პოვნას მოახერხებდა. მერე, როდესაც უკვე დარწმუნდებოდა, რომ ქურდი
მკვდარი იყო, ლაბირინთში მანანის გაგზავნა მოუწევდა გვამისგამოსატანად. ამის
წარმოდგენა აუტანელი იყო. მიწაზე დაჩოქილს თვალებზე მძვინვარების ცრემლები
მოადგა.

გოგონა მეფეუფლის აკლდამისკენ მიმავალ ბილიკს აუყვა. ქვის თლილი კოლონები


ყინვას მოეჭირხლა. სიბნელეში, ვარსკვლავების შუქზე, ისინი თეთრად ანათებდნენ,
თითქოს ძვლის სვეტები აღმართულიყო მეფეუფლის ტაძრის გარშემო. არჰამ
გვერდითა შესასვლელის კარზე დააკაკუნა და კოსსილმა ის შიგნით შეუშვა.

– რამ მოგიყვანათ, ქალბატონო? – უღიმღამოდ იკითხა ზორბა ქალმა.

– ქურუმო, იცოდეთ, ლაბირინთში კაცია, – მიუგო არჰამ.

ამ სიახლეს კოსსილი აშკარად არ ელოდა; მის ცხოვრებაში პირველად მოხდა ისეთი


რამ, რისი წინასწარ განჭვრეტაც არ შეეძლო. გაოცებული იდგა და არჰას მისჩერებოდა.
თვალები თითქოს ოდნავ დაებინდა. იმ წამს კოსსილის გამომეტყველება ძალიან
ჰგავდა პენთეს გამოჯავრებულ კოსსილს. არჰამ გულის სიღრმეში აგორებული
ხარხარი ჩაიხშო, სახეზე ღიმილიც კი არ გაჰკრთომია.

– კაცი? ლაბირინთში?

– კაცი, უცხოტომელი, – როდესაც კოსსილის ჯერ კიდევ დაბნეულ და გაოცებულ


გამომეტყველებას შეხედა, ახსნა განაგრძო, – მართალია, მამაკაცი იშვიათად
მინახავს, მაგრამ ის ნამდვილად ერთ-ერთი მათგანი იყო.

– კაცი იქ როგორ მოხვდა? – კოსსილი ეცადა, ირონია დაემალა.

– ვფიქრობ, ჯადოქრობის დახმარებით. მას მუქი კანი აქვს, ალბათ შიდა მიწებიდანაა.
აკლდამების გასაძარცვად მოვიდა. ის ჯერ აკლდამქვეშეთში ვიპოვე, პირდაპირ
ქვების ფუძეების ქვეშ იყო. როდესაც შემნიშნა, ლაბირინთის შემოსასვლელისკენ
გაიქცა, თითქოს იცოდა, საით წასულიყო. მის უკან რკინის კარი დავუშვი,
შელოცვებიც სცადა, მაგრამ კარი ვერ გააღო. დილით ლაბირინთში შევიდა და ახლა
ვეღარ ვპოულობ.

– სინათლე აქვს?

– დიახ.

– წყალი თუ აქვს?

– პატარა ბოთლი, ისიც თითქმის დაცლილი.

– მისი სანთელი უკვე ჩაიწვებოდა, – ჩაფიქრებული ხმით დაასკვნა კოსსილმა, – ოთხი


ან ხუთი დღე დასჭირდება, ყველაზე დიდი – ექვსი. როდესაც მოკვდება, შეგიძლიათ
ჩემი მსახურები შეაგზავნოთ გვამის გამოსათრევად. სისხლი კი ტახტს უნდა
შეეწიროს და ...

58
– არა! – უცაბედად მჭახედ და გადაწყვეტით მოუჭრა არჰამ, – მინდა, ცოცხლად
ვიპოვო!

– რატომ? – გაკვირვებით დახედა მოსულმა ქურუმმა.

– იმიტომ... იმისთვის, რომ მისი სიკვდილი გავახანგრძლივო. მან უსახელოთა წინაშე


მკრეხელობა ჩაიდინა. აკლდამქვეშეთი სინათლით წარწყმიდა. აკლდამების
გასაძარცვად და მათი საგანძურის მოსაპარად მოვიდა. იმაზე მეტად უნდა
დაიტანჯოს, ვიდრე, უბრალოდ, გვირაბებში მარტო წოლითა და უწყლოდ
სიკვდილით.

– კარგი, ქალბატონო, – თითქოს დაეთანხმა კოსსილი, – მაგრამ როგორ აპირებთ მის


გამოჭერას? ალბათ გააჩნია, თუ გაგიმართლებთ. ცოტა ნაკლებ სავარაუდო კია. განა
გვირაბის ერთ-ერთი ოთახი იმათი ძვლებით არაა პირთამდე სავსე, ვინც
ლაბირინთში შევიდა, მაგრამ ვეღარ გამოაღწია?... დაე წყვდიადის არსებებმა
დასაჯონ თავიანთი რიგისამებრ, თავიანთი წესისამებრ, ლაბირინთის ბნელი
გზებით. წყურვილით სიკვდილი ერთ-ერთი ავი, მძიმე სიკვდილია.

– ვიცი, – არჰა გატრიალდა და გარეთ გავიდა. შენობიდან გასულმა მოსასხამი თავზე


გადაიფარა და ტანზე მჭიდროდ შემოიხვია, რომ სუსხიანი ქარის შხუილისგან თავი
რამენაირად დაეცვა.

განა თვითონ ეს ყველაფერი არ იცოდა?!

იცოდა, რომ კოსსილთან მისვლა ბავშვური და სულელური საქციელი იყო. მისგან


დახმარებას ვერ ეღირსებოდა. კოსსილმა არაფერი უწყოდა, გულგრილი ლოდინისა
და ბოლოს ჯილდოდ სიკვდილის მიღების გარდა. არჰასი არ ესმოდა. მან არ იცოდა,
რომ ის კაცი უნდა ეპოვათ. იგივე ბედი არ უნდა ხვდომოდა წილად, რაც მანამდე
ასობით სხვას. რადგანაც სიკვდილი

გარდაუვალი იყო, ჯობდა ის სწრაფად და დღის სინათლეზე დამდგარიყო. განა ცხადი


არ იყო, რომ საუკუნეების შემდეგ პირველი ადამიანი, რომელიც აკლდამებში
შესაღწევად საკმარისად მამაცი აღმოჩნდა, ხმლის ბასრი პირით უნდა მომკვდარიყო?
მას უკვდავი სულიც კი არ გააჩნდა, რომ გარდაშობილიყო და თუკი ის აკლდამებში,
წყურვილისგან, ბნელში მოკვდებოდა, მისი მოჩვენება უსინათლო დერეფნებში
გმინვით იბორიალებდა.

არჰას იმ ღამით ძალიან ცოტა ეძინა. შემდეგი დღე ისევ რიტუალებითა და


მოვალეობებით იყო სავსე. ღამით არჰა ერთი სათვალთვალო ხვრელიდან მეორისკენ
მარტო, უჩუმრად და უკელაპტროდ დადიოდა, სანამ „ფუძის“ ყველა შენობაში
დამალული და ქარით გადათოშილ ფერდობებზე ჩატანებული ხვრელი არ შეამოწმა.
განთიადამდე ორი-სამი საათით ადრე „მცირე სახლში“ მივიდა დასაძინებლად,
მაგრამ სიმშვიდე ვერც აქ ჰპოვა. მესამე დღეს, შუადღეს გვარიანად გადაცილებულზე,
არჰა მარტოკა გავიდა უდაბნოში და ზამთრობით დამშრალ მდინარეს მიაშურა,
რომლის წყლები დაშრეტილიყო და ყინულმოდებულ ბალახს შორის მცირე
ნაკადებიღა მიიკვლევდა გზას. გაახსენდა, რომ ერთხელ, გვიან შემოდგომას, როდესაც
ძალიან ღრმად შევიდა ლაბირინთში, ექვსგზისზე გაცილებით შორს, ერთ-ერთ

59
გვირაბთან წყლის მოგუდულ ჩხრიალს მოჰკრა ყური. რა გამორიცხული იყო, რომ
მწყურვალ კაცს აქ მოსვლისას დარჩენა მოსვლოდა აზრად?! სათვალთვალო
ხვრელები ამსიშორეზეც კი დაყვებოდა ლაბირინთს. არჰას მათი ძებნა მოუწია, მაგრამ
რადგანაც თჰარმა გასულ წელს თითოეული

ხვრელი აჩვენა, გოგონამ ადვილად შეძლო მათი აღმოჩენა. მისიმეხსიერება ბრმა


ადამიანისას წააგავდა, თითქოს მზერაზე უკეთესად შეხებითა და შეგრძნებით
პოულობდა დამალულ ადგილებს. როდესაც მეორე ხვრელთან ჩაიმუხლა, რომელიც
აკლდამებიდან უკიდურესად იყო დაშორებული, ჯერ მოსასხამი წამოაფარა, რომ
სინათლე დაებინდა. გოგონამ ბრტყელ ქვაში ამოჭრილ ხვრელში ჩაიხედა და
მიწისქვეშ უკვე ნაცნობი ჯადოქრული ნათების ციმციმი დაინახა.

უცხოელი ოდნავ მოჩანდა, სათვალთვალო ხვრელი მიწისქვეშა ჩიხის მხოლოდ


კუთხეს დაჰყურებდა. არჰა კაცის ზურგს და დახრილ თავს ხედავდა, და დაინახა, რომ
თავისი ფოლადის დანით ლაბირინთის კედლიდან ქვების ამოძრობას ცდილობდა.
დანა მოკლე ჩანდა, წვერი წატეხოდა და სათვალთვალო ხვრელის ქვემოთ ეგდო,
სადაც ქურდს აშკარად წყალთან მისაღწევად უცდია ქვების გამოძრობა.
მიწისქვეშეთში გამეფებულ მდუმარებაში წყლის ჩხრიალი ნათლად და ცოცხლად
ესმოდა, მაგრამ უდრეკი კედლის მიღმა ვერასოდეს შეაღწევდა.

მისი მოძრაობები უმიზნო იყო. ამ სამ დღე-ღამეში ძალიან შეცვლილიყო, სრულიად


განსხვავდებოდა იმ მხნე და მშვიდი ადამიანისგან, რომელიც ლაბირინთის ჩაკეტილ
რკინის კართან იდგა და თავის მარცხზე უდარდელად იცინოდა. კვლავაც
თავშეკავებული ჩანდა, მაგრამ ძალა გამოსცლოდა. ქვების დასაძრავად ჯადოქრობა
აღარ შერჩენოდა და იძულებული

იყო, დანით უშედეგოდ ეწვალა. მისი გრძნეული სინათლეც კი მისუსტებულად და


მქრქალად ბჟუტავდა. არჰას უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ კაცს წამით თავი
გულზე ჩამოუვარდა, სინათლემ გაიბჟუტა და დანა ხელიდან გაუვარდა, მაგრამ
მალევე გამოფხიზლდა, დანა აიღო და გადატეხილი დანის პირისისევ ქვებს შორის
შეცურებას ეცადა.

მდინარის პირას, ბალახზე მოდებულ ყინულს შორის, მიწაზე გართხმულ არჰას


მთელი სამყარო მივიწყებოდა. აღარც იმას აქცევდა ყურადღებას, სად იყო და აღარც
იმას, რას აკეთებდა. წამიერ ბიძგს აყოლილმა, ქვაში ხვრელის გარშემო ხელები
ძაბრივით შემოაწყო, რომ ხმისთვის მხოლოდ ერთი მიმართულება დაეტოვებინა და
მიწისქვეშ ჩასძახა. ქვის გავლით მისმა მოგუდულმა ჩურჩულმა მიწისქვეშ სისხლის
გამყინავად გაიჟღერა:

– ჯადოქარო!

კაცი დაბნეულად ეცადა ფეხზე ადგომას, მაგრამ დასუსტებულს მოძრაობა დიდ


ძალისხმევად უჯდებოდა, ამასობაში სხმარტალით არჰას თვალთახედვას მიეფარა.
არჰამ ტუჩები სათვალთვალო ხვრელთან მიიტანა და ისევ ჩასძახა:

– მდინარისპირა კედელს ბოლომდე გაუყევი, სანამ მეორე მოსახვევამდე მიხვალ.


პირველ

60
მარჯვენა მოსახვევს გასცდი, მერე ისევ მარჯვნივ იარე. ექვსგზისთან ისევ მარჯვნივ
წადი. მერე მარცხნივ, მარჯვნივ, ისევ მარცხნივ და მერე მარჯვნივ. მოხატულ ოთახში
რომ მიხვალ, იქ დარჩი.

ეტყობა იმ მცირე მოძრაობისას, სანამ არჰა ხან თვალს მიიტანდა სათვალთვალოსთან,


ხან კი ჩასალაპარაკებლად ტუჩებს მისწევდა, სინათლის სხივი გაუსხლტა და
წამიერად მიწისქვეშეთში ჩაანათა. ასე იქნებოდა, რადგან როდესაც კვლავ ჩაიხედა,
კაცი ოდნავ შეშინებული, მაგრამ მხნე და დაძაბული მზერით ზუსტად ხვრელისკენ
იხედებოდა. ტუჩები უწყლობისგან დასკდომოდა, თუმცა თვალები კვლავ
სიცოცხლით უელავდა. შეშინებულმა იმწამსვე გაიწია, სათვალთვალო ქვის ხვრელი
თავსახურით დაფარა და შესანიღბი კენჭები და ბალახი დააყარა. შემდეგ წამოდგა და
სწრაფი ნაბიჯით გაეშურა „ფუძისკენ“. გრძნობდა რომ ხელები უკანკალებდა და
ხანდახან მოუსვენრობის ტალღა დაუვლიდა ხოლმე. მომხდარის მერე აღარ იცოდა,
რა უნდა ექნა.

თუ კაცი მის მითითებებს მიჰყვებოდა, ისევ ლაბირინთის შესასვლელის რკინის კარის


მიმართულებით, მოხატულ ოთახში მივიდოდა. იქ არაფერი იყო და მამაკაცს მიზეზი
არ ჰქონდა, იქ წასულიყო. იმ ოთახში სათვალთვალო ხვრელი ეგულებოდა, თანაც
საკმაოდ მოსახერხებელი, რომელიც მოხატულ ოთახს ტყუპი ღმერთების
განძთსაცავიდან ჩაჰყურებდა.

შეიძლება არჰას ამიტომაც გაახსენდა მაინცდამაინც ეს ოთახი და ჯადოქარიც იქ


გაგზავნა. ზუსტად არ იცოდა, ასე რატომ მოიქცა, ან საერთოდაც, რატომ
გამოელაპარაკა?

სათვალთვალო ხვრელიდან შეეძლებოდა, ლაბირინთში ცოტა წყალი ჩაეღვარა და


მერე ქურდი იმ ადგილისკენ მიეხმო, რითაც მის სიცოცხლეს ცოტა
გაახანგრძლივებდა. იმდენი ხნით გაუხანგრძლივებდა, რამდენი ხნითაც
მოისურვებდა. შეეძლო მიწისქვეშ ცოტ-ცოტა წყალი და მცირეოდენი საკვები ჩაეშვა,
რაც სიცოცხლეს გაწელავდა, ისევ და ისევ ცოტა დროს მისცემდა, დღეებით, თვეობით
გააგრძელებდა ლაბირინთში უსასრულოდ სიარულს. არჰას კი მისი სათვალთვალო
ხვრელებიდან დანახვა და მითითებების მიცემა შეეძლებოდა, თუ სად წასულიყო,
სად იქნებოდა საჭმელი და წყალი დატოვებული. ხანდახან შეიძლება განგებ
შეცდომითაც ეთქვა და მაშინ კაცი ამაოდ ივლიდა მიწისქვეშა ხვეულებში, ისე რომ
ვერც წყალს იპოვიდა მითითებულ ადგილას და ვერც საზრდოს, მაგრამ მაინც
მოუწევდა არჰას მითითებებით სიარული. მერე კი ნახავდა, როგორ უნდოდა
უსახელოთა აბუჩად აგდება, მერე გაიგებდა, რა მოჰყვებოდა მამაკაცის
უწმინდურების გაჭაჭანებას უკვდავ მიცვალებულთა სამარხებში!

მაგრამ ამავე დროს, სანამ ჯადოქარი მიწის ქვეშ ეყოლებოდა გამომწყვდეული,


თვითონ არჰა ლაბირინთში ვერ ჩავიდოდა. რატომ? იმიტომ, რომ ლაბირინთში
შესასვლელად რკინის კარის

ღიად დატოვება მოუწევდა უკან დასაბრუნებლად, ამით კი შეიძლება ქურდს


ესარგებლა. თუმცაქურდი ამ შემთხვევაშიც კი აკლდამქვეშეთს იქით ვერ გააღწევდა.
საბოლოოდ, სიმართლე ის იყო, რომ არჰას მასთან პირისპირ შეხვედრა აშინებდა. ის

61
ძალები აფრთხობდა, რომლის გამოყენებითაც გადამთიელმა აკლდამქვეშეთში
შეღწევა შეძლო. ის ჯადოქრობა აშფოთებდა, რომელიც სიბნელეში უცეცხლო ნათელს
აჩენდა. მაგრამ მისი ძალები და ჯადოქრობა მართლა ამდენად საშიში იყო? ბოლოს და
ბოლოს, მიწისქვეშეთისა და უკუნეთის მმართველი ძალები მისკენ იყვნენ და არა –
უცხოელის მხარეს. უბრალოდ, აქ, უსახელოთა სამფლობელოში არც ისე დიდი ძალა
გააჩნდა. რკინის კარი ვერ გააღო, არც საჭმელი მოუვლენია ჯადოქრობის მეშვეობით
და მდინარის ახლოს კედლიდანაც კი წყალი არ გამოუხმია. კედლების ადგილიდან
დაძვრა არ შეეძლო და არც ჯადოსნური ურჩხული გაუჩენია, რომელიც
ლაბირინთიდან გასასვლელს გაამტვრევდა – ამ ყველაფერს არჰა, ცოტა არ იყოს,
მოელოდა ჯადოქრისგან, მაგრამ მისი არცერთი შიში არ გამართლებულა. სამი დღის
განმავლობაში მას იმ დიდი საგანძურისთვისაც კი ვერ მიეგნო, რომლის
საძებნელადაც აკლდამებში მოვიდა. თავად არჰა საგანძურის ოთახამდე თჰარის
მითითებებს არასოდეს გაჰყოლია. მუდამ მომავლისთვის დებდა მთავარი
საგანძურის მონახულებას, აღფრთოვანებით ელოლიავებოდა ამ აზრს და მოწიწებით
ელოდა, როდის იგრძნობდა, რომ დრო მოვიდა.

ამ აზრებში გართულს მოაფიქრდა, რომ შეეძლო ჯადოქარი მიეშვა თავის ამ მისიაზე.


შეეძლო,

ქურდისთვის გზა მიესწავლებინა და განძთსაცავამდე მიეყვანა, ის ხომ მაინც


ვერაფერს გახდებოდა. წარმოიდგინა, როგორ შეძლებდა სათვალთვალო ხვრელიდან
ბოროტად ჩაეძახა, – „შეგიძლია ოქრო მიირთვა და ალმასები დალიო“.

გოგონა აღელვებული და აფორიაქებული იყო, როგორც ბოლო სამი დღის


განმავლობაში დასჩემებოდა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა ტყუპი ღმერთების პატარა
ჩარაზულ ხაზინასთან, კარი გააღო და შიგნით შესულმა იატაკში საფუძვლიანად
ჩამალული დასაგმანი სწრაფად ამოჩიჩქნა.

მის ქვეშ მოხატული ოთახი იყო, მაგრამ იქ კუნაპეტი სიბნელე სუფევდა. რამდენიმე
მილის სიგრძის გზა, რომელიც მამაკაცს უნდა გაევლო, შემოვლითი და
მიხვეულმოხვეული იყო. ეს სრულიად დავიწყებოდა, როდესაც თვითონ პირდაპირი
გზით აქეთ გამოეშურა. თან მამაკაცი დასუსტებული იყო და ჩქარა ვერ იმოძრავებდა.
შეიძლება არჰას მითითებები დავიწყებოდა და გზააბნეულს სრულიად სხვაგან
შეეხვია. არც ისე ბევრს შეეძლო არჰასავით ზეპირად ნაკარნახევის ერთი მოსმენით
დამახსოვრება. იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული, რომ უცხოელს მათი ენა ესმოდა.
თუ მართლაც ასე იყო, დაე, ებოდიალა უმიზნოდ მიწისქვეშა დერეფნებში, სანამ
დაუძლურებული არ დაეცემოდა და უსასრულო სიბნელეში სულს არ განუტევებდა,
წყეული სულელი, უცხოტომელი, ურწმუნო. დაე, მის სულს აკლდამქვეშეთის
დერეფნებში ებორიალა, სანამ უკუნეთი მის ამ მცირე ნარჩენსაც საბოლოოდ
უკვალოდ ჩანთქავდა.

კოშმარებით სავსე რამდენიმესაათიანი ძილის შემდეგ, რიჟრაჟზე, მცირე ტაძარს


მიაშურა. ისევ ქვემოთ ჩაიხედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა: იქ კვლავ სიბნელეს
დაესადგურებინა. არჰამ პატარა სანთლის ლამპარი ხვრელში ჯაჭვით ჩაუშვა.
მამაკაცი იქ, მოხატულ ოთახში დახვდა. სანთლის სუსტ ნათელში მიწაზე

62
გართხმული მისი ფეხები და განზე უძლურად გადაგდებული ხელი დაინახა. არჰამ
სახე მოზრდილ, იატაკის ფილისხელა ხვრელთან მიიტანა და ჩასძახა:

– ჯადოქარო!

ქვემოთ ყველაფერი ისევ უძრავად იყო. ნუთუ მოკვდა? ნუთუ სულ ეს იყო მისი ძალა?
განრისხებულ არჰას გული გამალებით უცემდა და სახე ამრეზილმა
გამომეტყველებამ დაუმანჭა. უფრო ხმამაღლა ჩასძახა, – ჯადოქარო! – მისი ხმა
მიწისქვეშა სიცარიელეში მრავალ ანარეკლად გაიშალა და აგრგვინდა. კაცი შეირხა,
მერე კი გაჭირვებით წამოჯდა და გარშემო გაოცებულმა მიმოიხედა. ცოტა ხანში
გვირაბის ჭერიდან ჩამოკონწიალებული სინათლისკენ აიხედა და არჰამ მისი
საზარელი შესახედაობის, დასიებული, მუმიასავით შავი სახე დაინახა.

ჯადოქარმა ხელი გვერდით მიგდებულ კვერთხს მოსჭიდა, მაგრამ ამჯერად მის


ბოლოს ჯადოსნური ნათელი არ მოსდებია. კაცს ძალა აღარ შერჩენოდა.

– ატუანის აკლდამების საგანძურის ხილვა გსურს, ჯადოქარო?

უცხოელმა დაღლილად ახედა ლამპარს, რომელიც ერთადერთი რამ იყო, რისი


დანახვაც გარს დასადგურებულ სიბნელეში შეეძლო. რამდენიმე წამში, ზემოთ
ამყურემ თავი დაუქნია და გაღიმება სცადა, თუმცა ღიმილის ნაცვლად სახე სიმწრით
მოემანჭა.

– ამ ოთახიდან მარცხენა გასასვლელით გადი, შემდეგ დერეფანს ისევ მარცხნივ


გაუყევი...

არჰამ უთვალავი მიმართულება ჩქარ-ჩქარა, მიყოლებით მიაყარა უცხოელს, ბოლოს


კი მზაკვრულად დაამატა:

– ამ გზით რომ წახვალ, ბოლოს განძთსაცავს მიადგები, ან შეიძლება იქ შენთვის


დატოვებული წყალი დაგხვდეს. ახლა ამ ორიდან რომელი უფრო გწყურია?

მამაკაცი წამოდგა, დასუსტებული კვერთხს მთელი ძალით ეყრდნობოდა და არჰას


აჰყურებდა, თუმცა ვერ ხედავდა. ეცადა, რაღაც ეთქვა და ტუჩებს უხმოდ
ამოძრავებდა, თუმცა გადამშრალი ყელიდან ბგერები აღარ იძვროდა და ბოლოს ხმის
ამოუღებლად გავიდამოხატული ოთახიდან.

არჰა მისთვის წყლის მიცემას არ აპირებდა. თანაც ის მაინც ვერასოდეს მიაგნებდა


განძთსაცავისკენ მიმავალ გზას, არჰას მითითებები მეტისმეტად გრძელი იყო და მან
ისინი

მეტისმეტად სწრაფად ჩაილაპარაკა. საგანძურისკენ გზად ორმო იყო, ჯადოქარს კი


სინათლე აღარ ჰქონდა. სიბნელეში მიმავალი ორმოში ჩაემხობოდა ან სადმე ვიწრო
დერეფანში ჰპოვებდა აღსასრულს. მოგვიანებით მის სხეულს მანანი იპოვიდა და
გარეთ გამოათრევდა, და ეს ამბავიც დასრულდებოდა. ამ ფიქრებში წასული არჰა
თავის სათვალთვალო ხვრელის ნაპირს ორივე ხელით ჩასჭიდებოდა და
გაუჩერებლად წინ და უკან ირხეოდა, ბორგავდა და ტუჩებს ისე იკვნეტდა, თითქოს
რაღაც საშინელი ტკივილის შეკავებასა და მოთმენას ცდილობდა. არჰა მას არასოდეს

63
აღირსებდა წყალს. არასოდეს აღირსებდა წყალს. არჰა მას მხოლოდ სიკვდილს,
სიკვდილს, სიკვდილს, სიკვდილს, სიკვდილს აღირსებდა.

ცხოვრების ამ რთულ, შავბნელ დროს სათვალთვალო ოთახში შემოსული


კოსსილი დაადგა თავზე. ქურუმის ზორბა სხეული და მძიმე შავი სამოსი ვიწრო
ოთახში შემოტორტმანდა. – მამაკაცი უკვე მოკვდა?

არჰამ სახის დაუმალავად ახედა კოსსილს. თვალებში ცრემლის ნასახიც კი არ ჰქონდა.


გოგონა წამოდგა და შეუშფოთებლად ჩამოიბერტყა მუხლებიდან მტვერი.

– მგონი უნდა მომკვდარიყო. სინათლე უკვე აღარ შერჩა.

– ეგ შეიძლება ხრიკიც იყოს. უსულონი ძალზე ცბიერები არიან.

– ერთ დღეს კიდევ მოვიცდი, რომ ნამდვილად მოკვდეს.

64

დიახ, ან უმჯობესია ორი დღე მოიცადოთ. შემდეგ დუბი ჩავა მისი გვამს
გამოსატანად, ის უფრო ძლიერია, ვიდრე მოხუცი მანანი.

– მანანი უსახელოთა მსახურია, დუბი კი არა. ლაბირინთში არის ადგილები სადაც


დუბის არ შეესვლება და ჯადოქარი სწორედ – ერთ-ერთ ასეთ ადგილას არის.

– მაშ გამოდის, რომ ის ადგილი უკვე წარწყმედილია და...

– და მის სიწმინდეს ჯადოქრის სიკვდილი აღადგენს, – მოუჭრა არჰამ.

კოსსილის მზერით მიხვდა, რომ სახეზე უცნაური გამომეტყველება ასახოდა.

– ეს ჩემი სამფლობელოა, ქურუმო. მასზე ისე ვიზრუნებ, როგორც ჩემი მეუფეები


მიბრძანებენ. სიკვდილის გაკვეთილები აღარ მჭირდება.

კოსსილის სახე ისე ჩაიმალა მოსასხამის ქუდში, როგორც უდაბნოს კუს სევდიანი,
ცივი და ნელი თავი უჩინარდება ჯავშანში დასამალად.

– დაე ასე იყოს, ქალბატონო.

ქურუმები ძმა-ღმერთების სალოცავთან სხვადასხვა გზით წავიდნენ. არჰა ამჯერად


აუჩქარებლად მიემართებოდა „მცირე სახლისკენ“, თან მანანი მოეხმო
დასახმარებლად. კოსსილთან საუბრის შემდეგ უკვე ზუსტად იცოდა, როგორ
მოქცეულიყო.

არჰა და მანანი ბორცვს აუყვნენ, დარბაზი გაიარეს და აკლდამქვეშეთში შევიდნენ. იქ


ერთობლივი ძალებით დაძრეს რკინის მძიმე სახელური და ლაბირინთში მიმავალი
რკინის კარი გააღეს. ლაბირინთის დერეფნებში შესულებმა ლამპარი დაანთეს და
არჰა უკვე განათებულ დერეფნებში ჯერ მოხატული ოთახისკენ დაიძრა, იქიდან კი
დიადი საგანძურისკენ მიმავალ გზას დაადგა.

ქურდი არც ისე შორს წასულიყო. არჰასა და მანანს ნელი სვლით ხუთასი ნაბიჯიც არ
გაევლოთ, რომ დერეფანში დაცემულ მამაკაცს გადააწყდნენ. ერთ-ერთ ვიწრო
დერეფანში გაშხლართულიყო, კვერთხი წინ გასრიალებოდა, ტუჩებზე სისხლი ეცხო
და თვალები ნახევრად მიელულა.

მანანი ჩაიმუხლა ქსოვილის გროვასავით დაგდებული, გონებამიხდილი კაცის


გულისცემის შესამოწმებლად. მისი დიდრონი მოყვითალო ხელი უცხოელის მუქ
კისერს მკვეთრად დააჩნდა.

– ჯერ კიდევ ცოცხალია. გსურთ მივახრჩო, ქალბატონო?

– არა. ცოცხალი მჭირდება. აიყვანე და წამომყევი.

– ცოცხალი? კი მაგრამ რისთვის, პატარა ქალბატონო?

– იმისთვის, რომ აკლდამების მონა იყოს! იყუჩე და რასაც გეტყვი, ის გააკეთე.

როდესაც ახალგაზრდა მამაკაცის სხეული ბეჭებზე გრძელი ტომარასავით დიდი


ძალისხმევით მოიგდო, მანანს სახეზე ჩვეულზე მეტი სევდა დაეტყო. ამ ტვირთით
დამძიმებული არჰას ბარბაცით მიჰყვებოდა უკან. დატვირთული ერთბაშად დიდ

65
მანძილს ვერ გადიოდა. იმავე გზაზე უკან მიმავლები თორმეტიოდეჯერ შეჩერდნენ,
რომ მანანს სული მოეთქვა. სადაც არ უნდა შეჩერებულიყვნენ, დერეფანი ყველგან
ერთნაირი იყო: მონაცრისფრო-მოყვითალო ქვით ამოყვანილი კედლები ზემოთ
თაღად იკვრებოდა, ქვემოთ ქვისავე იატაკი უსწორმასწოროდ ეფინა და ყველაფერი
მკვდარი, უძრავი ჰაერით გავსებულიყო. მანანი ქშენითა და ოხვრით

მიიწევდა წინ, უცნობი კვლავ უძრავად გადაჰკიდებოდა მხრებზე. ორი ლამპრის


სუსტი შუქი გვირაბის სიბნელეში მიმავალ ადამიანებს აქცევდა სინათლის გუმბათში,
რომელიც მათთან ერთად წინ მიიწევდა. ყოველი შეჩერებისას, არჰა თან
წამოყოლებული წყლის ტომსიკიდან გონებამიხდილი კაცის გამხმარ ტუჩებზე ცოტა
წყალს ასხამდა, მანამდე მაინც, სანამ სიკვდილი ბოლომდე იმძლავრებდა მასზე.

– ჯაჭვების ოთახისკენ? – იკითხა მანანმა.

ამ დროისთვის უკვე რკინის კარს უახლოვდებოდნენ. არჰა იმ წამს პირველად


დაფიქრდა, სად უნდა წაეყვანა პატიმარი. აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით წარმოდგენაც
კი არ ჰქონდა.

კვამლით გაჭვარტლული, ადამიანების სხეულებით აქოთებული და საშინელი


ოთახის გახსენებაზეც კი გულისრევა მოერია, პატიმრების უმეტყველო, ჩამუქებული
და გაცრეცილი სახეების მოგონება ამდენი ხნის მერეც კი ზაფრავდა. თან, ჯაჭვების
ოთახში შეიძლება კოსსილიც მისულიყო.

– არა, იქ არა. ის ლაბირინთში უნდა დარჩეს, რომ თვისი ჯადოქრობა ვერ აღიდგინოს.
სად არის ლაბირინთში ისეთი ოთახი, რომელსაც...

– მოხატულ ოთახს აქვს კარი, ქალბატონო, რომელიც საკეტით იკეტება,


სათვალთვალო ხვრელიც აქვს. თუ, რა თქმა უნდა, მისი კარებიან ოთახში დატოვება
ინდობა.

– აქ, მიწისქვეშ, ძალა არ გააჩნია. იქით წაიყვანე, მანან.

მანანმაც კვლავ მოიკიდა ახალგაზრდა კაცი და გავლილი გზის ნახევარი ისევ უკან,
დაუძლურებულმა წუწუნისა და ჩივილის გარეშე გაიარა. როდესაც მოხატულ
ოთახში შევიდნენ, არჰამ თავისი გრძელი და სქელი ზამთრის მოსასხამი მოიხადა და
იატაკზე დააგო.

– აქ დადე.

– პატარა ქალბატონო ... – შეშფოთებული და სევდიანი სახით ამოიქოშინა.

– მანან, მსურს, რომ იცოცხლოს. უამისოდ ალბათ სიცივისგან მოკვდება, შეხედე,


როგორ კანკალებს.

– კი, მაგრამ თქვენი სამოსი, ქურუმის წმინდა მოსასხამი წაწყმდება. ის ხომ ურწმუნოა,
თან მამაკაცია... – ისევ ტკივილით დამანჭული სახით ბურტყუნებდა. – მაშინ ამ
სამოსს დავწვავ და ახალს მოვაქსოვინებ! ახლა დროზე იმოძრავე!

66

მანანი მძიმედ ამოძრავდა, ტუსაღის სხეული ბეჭებიდან გადმოასრიალა და შავ


მოსასხამზე დააბერტყა. ის კვლავ უძრავად იწვა, მხოლოდ კისრის ძარღვები ცოტათი
უფრო ძლიერად უცემდა. დროდადრო მის სხეულს სპაზმი დაუვლიდა და
აცახცახებდა.

უნდა გაიბორკოს, – ჩაილაპარაკა მანანმა.

– შეხედე, აბა, საშიშად გეჩვენება?

არჰამ ამრეზით ჩაიფრუტუნა. ამის მიუხედავად, როდესაც მანანმა კედელში


ჩატანებული რგოლი დაანახა, რომელზეც პატიმრის მიჯაჭვა შეიძლებოდა, არჰამ მას
ნება დართო, ჯაჭვების ოთახიდან ბორკილები მოეტანა. მანანი დაზეპირებული
მიმართულებების ბურდღუნით დაუყვა დერეფნის გასასვლელს. ის არაერთხელ იყო
მისული მოხატულ ოთახამდე, მაგრამ ახლა პირველად უწევდა ამ გზის მარტო გავლა.

მარტოსული ლამპრის სინათლის ლიცლიცმა ოთხივე კედელზე დატანილი უცხო


არსებები თითქოს გააცოცხლა და ააცახცახა. უხეში მოყვანილობის ადამიანისმაგვარი
არსებები,

რომლებსაც დიდრონი ფრთები დაბლა დაეშვათ და დამდგრები ან დამსხდრები


გაყინულიყვნენ, მიწისქვეშეთის მარადიულ ბინდში გაკრთნენ და ამოძრავდნენ.

არჰა ჩაიმუხლა და ცოტ-ცოტა წყალი ჩაასხა პატიმარს დაბჩენილ პირში. ცოტა ხანში
მან სუსტად ჩაახველა და დაუძლურებული ხელი ბოთლის მოსაძებნად ჰაერს
შეავლო. არჰამ მისცა ნება ბოთლისთვის ხელი მოეკიდა და დაელია. ბოლოს მამაკაცი
მოეშვა და ძირს დაწვა. სისხლითა და მტვრით დაცვარული სახე აღმა ჰქონდა და
არჰასთვის უცნობ ენაზე ერთი თუ ორი სიტყვა სუსტად ამოილუღლუღა.

როგორც იქნა, მანანიც გამოჩნდა. თან რკინის უზარმაზარრგოლიან ჯაჭვს, ბოქლომს,


საკეტებსა და დიდ რკინის რგოლს მოათრევდა, რომელიც ადამიანს წელზე უნდა
შემორტყმოდა. მანანმა ჯაჭვის ბოლო კედელში ჩატანებულ რგოლს საკეტით მიაბა და
არჰას მოუბრუნდა.

– სარტყელი საკმაოდ მჭიდრო არაა, შეიძლება გამოსხლტეს.

– არა, შეხედე, ვერ გამოეტევა თუ გადაბმით ოთხ დღეზე მეტს არ იშიმშილებს, –


მიუგო არჰამ და უცხოელთან მეტად გაშინაურებულმა მანანს აჩვენა, რომ ხელს ვერ
შეატევდა რკინის სარტყელსა და მამაკაცის ნეკნებს შორის.

– პატარა ქალბატონო, – მწუხარედ განაგრძო მანანმა, – არ გეწინააღმდეგებით და ეჭვს


არ გამოვთქვამ, უბრალოდ, განა რა სარგებელი უნდა მოუტანოს მისმა მონობამ
უსახელო მბრძანებლებს? ის ხომ მამაკაცია, პატარავ.

– შენ კი, უბრალოდ, ბებერი შტერი ხარ, მანან. მორჩი ახლა ქოთქოთს და დროზე
წამომყევი. პატიმარმა ნათელი, მაგრამ დაღლილი მზერა გააყოლა.

– მისი კვერთხი სად არის? აქ ყოფილა. ამას მე წავიღებ, მასში ჯადოსნური ძალაა. და
ამასაც ავიღებ...

67
არჰა სწრაფი მოძრაობით დასწვდა მამაკაცის ტუნიკაში გაბრჭყვიალებულ ვერცხლის
ჯაჭვს, რომელზეც რაღაც ეკიდა. ხელის სწრაფი მოძრაობით მოეჭიდა, პატიმრის
თავზე გადააძვრინა და მოხსნა. მამაკაცი ხელებს სუსტად ასავსავებდა და
ცდილობდა, არჰას ხელები დაეჭირა, თუმცა ამ დროს მანანმა ზურგში ფეხი ჩასცხო.
არჰამ თილისმა მის თავს ზემოთ ააქანავა, მაგრამ ისე, რომ კაცი ვერ მისწვდომოდა.

68

ეს არის შენი თილისმა, ჯადოქარო? ძვირფასია შენთვის? დიდი არაფერი ჩანს,
უკეთესი ვერ

იშოვე? მოდი, უსაფრთხოდ შეგინახავ, – დამცინავად ჩაილაპარაკა არჰამ და თილისმა


კისერზე ჩამოიკიდა. ყელსაბამი სქელი შალის სამოსში გაუჩინარდა.

– შენ არც იცი, რა უყო, – ხრინწიანად ჩაილაპარაკა უცხოელმა. მისი გამოთქმა მძიმე
და შეცდომებიანი იყო, მაგრამ ენა ნამდვილად კარგიული გახლდათ. მანანმა ისევ
ჩაარტყა ფეხი და პატიმარი ოხვრით გადაგორდა.

– მანან, გაანებე თავი. წავედით.

არჰა ოთახიდან გავიდა, მანანიც ბუზღუნით გაჰყვა.

იმ ღამით, როდესაც ყველა სინათლე ჩაქრა და ყველამ დაიძინა, არჰა მარტოკა აუყვა
ბორცვს, ტყავის ბოთლი ცარიელი ტახტის უკანა ჭიდან აავსო და წიწიბურას ცარიელ
ხმიადთან ერთად მოხატული ოთახისკენ წაიღო. პატიმარს გაუნძრევლად ეძინა.
არჰამ საჭმელი და წყალი წვდომის არეში დატოვა. შემდეგ „მცირე სახლში“
დაბრუნდა. იმ ღამით მასაც გაუნძრევლად და მშვიდად ეძინა.

შუადღის მერე არჰა კვლავ მარტო წავიდა ლაბირინთში. ხმიადი გამქრალიყო და


წყლის ბოთლიც დაცლილი დახვდა. მამაკაცი წამომჯდარიყო, კედელს ეყრდნობოდა
და თუმცა მისი სახე დახეთქილი კანისა და ჭუჭყის გამო ისევ საშინელი შესახედავი
იყო, მაინც საკმაოდ ფხიზლად იყურებოდა.

არჰა ოთახის მეორე მხარეს იდგა, სადაც ჯაჭვებით გაბორკილი პატიმარი ვერანაირად
მისწვდებოდა. იდგა და უყურებდა. შემდეგ პატიმარს მზერა აარიდა და გვერდით
გაიხედა, თუმცა გარშემო არაფერი იყო, რისთვისაც მიშტერებას შეძლებდა. ხმის
ამოღებისგან თითქოს რაღაც აკავებდა. გული ისე უცემდა, თითქოს ეშინოდა, თუმცა
შიშის მიზეზი არ ჰქონდა. პატიმარი ხომ მისი წყალობის ამარა იყო.

– სასიამოვნოა სინათლის დანახვა, – რბილი, ბოხი ხმით ჩაილაპარაკა უცხოელმა.


რატომღაც მისმა ხმამ მაინც შეაშფოთა.

– რა გქვია? – იკითხა მბრძანებლურად, თუმცა მამაკაცის ხმასთან შედარებით


საკუთარი უცებ უჩვეულოდ წვრილად და სუსტად ეჩვენა.

– ძირითადად მიმინოს მეძახიან.

– მიმინო? ეგ არის შენი სახელი?

– არა.

– მაშ რა გქვია?

– მაგას ვერ გეტყვი. შენ აკლდამების ერთქურუმი ხარ?

– დიახ.

69

– შენ რას გიწოდებენ?

– არჰას მეძახიან.

„ის, რომელიც ჩანთქმულ იქნა“, მაგას არნიშნავს? და შენი სახელი რა არის? – ოდნავ
ღიმილით იკითხა მუქთვალა, დაკვირვებულმა უცხოელმა.

– სახელი არ მაქვს. კითხვებს ნუ მისვამ. საიდან მოხვედი?

– შიდა მიწებიდან, დასავლეთიდან.

– ჰავნორიდან?

ეს შიდა მიწების ქალაქებსა და კუნძულებს შორის ერთადერთი ადგილი იყო,


რომლის სახელიც არჰამ იცოდა.

– დიახ, ჰავნორიდან.

– აქ რატომ მოხვედი?

– ატუანის აკლდამები ჩემს ხალხში საკმაოდ არის განთქმული.

– კი მაგრამ, შენ ხომ უწმინდური ხარ, ურწმუნო.

– ო, არა, ქურუმო. მე მწამს წყვდიადის ძალების! მე უსახელოებს უკვე შევხვედრივარ,


თუმცა სხვა ადგილებში.

– რომელ ადგილებში?

– არქიპელაგზე, შიდა მიწებში არის ადგილები, რომლებიც ისევე, როგორც ეს


ადგილი, მიწის

უხსოვარ ძალებს ეკუთვნის. მაგრამ მათგან არცერთია ასეთი დიადი. სხვაგან არსად
აქვთ ტაძარი, არსად ჰყავთ ქურუმი, და არსად ეთაყვანებიან ისე ძლიერ, როგორც აქ.

– მაშ შენ მათთვის თაყვანის საცემად მოხვედი? – გესლიანად იკითხა არჰამ.

– არა, მე მათ გასაძარცვად მოვედი. არჰა მის სერიოზულ და მშვიდ სახეს მიაშტერდა.

– უსინდისო ბაქია!

– ვიცოდი, რომ ეს ადვილი საქმე არ იქნებოდა.

– ადვილიო! საერთოდ შეუძლებელია. ურწმუნო რომ არ იყო, გეცოდინებოდა.


უსახელონი ყოველთვის იცავენ თავიანთ საკუთრებას.

– რასაც მე ვეძებ, მათ არ ეკუთვნით.

– მაშ შენია?

– ჩემი მოსაძიებელია.

70

– ვინ ხარ, ღმერთი? მეფე? შენ უბრალო ქურდი ხარ და მეტი არაფერი, – ამრეზით
დახედა არჰამ მიჯაჭვულ და ჭუჭყიან ჯადოქარს. მამაკაცს მისთვის პასუხი არ
გაუცია, თუმცა თვალი გაუსწორა.

– არ გაბედო ჩემთვის შემოხედვა! – მჭახედ მიმართა არჰამ.

ქალბატონო, არ მინდოდა შეურაცხყოფამომეყენებინა. უცხოელი ვარ, უნებართვოდ


მოსული. თქვენი ადათები არ ვიცი, არც აკლდამების ქურუმისთვის მისაგები წესები.
შენი წყალობის იმედად ვარ და მიტევებას გევედრები, თუკი შეურაცხყოფა მოგაყენე.

არჰა ხმის ამოუღებლად იდგა და გრძნობდა, სახეში სისხლი როგორ აწვებოდა. თუმცა
მისი უეცარი შეფაკლება უცხოელს აღარ დაუნახავს, რადგან არჰას ნებას
დამორჩილდა და მზერა აარიდა.

აღარც ერთს ამოუღია ხმა. მათ გარშემო, კედლებზე გაქვავებული ფიგურები, როგორც
ყოველთვის, სევდიანი და უჩინო თვალებით გაშეშებულიყვნენ.

არჰას ქვის დოქით წყალი მოეტანა და პატიმარსაც თვალი დროდადრო


იქით ეპარებოდა. – დალიე, თუ გინდა.

პატიმარმა დოქთან უცბად მიიწია, ქვის სასმისი ისე მსუბუქად მოიყუდა, თითქოს
ღვინის ჭიქა აეღო ხელში და ერთი ძლიერი ყლუპით ჩაცალა. მერე სამოსის მკლავი
ოდნავ დაისველა და სახიდან სისხლი, მტვერი და აბლაბუდა, რაც შეეძლო,
საგულდაგულოდ მოიწმინდა. ამას რაღაც დრო მოანდომა, რომლის განმავლობაში
გოგონა მას ყურადღებით აკვირდებოდა. როდესაც გასუფთავებას მორჩა, უკეთ
გამოიყურებოდა, მაგრამ ამ კატისებრმა პირის ბანამ სახის ერთ ნაწილზე ნაწიბურები
გამოაჩინა: დიდი ხნის წინ შეხორცებული ჭრილობების კვალი უფერულად მოჩანდა
მის მუქ კანზე და ოთხ პარალელურ ხაზად თვალიდან ნიკაპამდე, უზარმაზარი
მხეცის კლანჭებით მიყენებული ჭრილობასავით დაჰყოლოდა.

– ეგ რა არის? ნაიარევზე გეკითხები. მამაკაცმა არაფერი უპასუხა.

– დრაკონის კვალია? – დამცინავად იკითხა არჰამ. ბოლოს და ბოლოს, ლაბირინთში


ხომ სწორედ ამისთვის ჩამოვიდა, პატიმრის აბუჩად ასაგდებად და დასატანჯად.

– არა, დრაკონისგან არ არის.

– დრაკონთმეუფე მაინც არ ყოფილხარ.

– არა, სწორედაც რომ დრაკონთმეუფე ვარ, – უხალისოდ უპასუხა ტუსაღმა, – მაგრამ


ნაიარევი მანამდე მივიღე. გითხარი, რომ ბნელ ძალებს მანამდეც შევხვედრივარ,
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ჩემს სახეზე სწორედ ერთ-ერთი იმ არსებისგან
დატოვებული კვალია, რომელიც უსახელო ძალებს ენათესავება. თუმცა ის მთლად
უსახელო აღარ არის, რადგან ბოლოს მისი სახელი ამოვიცანი.

– რას გულისხმობ? რომელი სახელი?

71

– ამას ვერ გეტყვი, – ღიმილით უპასუხა უცხოელმა, თუმცა გამომეტყველება კვლავ
სერიოზული ჰქონდა.

– სისულელეა, გიჟის მონაჩმახი, მკრეხელობა! ისინი უსახელონი არიან! გესმის მაინც,


რაზე ლაპარაკობ?!

მესმის, ქურუმო, თან შენზე უკეთესადაცკი, – ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ჯადოქარმა, –


კარგად შემომხედე! – თქვა და სახე ნაიარევებით არჰასკენ მიაქცია, რომ გოგონას
უკეთესად დაენახა საშინელი კვალი, რომელიც ლოყას უსერავდა.

– შენი არ მჯერა, – მოუგო არჰამ, მაგრამ ხმა ოდნავ შეუდრკა.

– ქურუმო, შენ არც ისე ხნიერი ხარ. წყვდიადის ძალებს არც ისე დიდი ხანია,
ემსახურები.

– სწორედაც რომ ძალიან დიდი ხანია! მე პირველქურუმი ვერ, მარად გარდაშობილი.


ათასი წელია ჩემს მბრძანებლებს ვემსახურები და მანამდე კიდევ ათასი წელი
ვემსახურებოდი. მათი მსახური ვარ, მათი ხმა და მათი ხელი. და მათი სასჯელი ვარ,
ვინც აკლდამების სიწმინდეს შელახავს და იმის ნახვას ისურვებს, რასაც მათი მზერა
არ უნდა ეხებოდეს! დაასრულე შენი სიცრუე და შენი კვეხნა, ვერ ხვდები, რომ ერთი
ბრძანება საკმარისი იქნება, რათა ჩემი მსახური მოვიდეს და თავი წაგაცალოს? ან
თუნდაც რომ გავიდე და კარი დავკეტო, აქ სხვა აღარავინ მოვა, არასოდეს, შენ
შიმშილითა და წყურვილით მოკვდები, ჩემი მბრძანებლები შენს სხეულს, შენს
სულს შთანთქავენ და შენი ძვლები ამ ოთახში მარადი მტვრით დაიფარება.

პატიმარმა თავი ნელა დაუქნია.

არჰა დაიბნა, სათქმელი ვერ ნახა და ოთახიდან გავარდა, ზურგს უკან კარი
მოიჯახუნა და ურდული ხმაურით დახურა. დაე ეფიქრა, რომ არჰა სამუდამოდ
წავიდა და აღარ დაბრუნდებოდა. დაე შიშისგან ცივ ოფლში გაწურულიყო კუნაპეტ
სიბნელეში, თავბედი ეწყევლა და ეცადა, თავისი ბინძური, უსარგებლო ჯადოები
ეხლართა!

მაგრამ წარმოსახვა სულ სხვა სურათს უხატავდა: წარმოედგინა, რომ დასაძინებლად


ისევ ისე უდარდელად გაემზადებოდა, როგორი სიმშვიდითაც რამდენიმე დღის წინ
რკინის კართან, მზიან მინდორზე წამოკოტრიალებული ცხვარივით უდრტვინველად
მოკალათდა.

გამწარებულმა ჩაკეტილ კარს მიაფურთხა, ხელით წაბილწვის ასარიდებელი ნიშანი


გამოსახა და თითქმის სირბილით გაეშურა აკლდამქვეშეთისკენ.

როდესაც აკლდამქვეშეთის კედელს ჩვეულებისამებრ ხელის შეხებით მიუყვებოდა,


მისი თითები სიბნელეში ისევ არჩევდნენ ქვაზე ასახულ ნაქარგებსა და ორნამენტების
სამარადისოდ გაქვავებულ არშიას. გული მიუწევდა, ლამპარი დაენთო და კიდევ
ერთხელ, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე წამით დაენახა აკლდამქვეშეთის კედლების
დროით მოქარგული ჩუქურთმები, კედლების მომნუსხველი ელვარება. არჰამ
სიბნელეში თვალები უფრო ძლიერ მოჭუტა და მსწრაფლ გაეშურა გასასვლელისკენ.

72

73
თავი 7. დიადი საგანძური
აქამდე არასოდეს მოსჩვენებია დღის რიტუალები ასეთი ბევრი, ასე უმნიშვნელო ან
ამდენად გრძელი. არჰას გარშემო, ძირითადად, ფერმკრთალი და მფრთხალი პატარა
გოგონები, მოუსვენარი მორჩილები და გარეგნულად მკაცრი და უკარება ქურუმები
იყვნენ, რომელთა ცხოვრებაც სინამდვილეში შურის, უბედობების, წვრილმანი
ამბიციებისა და გაბერწებული ოცნებების უხილავი ქსელი იყო. სწორედ ეს ქალები,
რომლებთანაც მთელი ცხოვრება გაატარა და მისთვის მთელ კაცობრიობას
წარმოადგენდა, ახლა საბრალოებად და მოსაწყენებად ეჩვენებოდნენ.

მაგრამ ის, ვინც დიად ძალებს ემსახურებოდა, მრუმე ღამის მბრძანებელი,


თავისუფალი იყო ამ მდაბიოობისგან. მას არასოდეს უწევდა ისეთ წვრილმანებზე
დარდი, რაზეც ჩვეულებრივ მოკვდავებს: ვიღაცისთვის რამდენიმე დღის
ბედნიერებასა და წარმატებას ოსპის შეჭამანდში გვერდით მჯდომზე უფრო დიდი
ცხვრის ქონის ნაჭრის შეხვედრა წარმოადგენდა. არჰა დღეების მდინარებისგანაც კი
თავისუფალი იყო. მიწის ქვეშ დღე არასოდეს დგებოდა. იქ ყოველთვის ღამე,
მხოლოდ ღამე სუფევდა.

ახლა, ამ დაუსრულებელ ღამეში, პატიმარიც გაჩნდა: მუქკანიანი მამაკაცი, ბნელი


ხელობის

მიმდევარი, რომელიც რკინაში შებორკილი და ქვაში ჩაკეტილი იცდიდა, არჰა


მოვიდოდა თუ არა; წყალს, საკვებსა და სიცოცხლეს მოუტანდა თუ დანას, ყასბის
თასსა და სიკვდილს. გააჩნია, ახირება რომლისკენ უბიძგებდა.

მამაკაცის შესახებ კოსსილის გარდა არავისთვის უთქვამს, კოსსილსაც მეტი


არავისთვის გადაუცია ეს ამბავი. პატიმარი უკვე მესამე დღე-ღამეს ატარებდა
მოხატულ ოთახში, მაგრამ კოსსილს ამ დრომდე არაფერი უკითხავს არჰასთვის მის
შესახებ. შეიძლება, მოხუცმა ქურუმმა ივარაუდა, რომ ჯადოქარი უკვე მოკვდა და
არჰამ მისი სხეული მანანს გაატანინა საძვალეში. კოსსილს არ სჩვეოდა რამე ბრმად
ერწმუნა ან თვითდინებაზე მიეშვა, მაგრამ არჰა ცდილობდა თავი დაერწმუნებინა,
რომ კოსსილის უმოქმედობა ამჯერად უცნაურს არაფერს მოასწავებდა. კოსსილს
ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარდა და სასტიკად სძაგდა დამატებითი
კითხვების დასმა. რაც მთავარია, არჰამ უბრძანა, მის საქმეებში ცხვირი აღარ ჩაეყო.
კოსსილიც, ალბათ, უბრალოდ მის ნებას ემორჩილებოდა.

რადგანაც კაცი, სავარაუდოდ, უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო, არჰას არ შეეძლო,


მისთვის საჭმელი მოეთხოვა. ასე რომ, თუ სხვენიდან მოპარულ რამდენიმე გამხმარ
ვაშლსა და ხახვის ბოლქვს არ ჩავთვლით, არჰას ძირითადად შიმშილობა უწევდა.
ითხოვდა, რომ საუზმე და ვახშამი მისთვის „მცირე სახლში“ გაეგზავნათ, ვითომ
განმარტოებით ჭამა სურდა, ყოველ

ღამით კი წვნიანების გარდა მთელი საკვები ლაბირინთში, მოხატულ ოთახში


ჩაჰქონდა. არჰა დიდი ხანია მიჩვეული იყო მარხვას, ოთხ დღემდეც კი შეეძლო
თავისუფლად მიეტანა თავი. აი პატიმარი კი მის მცირე, ნაგროვებ პურის, ყველისა და
ბარდის ულუფებს ისე ნთქავდა, როგორც გომბეშო სანსლავს სადილად ბუზს – წკაპ,

74
და საჭმელი აღარ იყო. და თან, როგორც ეტყობოდა, იგივე ილეთის ხუთ-ექვსჯერ
გამეორება მაინც შეეძლო. ამასთან, ყოველ ჯერზე მოწიწებით უხდიდა არჰას
მადლობას, თითქოს თავად სტუმარი ყოფილიყო და არჰა კი იმ ერთ-ერთი დიადი
ნადიმის მასპინძელი, რომელთა შესახებაც მეფეუფლის სასახლეზე თქმულებებში
სმენია: გრძელ მაგიდებზე დახვავებული შემწვარი ხორცით, კარაქიანი ხორაგითა და
ბროლის ჭიქებში ჩამოსხმული ღვინით. ძალიან უცნაური კაცი იყო.

– როგორია შიდა მიწები?

არჰას სპილოს ძვლის პატარა, ჯვარედინფეხიანი გასაშლელი სკამი მოეტანა, რომ


დაკითხვის დროს ფეხზე დგომით არ დაღლილიყო ან ძირს დაჯდომა არ
დასჭირვებოდა და პატიმართან ერთ სიმაღლეზე არ აღმოჩენილიყო.

– როგორ აღვწერო. ძალიან ბევრი კუნძულია. როგორც ამბობენ, მხოლოდ არქიპელაგი


ოთხჯერ ორმოც კუნძულს მოიცავს, მის იქით კი ასევე კიდეებია. ჯერ არავის
უმოგზაურია ყველა

კიდემდე, და არც ყველა კუნძული აღურიცხავს. ყოველი მიწა ერთიმეორისგან


განსხვავებულია. მაგრამ მათ შორის უმშვენიერესი, ალბათ, ჰავნორია – დიდი მიწა
სამყაროს შუაგულში. ჰავნორის გული კი გემებით სავსე ყურეს გადმომზირალი
ჰავნორის დიდი ქალაქია. ქალაქის კოშკები თეთრი მარმარილოთია ნაგები. ყოველი
მდიდარი ვაჭრისა და უფლისწულის სახლს გააჩნია კოშკები, რომლებიც
ერთიმეორეზე მაღლა მიემართება. მთელი ქალაქის სახურავები წითელი კრამიტითაა
გადაფარული, ქალაქში გამავალი არხების შემაერთებელი ხიდები ლურჯ-მწვანე და
წითელი მოზაიკითაა მოპირკეთებული. უფლისწულებისა და შეძლებული
მოქალაქეების თეთრად აღმართულ კოშკებზე კი ათასფერი დროშები ფრიალებს. მათ
შორის ყველაზე დიდებულ, ყველაზე მაღალ კოშკში ერრეთ აკბეს ხმალია
დასვენებული, შპილისმაგვარი წვერით ზეცისკენ აღმართული. როდესაც მზე
ამოდის, პირველი სხივები სწორედ ამ ხმალს ააელვარებს მთელი ჰავნორის
დასანახად, და ჩასვლისას მზის სხივები ყველაზე დიდხანს საღამოს ბინდს ხმლის
ზედაპირზე ოქროსფერი ელვარებით აკრთობენ.

– ერრეთ აკბე ვინ იყო? – ეშმაკურად ჩაეკითხა არჰა.

ჯადოქარმა ამოხედა. არაფერი უთქვამს, მაგრამ უცნაურად გაეღიმა. მერე, თითქოს


ჩაფიქრებულს რაღაც გაახსენდაო, ჩაილაპარაკა:

– მართალია, აქ მის შესახებ ბევრი რამ არ გეცოდინებათ. ალბათ, კარგადის მიწებზე


მისი მოგზაურობის გარდა დიდი არაფერი იქნება ცნობილი. მისი მოგზაურობის
შესახებ რა იცი?

– აქ დაკარგა თავისი კვერთხი, ამულეტიცა და ძალაც – სულ მთლად შენსავით.


უზენაეს ქურუმს გაექცა და დასავლეთისკენ გასწია, სადაც ბოლოს დრაკონმა მოკლა.
აქ, აკლდამებში რომ მოსულიყო, დრაკონის გარჯა აღარ დასჭირდებოდა.

– ეგეც მართალია.

75
არჰას ერრეთ აკბეს შესახებ საუბრის გაგრძელება აღარ უნდოდა, რადგან გრძნობდა,
რომ ეს საკითხი რაღაცით სახიფათო იყო.

– ამბობენ, რომ ის დრაკონთმეუფე იყო. შენ იძახი, რომ შენც დრაკონთმეუფე ხარ.
მითხარი ერთი, რას ნიშნავს დრაკონთმეუფე?

არჰას ტონი ყოველთვის დამცინავი, ქილიკით გაჟღენთილი იყო, მამაკაცის პასუხი კი


მუდამ პირდაპირ და ალალად ჟღერდა, თითქოს არჰას აგდებულ კითხვებს სრულიად
სერიოზულად იღებდა.

– ვისაც დრაკონი გაესაუბრება, ის ხდება დრაკონთმეუფე, ან, ყოველ შემთხვევაში,


ძირითადი არსი სწორედ ეს არის. დრაკონთმეუფეობა, როგორც ზოგს ჰგონია,
დრაკონების დამორჩილების ხრიკების ცოდნას სულაც არ ნიშნავს. დრაკონებს
მბრძანებლები არ ჰყავთ. დრაკონებთან ურთიერთობისას ყოველთვის მხოლოდ
ერთ კითხვაზეა პასუხი გასაგები: შენთან საუბარს გადაწყვეტს თუ შენ შეჭმას.

– დრაკონებს ლაპარაკი შეუძლიათ?

– რა თქმა უნდა! თანაც ისინი უძველეს ენაზე საუბრობენ, რომელიც ადამიანებმა ასე
რთულად და ასე ცუდად დავისწავლეთ. სწორედ მას ვიყენებთ მაგიური
შელოცვებისა და განჭვრეტისთვის. ეს ენა სრულად არცერთმა ადამიანმა არ იცის,
მისი მეათედიც კი არ იქნება ჩვენთვის ცნობილი. ადამიანს მის სასწავლად,
უბრალოდ, დროც არ ეყოფა. დრაკონები კი ათასწლეულები ცოცხლობენ... და,
როგორც ხვდები, მათთან საუბარი ნამდვილად ღირებულია.

– აქ, ატუანში თუ არიან დრაკონები?

– მგონი უკვე მრავალი საუკუნეა არც აქ, არც კარეგო-ატში აღარ არიან. მაგრამ აი
თქვენი მიწების უკიდურეს ჩრდილოეთით, ჰურ-ატ-ჰურის კუნძულის უმაღლეს
მწვერვალებზე, როგორც

ამბობენ, დიდი დრაკონები ჯერ კიდევ შემორჩენილან. შიდა მიწებში კი ისინი


ძირითადად უშორესი დასავლეთისკენ ბინადრობენ, დასავლეთ კიდის იმ
კუნძულებზე, სადაც ძეხორციელი არ ჭაჭანებს და ძალიან ცოტა ადამიანი თუ მიდის.
თუ შიმშილი მოეძალათ, აღმოსავლეთისკენ ახლომახლო მიწებს აწიოკებენ, მაგრამ
ეგეც კი იშვიათად ხდება. ერთხელ ის კუნძული ვიხილე, სადაც საცეკვაოდ
იკრიბებიან. თავიანთ დიდრონ ფრთებზე შეკიდულნი, სპირალისებურად
დაფრინავენ, სულ უფრო ზევით მიიწევენ ხან სპირალის შუაგულისკენ, ხან კი ისევ
გარეთ გამოიშლებიან და ისე დატრიალებენ დასავლეთ ზღვის თავზე, როგორც ქარში
აჭრილი შემოდგომის ფოთლების ჭრელი კორიანტელი.

მოგონებებში გართული ჯადოქარი წინ იყურებოდა და მისი მზერა საპატიმროს


მრუმე ნახატების, კედლების, მიწისა და სიბნელის მიღმა იქ მიეშურებოდა, სადაც
უდრტვინველი ზღვა კიდით კიდემდე გადაშლილიყო და დაისისკენ იღვრებოდა,
ოქროსფერი დრაკონები კი ოქროსფერ ქარში ლივლივებდნენ.

76
– იტყუები, – გამწარებით მიაძახა არჰამ, – და ამ ყველაფერს, უბრალოდ, იგონებ!

შეცბუნებულმა ჯადოქარმა გაკვირვებით ახედა:

– რატომ უნდა ვიტყუებოდე, არჰა?

– იმისთვის, რომ სულელად და უცოდინრად მაგრძნობინო თავი და შემაშინო.


იმისთვის, რომ თავი ბრძენად, გაბედულად და ძლიერად წარმოაჩინო, ვითომდა
დრაკონთმეუფეს, ან კიდევ რაღაც-რაღაცებს წარმოადგენდე. დრაკონებიც გინახავს
და ჰავნორის კოშკებიც, და ყოვლისმცოდნედ მოგაქვს თავი. მე კი არაფერი ვიცი და
არსად ვარ ნამყოფი. მაგრამ ყველაფერი, რაც შენ გგონია რომ იცი, სიცრუეა! შენ
ჩვეულებრივი ქურდი ხარ, პატიმარი, სულიც კი არ გაგაჩნია და აქედანაც
ვეღარასოდეს გააღწევ. და არ აქვს მნიშვნელობა, არსებობენ თუ არა ოკეანეები,
დრაკონები, თეთრი კოშკები და სხვა რამეები, რადგან შენ მათ ვეღარასოდეს
იხილავ.
შენ მზის სინათლესაც კი ვერ იხილავ. მე მხოლოდ წყვდიადი და მიწისქვეშ
დაბუდებული ღამე ვიცი. და მეტი არც არაფერია. ბოლოს მხოლოდ ეს ცოდნაღა
არსებობს და რჩება. მხოლოდ სიჩუმე და სიბნელე. შენ შეიძლება ყველაფერი იცი,
ჯადოქარო. მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, და ის ერთადერთი სიმართლეა!

ჯადოქარმა თავი დახარა. გრძელი, ბრინჯაოსავით ყავისფერი ხელები მშვიდად


დაეკრიფა მუხლებზე. არჰამ ისევ დაინახა მის ლოყაზე დაყოლებული ოთხზოლიანი
იარა. იცოდა, რომ წინ მჯდომ ადამიანს მასზე ღრმად ჰქონდა შეტოპილი წყვდიადში,
სიკვდილსაც უკეთ იცნობდა, ამაშიც კი სჯობნიდა... უცხოელის მიმართ სიძულვილის
ტალღამ არჰას გულიდან ისე უცაბედად და ძლიერად ამოხეთქა, რომ წამით
სუნთქვაც კი შეეკრა და ყელში ბურთად გაეჭედა. როგორ შეეძლო, დატყვევებულს, ასე
დაუცველს და იმავე დროს ასე მტკიცეს, მშვიდად და უდრეკად მჯდარიყო არჰას
პირისპირ? რატომ ვერ ახერხებდა მის დამარცხებას?

– აი, სწორედ ამისთვის დაგტოვე ცოცხალი, – უცებ სიმართლე წამოსცდა არჰას, –


მინდა, ჯადოქართა ხრიკები მაჩვენო. სანამ შეძლებ ჩემთვის შენი ხელობისა და
ილეთების ჩვენებას, მანამდე იცოცხლებ. თუკი ეს ყველაფერი უბრალო სისულელე
და ბაქიაობა აღმოჩნდება, შენს თავს მოვაშორებინებ. ხომ კარგად გესმის?

– დიახ.

– ძალიან კარგი. მაშ, განაგრძე!

პატიმარმა ცოტა ხნით თავი ხელებზე ჩამოდო, მერე კი პოზის შეცვლა სცადა. წელზე
შემოკრული სარტყელი არ აძლევდა რომელიმე მდგომარეობაში მოხერხებულად
მოკალათების საშუალებას. მხოლოდ ძირს ბრტყლად გართხმა შეეძლო. ბოლოს თავი
ასწია და ძალიან სერიოზულად მიმართა ქურუმს.

– არჰა, მისმინე. მე მაგი ვარ, თქვენთან რასაც გრძნეულს უწოდებთ. გარკვეული


უნარები და ძალები გამაჩნია. ესეც სიმართლეა. მაგრამ ასევე ჭეშმარიტებაა, რომ აქ,
უძველეს ძალთა „ფუძეში“ ჩემი სიძლიერე მცირეა და ხელობაც ძლივს

77
მემორჩილება. შემიძლია, ილუზიები გიჩვენო და ათასი საოცრება დაგანახო, მაგრამ
ეს ნამდვილი გრძნეულების ყველაზე

უმნიშვნელო ნაწილია. ილუზიების ჩვენება ბავშვობაშიც კი შემეძლო, და აქაც


შევძლებ მათ მოქსოვას. მაგრამ თუ მოჩვენებულს დაიჯერებ, შეგეშინდება და თუკი
განცდილი შიში განგარისხებს, შეიძლება ჩემი მოკვლა გადაწყვიტო. იმ შემთხვევაში,
თუ არ დაიჯერებ, მაშინ ილუზიები, როგორც აქამდე უწოდე, უბრალოდ ტყუილი და
ოინბაზობა იქნება, ამგვარად ჩემს სიცოცხლეს ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ამ
წამს კი ჩემი მთავარი მიზანი და სურვილი ცოცხლად დარჩენაა. პატიმრის ასეთმა
გულახდილობამ გაამხიარულა.

– განა ვერმიხვდი? რაღაც დროით ცოცხალი რჩები. რა სულელი ხარ! კარგი, მაჩვენე
შენი ოინები, ვიცი, რომ ტყუილი იქნება და არ შემეშინდება. თუმცა, მართალიც რომ
ყოფილიყო, მაინც არ შემეშინდებოდა. მიდი, განაგრძე. შენს ძვირფას ტყავს დღეს
მაინც არაფერი ემუქრება.

ამჯერად პატიმარს გაეცინა, ისევე უდარდელად, როგორც წამების წინ არჰას


ეცინებოდა. სიკვდილის საკითხს ორივე ხუმრობით კენწლავდა და ბავშვის სათამაშო
ბურთივით ხან ერთს ეპყრა ხელთ, ხან მეორეს.

– რა გსურს, რომ გაჩვენო?

– რა შეგიძლია მაჩვენო?

– ყველაფერი.

– მაინც როგორ ტრაბახობ.

– არა, – ოდნავ შეცბუნებით შეიცხადა მამაკაცმა, – არ ვტრაბახობ. ყოველ შემთხვევაში,


არ მინდოდა მეტრაბახა.

მან თავი დახარა და საკუთარ ხელებს დააშტერდა. ცოტა ხანი არაფერი მომხდარა.
არჰას მოტანილ ლამპარში დანთებული გრძელი სანთელი ნელა და მშვიდად იწვოდა.
კედლებზე დახატული შავი, ფრინველისფრთება ფიგურები, რომელთაც თვალები
მეწამულად და თეთრად გაეხილათ, არჰას და ჯადოქარს დასცქეროდნენ. მღვიმეში
ჩქამიც კი არ ისმოდა. არჰას იმედგაცრუებული და ოდნავ სევდანარევი ოხვრა
აღმოხდა. მამაკაცი სუსტი აღმოჩნდა: დიდებულ ამბებს ჰყვებოდა, მაგრამ არაფერი
შეეძლო. უბრალოდ, კარგი მატყუარა და არც თუ ისე კარგი ქურდი გამოდგა.

– მაშ, – ჩაილაპარაკა არჰამ და კაბის ბოლოები აკრიფა წამოსადგომად. ნაჭერმა მის


გამოძრავებაზე უცნაურად გაიშრიალა. არჰამ ძირს დაიხედა და გაოცებისგან უცებ
წამოიმართა.

თალხი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად ემოსა, გამქრალიყო. მას


ფირუზისფერი აბრეშუმის კაბა შემოსალტოდა, საღამოს ცასავით ხასხასა და რბილი.
კაბა წელს ქვემოთ იშლებოდა და მისი მთელი ზედაპირი უწვრილესი ვერცხლის
ნაქარგებით, პაწაწინა მარგალიტებით და კრისტალების ნაწილაკებით იყო

78
მოწინწკლული, და სინათლე ისე აბრჭყვიალებდა, როგორც მზე – აპრილის წვიმის
წვეთებს.

არჰა ხმის ამოუღებლად მიაჩერდა ჯადოქარს.

– მოგწონს?

– საიდან...

– იმ კაბას ჰგავს, ერთხელ მეფის ასულს რომ ეცვა ჰავნორის ახალ სასახლეში მზის
დაბრუნების ზეიმზე, – კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, – შენ მთხოვე ხილვის ღირებული
რამ მენახებინა. ვარჩიე, შენივე თავი მეჩვენებინა.

– გააქრე... გააქრე აქედან!

– შენ საკუთარი მოსასხამი მომეცი, განა არ შემიძლია საპასუხოდ რამე მაინც გიძღვნა?
– ოდნავ შემცბარმა იკითხა ჯადოქარმა, – არ იდარდო. ეს მხოლოდ ილუზიაა,
ხედავ?

თითიც კი არ გაუნძრევია და მით უმეტეს, არც სიტყვა წარმოუთქვამს. მაგრამ


ლურჯი ელვარება გახუნდა და გაქრა. არჰას კვლავ თავისი მძიმე შალის სამოსი ეცვა.
არჰა ცოტა ხანს ჩუმად იდგა.

– საიდან უნდა ვიცოდე, რომ ისეთი ხარ, როგორიც ჩანხარ?

– ვერ გეცოდინება, – უბრალოდ უპასუხა ჯადოქარმა, – მე ხომ არ ვიცი, როგორად


მხედავ. არჰა ისევ ჩაფიქრდა.

– შენ შეგიძლია შემაცდინო და თავი რაღაც სხვად მომაჩვენო, მაგალითად...

მაგრამ არჰას სიტყვა შუაში გაუწყდა, როდესაც პატიმარმა თითი ნელა ასწია. არჰამ
იფიქრა, რომ ის რაღაც შელოცვის გაკეთებას ეცდებოდა და დამფრთხალი ოთახის
კარისკენ გაჩოჩდა, მაგრამ როდესაც თვალი მისი თითის მიმართულებას გააყოლა,
დაინახა, რომ ის ჭერის თავში

ამოჭრილი შავი ოთხკუთხედისკენ, ტყუპი ღმერთების სალოცავის საგანძურში


გამავალი სათვალთვალო ხვრელისკენ მიუთითებდა.

ხვრელიდან სინათლე არ ჩამოდიოდა, იქ ვერაფერს ხედავდა. არც რამე


მოძრაობა ისმოდა მათ თავს ზემოთ. და მაინც, უცხოელი იქით მიუთითებდა და
მისი დაჟინებული მზერა არჰას არ შორდებოდა. რამდენიმე წუთით ორივენი
შეუტოკებლად გაჩერებულიყვნენ.

– შენი ჯადოქრობა ბავშვების გასაბრიყვებელი ოინებია და მეტი არაფერი, –


მკვეთრად და გარკვევით გამოაცხადა არჰამ, – უბრალო ხრიკები და ტყუილია.
საკმარისი ვიხილე. შენ უსახელოებს შეგწირავენ შესაჭმელად. აქ აღარ
დავბრუნდები.

79
გოგონამ თავისი ლამპარი აიღო და ოთახიდან გავიდა, კარი გაიხურა და ურდული
ხმაურიანად გადაკეტა. კარს მიღმა გაჩერდა, უკმაყოფილო და ჩაფიქრებული. ნეტა
ახლა რა უნდა მოემოქმედა?

ნეტავ კოსსილმა რა დაინახა ან მოისმინა? ან რაზე საუბრობდნენ? ვერაფრით


იხსენებდა, რაზე

ლაპარაკობდნენ, საბოლოო ჯამში, ვერასოდეს ახერხებდა პატიმრისთვის იმის თქმას,


რაც წინასწარ მოფიქრებული ჰქონდა. ის გამუდმებით აბნევდა ხან დრაკონებზე და
კოშკებზე საუბრით, ხან უსახელოთათვის სახელების დარქმევით, ცოცხლად
დარჩენის სურვილით, ან საწოლად ნაბოძები მოსასხამისთვის მადლობის გადახდით.
არასოდეს ამბობდა იმას, რასაც მისგან მოელოდა. არჰამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ
თილისმაზე გამოეკითხა, რომელიც ახლაც გულთან ახლოს დამალული ეკეთა.

ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა, რისი დაშავება შეეძლო კოსსილს? არჰას


გონებაში ამ კითხვაზე პასუხმა არ დააყოვნა. არაფერია გალიაში გამომწყვდეულ
შევარდენზე ადვილი მოსაკლავი. ქვის საკანში ბორკილებით დაბმული მამაკაცი
სრულიადუმწეო იქნებოდა. მეფეუფლის ქურუმს შეეძლო თავისი მსახური დუბი
გაეგზავნა და ჯადოქრის დახრჩობა ებრძანებინა. ან თუნდაც, იმ შემთხვევაში თუ არც
კოსსილმა და არც დუბიმ ამ სიღრმემდე გზა არ იცოდნენ, კოსსილს შეეძლო,
სასიკვდილო მტვერი ჩაეყარა მოხატული ოთახის სათვალთვალო ხვრელიდან.
ქურუმს მრავალი მომწამლავი ნივთიერება ჰქონდა, ყუთებსა და ფიალებში
მოთავსებული შხამებიდან ზოგი საკვებსა და წყალს წამლავდა, ზოგი კი ჰაერს
შეერეოდა და ყველას, ვინც შეისუნთქავდა, ცუდად გახდიდა ან საერთოდაც,
მოკლავდა. ასე რომ, მაინც შეძლებდა ჯადოქრის მოწამვლას, დილამდე მისი სხეული
უკვე გაცივებული იქნებოდა და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. აკლდამების ქვეშ
აღარასოდეს გაცოცხლდებოდა სინათლე.

აკლდამქვეშეთის გასასვლელისკენ მიმავალ ვიწრო დერეფნებს ჩქარი ნაბიჯით


გაუყვა და მალე გასასვლელსაც მიაღწია, სადაც ბებერი ბაყაყივით ჩაცუცქული მანანი
სიბნელეში ჩუმად ელოდა. მცველს პატიმრის მონახულების აზრი დიდად არ
ეპიტნავებოდა. გოგონა ნებას არ აძლევდა, მოხატულ ოთახამდე ბოლომდე
გაჰყოლოდა, ბოლოს კი ასეთ კომპრომისზე შეთანხმდნენ. ახლა, ისე როგორც
არასდროს, გაუხარდა, რომ მანანი აქ ელოდა. მისი ნდობა მაინც შეეძლო.

– მანან, მისმინე. ამწამსვე წადი მოხატულ ოთახში. იმ კაცს უთხარი, რომ


აკლდამქვეშეთში ცოცხლად დასამარხად მიგყავს. ეს ხმამაღლა უთხარი. ჯაჭვებს
რომ ახსნი, მერე...

არჰა წამით ჩაფიქრდა, სად შეიძლებოდა ჯადოქრის გადამალვა. მანანს კი დასჯის


ხსენებაზე თვალები გაუნათდა.

– აკლდამქვეშეთში წავიყვან, – დაასკვნა მანანმა.

– არა, სულელო. მე გითხარი, ეს ხმამაღლა თქვი-მეთქი, სინამდვილეში კი ....

80
რა ადგილი იქნებოდა კოსსილისა და მისი დამქაშებისგან დაცული? რა თქმა უნდა,
მხოლოდ უღრმესი, უწმინდესი ადგილები და უსახელოთა ყველაზე მალული
სამფლობელოები, სადაც

კოსსილი ვერასოდეს გაბედავდა ჩასვლას. მაგრამ განა კოსსილი ყველაფრის


გამბედავი არ იყო? შეიძლება მას ბნელი ადგილების ეშინოდა კიდეც, მაგრამ
ნებისმიერ შიშს გადალახავდა, ოღონდ კი თავისი მიზნებისთვის მიეღწია.
შეუძლებელი იყო, ზუსტად სცოდნოდა, კოსსილს ლაბირინთის განლაგების რა
ნაწილი დაეხსომებინა თჰარისგან, არჰას წინა ინკარნაციისგან ან თუნდაც
ლაბირინთში ხეტიალით რამდენი აღმოეჩინა. ეჭვი ჰქონდა, რომ კოსსილმა იმაზე
მეტი იცოდა, ვიდრე სხვებს თავს აჩვენებდა. მაგრამ მაინც არსებობდა საშუალება,
კოსსილს ვერ გაეგო, სად უნდა ეძებნა პატიმარი, იყო გზა, საიდუმლო ყველაზე
საიმედოდ შეენახა.

– შენ ის კაცი იქ უნდა მიიყვანო, სადაც მე გაგიძღვები და ეს სიბნელეში უნდა გააკეთო.


მერე როდესაც მე უკან, აქამდე დაგაბრუნებ, შენ აკლდამქვეშში საფლავს გათხრი,
კუბოს გააკეთებ და საფლავში ჩაფლავ, მიწასაც ბლომად დააფარებ, რომ თუ ვინმე
საფლავის ძებნას გადაწყვეტს, ეს ადვილად მოახერხოს. იცოდე, საფლავი ღრმა უნდა
იყოს. ყველაფერი გაიგე?

– არა, – მოწყენილი, დამფრთხალი ხმით მიუგო მანანმა. – პატარავ, ეს ხრიკები არაა


ჭკვიანური საქციელი. ეს ნამდვილად არ არის კარგი. აქ მამაკაცი არ უნდა იყოს. ამას
აუცილებლად მოჰყვება სასჯელი...

– დიახ, ერთ ბებერ სულელს ენას ამოაჭრიან, აი, რა მოხდება. კიდევ ბედავ მითხრა, რა
იქნება ჭკვიანური? მე ბნელი ძალების ნებას აღვასრულებ! დროზე გამომყევი!

– მაპატიე, პატარა ქალბატონო, მაპატიე...

ისინი მოხატული ოთახისკენ მიბრუნდნენ. არჰა გარეთ, დერეფანში ელოდებოდა,


სანამ მანანი კედელში ჩატანებული რგოლიდან ახსნიდა პატიმრის ბორკილებს. არჰამ
გაიგო, ბოხმა ხმამ როგორ იკითხა: „ახლა საით, მანან?“ და როგორ უპასუხა
ხრინწიანმა ალტმა „ცოცხლად უნდა დაიმარხო, ჩემი ქალბატონის ბრძანების
თანახმად. აკლდამის ქვების ქვეშ ჩაგფლავ. ადექი!“. მარადიულ სიბნელეში ჯაჭვმა
მათრახივით გაიშხუილა.

ტყვე ოთახიდან გამოვიდა, მაჯები მანანის ტყავის ქამრით ჰქონდა გაკრული. მანანი
უკან მოყვა, თან პატიმარი ძაღლივით მოკლე მანძილზე ეჭირა, ოღონდ საყელოს
მაგივრობას წელზე შემოჭდობილი რკინის ბორკილი სწევდა და საბელის ნაცვლად
ჯაჭვით თოკავდა. მამაკაცმა მზერა არჰასკენ მიაპყრო, მაგრამ გოგონამ სანთელს სული
შეუბერა და კუნაპეტ სიბნელეში ხმის დაუძვრელად წინ გაემართა. ლაბირინთის
სიბნელეში მარტო სიარულმა, როდესაც გზას მხოლოდ მეხსიერებით და კედელზე
მსუბუქი შეხებით მიიკვლევდა სიარულის მოზომილი და თავდაჯერებული სიჩქარე
გამოუმუშავა. უკან მომავალი ორი მამაკაცი გაცილებით უფრო უხერხულად და
ხლაფორთით მიჰყვებოდა, განსაკუთრებით – ბორკილებისა და ჯაჭვებს გამო. ამის

81
მიუხედავად, გზას უცვლელად სიბნელეში მიუყვებოდნენ, რადგან არჰას არ სურდა,
რომელიმე მათგანს დაემახსოვრებინა.

მოხატული ოთახიდან მარცხნივ შესახვევი, ორი ღიობი, ოთხგზისთან მარჯვნივ


შესახვევი, მარჯვენა კედელთან ერთი ღიობის გამოტოვება, მერე ერთი გრძელი
ხვეული, რომლის მერე ღრმა, ვიწრო, სრიალასაფეხურიანი უსასრულო ჩასასვლელი,
რომელიც მეტისმეტად ვიწრო იყო ჩვეულებრივი ადამიანური ტერფებისთვის, – ეს
იყო მათი გასავლელი გზა. არჰა ამ კიბეებს ჯერ არასოდეს გასცდენოდა.

ჰაერი უფრო მძაღე, უძრავი და მკვეთრსურნელიანი იყო. გზის მიმართულება არჰას


მეხსიერებაში მკვეთრად ჩაბეჭდილიყო, თჰარის ხმის ინტონაციებიც კი ახსოვდა
ყოველი ნაბიჯისა და სიტყვის გახსენებაზე. „კიბეებს ჩაუყევი“... არჰას ზურგს უკან
კუპრივით სიშავეში მიმავალი პატიმარი წაბორძიკდა და თითქმის იმავე წამს მისი
ამოხვნეშა გაისმა, – მანანმა ჯაჭვის მკვეთრი დაქაჩვით შეანარჩუნებინა წონასწორობა
და დაგორებისგან შეაკავა. „კიბის ბოლოშივე მარცხნივ შეუხვიე. იარე და სამ ღიობს
გასცდი, მერე მარჯვნივ მოუხვიე და ისევ მარჯვენა მხარეს გაუყევი“. მიწის ქვეშ
ყველაზე სწორი გზაც კი იხვეოდა და იკლაკნებოდა. „მერე ქვესკნელს უნდა აუქციოთ
გვერდი, მაგრამ იცოდე, ძალიან ვიწრო ბილიკია“, – შორიდან ჩაესმოდა თჰარის ხმა.

არჰამ ნაბიჯი შეანელა და თავის წინ გზა მოსინჯა ისე, რომ ცალი ხელი კედლისთვის
არ გაუშვია. წინ მიმავალი დერეფანი შედარებით სწორად და ფართოდ გაშლილიყო,
ლაბირინთის

არმცოდნემეგზურს უსაფრთხოებასა და ადვილ გზას უქადდა. არჰას ხელი აღარაფერს


ეხებოდა, თითქოს ქვესკნელს პირი დაეფჩინა. ქვის კიდე უცებ ქრებოდა, იატაკი
ფეხქვეშ ეცლებოდა და მარჯვენა კედელიც სადღაც სიღრმეში მიექანებოდა. მარცხნივ
კედელს ვიწრო ზოლად მიუყვებოდა ხელისგულისოდენა შვერილი, რომელიც ფეხის
მოსაკიდებლად ძლივს თუ იქნებოდა საკმარისი.

– წინ უფსკრულია. მარცხნივ კედლისკენ შებრუნდით, კედელს მიეკარით და


გვერდულად იარეთ. ფეხები მიწას არ მოსწყვიტოთ, იატაკზე გაასრიალეთ. მანან,
ჯაჭვს ხელი არ უშვა... შვერილზე დგახართ? თანდათან დავიწროვდება. ქუსლებს
წონა არ დაატანოთ. მე გადმოვცდი უფსკრულს. ხელი ჩემკენ გამოიშვირე, აი, ასე...

გვირაბი ზიგზაგისებურად მიუყვებოდა, ხშირი მოსახვევებით, კედლებში თითქმის


ყველა მხარეს ღიობები იტოტებოდა. ზოგი მათგანი მგზავრების ნაბიჯების ხმას
უცნაურად, თითქოს სრული სიცარიელიდან ამოძახილით პასუხობდა, რამდენიმე
ვარდნობიდან კი ჰაერის მოძრაობაც კი იგრძნობოდა, ოღონდ დაბერვის მაგივრად,
ჰაერი შიგნით ისრუტებოდა. ასეთი ღიობები ალბათ იმ უფსკრულის მსგავსი
სიცარიელეებით იყო სავსე, როგორსაც არჰა და მისი პატიმარი გასცდნენ. შეიძლება
ლაბირინთის ამ ნაწილის ქვეშ ერთი უზარმაზარი, უტევი სიცარიელე იყო, იმდენად
უსასრულო და აუვსებელი, რომ მასთან შედარებით აკლდამქვეშეთიც კი პატარა
ორმოდ მოეჩვენებოდა.

82
ამ უფსკრულის თავზე კი, სადაც არჰა, მანანი და პატიმარი გზას განუჭვრეტელ
უკუნეთში მიიკვლევდნენ, ლაბირინთის დერეფნებმა დავიწროება დაიწყო და ბოლოს
ისე შეიკუმშა, რომ არჰასაც კი მოხრა უწევდა. ნეტავ გზა ოდესმე თუ სრულდებოდა?

გზა უცებ დაკეტილი კარით დასრულდა. არჰამ დერეფნებში აკრეფილი სიჩქარითა და


ორად მოხრილი სვლით ვერ მოასწრო კარის დროზე შენიშვნა და თავითა და
ხელებით შეეჯახა. უცებ მონახა გასაღების ღრიჭო და მერე ქამარზე მისი შესაფერისი
გასაღების ძებნას შეუდგა. პატარა, ვერცხლის გასაღები, რომლის სახელურიც
დრაკონის ფორმის იყო, ჯერ არასოდეს გამოეყენებინა. რკინის მომცრო ხვეულა
უზადოდ მოერგო საკეტს და გადატრიალდა. არჰამ ატუანის აკლდამების დიადი
საგანძურის კარი გააღო. ოთახიდან მშრალმა, მძაღე და დაობებულმა ჰაერმა გამოჟონა
და მათ გარშემო სიბნელეს შეერია.

– მანან, შენთვის აქ შემოსვლა არ შეიძლება. კარს გარეთ დაიცადე.

– მისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?

– აქ თუ შემოხვალ, ამ ოთახს ვეღარასოდეს დატოვებ. ეს არის ყველა მოკვდავი


არსების კანონი და წესი, ჩემ გარდა. მხოლოდ მე შემიძლია აქედან ცოცხალს გასვლა.
მაშ მაინც შემოხვალ?

– მე გარეთ დაგელოდებით, – თითქოს შორიდან გაისმა მანანის სევდიანი ხმა, –


ქალბატონო, ქალბატონო, ოღონდ კარს ნუ დაკეტავთ...

მანანის შიშნარევმა ვედრებამ იმდენად შეაწუხა, რომ მის გასაჩუმებლად კარი ღია
დატოვა. თან თვითონაც გრძნობდა ამ ადგილას ჩაწოლილი შიშისა და ზაფრის
სიმძიმეს. არც პატიმარს ენდობოდა ბოლომდე, იმის მიუხედავად, რომ შებორკილი
იყო. რა იცოდა, ჯადოქარი რას მოიმოქმედებდა. ოთახში შესულმა აკანკალებული
ხელით გააკვესა ნაპერწკალი. დახუთულ და ჩამკვდარ ჰაერში ლამპარი ზანტად
აინთო. მბჟუტავი, მოყვითალო სინათლე გაცილებით მჭახედ მოჩანდა ხანგრძლივი
წყვდიადის შემდეგ. განძთსაცავი არჰასა და მის პატიმარს კედლებზე ავის
მომასწავებლად მოცეკვავე ჩრდილებით შემოერტყა.

ოთახში ქვის ექვსი დიდი სკივრი იდგა. მათი ზედაპირი პურის ძველ ნაჭერზე
ამობიბინებული ობივით მტვრის სქელ ფენას დაეფარა. ოთახში სხვა არაფერი ჩანდა.
კედლები უხეში ქვისა იყო, ჭერი დაბლა ეკიდა. აქაურობა მიწისქვეშეთთან
შედარებითაც კი ცივი იყო, იმ ყოვლისჩამწვდომი და უჰაერო სიცივით სავსე,
რომელიც ძარღვებში სისხლს ანელებდა და გულს ყინავდა. აქ აბლაბუდებიც კი არ
ეკიდა, მხოლოდ მტვერი. ქვემოთ არაფერი ცხოვრობდა, ის პატარა, თეთრი ობობებიც
კი არსად ჩანდნენ, რომლებიც ლაბირინთში ბუდობდნენ. მტვერი კი ნამდვილად
სქლად იდო, მისი ყოველი ნაწილაკი განვლილი დროისა და უსასრულობის

ერთი დღე იყო, რომელიც მარცვალ-მარცვალ ილექებოდა ამ ოთახში, სადაც არც ჟამი
და სინათლე ყოფილა ოდესმე: და გროვდებოდა მტვრად ქცეული დღეები, თვეები,
წლები და საუკუნეები...

83
– ეს არის ის ადგილი, რომელსაც ეძებდი, – მშვიდად მიმართა არჰამ, – ეს არის
ატუანის აკლდამების დიადი განძთსაცავი. შენ შეძელი და მასთან მოაღწიე.
ამიერიდან მას ვეღარასოდეს დატოვებ.

მამაკაცს ხმა არ ამოუღია და სახეზეც ისევ მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ


მის თვალებში ისეთი რამ დაინახა, რამაც გოგონა შეძრა: უცხოელს მზერა
სასოწარკვეთითა და იმედგაცრუებით ჰქონდა სავსე.

– შენ თქვი, რომ გინდოდა ცოცხალი გადარჩენილიყავი. ეს ერთადერთი ადგილია


ჩემთვის ცნობილთაგან, სადაც შეგიძლია ცოცხალი გადარჩე. მიმინო, კოსსილი
თავად მოგკლავს ან მე მაიძულებს, მოგკლა. მაგრამ აქ ის ვერ მოგვწვდება. მამაკაცი
ისევ დუმდა.

– ცოცხალი მაინც ვერასოდეს გააღწევდი აკლდამებიდან, განა ამას ვერ ხვდები? აქ


დარჩენა არაფრით განსხვავდება ზემოთ გამომწყვდევისგან. აქ, ბოლოს და ბოლოს,
შენი მოგზაურობის დასასრულს მიაღწიე. რისთვისაც მოხვედი და რასაც ეძებდი, აქ
არის.

მამაკაცი სრულიად გამოფიტული და სასოწარკვეთილი გამომეტყველებით ჩამოჯდა


ერთ-ერთ დიდ სკივრზე. სადავედ გამოყენებული ჯაჭვი გულის გამაწვრილებლად
გაჟღარუნდა ქვის ზედაპირზე. მან გათანგული მზერა მოატარა ოთახის ცარიელ
კედლებსა და მათზე მოცეკვავე ჩრდილებს და ბოლოს მზერა არჰას მიაპყრო.

არჰამ თვალი აარიდა და სკივრებს გადახედა. არანაირი სურვილი არ გააჩნდა,


რომელიმე მათგანი გაეხსნა. არაფრად ადარდებდა, რა საოცარი განძეულობა
იფერფლებოდა მათ შიგნით.

– აქ ჯაჭვის ტარება აღარ გჭირდება, – უხსნიდა არჰა, თან ბორკილი ახსნა და მანანის
ქამარი მოუშვა ხელებიდან, – როდესაც წავალ, კარი მაინც უნდა ჩავკეტო, მაგრამ
როდესაც დავბრუნდები, გენდობი, რომ თავს არ დამესხმები. შენ უკვე იცი, რომ
აქედან ვერ გაიქცევი, ასე რომ, ცდასაც აზრი არ აქვს. მე მათი შურისძიება ვარ და მათ
ნებასვასრულებ. მაგრამ თუმე ვერ შევასრულებ ჩემს მოვალეობას – თუ შენ ჩემს
ნდობას ვერ გაამართლებ – მაშინ ისინი თავად აღასრულებენ შურისგებას. შენ არ
უნდა სცადო ოთახიდან გასვლა, ან ჩემი მოტყუება აქედან გასაპარად. უნდა მენდო.

– ისე მოვიქცევი, როგორც მეტყვი, – რბილად უპასუხა მამაკაცმა.

– წყალსა და საჭმელს მოვიტან, როდესაც შევძლებ. ბევრს ვერა. წყალი საკმაოდ


გექნება, მაგრამ საკვები ცოტა. მეც შიმშილობის პირას ვარ, ხომ ხედავ?! მაგრამ
ცოცხლად გადასარჩენად გეყოფა. შეიძლება ხანდახან ერთი-ორი დღე ვერ მოვიდე,
შეიძლება ცოტათი მეტიც. კოსსილის თვალთვალი უნდა ჩამოვიშორო. მაგრამ
მოვალ. ამას გპირდები. აი, წყლის ბოთლი. გაუფრთხილდი, შეიძლება დიდხანს ვერ
მოვიდე. მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები. პატიმარმა არჰას ახედა. უცნაური
გამომეტყველება ჰქონდა.

– თავს გაუფრთხილდი, ტენარ.

84
თავი 8. სახელები
მანანი სრულ სიბნელეში, იმავე მიხვეულ-მოხვეული გზით გაიყვანა ლაბირინთიდან
და აკლდამქვეშეთში მარტო დატოვა, იქ ბებერ მცველს კოსსილისთვის ქურდის
დასჯის დასამტკიცებლად საფლავი უნდა გაეთხარა. უკვე გვიანი იყო და არჰა
დასაძინებლად „მცირე სახლში“ გაეშურა. ღამე შეშფოთებულს გაეღვიძა, გაახსენდა,
რომ თავისი მოსასხამი მოხატულ ოთახში დარჩენოდა. მამაკაცს ლაბირინთის უცივეს
ჯურღმულში გასათბობად თავისი მოკლე მოსასხამის, საწოლად კი მტვრიანი ქვის
გარდა არაფერი გააჩნდა. „ცივი სამარეა, ცივი სამარე...“ ძილ-ღვიძილში ფიქრობდა
არჰა, მაგრამ ბოლომდე გამოსაფხიზლებლად მეტისმეტად დაღლილი იყო და ბოლოს
ისევ მიეძინა. არჰას ბევრი რამ ესიზმრა. მოხატული ოთახის კედლებზე
გარდაცვლილთა სულები იხილა, უზარმაზარი ფრინველების მოყვანილობა
დაბეჩავებოდათ, ადამიანური კიდურები და სახეები ჰქონდათ, მიწისქვეშეთის
მტვრიან სიბნელეში უხმოდ ისხდნენ. ფრენა არ შეეძლოთ. პურად თიხა, წყლად კი
მტვერი ერგებოდათ. ეს იმათი სულები იყვნენ, ვინც არასოდეს გარდაიშობოდა, ის
ძველი ხალხი და ურწმუნონი, ვინც უსახელო ძალებმა შთანთქეს. ისინი არჰას
გარშემო შემოცუცქულიყვნენ, ყველგან შემორტყმოდნენ, ხანდახან კი მათგან ჩუმი
ღრჭიალის ან ჭრიჭინის მსგავსი ხმები ისმოდა. ერთ-ერთი მათგანი არჰას ძალიან
მიუახლოვდა და თუმცა ეშინოდა მისი და გვერდზე გაწევა

უნდოდა, გრძნობდა, რომ ადგილიდან ვერ იძვროდა. ამ არსებას, სხვებისგან


განსხვავებით, ფრინველის სახე ჰქონდა, თმა კი ოქროსფრად უბზინავდა, ქალის ხმით
თბილად და ნაზად უხმობდა, ისევ და ისევ: „ტენარ... ტენარ...“

გაეღვიძა. პირი თიხით ჰქონდა დაგმანული. მიწის ქვეშ, ქვის აკლდამაში იწვა. ხელები
და ფეხები დამკრძალავი სახვევებით ჰქონდა გაკრული, არც გამოძრავება შეეძლო და
არც ხმის ამოღება.

განწირულობის გრძნობა იმდენად დაუტეველი იყო, რომ ბოლოს გულის ფიცარი


გადასკდა და ცეცხლოვანი ფრინველივით ქვის სარკოფაგიდან ამოხეთქა, ქვა
ნამსხვრევებად აქცია და დღის სინათლემდე გააღწია. დღის სინათლემდე, რომელიც
მის უფანჯრო ოთახში ნელა იპარებოდა.

ღამის მოუსვენარი სიზმრებით დაღლილი და გაბრუებული წამოდგა, ამჯერად


ბოლომდე გამოფხიზლდა. ჩაიცვა და „მცირე სახლის“ კედელშემოვლებული ეზოს
შუაგულში წყლის ღია ცისტერნას მიაშურა. ჯერ ხელები და სახე, ბოლოს კი თავი
გამყინავ წყალში ჩაძირა და მანამდე გაჩერდა, სანამ სხეულში სიცივისგან
კრუნჩხვებმა არ დაუარა და ძარღვებში სისხლი არ აუმოძრავდა. სველი თმა უკან
გადაიქნია და წელში გამართული ცას მიაშტერდა.

რიჟრაჟს ოდნავ გადაცილებოდა, ჩვეულებრივი ზამთრის დღე იდგა. მოკრიალებულ


ცას მოყვითალო ელფერი დაჰკრავდა. თითქმის თვალუწვდენელ სიმაღლეზე, მზის
სხივებში ოქროს წვეთივით გამკრთალმა უდაბნოს ქორმა თუ შევარდენმა კამარა
შეკრა.

85
„ტენარი ვარ“, ფიქრობდა სიცივისგან, ზაფრისგან და აღელვებისგან ათრთოლებული
გოგონა.

„ჩემისახელი დავიბრუნე. მეტენარი ვარ!“ მის ზემოთ

კი ამ დროს მზით განათებული ცა ღუოდა.

ოქროსფერმა წერტილმა დასავლეთით მთებისკენ განაგრძო ფრენა და თვალს


მიეფარა. აისმა „მცირე სახლის“ სახურავის კიდეები შეაფერადა. ქვემოთ
სადგომებიდან ცხვრების ზანზალაკების ხმა გაისმა. სამზარეულოდან წამოსული
შეშის კვამლისა და ოსპის წვნიანის სუნი ზამთრის სპეტაკ სიოს შეერია.

– როგორ მშია... საიდან გაიგო? ჩემი სახელი საიდან უნდა სცოდნოდა... რამე უნდა
ვჭამო, ძალიან მშია...

არჰამ მოსასხამი მოიხურა და სასაუზმოდ სწრაფად გაიქცა.

სამდღიანი ნახევრადშიმშილობის შემდეგ, საჭმელმა თავისებური სიმხნევე და


სიმყარე მისცა. იმდენად აღელვებული, თავბრუდასხმული და შეშინებული აღარ იყო.
საუზმის მერე თავს კოსსილთან შესახვედრად საკმაოდ მოძლიერებულად გრძნობდა.

„დიდ სახლში“ სასადილო დარბაზიდან გამოსვლისას გოგონა ჩასხმულ ქურუმს


გვერდით დაუდგა და ხმადაბლა, თუმცა გარკვევით ჩაულაპარაკა:

– ყაჩაღს გავუსწორდი... რა შესანიშნავი დღეა! ქალის ცივი, ნაცრისფერი თვალები

თავსაბურავიდან ალმაცერად დაჰყურებდნენ.

– მეგონა, ქურუმს ადამიანის მსხვერპლშეწირვიდან სამი დღე უნდა ემარხულა.

წესი მართლაც ასეთი იყო. არჰას ეს დაავიწყდა და დაბნეულობა სახეზეც გამოეხატა.

– ის ჯერ არ მომკვდარა, – გაწელილი სიჩუმის მერე, თავი გამართლებას ეცადა.


ცდილობდა უდარდელი ხმით ეპასუხა კოსსილისთვის, რაც ისე ადვილად აღარ
გამოსდიოდა, როგორც წამის წინ, – ცოცხლადაა დამარხული. აკლდამების ქვეშ.
კუბოში. ჯერ კიდევ იქნება ცოტა

ჰაერი, კუბო მჭირდოდ არაა დახუფული, ხისგანაა. სიკვდილი საკმაოდ გაიწელება.


როდესაც მეცოდინება, რომ ნამდვილად მოკვდა, მარხვას მაშინ დავიწყებ.

– ამას როგორ გაიგებთ? გაღიზიანებული არჰა ისევ შეყოყმანდა.

– გავიგებ. მე... ჩემი მბრძანებლები მეტყვიან.

– გასაგებია. საფლავი სად არის?

– აკლდამქვეშეთში. მანანს დავავალე, საფლავი „გლუვი ქვის“ ქვეშ გაეთხარა.

პასუხისას არჰა ეცადა ნაჩქარევი, ახლანდელივით სულელური და დამყოლი მანერა


მოეშორებინა. კოსსილისთვის ღირსეულად და ამაყად უნდა ეპასუხა.

86
– ცოცხალი, თანაც ხის კუბოში. საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაა ჯადოქრისთვის,
ქალბატონო. ნამდვილად დარწმუნდით, რომ პირი ისე აქვს აკრული, შელოცვების
წარმოთქმა ვერ შეძლოს? ხელები თუ აქვს შებოჭილი? ხომ იცით, ჯადოქრებს ერთი
თითის

გამოძრავებითაც კი შეუძლიათ შელოცვების მოქსოვა, მაშინაც კი, თუ ენა


ამოკვეთილი ექნებათ.

– მისი ჯადოქრობა ფუჭია, მხოლოდ ხრიკებია, – არჰა ხმას თანდათან უწევდა, – ის


ჩამარხულია და ჩემი ბატონები მის სულს ელოდებიან. დანარჩენი კი შენი საქმე
არაა, ქურუმო!

ამჯერად ზედმეტი მოუვიდა. მისი ხმამაღალი სიტყვები სხვებსაც შეიძლება გაეგოთ.


პენთე და კიდევ ორი გოგონა, დუბი და ქურუმი მებბეთიც ყურთასმენის მანძილზე
იყვნენ. ყველა გაფაციცებით უგდებდა ყურს და კოსსილმა ეს კარგად იცოდა.

– ყველაფერი, რაც კი აქ ხდება, მეც მეხება, ქურუმო. მეფეუფალს, უკვდავ კაცს, ვისი
მსახურიც მე გახლავარ, ყველაფერი ეხება, რაც კი მის საუფლოშია. ის მიწისქვეშა
ადგილებში, ადამიანთა გონებასა და სულებშიც კი იკვლევს გზას და იხედება, და
ამას ვერავინ აუკრძალავს!

– მე ავუკრძალავ. აკლდამებში უსახელოთა ნების გარეშე ვერავინ შევა. ისინი შენს


მეფეუფლამდე იყვნენ და მის მერეც იარსებებენ. მათზე რიდით ისაუბრე, ქურუმო,
მათ შურისძიებას ნუ გამოიხმობ. ისინი ჯერ შენს სიზმრებში მოვლენ, შენი გონების
ყველაზე ბნელ კუნჭულებს მოგინახავენ და ბოლოს ჭკუიდან გადაგიყვანენ.

გოგონას თვალები ცეცხლივით ელავდა. კოსსილის სახე შალის მოსასხამით იყო


დაბურული. მათი დაპირისპირების მაყურებლები დაზაფრულები და მონუსხულები
ადევნებდნენ თვალს.

როდესაც ის კვლავ ამეტყველდა, კოსსილის ხმა ჩუმად, ბგერების შრიალა ნარჩენებად


გაისმა.

– ისინი ხნიერნი არიან. ძალიან ხნიერნი. მათი თაყვანისცემა ამ ერთი სალოცავის


გარდა ყველგან მივიწყებულია. მათი ძალები გამქრალია. მხოლოდ აჩრდილებია
დარჩენილი. ძალაუფლება აღარ გააჩნიათ. ნუ ეცდები ჩემ შეშინებას, შთანთქმულო.
შენ პირველქურუმი ხარ. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენვე იქნები უკანასკნელი?
ვერ გამაცურებ. შენს გულს კარგად ვხედავ. სიბნელე მე ვერაფერს დამიმალავს. თავს
გაუფრთხილდი, არჰა!

ზორბა ქალი შებრუნდა და ჩვეული დიდი ნაბიჯებით გასცილდა არჰას. მეფეუფლის


თეთრსვეტა ტაძრისკენ მიმავალი ქურუმი სანდლებიანი ტერფებით ყინვით
მომზრალ ბალახის ღეროებს ტკაცანით თელავდა.

გოგონას თხელი, მუქი სილუეტი კი მიწაზე მიყინულივით უძრავად იდგა „დიდი


სახლის“ ეზოში. არავინ განძრეულა, არაფერი შეტოკებულა. გარშემო გადაშლილი
ეზოსა და ტაძრის, ბორცვისა და შორს მთებით შემოფარგლული უდაბნოს ტრიალ
ხედზეც კი ყველაფერი გაშეშებულიყო, მხოლოდ კოსსილი მიიწევდა სულ უფრო წინ.

87
– დაე შენი სული წყვდიადის ძალებმა შთანთქან, კოსსილ!

არჰას ხმა შევარდნის ძახილივით მჭახედ გაისმა, მკლავი აღმართა და გაშეშებული,


ქურუმისკენ მიმართული ხელით ტაძრის კიბეებზე ამავალი ქალის ფართო ბეჭებს
წყევლა დაატეხა. კოსსილი წაბორძიკდა, მაგრამ არ შეჩერებულა და არც უკან
შემობრუნებულა. სვლა განაგრძო და მეფეუფლის ტაძარში შევიდა.

არჰამმთელი დღე ცარიელიტახტის ქვედა საფეხურზე მოკალათებულმა გაატარა.


ლაბირინთში ჩასვლას ვერ ბედავდა. არც დანარჩენ ქურუმებთან სურდა გამოჩენა.
მთელი მისი არსება სიმძიმით ავსებულიყო, საათი საათს მისდევდა, მაგრამ ეს
სიმძიმე ერთ ადგილას – დიდი დარბაზის მტვრიან ბინდში აკავებდა. უყურებდა ღია
ფერის სვეტების წყვილ-წყვილ რიგებს, დარბაზის შორეული ბოლოსკენ რომ
მიუყვებოდა, დაბზარულ ჭერში ჩამოჟონილი სინათლის სხივთა ათინათებს, ტახტის
სიახლოვეს, სამფეხა სადგამზე შედგმული ბრინჯაოს თასიდან ამოგრაგნილი
კვამლის სქელ ხვეულებს, ნაკვერჩხლებიდან რომ მიიკლაკნებოდნენ. გოგონა
საფეხურებზე მოფენილი თაგვის წვრილი ძვლების მოზაიკას აწყობდა, მისი გონება
კი გამალებით ფუსფუსებდა, თუმცა მაინც გაბრუებული იყო. საკუთარ თავს ისევ და
ისევ ეკითხებოდა „ვინ ვარ?“, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა.

მანანი ბაჯბაჯით ჩამოუყვა ქვის სვეტებით შემორაგულ გრძელ დარბაზს. მზის


სინათლე დიდი ხნის გადასული იყო, სხივთა ფარდები უკვე კარგა ხანია აღარ
აფერადებდნენ ტაძრის სიბნელეს, გარშემო ჩაბუდებული სიცივე კი
მომძლავრებულიყო. მანანს ცომისებრ სახეზე უაღრესი სევდა ასახოდა. არჰასგან
მოშორებით შეჩერდა. დიდრონი ხელები უძლურად ჩამოეშვა. მისი მოსასხამის
დაძენძილი ბოლო ქუსლებთან მისთრევდა.

– პატარა ქალბატონო.

– რა იყო, მანან? – დაჩლუნგებული კეთილგანწყობით იკითხა არჰამ.

– პატარავ, გთხოვ, ნება დამრთე ის გავაკეთო, რაც თქვი... რაც თქვი, რომ უკვე
შესრულებულია. ის უნდა მოკვდეს, პატარავ. მან მოგაჯადოვა. კოსსილი კი შურს
იძიებს. ის ბებერია და ბოროტი, შენ კი მეტისმეტად ნორჩი ხარ. შენ არ გაქვს
საკმარისი ძალა.

– ის ვერაფერს დამაკლებს.

– მან რომ მოგკლას, ყველას თვალწინაც, ღიადაც კი – მთელ იმპერიაში არავინ


მოიძებნება, ვინც ამისთვის მის დასჯას გაბედავს. ის მეფეუფლის უზენაესი
ქურუმია, მეფეუფალი კი ყველაფრის

მმართველია. მაგრამ ის მაინც არ მოგკლავს ღიად. შეპარვით გამოგასალმებს


სიცოცხლეს, მოგწამლავს, ჩუმად, ღამე.

– მაშინ ისევ გარდავიშობი.

მანანმა დიდრონი ხელები აღელვებულმა მოიფშვნიტა და ჩერჩულით ჩაილაპარაკა:

– შეიძლება მან არც მოგკლას.

88
– რას გულისხმობ?

– მას შეუძლია იქ, ქვემოთ, რომელიმე ოთახში ჩაგკეტოს... როგორც შენ ქურდი
დაამწყვდიე. და მაშინ შეიძლება წლობით გეცოცხლა. წლობით... და ახალი ქურუმი
არ მოევლინებოდა ქვეყანას, რადგან შენ სინამდვილეში მკვდარი არ იქნებოდი.
მაგრამ აკლდამების ქურუმი მაინც აღარ იარსებებდა, აღარავინ იცეკვებდა მთვარის
დაბნელების ცეკვებს, აღარავინ აღასრულებდა მსხვერპლშეწირვებს, სისხლი აღარ
დაინთხეოდა წმინდა ქვებზე და ბნელი ძალების მსახურება შეიძლება საერთოდაც
დავიწყებას მისცემოდა. სამუდამოდ. კოსსილი და მისი ბატონი ნამდვილად
ისურვებდნენ, ასე მომხდარიყო.

– ისინი გამათავისუფლებდნენ, მანან.

– იმ შემთხვევაში არა, თუ შენზე განრისხებულები იქნებოდნენ, პატარავ, –


წაიჩურჩულა მანანმა.

– განრისხებულნი?

– მის გამო... მისი დაუსჯელი მკრეხელობის გამო. ჰოი, პატარავ! ისინი არ პატიობენ!

თავდახრილი არჰა ქვედა საფეხურზე, მტვერში იჯდა. ხელიგულზე დასვენებულ


პაწია ნივთს, თაგვის პაწაწინა თავის ქალას დააშტერდა. ტახტს ზემოთ,
ხარაჩოებზე შემსხდარი ბუები ოდნავ შეირხნენ. საღამოს ბინდი თანდათან
მუქდებოდა. მანანმა ისევ ხმადაბლა განაგრძო საუბარი.

– ამაღამ ლაბირინთში არ ჩახვიდე. შინ წადი და დაიძინე. დილით კოსსილთან მიდი


და უთხარი, რომ წყევლა ახსენი. და ამით ყველაფერი დამთავრდება. აღარ იდარდო
მაგაზე. მტკიცებულებას მე ვაჩვენებ.

– მტკიცებულებას?

– იმის დასტურად, რომ ჯადოქარი ნამდვილად მკვდარია.

გოგონა გაუნძრევლად უსმენდა. მერე ხელი თანდათან მომუჭა და ხელისგულზე


დასვენებულ თავის ქალას ძლიერად მოუჭირა. როდესაც თითები გაშალა, ხელზე
ძვლის პაწაწინა ნამსხვრევებისა და მტვრის გროვა ედო.

– არა, – თქვა უბრალოდ და ხელიდან მტვერი ჩამოიბერტყა.

– უნდა მოკვდეს. მან ჯადო დაგადო. არჰა, თავგზა გაქვს აბნეული!

– არანაირი ჯადო არ დაუდია. ეგ შენ ხარ ბებერი და მშიშარა, მანან, მოხუცი ქალის
გეშინია. ან როგორ წარმოგიდგენია, მასთან მიხვალ, მოკლავ და შენს
„მტკიცებულებას“ მოიპოვებ? უშეცდომოდ გახსოვს დიადი საგანძურისკენ მიმავალი
გზა, გუშინ სიბნელეში რომ გაიარე?! მოსახვევების სწორად გადათვლას და
საფეხურებთან მისვლას, მერე უფსკრულისთვის გვერდის ავლას და კარამდე სწორად
მისვლას შეძლებ?! კარის გაღებას თუ მოახერხებ?!... საწყალო, მოხუცო მანან, გონება
საერთოდ აღარ გიჭრის. როგორ დაგაშინა იმ ქალმა. წადი ახლა

89
„მცირე სახლში“ და დაიძინე, ეცადე, ყველაფერი დაივიწყო. და გამუდმებით
სიკვდილზე ლაპარაკითაც თავს ნუღარ შემაწყენ... მე მოგვიანებით მოვალ. მიდი,
გაეშურე, ბებერო სულელო, წადი ახლა, ბეხრეკო... ძილი ნებისა, ძილი ნებისა!

გოგონა ფეხზე წამოიმართა და მოხუც მცველს გასასვლელისკენ ფართო მკერდზე


ნაზად უბიძგა, თან გზადაგზა მხარზე ნელა უთათუნებდა.

ავი წინათგრძნობითა და სიჯიუტით გულდამძიმებული, მაგრამ მუდამ მორჩილი


საჭურისი ზანტად შებრუნდა და კოლონებს შორის გაწელილ გრძელ,
ჩამოქცეულჭერიან დარბაზსგაუყვა. არჰამ მზერით გააცილა.

მანანი უკვე საკმაო ხნის წასული იყო, როდესაც არჰა, ბოლოს და ბოლოს, ადგილს
მოსწყდა, ტახტის გარშემო შემაღლებას შემოუარა და მის უკან დაბუდებულ
სიბნელეში გაუჩინარდა.

90
თავი 9. ერრეთ აკბეს ბეჭედი
ატუანის აკლდამების დიად განძთსაცავში დრო არასდროს გადიოდა. არც სინათლე
იყო, არც – სიცოცხლე. საუკუნოვან მტვერს ობობის გაფართხალებაც კი არ არღვევდა
და ცივ მიწას ჭიაყელაც კი ერიდებოდა. აქაურობას მხოლოდ ქვა, წყვდიადი და
სამუდამოდ შეჩერებული დრო ავსებდა.

შიდა მიწებიდან მოსული ქურდი ერთ-ერთი სკივრის ქვის სახურავზე ბეჭებით,


აკლდამის ქვაზე ამოკვეთილი ფიგურასავით გაჭიმულიყო. მოძრაობით აშლილი
მტვერი სამოსზე დაჰფენოდა. აღარ ინძრეოდა.

კარის საკეტი აძაგძაგდა. კარი გაიღო. სინათლის სხივმა შიგნით ჩაბუდებული


უკუნეთი გააპო და გარედან შემოსულმა, უფრო ხალასმა ჰაერმა ჩამდგარი, მკვდარი
შმორი შეატოკა. კაცი ისევ უძრავად იწვა.

არჰამ კარი მიხურა და საკეტი შიგნიდან ჩარაზა, ლამპარი სკივრზე დადგა და უძრავ
სხეულს ნელა მიუახლოვდა. გაუბედავად მოძრაობდა, თვალები ფართოდ გაეხილა,
სიბნელეში ხანგრძლივი მოგზაურობისგან გუგები ჯერ კიდევ ბოლომდე ჰქონდა
გაფართოებული.

– მიმინო! მხარზე შეეხო, რამდენჯერმე სახელით მოუხმო.

მამაკაცი გამოძრავდა და ამოიკვნესა. ბოლოს, როგორც იქნა, წამოჯდა, მაგრამ სახე


დაშრეტოდა და მზერაც დასცარიელებოდა. გოგონას შეხედა, მაგრამ გახსენება
აშკარად უჭირდა.

– მე ვარ, არჰა... ტენარი. წყალი მოგიტანე. აი, დალიე.

მამაკაცმა წყლის ბოთლს ხელი შეავლო, ხელებს მოუქნელად ამოძრავებდა, თითქოს


დაჰბუჟებოდა. ბოთლი მოიყუდა, მაგრამ ბევრი არ დაულევია.

– რამდენი ხანი გავიდა? – ძლივს ამოილაპარაკა.

– ორი დღე გავიდა, რაც ამ ოთახში მოხვედი. ახლა მესამე ღამეა. უფრო ადრე ვერ
მოვიდოდი. საჭმელი უნდა მომეპარა... აი, ისიც.

გოგონამ ჩანთიდან ნაცრისფერი ხმიადი ამოიღო და პატიმარს გაუწოდა, მაგრამ


მამაკაცმა თავი გაიქნია.

– არ მშია. აქ... აქაურობა სიკვდილიანი ადგილია.

თავი ხელებში ჩარგო და ისევ გაუნძრევლად გაშეშდა.

– გცივა? მოხატული ოთახიდან მოსასხამი წამოგიღე.

ის ისევ ჩუმად იჯდა.

მოსასხამი ძირს დადო და მამაკაცს მიაჩერდა. ოდნავ ცახცახებდა, გაფართოებული


გუგების გამო თვალები ისევფართო და ჩაშავებული მოუჩანდა.

უცებ გოგონა ჩაიკეცა, მუხლებზე დაემხო, მოიდრიკა და ტირილი წასკდა.


91
ქვითინებდა და ყოველი ამოსლუკუნება მთელ სხეულს უცახცახებდა, მაგრამ
თვალზე ერთი ცრემლიც არ მოსდგომია. მამაკაცი მოუქნელად ჩამოსრიალდა
სკივრიდან და მასთან დაიხარა.

– ტენარ...

– ტენარი არ ვარ. არც არჰა ვარ. ღმერთები დაიხოცნენ... ღმერთები დაიხოცნენ.

ჯადოქარმა ხელები თავზე მოხვია, თავსაბურავი უკან გადაუწია. მისი ხმა რბილად
ჩაესმოდა, გოგონასთვის სრულიად უცხო ენაზე საუბრობდა, უცნაურ სიტყვებს
წარმოთქვამდა. ყოველი ბგერის გაჟღერება მის გულს წვიმის წვეთივით ეცემოდა.
თანდათან გაიტრუნა და სმენად იქცა.

როდესაც გოგონა საბოლოოდ დამშვიდდა, ჯადოქარმა ბავშვივით აიყვანა ხელში და


იმ ქვის სკივრზე დასვა, სადაც რამდენიმე წუთის წინ თვითონ იწვა. გოგონას ხელებს
თავისი დააფარა და ჰკითხა:

– რატომ ტიროდი, ტენარ?

– გეტყვი. მნიშვნელობა აღარ აქვს, რას გეტყვი და რას არა. ვერაფერს იზამ. ვერ
დამეხმარები. შენც კვდები, ხომ ასეა?! ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს. აღარაფერს აქვს
მნიშვნელობა. კოსსილი, მეფეუფლის ქურუმი ყოველთვის ბოროტი არსება იყო,
სულ ცდილობდა ჩემთვის შენი მოკვლა ეიძულებინა. ისე, როგორც სხვები მოვკალი.
მე კი არ გკლავდი. საერთოდ, რა უფლება ჰქონდა?! მერე, გაბედა და უსახელოები
შებღალა, აბუჩად აიგდო, და მეც დავწყევლე. მას მერე კი მისი სულ მეშინოდა,
იმიტომ, რომ მანანი მართალია, – მას ღმერთების არ სწამს. მას უნდა, რომ ისინი

დავიწყებას მიეცნენ, ამის მისაღწევად ნამდვილად ძილში მომკლავდა. ამიტომაც მას


მერე არ მეძინა. არც „მცირე სახლში“ დავბრუნებულვარ. წინა ღამე მთლიანად
„დარბაზში“ გავატარე, ერთ-ერთ პატარა სათავსოში, სადაც საცეკვაო კაბები ინახება.
სანამ დღის სინათლე მომძლავრდებოდა, დიდ სახლში შეუმჩნევლად შევიძურწე და
ცოტა საჭმელი მოვიპარე, მერე კი ისევ „დარბაზში“ დავბრუნდი და მთელი დღე იქ
გავატარე. ვცდილობდი, გამოსავალი მომენახა და მომეფიქრებინა, რა მექნა. მერე კი,
ამაღამ... ამაღამ ძალიან დაღლილი ვიყავი, ვიფიქრე, წმინდა ადგილას ჩავიდოდი და
იქ დავიძინებდი, მეგონა, კოსსილს იქ მოსვლა შეეშინდებოდა. ასე რომ,
აკლდამქვეშეთში ჩავედი. იმ დიდ მღვიმეში, სადაც პირველად დაგინახე. ჩავედი და...
იქ კოსსილი დამხვდა. ალბათ წითელი კლდის კარიდან შევიდა. თან ლამპარი ჰქონდა.
იდგა და მანანის ამოთხრილ საფლავს ჩიჩქნიდა, რომ შეემოწმებინა, შიგნით სხეული
თუ იყო. სასაფლაოზე მოთარეშე ვირთხასავით, მსუქანი, დიდი, შავი ვირთხასავით
თხრიდა მიწას. მის გარშემო კი, წმინდა, უკუნ ადგილას, სინათლე ენთო. და
უსახელოებმა ამის შესაჩერებლად არაფერი მოიმოქმედეს. არც მოუკლავთ და არც
გაუგიჟებიათ. როგორც კოსსილმა თქვა, ისინი მხცოვანნი არიან. დაიხოცნენ. ყველანი
გაქრნენ. ქურუმი აღარ ვარ.

მამაკაცი ჩუმად უსმენდა, ხელები კვლავ მის თითებზე ედო და ოდნავ გვერდზე
თავგადახრილი უსმენდა. მზერასა და მოძრაობებშიც ცოტა სიცოცხლე და ძალა

92
დაბრუნებოდა, თუმცა ლოყაზე დაყოლილი ნაიარევები ნაცრისფრად გამოჰკვეთოდა,
თმა და ტანსაცმელი კი მტვრის სქელი ფენით დაფარვოდა.

– გვერდი ავუქციე და აკლდამქვეშეთს გამოვეცალე. მისი სანთელი გარშემო


ჩრდილებს უფრო აჩენდა, ვიდრე სინათლეს. დარბაზი რომ გადავჭერი, არ
დავუნახივარ და არც ნაბიჯების ხმა გაუგია. მას რომ გავცლოდი, ლაბირინთში
გადავწყვიტე შეფარება, მაგრამ იქაც კი სულ მეჩვენებოდა, რომ მომდევდა.
დერეფნებში საითაც უნდა გამეხვია, უკან გამუდმებით ნაბიჯების ხმა მესმოდა. აღარ
ვიცოდი, სად წავსულიყავი. მეგონა, აქ მაინც ვიქნებოდი უსაფრთხოდ, იმედი მქონდა,
ჩემი მბრძანებლები დამიფარავდნენ და დამიცავდნენ. მაგრამ ისინი არ მიცავენ.
აღარც არსებობენ. უბრალოდ დაიხოცნენ...

– მათ გამო... მათი სიკვდილის გამო ტიროდი? მაგრამ ისინი აქ არიან, ტენარ, აქ არიან!

– შენ საიდან იცი? – უხალისოდ ჩაილაპარაკა გოგონამ.

– ვიცი, რადგან იმ წამიდან მოყოლებული, რაც აკლდამების ქვეშ, მღვიმეში ფეხი


დავდგი, მთელი ძალებით ვცდილობდი, ისინი დამეოკებინა, ჩემი აღმოჩენისგან
ამერიდებინა. მთელი ჩემი უნარები ამას მოვახმარე, რაც კი ძალა მქონდა, ამის ცდაში
დავშრიტე. გვირაბები შელოცვათა დაუსრულებელი ქსელით გავხლართე, ძილის,
სიმშვიდის, დაფარვის უძლიერესი შელოცვებით, მაგრამ მათ მაინც იციან, რომ აქ
ვარ. ნახევრად მგრძნობენ – ნახევრად მძინარენი, მაგრამ ნახევრად მღვიძარნი. და
ახლაც კი, როდესაც მათი ძალის მხოლოდ ნახევარი დამყურებს

ეჭვით, მთელი ჩემი ძალები მათთან შეჭიდებას უნდება. აქაურობა უსაშინლესი


ადგილია. მარტო ადამიანს აქ ვერაფრის იმედი ექნება. წყურვილისგან სიკვდილის
პირას ვიყავი, როდესაც შენ წყალი მომიტანე, მაგრამ იმ წამს მხოლოდ წყალი ვერ
გადამარჩენდა. იმ წამს იმ ხელების ძალამ მიხსნა, რომლებმაც წყალი მომაწოდეს.

ამის თქმისას, ჯადოქარმა ტენარის ხელი ამოაბრუნა და თავის ხელისგულზე


მოქცეულ მომცრო ხელისგულს დააცქერდა. რამდენიმე წამში შებრუნდა, ოთახში
ორიოდე ნაბიჯი გადადგა და ისევ მის წინ გაჩერდა. გოგონა კვლავ ჩუმად იჯდა.

– მართლა გგონია, რომ ისინი დაიხოცნენ? გულის სიღრმეში სიმართლე ხომ კარგად
იცი. ისინი არ იხოცებიან. ისინი ბნელნი და უკვდავნი არიან, და მათ სინათლე
სძულთ – ჩვენი ხანმოკლე, კაშკაშა მოკვდაობის ნათელი. უკვდავნი არიან, მაგრამ
ღმერთები არ არიან. არასოდეს ყოფილან ღვთაებანი. ერთი სულდგმულის, ერთი
ადამიანის თაყვანისცემასაც კი არ იმსახურებენ.

დამძიმებულქუთუთოებიანი მზერა ლამპრის მბჟუტავი სინათლისთვის მიეპყრო და


ხმის ამოუღებლად უსმენდა.

– რა მოუციათ შენთვის, ტენარ?

– არაფერი, – ჩაიჩურჩულა ქურუმმა.

– იმიტომ, რომ არაფერი აქვთ მოსაცემი. შექმნის უნარი არ აქვთ. მთელი მათი
ძალაუფლება მხოლოდ გაშავებისა და განადგურების უნარია. ისინი აქაურობას ვერ

93
ტოვებენ, რადგან თვითონ ეს ადგილი არის წყვდიადი. და სწორიც იქნება, აქაურობა
მათ დავუტოვოთ. მათი არცუარყოფა შეიძლება და არც დავიწყება, მაგრამ ამის გამო
თაყვანისცემას არ იმსახურებენ. სამყარო მშვენიერი, ნათელი და კეთილია, მაგრამ
მხოლოდ ასეთი არ არის. სამყარო ასევე საშინელი, ბნელი და ბოროტიცაა. მწვანე
მოლზე მომაკვდავი კურდღელი გულის გამაწვრილებლად კივის. დიდრონი მთები
მკლავგადახვეულ მთაგრეხილებად მაღლდებიან ზეცისკენ, გულში კი
მომაკვდინებელ ცეცხლს მალავენ. ზღვაში ზვიგენები არიან, ადამიანის
თვალებიდან კი სისასტიკე გამოსჭვივის. და ყველგან, სადაც ადამიანები ასეთ
ავსულობას ეთაყვანებიან და ემორჩილებიან, ბოროტება იმატებს და ფესვებს
იდგამს. სამყაროში არის ადგილები, სადაც წყვდიადი გროვდება და ძალას იკრებს.
ადგილები, რომლებიც სრულად ეკუთვნით მათ, ვისაც ჩვენ უსახელოებს
ვუწოდებთ, უძველეს და წმინდა ძალებს, რომლებიც მიწეთზე სინათლის გაჩენამდე
ბატონობდნენ, წყვდიადის, ნგრევისა და სიგიჟის ძალებს... ვფიქრობ მათ თქვენი
ქურუმი, კოსსილი დიდი ხნის წინ შეაცდინეს ჭკუიდან. მიწისქვეშა მღვიმეებში
ისევე უგზო-უკვლოდ დათარეშობს, როგორც თავისი სულის ლაბირინთებში,
დაძრწის და გამოსავალს ვეღარ პოულობს. უკვე იმ ზღვრამდე მივიდა, რომ დღის
სინათლეს

ვეღარ ჰპოვებს. ის გეუბნებოდა, რომ უსახელონი დაიხოცნენ. მხოლოდ


სიმართლისადმი ბრმა, დაკარგული სული თუ დაიჯერებდა ამას. ისინი არსებობენ,
მაგრამ შენი მბრძანებლები არ არიან. არც ოდესმე ყოფილან. შენ თავისუფალი ხარ,
ტენარ. მთელი ცხოვრება მონობას გასწავლიდნენ, მაგრამ შენ გათავისუფლება
შეძელი.

გოგონა ხმის ამოუღებლად უსმენდა. ჯადოქარს მეტი არაფერი უთქვამს. ოთახში


სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ეს აღარ იყო ის მდუმარება, რომელსაც მის მოსვლამდე
დაესადგურებინა. ოთახში მათი სუნთქვა, ძარღვებში სიცოცხლის ფეთქვა და
თუნუქის ლამპარში მოციმციმე სანთლის ჩუმი, ცოცხალი შრიალი ისმოდა.

– ჩემი სახელი საიდან იცი?

მამაკაცმა ოთახში გაიარ-გამოიარა, მისმა მოძრაობამ მტვრის წვრილი ნაწილაკები


ჰაერში წამოშალა. ძვლებში გამჯდარი, გამყინავი სიცივის მოსაშორებლად ხელები
გაამოძრავა და მხრები გაშალა.

– სახელების ცოდნა ჩემი საქმეა. ჩემი ხელობა. ნებისმიერი რამისთვის მაგიის


შემოსაქსოვად, პირველ რიგში მისი ჭეშმარიტი სახელის გაგებაა საჭირო. ჩემს
მხარეში ჭეშმარიტ სახელს

მთელი ცხოვრების განმავლობაში საიდუმლოდ ვინახავთ, ყველასგან ფარულად, იმ


რამდენიმე ადამიანის გარდა, ვისაც ბოლომდე ვენდობით. სახელში დიადი ძალა და
ასევე დიადი საფრთხეა დამალული. ადრე, დროის დასაბამისას, როდესაც სეგოიმ
ზღვამიწეთი ოკეანეების სიღრმიდან მზის სინათლეზე ამოსწია, ყველას და
ყველაფერს თავისი ჭეშმარიტი სახელი ეწოდებოდა. დღემდე მაგიის, ჯადოქრობის
ყველა ქმედება ამ ცოდნასთანაა დაკავშირებული, – „ქმნილების“ ჭეშმარიტი და
უძველესი ენის თავიდან სწავლასა და გახსენებასთან. რა თქმა უნდა, შელოცვების

94
დასწავლაც არის საჭირო, სიტყვების გამოყენებაში დახელოვნება. ასევე იმის ცოდნაა
აუცილებელი, თუ რა შედეგები მოჰყვება ყველაფერს. მაგრამ ძირითადად ყველა
ჯადოქარი სიცოცხლეს ჭეშმარიტი სახელების ამოცნობაში და გამორკვევის გზების
ძიებაში ატარებს.

– ჩემი როგორ გაიგე?

მათ შორის ჩამოწოლილიჩრდილების გადაღმიდან ჯადოქარმა ჩამწვდომი, ნათელი


მზერა მიაპყრო. ცოტა ხანი შეყოყმანდა.

– ამას ვერ გეტყვი. შენ შეფუთული, დაბურული ლამპარივით ხარ, რომელიც ბნელ
ადგილას დამალეს. მაგრამ სინათლე მაინც კაშკაშებს, შენი ნათლის ჩაქრობა ვერ
შეძლეს. და როგორც

ნათელი ვიცი, როგორც შენ გცნობ, ისე ვიცი შენი სახელი, ტენარ. ეს არის ჩემი ნიჭი, ეს
არის ჩემი ძალა. მეტს ვერ გეტყვი. მაგრამ გთხოვ ის მითხარი, აწი რას აპირებ?

– არ ვიცი.

– კოსსილი უკვე აღმოაჩენდა, რომ საფლავი ცარიელია. ახლა რას მოიმოქმედებს?

– არ ვიცი. თუ ზემოთ დავბრუნდები, შეუძლია ჩემი თავი მოაკვლევინოს. უზენაესი


ქურუმის ტყუილი სიკვდილით ისჯება. თუკი მოინდომებს შეუძლია, ჩემი თავი
საერთოდაც ტახტის საფეხურებთან მსხვერპლად შეაწირვინოს. მანანს ამჯერად
მართლა მოუწევს ჩემთვის თავის მოკვეთა, უბრალოდ ხმლის აღმართვისა და შავად
მოსილი ქურუმის გამოჩენის მოლოდინის ნაცვლად. ამჯერად შავებში შემოსილი
მხევალი ხმლის დაშვებას აღარ შეაჩერებს. ბოლომდე დაეშვება და თავს მომკვეთს.
მისი ხმა უღიმღამოდ და მდორედ ისმოდა. მამაკაცმა შუბლი შეკრა.

– აქ დიდხანს თუ დავრჩებით, საღად აზროვნებას დაკარგავ, ტენარ. უსახელოთა


რისხვა მძიმედ გაწვება გონებაზე. მეც არ მინდობს. ახლა შენთან ერთად უფრო
ადვილი ასატანია, გაცილებით

ადვილი ასატანი. მაგრამ სანამ შენ მოხვიდოდი, დიდხანს ვიყავი მარტო და თითქმის
მთელი ძალა დავხარჯე. არავის შეუძლია, მარტომ დიდხანს გაუწიოს უსახელოებს
წინააღმდეგობა. ძალიან ძლიერები არიან.

ხმა თანდათან დაუდაბლდა და შეჩერდა, თითქოს აზრის ჯაჭვი გაუწყდა. შუბლი


ჩაფიქრებულმა მოისრისა და მერე გადაწყვეტით გაეშურა ბოთლიდან წყლის
დასალევად. ხმიადს ყუა მოატეხა და საჭმელად ტენარის პირისპირ, სკივრზე
ჩამოჯდა.

მართალს ამბობდა, თვითონაც გრძნობდა გონებაზე რაღაც ზეწოლას, რომელიც


აზრებსა და გრძნობებს უბნელებდა და უბნევდა. მაგრამ ის შიშის გრძნობა,
რომელიც დერეფნებში მარტოდ მომავალს დაეუფლა, ახლა ტვინს აღარ უბინდავდა.
მხოლოდ ჩაკეტილ კარს მიღმა მომლოდინე ღრმა მდუმარება აშფოთებდა. ნეტავ
რატომ? ადრე მიწისქვეშეთის სიჩუმე არ აწუხებდა. მაგრამ ადრე არც უსახელოთა

95
ნება უარუყვია ოდესმე, წინათ არასოდეს დაპირისპირებია მათ ძალას. ამის
გაფიქრებაზე მწარედ ჩაიქირქილა.

– ერთი შემოგვხედე. იმპერიის უდიდეს საგანძურზე ვსხედვართ, რომლის ერთი


სკივრის ხელში ჩასაგდებად თავად მეფეუფალიც კი თავის ცოლებს ერთიანად
დათმობდა. ჩვენ კი თავსახურის გადასაწევად და შიგ ჩასახედადაც კი ვერ
მოვიცალეთ.

– მე ჩავიხედე, – ღეჭვა-ღეჭვით უპასუხა მიმინომ.

– სიბნელეში?

– პატარა სინათლე გავაჩინე. შუქცოცხალა. აქ სინათლის გაჩენა ძალიან რთულია. ჩემი


კვერთხითაც კი გამიჭირდებოდა, უმისოდ კი ისეთი წვალება იყო, როგორც სველი
შეშით წვიმის ქვეშ ცეცხლის დანთება. მაგრამ ბოლოს მაინც გამომივიდა. და ისიც
ვიპოვე, რასაც აქ ვეძიებდი. გოგონამ თავი ნელა ასწია და შეხედა.

– ბეჭედი?

– ბეჭდის ნახევარი. მეორე ნახევარი შენ გაქვს.

– მე მაქვს? მეორე ნახევარი ხომ დაიკარგა და...

– და ისევ გამოჩნდა. ჯაჭვზე ჩამოკიდებული კისერზე მეკეთა. შენ მომხსენი და


მკითხე, უკეთესი თილისმა რატომ არ ვიშოვე. ერთადერთი თილისმა, რაც შეიძლება
ერრეთ აკბეს

ბეჭდის ნახევარზე უკეთესი იყოს, მთლიანი ბეჭედია. მაგრამ როგორც ამბობენ,


ნახევარი პურის ქონა სჯობს არაფრის ქონას. ასე რომ, ახლა შენ ჩემი ნახევარი გაქვს, მე
კი – შენი ნახევარი. მამაკაცმა ისევ აკლდამაში მოლიცლიცე ჩრდილებს მიღმა გაჰღიმა.

– როდესაც წაგართვი, შენ მითხარი, რომ არ ვიცოდი, მისთვის რა მომეხერხებინა.

– იმიტომ, რომ სიმართლე იყო. – და შენ იცი, როგორ გამოიყენო? კაცმა უბრალოდ

თავი დაუქნია.

– მითხარი. მომიყევი, რა არის ეს ბეჭედი, ან დაკარგულ ნახევარს როგორ გადააწყდი,


აქ როგორ მოაღწიე და რაც მთავარია, რატომ. ყველაფერს რომ გავიგებ, მერე იქნებ
მივხვდე, რა შეიძლება გავაკეთოთ.

– შეიძლება მართლაც მიხვდე. მაშ, კარგი. რას წარმოადგენს ერრეთ აკბეს ბეჭედი?!
როგორც უკვე შეამჩნევდი, ის სულაც არ გამოიყურება ძვირფასად, და საერთოდ
ბეჭედიც კი არ არის.

ბეჭდისთვის მეტისმეტად დიდია. შეიძლება სამაჯური იყოს, მაგრამ ამისთვის


ძალიან პატარა მეჩვენება. არცერთმა ადამიანმა უწყის, ვისთვის იყო შექმნილი. იყო
დრო, როდესაც ის ელფარრან მშვენიერს ეკეთა, მანამ, სანამ კუნძული სოლეა ზღვის
ფსკერზე ჩაიძირებოდა. და მაშინაც კი, როდესაც ის ელფარრანს ეპყრა, სარტყელი
უკვე უძველესი იყო. ბოლოს, ის ერრეთ აკბეს ხელში მოხვდა... სარტყელი მყარი

96
ვერცხლისგან არის ნაჭედი და ცხრა ნახვრეტი აქვს დატანებული. გარედან
ტალღისებრი ორნამენტი დაჰყვება, შიდა მხარეს კი „ძალის ცხრა რუნაა“
ამოტვიფრული. ნახევარს, რომელიც შენ გაქვს, ზედ ოთხი რუნა და ერთი რუნის
ნაწილი აქვს, ისევე, როგორც ჩემსას. ტყდომის ხაზმა ერთ-ერთი რუნის ზედ შუაში
გაიარა და სამუდამოდ გაანადგურა. მას მერე ამ რუნას დაკარგულ რუნას უწოდებენ.
დანარჩენი რვა რუნა მაგებისთვის ცნობილია: პირრი, რომელიც სიგიჟისგან,

ქარისაგან და ცეცხლისგანიცავს, გესი, რომელიც გამძლეობას ანიჭებს, და ასე შემდეგ.


მაგრამ გატეხილი რუნა იყო ის, რაც მიწებს აერთიანებდა. ის გამაერთიანებელი რუნა
იყო, ნიშანი, რომელიც აკავშირებდა, მშვიდობის სიმბოლო. ვერცერთი ხელმწიფე ვერ
მართავდა კარგად თავის სამფლობელოს, თუ ამ რუნის მფარველობის ქვეშ არ
მეფობდა. არავინ იცის, როგორ შეიქმნა, ან როგორ დაიწერა. ის კი ცხადია, რომ მისი
დაკარგვის მერე ჰავნორში დიადი მეფეები აღარ ყოფილან. რუნის გარეშე
უფლისწულები და ტირანები ბატონობდნენ ზღვამიწეთის მხარეებზე, რომლებიც
ერთმანეთში მუდმივ ომებსა და ქიშპს მოეცვა.

„ასე რომ, არქიპელაგის ბრძენ მაგებსა და მეფეებს ერრეთ აკბეს ბეჭდის მოპოვება
სურდათ დაკარგული რუნის აღსადგენად და მშვიდობის დასამყარებლად. მაგრამ
ბოლოს ისინიც დანებდნენ და მის საძიებლად აღარავის გზავნიდნენ, რადგან
აკლდამებში დაცული ნაწილის მოპოვებას ვერავინ ახერხებდა, მეორე ნაწილი კი,
რომელიც ერრეთ აკბემ კარგიელ მეფეს გადასცა, სამუდამოდ დაიკარგა. გადაწყვიტეს,
რომ მის ძიებას აზრი აღარ ჰქონდა. ეს მრავალი საუკუნის წინ იყო.

„ახლა კი ამ ამბავში მე ვჩნდები. ერთხელ, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი – იმ დროს


შენზე ოდნავ უფროსი თუ ვიქნებოდი – მთელი ზღვის გადაღმა დევნა, შეიძლება
ითქვას, ნადირობა მქონდა გაჩაღებული. იმ არსებამ, რომელსაც მივდევდი, მომატყუა
და კარეგო-ატისა და ატუანის ნაპირებიდან არც ისე შორს, აქედან
სამხრეთაღმოსავლეთით, ერთ-ერთ პატარა კუნძულაკზე აღმოვჩნდი გარიყული.
კუნძული ქვიშის ბორცვზე დიდი არ იქნებოდა, შუაში მოზრდილი, ბალახოვანი
დიუნებითა და ერთი მლაშეწყლიანი წყაროთი. მეტი იქ არაფერი იყო.

სასწაულებრივად, იქ ორი ადამიანი, მოხუცი კაცი და ქალი – ალბათ და-ძმა –


ცხოვრობდა. თავიდან ჩემი ძალიან ეშინოდათ. უცხო ადამიანის სახე დიდი ხანია არ
ენახათ, ვინ იცის, ზუსტად რა დრო?! წლები, ან შეიძლება ათწლეულებიც კი
მარტოებმა გალიეს. გასაჭირში ვიყავი და მათ სიკეთე გამოიჩინეს. გამორიყული
მორებით ნაშენი ხუხულა ჰქონდათ და

შიგნით ცეცხლი ენთოთ. ქალმა საკვები მიწილადა, მიქცევისას ნაპირზე მოგროვილი


მოლუსკები და წყლის ფრინველების ხმელი ხორცი, რომელთა მოკვლასაც ქვებით
ახერხებდნენ. ჩემი ეშინოდა, მაგრამ საჭმელი მაინც მომცა. დრო გავიდა და როდესაც
მისთვის საზიანო არაფერი მიქნია, ცოტა მეტად მენდო და თავისი საგანძური მაჩვენა.
თურმე მასაც გააჩნდა საგანძური... პატარა კაბა მანახა, მთლიანად აბრეშუმისგან
შეკერილი და პაწია მარგალიტებით მოქარგული. პატარა ბავშვის ზომის, ნამდვილად
მეფის ასულის კაბა იყო. ახლა კი სელაპის გამოუქნელი ტყავის სამოსი ეცვა.

97
დალაპარაკება ვერ შევძელით. მე მაშინ კარგიული არ ვიცოდი, მათ კი არქიპელაგის
ენების ინჩიბინჩი არ გაეგებოდათ, მშობლიური ენაც კი თითქმის სულ
მივიწყებოდათ, ერთმანეთში გადასალაპარაკებელი სიტყვების გარდა. აქ ალბათ
ბავშვობაში მოიყვანეს და სასიკვდილოდ დატოვეს. არც ვიცი, ასეთ ბოროტებას ვინმე
რატომ ჩაიდენდა და, ეჭვი მაქვს, არც მათ იცოდნენ. კუნძულის, ქარისა და ზღვის
მეტი არაფერი ენახათ. მაგრამ გამგზავრებისას, ქალმა საჩუქარი მიბოძა. ერრეთ აკბეს
ბეჭდის დაკარგული ნახევარი მომცა. მამაკაცი ცოტა ხნით დადუმდა.

– მაშინ არ ვიცოდი, რკინის ეს ნატეხი რას წარმოადგენდა და არც მან იცოდა. ჩვენი
დროების

უდიადესი ძღვენი სელაპის ტყავში გამოწყობილმა ბეჩავმა, სულელმა დედაბერმა


ერთ უგუნურ ყმაწვილს უბოძა, რომელმაც ის უბრალოდ ჯიბეში ჩაიტენა, „მადლობა“
მიაძახა და ზღვაში გაცურა... აი, ასე განვაგრძე გზა და ჩემს საქმეებს შევუდექი. მერე
სხვა სადარდებელი გამოჩნდა და დრაკონთა ნატერფულებისკენ, დასავლეთით
მომიწია გამგზავრება, მერე სხვაგან და კიდევ სხვაგან. მაგრამ ამ ნივთს მაინც მუდამ
თან დავატარებდი, რადგან მადლიერებას ვგრძნობდი იმ ქალის მიმართ, რომელიც
კეთილად მომეპყრო და ერთადერთი რამ მაჩუქა, რაც ქვეყნად ებადა. ერთ-ერთ
ნახვრეტში ჯაჭვი გავუყარე, გულზე ჩამოვიკიდე და დიდად აღარ დავფიქრებულვარ.
რაღაც ხნის მერე, ერთ დღეს, სელიდორზე, ზღვამიწეთის უშორეს კუნძულზე, სადაც
ერრეთ აკბე დაიღუპა დრაკონ ორმთან ბრძოლისას, ორმის ჩამომავალ დრაკონს
ვესაუბრე. სწორედ მან მითხრა, გულზე დაკიდებულს რას ვატარებდი.

სასაცილოდ ეჩვენა, რომ არ ვიცოდი, რა მქონდა ხელთ. დრაკონებს ადამიანები


ზოგადად სახალისოები ვეჩვენებით. მაგრამ ერრეთ აკბე კი ახსოვთ. მასზე
პატივისცემით საუბრობენ, თითქოს ადამიანი კი არა, დრაკონი ყოფილიყო.

– როდესაც შიდა მიწებისკენ დავბრუნდი, ჰავნორს მივაშურე. მე თვითონ გონტზე


დავიბადე, კარგიული მიწებიდან არც ისე შორს, დასავლეთით მდებარეობს და მას
მერე ბევრგან მოვხვედრილვარ, მაგრამ ჰავნორში არ ვიყავი ნამყოფი. დრო იყო,
იქით მიმეშურებინა. იქ

თეთრი კოშკები ვიხილე, ვაჭრებს, უფლისწულებსა და ძველ სამფლობელოთა


მბრძანებლებს ვესაუბრე. მოვუყევი, რა მქონდა. ვუთხარი, რომ თუკი სურდათ,
შემეძლო ბეჭდის დაკარგული ნაწილის საძებნელად ატუანის აკლდამებში
წავსულიყავი, რომ დაკარგული რუნა აღგვედგინა და მშვიდობა ისევ
დაგვებრუნებინა. მათ ქება-დიდებითა და დაპირებებით ამავსეს, ერთ-ერთმა
მათგანმა ფულიც კი მომცა ჩემი ნავის გასამართად და საგზლის მოსამარაგებლად. ასე
რომ, თქვენი ენა შევისწავლე და ატუანში ჩამოვედი. ისევ გაჩუმდა და თავის წინ,
სიბნელეში მცოცავ ჩრდილებს მიაშტერდა.

– ჩვენი სოფლების მცხოვრებლები ვერ მიხვდნენ, რომ უცხოელი იყავი? კანის ფერით
ან საუბრით მაინც ვერ ამოგიცნეს?

– ადამიანების გასულელება ძალიან მარტივია, თუ საჭირო ხრიკები იცი, –


სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ჯადოქარმა, – რამდენიმე ილუზიურ ცვლილებას

98
გააკეთებ და ჯადოქრის გარდა ვერავინ ამოიცნობს, მათ მიღმა ვინ ხარ. კარგადის
მიწებზე კი ჯადოქრები ან მაგები არ გყავთ. ეს ძალიან მეუცნაურება. ყველა
ჯადოქარი დიდი ხნის წინ განდევნეთ და მაგიის ხელობის გამოყენებაც სასტიკად
აკრძალეთ. საბოლოოდ, მაგიის არც კი გჯერათ.

– მაგიის უარყოფას ბავშვობიდან მინერგავდნენ. ის ქურუმეფეების ქადაგებებს


ეწინააღმდეგება. მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ ჯადოქრობის მეშვეობით თუ
შემოაღწევდი აკლდამებში, მაგიით თუ გააღებდი წითელი კლდის კარს.

– მხოლოდ ჯადოქრობისმეშვეობით არა, კეთილი რჩევისა და ცოდნის მეშვეობითაც.


ჩვენ მგონი დამწერლობას თქვენზე ხშირად ვიყენებთ. კითხვა თუ იცი?

– არა. ერთ-ერთი ავსული ხელობაა. ჯადოქარმა გაგებით დაუქნია თავი.

– მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სასარგებლო ხელობაა. ერთ-ერთი წარუმატებელი


ქურდის უძველეს ჩანაწერში ატუანის აკლდამების აღწერა და შემოსასვლელის
მინიშნება იყო იმ შემთხვევისთვის, ვინმე აქამდე მოღწევასა და გახსნის დიდი
შელოცვებიდან რომელიმეს გამოყენებას თუ შეძლებდა. ეს ყველაფერი ჰავნორის
უფლისწულის საცავში შენახულ ერთ წიგნში ეწერა, რომლის წაკითხვის ნებაც
დამრთო. და ამ ცოდნის დახმარებით მღვიმემდე მოვაღწიე.

– აკლდამქვეშეთამდე.

– წიგნის ავტორს, აქამდე მოსულ ქურდს, ეგონა, რომ ბეჭედი სწორედ


აკლდამქვეშეთში იქნებოდა. მეც პირველ რიგში იქ ვეძებდი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ
ასეთი საგანძური უფრო კარგად უნდა ყოფილიყო დამალული, უფრო შორს,
ლაბირინთის სიღრმეებში. ვიცოდი ლაბირინთის შესასვლელი საითაც იყო და
როდესაც შენ დაგინახე, პირდაპირ იქით გავეშურე, რომ მისი დერეფნებისთვის
შემეფარებინა თავი და განძი იქ მეძებნა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სწორი
გადაწყვეტილება. უსახელოებს უკვე ხელთ ეგდოთ ჩემი გონება და აზრებს
მირევდნენ. მას მერე სულ უფრო ვსუსტდები და ვსულელდები. ადამიანი მათ არ
უნდა დანებდეს, არ უნდა დაემონოს, მუდამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, სულით
ძლიერი და მედგარი უნდა იყოს. ეს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვისწავლე. მაგრამ ამის
გაკეთება ძალიან რთულია, მით უმეტეს აქ, სადაც მათი ძალაუფლება ესოდენ
ძლიერია. ისინი ღმერთები არ არიან, ტენარ. მაგრამ ნებისმიერ ადამიანზე გაცილებით
ძლევამოსილნი არიან. ორივენი დიდი ხნით დადუმდნენ.

– სკივრში კიდევ რა განძეულობა იპოვე? – უხალისოდ იკითხა გოგონამ.

– ხარახურა. ოქრო, ძვირფასი ქვები, გვირგვინები, ხმლები. არაფერი ისეთი, რასთანაც


რომელიმე მოკვდავს ხელი ექნებოდა... ტენარ, ერთი რამ მაინტერესებს: ატუანის
აკლდამების ქურუმად როგორ აგირჩიეს?

– როდესაც პირველქურუმი კვდება, ქურუმები და მსახურები მთელ ატუანში მისი


სიკვდილის ღამეს დაბადებული გოგოს საძებნელად მიეშურებიან. ყოველთვის
პოულობენ ასეთ ბავშვს, რადგან ის არის გარდაშობილი ქურუმი. როდესაც ხუთი
წლის შეუსრულდება, ის „ფუძეში“ მოჰყავთ. როდესაც ექვსი წლის შესრულდება,

99
უსახელოებს მიერთმევა ძღვნად და ისინი მის სულს შთანთქავენ. მას მერე მათ
ეკუთვნის, ისევე, როგორც დროის დასაწყისიდან სრულად და მხოლოდ მათ
ეკუთვნოდა. და მას სახელი აღარ ჰქვია.

– შენ ამის გჯერა?

– ყოველთვის მჯეროდა.

– და ახლაც გჯერა?

პასუხი არ გაუცია. მათ შორის ისევ ჩრდილოვანი სიჩუმე ჩამოწვა. დიდი ხნის მერე,

გოგონამ ხმა ამოიღო.

– დასავლელ დრაკონებზე კიდევ მომიყევი.

– ტენარ, როგორ აპირებ მოიქცე? უსასრულოდ ვერ ვისხდებით ერთმანეთისთვის


ამბების მოყოლაში, სანამ ლამპარი არ ჩაქრება და ისევ წყვდიადი არ დაისადგურებს.

– არ ვიცი, რა ვქნა. მეშინია. სიბნელის მეშინია.

გოგონა წელში გამართული იჯდა ქვის სკივრზე, თითები გადაეხლართა და


ტკივილნარევი ხმით ხმამაღლა პასუხობდა.

– არჩევანი უნდა გააკეთო, – რბილად უპასუხა მამაკაცმა, – შეგიძლია აქ დამტოვო,


კარები ჩარაზო, ზემოთ, სალოცავებში აბრუნდე და შენი მბრძანებლების
მსხვერპლად მაქციო. მერე კოსსილთან მიხვიდე და შემოირიგო, და ეს იქნება ამბის
დასასრული. ან შეგიძლია კარი გააღო და აქედან გააღწიო. ჩემთან ერთად. შეძლებ,
დატოვო აკლდამები, ატუანს გაეცალო და ჩემთან ერთად ზღვის გადაღმა
წამოხვიდე. ეს ამბის დასაწყისი იქნება. შენ ან არჰა უნდა იყო, ან ტენარი. ორივე
ერთად ვერ იქნები.

მისი ხმა ალერსიანად და დამარწმუნებლად ჩაესმოდა. ჩამოწოლილ ჩრდილებს მიღმა


მის სახეს გახედა, რომელიც კუშტი და ნაიარევი გამომეტყველების მიუხედავად
უბოროტო და გულწრფელი იყო.

– თუ ბნელთა მსახურებას შევწყვეტ, ისინი მომკლავენ. აქაურობას თუ დავტოვებ,


სიცოცხლე არ მიწერია.

– შენ არ მოკვდები. მხოლოდ არჰა მოკვდება.

– არ შემიძლია...

– იმისთვის, რომ გარდაიშვა, უნდა მოკვდე, ტენარ. არც ისე რთული ჩანს, მეორე
მხრიდან თუ ეცდები დაინახო.

– აქედან გასვლის ნებას არ დაგვრთავენ. არასოდეს.

– შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ ცდა მაინც ღირს. შენ აქაურობისთვის საჭირო ცოდნა
გაქვს, მე კი უნარები გამაჩნია. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს...

– ერრეთ აკბეს ბეჭედი.

100
– კი, ნამდვილად. მაგრამ მე სხვა რამეზე ვფიქრობდი. შეიძლება ამას ნდობა
ვუწოდოთ... ერთ-ერთი სახელი სწორედ ეს იქნება. მასში ძალიან დიდი ძალაა.
თუმცა ცალ-ცალკე სუსტები ვართ,

მისი მეშვეობით ერთად უფრო ვძლიერდებით და ბნელ ძალებზე მეტი ძალაც


კი გვაქვს. ნაიარევ სახეზე თვალები სპეტაკად და ნათლად უბრწყინავდა.

– ყური დამიგდე, ტენარ! აქ ქურდად მოვედი, მტრად მოვედი შენ წინააღმდეგ


შეიარაღებული. შენ კი მოწყალება გაიღე და მენდე. და მეც იმ პირველი წამიდან
გენდე, როდესაც აკლდამქვეშეთში, გარშემო ჩაბუდებულ წყვდიადში შენი
მშვენიერი სახე ვიხილე. შენ ბევრჯერ დაამტკიცე ჩემდამი ნდობა. მე კი ჩემი ნდობა
ჯერ არ დამიმტკიცებია. ამიტომ იმას გაგიზიარებ, რაც გამაჩნია. ჩემი ჭეშმარიტი
სახელი გედია. და ესეც შენ გებარებოდეს შესანახად.

ფეხზე ამდგარმა გოგონას გახვრეტილი და მოვარაყებული რკინის ნახევარრგოლი


გაუწოდა.

– დაე, ბეჭედი ისევ გაერთიანდეს.

გოგონამ გაწვდილი ნახევარრგოლი გამოართვა. ყელზე ჩამოკიდებული ვერცხლის


ჯაჭვი მოიხსნა და ბეჭდის მეორე ნახევარი ჯაჭვიდან გადმოასრიალა. ორივე ნატეხი
ხელისგულზე დაიდო, გატეხილი კუთხეები ზუსტად ჩაჯდა ერთმანეთში. იმ წამს
ბეჭედი მთლიანი ჩანდა.

ბეჭდისთვის თვალის მოუწყვეტლად და თავაუწევლად ჩაილაპარაკა:

– შენთან ერთად წამოვალ.

101
თავი 10. წყვდიადის მრისხანება
როდესაც გოგონამ თავისი გადაწყვეტილება ამოთქვა, გედმა გატეხილ თილისმაზე
შემოჭდობილ თითებზე ხელები დაადო. როდესაც შემკრთალმა გოგონამ მის სახეს
ახედა, დაინახა, რომ სიცოცხლითა და ზეიმით გაბრწყინებული იღიმოდა. ტენარი კი
უკმაყოფილო იყო და მისი ცოტათი ეშინოდა.

– შენ ორივე დაგვიხსენი, – უთხრა უცხოელმა, – მარტოკა ვერავინ მოიპოვებს


თავისუფლებას. წამოდი, წამს ნუღარ დავკარგავთ, სანამ დრო კიდევ დაგვრჩენია!
თილისმა წინ გამოიშვირე, სულ ცოტათი.

ტენარს ბეჭდის ნატეხები ხელებში მოემუჭა, მაგრამ ამ თხოვნაზე ხელისგულები


გაშალა და ბეჭედი გამოსაჩენად დაიჭირა, ისე რომ ნატეხები კვლავ ერთმანეთს
ეხებოდნენ.

ჯადოქარმა ბეჭედი არ გამოართვა, ამის ნაცვლად, მას მხოლოდ თითები შეახო და


რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა. სახე უცებ ოფლით დაეცვარა. გოგონამ
ხელისგულებზე ოდნავ შესამჩნევი ჟრიალი იგრძნო, თითქოს ხელებში მიძინებულ
პატარა ცხოველს გაეღვიძა და გატოკებულიყო. გედმა ამოიოხრა, დაძაბული სხეული
ოდნავ მოეშვა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

– ესეც ასე, – ჩაილაპარაკა, ერრეთ აკბეს ბეჭედი აიღო და გოგონას მარჯვენა ხელის
თითებზე აასრიალა, მტევნის ფართო ნაწილს ააცდინა და მაჯაზე გაუკეთა. – ესეც
ასე, – კმაყოფილმა შეხედა სამაჯურს. – ზუსტად მოგერგო. ალბათ ქალის, ან ბავშვის
სამაჯურია.

– ადგილზე გაჩერდება? – ფრთხილად შეათვალიერა რკინის მძიმე რგოლი, რომელიც


ცივად დასრიალებდა მის გამხდარ მკლავზე.

– გაჩერდება. ერრეთ აკბეს ბეჭედს სოფლის ჯადოქარივით უბრალო ჩაიდნის


გასამთელებელი შელოცვით ვერ შევაწებებდი. განჭვრეტის ქარგების გამოყენება
მომიწია, რომ ის მთლიანად მექცია. ახლა ისევ სრულია, თითქოს არც არასოდეს
გატეხილა. ჩანთასა და ბოთლს მე წამოვიღებ. მოსასხამი ჩაიცვი. კიდევ რამე
გვჭირდება?

– ნეტავ ჩემი კვერთხი მქონდეს, – ჩუმად ჩაიბურტყუნა ჯადოქარმა, სანამ გოგო


გასაღების მოსარგებად კარს ეჯაჯგურებოდა.

– აქვეა, კარს უკან, – ჩურჩულითვე, მოუბრუნებლად უპასუხა.

– რატომ მოიტანე? – ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა.

– ვიფიქრე... კართან მივიყვან-მეთქი. შენ გაშვებას ვაპირებდი.

– მაგ გზას ვერ აირჩევდი. შეგეძლო მონად დაგეტოვებინე, და თავადაც მონა


დარჩენილიყავი. ან შეგეძლო გაგეთავისუფლებინე და შენც გათავისუფლებული
წამომყოლოდი. მიდი, პატარავ, გამბედაობა მოიკრიბე, გასაღები გადაატრიალე.
დრაკონისსახელურიანი გასაღები გადაატრიალადა დაბალჭერიან, ბნელ დერეფანში

102
გამავალი კარი გააღო. გოგონა ატუანის აკლდამების საგანძურიდან ერრეთ აკბეს
ბეჭდით ხელდამშვენებული გავიდა. ჯადოქარი კვალდაკვალ მიჰყვა.

გარშემო სუსტი ვიბრაცია იგრძნობოდა, უხმო ზრიალი დერეფნის ქვის კედლებს,


თაღოვან ჭერსა და იატაკს დაჰყვებოდა. თითქოს შორი ქუხილის ან უზარმაზარი
სიმაღლიდან რაღაცის დანარცხების რყევა გაფანტულიყო მათ გარშემო.

თმა ყალყზე დაუდგა და დაუფიქრებლად, შინაგან ინსტინქტს მიყოლილმა ლამპრის


მბჟუტავ სინათლეს სული შეუბერა. ზურგს უკან კაცის მოძრაობა იგრძნო, რამდენიმე
წამში კი ყურთან იმდენად ახლოს ჩაულაპარაკა, რომ სუნთქვამ გოგონას თმა
შეურხია.

– ლამპარი დატოვე. სინათლე თუ დაგვჭირდება, მე გავაჩენ. გარეთ დღის რა დროა?

– როდესაც აქ ჩამოვედი, შუაღამეს დიდი ხნით გადასცილებოდა.

– წინ უნდა დავიძრათ.

მაგრამ კაცი არ განძრეულა. ტენარი მიხვდა, რომ წინ თვითონ უნდა გაძღოლოდა.
მხოლოდ მან იცოდა ლაბირინთიდან გასასვლელი და ჯადოქარიც მას უნდა
მიჰყოლოდა. დაიძრა, დაბალი ჭერის გამო მოხრილს უწევდა სიარული, მაგრამ ამის
მიუხედავად, საკმაოდ მკვირცხლად მიდიოდა. უხილავი გზაჯვარედინებიდან ცივი
სუნთქვა აღწევდა, მიწისქვეშეთის უძირო სიცარიელეების მკვეთრი, მძაღე,
უსიცოცხლო სუნი. როდესაც დერეფანი გაფართოვდა და გამართულმა შეძლო
სიარული, სვლა შეანელა და უფსკრულამდე ნაბიჯების თვლას შეუდგა. მამაკაცი
ფეხაკრეფით, მის ყოველ მოძრაობას დაკვირვებული, ოდნავ მოშორებით, ფრთხილი
ნაბიჯით მიყვებოდა. იმ წამს, როდესაც ტენარი შედგა, მამაკაციც შეჩერდა.

– აქ ორმოა. ქანდარას ვერ ვპოულობ. არა, მოიცა, აქ არის. ფრთხილად, მგონი ქვები
მორყეულია... არა, არა, მოიცა... მოშვებულია...

გოგონამ ძლივს მოასწრო მყარ საფარზე, უკან გამოხტომა, როდესაც შვერილის


რამდენიმე ქვა ფეხქვეშ გამოეცალა. კაცმა ხელი დასტაცა და თავისკენ მიიქაჩა. გული
გამალებით უცემდა.

– შვერილი საიმედო არაა, ქვები ძალიანაა მორყეული.

– ცოტა სინათლეს გავაჩენ და კარგად შევათვალიერებ. შეიძლება საჭირო სიტყვით


მათი გამაგრება შევძლო. ყველაფერი კარგადაა, პატარავ.

ტენარი დაფიქრდა, როგორი უცნაური იყო, რომ უცხოელი იმავე მეტსახელით


მიმართავდა, რომელსაც მანანი ეძახდა მთელი ცხოვრება. იმ წამს, როდესაც
ჯადოქრის კვერთხზე დამპალ ხეზე გაჩენილი ნათელივით ან ნისლით დაბინდული
ვარსკვლავის ციალივით მქრქალი ნათელი გაღვივდა და მამაკაცი უფსკრულის პირას
ჩაყოლებულ, ოდნავ განათებულ ვიწრო ზოლზე შედგა, სიბნელისა და სიცარიელის
მიღმა ზორბა სხეულიც დაინახა და მანანი ამოიცნო. მაგრამ ხმა ყელში
ყულფწაჭერილივით გაეჭედა და კრინტის დაძვრაც კი ვერ შეძლო.

103
მანანი წინ დაიხარა, რომ უცხოელი მორყეული ქანდარიდან გვერდით გაშლილ
უფსკრულში ჩაეჩეხა, მაგრამ იმ წამს გედმა ახედა. გაოცებით თუ განრისხებით
დაიყვირა და მანანს კვერთხით შეუტია. შეძახილისას კვერთხი სინათლით
აბრდღვიალდა და მჭახე, მზერისთვის აუტანელინათელი საჭურისს თვალწინ
აუფეთქდა. ერთი ხელი თვალების მოსაჩრდილად აღმართა, მეორით კი
თავგამოდებით ცდილობდა, გედისთვის ჩაევლო და წონასწორობა დაეკარგვინებინა,
მაგრამ ხელი აუცდა, ფეხი აუსრიალდა და ჩავარდა.

ვარდნისას მოხუცს ხმა არ გაუღია. შავი უფსკრულიდან არაფერი გაისმა, არც


სხეულის ფსკერზე დაცემის ჩქამი, არც სიკვდილის ხმა. მხოლოდ სიჩუმე. შვერილის
კუთხეს ჩაბღაუჭებულნი, უფსკრულის კიდესთან ტენარი და გედი აყურადებდნენ,
მაგრამ სიჩუმის გარდა არაფერი გაუგიათ. სინათლე ნაცრისფერ წერტილად, ოდნავ
შესამჩნევად მოჩანდა.

– წამოდი!

გოგონამ ხელი ჩაჰკიდა და სამ ფართო, თავდაჯერებულ ნაბიჯში უფსკრულისპირა


შვერილი გადაიარეს. ჯადოქარმა სინათლე ჩააქრო, ტენარი ისევ წინ მოექცა და გზას
გაუძღვა. რამდენიმე ხანი სრულიად დაბნეული და გაბუჟებული მიდიოდა. მხოლოდ
რაღაც დროის მერე გაიფიქრა, „მარჯვნივ თუ მარცხნივ?“.

გაჩერდა. რამდენიმე ნაბიჯით უკან მომავალი მამაკაციც შეჩერდა.

– რამე მოხდა? – დავიკარგე. სინათლე გააჩინე.

– დაიკარგე?

– მოსახვევების სათვალავი ამერია.

– მე ვითვლიდი, – მიუგო უცხოელმა, – უფსკრულის მერე მარცხენა მოსახვევი, მერე


მარჯვენა, და მერე ისევ მარჯვენა.

– მაშინ შემდეგის მარჯვენა უნდა იყოს, – ავტომატურად ჩაილაპარაკა გოგონამ, მაგრამ


ადგილიდან არ დაძრულა, – სინათლე გააჩინე.

– სინათლე გზას ვერ გაგვაკვლევინებს, ტენარ.

– ვერაფერი გაგვიყვანს აქედან. დავიკარგეთ.

ყოვლისმომცველი სიჩუმე მოეხვია მის ჩურჩულს და ხმა ჩაყლაპა.

გარშემორტყმულ სიცივეში მოძრაობა და სითბო იგრძნო მეორე ადამიანისა, რომელიც


მიუახლოვდა და სიბნელეში ხელისცეცებით ცდილობდა მისი ხელები ეპოვა. ბოლოს
ხელი ჩასჭიდა.

– მიდი ტენარ, შემდეგი შესახვევი მარჯვნივ.

– სინათლე აანთე, – ისევ შეევედრა გოგონა, – ლაბირინთები ისე იხლართება, რომ...

– არ შემიძლია. ძალას ვეღარ ვიკრებ. ტენარ, ისინი... მათ იციან, რომ განძთსაცავიდან
გამოვედით, იციან, რომ უფსკრულს გამოვცდით. გვეძებენ, დათარეშობენ და ჩვენი

104
ნებისყოფის, ჩვენი სულების პოვნას ლამობენ. უნდათ, რომ ჩაახშონ, ჩანთქან. ჩვენი
ნებისყოფა უნდა დავიფარო ჩაქრობისგან. მთელძალას ამას ვახმარ. მათ წნეხს უნდა
გავუძლო, შენთან ერთად. შენი დახმარებით. წინ უნდა წავიდეთ.

– აქედან გამოსავალი არ არსებობს.

მაგრამ ნაბიჯი მაინც გადადგა. შემდეგ მეორე ნაბიჯიც მიაყოლა, მიწას ისე
ფრთხილად აკარებდა ფეხს, თითქოს ფეხქვეშ უძირო სიცარიელე, აუვსებელი შავი
უფსკრული გაშლილიყო. მამაკაცის თბილი, ძლიერი შეხება კვლავ ხელზე
მოსჭიდებოდა. და ასე მიიწევდნენ წინ.

უსასრულობამ განვლო, სანამ აღმავალ კიბესთან მივიდოდნენ. ადრე ასე დამრეცი არ


მოსჩვენებია, ახლა კი სრიალა, ფეხის ძლივს მოსაკიდებელ კლდის შვერილებად
ეჩვენა. მაგრამ

მაინც შეძლეს ასვლა და წინაღობაგადალახულებმა სვლას აუჩქარეს, რადგან ტენარმა


იცოდა, რომ მერე დაკლაკნილი დერეფანი დიდ მანძილზე განშტოებების გარეშე
მიდიოდა. მარცხენა ხელით, რომელსაც მთელი გზის მანძილზე კედელზე მსუბუქად
მიასრიალებდა, კედელში სიცარიელეს გადაუარა და შეჩერდა.

– აქეთ.

მაგრამ როდესაც წინ წაიწია, უცხოელის ხელი დაიჭიმა, თითქოს გაყოლას არ


აპირებდა, თითქოს ტენარის მოძრაობებში რაღაც საეჭვოდ მოეჩვენა.

– არა, – გოგონა დაბნეულად აბუტბუტდა, – ეს არა, შემდეგი მარცხენა ჩასახვევია. არ


ვიცი. აღარ შემიძლია. გასასვლელი არაა.

– მოხატული ოთახისკენ მივდივართ, – რბილად გაისმა სიბნელეში, – როგორ უნდა


მივაღწიოთ იქამდე?

– შემდეგ მარცხენა მოსახვევს გავუყვეთ.

ისევ წინ მიუძღოდა. დიდი წრე დაარტყეს, ორ ცრუ შესახვევს გასცდნენ და


მოხატული ოთახისკენ მიმავალ მარჯვნისკენ გადახრილ დერეფანს მიადგნენ.
– სულ პირდაპირ, – ჩაიჩურჩულა.

ახლა სიბნელეში სიარული და უხილავი დერეფნები იმდენად საშინლად აღარ


ეჩვენებოდა, რადგან რკინის კარისკენ მიმავალი გზა ზუსტად იცოდა და ყველა
მოსახვევი და ნაბიჯი ასჯერ ჰქონდა გადათვლილი. ის აუტანელი სიმძიმე, რაც
გონებაზე აწვებოდა და აზრებს ურევდა, ისე ძალიან ვეღარ იმოქმედებდა, გზის
ასარჩევად გონების დაძაბვა და გახსენება თუ არ დასჭირდებოდა. მაგრამ მთელ
გზაზე, მიზნისკენ გადადგმულ ყოველ ფეხის ნაბიჯთან ერთად, სულ უფრო დიდი
სიმძიმით აწვებოდა რაღაც, ფეხებიც იმდენად დაეღალა და დაუმძიმდა, რომ
რამდენჯერმე ზლუქუნიც კი აღმოხდა მათი ძლივძლივობით თრევით დაღლილს.
გვერდით მიმავალი მამაკაცი ღრმად სუნთქავდა, ხანდახან სუნთქვას იკავებდა, მერე
ამოისუნთქავდა და ასე აგრძელებდა, როგორც დიდ სიმძიმესთან შეჭიდებული
ადამიანი, რომელიც მთელ თავის ძალასა და ნებისყოფას ხარჯავდა. ხანდახან მისი

105
ხმა ნატეხ-ნატეხ სიტყვებად, მოკლედ და მჭახედ გაიჟღერებდა. ასე მიაღწიეს იმ
ადგილამდე სადაც რკინის კარი უნდა ყოფილიყო. ტენარმა შიშით გაიშვირა ხელი
მოსასინჯად. კარი ღია იყო.

106

ჩქარა! – ჩაილაპარაკა გოგონამ და თანამგზავრიჩაჭიდებული ხელით ღიობის მეორე
მხარისკენ გაათრია. მაგრამ როდესაც გავიდნენ, შეყოყმანდა.

– რატომ იყო კარი ღია?

– იმიტომ, რომ შენს მბრძანებლებს შენი ხელები სჭირდებათ, რომ მათ ნაცვლად
დაკეტო კარი.

– ჩვენ ახლა... – გოგონას ხმა ჩაუწყდა.

– წყვდიადის შუაგულში მივემართებით. ვიცი. მაგრამ ლაბირინთიდან უკვე


გამოვაღწიეთ. აკლდამქვეშეთიდან რა გზებით შეგვიძლია გასვლა?

– მხოლოდ ერთი გასასვლელია. ის კარი, რომლითაც შემოხვედი, შიგნიდან არ იღება.


გასაღწევად ჯერ დიდი მღვიმე უნდა გავიაროთ, მერე გასასვლელებით უნდა
ავიდეთ ლიუკთან, რომელიც სატახტო დარბაზში ადის.

– მაშინ მაგ გზით უნდა წავიდეთ.

– მაგრამ იქ „ის“ იქნება, – ჩურჩულზე გადავიდა გოგონა, – იქ, აკლდამქვეშეთში.


მღვიმეში. ისევ

ცარიელ საფლავს თხრის. მას გვერდით ვერ ჩავუვლი, არა, არ შემიძლია, მასთან
ახლოს ვერ გავივლი!

– აქამდე წავიდოდა.

– იქ ვერ წავალ.

– ტენარ, ამ წამს ჩვენ ზემოთ ჭერს ვაკავებ. კედლებს ვამაგრებ, რომ შიგნით არ
მოგვიყოლონ. მიწას ვიჭერ, რომ ჩვენ ფეხქვეშ არ გაიხსნას. ამას იმ წამიდან ვაკეთებ,
რაც გამოვცდით ქვესკნელს, სადაც მათი მსახური გვიცდიდა. თუ ძალა შემწევს,
მიწისძვრა შევაკავო, განა ერთ ადამიანთან დაპირისპირება გაგიჭირდება ჩემთან
ერთად?! მენდე, როგორც მე გენდე. წამომყევი.

წინ წავიდნენ.

უსასრულო გვირაბი გაიშალა და მათ უფრო დიდი, სიბნელეში გაშლილი სივრცის


ჰაერი შეეგება. აკლდამების ქვეშ, დიდ მღვიმეში შევიდნენ.

მღვიმის შემოვლა მარჯვენა კედლის გასწვრივ დაიწყეს. რამდენიმე ნაბიჯი


ჰქონდათ გადადგმული, როდესაც ტენარი შეჩერდა. – ეს რა არის? – თითქმის უხმოდ
ჩაილაპარაკა.

ჰაერის ბნელ, მკვდარ და დიდრონ სიჩუმის ბუშტში ხმაური ისმოდა. რყევა თუ


ზრიალი, ხმაური, რომელიც სისხლით გესმოდა და ძვლებით გრძნობდი. დროით
დაღარული მღვიმის კედლები მის თითებქვეშ კანკალებდა და ძაგძაგებდა.

– წინ წადი, – დაძაბულად და მშრალად მიმართა კაცმა, – იჩქარე, ტენარ!

107

სანამ უხმოდ მიიწევდა კუნაპეტ სიბნელეში, წინ გაშლილი გვირაბებივით მერყევ და
ჩაშავებულ გონებაში ისევ უსახელოებს მიმართავდა:

მომიტევეთ. ჰოი, ჩემო მბრძანებლებო, ჰოი, უსახელონო, უძველესნო, მაპატიეთ,


მომიტევეთ!

მაგრამ პასუხი არავის გაუცია. პასუხი არასოდეს მიუღია.

დარბაზის ქვეშ გამავალი გასასვლელი აიარეს და მიწისქვეშეთიდან გამავალ


ლიუკთან

მივიდნენ. კარი დაკეტილი იყო, როგორც ყოველთვის ტოვებდა. ტენარმა გასახსნელ


ზამბარას დააჭირა ხელი. არაფერი მომხდარა. კარი არ გაღებულა.

– გატეხილია, – ჩაიჩურჩულა, – ჩარაზულია.

მამაკაცმა გვერდით ჩაუარა და ზემოთ ამავალ ლიუკის კარს ზურგით მიებჯინა


გასაღებად. კარი არც კი შეტოკებულა.

– ჩაკეტილი არაა, რაღაც ძალიან მძიმე ადევს ზევიდან.

– შეგიძლია გააღო?

– შეიძლება. მგონი იქ გველოდება. თან მამაკაცები ეყოლება?

– დუბი და უაჰტო, შეიძლება სხვა საჭურისებიც იყვნენ, – მამაკაცთა შესვლა


დარბაზში აკრძალულია...

– არ შემიძლია, გახსნის შელოცვა გამოვიყენო და იქ მომლოდინე ადამიანები


შევაკავო, სანამ ბნელეთის ძალების ნებას ვეწინააღმდეგები. ერთდროულად ამას
ვერ შევძლებ, – გაისმა მისი

მშვიდი და ჩაფიქრებული ხმა, – მაშინ მეორე გასასვლელი უნდა მოვსინჯოთ, კლდეში


ჩამალული კარი, რომლითაც შემოვაღწიე. ქურუმმა იცის, რომ მისი შიგნიდან გაღება
შეუძლებელია?

– იცის. ერთხელ მიმიშვა, რომ მეცადა.

– მაშინ შეიძლება ის კარი სათვალავში არც ჩააგდოს. წამოდი. წამოდი, ტენარ!

გოგონა კიბის ერთ-ერთ საფეხურზე ჩამომჯდარიყო, რომელშიც მიწის თრთოლა და


ძაგძაგი იგრძნობოდა, თითქოს ვიღაც შორს, თვალუწვდენელ სიღრმეებში
უზარმაზარ დაჭიმულ სიმებს აჟღრიალებდა.

– ეს რყევები... რა არის?

– წამოდი.

მამაკაცის ხმამ ისე მშვიდად და დამაჯერებლად გაიჟღერა, რომ გოგონამ დაუჯერა და


კიბეს ქვემოთ ჩაუყვნენ, ისევ გასასვლელების გავლით, საზარელი წყვდიადის
სიღმეებისკენ წავიდნენ.

108

შესასვლელთან სიძულვილის იმდენად ბრმა და პირველყოფილი, თავად მიწასავით
შავი და მძიმე ტალღა დაატყდა, რომ გაუცნობიერებლად თავზე ხელებდაფარებულმა
დაიკივლა:

– ისინი აქ არიან! აქ არიან!

მაშ გავაგებინოთ, რომ ჩვენც აქ ვართ.

კვერთხიდან და ხელებიდან კაშკაშა სინათლე გამოიჭრა და ზღვის ტალღაზე


მოხვედრილი მზის სხივივით ათას ნაწილად გაიშალა, მღვიმის კედლებსა და ჭერში
უთვალავ კრისტალში აირეკლა, ყველა მხარეს ალიცლიცდა და უთვალავ სხივად
აენთო: სინათლის ამ სიდიადეში ორნი მღვიმის მეორე ბოლოსკენ მირბოდნენ, მათი
ჩრდილები კი მღვიმის კედლებზე, ღრმულებსა და მიწაში გათხრილ ცარიელ
საფლავზე დახტოდნენ. დახრილები გარბოდნენ ვიწრო გვირაბში, დაბალთაღიანი
კარისკენ, გოგონა გზას მიიკვლევდა, ჯადოქარი კი მიჰყვებოდა. გვირაბში ქვები
გრგვინავდა და ფეხქვეშ იძვროდა. მაგრამ თვალისმომჭრელი სინათლე კვლავ
მათთან
იყო. იმავე წამს, რაც ტენარმა წინ უსიცოცხლო ქვის სახე დაინახა, მან ქვების
გამაყრუებელ გუგუნში მამაკაცის ხმა გაიგო, რომელმაც მხოლოდ ერთი სიტყვა
წარმოთქვა და როდესაც ტენარი ძირს დაემხო, ჯადოქრის კვერთხი გოგონას თავს
ზემოთ წითელი ქვის კარს ეკვეთა. კლდე ცეცხლით მოცულივით თეთრად
აბრდღვიალდა და მერე გარეთ გაიმსხვრა.

გარეთ დასცქეროდათ დაისისკენ მიმავალი, გაცრეცილი ცა, რომლის თაღზეც


რამდენიმე თეთრი ვარსკვლავი ყინულის პაწაწინა, ცივი ნატეხებივით იდო.

ტენარმა საღამოს ცა დაინახა და სახეზე სუფთა სიოს მოლამუნება იგრძნო, მაგრამ


ფეხზე არ წამომართულა. ხელისგულებსა და მუხლებზე დაყრდნობილი თითქოს
გაჭედილიყო მიწასა და ცას შორის.

რიჟრაჟის ოდნავ შესამჩნევ ნათელში მამაკაცის უცნაურად გამოკვეთილი, შავი


ფიგურა მისკენ მიტრიალდა და წამოსაყენებლად ხელზე მოქაჩა. სახე შავი და
დემონივით დამანჭული ჰქონდა. გოგონა შეძრწუნებული გაერიდა და ხელები
წაიფარა მისგან თავის დასაცავად. ყვირილის დროს ძლივს სცნობდა თავის
დაბოხებულ, უცხო ხმას, თითქოს პირში ენაც კი ჩაკვდომოდა.

– არა! არა! არ შემეხო, დამეხსენი! წადი!

მისგან მოშორებას ცდილობდა და აკლდამების ჩამოშლილი,


უშესასვლელო სიღრმეებისკენ მიხოხავდა. მკლავზე შემოჭდობილი
ძლიერი ხელი მოეშვა და მშვიდად მიმართა: – იმ ბეჭდის სახელით,
რომელსაც ატარებ, გევედრები, წამოდი, ტენარ.

სამკლაურზე დაიხედა და ვერცხლზე არეკლილი ვარსკვლავების ნათება დაინახა.


თვალის მოუშორებლად, მერყევად წამოდგა. ხელი ჯადოქრის გამოწვდილ ხელში

109

ჩადო და გაჰყვა. გაქცევა არ შეეძლო. დაღმართს დაუყვნენ. მათ ზურგს უკან, მიწაში
დარჩენილი შავი ხვრელიდან სიძულვილისა და გოდების გრძელი, გაწელილი
ღმუილი ამოსკდა. ზემოთ ქვები იძრა და ჩამოცვივდა. მიწა შეტორტმანდა. ისინი გზას
განაგრძობდნენ, გოგონას მზერა ისევ ვარსკვლავების ნათლის ანარეკლზე ჰქონდა
მიჯაჭვული.

„ფუძის“ დასავლეთისკენ დაბურული დაბლობის გავლით მიემართებოდნენ.


როდესაც აღმართს შეუყვნენ, მამაკაცმა უკან მიახედა.

– შეხედე...

110
ტენარი შებრუნდა და დაინახა. იმ დროისთვის დაბლობი უკვე გადაეკვეთათ და
„ფუძის“ გასწვრივ, აკლდამების სიმაღლეზე ასულიყვნენ. ალმასებიანი და
საფლავებიანი მღვიმის თავზე ცხრა უზარმაზარი ქვიდან ზოგი აღმართული იდგა,
ზოგი კი წაქცეული იდო. აკლდამის ქვები, რომლებიც აქამდე წამომართულები
იდგნენ, ახლა მოძრაობდნენ, ტოკავდნენ და გემის

ანძებივით ნელა იხრებოდნენ გვერდზე. ერთ-ერთი თითქოს შეირხა და უფრო


აღიმართა, მაგრამ მეორე წამს აკანკალდა და დაეცა. მეორე ქვა პირველს ზედ
გადაენარცხა. ქვებს უკან, აღმოსავლეთის ნათელთან შედარებით შავად გამოკვეთილი
სატახტო დარბაზის დაბალი გუმბათი შეირყა. კედლები გამოიზნიქა. ქვისა და
შენობის მთელი მასა წყლის ქვეშ მოხვედრილი თიხის ნაჭერივით იცვლიდა ფორმას,
ბოლოს თავის თავში ჩაიწია, გამაყრუებელი ღმუილით, ნამსხვრევებისა და მტვრის
კორიანტელის ამოფრქვევით გვერდზე გადაიხარა და ჩაიკეცა. ქვემოთ გაშლილი
ველი დასკდა და ჩაიზნიქა. ფერდობებს ტალღამ დაუარა, აკლდამის ქვებს შორის
გაიხსნა უზარმაზარი შავი ნაპრალი, რომლიდანაც მიწაში ჩაბუდებული წყვდიადი
იმზირებოდა, მტვერი კი ნაცრისფერი ბოლის ბოლქვებივით ინთხეოდა. ის
რამდენიმე, რომელიც აღმართული დარჩა, ისევ შეირყა და ნაპრალში ჩაინთქა. მერე კი
გრგვინვით, რომელიც ციდან არეკლილივით გამაყრუებელ ექოდ გაისმა, ნაპრალი
მოიკუმა. მთები კიდევ ერთხელ შეირყა და ყველაფერი მიყუჩდა.

გოგონამ მიწისძვრისა და ნგრევის საშინელებიდან მზერა მის გვერდით მდგომ


მამაკაცზე გადაიტანა, რომლის სახეც მზის სინათლეზე ამ დრომდე არასოდეს ენახა.

– შენ აკავებდი, – გრუხუნის მერე მისი ხმა ლერწმის სტვირის წკრიალივით გაისმა, –
შენ შეაკავე მიწისძვრა და წყვდიადის მრისხანება.

– უნდა წავიდეთ, – აკლდამებსა და აისს ზურგი აქცია გედმა, – დავიღალე, მცივა...

სიარულისას ბორძიკობდა და გოგონა მკლავზე მოეჭიდა. არცერთს შეეძლო,


ლასლასზე მეტად აეჩქარებინა ნაბიჯისთვის. ნელა ადიოდნენ მაღლა, უზარმაზარ
კედელზე მცოცავი ორი პატარა ობობასავით მიუყვებოდნენ მთის დამრეც ფერდობს,
სანამ სულ ზემოთ არ მოექცნენ, სადაც მთის წვერი ამომავალი მზის სხივებს
ყვითლად შეეღება. ალაგ-ალაგ სალბის ბღუჯები მოჩანდა. წინ გადაშლილიყო
დასავლეთის მთები, რომელთა ფუძეები – იასამნისფრად, წვერები კი ოქროსფრად
ელავდა. ცოტა ხანს გაჩერდნენ ბორცვის ქიმზე, შემდეგ კი დაღმართს დაუყვნენ და
სამუდამოდ მიეფარნენ აკლდამების „ფუძეს“.

111
თავი 11. დასავლეთის მთები
ტენარი ავ სიზმრებში გახვეულიყო: იმდენხანს მოუხდა სიარული, სხეულიდან
მთელი ხორცი ჩამოსცლოდა და სიბნელეში მკლავების ორმაგი ძვლების თეთრ
ელვარებას ხედავდა. გაჭირვებით გამოერკვა. როდესაც თვალები გაახილა, მზის
ოქროსფერი ნათება და სალბის მძაფრი სუნი შეეგება. სიტკბოებამ გამოღვიძებასთან
ერთად თანდათან დაუარა, მდორედ და მთლიანად გაავსო და ნაპირებიდან
გადმოიღვარა. წამოჯდა, გაზმორვისას ხელები შავი სამოსელიდან გამოშალა და
უპირობო ნეტარებით გარშემო მიმოიხედა.

მოსაღამოვებულიყო. დასავლეთით აღმართული მთები უკვე ახლოდან


დასცქეროდნენ მგზავრებს და თუმცა მზე მათ მწვერვალებს მოჰფარებოდა, ნათლის
ბოლო სხივებს მიწა და ზეცა მთლიანად გაეკაშკაშებინა: უკიდეგანო, მოწმენდილი
ზამთრის ცა, უშველებელი, მოღეღილი მთების ოქროსფრად მოელვარე ფერდობები
და გაშლილი დაბლობების ზედაპირები ერთიანად ანათებდა. ქარი ჩამდგარიყო.
გარშემო სიცივე და სრული მდუმარება ჩამოწოლილიყო. არაფერი იძვროდა.
გვერდით ამოსული სალბის ბუჩქების ხმელი და ნაცრისფერი ყლორტები უდაბნოს
ბალახეულისთვის დამახასიათებელი სიხისტით ხელებზე ეფხაჭუნებოდნენ.
ფერდობებზე შერჩენილი მცენარეების ყოველ გამხმარ ტოტზე, თითოეულ

გაქლეტილ ფოთოლსა თუ ხმელ ღეროზე, თვითონ ჰაერშიც კი ნათლის უხმო


სიდიადე ბრიალებდა.

მარცხნივ გაიხედა და დაინახა უდაბნოს მიწაზე მწოლიარე მამაკაცი, რომელიც თავის


მოსასხამში გახვეულიყო, ერთი ხელი თავქვეშ ბალიშად ამოედო და უდრტვინველად
ეძინა. მძინარეს სახე მკაცრი, თითქოს მოღუშული ჰქონდა, მაგრამ მარცხენა ხელი
სრულიად მოშვებულად ედო გვერდით ამოსულ ნარშავასთან, რომელსაც ჯერ კიდევ
შერჩენოდა განაცრისფრებული ღინღლის ქურქი და დამცავი ეკლების რამდენიმე
წვეტი. კაცი და პაწაწინა უდაბნოს ნარშავა, ნარშავა და მძინარე მამაკაცი...

მისი ძალები დედამიწის უძველესი ძალების მსგავსი იყო და სიძლიერითაც არ


ჩამოუვარდებოდა. დრაკონებთან საუბარი და სიტყვით მიწისძვრის შეკავება შეეძლო.
სწორედ ეს ადამიანი იწვა მის წინ მიწაზე და ხელთან პატარა ნარშავა ეზრდებოდა.
ძალიან უცნაური იყო ამ ახალ სამყაროში ცხოვრება, უბრალოდ, აქ ყოფნა გაცილებით
დიადი და უჩვეულო რამ იყო, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. ზეცის ნათელი ცოტა
ხნით შეეხო მიწაზე გაშლილ მტვრიან თმას და ნარშავა დროებით ოქროსფრად
გაანათა.

სინათლე ნელ-ნელა მქრქალდებოდა. მის გაქრობასთან ერთად სიცივემ იმატა და


ყოველ წუთს

ძლიერდებოდა. ტენარი ადგა და ხმელი სალბის ბუჩქების მოგროვებას შეუდგა. ძირს


დავარდნილ ფიჩხებს აგროვებდა, ბუჩქებიდან კი ხმელ, დიდრონ და დაგრეხილ
ტოტებს ტეხდა, რომლებიც უდაბნოს კვალობაზე დიდები, მუხის ტოტისხელები
გაზრდილიყვნენ. ამ ადგილას შუადღისას მოვიდნენ, როდესაც ჯერ კიდევ თბილოდა.

112
დაღლილობისგან სიარული არცერთს შეეძლო. ღვიის ორი დაბალი ბუჩქი და
დამრეცი ფერდობის დასავლეთი ქიმი, რომლიდანაც იმ წამს დაეშვნენ, საკმარის
თავშესაფარს სთავაზობდა. ბოთლიდან ცოტა წყალი დალიეს და დასაძინებლად
დაწვნენ.

პატარა ხეების ქვეშ მოზრდილი ხმელი ტოტები ბლომად ეყარა და ტენარმაც ისინი
ცეცხლისთვის შეაგროვა. მიწაში ჩამჯდარი ქვების ძირში ორმო ამოთხარა, კოცონის
დასანთებად ტოტები დააწყო და წამოღებული კაჟითა და კვესით ცეცხლი წაუკიდა.
სალბის ფოთლებისა და ფიჩხის გროვას ალი მაშინვე მოეკიდა. ხმელ ტოტებზე
ცეცხლი მოვარდისფროდ გაღვივდა და ხის ფისის სუნი დააყენა. თანდათან უფრო
ჩამობნელდა და ცეცხლის გარშემო ყველაფერი უფრო მუქად გამოჩნდა.
თვალუწვდენელ ცაზე ვარსკვლავები თანდათან ისევ ენთებოდა.

მძინარე ცეცხლის ტკაცუნმა გააღვიძა. ჯერ წამოჯდა, ხელებით ჩაშავებული სახე


მოიფშვნიტა, მერე გაშეშებულივით გაჭირვებით წამოდგა და ცეცხლის პირას მივიდა.

– ნეტავ... – დაიწყო ნამძინარევად.

– ვიცი, მაგრამ მთელ ღამეს უცეცხლოდ ვერ გადავიტანდით. აქ მეტისმეტად იცის


აცივება, – წამით გაჩუმდა და მერე ისევ განაგრძო, – თუ, რა თქმა უნდა, რამე ისეთი
ჯადოქრობა არ იცი, რაც ღამე გაგვათბობს, ან რამე, რაც ცეცხლს დამალავს...

ჯადოქარი ცეცხლთან ისე ახლოს დაჯდა, რომ ფეხის თითები ლამის კოცონში ამოყო
და ხელები მუხლებზე შემოიხვია.

– ბრრ... ცეცხლი მაგიას ბევრად სჯობს. თან ჩვენ გარშემო პატარა ილუზია აღვმართე,
ვინმემ რომ ჩაგვიაროს, ვერ შეგვნიშნავს, სავარაუდოდ, უბრალოდ ქვებად და
ბუჩქებად მოვეჩვენებით. შენ როგორ ფიქრობ? ვინმე დაგვედევნებოდა?

– მაგის მეც მეშინია, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, არ მგონია, ვინმე გამოგვყოლოდა.
ჩვენი იქ ყოფნის შესახებ კოსსილმა იცოდა. კოსსილმა და მანანმა. ახლა კი ორივე
მკვდარია. კოსსილი ნამდვილად დარბაზში იქნებოდა. მიწისქვეშეთის
ამოსასვლელთან გვიცდიდა. ყველა დანარჩენს კი ეგონებოდა, რომ მეც დარბაზში
ვიყავი, მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოვყევი და გავისრისე, – ხელები მუხლებზე
შემოიჭდო და გააკანკალა, – იმედი მაქვს, სხვა შენობები არ

დაქცეულა. გამოღმა ფერდობიდან რთული იყო იმდენ მტვერში სხვა ნაგებობათა


დანახვა. მგონი ყველა სალოცავი და ტაძარი არ დაიქცეოდა, არც ყველა სახლი და
შენობა, იმედია „დიდი სახლი“, სადაც გოგოების უმეტესობა იქნებოდა, არ
დანგრეულა.

– მეც ეგრე მგონია. ძირითადად, აკლდამები განადგურდა, საკუთარი თავი ჩანთქეს.


რომელიღაც ტაძრის ოქროს სახურავიც დავინახე, როდესაც გზა განვაგრძეთ, ისევ
აღმართული იდგა. ფერდობზე მოძრავი ადამიანებიც დავინახე, ქვემოთ მორბოდნენ.

– ნეტავ რას იტყვიან, ან რას იფიქრებენ... საწყალი პენთე! შეიძლება ახლა მეფეუფლის
მთავარ ქურუმად კურთხევა მოუწიოს. თან ჩვენ შორის ის იყო, ვისაც ყოველთვის
გაქცევა ეწადა. მე კი არა. შეიძლება ახლა მაინც შეძლოს და გაიქცეს.

113
ტენარს გაეღიმა. ამ წამს მასში ჩაბუდებული ყოვლისმომცველი სიხარულის დაბინდვა
არც ერთ ბნელ ფიქრსა თუ ავ გრძნობას არ შეეძლო. ისეთივე პირწმინდა სიხარულს
გრძნობდა, როგორიც ოქროსფერ ნათელში გაღვიძებისას დაეუფლა. თავის ჩანთას
პირი მოხსნა და ორი პატარა, ბრტყელი ხმიადი ამოიღო. ერთი კოცონის გადაღმა გედს
გაუწოდა, მეორეს კი ყუა თავად მოაკბიჩა. პური ხმელი, მომჟავო და საოცრად
სასიამოვნო საჭმელი იყო. ცოტა ხანს ორივე სიჩუმეში ილუკმებოდა.
– ზღვისგან რამდენად შორს ვართ?

– აქ მოსასვლელად ორი ღამე და ორი დღე დამჭირდა. უკანა გზაზე მეტი დრო
დაგვჭირდება.

– მე ძლიერი ვარ.

– ნამდვილად. და ძალიან მამაციც. მაგრამ შენი თანამგზავრია დაღლილი, – გაეღიმა


ჯადოქარს, – და პურიც არც ისე ბევრი გვაქვს.

– წყალს ვიპოვით?

– ხვალ, მთებში ვნახავთ.

– შეგიძლია ჩვენთვის საკვები იშოვო? – ბუნდოვნად და მორიდებით იკითხა ტენარმა.

– ნადირობას დრო დასჭირდება. და იარაღებიც.

– მე ვიგულისხმე, აი, როგორ გითხრა, შელოცვებით.

– შემიძლია კურდღელი მოვიხმო, – თან ღვიის ტოტით ცეცხლს ჩიჩქნიდა, – ჩვენ


გარშემო სოროებიდან ახლა ბევრი კურდღელი ამოდის. საღამო მათი საყვარელი
დროა. შემიძლია ერთ-ერთი მათგანი სახელით მოვიხმო, და ისიც აუცილებლად
მოვა. მაგრამ შეძლებდი იმ კურდღლის დაჭერას, გატყავებასა და ცეცხლზე შეწვას,
რომელსაც სახელით მოუხმე? შეიძლება, თუკი შიმშილობის პირას იქნებოდი.
მაგრამ ეს ერთგვარად ნდობის გატეხა იქნებოდა. მე ასე მგონია.

– დიახ. ვიფიქრე, შენ, უბრალოდ, შეგეძლო...

– სადილი ჯადოქრობით გამეჩინა. ოოო, ნამდვილად შემეძლო. თუ ისურვებდი,


ოქროს თეფშებზე გაწყობილსაც კი გავაჩენდი. მაგრამ ეს ილუზიები იქნებოდა. და
როდესაც ილუზიებს შეექცევი, ბოლოს იმაზე უარესად ხარ დამშეული, ვიდრე
თავიდან იყავი. ეს დაახლოებით ისეთივე მსუყეა, როგორც საკუთარი სიტყვების
ჭამა. სიბნელეში მისი თეთრკბილა ღიმილი წამით გაკრთა.

– შენი ჯადოქრობა ძალიან უცნაურია, – ტენარმა ოდნავი სიამაყით, ქურუმსა და მაგს


შორის თანასწორობის ელფერით მიმართა, – როგორც ჩანს, მხოლოდ დიდ
საკითხებშია გამოსადეგი.

კაცმა ცეცხლს ტოტები შეუკეთა და ისინიც ღვიისსურნელა ნაპერწკლებისა და


ტკაცუნის ფეიერვერკად აბრიალდნენ.

– მართლა შეგიძლია კურდღლის მოხმობა? – მოულოდნელად იკითხა.

114
– გინდა მოვიხმო? გოგონამ თავი დაუქნია. ჯადოქარი ცეცხლისგან შებრუნდა და

ჩუმად გასძახა უშველებელ, ვარსკვლავებით განათებულ წყვდიადს.

– კებბო... ო კებბო...

გარშემო სიჩუმე იდგა: არავითარი ხმა. არც მოძრაობა. მხოლოდ ცეცხლის მოციმციმე
ნათლის კიდესთან, მიწის ზედაპირთან ძალიან ახლოს შავი კენჭივით პატარა თვალი
გამოჩნდა. მერე ბეწვიანი ზურგის ბორცვი, და ზემოთ აშვერილი, ფრთხილი,
დაცქვეტილი ყური.

გედმა ისევ ჩაილაპარაკა. ყური გაკრთა და უცებ ჩრდილიდან პირველის გვერდით


მეორე

ყურიც ამოიწვერა. ტენარმა წამით მთლიანად დაინახა პატარა, ფუმფულა ნადირი,


სანამ ის შებრუნდებოდა და ისევ უდარდელად ისკუპებდა სიბნელეში თავის ჩვეული
საქმეების გასაგრძელებლად.

– აჰ, რა კარგია. და მე შევძლებდი ამის გაკეთებას? – გამოცოცხლებულმა იკითხა.

– იცი...

– საიდუმლოა, – ტენარმა ისევ ჩვეული თავშეკავებით, ღირსეულად დაასრულა.

– კურდღლის „სახელია“ საიდუმლო. ყოველ შემთხვევაში ადამიანმა ის აგდებით,


უმიზეზოდ არ უნდა გამოიყენოს. მაგრამ, იცი რა, სინამდვილეში ის, რაც არა
იმდენად საიდუმლო, რამდენადაც უფრო ნიჭია, ან გამოცანაა – თავად „მოხმობის“
ძალა და უნარია.

– ააა, ეგ ნამდვილად ვიცი, რომ გაგაჩნია.

ამჯერად ტენარის ხმა გატაცებით ჟღერდა, დაცინვით ან აგდებულად მიმართვით არ


შეუნიღბავს. ჯადოქარმა შეხედა, მაგრამ არაფერი უპასუხებია.

უსახელო ძალებთან ჭიდილით ჯერაც გამოფიტული იყო, მთელი ძალა


მიწისქვეშეთის აზანზარებულ კედლებში გახარჯა. მართალია, საბოლოოდ
გაიმარჯვა, მაგრამ ამ გამარჯვებით ზეიმისა და ტკბობის მხნეობა აღარ შერჩენოდა.
ერთადერთი რამ შეძლო – ცეცხლთან ახლოს მოკალათდა და ჩაიძინა.

ტენარი ცეცხლს შეშას უმატებდა და თან ცის ერთი კიდიდან მეორემდე გადაშლილ
ზამთრის თანავარსკვლავედების კაშკაშს შესცქეროდა, სანამ თავი ამ სანახაობის ჩუმი
სიდიადით არ გაევსო და ჩათვლიმა.

ორივეს გაეღვიძა. ცეცხლი ჩამქრალიყო. თანავარსკვლავედები, რომლებსაც ტენარი


ბოლოს ათვალიერებდა, უკვე დასავლეთის მთებს მიღმა გადაწეულიყვნენ და
აღმოსავლეთიდან ახალი თანავარსკვლავედები შემატებოდათ. უდაბნოს ღამის
მშრალ სუსხს, რომელიც სხეულს ყინულის დანასავით სერავდა, ორივე გაეღვიძებინა.
ცაზე სამხრეთ-დასავლეთიდან ღრუბლების ფარდა იჭიმებოდა.

შეგროვებული შეშა თითქმის გამოლეულიყო.

115
– მოდი ვიაროთ, აისამდე არც ისე დიდი ხანია დარჩენილი.

გედს სიცივისგან კბილები ისე უკაწკაწებდა, რომ გოგონამ ძლივს გაარჩია მისი
ნათქვამი. დასავლეთისკენ დაშვებულ დაღმართს ნელ-ნელა დაუყვნენ.
ვარსკვლავების ნათელში ბუჩქები და ქვები შავად მოჩანდა და გზის გაგნება დღისით
სიარულივით ადვილი იყო. მოძრაობამ თანდათან გაათბო და თავდაპირველი
სიცივეც ჩამოშორდათ. სუსხით მოდრეკილები და აკანკალებულები ნელ-ნელა წელში
გაიშალნენ და სიარულიც უფრო გაუადვილდათ. მზის ამოსვლისას ისინი უკვე
დასავლეთის მთების იმ პირველ აღმართებს მიადგნენ, რომლებიც ამ დრომდე
ტენარის ცხოვრებას კედლად შემოვლებოდა.

ხეების პატარა წარაფში შეჩერდნენ, სადაც ოქროსფერი ფოთლები ჯერ კიდევ


ებღაუჭებოდა გამხმარ ყუნწებს. გედმა უთხრა, რომ ეს ვერხვები იყო. ტენარს მხოლოდ
ღვია, მდინარის პირას ამოზრდილი რამდენიმე დაჩაჩანაკებული ალვის ხე და
„ფუძის“ ბაღში ორმოცამდე ვაშლის ნარგავი ჰქონდა ნანახი. ღვიის ხეებში პატარა
ჩიტმა ჩუმად გაიჟღურტულა „დიი, დიიი“. ხეებს შორის ნაკადული მოჩქეფდა, ვიწრო,
მაგრამ ძლიერი ნაკადი ქვებსა და შვერილებს ხმაურით, ძალუმად ევლებოდა თავს და
ყინულს არ იკარებდა. ტენარს მისი თითქოს ეშინოდა კიდეც. უდაბნოს იყო
მიჩვეული, სადაც ყველაფერი ჩუმია და ნელა მოძრავი: მდორე მდინარეები,
ღრუბლების მოზოზინე ჩრდილები, სვავების ნელი კამარა.

საუზმედ პურის ბოლო ნატეხი და დაფშვნილი ყველის ნამცეცები გაიყვეს, ცოტა


შეისვენეს და ისევ გზას გაუდგნენ.

საღამოს საკმაოდ მაღლა იყვნენ. მოღრუბლული, ქარიანი და გამყინავი ამინდი იდგა.


ერთ-ერთი ნაკადის მიმდებარე ველზე დაბანაკდნენ, სადაც ხეები ბლომად იყო და
შეშის მოგროვებაც უფრო ადვილი იქნებოდა. ამჯერად ცეცხლის დასანთებად დიდი
მორები გამოიყენეს და დაანთეს უფრო საიმედო კოცონი, რომელთანაც მუდმივად
შეძლებდნენ სითბოს შენარჩუნებას.

ტენარი ბედნიერი იყო, რადგან ხმელი ხის დაცემით მოღიავებულ ციყვის თხილის
საცავს მიაგნო: ორიოდ ფუნტი ნარჩევი თხილი და გლუვნაჭუჭა კაკალი იქნებოდა,
რომლის კარგიული სახელიც, „უბირი“, გედმა უთხრა. კაკლები სათითაოდ ბრტყელი
ქვის გრდემლზე, ჩაქუჩად არჩეული ქვის დარტყმით დაამტვრია. ყოველ მეორე
კაკლის გულს მამაკაცს აწვდიდა.

– ნეტავ აქ დარჩენა შეგვეძლოს, მომწონს ეს ადგილი, – ჩაილაპარაკა ქარიანი, ბინდით


მოსილი ველისკენ პირშექცეულმა.

– კარგი ადგილია, – დაეთანხმა გედი.

– ადამიანები აქ არასოდეს მოვიდოდნენ.

– ხშირად არა... მეც მთაში დავიბადე. გონტის მთაზე. ჩრდილოეთით თუ წავალთ,


ჰავნორისკენ

გზად მასაც ჩავუვლით. ზამთარში ძალიან ლამაზი სანახავია, მთლიანად თეთრად


დათოვლილი ისეა ამოშვერილი ზღვიდან, გეგონება, ერთი უზარმაზარი ტალღააო.

116
ჩემი სოფელიც ზუსტად ამისთანა მდინარის პირას იყო გაშენებული. შენ სად
დაიბადე, ტენარ?

– ატუანის ჩრდილოეთით, მგონი ენტატში. იქაურობა არ მახსოვს.

– ასე პატარა წამოგიყვანეს?

– ხუთი წლის ვიყავი. ბუხარში დანთებული ცეცხლი მახსოვს... სხვა არაფერი.

ჯადოქარი ჩაფიქრდა და ხელი ნიკაპზე მოისვა. წვერი ამოსვლოდა, მაგრამ ახლა სახე
სუფთა მაინც ჰქონდა. სიცივის მიუხედავად, მთის გამყინავ ნაკადში ორივე მგზავრმა
დაიბანა ხელ-პირი. ნიკაპს ისრესდა, ჩაფიქრებული და მკაცრი ჩანდა. ტენარი
უყურებდა და ვერაფრით ახერხებდა ზუსტად ჩამოეყალიბებინა ან ეთქვა, მთის
ბინდში, ცეცხლით განათებული ჯადოქრის შემხედვარეს გულში რა უტრიალებდა.
სახე ისევ ცეცხლისკენ ჰქონდა, როდესაც იკითხა:

– ჰავნორში რას აპირებ? შენ მართლაც გარდაშობილი ხარ, იმაზე მეტად, ვიდრე
ვიფიქრებდი.

ტენარმა თავი დაუქნია და გაეღიმა. თავს მართლაც თავიდან დაბადებულად


გრძნობდა.

– სულ ცოტა, ენა მაინც უნდა ისწავლო.

– შენი ენა?

– დიახ.

– კარგი იქნებოდა.

– მაშ კარგი. აი, ეს „კაბატია“, – უთხრა და პატარა კენჭი კალთაში ჩაუგდო.

– კაბატი. ეს დრაკონების ენაზეა?

– არა, არა. შენ ჯადოების კეთება კი არა, სხვა ადამიანებთან, კაცებთან და ქალებთან
საუბარი გჭირდება!

– და დრაკონების ენაზე „კენჭი“ როგორ იქნება?

– „ტოლკ“. მაგრამ მე ჩემი შეგირდობისთვის და ჯადოქრობისთვის არ გამზადებ. იმ


ენას გასწავლი, რომელზეც არქიპელაგის, შიდა მიწების მოსახლეობა საუბრობს.
სანამ აქ ჩამოვიდოდი, მეც მომიწია თქვენი ენის სწავლა.

– უცნაურად საუბრობ.

– რა გასაკვირია. ახლა, „არკემმი კაბატ“, – და ჯადოქარმა ხელი გაუწოდა კენჭის


დასაჭერად.

– აუცილებელია, ჰავნორში წამოვიდე?

– სხვაგან სად წახვალ, ტენარ?

გოგონა შეყოყმანდა.

117
– ჰავნორი ლამაზი ქალაქია. შენ კი მისთვის ბეჭედი, მშვიდობის სიმბოლო,
დაკარგული საგანძური მიგაქვს. ჰავნორში მეფის ასულივით დაგხვდებიან. ისინი
პატივს მოგაგებენ იმ დიადი საჩუქრისთვის, რომელიც მათთვის მიგაქვს,
სტუმართმოყვარედ დაგხვდებიან და თავს სასურველ სტუმრად გაგრძნობინებენ.
ქალაქში ბევრი კეთილშობილი და ხელგაშლილი

ადამიანია. ისინი თეთრ ქალბატონს გიწოდებენ შენი ნათელი კანის გამო და


შეუყვარდები შენი სიყრმის გამო. და შენი სილამაზის გამო. ჩემი ნაჩვენები
ილუზიისსადარი ასობით კაბა გექნება, თანაც – ყველა ნამდვილი. ქებით,
მადლიერებითა და სიყვარულით შეგხვდებიან. შენ, რომელსაც მარტოობის, შურისა
და წყვდიადის გარდა, სხვა არაფერი გენახა.

– იქ მანანიც იყო, – ტუჩები ოდნავ აუთრთოლდა და თავის დაცვას ეცადა, – მას


ვუყვარდი და ჩემ მიმართ კეთილი იყო, სულ ყოველთვის. მიცავდა, როგორც იცოდა
და როგორც შეეძლო, მე კი ამის გამო მოვკალი. ის შავ ხვრელში ჩავარდა. არ მინდა
ჰავნორში წასვლა. იქ არ მინდა. აქ მინდა დარჩენა.

– აქ, ანუ ატუანში?

– მთებში. სადაც ახლა ვართ.

– ტენარ, – ჩვეული ჩუმი და სერიოზული ხმით მიმართა, – მაშინ დავრჩეთ. ჩემი დანა
თან აღარ მაქვს, და თუ ითოვებს, გაგვიჭირდება. მაგრამ სანამ საჭმლის შოვნა
შეგვეძლება...

– არა. ვიცი, რომ ვერ დავრჩებით. უბრალოდ სულელურად ვიქცევი.

ცეცხლში შეშის დასამატებლად წამომდგარს კაკლის ნაჭუჭები გარშემო მიმოეფანტა.


გამხდარი, წელში გამართული ტენარი შემოძონძილ, გატალახიანებულ სამოსსა და
შავ მოსასხამში გამოწყობილი იდგა.

– ყველაფერი, რაც ვიცი, ახლა უკვე სრულიად გამოუსადეგარია, მე კი მეტი არაფერი


მისწავლია. ვეცდები, ვისწავლო. გედმა გვერდზე გაიხედა და სახე ისე დაემანჭა,
თითქოს ძლიერ ტკივილს ითმენდა.

მომდევნო დღეს მოყავისფრო მთაგრეხილის ქიმი გადალახეს. უღელტეხილზე


ძლიერი, თოვლიანი ქარი უბერავდა, რომელიც სხეულს სუსხავდა და თვალთახედვას
ბინდავდა. მეორე მხარეს საკმაო მანძილზე ჩამოუყვნენ, სანამ მწვერვალების
თოვლიანი ღრუბლებიდან საბოლოოდ დააღწევდნენ თავს და მაშინ ტენარმა
პირველად დაინახა, რა იყო მთაგრეხილთა კედელს მიღმა. ყველაფერი მწვანედ
ხასხასებდა: ფიჭვების ტყე, ბალახით დაფარული ველები, დათესილი ყანებიცა და
დაუმუშავებელი მინდვრებიც. ზამთრის სუსხშიც კი, როდესაც ხეივნები
მოშიშვლებულიყო, ტყეები კი ნაცრისფერი ტოტების ჯაგრად მოჩანდა, ეს მაინც
სიმწვანის თავმდაბალი და კეთილი მიწა იყო. მოგზაურები ამ ხედს მთის მაღალი,
დამრეცი შვერილიდან დასცქეროდნენ. გედმა უსიტყვოდ გაიშვირა ხელი
დასავლეთისკენ, სადაც

118
ჩამავალი მზე ნაღებივით თეთრი ღრუბლების გრაგნილებში იძირებოდა. მზე უკვე
თვალს მიფარებოდა, მაგრამ იქ, ჰორიზონტის კიდეზე, რაღაც ციმციმებდა და ელავდა,
რაღაც თითქმის აკლდამქვეშეთის კრისტალებით სავსე კედლებივით ლამაზად
ლიცლიცებდა.

– ეგ რა არის?

– ზღვა.

ცოტა ხანში იმაზე ნაკლებად, მაგრამ მაინც საკმაოდ შესანიშნავი რამ იხილა. გზას
მიადგნენ და გადაწყვიტეს მიჰყოლოდნენ. ბოლოს ბილიკი ერთ სოფელში მივიდა,
ათი ან თორმეტი კომლი თუ იქნებოდა გზის პირას ჩაყოლებული. როდესაც მიხვდა,
რომ ადამიანთა სამყოფელს უახლოვდებოდნენ, ტენარმა თანამგზავრს აღელვებით
გადახედა, მაგრამ გვერდით გედის ნაცვლად მის სამოსში, ფეხსაცმელში
გამოწყობილი და ავლადიდებააკიდებული თეთრკანიანი, უწვერო კაცი დაინახა.
გოგონას გახედა და ცისფერი თვალი ჩაუკრა.

– ვფიქრობ, შევძლებ მათ მოტყუებას? შენს სამოსზე რას იტყვი?

გოგონამ ზედ დაიხედა: გლეხის ყავისფერი კაბა და მოსასხამი ეცვა, ზედ დიდი,
წითელი შალი შემოხვეოდა. უცებ შედგა.

– ოჰ, შენ... შენ მართლა გედი ხარ.

როდესაც მისი სახელი წარმოთქვა, ნამდვილი გედი დაინახა, მუქი, ნაიარევი სახე,
რომელსაც იცნობდა, მუქი თვალებით. მაგრამ მის წინ ისევ რძისფერკანიანი უცხო
იდგა.

– სხვების თანდასწრებით ჭეშმარიტი სახელით ნუ მომმართავ. არც მე გიწოდებ შენს


სახელს. მათთვის ჩვენ ტენაკბაჰიდან მომავალი და-ძმა ვართ. ვფიქრობ, თუ კეთილ
სახეს გადავაწყდით, ვახშმის მცირე ულუფის გაწილადებას ვთხოვ. ხელი ჩაჰკიდა
და სოფელში ხელიხელჩაკიდებულები შევიდნენ.

მეორე დღეს კარგად დანაყრებულებმა და თივის ზვინზე გვარიანად


გამოძინებულებმა გზა განაგრძეს. ბილიკი მწვანე მინდვრებს შორის მიიკლაკნებოდა,
გზიდან მოშორებით თხები და ალაგ-ალაგ მიმოფანტული ძროხები ბალახობდნენ.

– მაგები ხშირად ითხოვენ მოწყალებას?

– რატომ მეკითხები?

– მოწყალების თხოვნას მიჩვეული ჩანხარ, კარგადაც კი გამოგდის.

– როგორ გითხრა, ალბათ – კი. მოწყალებას მთელი ცხოვრება ვითხოვდი. იცი,


ჯადოქრებს დიდი ქონება არ გააჩნიათ. მეტსაც გეტყვი, თუ მოგზაურობენ, ხშირად
თავისი კვერთხისა და სამოსის გარდა არაფერი აბადიათ. ხალხის უმეტესობა მათ
გულთბილად იღებს, საკვებსა და თავშესაფარსაც სთავაზობს. თავის მხრივ,
ჯადოქრებიც ცდილობენ, მასპინძლებს სიკეთით გადაუხადონ.

– მაგალითად, როგორ?

119
– აი, იმ ქალს, სოფელში ვინც შეგვიფარა, თხები მოვურჩინე.

– რა სჭირდათ?

– ორივეს ინფიცირებული ცური ჰქონდა. ბავშვობაში თხების მწყემსვა ხშირად


მიწევდა.

– უთხარი, რომ თხები განკურნე?

– არა. როგორ უნდა მეთქვა? ან რისთვის უნდა მეთქვა? გოგონა ცოტა ხანს ჩაფიქრდა,

მერე კი მიმართა:

– ახლა ვხედავ, რომ შენი ჯადოქრობა მარტო დიდი საქმეებისთვის არაა გამოსადეგი.

– სტუმართმოყვარეობა, უცხოსადმი სიკეთე სინამდვილეში ძალიან დიდი რამაა. რა


თქმა უნდა, მადლობაც საკმარისია. მაგრამ თხებიც შემეცოდა.

შუადღისას მოზრდილ ქალაქს მიადგნენ. კარგიული ტრადიციით იყო ნაშენი,


შენობები თიხის აგური აეგოთ, მთელ ქალაქს დიდი, ქონგურებიანი გალავანი
შემოვლებოდა და ოთხივე კუთხეში კოშკები აღმართულიყო. გალავანს მხოლოდ
ერთი ალაყაფი ჰქონდა, რომლის სიახლოვესაც მწყემსები ცხვარს აძოვებდნენ.
მოყვითალო აგურის კედლის შიგნიდან ასზე მეტ წითელი კრამიტით გადახურული
სახლის სახურავს წამოეყო თავი. ალაყაფთან ორი მცველი იდგა, ჩაფხუტებში
ჩატანებული წითელი ბუმბულის მიხედვით ცხადი იყო, რომ მეფეუფლის
მსახურებაში იმყოფებოდნენ. ტენარს მსგავსაბჯრიანი ჯარისკაცები ადრეც ენახა:
წელიწადში ერთხელ ისინი მეფეუფლის ტაძრისთვის ძღვნად მირთმეული მონებისა
თუ ფულის ქარავანს ატუანის აკლდამების „ფუძემდე“ მოაცილებდნენ. ტენარმა ამაზე
უამბო. როდესაც კედელს გასცდნენ, გედმა გაიხსენა:

– ბავშვობაში მეც მინახავს ისინი. გონტის დასარბევად მოვიდნენ. ჩემს სოფელშიც


შემოვიდნენ საყაჩაღოდ. მაგრამ ბოლოს გავაძევეთ. ქვემოთ, არის შესართავთან,
სანაპიროზე ბრძოლა გაიმართა. ბევრი დაიღუპა, ამბობენ, რომ ასობით ადამიანი
შეეწირა. იმედია ახლა, როდესაც ბეჭედი შეერთდა და „დაკარგული რუნაც“ აღდგა,
კარგადის იმპერიასა და შიდა მიწებს შორის მსგავსი დარბევები და მკვლელობები
აღარ იქნება.

– სისულელე იქნება ასე გაგრძელება. ბოლოს და ბოლოს, მეფეუფალმა ამდენ მონას რა


უნდა უყოს?

ტენარის თანამგზავრი ამ განცხადებამ შეაფიქრიანა, ცოტა ხანში კი იკითხა:

– გულისხმობ, თუ კარგადის მიწები არქიპელაგს დაამარცხებენ? გოგონამ თავი

დაუქნია.

– არა მგონია, ასე მოხდეს.

120
– კი მაგრამ, შეხედე, რა ძლიერია ეს იმპერია, თუნდაც ეს დიდი ქალაქი, მთელი
თავისი კედლებითა და მცველებით. როგორ გაუძლებს შენი მიწები მათ
თავდასხმას?

– ეს არც ისე დიდი ქალაქია, – ფრთხილად და რბილად უთხრა ჯადოქარმა, – ადრე,


ჩემი სოფლიდან ახლად წამოსულს, მეც დიდი მომეჩვენებოდა. მაგრამ ზღვამიწეთში
ძალიან, ძალიან ბევრი ქალაქია, რომლებთან შედარებითაც ეს მხოლოდ დაბაა. და
ძალიან, ძალიან ბევრი მიწაა. იმათაც იხილავ, ტენარ. გოგონას ხმა აღარ ამოუღია.
გზაზე მკაცრი სახით მილასლასებდა.

– მართლაც შესანიშნავი სანახაობაა, როდესაც მიწასთან მიახლოებული ნავიდან


ხედავ, თანდათან როგორ ამოიზრდება ზღვიდან ხმელეთი. ნელ-ნელა ჩნდება
ფერმები და ტყეები, ქალაქები ნავსაყუდლებითა და სასახლეებით, ბაზრობები,
სადაც ქვეყნად ყველაფერი იყიდება.

გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია. იცოდა, რომ უბრალოდ მის შეგულიანებას


ცდილობდა, მაგრამ მთელი ახლად ნაპოვნი ბედნიერება და უდარდელობა მთებში,
ბინდით მოცულ ველზე დატოვა. ახლა შიშს გრძნობდა, რომელიც გულში სულ უფრო
ეზრდებოდა. ყველაფერი, რაც წინ ელოდა, უცხო იყო. ტენარმა უდაბნოსა და
აკლდამების გარდა არაფერი იცოდა. ახლა ეს ცოდნა რაში გამოადგებოდა. მას
დაქცეული ლაბირინთის გზები ახსოვდა და წაქცეული საკურთხევლის წინ
შესასრულებელი ცეკვები იცოდა. აი, ტყეებზე, ქალაქებსა და ადამიანთა გულებზე
წარმოდგენა არ ჰქონდა. უცებ თანამგზავრს მიმართა: – იქ ჩემთან ერთად დარჩები?

ეს თავის შეუბრუნებლად იკითხა. ჯადოქარი ისევ მოჩვენებით, თეთრკანიანი


კარგიელი გლეხის იერში გახვეულიყო. ტენარს არ მოსწონდა მისი ამ სახით ხილვა.
მაგრამ ხმა, ის ხმა, რომელიც ლაბირინთის ბნელ ტალანებში ესმოდა, კვლავ
უცვლელად ჟღერდა.

პასუხის გაცემა დააგვიანა:

– ტენარ, მე იქით მივდივარ, საითაც გამაგზავნიან. ჩემს მოწოდებას მივყვები.


ჯერჯერობით ამ გზას დიდხანს არცერთ მიწაზე არ დავუყოვნებივარ. ამას ხომ
თავადაც ხედავ? იმას ვაკეთებ, რაც უნდა გაკეთდეს. სადაც უნდა წავიდე, იმ გზას
მარტო ვადგები. სადამდეც დაგჭირდები, ჰავნორში შენთან ერთად დავრჩები. და თუ
ოდესმე დაგჭირდი, მხოლოდ მიხმე. თუკი მიხმობ, საფლავიდანაც კი მოვალ შენამდე,
ტენარ! მაგრამ შენთან ერთად ვერ დავრჩები.

გოგონას არაფერი უპასუხებია. რამდენიმე ხნის მერე გედმა უთხრა: –

იქ, სადაც მიდიხარ, დიდხანს არც დაგჭირდები. იქ ბედნიერი იქნები.

ტენარმა ჩუმად, მორჩილად დაუქნია თავი. ზღვისკენ სვლა

გვერდიგვერდ განაგრძეს.

121
თავი 12. ცურვა
ნავი კლდოვანი კონცხის გვერდით, მღვიმეში ჰქონდა დამალული. ახლომახლო
სოფლის ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვახშმად თევზის წვნიანი უწილადა, უთხრა,
რომ ამ კონცხს ადგილობრივები ღრუბლის კონცხს ეძახდნენ. კლდოვანი ფერდობი
მოქუფრული დღის მინავლებულ ნათელში ჩაიარეს და სანაპიროზე ჩავიდნენ. მღვიმე
კლდის ვიწრო ნაპრალს წარმოადგენდა, რომელიც შესასვლელიდან სიღრმეში
დაახლოებით ოცდაათიოდე ფუტით იჭრებოდა. ზღვის მოქცევის დონეზე ოდნავ
მაღალი, ქვიშიანი ფსკერი წყლისგან მუდამ ნესტიანი იყო. მღვიმის შესასვლელი
ზღვას გაჰყურებდა, ამიტომაც გედმა გადაწყვიტა, ცეცხლი არ დაენთოთ, რომ
ნათებაზე რომელიმე ცნობისმოყვარე ღამის მეთევზე პატარა, სანაპიროს გაყოლებაზე
მოტივტივე ნავით არ მიახლოებოდათ. ქვიშა, რომელიც ხელში რბილი და ფაფუკი
ჩანდა, დასაძინებლად დაწოლისას ქვასავით მაგარი აღმოჩნდა. ტენარი აყურადებდა
ზღვას, რომელიც მღვიმის შესასვლელიდან რამდენიმე იარდის მოშორებით კლდეებს
ეხეთქებოდა, ტყლაშუნობდა, გრუხუნებდა და ეს ხმა აღმოსავლეთით მრავალ მილზე
იშლებოდა, ისევ და ისევ მეორდებოდა, თუმცა არც ერთხელ იყო ზუსტად ერთნაირი.
არასოდეს ისვენებდა. მსოფლიოს ყველა მიწის ყველა ნაპირზე ეხეთქებოდა
დაუღალავ ტალღებად, მარად შეუჩერებელი, მარად დაუდეგარი. აი, უდაბნო, მთები
კი მუდამ უძრავად იდგნენ. ისინი

მაღალ, უღიმღამო ხმაზე მარადიულად არ მოსთქვამდნენ. ზღვა კი უწყვეტად


საუბრობდა. მაგრამ მისი ენა ტენარისთვის უცხო იყო. ზღვისა არ ესმოდა.

მოუსვენარი ძილიდან გამოფხიზლებულმა დღის ცინცხალ, მონაცრისფრო ნათელში


მღვიმიდან გამავალი ჯადოქარი დაინახა. უყურებდა, ფეხშიშველი, მოსასხამზე
ქამარშემოჭერილი, მღვიმის ქვემოთ, შავღინღლა ქვებზე რაღაცას როგორ დაეძებდა.
ცოტა ხანში დაბრუნდა, მღვიმის შემოსასვლელში გამოჩენილმა სინათლე წამით
დაჩრდილა. ტენარს ხელისგულზე დაგროვილი სველი, მახინჯი,
სტაფილოსფერტუჩა, იასამნისფერი ქვების მსგავსი რაღაცების ბღუჯა გაუწოდა.

– აჰა.

– ეს რა არის?

– კლდის მიდიები. ეს ორი კი მთლად უკეთესი, მოლუსკებია. შეხედე, ასე უნდა ქნა...

ტენარის პატარა დანით, რომელიც ადრე გასაღების აცმაზე ეკიდა და მთებში


ყოფნისას ჯადოქარს ათხოვა, მოხერხებულად გახსნა ნიჟარა და სტაფილოსფერი
მიდია ზღვის წყლის „საწებლიანად“ შეჭამა.

– არც კი ხარშავ? არ მჯერა, რომ ცოცხლად შეჭამე!

ტენარი ჯიუტად არიდებდა მზერას, სანამ ჯადოქარი მოლუსკებს ერთიმეორის


მიყოლებით, ოდნავ დარცხვენით, მაგრამ მიზანდასახულად ხსნიდა და ჭამდა.

როდესაც საუზმე დაასრულა, მღვიმის სიღრმეში, ნავისკენ გაეშურა, რომელიც


ცხვირით მოქცევისკენ შებრუნებული, რამდენიმე გამორიყულ ხის მორზე ქვიშას

122
მოწყვეტილი იდგა. ტენარი ნავს წინა ღამითაც უნდობლად ათვალიერებდა, რადგან
მის მნიშვნელობას ვერ ხვდებოდა. იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ნავები
წარმოედგინა, სამი ტენარის სიგრძის იქნებოდა. თანაც ისეთი ნივთებით იყო სავსე,
რომელთა გამოყენებაზე წარმოდგენა არ ჰქონდა და ამის გამო ყველაფერი საშიშად
გამოიყურებოდა. ცხვირის ორივე მხარეს თითო თვალი ეხატა და ნახევრად
მთვლემარე ტენარი მთელი ღამე გამუდმებით გრძნობდა გემის დაჟინებულ მზერას.

გედმა ნავი გვარიანად გადაქექა და ცოტა ხანში რაღაც ნივთით დაბრუნდა: ხელში
კარგად შეფუთული, მშრალად შენახული ხმელი პური ეჭირა. ტენარს მოზრდილი
ნაჭერი შესთავაზა.

– არ მშია.

გოგონას მკაცრ სახეს დააკვირდა.

პური ისევ წინანდელივით შეფუთა და შეინახა, მერე კი მღვიმის შესასვლელთან


დაჯდა.

– მოქცევის დაწყებამდე ორი საათია. მერე წასვლა შეგვეძლება. მოუსვენარი ღამე


გქონდა, ახლა აჯობებს დაიძინო.

– არ მეძინება.

აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ მღვიმის შავქვიანი თაღის ქვეშ ფეხმორთხმით


დაჯდა, ტენარის გასწვრივ. ტენარი კი მღვიმის სიღრმიდან უყურებდა. მამაკაცის
მიღმა ზღვის მოძრაობა და ტალღების ათინათები მოჩანდა. ჯადოქარი არ
შეტოკებულა. ქვებივით უძრავად იჯდა. სიმშვიდე მისგან იღვრებოდა და წყალში
ჩაგდებული ქვისგან წარმოქმნილი რგოლებივით ფართოდ იშლებოდა. მისი
მდუმარება უბრალოდ უსიტყვობა აღარ იყო, თვითმყოფად არსად იქცა, ისეთად,
როგორიც უდაბნოს მდუმარებაა.

დიდი ხნის შემდეგ ტენარი წამოდგა და მღვიმის შესასვლელისკენ გაეშურა. კაცი არც
მაშინ განძრეულა. გოგონამ ზემოდან დახედა მის სახეს. მამაკაცი სპილენძისგან
ჩამოსხმულს ჰგავდა:

უძრავად იჯდა, გახელილი თვალები ქვემოთ იყურებოდა, ტუჩებზე მშვიდი


გამომეტყველება შეჰყინოდა.

ტენარისთვის ისეთივე ამოუცნობი და შორეული იყო, როგორც ზღვა.

ამ წამს სად იყო, სულების გზის რომელ შორ ბილიკებს ადგა? ტენარი ვერასოდეს
ახერხებდა გაყოლას.

მან კი მაინც აიძულა, გადევნებოდა. ჭეშმარიტი სახელით მოუხმო და ტენარიც


ხელისგულთან ისევე მოკუნტული მიეძურწა, როგორც სიბნელიდან გამოსული,
უდაბნოს პატარა, ველური კურდღელი მივიდა რამდენიმე დღის წინ. ახლა კი,
როდესაც ბეჭედი უკვე მოეპოვებინა, როდესაც აკლდამები ნანგრევებად ქცეულიყო
და მათი ქურუმი სამუდამოდ განდგომოდა მსახურებას, ჯადოქარს ის აღარ
სჭირდებოდა და იქით ეჭირა გეზი, სადაც ტენარს გაყოლა არ შეეძლო. ტენართან არ

123
დარჩებოდა. გაასულელა, გააწბილა და ახლა გარიყულს მარტო დატოვებდა. ქვემოთ
დაიხარა და თავისივე ნათხოვარი სატევარი ხელის ერთი მოქნილი მოძრაობით
ამოაცალა ქამრიდან. ჯადოქარი ისეთივე უძრავი იყო, როგორც იარაღაყრილი
ქანდაკება იქნებოდა.

სატევრის პირი ოთხიოდე ინჩის სიგრძის, ცალი მხრიდან ალესილი მინიატურული


სამსხვერპლო დანა იყო. ატუანის აკლდამების ქურუმის სამოსისა და აღჭურვილობის
განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც გასაღების აცმასთან, ცხენის ძუის ქამართან და
სხვა საკრალურ ნივთებთან ერთად მუდამ უნდა ეტარებინა, თუმცა ზოგი ნივთის
დანიშნულება არავინ იცოდა. სატევარი არასოდეს გამოუყენებია, გარდა ერთადერთი
ცეკვისა, რომელიც მთვარის დაბნელებისას სრულდებოდა და რომლის დროსაც
სატევარს ტახტის წინაშე, ჰაერში აისროდა და მერე ისევ იჭერდა. ეს ცეკვა ყოველთვის
მოსწონდა, პირველყოფილი და ძლიერი ცეკვა იყო, რომელსაც მუსიკად მხოლოდ
მისივე ფეხების რიტმი დაჰყვებოდა. ამ ცეკვის სწავლისას თითები ბევრჯერ დაესერა,
სანამ აგდებული დანის ყოველ ჯერზე ტარით დაჭერაში დახელოვნდებოდა. პატარა
დანა საკმაოდ ბასრი იყო თითის ძვლამდე ჩასაჭრელად, ან ყელის ძარღვების
გადასასერად. შეძლებდა, თავისი მბრძანებლების ნება მაინც შეესრულებინა, იმის
მიუხედავად, რომ მათ თავიანთი ქურუმი დააღალატეს და მიივიწყეს. მათი ნება
მიმართავდა და გაამაგრებდა ტენარის ხელს წყვდიადის ბოლო ქმედების
აღსრულებისას. ისინი ამ მსხვერპლს ძღვნად მიიღებდნენ.

მამაკაცისგან ოდნავ შებრუნდა, დანა მარჯვენა ხელში, ფერდთან ახლოს ეჭირა. ამ


მოძრაობაზე ჯადოქარმა სახე მისკენ ნელა შეაბრუნა და შეხედა. გრძელი გზიდან
მობრუნებული, მრავალი საშინელების მნახველი ადამიანის გამომეტყველება
აღჰბეჭდოდა. სახე მშვიდი, მაგრამ

ტკივილით სავსე ჰქონდა. თვალები ტენარს მიაპყრო, თითქოს თანდათან უფრო


ცხადად აღიქვამდა და მზერაც ნელ-ნელა დაეწმინდა. ბოლოს მისალმებასავით
ჩაილაპარაკა „ტენარ“ და ხელი მის მაჯაზე შემოჭდობილ ნახვრეტებიან,
ორნამენტებიან ვერცხლის რგოლს ოდნავ შეახო. თითქოს ასე თავის დარწმუნებასა და
ნდობის გამყარებას ცდილობდა. გოგონას ხელში მოღერებული სატევრისთვის
ყურადღება არ მიუქცევია. მზერა ისევ მიაპყრო მათ ქვემოთ გაშლილ ქვებზე
მიხეთქებულ ტალღებს, რომლებიც ნაპირიდან ამოზრდილ ლოდებს შხუილით
ევლებოდნენ თავზე, და ძალდატანებით ამოთქვა:

– უკვე დროა... დროა წავიდეთ.

მისი ხმის გაგონებაზე ტენარის მრისხანება სადღაც გაქრა. ახლა მხოლოდ შიშს
გრძნობდა.

– მათ უკან მოიტოვებ, ტენარ. შეგიძლია გზა თავისუფალმა განაგრძო.

ამის თქმაზე მოულოდნელი სისხარტითა და ენერგიით წამოდგა, გაიზმორა და


მოსასხამი ისევ ქამრით შემოიჭდო.

– ნავთან შენი დახმარება დამჭირდება. ზემოთ არის, დასაგორებელ მორებზე... კიდევ


მიაწექი...

124
აი, ასე. კარგი, კარგი, საკმარისია. ახლა კი მზად იყავი შეახტე, როდესაც გეტყვი
„შეხტი“. ცოტა მოუხერხებელი ადგილია წყალში შესასვლელად, მოდი, კიდევ
ერთხელაც. ესეც ასე! აბა, შიგ ჩახტი!

ტენარის შემდეგ თვითონაც ნავში ჩახტა, ოდნავ გადაქანებული გოგონა


გასაწონასწორებლად შეამაგრა და ნავის ფსკერზე დასვა. თვითონ ფეხები განზე გადგა
და ნავის კედლებს მიაბჯინა. ნიჩბებს მიაწვა, ნავი ქვებზე გადავლებული ტალღის
ქიმზე გარეთ გაიტყორცნა, ზღვის ქაფით დასველებულ კონცხს გადაუარა და ღია
ზღვაში შეცურა.

როდესაც წყალმარჩხი ნაპირიდან ზღვაში საკმაოდ ღრმად შევიდნენ, ნიჩბები ამოიღო


და ანძა აღმართა. ახლა, როდესაც თავად ნავში იჯდა, გარეთ კი ზღვა გაშლილიყო,
ტენარს ნავი ძალიან პატარა ეჩვენებოდა.

აფრა აღმართა. მართალია, აღჭურვილობას ხშირი ხმარებისგან გაცვეთილი იერი


ჰქონდა, მაგრამ გაცრეცილი, წითელი აფრა დიდი მონდომებით დაეკემსა, ნავიც
შესანიშნავად იყო მოვლილი და გამართული. იარაღებიც თავის პატრონს ჰგავდნენ:
დიდი გზა გამოევლოთ და საკმაო სირთულეებიც გადაეტანათ.

– ახლა კი ნამდვილად მოვშორდით, უკვე გავეცალეთ, საკმაოდ შორს გავერიდეთ,


ტენარ. შენც გრძნობ?

მართლაც გრძნობდა. ბნელმა კლანჭმა, რომელიც მთელი ცხოვრება გულს უკუმშავდა,


როგორც იქნა, ბრჭყალები გაუშვა. მაგრამ სიხარულს, რომელიც მთებში ავსებდა, მაინც
ვეღარ განიცდიდა. სახე ხელებში ჩარგო და დიდხანს ტიროდა, სანამ ლოყები სველი
და მლაშე არ გაუხდა. უმიზნო ბოროტებაზე მიჯაჭვულობასა და მის მსახურებაში
დაკარგულ წლებს დასტიროდა. ახლა თავისუფალი იყო და ტკივილის ცრემლები
სდიოდა.

პირველ რიგში, თავისუფლების სიმძიმის გათავისება მოუხდა. თავისუფლება სულით


საზიდი, მძიმე, დიადი და უცნაური ტვირთია. თავისუფლება ძღვენი არ არის, ის
არჩევანია და არჩევანი შეიძლება ძალზე რთული აღმოჩნდეს. გზა შეიძლება ზემოთ,
სინათლისკენ მიემართებოდეს, მაგრამ დამძიმებულმა მგზავრმა მის ბოლოს
ვერასოდეს მიაღწიოს.

გედმა ტირილი აცადა და ნუგეშისცემა არც უცდია. არც მაშინ ამოუღია ხმა, როდესაც
ნამტირალევი სახით ხმელეთისკენ შებრუნდა და ატუანის ბრტყელ, მოლურჯო
სილუეტს მიაჩერდა. მკაცრი და შემართული იდგა, თითქოს ნავზე სრულიად მარტო
ყოფილიყო. მუდამ წინ მომზირალი, აფრასა და საჭეს მკვირცხლად და უხმოდ
მართავდა. შუადღისას არჰას მზისგან მარჯვნივ მიუთითა, საითაც გეზი ეჭირათ.

– ეს კარეგო-ატია.

გოგონამ მითითებული მიმართულებით გაიხედა და მეფეუფლის კუნძულის


ზღვიდან ამოწეული, ღრუბლების გროვასავით ამოზიდული მთები დაინახა. ზურგს
უკან ატუანი თვალს მიფარებოდა. გული დამძიმებული ჰქონდა. მზე ოქროს
ჩაქუჩივით ურტყამდა თვალებში.

125
ვახშმად ჰქონდათ ხმელიპური და შებოლილი, გამხმარითევზი, რომელიც ტენარს
ძალიან ემძაღა. წყალი დალიეს ნავში შენახული კასრიდან, რომელიც წინა საღამოს
გედმა კონცხზე ერთი ნაკადულიდან აავსო. ზამთრის ღამე ზღვაზე სწრაფად და
ცივად ჩამოწვა. შორს, დასავლეთისკენ კიდევ ცოტა ხანი ხედავდნენ პაწაწინა
სინათლეების ციმციმს, კარეგო-ატის სანაპიროზე სოფლების კერიათა ყვითელ
ლიცლიცს. მერე ეს ყველაფერი წყლიდან ავარდნილ ნისლში ჩაიძირა და ისინი მარტო
დარჩნენ უვარსკვლავო ცის ქვეშ, უძირო ზღვის თავზე მოლივლივენი.

ტენარი კიჩოზე მოკუნტული იწვა, გედი კი, თავქვეშ წყლის ბოცაამოდებული, ნავის
ცხვირისკენ მოთავსებულიყო. ნავი მდორედ მიცურავდა, ტალღების ნელი მოძრაობა
ოდნავ

ტყაპუნებდა ნავის გვერდებზე, ქარი კი სამხრეთიდან მონაბერ სიომდე ჩამდგარიყო.


აქ, ქვიანი ნაპირებიდან მოშორებით ზღვაც კი მდუმარე იყო და მხოლოდ ნავთან
შეხებისას ჩურჩულებდა ძლივს გასაგონად.

– თუ ქარი სამხრეთიდან ქრის, – ზღვასავით ჩუმად ჩაიჩურჩულა ტენარმა, – ნავი


ჩრდილოეთისკენ არ უნდა მიცურავდეს?

– დიახ, თუკი ღუზაზე არ დავდგებით. მაგრამ მე აფრებში დასავლეთისკენ მქროლი


ჯადოსნური ქარი მივმართე. ხვალ დილამდე კარგიულ წყლებს უნდა გავცდეთ.
მერე კი ნავს სამყაროს ქარით სიარულს ვაცდი.

– თავს თვითონ მართავს?

– დიახ, – ოდნავ შეყოვნებით უპასუხა, – თუკი შესაბამის მითითებებს მისცემ. ბევრი


არც სჭირდება. ღია ზღვაშია ნამყოფი, აღმოსავლეთ კიდის უშორეს კუნძულს მიღმა.
დასავლეთ კიდით სელიდორის კუნძულზეც არის მისული, სადაც ერრეთ აკბე
მოკვდა. ჩემი „შორმზირალი“ ბრძენი და მოქნილი ნავია. შეგიძლია ენდო.

გოგონა თვალუწვდენელი სიღრმის თავზე ჯადოქრობის ძალით მცურავ ნავში იწვა


და სიბნელეში იყურებოდა. მთელი ცხოვრება ბნელში უწევდა მზერა, მაგრამ ღამით
ოკეანის თავზე გამეფებული წყვდიადი ჩვეულზე მეტად უკიდეგანო იყო. მას
დასასრული არ ჰქონდა. ჭერით არ იყო შემოსაზღვრული. ზღვიდან ზემოთ,
ვარსკვლავებს მიღმა იშლებოდა. ამ წყვდიადს მიწის ძალები არ მართავდნენ. ის
ნათლის წარმოშობამდე არსებობდა და მის შემდეგაც დარჩებოდა. სიცოცხლის
გაჩენამდე იყო და მის შემდეგაც იარსებებდა. ეს წყვდიადი ბოროტების მიღმა
მიედინებოდა. სრულ სიბნელეში ტენარის ხმა გაისმა:

– ის პატარა კუნძული, რომელზეც თილისმა გადმოგცეს, გაშლილ ზღვაშია?

– დიახ. სადღაც იქ. ალბათ, სამხრეთისკენ. მეორედ ვეღარ შევძელი მისი პოვნა.

– ვიცი, ვინც იყო ის მოხუცი ქალი, ბეჭედი რომ გაჩუქა.

– იცი?

– ერთი თქმულებაა. პირველქურუმის ცოდნის ნაწილია. თჰარმა პირველად


კოსსილთან ერთად მიამბო, მერე კი უფრო სრულად მომიყვა, როდესაც მარტონი

126
ვიყავით. მაშინ მესაუბრაბოლოჯერ, მერე კი მოკვდა. ჰუპუნში ერთი კეთილშობილი
საგვარეულო იყო, რომელიც ავაბათის უზენაესი ქურუმების აღზევებას ებრძოდა. ამ
საგვარეულოს დამაარსებელი მეფე თორეგი იყო და თავისი შთამომავლებისთვის
დატოვებულ საგანძურს შორის ერრეთ აკბეს მიერ მისთვის ბოძებული
ნახევარბეჭედიც იყო.

– „ერრეთ აკბეს გმირობანი“ მართლაც გადმოსცემს მაგ თქმულებას. მის თანახმად...


თქვენს ენაზე ასე ითქმის: „როდესაც ბეჭედი გატყდა, ნახევარი უზენაეს ქურუმ
ინტასინს შერჩა ხელში, ნახევარი კი გმირის ხელში დარჩა. უზენაესმა ქურუმმა
გატეხილი ნახევარი უსახელოებთან გაგზავნა, ატუანის მიწის უსახელოებთან, და
ისიც წყვდიადში ჩაინთქა, მიწის მარად დაკარგულ ტალანებში. მაგრამ ერრეთ აკბემ
მეორე ნატეხი ქალწულ ტიარათს, ბრძენი მეფის ასულს გადასცა და უსახსოვრა: „დაე
ის ნათელში, ქალწულის მზითევში დარჩეს და ამ მიწაზე იყოს, სანამ ისევ არ
შეერთდება“. სწორედ ეს თქვა გმირმა, სანამ სამუდამოდ დასავლეთისკენ
გაეშურებოდა.

– ალბათ მთელი ეს დრო, თაობების მანძილზე ქალიშვილიდან ქალიშვილს


გადაეცემოდა. სულაც არ იყო უკვალოდ დაკარგული, როგორც თქვენს ხალხს ეგონა.
მაგრამ თანდათან

უზენაესმა ქურუმებმა თავი ქურუმეფეებად იკურთხეს, შემდეგ კი ქურუმეფეებმა


იმპერია ჩამოაყალიბეს და საკუთარ თავს მეფეუფალნი უწოდეს. მთელი ამ დროის
განმავლობაში თორეგის საგვარეულო სულ უფრო სუსტდებოდა და ღარიბდებოდა.
ბოლოს კი, როგორც თჰარმა მითხრა, თორეგის საგვარეულოდან მხოლოდ ორნი
დარჩნენ, პატარა ბავშვები, ბიჭი და გოგო. მაშინ ავაბათის მეფეუფალი ახლანდელი
მმართველის მამა იყო. მან ბავშვები ჰუპუნში, თავიანთი სახლიდან მოატაცებინა.
წინასწარმეტყველების თანახმად, სწორედ ჰუპუნის თორეგთა საგვარეულოს
ჩამომავალი მოუტანდა კარგადის იმპერიას აღსასრულს და მეფეუფალს სწორედ ამის
ეშინოდა. მან ბავშვები მოატაცებინა და ღია ზღვაში, წყლიდან განცალკევებით
ამოწეულ პატარა კუნძულზე დაატოვებინა, მხოლოდ ტანსაცმლისა და მცირე
საკვების ამარა. მეფეს მათი დანით, დახრჩობით ან მოწამვლით მოკვლა ვერ გაებედა,
რადგან ისინი სამეფო სისხლისანი იყვნენ, კეთილშობილი სისხლის დაღვრა კი თვით
ღმერთსაც კი სამუდამო წყევლად დაედებოდა. ბავშვებს ენსარი და ანტილი ერქვათ.
გატეხილი ბეჭედი სწორედ ანტილმა გაჩუქა. გედი დიდხანს იყო ჩუმად.

– ასე რომ, ბოლოს ეს ამბავიც იკვრება, ისევე, როგორც ბეჭედი შეერთდა და


გამთელდა. მაგრამ ეს ბოროტი ამბავია, ტენარ. ის პატარა ბავშვები, ის კუნძული,
მოხუცი კაცი და ქალი, რომელიც იქ ვნახე... მათ ადამიანთა ენა თითქმის აღარც კი
იცოდნენ.

– ერთი რამის თხოვნა მინდა.

– მთხოვე.

– არ მსურს შიდა მიწებში, არც ჰავნორში წასვლა. იქ, დიდ ქალაქებში, უცხო ხალხს
შორის, ჩემი ადგილი არაა. არცერთ მიწას არ ვეკუთვნი. საკუთარ ხალხს ვუღალატე.

127
ახლა ჩემი ხალხი არ მყავს. ძალიან ბოროტი რამ მაქვს ჩადენილი. კუნძულზე მარტო
დამტოვე, ისევე, როგორცმეფის შვილები დატოვეს. ისეთკუნძულზე, სადაც
ადამიანები არ არიან, სადაც არავინ იქნება. დამტოვე და ბეჭედი ჰავნორში წაიღე. ის
შენ გეკუთვნის და არა – მე. ჩემთან არაფერი ესაქმება. არც შენს ხალხს აქვს ჩემთან
ხელი. საკუთარ თავთან მარტო ყოფნა მაცადე!

ნათელი ნელა, თანდათან გაჩნდა, მაგრამ გოგონა მაინც შეაკრთო. ჯადოქრის


მოხმობით გაჩენილი მაგიური სინათლე წინ გაშლილი სიბნელიდან პატარა
მთვარესავით ამოვიდა. კვერთხის ბოლოზე ჩამოკიდებული ღუოდა, როდესაც
ტენარისკენ შებრუნებულმა გედმა კვერთხი ზემოთ აღმართა. ნავის ფსკერი, ნაპირები,
ფიცრები და ჯადოქრის სახე ვერცხლისფერ ნათელში მოჩანდა. ტენარს პირდაპირ
უყურებდა.

– რა ბოროტება გაქვს ჩადენილი, ტენარ?

– ვუბრძანე, რომ სამი კაცი ტახტის ქვეშ, მიწისქვეშა ოთახში ჩაეკეტათ და შიმშილით
ამოეხადათ სული. ისინი წყურვილითა და შიმშილით დაიხოცნენ. დაიხოცნენ და
აკლდამქვეშეთში ჩაიმარხნენ. წაქცეული აკლდამების ქვები მათ საფლავებზე დაეცა.
სიტყვა უცებ გაწყვიტა.

– კიდევ არის რამე?

– მანანი.

– მისი სიკვდილი მე მაწევს სულზე ტვირთად.

– არა. ის იმის გამო მოკვდა, რომ ვუყვარდი და ჩემი ერთგული იყო. ეგონა, რომ
მიცავდა. რიტუალებში ჩემი კისრის ზემოთ ხმალი ყოველთვის მას ეჭირა. როდესაც
პატარა ვიყავი, ყოველთვის კეთილად მეპყრობოდა და როდესაც ვტიროდი...

ისევ გაჩუმდა, რადგან ცრემლები ყელში ისევ ებჯინებოდა, თუმცა ტირილს აღარ
აპირებდა. მომუშტული ხელები შავი სამოსის ნაკეცებზე ედო.

– მის მიმართ კეთილი არასოდეს ვყოფილვარ. ჰავნორში არ წამოვალ. შენ არ


გამოგყვები. იპოვე რომელიმე კუნძული, სადაც არავინ მიდის, იქ ჩამომსვი და
დამტოვე. ბოროტების საფასური გადახდილ უნდა იქნას. მე თავისუფალი არ ვარ.
ზღვის ნისლით დაჩრდილული სინათლე მათ შორის მონაცრისფროდ ციალებდა.

– მისმინე, ტენარ! ყურად იღე, რასაც გეტყვი: შენ ბოროტების ჭურჭელი იყავი. ახლა კი
ბოროტება გადმოღვრილია. დასრულდა. საკუთარ აკლდამაშივეა ჩამარხული. შენ
ბოროტებისა და წყვდიადისთვის არ ყოფილხარ შექმნილი. შენ სინათლეს ეკუთვნი,
როგორც ლამპარი, რომელშიც სინათლე იწვის და სინათლესვე გასცემს. მე
დაუნთებელი ლამპარი ვნახე, და არ ვაპირებ, ნაპოვნი ისევ უპატრონოდ
მიგდებული ნივთივით დავტოვო უდაბურ კუნძულზე. ჰავნორში წაგიყვან და
ზღვამიწეთის ყველა უფლისწულს ვეტყვი: „იხილეთ! წყვდიადის სასუფეველში მე
მისი სული, მისი ნათელი ვიპოვე. მისი ძალით უძველესი ბოროტება მტვრად
გაიფანტა. მისი მეშვეობით საფლავს დავეხსენი. მისი მეშვეობით ის, რაც ოდესღაც

128
გატყდა, კვლავ მთელად იქმნა და იქ, სადაც სიძულვილი სუფევდა, მშვიდობა
დაისადგურებს.

– ამას ვერ ვიზამ... – ტანჯული ხმით შეეწინააღმდეგა ტენარი, – არ შემიძლია. ეს


სიმართლე არ არის! მაგრამ გედი ჩუმი ხმით განაგრძობდა:

– და ამის მერე უფლისწულებსა და მდიდარ ლორდებს ისევ გამოგაცილებ, რადგან


მათ შორის შენი ადგილი მართლაც არ არის. იქაურობისთვის მეტისმეტად
ახალგაზრდა და მეტისმეტად ბრძენი ხარ. ჩემს მიწაზე, გონტზე წაგიყვან, სადაც
ოდესღაც დავიბადე და ჩემს მასწავლებელთან, ოგიონთან მიგიყვან. ახლა უკვე
მოხუცია, მაგრამ დიადი მაგი და მშვიდი გულის ადამიანია. ხალხი „მდუმარეს“
უწოდებს. ზღვის თავზე შეკიდული „რე ალბის“ დიდრონ კლდეებზე, თავის პატარა
სახლში ცხოვრობს. რამდენიმე თხასა და პატარა ბოსტანს უვლის. შემოდგომობით
კუნძულის შემოსავლელად მიემგზავრება, მარტოკა დადის ტყეებში, მთის
ფერდობებსა და მდინარეთა ველებს შორის. ერთ დროს იქ მასთან ერთად
ვცხოვრობდი, მაშინ შენზე ახალგაზრდა ვიქნებოდი. დიდხანს არ დავრჩენილვარ,
რადგან შეგნება არ მეყო დასარჩენად. ბოროტების საძებნელად გავეშურე და
ადვილადაც ვიპოვე... მაგრამ შენ ბოროტებისგან დასახსნელად, თავისუფლების
საძიებლად გამოეშურე. ცოტა ხნით სიჩუმეს ეძებ, სანამ საკუთარ გზას იპოვი. იქ
შეძლებ გულისხმიერებისა და მდუმარების პოვნას, ტენარ. იქ ლამპრის ცეცხლი
ქარისგან მოფარებული შეძლებს ნათებას. ამის გაკეთებას შეძლებ?

ზღვის ნისლი მათ სახეებს შორის ნაცრისფრად შეკიდულიყო. ნავი გრძელ,


შემაღლებულ ტალღებზე ნელა მიირწეოდა. მათ გარშემო სიბნელე, ქვეშ კი ზღვა
გაშლილიყო.

– დიახ, შევძლებ, – დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ კი დააყოლა, – ნეტავ უფრო მალე
იყოს. ნეტავ უფრო მალე შეგვეძლოს იქ მისვლა.

– დიდი დრო არ დასჭირდება, პატარავ.

– იქ მოხვალ ხოლმე? ოდესმე მაინც.

– როდესაც კი შევძლებ, მოვალ.

სინათლე ნელ-ნელა მინავლდა. მათ გარშემო კვლავ წყვდიადი იყო.

მრავალი აისისა და დაისის, უძრავი დღეებითა და ზამთრის ყინულოვანი ქარებით


სავსე მოგზაურობის შემდეგ შიდა ზღვას მიაღწიეს. უშველებელი გემებით სავსე
სანაპიროებს ჩაუარეს, ებავნორის სრუტეების გავლით იმ ყურეში შეცურეს, რომელიც
ჰავნორის შუაგულში, ჰავნორის დიდი პორტის ყურის გამოღმა გაშლილიყო. ქალაქის
თეთრი კოშკები და მათთან ერთად თოვლით დაფარული, თეთრად მოელვარე
დიადი ქალაქიც იხილეს. ხიდები, ისევე, როგორც სახლების განთქმული წითელი
სახურავები, თეთრად დაფარულიყო და ნავსადგურში დამდგარ უამრავ, ყინულით
შეჭირხლულ გემთან ერთად ზამთრის მზეზე მომაჯადოებლად

129
ელვარებდა. მათი მოახლოების ამბავმა ქალაქში მათზე ადრე ჩამოაღწია, რადგან
„შორმზირალის“ მოწითალო, დაკემსილ აფრას ამ წყლებში ბევრი ცნობდა.
დათოვლილ გემების მისადგომთან მათ დასახვედრად უამრავი ხალხი შეკრებილიყო.
ფერადი დროშები ძლიერ, კრიალა ქარში ხმაურიანად ტყლაშუნობდა შეკრებილი
ხალხის თავზე.

ტენარი ნავის კიჩოზე წელში გამართული, დაძენძილ შავმოსასხამში გახვეული იჯდა.


მაჯაზე შემოხვეულ ბეჭედს დახედა, შემდეგ კი ხალხმრავალ, ფერად, სასახლეებითა
და მაღალი კოშკებით დახუნძლულ სანაპიროს გახედა. მარჯვენა ხელი ზემოთ
აღმართა და მზის სინათლემ ვერცხლის ბეჭედზე გაიბრწყინა. წყლის გადმოღმა, ქარის
შრიალში ხალხის ბედნიერმა შეძახილებმა მოგუდულად მოაღწია. გედმა ნავი
მისადგომთან გააჩერა. ნავის დასაბმელად გემსაბმელისკენ გადასროლილ თოკს
ასამდე ხელი შეეგება. პირსზე მოხერხებულად ახტა და უკან მობრუნებულმა გოგონას
ხელი გაუწოდა. ღიმილით უთხრა, – მოდი!, – ისიც ადგა და წავიდა. ჩაფიქრებული,
მკაცრი სახით მიჰყვებოდა გედს ჰავნორის ქუჩების აღმართზე,
ხელიხელჩაკიდებული, სახლში დაბრუნებული ბავშვივით.

130
ბოლოსიტყვაობა
ხშირად არ მიჯერებენ, როდესაც ვეუბნები, რომ „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ წერისას ამ
წიგნს მიღმა არანაირი გეგმა არ მქონია. მაგრამ ეს ჭეშმარიტებაა. დიახ, მართალია,
წიგნის პირველივე გვერდზეა ნახსენები, რომ გედი მომავალში სიმღერებითა და
თქმულებებით მოცული ცნობილი მაგი გახდება, დრაკონთმეუფე, ზღვამიწეთის
არქიმაგი, რაც თითქოს გაგრძელებას გვპირდება. მაგრამ სინამდვილეში ეს
ყველაფერი, უბრალოდ, მკითხველისთვის იმის საგრძნობინებლად დავწერე, რომ ეს
სამყარო ძლიერი ჯადოქრობით, დრაკონებითა და ფანტასტიკით იქნებოდა სავსე.
ასეთი საკითხებისთვის წიგნის დასაწყისშივე ჯობს ნათლის მოფენა. და ასევე ეს
ყველაფერი მკითხველისთვის (და ჩემთვისაც) იმის შესახსენებლად დავწერე, რომ ამ
თითქოს ხელწამოსაკრავ გმირს წინ დიდი მომავალი ელოდა.

იმ წამისთვის წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო „დრაკონთმეუფე“ ან „არქიმაგი“.


უბრალოდ, კარგად ჟღერდა და მათი ნამდვილი მნიშვნელობის გარკვევა მერეც
შემეძლებოდა, როდესაც საჭირო გახდებოდა.

იმ წიგნში ჩემი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა გედი და მისი ჩრდილი როგორმე
ისევ გამეერთიანებინა. მას მერე კი უნდა დამეტოვებინა და თავისი დიადი საქმეების

აღსასრულებლად მიმეშვა. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა გმირებზე დაწერილი


ბევრი წიგნი სწორედ ამ ადგილას სრულდება. ბევრი სიყვარულზე დაწერილი წიგნი
ქორწინებაზე აღარ მოგვითხრობს, და გაზრდაზე მოთხრობილ ისტორიათა
უმეტესობა დიდობაში აღარ გვახედებს.

ასე რომ, როდესაც წიგნის ბოლო სიტყვებად ვწერდი: „...თუ როგორ იმოგზაურა
დრაკონთა ნატერფულებზე უვნებლად, როგორ დააბრუნა ერრეთ აკბეს ბეჭედი
ატუანის აკლდამებიდან ჰავნორში და ბოლოს როგორ დაბრუნდა როუკზე კიდევ
ერთხელ, ამჯერად როგორც სამყაროს ყველა კუნძულის არქიმაგი“ – ჩემთვის ეს არა
გაგრძელების მინიშნება, არამედ იმის კიდევ ერთხელ გახსენება იყო, რომ ეს ამბავი
სულაც არ მთავრდებოდა ამ წიგნით.

თუმცაღა...

ხანდახან მწერალი საკუთარ თავსვე უტოვებს მინიშნებას, რომელსაც მოგვიანებით


უნდა მიუბრუნდეს, როდესაც მის გასააზრებლად მზად იქნება.

„ჯადოქრის“ მერე სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, „წყვდიადის მარცხენა ხელი“


დავწერე. როდესაც წერა დავასრულე, გამიჩნდა კითხვა, – „ახლა რას შევუდგე?“.
გონებაში მიმოვიხედე და იქ გედი და მისი სამყარო – ზღვამიწეთი დამხვდა,
ცოცხალი, ნათელი და საფუძვლიანად

შეცნობისათვის გამზადებული. და თან ატუანის აკლდამებიდან ბეჭდის


დაბრუნებაზე საინტერესო მინიშნება იყო... ატუანი კარგიული კუნძული იყო.
კარგიელების შესახებ მაინცდამაინც ბევრი არ მიფიქრია. აქამდე მხოლოდ ის ვიცოდი,
რომ არქიპელაგელებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. თეთრკანიანი ბარბაროსები,

131
მეკობრეები არც ისე სანდო ხალხი ჩანდა. მაგრამ კარგიელი რომ ყოფილიყავი, ვინ
იქნებოდი? ვის ენდობოდი? სად იცხოვრებდი? როგორი იქნებოდა ატუანი?

ამას მოჰყვა წიგნისთვის უდიდესი სტიმული: სამხრეთ-აღმოსავლეთ ორეგონში


მანქანით მოგზაურობა, ჩვენი პირველი ვიზიტი „ჰარნის საგრაფოში“, სალბის ხეებით
დაფარული დაბლობების, მოწმენდილი ცის, გაშლილი სივრცისა და მდუმარების
სამფლობელოში. ჩვენს სამ შვილთან ერთად ორდღიანი დამქანცველი, მტვრიანი
მგზავრობიდან უკან მომავალმა უკვე ვიცოდი, რომ ჩემი შემდეგი ნაწარმოების
მოქმედებები ამ უდაბნოში განვითარდებოდა. მანქანაში, იმ დროს, როდესაც „ანბანის
ასოებს“ არ ვთამაშობდით ან „ორმოცდაცხრა ბოთლს“ არ ვმღეროდით, მე ჩემს ამბავზე
ოცნება მითრევდა. იქაურობამ ეს ძღვენი მაჩუქა. და ამის მუდამ მადლიერი ვიქნები.

ძირითადი მიზეზი, რატომაც ადამიანებს არ სჯერათ, რომ ტრილოგია არ მქონია


ჩანაფიქრში, არის ის ენდემური ტრილოგიიზმი (ან, უარეს შემთხვევაში –
განუკურნებელი სერიიზმი),

რომლითაც ამჟამად ფენტეზი არის დასნებოვნებული. ტოლკინის „ბეჭდების


მბრძანებელს“ ამაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან მისი ექვსი წიგნი სამ
ტომად, ანუ ტრილოგიად იქნა გამოცემული. ალბათ „ზღვამიწეთის“ ბრალიც იქნება
მომავალში, რადგან ისიც ექვსი წიგნისგან შედგება... მაგრამ როდესაც „ატუანის
აკლდამების“ წერას ვიწყებდი, რამდენადაც მახსოვს, ის უბრალოდ ამბის
გაგრძელებად მიმაჩნდა.

ასევე მოხდა სქესის ცვლილება. გედი ამ ამბავში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ ის


ისტორია რომელიც უნდა მომეთხრო, გოგონას ეკუთვნოდა, გოგონას, რომელიც
არქიპელაგის ქალაქებისგან მოშორებით, სამყაროს მოწყვეტილ უდაბნოში
ცხოვრობდა; გოგონას, რომელსაც არ შეეძლო, ძალა ახალგაზრდა გედივით ეძია, ან
თუნდაც ძალის გამოყენებაში წვრთნა და სწავლება მიეღო, რადგან ძალა მას
იძულებით გადაეცა. გოგონას, რომელსაც სახელი ბრძენმა მასწავლებელმა კი არ
უბოძა, არამედ შენიღბულმა მსხვერპლშემწირველმა ჩამოართვა.

ბიჭი გედი საკუთარი სიამაყისა და სიჯიუტის გამო მისთვის შეთავაზებულ სიბრძნეს


უარყოფს. გოგონა ტენარს, რომელსაც ქალღმერთის თითქმის უსაზღვრო
ძალაუფლება გადაეცა, არასოდეს უსწავლია, როგორ ეცხოვრა უბრალო ადამიანური
ცხოვრებით.

როდესაც 1969 წელს ამ ნაწარმოების წერას შევუდექი, თუ რენესანსის პერიოდის


არიოსტოსა[1]

და ტასსოს[2] ნაწარმოებებს არ ჩავთვლით, საგმირო ფენტეზის არცერთი ქალი


მთავარი გმირი არ მახსენდებოდა. ამჟამად ქალი გმირები უკვე უხვად არიან, თუმცა
ზოგიერთი მათგანი მაინც მაფიქრებს. თანამედროვე ფანტასტიკური ეპიკების
მეომარი ქალები, – დაუნდობელი ხმლოსნები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი
საოჯახო ან სექსუალური პასუხისმგებლობა და უბრალოდ „ბოროტების“
გასაჟლეტად დაჯირითობენ, ჩემთვის ქალებს ნაკლებად ჰგვანან და უფრო ქალის
სხეულსა და მამაკაცის აბჯარში გამომწყვდეულ ბიჭებს მაგონებენ.

132
როგორც უნდა ყოფილიყო, იმ დროისთვის ისეთი გმირი გოგონას წარმოდგენა,
რომელიც მისთვის შეთავაზებულ უსაზღვრო ძალაუფლებას კანონიერ სამკვიდროდ
და კუთვნილად მიიღებდა, იმაზე მეტ წარმოსახვას მოითხოვდა, ვიდრე იმ
დროისთვის გამაჩნდა. მაშინ ასეთი სიტუაცია საკმაოდ დამაჯერებლად არ
მეჩვენებოდა. მაგრამ რადგანაც იმ ადამიანებზე მიწევდა წერა, ვისაც უმეტეს
საზოგადოებებში ძალას არ აძლევდნენ – ანუ ქალებზე – სრულიად ბუნებრივად
შემეძლო ჩემი გმირის ისეთ სიტუაციაში წარმოდგენა, რომელშიც იგი კითხვის ქვეშ
დააყენებდა ძალის არსსა და თავად ძალის ღირებულებასაც.

სიტყვა ძალა შეიძლება ორი განსხვავებული მნიშვნელობით განვმარტოთ. არსებობს


ქმნის ძალა: სიძლიერე, ნიჭი, უნარი, ხელობა, ოსტატობა, ცოდნის ზეობა. და არსებობს
დამორჩილების ძალა: მართვა, დომინირება, აღმატებულება, ძალაუფლება, მონების
დამორჩილება, სხვებზე ზეობა.

გედს ორივე სახის ძალა ეძღვნა. ტენარს – მხოლოდ ერთი მათგანი.

საგმირო ფენტეზი ჩვენამდე არქაული დროიდან მომდინარეობს. მაშინ ამ არქაიზმზე


სიღრმისეულად არ ვიყავი დაფიქრებული. ჩემი ამბავიც სწორედ ძველი დროის
იერარქიულ საზოგადოებაში ვითარდება, სადაც ძალაუფლება, სავარაუდოდ,
სამხედრო წყობიდან მომდინარე პირამიდული წყობის არის, რომელშიც ბრძანებები
ზემოდან მომდინარეობს და პირამიდის წვერში ერთი ადამიანი დგას. ეს არის
„დამორჩილების ძალის“ სამყარო, რომელშიც ქალები ყოველთვის დაბალ რგოლს
იკავებდნენ.

ასეთ სამყაროში შემეძლო, ჩემი გმირი ისტორიის შუაგულში მომექცია, მაგრამ მას
კაცის თავისუფლებას, ან კაცის შესაძლებლობებთან გათანაბრებულ შესაძლებლობებს
ვერ მივცემდი. „საგმირო ამბის“ გაგებით, ჩვეულებრივი გმირი ვერ იქნებოდა. ნუთუ
ფენტეზიშიც ვერ იქნებოდა? ვერა. იმიტომ, რომ ჩემთვის ფენტეზი ოცნებები და
წარმოსახვა კი არა, არამედ ასახვის საშუალებაა, და თანაც რეალობის ასახვის გზა.
ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიის პირობებშიც კი, ოცდამეერთე საუკუნის მეორე
ათწლეულში, ფემინისტური მოძრაობის ორმოცწლიანი ბრძოლის შემდეგ, რეალობა
იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ძალაუფლების ვერტიკალურ სტრუქტურაში
ვცხოვრობთ, რომელიც მამაკაცებმა ჩამოაყალიბეს და ამ დრომდე ისინი
დომინირებენ. 1969 წელს ეს რეალობა თითქმის ურყევი ჩანდა.

ასე რომ ტენარს „დამორჩილების ძალა“ მივეცი, – დომინანტობა, ლამის


ღვთაებრიობასთან სადარობაც კი, – მაგრამ ეს ერთ-ერთი იმდაგვარი ძღვენია,
რომლიდანაც კარგი არაფერი გამოვა. მას სამყაროს ბნელი მხარე უნდა შეეცნო, ისევე,
როგორც გედს საკუთარ გულში წყვდიადი უნდა აღმოეჩინა.

„ზღვამიწეთის ჯადოქარში“ მცირე მინიშნებები იყო, რომ კარგიელები ჯადოქრობას


არ იყენებდნენ, მას ბოროტებად მიიჩნევდნენ, მაგრამ ამავე დროს ისინი მიწეთის
უძველეს ძალებთან გედის ტომელებზე უფრო ახლო კავშირს ინარჩუნებდნენ.
არქიპელაგზე ძლიერი, აქტიური მაგია თითქმის სრულად მამაკაცებს ეკუთვნით,
მაშინ, როდესაც ალქაჯები განათლებასა და ნდობას მოკლებულნი რჩებოდნენ. და

133
უძველესი ძალებიც უმეტესწილად ისე არიან აღწერილნი, როგორც მიზოგინები[3]
ქალებს აღწერენ: ამოუცნობი, ბოროტი, სუსტი და ვერაგი.

ატუანის აკლდამებში უძველესი ძალები, – უსახელონი – ამოუცნობ,


ავისმომასწავებელ ძალებად არიან წარმოჩენილნი, მაგრამ ამავე დროს ისინი
უმოქმედოდ არიან. არჰა/ტენარი მათი ქურუმია, ქურუმთაგან უდიადესი, ვისაც
თავად მეფეუფალიც კი უნდა ემორჩილებოდეს: მაგრამ სინამდვილეში რა არის მისი
სამფლობელო? სატუსაღო უდაბნოს შუაგულში. საჭურისების დაცვის იმედად
არსებული ქალები. უძველესი აკლდამის ქვები, ნახევრად

დაქცეული ტაძარი და ცარიელი ტახტი. საზარელი მიწისქვეშა ლაბირინთი, სადაც


ტყვეები შიმშილითა და წყურვილით სასიკვდილოდ იწირებიან, სადაც მხოლოდ მას
შეუძლია გზახვეულში სიარული, სადაც ნათელი არასოდეს ხვდება. ის ბნელ, ცარიელ,
უსარგებლო სამფლობელოს მართავს. არჰას თავისივე ძალაუფლება ატყვევებს.

ეს არ იყო ვარდისფრად წარმოდგენილი დამაიმედებელი სურათი, რომელსაც


ახალგაზრდებს იმდროინდელი რომანები სთავაზობდნენ. ტენარის ამბავი იმის
საკმაოდ პირქუში სურათია, თუ რა შეიძლება ელოდეს გოგონას. არჰას ცხოვრება
დაღვრემილი, უცვლელი, საჭურისი მანანის ზრუნვის გარდა სიკეთის განცდას
თითქმის სრულად მოკლებულია. მესამე თავი შესაძლოა ყველაზე სასტიკი, ყველაზე
უიმედო მონაკვეთი იყოს ზღვამიწეთის ყველა წიგნს შორის. „თავისი“
პატიმრებისთვის სიკვდილის მისჯაზე თანხმობით, არჰა საკუთარი ტყვეობის კარს
გამოიხურავს. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება ტყვეობაში გაივლის.

არჰა მხოლოდ მაშინ ახერხებს თავის დახსნას, როდესაც მის ტყვეობაში გედი
აღმოჩნდება. მაშინ ის პირველად იყენებს თავის „ქმნის ძალას“ – არჩევანის
თავისუფლებას. ის ირჩევს, გედს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ამით საკუთარ თავს იმის
დანახვის საშუალებას მისცემს, რომ თუკი პატიმრის გათავისუფლებას მოახერხებს,
საკუთარი თავის დახსნასაც შეძლებს.

ზოგიერთმა ამ ამბავში ის აზრი ამოიკითხა, თითქოს ქალს ნებისმიერი რამის


მისაღწევად მამაკაცის დახმარება სჭირდებოდეს (ზოგმა მოწონებით დაუკრა თავი,
ზოგმა ღრენითა და ქშენით მიიღო). რა თქმა უნდა, არჰა/ტენარი ფემინისტ
იდეალისტებს მაშინ უფრო დააკმაყოფილებდა, თუკი ყველაფერს მარტო თვითონ
მიაღწევდა. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ ჩემი ხედვითა და ნაწარმოების
მიმდინარეობიდან გამომდინარე, ის ამას ვერ შეძლებდა. ჩემი წარმოსახვა ვერცერთ
სცენარს ვერ მიხატავდა, რომელშიც არჰა ამას შეძლებდა, რადგან გულის სიღრმეში
მტკიდეც მწამდა, ვერცერთი სქესი ვერ წავიდოდა შორს უერთმანეთოდ. ასე რომ, ჩემს
ნაწარმოებში არც მამაკაცს და არც ქალს შეუძლია საბოლოოდ თავი დახსნა მეორის
დახმარების გარეშე. ოღონდ ამისთანა ხაფანგისგან – არა. ყოველივეს უწევს, მეორეს
სთხოვოს დახმარება, ისწავლოს ნდობა და ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ. ამ ორი
ძლიერი, შეუპოვარი და მარტოსული ადამიანისთვის ეს დიადი გაკვეთილი და ახალი
ცოდნა გამოდგა.

ახლა, როდესაც ამ წიგნს დაწერიდან ორმოცი წლის შემდეგ ვკითხულობ, მის


სხვადასხვა ნაწილებთან დაკავშირებით კითხვები მიჩნდება. ეს ჩემი პირველი წიგნი

134
იყო, რომელშიც ქალი ჭეშმარიტად მთავარ როლში აღმოჩნდა. ტენარის პერსონაჟი,
ისევე, როგორც ამ ამბის მოვლენები ჩემი არსების სიღრმეებიდან ამოვიდა, ისეთი
უფსკრულებიდან, რომ წიგნისთვის დამახასიათებელი მიწისქვეშა და
ლაბირინთული, შეიძლება ვულკანური თვისებებიც კი გასაკვირი არ არის. მაგრამ ეს
წყვდიადი, სისასტიკე, შურისძიების წყურვილი... ბოლოს და

ბოლოს, ხომ შემეძლო, ისინი უბრალოდ თავის ნებაზე მიმეშვა, მთელი აკლდამების
ფუძე მიწისძვრით რატომ უნდა გამენადგურებინა? მძვინვარების შემოტევის
შედეგად უსახელოთა მიერ თავისივე სალოცავის განადგურება თავისებურად დიდი
თვითმკვლელობაა. ალბათ, ეს იმ პრიმიტიული, სიძულვილნარევი წარმოდგენების
შერყევა და მსხვრევა იყო, რომლებიც ყველაფერ ქალურს ბნელად, ბრმად, სუსტად და
ბოროტად წარმოაჩენდნენ. სწორედ ეს დამოკიდებულებები ვიხილე უდაბურ მიწაში
ჩანთქმული და თვითგანადგურებული. მათი დაცემის ხილვამ გამახარა. ახლაც
მახარებს.

წლების შემდეგ, როდესაც ზღვამიწეთის ბოლო სამ წიგნში შევძელი ტენარის ამბის
გაგრძელება და ისევ დავფიქრდი მიწეთის უძველეს ძალებზე, მაგიის ბუნებასა და
ზღვამიწეთის ისტორიაზე, ჩემთვის და ტენარისთვის ამ ყველაფერს იმ სამყაროს
ნათელი მოეფინა, სადაც ცა უფრო მაღალი და კეთილია.

135

You might also like