გადაცემის კოდი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

შესავალი

თანამედროვე სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი


მიმართულება არის გადაცემის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემების (გბოს)
განვითარება. გბოს ყველა მახასიათებლით აღემატება ყველა ტრადიციულ
საკომუნიკაციო სისტემას. ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციის
უკიდურესად დიდი რაოდენობის შორ მანძილებზე მიწოდების
შესაძლებლობას მაქსიმალური სიჩქარით და მაღალი საიმედოობით. გბოს
გამოყენების არეალი არ არის შეზღუდული მხოლოდ შორეულ მანძილზე
მონაცემთა გადაცემით, არამედ გამოიყენება ლოკალურ (LAN) და გლობალურ
(WAN) სატელეკომუნიკაციო ბოჭკოვან-ოპტიკური ქსელებში.

შეუძლებელია გბოს-ის გარეშე განვითარდეს თანამედროვე


ტელეკომუნიკაციების ძირითადი მიმართულებები: ინტერნეტისა და სხვა
ინტერაქტიული კომერციული სერვისები, კავშირის ქსელის გლობალიზაცია
და პერსონალიზაცია, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლოკალური ქსელები (LAN).
ლოკალური გბოს-ის შექმნა დაიწო 70-ანი წლების ბოლოს, მას შემდეგ
დამუშავებული იყო Ethernet ქსელის აპარატურურა.

გბოს-ის გარეშე წარმოუდგენელია სატელეკომუნიკაციო


ტექნოლოგიების განვითარება: სატელეფონო და სატელეგრაფო
კავშირებისათვის, სატელევიზიო, მონაცემთა გადაცემისთვის აპლიკაციების
მულტიმედიისთვის და ა.შ.

ამ ეტაპზე გბოს-მა მიაღწია ციფრული სიგნალების გადაცემას 10-10–10-12


ალბათობით და მეტი. გადაცემის სისტემებში ელექტრულ კაბელებზე კი ეს
მნიშვნელობა აღწევს 10-6 – 10-5 -ს.

ციფრულ გადაცემის სისტემებში, სისტემის ეფექტურობის


გაუმჯობესების მიზნით, გამოიყენება კოდირების სამი ძირითადი ტიპი:
წყაროს კოდირება, საარხო კოდირება და სახაზო კოდირება.
წყაროს კოდირება გამოიყენება ინფორმაციის გადაცემის წყაროს
სიჭარბის შესამცირებლად, საარხო კოდირება კი საიმედოობის
გასაუმჯობესებლად ხმაურიან არხში. ეს უკანასკნელები წარმოადგენენ
კლასიკური ტიპის კოდირებას, რომელიც აღწერილია ინფორმაციის
თეორიაში.

სახაზო კოდირების ძირითადი მიზანია - გადაცემის საიმედოობის


გაუმჯობესობა, მაგრამ მისი გამოყენება დაფუძნებულია პრაქტიკული
მიზეზების გამო განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
სახაზო კოდირების დანერგვა ხდება ინფორმაციის წყაროს შესატყვისად
გადაცემის არხთან, ასევე ამ კავშირის არხის ოპტომიზაციისთვის.

თანამედროვე გბოს-ში, დასმული დავალების მიხედვით გადაცემის


სიჩქარე, შეცდომის ალბათობა, მიკროსქემის დიზაინის სიმარტივე,
შეცდომების აღმოჩენისა და კონტროლის შესაძლებლობა) გამოიყენება
სხვადასხვა სახაზო კოდები:

სიჭარბის გარეშე, სახაზო კოდები სკრებლირებით, 1B2B კლასის სახაზო


კოდები, ბლოკური სახაზო კოდები, კოდები ჩასმებით. აქედან გამომდინარე
გბოს-ის სახაზო კოდების კვლევა აქტუალურია დღემდე, მათი ძირითადი
ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა.

ციფრული ოპტიკურ-ბოჭკოვანი გადაცემის სისტემებისთვის სახაზო


კოდების აგების მახასიათებლები დამოკიდებულია სიგნალების გავრცელების
გარემოს ფიზიკურ თვისებებზე.

ოპტიკური ბოჭკო, როგორც სიგნალის გადაცემის საშუალება და ასევე


გამოსხივების წყარო გადამცემში და ფოტოდეტექტორი მიმღებ ოპტიკურ
მოდულებში აწესებს სპეციფიკურ მოთხოვნებს ციფრული სიგნალის
თვისებებზე.
ვინაიდან გამოსხივებული ოპტიკური სიმძლავრის იმპულსები
შეიძლება

იყოს მხოლოდ დადებითი ან ნულოვანი (ოპტიკური გამოსხივების


ინტენსივობა არსებითად დადებითი მნიშვნელობაა), შეუძლებელია
ბიპოლარული კოდების პირდაპირი გამოყენება, როგორც ეს ხდება ელექტრულ
კაბელებში.

ამრიგად, გბოს-ში მოდულაციის პირდაპირი დეტექტირებით სახაზო კოდი


უმეტეს შემთხვევაში ფორმირდება როგორც დისკრეტული

შეტყობინება გამოხატული ორობითი კოდით (n=2, კოდის სიმბოლოები „1“ და


„0“), რომელიც წარმოადგენს ერთი და იმავე ფორმის იმპულსების შემთხვევით
თანმიმდევრობას, T რძლივობით (ტაქტური ინტერვალით). ასეთ სიგნალებს
ეწოდება შემთხვევითი სიგნალები დეტერმინისტული ტაქტური
ინტერვალებით.

1.

გბოს-ს სახაზო კოდებისადმი წაყენებულია შემდეგი ძირითადი


მოთხოვნები:

- სიგნალის სპექტრის გატარების ზოლი. იგი უნდა იყოს ვიწრო და არ


უნდა შეიცავდეს მუდმივ მდგენელს, ანუ უნდა იყოს შემოსაზღვრული
ქვემოდან და ზემოდან.
- სინქრონიზაციის იმპულსების სიხშირული მიმდევრობის აღდგენა.
იმპულსების ფორმის და ფაზის აღსადგენად საჭიროა სინქრონიზაციის
იმპულსები. მიღებული შეტყობინებიდან უნდა გამოვყოთ სიგნალი
სინქრონიზაციის იმპულსების მიმდევრობის სიხშირით. ეს შეიძლება იყოს
სინუსოიდალური სიგნალი ან და მართკუთხა იმპულსების მიმდევრობა.
ყველაზე გავრცელებული მეთოდია იმპულსების აღდგენა გადასვლების
საფუძველზე, რომელიც მიღებული შეტყობინება შეიცავს. როდესაც მიღებული
შეტყობინების სპექტრში არის ერთი ხაზი, რომელიც შეიცავს სინქრონიზაციის
ჰარმონულ რხევას, შესაძლებელია მისი გამოყოფა გაფიტრვით.
- კოდის ენერგეტიკული სპექტრის უწყვეტ ნაწილს უნდა ჰქონდეს
დაბალი დონე ტაქტური სიხშირის არეალში, იმიტომ რომ რაც უფრო მცირეა
უწყვეტი მდგენელის სიგანე დისკრეტული მდგენელის არეალში, მით უფრო
მცირეა სისტემური ხელშეშლის დონე ტაქტური სიხშირის გამოყოფის
მოწყობილობებში.
- სასურველია, ენერგეტიკული სპექტრის უწყვეტი მდგენელის ძირითადი
ენერგიის ნაწილი ორიენტირებული იყოს შედარებით ვიწრო სიხშირულ
დიაპაზონში, იმიტომ რომ რაც უფრო მცირეა ვიწროა სპექტრი, მით უფრო
მცირეა სიგნალის დამახინჯება.
- სინქროიმპულსების გამოყოფის მოხერხებულობისთვის და
რეგენერატორების მდგრადი მუშაობის უზრუნველსაყოფად

თვითსინქრონირებისთან, ციფრული სიგნალების სტატისტიკური მახასიათებლები


ხაზებში არ უნდა იყოს თვითნებური. ამიტომ შეზღუდული უნდა იყოს ერთი და
იმავე დონის ან ამპლიტუდის სიმბოლოების ფორმირება თანმიმდევრულად.

- შეცდომების კოეფიციენტის კონტროლი დამაბოლოებელ


მოწყობილობაში. სატელეფონო სისტემების ექსპლუატაციის დროს საჭიროა
კავშირის ხარისხის გაკონტროლება შეუწყვეტლივ. ამიტომ საჭიროა გადაცემის
კოდი, რომელსაც აქვს სიჭარბე. მაშინ კავშირის ხაზის გასაკონტროლებლად
საკმარისია დამაბოლოებელ მოწყობილობაში დავთვალოთ კოდის წესების
ჩამოყალიბების წესების დარღვევების რაოდენობა.
- სახაზო სიგნალმა არ უნდა გამოიწვიოს შეცდომების გამრავლება
დეკოდირების დროს.
- სახაზო კოდის სტრუქტურა და სიგნალის ელემენტარული სიმბოლოების
ფორმა
უნდა შეესაბამებოდეს ოპტიკური კაბელის სიხშირესა და დროის
მახასიათებლებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ოპტიკური სიმძლავრე
მოცემულ შემთხვევაში შეცდომის მაჩვენებელი ოპტიკური სიგნალის
შესუსტების გათვალისწინებით მისი შეყვანის დროს ოპტიკურ ბოჭკოში და
გადამცემ ოპტიკურ მოდულში (ოპტიკურში გადამცემი)

სახაზო სიგნალების ძირითადი პარამეტრები.

წარმოგიდგენთ სახაზო სიგნალების ყველაზე დამახასიათებელ მნიშვნელოვან


პარამეტრებს, რის საფუძველზეც შეიძლება მათი შერჩევა და შედარება.

სიჭარბე.

f ტ. ს . log 2 N −f T log 2 M
R=
f ტ.ს . log2 N

სადაც ƒT არის საინფორმაციო ციფრული სიგნალის ტაქტური სიხშირე


კოდერის შესასვლელში (ან დეკოდერის გამოსავალზე); M არის სიგნალის
ნებადართული დონეების რაოდენობა; ƒტ.ს. – საინფორმაციო ციფრული
სიგნალის ტაქტური სიხშირე კოდერის გამოსავალზე (ან დეკოდერის
შესასვლელში), გადამცემ ხაზში; N არის გამომავალი სიგნალის დაშვებული
დონეების რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ორობითი
სიგნალის გარდაქმნა ბლოკის ორდონიანი კოდის მეშვეობით და N=M=2 და
ბლოკური კოდის სიჭარბე

fT
R=1−
f ტ.ს .

აქ, სიჭარბე უზრუნველყოფს სიგნალის მითითებულ თვისებებს ტაქტური


სიხშირის გაზრდის გამო და საწყისი და სახაზო სიგნალების ბლოკების
მოცულობების შესაბამისად m და n
n
f ტ. ს. = f
m T

ერთი მეორეს მიყოლებით ამპლიტუდის მიხედვით ერთნაირი


სიმბოლოების მაქსიმალური რაოდენობა. ორობითი კოდებისთვის ეს
მაჩვენებელი ახასიათებს 0 და 1 მაქსიმალური რაოდენობის მიმდევრობას.
სასურველია, რომ აღნიშნული პარამეტრები იყოს მინიმალური, რათა
გამარტივდეს ტაქტური სიხშირის გამოყოფა.

დისპარიტეტულობა - კოდში ერთიანებისა და ნოლიანების უტოლობა.


განასხვავებენ ბლოკური კოდის ერთი კომბინაციის დისპარიტეტულობას (D)
და დაგროვებულ დისპარიტეტულობას (D’). D-ს რაოდენობა განისაზღვრება
ერთიანებისა და ნოლიანების სხვაობით ერთი კოდის ბლოკში და D’ - კოდის
ერთიანებისა და ნოლიანების სხვაობით კოდის ნებისმიერი მომენტიდან
მიმდინარე მომენტამდე. არაბალანსურ კოდებში დაგროვებული
დისპარიტეტულობა მონოტონურად ცვალებადია. დისპარიტეტულობის
შემცირება ამარტივებს სინქრონიზაციის სქემას და შეცდომების აღმოჩენას,
ასევე ამცირებს დაბალსიხშირულ მდგენელს მათი ენერგეტიკულ სპექტრში.

მიმდინარე ციფრული ჯამი განისაზღვრება n - დონიანი კოდის


ამპლიტუდების ალგებრული ჯამით ნებისმიერი დროის მომენტიდან
მიმდინარე მომენტამდე:

l
Y l= ∑ σi
j=−∞

სადაც j - კოდური კომბინაციის კოდის რიგითი ნომერია დროის დასაწყისში; l


- ბიტის რიგითი ნომერი მიმდინარე მომენტში.

მცჯ-ის სავარაუდო მდგომარეობის რიცხვი კოდური ბლოკების დაბოლოების


მომენტში მოინიშნება როგორც Sk . Sk -ს გაზრდა გამოიწვევს კოდეკის
გართულების გაზრდას. ამავდროულად, უფრო რთული ხდება ბლოკური
კოდის სინქრონიზაციის მოწყობილობების მუშაობის კონტროლი.

გამოსაყენებელი კოდები.

გადაცემის ხაზის გატერების ზოლი (გამომსხივებელი -


შუქგამტარი - მიმღები) ძალიან ვიწროა სპექტრალური მრუდების სიგანესთან
შედარებით, ამტომ ეს შეიძლება გამოიწვიოს იმპულსების დეფორმაცია.
ძალიან განივი სპექტრალური მრუდები კი იწვევს არასასურველი ხმაურის
გაზრდას. ამ სურათზე ჩანს, რომ ყველაზე ვიწრო ენერგეტიკული სპექტრების
თვალსაზრისით უპირატესობა გააჩნია შემდეგ კოდებს: CMI, EP-1, EP-2 და
MILLER.
სურ.1.

სიგნალის ვიწრო ენერგეტიკული სპექტრი MILLER-ის კოდში


გამოწვეულია შედარებით მცირე რაოდენობის გადასვლებით ერთი
მდგომარეობიდან მეორეში. შედარებით მცირე რაოდენობის გადასვლები
ექვივალენტურია ნოლიანებისა და ერთიანების გრძელ მიმდევრობებს, იმიტომ
რომ MILLER-ის კოდში აკრძალულია მარტო 0 ან 1 ფორმირება. ამასთან ერთად
MILLER-ის კოდში სიმბოლოთაშორისო დაბრკოლება უნდა იყოს ძლიერი,
ვიდრე ფართოზოლოვან სიგნალებში (მაგალითად BI-L). მეორეს მხრივ, NRZ-
ის ვიწროზოლოვანი სპექტრი ახსნილია ფართო ინფორმაციული იმპულსით.
NRZ კოდს აქვს უფრო მაღალი სტაბილურობა სიმბოლოთაშორისო
დაბრკოლებების მიმართ, ვიდრე მილერის კოდის სიგნალი, იმიტომ რომ
იშვიათად ხდება ანათვლების აღება. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ სახაზო
სიგნალის მდგრადობაზე მსჯელობა მხოლოდ ენერგეტიკული სპექტრის
სიგანეზე არაკორექტულია და ზოგიერთ შემთხვევაში ამან შეიძლება
გამოიწვიოს არასწორი დასკვნები სახაზო სიგნალის არჩევისას.
სურ.1.

1 – NRZ, 2 – RZ, 3 – BI-L, 4 – BI-S, 5 – BI-M, 6 – CMI, 7 – EP-1, 8 – EP-2, 9 -


MILLER

You might also like