თათია მამაცაშვილი-22-02-01-დავალება I

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

დროის კაფსულაში შენახული ქალაქის (აკროტირის) კედლის მხატვრობა

ბერძნულ ხელოვნებას მსოფლიო ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა


აქვს.უძველესი ნახატები თუ ლიტერატურული ძეგლები ასახავს ისტორიას,გვიზიარებს
მნიშვნელოვან ამბებს,გვასწავლის და გვართობს.
საინტერესოა,რა პერიოდიდან იწყება ძველ საბერძნეთში კედლის მხატვრობის
განვითარება და ვის მიუძღვის უდიდესი წვლილი მის შესწავლაში?ძველი საბერძნეთის
კედლის მხატვრობა იწყება კრეტა-მიკენური პერიოდით,რომლის შესახებაც დიდი ხნის
განმავლობაში მეტად ბუნდოვანი ცნობები არსებობდა.მე-19 საუკუნემდე ბევრ მეცნიერს
არც კი სჯეროდა,რომ ბერძნულ მითებში,რომელიც ამ პერიოდის შესახებ
მოგვითხრობდა,რეალური ინფორმაცია შეიძლება ყოფილიყო აღბეჭდილი.თანამედროვე
ეტაპზე მეტ-ნაკლებად აღდგენილია კრეტა-მიკენური ხანის საბერძნეთის
ისტორია.კრეტის ლეგენდარული ცივილიზაციისა და კედლის მხატვრობის შესწავლის
საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არტურ ევანსს.არტურმა კუნძულ
კრეტაზე აღმოაჩინა კნოსოსის სასახლე,რომლის კედლები გაფორმებულია არა მხოლოდ
რელიგიური მოტივებით,არამედ ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდებით,სიმბოლური
და სხვა ორნამენტებით.მაგალითად,ამ სასახლის დედოფლის ოთახი დელფინების
გამოსახულებებით იყო მორთული.კუნძულ კრეტაზე ჩამოყალიბებულ სამეფოებში
უზარმაზარი სასახლეები,ტაძრები და ასევე სხვა ნაგებობებიც კედლის მხატვრობით
ირთვებოდა.

განა მხოლოდ კუნძულ კრეტაზე არსებული ნაგებობები გამოირჩევა კედლის


მხატვრობით?! რა თქმა უნდა,არა.აკროტირი მინოსური კულტურის დასახლებაა,
ბერძნულ კუნძულ სანტორინიზე(თერა). კუნძულზე დაახლოებით ძვწ. 1627 წელს
მომხდარმა ვულკანის ამოფრქვევამ, მოსახლეობის მიგრაცია გამოიწვია. თავად
დასახლება კი ვულკანური ფერფლის ქვეშ საუკუნეებით დაიმარხა.არქეოლოგიური
გათხრების შედეგად,1967 წელს სპირიდონ მარინატოსმა აღმოაჩინა უდიდესი დასახლება,
შემონახული თითქმის პირვანდელი სახით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს
კედლის მხატვრობა.
ეს ორი ნახატი,რომელსაც თქვენ ხედავთ ერსა და იმავე ოთახის კედელზეა
გამოსახული.პირველ რიგში სწორედ მათ განვიხილავ.მარცხენა ფრესკაზე აღბეჭდილია
ორი ახალგაზრდა ბიჭი,რომელთაც კრივის
ხელთათმანები და ქამრები აცვიათ.გადაპარსული
თავები მათ ახალგაზრდობაზე,ხოლო მუქი კანის
ტონი მათ სქესზე მიუთითებს.მარცხენა მხარეს
მდგარ ბიჭს ძვირფასეულობა აქვს,მარჯვენასთან
შედარებით,რაც,სავარაუდოდ,იმაზე
მიგვანიშნებს,რომ ის უფრო მაღალი ფენის
წარმომადგენელია.ეს ფრესკა იმაზე
მეტყველებს,რომ სპორტი მინოსური
საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რაც შეეხება მარჯვენა ნახატს,მასზე გამოსახულია
ანტილოპები.ცხოველები წარმოდგენილია შავი
ხაზებით თეთრ ფონზე და ისინი მოკრივეებთან
ერთად უფრო დიდ სიმბოლურ კომპოზიციას
ქმნიან.

ჩვენი შემდეგი განსახილველი კედლის ნახატი


არის ეგრეთ წოდებული „გაზაფხული“.ეს
ფრესკა,რომელიც ოთახის სამ კედელს ფარავს,
გვიჩვენებს აკროტირის ლადშაფტს ვულკანის
აფეთქებამდე.კლდეებზე ყვითელ ღეროიანი
წითელი შროშანები ყვავის,ცაში კი მერცხლები
დაფრინავენ.ფრესკა,გვეხმარება,წარმოვიდგინოთ კუნძულის პეიზაჟი მის
განადგურებამდე.ავტორი ფილიპ ბეტანკორტი განმარტავს: „ირონიულია,რომ ამ ფრესკის
თემა გაზაფხული არ არის“. მისი აზრით, სცენა შემოდგომაზე ხდება,როდესაც
ახალგაზრდა მერცხალი საკმარისად მომწიფებულია ფრენისთვის და მშობელს მისი
ფრენის დროს გამოკვებაც კი შეუძლია.

„ზაფრანის შემგროვებლები“ არის შემდეგი


აკროტირის კედლის მხატვრობის
ნიმუში.მასზე გამოსახულია ორი ქალი,ისინი
მცენარეს აგროვებენ.მათ შორის განსხვავებაა
ასაკსა და სოციალურ სტატუსს
შორის.მარცხენა
ქალბატონი,სავარაუდოდ,უფროსია და ასევე
მასწავლებელია,ის ზაფრანს აგროვებს
მხოლოდ ერთი ხელით,მეორე ხელში კი
კალათა უჭირავს.მისი სახის მკაცრი
გამომეტყველებით ვხვდებით,რომ ის
მარჯვნივ მდგომ ქალს,სავარაუდოდ,თავის
შეგირდს, საყვედურობს მცენარის მოკრეფისას
ორივე ხელის გამოყენებას.ქალების კანის ფერი
თეთრია,რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით ბერძნული
მზის ქვეშ დიდ დროს არ ატარებენ.

რაც შეეხება ფრესკას „მაიმუნები“,ის თავისი ხალისიანი და ფერადი ცხოველებით


ხიბლავს მნახველს.ნახატით ვხვდებით,რომ აფეთქებამდე კუნძულზე მაიმუნები უნდა
არსებობდნენ,შესაძლოა ახლო აღმოსავლეთიდან ან ჩრდილოეთ აფრიკიდან იყვნენ
შემოყვანილნი.არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ფრესკაზე გამოსახული მაიმუნი
აფრიკული სახეობა იყო,რომელიც აკროტირაში ეგეოსელებსა და ეგვიპტის მოსახლეობას
შორის სავაჭრო ურთიერთობების შედეგად აღმოჩნდა.
აკროტირის კედლის მხატვრობის კიდევ ერთი
გამორჩეული ნიმუში,რომელიც უნდა განვიხილო, არის
„მეთევზე“.ახალგაზრდა მამაკაცს,რომელსაც ბერძნული
მზის გამო კანის მუქი შეფერილობა აქვს,ორივე ხელში
თევზები უჭირავს,ყვითელი ძაფით შეკრული.თავი
გადაპარსული აქვს,როგორც „მოკრივეების“ ფრესკაზე
ბავშვებს.ეს ფრესკა მე-5 ოთახში იპოვეს და არის
ვარაუდი,რომ ის რაიმე სახის რიტუალს ატარებს,რადგან
ჩვენ ვხედავთ,რომ ის მოძრაობს ოთახის ჩრდილო-
დასავლეთ კუთხისკენ,სადაც გათხრების შედეგად
აღმოჩენილია შესაწირავი მაგიდა.შესაძლოა,კაცი
თევზების შესაწირად მიემართება.იმის გამო რომ ამ
ფრესკასა და „მოკრივეების“ ფრესკას შორის მრავალი
მსგავსება შეინიშნება,შეგვიძლია,ვივარაუდოთ,რომ ორივე
მათგანი ერთი ადამიანის ხელით არის შესრულებული.

აკროტირში აღმოჩენილი კედლის მხატვრობა წარმოადგენს დღემდე ცნობილი


ნებისმიერი პერიოდის ყველაზე დიდ და საუკეთესოდ შემონახულ ხელოვნების
ნიმუშებს.მათ ვულკანის ამოფრქვევას,მრავალ უბედურებასა და საუკუნეებს
გაუძლეს.მართლაც,“ხელოვნებაა თავად უკვდავება.“ 1

Bibliography
https://www.dailyartmagazine.com/wall-paintings-of-thera/
https://www.theartstory.org/movement/aegean-art/#pnt_4

https://theartwolf.com/masterworks/landscapes/akrotiri-spring-fresco/

https://www.youtube.com/watch?v=4lCO120hjAQ

1
„ხელოვნებაა თავად უკვდავება“-კონსტანტინე გამსახურდია

You might also like