Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

,,თამარ მეფე -საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო"

თამარის ძლევამოსილი ომებისა და გონივრული სახელმწიფო მმართველობის


შედეგად, საქართველომ კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით, თავისი
ძლიერების მწვერვალს მიაღწია. Თამარ მეფე კი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და
ქართველი ხალხის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა . Ის
საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა,ამის
დამტკიცება კი მის მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის
მეშვეობითაა შესაძლებელი.
პოლიტიკური გართულებებისაგან თავის ასარიდებლად, გიორგი III-
მ,რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა,1179 წელს, ტახტზე თავისი ქალიშვილი თამარი
აიყვანა და მასთან ერთად მეფობდა სიკვდილამდე, 1184 წლამდე. თუმცა,
გიორგის გარდაცვალებას კვლავ მოჰყვა პოლიტიკური შინააშლილობა –
ფეოდალების ნაწილს მიუღებლად მიაჩნდა თამარის გამეფება – არ არსებობდა
ქალის მიერ ტახტის დაკავების პრეცედენტი, მაგრამ სამეფო საბჭომ
დაადასტურა თამარის გამეფების ლეგიტიმურობა. თუმცა, თამარი
ერთპიროვნული მეფობის დასაწყისში მაინც იძულებული გახდა გიორგი III-ის
მოწინააღმდეგე ფეოდალების დასაშოშმინებლად თანამდებობებიდან
გადაეყენებინა მამამისის მიერ დაწინაურებული არადიდგვაროვანი
მოხელეები.

განსაკუთრებული ზეწოლა კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვის მიზნით


მომდინარეობდა, ყუთლუ არსლანის მხრიდან. მან და სხვა “სიმდიდრით
აღლაღებულებმა" მოსთხოვეს მეფეს ისანში, მისი სასახლის მახლობლად, აეგო
ცალკე კარავი დასისათვის. ამ ორგანოს თავისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა
თამარ მეფისათვის, რომელსაც ის სისრულეში უნდა მოეყვანა. დასის პროგრამა
ითვალისწინებდა მონარქის აბსოლუტური ხელისუფლების შეზღუდვას, უნდა
გადანაწილებულიყო საკანონმდებლო, აღმასრულებელი სასამართლო
ხელისუფლება. საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა გადასცემოდა ახლადშექმნილ
დარბაზს, მონარქი კი უნდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ აღმასრულებელი
ხელისუფლებით. თუმცა, თამარმა გონივრული ტაქტიკითა და გარკვეული
დათმობებით მოახერხა ქვეყნისათვის სამოქალაქო ომის თავიდან არიდება..
მიუხედავად იმისა, რომ არ შექმნილა დასის მიერ შემოთავაზებული ტიპის დარბაზი ,
არსებული დარბაზის უფლებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა . ამ დროიდან
დაწყებული, უმნიშვნელოვანეს სამეფო ბრძანებებს ყოველთვის ახლდა მინაწერი , რომ
იგი მიღებული იყო მეფის მიერ დიდებულებთან ერთად და მათი თანხმობით ,
„თანადგომისა და ერთნებაობის“ პრინციპის საფუძველზე.

მამის გარდაცვალების შემდეგ, თამარის დამოუკიდებელი მმართველობის საწყის


ეტაპზე, სამეფო ხელისუფლების აღნიშნული, შედარებითი სისუსტის ნიშანი იყო ისიც ,
რომ დიდებულებმა თამარს დაუკითხავად შეურჩიეს მისთვის საქმრო.თამარის ქმარი
გახდა რუსული სამთავროების, ვლადიმირისა და სუზდალის მთავრის, ანდრეი
ბოგოლიუბსკის ვაჟი, საკუთარი სამშობლოდან გამოძევებული იური. ორ წელინადში კი
ქორნინება გაუქმდა. ამის შემდეგ თამარმა თავად ამოირჩია საქმრო – ოსი
უფლისწული, ბაგრატიონთა მონათესავე და საქართველოს სამეფო კარზე გაზ დილი
დავით სოსლანი.

კონსტანტინოპოლში გადახვეწილმა გიორგი რუსმა(იური) მისი მომხრე დიდებულების


დახმარებით სცადა საქართველოში შემოჭრა, მაგრამ თამარის ლაშქარმა ადვილად
დაამარცხა ამბოხებულთა ჯარი. გიორგი ისევ გააძევეს ქვეყნიდან, ბევრ ამბოხებულს
კი აპატიეს. თუმცა, დიდი ფეოდალების ნაწილმა დაკარგა ადრინდელი
თანამდებობები. ამ შინაგანი გამარჯვების შემდეგ კი გაძლიერებულმა სამეფო კარმა
აქტიურად მიხედ საგარეო პოლიტიკას.

Მნიშვნელოვანია ასევე თამარ მეფის მიერ გატარებული საგარეო


პოლიტიკა.შამქორის ბრძოლამ დაადასტურა საქართველოს სამხედრო უპირატესობა
თურქულ სასულთნოებზე, მათ გაერთიანებულ ძალებზეც კი. საქართველოს მეზობელი
თურქი სუვერენები იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ საქართველოს მეფის
ვასალობა და ხარკი ეხადათ მისთვის.ქართველების გაძლიერება მიუღებელი იყო
რუმის სელჩუკთა სასულთნოსათვის, რომელიც თამარის ეპოქაში უძლიერეს თურქულ
სახელმწიფოდ იქცა. მისმა სულთანმა, რუქნ ად-დინმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო
საქართველოს დომინირებისათვის რეგიონში, შეკრიბა დიდი ლაშქარი და ელჩობაც
გაუგზავნა თამარს დამამცირებელი წინადადებით. ბრძოლა 1203 წელს ბასიანის
ველზე გაიმართა. ქართველებმა, დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის
მეთაურობით, მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს რუქნ ად-დინის ლაშქარი. ბასიანის
ბრძოლას საქართველოსათვის არ მოუტანია ახალი ტერიტორიები, მაგრამ
გამარჯვებამ საქართველოს სამეფო კარს საშუალება მისცა განემტკიცებინა თავისი
პოზიციები ჩრდილოეთ სომხეთში. მცირე აზიის სელჩუკთა სწრაფვა ამ რეგიონისაკენ
წარუმატებლად დამთავრდა.

ქართველთა გამარჯვებას მოჰყვა დიდი გამოძახილი. შორეულ პალესტინაში


მუსლიმების მიერ შევიწროებული ქრისტიანები უკვე იმედოვნებდნენ, რომ
საქართველო მათ დაეხმარებოდა. სელჩუკი სულთნები და ამირები ერთიმეორის
მიყოლებით ხდებოდნენ საქართველოს სამეფოს მოხარკეები.

ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების შედეგად, მთლიანი კავკასია ან საქართველოს


შემადგენლობაში შევიდა, ან ვასალურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა . ქართული
ფეოდალური სახელმწიფო მთლიანად აკონტროლებდა შავ ზღვასა და კასპიის ზღვას
შორის ტერიტორიას. მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა კავკასიის ჩრდილოეთსა და
შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე. ქართული სამეფო მრავალფეროვან
სახელმწიფოდ იქცა. ამასთან ერთად, დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული,
ქართული სამეფოს მესვეურები ქვეყანაში ცდილობდნენ ეროვნული და რელიგიური
ტოლერანტობის პრინციპის დაცვას. ამგვარად, XIII საუკუნის დასაწყისისათვის,
საქართველო, როგორც ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფო,
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მსოფლიო პოლიტიკაში.

Ქვეყნის გაერთიანებამ და ტერიტორიულმა გაფართოებამ ხელი შეუწყო სოფლის


მეურნეობის განვითარებას. სოფლის მეურნეობის განვითარება, თავის მხრივ, ხელს
უწყობდა ხელოსნობისა და ვაჭრობის გაცხოველებას. სახელმწიფო ზრუნვას იჩენდა
გზების გაყვანასა და მათ კეთილმოწყობაზე,ასევე, საკომუნიკაციო გზებისა და
ვაჭრების ქონების დაცვაზე. საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა
უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები, მათ შორის, ინდოეთისა და შორეული
აღმოსავლეთის მიმართულებით. საქართველოში აღმოჩენილი, სხვადასხვა ქვეყნებში
მოჭრილი მონეტებით დასტურდება საქართველოს ქალაქებში სავაჭრო
ურთიერთობების საერთაშორისო ხასიათი.

Განვითარებული იყო საქალაქო ცხოვრებაც და საქართველო უკვე საკმაოდ ბევრ


მნიშვნელოვან ქალაქს ითვლიდა.საქალაქო ცხოვრების განვითარებასთან ერთად
იზრდებოდა უმნიშვნელოვანესი ქართული ქალაქების ავტონომიურობა .
Ასე,რომ თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად
მნიშვნელოვნად განვითარდა. მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად
დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების
საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური
წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა.
თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები
ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან.
სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და
„ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას
იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა.გლეხობის ფართო და
მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს
სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.

You might also like