Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ხამურაბი იყო ბაბილონის მეფე, პირველი ამორეული დინასტიის მეექვსე წარმომადგენელი,

რომლის დროსაც ბაბილონმა უდიდეს სიძლიერეს მიაღწია, ხამურაბის სამეფომ პირველი


ადგილი მოიპოვა წინა აზიის ქვეყნებს შორის, იგი გახდა უდიდესი სავაჭრო გზების
გამგებელი. მისი თაოსნობით შუამდინარეთის უდიდესი ნაწილი კვლავ გაერთიანდა.
ხამურაბის სახელს უკავშირდება უძველესი კანონების შექმნა, რომელიც
ჩვენთვის ,,ხამურაბის კანონებითაა’’ ცნობილი. იგი მეფობდა ძვ.წ( (1792-1750) წლებში.

ძველაღმოსავლური იურიდიული აზროვნების მწვერვალს სწორედ ხამურაბის კანონები


წარმოადგენს, რომელიც სავარაუდოა, რომ შექმნილი უნდა იყო ხამურაბის მეფობის მეორე
ნახევარში დაახლოებით ძვ.წ მე-18 საუკუნის 60-50-იან წლებში. კანონები დაწერილია შავი
ბაზალტის დიდ სვეტზე. ხამურაბის კანონთა კრებული მესოპოტამიის ისტორიაში პირველი
არაა, ხოლო მის უშუალო წინამორბედს წარმოადგენს ეშნამუს კანონები, რომელიც ძვ.წ 1790
წლით თარიღდება.

ხამურაბის კანონები 282 კანონს შეიცავს იგი იყოფა სამ ძირითად ნაწილად: შესავალი,
ძირითადი ტექსტი, სადაც თავად კანონებია წარმოდგენილი და ბოლოს დასკვნა. შესავალში
ძირითადად საუბარია ხამურაბის დამსახურებაზე ბაბილონელი ხალხის წინაშე, ხოლო
ტექსტის ბოლოს მეფე წყევლით ემუქრება ყველას, ვინც კანონებს წაშლის, შეცვლის ან
აიძულებს სხვას მსგავსი ქმედებისკენ.

მესოპოტამიურ სამართალში გამოიყენებოდა ე.წ ტალიონის პრინციპი ,,კბილი კბილის წილ


თვალი თვალის წილ’’ რაც იმას ნიშნავს, რომ დამნაშავე, რომელიც ჩაიდენდა გარკვეულ
დანაშაულს მაგალითად, დაუზიანებდა ვინმეს თვალს, იგივენაირად მიეზღვეოდა დამნაშავეს
და მასაც მოჰკვეთდნენ თვალს, თუმცა ტალიონის პრინციპი არ ვრცელდებოდა სოციალურ
ფენებს შორის განსხვავების საფუძველზე, მაგალითად, თავისუფალი საზოგადოება
ბაბილონში იყოფოდა ორ კლასად ,,ავილუმად’’ და ,,მუშქენუმად’’ ავილუმები იყვნენ
ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი წარმოების საშუალებები, მუშქენუმები კი მეფის
მსახურები, რომლებსაც მეფისგან გადაეცემოდა მიწა. ხამურაბის კანონებში ჩანს სოციალური
დიფერენციაციის საკითხი, მაგალითად, თუ ვინმე ავილუმს დაუზიანებდა სხეულის
რომელიმე ნაწილს, მასზე გავრცელდებოდა ტალიონის პრინციპი, თუმცა იმავე მუშქენუმის
შემთხვევაში ეს ასე არ იქნებოდა, არამედ შემოიფარგლებოდნენ ფულადი ჯარიმის კმარებით.

ხამურაბის კანონებში ასევე მკაცრადაა ხაზგასმული, მეფისა და თავისუფალი ხალხის


ქონების დაცვის შესახებ კანონები. მაგალითად, სახლის მშენებელი პასუხისმგებელია თავის
აშენებულზე. თუ მან სახლი ააშენა, მაგრამ იგი დაინგრა და ქონება გაანადგურა, მფლობელს
უნდა აუნაზღაუროს განადგურებული და სახლი მისივე ხარჯებით აუშენოს. მაგრამ თუ
სახლის დანგრევის დროს ვინმე დაშავდა, მოქმედებს ,,ტალიონის პრინციპი’’ და იმავე
მოელის სახლის მშენებლის ნათესავებსაც. მესოპოტამიურ სამართალში ქურდობა ისჯება
სიკვდილით. ,,უკეთუ კაცმა ღმერთის ანდა სასახლის ქონება მოიპარა, ეს კაცი უნდა მოკვდეს,
და ვინც ნაპარევი მისი ხელიდან მიიღო, ისიც უნდა მოკვდეს.

ქორწინების დროს, ხამურაბის კანონების მიხედვით, ხელშეკრულების დადების გარეშე ქალი


ცოლად არ იწოდება. ღალატი ისჯებოდა სიკვდილით, თუმცა თუ კაცმა შეიწყალა თავისი
ცოლი, მეფეც შეიწყალებდა მას. ქალებს ხამურაბის კანონების მიხედვით ჰქონდათ უფლებები
საოჯახო სამართალში, მაგრამ შეზღუდული. მაგალითად, მათ ჰქონდათ უფლება,
ხელმეორედ გათხოვებულიყვნენ თუ მათი ქმარი დაიღუპებოდა ან ტყვედ ჩავარდებოდა და
საკმარისი სახსრები არ ექნებოდათ, რომ თავი ერჩინათ. თუ კაცი ცოლს მოიყვანდა და ქალი
ციებით დაავადდებოდა, ქმარს შეეძლო მეორე ცოლი მოეყვანა, მაგრამ ქმარს პირველი ცოლი
უნდა ერჩინა სიკვდილამდე, ხოლო თუ ქალი ქმრის სახლიდან მოისურვებდა წასვლას,
მზითები უნდა აენაზღაურებინა და ისე გაეშვა.

ხამურაბის კანონები ბაბილონიდან ელამელებმა გაიტაცეს სამხრეთ შუამდინარეთზე


ლაშქრობის დროს ძვ.წ მე-12 საუკუნეში. საბოლოოდ იგი აღმაჩინეს 1901 წელს სუზაში
საფრანგეთის არქეოლოგიური გათხრების დროს. ამჟამად ინახება ლუვრში, პარიზში.

You might also like