ცუდად შემნახავი ქურდზე უარესია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

„ცუდად შემნახავი ქურდზე

უარესია“
წუთის-ბყსოფლის გზაზე ადამიანებს მუდმივად გვაქვს ის პასუხისმგებლობა
დაკისრებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი ფასეულობები და დავიცვათ
ისინი. სიტყვა „ფასეულობას“ ნებისმერი ადამიანისთვის სხვადასხვაგვარი განმარტება
აქვს, თუმცა უკლებლივ ყველასათვის ის უმნიშვნელოვანესი ნივთი ან ადამიანია,
რომლის დაკარგვას სიცოცხლის გაწირვაც კი გვირჩევნია. ზოგისთვის ეს შესაძლოა მამა -
პაპისეული განძი იყოს,ოჯახური რელიკვია ანდაც გარდაცვლილი დედ -მამის
დანატოვარი. უფლის მერვე მცნება ასე ჟღერს - „არა იპარო“. ამ მცნებაში ღრმა აზრია
ჩადებული. რა თქმა უნდა, იგი უპირველესად ამ სიტყვების პირდაპირ გაგებას
გულისხმობს. საკუთრების მითვისება, მოპარვა არ შეიძლება; მაგრამ უფლისათვის
ქურდობის ყოველგვარი სახე საძაგელია, იქნება ეს ჩუმად მოპარვა თუ იარაღის ძალით
წართმევა. ამ საშინელი ცოდვის - ქურდობის ყველა სახე უფლისათვის მიუღებელია .
მიუღებელია მაშინაც, როცა ის თითქოსდა, ერთი შეხედვით, სიკეთის გამო კეთდება .
ქურდობას არანაირი შედეგი არ ამართლებს.

„ჯაყოს ხიზნების“ მოცემულ ეპიზოდში ვხედავთ როგორი დაბრმავებულია თეიმურაზ


ხევისთავი, მას შავი ბინდი აქვს თვალზე გადაკრული, ამიტომაც მოვლენებს
არაადეკვატურად აფასებს, ვერ ხვდება როგორ ურცხვად ჰპარავს ჯაყო მას თავის მამა -
პაპისეულ ქონებას, მეტიც, მას საერთოდ არ ადარდებდა მისი განძი, რომელიც მისმა
წინაპრებმა დიდი გარჯითა და შრომით მოიპოვეს, განძი , რომელსაც მისი და მარგოს
ცხოვრება სიღარიბისგან უნდა ეხსნა. ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის საოცრად
აუტანელი და შემაშფოთებელია მისი რეაქცია, როცა იგებს , რომ ჯაყომ „ვერ მოახერხა
მისი განძის ყაჩაღებისგან დაცვა“

„მარგოს ეს ამბავი მეხი ვით დაეცა, თეიმურაზს კი გულს მოეშვა.

- კარგი, ჯაყო, გაჩ...ჩუმდი. მე უარესი მეგონა. - ანუგეშა მოურავი თეიმურაზმა.“

სწორედაც რომ თეიმურაზის მსგასვმა ბედოვლათობამ და „ნაცარქექიობამ“ მიიყვანა ეს


ცოლ-ქმარი ამ მდგომარეობამდე. თეიმურაზი იმდენად უუნარო და პათეთიკური
პერსონაჟია რომ ვერც ქონების შენახვას ახერხებს და ვერც ცოლის.

მსგავს უუნარო და ავ-შემნახველ პერსონაჟს ვხვდებით ილია ჭავჭავაძის „კაცია


ადამიანში“. ეს პერსონაჟი თვით ლუარსაბ თათქარიძეა, რომელიც ასევე შეგვიძლია
მოვიხსენიოთ როგორც „ნაცარქექია“. ეს არის ადამიანი რომელსაც ყველაფერი აქვს
იმისთვის, რომ შეძლებულად, კარგ გარემოში იცხოვროს, თუმცა არ აქვს უნარი იმისა,
რომ საკუთარ სახლ-კარს რომელიც მისი წინაპრების დაუღალავი შრომით აიგო,
მოუაროს და სიახლეები შესძინოს. მისთვის უცხოა შრომა და გარჯა, მას მხოლოდ იმ
ქონების და სახლ-კარის ბოლომდე გამოყენება ადარდებს, რომლის მოგროვებასა და
აშენებაშიც მისმა არერთმა წინაპარმა გულმოდგინედ იშრომა სიცოცხლის ბოლომდე .
თეიმურაზი და ლუარსაბი ერთმანეთს ავ-შემნახველობითა და უუნარობით ჰგვანან,
არცერთს გააჩნია უნარი შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები . პირველ შემთხვევაში
პერსონაჟი ქონებას კარგავს მისი უუნარობის გამო, ხოლო მეორეში კი ვხედავთ, რომ
მოუვლელობითა და არაფრის კეთებით, ლუარსაბს სახლი თავზე ენგრევა. ამ
მსგავსებისდა მიუხევად საჭიროა იმისაც გავუსვათ ხაზი რომ ლუარსაბი ყოვლად
გაუნათლებელია ხოლო თეიმურაზი მეტად განსწავლული პიროვნება გახლავთ. მაგრამ
სამწუხაროდ, მის განათლებას არანაირი აზრი არ აქვს რადგან ცხოვრების მანძილზე ის
არასდროს გამოუყენებია.

დღესდღეობითაც, ქართველი ერი არ უფრთხილდება საკუთარ სამშობლოს, ვხედავთ


როგორ ნადგურდება (ყოველდღიურად იჩეხება და იწვის) ტყეები და ჩვენი დაუდევარი
მოპყრობით არსებულ სიმდიდრეებს ჩვენივე ხელებით ვანადგურებთ .

საჭიროა შეგვეძლოს სიტუაციის გაანალიზება და ობიექტურად მოქცევა. საჭიროა


ვიშრომოთ და ამ შრომით დავამარცხოთ სიღარიბე. „ცუდად შემნახავი ქურდზე უარესია “
რადგან მას აქვს შანსი ქონება გონივრულად გამოიყენოს, თუმცა არ შესწევს უნარი ეს
ყველაფერი გაიაზროს და ადეკვატურად მოიქცეს. რეალური მოთხოვნილება ამ
ყველაფრიდან იმის საფუძვლიანად და ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენებაა რაც
გაგვაჩნია. შეგვიძლია გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „ძუნწი და
ოქრო“რომელიც მოგვითხრობს, რომ ქონება გონივრულად უნდა გამოვიყენოთ , იგავ-
არაკის მორალი ის არის, რომ „არქონება არ ვარგა ხოლო ავად ქონება უარესია.“ „ვაი
შენ! რად სტირ? მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუცა არ
დახარჯევდიო!“

You might also like