Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

იგავი მთესველსა და თესვაზე

აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა; გზის პირას დაცვენილი მარცვლები
მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან ,
რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ; კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან,
რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და
ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;. ეკალ -ბარდებში
ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და
ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი , უნაყოფონი
რჩებიან. პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას ,
კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით. წვეული
ბევრია რჩეული ცოტა

ათი ქალწულის იგავი

„მაშინ ემსგავსება სასუფეველი ცათა ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავისი ლამპრები


და გავიდნენ სიძის მისაგებებლად; ხოლო ხუთი მათგანი იყო სულელი და ხუთი –
გონიერი. სულელებმა აიღეს თავისი ლამპრები და არ წაიღეს თან ზეთი; ხოლო
გონიერებმა წაიღეს ზეთი ჭურჭლით თავის ლამპრებთან ერთად. და რადგან იგვიანებდა
სიძე, მიერულა ყველას და დაიძინეს. და შუაღამისას ძახილი იყო: აჰა, სიძე მოდის,
გამოდით მის მისაგებებლად. მაშინ ადგა ყველა ის ქალწული და მოამზადა თავისი
ლამპრები; ხოლო სულელებმა გონიერებს უთხრეს: მოგვეცით ჩვენ თქვენი ზეთიდან,
რადგან ჩვენი ლამპრები ქრება. მიუგეს გონიერებმა და უთხრეს: ვაითუ არ გვეყოს ჩვენც
და თქვენც; უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. და როდესაც
წავიდნენ ისინი საყიდლად, მოვიდა სიძე და ვინც მზად იყო, შევიდა მასთან ერთად
ქორწილში და დაიხშო კარი. ბოლოს მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და ამბობდნენ :
უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ, არ
გიცნობთ თქვენ. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა
მოვა“ (მათე, 25:1-13).

იგავი ტალანტებზე

„... იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა. რადგან იგი იქნება
როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მას თავისი ქონება :
და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას – ორი, ხოლო რომელიღაცას –
ერთი, თითოეულს – თავისი ძალის მიხედვით, და მაშინვე წავიდა. და ვინც ხუთი ტალანტი
მიიღო, წავიდა და ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი; ასევე, ვინც ორი
მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც; ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა
თავისი ბატონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა ამ მონების ბატონი და პასუხი
მოსთხოვა მათ. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი
და უთხრა ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას. უთხრა
მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი,
მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც , ვინც ორი
ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი
შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე
სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში . მოვიდა ისიც ,
ვინც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ; იმკი,
სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია, და შემეშინდა , წავედი და დავმალე
შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მას ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო
მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ
დამიბნევია; ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის და , როცა მოვიდოდი ,
ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ; ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით , ვისაც
აქვს ათი ტალანტი; რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება ; ხოლო ვისაც არა
აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელში ; იქ იქნება
ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე, 25:13-30).

You might also like