Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მე-3 კლასის განმავითარებელი შეფასებები

ქართული

შეუძლია სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების სათანადო ტემპით,


ინტონაციით კითხვა, მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. ამოიცნობს თემას, ასახელებს
ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს; საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათ საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას;
გააზრებულად იყენებს კავშირებს, ნაცვალსახელებს, მართებულად სვამს კითხვებს, სწორად
უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში; იყენებს საყრდენებს/მინიშნებებს ინფორმაციის
დასახარისხებლად. აკვირდება მხატვრული ტექსტების ენას, მწერლისეულ ლექსიკას; გამოყოფს
სიუჟეტის განვითარების საფეხურებს; წაკითხულის შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს;
ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ სცენებს. გამოხატავს წაკითხული
ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს, აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს
დასკვნა; იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებსა თუ მაორგანიზებლებს; შეუძლია ნაცნობი ლექსიკის
კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; იცავს
კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმებს, იყენებს წერის ნაცნობ სტრატეგიებს მიზნის
შესაბამისად.

მათემატიკა

ასახელებს/წერს სამნიშნა ნატურალურ რიცხვებს; შეუძლია ათობითი პოზიციური სისტემის


დემონსტრირება და გამოყენება, არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე;
განავრცობს წარმოდგენილი პერიოდული მიმდევრობებს; ასრულებს მოქმედებებს რიგის
მიხედვით გამოსახულებებში.ხსნის უცნობი კომპონენტის შემცველ განტოლობებს;
ამოიცნობს/ასახელებს სივრცული ფიგურების ელემენტებს: წვერო, წიბო, წახნაგი; იყენებს საზომ
ხელსაწყოებს და სიგრძის საზომი ერთეულებს: მეტრი, დეციმეტრი, სანტიმეტრი; შეუძლია
თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემთა (ცხრილი, პიქტოგრამა)
შეგროვება/ორგანიზება/დაჯგუფება: (გაზომვა, დაკვირვება, გამოკითხვა; მონაცემთა ამოკრება
წაკითხული ტექსტიდან); ხსნის ამოცანებს, იყენებს სხვადასხვა გზას პრობლემების გადაჭრისას;
ამოიცნობს ცნობილ და უცნობ ინფორმაციას ამოცანებში.

ბუნება

აქვს ელემენტარული კვლევითი უნარ ჩვევები; შეუძლია პრაქტიკულ აქტივობებში


მონაწილეობა; ადარებს და აჯგუფებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს. აანალიზებს და
გამოსახავს მარტივი სქემის საშუალებით; ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად
ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ; გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ
ეხმარება ესა თუ ის ნიშან-თვისება მცენარეს გარემოსთან შეგუებაში; აცნობიერებს რამდენად
მნიშვნელოვანია მცენარეების მრავალფეროვნების შენარჩუნება ყველა ცოცხალი
ორგანიზმისათვის, მათ შორის ადამიანისთვის. აკვირდება და აღწერს/განასხვავებს ცხოველების
ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს. აწყობს დისკუსიას ცხოველებისათვის ადამიანის სასარგებლო და
საზიანო ქმედებების შესახებ. აღწერს სითბოსა და სინათლის გავრცელების მარტივი
კანონზომიერებებს. შეიმუშავებს/იცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ უსაფრთხო გამოყენების
წესებს. აცნობიერებს, რომ ბგერის წყაროს წარმოადგენს მერხევი სხეული. ქმნის /იყენებს
დედამიწა-მზის მოდელს დღე-ღამის მონაცვლეობის ასახსნელად; ჩამოთვლის და ახასიათებს
მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს; მსჯელობს სტიქიური ხასიათის ბუნებრივმა მოვლენებმა
შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფები, რომლებიც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ცოცხალ და
არაცოცხალ ბუნებას.

You might also like