კოლორიმეტრია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

კოლორიმეტრია

კოლორიმეტრული მეთოდით შეიძლება განისაზღვროს არა მარტო ბუნებრივად შეფერილი


ნივთიერებანი, აგერთვე უფერო ნივთიერებანი რომლებიც რეაგენტების ზემოქმედების
შედეგად შეფერილ ნაერთებს წარმოქმნიან. კოლორიმეტრია ორი სიტყვისაგან შედგება:
ლათინური კოლორ(ფერი) და ბერძნულად მეტრია(გაზომვა), რაც მთლიანად ფერთა ზომვას
ნიშნავს. კოლორიმეტრია ემყარება ლამბერტისა და ბეერის ოპტიკის კანონებს.
ვიზუალურ კოლორიმეტრიაში ძირითადადსამ მეთოდს იყენებენ: 1) განზავების მეთოდს, 2)
სტანდარტთა სერიების კოლორიმეტრული ტიტვრის მეთოდს და 3) გაწონასწორების
მეთოდს.

განზავების მეთოდი,რომელიც ემყარება გამოსაკვლევი ხსნარის განზავებას სტანდარტის


ფერის ინტენსივობამდე,ვერ იძლევა ზუსტ შედეგებს და იშვიათად გამოიყენება პრაქტიკაში.

სტანდარტთა სერიების მეთოდი, რომელიც მდგომარეობს გამოსაკვლევი ხსნარის და


სხვადასხა კონცენტრაციიის სტანდარტული ხსნარების შეფერვის ინტენსივობიის
შედარებაში უფრო ზუსტ შედეგებს იძლევა .სიზუსტე საგრძნობლად იზრდება
კოლორიმეტრული ტიტვრის გამოყენებიტ,რაც იმასი მდგომაერეობს,რომ რეაქტივიან და
წყლიან ჭიქაში მიკრობიურეტიდან უმატებენ სტანდარტულ ხსნარს ,ვიდრე არ მიაღწევენ
ფერების გათანაბრებას მეორე ჭიქასთან, რომელშიც გამოსაკვლევი ხსნარია მოთავსებული.
როგორც ჩანს, ეს მეთოდი საკმაოდ რთულია ,რის გამოც იშვიათად გამოიყენება.

გაწონასწორების მეთოდით კოლორიმეტრიული ანალიზისთვის საჭიროა აღინიშნოს:

1. შესადარი ხსნარების შეფერილობის თავისებურება არსებით როლს არ


თამაშობს,რადგან განსაზღვრა ერთნაირად ტარდება სპექტრის ხილული არის ყველა
უბანში,მაგრამ სპეციალისტები ამჯობინებენ ლურჯი ან იისფერი ხსნარების
კოლორიმეტრირებას. ყვითელ და წითელ ხსნარებთან მუშაობის დროს ურჩევენ
დაკვირვება აწარმოონ ღია ლურჯი მინიდან ( ე. წ. შუქფილტრიდან ).
2. არსებითი მნიშვნელობა აქვს შეფერილობის ინტენსივობას. ხშირად შესაძლებელია
მხოლოდ ისეთი ხსნარების კოლორიმეტრილება, რომელთა კონცენტრაციები დიდად
არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ( არა უმეტეს 25%); ყოველ შემთხევაში
მოცემული ნივთიერების კოლორიმეტრული ანალიზის დროს საჭიროა ვიცოდეთ
კონცენტრაციის დასაშვები საზღვრები.
3. განსაზღვრის სიზუსტე ბევრადაა დამოკიდებული სინათლის ინტენსივობაზე,რადგან
დღის სინათლის განათებას ცვალებადობა ახასიათებს, კოლორიმეტრირებისათვის
უკეთესია ჩაბნელებულ ოთახში მქრქალი ელნათურით განათება. ამასთანავე,
სინათლის წყაროს მდებარეობა და განათების ინტენსივობა აპარატის მიმართ
კოლორიმეტრიული განსაზღვრის დროს არ უნდა იცვლებოდეს.
4. სინათლის ნაკადის არასაკმაო მონოქრომატულობა წარმოადგენს კოლორიმეტრიის
ძირითადი კანონებიდან გადახვევის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. ეს ნაკლი
თავიდან არის აცილებული სამამულო მრეწველობის მიერ გამომუშავებულ KOL-1 M
ტიპის კოლორიმეტრებში სინათლის ფილტრების გამოყენებით. ამასთანავე
აღსანიშნავია, რომ სინათლის ფილტრები იწვევს ხედვის სიმკვეთრის შესუსტებას და,
გამომდინარე აქედან, ამცირებს სიზუსტეს, ხოლო სინათლის ფილტრების გამოყენება
(მონოქრომატული სინათლე) პრინციპში ხელს უწყობს ფოტომეტრიული გაზომვების
( როგორც ვიზუალური, ასევე ფოტოელექტრული) სიზუსტის გაზრდას.
5. ვიზუალური კოლორიმეტრიის შედარებით მცირე სიზუზტის ძირითად მიზეზს
სუბიექტური ფიზიოლოგიური ფაქტორი წარმოადგაენს: დამკვირვებლის
თავიუსებურება, მისი გამოცდილება, თვალის დაღლილობა და სხვ. ნორმალური
მხედველობის მქონე დამკვირვებელი ადვილად ჩაატარებს ანალიზის სერიებს, თუ
დამკვირვებელთა შორის თვალს დაასვენებს 1-2 წუთით. დაკვირვება თითოეულ
ცდაზე მეორდება 5- ჯერ და ანათვლები იწერება, რის შემდეგ გამოითვლიან
საშუალო არითმეტიკულს. კოლორიმეტრის ოპტიკური სისტემის სიზუსტის
შემოწმების მიზნით , რეკომენდებულია განმეორებულ იქნეს გაზომვები
სტანდარტული გამოსაკვლევი ხსნარიანი ჭიქების ადგილების შეცვლის შემდეგ.
უმჯობესია ეთი ჭიქა დავაყენოთ გარკვეულ სიმაღლეზე ( 20 მმ ), ხოლო მეორე ჭიქა
გადავაადგილოთ თანაბარი მოძრაოიბით, ვიდრე არ იქნება მიღწეული შეფერვის
მოჩვენებითი გათანაბრება. ამის შემდეგ თვალს ასვენებენ ერთი წუთით სწრაფი
დაკვირვებით ოკულარში ადაგენენ შეფერვის ტოლობას თუ უტოლობას. საჭიროების
შემთხვევაში ჭიქას გდაადგილებენ მანამ, სანამ არ მიღწევენ შეფერვის მოჩვენებით
გატოლებას.
6. დიდი მნიშვნელობა აქვს შეფერილობის სტაბილურობას . შეფერილობის სწრაფი
ცვლილება ხშირად წარმოადგენს ანალიზის ჩატარების მთავარ სიძნელეს.
სასურველია, რომ შეფერვა ვითარდებოდეს სწრაფად და ოთახის ტემპერატურაზე.
7. სასურველია , რომ რექტივის სიჭარბემ არ მოახდინოს გავლენა შეფერილობის
ინტენსივობაზე და რომ გამოსაკვლევი ნივთიერება და რეაქტივი გახსნილ იქნეს ერთ
გამხსელში.
8. ხსნარები, რომელთა კოლორიმეტრირებას ვახდენთ, არ უნდა იყოს მღვრიე, არ არის
სასურველი მათი გაფილტვრა, მაგრამ თუ ეს აუცილებელია ( გამოსაკვლევი
ხსნარების სიმღვრივის გამო ), მასთან ერთად უნდა გაიფილტროს საკვლევი ხსნარიც.
9. სინათლის გზაზე შემხედრი ყველა ზედაპირი ( ამრეკლი სარკე, ჭიქები და სხვ. )
უნდა იყოს სრულად სუფთა.
ვიზუალური კოლორიმეტრიული მეთოდის ცდომილება შეადგენს 2-5%. კარგ
პირობებში ეს ცდომილება შეიძლება 1%-მდე იქნეს დაყვანილი. ამასთან ისიც უნდა
აღინიშნოს, რომ კოლორიმეტრიული ანალიზის პრაქტიკაში იშვიათი არ არის
განსხვავება 10%-ით და მეტითაც.
კოლორიმეტრიულიმეთოდის არასაკმარისი სიზუსტე მის პრინციპულ საფუძველთან
კი არ არის დაკავშირებული,არამედ დამოკიდებულია ამა თუ იმ ნივთიერების
განსაზღვრის მეთოდის არასაკმარის დამუშავებაზე.
ფოტომეტრიული და სპექტროფოტომეტრიული მეთოდების სულ უფრო მეტად
გავრცელების მიუხედავად, ვიზუალური კოლორიმეტრია კვლავ ფართოდ
გამოიყენება წამალთა ანალიზის პრაქტიკაში. ეს აიხსნება ვიზუალური
კოლორიმეტრიის მეთოდის სიმარტივითა და საკმაო სიზუზტით. ზოგჯერ
ვიზუალურ კოლორიმეტრიას ანიჭებენ უპირატესობას, რადგანაც ის საჭიროებს
ნაკლებ დროს, ვიდრე სპექტროფოტომეტრიული განსაზღვრა, რომლისთვისაც
საჭიროა სტანდარტული მრუდის აგება.
ჩვენში ყველაზე მეტად გამოიყენება დიუბოსკას სისტემის კოლორი მეტრებიუ,
რომლებსაც სამამულო მრეწველობაში ამზადებს. ამ სისტემის კოლორიმეტრებში ახდენენ
ორი შეფერადებული ხსნარის შედარებას, რომლებსაც ასხამენ სპეციალურ ცილინდრულ
ჭიქაში (კიუვეტებში), და რომლებიც იდგმება მოძრავ კრემარელებზე. ცილინდრებში
ჩაშვებულია ვერტიკალური პრიზმები, რომელთაც ბრტყელი ბოლო აქვთ. ერთ კიუვეტში
ასხამენ სტანდარტულ ხსნარს, რომლის კონცენტრაცია ცნობილია (C1) და აყენებენ
განსაზღვრულ სიმაღლეზე (კრემალერის საშუალებით შლკალაზე), ისე, რომ ხსნარის
გარკვეული სისქის ფენას (h1) გადადიოდეს სინათლე. მეორე კიუეტს, რომელშიც
გამოსაკვლევი ხსნარი ისხმება, დგამენ პარალელურად და ახდენენ გადაადგილებას ზემოთ
და ქვემოთ ოკულარში ფერების გათანაბრებამდე.ოკულარი წარმოადგენს წრიულ შკალას,
რომლის მარჯვენა ნახევარი მარცხენა კიუვეტის ხსნარის სურთს გვიჩვენებს, ხოლო
მარცხენა-მარჯვენისას. გამოსაკვლევ ხსნარში ჩაშვებული პრიზმის ან თვით კიუვეტის
გადაადგილებით აღწევენ ოკულარში ორივე ნახევრის ფერების გათანაბრებას, წონასწორობის
მომენტში აითვლიან გამოსაკვლევი ხსნარის ფენის სისქეს (h2) , რის შემდეგ ანგარიშობენ
ხსნარის კონცენტრაციას ტოლობით:

C 1 h1
C2 =
h2

You might also like