Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

1.

რომელი სიმპტომი არ არის დამახასიათებელი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტისათვის :

ა) სმენის დაქვეითება

ბ) ჩირქის დენა ყურიდან

გ) ყურის ტკივილი

დ) დაფის აპკის პერფორაცია

სწორი პასუხი - გ

2. ცხვირის ძგიდის ხრტილოვანი ნაწილის ჰემატომის დროს სისხლი გროვდება :

ა) ხრტილსა და ხრტილსაზრდელას შორის

ბ) ხრტილსაზრდელასა და ლორწოვანს შორის

გ) სწორია ორივე

სწორი პასუხი - ა

3. რომელი ოპტიკური ხელსაწყოები იხმარება რინოსკოპიისთვის :

ა) სარკეები წინა,უკანა და შუა რინოსკოპიისთვის

ბ) ენდოსკოპები

გ) საოპერაციო მიკროსკოპები

დ) ყველა ჩამოთვლილი

სწორი პასუხი - დ

4. რომელი სამკურნალო ნივთიერებები არ არის ეფექტური ალერგიული სურდოს შემთხვევაში:


ა) ანტიბიოტიკები

ბ) ანტიჰისტამინური პრეპარატები

გ) გლუკოკორტიკოსტეროიდები

სწორი პასუხი - ა

5. ცხვირის დანამატ წიაღებს შორის მოცულობით ყველაზე დიდია :

ა) ძირითადი ძვლის წიაღი

ბ) შუბლის ძვლის წიაღი

გ) ჰაიმორის წიაღი

დ) ცხავის ძვლის ლაბირინთი

სწორი პასუხი - გ

6. ჰაერის ნაკადმა სანამ ჰაიმორის წიაღში შევიდოდეს უნდა გაიაროს :

ა) შუა სავალი

ბ) ნახევარმთვარისებრი ნაპრალი

გ) ეთმოიდური ძაბრი

დ) სწორია ყველა

სწორი პასუხი - დ

7.ცხვირის შუა სავალში ჩირქის არსებობა მიუთითებს, რომ დაავადებულია:


ა) ჰაომორის წიაღი

ბ) შუბლის წიაღი

გ) წინა ეთმოიდური უჯრედები

დ) სწორია ყველა პასუხი

სწორი პასუხი - დ

8. შუბლის წიაღის სავალი ფორმირდება:

ა) 4 წლიდან 6 წლამდე ასაკში

ბ) 1 წლიდან 4 წლამდე ასაკში

გ) 6 წლიდან 10 წლამდე ასაკში

დ) 8 წლიდან 12 წლამდე ასაკში

სწორი პასუხი - ა

9. რინოგენული ორბიტარული გართულების მკურნალობის მეთოდია:

ა) ქირურგიული

ბ) დეზინტოქსიკაციური

გ) ანტიბაქტერიული

დ) ყველა პასუხი სწორია

სწორი პასუხი - დ

10. ცხვირისა და დანამატი ღრუების ფუნქციებია:


ა) სასუნთქი

ბ) საყნოსავი

გ) დაცვითი

დ) რეზონანსული

ე) ყველა პასუხი სწორია

სწორი პასუხი - ე

11. ცხვირის დანამატი წიაღებიდან 4 კედელი აქვს:

ა) შუბლის წიაღს

ბ) ჰაიმორის წიაღს

გ) ძირითად წიაღს

სწორი პასუხი - ა

12. ლუდვიგის ანგინის გამომწვევია?

ა) ჩვეულებრივი ბანალური მიკროფლორა

ბ) ანაერობული მიკრობები

დ) მიკობაქტერიები

ე) ყველა ჩამოთვლილი

სწორი პასუხი - ბ

13. ცხვირხახის ადენოიდების ჰიპერტროფიამ შეიძლება გამოიწვიოს:


ა) შუა ყურის ექსუდაციური ანთება

ბ) ცხვირის დანამატი წიაღების ანთება

გ) ხახის დეფორმაცია

დ) ყველა პასუხი სწორია

სწორი პასუხი - დ

14. ადენოტომიის დროს შესაძლებელია გართულება:

ა) ასფიქსია

ბ) სისხლდენა

გ) ანაფილაქსიური შოკი

დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი

სწორი პასუხი - დ

15. მწვავე ტონზილიტის ძირითადი გამომწვევია:

ა) Haemophilus Influenzae

ბ) Staphylococcus aureus

გ) Moraxella catarrhalis

დ) Streptococcus group A

სწორი პასუხი - დ

16. ინფექციური დაავადებები ვითარდება უხშირესად:

ა) ცხვირხახაში

ბ) პირხახაში
გ) ხორხხახაში

დ) თანაბარი სიხშირით

სწორი პასუხი - ბ

17. ხახის ლიმფადენოიდური ქსოვილი გამოიმუშავებს:

ა) ლიმფოციტებს

ბ) პლაზმურ უჯრედებს

გ) ინტერფერონს

დ) ყველა პასუხი სწორია.

სწორი პასუხი - დ

18. არსებობს ხორხის ხონდროპერიტონიტის:

ა) გარეთა ფორმა

ბ) შიგნითა ფორმა

გ) ორივე სწორია

სწორი პასუხი - გ

19. ხორხის კიბოს წინა დაავადებაა :

ა) პაქიდერმია

ბ) ლეიკოპლაკია

გ) პაპილომა

დ) ყველა სწორია
სწორი პასუხი - დ

20. რომელი არტერიები კვებავენ ხორხს?

ა) ფარისებრ ზედა არტერია

ბ) ფარისებრ ქვედა არტერია

გ) სწორია ა; ბ.

სწორი პასუხი - გ

21. ტრაქეოტომიის ხშირ გართულებას წარმოადგენს:

ა) კანქვეშა ემფიზემა

ბ) ასპირაციული პნევმონია

გ) ორივე პასუხი სწორია

სწორი პასუხი - გ

22. ხორხის ინერვაცია ხორციელდება:

ა) ხორხის ზედა ნერვით

ბ) ხორხის ქვედა ნერვით

გ) ცდომილი ნერვის ტოტებით

დ) ყველა პასუხი სწორია

სწორი პასუხი - დ
23. ხორხის შებრუნებითი ნერვის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს :

ა) აორტის ანევრიზმამ

ბ) გულმკერდის ღრუში სიმსივნურმა პროცესმა

გ) პერიბრონქიალური ლიმფური კვანძების გადიდებამ

დ) ყველა პასუხი სწორია

სწორი პასუხი - დ

24. ხორხში წარმოქმნილი ბგერის სიმაღლე დამოკიდებულია:

ა) მბგერავი ნაოჭების სიგრძეზე

ბ) ხორხსარქველის მდებარეობაზე

გ) სახმო ნაოჭების დაჭიმულობის ხარისხზე

დ) ყველა პასუხი სწორია

სწორი პასუხი - დ

25. ცრუ კრუპს ახასიათებს:

ა) უეცარი დაწყება,უფრო ხშირად ღამით

ბ) ინსპირაციული ქოშინი

გ) მყეფავი ხველა და სუნთქვის უკმარისობა

დ) ყველა პასუხი სწორია

სწორი პასუხი - დ

26. ბავშვთა თანდაყოლილი სტრიდორის მიზეზია:


ა) ცხვირის თანდაყოლილი პათოლოგია

ბ) ხორხის თანდაყოლილი პათოლოგია

გ) ხახის თანდაყოლილი პათოლოგია

დ) ყველა პასუხი სწორია

სწორი პასუხი - ბ

27. ხორხის ხრტილების რაოდენობაა:

ა) 5

ბ) 6

გ) 9

დ) 11

სწორი პასუხი - გ

28. რომელი ტიპის ტიმპანოპლსატიკა (ვულშტეინის კლასიფიკაციის მიხედვით)განაპირობებს


შუა ყურში ბგერის გატარების მაქსიმალურ გაუმჯობესებას ?

ა) პირველი ტიპის ტიმპანოპლასტიკა

ბ) მეორე ტიპის ტიმპანოპლასტიკა

გ) მესამე ტიპის ტიმპანოპლასტიკა

დ) მეოთხე ტიპის ტიმპანოპლასტიკა

სწორი პასუხი - ა
29. შემოფარგლული ლაბირინთიტი უფრო ხშირად გამოწვეულია:

ა) შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთბით


ბ) შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთებით
გ) თანაბრად

სწორი პასუხი - ა

30. ბავშვებში პარაცენტეზის დროს შეიძლება დაზიანდეს :

ა) მრვალი სარკმელი

ბ) ოვალური სარკმელი

გ) გრდემლ–უზანგის სახსარი

დ) სწორია ა,ბ,გ

სწორი პასუხი - დ

31. დვრილისებრი მორჩის ანთების შედეგად შეიძლება განვითარდეს:

ა) ტიმპანოსკლეროზი

ბ) სინუსთრომბოზი

გ) უზანგის ანკილოზი

დ) სწორია ა,ბ,გ

სწორი პასუხი - ბ

32. შუა ყურის მწვავე ანთების ობიექტური ნიშნებია:


ა) პალპაციით ტრაგუსის (ყურის სახურის) მტკივნეულობა

ბ) დაფის აპკის პერფორაცია

გ) ჩირქოვანი გამონადენი

დ) დაფის აპკის პერფორაცია და ჩირქოვანი გამონადენი

სწორი პასუხი - დ

33. რა გზით იჭრება დაფის ღრუში ინფექცია?

ა) ტუბარული

ბ) ჰემატოგენური

გ) გარეთა სასმენი მილიდან

დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი

სწორი პასუხი - დ

34. რა ფორმა აქვს აპკოვან ლოკოკინას სიგრძივ განაკვეთზე?

ა) წრიული

ბ) ოვალურო

გ) სამკუთხა

დ) ვარსკვლავისებური

სწორი პასუხი - გ

35. ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობის დროს ვებერის ცდის ჩატარებისას ბგერა


ლატერალიზდება უკეთეს ყურზე თუ არა?

ა) კი

ბ) არა

სწორი პასუხი - ა
36. რა შემთხვევაშია საჭირო ობიექტური აუდიომეტრიის ჩატარება?

ა) სმენის დასადგენად ჩვილ ბავშვებში

ბ) სმენაჩლუნგობის აგრავაციის შემთხვევაში

გ) სმენაჩლუნგობის სიმულაციის შემთხვევაში

დ) ყველა აღნიშნულ შმეთხვევაში

სწორი პასუხი - დ

37. რა ოპერაცია კეთდება ჩვილ ბავშვებში ოტიანტრიტის შემთხვევებში?

ა) ანტროტომია

ბ) მასტოიდოტომია

გ) ანტრომასტოიდექტომია

სწორი პასუხი - ა

38. მასტოიდიტის მიზეზი შეიძლება იყოს :

ა) გარეთა სასმენი მილის დიფუზური ანთება

ბ) შუა ყურის ანთება

გ) ყურის ნიჟარის პერიქონდრიტი

დ) ოტომოკოზი

სწორი პასუხი - ბ
39. შუა ყურის ექსუდატიური ანთების დროს დაფის ღრუში წნევა:

ა) დაქვეითებულია

ბ) მომატებულია

გ) გასაშუალებულია

სწორი პასუხი - ა

40. ქრონიკული ჩირქოვიანი შუა ოტიტის რომელი ფორმიდან ვითარდება უფრო ხშირად
ქალასშიგა გართულებები:

ა) მეზოტიმპანიტი

ბ) ეპიტიმპანიტი

გ) თანაბრად

სწორი პასუხი - ა

You might also like