Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის იმ

კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროა ქმედების
ჩადენის დრო. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს. თანამონაწილეობით
ჩადენილ დანაშაულში, დანაშაულის ჩადენის დროა აგრეთვე თანამონაწილის მოქმედების
დრო. უმოქმედობის დროს, დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როცა პირს უნდა
ემოქმედა.მცდელობის დროს გამოიყენება ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის
დროს. განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულის მომზადების დროს, დანაშაულის
ჩადენის დროა, დანაშაულის მოსამზადებელი ქმედების ჩადენის დრო.

სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან


ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ სისხლის სამართლის კანონი აწესებს ქმედების
დასჯადობას ან ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არა აქვს. თუ დანაშაულის ჩადენიდან
განაჩენის გამოტანამდე სს კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი
კანონი.

ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულის ჩადენის ადგილის განსაზღვრის დროს


აღიარებს “საყოველთაობის”თეორიას. " ამ თეორიის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის
ადგილია როგორც ქმედების ჩადენის ადგილი, სადაც პირმა თავისი დანაშაულებრივი ნება
გამოავლინა, ასევე შედეგის დადგომის ადგილიც.

მაგალითად, პირს საწამლავი დაალევინეს საქართველოში, იგი მეორე დღეს ამ


მოწამვლისაგან გარდაიცვალა სომხეთში. დანაშაულის ჩადენის ადგილია ორივე
სახელმწიფოს ტერიტორია – როგორც საქართველო, ისევე სომხეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ
ორივე სახელმწიფო თანაბრადაა უფლებამოსილი, ამ პირის მიმართ განახორციელოს თავისი
სისხლის სამართლის იურისდიქცია, ე.წ. ტერიტორიულობის პრინციპიდან გამომდინარე. ამ
ორი სახელმწიფოდან გაასამართლებს ის სახელმწიფო, რომლის ხელშიც აღმოჩნდება
დამნაშავე და მას, როგორც წესი, დამნაშავის გადაცემის სამართლებრივი ვალდებულება არ
წარმოეშობა.

საერთაშორისო სისხლის სამართლის მიხედვით, სხვა თანაბარი პირობების არსებობისას,


ქმედების ადგილს ენიჭება უპირატესობა შედეგის ადგილთან შედარებით. უმოქმედობის
დროს დანაშაულის ჩადენის ადგილია ის, სადაც უნდა ემოქმედა პირს, ასევე სადაც
უმოქმედობის შედეგი დადგა ან პირის წარმოდგენით უნდა დამდგარიყო შედეგი.
თანამონაწილეობით ჩადენილი დანაშაული ამ თანამონაწილისათვის ჩადენილია როგორც
ამსრულებლის მიერ ქმედების ჩადენისა და შედეგის დადგომის ადგილას.

საქართველოში ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა,


შეწყდა ან დამთავრდა მის ტერიტორიაზე. ეს ნორმა მთლიანობაში წარმოადგენს ე.წ.
„სუყველგანობის” თეორიის საკანონმდებლო რეგლამენტაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ
დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება როგორც მაშინ, როცა
დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე მაშინ,
როცა აქ მხოლოდ დანაშაულებრივი შედეგი დადგა, ხოლო დანაშაულებრივი ქმედება უცხო
ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელდა.
ტერიტორიულობის პრინციპით იურისდიქციის გავრცელების დროს გამონაკლისია ე.წ.
ექსტერიტორიალობის წესი. ამ წესიდან გამომდინარე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე
პირის მიმართ, თუ მას იმუნიტეტი არ მოეხსნა, არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს
იურისდიქცია. " არც შიდასახელმწიფოებრივი და არც დიპლომატიური იმუნიტეტი არ
აბრკოლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს
შემდეგი ოთხი სახის დანაშაული: გენოციდი; დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ; ომის
დანაშაული; აგრესია

იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს (საზღვაო ან საჰაერო) ხომალდზე ან ასეთი


ხომალდის წინააღმდეგ, რომელიც უფლებამოსილია, ისარგებლოს საქართველოს
სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, თუ საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არაა გათვალისწინებული.

ასე, მაგალითად, თუ ქართული გემი იმყოფება თურქეთის ნავსადგურში და მასზე მოხდა


დანაშაული, ამ ქმედების მიმართ გავრცელდება როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის
იურისდიქცია. დამნაშავეს თავისი სისხლის სამართლის კანონის გამოყენებით
გაასამართლებს ის სახელმწიფო, რომელსაც ხელში ჩაუვარდება მართლსაწინააღმდეგო
ქმედების ჩამდენი. ანალოგიურად წყდება საკითხი, თუ დანაშაული მოხდა საელჩოს
ტერიტორიაზე. აქ ჩადენილ დანაშაულზე ვრცელდება ორივე ქვეყნის იურისდიქცია.

საქართველო თავის სისხლის სამართლის იურისდიქციას ახორციელებს ნებისმიერი იმ


დასჯადი ქმედების მიმართ, რომელიც საკუთარი მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად
მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ იქნება ჩადენილი საზღვარგარეთ.

საქართველოს მოქალაქემ დანაშაული ჩაიდინა რუსეთში. ჩადენილი ქმედება იქ დასჯადია,


ჩვენთან - არა. საქართველო ვერ დასჯის და ვერც გადასცემს უცხო სახელმწიფოს თავის
მოქალაქეს.

საქართველოს მოქალაქემ დანაშაული ჩაიდინა რუსეთში. ქმედება ორივე სახელმწიფოში


დასჯადია. იგი დაისჯება ჩვენი კანონით, რუსეთისათვის გადაცემის გარეშე, თუმცა ამ
ქმედებაზე ე.წ. ტერიტორიალურობის პრინციპით ვრცელდება რუსეთის იურისდიქციაც.

საქართველოს მოქალაქემ დანაშაული ჩაიდინა რუსეთში. ჩვენი კანონით დასჯადია,


რუსეთში - არა. იგი დაისჯება ჩვენი კანონით მხოლოდ მაშინ, თუ პირი ამ ქმედების ჩადენის
დროს მოქმედებდა საქართველოს (სახელმწიფოს ან მოქალაქის) ინტერესების წინააღმდეგ,
ამასთან, ჩადენილი დანაშაული უნდა იყოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე.

საქართველოს იურისდიქცია, ვრცელდება ყველა იმ უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე


პირის მოქმედებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გარეთ მძიმე ან განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულს ჩაიდენს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მიუხედავად
დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დამნაშავის მოქალაქეობისა.

თუ პირმა საზღვარგარეო ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით


გათვალისწინებული ქმედება, ჩვენი კანონით პასუხისმგებლობა დაეკისრება არა მხოლოდ
მაშინ, თუ იგი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია (ე.წ. დაცვის პრინციპი), არამედ მაშინაც, თუ
პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის გაითვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით (ე.წ. უნივერსალურობის პრინციპი). ამ პრინციპის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე
დასჯადობის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა, სად იქნა ჩადენილი დანაშაული, ვინ იყო
მისი ჩამდენი ან დანაშაულის მსხვერპლი.

საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის


არმქონე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად
არ შეიძლება იყვნენ ექსტრადირებულნი სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული პირის
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა ხორციელდება ს (რომის
სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით.

დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირი,


რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულების შესაბამისად  სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან
სასჯელის მოსახდელად შეიძლება ექსტრადირებულნი იყვნენ სხვა სახელმწიფოში ან
გადაეცნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.“

You might also like