Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ

სსკ-ს მეთორმეტე კარი დათმობილი აქვს სახელმწიფო დანაშაულს. განსახილველ


დანაშაულთაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფოს
ინტერესები, ზოგიერთ სახელწმიფო დანაშაულს ხელყოფის საგანიც გააჩნია მაგ: გერბი,
დროშა , სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი, და სხვა. რაც შეეხება
განსახილველ ქმედებათა ობიექტური შემადგენლობის სხვა ნიშნებს, მათი უმრავლესობა
მოქმედებით შეიძლება იყოს ჩადენილი და ე.წ. ფორმალურ დანაშაულებს მიეკუთვნება,
თუმცა გვაქვს ე.წ. შედეგიანი დანაშაულებიც: მაგალითად, ჯაშუშობა დამამძიმებელ
გარემოებებში (314-ე მუხლის მე-2 ნაწილი); საბოტაჟი (318-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები)
და სხვ. ცხადია, რომ ყველა ე.წ. შედეგიან დანაშაულში აუცილებელია მიზეზობრივი
კავშირის დადგენა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ასეთი კავშირის დადგენის გარეშე
პირს არ შეიძლება შედეგი შეერაცხოს ბრალად.

სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა დამახასიათებელ თავისებურებას


წარმოადგენს ის, რომ მათი უმრავლესობა განზრახვით ხასიათდება, თანაც პირდაპირი. ეს
ძირითადად ეხება კონსტიტუციური წყობილების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულებს. კანონმდებელი სახელმწიფო დანაშაულში ქმედების სუბიექტურ ელემენტებს
მტკიცებისათვის უმრავლეს შემთხვევებში სავალდებულო მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა
ზოგჯერ მას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს და მხოლოდ სასჯელის
ინდივიდუალიზაციის საშუალებას წარმოადგენს. განსახილველ ქმედებათა შემადგენლობის
სხვა სუბიექტურ ელემენტებს, მთელ რიგ შემთხვევებში კანონმდებელი საგანგებოდ უსვამს
ხაზს პოლიტიკურ მოტივებსა და მიზნებს, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციური
წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში,
ტერორისტული ხასიათის დანაშაულებში, მაშინ, როცა სამოხელეო და მმართველობის წესის
საწინააღმდეგო დანაშაულებში სჭარბობს ანგარებითი და სხვა პირადი მოტივები.

ახლა კი განვიხილოთ სსკ-ს 309 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელსაც სხვა


გვარად დიპლომატიურ ღალატს უწოდებენ. მსგავსი ქმედებისგან სისხლისსმართლებრივი
დაცვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფოს სუვერენიტეტი , სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და მშვიდობიანი თანაარსებობა სხვა სახელმწიფოებთან. დანაშაულის
ობიექტური მხარე გამოიხატება უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ
წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოებაში საქართველოს
სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათის
სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა საჭირო არაა, დასჯადია თავისთავად
ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება. ქმედების საშიშროებიდან გამომდინარე,
კანონმდებელი აბსტრაქტულ საფრთხეს უკვე დასჯადად თვლის. 309-ე მუხლის მე-2
ნაწილით დასჯადია საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის
ორგანიზაციასთან ისეთი ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, რომელიც
ზღუდავს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს ან
საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან
თანაარსებობას,აგრეთვე ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების
მინიჭება. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, აქ სპეციალური მიზნით
დაფუძნებულ დელიქტთან გვაქვს საქმე. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან
მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება ან ასეთი
ხელშეკრულების დადება მიზნად ისახავს საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვას ან
მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენებას. ამ ბრალის
ფორმის მიხედვით ეს დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება.

მოცემული თავი ითვალისწინებს დანაშაულს უცხოეთში სადაზვერვო სამსახურში შესვლის


სახით, რომელსაც სსკ-ს 311 მუხლი ითვალისიწნებს, ამ დანაშაულისგან
სისხლისმართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოს საგარეო უშიშროება. საქართველოს
სახელმწიფო ინტერესების მიმართ საფრთხე აქაც გარედან იქმნება, დანაშაული ფორმალური
ბუნებით ხასიათდება, რადგან დასჯადია უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა ან
საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. სადაზვერვო სამსახური იმდენად სპეციფიკურია, რომ
იქ საქმიანობა გაცილებით დიდ საფრთხეს ქმნის ქვეყნის სახელმწიფოებრივი
უშიშროებისათვის, მით უფრო, როცა იქ შესვლა და საქმიანობა მიზაწმიმართულად
საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება. ქმედების სუბიექტი შეიძლება იყოს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ნებისმიერი ფიზიკური
პირი.ეს დანაშაული პირდაპირი გაზრახვით ხასიათდება, ქმედების სუბიექტი უცხოეთის
სადაზვერვო სამსახურში შესვლით ან საქმიანობით მიზნად ისახავს საქართველოს
წინააღმდეგ მოქმედებას.

განვიხილოთ 313 მუხლი, რომელიც ითვალისიწიინებს სახელმწიფო საიდუმლოების


გაცემას. განსახილველი მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოს
საგარეო უშიშროება და თავდაცვისუნარიანობა. ახელმწიფოს საგარეო უშიშროება
გულისხმობს იმ პირობებისა და ფაქტორების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს
სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვას, იქნება ეს
კონსტიტუციური წყობილება, სუვერენიტეტი თუ ტერიტორიული ხელშეუხებლობა.
სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა ობიექტური მხრივ გამოიხატება უცხო ქვეყნისათვის,
უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო
საიდუმლოების მიწოდებაში ან მის საჯაროდ გამჟღავნებაში, აგრეთვე სხვა ქმედებაში,
რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას გარეშესათვის ხელმისაწვდომს ხდის. სახელმწიფო
საიდუმლოების გაცემა სხვადასხვა საშუალებით შეიძლება განხორციელდეს, კერძოდ,
ზეპირად, წერილობით, ნახაზების, ფოტოსურათების, მოდელების, სქემების, დიაგრამების,
ხელსაწყოების ან ნიმუშების სახით, კავშირგაბმულობის მეშვეობით, ტელე, აუდიო და
ვიდეოტექნიკის დახმარებით და სხვ. დანაშაული დამთავრებულად ითვლება სახელმწიფო
საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ადრესატისათვის, ე.ი. უცხო ქვეყნის, უცხოეთის
ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის მიწოდების მომენტიდან. ქმედების
სუბიექტი სპეციალურია – ეს არის პირი, ვინც სახელმწიფო საიდუმლოება იცოდა თავისი
სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, ან, ვისაც ის გაანდეს განსაკუთრებულ გარემოებასთან
დაკავშირებით. ის შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე სხვა პირი, ვისაც
სახელმწიფო საიდუმლოება გაანდეს. ბრალის ფორმის მიხედვით სახელმწიფო
საიდუმლოების გაცემა პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. სახელმწიფო საიდუმლოების
გაცემა ხდება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ. სწორედ ამ
სუბიექტური ელემენტით განსხვავდება ეს ქმედება 320-ე მუხლით გათვალისწინებული
სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისაგან, სადაც პირი სახელმწიფო საიდუმლოების
გახმაურებისას მიზნად არ ისახავს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისათვის
ზიანის მიყენებას და თუ მას საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი მოჰყვა,ამ
შედეგისადმი დამოკიდებულება მხოლოდ გაუფრთხილებელი შეიძლება იყოს.

მოცემული თავში გვხდვება 322 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს


წინააღმდეგ დანაშაულის ქმედით მონანიებას, პირი თავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და
დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული
საქართველოს ინეტერესისათის მოსალოდნელი ზიანი. სახელდობრ ეს დანაშაულებია:
უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, ჯაშუშობა, ანტიკონსტიტუციური
ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, და ა.შ.

You might also like