ეკონომიკური საქმიანობა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ

საქართველოს ახალმა კანონმდებლობამ მეწარმეობის თავისუფლება გამოაცხადა . კანონით


ყველას აქვს უფლება მისდევდეს მეწარმეობას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაწესება, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეშლისთვის, მიზნად ისახავს
დამატებითი გარანტიების შექმნას მეწარმეობის თავისუფლებისთვის. განსახილველი
დანაშაული თავისი იურიდული ბუნებით სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად
გამოყენების სპეციალური სახეა. თანამდებობის პირები შეიძლება წარმოადგენდნენ
სანებართვო, მაკონტროლებელი, ფისკალური და სხვა ფუნქციების განმახორციელებელ
სახელმწიფო ორგანოებს. დანაშაულის ობიექტია თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის
უფლება ასევე სახელწმიფო ორგანოთა ავტორიტეტი. დანაშაულის ობიექტური მხარე
გამოიხატება კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლაში შემდეგი ფორმებით:
დაუსაბუთებელი უარი საწარმოს რეგისტრაციაზე ან სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის)
გაცემაზე, ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, საწარმოს
საქმიანობაზე კონტროლის კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება, მის საქმიანობაში
ჩარევა. ეს დანაშაული თავისი შემადგენლობით მატერიალურია და დამთავრებულად
ითვლება მაშინ, თუ მოხელის ზემოაღნიშნულმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
უარი საწარმოს რეგისტრაციასა ან ლიცენზიის გაცემაზე დანაშაულად მხოლოდ მაშინ
ჩაითვლება, როცა მოხელის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა ასეთი რეგისტრაციის
ან ლიცენზიის (ნებართვის) გაცემის უფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირი
განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, თავისი ქმედებით ხელს უშლის კანონიერ სამეწარმეო საქმიანობას და სურს ეს.
მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მხედველობაში
მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს. მოტივი შეიძლება იყოს შურისძიება, არასწორად
გაგებული სამსახურებრივი ინტერესი, ანგარება და სხვა. — აღნიშნული მუხლი
კონკურენციას უწევს ზოგად სამოხელეო დანაშაულებს. თუ რეგისტრაციის ან ლიცენზიის
გაცემაზე უარს თან ახლავს ქრთამის მოთხოვნა, მაშინ დანაშაულთა ერთობლიობასთან
გვაქვს საქმე.

განსახილველი დანაშაულის (უკანნონო სამეწარმეო საქმიანობა)ობიექტია ის


ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფოს
ფინანსური ინტერესები, რადგანაც იგი ვერ ღებულობს მეწარმეთა რეგისტრაციისათვის
დადგენილ ბაჟს, ლიცენზიის გაცემისათვის - გადასახადს, ასევე სამეწარმეო
საქმიანობისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს. დანაშაულის ობიექტური მხარე სამი
ნიშნით ხასიათდება: ქმედება, მძიმე შედეგი, რაც გამოიხატება მნიშვნელოვან ზიანში ან
დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებაში და მიზეზობრივი კავშირით ქმედებასა და
დამდგარ შედეგს შორის. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული შესაძლებელია შემდეგ ფორმებში
გამოიხატოს: 1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე; 2. სამეწარმეო საქმიანობა
ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე; 3. სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო ან სალიცენზიო
პირობების დარღვევით. მაშასადამე, ამ დანაშაულის ჩადენის პირველი ფორმაა სამეწარმეო
საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე. მეწარმის სტატუსის შეძენა ხდება რეგისტრაციის შემდეგ.
ასეთი მოქმედება სამოქალაქო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნაა. ამ მომენტიდან
სამეწარმეო საქმიანობა იძენს კანონიერ ხასიათს. ამდენად, უკანონოდ ჩაითვლება სამეწარმეო
საქმიანობა ან საერთოდ რეგისტრაციის გარეშე, ან კიდევ რეგისტრაციამდე
განხორციელებული საქმიანობა'. დანაშაულის მეორე ფორმაა სამეწარმეო საქმიანობა
ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე. როგორც აღინიშნა, მეწარმეს შეუძლია განახორციელოს
ნებისმიერი საქმიანობა, რაც აკრძალული არ არის კანონით. დანაშაულის მესამე ფორმა
სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო ან ლიცენზირების პირობის დარღვევით სახეზეა. მაშინ,
როცა მაგალითად განსაზღვრული სახის საქმიანობაზე ნებართვის ან ლიცენზიის მქონე პირი
ეწევა სხვა სახის ლიცენზირებად საქმიანობას. დანაშაული დამთავრებულად ითვლება
ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან დიდი
ოდენობით შემოსავლის მიღების მომენტიდან. მნიშვნელოვან ზიანსა და დიდი ოდენობის
შემოსავალს სასამართლო განსაზღვრავს. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას
გულისხმობს. მოტივი, როგორც წესი, ანგარებითია. მეორე ნაწილში მოცემულია
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები: ა) უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) იგივე ქმედება ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის
მსჯავრდებულის მიერ.

განსახილველი დანაშაულის (ცრუ მეწარმეობა) ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც


არეგულირებს სამეწარმეო და სხვა კომერციულ საქმიანობას. დამატებითი ობიექტია
მოქალაქეთა, ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ინტერესები. დანაშაულის ობიექტური
მხარე გამოიხატება ფორმალურად ლეგიტიმური სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნაში,
რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე კონტრაგენტების, აგრეთვე მაკონტროლებელი
სახელმწიფო ორგანოების მოტყუებას. კერძოდ, კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ასეთი
ორგანიზაციის შექმნა შეიძლება მიზნად ისახავდეს კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი
სარგებლის მიღებას, გადასახადისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე აკრძალული საქმიანობის
დაფარვას.

ცრუ მეწარმეობის ობიექტური მხარე მოიცავს სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნას;


სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის არარსებობას; მნიშვნელოვან ზიანს; დანაშაულის
დამთავრებულად ცნობისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება ფიზიკური ან
იურიდიული პირისათვის. მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში იგი საბოლოოდ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. სუბიექტური
მხრივ დანაშაული პირდაპირი განზრახვითა და სპეციალური მიზნით ხასიათდება.
დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ქმნის ან აფუძნებს ორგანიზაციას სამეწარმეო საქმიანობის
განზრახვის გარეშე, ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის, ორგანიზაციებისათვის ან
სახელმწიფოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენების შესაძლებლობას ან გარდუვალობას და მას
სურს ეს. _ დანაშაულის მიზანია მოგების მიღება უკანონო ხერხებით. თანაც ეს მიზანი უნდა
არსებობდეს სამეწარმეო საზოგადოების შექმნის მომენტში, ეი. კონკრეტული პირი
შესაბამისი სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნისას მიზნად ისახავდა არა სამეწარმეო
საქმიანობას, არამედ კრედიტის მიღებას ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღებას,
აგრეთვე აკრძალული საქმიანობის დაფარვას. თუ ასეთი სპეციალური მიზანი სამეწარმეო
ორგანიზაციის შექმნის მომენტში არ არსებობდა, მაშინ ამ დანაშაულის შემადგენლობაც არ
გვექნება სახეზე.

You might also like