Quiz - Mariam Kurasbediani

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

რაციონალური მოქმედების თეორია სოციალური სისტების

ინტერესებს ანაცვალებს ინდივიდის ვოლუნტარისტულ


ავტონომიურობას.ეს თეორია უგულველყოფს სოციალურ
კოლექტვივის ინტერესებს და ამ თეორიის მიხედვით,ინდივიდები
რაციონალურად მოქმედებენ იმისთვის,რომ უზრუნველყონ მოგება
და შეამცირონ დანაკარგის შანსები. ინდივიდი ორენტირებულია
საკუთარ სიამოვნებაზე და ყველაფერს აკეთებს მის მისაღებად,ანუ
უპირატესი არის სიამოვნება.
რაციონალური მოქმედების თეორიის განსხვავება შესაძლებელია სამი
კრიტერიუმით და ესენია :
1)რაციონალობაზე მოთხოვნის ხარისხი.ინდივიდები ყოველთვის
ორიენტირებული არიან შედეგზე და საკუთარი მიზნის
განხორციელებაზე. ისინი არჩევანის დროს იყენებენ ოპტიმალურ
გზას,უფრო ზუსტად კი ისინი წინასწარ აანალიზებენ მოც.სიტუაციას
და აკეთებენ გამოთვლებს,რომ გაზარდონ სარგებლობა.ეს თეორია
ავითარებს ემპირიული რაციონალობის იდეას და უარყოფს
ღირებულებით-რაციონალურ მოქმედებას-რაც ნიშნავს იმას,რომ
ინდივიდის მოქმედება არ ითვალისწინებს და არ იზომება მორალური
ან სხვა ღირებულებებით.
RAT-ისდიფერენცირება ხდება სუბიერქტური და ობიექტური
რაციონალობებს შორის.
ობიექტური რაციონალობისას რაციონალობაზე დაკვეთა არის
ფორმალური ხასიათის,რაც ნიშნავს წინააღმდეგობების მოხსნას.
ობიექტური რაცონალობის პოზიცია არის არარეალური და
ემპირიულად დაუსაბუთებელი. სუბიექტური რაციონალობის
მიხედვით კი მოქმედების დეტერმინაცია კონფლიქტში მოდის
რაციონალობის იდეასთან.
2)სიტუაციურ ან პროცედურულ რაციონალობაზე ფოკუსირება.
ანუ რაციონალური არჩევანი დეტერმინებულია უფრო მეტად
ფსიქოლოგიურად -თუ სიტუაციურად.RAT-ის ეკონომიკურ
ვერსიებში მოქმედების რაციონალობა განიმარტება როგორც საბაზრო
სიტუაციაზე რეაქცია.ეს სიტუაცია ავიწროვებს ალტერნატიულს
არჩევანს,თუმცა ინდივიდებს მაინც რჩებათ იმის შესაძლებლობა,რომ
ავტომატურად გააკეთონ არჩევანი.ყურადღების ცენტრშია ინდივიდის
გადამუშავების უნარები.
3)მოქმედების ზოგადი თუ სპეციფიკური თეორიის უზრუნველყოფა.
ეს საკითხი არის დაკავშირებული შეზღდვებთან და ასევე
დაკავშირებულია მოქმედების ახსნასთან. ეკონომიკურ ვერსიებზე
დაყრდნობით,RAT-ის ფუნქცია განსაზღვრული უნდა იყოს
ეკონომიკური მოქმდებების ანალიზით.ანუ ეს ანალიზი შეეხოს
მოქმედებებს რომლებიც ორიენტირებულია გამდიდრებაზე და
სურვილების დაკმაყოფილებაზე და ასევე მოქმდებებს,რომლებიც
სრულდება ფულზე და არსებულ გაცვლით ურთიერთობებში.

You might also like