Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ზოგადი მიმოხილვა

გრანულომური ანთება ქრონიკული ანთების სპეციფიკური სახეა, რომელიც


ვითარდება სხვადასხვა პათოგენური აგენტის, მათ შორის, მაკროფაგებში
პერსისტირებული მიკრობების, იმუნური კომპლექსების, ქსოვილში მოხვედრილი
უცხო სხეულების საპასუხოდ. მას ახასიათებს მონონუკლეური ლეიკოციტების,
განსაკუთრებით ჰისტიოციტების (მაკროფაგები), თავმოყრა ანთების კერაში,
რომლებიც პასუხობენ უჯრედის დაზიანებისას წარმოქმნილ მედიატორებს.

გრანულომის გამომწვევი ყველა ფაქტორი იზიარებს ერთ ძირითად თვისებას,


კერძოდ, ისინი ცუდად დეგრადირებადი ნივთიერებებია. გრანულომური ანთება
შეიძლება ჩაითვალოს პასუხად პათოგენებზე (მიკობაქტერია, სოკოები, ქლამიდიები)
და ეგზოგენური (გრაფიტი, ტალკი, გასაკერი მასალა) ან ენდოგენური წარმოშობის
მუდმივ გამღიზიანებლებზე. არსებობს დაუდგენელი ეტიოლოგიის გრანულომებიც -
მაგ: სარკოიდოზი, კრონის დაავადება.

ეპითელოიდური უჯრედები ეოზინოფილური გრანულური ციტოპლაზმით


ხასიათდებიან; ბირთვი წაგრძელებულია და ნაკლებად მკვრივია. უჯრედული
კონტურები წაშლილია. ეპითელოიდური უჯრედების ერთ-ერთი მახასიათებელია
ის, რომ არც სინათლის და არც ელექტრონულ მიკროსკოპში არ ჩანს მათ მიერ
ენდოციტოზირებული მასალა, რითაც ნავარაუდევია, რომ ეს უჯრედები
ფაგოციტურ აქტივობას არ ფლობენ.

გრანულომა შედგება ეპითელოიდური მაკროფაგების ცენტრისა და მისი


გარემომცველი მონონუკლეური ლეიკოციტებისგან - ძირითადად ლიმფოციტები,
უფრო იშვიათად - პლაზმური უჯრედები. იმის მიხედვით, თუ არსებობის რა
ეტაპზეა გრანულომა და რითაა გამოწვეული, იგი შეიცავს სხვა უჯრედებსაც.
მაგალითად, ხანდაზმული გრანულომა შეიცავს ფიბრობლასტებსა და კოლაგენური
ბოჭკოების შრეს; პარაზიტულ და სოკოვან გრანულომებში წარმოდგენილია
ეოზინოფილები.( სურათი 1)

პათოგენეზი

ეპითელოიდური ჰისტიოციტების წარმოშობა იწყება ძვლის ტვინში როცა


მიელოიდური წინამორბედი უჯრედები მომწიფდებიან მონოციტებად, შემდგომ
მონოციტი ზომაში იზრდება და პერიფერიულ ცირკულაციაში გადადის. როცა ისინი
მოხვდებიან და შეგროვდებიან ქსოვილში, მომწიფებულ მონოციტებს ჰისტიოციტებს
ვუწოდებთ. როდესაც თანდაყოლილი იმუნური სისტემა ჰისტიოციტებს ააქტიურებს,
ისინი იღებენ ეპითელოიდურ შეფერილობას, შედარებით არააქტიურ
ჰისტიოციტებად. რადგანაც ჰისტიოციტებს არ შეუძლიათ ეფექტურად
განახორციელონ უცხო აგენტის ფაგოციტოზი, ამ პროცესში ერთვება დენდრიტული
(ანტიგენწარმდგენი) და MHC II მოლეკულები, რომლებიც წარმართავენ
კომბინირებულ იმუნურ პასუხს (Th1 დომინანტური სპეციფიკურ პასუხი და
თანდაყოლილი იმუნური პასუხი). ჰისტიოციტების ფიზიოლოგიური გააქტივება
იწყება დაზიანებიდან 24-48 საათის შემდეგ კომპლემენტის კომპონენტების (C3b, C5a)
და T-ჰელპერების მეშვეობით, რომლებიც გამოიმუშავებენ ქემოკინებსა და
ციტოკინებს (TNF, IL-1, IL-6, IL_17, IFN y,TNF-a, TNF-b), რათა ხელი შეუწყონ
მაკროფაგების მოგროვებას დაზიანების უბანში. გააქტივებული ჰისტიოციტები
მწვავე ფაზის შემდეგაც რჩება და დომინირებს ქრონიკულ ანთების პასუხსა და
ქსოვილის შემდგომ რეგენერაციაში. ეს მოვლენა აჩენს ეჭვს რომ, არსებობს 2 ტიპის
ჰისტიოციტები: I) აბალანსებს ანთების ეფექტს და ხელს უწყობს ფაგოციტოზს და II)
მონაწილეობს უჯრედის რეგენერაციაში, ფიბროზსა და ანგიოგენეზში.

პათოგენეზის მიხედვით კლასიფიცირდება ორი სახის გრანულომა:

 უცხო სხეულის გრანულომა - ვითარდება ქსოვილში უცხო სხეულის


საპასუხოდ. ეპითელოიდური და გიგანტური უჯრედები გარს ერტყმიან
გრანულომური ანთების მაინდუცირებელი აგენტს, რომელიც ცენტრში
მოექცევა და მიმდინარეობს ფაგოციტოზი. ამ ტიპის გრანულომის დროს
სპეციფიკური იმუნური რეაქციები არ მიმდინარეობს. უცხო სხეულის
გრანულომა მოიცავს გიგანტური უჯრედების დიფუზურად გაფანტულ
ბირთვებს. (სურათი 2 და 3) პირველი ტიპის გრანულომა ვითარდება
შედარებით ინერტული უცხო სხეულის ქსოვილში მოხვედრისას, T-
უჯრედული პასუხის არარსებობის დროს
~

 იმუნური გრანულომა - მიეკუთვნება ზემგრძნობელობის რეაქციების IV ტიპს.


პათოგენეზურად დაკავშირებულია მაკროფაგებში მიკრობების ან სხვა
ნაწილაკების პერსისტენციასთან. იმუნური გრანულომის ჩამოყალიბება T
ლიმფოციტების გააქტივებითაა გაშუალებული. კერძოდ, ანტიგენ წარმდგენი
უჯრედები - მაკროფაგები, უკავშირდებიან ანტიგენს, რომელთაც MHC II
კლასის მოლეკულებთან კომპლექსში წარუდგენს CD4+ T უჯრედებს.
მაკროფაგები წარმოქმნიან ინტერლეიკინ 12-ს, რომლებიც ამ CD4+ T
უჯრედების დიფერენციაციას უზრუნველყოფენ TH1 უჯრედებად. ეს
უკანასკნელნი ხვდებიან ცირკულაციაში და ანტიგენის განმეორებით
მოხვედრისას გამოიმუშავებენ ციტოკინებს:
o ინტერფერონ გამა - ააქტივებს მაკროფაგებს (ფაგოციტოზის უნარი).
მაკროფაგები წარმოქმნიან ზრდის ფაქტორებს - მაგ. TGF - ბეტა,
რომელიც კოლაგენის სინთეზსა და ფიბრობლასტების პროლიფერაციას
აძლიერებს.
გააქტივებული მაკროფაგი პროდუცირებს ჟანგბადისა (წყალბადის
პეროქსიდი H2O2, ჰიდროქსილის რადიკალი HO•, სუპეროქსიდის
ანიონი O2-, სინგლეტური ჟანგბადი O2•) და აზოტის (NO - აზოტის
ოქსიდი) დაშლის პროდუქტებს (ROS და RNS), რომლებიც ძლიერ
ოქსიდაციურია. ამჟამად NO მიიჩნევა ერთ-ერთ ძირითად აგენტად,
რომელიც ანადგურებს ტუბერკულოზის გამომწვევს.
o ინტერლეიკინ - 2 - იწვევს ანტიგენ-სპეციფიკური CD4+ T უჯრედების
პროლიფერაციას, რომლებიც გროვდება დაყოვნებული
ზემგრძნობელობის რეაქციის უბნებში.
o TNF ალფა და TNF ბეტა - ენდოთელურ უჯრედებზე ზემოქმედებს და
აძლიერებს პროსტაციკლინის სეკრეციას.

მორფოლოგია

დაყოვნებული ტიპის ზემგრძნობელობა ხასიათდება მონონუკლეურუჯრედოვანი


ინფილტრაციით დერმასა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. უპირატესად წვრილი
ვენებისა და ვენულების ირგვლივ. იზრდება სისხლმილების განვლადობაც. ხდება
პლაზმის ცილების გაჟონვა და ფიბრინოგენის გადასვლა უჯრედშორის სივრცეში.ეს
განაპირობებს გამკვრივების განვითარებას. ლიმფოციტებით გარემოცულ ვენულებში
აღინიშნება ენდოთელიუმის ჰიპერტოფია, ზოგჯერ ჰიპერპლაზია. ვლინდება დიდი
რაოდენობით CD4+T ლიმფოციტები.CD4+/CD8+ შეფარდებაა 2:1. 24-48 სააღში
ვლინდება CD1+ უჯრედები. ლიმფოციტური ინფილტრაციის შედეგად
კერატინოციტებსი ვლინდება HLA-DR. ეს რეაქცია ვლინდება 5-7 დღე და თუ უფრო
ხანგრძლივად გაგრძელდა, ამ შემთხვევაში ვითარდება გრანულომური რეაქცია.

გრანულომით მიმდინარე დაავადებების მაგალითები

» ტუბერკულოზი
გრანულომის ცენტრში გამოხატულია კაზეოზური ნეკროზის უბანი, რომელსაც გარს აკრავს
ლიმფოციტები. შემდეგ შრეზე კი წარმოდგენილია ლიმფოიდური და გიგანტური უჯრედები.
» შისტოსომიაზი
შისტოსომას კვერცხი ნაწლავებისა და საშარდე ტრაქტის ვენულებიდან გადადის პორტულ
ვენაში და ხვდება ღვიძლიში. შედეგად, ნაწლავებსა და ღვიძლში წარმოიქმნება მაკროფაგების,
ლიმფოციტების, ნეიტროფილებისა და ეოზინოფილების შემცველი გრანულომები.
» კატის ნაფხაჭნის დაავადება
ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია Bartonella henselae-ით დაინფიცირებული
კატის ნაფხაჭნით. გრანულომა ვითარდება ლიმფურ კვანძებში. ეს გრანულომები დიდი
რაოდენობით ნეიტროფილებს შეიცავს და ჩირქმბადია.
» სარკოიდოზი
გამომწვევი დაუდგენელია. ხასიათდება ფიბროზითა და არა ნეკროზული გრანულომებით,
რომლებიც ვითარდება ძირითადად ფილტვსა და ლიმფურ კვანძებში. სარკოიდული
გრანულომა ხშირად შეიცავს ვარსკვლავისებურ შაუმანის სხეულებს. (სურათი 4)
» კრონის დაავადება

აღინიშნება ლიმფოციტებითა და მაკროფაგებით ინფილტრაცია, გრანულომების განვითარება,


ფიბროზი. ვითარდება ნაწლავის ფისტულები. გამომწვევი უცნობია.
გამოყენებული ლიტერატურა
 ბურკაძე გ, ტურაშვილი გ- ზოგადი პათოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2010 წელი,
გვერდების რაოდენობა 375.
 ხარძეიშვილი ო. კლინიკური პათოლოგიური ანატომია; თბილისი, 2005 წ.
  Dov L. Boros, Ph.D., Sanjay G. Revankar, M.D Granulomatous Diseases.
 https://www.researchgate.net/figure/Pathogenesis-of-granuloma-formation-Resident-cells-
initiate-an-immune-response-after_fig1_6945198
 https://en.wikipedia.org/wiki/Granuloma

You might also like