Levini

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

კურტ ლევინი (ველის თეორია)

ველის თეორია პიროვნებაზე ფოკუსირდება.

ლევინისთვის ველის თეორია იყო წარმოდგენათა სისტემა, რომელიც ფსიქოლოგიური


რეალობის ასახვის შესაძლებლობას ქმნიდა.

ლევინი იყენებდა პრაქტიკის კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის პროცესში


სოციალური პირობების შეცვლას.

ადამიანი რთული ენერგეტიკული ველია, მოთხოვნილებებისა და დაძაბულობების


დინამიკური სისტემაა, რომელიც განაპირობებს და წარმართავს აღქმასა და ქმედებსბს.

ლევინი თვლიდა, რომ ერთი ბავშვის ღრმად შესწავლა სჯობდა, ვიდრე ყველასი და მხოლოდ
რამდენიმე ასპექტით.

ლევინის მიხედვით, ფსიქოლოგიური მეცნიერების ამოცანა კანონების დადგენა კი არ უნდა


იყოს, არამედ გარკვეულ ზოგად კანონებზე დაყრდნობით ინდივიდუალური მოვლენების
პროგნოზირება.

გეშტალტფსიქოლოგიის ძირითადი დებულებები, რომლებიც ლევინის თეორიაში აისახა:

1. გეშტალტი არ არის ნაწილების ჯამი, არამედ მთლიანობითი და ერთიანი სტრუქტურაა.

ანუ, სამყაროს ხარი ცალკეული ელემენტების, ცალკეული შეგრძნებების სინთეზის გზით


იქმნება.

2. ხატი იქმნება მოცემულ მომენტში და წარსული გამოცდილება არანაირ როლს არ


ასრულებს გეშტალტის შექმნაში.

ლევინი მიიჩნევდა, რომ ინდივიდის ცხოვრების განხილვა შეუძლებელი იყო სოციალური


გავლენის და ფაქტორების გათვალისწინების გარეშე.

ფსიქოლოგის დასაბუთებული დასკვნების გაკეთება და ვარაუდების გამოთქმა შეუძლია


მაშინ თუ ადამიანის ცხოვრებისეული სივრცის სოციალურ კონტექსტს ითვალისწინებს.

ველის თეორია პიროვნების სტრუქტურას, დინამიკასა და განვითარებას უკავშირდება.

ასევე უკავსირდება ისეთ ცნებებს როგორიცაა: ფსიქოლოგიური გარემო, დიფერენცირებული


ადამიანი და გარემო, რეგიონები, ლოკომოცია, ენერგია, დაძაბულობა, მოთხოვნილება,
ვალენტობა, ვექტორები და ა.შ.
პიროვნების სტრუქტურა

ადამიანის, როგორც სტრუქტურული ცნების, განსაზღვრისას პირველი ნაბიჯია მისი,


როგორც მთლიანობის, ყველაფერი სხვა დანარჩენისგან გამოცალკავებულად წარმოდგენა.

ლევინი ინდივიდს ჩაკეტილი ფიგურით


გამოსახავს, ანუ იგი დანარჩენი სამყაროსგან
დიფერენცირებულია. P არის პიროვნება,
რომელიც საზღვრებშია მოქცეული, ხოლო
ყველაფერი რაც საზღვრებს მიღმაა აღინიშნება
არა-P.მთავარია რო ჩაკეტილი იყოს.

ამრიგად, ადამიანი წარმოდგენილია როგორც დიდი მთლიანობიდან გამოყოფილი და ამავე


დროს, მასში ჩართული.

ფსიქოლოგიური გარემო

მნიშვნელოვანია გარემოს გათვალისწინება, რათა უყურადღებოდა არ დაგვრჩეს ადამიანსა


და გარემოს შორის არსებული მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.

ჩნდება მეორე ჩაკეტილი ფიგურა, რომელიც ადამიანის გამომსახველ ფიგურაზე დიდი


იქნება.

მთავარია ორი რამ: 1. ადამიანზე დიდი უნდა იყოს და 2. უნდა მოიცავს ადამიანს.

ელიფსში ჩახატული E არის


ფსიქოლოგიური გარემო. ხოლო
ელიფსის შიგნით მოქცეული მთელ
სივრცე, წრის ჩათვლით, არის
ცხოვრებისეული სივრცე.

ელიფსის გარეთ დარჩენილი


სივრცე არის არაფსიქოლოგიური
სამყარო.
ცხოვრებისეული სივრცე
თეორიის ძირითადი ცნებაა.

ცხოვრებისეული სივრცე მოიცავს რეალური, არარეალური, აქტუალური, წარსული,


მომავალი მოვლენების სიმრავლეს, რომლებიც ინდივიდის ფსიქოლოგიურ სივრცეში
იმყოფებიან დროის მოცემულ მომენტში. ეს შეიძლება იყოს მოლოდინები, მიზნები,
ქმედებები და ა.შ. რამაც შეიძლება განაპირობოს ადამიანის ქცევა.

ე.ი. ქცევა არის პიროვნებისა და მისი ცხოვრებისეული სივრცის ფუნქცია.

სოციალური სივრცე არის ფსიქოლოგიური რეალობა, რომელიც მოიცავს შესაძლო


მოვლენების ერთობლიობას, რომლებსაც ადამიანის ქცევაზე ზემოქმედება შეუძლია.

ქცევა არის ცხოვრებისეული სივრცის ფუნქცია. ე.ი. B=f(L), სადაც B=ქცევა, f=ფუნქცია, L-
ცხოვრებისეული სივრცე.

ის, რომ ცხოვრებისეულ სივრცეს გარს აკრავს


ფიზიკური სამყარო, არ ნიშნავს, რომ
ცხოვრებისეული სივრცე ფიზიკური სამყაროს
ნაწილია.

არაფსიქოლოგიურ მოვლენებს (რომლებიც გარე


გარსშია) შეუძლია ფსიქოლოგიური მოვლენების
შეცვლა. თავის მხრივ, ფსიქოლიუგრ გარემოში
მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება შეცვალონ
ფიზიკური სამყარო. ანუ, მათ შორის არის ორმხრივი
კავშირი.

ფიზიკური გარემო პირდაპირ ვერ უკავშირდება ადამიანს და არც ადამიანს შეუძლია მასთან
უშუალო კომუნიკაცია. იმისთვის, რომ მან ადამიანზე მოახდინოს გავლენა, ჯერ
ფსიქოლოგიური გარემოს ფაქტად უნდა იქცეს.

არაფსიქოლოგიური სამყაროს შესწავლაც მნიშვნელოვანია, რადგან მანდ შეიძლება


დაარღვიოს ცხოვრებისეული სივრცის საზღვარი და ფსიქოლოგიური გარემო თავდაყირა
დააყენოს.

გარემო მოვლენები შეიძლება მოქმედებნდნე ადამიანზე და პირიქით.

დიფერენცირებული ადამიანი
ლევინი ამბობდა, რომ ადამიანის სტრუქტურა ურთიერთდაკავშირებულ და
ურთიერდამოკიდებულ ნაწილებად იყოფა. ის
წრის შიგნითა ზონას ზონებად ყოფს.

ადამიანის აღმნიშვნელი ფორმა (P) იყოფა ორ


ნაწილად: გარე ნაწილია პრეცეპტულ-
მოტორული რეგიონ(P-M) და ცენტრალური-
შინაგანი (I-P).

შინაგანი რეგიონი მთლიანად


გარშემორტყმულია პერცეპტულ-მოტორული სივრცით.

შინაგანი რეგიონი, თავის მხრივ, კიდევ იყოფა უჯრედებად.

ცენტრში მოთავსებული უჯრედებს ეწოდება ცენტრალური


(C), ხოლო პერცეპტულ-მოტორულ რეგიონთან მოსაზღვრე უჯრედებს პერფერიული (P).

ლევინის თქმით, მოტორული სისტემა უნდა გაიმიჯნოს პერცეპტულისგან, რადგან ისინი


ურთიერთდამოუკიდებელია.

ადამიანი განისაზღვრება როგორც დიფერენცირებული რეგიონი ცხოვრებისეულ სივრცეში.

დიფერენცირებული გარემო

არადიფერენცირებული გამო ისეთი გარემოა, რომლის ყველა მოვლენა თანაბრად


ზემოქმედებს ადამიანზე. ასეთ გარემოში ადამიანს გადაადგილებისას სრული თავისფულება
ექნებოდა, რადგან ხელისშემშლელი ბარიერები არ იქნებოდა. ეს კი ობიექტურად ვერ ასახავს
საქმის რეალურად არსებულ ვითარებას. ამიტომაც იყოფა გარემო რეგიონებად.

მისი ყველა რეგიონი მსგავსია.


ქცევა რო გავიგოთ საჭიროა დროის კორეკტულ მომენტში კონკრეტული ადამიანის
კონკრეტულ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში კონკრეტული რეპრეზენტაციისთვის ცნობილი
იქნეს გარემოს რეგიონების როგორც ზუსტი რაოდენობბა და ფარდობითი მდებარეობა.

რეგიონები, მათ შორის კავშირი და რაოდენობა

ცხოვრებისეული სივრცე შედგება დიფერენცირებული ადამიანისგან და დიფერენცირებული


გარემოსგან, რომელიც გარს აკრავს ადამიანს. ეს დიფერენცირებული ფსიქოლოგიური
სივრცე სხვადასხვა რეგიონებისგან შედგება, რმელიც ხაზებით ცალკავდება და საზღვარს
წარმოადგენს. ამ საზღვარი გამტარია, ანუ გამოდის რომ ცხოვრებისეული სივრცე
ურთიერთდაკავშირებული სისტემების ბადეა.

ორი რეგიონი შეიძლება ძალიან ახლოს იყოს ერთმანეთთან და საერთო საზღვარი ჰქონდეთ,
მაგრამ საერთოდ არ ზემოქმედებნდნენ ერთმანეთზე. ეს დამოკიდებულია წინააღმდეგობის
ძალაზე. თუ წინააღმდეგობა ძლიერია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოსაა რეგიონები
ერთმანეთთან, ისინი ნაკლებად იმოქმედებენ ერთმანეთზე.

ამასთან ერთად, თუ საზღვრები სუსტი, შეიძ₾ება რეგიონები გავლენას ახდენდნენ


ერთმანეთზე მიუხედავად დიდი დაშორებისა.

„სიახლოვე-სიშორე“, „სიმყარე-სისუსტე“.

„დენადობა-რიგიდობის“ ტიპითაც განსხვავდება რეგიონები. დენადი გარემოა ის, რომელიც


სწრაფად რეაგირებს ნებისმიერ ზემოქმედებაზე. ის მოძრავი და მოქნილია. რიგიდული
გარემო ცვლიილებებს ეწინააღმდეგება. ხისტი და მოუქნელია. რიგიდული გარემოთ
გამიჯნული ორი რეგიონი ვერ შეძლებს ურთიერთკომუნიკაციას.

თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ყველაფერი ეს ცვალებადია, ნებისმიერ წუთს შეიძლება


შეიცვალოს სიმყარე, რაოდენობა, სიხისტე და ა.შ. შესაბამისად, სივრცითი რეპრეზენტაციები
უწყვეტად კარგავენ აქტუალობას, რადგან იცვლება ფსიქოლოგიური რეალობა.

რეგიონების რაოდენობა განისაზღვრება მოცემულ მომენტში არსებული ცალკეული


ფსიქოლოგიური ფაქტები რაოდენობით. როდესაც არსებობს ორი ფაქტი- ადამიანი და
გარემო- ცხოვრებისეულ ვირცეში მხოლოდ ორი რეგიონია.

მოკლედ, ცხოვრებისეულ სივრცეში ახალი ფაქტის წარმოქმნისთანავე დიფერენცირდება


ახალი რეგიონი. ეს რეგიონი ქრება მაშინ როცა ქრება ფაქტი.

მოთხოვნილებები არის შიდაპიროვნული რეგიონის მნიშვნელოვანი ფაქტები;


ვალენტობები არის ფსიქოლოგიური ფარემოს ფაქტები. თითო მოთხოვნილება
შიდაპიროვნული რეგიონის ცალკეულ უკრედს იკავებს, ხოლო ვალენტობა- ფსიქოლოგიური
გარემოს ცალკეულ რეგიონს.

ადამიანი გარემოში

ლოკომოცია და კომუნიკაცია

ლოკომოცია არის ერთი რეგიონიდან მეორეში გადანაცვლება. თუ მარტივად არის


შესაძლებელი ერთი რეგიონიდან მეორეში ლოკომოცია, გამოდის რომ ორი რეგიონი
ერთამენთს მჭიდროდ უკავშირდება.

გადაადგილება შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურადაც. ჩვენ შეიძლება


ლექციაზე ვიყოთ მაგრამსულ არ ვუსმენდეთ ლექტორს და მისი სიტყვები ჩვენამდე არ
მოდიოდეს.

ლოკომოცია შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური.

ლევინი ამბობს, რომ პიროვნების რეგიონებში მსგავსი რამ არ ხდება. მისთვის ადამიანი არ
არის გარემო, რომლის შფინიტაც ობიექტი გადაადგილდება რეგიონებს შორის. პიროვნების
რეგიონების შესახებ ის ამბობს, რომ ისინი კომუნიკაციას ახდენენ ერთმანეთთან. მაგ,
პერცეპტული რეგიონი კომუნიკაციას ახდენს შიდაპიროვნული რეგიონის პერიფერიულ
უჯრედთან.

როდესაც ცხოვრებისეული სივრციდან მოვლენას გამოვყოფთ, მაგ, ლოკომოციას,


აუცილებელია სამი პრინციპის დაცვა:

1. დაკავშირებულობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოვლენა არის ორი ან მეტი ფაქტის


ურთიერთქმედების შედეგი. ერთი ფაქტი ვერ გამოიწვევს მოვლენას. მაგ, თუ არის ადამიანი
და გარემო, ლოკომოცია შესაძლებელია.

2. კონკრეტულობის პრინციპი ამვობს, რომ ეფექტი მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს შეიძ₾ება


ჰქონდეთ. კონკრეტულ ფაქტში კი იგულისხმება ის ფაქტი, რომელიც აქტუალურად
არსებობს ცხოვრებისეულ სივრცეში. ესენი ფაქტები გამოიწვევენ მოვლენას.

3. ერთდროულობის პრინციპი უკავშირდება კონკრეტულობის პრინციპს და ამტკიცებს, რომ


მხოლოდ აწმყოს ფაქტებს შეუძლიათ აწმყოში ქცევის პროდუცირება. გამოდის, რომ
ჩვილობისდროინდელ ფაქტებს ვერანაირი გავლენა ვერ ექნებათ მოზრდილის ქცევაზე.
მართალია ვერც წარსული და ვერც მომავალი ვერ მოახდენს გავლენას აწმყო ქცევაზე, თუმცა
მაინც წარსულისა და მომავლის შესახებ ურთიერთობებემა, აზრებმა შეიძლება ქცევაზე
ზემოქმედება მოახდინონ.

პიროვნების დიმანიკა

ცხოვრებისეული სივრცის სტრუქტურული რეპრეზენტაცია საგზაო რუკას ჰგავს. რუკა


გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც მოგზაურობის დასაგეგმად მნიშვნეოვანია, თუმცა რუკა
ვერ გვეტყვის, კონკრეტულად რომელი გზით სიარულს არჩევს ადამიანი. ზუსტად ასე,
ადამიანის და გარემოს კარგი სტრუქტურული რეპრეენტაციაც გვაძლევს ცოდნას ყველა
შესაძლო ქცევის შესაფასებლად, მაგრამ ვერაფერს გვეტყვის იმის შესახებ, როგორ აპირებს
ადამიანი მოქცევას.

მნიშვნელოვანი დინამიკური ცნებებია: ენერგია, დაძაბულობა, მოთხოვნილება, ვალენტობა,


ძალა და ვექტორი.

ენერგია

ადამიანი რთული ენერგეტიკული სისტემაა.

ფსიქიკური ენერგია- ენერგიის ტიპი, რომელიც ფსიქოლოგიურ სამუშაოს ასრულებს.

ფსიქიკური ენერგია მაშინ გამოთავისუფლდება როდესაც ადამიანი წონასწორობის აღდგენას


ცდილობს მას შემდეგ, რაც გაუწონასწორებლობის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

როდესაც დაძაბულობა წყდება, ენერგიის გამოსვლაც წყდება და მთელი სისტემა სიმშვიდის


მდგომარეობას უბრინდება.

დაძაბულობა

დაძაბულობა შიდაპიროვნული რეგიონის მდგომარეობაა სხვა შიდაპიროვნული რეგიონების


მიმართ.

დაძაბულობა 2 მნიშვნელოვანი თვისებით ხასიათდება:


1. დაძაბულობის მდგომარეობა გარკვეულ სისტემაში გარშემომყოფ სისტემებში არსებულ
დაძაბულობასთან გათანაბრებისკენ მიისწრაფვის. მაგ, თუ a სისტემა მაღალი დაძაბულობის
მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო მის გარშემომყოფი b,c,d სისტემები დაბალი დაძაბულობის
მდგომარეობაში, დაძაბულობა a-დან იმოძრავებს b,c,d-სკენ სანამ არ გათანაბრდება.

პროცესი- ფსიქოლოგიური საშუალება, რომელიც დაძაბულობას ათანაბრებს. პროცესია


აზროვნება, გრძნობა, აღქმა, მოქმედება და ა.შ. მაგ, ადამიანი, რომელიც პრობლემის
მოგვარების ამოცანის წინაშე დგას, ერთ-ერთ სისტემაში იძაბება. პრობლემის გადასაჭრელად
აზროვნების პროცესს იყენებს.

წონასწორობის მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ სისტემაში დაძაბულობა საერთოდ არ არის.

2. დაძაბულობა ზეწოლას ახდენს სისტემის საზღვრებზე. თუ საზღვარი არის მტკიცე,


დაძაბულობა მოსაზღვრე სისტემებში ვერ გადაინაცვლებს, ხოლო თუ სუსტია საზღვრები,
ერთი სისტემიდან სხვა სისტემაში გადავა. ეს საზღვარი ერთგვარი წინააღმდეგობრივი
ბარიერია. თვითონ საზღვარი არ არის დაძაბული სისტემა.

მოთხოვნილება

მოთხოვნილება ბევრნაირია. მაგ, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება (შიმშილი, წყურვილი,


სექსუალური), ასევე მდგომარეობის სურვილი ( დაოჯახებულად ყოფნის სურვილი,
დაწყებული დავალების დასრულების სურვილი).

მოთხოვნილება= მოტივი, დრაივი, აღმძვრელი, სურვილი

ყველა მოთხოვნილება რაღაც ეფექტს არ ახდენს. მაგ, შიმშილის გრძნობა შეიძლება ყველას
აწუხებდეს, მაგრამ ყველაში არ არღვევდეს შიმშილი წონასწორობის მდგომარეობას.

ლევინი ერთმანეთისგან განასხვავებს მოთხოვნილებას და კვაზიმოთხოვნილებას (ვითომ


მოთხოვნილება). მოთხოვნილებაა მაგალითად შიმშილი და კვაზი მოთხოვნილებაა
შიმშილის დაკმაყოფილება იმ კონკრეტულ რესტორანში კონკრეტული კერძის მირთმევით.

ვალენტობა

ვალენტობა არის გაარემოს რეგიონის თვისება/ღირებულება.

შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი.


დადებითი ღირებულების მქონეა ის რეგიონი, რომელიც დაძაბულობის რედუცირებას
ახდენს; მაგ, თუ გვშია, სამზარეულო სადაც საჭმელი გვეგულება, არის დადებითი
ვალენტობის მქონე.

უარყოფითი ღირებულების მქონეა ის რეგიონი, რომელიც დაძაბულობას ზრდის. მაგ, მე თუ


ძაღლის მეშინია, ნებისმიერი რეგიონი, სადაც ძაღლია უარყოფითი ვალენტობის მქონე
იქნება.

ვალენტობა გარეშე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.

კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის ქცევა დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ველში


განთავსებული ობიექტების ვალენტობებთან.

ვალენტობა ცვალებადია. შეიძლება იყოს სუსტი, ძლიერი.

ვალენტობა არ არის გადაადგილების მამოტივირებელი ძალა.

ძალა ანუ ვექტორი

ვექტორი ადამიანს უბიძგებს რომ განახორციელოს ისეთი ქცევა, რომელიც მოთხოვნილების


დაკმაყოფილებისკენ იქნება მიმართული.

ძალას აქვს მიმართულება, სიდიდე და მოდების წერტილი. ეს სამი თვისება ვექტორის სახით
გამოისახება.

ვექტორი ადამიანს უბიძგებს დადებითი ვალენტობის მქონე


რეგიონისკენ, ანუ ვექტორი ამ რეგიოსნისკენაა მიმართული.
პირიქით ხდება უარყოფითი ვალენტობის რეგიონებთან.

მოთხოვნილება ათავისუფლებს ენერგიას, ზრდის


დაძაბულობას, ანიჭებს ღირებულებას, ბადებს ძალას.

ლოკომოცია

მაგ, ბავშვი გაივლის საკონდიტროსთან და ფანჯარაში ნამცხვარს ნახავს და მოუნდება.


ნამცხვრის დანახვა აღძრავს მოთხოვნილებას, რომელიც აკეთებს სამ რაღაცას: 1.
ათავისუფლებს ენერგიას და ზრდის დაძაბულობას; 2. იმ რეგიონს, სადაც ნამცხვარია
დადებით ვალენტობას ანიჭებს; 3.ბადებს ძალას, რომელიც ბავშვს უბიძგებს ნამცხვრის
მიმართულებით.
დავუშვათ, მას არ აქვს ფული. ბავშვსა და ნამცხვარს შორის გადაულახავი ბარიერი
აღიმართება.

ის ფიქრობს, დედა ხომ არ მისცემს ფულს საყიდლად. ამ


დროს იბადება ახალი მოთხოვნილება, ანუ
კვაზიმოთხოვნილება- დედისთის ფულის გამორთმევის
განზღახვა. ეს განზრახვა აღძრავს დაძაბულობას, ვექტორსა
და ვალენტობას.

ამრიგად, ლოკომოციის განხიილვა შესაძლებელია მოთხოვნილების, დაძაბულობის, ძალის,


ვალენტობის, ბარიერის, თვისებების საფუძველზე.

ფსიქოლოგიური გარემოს დინამიკური სტრუქტურირება

ფსიქოლოგიური გარემოს დინამიკა 4 მეთოდით შეიძლება იცვლებოდეს:

1. რეგიონის ღირებულება შეიძლება რაოდენობრივად ან თვისებრივად იცვლებოდეს;

2. ვექტორები შეიძლება ძალის ან/და მიმართულების მიხედვით იცვლებოდეს;

3. საზღვრები შეიძლება ხდებოდეს უფრო მყარი ან სუსტი;

4. რეგიონის „საგნობრივი“ თვისებები იცვლებოდეს (დენადობა ან რიგიდულობა)

წონასწორობის დაბრუნება

ყველა ფსიქიკური პროცესის საბოლოო მიზანი ადამიანისთვის წონასწორობის დაბრუნებაა.


უწონასწორობა ჩნდება მაშინ როდესაც ადამიანის სხვადასხვა სისტემაში არათანაბარი
დაძაბულობის მდგომარეობაა.

ერთი ვარიანტი წონასწორობის აღსადგენად არის, სისტემის დაძაბულობის გადანაწილება


სხვა სისტემებში სანამ არ გათანაბრდება.

მეორე ვარიანტი არის ფსიქოლიგიურ გარემოში სათანადო ლოკომოციის განხორციელება.


სათანადო ლოკომოცია არის ის, რომელსაც ადამიანი იმ ობექტის რეგიონში მიჰყავს,
რომელიც მიზანს აკმაყოფილებს. მაგ, თუ ადამიანი დაძაბულია უმუშევრობის გამო, მისი
დაძაბულობა შემცირდება, როცა სამსახურს იშოვის.

კიდევ ერთი ვარიანტი არის ჩამნაცვლებელი ლოკომოცია. როცა ორი მოთხოვნილება


იმდენად ურთიერთდამოკიდებულია, რომ ერთის დაკმაყოფილება მეორე
მოთხოვნილებითი სისტემის დაძაბულობასაც ხსნის.

კიდევ ერთი, წარმოსახული (ოცნებით, ფანტაზიებით) ლოკომოცია.

პიროვნების განვითარება

მომწიფებასთან ერთად ადამიანის აქტივობა - ემოციები, ინფო, ურთიერთობები- უფრო


მეტად მრავალფეროვანი ხდება.

ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება ორგანიზაციის თვალსაზრისითაც.

ქცევა უფრო იერარქიული ხდება სტრუქტურული თვალსაზრისით.

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანმა შეიძლება რამდენიმე აქტივობა ერთად


განახორციელოდ.

უფროსი ასაკის ბავშვს გადაადგილების მეტი თავისუფლება აქვს. მას შეუძლია ქუჩის
გადაკვეთა, სკოლაში სიარული, მეგობრებთან სტუმრობა და ა.შ. უმცროსი ასაკის ბავშვი
მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს, ხოლო უფროსი ბავშვი წარსულზე იწყებს ფიქრს, სამომავლო
გეგმებს აწყობს.

ლევინი გამოყოფს ქცევის მარტივ ურთიერთკავშირს ანუ არადიფერენცირებულ


მდგომარეობას. ესეთი ქცევა ახალშობილისთვის არის დამახასიათებელი.

მეორე მხრივ, ორგანიიზაციულ ურთიერთდაკავშირებულობაზე საუბრობს, როგორი ქცევაც


უფროსი ასაკის ინდივიდებისთვის არის დამახასიატებელი.

ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ზოგადი აქტივობა და იზრდება იერარქიულად


ორგანიზებული აქტივობა.
ზრდასთან ერთად, ადამიანი უფრო მეტად ხდება რეალობაზე ორიენტირებული.

დიფერენციაცია - მთლიანის ნაწილების რაოდენობის ზრდა. მაგ, ასაკის მატესბასთან ერთად


მატულობს შინაგანი სფეროს რეგიონების რაოდენობა. დიფერენცირებული ხდება
ფსიქოლოგიური გარემოც.

ადამიანისა და ფსიქოლოგიური გარემოს მეტი დიფერენციაცია ნიშნავს საზღვრების


რაპდენობის მატებას. საზღვრები ძალით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბავშვებში უფრო
სუსტია,ვიდრე მოზრდილებში. ბავშვი უფრო მეტად არის გარემოს ნაწილი.

ლევინის აზრით, განვითარება უწყვეტი პროცესია. მისი თქმით, მნიშვნელოვანი


ცვლილებები სამი წლის ასაკისთვის ხდება, შემდეგ შედარებით სტაბილური პერიოდია
მოზარდობამდე.

რეგრესია

ლევინი განარჩევს რეტროგრესიას და რეგრესიას.

რეტროგრესია ნიშნავს ქცევის იმ ადრეულ ფორმებთან დაბრუნებას, რომლებიც ადამიანის


ცხოვრებისეულ ისტორიაში მოიძებნება;

რეგრესია ქცევის უფრო პრიმიტიულ ფორმაზე გადასვლაა განურჩევლად იმისა, ეს ადამიანი


ოდესმე იქცეოდა ასე თუ არა.

რეგრესიის შესწავლა უფრო მარტივია, რადგან ამ დროს არ ხდება იმის გარკვევა საჭირო,
ადამიანი ამ ქცევას წარსულში მართლა ახორციელებდა თუ არა.

რეგრესიის წარმოქმნის ერთ-ერთი ფაქტორი ფრუსტრაციაა.

You might also like