Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

,,მერანი’’

ადამიანი დაბადებისთანავე იქცევა მხედრად , მხედრად თავისი ცხოვრების ,


ბედისწერის , სხეულისა თუ სულის. ის ცდილობს გაარღვიოს ჩაკეტილი წრე , მოიპოვოს
გამარჯვება საკუთარ თავზე , მიისწრაფვის უსასრულობისაკენ , იქ , სადაც ყოველივე
უსაზღვროა , ნათელია . თუმცა , მას გზაზე ბევრი წინააღმდეგობა ხვდება - წახვიდე ბედის
წინააღმდეგ , შეიცნო თავი შენი , შეიცვალო საკმაოდ რთული საქმეა. სწორედ ამ
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს ეხება ცნობილი ქართველი პოეტის ,
რომანტიკოსთა მეფედ წოდებული ნ.ბარათაშვილი ლექსი ,,მერანი’’ , რომლის დაწერასაც
წინ უძღვის პოეტის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა. ქვეყანაში მძიმე
მდოგამრეობა სუფევდა , ილია ორბელიანი - პიროვენება , რომლესაც ნიკოზ
ბარათაშვილი ენდობოდა , უყვარდა , პატივს სცემდა , მისი მეგობარი და ბიძა შამილის
წინააღმდეგ ლაშქრობისას შეიპყრეს , ტყვედ აიყვანეს. ამ ამბის გაგონებისას , ნიკოლოზი
წერს წერილს მის უფროს ბიძას , უგრიგოლ ორბელიანს , უზიარებს მას განცდებს ,
ტკივილს და წერილს თან აქსოვს ახლად შექმნილ ლექსს ,,მერანს’’ , ამავდროულად
აღნიშნავს : ,, ბევრი ცრემლი , ტყუილი და მართალი , დაინთხა ამის წაკითხვაზე ,
რასაკვირველია იმიტომ , რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში და არა მე ‘’. ზოგიერთი
ლიტერატურათმცოდნე მიიჩვენს , რომ თავგანწირულ მხედარში , რომელიც ლექსის
თავდაპირველი სახელწოდება იყო , ნიკოზმა იგულისხმა ილია ორბელიანი , მაგრამ ნუთუ
ადამიანი შეძლებს , ასე ზუსტად , მკაფიოდ , ღრმად გადმოსცეს განცდები , ტკივილი ,
რომელიც თვითონ არასოდეს შეუგრძვნია ?!

ნიკოლზ ბარათაშვილის ცხოვრება სირთულეებით აღსავსეა , მას უწევს უარი თქვას


ოცნებებზე , მიზნებზე , პოეტის ცხოვრებას მუდამ თან სდევდა უიღბლობა , შინაგანი ხმა მას
არ აძლევდა მოსვენებას , ამიტომაც მან დაწერა ,,მერანი’’, ეს უკანასკენილი კი
გულისხმობს სულს , სულს , რომელიც მიილტვის განღმრთობისკენ , შიანაგანი
თავისუფლებისაკენ, მას უწევს ეკლიანი გზის გავლა , მოსვენებას არ აძევს ,, თვაბედითი
შავი ყორანი’’ - ანუ ბნელი ფიქრები , აზრები , ეჭვები , ბედისწერა თუ წარსული , სიკვდილი
- ყველაფერი რაც ცდილობს ჩვენს სულით დაცემას , არ გვაძლევს საშუალებას ვიყუროთ
წევით , ავმაღლდეთ , მივისრაფვოდეთ ზეცისკენ. განღრთობის მიზანი იმდენად დიადია ,
რომ მხედარი მზა დარის დათმოს ყველაფერი , რაც მისთვის ღურებული და
მნიშველოვანია : ,, რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა , მოვაკლდე სწორთა და მეგობართა !
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა’’ . მხედარმა იცის ,
რომ გზა ადვილი არ იქნება , შესაძლოა შავი ყორანი დაეწიოს და სწორედ მან გაუთხაროს
საფლავი , მაგრამ მისი მანგუგეშებელი გზად იქნება , ბუნება : ვარსკვალევები , ზღვა და
რაც მთავარია მან იცის , რომ განწირულის სულისკვეთება ფუწჭად არ ჩაივლის და სხვა
მხედრებს , რომლებსაც სურთ ღმერთთან ერთიანობა , ჰარომიისკენ მიისწრაფვიან უკვე
გაკვალული გზის გავლა გაუადვილდებათ. აქედან გამომდიანრე , მე ვფიქრობ , რომ
ნიკოზსაც ილიას ამბავმა უბრალოდ იმპულსი , ძლიერი გრძნობები უბოძა , რამაც უბიძგა
ლექსის დაწერისაკენ. ნიკოლოზი აღფღოვანებული იყო ბიძის შეუოვრობითა და
გამბედაობით , რასაც წერილშიც აღნიშნავს : ილიას შამილისთვის უპასუხია : ,,ყველანი
სიკვდილის შვილები ვართ , ჭეშმარიტად ახლა მეც სიკდილი მირჩევნია შენს ხელში
ყოფნას ‘’- ო . ,, მერანი’’ არის გზა , გზა - გაღმრთობისა და სიყვარულისკენ , რომელიც
დაგვისახა შოთა რუსთაველმა - ,, ვეფხისტაყოსანში ‘’ - ავთანდილის სახით და რომელიც
ყველაზე ადრე გვიჩვენა ქრისტემ.

ამრიგად , ,,თავგანწირული მხედარი’’ - ეს თითოეული ჩვენთაგანია , ჩვენ


გვძალუძს დავეუფლოთ საკუტარ თავს , რადგან სინამდვილეში მერანი და შავი ყორანი
ეს ორივე ჩვენში ბუდობს , ერთი სულია , რომელიც ცდილობს არ დამორჩილდეს ბედს :
გაჰკვეთოს ქარი , გააპოს წყალი ‘’ , აღასრულოს დაკისრებული მისია , მიუახლოვდეს
ღმერთს , ხოლო მეორე სული ბნელი მხარე , რომელსაც გამუდმებით ეჭვი , სევდა ,
სინანული იპყრობს - მიაღწევს თუ არა საწადელს . მერანი ეს სულის სინათლეა , დიახ ,
შესაძლოა ვერ ავღმოფვრათ შავი ყორანი , რადგანაც სადაც სიცოხლეა მის გვერდით
სიკვდილი ყოველთვის იქნება , თუმცა ჩვენს ძალებშია არ დავმორჩილდეთ მას ,
გავუწიოთ წინააღმდეგობა , დავთმოთ ყოველივე რაც გვაბადია , დაე ვერ გაგვიონ ,
დავრჩეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე , მაგრამ ყოველთვის გვწამდეს , ყოველთვის
გვჯეროდეს , რომ რბოლა დასრულდება და მივაღწევთ მიზანს , შევძლებთ სიყვარულთან
ზიარებას !

You might also like