რას ცვლის ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

რას ცვლის ხელოვნება ადამიანის

ცხოვრებაში?

რა არის ხელოვნება? ალბათ იმაზე


მარტივი არაფერია ამქვეყნად , როგორც
ხელოვნების ამგვარი განმარტება:
ხელოვნება არის ვიზუალური, აუდიო და
გამომხატველობითი ნამუშევრების შექმნა ,
სადაც ავტორის უდიდესი ნიჭია
გადმოცემული. თუმცა, ხელოვნება უფრო
მეტია ვიდრე ყოველივე ეს. ხელოვნება
შემოქმედების უნარია , რომელიც ღმერთმა
უბოძა ადამიანს. ადამაიანი ღვთის
ქმნილებაა, ჩვენი მისია იმაზე დიდია ,
ვიდრე თავად ვგრძნობთ. სამყარო არ
შექმნილა ადამიანთა ფიზიკური
მოთხოვნილებების
დაგმაყოფილებისათვის , ადამიანის
სულიერი საზრდო თავად ბუნების
სრულყოფილებაშია , გავიხსენოთ
,,დაბადების’’ პირველი თავები , ღმერთმა
ადამიანი სამყაროს გვირგვინად შექმნა ,
მანამდე კი სრული კომფორტი მოაწყო :
გაჰყარა ნათელი ბნელისგან , შექმნა ციური
სხეულები , უმშვენიერესი ფლორა-ფაუნა ,
მხოლოდ ამის შემდეგ შეთხზა ადამიანი
თავის ხატად და მსგავსად, შთაბერა სული,
უბოძა გონება , გრაციოზული სხეული და
მას შემდეგ ადამიანის უმთავრეს მისიად
სწორედ ამ თითოეულის სრულყოფისკენ
სწრაფვა გვევლინება.
სულის სრულყოფაში ადამიანს
ხელოვნება ეხმარება , რადგან ხელოვნება
თავად უკვდავებაა. იგი სულის საკვებია .
ხელოვნება საყოველთაოა , მას არ გააჩნია
დრო , საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და
მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა
ერთიდან მეორეს. ადამიანის ემოციებზე
უდიდეს გავლენას ახდენს მუსიკა. მუსიკის
და ემოციის მჭიდრო კავშირი დიდი ხნის
წინ დამტკიცდა . ემოციას მოაქვს მუსიკა და
ასევე მუსიკას მოაქვს ემოცია. ქართულ
ლიტერატურაში ადამიანზე მუსიკის
გავლენის საუკეთესო მაგალითია, იაკობ
გოგებაშვილის ,, იავნანამ რა ჰქმნა’’,
პატარა ქეთო დედას მხოლოდ იავნანის
მოსმენის შემდეგ იხსენებს , მას ახსენდება
სწორედ ის ემოცია , რომელსაც ბავშვობაში
განიცდიდა.

ხელოვნების სხვა დარგებიც დიდ


გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ
მდგომარეობაზე , მის ემოციებზე.
აღორძინების ეპოქა აღგაფრთოვანებს
თავისი სიმაღლეებით , რომლებსაც
მიაღწიეს მხატვრებმა და პოეტებმა ,
მუსიკოსებმა და არქტიტექტორებმა .
რაფაელისა და ლეონარდო დავინჩის
უკვდავი ქმნილებები დღემდე ატყვევებს
ადამიანებს თავისი სრულყოფილებით ,
პლასტიკურობით , კაცობრიობის როლისა
და დანიშნულების ღრმა გააზრებით ,
სადაც ადამიანის ხვედრია გაიაროს
მოკლე, მაგრამ მშვენიერი და ზოგჯერ
ტრაგიკული გზა.
ხელოვნების სხვა დარგებიც არანაკლებ
განცდებს იწვევს ადამიანში . ერთმა
ლიტერატურულმა თუ მუსიკალურმა
ნაწარმოებმა , თეატრალურმა
წარმოდგენამ ,კინოფილმმა შესაძლებელია
ადამიანის წარმოდგენები ცხოვრებაზე ,
მისი მსოფხედველობა ერთ წამში
შეცვალოს.
როგორც უკვე ვთქვით , ადამიანში
შემოქმედების უნარი თანდაყოლილია,
თუმცა, ყველა ვერ ხდება ხელოვანი.
ხელოვნების ნიმუშის შექმნისთვის ,
მხოლოდ სურვილი არ კმარა . მთელი
კაცობრიობის ისტორიაში უამრავი
მხატვარი ,არქიტექტორი , მუსიკოსი იყო და
დღესაც არის, მაგრამ შედევრებს
ერთეულები ქმნიან . ალბათ ისინი ვისი
სულიც ისწრაფვის სამყაროს შეცნობისკენ ,
ეძიებს ღმერთს , ყველგან და ყველაფერში.
მათ ქმნილებებში მათი სულის ნაწილია
ჩადებული ,რომელიც ეხება ადამიანის
გულს, იწვევს მისი სულის გამოღვიძებას .
ყველა შემოქმედი ვერ გახდება , მაგრამ
ეცადო შეაღწიო გენიოსი შემოქმედების
არსში , მიუახლოვდე მშვენიერების
შეცნობას, ეს ჩვენს ძალებშია. ხელოვნება
იმითაცაა მშვენიერი და განსაკუთრებული ,
რომ იქმნება რჩეულების მიერ და ეკუთვნის
მილიონებს. ბახის, მოცარტის ,
ბეთჰოვენის უკვდავი მუსიკა ,
მიქელანჯელოს , რაფელის , ლეონარდო
დავინჩის , რემბრანტის , პაბლო პიკასოს
თუ სხვათა უკვდავი ტიოლოები ,
გრანდიოზული არქიტექტურული ნიმუშები
, დიდი მწერლების თუ რეჟისორების
უნიკალური შემოქმედება , არხევს
ადამიანის სულის ბნელ კუნჭულში
მიმალული სიყვარულის სიმებს . მე მჯერა,
რომ დღევანდელ ბოროტებითა და
სიძულვილით აღსავსე სამყაროს , მხოლოდ
ხელოვნება თუ გადაარჩენს.

ავტორი: მარიამ შარმაზანაშვილი.


კლასი: მეათე მეოთხე კლასი.
სკოლა: გოგიტა კიკნაძის სახელობის 182 - ე
საჯარო სკოლის მოსწავლე.
ქართული ენისა და ლიტერატური
მასწავლებელი: თამუნა მახოშვილი.

You might also like