Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ათასი მოელვარე მზე

ათასი მოელვარე მზე “არის ხალედ ჰოსეინის რომანი, რომელიც მწერალმა


ავღანელ ქალებს მიუძღვნა.წიგნი მოგვითხრობს უფლებაწართმეული ქალების
ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, „თალიბანის“ სისასტიკეზე,
ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით ომშია
ჩართული.
ხალედ ჰოსეინი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი. დაიბადა ქაბულში.
ის აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, არის გაერო-ს
წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში.იგი ფართო
პუბლიკისთვის ცნობილი გახდა რომანის „ფრანით მორბენალის“ გამოქვეყნების
შემდეგ, რომელმაც მიიღო პრემია „მკითხველის არჩევანი 2007“.დღეისათვის
ხალიდ ჰოსეინი მსოფლიოში განთქმული და აღიარებული რომანისტია. ავტორია
რომანებისა „ფრანით მორბენალი“ და „ათასი მოელვარე მზე“, რომლებიც
ამერიკის შეერთებულ შტატებში ათ მილიონზე მეტი, მსოფლიოს სამოცდაათზე მეტ
ქვეყანაში კი – ოცდათვრამეტმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მისი მესამე რომანი
„მთებმა მთებს უთხრეს“ კი – 2013 წლის 21 მაისს გამოიცა და გამოცემიდან ხუთ
თვეში სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
ამ წიგნის წაკითხვით გაიგებთ თუ რას ნიშნავს ჰარამი, რა მომავალი ელის მას.
მოქმედება ვითარდება ავღანეთში ომის დროს. ჯერ საბჭოთა კავშირთან ომის,
შემდეგ კი სამოქალაქო ომის ფონზე. მთავარი თემები კი არის: უკანონო შვილები,
ქალთა განათლება, ოჯახში ძალადობა, სუიციდი, სიყვარული, ომი, მშობლებისა
და შვილების ურთიერთობა და სხვა.
წიგნი ორი ქალის, მარიამისა და ლაილას ამბავზე მოგვითხრობს.მარიამი
უკანონო შვილია, რაც უკვე განაჩენია. ავღანური საზოგადოება ვერასოდეს
აპატიებს უცოდველ ბავშვს, რომ უკანონოდ დაიბადა და შეგრძნება, რომ ის
ჰარამია (ცოდვა) მთელი ცხოვრება გაჰყვება მარიამს.მას არ აღიარებს მამის
ოჯახი.მალევე კარგავს დედას.ჯერ კიდევ ბავშვს მიათხოვებენ მოძალადე
საშუალო ასაკის მამაკაცს.მარიამი ცხოვრებამ დაჩაგრა, მაგრამ ვერ გატეხა . ვერც
უიღბლობამ, ვერც უსამართლობამ, ვერც ძალადობამ, მარიამში ვერ მოკლა
კეთილი ადამიანი.
ლაილა ლამაზი, გაბედული, განათლებული და მიზანდასახული გოგონაა,
რომელიც იდეალების რწმენით გაზარდეს. რწმენით, რომ განათლება
უმნიშვნელოვანესია. ლაილა სწავლობს, იზრდება და უყვარს. უყვარს
თავდავიწყებით და ბავშვურად. სანამ ერთ დღესაც ომი მათ სახლამდეც არ
მოაღწევს.ლაილა და მარიამი ერთი მოძალადე კაცის ცოლები გახდებიან,
გაიყოფენ ერთ ჭერს, ძალადობას, ტკივილსა და უკეთესი მომავლის იმედს.
ჰარამი მარიამი ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც ოჯახიდან ეს სირცხვილი
მოიშორეს და 40 წლის რაშიდს მიათხოვეს. ნელ-ნელა ეჩვეოდა ახალ ცხოვრებას,
ქმარს, მაგრამ მას ბედნიერება არ ეწერა. ქმარი სცემდა სულ უბრალო მიზეზის,
ხშირად კი სრულიად უმიზეზოდაც. 20 წელი ითმინა ეს მდგომარეობა, შვილი არ
შეეძინა, რაც უფრო აცოფებდა რაშიდს. რაშიდმა სამოქალაქო ომის დროს
გადარჩენილი მეზობლის გოგონა შეიფარა. ეს იყო 14 წლის ლაილა და მალევე
ისიც მოიყვანა ცოლად. ლაილას სხვა უყვარდა. თარიყი , რომელიც პაკისტანში
გაიხიზნა მშობლებთან ერთად. რაშიდი თავიდან ცდილობდა ლაილასთვის თავი
მოეწონებინა და ზრდილობიანი ყოფილიყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება
და ლაილაც მარიამის მწარე ბედის მოზიარე გახდა.ლაილას ორი შვილი
შეეძინა.10 წელიწადში თარიყი ლაილას სანახავად დაბრუნდა. რაზეც რაშიდი
ძალიან გაბრაზდა და ცოლს სცემა, ახრჩობდა და კლავდა. ეს ფაქტი კი
მარიამისთვის ბოლო წვეთიღა აღმოჩნდა.მე ძალიან მოკლედ გადმოვეცი წიგნის
შინაარსი, მაგრამ მრავალი მთავარიდა წვრილმანი მაინც უთქმელი დავტოვე.
ხალიდ ჰოსეინის წიგნები ადამიანებს, განწყობებს, მიდგომებს, ქცევებს ცვლის.
ეს ავტორი წერს წიგნებს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც უბრალოდ გიჩნდება
სურვილი, იყო უკეთესი ადამიანი. ათასი მოელვარე მზე მორიგი ასეთი
წიგნია.წიგნის ყველაზე კარგი ნაწილი სწორედ ისაა, სადაც ლაილა და მარიამი
გადალახავენ მტრულ განწყობას ერთმანეთს მიმართ და გახდებიან საუკეთესო
მეგობრები. მიხვდებიან, რომ ერთის დამცირება, მეორის დამცირებაცაა, ერთის
ტკივილი, მეორესაც სტკივა, ერთის ცრემლი მეორესაც მოსდის და რომ ერთის
ჰარამი, მეორის ჰარამიცაა.
წიგნის კითხვისას ძალიან მომეწონა ის, თუ როგორ განიცდის მარიამი
ტრანსფორმაციას - ჰარამი, დაჩაგრული და მშიშარა გოგოდან გამბედავ,
მეგობრულ და მებრძოლ ადამიანამდე. ქალამდე, რომელსაც შეუძლია თავი
გასწიროს. იშვიათად მინახავს ასეთი ძლიერი პერსონაჟი წიგნებში ალბათ
ამიტომაცაა, რომ ხალიდ ჰოსეინის სწორედ ეს პერსონაჟი უყვარს ყველაზე მეტად
მის მიერ შექმნილ ბევრ ძალიან საინტერესო და სახასიათო პერსონაჟს შორის . ამ
ორი ქალის ისტორია არის სახე იმდროინდელი ავღანეთის, სადაც ქალების
ჩაგვრა იყო ყოველდღიური მოვლენა. ჰოსეინი ამ წიგნით გვიყვება უუფლებობასა
და დამცირებაზე, რომელიც ავღანელმა ქალებმა გამოიარეს და მაინც გადარჩნენ .
გადაურჩნენ ყველა ჭურვს, ყველა აღმართულ ხელს, ყველა მოქნეულ ქამარს და
მაინც ფეხზე დადგნენ.მეორე მხრივ კი ესაა დიდი სიყვარულის ისტორია,
რომელმაც მრავალწლიან განშორებას გაუძლო და მაინც გაიკვლია გზა
ჭურვებისგან გადახლეჩილ ავღანურ მიწაზე. ისტორია ბავშვურ, ყველაზე წრფელ
სიყვარულზე, რომელიც პირველი მოდის და სამუდამოდ შენთან რჩება.ეს წიგნი
ბევრმა ქართველმაც უნდა წაიკითხოს. არც ჩვენი საზოგადოებაა მოკლებული
სხვების ჰარამად შერაცხვას, ქალების ჩაგვრასა და ძალადობას. ვფიქრობ,
მოზარდებში ეს წიგნი ბევრ დადებით გარდატეხას მოახდენს და იქნებ, უკეთესი
ადამიანებიც დადგნენ.

You might also like