Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

თეონა ცირეკიძე

წინასაანბანო პერიოდი

მოგეხსენებათ, ამჟამინდელი წინასაანბანო პერიოდი გრძელდდება 3 ან 4 კვირას.


ეს პერიოდი ნიადაგს უმზადებს მოსწავლეებს, რათა უფრო გაუმარტივდეთ წერა-
კითხვის შესწავლა. ის ძალზედ რთული პერიოდია, იმ თვალსაზრისით, რომ
სწორედ ამ დროს უწევს მოსწავლეებს ადაპტაცია გაიარონ როგორც სასწავლო
გარემოსთან, რეჟმთან, ისე მასწავლებელთან, რაც ფსიქოლოგიურად დიდ სტრესთან
არის დაკავშირებული. ბევრი ბავშვისთის ოჯახის წევრებთან განშორება მარტივი არ
არის, მის გადალახვალ შეიძლება კვირები დასჭირდეს. წინასაანბანო პერიოდი
ძალიან საყურადღებოა, ამ დროს მასწავლებელს უწევს განავითაროს მოსწავლეთ
ამეტყველება, მოამზადოს ბავშვები კითხვისა და წერისათვის, რაც მარტივი
ნამდვილი არ არის. ამ ყველაფრის განხორციელებას დიდი ძალისხმევა და მუშაობა
სჭირდება. სახელმძღვანელო კი უპირველესი დამხმარე ძალაა მიზნის მისაღწევად.

განვიხილავთ ერთ-ერთ წამყვან სახელმძღვანელოს, „მშობლიური ენა“


(ნ..კუპრავა), საიდაც წინასაანბანო გაკვეთილის პროცესზე ვისაუბრებთ. წიგნი
ილუსტრაციებით გამოირცევა, რაც ძალიან დადებით განწყობას ქმნის პატარებში,
უჩნდებათ ინტერესი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მოსწავლეებს ამოკითხვა არ
შეუძლიათ, ხოლო ილუსტრაციები, საშუალებას აძლევს მარტივად აღიქვან
მოცემული სიტუაცია.

წინასაანბანო პერიოდი მოცემულ სახელმძღვანელოში, 21 გაკვეთილს მოიცავს,


ყურადღება არის გამახვილებული მოსწავლეთა მომზადება წერა-კითხვის
შესასწავლად. მოსწავლეები ეუფლებიან საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს,
მონაწილეობენ სიტუაციურ თამაშებში, ასევე ჯგუფურ აქტივობებში და გამოთქვამენ
თავიანთ შეხედულებებს. ეს ეხმარებათ მოსწავლეებს, ჩამოუყალიბდეთ სწორი
მეტყველება.

მასწავლებელი ბევრ საინტერესო აქტივობებს ასრულებს საგაკვეთილო პროცესში.


პირველი გაკვეთილის მსვლელობისას, ერთ-ერთი გამოსადეგი აქტივობა გახლავთ
„თამაში ბურთით“- მისი საშუალების მოსწავლეები და მასწავლებელი ეცნობიან
ერთმანეთს. მეტყველების განსავითარებლად, ერთ-ერთი მისაღბი აქტივობაა-
„მოსწავლეთა ნახატების პრეზენტაცია“, სადაც ჩანახატების საშუალების ბავშვები
გადმოსცემენ თავიანთ შთაბეჭდილებელს და უზიარებენ მთელ კლასს. აღნიშნულ
წიგნში, ასევე წარმოდგენილია სიუჟეტური ნახატებით, რაც მასწავლებელს
საშუალებას აძლევს მოისმინოს მოსწავლეთა მოსაზრებები. მოსწავლეთა ჩართულება
ხელს უწყობს უფხო ენის გამდიდრებას. ამასთანავე აქტივობა- „ტექსტის მოსმენა და
ანალიზი“ ხელს უწყობს ბავშვებს, რომ იყვნენ მეტად ჩართულები, მოახდინონ
ცოდნის კონტრუირება. მოსწავლეები ისმენენ და გაიაზრებენ მასწავლებლის მიერ
წაკითხულ ტექსტს. ისისნი სვამენ და პასუხობენ შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან
დაკავშირებით, ხსნიან უცნობ სიტყვებსა და გამოთქმებს, ამოიცნობენ პერსონაჟის
ემოციურ განწყობას, ახასიათებენ მათ.

აქტივობა- „ენობრივ ერთეულებზე მუშაობა“ ხელს უწყობს მოსწავლეებს ისწავლონ


სიტყვის დამარცვლა. მოთხრობიდან ზეპირად ამოიკრიბება სიტყვები_ დაფა, მერხი,
მაგიდა, კარადა... მასწავლებლები მოსწავლეებს მკაფიოდ უმარცვლავს ერთ ან ორ
სიტყვას. ეუბბნება და უხსნის თუ რა არის სიტყვის დამარცვლა და როგორ უნდა
დამარცვლონ სიტყვა. ხოლო შემდეგ მოსწავლე იმეორებს შესრულებულ მოქმედებას.
ბავშვებს სიტყვის დამარცვლის ბუნებრივი უნარი აქვს, შერჩეულ სიტყვებს ისინი
ადვილად დამარცვლიან.

გამოყენებული ლიტერატურა:
 https://mes.gov.ge/content.php?id=8479&lang=geo
 https://mes.gov.ge/uploads/griphireba/dackebiti-safexuri/mshobliuri
%20ena_1%20masc_cigni.pdf
 https://drive.google.com/file/d/1rVTydDIKQVMgXcqMStXW9_VXsRQgEB5M/view

You might also like