ანგარიში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ანგარიში

კვლევის მიზანი:

პიაჟეს მიხედვით ცდისპირთა ინტელექტის განვითარების სტადიებზე დაკვირვება და


სხვადასხვა ასაკის ბავშვების პასუხების ერთმანეთთან შედარება. ასევე დავადგინოთ
რამდენად აღიქვამენ ისინი რაოდენობის მუდმივობას და შეუძლიათ თუ არა ცოცხალი
და არაცოცხალი საგნების ერთმანეთისგან განსხვავება.

ცდა 1– აღწერა:

6,7,9,11 წლიანებთან ვიმეორებთ პიაჟეს ექსპერიმენტს. 5 წითელი და 7 ლურჯი


მრგვალად გამოჭრილი (ჟეტონის ფორმებად) ფურცელი. ჯერ დავაწყვეთ რიგში, 5
წითელი ჟეტონი, შემდეგ ვთხოვეთ ბავშვს იმდენი ლურჯი ჟეტონი დაეწყო, რამდენიც
წითელია. დავუსვით შეკითხვები:

ჟეტონები იგივე რაოდენობისაა თუ რომელიმე მეტია ან ნაკლებია?

ლურჯ მწკრივში ჟეტონები დავაშორე ერთმანეთს, გავშალე და ისევ ვკითხე ბავშვს:

ახლა ჟეტონების რაოდენობა ორივე მწკრივში ერთნაირია თუ რომელიმეში მეტია ან


ნაკლები?

6 წლის მარიამი – ჯერ დავაწყვე რიგში 5 წითელი ჟეტონი, შემდეგ ვთხოვე ბავშვს
იმდენი ლურჯი ჟეტონი დაეწყო, რამდენიც წითელია, ბავშვმა დავალება სწორად
შეასრულა. დავუსვი შეკითხვა:

– ჟეტონები იგივე რაოდენობისაა თუ რომელიმე მეტია ან ნაკლებია?

– ტოლია.

ლურჯ მწკრივში ჟეტონები დავაშორე ერთმანეთს, გავშალე და ისევ ვკითხე ბავშვს:


ახლა ჟეტონების რაოდენობა ორივე მწკრივში ერთნაირია თუ რომელიმეში მეტია ან
ნაკლები?

მეტია ლურჯი.

9 წლის ანა და 11 წლის ლიზი სწორად ასრულებენ დავალებას. ხოლო 7 წლის


ნიკოლოზმა მარიამის მსგავსი პასუხი ქონდა, თუმცა ამავედროულად 7 წლის ლუკამ
სწორი პასუხები გაგვცა.

ცდის შედარება:

ცდის ჩატარების შემდეგ შევადარეთ ცდისპირების პასუხები, რომელიც ზუსტად


ასახავს პიაჟეს მოსაზრებას, რომ ყველა ბავშვი გაივლის ინტელექტის განვითარების 4
სტადიას:

1) სენსო–მოტორული ინტელექტის საფეხური


2) პრეოპერაციული სტადია
3) კონკრეტული ოპერაციების სტადია
4) ფორმალური ოპერაციების სტადია

სწორედ ამ თანმიმდევრობით. რომელიმე სტადიის გამოტოვება ან „გადახტომა“ არ


შეიძლება, რადგან ყოველი შემდგომი სტადია ეფუძვნება წინა სტადიას. მართალია
სტადიები თანმიმდევრულია, მაგრამ მისთვის განკუთვნილი ერთი კონკრეტული ასაკი
არ არსებობს, ეს ინდივიდუალურია, ზოგი უფრო სწრაფად გაივლის ამ გზას, ზოგი –
შედარებით გვიან. ეს ყველაფერი გვიჩვენებს იმას, რომ განვითარება
ინდივიდუალურია.

ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული ერთი და იგივე ასაკის ცდის
პირებმა განსხვავებული შედეგი აჩვენეს. 7 წლის ლუკასა და 7 წლის ნიკოლოზი ჯერ–
ჯერობის განვითარების სხვადასხვა დონეზე არიან, მათი ასაკის მიუხედავად. პიაჟეს
მიხედვით ნიკოლოზი არის პრეოპერაციული სტადიის მეორე პერიოდზე, მიუხედავად
იმისა, რომ მას შეუძლია თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით ობიექტების დაჯგუფება, ის
ჯერ ვერ მოქმედებს ლოგიკურად, მას არ აქვს რაოდენობის შენახვის უნარი. ხოლო 7
წლის ლუკა არის კონკრეტულ ოპერაციულ სტადიაზე, მას უკეთ აქვს განვითარებული
ლოგიკური აზროვნება.

9 და 11 წლის ბავშვები არის ფორმალური ოპერაციების სტადიაზე და მათთვის ეს


დავაელბა ძალიან ადვილი იყო, რადგან მათ უკვე შეუძლიათ ინფორმაციის აღქმა,
ლოგიკური მსჯელობა და ვიზუალურ მხარეს იმხელა დიდ ყურადღებას არ აქცევენ. 6
წლის მარიამი კი მხოლოდ ვიზუალურ მხარეს აქცევდა ყურადღებას.

ცდის შეჯამება:

კვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები გონებრივი განვითრების ეტაპს


თნმიმდევრობით გადის ( პიაჟე). ამის ნათლი მაგალითა ჩვენი ცდისპირების პასუხები,
რომელმაც ცხადყო, რომ მცირე ასაკის ბავშვებს სწრაფად გააზრება უჭირთ და ისინი
ყურადღებას ვიზუალურ მხარეს აქცევენ მაგრამ კვლევაში ვნახეთ ისიც, რომ ერთი და
იმავე ასაკის ბავშვებს ჰქონდეს განსხვავებული პასუხებიო, ერთი კარგად ასრულებდეს
მოცემულ დავალებას, მეორე კი ვერ აღიქვამს დავალების შინაარს და მხოლოდ
ვიზუალზე დაკვირვებით, ლოგიკური მსჯელობის გარეშე გვცემს პასუხს.

კვლევამ გვაჩვენა ისიც, რომ 9 და 11 წლის ბავშვებს არ უჭირთ ამ დავალების სწორად


შესრულება, ისინი მხოლოდ ლოგიკური მსჯელობის და ფიქრის შემდეგ ამბობენ
პასუხს. მათ განვითარებული აქვთ კლასიფიკაციის, სხვადასხვა მონაცემთა
დაჯგუფებისდა რაოდენობის აღქმის უნარი. ბავშვებს არ უჭირთ მოცემული თვალსაჩნო
ინფორმაციის გააზრება და შემდეგ გადმოცემა. პირიქით, 11 წლის ცდისპირს
გაუკვირდა, როდესაც ვკითხეთ ჟეტონების დაშორების შემდეგ რაოდენობა რომელ
მწკრივში მეტი იყო. მან გვითხრა, რომ რაოდენობა არ შეცვლილა უბრალოდ მანძილი
გაიზარდა ჟეტონებს შორის. ცდისპირმა აღნიშნა, რომ დავალება მარტივად
შესასრულებელი იყო.
ცდა 2 – აღწერა

ბავშვებს რიგრიგობით შევეკითხეთ ცოცხალია თუ არა ჩიტი, ყვავილი, ღრუბელი,


წვიმა, თევზი, ქარი, მანქანა, კედელი, მდინარე და ველოსიპედი. ვთხოვეთ ეპასუხათ,
თუ რატომ ფიქრობდნენ ასე.

6 წლის მარიამი:

– ცოცხალია თუ არა ჩიტი?


– ცოცხალია, რადგან დაფრინავს და სუნთქავს.
– ყვავილი?
– არ არის ცოცხალი, რადგან სულ ერთ ადგილზეა.
– ღრუბელი?
– არ არის ცოცხალი, იმიტომ რომ არ სუნთქავს და არ ჭამს საჭმელს.
– წვიმა?
– ცოცხალი, რადგან შეუძლია ყოველთვის სხვადასხვა ადგილზე იყოს.
– თევზი?
– ცოცხალია, იმიტომ რომ ცურავს, ჭამს და სუნთქავს.
– ქარი?
– არ არის ცოცხალი, მაგრამ არ ვიცი რატო.
– მანქანა?
– ცოცხალი, იმიტომ რომ დადის და მამიკო ხანდახან ელაპარაკება მას.
– მდინარე?
– არ არის ცოცხალი, სულ ერთ ადგილზეა და არ სუნთქავს.
– მდინარე?
– ცოცხალია, რადგან სულ მოძრაობს და ხმაურობს.
– ველოსიპედი?
– ცოცხალი, მე მყავს და დავდივართ ერთად.
7 წლის ნიკოლოზი:

– ცოცხალია თუ არა ჩიტი?


– ცოცხალია, რადგან მასწავლებელმა თქვა რომ თბილ ქვეყნებში დაფრინავს.
– ყვავილი?
– ცოცხალი, იმიტომ რომ იზრდება.
– ღრუბელი?
– არ არის ცოცხალი, არვიცი რატომ არ არის ცოცხალი.
– წვიმა?
– არ არის ცოცხალი, არვიცი რატო.
– თევზი?
– ცოცხალია, იმიტომ რომ ცურავს და წყალში ცხოვრობს.
– ქარი?
– ვერ მიპასუხა.
– მანქანა?
– ცოცხალია, ბაბუა მანქანით დადის.
– კედელი?
– არაცოცხალია, სულ დგას და გაშშბულია.
– მდინარე?
– ცოცხალი, იმიტომ რომ დადის.
– მდინარე?
– ცოცხალია, რადგან დადის.
– ველოსიპედი?
– ცოცხალი, ისიც დადის და მიყვარს, ერთხელ გადმოვარდი და ფეხი მეტკინა.
7 წლის ლუკა:
– – ცოცხალია თუ არა ჩიტი?
– ცოცხალია, სულიერი არსებაა.
– ყვავილი?
– ცოცხალი არაა, უსულოა, მაგრამ საკვებს იღებს მზიდან და მიწიდან.
– ღრუბელი?
– არ არის ცოცხალი, თვითონ კი დადის მაგრამ უსულოა, არაფერს არ აკეთებს.
– წვიმა?
– არ არის ცოცხალი, იმიტომ რომ უბრალოდ წყალია.
– თევზი?
– ცოცხალია, დაცურავს, საკვებს იღებს, სუნთქავს.
– ქარი?
– არ არის ცოცხალი, უბრალოდ ზოგჯერ სუსტია, ზოგჯერ ძლიერია, უსულოა
და ვერ ვხედავთ.
– მანქანა?
– არ არის ცოცხალი, უსულოა, უბრალოდ ადამიანმა ააგო თავისი ხელით.
– კედელი?
– არ არის ცოცხალი, ისიც ადამიანმა ააგო, სული ვერ ექნება.
– მდინარე?
– არ არის ცოცხალი მიედინება ოკეანეში, მეტი არაფერს არ აკეთებს.
– ველოსიპედი?
– არ არის ცოცხალი, ისიც ადამიანმა გააკეთა და დაყავს.

11 წლის ლიზი:

– ცოცხალია თუ არა ჩიტი?


– ცოცხალია, რადგან სულიერია და მოძრაობა შეუძლია.
– ყვავილი?
– ცოცხალი არაა, უსულოა, მაგრამ იზრდება და იკვებება.
– ღრუბელი?
– არ არის ცოცხალი, ის უსულოა.
– წვიმა?
– არ არის ცოცხალი, დაესმის კითხვა რა?, არის უსულო.
– თევზი?
– ცოცხალია, რადგან მოძრაობა შეუძლია, ჭირდება საკვები და იზრდება.
– ქარი?
– არ არის ცოცხალი, უსულოა და ვერ ვხედავთ.
– მანქანა?
– არ არის ცოცხალი, უსულოა, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად
გადაადგილება.
– კედელი?
– არ არის ცოცხალი, უმოქმედოა, არ შეუძლია გადაადგილება დაესმის კითხვა
რა.
– მდინარე?
– არ არის ცოცხალი, მართალია მოძრაობს კვებავს მცენარეებს და თევზებს
მაგრამ დაესმის კითხვა რა?.
– ველოსიპედი?
– არ არის ცოცხალი, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, არის
ადამიანის შქმნილი, რკინისაა.
ცდის შედარება:
6 წლის მარიამის პასუხებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ის არის პრეოპერაციულ
სტადიაზე, აღიქვამს სხვადასხვა სიტყვებს თ მოვლენებს მაგრამ კონკრეტულ ფაქტებს
ვერ უკავშირებს. მისი აზროვნება თვალსაჩინო ხატებს ეყრდნობა და არ შეუძლია
ლოგიკური აზროვენბა. უჭირს ერთმანეთისგან გარჩევა საგანი სულიერია თუ უსულო. 7
წლის ნიკოლოზს უჭირს აბსტრაქტული აზროვნება, სიტუაციის წარმოდგენა მეტ–
ნაკლებად შეუძლია, აბსტრაქტული აზროვნება უჭირს. რასაც ხედავს იმას ამბობს. 7
წლის ლუკას კი შესწევს უნარი, რომ ლოგიკურად იმსჯელოს იმ ცოდნის საფუცველზე
რასაც ფლობს. შუძლია წარმოიდგინოს სიტუაციები, ნივთების თვისებების შესახებ. ეს
მოსწავლე იმყოფება კონკრეტულ ოპერაციულ სტადიაზე.
11 წლის ლიზის შეუძლია იმსჯელოს, მის პასუხებში ჩანს რომ სააზროვნო უნარები
განვითარებული აქვს შესაბამის დონეზე, აბსტრაქტულად აზროვნებს. დგას
ფორმალური ოპერაციების ეტაპზე.

ცდის შეჯამება:
როგორც პირველ ცდაში, ასევე მეორე ცდაშიც გამოვლინდა ერთი და იგივე
შედეგი,რომელიც ზუსტად ასახავს პიაჟეს მოსაზრებას, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები
განვითარების სხვადასხვა დონეს გადიან. ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება
მოზრდილის მიერ აღქმული სამყაროსაგან. გონებრივი განვითარების ეტაპებს ყველა
ბავშვი თანმიმდევრობით გაივლის. ჩვენ დავადგინეთ, რა გონებრივი პროცესები
გამოიყენეს ბავშვებმა ჩენს მიერ დასმული კითხვებისთვის. როგორც ჩანს, ცდისპირების
განვითრების ტემპები განსხვავებულია და დავალებების დაგეგმვაც და შეფასებაც
ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

თეონა ცირეკიძე

მარიამ სორდია
სოფიო მაისურაძე

You might also like