Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ქალის სასქესო სისტემა ორი საკვერცხის, ორი კვერცხავალის (ლულის), საშვილოსნოს და

გარეთა სასქესო ორგანოებისგან შედგება.

საკვერცხე

აქ ხდება კვერცხუჯრედის წარმოქმნა და ესტროგენ-პროგესტერონის გამომუშავება .


საკვერცხე გარედან ერთშრიანი ბრტყელი ან კუბური ეპითელიუმითაა დაფარული , რასაც
ჩანასახოვანი ეპითელიუმი ეწოდება. მის ქვეშ თხელი თეთრი გარსია. საკვერცხის
შემადგენლობაში არჩევენ ქერქოვან და ტვინოვან ნივთიერებას, მათ შორის კი არ
არსებობს მკვეთრი საზღვარი. ტვინოვანი დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს შეიცავს ,
ქერქოვანი მდებარეობს კაფსულის ქვეშ და შეიცავს საკვერცხის ფოლიკულებს, მის
სტრომაში დიდი რაოდენობით ფიბრილობლასტებია. ამ უჯრედებს ჰორმონწარმომქმნელ
უჯრედებად გარდაქმნის უნარი აქვთ. მათ საყდენს ნაზი კოლაგენური ბოჭკოები უქმნის.

ფოლიკულები ბუშტუკებია, რომელთა კედელი კვერცხუჯრედის ირგვლივ მდებარე


მარვცლოვანი უჯრედების ერთი ან რამდენიმე შრისგან შედგება . ფოლიკულები
განვითარების მიხედვით არსებობს: პრიმორდიული, პირველადი , მზარდი და მწიფე .

პრიმორფიული ფოლიკული ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპზე წარმოიქმნება .


კვერცხუჯრედი(ანუ ფოლიკული) სფერული ფორმისაა, მას ექსცენტრიულად მდებარე
ბირთვი და კარგად გამოხატული ბირთვაკი აქვს, ციტოპლაზმაში დიდი რაოდენობით
მიტოქონდრიები, გოლკი და ენდოპლაზმური ბადის ცისტერნებია .

ფოლიკულის შემდგომი ცვლილება ოოციტის ზომაში მატებასთანაა კავშირში, ამ დროს


ფოლიკულები ფუბურ ფორმას იღებენ, მათ პირველადი ფოლიკულები ეწოდებათ .

ამის შემდეგ ფოლიკულები უჯრედში მრავლდენიან, მათი შრეების რაოდენობა


მატულობს, მათ მზარდი ფოლიკულები ეწოდებათ.

კვერცხუჯრედსა და მის მფარავ ფოლიკულურ უჯრედს შორის მბრწყინავი გარსი


ყალიბდება. ფოლიკულის ზრდასთან ერთად ფოლიკულურ უჯრედებს შორის სივრცეები
ჩნდება, სადაც ფოლიკულური სითხე ჩაგროვდება, ეს სივრცეები ერთიანდებიან და
წარმოქმნიან ანტრუმს. ასეთ ფოლიკულებს მერად ფოლიკულებს უწოდებენ. ზრდასთან
ერთად ანრუმიც მატულობს.

ფოლიკულის კედლის უბანში ფოლიკული ჩამაგრდება და წარმოქმნის შემაღლებას -


კვერცხის მატარებელ გორაკს. ფოლიკულის ირგვლივ არსებული სტრომა
დიფერენციაციას განიცდის და წარმოქმნის თეკას რომელიც შემდეგ გარეთა და შიგნითა
შრეებად იყოფა.

მეორადი ფოლიკული მწიფეს აძლევს დასაბამს. ანტრუმში სითხის მატებასთან ერთად


ფოლიკულის კედელი თხელდება. მწიფე ფოლიკულის წარმოქმნის შემდეგ ოოციტი
რომელიც პირველი მეიოზური გაყოფის პროფაზაშია დარჩენილი გაყოფას აგრძელებს
და წარმოქმნის მეორე რიგის ოოციტს და მიმართებით სხეულაკს. მეორე რიგის ოოციტი
მეორე მეიოზურ გაყოფას იწყებს და მეტაფაზაში ჩერდება.

ამ დროისთვის კვერცხის მატარებელი ფოლიკულური უჯრედების გორაკები ერთმანეთს


სცილდება, ჩნდება მცირე ზომის სივრცეები, სადაც სითხე დგება , საბოლოოდ
კვერცხუჯრედი ანგრუმში გადაინაცვლებს, ამ დროისთვის გრააფის ფოლიკული
ოვულაციას განიცდის.

ოვულაციის დაწყების პირველი მორფოლოგიური ნიშანია სტიგმის გაჩენა, იგი


ადგილობრივ კაპილარებში სისხლის მოძრაობის შეჩერებით წარმოიქმნება . მწიფე
ფოლიკულის გასკდომას და კვერცხუჯრედის გარეთ გამოსვლას ოვულაცია ეწოდება .

ფოლიკულს, რომელიც გრააფის ბუშტუკის სტადიას აღწევს დომინანტი ფოლიკული


ეწოდება, დანარჩენები უკან ბრუნდებიან და ხელახლა ჩაერთვებიან ციკლში
(ფოლიკულების ატრეზია).

მინისებრი მემბრანის წარმოქმნას ოოციტის სიკვდილი მოჰყვება.

ყვითელი სხეული. ოვულაციისა და ფოლიკულური სითხის გამოსვლის შემდეგ


ფოლიკულის კედელი იშლება. ბაზალური მემბტანა ოვულაციის დროს იშლება .
შესაბამისად, ოვულაციის დროს დაზიანებული თეკას სისხლძარღვებიდან სისხლი
ფოლიკულის ღრუში აღწევს. პოსტოვულაციური ცვლილებების დამთავრების შემდეგ
ფოლიკულის ნარჩნებიდან ყვითელი სხეული იქმნება, არჩევენ : ცრუ ანუ მენსტრუალურ
ყვითელ სხეულს და ნამდვილ ორსულობის ყვითელ სხუელს . (ყვითელის მერე თეთრი
სხეული ჩნდება).

საკვერცხის ფუნქციის ენდოკრინული რეგულაცია

საკვერცხეში მიმდინარე ცვლილებებს ციკლური ხასიათ აქვთ. ციკლის პირველ ნახევაში ,


ფოლიკულის მომწიფება მიმდინარეობს. მას ფოლიკულური ფაზა ეწოდება . ოვულაციის
შემდეგ საკვერცხეში ყვითელი სხეულის ფაზა იწყება, თუ კვერცხუჯრედის განაყოფიერება
არ მოხდა, ყვითელი სხეულის ფაზა კვლავ ფოლიკულური ფაზით იცვლება და ციკლი
თავიდან იწყება.

საკვერცხის ფუნქციას ჰიპოფიზის ფოლიკულმასტიმულირებელი(ფმჰ ) და


მალუთეინიზებელი(ლჰ) ჰორმონი არეგულირებს, ამათ კი ჰიპოთალამუსის
გონადოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონები აკონტროლებს. პირველადი ფოლიკულის
ფორმირება ფმჰ-ს გავლენით მიმდინარეობს. ფმჰ-ის რეცეპტორები მარცვლოვანი
უჯრედების მემბრანაში მდებარეობს. ამ ჰორმონის გავლენით მარცვლოვანი უჯრედები
მრავლდება, აქტიურდება ფერმეტი არომატაზა, რომელიც ესტრადიოლის
სინთეზისთვისაა აუცილებელი. ლჰ-ს რეცეპტორები შიგნითა თეკას უჯრედების მემბრანაში
მდებარეობს, იგი ჰორმონ ტესტოსტერონს წარმოქმნის, რომელიც არომატაზას
მეშვეობით ესტრადიოლად გარდაიქმნება.

ლფ-ის გამოყოფა ძლიერდება. სისხლში ლფ-ის პიკური მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ


ოვულაცია იწყება

საშვილოსნოს ლულა

კუნთოვანი მილია. ერთი ბოლო პერიტონიუმის ღრუში, საკვერცხის მახლობლად იხსნება,


მეორე კი საშვილოსნოს ღრუს უკავშირდება. საშვილოსნოს ლულა შედგება ოთხი
ნაწილისგან : ინფუნდიბულუმის, ამპულური, ყელისა და ინტერსტიციულისგან. ლულის
კედელი საშვილოსნოს მიმართლებით სქელდება და სანათური ვიწროვდება . შედგება
სამი გარსისგან: ლორწოვანი, სეროზული, კუნთოვანი. ლოწროვანი გარსი წამწამოვან და
ჯირკვლოვან უჯრედებს შეიცავს, აქვს სიგრძლივი ნაოჭები. წამწამები საშვილოსნოს
მიმართულეით მოძრაობს და გლანდულოციტების მიერ გამოყოფილი სეკრეტის
მოძრაობას მნიშვნელვნად უწყობს ხელს. ჯირკვლების სეკრეტი, ერთი მხრივ,
კვერცხუჯრედს ლულაში ყოფნის პერიოდში იცავს და კვებას, მეორე მხრივ კი სპერმის
გააქტივებას იწვევს.

საშვილოსნო

შედგება სხეულისა და ყელისგან. მისი კედელი შედგება: ენდომეტრიუმის , მიომეტრიუმის


და პერიმეტრიუმისგან.

ლორწოვანი გარსი- ენდომეტრიუმი საკვერცხის ფაზებსი შესაბამისად ციკლურ


ცვლილებას განიცდის. ამ ცვლილებების ერთობლიობას მენსტრუაციული ციკლი
ეწოდება. მენსტრუაციული ციკლის ბოლოს ენდომეტრიუმის ზედაპირული შრე მთლიანად
იფცქვნება და მომდევნო ციკლში ისევ აღდგება. ენდომეტრიუმის ამ ნაწილს ფუნქციურ
შრეს უწოდებენ. ენდომეტრიუმის ის ნაწილი რომელიც ნარჩუნდება ბაზალური შრეა .
ფუნქციური ბაზალურის ხარჯზე აღდგება.

მიომეტრიუმსი არჩევენ შიგნითა შუა და გარეთა შრეებს, მათ შორის


შემაერთბელქსოვილოვანი ჩანაფენებია. შუა შრეში რკალისებრი არტერიებია ,
რომლებიც ორ სისხლძარღვოვან წნულს წარმოქმნიან, ერთი მიომეტრიუმის ზედა შრეს
კვებას ხოლო მეორე წარმოქმნის სწორ არტერიებს. ისინი ენდომეტრიმუს ბაზალურ
მემბრანას კვებავენ.

მენსტრუაციული ციკლის პირველ ფაზას პროლიფერაციული ფაზა ეწოდება, რომელიც


მენსტრუაციულ სისხლდენას მოსდევს. ამ ფაზაში საშვილოსნოს ენდომეტრიუმის აღდგენა
იწყება. შემდეგ მოდის სეკრეციული ფაზა, რომელიც საკვერცხეში ლუთეინურ ფაზას
ემთხვევა და მის მიმდინარეობაზე პროგესტერონი ახდენს გავლენას, ამის გამო
ენდომეტრიუმის სისქე იზრდება.

საშვილოსნოს ყელი. შედგება ლორწოვანი გარსის ეპითელური ფირფიტისა და


საკუთარი ფირფიტისგან.~

საშო

ფიბროზულ-კუნთოვანი ორგანოა. ჩვეულებრივ იგი ჩაფუშულ მდგომარეობაშია და მისი


წინა და უკანა კედელი ერთმანეთს ეხება. მისი კედელი შედგება ლორწოვანი კუნთოვანი
და ადვენტიციური შრისგან. ეპითელური ფირფიტის ბაზალურ და შუამდებარე შრეებში
დიდი რაოდენობით ლანგერჰანსის კუნძულებია. კუნთოვანი შრე გლუვკუნთოვან
ბოჭკოებს შეიცავს.

სარძევე ჯირკვლები

სახეცვლილი საოფლე ჯირკვლებია. იგი 15-25 წილაკისგან შედგება, რომელთა


სადინარიც სარძევე ჯირკვლის დვრილში იხსნება. წილაკები ერთმანეთისგან
მკვრივშემაერთებელქსოვილოვანი და ცხიმოვანით არის გამოყოფილი

You might also like