Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

§ 1.8.

სხეულთა თავისუფალი ვარდნა

რა სიმაღლიდან ჩამოვარდა ქვა, თუ მან დაცემამდე 5 წმ იფრინა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა დავაკვირდეთ მოვლენას და დავადგინოთ ქვის


მოძრაობის სიჩქარე იზრდებოდა. დედამიწის მიზიდულობით გამოწვეულ სხეულთა
დაბრკოლების გარეშე ვარდნას თავისუფალი ვარდნა ეწოდება. თავისუფალი ვარდნის
მეცნიერული შესწავლა დაიწყო მე-1სახე. ადვილი შესამჩნევია, რომ ქვა, თუ მას დაბრკოლება
არ ხვდება, ვარდება შვეულად, ანუ, კარგი მიახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი
მოძრაობს წრფივად. ადვილი შესამჩნევია, აგრეთვე, ისიც, რომ რაც უფრო დიდი სიმაღლიდან
ვარდება ქვა, მით უფრო დიდია დაცემის ხმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაცემის მომენტში
ქვას ჰქონდა უფრო დიდი სიჩქარე, ანუ ვარდნის დროს ქვის 7 საუკუნეში მცხოვრებმა დიდმა
იტალიელმა მეცნიერმა გალილეო გალილეიმ. ზუსტი დაკვირვებების შედეგად დადგინდა,
რომ დროის ტოლ შუალედებში ქვის სიჩქარე ერთნაირი სიდიდით იზრდება, ანუ მოძრაობს
მუდმივი აჩქარებით. ამგვარად, თავისუფალი ვარდნა წარმოადგენს წრფივ,
თანაბარაჩქარებულ მოძრაობას. გალილეიმ ექსპერიმენტალურად დაადგინა, რომ
თავისუფლად ვარდნილი სხვადასხვა მასის სხეულები ერთნაირ აჩქარებას განიცდიან, მაგრამ
ვერ შეძლო ზუსტად დაედგინა ამ აჩქარების სიდიდე, რადგან მას არ ჰქონდა დროის საზომი
ზუსტი ხელსაწყო.

დღეს ჩვენთვის ცნობილია, რომ დედამიწის სიახლოვეს ვარდნილი ნებისმიერი სხეული


განიცდის აჩქარებას, რომელიც, საშუალოდ, უდრის 9,81 მ/წმ2-ს. მას თავისუფალი ვარდნის
აჩქარება ეწოდება და აღინიშნება 𝑔 ასოთი (gravitas ლათინურად სიმძიმეს ნიშნავს). აქ სიტყვა
„საშუალოდ“ ნახმარია იმიტომ, რომ დედამიწის სხვადასხვა ადგილას მისი მნიშვნელობა
მ მ
სხვადასხვაა. მაგალითად, ეკვატორზე 𝑔 = 9,78 , ხოლო პოლუსებზე 𝑔 = 9,82 (რაც,
წმ2 წმ2
ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ დედამიწას აქვს არა სფეროს, არამედ, ე.წ. გეოიდის
ფორმა). ამოცანების ამოხსნისას, გამოთვლების გასამარტივებლად, ხშირად ჩავთვლით, რომ

𝑔 = 10 . როგორც უკვე იყო ნახსენები, სხეულების ვარდნა გამოწვეულია დედამიწის
წმ2
მხრიდან არსებული მიზიდულობით, და ამ მოვლენას გრავიტაცია ეწოდება. შემდგომში, ე.წ.
მსოფლიო მიზიდულობის კანონის შესწავლისას, ვნახავთ, რომ 𝑔-ს სიდიდე დამოკიდებულია
პლანეტის მასაზე, რადიუსზე და მისი ზედაპირიდან დაშორებაზე და, ცხადია, ყველა

პლანეტაზე იგი სხვადასხვაა. მაგალითად, მარსზე 𝑔 = 3,86 , ხოლო იუპიტერზე 𝑔 =
წმ2

24,79 .
წმ2

ეხლა შეგვიძლია პასუხი გავცეთ თავში დასმულ კითხვას. რადგან თავისუფალი ვარდნა
თანაბარაჩქარებული მოძრაობაა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორმულა (1.6.3). სხეულების
გარკვეული სიმაღლიდან (high) ვარდნისას გადაადგილების აღსანიშნად 𝑆-ის მაგივრად
ვხმარობთ ასოს ℎ. თუ სხეული ჩამოვარდა (და არა – ჩამოაგდეს), მისი საწყისი სიჩქარე 𝑣0 =

0 წმ. ამიტომ ფორმულა (1.6.3) მიიღებს სახეს:

𝑔 ∙ 𝑡2
ℎ= . (1.8.1)
2
რიცხვითი მნიშვნელობების ჩასმით მივიღებთ:

10 ∙ (5 წმ)2
წმ2
ℎ= = 125 მ.
2
ის, რომ დედამიწის სიახლოვეს ყველა თავისუფლად ვარდნილი სხეული განიცდის ერთნაირ
აჩქარებას, იძლევა ფრიად საინტერესო და უცნაურ შედეგს. ვთქვათ, მეათე სართულის
აივნიდან ერთდროულად დაიწყეს ვარდნა ქვამ და ბუმბულმა. რადგან ქვა და ბუმბული
ჩამოვარდნენ ერთნაირი სიმაღლიდან, ფორმულა (1.8.1)-ის თანახმად, ისინი ერთდროულად
უნდა დავარდნენ მიწაზე. მაგრამ, ვიცით, რომ ეს ასე არ ხდება! შეიძლება, ბუმბული საერთოდ
ვერ დავარდეს მიწაზე, რადგან ის ნიავმა გაიტაცოს. სწორედ ნიავი, უფრო სწორედ, ჰაერია
„დამნაშავე“ ამ უცნაურობაში. ჰაერი, ისევე, როგორც ნებისმიერი აიროვანი და თხევადი
გარემო, ეწინააღმდეგება მასში სხეულების მოძრაობას. ასეთ გარემოში აღძრული
წინააღმდეგობის ძალის სიდიდე დამოკიდებულია მასში მოძრავი სხეულის ფორმასა და
სიჩქარეზე (გაიხსენეთ რაკეტის ფორმა). წინააღმდეგობის ძალის გარდა, აირსა და სითხეში
მოთავსებულ სხეულებზე მოქმედებს ე.წ. არქიმედეს ამომგდები ძალა (მას შემდგომში
დაწვრილებით განვიხილავთ), რომლის სიდიდე დამოკიდებულია სხეულის მოცულობაზე
და რომელიც აგრეთვე ეწინააღმდეგება სხეულების ქვევით ვარდნას. აივნიდან ჩამოვარდნილი
ქვა და ბუმბული, სინამდვილეში, არ ასრულებენ თავისუფალ ვარდნას, რადგან მათზე,
სიმძიმის, ანუ გრავიტაციული ძალის (რომელსაც შემდგომში განვიხილავთ) გარდა,
მოქმედებენ ჰაერის წინააღმდეგობის და არქიმედეს ძალები. ამასთან, ქვაზე მოქმედი
წინააღმდეგობის და არქიმედეს ძალების ჯამი ბევრად ნაკლებია მასზე მოქმედ სიმძიმის
ძალაზე, რის გამოც შეგვიძლია წინააღმდეგობის და არქიმედეს ძალების უგულვებელყოფა და,
შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ქვის მოძრაობა თავისუფალი ვარდნაა. ბუმბულის
შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რადგან მასზე მოქმედი სიმძიმის ძალა ძალიან ცოტაა მისი
სიმსუბუქის გამო, ხოლო ჰაერის წინააღმდეგობის ძალა საკმაოდ დიდია მისი ფორმის გამო.
ზოგ შემთხვევაში წინააღმდეგობის და არქიმედეს ძალების ჯამი შეიძლება გაუტოლდეს, ან
გადააჭარბოს სიმძიმის ძალას, რა დროსაც ბუმბული დაიწყებს ლივლივს ჰაერში. ერთი
შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ქვა და ბუმბული სიცარიელეში, ანუ ვაკუუმში რომ
ვარდებოდნენ, ისინი ერთდროულად დაეცემოდნენ მიწაზე! ცხადია, თქვენი კორპუსის მეათე
სართულის აივანზე ვაკუუმს ვერ შევქმნით, მაგრამ თუ მოხვდებით მთვარეზე (სადაც
ატმოსფერო არაა) აშენებულ მრავალსართულიან შენობაში და თან გექნებათ ქვა და ბუმბული,
შეგიძლიათ შეამოწმოთ (რაც მოვლენაზე დაკვირვება იქნებოდა). მაგრამ არ ღირს იმის
ლოდინი, თუ როდის ააშენებენ მთვარეზე მრავალსართულიან შენობებს. სჯობს მსგავსი
სიტუაცია შევქმნათ ლაბორატორიაში და ექსპერიმენტი დედამიწაზე ჩავატაროთ, რისთვისაც
ე.წ. ნიუტონის მილი გამოდგება – Feather and Coin in a Vacuum -
https://www.youtube.com/watch?v=AV-qyDnZx0A .

რადგან ამ ვიდეოს უყურეთ, ბარემ ისიც ნახეთ, თუ რით ერთობიან ერთი შეხედვით
სერიოზული ფიზიკოსები – Physics of Life - Falling Bodies -
https://www.youtube.com/watch?v=MfMs3odd9WE

You might also like