Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 14

ელექტრომაგნიტური

ტალღები

მარიამ
მარიამ შარმაზანაშვილი
შარმაზანაშვილი
11
11 4
4
ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა
თეორიულად დიდმა ინგლისელმა ფიზიკოსმა
ჯ.მაქსველმა 1864 წელს იწინასწარმეტყველა.
მაქსველმა ყველა ინდროისათვის ცნიბილი
ელექტროდინამიკური კანონი გაანალიზა და ათი
გამოყენება სცადა დროში ცვლადი ელექტრული
და მაგნიტური ველებისათვის. მან ყურადღება
მიაქცია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების
კავშირში არსებულ ასიმეტრიას. მაქსველმა
ფიზიკაში შემოიტანა გრიგალური ელექტრული
ველის ცნება და ფარადეის მიერ 1831 წელს
აღმოჩენილი ელექტრული ინდუქციის კანონის
ახალი ინტერპრეტაცია წარმოადგინა:
მაგნიტური ველის ყოველგვარი ცვლილება
გარემომცველ სივრცეში შეკრული ძალწირების
მქონე გრიგალურ ელექტრულ ველს წარმოქმნის.

ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ვრცელდება


სივრცეში, ელექტრომაგნიტურ ტალღას
უწოდებენ.
როგორ წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ტალღა?
ელექტრომაგნიტური ტალღის
წარმოშობის აუცილებელი პირობაა,
რომ მუხტი მოძრაობდეს
აჩქარებულად. თუ დამუხტული
ნაწილაკი მუდმივი სიჩქარით
მოძრაობს, მის მიერ შექმნილი
ელექტრული და მაგნიტური ველები
შლეიფის მსგავსად მიჰყვება მას.
ნაწილაკის აჩქარებისას კი თავს იჩენს
ელექტრომაგნიტური ველის
ინერტულობა. ველი სცილდება
ნაწილაკს, იწყებს დამოუკიდებელ
არსებობას და იკავებს სულ უფრო და
უფრო მეტ არეს სივრცეში. ამბობენ,
რომ ამ დროს გამოსხივდება
ელექტრომაგნიტური ტალღა.
იმისათვის, რომ გამოსხივდეს ელექტრომაგნიტური ტალღა, უნდა
გვქონდეს ელექტრომაგნიტური რხევა. ელექტრომაგნიტური რხევა კი
მიიღება მოწყობილობაში, რომელსაც რხევითი კონტური ჰქვია. ასეთ
რხევით კონტურში ხდება ელექტრული მუხტის პერიოდული
გადაადგილება ხან ერთი ხან მეორე მიმართულებით. შესაბამისად
ჩნდება გრიგალური ელექტრული და მაგნიტური ველები, რომლებიც
პერიოდულად იცვლებიან.
მაგრამ ელექტრომაგნიტური ველი ასეთი შეკრული რხევითი
კონტურიდან არ გამოსხივდება, მისი ცალკეული უბნებიდან
გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველები სივრცეში
ერთმანეთს აკომპენსირებენ. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ
ელექტრომაგნიტური ტალღის გამოსხივებისთვის საჭირო იყო
რხევის მაღალი სიხშირე.
ელექტრომაგნიტური ტალღების
გამოყენება
ელექტრომაგნიტური ტალღების კვლევებმა
აჩვენეს, რომ ისინი ვრცელდებიან
ყოველგვარ გარემოში, მათ შორის ვაკუუმში,
რამაც განაპირობა ელექტრომაგნიტური
ტალღების ფართო გამოყენება. მათი
საშუალებით ხორციელდება ინფორმაციის
მიღება და გადაცემა (რადიოტალღები)
მედიცინა (რენტგენის სხივები, გამა
სხივები, ულტრაიისფერი სხივები)
მათი საშუალებით ადამიანი
ხედავს გარემოს (ხილული
სინათლე), ადამიანი და გარემო
იღებს სითბოს (ინფრაწითელი
სხივები)
რადარების საშუალებით შეიძლება შორეული
ობიექტების, გემების თვითმფრინავების და სხვათა
ადგილმდებარეობის დადგენა და მათი გარდაქმნა
ხილულ გამოსახულებად (მიკროტალღები)
რადიოტელესკოპები კი ახდენენ შორეული
ვარსკვლავებიდან მომავალ მიკროტალღების
მიღებასა და რეგისტრაციას.
ელექტრომაგნიტური
ტალღები უხილავნი არიან,
მაგრამ ყველაზე უფრო
კარგად მათი საშუალებით
ხდება ჩვენს ირგვლივ
არსებული სამყაროს აღქმა.
დიდი მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like