,, თვითშემეცნებისა და საკუთარი თავის ძიების მოტივი ნიკოლოზ ბარათაშვილის
შემოქმედებაში’’
ადამიანის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან , აუცილებლად დგება ეტაპი , როდესაც
იგი უეცრად თავს დააღწევს ამქვეყნიურ ცდუნებებს , სიამოვნებებს და უღმავრდება საკუთარ არსს , დანიშნულებას , ეძიებს მიზეზს ამქვეყნად მოვლნისა , სვამს კითხვებს და ითხოვს პასუხს ანუ იწყებს თვითშემეცნებას. საკუთარი თავის ძიების , თვითგამორკვევისაკენ სწრფვა ყველა ჩვენთაგანშია ჩადებული. თუმცა საიდან იღებს ეს ყოველივე სათავეს ? რატომ არ გვაძლევს ეს სურვილი მოსვენებასა და იწვევს მწუხარებას ? თვითშემეცნება ეს ყოფიერების საზრისის გაცნობიერების საშუალებაა. ბიბლიის მიხედვით , აკრძალული ნაყოფის გემოსხილვით ადამიანმა დაარღვია უფლის მცნება , დაკარგა სამოთხე და დაევალა , თავდაპირველად სამყარო არა საღვთო გამოცხადების წყალობით , არამედ საკუთარი ძალისხმევით შეემეცნებინა. აქედან მოყოლებული ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი ცდილობს კვლავ ეძიოს და განჭვრიტოს დაკარგული სამოთხე , რომლესაც ზოგიერთი ღვთაებრივ მე-ს , ზოგი კი ალტერეგოსა და შინაგან ხმას უწოდებს. სახელწოდების მიუხედავად არსი ერთია - მართალია , თვითშემეცნება რთული და ხანგრძლივი პროცესია , მაგრამ იგი განვითარებაში გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს ზოგჯერ გაუსაძლისს და ამაო ყოველდღიურობას აზრი შევმატოთ.
ძველ ბერძნები საკუთარი თავის ცნობას ადამიანის უმთავრესს დანიშნულებად
მიიჩნევდნენ. ანტიკური ხანის ფილოსოფოსი სოკრატე ქადაგებდა : ,, შეიცან თავი შენი ‘’ და გამნმარტავდა , რომ თვითშემეცნება გზაა , საშუალება სულისა , უკეთესი გახდეს და თავისი ღვთაებრივი საწყისი აღმოაჩინოს , ხოლო პლატონის თქმით, როდესაც თვითშემმეცნებელი : ,,შეიცნობს მთელს მის ღვთაებრიობას , თვით ღმერთსა და სიბრძნეს , ყველაზე უკეთ შეიცნობს საკუთარ თავსაც’’. საკუთარი თავის ძიება აქტუალური თემაა ქართულ მწერლობაში. მეთორმეტე საუკუნის დიდებული პოეტი და მოაზროვნე შოთა რუსთაველი თავის პოემაში - ,, ვეფხისტყაოსანი ‘’ გვამცნობს , რომ თვითშემეცნება განსაცდელთა დათმენასა და სიმამამცეს მოითხოვს. ავთანდილი სასოწარკვეთილ ტარიელს გამძლეობისკენ მოუწოდებს და შეახსნებს : ,,თავისასა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა ‘’ . თვითშემეცნების სურვილი მკაფიოდ ვლინდება დავით გურამიშვილის ,,დავითიანში’’. ნაწარმოებში პოეტი ეტაპობრივად ცდილობს საკუთარი ,,მე’’- ს დამკვიდრებას და იმავეს მოუწოდებს მკვითხველსაც : ,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო :
ვინარის , საიდამ მოსულა , სად არის , წავა სადაო ?’’
თვითშემეცნება საკამოდ რთული პროცესია , გიწევს ბრძოლა საკუთარ თავთან , გიცავს
შიში , დაბნეულობა , რადგან არ იცი რა ხდება შენს თავს , ყველაფერში აზრის აღმოჩენას ცდილობ , გეუფლება მსოფლიო სევდა . აქედან გამომდინარე , თვითგამორკვევის პრობლემა საკმაოდ ახლოსაა ლიტერატურულ მიმდინარება რომანტიზმთან და რომანტიკოს პოეტებთან . წინაღმდეგობა პიროვნების ნათელ და ბნელ მხარეს შორის განსაკურებით კარგად ჩანს ნ. ბარათაშვილის ლექსებში : ,,ხმა იდუმალი ‘’ და ,, სულო ბოროტო’’ . ლექსში ,,ხმა იდუმალი ‘’ გადმოცემულია პოეტის გაზრდის ეტაპი , როდესაც იგი გამოდის ბავშვობიდან და შეიცნობს ,,ნამდვილი , რთული ცხოვრების გემოს’’. ბავშვობა ლაღი , ნათელი პერიოდია , ამ დროს არ გაკისრია პასუხისმგებლობები და ყველაფრის გჯერა , ყველას ენდობი , მაგრამ ადრე თუ გვიან გიწევს ე.წ ,,ვარდისფერი სათვალეების ‘’ ჩამოხსნა და ხვდები , რომ ყოველივე არც ისე მარტივადაა მოწყობილი. ამ მომენტიდან კი იწყება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე- საკუთარი თავის ძიება , ადგილის დამკვიდრება. ასე ხდება ნ.ბარათაშვილის შემთვევეაშიც : ,, მას აქეთ ხმა რამ თან ჰსდევს ყოველთა ჩემთა ზრახვათა და საწადელთა ‘’ . ავტორი სასოწარკვეთილებაშია , რადგან მას ვერ გაურკვევია რა არის ხმა , ანგელოზია მისი დამხმარე თუ ეშმაკი მაცდუნებელი ?! ,,ხმა იდუმალი ‘’ მას მოუწოდებს რომ ეძიოს საკუთარი ხვედრი , დანიშნულება ამქვეყნად , თუმცა პოეტისთვის ეს ძალზედ რთულია . ნ . ბარათაშვილის შემდეგი ლექსი : ,,სულო ბოროტო ‘’ კი თითქოს ,,ხმა იდუმალის ‘’ გაგრძელებაა. ავტორს გაურკვევია , ამოუხსნია შინაგანი ხმის საიდუმლო და აღმოუჩენია , რომ ეს ყოფილა ხმა მაცდუნებელი , ავი . იგი მას დაჰპირდა პიროვნულ თავისუფლებას , ჯოჯოხეთის სამოთხედ გარდაქცევას , ავში სიამის ძიებას , რაც ცხოვრებისგან დაჩაგრულ და დატანჯულ პოეტს გაუსაძლისად ესაჭიროებოდა , თუმცა ეს დაპირებანი მან არ აღასრულა და ნ. ბარათაშვილს წრფელი ზრახვანი აღურია , დაუკარგა სულის სიმშვიდე , ბედნიერება და იგი დატოვა რწმენის , სიყვარულის, იმედისა და ნდობის გარეშე : ,, უსაგნოდ დარჩენილი’’.
მაშასადამე , საკუთარი თავის ძიება , თვითშემეცნება საკამოდ რთული
პროცესია. მარტივია ასცდე ჭეშმარიტებას და ბოროტების, ცდუნებების მარწუხებში მოექცე. თუმცა , მე ვფიქრობ , რომ ადამიანში ყოველთვის იარსებებს ორი - ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე , შეგვიძლია მას ვუწოდოთ სიბნელე - სინათლე , ბოროტება თუ სიკეთე , ყოველი ჩვენთაგანის არჩევანია რომელს მივყვებით , რომელს დავუჯერებთ. დიახ , მწვერვალს ვერ მიაღწევ თუ აღმართი არ გაიარე , საჭიროა გავაცნობიეროთ ,, რანი ვართ , რანი გვინდა ვიყოთ , რისთვს მოვედით და სად მივდივართ’’ , ვიპოვოთ ჩვენი შინაგანი მე , რომელიც დაგვეხმარება წინსვლაში , დაგვიბრუნებს ცხოვრების აზრს , აღმოვაჩინოთ ჩვენი ბედნიერება , სიღრმე , რადგან სინამდვილეში ,, გაიგო რა ხარ და რას წარმოადგენ , ნიშნავს შეიცნო შენივე შეუცნობლობა ‘’.