Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 95

1 მკითხველთა ლიგა

სარჩევი
1----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------4
2--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------12
3--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------18
4--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------31
5--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------34
6--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------37
7--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------46
8--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------49
9--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------51
10-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------54
11-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------60
12-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------73
13-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------77
14-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------83

2 მკითხველთა ლიგა
გასწორებულია https://spellchecker.ge/ - ზე

3 მკითხველთა ლიგა
1

აი, ხო ბებრობაში მიდგას ლამის ორივე ფეხი, ჩემი სისხლიც ხო გვალვაგამოვლილი წყაროსავით
ნელ-ნელა ილევა, მარა საკვერცხეები მაინც ისე გამწიწკნის ხოლმე თვიურის მოსვლამდე, ადრე რო ვი-
ცოდი, გოგოობაში. ეგ მაღვიძებს ამ დილითაც, ოღონდ ვიცი, დღეს არ მომივა. ხვალ, ან იქნებ ზეგაც გა-
მომაცლის ღონეს, მარა ახლა მარტო მაფრთხილებს, ჩემი ტანი ნიშანს მეუბნება და სანამ ეგ ღონე გა-
მეცლება, ახლა ჯობს წამოდგომა. ახლა რო ჯობს წამოდგომა, ვდგები კიდეც, მერე აღარც მეზარება,
დღეს მოვასწრო, უკეთესია. რატო და იმიტო, რო თვიურიანი ქალის ხელი ნაცრიანია. ხელს რასაც მო-
კიდებს, განაცრდება. გაქრება. თვიურიანმა ქალმა არ უნდა იშრომოს, თორე მის შრომას ქარი ანიავებს,
ქარს მიაქ. ასეა ნათქვამი. ასეა მოგონილი. კაცების არა, დაღლილი ქალების მოგონილია ეგ. თვეში
ორი-სამი დღე რო ჰქონოდათ დასვენება.
ხო არი მოგონილი, მარა მე მაინც მჯერა. მეც ისე ვაკეთებ, როგორც წესია. მეც ქალი ვარ, დასვენება
რა, მე არ მჭირდება? მერე რა, რო ქმარი და შვილი არ მადგას კეფაზე უღლად, მე ჩემი ჯაფა მაქ, ჩემი
საკეთებელი. ჰოდა, რაც დამიდგინეს, იმას მივყვები. აგე, ავდექი კიდეც, პირზე წყალს რო შევისხამ, მე-
რე კაბას გადავიცვამ, ლიფშიც გავეტენები. რა ვიცი, ადრე კია, მარა ვინმე გარეთ მობოდიალე, წინა ღა-
მის მთვრალი მაინც შემხვდება. თან ახლა ზაფხულია, ხალხითაა ქუჩები სავსე. დილითაც და ღამითაც.
ნემსი არსად ჩავარდება. რო ჩავიცვამ, მერე ამ ჩემ ლამაზ, წითელ ვედრას წამოვავლებ ხელს. ასე, მსუ-
ბუქად წავიღებ, ორ თითზე დაკიდებულს. ამ ვედრაში ისე ბრწყინავს შავი მაყვალი რო, რო დავდგამ,
გადმოყრა და გაკეთება მენანება. ჯერ ვუყურებ.
გათენებული არცაა, ბინდბუნდია. სადღაც იქით, მეზობლის ბებერი მამალი ყივის. ჭიშკარს ფრთხი-
ლად ვკეტავ და ზედ ცხვირში მცემს ეს სუნი. ეს საზიზღარი სუნი. ლამის ზაფხულის სუნად იქცეს ეს
სუნი. თან, ყველა, აქაური თუ ჩამოთრეული, ხო მანქანით დაბრძანდება, ორ ნაბიჯს აღარ დგამენ ორ
ფეხზე. მერე როგორ იცის დაკიდება ჰაერში ამ ნაბოლქვმა, გეგონება აღარასდროს წავა, აღარ გაილევა.
ყელს ჩაგიწვავს და თვალს აგიცრემლებს. ნიავიც რო არ იძვრის, არ ირხევა. მუხლშიც ცოტა მტეხავს
და ვიცი, იწვიმებს. გვარიანად იწვიმებს. ჰოდა, ახლა წასვლა ჯობს. ჰოდა, ხო მივდივარ და ზედ კიდეც
მიმიხარია. აი, მსუბუქად მივდივარ, რაღაცნაირად ფრთაშესხმული. გაღმა უბნის ქალები, ტყუილია,
ვერ დამასწრებენ. მე დავუკრეფ მწიფე, მსხვილ-მსხვილ, შავ-შავ მაყვალს. აგე, კავიც მიმაქ და ხელ-
თათმანებიც. მე ჩავილბობ პირში მწიფე, მსხვილმსხვილ, შავ-შავ მაყვალს, გრძელი ზამთრის უნიათო
დილას. აი, როგორ დილას, იცი? წუნწკლიანი, ცივი ზამთრის დილას. ადგომა კი არა, ცხოვრება რო გე-
ზარება, ფეხის საბნიდან გამოყოფა გეზარება, ყოფნა გეზარება, სუნთქვაც გეზარება. ის წინა ზამთარი,
ზუსტად ეგეთი, რამ გადამატანინა, თუ იცი? მაყვლის მურაბამ! წინა ღამით ღუმელში შეგდებულ გახუ-
ხულ პურზე რო დავასხამდი, ჩაისთან ერთად, უჰუჰ, სუ პირში ჩამადნებოდა! პურსაც კიდე ცოტა-ცოტა
ჩაიში ჩავალბობდი. ყველა კბილი ჩემი მაქ, მარა მაინც ფრთხილად უნდა ყოფნა. კბილი რო გაქ შენი,
რო შეგრჩეს, იმას გაფრთხილება უნდა. არა, აი, ვთქვა რა, მართლა ხო მაგისთვის მიხაროდა დილით
ადრე ფეხზე ადგომა, რო აი, მაყვლის მურაბა და გახუხული პური. ადე, ეთო, ადე, გოგო, წინ დიდი სი-
ამენი გელის! აი, ხო მართლა მაგისთვის ვდგებოდი, არა, დილით? ხო ეგრე იყო? ჰოდა, მერე მართლა
ადვილი იყო იმ წუნწკლში წამოდგომაც, მაღაზიის გაღებაცა და მთელი დღე იქ ყოფნაც. ჰოდა, მაგიტო-
მაც ღირდა ახლა გარეთ გამოსვლა, ამ უკაცრიელ გზაზე ჩრდილივით სიარული. ხედავ, მაწანწალა ძაღ-
ლები არც ყეფენ, ეგენიც ძილ-ღვიძილში მიწოლილან გზის განაპირას.
აგე, ხიდსაც გადავივლი და ჭალამდე რო ჩავალ, შავად გამობრდღვიალდებიან ჩემი მაყვლები. რიონი
კია მღვრიე და ხმაურიანი და მუხლშიც მტეხავს, ჩახუთულია ისეთი, რო იწვიმებს, უკვე გამეწეპა ტანი,
მარა მაინც მოვასწრებ, დავკრეფ და მერე კისერი იტეხონ გაღმა უბნის ქალებმა. გადაკრეფილი კი დახ-

4 მკითხველთა ლიგა
ვდებათ ის ეკალ-ბარდი.
მივდივარ და ლამის ავმღერდე, ისე მსუბუქადა ვარ, ლამის კარგად ვიყო და მუცლის ქვემოთ ეს წიწ-
კვნებიც მიმავიწყდეს. შორს რომელიღაცა გზააბნეული მანქანის ბღუილი ისმის, ვინმე ნამთვრალევი,
ალბათ, სახლში ბრუნდება. სიჩუმეა და რივნის ხმა მაქ ყურში, და კიდე, ერთი-ორი შაშვის დილის ჭახ-
ჭახი. აგე, ეკალში და ბარდში ვდგავარ უკვე, ჩემი კალათით და კავით, ბოსტნის ჭრელ-ჭრელი ხელთათ-
მანებიც წამოვიცვი ორივე ხელზე. რაღაცნაირად მსუბუქად ვარ, ამჩატებული. ახლა, მალე რო მოუ-
წევს მოსვლა იმ ვაჟბატონს, მაგიტომ ხო არა, ჰა? ჰაა? აბა, თქვი და გამოუტყდი შენ თავს, ქალბატონო!
ხო მაგიტომაა? მაგიტომაა ხო? მის თეთრად გაქოჩრილ თავს რო დაინახავ, ხო მაგიტომაა? გულიც ხო
გექოჩრება მერე? ჰა, თქვი ეხლა, ეთერ, თქვი და აღიარე! ვთქვა თუ არა, რა? თუ მექოჩრება, მერე რა?
არაფერს ვიმჩნევ. ზედ არას ვიტყობ, ვითომც არაფერი! კაი, გოგო ხარ. ეგრე! ეგრე! არადა, განა მახ-
სოვს, ბოლოს ასე როდის ვიყავი? ასე მსუბუქი, ამჩატებული? მგონი არასდროს! და ისიც როა ამჩატე-
ბული? ამხელა კაცი? გაკრეფილია. დაკრეფილია. აქა-იქაა შემორჩენილი, ისიც მკვახე, ჩიტის ნაკენკი.
გუშინ ეყარნენ ალბათ აქ, გამთენიისას. ვირის თავ-ფეხი შეგრჩა შენ, ქალბატონო! აჰა, ერთი ბუჩქი,
ორი ბუჩქი, იქით, იქით და კიდე იქით, გაკრეფილია სუ ყველაფერი! ცოტაცაა და გავსივდები, მარა რა-
ღაც ეს სიმჩატე ამ გასივებას არ მაცლის, არ მანებებს. კაი, ვფიქრობ, გავუყვები და რამე იქნება, სუ ხო
არ დაცლიდნენ ამ მაყვალს ის გაღმა უბნის ალქაჯები? იქით ჩაქცეული მიწაა, მდინარისგან გამოთხრი-
ლი, ეკალ-ბარდებით, იმას ხო ვერ მიწვდებოდნენ? იმას მაინც ვერ მიწვდებოდნენ, რასაც მე ვწვდები.
ხელითაც და კავითაც. მე მაღალი ქალი ვარ, ეგენი დასეტყვილი ყანასავით არიან გადაგვაჯული.
ჰა, მაინც რა კაუჭი მოგდო, ეთერ, იმ კაცმა? რაღა დროს შენი კაუჭია, ჰა, ქალო? ან, გინდა იმის? მაგ-
რამ ტვინზე კაუჭმა, გულზე სადგისმა და მუცელში სამართებელმა დრო და ადგილი იცის? არ იცის! მა-
რა, რა აქ ამ კაცს, თუ იცი. ამისი არ მეშინია. უცხო კაცი ხოა, მარა არ მეშინია. უცხო როა, ზუსტად მა-
გიტო არ მეშინია. თან, რაღაცნაირი კაცია, ბიჭივით. არაა ჩასაფრებული. აბა, ფეხი სად წაგიცდეს, კაბა
აგეწიოს, სახელი გაგიფუჭდეს. არაა ამათსავით. არც დაძაბულია და არც დაძარღვული. არც ლოთია და
არც შფოთი. ხო ბებერია ეგეც, მარა მჩატეა, კეთილი. სუ იცინის, სუ შემომცინის. როცა მოვა, წესიერად
მოვა. არც მოგერიება მჭირდება ამის, არც ეკლის გამოსხმა მის დანახვაზე. მოდის და მიდის თავისთვის
წყნარად, ჩუმად, ბეჯითად. ხანდახან ისეა, თვალს ვერ მისწორებს, ყურებიც კი გაუწითლდება. ხო ამ
ხნის კაცია, მარა წითლდება. ყველაფერს ვფიცავ, ყურები თუ არ უწითლდებოდეს!
ა, ბატონო, აგე, თუ არა! ჩაქცეულ მიწას ვეღარ მიკარებიან გაღმა უბნის კურდღლები. არც ეტყობა ამ
ბარდებში, ძირში მიწა როა ჩაშლილი. ზედ სუ შავად ბრიალებს ჩემი მაყვალი! ქვემოთ რიონი მიღრი-
ალებს, შლამი და სილა მიაქ. ოჰ, აქეთ ვერ შებედეთ, ქალბატონებო?! ვერ მოიქნიეთ გონჯი ხელები? სა-
შიში კია ეს მიწა, ჩაქცეულია. რო არ იცოდე ჩაქცეულია, ვერც კი მიხვდები, ისე დააბიჯებ. დააბიჯებ
და თან ჩაგიტანს მერე ქვემოთ, ჩაგიტანს და ჩაგასრიალებს. ეს რიონი კიდე ისე უთხრის ძირს ყველა-
ფერს, ორი-სამი წელიც და ჭალაც აღარ იქნება ამ ადგილას. არ იქნება. მე ხო მახსოვს, როგორი იყო ჩემ
ბავშვობაში? იმის ნახევარია ახლა დარჩენილი. ტყეც და ჭალაც-. ტყე კიდე ნაკლები, სუ არაა დარჩენი-
ლი. არადა, როგორი იყო ჩემ ბავშვობაში! ამაზე ჯადოსნური ადგილი არაფერი მეგონა დედამიწაზე!
ამაზე ლამაზი და ამაზე იდუმალი! შეხვიდოდი და აღარ გინდებოდა უკან გამოსვლა. მზე ძლივს ატან-
და ხეებს შორის და თუ ატანდა, სუ ოქროსფრად იღვრებოდა, სუ ოქროსფრად ლივლივებდა იმის სხი-
ვები. ან რამდენ ჩიტს იტევდა ის ტყე, რამდენ მგალობელს. იმათი სიმღერა გაზაფხულობით მთლად
ყველა სახლის ფანჯარას რო მოედებოდა. მერე რა სუნი ჰქონდა აქაურობას? სიცოცხლის სუნი! რო შე-
ვიდოდით ეს ბავშვები, ჟივილ-ხივილით მოვედებოდით, ხან სოკოს ვკრეფდით, ხან ვთამაშობდით. და-
ხუჭობანას, ორდროშობანას, კიდე რას აღარ. ტყეზე კარგი ადგილი, კარგი სათამაშო რა გვექნებოდა?
შევიდოდით და გამოსვლა გვავიწყდებოდა, აღარ გვინდოდა უკან გამოსვლა. უკეთესი ადგილი რა გვექ-

5 მკითხველთა ლიგა
ნებოდა სათამაშო, სალაღობო, სამხიარულო? ახლა? ახლა რა დარჩა ამ ტყისგან? აღარაფერი! გაჩეხი-
ლი ძირების და დაყვლეფილი მორების გარდა. გამხმარი ფესვის და მიყრილ-მოყრილი ნაგვის გარდა!
გაჩეხვით შეშად გაჩეხეს იმ გაჭირვების დროს, ნაგავს კიდე ახლაცა ყრიან. მაგიტომაა, იქით გახედვა
რო აღარც მინდა! ღირსებიცა ვართ, ამ რიონმა სუ წაგვიტანოს, გამოგვთხაროს ძირფესვიანად! გადა-
ვუვლი, ვედრას გავავსებ. ახლა კიდე ძირი ძლივს დამიფარავს. იქვე, გვერდით ვიდგამ ამ ჩემ ვედრას,
მიწას ფეხით ვსინჯავ, რო აი, ხო მყარად ვარ და კავით ვცდილობ ეკალ-ბარდის მოზიდვას, თან ისე,
მაყვალს არ შევეხო, არ დავაზიანო. აბა, დაბეგვილ მაყვალს რაღა გემო აქ? ფაფად იქცევა, მოდუღე-
ბამდე შემოგალპება. ერთხელ უნდა წამოდუღება, მეტჯერ კი არა. ეგრე ვაკეთებ. დავაყრი შაქარს, გავა-
ჩერებ და მერე ვადუღებ. ვინ თქვა, რომელმა მითხრა ის სისულელე? ქალი ბებერი თურმე მაშინ ხარ,
მურაბის ხარშვას რო წამოიწყებ. ცისანამა თქვა? მგონი, ცისანამ. ბებერი ვარ, ესე იგი, შარშანდლიდან,
ჩემო ცისანა. ჰო, რა ვქნა ახლა! შევეგუები რამენაირად. ამას შევეგუები, მარა ზამთარში უმურაბოდ
წამოდგომას ვეღარ ვიზამ, შენი ჭირიმე. მე კიდე ისე მიყვარს ეს მაყვალი, მთლიან-მთლიანი ტივტივებ-
დეს წვენში, შავ-შავად. ეგ მაყვალია, იმ გაუსაძლის, უნიათო ზამთრის დილას ფერებს რო აძლევს. ლა-
მის ტანზე ვიგრძნო ახლაც ის ზამთარი. ახლაც, გვალვაში, გამოყინული ოთახი და გაციებული ღუმელი
ვიგრძნო, პირიდან ამოსული ორთქლი რო ეკიდება ცივად ჰაერში. ლამის ისიც იქვე რო გაიყინოს. გა-
რეთ ჟღვინტი როა და ქარი, ნესტი, წკვარამი. საბნიდან ცხვირს რო გამოყოფ და წაგეყინება, უდროო
დროს გამოსული, დამზრალი კვირტივით. ადგომა კი არა, განძრევა რო გეზარება, შარდის ბუშტი რო
გაქ გადავსებული. მარა ისე რო ცივა, რო თბილი ფსელის გამოდევნაც კი გეზარება, გაშეშებული წევ-
ხარ, ნება რო იყოს, ბუნაგივით გამომთბარი ქვეშაგებიდან არც წამოდგები, მარა სხვა გზა არ არი, უნდა
წამოდგე. და აგერ-აგერ, გაბედავ და ძლივს გამოყოფ ხელს, ერთმანეთზე მიყრილი ტანსაცმლისკენ.
ჯერ ნახევარი ტანით წამოიწევი, მერე კიდევ ნახევრით და ჩქარა-ჩქარა ჩაცმას დაიწყებ. ლამის ამ გა-
წეპილ, ცხელი ზაფხულის დილას სიცივისგან გამაჟრიალოს. თან აგე, ერთი ბუჩქი გადავკრიფე ამასო-
ბაში! ახლა მეორეს, იქეთას უნდა მოვავლო კავი. ჰა, ეთერ, აბა, შენ როგორ მოგავლო კავი ამ კაცმა? ან
როგორ მოგაკაუჭა? ახლა იმის გულისთვის ხო გათენებაც გიხარია? როდის იყო? წინა პარასკევს, მედი-
კოს მაღაზიაში რო შებოდიალდი, იქ დაგხვდა ვაჟბატონი. შევბოდიალდი რა, თვითონ მედიკომ დამი-
რეკა სიცილ-სიცილით, მოდი, ქალო, მაცივარი გამიფუჭდა, ნაყინი მიდნება და სანამ დადნება, მოდი,
ვჭამოთო. მეც მაშინვე გავიქეცი, საქმე რა მქონდა? ჯერ ვერც დავინახე, სიმართლე გითხრა. შევდივარ
და ეს თურმე იმ გაფუჭებულ მაცივარზეა გადამხობილი, ჩამდნარ-ჩაგვრემილ ნაყინს არჩევს, თან ღი-
ღინებს და თან ქვემოდან შემომცინის. შენ რომელი გინდა, ეთერო? თეთრი? შოკოლადის? რომელიც
გინდა, ხელი დაადე, მე დაგპატიჟებ. ეს მედიკოც მთლად როხროხით ყვება სიცილში. ბოროტი კი იყო
მამიდაჩემი და ენამრუდე, მარა ამათზე რასაც ამბობდა, მართალს ამბობდა! მსუბუქ მიწაზე არიან
მოყვანილი ეს იმერლები. ესეც, მედიკოც. აბა, მაცივარი გამფუჭებოდა, გავიცინებდი?
აჰა, მოვიქნიე ეს კავი კიდევ, ისევ მისი თეთრი თავი მიელავს თვალში და რაღაც თითქოს ტანი წინა
მძლევს და მაბარბაცებს, თითქოს თვალწინ რაღაც შავმა გამიფრთხიალა. ნეტა რა არი? გაფრინდა? გა-
დაფრინდა? შაშვია, შაშვი! შავი შაშვია, ყვითელნისკარტა! დომნას ეზოში იყვნენ შაშვები! ვაიმე, დედა!
ლამისაა გული ამომივარდეს! მიწაა, ფეხქვეშ რო მეცლება! მარცხენა გაქნეული ხელია, ვედროს რო
ვურტყამ, მარჯვენა კავზე მაქ მოჭიდებული, კავი კიდე მაყვლის ბუჩქსაა შერჩენილი! ვედრა მიგორავს,
მიგორავს, აშლამებულ რიონში ვარდება. მე ცალი ხელით, ჩემი კავით ვარ ბუჩქზე დაკიდებული და
თვალებს ვხუჭავ. ღმერთო, მიშველე! თვალს ვახელ და აღარ არი აღარც შაშვი, აღარც მაყვალი, მარტო
აქაფებული და აღრიალებული, შლამიანი რუხი წყალია! ვედრა ჩემი, წითელი კი წყალს მიაქ იქით-
იქით, მიაქ და ისე ლამაზად მიაქანავებს, გეგონება, რო ეცეკვება.
ვაიმე, დედა! ახლა ვხვდები, რო რაც მიჭერს ამ მიწაზე, ჩემი ხელებია. ფეხები ლამის ჰაერში მაქ და-

6 მკითხველთა ლიგა
კიდებული, ქვიშასავით მიწაზე მისრიალებს და ფეხით ვერაფერს მოვჭიდებივარ. ახლა ჯერ ხელებმა
უნდა გადამარჩინონ! ხელებმა უნდა გადაგარჩინონ, გოგო, ეთერი! ზურგით ვცდილობ მაღლა აფოფხე-
ბას, ზურგი კიდე მისრიალებს, ფეხიც მისრიალებს და გულიც მიჩერდება, ასე მგონია. ჰა და ჰა, ახლა
ჩავვარდები და მერე მეც ჩემი წითელი ვედრასავით გამაქანებს რიონი სიკვდილისაკენ! ღმერთო, მიშვე-
ლე! და უცებ ისევ იმ შტერი კაცის თეთრად გაქოჩრილი თავი მიდგება თვალში. ღმერთო, მიშველე! და
სანამ ზურგით კიდე დავცურდებოდე, რაღაცა კარნახით მეუბნება ტანი, რო მარჯვნივ, ქალო, მარჯვნივ
უნდა გადაიხარო! ტანი მეუბნება, თუ მისი ხმა მესმის ყურებში, ვეღარც კი ვიგებ. მარჯვნივ, ეთერო,
მარჯვნივ უნდა გადატრიალდე! ეგრეც ვაკეთებ, ბუჩქებში გახერგილ კავს უფრო ვეჭიდები. კიდე კაი,
ხელთათმანი მაცვია, ხელი არ მისრიალებს, თორე ისე ვარ, აგერ ვგრძნობ ოფლს ხერხემლის ბოლოს და
ახლა უკვე ძუძუებით ვარ ჩარჭობილი ამ დაცურებულ, ჩაშლილ მიწაში! მარცხენა ხელს რაღაცა ხის
ფესვს ჩავავლებ, მყარად არი, და ღმერთო, ამან უნდა გამიძლოს! უნდა გამიძლოს! და მთელი ტანი
მაღლა მიმაქ, ზემოთ ვიწევი და ამ ჩემს მარჯვენას, გამოთავისუფლებულს, მიწის პირს ვავლებ, ესეც
მყარადაა, აღარ იშლება, შენი სახელის ჭირიმე, ღმერთო! და მთელი ტანით ვიწევი, კბილს კბილზე ვა-
ჭერ და პირში ჩაყრილი მიწა ღრძილზე მეფშვნება. ახლა მარჯვენა ფეხის ჯერია და ამასაც ვწევ და ნა-
ხევარი ტანით უკვე ზემოთ, მიწას ვკიდივარ. თვალებსაც ვხუჭავ, შლამიან და პირღია წყალს რო აღარ
ვხედავდე და ახლა შუა ტანით ისევ ვიწევი და აგე, სამშვიდობოს ვარ! სამშვიდობოს ვარ! არ ჩავვარ-
დნილვარ, გადავრჩი, ღმერთო! ზურგით ვარ აკრული ზედ ჩაშლილი გზის განაპირას. მიწაზე ვწევარ და
ვეღარც ვხვდები, რა უფრო მეწვის, რა უფრო მტკივა, ხელზე დაჭიმული ძარღვი თუ გადაყვლეფილი
ბაყვები, და აგე, ვხედავ, მზე იჭყიტება ღრუბელს შორის! სიკვდილის მაგივრად, მზე მადგას თავზე, დე-
დოფალივით.

***

უკანა გზას ცარიელი თავით და ხელებით მოვუყვები, არ მინდა, ვინმე შემხვდეს. ჯერ ადრეა ისევ და
რომელიღაცა ნაგავს ყრის შორს, ჩემ შესახვევში, მარა სანამ იქამდე მივალ, სახლშიც შევა, ვიღაცაა,
ახლოდან ვერც დამინახავს. მარცხენა ხელი მეწვის და მარჯვენა ფეხზე გადაყვლეფილი ხორცები, ეკ-
ლებიცა მაქ, მგონი, აქა-იქ. თან, მუხლის კანკალს ვერ ვიჩერებ, მივდივარ, მივკანკალებ. შენი სახელის
დიდების ჭირიმე, ღმერთო, რო გადამარჩინე! მარა ახლა კიდე უფრო მეშინია, ვიდრე მაშინ, იქ რო ვიყა-
ვი ზურგით დაკიდებული. ახლა ისე მეშინია, ზაფრა მაქ. აგე, კაბაც გამომგლეჯია და რა კარგია, რო
არავინ ჩანს, ვერავინ მხედავს. რო ჩავვარდნილიყავი და წავეტანე ამ რიონს, ვინ იქნებოდა ჩემი მომ-
კითხავი? არავინ! ღმერთო, შენი ჭირიმე, მარა მითხარი, ვის გავახსენდებოდი? არავის! არა, გავახსენ-
დებოდი ვინმეს, ეგ როგორ იქნება?! მაღაზია ხო დახვდებოდათ დაკეტილი?! მარა იფიქრებდნენ, რო
თერჯოლაში ვარ. შუა კვირაში თერჯოლაში როდის წავსულვარ? მაგას იფიქრებდნენ, დავიჯერო? კი,
ცისანა მიხვდებოდა, რო არ ვარ თერჯოლაში. აბა, როდის ყოფილა, მე შუა კვირაში სადმე წავსულიყა-
ვი?! ხო დამირეკავდნენ? როდის დამირეკავდნენ? შუადღეს? ცისანა დამირეკავდა? თუ ნენო? სადა ხარ,
ქალო? მეტყოდა. ან ცისანა იქნებოდა, ან ნენო. აბა, სხვა ვინ? ვინმე მყიდველი? ვინ რა იცის ჩემი ტე-
ლეფონი, ნენოს და ცისანას გარდა? ვინ და დისტრიბუტორებმა! ის შტერი კაცი დამირეკავდა, მაღაზიის
კართან დაყუდებული. რამდენ ზარს გამოუშვებდა? ორს ან სამს, შეიძლება ოთხსაც. ადგებოდა და წა-
ვიდოდა მერე. წავიდოდა, აბა, რას იზამდა? იმას რა, თავისი საქმე არა აქ? აბა სანამდე იდგებოდა მა-
ღაზიის კარებთან? სახელურსაც დაეჯაჯგურებოდა ერთი-ორჯერ, ზუსტად ვიცი. ეთერო, ეთერო, გო-
გოოო, ცოტა გაუბედავადაც შემომძახებდა. ტელეფონზეც დამირეკავდა და კი შემომივიდოდა ზარი, მა-
რა რო არ ავიღებდი? ღმერთო, შენი ჭირიმე! რო არ ავიღებდი, მერე იქნება უფრო მოვეძებნე ვინმე სუ-

7 მკითხველთა ლიგა
ლიერს. მომძებნიდნენ, აბა რას იზამდნენ?! კი მომძებნიდნენ, მარა ამ დროს სად ვიქნებოდი?! სანამდე
ჩამიტანდა ის წყალი, შლამიანი? ცურვა მე არ ვიცი და არაფერი! რა გადამარჩენდა? ვინ გადარჩენილა
რიონში ჩავარდნილი? თან, მაგ ადგილას მორევია, მორევი არი! რამდენ ქვას მიმახეთქებდა, სად გამ-
რიყავდა? დაიცა, მაქეთ მხარეს ქვები არი, რო?
ღმერთო, შენი ჭირიმე, და ის გოგო? ვაიმე, როგორ მახსოვს ის გოგო ახლაც! ლამის ორმოცი წელი გა-
ვიდა და მე კიდე მახსოვს! ისე მახსოვს, გუშინდელივით. რა ერქვა? ლილი, ლილი ერქვაო, ასე არა
თქვეს? სუ ზემოდან ჩამოიტანა. ნაპირზე თამაშისას ჩავარდა თურმე რიონში, წამში გააქრო შავმა
ტალღებმა, ვერაფერი ქნეს. ვაიმე, დედა! სადღაც, მანდვე არ გამორიყა, ჩვენთან, ჭალაში? ჩემი ტოლი
გოგო იყო, ან შეიძლება ცოტათი დიდი. ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! ქვედა ქუჩის ბავშვებმა ნახეს.
რო დამიძახეს და მეც რო მივედი! არა, მაინც სად მივდიოდი?! მაშინაც მაყვლის საკრეფად ვყავდი გაგ-
დებული მგონია ქეთოს. რო აღარ მახსოვს” ვაიმეე, სამაგიეროდ ის ხო მახსოვს, იმ გოგოს ტანი. შლა-
მიანი ტანი, ტანი, ფეხები. რუხი, უსიცოცხლო. თავდაყირა ეგდო, ისე იყო გამორიყული. ტრუსიკი რო
უჩანდა? ტრუსიკი უჩანდა, კოპლებიანი. რაღაცა დაძენძილი კაბიდან, წყალმცენარეები ქონდა იმ კაბა-
ში გადახლართული. ხალი რო ქონდა ფეხზე? ლურჯად ქონდა, ალბათ ერთ დროს ყავისფერი, ლამაზი
ხალი. ვაიმე, რანაირად იყო, ღმერთო! საწყალი, უსიცოცხლო!
მე კიდე ზაფრა მქონდა. იცი, რა ზაფრა? რო, აი, ტრუსიკი უჩანს-მეთქი, ტრუსიკი, ვაიმე, ასე სახალ-
ხოდ! და ქვედა ქუჩის ბიჭები როგორ უყურებდნენ? თან ზიზღით, თან ინტერესით. რანაირად იყო,
ღმერთო, თმაშიც კი ჰქონდა ის სილა და წყალმცენარე გამორეული. მერე ხო ამბობდნენ ბიჭები, მილი-
ცია რო მოვიდა და ამოატრიალა, სახე სუ შეჭმული ქონდაო? მე ხო წამოვედი იმათ მოსვლამდე, წამო-
ვედი კი არა, სუ გამოვიქეცი. ღამეები არ მეძინა მერე, ან თუ მეძინა, გამაღვიძებდა, ისე შემახტუნებდა
რაღაცა, ღმერთო! და მე რო გამომრიყავდა, მეც ისე ვიქნებოდი, თავქვე და რუხი, შლამიანი? დაიცა და,
რა ნიფხავი მაცვია ახლა? სუფთა მაცვია? რომელი მაცვია, ვერ ვიხსენებ და სუფთა, რა, გუშინ არ ვიბა-
ნავე? ამხელა ქალს კაბაწამოხდილს რო გამომრიყავდა, ღმერთო! იღლიები რო მაქ გასაპარსი? მარა გა-
უპარსავ იღლიას მკვდარზე ვინ ამჩნევს? და სად წამიყვანდნენ, იმ ერთოთახიან მორგში წამიყვანდნენ?
და სანამ წამიყვანდნენ, ხო ვეგდებოდი წყლის განაპირას?! გამვლელი და გამომვლელი გაჩერდებოდა,
ბავშვი და დიდი დამათვალიერებდა სახეზე ზიზღით! ვის დაურეკავდნენ მერე, ვის? პატრულს? იმ დე-
ბილებს? პატრული წამიყვანდა მორგში, აბა, ვინ წამიყვანდა? ის მორგის ქალი რას იტყოდა, სუფთა
მკვდარია ჩვენი ეთერიო? მოიცა, და იმ შლამში როგორ გაიგებდა, რა სუფთა ვარ ან რა მაცვია, რა ნიფ-
ხავი? ან ნეტა რანაირი ვიქნებოდი? წყალი გამბერავდა და გამალურჯებდა! იმ თევზებს მეც რო გამოვე-
ჭამე? რო არ გამოვერიყე და ვერავის ვენახე? რიონის ფსკერი ყოფილიყო ჩემი სამარე? იქ, წყალს ეპ-
რიალებინა ჩემი ქალა და ძვალი? ღმერთო, დამიფარე! რეებსა ფიქრობ, შე შტერო ქალო! აგე, შეხედე,
ცოცხალი ხარ, ცოცხალი დარჩი! აგე, სახლშიც კი მიდიხარ, ვითომ არც არაფერი მომხდარიყოს შენ სუ-
ლელ თავზე! ორი ეკალი შეგერჭო, კაბა გაგეხა, ფეხი დაგეყვლიფა, მეტი ხო არა?!
არა, მაინც, მე, იცი, რისი ინტერესი მაქ? მაინც რას იზამდნენ? ვინ შევიდოდა ჩემთან პირველი? ნე-
ნო? ცისანა? არც კარი დამიკეტია და არც ჭიშკარი. ხო შეხედავდნენ, რო საგარეო ფეხსაცმელი იქვე
მიწყვია, თერჯოლაში არ ვარ წასული? სახლს დაივლიდნენ? აუჰ, რას გავს ჩემი ოთახი! იქაც ხო შე-
ყოფდნენ თავის ქერქეტა თავებს! არ იფიქრებდნენ, ამის სისუფთავე და კაიქალობა მოგონილი ყოფი-
ლა, სუ ლეგენდა ყოფილაო, ხო იფიქრებდნენ? არა, წინა ოთახი და კუხნა ხო მაქ სუფთად, ლამაზად,
მარა უკანა ოთახი, ჩემი ოთახი? იქაც შეყოფდნენ მავნე თავებს! სადაც ცხვირი არ შეუყვიათ, იქ შე-
ყოფდნენ, იქ გაიწევდნენ! ნენო მაინც მაგას იზამდა. ეგაა უფრო ცნობისმოყვარე. სადაც არ შეუჩრია, იქ
შეჩრის თავის ნისკარტივით ცხვირს, სადაც გული გაექაჩება.
აგე, შემოვედი, სახლში ვარ და მუხლები მაინც რო მიკანკალებს?! ჯერ არაყს ვიზელ ხელზე და ფეხ-

8 მკითხველთა ლიგა
ზე, ისე მამწარებს, ღმუილი მინდა. საათსაც ვუყურებ, მაღაზიის გაღების დროა, დღეს უნდა მოვიდეს ის
ვაჟბატონი! მიდი, ეთერ, კაბაც გამოიცვალე, ვითომ არაფერი, ერთ რაღაცა ღრანტში ჩავარდნამ ხო არ
უნდა გაგაცვედანოს ამხელა, მთასავით ქალი?! მიდი ეთერ, ჩემო ლამაზო, აბა, რამე სუფთა ჩაიცვი, ისე
დაჯექი მაღაზიაში, ვითომც ასეთი მშვიდი დილა არასდროს გქონია! ისედაც იცი, სიკვდილი რო სუ
ლახვრად ჰკიდია ცოცხლის თავთან. შენ რა გამონაკლისი ეყოლებოდი ღმერთს, აბა მითხარი! არა, კი,
კიდია, მარა ასე კიდია? ასე ღრანტში ჩასავარდნი ქალი ვარ, რივნის ტალღით ვარ დასახრჩობი? მით-
ხარი აბა! ისიც მითხარი, ასე როდის ჩავხედე სიკვდილს თვალებში? როდის, მინუტკა რო ამიფეთქდა
გოგოებთან ერთხელ ქუთაისში? ბავშვობისას რო ამიცდა ბლის ტოტზე ფეხი? სიკვდილი ასე როდის
ყოფილა ფეხის ნაბიჯზე? არც არასოდეს! ჰო, კაი, კაი! გეყოს როგორმე! ცოცხალი ხარ, ხო არ მომ-
კვდარხარ? მიდი ახლა, თმაც დაივარცხნე! სარკეშიც ჩაიხედე. დღეს მოდის ის კაცი და ლამაზად იყავ!
ასე, ხო, ასე! დაზაფრული კურდღლის სახე ნუ დაგედება! ხო, ასე! ამ ეკლებს იქვე გამოიძრობ, ეგ არაფე-
რი! ყოჩაღ, ქალო! ყოჩაღ, ეთერო! ჰე, აბა, გასწი მაღაზიისკენ!

***

ხო ვაღებ ამ მაღაზიის კარს და ახლა ხელები მიკანკალებს. შევდივარ და ის სუნი მცემს, რაც ყოველ
დილით – ნესტის, სარეცხი ფხვნილის. ასეა ეს ფხვნილი. სადაც არ შევტენი, სუნი მაინც აქ, სუნს მაინც
აყენებს. უკანა ოთახში მაქ შელაგებული, მარა მაინც სუნია. ახლა რო მოვა ეს ვაჟბატონი, უკან, სათავ-
სოში შევაყრევინებ თავის საწამლავ ფხვნილებს, იქეთა პატარა კარსაც გავაღებ და გავანიავებ მერე,
სუნი რო გავიდეს. მანამდე კიდე ტილოს მოვძებნი, შუშებს რო დავუსვა ზემოდან. ასე ვშვები ყოველ
დილით სისუფთავისთვის. შორს გრუხუნი ისმის. ჩამოიქცევა ცა, ისე იწვიმებს. ახლა თითქოს თავი მაქ
ცარიელი, მაგრამ გული კი მიცემს. აგე, მობრძანდა ვაჟბატონი! დაბარებულივით, კარებთან ზუსტად
თავის დროზე ამოიზარდა. გამარჯვების დილა გქონდეს, ეთერო!
აი, ახლა კი გული მართლა ამომივარდეს. იიი, მე კინაღამ მოვკვდი წეღან და ნეტაი შენ, ბიჭო, სი-
ცოცხლე ასე რო გიხარია! აგერა დგას, ხელში ახორხლილი სარეცხი ფხვნილებით, თავი ძლივს უჩანს,
ძარღვები ლურჯად აზის ნიჩაბ ხელებზე. ან ამ წვრილ კაცს ამხელა ხელები საიდანა აქ. რო შეხედავ,
გეგონება, სხვისი აქ მიბმული. ფხვნილებს შორის გამოუჭყეტია ჭროღა თვალები და იცინის, იცინის, შე-
მომცინის: ნახე, რა მოგიტანე! მომიტანე თუ არა, მზითვი მომიტანე, შენმა მზემ! აგე, უკანა ოთახში გა-
იტანე, კარებს ვუღებ და ახლა მეხი ურტყამს, ისე, გეგონება, ყურის ძირში მე მირტყამდეს. წამოვა ახ-
ლა აგვისტოს წარღვნა, ცა დაგვექცევა. ამას ცოტა კი მხრები უთამაშებს ამ მეხის ხმაზე, მარა ვითომც
არაფერი, არ იმჩნევს. ძირს არ დამიყარო! ახლა მივაძახებ. ძირს როდის დამიყრია, გოგო, ეთერო, თით-
ქოს მღერის, მიირწევა ამ ვიწრო მხრებით, ბიჭივითა აქ ეს ტანი, გამხდარი არი. მარა ამხელა კაცს ამ-
დენი თმა ქონდეს თავზე, გინახავს? ყველა გამელოტდა, ამის შვილის და ლამის შვილიშვილის ტოლი
და სწორი, მარა ამას კიდე იმდენი თმა აქ თავზე, სამ კაცს ეყოფა. ფუ, რაღაცა დუხი დაუსხია, მიწამ
ჩაგყლაპოს! კევიც რო ჩაუდევს პირში ამ დილაადრიან! მგონია, მართლა იპრანჭება ეს ვაჟბატონი.
სუ ლამაზად დაგილაგო, ნახე, ჩამუხლული ზის და გულმოდგინედ აწყობს ამ ფხვნილებს, პატარა
ბავშვივით. წვრილი კისერი წაუგრძელებია და ამ თავის ნიჩაბივით ხელებს ყოჩაღად ამოძრავებს. მე
კიდე ზღურბლზე ვდგევარ, ამ ვიწრო გასასვლელში თეძოებით გაჩხერილი ვარ. თავზე ვადგავარ, ზემო-
დან დავყურებ და რაღაცა ფრინველს გავს, მტაცებელს. თან მტაცებელს, მარა თან კარგ ფრინველს, კე-
თილს, უშფოთველს. ამ სარეცხი ფხვნილის სუნებში მაინცა ვგრძნობ მის სუნს, დუხის სუნსაც და მის
სუნს. მისი კანის სუნს და სადაცაა ავზლუქუნდები. ადამიანის სუნსა ვგრძნობ, ღმერთო! ადამიანის, კა-
ცის სუნსა ვგრძნობ! თან მე, უდედოდ გაზრდილმა მარტო კაცის სუნი რო ვიცი. მარტო მამის და ძმის

9 მკითხველთა ლიგა
სუნი რო იყო ჩემთვის ახლობელი. რამდენია, ბიჭო? ხმა მაქ გაბზარული. ოცდაათია, ოცდაათი, რო-
გორც მითხარი, ჩემო გოგო, ქვემოდან შემომღიღინებს. ოცდაათი? თუ ოცი გითხარი? ახლა ამ გაბზა-
რულ ხმაში ვითომ მინდა, სიმკაცრე გავირიო. ოცდაათი მითხარ, ეთერო! თითქოს ეს კიდე მღერის, ამ
დროს მე პირის გაღება, ტირილი მინდა. მოთქმით მინდა ტირილი, ღმერთო! ხო მაინც უცხო კაცია, ნა-
ნახი, აბა, რამდენჯერა მყავს? ხუთჯერ ან ექვსჯერ, მეტჯერ ხო არა? მარა ახლა ისე ახლობელია ამ თა-
ვის სუნით, სარეცხი ფხვნილის სუნთან ერთად, რო, თითქოს დედამიწაზე მარტო ჩვენ ვიყოთ. ტირილი
მინდა. ნახევარი საათის წინ კინაღამ მარილზე გავედი, ბიჭო, ამის თქმა მინდა, კინაღამ რიონში ჩავ-
ვარდი, კინაღამ წყალმა წამიღო, კინაღამ დავიხრჩვე, კინაღამ მოვკვდი, მართლა მოვკვდი და შენ კიდე
ისე აწყობ ამ სარეცხის ფხვნილს, გეგონება ნახევარი საათის წინ რიონს არ მივქონდი, რო წავეტანე, გე-
გონება არ დამახრჩობდა, არ მომკლავდა, რო მოვეკალი! და შენ ბაღის ბავშვივით, თითქოს კუბიკებით
თამაშობდე მაგ საწამლავით, ისე, ბიჭივით გიხარია, მაგ ყუთებს რო ერთმანეთს აწყობ.
აი, ახლა მობრუნდები. მობრუნდები და მეტყვი გაბრწყინებული, შეხედე, ეთერო, როგორ დავალაგე,
ცოტა ყურებიც გაგიწითლდება. ისე იქნები, თან რო მიყურებ და თან რო არა, ძაან რო გინდა მიყურებ-
დე, მარა ვერ მიყურებ და მე კიდე მინდა, გულში ჩაგიკრა, წეღან კინაღამ მოვკვდი, ბიჭო, ეს მინდა გით-
ხრა, კინაღამ შავმა წყალმა ჩამიტანა, კინაღამ დავიხრჩვე, მართლა დავიხრჩვე და აჰა, მოტრიალდი
მოღიმარი, ყურებიც გაქ გაწითლებული, ასე ახლოს არასოდეს არ ვმდგარვარ შენთან. ამ შენი მწარე
კევის და მყრალი დუხის სუნში მაინც შენი სუნი რო მცემს და ამ სუნისკენ მოვიწევ და აგე, ეთერო,
დაბნეული ამბობ, დაბნეული და ცოტა შეშინებული, მე კიდე გულში მყავხარ უკვე ჩაკრული, შენ გამ-
ხდარ და ძლიერ მკერდს ძუძუებით ვგრძნობ. ჩემსიმაღლეა ეს წრიპა კაცი, მეტი კი არა, ხელებიც თავი-
სუფლად მაქ შემოხვეული და წეღან კინაღამ მოვკვდი, ბიჭო, ვამბობ? არ ვამბობ? ეგ აღარ ვიცი, ისე
კარგია, გულში რო მყავს, აგერ, ჩაკრული! ისე, კარგია, გულთან რო ვგრძნობ და უცებ ქრება შიში
აღარყოფნის, დახრჩობის, სიკვდილის... აგე, მეხიც გავარდა და აღარც იმ მეხის მეშინია, წვიმაც ჩამო-
იქცა სახურავზე, ესეც სადღაც შორიდან მესმის, გულში მყავს ჩაკრული და მისი დიდი ხელები ზურგს
მიფარავს და ისე ცხელი აქ ეს ხელები და მეც ისე ვცხელდები ფეხებს შორის, ცოტაც და, მარტო მუ-
ტელს ვიგრძნობ, გულსაც კი აღარ. მის კისერში უფრო მისი სუნია, იღლიებში აქ ის ჯოჯო შესხმული,
კევის და სიგარეტის სუნიც თითქოს გაქრა და აგე, ვგრძნობ, როგორ მოიწევს ტუჩებით, აღარ არი დაბ-
ნეული და ლამის ვეღარ ამოვისუნთქო, ლამის ბოლომდე დავექცე ხორკლიან ენას. არც იმას ვფიქრობ,
რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, სუ ბინდბუნდში ვარ, თან ვხედავ და თან ვერცა ვხედავ,
თან მახსოვს და თან არც მახსოვს, ვინ ვარ, რა ვარ, სად ვარ და ეგეც დროს აღარ კარგავს, კაბას მიწევს
მარჯვენა ხელით, მე კიდე თითქოს ზეპირად ვიცოდე ამის ტანი და ყოველდღე აეს მეკეთებინოს, მაიკას
ვაცლი თავიდან, სუ წამებში, ისე ოსტატურად. მე რა, ტანი მეუბნება, ასე გავაკეთო, ახლა ტანი ვარ
მარტო, აღარც ტანი ვარ, მარტო მუტელი და აწეული კაბიდან ძუძუებს მისრესს, ლიფიც გაუხსნია, და
ამ დროს არი, ორივეს ერთად რაღაც ღმუილი ამოგვდის პირიდან. ფეხებშუა ისეთი ცხელია და მეც ისე
ცხელი ვარ, მთელი ტანით ვგრძნობ, რა ღიაა ჩემი მუტელი, მთელი ტანით ვგრძნობ მის სიცხეს და ჩემ
სიცხეს, ტუჩებზე არც ვწყდები ისე, ცალი ხელით ვკეტავ კარს, თითქოს თან იქ ვარ და თან კიდე არა,
თითქოს მე ვარ და თითქოს არც ვარ და კაბას ვიძრობ, ის კიდე შარვალს იხდის ისე სწრაფად, ლამის
თვალიდან გამექცეს, ნეკნები ეტყობა დაკენკილ ზურგზე, მხრებზე ჭაღარა თმა მოუჩანს. მე კიდე ლიფს
ვიძრობ და, ეთერო, კიდე ამბობს, გმინავს, სახე უნათდება. გეგონება, პირველად ხედავდეს ძუძუებს,
ისეთი სიხარული აქ, თითქოს ჯერ ძუძუ არ ენახოს, თითქოს ჯერ უნდა, მიყუროს, მარა მერე პირით
მოდის, პირით მეტანება და მლოკავს, ხან ერთზე, ხან მეორეზე და იქეთ რო გადავა, აქეთ ვგრძნობ, რო-
გორ ორთქლდება ძუძუსთავიდან მისი ნერწყვი და აქეთ რო გადმოვა, იქეთ ვგრძნობ, და თითქოს ჩემმა
ტანმა უკვე იცის, რასაც აკეთებს, თითქოს უკვე ასჯერ მქონდეს გაკეთებული. აგე, მეც მიმაქ ხელი მისი

10 მკითხველთა ლიგა
ყლისკენ და ეს სიმაგრე და სიმხურვალე თან მაშინებს, თან ცალკე ჟრუანტელსა მგვრის, მარა მარტო
მუტელი ვარ, და ახლა, ზურგით ჩავარდნილი ამ ძლივს ახორხლილ სარეცხ ფხვნილებს შორის, უცებ
მპოულობს და მთელი ძალით ისე შემოდის, თითქოს ჩემთან პირველად არაა. ისე ირწევა, თითქოს მთე-
ლი ტანით მიპოვა და მეც მთელი ტანით ვარ ღია და სავსე. მეხი თითქოს ზედ თავზე დაგვატყდეს, თქე-
ში თითქოს კისერში ჩაგვივიდეს, მიწა მართლა ფეხქვეშ გამოგვეცალოს. ცხვირში აღარაფერი მაქ სა-
რეცხი ფხვნილის სუნის გარდა და ეს ისე ძლიერად, ისე მონდომებით ირწევა და სადღაც გმინავს კიდეც
და კისერში მაორთქლებს, რო ლამის ზედ შემოეხვიოს ჩემი მუტელი, ზედ მოეხვიოს, ზედ დაადნეს, ისე-
თი სავსე ვარ, ისეთი ცოცხალი, რო უკვე არაფერს არ აქ მნიშვნელობა, აღარც სიკვდილს, აღარც სი-
ცოცხლეს, აღარც ჩემ გადაღლეტილ ბაყვებს, ეკლიან თითებს, ეგეც კი აღარ მტკივა და ეს კიდევ თვა-
ლებდახუჭული, მძიმედ სუნთქავს და ისე არი, რო მარტო ჩემთანაა, მარტო ჩემია, მარტო აქ არი. მარ-
ტო ჩემთან, მარტო ჩემზეა აწეპებული, სადღაც ბიძგებს შორის, თვალებდახუჭული, უცებ წყდება და
მთელი ტანით ჩამოქცეული, ზემოდან მაწევს და მუტელში ისე ვგრძნობ მის ყლეს, როგორც გულს სა-
გულეში, ფეთქავს კიდეც და ბოლოსკენ რო მოვუჭერ, უკვე საბოლოოდ, ჯერ კიდევ გამაგრებულს, მუც-
ლიდან ამოსული კვნესა პირიდან ორივეს ერთად ამოგვწყდება. თითქოს საუკუნე გადის და სადღაც კი-
დე მეხი ვარდება, ახლა უფრო სუსტი და კარი მახსენდება იქითა, შემოსასვლელი, სუ რო ღიაა! თითქოს
იმ მეხმა ახლა მე დამიაროს ტანში და თავში! კარი ღიაა, კარია ღია! ორივე ისე ვართ, თითქოს ეს მეხი
მართლა თავზე ჩვენ დაგვცემოდეს! ჩახდილ ნიფხავს ისე სწრაფად იწევს, ვერც კი ვასწრებ, თვალი შე-
ვავლო. მე თავზეაცლილ კაბაში გადახლართულ ლიფს ძლივსა ვპოულობ. ის რო შარვალს იცვამს, მე
ჩემ ჩითებში ვეხვევი, ის რო ფეხსაცმელს იკრავს, მე ლიფს ვაწვალებ და ახლა აღარაფერი მახსოვს იმ
ღიად დარჩენილი კარების გარდა! ასეთ თქეშში არც არავინ შემოვა, არც ისე და არც ასე, მარა წადი,
წადი, მალე წადი! თვალები ჯერ კიდე ამღვრეული აქ, თმა სუ გაჩეჩილი, მაიკის საყელო კისერთან გა-
ბურდული, მარა ამის დრო ახლა არაა! ქონდეს, ქონდეს, ოღონდ მალე წავიდეს! დაგირეკავ ეთერო, და
თითქოს ჩემკენ იწევს, არ ვიცი, საკოცნელად? მარა ხელით ვიშორებ, ახლა წადი! დაგირეკავ, კარიდან
მეუბნება და მის ზურგს ვხედავ მარტო, მანქანისკენ გარბის და მაინც ისე ძლიერად წვიმს, მაიკა წამში
უსველდება.
ახლა ისევ მითრთის მუხლები, მარა ახლა სხვანაირად. მაღაზიის კარს ვკეტავ და ვრაზავ. ტყუილია,
ვერ დამინახავდნენ! მის მანქანას თუ დაინახავდნენ, სხვას ვერც ვერაფერს. აგე, მესმის კიდეც, როგორ
დაძრა თავის მარშუტკა. არა, დრო დიდი არ გავიდოდა, დიდი-დიდი, ათი წუთი, მეტი ხო არა? ეს რა
გავაკეთე, ღმერთო! უფალო! ეს რა მოხდა, რა მომივიდა! თავი და ტანი გამეთიშა, ვეღარაფერს
ვგრძნობ. არა, ახლა უნდა დავიძინო და მერე ყველაფერს დავალაგებ, სწორად დავაწყობ. ახლა სახლში
გადავალ, უნდა დავიძინო! მერე გავაღებ მაღაზიას, გვიან, რა დაშავდება?! ტელეფონს გამოვრთავ, რო
არ დამირეკონ. არა, ახლა უნდა დაიძინო, ქალო, ეთერო! ამ გადაქცეულ სარეცხ ფხვნილებს ვუყურებ
და ამათაც მერე დავალაგებ, ამათი თავი ახლა ვისა აქ? ახლა ძილი მინდა! მარტო ძილი მინდა! არა, კა-
რი ღია როგორ დავტოვე? ვინმე შემოსულიყო, თავზე დამდგომოდა? ფიქრიც არ მინდა! არა, დღეს რამ-
დენჯერ გადარჩი, ქალო? მართლა გადარჩი! ორჯერ გადარჩი! არა, ვინ მოვიდოდა ამ თავსხმაში, დილა-
ადრიან? ჰოდა, გეყოს ამაზე ოხვრა! ქალო, მიდი ახლა და წადი სახლში! ჯერ დაიძინე, გამოიძინე. რო
გაიღვიძებ, მერეც გეყოფა ეგ ფორიაქი!
სახლში შესული, ჯერ ტუალეტისკენ მივბარბაცებ. არ მინდა ფიქრი! ფიქრი არ მინდა! მინდა, თავში
ფუჩეჩი მქონდეს, აღარ მიფუთფუთებდეს ასე გონება! ვფსამ და ტანში ჯერ კიდე მაქ ის სიამოვნება, სუ
გაბრუებულს. არა, ახლა ერთადერთი გზა დაძინებაა. მერე დავფიქრდები, რა ვქნა, როგორ ვქნა. მერე
დავფიქრდები იმაზე, რაც უკვე ვქენი! სანამ უნიტაზს ჩავრეცხავდე, ჯერ კი ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემ
თავს და მერე თითქოს ტვინში გამინათდეს. მარტო ქაფიანი, სისხლნარევი ფსელი ყოფილა ჩემი ამდენი

11 მკითხველთა ლიგა
ხნის ქალიშვილობა.

12 მკითხველთა ლიგა
2

ჯერ ვიღაცა უცხო ბავშვები შემოდიან მაღაზიაში ერთი ზრიალითა და ჟრიამულით, ერთ დიდ შამ-
პუნს ყიდულობს ოთხივე. ერთ ოჯახში არიან, ალბათ, სტუმრად. ყველაზე უფროსი მაძლევს ფულს და
მერე ყველას უნდა, ეს შამპუნი ხელში დაიჭიროს. უფრო მეტი ჟივილ-ხივილით გადიან, თან ლამისაა
ერთმანეთს თავზე გადაახტნენ, თან არსად ეჩქარებათ. მერე ლონდა შემოყოფს გაწეწილ თავს, სად იყა-
ვი, ქალო? საპონი მინდოდა. ვითომ ძაან შეწუხებულია. ინტერესი აქ, სხვა არაფერი. ვერ ვიყავი კარ-
გად, წნევა მქონდა, ვიწექი, მეც ვითომ არაფერი. შენც დაიწყე ეგენი? ლაპარაკის ხასიათზეა. დავიწყე
რა, დრო აღარ არი? მე კიდე არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე. საპონი მინდოდა და ვიყიდე მერე სუპერმარ-
კეტში, ნიშანს მიგებს. სარეცხი ფხვნილი არ გინდა? ახალი? მეც ვითომც არაფერი. თუ ვაჟბატონის მან-
ქანა ვინმეს აქ შემჩნეული, ბარემ იცოდნენ, რო დილით აქ იყო, არ არი დასამალი. კუდი არ უნდა მო-
აბან მერე არაფერს, ზღაპრები არ უნდა შეთხზან. ფხვნილზე მერე მოვალ, ახლა არ მინდა, მიდის. ამათ
ვერაფერს გამოაპარებ. ასე ვთქვა, ჯობია, რო სარეცხი ფხვნილი მაქ, ახალი. ამით იმასაც ვეუბნები, რო
მანქანა დილით აქ იყო, გენაცვალე. აქ იდგა, სარეცხი ფხვნილი შემოიტანა.
როგორც იცის წვიმის მერე, ისეა ჩახუთული. ნესტი წამში რო გაგიწეპავს ტანს, ისე. თან მოთენთილი
ვარ, ვერცა ვჯდები, ვდგავარ და ლამის ვირწევი. დავჯდები და ამტკივდება, სადღაც შიგნით, ფეხებს
შორის. ცალკე კიდე ეს გადაყვლეფილი ბაყვები მეწვის. თურმე, რა ადვილი ყოფილა, ეთერ, ყველაფერი,
რა უბრალო, არაფერი, წამის სიამოვნება! რო იყო, ვერც დაიჯერებ. მარა რო იყო, ახლა ის გაჯერებს, აქ
რო ზიხარ, სუ ყრუდ გტკივა ეგ ბოქვენი. ახლა, ეგეც აღარ მეტკინოს? სისხლიც ხო მერე მქონდა, ცოტა,
ისიც მოფსმისას? თურმე მართლა ეგრე რო არი, ხედავ? სხვა რა თქვა ნენომ? ის ახალგაზრდა გინეკო-
ლოგი რო იყო, განაწილებით, მთის რეგიონია და მეტს უხდიანო, რო ამბობდნენ, იმიტო მოვიდა ამ მი-
ვარდნილშიო და თურმე, ცოლს რო იყო გამოქცეული, მერე აქედანაც რო გააქციეს, ისიც ეგრე იძახდა
თურმე. ნენომ ეგრე თქვა. თურმე, ვიღაცა დააყენეს თავზე, ახალი პატარძალი, საწოლიდან წამოგდე-
ბული, გაგვისინჯე და დაამტკიცე ამის პატიოსნებაო. რო გაგიჟდა თურმე საწყალი, ხალხო, რას მეუბნე-
ბით, ზოგი ქალი ისეა, ზოგი ასე, ზოგს სუ არ აქ სისხლიო და იქნება აპკიც არა აქ ზოგიერთს სულო, დე-
დამთილმა რო უთხრა, იმ ცოდვა პატარძლის, ნენო სუ სიცილ-ხარხარით ჰყვებოდა, მარა მაშინ კი მო-
მეკუმშა ეს გული, ცალკე იმ გოგოზე, საცოდავზე, ცალკე იმაზე, ამხელა ქალი ვარ და თურმე, ეს აპკი-
სისხლი რო არ ვიცოდი. ან საიდან უნდა მცოდნოდა? ზღაპრები მესმოდა მთელი ცხოვრება აპკზეც და
კაცზეც!
აგე, ხო გამომადგა გინეკოლოგის ამბავი და ნენოს მოწოდებული ნათელი ცოდნა! ლამის სიმწრის სი-
ცილი ამივარდეს. თურმე მეც ის ვარ, უსისხლო, ხალხო! თითქმის უსისხლო. უსისხლო შეიძლება ბებე-
რიც იყო. და რო არ მტკენია? ან მაგის მეტი რამე მესმოდა? რო აი, ისე გეტკინება, ასე გეტკინება... და
თუ არ გეტკინება რაღაცა ვერ გაქ ნორმაში, თურმე. კაი, ჯანდაბას ჩემი ნორმა ეს არი ანუ, მარა იმ წუ-
თებში არც სისხლი რო არ მახსოვდა და არც ტკივილი? სისხლი და ტკივილი კი არა, არც გამიჩერებია
ვაჟბატონი. არ შემიჩერებია არც ერთი წამი! ტუჩი ტუჩს მივუგებე, ტანი ტანს და მუტელი ყლეს. არა,
ხო შემეძლო გამეჩერებინა? მარა რანაირად გამეჩერებინა, პირველმა გავიწიე. ხო, გავიწიე! გავიწიე და
გავიწიე! ადამიანი მინდოდა მეგრძნო, უფალო! ადამიანი მინდოდა მეგრძნო რამენაირად და ეს გამოვი-
და. და რა ვქნა ახლა?! კი, გავიწიე, მარა მე გულში ჩაკვრა მინდოდა, დამშვიდება მინდოდა და მოფერე-
ბა, დაწყნარება მინდოდა, სულის ამოთქმა. იმის მოსმენა მინდოდა, რო აი, რა კარგია, ეთერ, ქალო, რო
არ მოკვდი! რო არ დაიხრჩვე, ცოცხალი რო ხარ, აგერ ჩემთან ხარ, გულში ჩაკრული! ხო, არ შევწინააღ-
მდეგებივარ ერთი წამითაც, მარა ახლა რაღა ვქნა? მეც მინდოდა, ესე იგი ეგ გულში ჩაკვრა. მეტიც მინ-
დოდა! ჩემ ტანს უნდოდა! და ტანს რაც უნდა, იმას რას უზამ? რომც მოინდომო, ვერ შეაჩერებ. თან

13 მკითხველთა ლიგა
როგორი ვიყავი, მეხი დამეცეს! გეგონება კაი გამოცდილი, ისე ვიქცეოდი! მარა ახლა როგორ ვარ, ეგაა
საქმე! ნირი რო მაქ წამხდარი, არც გულში ჩაკვრა რო არ მინდა, არც ჩაკონება. არც თავზე მინდა ხე-
ლის გადასმა, ისე მაქ თავი გამოფშუტული. ორი საათი მკვდარივით მეძინა, თითქოს უკუნში. მაშინვე
გავითიშე, სახლში რო მივედი, მარა როგორც დავწექი, ისე ავდექი, ფშუტე თავით და მძიმე ტანით. ცო-
ტა მივიბან-მოვიბანე გამოსვლამდე, კაცის სუნის მოშორება კი დამენანა. უცხო სუნი მქონდა ტანზეც,
იმისი. ტანზეც და იქაც. უფრო მისი და ჩემი სუნის ნარევი მქონდა, მარა მისი სუნი მძაფრი კი იყო.
შემოდიან ამ მაღაზიაში ვიღაცა უცხოები, ზაფხულია და უცხოს რა დალევს. ერთნაირები, ერთმანე-
თისგან ვერც გაარჩევ, ქალიან-კაციანად. ზაფხულობით ჩამოთრეულები. შემოდიან და ამ სიცხეშიც
ისეთი გონორი აქვთ, ისე იფხორებიან, გეგონება, სცენაზე იდგნენ და ათასი თვალი იყოს მათი მაცქერა-
ლი. ისე ზემოდან იყურებიან, გეგონება, ამათ მაგივრად აგერ, გუშინ-გუშინწინ ჩემი უმაქნისი წინაპარი
შეესია ბზიკივით თბილისს. გეგონება, მე ვიყავი წყალწაღებული, უნიჭო და უხეირო ძირის პატრონი,
ქლესა და ტრაკში მოძრომიალე. თორე ჩემი წინაპარი მშრომელიც იყო და ფეხმოდგმულიც, თავისი მი-
წის მოყვარეც და პატივმცემელიც. აგერ, მამაჩემი ბოლომდე ჩიჩქნიდა მიწას. მიწას ჩიჩქნიდა კი არა,
იქვე მოკვდა კაცი ბოსტანში და მაინც ესენი რო არიან ყველაზე კარგი დედამიწაზე, ეს უხარისხო პარა-
ზიტები. სიმწრით ნასესხები ფულით იყირავებენ ერთი თვე ამ მოკუჭულ ქალაქში, ზლაზვნით შემოვ-
ლენ, რამეს იყიდიან ორლარიანს და თითქოს დიდი პატივი დაგდეს, ისე დაგტოვებენ ბუმბულაყრილე-
ბი.
მარა ახლა ისე ცხელა, თითქოს ამათაც ზეზე ძინავთ, კიდე უფრო გაწელილად ლაპარაკობენ და მეც
ასე ვარ, ფეხზე ვდგავარ და ლამის მეც ვიწელები, მგონია, მართლა წნევა მაქ. თან მგონია, რო მწყურია
და შიგადაშიგ მყიდველსა და მყიდველს შორის მამიდაჩემის ხმა მესმის ყურში ზარივით. წლები არ
მქონია მისი ხმა ყურში, არც ყურში და არც თავში: ოჯახს ცუდი არაფერი აკადრო, გოგო, მამა და ძმა
გყავს! ჩემი ძმაც და მამაც მიწაში წვანან, ჩემო ქეთევან! შენც მიწაში ხარ, დიდი ხანია მატლი გჭამს,
მადლობა უფალს! ამხელა ქალი ვარ, ახლა ყველამ თავი დამანებეთ! ჩემი ცხოვრების მე ვიცი. მე ცოც-
ხალი ვარ, თქვენ კიდე მკვდრები!
თან ვფიქრობ, რო არაა საშიში. არაფერია საშიში. დაინახეს და დაინახეს დილით შემოსული. დის-
ტრიბუტორი მივიდა მაღაზიაში, მერე რა? სხვა ხო არაფერი? ან იმ თავსხმაში თვალს ვინ მოკრავდა?
ნახეს და ნახეს! და თუ ვერ ნახეს კიდე, ძალიან კარგი! შემოვიდა ხო? როგორც შემოვიდა, ისე წავიდა!
დიდხანს არ გაჩერებულა, არც არაფერი, თუ სუ ცოტათი დიდხანს გაჩერდა, წვიმა იყო და აგერ, იდგა
კართან, იცდიდა. ქოლგა ხო არ გაქ, ეთეროო, მუდარით მკითხა. მე კი მაქ ქოლგა, მარა სახლში დამრჩა,
აქ წვიმამდე მოვედი-მეთქი, ასე ვუთხარი. ხოდა, იდგა, იდგა, იცადა, იცადა და რო არ გადაიღო, წავალ,
წავალ, მეჩქარებაო. ჰოდა, წავიდა. ჩემ გარდა მილიონ მაღაზიაში იყო შესასვლელი და მერე წასასვლე-
ლი სულაც თერჯოლაში! ჰო, ეგრე იყო! ჰო, წვიმა იყო, წვიმა კი არა, ცა მიწაზე ჩამოდიოდა! არა, არა-
ფერია საშიში. არაფერია. არც საეჭვოა რამე არანაირად. მარა მაინც რამდენი რამე მოხდა ამ ერთ
დღეს! სიკვდილიც მოხდა, სიცოცხლეც მოხდა! მართლა ერთი წამის როგორ არი ეს ყველაფერი? აგე,
ყურში თითქოს რიონის შუილიც მესმის, მართლა წნევა მაქ, ასე მგონია. ნენოსთან გადავალ, გავაზომ-
ვინო. იქნება და, ცოტა ხანს გავძლო, მერე სუ დავკეტავ ამ მაღაზიას, დავწვები და ისევ დავიძინებ,
მკვდრის ძილით დავიძინებ და გამოძინებულზე ვიფიქრებ, რა და როგორ ვქნა. არა, მართლა როგორ
გადავრჩი? იმ ეკალმა და ბარდმა გადამარჩინა, იმ გამოჩრილმა ფესვმა, რაღაცამ. ყოჩაღ შენ, ქალო!
ისე, ამხელა ტანის ამოთრევა როგორ შევძელი?! ოთხმოცდათხუთმეტი კილო, რა, მსუბუქია? მარა სი-
ცოცხლე ტკბილია, რას არ გააკეთებ მისი გულისთვის. ან რამ გამიფუჩეჩა თავი ისე, რამ დამახარბა ამ
მაყვალზე, რო ღრანტსა და მეწყერს არ მოვერიდე და ლამის რიონს მივეცი თავი? არადა, ამ რიონის ხო
სუ მეშინოდა? ხო სუ გვაშინებდნენ ამ შავი რივნით? ახლოს არ მიხვიდე, მიწას გამოგაცლის, დიდხანს

14 მკითხველთა ლიგა
არ უყურო, თვალს მოგტაცებს, თვალს მოგტაცებს და შენით ჩავარდები, შენით მიცემ თავს მის შლამი-
ან ტალღას. სუ შავი არი მართლა, მორევივით. მარტო ნოემბერში არ არი შავი. მზიან ნოემბერში ისე
არი, სუ ზურმუხტივით. თან მშვიდი არი. გეგონება, მის ადგილას სხვა მდინარე მოედინება. ისე სუფთაც
ჩანს, გეგონება, ნახევარი ქვეყნის უბორნია ზედ არა ქონდეს მიშვებული. რანაირი არი მაინც ნოემბერ-
ში. გინდა იდგე და უყურო, ისეთია. მაშინ არაა საშიში, ლამაზია, მარა მაინც ხო ყველას გვეშინია? თუ
ვინმე დიდი მოცურავე არი, მაინც რიდი აქ, ანდა ვიღა ცურავს ტურტლიან წყალში? ცურავს კი არა,
არცა ხტება, თავსაც არ იკლავს. თოკზე დაეკიდებიან, ეგაა ყველაზე ადვილი თავის მოსაკლავად. სა-
უკუნეში ერთხელ თუ ვინმე გადავარდება, აგე, ჩემსავით და მერე გამორიყულ მკვდარზე თუ ილაპარა-
კებენ ორი-სამი დღე, ეგაა, მორჩა. რანაირი მკვდარი იყო, რა ფერის, რამდენზე შეჭმული, ღვთის ნება
როა ყველაფერი, შენი კალთა რო უნდა დაგვაფარო, ღვთისმშობელო, ეგ იქნება სალაპარაკო. არა, მარ-
თლა როგორ გადავრჩი, ღმერთო! ღმერთი ხარ თუ ვინცა ხარ მანდ, რაც ხარ, სადაც ხარ! ჩემო იღბალო,
ჩემო ბედისწერავ! წყალში გადავარდნილი მკვდარი ვიქნებოდი და ნეტა, სად ნაპოვნი? ან ამ ჭალას რა
დამართეს ასეთი უკუღმართი. უდაბნოდ აქციეს და ჩაშლილ მიწად. ხო თვალწინ გვეცლება, ჭამს და
ჭამს რიონი, მარა ხელს ვინ ანძრევს? თვალს არიდებენ მარტო. ასე იქნება, სანამ სახლამდე არ მის-
წვდებათ შავი მორევი, სანამ მაგათ შვილებს არ წაიღებს, თორე ერთი მარტოხელა ქალის წყალში გა-
დავარდნა რა არი? არც არაფერი. ნაცარიც რო არავისი ხარ, ვინმემ დაგიტიროს. ამათთვის კიდე მთა-
ვარია, დაჩუტული ყვერები ქონდეთ თბილად შარვალსა და ანაფორაში, მუცელი ქონდეთ ამოყორილი,
თავის ტანკივით მანქანებზე გადაჯდნენ გასიებული, ორი ფეხის გადადგმა ნაბიჯი იმ მანქანებით გა-
იგელვონ ამ ერთ გადაფსმა ქალაქში და მერე ჰაერში მძიმე სუნი დატოვონ, თავისი მანქანის და მუც-
ლის ნაბოლქვის!
ეგ კაი, მარა მერე რაც ვქენი, ეგ რა იყო? რა გავაკეთე? ხო მე გავიწიე მისკენ პირველი? მე გავიწიე.
ტანმა გამწია. მარა სუ ასე ვიყავი. სუ პატარა ბავშვობიდან ასე ვიყავი. ტანი ცალკე გამირბოდა და თა-
ვი ცალკე. ახლა რაღა ვქნა? საფეთქლებში უფრო მიჭერს და ხურდას რო ვუბრუნებ ვიღაცა უცხო,
ტუჩდაბერილ თევზს, ტელეფონი მიბზუის და აგე, მისი ნომერიც მოჩანს, მესიჯი, ბატონო, ბოლოში
ორი ცხრიანით, ეგაა, ვაჟბატონი. სანამ ის თევზი ზოზინით გაეთრევა მაღაზიიდან, მანამდე მესიჯს
ჩავჩერებივარ. ორი სიტყვა დაუწერია: ჩემო ეთერო?აი, დებილი! რო გაჩერჩეტდებიან ამხელა კაცები!
კაცის გაშტერებამ ასაკი არ იცის. მარა კაი, ეს კაცია და მე რაღა ვქნა? უფრო მიჭერს საფეთქელში, ახ-
ლა მე რა ვქნა??? არა, მაინც საიდან შემეყარა ეს კაცი, ეს ტვინგაბნეული. პირველი დანახვიდან რო
მახსოვს. თავისი ბიჭი შეცვალა, თავისი შვილი. მაგიტომ დამამახსოვრდა. კარგი ბიჭი იყო ის ბიჭი, პა-
ტიოსანი, შეუწუხებელი. მერე ეს მოვიდა. ეს მოვიდა და დამამახსოვრდა. დისტრიბუტორები უფრო ბი-
ჭები იყვნენ, ახალგაზრდები. კი, უკვე ცოლიანები, უკვე წელში გაწყვეტილები, იქით ცოლ-შვილითა და
აქეთ ბანკის სესხებით, მარა ახალგაზრდები. ცოტა ჯერ მაინც ცანცარები, მაინც მხიარულები. მარა ეს
წესიერი ბიჭი იყო, არ ცანცარებდა. წელგადაწყვეტილი იყო უკვე. აბა, ესპანეთში მშენებლობაზე რამ
გააქცია? თან არალეგალად, ასე არა თქვეს? ჰოდა, ამან, მე ჩემი შვილის შემცვლელი ვარო, შემომცინა.
ყურებიც რო გაუწითლდა თან. კი ჰგავდნენ, ისე, ერთმანეთს, ორივე წვრილი იყო და თავზე თმიანი, ნი-
ჩაბივით ჰქონდათ ორივეს ხელები. მეორე მოსვლაზე თან მიყურებდა, თან კიდე ვერა. ცისანა იყო მაშინ
ჩემთან და ეს ვინააო, მკითხა. ვინაა და ახალი დისტრიბუტორი-მეთქი და უი, გოგო, ხო, იმ ბიჭის მამაა-
ო, თერჯოლელის, ბაბუაა შვილიშვილებისო, წესიერი კაცია ესაო. მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე, მაგის
ბაბუობა რო აღარ გეთქვა-თქო, კი გავიფიქრე, მარა მერე, რომელიღაცა მოსვლაზე, როგორ მოეწყო ეს-
პანეთში შენი ბიჭი-თქო, აქეთ მე ვკითხე. ან რამ მომიყვანა ლაპარაკის ხალისზე, სუ დამუნჯებული რო
ვარ და, კარგად, კარგადო, დარცხვენილმა შემომცინა და მერე იმ თავის ფანრიან ნოკიაზე, ზუსტად
ჩემნაირზე, ორი გაქოჩრილი ღლაპის ფოტო მანახვა, სუ უხარისხო. მარა ის გაქოჩრილი თავები და

15 მკითხველთა ლიგა
პარტყუნა ყურები მაინც კარგად უჩანდათ. მამის და ბაბუის, საგვარეულო. აგე, ჩემი შვილიშვილები,
ტყუპებიო, რა ბიჭები არიან, აბა ნახეო. რა ვიცი, ერთი ყურებიანი, დიდთვალება ბავშვები იყვნენ, მარა
ყველას თავისი უყვარს და უხარია, შენი ჭირიმე. დაქაჩული, დიდი თვალები, ალბათ, ქალების ჰქონ-
დათ, ან ბებიის, ან დედის, მარა ეგ არ იყო ჩემი საქმე. ეგ რა ჩემი საქმე იყო? არანაირი. ხო მანახვებდა
იმ ღლაპებს და მე კიდე თითქოს ტანი მეუბნებოდა, რო ახლა ამას ჩემთან ახლოს დგომა უნდა და იმი-
ტომ მიტრიალებს ამ ტელეფონს ცხვირწინ-მეთქი. მე რო ტანი მეუბნება, ეგრე არი. მე ტანი რასაც მე-
უბნება, ეგაა სიმართლე! მარა იმ ღრანტისკენ რო მივიწევდი მაყვლის საკრეფად, მაშინ რატო არაფერი
მითხრა ამ ტანმა, ერთი? მარა ჩვენი ტანები რო გაიწევდა ერთმანეთისკენ, ეგ ხო მანიშნა? მისი ტანი ხო
მაპოვნინა მაშინვე, იქვე? აბა, ბებერ კაცებს არაფერი შეუძლიათო? არა, ბებერი კაცი რატოა? რამდე-
ნის ვარო, რა მითხრა ერთხელ? ორმოცდათხუთმეტი წლისა ვარო. ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი რა
ბებერია? მაინც არაა ბებერი, გინდა შვილიშვილიც ყავდეს. ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი თუ ბებე-
რია, მაშინ მეც ბებერი ვარ, ეგრე გამოდის. მარა მე კაი შენახული ქალი ვარ, რატო ვარ ბებერი? ქმარს
არ გამოვუჭამივარ და შვილს და კაი შენახული რატო ვერ ვიქნები? ის ვერაა მთლად კაი შენახული.
ნაოჭები აქ სახეზე, თვალებთან. კი, კაცური, მარა მაინც ხო აქ ის ნაოჭები? მარა თმა რო აქ, ეგ აძლევს
ბიჭურ იერს. კიდე, გამხდარი როა. აბა, მელოტი იყოს, გასიებული? არა, არ არი ბებერი და არც მე ვარ
ბებერი, მარა გვაბებრებენ. ყველა ბებერია ამ ქვეყანაში ოცი წლის მერე. მარა არ არი ეგრე. გული რო-
გორ გაქ, მაგაზე არი. გულია მთავარი. კაი გულის კაცია ეს, არაა ცუდი. ნეტა რას იზამდა, რიონს რო
დავეხრჩვე? რო მოვიდოდა დაკეტილ მაღაზიასთან, ეტყოდნენ, დაიხრჩო ეთერი, ბატონო, რიონმა წა-
იღოო. მოიბუზებოდა, გული მოეკუმშებოდა, ჩაუწყდებოდა. ახლა მეც რო მეკუმშება გული? არადა, რა
გახარებული შემოდის ხოლმე მაღაზიაში, სახე სუ უცინის, სუ უნათებს. გეგონება, ფხვნილი და საპონი
კი არა, ოქრო მოჰქონდეს, იაგუნდი და თვალ-მარგალიტი. მარა ჩემი დანახვა ხო უხარია. ხო უხარია?
მეც მიხარია, მარა არ ვიმჩნევ, ან რატო უნდა მემჩნეოდეს, რატო შევიმჩნიო? ახლა ის მიდგება თვალ-
წინ, ძუძუებს როგორ მილოკავს. არა, ეს რანაირად მოხდა, რანაირად გავაკეთე? რანაირად ვენდე ამ
უცხო კაცს? რანაირად მომინდა ასე? რა დროს ეს იყო? აბა დრელიო, ეთოს და მისნაირებს, შინაბერებს
და ქალიშვილებს აწი დრელი თუ გაბურღავსო, თურმე იმ პირამომპალმა ცისანას ქმარმა რო თქვა და
დანარჩენმა პირამომპალმა ცვედნებმა თურმე რო იცინეს, სუ არ ყოფილა დრელი საჭირო, ხედავ? ხო
ხედავ? ან რაის დრელი? ისე შემოსრიალდა და გასრიალდა, ვერაფერი გავიგე, არაფერი მტკენია. სი-
ამოვნება მქონდა, მეტი არაფერი. კაი, ხო, ახლა ცოტა მტკივა ბოქვენთან შიგნით და ცოტა კიდე სა-
ფეთქელში მირტყამს, წნევა მაქ, ეგაა, მარა აბა, რაის ტკივილი? აბა, ორმოცი წლის მერე აღარც ცხოვ-
რება არი და აღარც ტყნაურიო? ეგ რანაირად? მარა ბებერმა ფანდურზე დაკვრა ისწავლა, საიქიოში
გამომადგებაო, ეგრეა, მგონია, ჩემი საქმე! ეგრე მომივიდა, ეგრე მომდის და ახლა ეს წნევა თუ არ გავი-
ზომე, ნენოსთან თუ არ გავედი წნევის გასაზომად, უკან მომრჩება ყველაფერი, ყლეც და ზედ ფანდუ-
რიც! მაღაზიის დასაკეტად ვემზადები და ამ დროს, გაღმა უბნელი ნათელა, ეშმაკის ანასხლეტი, ვირუ-
სის ბაცილა შემოდის, ყველა სატანა ერთად უზის თვალებში, თან ვითომ რაღაცის ყიდვა უნდა ამ დამ-
პალს, თაროებს შორის დაეხეტება, ხან თმის საღებავს შეავლო ხელი, ხან სამართებელს და ვითომც
არაფერი, დახლებს იქიდან მომძახის ქვეშ-ქვეშ: რა ქენი, ქალო, მოხუფე მაყვალი?

***

მამაჩემის დროინდელ ვალერიანსა ვსვამ, ლამის ყელი ჩამიწვას. წნევა მქონია. მაღალი. ჩემთვის ძა-
ლიან მაღალიც. ნენომ რო გამიზომა, მერე კაპტოპრილიც მომცა. რა გჭირსო, კი მკითხა და მეც ვიფიქ-
რე, ახლა ვეტყვი, ქალო, რიონში კინაღამ ჩავვარდი, კინაღამ დავიხრჩვე, კინაღამ მოვკვდი-მეთქი, მარა

16 მკითხველთა ლიგა
დავიღალე-თქო, მარტო ეგ ვუთხარი. ზაფხულში ბევრი ხალხი როა, ამდენი შედი და გადი, ამდენი
მძღოლი და დისტრიბუტორი, ამდენი ფხვნილი და შამპუნი, ყელში მაქ, ეგ მღლის, აღარ შემიძლია-
მეთქი. მარა აღარც მოუსმენია, ფეხზე ძლივს იდგა თვითონაც. საავადმყოფოს ცვლიდან იყო ახალი მო-
სული, თვალები ქონდა ჩაშავებული. ორ ინფარქტიანს და ერთ ჩხუბში დაჭრილს ვედექი მთელი ღამე
თავზეო. ეს ჩხუბში დაჭრილი ქუთაისიდან არი პოლიციას გამოქცეული და აგერ, აქამდე მოვიდა და
ჩვენთან, საავადმყოფოს კართან შესწუხებია გულიო. პოლიციას ჯერ ჩვენც არ ვუთხარით, მე რა ვიცი,
მთავარმა ექიმმა გადაწყვიტოს, რას იზამს, იმასაც თავში ქვა უხლიაო. მერე ქმარ-შვილმა გამოსძახა
სამზარეულოდან, საჭმელი ვეღარ ჩამოესხათ თეფშზე ამის გარეშე და მეც წამოვედი, ჩემ სიკვდილზე
სადარდებლად იქ ვისა სცხელოდა?
ეს ვალერიანის სუნი მამაჩემს მახსენებს, მამაჩემი კიდე – ყველა მკვდარს, მარა ამის დრო ახლა არ
არი. თან კიდე ვხვდები, რო მშია, მთელი დღე ლუკმა პირში არ ჩამიდევს. ყველს და პურს ვჭამ და ერთი
სული მაქ, როდის მივეგდები. მეხი აღარ არი, მარა ქარია და კიდე თავსხმას აპირებს. ორი ნაბიჯი კია
ჩემი სახლიდან მაღაზიამდე, მარა კაია, ახლა მაინც რო გამოვასწარი, დროზე ადრე დავკეტე იქაურო-
ბა. ზაფხულის გუგუნიც აღარ ისმის, მარტო წვიმა და ქარია გარეთ, ყველა სახლშია შეყუჟული. არც
ბაყაყის ყიყინი ისმის, არც ტელევიზორის ხმა მოდის მეზობლებისგან, არც მანქანა მიდი-მოდის არსად,
გგონია, ზაფხული სუ აღარ არი. ოთახიდან ოთახში დავდივარ და ფანჯრებს საგულდაგულოდ ვკეტავ,
ქარმა შემოვარდნა იცის. მიწის სუნი დგას, ნესტის. კიდე ძალიან იწვიმებს, ასე მგონია.
კაი ხანია ჩამობნელდა და ახლა რო დავიძინებ, მკვდარივით დავიძინებ, არც კი გავტოკდები. ხვალ
დილით ჩიტივით ვიქნები, ხვალ დილით დავილაგებ თავში ყველაფერს. ხვალ დილით თვიურიც მოვა,
გავთავისუფლდები. ეს ჩერჩეტი კაციც აღარ ჩანს, არც მიპასუხია და მივახვედრე ალბათ, რო ასე ჯობს,
მესიჯობა და ცანცარი საჭირო არ არი. არცერთს არ გვცალია, არ ვართ მოცლილი. იმას კიდე ცალკე
ცოლი, ცალკე შვილი და ცალკე შვილიშვილი. თავის თავს მიხედოს. მე თუ წავეტანე, წავეტანე, რა ვქნა
ახლა, რა გავაკეთო? ხდება ხანდახან. არც უარვყოფ, ვინ უარყოფს, რო პირველი მე გავიწიე? ჩემს ტანს
სიცოცხლე უნდა, სიცოცხლე სწყურია! ისე შეეშინდა იმ ღრანტში ჩავარდნის, რო ასე მიპასუხა, კაცს
წაეტანა. ჰო, რა ვქნა ახლა?! ეგ არაფერი! ვერავინ გაიგებს ვერაფერს და მორჩება ყველაფერი. ის თავის
ტყავში დაეტევა და მე ჩემსაში. ასე აჯობებს ყველასთვის, იმისთვის, ჩემთვის. არაა ეს ცუდი კაცი, არც
ცხოვრების ამრევია, ცოტა საწყალიც კი გეგონება. თუ ვეტყვი და გავაგებინებ, რო საკუთარ ტყავში
დარჩენა გვიჯობს, მერე კალაპოტში ჩადგება ყველაფერი. უცხო კაცი როა, იმიტომ გამწია მისკენ სხე-
ულმა. აქაურს არ ვიზამდი, აქაურს, აბა, როგორ ვიზამდი?! ცოცხალმკვდარიც რო გადავერჩინე, სუ რო
სიცოცხლე ეჩუქებინა! მე ჩემი გალავანი მაქ, ჩემით ხელდახელ აშენებული. ვერავინ შემოვა, თუ მე არ
ვქენი. აეგრე! ჩაი კი მინდა ამ ყველთან და პურთან ერთად, მარა ჩაიდნის დადგმა მეზარება და ისევ
ჯობია, წყალი მივაყოლო.
პატიოსანი ქალი ხო ვარ ამათ თვალში, გაუთხოვარი, კაცის არმიმკარებელი. ასე დავრჩები, ასეც უნ-
და იყოს. მე თუ ჩემი დაგეგმილი, მშვიდი სიბერე მინდა, ეგეთიც უნდა იყოს ჩემი სიბერე. ვერა, ვერ გა-
იგებენ ვერც ვერაფერს! ფრთხილად ვიქნები იმასთანაც, ამ სვავებთანაც. იმას ვეტყვი, რო ხანდახან
ხდება, მერე რა, ახლა მშვიდობით დავიშალოთ. ისიც, თუ პატიოსანი კაცია, გაიგებს, მიხვდება. იმას
თავისი ტკივილი შეაწუხებს, ცოლი, შვილი, ზედ კიდე შვილიშვილი. თავის მოწონება და მატრაბაზობა
არ უნდა დაიწყოს, სიტყვა არ წასცდეს, ამას გავაფრთხილებ. არ დამიჯერებს და კაი ჩიტსაც დაიჭერს
ბიჭი! თუ არ იქნება ისე, როგორც მე მინდა, მოვიფრიალებ! ეგ შტერი კაცი! თურმე რანაირი კოცნა
სცოდნია? ან რანაირად იყო, მოტყნაურე, თავდადებული! გახსენებაა და ამეძაგრება ახლა ეს ტანი, მა-
რა ამის დრო არი?! მერე აღარ დამეძინება, ამომვარდება გული საგულიდან. რო ვერ მოვასწარი, თვა-
ლი შემევლო, რანაირი ბიჭია ეს ვაჟბატონი. ამას ყლეც არ აქ ნანახიო, რეებსა ვყვებითო, ცისანა რო გა-

17 მკითხველთა ლიგა
დაბჟირდებოდა ჩემზე, გამომთვრალი. ყლე კი მქონდა ნანახი, რამდენიც გინდა! ჩემი სტუდენტობის
დროს იმ მიგდებულ პარკში რო უნდა გამეარა და გამომეარა, თითქმის ყოველდღე, მნძრეველი კაცის
მეტი, აბა, იქ რა იყო? მარა ხმას არ ვიღებდი. ბარემ ყლით მეცნო ყველა მნძრეველი. ფუ! ფუ, რა ზიზღი
მქონდა, რა გულისრევა! არც მეშინოდა, არაფერი, ზიზღი მქონდა და გულისრევა! დაკიდებული, მომ-
ჩვარული ხორცის ვის ეშინია? ვის ეშინია ინდაურის ჩიჩახვის, ერთი მითხარი?! თვალწინ რო დამიდგე-
ბოდა, ვეღარცა ვჭამდი! ნეტა ამას როგორი ქონდა? დაკიდებული ამასაც ექნებოდა ჩიჩახვივით, რატო-
მაც არა? მარა ქალებს ის სიცხე და სიმაგრე აგიჟებს, ეტყობა, მეც რო გამაგიჟა. აბა, ჩიჩახვში რა სიამეა,
რა სილამაზე?
აჰა, მოდის უკვე თქეში და ლამისაა, მთელი სახლი ამიჭრიალდეს. ჩემი ძველი ხის სახლი, ჩემი სავა-
ნე. რამდენჯერ ვიფიქრე გარემონტება. გადავიფიქრე. ხის როა, მე ის მიყვარს, თავის სუნი აქ. რო ჭრია-
ლებს, ეგეც მიყვარს და ღამით მწერი რო ღრღნის, ეგეც მამშვიდებს. ეგ მწერი რო ღრღნის, ასე მგონია,
მე თვითონა ვარ მარადისობა, სუ ვიქნები, კარგად ვიქნები. რვა წლის ვიყავი, ეგრე რო ღრღნიდა და
ორმოცდარვის ვარ და კიდე ეგრე ღრღნის. დილით ხანდახან მტვერს დამიტოვებს. ოქროსფერია, ნამქე-
რივით, მარა ეგ მტვერიც მსიამოვნებს. ბავშვობაში ხელს გავურევდი ხოლმე შიგნით, ისეთი რბილი და
სრიალა იყო. მერე ჩემი პატარა ხელის ანაბეჭდით ვერთობოდი, ვმხიარულობდი. ხელს ახლაც ჩავყოფ
ხოლმე, მარა მერე სველი ტილოთი მივდგები, გადავწმენდავ.
აგე, ჩემი საწოლიც, მივეგდები ახლა და დავიძინებ. ზაფხულში რო ერთ ფანჯარასთან მივდგამ, ზამ-
თარში მეორესთან გადავდგამ და სუ ტკბილად მძინავს. როგორც ძუძუს გოჭს, ისე მძინავს. აქედან ხო
კაკლის ხე მოჩანს, ზაფხულის ფანჯრიდან, იმის ფოთლებში უკეთესად ისმის ქარი და წვიმა. მეხი კია
საშიში, მარა ხეს თუ დაეცა, არ დამეცემა, მაინც მშვიდად ვარ. კარგად მეძინება მის შრიალშიც, წვიმა-
შიც, მეხშიც და ქარიშხალშიც. ზამთარში კიდე მეორე მხარეს გადავაჩოჩებ, ეგაა ჩემი ზამთრის ფანჯა-
რა და იმ ფანჯრიდან ნენოს სახლი ჩანს, სახლი კი არა, უფრო სახურავი, კრამიტიანი, ზედ საკვამუ-
რით. დომნას ქონდა ასეთი კრამიტი, იმის ყურება სუ მიხარია. სახლიც რო ჭრიალებს ქარის ქროლისას,
ეგეც მსიამოვნებს. ზედა სართული ჭრიალებს და ისე ჭრიალებს, გეგონება, ვიღაცა დადის. გეგონება, მა-
მაჩემია. გეგონება, მისი ნაბიჯია, ფრთხილი, მოზომილი. ჩემი ძმისა არ არი, ეგ ზუსტად ვიცი. ეგ მძიმედ
დადიოდა, ფართო ნაბიჯებით. ეგ მამაჩემი დადის ზედა სართულზე. იქნება და, დედაჩემიც დადის ხან-
დახან. მარა დედაჩემის ნაბიჯს მე ვერ ვცნობ. ალბათ, ჩემი ნაბიჯებია დედაჩემის ნაბიჯები.

18 მკითხველთა ლიგა
3

რო მომივა, უფრო მეტი მძინავს და სახე მაქ სუ დასივებული. მე იმას ვფიქრობ, რო აღარ მექნება, რა
თავისუფალი ვიქნები, სუ გათავისუფლებული. ერთი-ორი წელი კიდე, მერე ალბათ ამერევა და მერე
შემიწყდება. ნენომ ასე თქვა, ასე არიო. ახლა ეს ამას ექიმებისგან ესმის, თორე თვითონ რა იცის, ერთი
ექთანია, ცარიელთავა. ნემსსაც ისე მწარედ აკეთებს, ცრემლს დაგაღვრევინებს. ცისანამაც, ეგრე არიო,
აგერევა და მერეო, უცებ არ იცის შეწყვეტაო, შეწყვეტა კი არა, პირიქით, შეიძლება დენაც გქონდესო.
პროფესორები. წყალწყალა ყავას ვსვამდით ამ გაზაფხულზე ცისანასთან, რაღაცა გაზეპილ, მორჩენილ
ტორტზე, მის ბიჭს ქონდა წინა დღეს დაბადების დღე. სალაპარაკო აღარაფერი იყო და დედამთილები
გაიხსენეს. რო, აი, ჩემი ხო ალქაჯი იყო, კლიმაქსიანიო, ნენომ, ჩემიც ალქაჯი და კლიმაქსიანიო, ცისა-
ნამ, ალი რო დაუვლიდა, ფანჯრებს დააღებდა, გამოგვყინავდა სუყველას, მე ფეხმძიმე ვიყავი და შარ-
დის ბუშტის ანთება მაგის ღია ფანჯარამ დამმართა, კინაღამ მოვკვდიო. ნენომ კიდე, გველმა, ჰა, გოგო,
ცოტაც და აგერ, ჩვენ ეთოს დაუვლის კაი ლამაზი, ცხელი ალებიო და აჭიხვინდნენ ორივე. ერთიც ათი
წლითაა ჩემზე უმცროსი და მეორეც, ორივე უფრო ახალგაზრდები, მარა ერთად რო ვიდგეთ, ტოლებად
ვჩანვართ და მე კიდე ამათზე უმცროსად შეიძლება მიმიღოს ვინმემ. ეთო, შენ რო გამხდარი იყო,
მთლად გოგო იქნებოდიო, შორენამ, ერთხელ, მაღაზიაში შემოსულმა შემომცინა, ვითომ ჰკითხავდა
ვინმე რამეს, მარა ეგ ხო ეგრეა, ყველაფერზე კომენტარი უნდა გააკეთოს, თავისი აზრი გამოთქვას. რა-
ღაცა უფროსი მასწავლებლის სტატუსი პირველმა აიღო რაიონში და დაგვაჭამა იმის მერე ყურები, ინ-
ტელიგენცია ვარო, ქალაქის ტვინი ვარ და ხერხემალიო, აი, აქეთ ვაჟა-ფშაველა და იქეთ რუსთველიო,
კიდე რაღაცა სახელები, ცოცხლების, უცხო, ვერ დავიმახსოვრე. აი, როგორი ტანნარნარა ქალი უნდა
იყო შენო, როგორები იყვნენ შენი ძმა და მამაშენი, ალვის ხესავით აშხვართულები, აბა დედაშენი მე
არ მახსოვსო. რანაირად ემახსოვრებოდა დედაჩემი, სამი წლითაა ჩემზე უფროსი. ის კი მინდოდა მეთ-
ქვა, მამიდაჩემი რატო დაივიწყე, ეგ ხო გახსოვს-თქო, მარა ხმა არ ამომიღია, თავი არ მქონდა. ეგ ტრა-
კი როგორ გაისივეო, ზარბაზანივით და მანდ კი ავფეთქდი. თუ გავისივე, ლამაზად გავისივე-მეთქი, ეგ-
რე ვუთხარი, მოვაკეტვინე. თვითონ ტრაკჩავარდნილი ქალია ერთი, არამკითხე მოამბე. ღარიბი კაცის
მოსაკითხივით ჰკიდია ის უკანალი. ან, ნეტა, რატო არ ვიქნები ამათზე ლამაზად, შვილი მე არა მჭამს
და ქმარი, თავში ჭაღარა მე არ მაქ, პირში ყველა კბილი მიელავს და ძუძუ არა მაქ ჩამოწელილი. კი
დამიმძიმდა, მარა არ დამწელვია, არა მკიდია. ამათი ტანები კიდე სუ მოშლილია გარმონივით შვი-
ლოსნობისგან, ჩამორღვეული. მარა მაგას ვერ ეტყვი. ეტყვი და იუკადრისებს. მე დედა ვარო, თუ ტანი
აღარ მაქ და გარმონივით მაქ, ჩემ შვილს და მონაგარს შევწირე ჩემი წნელივით ტანიო, ან ეს რა სახსე-
ნებელი არი, შვილებს ვუზრდი სამშობლოსაო, მინდვრის თაგვივით არ ვარ დაგდებულიო. მინდვრის
თაგვი მე ვარ, რა თქმა უნდა. ამიტომ ისე ვშვრები, ხმას არ ვიღებ, მერე ეს რო არ ვათქმევინო, რო, აი
მინდვრის თაგვი ხარ, ეთო, მინდვრის თაგვი ვაძახებინო. მინდვრის თაგვი, ვიცი, რო ვარ და იქნება კი-
დეც მსიამოვნებს მინდვრის თაგვობა. ჩემ თავს თუ დავუძახებ, შე მინდვრის თაგვო-თქო, ეგ არაფერი,
მარა ამათ არ მინდა ვაძახებინო. რატო უნდა ვაძახებინო? თავისი ტილიანი შვილებით ისე გაგეფხორე-
ბიან, ისე უპირატესად გრძნობენ თავს, გეგონება, მართლა სამშობლოს ვაჟკაცს უზრდიდნენ. მაგათმა
მზემ! ცისანას ტლუ ბიჭს ნასკი ვერ ჩაუცვამს თავისით, დედამისმა უნდა მიაწოდოს ხელში, რო ჩაიც-
ვას.
კაი, დამივლის და დამივლის ეგ ალი, მერე რა-თქო, და მერე ისაო, ძაან არ გაგვიწუნკლდე მერეო, ცი-
სანამ. შენთან როდის მიწუნკლია, ქალო-თქო და ნენო დაეთანხმა, წუნკალი კი არა, სამართლიანია
ჩვენი ეთერი, და წუნკალიც კიდე იმასთან არი, ვინც იმსახურებსო. ნენომ იცის ხანდახან კაი თქმა, ცი-
სანაა უფრო ენაგამრუდებული. ალი ალად, მერე რა, კი გავუძლებ როგორმე, რამე უფრო უარესი არ

19 მკითხველთა ლიგა
მოჰქონდეს ამ კლიმაქსებს, მარა რა უნდა ჰქონდეს? რა უნდა იყოს ალზე უარესი? კლიმაქსიანი კაცი
იკლავს თავს, ქალი კი არა. მე ასე ვიცი. ქალს ერთი ალი დაუვლის და თვიური გაუშრება. მარა კაი რა
არი, იცი? მარტო რო ვარ, ჩემთვის განმარტოებული. დამივლის ალი და გავაღებ ფანჯარას, გადამივ-
ლის და დავკეტავ, დამივლის და გავაღებ, გინდა სახლში, გინდა კარში და გინდა მაღაზიაში, ჩემი ტე-
რიტორიაა სამივე. ვინ რას მეტყვის? კიდე თურმე გასუქება იცის და ბევრი ჭამაო, ცისანამ. ჩემი დედამ-
თილი რო მიგეშვა, ერთ ქვაბ ჩანახს შეჭამდაო. ამაზეც ხმა არ გავიღე, ასე მერჩივნა. ქალო, ჭამე ტორ-
ტიო, იქვე მითხრა, ჯერ ხო არ გაქ კლიმაქსი, ნუ გეშინია, არ გასივდებიო. დებილი ეგა. კლიმაქსის სუ
არ მეშინია, აი, ის გაზინტლული ტორტის ნარჩენი არ გადამდიოდა პირში. გასუქებაც არ იყო დიდი
თავსატეხი, მარა ამას როგორ ვიტყოდი. მაღაზიის მერე არეულ-დარეულ ჭამას მივეჩვიე, ერთ დღეს
აღარცერთი კაბა რო აღარ ჩამეტია, მერე სარკეში ჩახედვისაც შემეშინდა, ისე ვგავდი ქეთოს, მამიდა-
ჩემს. ჰოდა, ჩემ თავს შევუძახე, აბა-მეთქი, ეთერ, თუ არ გინდა, იმ საძულველ, ბოროტ ქალად იქცე, მა-
გას უყურო მთელი ცხოვრება სარკეში, ღორივით აღარ უნდა ჭამო-მეთქი. ჰოდა, ასე ვქენი, რო დილით
ჭამა დავიწყე, მაღაზიაში გასვლამდე. მანამდე დილით არა ვჭამდი და მერე მივასკდებოდი ღამით, ზო-
მა აღარ ვიცოდი და წონა, ყველაფერს ვჭამდი, რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს პირში ვიყრიდი.
ხანდახან ისე იყო, რო არ მშიოდა და მაინცა ვჭამდი. მერე ცუდადაც მეძინა, არც სიზმარი მქონდა და
არც მოსვენება. ერთხელაც, ქეთომ რო შემომხედა სარკიდან, მეთქი, მეტი ასე აღარ შეიძლება და ისე
ვქენი, რო დილით ჭამა დავიწყე. ვისაუზმებ და მერე პირველის ნახევრიდან პირველამდე გავდივარ
სახლში და მაშინა ვჭამ. მაგ დროს სწავლისას დიდი დასვენებაც მოლეულია და არც ბავშვი და არც დი-
დი, აღარავინ შემოვა მაღაზიაში. მერე ექვსის ნახევრიდან ექვსამდე გადავიპარები და ორივეჯერ წი-
ნასწარ გამზადებულს ვჭამ. წინასწარ გამზადებულს რა, ერთ ქვაბ სუპს სამი დღეცა ვჭამ, ხანდახან
ოთხიც, დასვენებული ვარ კეთებისგან ის სამი-ოთხი დღე. ჩემი წესი მაქ, სარგო კაბასავით მშვენივრად
მორგებული. ერთი ეგ არი, თერჯოლაში რო დავჯდები, იმ ლამაზ კაფეში, ორ დიდ ნაჭერ ნაპოლეონს
ჩავნთქავ, თან ისე, თვალს არ დავახამხამებ. მამიდაჩემის შვიდი ლანდი რო დამადგეს თავზე ერთდრო-
ულად, მაინცა ვჭამ და რძიან ყავას ზედ დავაყოლებ, ცხელს და ქაფქაფას. ძუძუებზე ნაფშვენები რო
დამეყრება, იმასაცა ვჭამ. მესამე ნაჭერს შევაფუთვინებ კიდე ლამაზად და სახლში მომაქ. რო მოვიტან,
სუ აზინტლულია, მარა მაგასაც ისე ვჭამ ჩაიზე, რო კიდევაც ვკვნესი სიამისაგან.

***

დღეს შაბათია, ბაზრის დღე, თან ზაფხული და შემიძლია სამ საათამდე არ გავაღო მაღაზია. დღეს
ყველა ბაზარშია ისედაც და მაღაზიაში მერე, ოთხი-ხუთი საათიდან იციან შემობორიალება. ბაზარში
თუ რამის ყიდვა დაავიწყდათ, ან ის მოვა, ან შუადღეზე გაღვიძებული, მჩატე ახალგაზრდა. მაგათ ხო
სამ და ოთხ საათამდე სძინავთ. ზაფხულია მაინც, ცხოვრება კიდე ისედაც მაგათია, ახალგაზრდების.
კაი ისაა, რო მეც ძაან კარგად შემიძლია დღეს საწოლში კოტრიალი. თან რა ქუდბედიანად დაემთხვა,
თან თვიური, თან შაბათი. მიდი, ეთერ, იკოტრიალე, ზედ საწოლში ჭამე, ერთხელ წაუძინე კიდევაც და
მერე იქნები სუ მთლად დასვენებული, ისე იქნები, როგორც ჩიტი გაზაფხულის დილაზე. ახლა ეს
მტვრის სუნი კი მაწუხებს ცოტა, სუ ცხვირში მცემს ჩემი სახლის მტვრის სუნი, ჩემ ოთახში დალექი-
ლის, ფენა-ფენად, ღრუბელივით. ამ ჩემ ოთახს თითქმის არ ვალაგებ, ტილოს მარტო მაშინ თუ გავუს-
ვამ, საწოლს რო გადავდგამ ერთი ფანჯრიდან მეორისაკენ. ისე კი სუ მტვრიანია აქაურობა, არეულ-
დარეული. აქ მაინც ვერავინ შემოყოფს ცხვირს და თუკი შემოყოფს, ეგეც ან ცისანა იქნება, ან კიდე ნე-
ნო. აბა, სხვა ჩემთან ვინ მოვა? გარე ადგილები სუ წკრიალა მაქ. აბა, მეზობელს ხო არ ალაპარაკებ სი-
ბინძურეზე? მეზობელი არაფერზე არ უნდა ალაპარაკო, ქეთომ ჩამიდო ეს ტვინში. ჩამიდო კი არა, ჩა-

20 მკითხველთა ლიგა
მიტენა. იმის შეგონება იყო ეგ, ქალბატონის. დღე და ღამე ლოცვასავით მიმეორებდა. ჰოდა, ქეთოს
ლოცვა კი გაწვდა წინა ოთახებს, მარა ჩემ ოთახში მე ვარ დედოფალი. ეს მტვრის სუნი მაინც თვიური-
სას მაწუხებს მარტო, მარტო მაშინ ვგრძნობ ზედმეტად ყველა სუნს. ახლა იმას ვფიქრობ, ტილო ხო არ
გამოვუსვა ერთი, ისე, ზერელედ, ქეთოს ავსული ლანდი ცოტათი გავახარო, მარა თან მეზარება, თან
ძილი მირჩევნია და დასვენება.
არა, შემოსასვლელი და დიდი ოთახი ხო წკრიალა მაქ? უცხო თვალი სუფთას ხედავს, მარა ახლა რას
ვფიქრობ, იცი? რიონს რო წავეტანე, ხო შემოვიდოდნენ აქაც, ყველა ოთახში შევიდოდნენ, დაივლიდ-
ნენ. ამ ოთახში კიდე პირველ რიგში შემოყოფდნენ ცხვირს. ხო იტყოდნენ, დედა, ქალო, ეთერი თურმე
მარტო ჩვენი თვალის ასახვევად ყოფილა სუფთაო? ხო იტყოდნენ? მართალიც იქნებოდნენ, მარა მე ხო
მაქ ჩემი საპატიო მიზეზი, იმას ვალაგებდე, რასაც მინდა და როცა მინდა.
აგე, ახლა მორჩენილ მურაბას წყალს გავურევ, მაგასაც ჩავიცლი პირში და საწოლშიც შევგორდები,
ორპირს დავტოვებ, დღეს ძაან დაცხება და ისაა, რო უნდა შევგორდე, რო ტელეფონი რეკავს და ბოლო-
ში ორი ცხრიანია ეშმას ყურებივით გამოკვანძული.
ეთერო, ცოტა ხმა აქ დაკარგული. დაკარგული კი არა, გაწვრილებული, გასაწყლებული. ხოო, გული
მიფრთხიალებს. როგორა ხარ, გოგო? იმასაც უფრთხიალებს, ზუსტად ვიცი, იცი, როგორ ვარ დარწმუ-
ნებული? კარგად, შენა? მე ვითომ არაფერი, ვითომ უცხოა, უადგილოდ დამრეკავი, მარა ეს მურაბიანი
წყალი გულზე მადგება. ეთერო, დავილაპარაკოთ მე და შენ. სალაპარაკო არი. ახლა ვერა, ხმას უდაბ-
ლებს, მარა მერე დავილაპარაკოთ. დავილაპარაკოთ, ჰო, უნდა დავილაპარაკოთ, თავიდანვე გავარკვი-
ოთ გასარკვევი. გავარკვიოთ და დავალაგოთ. შენ შენი თქვი, მე ჩემსას ვიტყვი. მოვიფიქროთ, რა უნდა
ვქნათ, როგორ ვიყოთ, რომელ კედელს ვახალოთ თავი. ეთერო, აქა ხარ, გოგო? ჩუმად რადა ხარ? ახლა
თითქოს უფრო მიყუჩდა. ჰოუ, აქა ვარ, აბა სად ვიქნები? მეც უნდა ვუთხრა ბარემ აქვე ჩემი სათქმელი.
მთავარი სათქმელი, ახლავე გასარკვევი. იქით კვირას მიწევს, სამშაბათს, მანდ მოსვლა და ისე ვქნათ,
რო დავილაპარაკოთ, ახლა სიხარული უელავს ხმაში, კიდე გინდა რამე? ჟელე? ფხვნილები? ახლა
მთლად გახარებულია, ჩუმად რო ვარ, რო ვეთანხმები. თითქოს უარს ელოდა და ახლა ისე გავახარე,
გეგონება, ისე უცაბედად, რო ამის სიხარულს საზღვარი აღარ აქ. არაფერი, ისე მოდი, ვითომ მაგის სა-
კითხავად მოდი. არა, მართლა უხარია, მართლა არი გახარებული. იმ დიდ მარკეტში დავტოვებ რაღა-
ცეებს და შემოგივლი. ჰე, ეთერ, უთხარ, ქალო, დროზე სათქმელი, თორე სადაცაა გათიშა ტელეფონი!
ისა, მომისმინე აქით, ხმა მეცვლება, მეხრინწება, არსად არაფერი წამოგცდეს, ბიჭო, არსად არაფერი
დაიტრაბახო, თორე... ეგრე! მკაცრად უნდა ვუთხრა, აბა! ისე ვუთხრა, ახლავე იცოდეს, რა და როგორ,
თავის ადგილი. ახლავე იცოდეს, არაფერი შეეშალოს! რას ამბობ, ეთერო, აგე, წამში შეეცვალა ხმა და-
ტუქსული ბავშვივით, მაგას როგორ ვიზამ? ეგ რა, ეგ ტრაბახი მე მაწყობს, გგონია? ჰოდა, ძაან კაი, თუ
არ გაწყობს, პირში წყალს ჩაიგუბებ და ეგრე იქნები! კაი, კაი, კარგად იყავი, კაი ქვის გული მაქ მეც,
როცა მომინდება. კარგად იყავი, ეთერო, ნაწყენი კია, მარა თითქოს მაინც ენანება, ზარი გამითიშოს.
ისევ მე ვუთიშავ და თითქოს ვმშვიდდები. ვმშვიდდები კი არა, ახლა სიხარულით გული მიფრთხიალე-
ბს. მეც კარგად მაქ ტვინი არეული. ისე მიფრთხიალებს ეს გული, რო უცებ მშივდება, მარა მშიერი არ
ვარ, არა ვარ. აგე, უკვე, თან ჩავწოლილვარ ლაპარაკისას და თან საბანი დამიხურავს, თან ისე, ვერ გა-
მიგია და ახლა ადგომას ისევ წოლა სჯობს, გაუნძრევლობა. ახლა რო ავდგე, ვიცი, გამოვსკდები და, კაი
ბატონო, მოვიდეს სამშაბათს. პარასკევს უნდა მოსულიყო, მარა მოვიდეს სამშაბათს და ვნახოთ ერთი,
რას მეტყვის ვაჟბატონი, როგორ იქნება. ახლა მისი ტანის ცხელება კი თითქოს მახსენდება და მეც მაც-
ხელებს, კაი არი ტანის ცხელება, თავის ცხელება რო არ მოჰყვებოდეს მარტოხელა ქალისთვის, მარა
დამალულად უნდა ვიყო, მე ამას ვეტყვი. აი, ისე უნდა ვიყოთ, რო ვერავინ გაიგოს ვერაფერი, ან ამას
ვეტყვი, ან იმას ვეტყვი, რო გავეშვათ. თავი დამანებოს. თავი დამანებოს? თავი დამანებოს, ეგ ვუთხრა?

21 მკითხველთა ლიგა
ეგრე ჯობს? რა მჭირს, რატო მებჯინება ყელში ეს წყალი?

***

აღარ დამეძინა და ცოტა ადრე გამოვედი მაღაზიაში. ჯერ ორპირი გავაკეთე, გავანიავე. მერე ვენტი-
ლატორი ჩავრთე, იქვე მივიდგი. კარგად ცხელა დღეს და მე კიდე ცალკე მცხელა, ეს თვიური ცალკე
მაცხელებს. უსიამოდ ვარ. არ მინდა, მარა იმ შტერ კაცზე მეფიქრება. რა იქნება და როგორ? კაი, და-
მალვით ვიქნებით, მარა სანამდე? დამალვით დიდხანს ვინ ყოფილა? რო გაიგებენ, მერე? ეს ჩემი ნაშე-
ნები გალავანი ხუხულასავით ჩამომეშლება, თავზე დამემხობა. ქალი თვრამეტისაც გაილანძღები, ოც-
დარვისაც და ორმოცდარვისაც. ასე არ არი? მე გავილანძღები, თორე ის რა? იმას, დიდი-დიდი, ცოლმა
და რძალმა თავზე ქოქოლა დააყაროს, თავის ძმაბიჭებისგან იქნებ მხარზე ხელიც დაიკრას, ბიჭო, შენ
ვინ ყოფილხარო, და მე? მე ნენომ და ცისანამ კიდეც ამომიძულონ, სახლში აღარ შემიშვან, ჩემთანაც
აღარ შემოვიდნენ. ეგ კი არა, მაღაზიაშიც რო არავინ შემოვიდეს, არავინ არაფერი აღარ იყიდოს? მერე
მე რა ვქნა? მართლა მარტოობაში ამომხდეს სული, სუ ზურგშექცეულს? ლამის სიცივემ მთელ ტანში
დამიაროს, არადა, ცხელა, ისე ცხელა და ისეთი დახუთულია, სუნთქვაც კი მიჭირს. არა, უნდა ვუთხრა,
რო თავი დამანებოს. უნდა ვუთხრა, რო, აი, იმ დღეს, შენ მოსვლამდე, ვაჟბატონო, რიონს კინაღამ გავ-
ყევი, კინაღამ მოვკვდი, და შენ რო მოხვედი, გული საგულეს აღარ მქონდა, აღარ ვიყავი. რას ვაკეთებ-
დი, თვითონ არ ვიცი. რატო გეხვეოდი, რატო გეკონებოდი. რაც მოხდა, სიზმარი იყო, არაფერი იყო, სუ
არაფერი, აწი აღარც არაფერი იქნება და ეგ არაფერიც მორჩეს ჩვენ შორის. მორჩეს, დამთავრდეს!
ეს ხალხი შემოდის და გადის, დასიცხული დაბორიალებს, არჩევს, მეკითხება, ყიდულობს. რაღაცას
მეკითხება და მეცა ვპასუხობ. სუ რაღაცა აქვთ სათქმელი, რაღაცა მოსაყოლი და მეც ვუსმენ უცნობს
თუ ნაცნობს, მეცა ვპასუხობ, მარა თითქოს ორი ვარ, ერთი იმათთან და ერთი კიდევ სადღაცა იქვე, და-
ზაფრული და შეშინებული, გაციებული ელდა-შიშისაგან. ამ დროს ისე ცხელა, ოფლი ღვარად ჩამომ-
დის და ვენტილატორიც არაფერს შვება, ტყუილად ტრიალებს.
არაა ეს ცუდი კაცი, რო ვეტყვი, დამიჯერებს, შეიგნებს, იმისთვისაც ხო ასე ჯობია? იქნება ისიც ვუთ-
ხრა, აქ აღარ მოვიდეს, სხვა ვინმე მოვიდეს ამის მაგივრად? იქნება სუ შევცვალო დისტრიბუცია? სა-
რეცხის ფხვნილის და საპნის კაცი, რა, დაილია? ვინმეს სხვას ვნახავ, სხვას ვიპოვი. კი გაძნელდება, მა-
რა რაღაც უნდა ვქნა. ნეტა, რა ჭირად ჩაანაცვლა ის თავის შვილი? რა ჩემ თავში საცემად წავიდა ის
ბიჭი დასაკარგავში? მოდიოდა და მიდიოდა წესიერად. არც ის მიყურებდა ზედ, მეც არ ვუყურებდი. ან
ამ ბებერ კაცს რად უნდოდა მაღაზიებში თრევა-წანწალი? ღმერთო, როგორ მიჭერს ყელში, როგორ მე-
რევა ფორიაქი! მარა ახლა რა არი, იცი? ახლა უნდა დავმშვიდდე, სიმშვიდე მოვიკრიბო! ზედმეტი ფო-
რიაქი ყველაფერსა ვნებს. მე, პირველ რიგში! ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. გულის წინ-
სწრებით გახეთქვა რას მომიტანს მართლა გულის ტყუილად გახეთქვის გარდა? არაფერს. რაღაც იქნე-
ბა, რაღაცას ვიზამ და მოვაგვარებ.
კი, მარა ამ მაღაზიაში დღეები წამებივით გარბის და ახლა რატოა წამი ერთი დღე? მართლა რა უნ-
და ამ ბებერ კაცს მაღაზიებში? წავიდეს, დაიკარგოს! დისტრიბუტორი ახალგაზრდაა და თუ ეარშიყება,
ახალგაზრდა გოგოს ეარშიყება. ოცდახუთი წლის ბიჭს, აბა, ჩემთან რა უნდა? ახალგაზრდა კაცის თვა-
ლისთვის მე აღარცა ვარ, აღარ ვარსებობ. ახალგაზრდა კაცის თვალისთვის ქალი ორმოცის მერე სუ
აღარ არი. ქალსაც გააჩნია, მარა არ არი. კაცსაც გააჩნია, ზოგი კაცი მანიაკია! და თუ არი მანიაკი,
ახალგაზრდობიდანვე არი, აი, ისეთი, ბებერი ქალები რო უყვარს, რო ამჩნევს ბებერ ქალებს, უყურებს.
მარა მე ეგეთი არავინ შემხვედრია, სოლიკოს გარდა, არცერთი დისტრიბუტორი, მარა სოლიკო სკოლა-
შიც ეგეთი იყო. პატარა ბიჭებისთვის კედელი ვარ, ამ მაღაზიის, გაციებული თვალებით შემომყურებენ.

22 მკითხველთა ლიგა
ერთმა-ორმა დეიდაც დამიძახა, სოლიკო კიდე ბებერ მასწავლებლებს უყურებდა თეძოებზე. ბებერს რა,
ჩემი ხნისას, მარა სკოლაში ორმოცდარვა წლის და ორმოცდაათის ხოა ბებერი? არი. მეხი დაეცეს თავ-
ზე სოლიკოსაც და ყველა დისტრიბუტორს, მარა დეიდა რო პირველად დამიძახა, ჩემი კლასელის, მა-
დონას გაპურჭყვნილმა შვილმა, მაშინ დამეცა თავზარი და რამდენის ვიყავი? ოცდაათის, ოცდაცამე-
ტის. მაღაზია ახალი გახსნილი მქონდა. სალარო აპარატთან მიმაცივდა იქვე ხელები. ეთერი დეიდა,
დედაჩემმა თმის საღებავზე გამომგზავნაო. ახლაც მახსოვს, რომელი საღებავი უნდოდა იმ შტერ მადო-
ნას, იმის მერე ათჯერ შეიცვალა თავზე თმის ფერი. მაშინ ბორდოსფერი ედო, რაღაცა უგვანი ლაპლა-
პით, და კი იყო მადონა ჩემი კლასელი, წინა განაპირა მერხზე იჯდა სუ, მარა კი ყავდა უკვე ათი წლის
შვილი და რა, დედამისი თუ ჩემი კლასელი იყო, აღარ ვიყავი იმ ღლაპის დეიდა? მაშინ ვიფიქრე პირვე-
ლად, დედა, როგორ გადის-მეთქი დრო ამ დასაწვავ, მიკარგულ ქალაქში, მარა რა არი, იცი? ამ დასაწ-
ვავ, მიკარგულ ქალაქებში უფრო გადის დრო, თუ მკითხავ. კი არ გადის, თან თითქოს დგას და თან კი-
დე გადის. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ყველა ერთნაირია. დრო დგას და შენ კიდე მი-
დიხარ სადღაც, ჯანდაბისაკენ, მიერეკები. თან ისე, რო ვერც იგებ, ვერა გრძნობ, არ გესმის. ასე, რო-
გორც მე ვერ გავიგე და მადონას შვილი კი არი ახლა ოცდახუთის და თვითონა ყავს შვილები კალთას
გამობმული. დეიდა კი არა, რატო ბებია აღარ ვარ ზოგიერთისთვის. ჰოდა, დეიდა როცა ხარ, მორჩა, იწ-
ყება შენი დაღმასვლა. რაც მეტს გეძახიან და რაც დიდხანს, მით უარესი. ორმოცის მერე მარტო ბებერი
კაცის თვალისთვისა ხარ ან სოლიკოსთვის. დიდი-დიდი, ბებერმა და სოლიკოსნაირმა გამოგაყოლოს
ბებრულად თვალი, დამშეული. თერჯოლაში რობის ბებერი კაცი, მაგალითად, ჩემი ყავის ფულს რო იხ-
დის ხანდახან, დაბარებულივით რო ამოიზრდება იმ კაფეში, რო ჩამოჯდება და მიყურებს, ჩემ გემოზე
ნაპოლეონის ჭამას რო არ დამაცლის. რა ქვია, ისიც არ ვიცი. კაფეს გოგომ, ქვრივია და ცოლს ეძებსო,
ვითომ საიდუმლოდ რო მითხრა. ლამის სიცილით მოკვდეს, რო შემოვა ხოლმე ის ბებერი, თავისთვის
ჩუმად იცინის. ჩვენ დაგვცინის. მე რა, იმას დასცინის. მე კიდე ლამის ვუთხრა: იცინე, იცინე, გოგო, სა-
ნამ ოცი წლისა ხარ! სანამ შენ გულს უხარია, სანამ ეგ გული გიფრთხიალებს, შე დებილო! ამას წინათ
ისიც მითხრა, იმ ბატონმა თქვენზე იკითხა, ეს ფუმფულა ქალბატონი ვინაა, სადაურია, გასათხოვარი
იქნებაო, სიცილს ძლივს იკავებდა ეს შტერი. ეს შტერი და ისიც ჭკვიანი! მიხვდა ჩემ გასათხოვრობას!
აბა, ჩემი ხნის რომელ ოჯახიან ქალს აქ საქმე კაფეში ჩამოსაჯდომად! გასათხოვარი კი ვარ, მარა არა
ვთხოვდები, ასე უთხარი იმ ვაჟბატონს, ასე მაქ გადაწყვეტილი-თქო, გოგოს ვუთხარი, შენ კიდე იმას
გეტყვი, ყლეში რო ბედნიერება იყოს, რამდენი ქალი ივლიდა ბედნიერად, გინდაც ამ კაფეში, მარა აგერ,
შემომხედე, ძაან ბედნიერად ვინ დადის-მეთქი? ის ფხუკუნი სუ ყელში შეაცივდა. აეგრე! იმ ბებერმა
კაცმა კიდე რა დამიშავა, თავისთვის არი, მარა რო დამიშავებს და შემაწუხებს, მონახავს მერე თავის
ადგილს. მარა ჯერ არი თავისთვის. ჯერ მარტო ზის და მიყურებს ბედნიერი. მგონია, ის მოწონს ყველა-
ზე მეტად, დანერწყვილი თითით ძუძუებზე დაყრილ ნაფშვენებს რო მოვისუფთავებ და მერე პირში
ვიყრი. ეგ უფრო მოწონთ ეგეთ უცნაურებს. მოწონს და მოწონდეს, თავში ქვა უხლია! მე კიდე ის მომ-
წონს, რო არ მაწუხებს. კაცმა ისე უნდა გიყუროს, არ შეგაწუხოს. შენც ზედმეტი არ უნდა გინდოდეს, არ
უნდა იწვევდე. აბა, ვის რად უნდა თავის ტკივილი? არც იმას, არც შენ. არც არავის.
კაცი და იმის ყურება ზედმეტი თავის ტკივილი რო ხდება, ეგაა საშიში. აბა, რა გგონია, ეს მაღაზია
რატო გავაკეთე, პარფიუმერიის? ახლა, დუხი და სუნამო სუ არ მაქ შიგნით, მაგრამ საპნის და ფხვნი-
ლის მაღაზიას ჩვენთან ასე ქვია. პარფიუმერიის. პარფიუმერიის კი არა, ჰიგიენისაა, მარა ასე ქვია და
რა ვქნა. აქ უფრო ქალები შემოდიან და შენც მშვიდად ხარ, ლოთი და შფოთი არ შეგაწუხებს. არც ნი-
სიაზე გამოიგლიჯავენ ყელს, პურს და კვერცხს ხო არა ვყიდი, პაკეტებსა ვყიდი თვიურისას და ჭურ-
ჭლის სარეცხ ჟელეს. მაღაზია რო ვიფიქრე, ეგ მაშინვე ვიფიქრე, ასე აჯობებს-მეთქი. აქ ქალი თუ შე-
მოვა, ცოტა ფული რო აქ, ცოტა სისუფთავე და ცოტა გაპრანჭვაც რო უნდა. ჰოდა, დასვენებული ვარ.

23 მკითხველთა ლიგა
ათასში ერთხელ სოლიკოსნაირი შემოვიდეს ან ზაფხულში ცოლს შემოყოლილი დაბნეული კაცი, სიც-
ხისაგან ისიც რო აღარ იცის, სადაა, ვინაა, რა უნდა. ეგენიც უცხოები, აქაურები კი არა.
მამაჩემს რო ვუთხარი, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, გარაჟში მაღაზია უნდა გავხსნა-მეთქი, სუ
თვალები აუწყლიანდა, მარა რა მექნა? აღარც საბავშვო ბაღში მზარეულობა შემეძლო, რახიტიანი
ბავშვებისთვის წყალწყალა სუპების კეთება და აღარც მშიერ პირველკლასელებზე მისაღებული, სკო-
ლის ბუფეტში გაყიდული ტყუილი ხაჭაპური, იმისი ცხობა-მოზელა. ჩემი ძმის გადამკიდე, აღარც არა-
ფერი მქონდა სალომბარდე და აღარც არაფერი გასაყიდი, მამაჩემიც მოფრიალებული იყო მუზეუმი-
დან, მათხოვრულ პენსიას შერჩენილი. მარა რა მოხდა, იცი? ისევ ჩემი ძმის პიჯაკში ჩარჩენილმა და
შემთხვევით ნაპოვნმა ასმა დოლარმა გადამარჩინა. ლამის თხუთმეტი წელი ვინახე ის ასი დოლარი შა-
ვი დღისათვის. მაგ ასი დოლარით დავიწყე ჩემი მაღაზია. თან სუ აგერ გავმართე, ყურის ძირში. ეზოს
გადავივლი და სახლში ვარ, გადმოვივლი და ჩემ სამსახურში. თან ქალაქის ცენტრში ვარ, მაგაშიც გა-
მიმართლა და კიდევ იმაშიც ვარ ქუდბედიანი, რო ჩემი თავის ბატონიც მე ვარ, პატრონიც და ზედ კიდე
მესაიდუმლე!
ახლა ჩემ მაღაზიას სუ არ ეტყობა, რო ოდესღაც გარაჟი იყო. თავიდან კი იგრძნობდი, რო გარაჟია,
მარა მერე ისე ვქენი, ისე მოვაპირკეთე, მოვალამაზე, რო, რო შემოხვალ, გსიამოვნებს. მაღაზიაში რო
შეხვალ, უნდა გესიამოვნოს. ლამაზად უნდა იყოს, კოხტა და წკრიალა. ჰოდა, ეგრე ვარ და კი მეტანები-
ან ქალები ბუზივით. სუპერმარკეტში მარტო მაშინ შევლენ საპნის და კბილის პასტის საყიდლად, მე
თუ ღია არა ვარ. მარა ის იმხელა მაღაზიაა, ყველაფრის, ესენი კიდე მაინც მე მეტანებიან იმიტომ, რო
მე ვიცი, ბევრნაირი უნდა დაუდო, უხარისხოსთან ერთად ხარისხიანიც, ზედ კარგი ფასით და ისევ შენ-
თან შემოვლენ. ფასი შეიძლება იგივე იყოს, რაც სუპერმარკეტის და კიდე სხვისი, მარა ბევრნაირს რო
დაუდებ, ასარჩევად, ტუალეტის ქაღალდი იქნება თუ სამართებელი, ისევ შენთან მოვა, შენთან შემოვა.
მაინც იმას იყიდის, რასაც ყიდულობს, მარა ასარჩევად რო აქ საქმე, ეგ მაინც ეუკეთესოება. თან, მე მო-
ვუსმენ, მოსმენა ვიცი. ლაპარაკი შეიძლება არ ვიცი, ან მე რა მაქ სალაპარაკო, მარა მოსმენა ვიცი. იმას
კიდე აქ სალაპარაკო და მიყვება კიდეც. თავისას, სხვისას. და ის კი იცის, არაფერს ვიტყვი, საიდუმლოს
რო შევუნახავ. არაფერს ვიტყვი კი არა, რასაც მეტყვის, შეიძლება თავიდან იქვე ამომიფრინდეს. აბა,
იცი, რამდენსა ყავს ბინძური რძალი და ბოროტი დედამთილი? ჭორიკანა მეზობელი და ტლუ ქმარი?
უნიათო შვილი და ავგული ბიძაშვილი? მაგათ ამბავს რა დალევს, თან ყველასი ერთნაირი როა, გარჩე-
ვას ვერ იზამ. მაგას რა დამამახსოვრებს?
თან შიგადაშიგ ახლები უნდა დადო, უცხოები. ახალი კბილის პასტა, საპონი, ახალი შამპუნი. მაგიტო
ვუყურებ რეკლამებს, უფრო სწორად, რეკლამა როცაა, მაშინ ავუწევ ხოლმე ხმას ამ ჩემ მეორად, მო-
ცუცქნულ ტელევიზორს, აგერ რო მიდგას, ყურისძირში. მაღაზია რო გაქ, სიახლე უნდა იცოდე, იცოდე,
შენ მყიდველს რა შესთავაზო, რა მოუყვე. მერე ჩემებთან რო წავალ თერჯოლაში, საბითუმოში, იქაც
გამოვკითხავ, რა რომელია, რა და როგორი. რაღაცა მოცუცქნულ წუბიკებს უფასოდ მაძლევენ. მერე
ხან თმაზე წავისვამ იმას, ხან სახეზე, და ზეპირად ვიცი, რა რისთვისაა საუკეთესო. რო მომიტანენ რამე
ახალს, ინსტრუქციებსაც კი წავიკითხავ. რუსულად არი? გადასარევი, თვითონ ვკითხულობ. თუ სხვა
რამე ჯოჯო ენაა, ნენოს გოგო მომეხმარება, ინტერნეტში თარგმნის რაღაცნაირად და მერე პატივს
ვცემ, დედამისის ჩუმად მურაბას ვაჭმევ. დედამისის ჩუმად იმიტო, რო უშლის. მსუქანი გოგოა, მოუქ-
ნელი. მარა კაი გოგოა, მურაბას რო ვჭამთ, ხანდახან ავლაპარაკდებით. თავისი სკოლის ამბავს მიყვება,
თავისი ბოროტი კლასელებისას. ხან ჩუმადა ვჭამთ, ხმას არ ვიღებთ. ჰოდა, მყიდველს უნდა აუხსნა, რა
რისთვისა, რა როგორია, შეღებილ თმას რომელი შამპუნი უხდება, დამსკდარ ხელებს რომელი კრემი და
რომელი პაკეტი რამდენი წვეთია, ეგ ყველაფერი გამყიდველმა უნდა იცოდე. ეგ უყვართ, მზამზარეული
ცოდნა, რო მიართმევ. თან მენდობიან, მე არ ვიტყუები. ჰოდა, მყიდველები მყავს, აგერ, ზოგი ხელში

24 მკითხველთა ლიგა
თუ მაღაზიაში დამიქალდა, ზოგი დამიბერდა და ზოგი ლამის ჩემ წინ გამრავლდა, ჩემ ცხვირწინ გააჩი-
ნა წყვილ-წყვილად შვილები.
არა, მართლა და როგორ გაიარა ასე უცებ თხუთმეტმა წელმა? თითქოს თხუთმეტი თვე ყოფილიყოს.
ამ ქალაქში დრო ხო დგას. ხო დგას, მარა თან მიდის. ეგ ხო ვთქვი, მარა რა არი, იცი? მაღაზია მე არ
მღლის – ისე მაქ მოწყობილი, აწყობილი. ყელში არასდროს ამომსვლია. ჩემი საათები მაქ, ჩემი განრი-
გი და ეგ განრიგი ყველამ იცის. შაბათს კიდე ბაზრის დღეა და სუ ვკეტავ ხოლმე. შაბათს მარტო ზაფ-
ხულობით თუ გავაღებ, ისიც – დღის მეორე ნახევარში. თვეში ერთხელ კიდე სუ არ ვაღებ, თერჯოლაში
თუ წავედი, საბითუმოში. ძირითადად, შვიდამდე ვარ, ზაფხულობით ცხრამდეცა ვრჩები, მარა ზაფ-
ხულში დრო ჩქარა გადის. უცხო სახეების ყურებაში ჩქარა გადის. კვირას კიდე გვიან ვაღებ, ასე, თორ-
მეტზე და ახალ კვირას კვირას ვიწყებ და გული ხანდახან მიჩქრიალებს კიდეც კარის გაღებისას,
მიჩქრიალებს, ოღონდ სიმშვიდისაგან. დილის მაღაზიის სუნი, ნესტის და ფხვნილის, ლამის მესიამოვ-
ნოს, დამამშვიდოს. ეს სუნია თითქოს, რო მეუბნება, ყველაფერი კარგადაა, ეთო, ისე არი, შენ როგორც
გინდა! აგერ, სახლიცა გაქ, კარიც, მაღაზიაც, შემოსავალიც, დანაზოგიც გაქ, ნუ გეშინია! ნახე, რა უღ-
რუბლო სიბერე გქონდეს, ლამაზი, მშვიდი, დაწყნარებული. ისეთი, როგორიც გინდა, როგორსაც წარმო-
იდგენ და როგორზეც გაქ ნაოცნებარი! რა კარგად იქნებოდა ყველაფერი, ეს კაცი როარ გამოვარდნი-
ლიყო უცებ არსაიდან, ეშმაკის დაგებული ხაფანგივით, საცდუნებელივით. რა ვქნა ახლა? რაო, როდის
მოვალო? სამშაბათსო! და რო წარმოვიდგენ, როგორ შემოყოფს ამ კარებში თავის გაქოჩრილ, თეთრ
თავს, ამ ჩახუთულ ლიფშიცა ვგრძნობ, როგორ მიმაგრდება ძუძუსთავები.

***

სალარო აპარატი ქვითარს ჭედავს. იმის გამოძრობას ვცდილობ, თავზე რო მადგება. ეთერი, გოგო,
როგორა ხარ, მიცინის. თითქოს თან ვცნობ, თან ვერა ვცნობ. რაღაცა ნაცნობი აქ, უფრო თითქოს თვა-
ლები, მარა სხვათი თითქოს უცხოა. პატარა ბავშვი ყავს ხელში ატატებული, ერთი წლის, ალბათ. სძი-
ნავს ამ ბავშვს, თუ თავს იმძინარებს სიცხისგან, ვეღარ გაიგებ. ვერ მიცანიიი, მიცინის, თან ისე კბილები
რო არ გამოაჩინოს, კბილი აკლია და, ვერა, ვერ გიცანი, ვუყურებ და თან ხმაში კითხვა მაქ გარეული.
მეც ვერ გიცნობდი, გარეთ რო არ ეთქვათ, აგე იქ, პარფიუმერიაში ეთერის ნახავო, თან ბავშვს არწევს,
გეგონება, მუთაქა აქ მხარზე გადებული, გასუქებულხარ, შეცვლილხარ. მეხი შენ დაგაყარე, ვიღაცა
ხარ, ქონებს რო მითვლი. თვითონ გაფშეკილი ქალია, გამხდარი, მარა მხრებშია მოხრილი და მუცელი
წინა აქ წამოზრდილი. წამოზრდილი კი არა, რაღაცა უშნოდ გამობერილი, თან ნახევრად, ქვედა მუცე-
ლი. ზედიზედ ორსულობისგან, ეტყობა, შრომისგან, მძიმის თრევისგან. ლელა ვარ, გოგო, ახლა ცოტა
დაბნეული, ცოტა უხერხული შემომყურებს და მანდ ვხვდები, ვინცაა, სახელზე კი არა, საიდანღაც
სხვანაირად ვხვდები, თითქოს ხმით და თითქოს თვალებით. არა, უფრო სიცილით! ზურგის ტვინით
ვხვდები. არა, ამის სიცილით კი არა, უფრო ამ სიცილში ძველი ხმებით, ძლივს გასარჩევით, ბავშვობის
დროინდელით. ბავშვს თეძოზე მოიქცევს წამებში და გულში მიკრავს. რამდენი წელი არ მყავს ნანახი?
ოცდაათი? რამდენი ხანია წასულია, ოცი? ბოლოს როდის ვნახე, ჩემი ძმის პანაშვიდზე? ლამის მთელი
სიცოცხლე გავიდა მას მერე, ღმერთო! მეც ვეხვევი, მარა თან გული თითქოს მუცელში ჩამწყდეს, ჩამ-
ვარდეს. რასაა დამსგავსებული! არადა, ყველაზე ლამაზი გოგო იყო სკოლაში. ყველაზე ლამაზი კი არა,
ულამაზესი! ყველა ამას შენატროდა, ყველას ეს უყვარდა. ბიჭები თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს
ამის სიყვარულისთვის და გოგოები მეგობრობისთვის. სხვანაირად ატარებდა ყველა ხელისგულზე,
მთლად გალოკილი ჰყავდათ, სახლში თუ გარეთ. ვინ არ გალოკავდა სკოლის დირექტორის შვილს! თან
ლამაზს, თან კარგ მოსწავლეს, თან წესიერს და თან მომღერალს. მერედა, როგორ მღეროდა! პირს რო

25 მკითხველთა ლიგა
გააღებდა, ისე ააწკრიალებდა ხმას და მინაბავდა იმ შავ თვალებს, ამაზე კაი საყურებელი და მოსასმენი
არავინ იყო დედამიწაზე! სუ ეს იდგა სცენაზე, სუ ზედ მშვენიერობდა, ქვემოდან კიდე მთელი ქალაქი
შენატროდა და შეჰხაროდა. მეც რო შევყურებდი, მეც შევხაროდი და თან ვნატრობდი, ნეტა, ღმერთო,
ამის სილამაზის ნახევარი მომცა-მეთქი. ყვავილის ღეროსავით ჰქონდა ტანი, მოზარდობაში არც სახე
არევია ჩემსავით და არც მუწუკები დაჰფენია შუბლზე ფენებად. სიფრიფანა გოგო იყო, თვალმინაბუ-
ლი. ახლა? ახლა კიდე წელშია მოხრილი, თითქოს გაწყვეტილი, ეს მუცელიც რაღაცა ბებრულადა აქ
გამობერილი, პირში კბილი აკლია და დაბრეცილად მიტომ იცინის, უკბილო პირს მალავს. ჩემი შვი-
ლიშვილია, გვერდით ტრიალდება, მიძინებული ბავშვი რო დამანახვოს. სად მოასწარი, ქალო, მეც ვუ-
ცინი ჩემი საღი კბილებით, მარა შესაშურად კი არა, არა! უფრო თითქოს გასამხნევებლად. აბა, რაღას
გავს?! არადა, რა თვალები ჰქონდა, შავი, გრძელწამწამა, სუ უპრიალებდა ის დიდი თვალები! ახლა კი-
დე თითქოს მზერა აქ ჩამქრალი, სახეზეც რუხი ფერი გადაჰკრავს. დავბრუნდით, ახლა თბილისში
ვართ, თან ბავშვს არწევს, ახლა კიდე აქ, ჩემებთან მოვედი. ვაიმე, როგორ შეცვლილია ყველაფერი, ვე-
რავისა ვცნობ, ვეღარაფერს, არწევს და თან მაღაზიას ათვალიერებს, კარგად მოგიწყვია აქაურობა. ვუ-
ყურებ და თან გული მიკვდება, ქალო, მე ვერ ვცნობ ვეღარავის, აქ ჩავბერდი, აბა, რა ვუთხრა, რაღაცა
ხო უნდა ვუთხრა. ამის ქმარი მახსენდება, ავგული, ბოღმა, ბოროტი. ისიც არ იყო გარეგნულად ცუდი
ბიჭი, მარა ვირი იყო ბავშვობაშივე. სკოლა არ დაამთავრებინა, ისე მოიტაცა. ამას კიდე არ უნდოდა, არ
უნდოდა კი არა, სიკვდილი უნდოდა, თავსაც იკლავდაო, ასე თქვეს. მარა აღარ წამოიყვანა უკან დავ-
რდომილმა მამამისმა, თავი აღარ მოიჭრა ვითომ, დარჩი სადაც ხარ, ბედს შეეგუეო, ასე უთხრა. თვი-
თონ ვეღარ შეეგუა მერე იმას, მზესავით ერთადერთი, ლამის ოქროს არტახებში გამოზრდილი შვილი
ჯიბგირმა და ნარკომანმა, ყოფილმა მოსწავლემ და სისხლის გამშრობმა რო გამოსტაცა. გული გაუსკდა
მასწავლებელთა კრებაზე ნახევარ წელიწადში. ამან მერე კი გაუჩინა თავის ქმარს შვილები, ორი შვი-
ლი, აბა, რაღა ექნა. მერე საბერძნეთში წავიდნენ და ახლა აგერ, დაბრუნებულან თურმე სამუდამოდ.
ამბობდნენ, ის ვირი კაცი იქაც სვამსო და ხანდახან ცემსო. ეს წელში იყო შრომით გამწყდარი, ხო ზედ
ეტყობოდა, რაღაცა ფორთოხლის თუ ზეთისხილის პლანტაციაში. იმ თახსირს კიდე სმისგან ციროზი
დაემართაო, მაგასაც ამბობდნენ, ზეზე ლპება, მარა არ კვდებაო და არც აპირებდა, როგორც ჩანს, სიკ-
ვდილს. აივანზე, ტახტზეა წამოგორებული ჩემი ქმარი, პახმელიაზე და ელოდება, გაზიან წყალს რო-
დის მივუტან, კიდე მიცინის, ძალით და ტუჩების ბრეცით. აჰა, არც მიკითხავს და გამაგებინა თვითონ
ამბავი! ლამის გული ამერიოს იმ უსაქმურზე, იმ მავნებელზე. თან ის მახსენდება, ჩემი ძმის პანაშვი-
დებზე გველივით რო მოსრიალდა თავის ორ ძმაბიჭთან, იმათგან ერთი ახლა მეუფეა სხვათა შორის,
მთელი რაიონი კალთას უკოცნის, მეორე კიდე რამაზა იყო, შტერი და ისიც მავნებელი და, ჩვენი დაიკო
ხარ, შენი ძმა კიდე ჩვენი ძმა იყო და აგე, მოსაწევი გვაქ, გვერდზე გავიდეთ, ცოტა დარდი შეგიმსუბუქ-
დესო. ვაი, როგორ მომინდა მაშინ, თავი გამეჭეჭყა სამივესათვის. ხო იქვე მივხვდი, რას მეუბნებოდნენ,
რა უნდოდათ სინამდვილეში. ჩემი ძმა გაციებული იყო კიდეც იმ თავდაჭედილ კუბოში, მარა მიწაში ხო
არ ჩაგვედო ჯერ, და ეს გულბოროტი უკვე მცდიდა, აბა, რას ვიზამდი, როგორ მოვიქცეოდი, თუ ავ-
მჩატდებოდი ძმამკვდარი გოგო, ამათ თვალში პატრონდაკარგული. გონებას თუ დავიბინდავდი, აბა,
იმათი დანერწყვილი პლანის წევით საკუთარი ძმის პანაშვიდზე, მერე ადვილი ხელწასავლები რო ვყო-
ფილიყავი. რაღაც მივუსისინე მაშინ და წამში დამეკარგნენ თვალიდან, აორთქლდნენ. იმის მერე სუ
შემძულდნენ ეგ და თავისი მომყოლები, მეუფე ხო ახლაც დასანახად მძულს, ერთი მე არ ვიცოდე, ეგ რა
იყო და რა აქ ნაკეთები, გინდა ჩემ ძმასთან ერთად და გინდა მის გარეშე, ახლა ღმერთად რო ყავთ გა-
მოცხადებული, თავზე ლამის დაფნის გვირგვინი დაადგან და ანაფორა დაუკოცნონ. რა მაფიაც არი,
გვერდის ამქცევი, ღალატიანი და ღვთის პირიდან გადავარდნილი, არავის ახსოვს, მგონი, ჩემ გარდა.
მაგის ცხვარი მრევლი კიდე ყველაზე მეტად მეჯავრება! ის მეორე კიდე, რამაზა, წაღმა სულელი, ვითომ

26 მკითხველთა ლიგა
მერე ჩემი ხელის მთხოვნელი, სინამდვილეში აჩემებული რო ქონდა, ეთერი უნდა მოვტყნაო, თავგასა-
ხეთქი ქვეწარმავალი! ხო დავიფრინე ისე, სახელიც გავუტეხე, წლები დასცინოდა იმის მერე მთელი ქა-
ლაქი. ამისი ქმარი კიდე, ხო ისედაც საძულველი იყო გველივით. ეს საწყალი გოგო რო მოიტაცა, ასე ამ-
ბობდნენ, მანქანაშივე გააუპატიურა ძმა-ბიჭების თვალწინო და აბა, იმას ვიღა მშობელი და დირექტო-
რი დაიბრუნებდა უკან. ეგ რო გავიგე, მაშინ ვიტირე კიდეც, მახსოვს, სიმწრისგან. ამაზეც გული მქონდა
უკვე აცრუებული, მარა მაინც ვიტირე. ისე ძაანაც აღარ შევხაროდი არც ამის სილამაზეს, არც ამის
სიმღერას. ერთხელ იყო, მანამდე, კაი ხნით ადრე, ბავშვები ვიყავით კიდევ, ეს ჩემზე ერთი წლით იყო
დიდი, წინა კლასში სწავლობდა, პიონერი რო გავხდი და ლენინის ძირგამოფშვნილ ძეგლთან რაღაცა
ფიცი დაგვადებინეს თავისი ბუკ-ნაღარით და წითელი დროშის ფრიალით, ამან მომახვია ყელზე ყელ-
სახვევი. ჩემზე ბედნიერი აღარავინ იყო დედამიწაზე! არავინ იყო იმიტო, რო ყველას ჩემ კლასში ეს უნ-
დოდა ყელსახვევის მომხვევად, ფიცის მომცემად. წესი იყო მაშინ ასეთი, პიონერის ფიცს იტყოდი და
მერე შენზე ერთი წლით უფროსს ყელსახვევი უნდა მოეხვია შენთვის საზეიმოდ. მთელ ჩემ კლასს კიდე,
გოგოიან-ბიჭიანად, ამის მოხვეული უნდოდა. რატო არ ენდომებოდა, რა, ყველაზე ლამაზი გოგო იყო,
ყველას საოცნებო და მეც მაგისი მოხვეული მინდოდა, რატო არ მენდომებოდა? ვაი, როგორ მინდოდა!
გაკვეთილების მერე, ერთხელ წამოვეწიე და შევევედრე, ლელა, მომახვიე ყელსახვევი-მეთქი და ასე შე-
ჩერდა, ის შავი ლამაზი თვალები მომიწკურა, ცოტა ხანი ხმა არ გაიღო და მერე მითხრა, იცი, მაგას
რამდენი მეხვეწებაო? ტუჩებიც მომიმანჭა. კეთილ გოგოსა თამაშობდა, კარგს, მარა ამდენ ხელში ნატა-
რებს, თავში ჰქონდა ავარდნილი. ხანდახან, თვალსა და ხელს შუა მოგემანჭებოდა, ფერიად ყოფნა რო
დაავიწყდებოდა. ეჰ, მეთქი, ახლა უარს მეტყვის, მე ცალკე იქეთ მომეწურა გული, მარა უცებ, შენ მო-
გახვევო, უცებ შემომცინა. სხვას ყველას უარი ვუთხარი, მარა შენ მოგახვევო. იქვე ხტუნვა დავიწყე სი-
ხარულისგან, გულში მინდოდა ჩამეკრა, მაგრამ ვერ გავუბედე. რო მოვეშორებინე? ამანაც კიდევ გამი-
ცინა და მეც სუ ფრთაშესხმული დავბრუნდი სახლში. სუ მხრები მითამაშებდა სიხარულისგან, სუ ცეკ-
ვა-ცეკვით ვრეცხე თეთრეული, ეგეც კი მახსოვს. აი, მეთქი, მე გამომარჩია, მე ვუყვარვარ, უნდა ჩემთან
მეგობრობა! ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი! და ერთ დღესაც, მალევე, მისი გაკეთებული ყელსახვევით
კისერგაკოჭილს, სკოლის მერე, ახლა თვითონ წამომეწია და ჩუმად, გაწვრილებული ხმით მკითხა, შენ
ძმას როგორი გოგოები მოწონს და შეყვარებული თუ ყავსო. აი, მანდ მომეკვეცა ფრთები! ხო მივხვდი,
ამას თურმე ჩემი ძმის ცხელება ჰქონდა, თურმე ჩემ ძმაზე ჰქონდა გული შევარდნილი და იმიტომ დამ-
დო პატივი, მიტომ მომახვია წითელი ყელსახვევი! მაკამ და ნათიამ, ჩემმა ჭორიკანა კლასელებმა, მა-
ნამდეც ჩამაწვეთეს, მომახარეს, შენი ძმა უყვარს თურმეო, მარა არ მოვუსმინე, არც ვიფიქრე ამაზე.
რო მეფიქრა, ხო მივხვდებოდი, რატომ ამარჩია, მაინცდამაინც მე რატომ მომახვია ის ყელსახვევი! მახ-
სოვს, როგორ გავმწარდი, მეთქი, ახლა ამას დავეტაკები, ამ ხიდიდან გადავისვრი თავის ჩანთიანად, მა-
რა რას მოვისროდი?! რანაირად მოვისროდი, შვილი იყო სკოლის დირექტორის! ამიტომ ზედ მივაგეს-
ლე: ჩემ ძმას ქერა გოგოები მოწონს და კი, შეყვარებულიც ყავს-მეთქი. თვალები ჩაუქრა, ხმა არ
ამოუღია, მიბრუნდა და გაიქცა. სუ ზურგზე ირტყამდა გამხდარ ფეხებს და ალბათ, ტიროდა კიდეც, მე
რა ვიცი. ჩემი ძმა კიდე მაშინ სკოლიდანაც იყო გაგდებული და ქუთაისში, იმ შვილიან რუსის ქალთან
ეგდო ნახევრად, წესიერად ვერცა ვნახულობდი. ყველამ იცოდა ეგ ამბავი და სცოდნოდა ამასაც, რაღა
იყო დასამალი? იმის მერე აღარც გამარჯობას მეუბნებოდა, აღარც არაფერი. ვითომ აღარც ვარსებობ-
დი. არც მე ვეუბნებოდი, მარა რო მოიტაცა იმ ნაბიჭვარმა კაცმა, მაშინ კი ჩამეწვა გული, ისე ჩამეწვა,
სიმწრით ვიტირე.
ჰოდა, აგერ დგას ახლა დაბერებული, თვალდანაცრული ერთ დროს ყველაზე ლამაზი გოგო და თით-
ქოს სხვათა შორის მეკითხება, არ გათხოვდი, გოგო? ხო ასჯერ უკითხავთ, მაგრამ ამისგან ახლა მაინც
არ ველოდი და არა, ქალო, რაის გავთხოვდი? ჩემ ხმას ვერა ვცნობ, ისეთი ზიზღი მაქ შიგნით გარეული.

27 მკითხველთა ლიგა
ის კი მინდა ვუთხრა, კი არა, ვუყვირო, რა გავთხოვდი, ქალო?! რა გავთხოვდი?! აბა, შენ თავს შეხედე,
რა მოგიტანა მაგ გათხოვებამ?! შეხედე აბა, ჩემი გასივებული ტრაკი და მაღაზიაში გატარებული ცხოვ-
რება თუ არ ჯობდეს შენ გასახიჩრებულ თავს და გამრუდებულ სიცოცხლეს! გამწარებულს! ახლა ბედ-
ნიერების სხივი არც მე მადგას ჯიღად თავზე, მარა ეზოში რო ყვავილი ამომივა და ბოსტანში პამიდო-
რი დამიმწიფდება, მე ხო ვგრძნობ, რო მიხარია?! სუ სიხარული დამივლის ტანში, სიხარული, რო ჯერ
კიდევ შემიძლია, ეგ მიხარია, და შენ სიხარული შეგიძლია?! ჰა, შეგიძლია?! ეს კიდე, ვითომ არაფერი,
თავისას მიერეკება, უიმეე, რატო არ გათხოვდი, ქალო? იცი, რა უაზრობაა ამათ გარეშე ცხოვრება? ესე-
ნი მაინც, კიდე მხარზე გადაწვენილ ბავშვს ატრიალებს ჩემკენ, ესენი მაინც, შვილიშვილები, მაინც
სხვანაირად ტკბილები არიან. მინდა შუაზე გავწიწკნო, მარა რანაირად გავწიწკნი?! ახლა ვისი ცხოვ-
რება უფრო აზრიანია, აბა, კარგად დააკვირდი, ამის თუ ჩემი?! ამან ცხოვრება დაამთავრა, მე კიდე ახ-
ლა დავიწყე! საყვარელი მყავს, ღმერთო, მაღალო! საყვარელი! ახლა თეთრ რაშზე ამხედრებული რაინ-
დი არაა, მარა დისტრიბუტორი ხოა თეთრ მარშუტკაზე, კაცი ხო არი? ჩემი დანახვა ხო უხარია? ჩემი
ტანი ხო უნდა? ახლა დავიწყე თითქოს ცხოვრება, ლელა, შენ რო დაამთავრე, შე საწყალო! ამის თქმა
მინდა, მარა როგორ ვეტყვი? ხოოო, უაზროა, უნდა დაეთანხმო და მეც ვეთანხმები, სხვანაირად არ გა-
მოვა, თორე მერე წყლის მომწოდებელსაც შემახსენებს და ამის მოსმენა მართლა აღარ შემიძლია, ამას
ჯობს დავდუმდე და თავი ვუქნიო, კი, კიი, უაზრობაა ჩემი ცხოვრება, აბა, რა არი? შვილი მე არ მყავს
და ძირი, უაზრობაა! ეგ არი! თან ყურებში ზარი მიდგას, საყვარელი მყავს, საყვარელი, ლელა, საყვარე-
ლი! აგე, ორმოცდარვა წლისა ვარ და საყვარელი მყავს, ქალო, პირველად ცხოვრებაში! ქალი ვარო, მე
უნდა ვთქვა, ქალიშვილობა დავკარგე აგე, ლამის საიქიოს ზღურბლზე, სადაცაა სიცილი ამივარდეს. ეს
კიდე, როგორც იქნა, მემშვიდობება. ისე სწრაფად გადის ეს ცხოვრება, ჩემო ეთო, კარისკენ მიდის, თან
ბავშვს მიარწევს. ის-ისაა უნდა გავიდეს, რო შემობრუნდება და ზღურბლზე მდგარი გამომხედავს, მა-
რა, გოგო, რაღაცნაირად კი გიელავს ეგ თვალები.

***

ისეთი დაღლილი ვარ, ისეთი დაღლილი, ერთ სულზე ვარ, საწოლზე როდის მივეგდები. დაბანის თა-
ვიც არა მაქ, ხვალ დავიბან. მშია, მარა საჭმელად ახლა გვიანია და სავსე კუჭზე მერე სუ არ დამეძინე-
ბა. არადა, ძილი მინდა. ყველაზე მეტად ძილი მინდა. ჩემი ძილი მინდა, სუ რო გავითიშო, ისეთი, მთე-
ლი ღამე ფეხი არ გავატოკო და დილით რო ავდგები, ღონე მქონდეს, აღარ ვიყო დამძიმებული. რაო,
თვალები გიელავსო, ლელამ, არა? მიელავს მართლა ვითომ ეს თვალები? რატო მიელავს, საყვარელი
რო გავიჩინე, მაგიტო? რატო დავარქვი საყვარელი ამ კაცს, ერთხელ ვქენით, მეტჯერ ხო არა? მარა რა,
მეტს აღარ ვიზამთ, ვითომ? რა გაგვაჩერებს? აგე, უნდა დამელაპარაკოს, საიდუმლოდ მოვიდეს სამშა-
ბათს. საყვარელია, აბა, რა არი? ლელა, შენ გყოლია საყვარელი? რა საყვარელი, შე უბედურო, რანაირ
წამხდარ და დავრდომილ ქმარს შეალიე შენი ცხოვრება. ჰოდა, შენთან შედარებით მიელავს კი არა,
ალბათ ათასი მზის სხივი ერთად მითამაშებს. რანაირად იყო, ქალო, ა? გული მომიკვდა. რა არი მაინც
ეს ცხოვრება. რა კარგია, წინასწარ რო არ იცი, სად წაგიყვანს, როგორ გადაგივლის. რა გოგო იყო და
რაღა დარჩა, აბა, მაგისგან.
ახლა ამ ქილის ძირში ჩარჩენილ, ჩაშაქრებულ მურაბას პირში ჩავიტენი და მერე მივეგდები. ძაან
მინდა ამ დროს ტკბილი და თავსაც არ ვიკავებ. თვიურის დროს ტკბილები უნდა ჭამო. ტანი რო
გთხოვს, ტანს უნდა დაუჯერო. მარა, რა არი, იცი? მე მაინც ისეთს დავიმახსოვრებ ლელას, როგორიც
ადრე იყო, სკოლაში, ისეთი იქნება ჩემ მოგონებაში. რაო, გასუქებულხარ და შეცვლილი ხარო? ვაიმე,
მუმია ხო არ ვარ, გენაცვალე?! ოცდაათი წლის მერეც ის ვიყო, რაც ოცი წლის ვიყავი? ამ სიბერის კიდე

28 მკითხველთა ლიგა
სუ არ მეშინია. მეშინია კი არა, შევნატრი. როდის იქნება, მართლა ჩემ გემოზე ვიყო, ის ვაკეთო, რაც
მომინდება, ფეხი ფეხზე მქონდეს გადადებული. ისეთი სიბერე მოვიწყო, სხვას არც დაესიზმროს. აბა!
აბა, რისთვის ვიდგამ წელზე ფეხს, ამ მაღაზიაში რო ვარ ლამის მთელი ცხოვრება დაყუდებული, რის-
თვის ვაწებებ კაპიკზე კაპიკს. რისთვის და ჩემი სიბერისთვის! ჩემი გაფოფინებული ბებრული ცხოვრე-
ბისთვის! თორე სიკვდილის მერე რაღა იქნება? აღარაფერი. არ გათხოვდიო? შენი ჭირიმე! ვითომ არ
იცის! გადამიმოწმა! რა, არ იცის, რო არ გავთხოვდი? ნეტა რამდენი წლის უნდა მოვიყარო, ეგ აღარ
მკითხონ? მერე დანანებით აღარ აქნიონ თავის ფშუტე თავები? შორენამ, უსაქმურობისას, ერთხელ
ისიც მითხრა, ქალო, ამ თეძოებს როგორ აცდენ, ყველაზე ცოტა, ხუთი შვილი უნდა გყავდესო. მართლა
შენი ჭირიმე, რა! მარა კაი ხანია, ეგ აღარ უკითხავთ, ორმოცის მერე მაგას აღარ გეკითხებიან. არადა,
მანამდე თავი მქონდა გადაჭმული, გული შეღონებული. საპონს იყიდდნენ, ტუალეტის ქაღალდს თუ ია-
ტაკის ტილოს, იქვე გკითხავდნენ, არ თხოვდები, გოგოო? მე კიდე ვეტყოდი, არაააა, ისინი მეტყოდნენ,
რატო ქალოოო? მე ვეტყოდი, არ მინდაააა ქალოოო და იმიტოოოოოომ. აი, მანდ კი დაიბნეოდნენ ცო-
ტათი მაინც, ყველაფერს ელოდნენ არ მინდას გარდა, იმიტომ, რო ქალმა არ იცის არ მინდას თქმა. მინ-
და-არ მინდა კაცის სიტყვაა, კაცის ენაზე მიკერებული. თუ იხტიბარს არ გაიტეხდნენ, მერე იტყოდნენ,
შვილი, შვილი არ გინდა, გოგოოო? წყლის მომწოდებელი? სიბერეში მომხედავი? და თან, თავის გამოჭ-
ყანულ შვილებს და ახლა კიდე შვილიშვილებს ჩაიკრავდნენ გულში. მანდ კი ავიკრავდი ხოლმე პირს,
აბა, რა მეთქვა? ვის აქ დალხენილი სიბერე ამ ქვეყანაში, მე რო ვუთხრა, მე მექნება-თქო? ახლა, რო-
გორ მაქ დაგეგმილი ჩემი სიბერე, ხო არ ვეტყვი, ჩამოვუყვები? ისე მაქ დალაგებული, რო დალხენილად
მქონდეს, სუ ჩემ გემოზე. მარა მაგაზე პირში წყალი მაქ ჩაგუბებული, არაფერს ვამბობ. რატო ვთქვა
ნეტა? საიდუმლოა, ჩემი არი. არავინ იცის.

***

მეღვიძება, ოღონდ ვერა ვფხიზლდები. ორივე მკვდარი ერთად მესიზმრა, კაცები. აგერ, შემოსას-
ვლელში ისხდნენ მაგიდასთან, ხორცსა ჭამდნენ ხმაამოუღებლივ. ვითომ გარშემო ვუვლიდი და ვფიქ-
რობდი, ნახე, თურმე როგორ გვანან-მეთქი ერთმანეთს. კეფაც ერთნაირი აქვთ, მხრებიც, ლუკმაც ერ-
თნაირად მიაქვთ პირთან. თან, ვითომ რაღაცას ვეკითხებოდი ერთსაც, მეორესაც და ზედ არ მიყურებ-
და, ხმას არ მცემდა არცერთი. თან ვითომ სიზმარშივე ვიცოდი, რო მკვდრები არიან, თან ვითომ არ ვი-
ცოდი. უსიამო სიზმარი იყო, ახლაც უსიამოდა ვწევარ საწოლზე თვალდაჭყეტილი. იშვიათად მესიზ-
მრება ორივე, მარა თუ დამესიზმრა, ცალ-ცალკე ვხედავ. თავს ვერა ვწევ, თავი მაქ დამძიმებული. ჯერ
მაინც ადრეა, რვა საათია, მეტი კი არა.
მაინც რას ნიშნავს ახლა ეს სიზმარი, უსიამო და უცნაური?! ცალკე ჩემი ძმა თუ დამესიზმრა, უფრო
უხასიათოდ ვიღვიძებ. მამაჩემი კიდე მალე მავიწყდება, იქვე, ძილშივე. არა, არცერთი სიცოცხლეში არ
მელაპარაკებოდა ნორმალურად და წუხანდელ სიზმარში რანაირად გამალამაზებდნენ სიტყვებით? ჩე-
მი ძმა მაინც. თუ სახლში იყო, შეკეტილი იყო თავის ოთახში, მარა ან როდის იყო სახლში? სუ გარეთ
ეგდო, დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხული. არ ვუყვარდი, ერთი ნატამალი სიყვარული არ ქონდა ჩემი, მა-
რა ნეტა ვინმე უყვარდა? ნეტა უყვარდა ის ქუთაისელი რუსის ქალი? აბა, სცემდაო? მეც ხო მცემა ერ-
თხელ გაბოროტებულმა, რეცხვისას მაგის ჯინსის ჯიბეებს ის თეთრი ფხვნილი რო გავატანე. ეგ ოცი
წლის იყო მაშინ, თურმე ახალი ნარკომანი და მე თოთხმეტის, კიდე სკოლის მოსწავლე. აბა, მე რა ვი-
ცოდი, რა ედო ჯიბეს? რაღაცა პარკის ნაგლეჯი შემრჩა სველ ხელში. ეგ იყო და ეგ. როგორა მცემა მა-
შინ, ღმერთო, როგორა მცემა. როგორ ჩაუსისხლიანდა თვალები. ისე მცემა, სკოლაში სირცხვილით ვე-
ღარ ვიარე კაი ხანი, თვალი ისე მქონდა ჩალურჯებული. მეთქი, რა იყო ასეთი იმ ჯიბეში, ვერცა ვკით-

29 მკითხველთა ლიგა
ხე, მარა, რაც უნდა ყოფილიყო, ასე უნდა აეწია ხელი, ასე გამეტებით დაერტყა ჩემთვის? მერე მივხვდი,
როცა გავიგე, რო ნარკომანია. მერე მივხვდი. და მაშინ ბოლომდე შევიძულე, წამლის გულისთვის ასე
რო გამიმეტა, გულში ვწყევლე და სიკვდილი ვუნატრე. მერე, რო მოკვდა, რო მოკვდა კი არა, რო მოკ-
ლეს, კი შემეშინდა, მარა თან რაღაცნაირი შვება მქონდა, თითქოს ყელში წაჭერილი ხელი მომშორდა.
თან მრცხვენოდა, რო შვება მქონდა, ძმა იყო მაინც, მარა მე და და მისიანი არა ვყოფილვარ მისთვის
არასდროს. ჯერ თავიდან, დომნას სახლიდან აქ რო მომიყვანეს, ეგ თორმეტის იყო და მე კიდე ექვსის,
სკოლაში შევდიოდი. და და გოგო, და და ადამიანი კი არა, კატის ცინდალი ვიყავი მაგისთვის, ფეხს რო
წამოარტყამ, გასვლა-გამოსვლისას, როცა მოგინდება. მე კიდე როგორ შევხაროდი, როგორ ვნატრობდი
ძმის გაცნობას, გული მელეოდა. ვნახე და ელდა მეცა, ზედ არ შემომხედა. არც გამიღიმა, არც ხმა გა-
იღო, არც არაფერი. ადგა, გავიდა, გაიკეტა ოთახის კარი. მერე, ცოტა რო გავიზარდე, მთლად ცინდალი
აღარ ვიყავი, მამა-შვილის დამლაგებლად ვიქეცი, მზარეულად, მრეცხავად, ნაგვის გამტანად. როგორ
მიხაროდა, ქუთაისში რო გადაიხვეწებოდა ხოლმე იმ ქალთან, მერე მარტო ერთი კაცი მყავდა მოსავ-
ლელი. მამაჩემი კიდე რას ჭამდა? არაფერს. კენკავდა. მე და მამაჩემი სამი დღე ვჭამდით ერთ ქვაბ ლო-
ბიოს. ამან კიდე, მერე რა, რო გამხდარი ბიჭი იყო, ღორივით იცოდა ჭამა, თუ მოწეული ან გაკეთებული
ჰქონდა, ხო მით უმეტეს. ჭამდა და ვერ ივსებოდა. ფუ, როგორ მძულდა. თან როგორ მეშინოდა! შვება
რო მქონდა მისი სიკვდილისაგან, თავსაც ვერ ვუტყდებოდი კაი ხანი, მრცხვენოდა. ძმა მოგიკლეს, პატ-
რონი, და უნდა იტირო, დაიტირო, მე კიდე ხმას ვერ ვიღებდი, ყელი მქონდა გაქვავებული. ისევ მამიდა-
ჩემი ყრიდა ხოშკაკალა ცრემლს, ხმამაღლა თუ დაიტირებდა, ლამის დუჟი გადმოუვიდოდა პირიდან.
თან, იქვე რო მეჩხუბა ერთხელ კუბოსთან, სხვების თვალწინ, იტირე, ძმა დაიტირე, ძმა მოგიკვდა, ძაღ-
ლი ხო არაო. ხო მივიმწყვდიე მერე მამაჩემის ოთახში მიწოლილი, მოთქმა-ტირილისგან რო ისვენებდა,
ქალბატონი. სუ იმ გაფუებულ, დონდლო მკლავებში ჩავარჭვე ათივე ფრჩხილი. შევუსისინე, შენი სკა-
მიანად არ გაგდგა-მეთქი გარეთ პანაშვიდიდან, შენ ისევ ის ექვსი წლის ეთერი ხო არ გგონივარ, ოცი
წლისა ვარ და ამიერიდან მამაჩემის პატრონიც მე ვარ, ჩემი თავის პატრონიც მე ვარ და ამ სახლის
პატრონიც-მეთქი! ხელი ამიკრა მაშინ, მარა ხო მივხვდი, რო შევაშინე. იმასაც მივხვდი, აწი ვერაფერს
გამიბედავდა, ბოლოში ვეღარც მედიდგულებოდა ისედაც, მარა, ეტყობა, ძაან მქონდა სახე გადაშლი-
ლი. ზედ სახეზე დაეწერა თან ჩემი შიში, თან სიძულვილი. შიში ახალი იყო, თორე სიძულვილი ზედ
ჰქონდა მიკერებული. იმის მერე აღარც მოსულა, ათასში ერთხელ თუ დაურეკავდა მამაჩემს, წაეპუტუ-
ნებოდა რაღაცას ეგ გველგესლა. მაგას ხო ვძულდი, მარა მეც მძულდა. ისეთი დიდი სიძულვილით, რო,
პატარა რო ვიყავი, წარმოვიდგენდი, ეს სიძულვილი რო გამოუშვა, ალბათ, აგერ, თავზე დაყუდებულ
მთებს სუ ააფეთქებს-მეთქი. შვიდი წლისა ვიყავი და რვის, ხელები მქონდა ცივ წყალში რეცხვისაგან
უკვე გაღლეტილი, ეს კიდე დამადგებოდა თავზე, ეს კასრივით ქალი, კარგი ნაჭამი, კარგი ნასვამი, კარ-
გი მოვლილი, კანი ჰქონდა სახეზე სუ გადატკეცილი, აბა, ეზო და კარი როგორ მქონდა დაწკრიალებუ-
ლი? აბა, ბოსტანში კვალი გავლებული? ეს სარეცხი ოკრობოკროდ რად მქონდა გაფენილი? საწოლზე
გადასაფარებელს აწევდა და შეიხედავდა, აბა როგორ სუფთა თეთრეულში ეძინათ მის ძმასა და ძმის-
შვილს, ლილაში ხო ვავლებდი ჩიხოლს, ვხარშავდი? გომბიოსავით ხო არ ვუვლიდი ძმასა და მამას? შე-
მომიღრენდა. მერე ჭაღს შესწვდებოდა, ხელს გადაუსვამდა, აბა, რამდენად მტვრიანი იყო, როგორ
მქონდა გადაწმენდილი? მე კიდე სკამს ვიდგამდი და მაინც ძლივსა ვწვდებოდი, რო გამეწმინდა, ისე პა-
ტარა ვიყავი. აბა, ყველა ჭიქას გახედავდა, ხო კარგად იყო გარეცხილი? აბა, ნაკეცი როგორ ჰქონდა მა-
მაჩემის შარვალს გაუთოებული? აბა, როგორი სუფთა საყელო ჰქონდა ჩემი ძმის პერანგს, ხო მქონდა
გახამებული? აბა, როგორ ეწყო უჯრებში ძმა-ძმისშვილის ნიფხავ-პერანგი, ეს ნასკები ფერის მიხედვით
რატო არ მქონდა დაწყობილი? აბა, რასა გავდა ჩემი თმა და ხელები, ტილი და მღერი ხო არა მყავდა
სკოლიდან მოყვანილი? აბა, ჩემი ფორმა და წინსაფარი? ჩემი ცხვირსახოცი? რა, ლაქიანი იყო ჩემი კა-

30 მკითხველთა ლიგა
ბა? კაბის ბოლოთი რა, ცხვირს ვიწმენდდი? ოო, როგორ მძულდა ეს დიდი, პრიალა ქალი, გამაძღარი.
მე კიდე სუ მშიოდა, სახლში კაცების მორჩენილ საჭმელსა ვჭამდი. ტკბილი ისე მინდოდა, გული მიმდი-
ოდა, მარა ჩემი კანფეტის მყიდველი, აბა, ვინღა იყო? მეც როგორ მინდოდა, ლამაზად მცმოდა, ჭრელი,
ფრიალა, დაპლისული კაბით მენავარდა, ჩანთა მომეგდო ზურგზე, ახალი გეტრი ჩამეცვა, მარა, აბა, სა-
იდან? სასტიკი იყო ქეთო, ძალიან სასტიკი. ჩემ ძმაზეც სასტიკი. რო მოკვდა, ყვავილებიც არ ვუყიდე,
ერთხელ შემოვუარე მარტო კუბოს დასაფლავების წინა დღეს, მის შვილებს სიტყვაც არ მივუგდე სამძი-
მარი. თვითონ რა, ეგენი როდის მელაპარაკებოდნენ? თავს როდის მიყადრებდნენ? სკამზეც არ ჩამოვ-
ჯექი საპანაშვიდოდ, მარა შემოვლისას სუ ზედ ჩატეტკილ, დალაქავებულ სახეზე ვუყურე. ლამის მეყ-
ვირა, აჰაჰაა, ქეთო, მოკვდი, ქალო? მოკვდი? ჩაძაღლდი? ძაღლი და ღორი მოგაკვდეს სულში, შე წყე-
ულო! შე საძულველო! ჯოჯოხეთის კუპრში ამოიხარშოს ეგ შენი დონდლო, მკვდარი სხეული! ლამის
ზედ შემომეცეკვა იმ მუხის კუბოსთვის. მისმა შვილებმა და იმათმა ცოლებმა გველის თვალით მიყურეს,
მეც არ დავაკელი. სუ არ მივიდოდი, მარა მინდოდა, ქეთო მკვდარი მენახა, უსულო, უძრავი, დაგვამე-
ბული, ბოლომდე დამეჯერებინა, რო აწი ვეღარ მავნებდა. ვეღარასოდეს!
მამაჩემი იყო ამათგან ყველაზე მშვიდობიანი, მარა ეგეც რაღაცნაირი გარიდებული, ამ სამყაროსი
თან ვითომ იყო და თან არ იყო. შვილის სიკვდილის მერე სუ სხვაგან წავიდა. ელაპარაკებოდი, გიყუ-
რებდა და ვერ იგებდი, გისმენდა? მერე მივხვდებოდი, რო ხან იგებდა ჩემ ნათქვამს და ხან კიდე ვერა,
ავიწყდებოდა. ბოლოსკენ სუ აღარ ვლაპარაკობდით. მუზეუმიდან რო მოიფრიალეს, თავის ოთახში შე-
იკეტა, სუ აღარ დგამდა ნაბიჯს იქედან. საჭმელს შევუტანდი და მაშინ ვეტყოდი ორიოდ სიტყვას. ხან
მპასუხობდა, ხან კიდე არა. ან წიგნში ჰქონდა თავი ჩარგული, ან რადიოს უსმენდა ბინდი თვალებით.
ბოსტანში რო გავიდა და იქ დაიწყო მიწის ჩიჩქნა, როგორ გამიხარდა, მობრუნდა-მეთქი, მარა მობრუნ-
და კი არა, სუ მიბრუნდა თურმე საბოლოოდ. ეჰ! არც სიხარული ვიცოდი მამაჩემისგან, არც დაყვავება,
არც მოფერება, არც შექება, არც ტკბილი სიტყვა, სუ არაფერი. თითქოს იყო და არც იყო, მარა მაინც
მიყვარდა ჩემთვის, ჩუმად, დუნედ, რაღაცა დონდლო სიყვარულით. იმაზეც მადლობელი ვიყავი, რო
არა მცემდა, არც მიყვიროდა, არც მსაყვედურობდა. მარა იმას ვერ ვპატიობდი კაი ხანი, ჩემმა ძმამ რო
მცემა მაშინ ჯინსის გარეცხვას გაყოლილ წამალზე, თვალი ჩამილურჯა და სისხლი მადინა, რო არ ჩა-
ერია. არაფერი თქვა. არაფერი გვითხრა არც მე, არც იმას. არადა, სახლში იყო, თავის ოთახში შეკეტი-
ლი. რა, ვითომ იმის ღრიალი და ჩემი წკმუტუნი არ ესმოდა? ვითომ ვერ ხედავდა ჩემ დალურჯებულ,
ლამის ამოგდებულ თვალს მთელი ერთი თვე?
ერთადერთი მისგან ზამთრის ერთი დილა მახსოვს, თან ისე თბილად, რო ახლაც, ამხელა ქალი ვარ,
ლამის ნახევარი საუკუნის, არ მავიწყდება. თოვლი რო მოვა, ეგეც თუ მოვიდა – ისეთი წუნწკლიანი და
წვიმიანი გახდა ზამთარი – გული სუ ყელში მომებჯინება ხოლმე, ეგ მახსენდება, ეგ დღე, კაი ორმოცი
წლის წინანდელი. ერთ დიდთოვლიან ზამთარს მე და მამაჩემმა ჩვენი აივნის მოაჯირზე ჩიტებს დავუ-
ყარეთ ერთად საკენკი. საკენკი რა, პურის ნაფშვენები, გამხმარი. ერთადერთხელ იყო, ერთად რაღაც
რო გავაკეთეთ. ამას მერე მივხვდი, მარა მაშინ ბავშვი ვიყავი და მარტო ის ვიგრძენი, რაღაცა უცხო სი-
ხარულმა როგორ დამრია ხელი! საზღვარი აღარ ჰქონდა ბედნიერებას! მამაჩემთან ერთად ჩიტებს სა-
კენკს ვუყრიდი, ღმერთო! თითქოს უცხო კაცი კი აღარ იყო, თითქოს სხვა ბავშვების მამებსა გავდა,
მართლა მამა იყო, ნამდვილი მამა! თითქოს თავზეც გადამისვა ხელი, მარა ეს აღარ მახსოვდა ზუსტად,
მართლა გადამისვა თუ მე მოვიგონე და მერე ჩემი მოგონილი დამამახსოვრდა. თითქოს ორივე ბედნიე-
რი ვიყავით და კმაყოფილი, ჩიტები რო დავაპურეთ, მარა იმ ბეღურებს კისტის თოფით დაერივნენ მერე
უბნის ბიჭები და რაღა აზრი ქონდა საკენკის დაყრას? სიკვდილისთვის მოგვეტყუებინა საწყალი ჩიტი?
იმის მერე აღარც დაგვიყრია. ან იმათთვის, იმ მკვლელებისთვის რა აზრი ჰქონდა გეთქვა, ჩიტს არ ეს-
როლო და არ მოკლაო? მკვლელებად იყვნენ დაბადებული. იმათგან ერთს, იმ ზამთარს, სკოლაში ღუმე-

31 მკითხველთა ლიგა
ლი რო აუფეთქდა და სახე გამოეწვა, ლამის ტაში შემოვკარი, კაი ხანს მეგონა, მკვდარმა. ჩიტებმა გა-
დაუხადეს სამაგიერო.
ახლა კიდე აღარც თოვლი მოდის და აღარც ჩიტები მოგაკითხავენ საკენკისათვის. მამაჩემიც მოკვდა
და გეგონება, საუკუნე გავიდა, მარა დღემდე ისე მიყვარს თოვლი და თოვლის სუნი, რო ორი ფიფქიც
რო გადმოაგდოს ზამთარში, ეზოში ლამის ბავშვივით გავკუნტრუშდები. მარა ამ სიხარულთან ერთად
თან რაღაცნაირი შავნაღველი წამიჭერს ყელში, იმ დიდი თოვლის, მაშინდელის, უხსოვრის, ჩემი ბავ-
შვობის. ხანდახან მერე ისე გაუსაძლისია ეს შავნაღველი, ისევ ის მირჩევნია, რო აღარ თოვდეს. ან გა-
მომშრალი ზამთარი იყოს, ან წუნწკლიანი, ყველაფერს ერთად რო ახავსებს, რო ვერ გაიგებ, შემოდგო-
მაა თუ გაზაფხული, თუ ორივე ერთად და ამ დროს ზამთარი როა, მარა უთოვლო და უნიათო, არაფ-
რის მაქნისი. არადა, დომნასთან რო ვიყავი, მთლად ბავშვობაში, მაშინ რამხელა თოვლი იცოდა, ღმერ-
თო! ვიღაცა კაცი რო მოვიდოდა, წყალსაცავიდან, მხარბეჭიანი, გზას გაკვალავდა ჭიშკრამდე და სახუ-
რავსაც რო გადმოთოვლიდა. ძირს ჩამოყრიდა მძიმე და თეთრ თოვლს, მთლად აღარ ჩანდა დომნას
ციცქნა სახლი გადმოთოვლილში. სხვა არაფერი მახსოვს იმ კაცის, არც სახე, არც სახელი, ის. მახსოვს,
რო კვალავდა, ორთქლი ასდიოდა, მე კიდე თეთრი თოვლი თვალს მიჭრელებდა, უკან მივყვებოდი გაკ-
ვალულ გაზე ბოჩოლასავით და მის დანატოვარ, ნავივით ფართო ნაკვალევში ვდგამდი მოცუცქნულ
ფეხებს. თან მიყვებოდა რაღაცა ზღაპრებს, სისულელეებს, მეც სუ ქვემოდან ვჟღურტულებდი და ჰა,
ბიჭო, იმასაც თავზე თეთრი თმა ქონდა, მგონია, იმასაც გაქოჩრილი. უქუდოდ მოვიდოდა ხოლმე. გაკ-
ვალავდა თოვლს და პირს გააღებდა, წვრილ-წვრილ, მარა ნამდვილ ფიფქებს შეუშვერდა ენას ბავშვი-
ვით და სიცილ-კისკისით მეც მივბაძავდი, დიდი პრანჭვით და გრეხით, დიდი ბედნიერებით. ნეტა, ვინ
იყო, ან რა ერქვა? აღარც იქნება უკვე ცოცხალი. ღმერთო, რა სიზმარივით იყო ახლა დომნას ზამთარი,
ის კაციცა და ის თოვლიც ამ ადუღებულ აგვისტოში, ამ საწოლში, გამოხარშულში. მარა რა არი, იცი?
ახლაც, ამდენი წლის მერე, ორი ფიფქიც რო გადმოვარდეს, ახლაც კი ვიცი პირის გაღება, ენის შეშვერა
წყალწყალა თოვლზე. ოღონდ მარტო ჩემთან, ეზოში. ისე, რო არავინ დამინახოს, არავინ მხედავდეს.

32 მკითხველთა ლიგა
4

მაღაზიაში ვარ დილიდან, ხან რას მივედე, ხან რას მოვედე. კი არ ვუტყდები ჩემ თავს, მარა ჰა, ასეა.
გული მაქ ამოვარდნაზე. გეგონება, პაემნის გულის ხეთქვა მქონდეს, მარა ესეც პაემანი ხოა, თავისებუ-
რად? პაემანი მაქ მაღაზიაში. ცხოვრება ხო აქ გავატარე და პაემანიც აქა მაქ, აქ ხო გადავშალე პირვე-
ლად ფეხები და ნეტა, აქ არ ამომივიდოდეს სული, როცა იქნება. ტანს რაღაც წყნარად ვგრძნობ, გარინ-
დებულად, უფრო სული მიფორიაქებს. ერთ ადგილას ვერ მომისვენია, ხან საპნები გადავალაგე და და-
ვალაგე, ხან ტილოები ვკეცე, ხან ფასებს დავუარე, ასჯერ შემოწმებული კიდე შევამოწმე, ხოზედ ეკრა
ყველაფერს, ხან უკანა ოთახში ვითომ მარაგს შევავლე თვალი და ისევ სარეცხ ფხვნილებში ჩავარდნი-
ლი ჩვენი თავი დამიდგა თვალწინ. იმის მერე აქ თუ შემოვსულვარ, სუ ასე არი. დამიდგება თვალწინ
და ჟრუანტელი დამივლის. მარა ახლა ჟრუანტელიც არ მივლის, ისე ვარ ფორიაქში. თან იმას ვფიქ-
რობ, რო მოვიდეს და მაღაზიაში იყოს ვინმე, სათქმელს როგორ მეტყვის? სხვასთან რამე არ მობოდოს,
არ დამღუპოს. მე რა ვიცი, ეგ როგორი ფრთხილია? კაცის სიფრთხილე ვინ ნახა, ვინ თქვა? მარა სათა-
ვისოდ ფრთხილიც იქმნება. იმასაც აქ თავი ატკივებული, ჰოდა, იმან იკითხოს. ოჯახი ყავს უკან პარტი-
ად ჩაწყობილი. მე ვინ მყავს? არავინ. მკვდრები მყავს მარტო. ჰოდა, ეხლა მკვდარი მრუშობაზე საფ-
ლავიდან ვერ წამოდგება.
ან, რო მოვიდეს და ვერ მითხრას ვერაფერი? კაი, კაი, რაღა მაშინ მოუნდება მყიდველს ბოდიალი.
აგე, ამდენი ხანია არავინ შემოსულა და რაღა მაშინ შემოვა? მარა მე ისეთი ბედი მაქ, მაშინ შემოვა მა-
ინცდამაინც. არა უშავს, ტელეფონზე მომწერს იმ თავის სათქმელს, ბოლო-ბოლო. ისე, ჩემ თავზე მეცი-
ნება. ნეტა, ბოლოს როდის ვიტრიალე ასე სარკის წინ? თან მაინც ის ჭინჭები ამოვიცვი, რაც მაცვია, მა-
რა ხო ვიტრიალე? ფრთხილად უნდა ვიყო, ამ ხალხს რას გამოაპარებ? აგე, თვალები გიელავსო, ლე-
ლამ, და მე მეგონა, იმ დღეს ძლივს ვიდექი ფეხზე, ჩაშავებული და თურმე თვალები მიელავდა! ახლა,
ფერად-ფერადი კაბების ჩაცმა რო დავიწყო ფარშევანგივით ამ მარტოხელა ქალმა, შინაბერამ, ხალხი
რას იფიქრებს? ან რამე რატო ვაფიქრებინო? ჰოდა, ისევ ჩემი ძველი შარვალი ამოვიცვი და ზემოდან
მოფლაშული კოფთა ჩამოვიმხე თავზე. შარვალი თუ გაცვია ჩემნაირ სრულ ქალს, ტრაკის დაფარვა
უნდა გიჯობდეს. სოლიკომ კი მითხრა ერთხელ, ეთერ, შენ ისეთი ქალი ხარ, ჯვალოც რო ჩამოიცვა, ტა-
ნი მაინც დაგეტყობაო და აბა, შარვალში და ფერადში ხო უფრო დამეტყობა? ამიტომ რამე ჯვალო უნ-
და გქონდეს გადაცმული, ზედმეტი ყურადღება რო არ მოიხვიო. აბა, ამ ასაკში ტრაკზე მობჯენილი კა-
ცის თვალი რაღაში მინდა? ფერადი კიდე ჩემი ძმის მერე სუ არ ჩამიცვამს, ახლა თუთიყუშივით ვერ
მოვიკაზმები! ფერადი ბავშვობაში მიყვარდა და მინდოდა, მარა მაშინაც რა მქონდა? სკოლის წლებში
რაღაცა მახინჯ ფორმის კაბებში სული ამოგვხადეს, სუ ტანზე მპწკენდა, კანი მქონდა დაწითლებული.
დიდი-დიდი, თეთრი არშია შემოგევლო იმ კაბების საყელოსა და მკლავებზე. კი მომწონდა, მარა მაგათი
რეცხვა-გახამების ნერვი სადა მქონდა პატარა გოგოს? ჰოდა, ის ჩავიცვი, რაც მაცვია, თვალში არავის
შევეჩხირები, მარა სუფთად ჩავიცვი. ახალი დარეცხილი, დაუთოებული. თან, დავიბანე და დავწკრი-
ალდი. ტყუილია, ამ სარეცხის ფხვნილებში მეორედ ჩამხობა აღარ მიწერია, მარა ქალი სუფთა უნდა
იყოს, თუ სადმე ახლოს კაცი ტრიალებს. აი, შაბათს ჩავალ თერჯოლაში და ვკითხავ საბითუმოს გოგო-
ებს, აბა, რა იციან და როგორ იციან. რა კაცია, უნდა ვიცოდე. პატიოსანი კი არიო, აქაურებმა თქვეს,
მარა მე რა ვიცი, იქნება ყველა მაღაზიაში ჩემნაირი ყავს? უი, მეხი დაეცეს მაგას თავზე! მარა რანაი-
რად ეყოლება ყველა მაღაზიაში ქალი ამ ბებერს? მარა ბებერიც თუ აიშვებს, იმას ვერავინ დააკავებს,
ეს ასე არი! არა, მაინც როდის მოვა? ან მე მეკითხა საათი, ან იმას ეთქვა. მარა პირველამდე მოვა აუცი-
ლებლად. თერჯოლიდან წამოსული დისტრიბუცია ეგრეა. ისე, თერჯოლაში ნეტა თუ მომიკრავს მანამ-
დე თვალი? ან იმას თუ. დავუნახივარ? თუ დავინახავდი, დამამახსოვრდებოდა? ისე აქ თავი გაქოჩრი-

33 მკითხველთა ლიგა
ლი თეთრად, სუ რო არ ელი, დამამახსოვრდებოდა. ეგრე იქნებოდა. რანაირია ცხოვრება, შენი ჭირიმე!
ცხოვრება თუ სიკვდილის შიში! სიკვდილის შიშმა არ გამაწევინა, აბა, ამისკენ? აბა, რა ჯანდაბა დამეცა
იმ დღეს თავ-ტანზე? ვფიქრობ და ვფიქრობ, აგერ, ერთი კვირაა, თავი გამისკდა, ვერ მოვიფიქრე! არა,
ხო სიკვდილმა შემაშინა? ხო სიკვდილმა გამაწევინა თავი კაცისკენ? მარა იმ წუთში რო გეკითხა, მარ-
ტო ხელის მოხვევა, გულში ჩაკვრა მინდოდა, მეტი არაფერი! აბა, ტყნაურს ვინ წარმოიდგენდა? ან რო-
მელი დიდი მოტყნაურე ნეტა მე მნახეთ? მარტო ის მინდოდა, ვიღაცა მომხვეოდა, ეთქვა, რა კაია, ქა-
ლო, რო გადარჩი! აბა, რა დროს შენი სიკვდილია?! არა, გენაცვალე, მე ასეთი სიკვდილი არ მქონდა და-
გეგმილი. არც დაგეგმილი, არც დაშვებული. რა რიონში დახრჩობა? ღმერთმა დამიფაროს! არა, მაინც
რა უნდა, რო მითხრას? რო აწი აღარ მოვა მაღაზიაში? რო შეცდომა იყო ეს ყველაფერი, მორჩეს ტინ-
გიცი? მორჩეს და მორჩეს! რა, მეც ასე არ მირჩევნია? ჩემთვის გავაგრძელებ მშვიდად ყოფნას, მშვიდად
ცხოვრებას. ახლა ერთი ყლე ვითომ იყო, ვითომ არც იყო და ჩემი სიამოვნება სუ არაა მაგას მიბმული.
მაგაზე კი არა, არავისზე არი მიბმული! მე თვითონ ვიცი, როგორ გამოვიხმო აგერ, ბავშვობიდან, თეძო-
ებში მაქ მთელი საიდუმლო მოქუჩებული. ან იმას მეტყვის, ცოლი და შვილი მყავს, ზედ შვილიშვილი,
აღარ გამოვა არაფერიო? მეტყვის და მეტყვის! მართალიც იქნება! შენ გაგიმარჯოს შენი ცოლ-შვილის
გზაზე, ჩემო ბატონო! აბა, ერთი შეცდომა ვის არ მოსვლია?! მეც მომივიდა, შენც მოგივიდა.
ამ მაღაზიაში შემოვიდეს მაინც ვინმე ცოტა ხნით, ცოტა ტვინი გადავრთო, გული გადავრთო, დამე-
ღალა ამდენი ფრთხიალით. მარა, ზაფხულია, ვინ შემოვა დილაადრიან?! ცოტაც და, მოვა მარიამობა
და მერე ყველა გაიკრიფება. ჩადგება, ჩაგუბდება სექტემბრიდან სუ ყველაფერი. ახლა ტილოს გადავუს-
ვამ კიდე ერთხელ აქაურობას და იქნებ ვინმე შემოვიდეს. ეგ არი, ტილო უნდა ავიღო კიდეც ხელში და
ა, ბატონო! აგე, თითქოს ამოიზარდა ნაწვიმარზე სოკოსავით ფანჯ:რის წინ ამის მარშუტკა. მობრძანდა
ვაჟბატონი!
ამის მწკლარტე დუხის სუნი ლამისაა კარიდან მეცეს და გული კიდე ცოტაც და, ამიფეთქდება! მარა
ეს ვინაა, ვინ მოყვება? ვიღაცა უცხო ბიჭია, ახალგაზრდა, კეფაბრტყელი. გამარჯობა, ეთერო, კარიდან
მეუბნება, ყურები უხურს. თმაც რო დაუვარცხნია, სველი ხელი გადაუსვამს. ნეტა, სად მოახერხა?! ფან-
ტანთან გააჩერა, ალბათ, მანქანა. ეს პრანჭია კაცი, ესა! თენგო გაიცანი, ჩემთან ერთადაა, დიდ ტავარ-
ზე ერთმანეთს ვენაცვლებით. ხელები სად წაიღოს, აღარ იცის. რაღა გიჭირს ან მე რაღა მიჭირს, თუ
შენთანაა ეგ თენგო და აწი თუ სუ შენთან იქნება! და გამარჯობა, ვეუბნები, მე თვითონა ვგრძნობ, საყ-
ვედური კი არა, წყენა მაქ ხმაში გარეული. წყენა კი არა და ბრაზი, ბრაზი მაქ გარეული! რანაირად უნ-
და დამელაპარაკოს ახლა ეს, თავზე რაიკომის მდივანივით რო წამომაყენა ეს მეორე დისტრიბუტორი?
და, შენ რა, დღეს უნდა მოსულიყავი? ვეკითხები. ლამის დავგესლო. არააა, დაბნეულია, მარა ახალი ჟე-
ლეები გვაქ, ისრაელის, კარგი, არ გინდა? ახლა სახეზეცაა აჭარხლებული. ცოტაც და, შემეცოდება. არა,
არ მინდა, მაქ ჟელეები. ის თენგოა თუ ჯანდაბაა, იქვე დგას გაშეშებული, თვალებს ატრიალებს. ვითომ
ისევ ტილოთი ვწმენდ ჩემი უდღეური ვიტრინის პირებს. კაი, კარგად იყავი, აბა, ეს გამოფლაშული ყუ-
რები ლამის მხრებზე დაეყაროს, ლამის იტიროს. კარგად იყავი, ზურგს ვაქცევ, არც ვუყურებ, როგორ
გადიან.
ეს დებილი, ესა! რა იყო ვითომ ეს მატრაკვეცობა და ეს თეატრი?! პატარა ბიჭია?! თუ თქვი, რო და-
ლაპარაკება გინდა, ისე ქენი, დამელაპარაკე, გამაგებინე, როგორ გინდა, რა გინდა, რატო გინდა! რა არი,
ამ ვიღაცა ტლუ თენგოს წამოკიდება?! ამდენი ვერ მოახერხა ამხელა კაცმა, მარტო მოსულიყო, შემო-
სულიყო?! არა უშავს, აწი მეცოდინება, რა ჩიტიცა ხარ, ვაჟბატონო! მოუხერხებელი ხარ და ბოთე! ამ-
ხელა კაცს ის ვერ გიქნია, შენი სათქმელი მითხრა თამამად!
ეთერო, აგერ, ყურთან მესმის ისევ მისი ხმა. გული აქ ამოვარდნაზე, ლეკვის სახე ადევს, თენგოს მო-
ვატყუე, სათვალე დამრჩა-თქო, ახლავე უნდა მივბრუნდე, თან მზის სათვალე უჭირავს ხელში, პირი

34 მკითხველთა ლიგა
ყურებამდე უღიმის. შაბათს გელოდები, ეთერო. თერჯოლაში რო ჩამოხვალ, თერჯოლა-ქუთაისს გა-
მოჰყევი 12 საათზე. მეორე გადასახვევთან ჩამოდი, მანდ გააჩერებინე, გზაზე კი არა, ცოტა შიგნით შე-
მოდი, ტყეზე და იქ ვიქნები, მანქანით დაგხვდები. ისე ვიზამ მერე, ქუთაისს გამოგაყოლო უკან, საღა-
მოზე. კარგად გნახავ მერე, ეთერო. დავილაპარაკებთ კიდეც და... ლამისაა, ძარღვები დაუწყდეს კისერ-
ზე და ის ჭროღა თვალები საბუდრიდან გადმოუცვივდეს, კაი, გოგო?
ჰო, კარგი, კარგი! გადი ეხლა დროზე! მინდა, ეს ტილო ცხვირზე ავაფარო, მარა სიხარული მთელ
ტანში მეღვრება, ცოტაც და, აგერ ამ დახლს გადავახტები, გულში ჩავიკრავ! ჯერ ზურგსა ვხედავ, ბიჭი-
ვით გარბის თავის თენგოსკენ და მერე ამათი მარშუტკის ნაბოლვქვი მეცემა ცხვირში. რაო? რომელ გა-
დასახვევთანო? რომელ საათზეო? თორმეტზე, თორმეტზეო! თორმეტიანს გამოჰყევიო! შაბათსო! და-
იცა, დღეს რა დღეა? რა რიცხვი? სამშაბათია დღეს, როდის მოვა შაბათი, ღმერთო! ეს ტილო კიდე ხელ-
ში მაქ შერჩენილი, შეცივებული და აგე, ვხედავ, სალარო აპარატთან ახლა მართლა დარჩენია ამ
შტერს სათვალე!

35 მკითხველთა ლიგა
5

ვფიქრობ და სუ ვიძაბები. ახლოს სადმე რო გადავვარდეთ ამ ღრანტში, ამ დაკლაკნილ გზაზე, გადავ-


ვარდეთ და მოვკვდეთ, მერე მე ვინ დამასაფლავებს? არავინ. ვინ იქნება ჩემი პატრონი, დამტირებელი?
არავინ. დამტირებელი კი არა, შეიძლება იქვე დამტოვონ ყვავ-ყორნის საჯიჯგნად, არც ამომიყვანონ.
ამას კი ამოიყვანენ და დაასაფლავებენ დიდი პატივით, დიდი ტირილით. დიდი-დიდი, ნათესავებმა წა-
უპუტუნონ ერთმანეთს: „საყვარელთან ყოფილა თურმე, ქალო", სხვა არაფერი. ცოლიც დაიტირებს და
შვილიც, ზედ კიდე შვილიშვილი და მე? მე ვინ გამეკარება? ცისანა და ნენო? რომელი? არცერთი! ჩუმა-
დაც არავინ დამიტირებს. ბოზი ქალი ვიქნები ყველასთვის. ბებერი ბოზი. ყველასთვის. აგე, ვზივარ უკ-
ვე ამის გვერდით. გადასახვევთან დამელოდა, იქ შემხვდა, როგორც მითხრა. დაბანილი, დავარცხნილი,
მოცინარი. სუ აბრდღვიალებული მანათებს თავის ჭროღა თვალებს. თან დაირცხვენს, ვერ იგებს, რა
ქნას, მაკოცოს, გადამეხვიოს? ისევ მე ვკოცნი ლოყაზე, მე ვადებ ჩემი მთელი დღის ნარბენ, გაწეპილ
ლოყას ახლად გაპარსულ, კაცურად უხეშ კანზე. როგორ ხარ, გოგო? ესეც, თან ლოყაზე მეტანება, თან
ხელებზე. კარგადა ვარ, თან საქარე სარკეში შევავლებ ჩემ თავს თვალს, სათვალე დაგრჩა იმ დღეს, ახ-
ლა ჩანთას დავწვდები და სათვალეს მივაწოდებ. შემომცინის და მაშინვე შუბლზე დაიკოსებს. ახლა
ისევ მინდა, სარკეში ჩემ თავს შევავლო თვალი. პაემანი არი თუ რაც არი, ხო მაგაზე მოვედი, ასე სხვა-
გან პირველად ვხვდები ამ კაცს, ამ კაცს კი არა, საერთოდ, კაცს, და ცოტა ლამაზი ხო უნდა ვიყო, ყო-
ველდღიურობაზე სხვანაირი. არა მიშავს რა, თმა მაქ ცოტა გაწეწილი და კაბა გვერდზე მომქცევია,
სხვა არაფერი. რაც მქონდა საუკეთესო, მეც ის ჩავიცვი. ნახევარი დღე ვიფიქრე, რა ჩამეცვა, ისე რო
დისტრიბუციის გოგოებსაც არ შევჩროდი თვალში, არ ეთქვათ, რამ დაგპრანჭა ქალო, ასე როდის გამო-
კეკლუცდიო, არც ნენოს და ცისანას ეთქვათ რამე, თუ სადმე გადამეყრებოდნენ სადგურზე იმ დილაად-
რიან, სანამ თერჯოლის მარშუტკაში შევილალებოდი და ამასაც ხო უნდა მოვწონებოდი, ამასაც გახა-
რებოდა ჩემი დანახვა. ჰოდა, ვზივარ ახლა ამ ჩემ საუკეთესო კაბაში გახვეული. ლურჯი არი, უბრალო.
მაინც არავის მოხვდება თვალში ზედმეტად. მისი თეთრი მარშუტკით რაღაცა ქვიან, უკაცრიელ გზას
მივუყვებით და თან ფეხები მეყინება, თითები მეკრუნჩხება. არა, არც ცისანა დამიტირებს და არც ნენო.
არ დამიტირებს არცერთი. გაქვავებული სახით ჩამოჯდებიან, გამურული ჯეზვედან წყალწყალა ყავას
ჩამოისხამენ და რომელიმე ამოღერღავს მერე ძლივს გასაგონად: „წარმოიდგენდი, ქალო, ეთოს საყვა-
რელს? მე ვერასოდეს“. მე რა, მე თვითონ წარმოვიდგენდი? მე რა, მეგონა, ასე მოხდებოდა? არა! მე ჩემი
ცხოვრება მქონდა დახაზული მისხალ-მისხალ, ნაწილ-ნაწილ. მთლად დაგეგმილი მქონდა ჩემი სიბერე.
ტკბილად და მშვიდად მინდოდა მეტარებინა დარჩენილი სიცოცხლის წლები. აბა, რისთვის გადავდე და
შევალიე თავი ამ მაღაზიას?” აბა, რისთვის ვიწვალე ამდენი ხანი? ვიწვალე და ახლაც ხო ვწვალობ? და
კიდე რამდენი უნდა ვიწვალო, ნეტა ვინ იცის?! დღესაც ხო ვიწვალე? ჩამოვედი და სირბილ-სირბილით
დავიარე ყველა საბითუმო! ჩქარ-ჩქარა, გულის ამოვარდნით. ტვინი არ დამიტანებია, რას ვაკეთებდი
ან როგორ ვაკეთებდი! ნაპოლეონიც ვერ ვჭამე, სადღა იყო ნამცხვრის დრო, ნერვი?! მე ჩემი ჩვევა მქონ-
და, ჩემი რიტუალი, გინდა საბითუმოს მოვლის და გინდა იმ კაფეში ჩამოჯდომის. ეგეც აღარ გაქ, ეთერ,
ქერქეტა ქალო! გამოიქეცი ახურუშებული! ძუკნა ძაღლივით, ვაჟბატონის გვერდით რო დასკუპებული-
ყავი, პატარძალივით! რაღაცა, უცხო, უკაცრიელ გზაზე გეარა, გულის ხეთქვებით!
რა ვქნა, ახლა ამას ვუთხრა, კიდე შეანელოს, ნელა ატაროს? ვუთხრა, რო მეშინია, არ გადავიჩეხოთ?
არადა, სუ არ ატარებს ჩქარა. მიასეირნებს ამ თავის თეთრ რაშს მტვრიან გზაზე. ნეტა ვიცოდე, სად
მივყავარ! მთლად განათებული ზის სიხარულისგან, სხვა არც კი ახსოვს, ასე მგონია. აგე, წინ რო პატა-
რა-პატარა ხატებით მოურთავს ეს თავისი თეთრი მარშუტკა, თავი ამ წმინდანებზე მეტადა აქ განათე-
ბული. ხანდახან გადმომხედავს, ცხელ ხელისგულს დამადებს კალთაზე და ისე მიყურებს ერთგული

36 მკითხველთა ლიგა
ძაღლივით, ცუგასავით. გეუბნები, ეს მართლა არი შეყვარებული. რა იყო, რა დამუნჯებული ზიხარ, გო-
გო? შემომცინის. ნუ გეშინია. შენ რა, გგონია, აქ ვინმე გიცნობს? ან დაგინახავს?ვინ უნდა გიცნოს. შენ
კი არა, მე ვერ მიცნობს ვერავინ, ბიჭობის მერე აქ არ ვყოფილვარ. ნუ გეშინიანო. აჰა, ისევ დამადო
ვარვარა ხელისგული კაბის კალთაზე.
ახლა თითქოს ცოტა მიდუნდება ეს გაფარჩხულ-გაყინული ფეხის თითები. მართლა ვინ უნდა დაგვი-
ნახოს ამ მივარდნილში, შენი ჭირიმე? ახლა არა ჯობია, შევირგო ყოფნა იქ, სადაცა ვარ? რა გულის ბა-
გაბუგით ველოდებოდი ამ დღეს, რა უცხო სიხარულით და შევირგო, რა იქნება, შევარგო ჩემ თავს! რა-
ღას ვიძაბები და ვიმანჭები! ან ამ ღრანტში გადავარდნას რაღას ვიზმანებ? კაცი მთლად ბავშვობიდან
ზის მგონია ამ მანქანაზე და რაღა ახლა გადავარდება? გედოს ეგ ხელი, ბიჭო, ცოტა ხანი, ეგრე უფრო
ვმშვიდდები. სადაც ყველა დადის, იქ კი არ მიმყავხარ? როგორ გინათებს ეგ ჭროღა თვალები. სხვა, უც-
ხო ადგილი უნდა განახვო, მთლად ჯადოსნური, უკაცრიელი! იმერეთის ვარძია უნდა განახვო! სუ სახე-
ში მაფრქვევს თავის სიხარულს, აღფრთოვანებას. ერთი ეგაა, ხშირ-ხშირად იღებს ხელს ჩემი ფეხიდან,
რო საჭეს მიაშველოს, მარა მერე მაშინვე უკან მოაქ, ჩემ მუხლს ეძებს და კაბის ქვეშ სუ მეწვის მისი ხე-
ლისგულისგან ცხელი ხორცი, მარა ქვემოთ ფეხის თითები მაინც მეყინება. ახლა მთლად ღორღიან გზას
მივუყვებით, დაბალ-დაბალი, ქვასავით მთა-გორის გასწვრივ მივდივართ. ერთ მხარეს რო სიმწვანეა,
იმის მხარეს, ჩემ მხარეს, მთლად ქვაა და კლდე. გეგონება, საიდანღაც ნაპრალიდან ამოიზარდა ეს შავი
კლდეები. მართლა უცხო არი აქაურობა. ვარძია! ვარძია ჰო, რა, ნანახი მაქ?! მარა აგერ, იმერეთის ვარ-
ძია ხო მექნება ნანახი!
აი, მაქეთ, მაქეთ არი, ეთერო, იმერეთის ვარძია, ჩემკენ იწვდის ხელს, მანდ ახლა ბევრი ხალხი იქნე-
ბა, ათასნაირი ჯურის. სექტემბერი კია, მარა მაინც ბევრი ხალხია, ტურისტები, ესენი, ისინი. მარა მე
მანდ არ მიმყავხარ, გოგო. მე სად მიმყავხარ, იცი? მეორე მხრიდან უნდა შეგახედო, ჩემი ადგილიდან.
ჩემ ადგილას მიმყავხარ, ეთერო, ჩემი ბავშვობის ადგილას. მართლა ორმოცი წელი არა ვყოფილვარ
აქით, გოგო! მარა, იცი, ეს გზა როგორ მახსოვს? სუ ზეპირად. შენთან ერთად მომინდა აქ მოსვლა, ამ-
დენი ხნის მერე. მარტო შენთან, კიდე შემომცინის, მარა ახლა, მგონია, ცოტა სევდაც უდგას ამ ჭრელ
თვალებში. ცოტა საწყლადაც ეღიმება.
რანაირი ხარ, ბიჭო, რანაირი პოეტური, ან ამ დისტრიბუციაში რანაირად მოხვდი, ან ამ მგელივით
კაცებში რანაირად ამოიზარდე ასეთი, კეთილი ძაღლივით. არაფერს ვეუბნები მაინც, ხმას არ ვიღებ,
მარტო ჩემ კალთაზე დადებულ ხელზე მეც ხელს მოვუჭერ. ძლივსა წვდება ჩემი თითები ამის ძარღვი-
ან, ნიჩაბივით ხელს. ორივეს ფანჯარა გვაქ ბოლომდე ჩაწეული და სახეში სუფთა, ქრიალა ქარი გვცემს
და თმას გვიწეწავს. მე ჩემ შავ თმას, ამას თეთრ ქოჩორს. ისე მაინც აღარ ცხელა, ისე სასტიკად, რო-
გორც იცის ზაფხულმა. რაღაცნაირი, ღონეგაცლილი სიცხე დგას, არაქათმილეული.
ვუყურებ და თან მგონია, რო ძაან ნაცნობია, თან მგონია, რო ძაან უცხოა, სუ უცნობია. ვინაა საერ-
თოდ ეს კაცი, ან მე რა მინდა აქ, ამ ვარძიაში?! ან სად მივყვები, რატო მივყვები?! რაღაცა ჭრელი სა-
როჩკა ჩაუცვამს, მოკლემკლავიანი, ესეც გამეპრანჭა, ეგრე არ არი! ის საზიზღარი ოდეკოლონი აღარ
ასხია ისე ბევრი. ან არ ასხია, ან ცხვირი შევაჩვიე. ჭაღარანარევი შავი თმა ამოჩრია ყელთან, სახეზე
სუფთადაა გაპარსული. სუ სუფთადა აქ ეს სახე გაპარსული, სხვანაირი მე არც მინახავს. ნაჯაფი ხელე-
ბი აქ, ნამუშევარი. ცალკე ყუთების თრევით და ცალკე ალბათ, ვენახი ექნება, კიდე ბოსტანი. აგე, ახლა
სუ ცხადად ვხედავ, როგორ დგას სახლში სარკესთან და ბოლო ღილს იკრავს საროჩკაზე, ნიკაპს ზევით
წევს. იქვე მის ცოლსაც ვხედავ, საუთოოსთან. დაუუთოვა საროჩკა, ხელში აწოდებს, უთოსგან კიდე
ცხელია საროჩკაცა და ამ ქალის სახეც. ახლა შვილიშვილის თეთრეულს აუთოებს თავჩაღუნული.
სქელტრაკა ქალია, განიერია. ნეტა, მართლა თუ ასეთია? არა, ამის ცოლზე რო არასდროს არ მიფიქ-
რია? თითქოს არც არი. ვინაა, რაა, როგორია? ნეტა ახლა თუ ახსოვს თავისი ცოლი ვაჟბატონს! შენმა

37 მკითხველთა ლიგა
ცოლმა იცის, სადა ხარ? ხმაში რკინა მაქ, უცებ ამომდის სიტყვა პირიდან, პირს თავს ვერ ვუყრი, ენა
დავადუმო. ან რატო უნდა დავადუმო? მოუნდა ბიჭს საყვარელთან სეირნობა, თან ვარძიაში! მე კიდე
გული მისკდება! მაგის დროა ახლა, ეთერო? სახე ნაწვიმარივით ექუფრება, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
ახლა ცოტა კი ვნანობ, ხმა რო გავიღე, კაი, ბატონო, მერე ვილაპარაკოთ, კბილებში ვუცრი. მარა ჩემი
ბრალია? ასე რო ვიცი გაავება, გაკაპასება? ხელს იღებს ჩემი მუხლიდან, საჭეს აშველებს, მარა მერე
აღარ მეხება. მე კიდე კლდეებს ვაშტერდები, ამას აღარც ვუყურებ. გამებუტა, ასე მგონია. არა, აქ გუ-
ლის ხეთქვას და ამის ცოლზე დაბოღმვას არ მერჩივნა, ახლა კაფეში ვმჯდარიყავი თერჯოლაში, რძი-
ანი ყავა მესვა ჩემთვის ნებივრად? ზედ ნამცხვარი დამეყოლებინა კრუტუნ-კრუტუნით? რად ავირიე
ცხოვრება, ავარევინე? რატო დავდე სასწორზე ჩემი დღეები, დარჩენილი? რა მინდოდა, რამ არ მომას-
ვენა, რად არ მოვისვენე? მარა ეშმაკი რო შეგიჩნდება ქალს, ეშმაკს რანაირად შეერკინები? ამას შეხე-
დე, ჩემ ეშმას, ჩუმად არი გაყურსული, ხმას აღარ იღებს, ორივე ხელით საჭეს ჩაფრენია, მარტო წინ
იყურება. ეს გზა კიდე სუ დავიწროვდა, რაღაცა ტყის პირი მოჩანს შორით, იქითკენ. იქ მივყავარ ალ-
ბათ, იმ ტყეში, ქუჩის ქალივით. ხო, იქით მივყავარ...
ჰოდა, მივყავარ და მეც მივყვები! დიახ, მივყვები! რა, ძალით ჩამაჯინა ამ მარშუტკაში? მინდა და
მივყვები! დიახაც! მინდა და მყავს საყვარელი ამ სიბერეში! საყვარელიც მყავს და აგერ, ტყეში მივეცემი
კიდეც სიყვარულს. რა, რატო არა?! რა დამრჩება მეტი ცხოვრებისგან სიყვარულის და სითბოს გარდა?!
არც არაფერი! ან რა მქონდა მანამდე ამ ცხოვრებაში? არც არაფერი! ნახევარი ცხოვრება ჩემი ოჯახის
კაცების მომვლელი ვიყავი, იმათი რეცხვა-წმენდა იყო ჩემი სიცოცხლე და მეორე ნახევარი კიდე მაღა-
ზიაში მაქ გატარებული. მაღაზიაში ვარ დაყუდებული, იქა ვცხოვრობ იმის იმედად, რო ცოტა ადამია-
ნური სიბერე შევქმნა ჩემი თავისთვის. რო მერე მართლა კატამ არ შემჭამოს სადმე მკვდარი. მარა
სხვა? სხვა რა შემრჩა ამ ცხოვრებიდან? რო დამაჯინო და მკითხო, აბა, ეთერ, შენი ცხოვრება მოგვით-
ხრე, რამე გვითხარი, ან რას მოვყვები? მამაჩემის ნაკეცებით დაუთოებულ შარვალს თუ მაღაზიის ბუ-
ღალტერიას? რას? ვერაფერს! ვერაფერს მოვყვები იმის გარდა, რო ახლა ამ კაცთან აგერ, სადღაც ტყე-
ში მოვდივარ, რო აგერ, აი, საყვარელი გავიჩინე ბებრობაში, თან რა საყვარელი! შეხედავ და ერთი დის-
ტრიბუტორი კაცია, შვილიშვილების ბაბუა, მარა როგორი სიყვარული იცის, როგორი მოფერება, რა ხე-
ლები აქ, რა ენა, რა ტუჩები! დიახაც! ბარე ბევრ ქორფა ქალს რო არ დაესიზმრება ეს სიამე. დიახ! ზუს-
ტადაც!
აგე, ხო მივხვდი. ტყის ნაპირას აჩერებს მანქანას. მოვედით, ეთერო, დატუქსული ძაღლივით აპარებს
ჩემკენ თვალებს, ცოტას ფეხით გავივლით და მერე ისეთი ხედია, ისეთ ხედს გაჩვენებ, ისეთი ადგილი-
დან გადმოგახედებ, არ დაგავიწყდეს! ნახე, როგორი კაცია! რა საყვარელი! ნახე, როგორ გულით მეუბ-
ნება, გულით მიუხარია, ის ადგილი მანახვოს, თავისი ბავშვობის. ვინ მოუყვანია აქ ჩემ გარდა? არავინ!
ვუყვარვარ! მომიყვანა! ჩემთან უნდა ამ ადგილის გაყოფა მარტო! რატო ვატკინე გული, რა დროს ამისი
ცოლის ხსენება იყო, რატო მოვშხამე? ან მე რად მოვიშხამე თავი, რად მოვიწამლე? დაივიწყე ახლა,
ეთერ, ყველაფერი! არაფერს არ დებ მაგ შენ სასწორზე. არც შენ დალხენილ, კარგ სიბერეს. სიბერემდე
მიხვიდოდი რო, ჰა, მიხვიდოდი? აგე, რიონმა კინაღამ წაგიღო ორი კვირის წინ, კინაღამ დაგახრჩო. ჰო-
და, ჭკუა ისწავლე, შეირგე, რაც შესარგებია, ქალო! შეირგე!
ღვედს ერთდროულად ვიხსნით ორივე და ის კარის გაღებას აპირებს, მე რო ხელს ხელზე წავავლებ.
მოიცა ჯერ! წამში ხვდება, რაც მინდა, რაცა მწყურია. სანამ მე ჩემ სავარძელს უკან გადავწევდე, ჩემს
ძუძუებშია უკვე ორივე ხელით ჩაფლული და კისერზე ტუჩებით მეტანება.

38 მკითხველთა ლიგა
6

გეგონება, ერთი დღე კი არა, ერთი თვე არ ვყოფილვარ ჩემ სახლში, უცბად ისე უცხოდ მეჩვენება ყვე-
ლაფერი. გაწეპილი ტანი დავიბანე და ღონე სუ წამერთვა. იმ სამგზავრო მარშუტკაში გავითიშე, მეძი-
ნა. ისე მეძინა, მგონია, პირი მქონდა დაღებული და ერთი-ორი ამომეხვრინა კიდეც, მე რა ვიცი. თვალ-
წინ სუ ის ხედები მედგა, იმერეთის ვარძიის, მთელი გზა ეგ მქონდა თვალწინ, მესიზმრებოდა. მზე რო
ჩადის კლდეებს მიღმა, იქით კიდე მინდვრებს რო ღრუბელი ერთვის და აელვარებს, კიდე იქით მდინარე
რო მიიკლაკნება და მზეზე აბრდღვიალებული, თვალს გჭრის სარკესავით. მისი ხმაც მედგა ყურებში.
ვიჯექით და ვიჯექით იმ კლდის განაპირას, ჩამავალი მზე და სუსტი ნიავი სახეზე გვედებოდა. ეს
მთლად ჩემზე იყო მოხვეული, შემოხვეული. უხმოდ, ჩუმად ვიყავით, ხმას არ ვიღებდით. მერე უცებ,
ძლივს გასაგონად, ლეკვივით ამოიწკმუტუნა: რა უნდა ვქნათ, ეთერო? რა უნდა გვექნა? ხო დავიამებ-
დით ამ ხორცს როდესმე, ხო დავცხრებოდით? როგორც წეღან დავიამეთ და დავცხრით. ჩამოვჯექით
აგერ, მერე წყნარად. აბა, სანამდე გასტანდა ეს დაგეშილივით სირბილი ერთმანეთზე? წავიდოდით მე-
რე ჩვენ ჩვენ გზაზე. წავიდოდით კი არა, დავბრუნდებოდით. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამ ასაკში,
ამ პირობებში? როცა იქნებოდა, ხო მოვრჩებოდით? ოღონდ, არავის არაფერი უნდა გაეგო, ეჭვიც არა-
ვის ჰქონოდა. ჩვენი საიდუმლო ყოფილიყო ბოლომდე, სიკვდილის კარამდე. არ იყო სხვა გზა არაფერი.
ხმა არ გამიღია. მერე დავილაპარაკოთ, რო წამოვდექით და მანქანისკენ წავედით მოწყვეტილი ნაბი-
ჯით, მაშინ ვუთხარი.
ქუთაისში ავტოსადგურამდე არმისული ჩამომსვა, არავის არ უნდა დავენახე. თუ ნაცნობი იქნებოდა
ვინმე და მკითხავდა, აქ რა გინდა, ქალო, შენ თერჯოლაში არ უნდა იყოო, პასუხიც მზად მქონდა, ქუ-
თაისში მომიწია წასვლამ, გენაცვალე, ახალ საბითუმოში-მეთქი. აწი კიდე მომიწევს მისვლა-თქო, მა-
გასაც დავამატებდი, თადარიგის დასაჭერად. რა, რატო არა?! შემდეგი პაემანი ქუთაისში დავთქვით,
სასტუმროში. მითხრა და დავეთანხმე. შაბათი ვერა და კვირაო. კაი-თქო, მარა მე იმაზე მცრიდა ტანში,
ლამის ნახევარ საუკუნეს მიტანებულ, ტყუილს მიუჩვეველ ქალს ტყუილის თქმა რო მიწევდა ფეხის ნა-
ბიჯზე. ერთი ტყუილის თქმა მომიწევდა, მერე, დღეში ერთის? მილიონის! ტყუილში ფოლადივით გა-
ვიწრთობოდი! მთავარი იყო, რასაც ზღაპარს ვიტყოდი, მერე დამემახსოვრებინა, შენი ჭირიმე! არა, ჩე-
მი ბრალი იქნებოდა ეს მეზღაპრეობა?! არა! არ იქნებოდა ჩემი ბრალი! არ მოატყუებინო ადამიანს, არ
აიძულო და არ მოგატყუებს! არ ჩაყო ცხვირი მის პირადში, მის ცხოვრებაში. ბოროტი ლანდივით არ
სდიო ყოველ ფეხის ნაბიჯზე, არ გაუმწარო ცხოვრება, ნერვები არ დააგლიჯო! მარა, არა, ეგ არ იქნება!
ამას იზამდა ვინმე, თავის ნებაზე მიეშვი? ვინ იზამდა ამას? არავინ! ოღონდ, არავინ იჯდა მარშუტკაში
ისეთი, ცხვირი გამოეყო და ეკითხა, ქალო, აქ რა გინდაო. ყველა სიცხისგან თუ მოღლისგან იყო მიგდე-
ბული მორყეულ, ბინძურ სკამებზე, ენა ქონდათ ჩაგდებული. დაიძრა მარშუტკა თუ არა, დამეძინა, მა-
რა დაძინებამდე იქვე, სადგურში ნაყიდი კარტოფილის პერაშკი ჩავიტენე პირში. აბა, ისე გული მიწ-
ვრილდებოდა შიმშილისგან. რო გამეღვიძა, ლამის აგერ ვიდექით უკვე, ჩვენ სადგურში. ტელეფონს
დავხედე და მისი მესიჯი ვნახე. კაი ხნის წინ ქონდა გამოგზავნილი. „ჩემო გოგო, ეთერო“. წავშალე მა-
შინვე. მაგ დროს ცოტა კი დამენანება, მარა მაგის მესიჯს მაშინვე ვშლი ხოლმე. რა ვიცი, კიდე რო ჩავ-
ვარდე რიონში ან უცებ გული გამისკდეს სადმე, გინდა სახლში და გინდა კარში, და ეს მესიჯი ასე დარ-
ჩეს, ხო გაიგებს ყველა ყველაფერს?! ვითომ რაღა აზრი აქ, ვინ რას გაიგებს, თუ მკვდარი ვიქნები, მარა
სადღაც მაინც აქ აზრი. დიდი აზრი აქ! მკვდარსაც უნდა მიხედვა და მერე მე ვინღა მომხედავს?! ვინ და
არავინ! მარა ეს რანაირი კაცია მაინც, მესიჯებს რო მწერს! ან მე რანაირი ვარ, პასუხს რო არ ვწერ, სუ
არ ვპასუხობ. მარა ტელეფონს დავხედავ და თუ აბურდული ციფრების ბოლოს ორ ცხრიანს, გამოკვან-
ძულს დავინახავ, გადამებადრება ხოლმე სახე, წამებში. ახლაც ასე სახეგაბადრული, მარა მაინც დაღ-

39 მკითხველთა ლიგა
ლილი მოვედი სახლში.
მოვედი და ეს სიჩუმე მეუცნაურა. ჩემი სახლის კი არა, ქალაქის. სექტემბერი რო იწყება, ისეთი დომ-
ხალი აღარ დგას გარეთ. ახლა იწყებენ საზაფხულოდ ჩამობრძანებულები ნელ-ნელა გალალვას. დღე-
ღამის გუგუნსა და წივილ-კივილს სიჩუმე შეცვლის და როგორც ამ ხმაურს უნდა შეეჩვიო თავიდან, მე-
რე ისე უნდა გადაეჩვიო. სიჩუმეს შეეჩვიო. მერე ისეა, დღე რო დამოკლდება და მალე ბნელდება, გუგუ-
ნი კი არა, ვინმე ლოთის შეძახილი თუ შეარხევს ჩამომდგარ სიჩუმეს, ან ვინმე გადარეულის მანქანის
ჩაქროლება. დილით კიდე არა უშავს, სკოლა რო დაიწყება, გაკვეთილებს შორის დასვენების დროს,
ბავშვების ჟივჟივია ჰაერში დაკიდებული და დღის ბოლოს ეგეც მიილევა, მინავლდება. ერთი ეგაა, ყვე-
ლა დილა, გინდ ზაფხულის და გინდა ზამთრის, მაწანწალა ძაღლების ღავღავით იწყება. მაგათი ღავ-
ღავია მარადიული.
ბავშვობაში ზაფხული მეც მიყვარდა. აბა, რომელ ბავშვს არ უყვარს, მითხარი, ზაფხული?! მეც მიყ-
ვარდა, მერე რა, რო ლამის სუ სახლში ვყავდი ჩემებს ჩაკეტილი, მაინც მიყვარდა! ბავშვი ისეთია, ზაფ-
ხული უყვარს. ყველა ბავშვს უყვარს ზაფხული, მარა ამ ბოლოსკენ, იცი, რა შემიყვარდა? შემოდგომის
ბოლო. შემოდგომის ბოლო, ან სულაც, ზამთრის დასაწყისი. კამკამა და მსუსხავ ჰაერს ძირს დაცვენი-
ლი, გაშაშრული ფოთლის სუნი რო აქ. დილით თრთვილი როა დაფენილი და საღამოს თოვლის სუნი
რო ტრიალებს, მარა ჯერ რო მაინც არა თოვს, ჯერ რო მარტო თოვლის სუნია და მთებზე ნისლი წევს
არშიებად. მკვდარი როა გარეთ ყველაფერი, ყველა სახლში როა შეყუჟული, ქალიან-კაციანად, ბავშვე-
ბიანად. ის ბავშვებიც რო კისერწაგრძელებულები მეცადინეობენ, თავიანთ სკოლის წიგნებზე აქვთ ტი-
ლიანი თავები გადახრილი, მარტო დამწვარი ფოთლების და საკვამურიდან ამოსული კვამლის სუნი რო
დგას მთელ ქალაქში. ყვავის ჩხავილი რო კვეთს ნისლისაგან ჩამძიმებულ ჰაერს და შენც სველი შეშით
აშიშინებულ ღუმელთან ატუზულს რო გგონია, რო სუ ასე იყო, ასე არი და ასე იქნება, აღარაფერი შე-
იცვლება აღარასოდეს. აი, ეგ მიყვარს, მარა მერე ის აღარ მიყვარს, რაც ამას მოსდევს, ამ ყველაფერს –
დაუსრულებელი წვიმა და წუნწკლი. თოვლის მაგიერი წვიმა და მისი ჩაშავებული წუნწკლი.
მაგ დროს ადრე ვკეტავ ხოლმე მაღაზიას, მყიდველი და შემომსვლელი, აბა, ვინ არი? მაგ დროს გეგო-
ნება, დედამიწაზე მარტო შენა ხარ და შენთან ერთად ეს უსასრულო წვიმა, წკვარამი. აბა, თოვლი არ
მოდის, აღარ მოდის, მარადიული წვიმაა მარტო. თოვლის სუნიც რო დატრიალდეს, მაინც წვიმა წამო-
ვა, აგატალახებს, გადაგივლის. მარტო ეზოს და გზას კი არა, შენც გადაგივლის. ეს ნესტი და ტალახი
შენც დაგედება სულზე, სხეულზე, სახე-საყლაპავზე. ძაან ძნელია, შენი ჭირიმე. მაგ დროს შვება ძილია
დათვივით და მაყვლის მურაბა დილაადრიან, გახუხულ პურზე. ისეთი ნესტია მერე, სუ არ გვჭირდება
აქაურ ქალებს რამის წათხაპნა გლუვი კანისთვის. ყველაზე მოჭყანულ, ნაოჭა ქალსაც მაინც ისე აქ სა-
ხე გადატკეცილი, დანოტივებული, გეგონება კაი მოვლილი არი. სახის კანს კაი, მარა შავნაღველს რას
უზამ? სად გაექცევი? ამ წვიმასთან და ნესტთან ერთად რო მოდის, ზამთრის მაგივრად რო ჩამოდგება.
ამ შავნაღველის გახსენებაზე, ლამის ვიგრძნო მისი საცეცები და მთელ ტანზე გამცრას, შემამცივნოს.
ამ დროს, აგერ, კართან ვიღაც იძახის, ეთერი დეიდააა. სოფიკოა, ცისანას გოგო, ხმაზე ვცნობ. ნეტა რა
უნდა? შემოდი, გოგო! ჩაიდანს ვადგამ ჩაისთვის, მურაბასაც ვდებ იქვე, მაგიდაზე. თამამად შემოდის,
თამამი გოგოა ესა. თვალადი გოგოა, კაი საყურებელი, ყურადღებას მიგაქცევინებს. რო დააკვირდე, დე-
დამისსაც ამოიკითხავ ამის ტან-ფეხზე, სახეზეც, მარა დედამისს თავისი ქალიშვილობის არაფერი აქ
შერჩენილი, მონგრეულია, ტანდაკარგული. გეგონება, ნაპირებიდან გადმოვიდა. ეს კიდე ახლა იწყებს
ტანის შეკვრას, თავით ფეხამდე გაფურჩქვნას. თან, ისე იწყებს აყვავებას, გეგონება, ლოდებს შორის
ამოსული კოკორია, გეგონება, ქვა და ღორღი ლამის ფესვით გაანგრიოს. სიქორფის სინათლე და სილა-
მაზე აქ, სუ ანათებს და ელვარებს ეს პატარა გოგო. კოხტა არი, კაფანდარა, ცხვირ-პირიც თავის ად-
გილზე აქ, ძუძუც და ტრაკიც თავისი ასაკის შესაფერისი, მარა მაინც გგონია, რო თითქოს კანში ვეღარ

40 მკითხველთა ლიგა
ეტევა. რაღაცა სიხარული და ცნობისმოყვარეობა დააქ თავისი ტანით. ამას რო ვუყურებ, ისეთი სევდა
შემჭამს ხოლმე... სევდაც შემჭამს და შიშიც. სადმე ფეხი რო გადაუბრუნდეს, წამში ჩააქრობენ, წამში
გასრესენ, გაანადგურებენ, გადაუვლიან.
ჩაი უნდა დამელია, მოდი, არ გინდა? ჩემთვისაც ვიდგამ ჭიქას, იმასაც ვუდგამ. არაა, არ მინდა. ვერაა
ხასიათზე, მარა თვალები მაინც უელავს. რაღაცა ახალი კაბა ჩაუცვამს, კოპლებიანი, კოხტადა აქ ტან-
ზე მომდგარი. პირდაპირ გეტყვი, რა, ეთერი დეიდა, სკამზე ჯდება, მაგიდასთან. აშკარად ნირი აქ წამ-
ხდარი. მაგიდაზე ხელებს აწყობს მოსწავლესავით და სახეში შემომყურებს. რა იყო, გოგო, მშვიდობა
გაქ? გული მიცემს, ხო მშვიდობა გაქ? ადუღებულ წყალს ამის ჭიქაშიც ვასხამ და ცხვირწინ ვუდგამ.
მურაბასაც მივწევ იქით, იმისკენ. კიი, რაღაცა სათხოვარი მაქ. ჩემ ჩაისთან ერთად ახლა მეც ვჯდები
მაგიდასთან, სახეში შევყურებ. უთხარი რა, დედაჩემს, ბანაკში გამიშვას. არ მიშვებს. ვირზე შეჯდა და
აღარ ჩამოდის. იქნება, შენ რო უთხრა, უფრო გამიშვას? ლამის თვალზე ცრემლი მოადგეს. რა ბანაკში,
გოგო? რა უნდა, ვერ ვიგებ. ბანაკში, ქობულეთში, ზღვაზე. ერთკვირიანი ბანაკია, მეათე-მეთერთმეტე
კლასელებისთვის. ლიდერობას გვასწავლიან, პრეზენტაციებს, სქილებს, სხაპასხუპით მაყრის. რაას,
რას გასწავლიან? მე კიდე აქეთ ბრინჯივით ვიბნევი. სქილებს, უნარ-ჩვევებს, რა, სხვადასხვა უნარ-ჩვე-
ვებს. ძალიან მინდა, რა, ეთერი დეიდა, წასვლა, გემუდარები, უთხარი დედაჩემს, რო საჭირო არი ჩემი
იქ ყოფნა. იქნებ დაგიჯეროს, იქნებ გამიშვას, ლამისაა ატირდეს. გული მეწურება საცოდაობით, მარა
ხმაში ისეთი თხოვნა აქ, ისეთი მუდარა, არა მგონია, ეს იქ მთლად რაღაცა სქილებისთვის მიიწევდეს.
პრანჭია გოგოა. პატარა გოგო ხო არი, მარა ისიც იცის, ბიჭს როგორ გაეპრანჭოს, ისიც იცის, როგორ და-
აშტეროს, ისიც იცის, გული როგორ გაუტეხოს და როგორ გაუმთელოს, ეგეც კარგად იცის. ნახევარი
სკოლა ამაზეა შეყვარებული. თან ხო ვხვდები, რო რაღაცა ინტერესი აქ კიდე, ჩემთვის უკვე დავიწყე-
ბული, უცხო ინტერესი. გული ბანაკისკენ კი არა, ვიღაცისკენ მიუწევს იმ ბანაკში, ზუსტადა ვგრძნობ,
ზუსტად ვიცი. ეს ახლა იმ ასაკშია, სუ მთლად ტანში აქ გამჯდარი ცნობისმოყვარეობა, უცხო სხეულის,
უცხოსი, ბიჭის, კაცის. ეგრე ყნოსავს დედამისიც ალბათ ამ ინტერესს, რო არ უშვებს. ცისანას რას გა-
მოაპარებ?
რა ღირს ეგ ბანაკი? უფასოა? რა ვკითხო სხვა, ან რა ვუთხრა სხვა, არ ვიცი. ფასიანია, მარა აქ ფული
დედაჩემს. აქ ეგ ფული, მარა არ მიშვებს. სწავლისთვის კი არა, ვიღაცა ბიჭებისთვის მიდიხარ იქო. არ
გაგახარებო. ხმა უთრთის. მამაშენს არ უთხარი? კი ვეკითხები, მარა სისულელეს ვეკითხები. დედამისი
თუ არ უშვებს, მამამისი რანაირად გაუშვებს? მამაჩემი რანაირად გამიშვებს, დედაჩემი არ მიშვებს?
მწყევლის და ყვირის, რაც არ უნდა ვუთხრა. მიშველე, რა, ეთერი დეიდა. ჰა და ჰა, ტირილს დაიწყებს.
ძაან მინდა წასვლა, საინტერესო ხალხს გავიცნობ, სუ კარგი ხალხია იმ ბანაკში, თბილისელებიც. სწავ-
ლისთვის მინდა ეგ ბანაკი. ადამიანებს გავიცნობ და ვიმეგობრებ, აბა, ბოლომდე ამ ჭაობში ხო არ ჩა-
ვიხრჩობი? ისე ამბობს, ლამის დავუჯერო. ჭაობზეც რო მართალია. ჭაობისთვის ეს კი არა, მე ვარ ცოდ-
ვა და ეს არ იქნება, თხუთმეტი წლის ვარდივით გოგო?
რა სასტიკია მაინც ეს ცისანა. ან რა წყევლა იცის, თუ კალაპოტიდან ამოვარდა. ან რა მტრობა იცის,
თუ აგითვალწუნა. მარა ამ თავისი შვილის მტრობა იცის განსაკუთრებით. ბიჭის არა, ბიჭს ზედ ყვება.
იმ ტლუს თავზე ევლება, ლამის ყვერები გამოულოკოს. ამის მტერია, გოგოსი. ისეთი სასტიკი არი ხან-
დახან, ეჭვი შეგეპარება, რო ცხრა თვე ესეც მუცლით ატარა. მარა გგონია, ცისანა მარტოა ასე? ყველა
დედა ასე სასტიკია თავის შვილისთვის. გოგო შვილისთვის. ჯერ არაფრად აგდებენ, მარტო მსახურად
წვრთნიან და ძუძუ დაემჩნევათ თუ არა, ჯოჯოხეთის ცეცხლში გაატარებენ, გეგონება, თავის დაკარ-
გულ, გაუხარელ თავებს ხედავენ ამათ წამოზრდილ ძუძუებში, კრიალა კანში, ელვარე თვალებში. გე-
გონება, გული სტკივათ იმათ გაფურჩქვნაზე, თვითონ უკვე ოჯახისგან დამპალი ნაყოფივით გამოჭმუ-
ლებს, გეგონება არც იციან, სხვანაირად როგორ მოექცნენ ამ თავის შვილებს, გეგონება, ამათი შური ახ-

41 მკითხველთა ლიგა
რჩობდეთ. გეგონება კი არა, მართლა ახრჩობთ! ამათი ახალგაზრდობის შურთ, ამათი სილამაზის, ამა-
თი ინტერესის. რომელი შერჩათ თვითონ აქედან? არცერთი! უცებ შემოეფრცქვნათ სიქორფეცა და ზედ
სილამაზეც. ესენი კიდე, ეს გოგოები, შველებივით არიან დამფრთხალები. საკუთარი მშობელი დედის
სისასტიკისგან შეშინებული იქით გარბიან, სადაც ჰგონიათ, სითბო დახვდებათ. სითბო და სიყვარული.
ერთადერთი გასაქცევი გზა კიდე გათხოვებაა, მთლად დაღუპვა, დასამარება. უარესი მგლის ხახაში ჩა-
ვარდნა. უარეს სისასტიკეში ჩანთქმა. დღესვე უთხარი, რა, გემუდარები. ხვალ დილით უნდა ვუთხრა
ბანაკის ხალხს საბოლოო პასუხი. ნენოსთან არი ახლა გადასული და გადადი რა, შენც, ეთერი დეიდა.
ახლა უთხარი, რა, იქნებ დაგიჯეროს. მთლად სასოწარკვეთილი ვედრებით აქ სავსე თვალები. ვეტყვი,
შვილო, ვეტყვი, ლამის გული მომიკლას ამის თვალებმა, გადავალ და ვეტყვი, მეტი რა ვქნა, რა გავაკე-
თო? კი გადავალ და ვეტყვი, მარა ზუსტად ვიცი, არ გაუშვებს. არ გაგიშვებს შვილო, არა. არ გაგიშვებს,
შე უბედურო. ყნოსვითა გრძნობს შენ სურვილებს დედაშენი. ისიც იცის, ეგ სურვილი საით გექაჩება.
უღელში თავის გაყოფისკენ, დაწესებული მონობისაკენ, შენი მთლად დამიწებისკენ. ჰოდა, შენი სახლში
გამოკეტვით, შენი გულის ტკენით გიცავს ასე. ჰგონია, რო გიცავს. რო არ გაგიშვებს, დაწყნარდები, ასე
ჰგონია, ინტერესი გაგინელდება, ფუჩუს ხმას აღარ აჰყვები. არადა, აჰყვები, როგორ აჰყვები! ვინ შეგა-
ჩერებს მაგ ოხერ გზაზე? ვერც ვერავინ! მარა მაგ გზაზეც რო არაფერია, კლდეზე ჩაჩეხვის, კისრის მო-
ტეხვის გარდა, რას იზამ, რას გააკეთებ?!
მარა ეგ ინტერესი მე რო არასდროს მქონია? არადა, ხო ვგრძნობდი, ჩემ გარშემო ყველა გოგოსა
ჰქონდა. მე კიდე არა, თითქოს რაღაცა თავისუფალი ვიყავი, გამოთავისუფლებული. ჩემთვის ვიყავი.
იქნება მარტო იმიტო, რო თავიდანვე ვიცოდი, კაცი რა არი? რო კაცი მოვლაა, ზრუნვა, თავზე გადაგება
და მეტი არაფერი? იქნება იმიტო, რო ჯერ კიდევ მთლად ბავშვი მამაჩემის და ჩემი ძმის მსახური ვიყა-
ვი, მაგათი მრეცხავი და მზარეული? იქნება იმიტო, რო მკვდარი დედაჩემი ჩავანაცვლე თავიდანვე კა-
ცების მოვლით, ზრუნვით, რეცხვით და წმენდით? სუ არ ვიცოდი, ვინ იყო დედაჩემი, არ მახსოვდა, მა-
რა არც მინდოდა მეცნო, არც მინდოდა მყოლოდა. რა, დედაჩემი არ იქნებოდა ცისანასავით სასტიკი?
იქნებოდა! რად მინდოდა კიდე ქალის სისასტიკე?! თან ეგ უფრო მწარე იყო, ვიდრე კაცების, გინდა მა-
მაჩემის და გინდა ჩემი ძმის. სუ არ მინდოდა დედა სხვა გოგოების შემყურე, ვიღაცა უცხო ქალი, კიდე
რო მოეკლა გული უარესად, კიდე რო მივეჭმუჭნე უფრო კუთხეში. მარტო ბავშვობაში მინდოდა დედა,
ისიც მაშინ, როცა მივხვდი, რო მის საკეთებელს მე ვაკეთებდი, მე ვიყავი ჩამნაცვლებელი. რო ვხედავ-
დი, რო ჩემი ტოლები გარეთ თამაშობენ, გარეთ დარბიან, დაკუნტრუშობენ, იმათი დედები კიდე სახ-
ლში შრომობენ გამოკეტილი. მეც იმათსავით სახლში რო ვარ გამოკეტილი, გეგონება, დილეგში ვიყო.
ო, როგორ მძულდა სახლის საქმე, მარა მაინც ვაკეთებდი. ო, როგორ მელეოდა გული გარეთ თამაშზე,
ბავშვების ყიჟინაზე, მარა სახლში ვრჩებოდი. სხვა გზა რა მქონდა? იმათი ჟრიამული ლოდად მედო
გულზე, სხეულზე. საჭმლის ქვაბზე გადახრილს სუ ცრემლით მეწვოდა ორივე თვალი! მეც მინდოდა ნი-
ავივით სირბილი, ორდროშობანა და წრეში ბურთი, ვირობანა და დახუჭობანა! მდინარის პირზე მეც
მინდოდა იმათთან ერთად ცხელ მზეზე უქუდოდ გდება, ჭალაში და ტყეში ძრომიალი, სხვის ყანებში
მოპარული სიმინდი, მალულად დანთებული კოცონი და გამურული ტაროს ჭამა. მეც მინდოდა! ზაფ-
ხულში მაინც რა გაუსაძლისი იყო ეს ყველაფერი. მე კიდე ამ დროს რას ვაკეთებდი? თავჩაღუნული
ვფშვნიდი ერთ ჰექტარ სიმინდს, გორებად ნაგროვებ ლობიოს ვარჩევდი, ვხვეტდი და ვწმენდდი, ვრეც-
ხავდი, ვაუთოებდი, სამ ხელ საჭმელს ვამზადებდი ყოველდღე, ჩემი ძმა წინა დღის საჭმელს პირს არ
აკარებდა, ვაჟბატონი. პატარა ხელებზე სუ ბებერა და წყლული მქონდა ჩირქივით მოდებული. ვიჯექი,
ცრემლი მახრჩობდა და დედას ვნატრობდი. უცხო ქალს ვნატრობდი! ჯანდაბა, ყოფილიყო უცხო ქალი
და ხო ის იქნებოდა სახლის საქმის მაკეთებელი?! და ზამთარში? ზამთარში რამდენჯერ გვიან ღამით
გავპარულვარ სასრიალოდ, ყველა ჩემი ტოლი სახლში რო იყო შეკეტილი, უკვე ეძინა. მარტოს მისრი-

42 მკითხველთა ლიგა
ალია ციგით ქანცის გაწყვეტამდე, სუ მარტოს, რაღაცნაირად განწირულს, უბედურს. ბავშვი ვიყავი,
ღმერთო! მეც მინდოდა გართობა, თამაში და სიხარული! მარა მერე, სხვებსაც რო დაეტყოთ ძუძუები,
ისინიც გამოკეტეს ლობიოსთან და სიმინდთან ერთად. მეც თითქოს უფრო ბედს ვიყავი შეგუებული, ჩე-
მი ადგილიცა მქონდა სახლში ნაპოვნი. თან ხო ვხედავდი, ეს ორი კაცი მთლად ჩემზე არი დაკიდებული,
ჩემ გარეცხილზე, ჩემ გაწმენდილზე, ჩემ შემწვარსა და მოხარშულებზე. ამათ თუ ქონდათ ჩემზე ძალა,
მეცა მქონდა ჩემი ძალა ამათზე! მთლად მშივრები და ბინძურები დარჩებოდნენ, რო არ ვყოლოდი. ამას
რო მივხვდი, ხო არაფერი შეცვლილა, მარა ძალა მომეცა რაღაცნაირი! ძალა ვიგრძენი ჩემ მონობაში!
მერე მაგათმა სიკვდილმა ბორკილი მომხსნა, გავთავისუფლდი. ვინღა იყო მერე მოსავლელი? მარტო
ჩემი თავი!
ხელუხლებელი დაუტოვებია ჩაი სოფიკოს. მეც კიდე ვიცი, ტყუილად მივდივარ, მარა გადავალ. რა-
ხან დავპირდი, ორ სიტყვას ვეტყვი დედამისს, ჩემსას ვცდი. გოგო, სოფიკო, შე უბედურო, თუ ხვდები
ახლა მაინც, რა ბეწვის ხიდზე დაიარები! მაგ ვიღაცა ბიჭის გულისთვის რა ახლოს ფარფატებ ლომის
ხახასთან! ვიცი მე, ეგ ბიჭია ვინაა, ვიღაცა უკუღმართი, უსაქმური, შენზე ბევრად დიდი. დედაშენს წა-
მოსცდა. ალბათ, ჩამოგაკითხავს იმ ქობულეთში, იმიტომ გელევა სული ასე იმ ბანაკში წასვლაზე. ეგეც
არ მეცოდინებოდა, ერთხელ მთვრალს რო არ დასცდენოდა დედაშენ ცისანას. ისიც ვიცი, ხან დედაშენი
რო წაგართმევს ტელეფონს და დაგაწიოკებს, ხან მამაშენი. ისიც ვიცი, რო გცემს კიდეც ხანდახან. ცემა
რო რამე საქმეს შველოდეს, ჩემო ცისანა! ეგ ცემაც მთვრალს წამოსცდა, თითქმის გათიშულს, თორე,
აბა, ისე რას დააცდენინებ. რო ჰკითხო კიდეც, გამოჰკითხო, არ გიპასუხებს. ეგეც, დიდი-დიდი, მაშინ
ამოიღოს ხმა, წელიწადში ერთხელ, ახალ წელს, ჩემთან რო მოვა. ამდენი წელია ჩემი მეკვლეა ეგ ქალ-
ბატონი. დილით ადრე გადმოვა თავისი მოსაკითხით, კანფეტს კარებიდან შემომიყრის, სიცილ-სიცი-
ლით გათხოვებას, ბედში ჩავარდნას ჩამიფიქრებს. რო არც ბეზრდება ამდენი ხანი ეს სისულელე! მერე
პატარა სუფრას მივუჯდებით, ცოტ-ცოტას დავლევთ, მარა ეგ ჭიქას არ შეეშვება და კარგად რო გა-
მოთვრება, ყველაფერს მაშინ ამოხეთქავს. დილით გადმოვა და ნაშუადღევს წავა. არც არავინ მოაკით-
ხავს, არც არავინ ეტყვის, ქალო, სახლში დროზე მოდი. ერთი ეგ დღე აქ წელიწადში თავისუფალი. მა-
გის ტლუ ქმარმაც იცის, რო პირველი იანვარი ცისანასია. ჰოდა, ესეც ცდილობს, ბოლომდე შეირგოს.
გვარიანად გამოტყვრება, მარა მაინც ისე, ზომა-წონის ფარგლებში. სახლში ისე მივა, რო პირდაპირ
დაწვეს და დაიძინოს, რო მთელი დღე იძინოს მერე ერთი წლის საძინებელი. მანამდე არ წავა, ფეხს არ
გაადგამს. ადრე რო გავიდეს, იცის, კარგ დღეს არ დააყრის ქმარ-შვილს, კარგ დღეს არ დააყრის კი არა,
გადაუვლის, მთელი წლის ნაგროვებ ბალღამს ამოუხეთქავს. ჰოდა, არ უნდა პირველ იანვარს ჩხუბი და
დავიდარაბა. ახალ წელს ოჯახში ყველაზე გლახა არ ჩხუბობს და ამან რატო იჩხუბოს? ტელევიზორში
იმ ტაშფანდურა, შტერულ კონცერტზე თვალი რო გაუშტერდება, ა, მაშინ ვიცი, მთვრალია უკვე და მე-
რე იცის ლაპარაკი, ლაპარაკი გაუჩერებლად. გუდას პირს მოხსნის, ერთი წლისას იტყვის იმ ერთ საათ-
ში! მეც ვუსმენ, მარა ისე ვუსმენ, არაფერი დავიმახსოვრო. თვითონ მენდობა, იცის, სამარე ვარ და ბო-
ლოს წავალ ახლა, ამოიოხრებს, წამოდგება, ჩემ ჩაწყობილ ტკბილსა და გოზინაყს მოკიდებს ხელს და
მთვრალი ხოა, გაბრუჟებული, მარა მაინც ცდილობს, ნაბიჯი სწორი ქონდეს, მრუდედ არ იაროს. კა-
რებთან რო მივა, მოტრიალდება, ჩამეხვევა, ძუძუებზე დამეკიდება. გეგონება, რაღაცა სითბოს ეძებს,
აღარარსებულს. სუ არარსებულს. ლოყაზეც მაკოცებს ერთი-ორს, მომეწეპება, მე კიდე მაგ დროს ვეღა-
რა ვხვდები, რა ვქნა, გაშეშებული ვდგავარ, ერთი სული მაქ, მალე მომშორდეს. არადა, თვითონ ისეთი
საწყალია ჩემზე ასე დაკიდებული, ვერც იფიქრებ, რო ცისანა შეიძლება ასე იყოს, ასე საწყალი. აგერ,
ძლივ-ძლივს მომშორდება, ბანცალ-ბანცალით გაუყვება ატალახებულ ეზოს. მეც იქამდე ვუყურებ, სა-
ნამ ჭიშკარს არ გაიხურავს.
აჰა, ახლა მეც მივდივარ ჭიშკრისკენ, გზას მივუყვები, მარა თავში მაინც სოფიკო მიტრიალებს. სო-

43 მკითხველთა ლიგა
ფიკო, შე შტერო გოგო! რა უფსკრულებს შორის დაიარები! იქით უფსკრული ქმარია და მისი ოჯახი,
დედამთილი და მამამთილი, იმათი ფეხქვეშ გაგება, იმათი ნაშიერების ზრდა და გამოზრდა, იმათი რჩე-
ნა მთელი ცხოვრება. დილეგში გამოგკეტავენ, თვალში ნაცარს შეგაყრიან, ეგეც სუ სიყვარულის სახე-
ლით. გეტყვიან, ეგაა სიყვარული! უნდა დაიჯერო. შენც დაიჯერებ, გოგო, სხვა გზა რა გექნება. საკუთარ
თავს მოატყუებ, მოიტყუები. მაგ სიყვარულის სახელით ამოგძვრება კიდეც სული მანდვე, დილეგში. მა-
რა აქეთაც უფსკრული როა, სუ უარესი? რო მოგატყუოს მაგ ბიჭმა, ვიღაცაა, ქალიშვილობა აგართვას
და დაგტოვოს, მერე? მერე ნერწყვდადენილი კაცების წინ ხო სუ მარტო დარჩი? გაავებული ძაღლის
ხროვად მოგაწყდებიან. ყველა იფიქრებს, რო მორჩა, ფეხი აუშვი. ყველას ეგონება, რო მისი ხარჭობა
გინდა, გეგონება, სხვა ოცნება აღარა გქონდეს. ზურგს შეგაქცევენ, ყველა სათითაოდ, ქალიან-კაცი-
ანად, დიდიან-პატარიანად, მოგაფურთხებენ. გაგლანძღავენ, მოგიკვეთავენ. ისე იზამენ, რო აღარსად
გედგომებოდეს. პატიოსნების სახელით გადაგჯეგავენ თვითონ ქვეწარმავლებივით ერთმანეთში მძრო-
მიალენი. ხო ვიცი, როგორი არი, ფეხი აგიცდეს. ნაცრად დაგადენს საკუთარი მშობელი დედაც, თვა-
ლებს დაგჩიჩქნის, კუპრს გადაგასხამს, ჩიტისხელა გულს დაგინაკუწებს. ქვეწარმავლების ხროვაზე რო
არაფერი ვთქვა. მაგათ სისხლი სწყურიათ, სანახაობაც. უძირო არი მათი წყურვილი. აღარც სხივი გექ-
ნება თვალში, აღარც ტანი გექნება ეგრე მოქნეული. ისე ქენი, რო ფრთხილად იყო. ერთხელ თუ წაიმ-
ტვრიე ცხვირი, ის აღარასდროს გაგიმთელდება. ფრთხილად იყავი, გოგო, სოფიკო! იქნება მაგ დაეკლილ
გზაზე რამე იღბალმა გადაგარჩინოს. ისე გასწავლოს ეს ყველაფერი, არ დაგშალოს, არ დაგანგრიოს. იქ-
ნება როდესმე ჟანგი მომშორდეს ამ ენიდან, ყველაფერი მე თვითონ გითხრა. ისე გითხრა, თითქოს უფ-
როსი და ვარ, ჩაჟამებული შინაბერა კი არა, როგორსაც მხედავ, ახლა მიყურებ. მეც მინდოდა, და მყო-
ლოდა, ჩემო სოფიკო! რა კარგი იქნებოდა, და რო მყოლოდა! დები არ არიან სასტიკი დედებივით.

***

ჯერ დავუძახე და მერე შევაღე ნენოსთან კარი და აგერ, ვხედავ, ჩამომსხდარან ქალბატონები. ცისა-
ნა, ნენო და კიდე მანანა, აფთიაქარი. დაულევიათ ყავა, ნამცხვარიც ზედ უჭამიათ. თეფშზე მარტო ნამ-
ცეცებია შემორჩენილი და ახლა ბოთლში ნახევრად ჩამდგარ ლიქიორს სვამენ. სახეები აქვთ ატკუცუ-
ლი, რაღაცა კაიზე ლაპარაკობდნენ, სასაცილოზე, რო შემოვედი. პირი უცინის სამივეს, მარა ჩემ დანახ-
ვაზე უხერხულად იშმუშნებიან. ნენო განსაკუთრებით. გოგო, აღარ დაგიძახე, მეთქი, ისვენებს-თქო მა-
ღაზიიდან ახლად მოსული.
აი, ხო ვითომ ახლობლები არიან ორივე, ნენოც, ცისანაც, ამათზე ახლობელი ქალი აქ სხვა ვინა
მყავს? მარა რაღაცნაირი უცხოა ერთიც, მეორეც. თერჯოლის გოგოები უფრო ახლოსა მყვანან გულთან,
ვიდრე ესენი. თვეში ერთხელ თუ ვნახავ იმათ, ამათ კიდე ყოველდღე ვხედავ. უბნის რძალია ორივე და
ასე მგონია, სხვაგან რო ვიყო, სხვა უბანში, სადაც არ გინდა, იქაც მეყოლებოდა იქაური ნენო-ცისანა.
ხოოო, ვისვენებდი, მარა პატარა საქმეზე მოველ ცისანასთან, ბარემ ვეტყვი იმ ბავშვის სათქმელს და
წავალ მერე, დავტოვებ ამათ, ტკბილი სასმელი რა ჭირად მინდა, ნამცხვრის კიდე ნაფშვენი აქვთ მარ-
ტო დატოვებული. ცისანა თვალებსა წკურავს, გეგონება, უკვე მიხვდა, რატო მოვედი.
მოდი, მოდი დაჯექი, ნენო სკამსა წევს, ნამცხვარი უკვე შემოგვეჭამა, ყავა არ გინდა? არ მინდა არა,
ნუ შემაღონე. რაც დროზე წავალ, ის მირჩევნია. ის-ისაა პირი უნდა გავაღო, ცისანას ვუთხრა, რისთვის
მოვედი, რას შვები, ეთო, არა თხოვდებიიი? ეს შტერი მანანა შემომცინის, შემომცქრიალებს. დებილი
ესა! სამი ჭიქა ტკბილი წყალი დაულევია, ლოყები აქ აწითლებული და ამის თქმას რო მიბედავს, დიდ
გულზე არი. ნენო ცოტა შიშით მიყურებს. ეშინია, ყელში არა ვწვდე, არ დავეტაკო. მარა შტერი ქალია,
თან კიდე მთვრალი, არაფერს ვეტყვი. გათხოვება საქმე ჰგონია. თავისი თავი დიდ საქმეში გამოჭერი-

44 მკითხველთა ლიგა
ლი, რახან გათხოვდა!
ერთხელ ამ ქალბატონის ხელიც ერია მაჭანკლობაში. მერე რამდენი მომადგა კარზე, აღარც დავით-
ვლი. ჩემი ძმა მოკვდა და დაიწყეს კარზე მოდგომა. ქელეხზეც რამეს ეცდებოდნენ, ასე მგონია, მარა კუ-
ბოში ოცდახუთი წლის ბიჭი იწვა და მანდ მოერიდათ. რამაზას რო გავუგლიჯე ხელი შუაზე, ა, მაშინ
მორჩა, მოკვდა ყველაფერი. მანამდე? მანამდე ტვინი მქონდა წაღებული, თავი გადაჭმული. ხან სახლში
მომადგებოდნენ, ხანაც კიდე მაღაზიაში. ეს, ნენო მყავდა დიდი მაჭანკალი. საავადმყოფოში ათასი ოხე-
რი მიდის და მოდის, ამას სთხოვდნენ შუამავლობას, ჯიუტი იყო, იხტიბარს არ გაიტეხავდა. ხო იცოდა
ჩემი ცოფის ამბავი გათხოვებაზე, გარიგებაზე, მარა მოვიდოდა, მაინც დამიწყებდა ლაპარაკს, მაინც
ეცდებოდა დაყოლიებას. სანამ არ დავიფრენდი, არ ჩერდებოდა ამისი ენა. ცისანამ უფრო ჭკუა ისწავ-
ლა. ამას თუ რამეს სთხოვდნენ, ეტყოდა, პირდაპირ მიდით და თქვენვე უთხარით, ცხრა თავი თუ
გაქვთ, მე ერთი თავი მაბადიაო, ასე ეტყოდა. მე კიდე აქეთ, ვიტყოდი არას, მარა ვინმე მისმენდა, ვინ-
მეს ესმოდა? ჩემი ნათქვამი არა არა არ იყო. რაც უნდა ომახიანად მეთქვა, არა ვთხოვდები, კატის კნა-
ვილად ეჩვენებოდათ. მამაჩემს მიადგნენ ერთხელ და ორჯერ, მერე შეეშვნენ. ეგ ჩემი საქმე არაა, ჩემ-
თან არ არი გასარკვევიო. ღმერთო, როგორ ვემადლიერებოდი ამ სიტყვებისთვის. სხვა მამებივით ერ-
თხელ არ უთქვამს, გათხოვდი, გოგო, თავიდან მომწყდიო. ან რანაირად მეტყოდა ამას? მარტო ის მყავ-
და, მე კიდე იმას. თან ისიც ხო გრძნობდა, ჩვენ სახლ-კარზე ეჭირათ თვალი, აქეთ მოსვლას რო უმიზ-
ნებდნენ დებილ თავებში, ჩასიძებას რო ფიქრობდნენ, ჩემი სახლის დაპატრონებას. მამაჩემის სიკვდი-
ლის მერე ერთი-ორი ქვრივიც გამოჩნდა, შვილებიანი, მარა ჩემამდე აღარ მოუღწევიათ, რამაზას ხე-
ლის გაგლეჯის ამბავი უთხრეს და დაიკარგნენ თავ-ფეხიანად. სანამ რამაზას ხელს გავუგლეჯდი, მე კი
მაგლეჯდნენ ნერვებს და ძარღვებს.
არა, ბიჭო, ვიღაცის თესლს და შთამომავლობას დავუტოვებდი ჩემი ნებით ჩემივე სახლ-კარს, თან
მსახურად დავუდგებოდი! საქმე არ მქონდა! ისიც მეყო, რაც ვიმსახურე ბავშვობა და ახალგაზრდობა!
ქვრივის ხსენება სუ მთლად მზარავდა! იმათ ტურტლიან მოდგმას დარჩენოდა ჩემი სახლ-კარი?! საქმე
არ მქონდა! თან სიყვარულის სახელით რო მაყრიდნენ თვალებში ნაცარს! ამხელა ქალები იყვნენ აგერ
სამივე, დაბორკილი ათასნაირად და კიდე კაცს რო უძღვნიდნენ ლექსებს, კაცსა და ოჯახს! ამათ ბორკი-
ლებს ლამის მე ვგრძნობდი აგერ, კისერზე. გაყოფდნენ ყულფში თავებს და რაღაცა ხარბი მოლოდინით
დაუწყებდნენ ყურებას სხვა ქალის თავზე ალესილ დანას. მე კიდე სუ ღლაპი მივხვდი, რაა გათხოვება
სინამდვილეში. აგერ, მეზობლის გოგო, კაი ლამაზი, ჩვიდმეტი წლის გაათხოვა დედამ და მამამ. თითებ-
ზე ოქრო ჩამოაცვეს, შემოახვიეს შუბა-კარაკული. ესეც ამრეზილად, ლამის გულისრევით გვიყურებდა
უბნის გოგოებს, მაგის ქორწილში სუფრას ვაწყობდით. მერე მოვიდა და, მე კი გავთხოვდი და თქვენ ვინ
გითხოვთო, სიცილით გვითხრა. ათი წლის ღლაპებს! ერთი კვირა იყო გასული, იმ უბანში რო გავიარე,
სადაც გათხოვდა. მამაჩემს ვყავდი გაგზავნილი თანამშრომელთან რაღაცა წიგნზე. ვერ მოვითმინე,
ბავშვი ვიყავი, შევიჭყიტე იმის ჭიშკარში. და აგერ ვხედავ, ეზოშია ონკანს დახრილი, ცივ წყალში სა-
რეცხს არეცხვინებენ. მაშინ მივხვდი სინამდვილეში, ეგაა გათხოვება! ფატა და არშია შირმა რო არი!
იმის იქით რა არი, იცი?! ცივ წყალში რეცხვა, ხელის დაკრუნჩხვა, ზურგის მოკაკვა! არ გათხოვდი და
იყავი ეგრე, ისმინე ახლა სხვა კაცების ვიაგრის ამბავი, ნენო ტკრციალებს. ვეღარც ვარჩევ, ამათ შორის
რომელია უფრო ნასვამი. ცისანა იყურება ყველაზე ფხიზლად, ასე მგონია. რა ამბები? ქმარ-შვილი სად
გყავს? რაღაც ხო უნდა ვთქვა, უნდა ჩავერთო მეც ლაპარაკში. მოყევი მანან, გააგრძელე, ბარემ ყველამ
ერთად ვიცინოთ, ცისანა ჭიქაში ლიქიორს ლოკავს. ელენე სახლშია, შეკეტილი თავის ოთახში, ქმარი
კიდე დაიგვიანებს, ნენომ ბოლოში ლამის წაიმღეროს. აჰ, გეღირსა პაწაწუნა თავისუფლება? მოკლედ,
ჩემო ეთერი, თვალებსა ნაბავს აფთიაქარი, წამალი არი, ვიაგრა ქვია. იცი, რისი წამალი არი?აბა, სა-
იდან გეცოდინება, კიდე იცინის. ნეტა ახლა ამის გაძლების მოთმენა მომცა. მოკლედ, კაცს რო არ შეუძ-

45 მკითხველთა ლიგა
ლია შური და მური, ამ წამალს დალევს და მერე ისეა, კედელს გახვრიტავს. ახლა სამივე კვდება სიცი-
ლით. მოკლედ, ძაან მომრავლდნენ ჩვენთან მაგ ვიაგრის მომხმარებლები, აღარ ვიტყვი, ვინ და რომე-
ლი. აგერ, წინა დღეს ზაურას ბიჭი იყო, შემოიპარა, შემოძვრა, ჩუმად მითხრა, ვიაგრა მომეცი, ბიძაჩემს
უნდაო, კიდე იცინიან. ბიძამისი ხო იცი, რუსეთიდან რო ჩამობრძანდა, რუს ქალთან ერთად, ბებერი
გარყვნილი, ჩემკენ იხრება, ცხვირში მაორთქლებს ლიქიორის სუნს. ჰოდა, ბიძაჩემმა გამომაგზავნა,
მისთვის მინდაო. კი მივეცი და იქვე ვუთხარი, ჰოოო, ყველა ეგრე ამბობს, რო ბიძას უნდა-თქო, იქვე გა-
ვაშრე. ხარხარებენ, ცრემლები მოსდით.
მოიცა, მოიცა! რაო, რისი წამალი არიო? ტანში მაციებს. ვაიმე! ამის ვნება და სიცხელეც თუ წამლის
ბრალია! თვითონაც თუ ყიდულობს წამლებს, დალევს და მოვა, წამლით ეძლევა ჩემთან სიყვარულს!
არა! რაო, რა ქვია მაგ წამალს? ლამის არი, რო ჩემი ხმა ვეღარც კი ვიცნო. ვიაგრა, ვიაგრა, სიცილით
კვდებიან. რა ღირს ვიაგრა? არა, ეს უნდა გავიგო, ამათ რაც უნდათ, ის იფიქრონ, რატო ვკითხულობ!
შენ რაში გაინტერესებს, ქალო, უნდა დალიო? თუ ვინმეს უნდა დაალევინო? ლამის ძირს გაწვნენ სიცი-
ლისაგან. რა ვიცი, ისე დავინტერესდი. არ შეიძლება? სხვა რა უნდა ვთქვა? ძვირი ღირს, ძვირი, მანანა
სიცილს შორის ძლივს მეუბნება, ას ლარზე მეტია ერთი კოლოფი. ცოტა შვება მაქ, სული მოვითქვი! ასი
ლარი სუ არ არი ამის ხელფასი. ამხელა ფულს მაგ წამალზე ეს ვერ დახარჯავს! დისტრიბუტორს სად
ექნება ვიაგრის ფული! ვერა, ვერ იყიდის მაგ ჯადო-ოხრობას! ღმერთო, რაღას აღარ მოიგონებენ! ვერა,
ვერ იქნება მაგ წამლის დამლევი! მარა, არა, მოიცა! გავარკვევ მაგას! უნდა დავრწმუნდე, წამლით არ
ვუყვარდე! არ ვაპატიებ, თუ ხურვება ვიაგრასი აქ!
უცებ ვდუნდები, სუ ვითენთები. ისე უნთია ღუმელი ამ ქალს, ისე სიცხე აქ, შეიძლება ჩამოგეძინოს.
თითქოს ღონეც კი არ მაქ ვიაგრაზე ნერვიულობის. ისე, ეთერი, თქვი რა, კაცი არასდროს მოგნდომე-
ბია? მანანა მიყურებს წვრილი თვალებით, მზადაა, მეორე პარტია ხარხარი დაიწყოს. ვაი, როგორი უზ-
რდელი ხარ, შე უპატრონო! მე რო კაცი მყავს, ისეთი არ მოგელანდება! შენ ლოქო ქმარს რო მაგ ვიაგ-
რაც ვეღარ უშველის! ან ნეტა რა გგონიათ კაცი ასეთი! დებილები ხართ თუ იდებილებთ თავს? რაც მე
სიამოვნება მიგრძვნია, იმას კაცი არ უნდა! ნეტა, თქვენ თუ იცით სიამოვნება?! აგერ, თეძოებში მაქ და-
ვანებული, ერთს მოვუჭერ და ნეტარება თავბრუს დამახვევს, სუ არ მჭირდება არცერთი კაცი! მარა კა-
ციც მყავს, რო იცოდეთ, თქვე დებილებო! იმასაც რო მოვუჭერ, ლამის ხელში შემომაკვდება! მანანა, შე
დებილო, შენ შეგიძლია ეგრე? იცი ასეთი? მე კიდე ბავშვობიდან მოვუჭერ, მივნეტარყუჩდები, მოვუჭერ,
მივნეტარყუჩდები. სიმსუბუქე თავფეხს დამივლის, ჰაერში ამწევს, ტკბილ თავბრუს მახვევს. ჰო, მარ-
თალია ამ ბოლო დროს გულსაც მიჩქარებს, გული დამიწყებს ძლიერად ცემას, მარა ისე ვშვები, ძილის
წინ არ ვქნა. ახლა ამისგან აღარ მინდა წნევის აწევა, გულის ფრიალი! არც ცმაცუნი მჭირდება და არც
შმაშუნი კიდე ამისთვის! უხელოდა მაქ ეს სიამე! რო გგონიათ რო ბინძურ ყლეზე მიბმულია მთელი
თქვენი სიამოვნება, თქვე დებილებო! შტერო ქალებო!
ჰე, ვუთხრა ახლა სათქმელი ამას და წავიდე მერე! აღარც მე მინდა აქ დარჩენა, ესენიც ჯობია რო
თავისთვის იყვნენ. მაინც ჩემზე ახალგაზრდები არიან, გათხოვილები, ერთი უღელი ადგათ თავზე, სა-
ზიარო მეტი ექნებათ. მოკლედ, ცისანა, სოფიკო იყო წეღან მოსული და, აჰა, მოეჩრდილა ქალბატონს
სახე, ბანაკში უნდა წასვლა და გაუშვი, ქალო... პირი ებრიცება. სიკვდილში გავუშვებ! გამაწყვეტინა,
ბოროტების ელვამ გადაუარა. სად გაუშვას, ქალო, გაგიჟდი? ახლა ნენო მეცა, შვილი რო არ გყავს, რო
არ იცი, რა არი შვილი, თან მაგ ასაკში! რო ვერა ხვდები! ხმას აღარ ვიღებ, გაყურსული ვარ. არ დამე-
ტაკნენ აფთრებივით?! საშიშია ეგ ბანაკები გოგოებისთვის, მანანაც რო დასერიოზულდა, ბიჭს კიდე გა-
უშვებ და გოგოს ვერა... ლიქიორს ისხამს, ბოთლში დარჩენილს, იქვე გადაკრავს. ჩემი მაგას არ ესმის?
ახლა შიკრიკებს ეძებს, შენ თავს მიგზავნის? ცისანას სახე გადაუშავდა. კაი, ქალო, ნუ გადაიგლეჯ ახ-
ლა მაგ ნერვებს, ამდენი ვიცინეთ, კარგად ვიყავით, ნენო ცდილობს, შეამსუბუქოს. კაი, კაი, მეც წამოვ-

46 მკითხველთა ლიგა
დგები, მთხოვა, გითხარი. თუ არ გაუშვებ, ნუ გაუშვებ, აღარ უნდა ამდენი ჩხუბი, ამდენი წყევლა. შენი
შვილია, სხვისი ხო არა, კაი დროა ახლა წავიდე. აღარ ეჩხუბო, კარებთან ვეტყვი, კარგად იყავით! კარ-
გად იყავი, ეთო, აღარ გაცილებ, ნენო მეძახის. იმ ორის სახეს ვეღარ ვხედავ, მარა ცისანა ალბათ კიდე
ისე ზის, გაანჩხლებული. ეჰ, სოფო, სოფიკო! იქნება მართლა ჯობს, რო სახლში იყო გამოკეტილი! შენც
რო რაღაცა გგონია კაცი! რამდენ ცრემლს დაღვრი კაცის გულისთვის. ნეტა როდის მიხვდები, რაა მთა-
ვარი?! მთავარი არი, მშვიდად იყო, მშვიდობიანად. გულს მოუსმინო, ეგა ჯობია. მოიცა, გავინათო ეს
ჩაბნელებული გზა ამ ტელეფონით, ფეხი არ წამოვკრა, არ გავიშხლართო!
ახლა იცი, რა მახსენდება? რა შუაშია მარა, ასი წლის წინათ იმ გოგოს რო წამოვადექი თავზე, საკუ-
თარ ნარწყევში, ცრემლში გაწოლილს. რა ერქვა? მარიამი! ჰო, მარიამი! რა იშვიათი გოგო იყო სახელი-
ანად. კომუნისტების დროს, აბა, ვის ერქვა მარიამი, შენი ჭირიმე? ღმერთო, რამდენი წლის წინათ იყო
ეს ამბავი! მე ცამეტის ვიყავი, ის კიდე ოცის. ოცი წლის გოგო ძაან დიდად მეჩვენებოდა! მერე რა გოგო
იყო, რა ლამაზი, რა მშვენიერი! ისეთი ცისფერი, დიდი თვალები ნეტა ვინმეს სადმე ჰქონია? იმ ჩაშავე-
ბულ ხალხში, გასვენებაში, სუ ელვარებდა, სუ ბრჭყვიალებდა. მაშინ ვნახე პირველად და უკანასკნე-
ლად. მამიდაჩემის ქმრის ქელეხზე, ქმრის რომელიღაც ნათესავს მოჰყვა. ესეც იმათი ნათესავი იყო, შო-
რეული, ასე მგონია. ის იყო, მკვდარი გამოასვენეს, ეს აივანზე გადმოდგა და სიგარეტს მოუკიდა, თან
გააბოლა! ასე სახალხოდ! უფალო, ღმერთო! ამის მეტი ერთი კვირა არაფერი ჰქონდათ სალაპარაკო!
მკვდარი ხო ყველას დაავიწყდა. აბა, ქალი მაშინ ვინ ეწეოდა? და მერე კიდე ასე სახალხოდ? გასვენება-
ზე? მამიდაჩემმა მიწაში ჩადო ის საწყალი ზურგსუკან წყევლით. მეც შოკი მქონდა, რო დავინახე. მერე
სუ ჩუმად ვუყურებდი, სუ მინდოდა, მეყურებინა. ყველა მალულად უყურებდა, ასე მგონია. თვალს ვერა
წყვეტდნენ. ეს კიდე, გეგონება, სცენაზე იყო, ისე იდგა, ისე ამაყად. ძაანაც მოსწონდა, ყველას რო ავიწ-
ყებდა გარშემო მკვდარსა და ცოცხალს. ახლოს არც მივკარებივარ, თბილისიდან სტუმრად მოსულ ნა-
თესავს მიმაკარებდნენ? მე ხელის გოგო ვიყავი, მზარეულის მიმხმარებელი.
ჰოდა, მკვდარი დაკრძალეს, იღრევეს, გადათვრნენ და გადატიალდნენ. შემორჩენილმა ნათესავებმა
სახლში გააბეს გათხლეშვამდე სმა. ღამე არი უკვე და მე ქვაბებს დავატარებ, უკან ვბრუნდები, ახლა
მეზობლებში რო დავარიგო ნათხოვარი ჯამი, ჭურჭელი და აგე, ეზოს ვკვეთავ და ტალავრის ქვემოთ,
სიბნელეში, ვიღაცა კვნესის. ჯერ ვიფიქრე, კატის კნუტია. ახლოს მივედი და რასა ვხედავ! მარიამია გა-
წოლილი სკამეიკაზე, საკუთარ ნარწყევში, ცრემლში იხრჩობა. ისეთი მთვრალია, თავსაც ვერა წევს.
მეთქი, ღმერთო, ნეტა არავინ დაგინახოს აქ ჩემმა მეტმა! გავიქეცი იქვე ონკანზე, კაი სიბნელე იყო, თა-
ნაც გვიანი. სუ ფეხაკრეფით ავიღე ბოთლი, წყლით გადავავსე, არავის არ დავუნახივარ. მარტო მთვრა-
ლი ნათესავები, მამიდაჩემის შვილებიანად, ითხლიშებოდნენ სახლში სუფრასთან, მამიდაჩემი თავის
ოთახში იყო შეკეტილი და ერთი-ორი მეზობლის ქალი ჭურჭელს რეცხავდა.
წყალი მივუტანე, წამოვაყენე. ჯერ კიდე კაი მთვრალი იყო, მარა დამემორჩილა. წყალი ცოტა და-
ლია, ცოტაც სახეზე მიმოისვა. შემომხედა უაზრო დიდი თვალებით და კაცმა არ უნდა მოგტყნას და მე-
რე მიგატოვოს, წაიბუტბუტა. რა დღეში იყო ჩავარდნილი! როგორ იყო გასაწყლებული! სადღა იყო ამის
სცენაზე გოროზად დგომა! იღლიას შევუდექი, ჩემზე ოდნავ მაღალი იყო. ნელ-ნელა ავიყვანე მეორე
სართულზე, კართან დავაყენე, აღარ შევყოლივარ. იპოვიდა რამე საწოლს, მიეგდებოდა, დაიძინებდა და
მიხედავდნენ. კიბეებზე რო ჩამოვდიოდი, მაშინ ვიფიქრე: არც კაცი მინდოდა, არც ტყნაური, შენი ჭირი-
მე! თუ მიწას ასე დავეცემოდი! მერე გამიჯდა ზიზღი ძარღვებში, მოღიავებული ჭიშკრიდან შემოპარუ-
ლი უპატრონო ძაღლი რო დავინახე ტალავრის ქვეშ. თქვლეფდა ხმაურით ამის ნარწყევს, ამის ნაკვა-
ლევს.

47 მკითხველთა ლიგა
7

არ მიყვარს აქაური ბაზარი, მარა აქა ვარ, სხვა გზა რა არი? იშვიათად, რო წავიდე, თუ რამეს ვიყი-
დი, იქვე ვიყიდი, ჩემთან ახლოს, მედიკოს მაღაზიაში. ფასი ყველაფრის მაინც იგივე არი, რაც ბაზარშია
და ხანდახან კიდე უფრო იაფიც, მარა ხანდახან წასვლა მაინც საჭირო არი. ხანდახან არი, რო ისეთის
ყიდვა მომინდება, საჭმლის უფრო, ან თუნდაც ხილის, რო მარტო ბაზარში ნახავ, სხვაგან არ არი. მაყ-
ვალს მარტო ბაზარში ნახავ, სხვაგან არ არი. მოჭყანული, წვრილი, ნახევრად წითელი მაყვალი მიყრია
შავ (ცელოფანში. რა მექნა, მაინც ვიყიდე. რაც შემხვდა, ის ვიყიდე. რაც იყო. ზედა სოფლიდან ქონდა
ქალს, სამ კილომდე, მეტი კი არა, ბოლო ჟამის, მოლეული მაყვალი. თავიდან უნდოდა მოშორება და
ფასიც დამიკლო. არავინ ყიდულობს, უკან ნუ წამაღებინებ, შენი ჭირიმე, გადაყრაც მენანება, ხელები
დავიღლიტე ამის კრეფაშიო და მეც ვიყიდე, სუ წამოვიღე. ვინ იყიდდა აბა, იმას ჩემს მეტი? რაღაც გუ-
ლის გარეთ კი ვიყიდე, უგულოდ. მარიამობის მერე მაყვალი არ უნდა ჭამო, ასე არი ჩვენთან ნათქვამი,
მარა რახან ზემოური ქალი იყო, იქ კიდე გვიან აღწევს მზე, ყველაფერი გვიან მწიფდება, მაგიტომ არა
უშავდა. აქაური სექტემბრის იქაური აგვისტოს ნაყოფი იყო მაინც. ჰოდა, ავდექი და ვიყიდე, რანაირად
არ მეყიდა? თან დღეს დილით გამახსენდა, ბაზრის დღე როა, მაყვალიც მერე ბაზრის დღეზე გამახსენ-
და, თორე ეს დღეებია, დღეები კი არა კვირებია, მაყვალი ვიღას ახსოვს, შენი ჭირიმე. ან რანაირად მე-
მახსოვრება. ახლაც ჩემი ტვინი იმით არი დაკავებული, იმით არი გაფუტკნული, რო ხვალ ქუთაისში
უნდა წავიდე, გავიპარო ვაჟბატონის შესახვედრად. დილით შევალთ სასტუმროში, შევილალებით და
საღამოსკენ კიდე დამცხრალები გამოვალთ, ჩვენ ჩვენ გზას დავადგებით. სხვაგან არსად გავალთ,
ცხვირს არ გავყოფთ, არავინ უნდა დაგვინახოს. არც მე, არც ის. თავის ტკივილი არ გვინდა, ერთმანეთი
გვინდა, სხვა არაფერი. ახლა მარტო ხვალინდელი დღე მაქ თავში, იმასა ვგეგმავ, რა ვთქვა, რა მოვიტ-
ყუო, სად მივდივარ, რატო მივდივარ, მარა, თურმე, ხედავ? მაყვალსაც შესძლებია ცოტახანი ჩემი ტვი-
ნის დაკავება. თვალწინ მიდგას კიდეც, რა უგემურად მოვაყრი შაქარს. ამის სიმჟავეს სამჯერ მეტი შა-
ქარი დასჭირდება ალბათ, მარა სუ არქონას ხო ჯობია იყოს, როგორიც არი? აბა, მე რა ვიცი, რანაირი
ზამთარი მელის წინ, რა იქნება ჩემი ზამთარი? რა მშვიდი ცხოვრება მქონდა, ღმერთო, სანამ ამ მაყ-
ვალს რიონში ჩავყვებოდი და მერე კიდე იმას ვიზამდი, რაც არასოდეს მიქნია. მიქნია კი არა, არც მი-
ფიქრია! რო არ ჩავექციე ამ მაყვალს რიონის ღრანტში, არ შევეწირე ჩემ პირის გემოს და ზედ მსუნაგო-
ბას, ხო ვიქნებოდი ახლა მაღაზიაში, ჩემთვის მშვიდად გამოკეტილი? მოვიდოდა და წავიდოდა ეს კაცი
თავისთვის, ისე, როგორც მანამდე მოდიოდა და მიდიოდა. დიდი-დიდი, ყურები გაწითლებოდა აქა-იქ
და თავისი რაქიტიანი შვილიშვილების ფოტო ეჩვენებინა ტელეფონით. ეგ იქნებოდა და ეგ, სხვა ხო
არაფერი? რა განსაცდელის წინ დამაყენე, ღმერთო! და დამაყენე თუ არა, მეც რო მაშინვე ავირიე. მა-
შინვე ამებნა ტვინი, გზა და კვალი ჩამომეშალა! როგორ მქონდა დაგეგმილი ყველაფერი, გამოწყობი-
ლი. ჩემ სოროში თაგვივით ცხოვრება მშვიდად და მშვიდობიანად, ახლა კიდე ამძუვნებული ძაღლივით
დავრბივარ ხან ქუთაისში, ხან ვარძიაში, ხან სადღაც ტყეში! ხან მანქანაში გადავშლი ფეხებს, ხან მა-
ღაზიაში. აგერ, ხვალ კიდე სასტუმროში ავტყნაურდები! ხო ბრაზი მასხამს ჩემ თავზე, ჩემ წამში არე-
ულ ცხოვრებაზე, მარა სასტუმროს გაფიქრებაზე გული მაინც სხვანაირად შემიტოკდება. ვიღაცასთან
უნდა დამეამებინა ეტყობა ეს ვნება, დაგროვილი. დაგროვილი კი არა ჩაგროვილი, ჩაქვავებული! ხო
უნდა დამეოკებინა? ჯერ დაოკებულს არაფერი მიგავს, მარა როცა იქნება, ხო დავიოკებ?! ჰოდა, ვინც
შემხვდა სანდო, წესიერი, უცხო, ვინც შეიძლებოდა მაღაზიაში შემხვედროდა, მეც იმასთან გადავიშალე
გაზაფხულის ია-ვარდივით! მინდოდა ასე წინასწარ? ხო არ მინდოდა? ვიცოდი, ასე რო იქნებოდა? ვი-
ცოდი კი არა, სუ არ ვიცოდი! ფიქრშიაც არ გამივლია! თავი მტკივდება ამ ხმაურისაგან, ამდენი ხალ-
ხისგან, ამდენი სუნისგან. სურსათიდან იქით გავალ ახლა, ტანსაცმელ-ფეხსაცმელში, გავისეირნებ. ამ

48 მკითხველთა ლიგა
ჩახერგილ დახლებს და კიდე იმათ შორის გაჭედილ ადამიანებს გვერდს ძლივსღა ვუვლი. თავი მიზუის
და ყურები მიგუბდება, რო აგერა ვხედავ უცებ, წითლად მოელვარეს, წითლად მოღადღადეს და გაუაზ-
რებლად, გაუფიქრებლად იქით მივიწევ. ეს რაა ასე წითელი, ასე ელვარე, ასე ლამაზი? უცხო ქალია,
ახალგაზრდა, ძველ ლეჟანკაზე გაუშლია ნიფხავ-პერანგი, კალგოტკები და პიჟამოები, სუ კოხტადა აქ
ჩალაგებული მწკრივებად, ფერებად. ეს კიდე ცალკე დაუდევს, შუაში, გამორჩეულად და ისეთი ლამა-
ზია, ისეთი ლამაზი, წამში თვალსა მჭრის. თვალს ხო მჭრის, მარა მაინც ვამჩნევ, ასე ცალკე გამოდებუ-
ლი, ცალკე დადებული მთლად ჩემი ზომაა, სუ ჩემი ზომაა ლიფიც და ნიფხავიც, წითელი კვასკვასა, სუ
არშიებით მორთულ-მოხუნძლული. ხელით ნაქარგი გეგონება, ისეთი ნაზია, ისეთი ლამაზი. ლამის პი-
რი დავაღო და ხმამაღლა შევძახო, რა ღიიირს? ლამის შევძახო კი არა, ლამის ხელი დავავლო, მარა მე
რა ვიცი, ეს გოგო ვინაა, აგერ, თავისი ლეჟანკის გვერდით პატარა სკამზე რო ჩამომჯდარა, ფეხები გა-
უშლია და რაღაცა ძველ, დაჭმუჭნილ გაზეთს ინიავებს? მე არ ვიცნობ, მარა ეს რო მიცნობდეს? რო
იცოდეს, ვინა ვარ? ხო მოსდო მერე ქვეყანას, ამ გაუთხოვარმა, ბებერმა ქალმა არშიებიანი, წითელი
ტრიკო იყიდა, რაში სჭირდება, ხო ვერ მეტყვითო? არადა, ვაიმე, ისეთი ლამაზია! სუ ხელი მინდა შე-
ვავლო და ამას კი არა, გვერდით ჩამოლაგებულ ბამბის ტრუსიკებს ვუსვამ ხელს და დახშული ხმით
იმათზე ვეკითხები: ესენი რა ღიიირს? პასუხი არც მესმის, არც მაინტერესებს. როგორ მინდა, ღმერთო,
ამას შევავლო ხელი მაინც, ის მაინც ვიგრძნო, რანაირია. რა ლამაზია! მეც რა ლამაზი ვიქნები ამაში
გახვეული! ხო ვხვდები, ჩემი ზომაა, დიდი ზომაა, მთლად ჩემ ძუძუსა და ტრაკზე გამოჭრილი. ახლა
თითქოს ჩემ თავსაც ვხედავ ამ წითელ არშიებში გაბლანდულს. ჩემ თავსაც ვხედავ და იმის თვალებსაც,
ნდომით სავსეს, ვნებით სავსეს! როგორ მოეწონება! სუ გაგიჟდება! როგორ მოვუნდები! იმაზე მეტად,
ვიდრე აქამდე, იმაზე მეტად, ვიდრე როდესმე ქალი მონდომებია! რო ვუყურებ, როგორ მიყურებს და
როგორ ვუნდივარ, მეც მაშინ, იმის ნდომაზე მომინდება ხოლმე, თორე ისე კი ვარ ჩემთვის მიყუჩებუ-
ლი. იმის ნდომიან თვალებზე მომინდა თავიდან, პირველივე დღიდან, იმიტომ გავიწიე მისკენ, თორე
რა, ისე რა გამწევდა? ხო სხვანაირი თვალებით მიყურებდა პირველივე დღიდან? ნდომის თვალებით მი-
ყურებდა! მერე რა, რო აღარცერთი ვართ ქორფა, ნარნარი? მერე რა, რო შემოდგომა გვადგას კარებზე,
სადაცაა, ფოთლები სუ დაგვცვივდება? არა, ვინაა ეს გოგო, ეს გამყიდველი, ასე რო გამოუდია და გა-
მოუფენია ეს წითელ-წითელი ნიფხავ-არშია? ვინ იყიდის ამას აქ? ან ვინ გაბედავს? გათხოვილი ვერ
გაბედავს და გაუთხოვარი ხო მით უმეტეს! ახალგაზრდა გოგოც კი ვერ გაბედავს, ან რომელ ახალგაზ-
რდა გოგოს აქ ამხელა ტრაკი, ეს შეავსოს ამსიგანეზე? ვინმე ჩამოსული და ზაფხულს შემორჩენილი ქა-
ლი თუ იყიდის? მარა რომელი კუდყავარა თბილისელი იყიდის ლეჟანკაზე გადაშლილ ტრუსიკს? არა,
ტვინი ხო უნდა დაატანო, ქალო, რას ყიდი, სად ყიდი? მარა უცხო როა, ეტყობა, არ იცის აქაური წესი
და რიგი. კაი ამსუბუქებული იქნება თვითონაც, კაი გვარიანად თამამია, ისე ჩამომჯდარა ამ სკამზე,
მოუღეღია ეს კაბა, ლამის ძუძუები უჩანს და გაზეთს დედოფალივით ინიავებს, ქალბატონი! აგერ, ლა-
მისაა ყველა შეჩერდეს ამ ლეჟანკასთან, გინდა ქალი და გინდა კაცი და ამ წითელ ლიფს და ტრუსიკს,
და ზედ კიდე იმის გამყიდველს, თან გაოცების, თან ინტერესის თვალით უყუროს.
ქალბატონო, გაიწიე რა, თუ არაფერს ყიდულობ, ეს გველგესლა ნახე, როგორ მისისინებს, რატო ჩა-
მომიდექი აქ? გავიწევი, აბა სად წავალ? გავიწევი და წავალ ისე, რო ვერ ვიყიდი. ჰო, ვერ ვიყიდი! რა-
ნაირად ვიყიდი? ვერ ვყიდულობ, ხო, ვერა! მინდა, მარა ვერ ვყიდულობ. ისე მინდა, ვკვდები, გოგოობა-
ში არ მნდომებია ასე რამის ქონა, რამის ყიდვა. რო შემეძლოს და მილიონიც რო ღირდეს, ვიყიდდი, ისე
ვარ ახლა, მარა რანაირად ვიყიდი? როგორ გავიგებ, ვინ დამინახავს? აქ ყველას თვალი აქ ზურგზე
მობმული, ყველა ხედავს, ვინ რა იყიდა, რატო, რამდენი, როგორ, რისთვის და ვისთვის. ვიყიდი და თავ-
ზე დამადგება ვინმე, გველივით შემომაჩერდება და მოწკურული თვალებით მეტყვის: რა იყიდე, ქალო?
ან მე რა ვიცი, შენ ვინა ხარ, შე ბოროტო, აქედან რო მომიფრიალე? არც მაყურებინე მაგ შენ ნიფხავ-

49 მკითხველთა ლიგა
პერანგზე. ახალი ხარ, ვიღაცა ხარ, ამ ბაზარში, ახალი და უცხო, მარა მე საუკუნეა აქეთ არ ვყოფილ-
ვარ, შენ კიდე, შე ბოროტო ქალო, ისე ხარ მოშინაურებული, გეგონება, აქ დაიბადე, აქ გაიზარდე! ვიღა-
ცეებს სალამსაც აძლევ გაზეთის ქნევით და მე რა ვიცი, მიცნობ-არ მიცნობ, მე რა ვიცი, ვისთან რას იტ-
ყვი, აი, მე რო თავი რო გადავდო, ავდგე და რო ვიყიდო აეს ნიფხავი! იტყვი, აბას რას იზამ, ენაზე რა
დაგადგება?! აგე, იმ ქალმა წითელი არშიის ლიფ-ნიფხავი იყიდა! ლამის ხმამაღლა შემოძახებ. ხო და-
მექცა მერე თავზე უცებ ყველაფერი? ხო უცებ მიხვდნენ, რაც ხდება ჩემ თავს, რა ქვაც ტრიალებს? ხო
უცებ ასრიალდნენ გველის ენები? შენი ჭირიმე! არადა, მართლა ისე მინდა, რო მეცვას, ჩემი რო იყოს,
ლამისაა ყელში წამიჭიროს სიმწარისაგან!
გავიწევი, ხო გავიწევი! აბა სად წავალ?! გავიწევი, მარა ცოტა ხანი აქვე დავდგები, ვითომ იქვე გაშ-
ლილ ქოშებს ვათვალიერებ. იქნება რამე მოვიფიქრო, მარა რა? რას მოვიფიქრებ? წასულია ეს საქმე,
შეუძლებელი. ვერ იყიდი, ვერა, ეთერო. იყიდი და სასწორზე დადებ შენ ცხოვრებას, შენ მომავალს, შენ
ყველაფერს. კარგად ყოფნა და მშვიდად ყოფნა შეეწირება ერთ წითელ ტრუსიკს. ჰოდა, ახლა ჯობს გა-
ეცალო, განზე გახვიდე, სანამ ეგ ყელში მობჯენილი სიმწრის ცრემლი აქვე წაგსკდება! ტრუსიკია და
ლიფი, ქალო, სხვა არაფერი! ბოლო-ბოლო წახვალ, დაძებნი და თერჯოლაში იყიდი, ქუთაისში იყიდი!
ასე ერთი და ერთადერთი ხო არ იქნება დედამიწაზე ეს ჩინურ-თურქული რაღაც არშია? რაღაცა ლიფ-
ტრუსიკისათვის ხო არ დაინგრევ, ჩამოინგრევ მთელ შენ ცხოვრებას? გადი დროზე, გაეცალე, მართლა
პატარა გოგო ხო არა ხარ ამხელა ქალი! იქნება და, არც მოგიხდეს, იქნება და არც გიხდება კიდეც, რო-
გორც შენ გგონია, როგორც შენ დახატე შენ წარმოდგენებში. სულელო ქალო, შენ! იქნებ სასაცილოც
იყო, ეს ბებრუხანა ამ აბდღვრიალებულ ლიფსა და ნიფხავში რო გაეხვევი! კაი ძვირიც ეღირება თან,
კაი მეძვირე ჩანს ეს ქალბატონი! იქნება სულაც პატარა გაქ, არც შემოგეტეს მაგ შენ ტრაკზე, გასივე-
ბულზე! ან როდის გცმია ასეთი, ახლა რო გადაირიე, გადაიშალე? უნახავმა რა ნახაო! ტყუილად დაყუ-
დებულხარ სულელი ქალივით, ჰე, მიბრუნდი ახლა, ეთერ, და გაჰყევი შენ გზას! ან რად გინდა ეს ტრუ-
სიკი ასე, რას ჩაბჟირდი, ისედაც უნდიხარ იმ კაცს, ისედაც მზე და მთვარე ამოსდის შენზე! ისედაც უყ-
ვარს შენი ტანი, შენი ტრაკი და შენი მუტელიც. უყვარს კი არა, გიჟდება! სუ არ უყურებს, რა გაცვია,
რანაირები, ისედაც ერთი სული აქ, როდის გაგხდის და რა აზრი აქ მისთვის, რა გაცვია, არშია თუ მარ-
თლა ფანელი? გამოდი, ეთერ, გამოიწიე. ჰე, წადი ახლა! მივდივარ მერე! აჰა, მივდივარ! ფეხებს მივათ-
რევ, მარა მივდივარ!
მარა ჩემთვის რო აქ აზრი და მნიშვნელობა? მაინც რაღაცა მიკნავის გულში კატის კნუტივით.
აჰა, მოვდივარ, გამოვდივარ. გასასვლელთან ვარ. წამო, ეთერო! წამო სახლში! გზას გაუყევი! მოიცა,
ახლა შევჩერდები ერთი წამით. უკან მოვიხედავ და თვალს შევავლებ, ვითომ ვინმეს ვეძებ. ეს ხალხი
მიდის და მოდის, მიდის და მოდის, ვერავის სახეს ვერ ვარჩევ, ვერავის ვხედავ.
იმ ტუტუც ქალსაც ვეღარ ვხედავ,
იმ შტერ გამყიდველს.
მარტო ლეჟანკა მოჩანს აქედან და ზედგაფენილი
სიწითლეები.
ზედგაფენილი ჩემი ნატვრა აუხდენელი,
ჩემი სურვილი.
წითლად ელვარებს,
წითლად კაშკაშებს,
წითლად ბრდღვიალებს,
როგორც ყაყაჩო.

50 მკითხველთა ლიგა
8

სიამოვნებისგან გატრუნული, დამბლადაცემული ვწევარ ამ თეთრ საწოლზე, ეს-ესაა, ძლივს მომ-


წყდა ჩემი კურო, შხაპში შევიდა, წყლის ხმა და მისი სტვენა წყვეტილად მესმის აბაზანიდან. მე კიდე,
მიგდებული თეთრ საწოლზე, ამ თეთრ კედლებს შევჩერებივარ. ცოტა საავადმყოფოს კი გავს აქაურო-
ბა, მარა სუფთაა, წკრიალა. არც ძვირიანია ეს სასტუმრო, მარა არც იაფია, არც ცენტრში არი, არც
მთლად განაპირას. ასე ჯობდა, ასე გვერჩივნა. აბა, ცენტრში და ქალაქში ვინ რა იცის, ვინ სად შეგ-
ხვდება, თავზე სად წამოგადგება? აქ კიდე მშვიდად ვართ, ერთი-ორი რუსი შეგვეჩეხა ლიფტთან, ეგ
არი. მე სასტუმროში პირველადა ვარ, თავი კინოში მგონია, რატო არ ვიცი. კინოში რო ტიტველ ტანზე
ქალები წაიხურავენ საბანს, აი, ეგრე ვარ. კი ცხელა ისევ, მარა მაინც ვიფარებ, რა ვიცი. რაღაცა სირ-
ცხვილი მაინც მაქ ამ ჩემი ტანის, ამ ჩემ სხეულის. მერე რა, რო ამას მოვწონვარ. მოვწონვარ კი არა,
ლამის ყველგან დამკოცნოს ატაცებულმა, მარა მაინც ის მიდევს თავში, რო გოგო აღარ ვარ, სიბერის
ეკლიან გზაზე ვდგავარ, ზედ მივუყვები. მერე რა, რო ძუძუები არ დამწელვია, სამაგიეროდ, ქონი მაქ
მოდებული ტრაკსა და ფეხებზე, მკლავებზე კანი ლამის დამასკდეს, აქა იქ წვრილი კაპილარებიც მი-
ჩანს წვივებზე, ჭაღარის ღერიც გამომერია. კი ვმალავ უკან, თმას ისე ვიკრავ, მარა მე ხო ვიცი, რო იქა
მაქ, თავზე, მე ხო ვიცი, რო ჩემი სიბერე სიკვდილივით არი გარდაუვალი. კი, არც მოყვანილობა დამი-
კარგავს ტანის, არც სხივი თვალში, მარა თითქოს მაინც რაღაცა მბოჭავს. რო წამოვდგები, რაღაცას მა-
ინც მოვიცვავ ხოლმე. ეს კიდე, ესეც ხო ბიჭი აღარ არი, მარა ისე გამივლის-გამომივლის წინ შიშველ-
ტიტველი, ვითომ სუ მთლად ყმაწვილკაცია, ვითომ ჭაღარას არ მიაქ ამის თავ-ტანი, ვითომ კანი, და-
ღარული, არსადა ჰქონდეს. გაივლის, გამოივლის და შემომცინებს, რას მიყურებ, გოგო? მე კიდე, რავი,
ვუყურებ, რატო არ ვუყურო? ინტერესი მაქ მისი ტანის, მისი სხეულის. პირველი კაცია და უკანასკნე-
ლიც. გოგოსავით მაქ შეცნობის სურვილი. რა, არ ვუყურო? მარა ასე ტიტველი ამის წინ მე ვერ გავივ-
ლი, შენი ჭირიმე. ხო ვიცი, რო ყველაფერი უყვარს ჩემი, ჩემი ხორცებიც. ისე გადმოეშვება ხოლმე ჩემში
ეს წვრილი კაცი და მეც ისე ვიღებ, გეგონება ზღვა ვარ უძირო, გეგონება თევზს ვიხვევდე ფართო ტალ-
ღაში. მარა მრცხვენია. რისი მრცხვენია, თვითონ არ ვიცი. იმის, რო აღარ არი ჩემი ტანი ქორფა, კენა-
რი? მარა მწიფე ხილი რო ყველაზე ტკბილია, ხოა ნათქვამი? მარა საქმე ისაა, მე რომელი ვარ, მწიფე
ვარ? დამწიფებული? დამწიფებული თუ გადამწიფებული, ლპობაშეპარული? რაცა ვარ, ესა ვარ, ჯან-
დაბას წაუღია ჩემი თავი! ხო ვუნდივარ და ხო ვუყვარვარ?! აგერ სტვენს ბულბულივით, წყალში შემ-
დგარი, ასე ბედნიერი ბოლოს როდის იყო?! ალბათ წლების წინ, მთლად ბიჭობაში!
მეც ბედნიერად ვარ. აგე, სიამოვნების დამბლა უფრო დამრევს ხელს, ეგ არი, ნეტარყუჩს სუ მთლად
მივეცე, სუნთქვა ბოლომდე გამითანაბრდეს, მოკლე, ბნელ ძილში გადავეშვა და უცებ განგაშის ზარი
მეცემა თავზე. ვიაგრა! მანანას ტუჩის მანჭვა მიდგება თვალწინ. ვიაგრა! წამში ვფხიზლდები, სადღაა
ან დამბლა, ან ნეტარყუჩი! კიდევ კარგი, გამახსენდა! ადე, ქალო, ადე, სანამ გამოვა, ჯიბე უნახე, აგე,
ხელის გაწვდენაზე გდია მისი შარვალი. მიდი, ეთერო, თუ საცოდნელია, უნდა იცოდე! ამის ვნების ქა-
რიშხალი მართლა ვნებაა თუ ვიაგრაა სინამდვილეში! ვიაგრა და ცეცხლი, ჯოჯოხეთის! ტიტველი
ვხტები, აღარც მახსოვს, ტიტველი რო ვარ, შარვალს ვიღებ და ჯიბეს ვუჩიჩქნი. თან ყური იქით მაქ,
აბაზანისკენ. უნდა მოვასწრო, სანამ შემოვა. თორე რა ვუთხრა, რო წამომადგეს! მიდი, ეთერო, სწრა-
ფად ქენი, უნდა იცოდე ჭეშმარიტება! სიმართლე უნდა იცოდე, თვალი გაუსწორო! მობილური, გასაღე-
ბი და სიგარეტი მაგიდაზე უყრია. მარტო ეგენი, სხვა არაფერი. ერთ საათზე მეტია, ჩემთან არი, არსად
გასულა. არც არაფერი დაულევია. რო დაელია, ხო შევამჩნევდი? კი, საათი არი, ამის გვერდით ვარ. სა-
ათზე მეტი. ურნაშიც არაფერია, სუფთა არი, ახლა ჩავხედე. ტუალეტშიც არ შესულა, რო მოვედით, ისე
მეტაკა. ვაიი, მეტი არ მინდა, ეს დატაკება ვიაგრის იყოს! უკანა ჯიბიდან ვიწყებ. ჯერ საფულე მხვდება

51 მკითხველთა ლიგა
ხელში, გაქუცული. ბანკის ბარათები უდევს, მართვის მოწმობა და ერთი საწყალი ოცლარიანი. მეორე
ჯიბეში რაღაცა რუხი ბლოკნოტი ჩაუდევს, ხელისგულზე რო დაგეტევა:. დაიცა, ამას მერე ვნახავ,
ბლოკნოტში ვიაგრას აბა რა უნდა! წინა ჯიბეში ხურდები უყრია, ლამის კილო აქ მოგროვებული. კიდე
კაი, ისე ავიღე შარვალი, ძირს არ გავაბნიე ეს ხარახურა. მეორე ჯიბეში ტურტლიანი ცხვირსახოცი ჩა-
უკუჭავს, გაშავებული. ვერ გაგირეცხავს, ბიჭო, ამას, უმსგავსი ცოლი? რაღაცა ქვითრებია კიდე, მთლად
ჯიბის ძირში აქ ჩატენილი. არა, არა აქ არაფერი. რო იყოს ვიაგრა, ჯიბეში ექნებოდა, არ ექნებოდა?!
ტაბლეტი თუ არა, ის ხო მაინც უნდა ჰქონდეს, ტაბლეტის ჩენჩო! აბა, ეთერო, ქვითრებს შეხედე, რა
ქვითრებია! ერთი ჯარიმაა, ერთიც მარკეტის, ერთიც საწვავის. აფთიაქის არაა არცერთი, გოგო! ამოი-
სუნთქე!
ახლა ხელში შერჩენილ ბლოკნოტსა ვშლი გაუაზრებლად. არ შემოვიდეს! გაიხარე, ქალო! ეთერ, გი-
ხაროდეს! წამლის არაა მისი ვნება, წამალი არა, შენ ხარ მიზეზი! გჯეროდეს აწი მისი გრძნობის, მისი
ხურვების! შენია, შენ გეკუთვნის ეგ ყველაფერი! ამის თავიც და ამის ტანიც. ამის სულიც და ზედ კიდე
გულიც! ამ ბლოკნოტს მაინც რო ვერ ვწყდები! ტელეფონის ნომრები აქ ჩაწერილი ბატიფეხურად, მაღა-
ზიის სიები, საქონლის სია, რაღაცეები უანგარიშებია წაღმა-უკუღმა, ქვეშმიწერებით, მარა ნახე, ნახე,
ბოლოსკენ, ესენი რაა? მარცვალი მარცვალს მიყვება, სტრიქონი სტრიქონს, ერთი და ორი, კიდევ და კი-
დევ, და, რას აკეთებ, ეთერო? გაოგნებული დგას და მიყურებს, თეძოზე პირსახოცი მოუხვევია, წყლის
წვეთები დასხდომია გაპარსულ, დაღარულ ლოყებზე, დაკენკილ მხრებზე. ხელში მაცივდება ეს შარვა-
ლი, მარა მოვასწარი ბლოკნოტის უკან ჩაცურება! მაინც მოვასწარი!
ასე ყრი შენ ცოლთან სახლში ტანსაცმელს?! ბრაზი მინდა ხმაში გავრიო. შარვალს სკამზე ვდებ. ამ
დებილს კიდე ეცინება, ყურებამდე იღიმის, რა ავი ხარ, ქალო, ძუძუებზე მიყურებს და ხელით მეტანება.
რავი, ეგრე ვყრი, ხოო, ტანზე მეკვრის, სველი ტანით ზედ მეწეპება. მეცა ვხვევ ხელებს, პირსახოცი
ძირს უვარდება და მაშინვე ხელი მისი ყლისკენ მიმირბის. კი, ხელი მიმირბის, მარა სახეს ვარიდებ და
ყელში მარტო ესა მაქ მობჯენილი, მარტო ამის ამოთქმა მინდა: ლექსებსა სწერ, ბიჭოო?

52 მკითხველთა ლიგა
9

აი, ჩამოვჯდები ჩემ სკამზე, ჯერ დილაა მაინც, არავინ შემოვა, ჩამოვჯდები და გავირინდები. ყოველ
უკან მოსვლაზე, მისგან ყოველ წამოსვლაზე რატო მეუცხოება ეს მაღაზია? მეუცხოება, თითქოს უცხო
ვიყო. თითქოს ორი ვიყო, ერთი მაღაზიის ეთერო და მეორე ამ კაცის. თითქოს ორი ვიყო ერთდრო-
ულად, ორი ცხოვრება მქონდეს. თითქოს ერთი ეთერო მაღაზიის და მეორე სატყნაუროდ გარე-გარე
დაწანწალებს. ჯერ ასე ვზივარ გაუცხოებულ-გაგარეგნებული, მერე ნელ-ნელა ვშინაურდები, თითქოს
ფორიაქი გადის, თითქოს ჩემი თავი ვხდები. რა უნდა ვქნა? რა გავაკეთო? ასე როგორ ვიყო? იმასთან
რო ვარ, ჩვენ-ჩვენი თავის გარდა არავინ მახსოვს. მარტო როცა ვარ, მაშინ წამომივა შავი ფიქრები. წა-
მოსვლისას, სადგურამდე არმისული, სანამ მარშუტკამდე ჩამომსვამდა, გზაში მითხრა ნაცემი ძაღლის
თვალებით, ეს ორი კვირა არ ვიქნები, კამაზზე უნდა გადავჯდე, ძმაკაცი შევცვალო ცოტა ხანი, შენთან
მარტო თენგო მოვაო. გული თითქოს დამწყდა, მარა თან შვება მქონდა რაღაცნაირი. მარტო ვიქნები ეს
ორი კვირა, ტვინს დავიმშვიდებ, არეულ ფიქრებს გავასწორებ და იქნება ჩემი გამრუდებული გზაც მო-
ვაბრუნო კალაპოტებში.
ახლა მტვერს მივწმენდ-მოვწმენდ დახლებზე, საქონელს ხელს შევავლებ, შევალამაზებ, ცოტაც და,
შევეზრდები ისევ ჩემ მაღაზიას, მისი ნაწილი გავხდები, სახლში ვიგრძნობ თავს. იმასაც დავგეგმავ, რა-
ნაირად ვქნა და როგორ, ხელი რო ავუშვი ყველაფერს და ფეხი ავწიე სამაგიეროდ. ისევ ვუპატრონებ
ჩემ მაღაზიას, ჩემ მეორე შესაფარებელს. თერჯოლაშიც წავალ ამ შაბათს, ჩემთვის მშვიდად, წყნარად,
არც არსად გადავუხვევ, არც არსად გადმოვუხვევ. საბითუმოებს დავივლი, გოგოებს ჩამოველაპარაკები,
ჩემ კაფეშიც შევალ, ყავას დავლევ, ნაპოლეონს შევჭამ! თერჯოლის სუფთა და ფართო, კოხტა ქუჩებ-
შიც გავისეირნებ! ჰაერს ჩავისუნთქავ! მშვიდად ვიქნები ჩემთვის, მშვიდობიანად. არავისთან მექნება
ტყუილი სათქმელი, არც არაფერი თავის საკატუნო! აგერ, სიმშვიდე გამიჯდა ტანში, თერჯოლა რო გა-
მახსენდება. ეგრე არი სულ, გადაუხვევს თუ არა მარშუტკა იქით, რაღაცნაირად ამოვისუნთქებ, რაღაც-
ნაირად ამომესუნთქება, ველი და მინდორი რო გაიშლება, თვალსაწიერი გადაიშლება. თან რა ლამა-
ზია? სხვანაირია, ფართო, გაშლილი. ველსაც ხედავ, მთასაც, მინდორსაც. ჩვენსავით სუ მთები არ გად-
გას თავზე, სულს არ გიხუთავს. იმ მინდვრებზე კიდე სუ ყანებია გადაფურჩქნული, კოხტად მოვლილი.
ნიავი დაუბერავს და შეათამაშებს, ააშრიალებს. ისე ააშრიალებს, მარშუტკიდან რო ვხედავ, ჩახუ-
თულ-ჩაჭედილიც რო ვიჯდე, მეც დამივლის ის ნიავი ტანში და გეგონება ვთავისუფლდები.
მარა მანამდე ჩემ დავთრებში მაქ ჩასახედი, საანგარიშო, დასაგეგმი, რა ვიყიდო, რამდენი, როგორ.
რანაირად ამომაგდო კალაპოტიდან ამ კაცმა, ღმერთო! ბუღალტერია რანაირი მისახედი მაქ! ახალი
ბლოკნოტიც კი მაქ საყიდელი, გამევსო ეს ძველი, კარგა ხანია. ლამაზი ბლოკნოტები მიყვარს, ფერად-
ფერადი, პრიალაყდიანი. ახლა იმდენია, იმდენნაირი, ასარჩევად გაქ საქმე. სკოლაში კიდე სუ გული
მიმდიოდა ლამაზ ბლოკნოტზე. არასოდეს მქონია, სხვებს კიდე ქონდათ აქა-იქ, რჩეულთა შვილებს.
არც არასოდეს მითქვამს როდესმე, ლამაზი ბლოკნოტი მიყიდეთ-მეთქი. ვინ მიყიდდა? ჰოდა, ახლა
თითქოს ამ ბლოკნოტებით ვიამებ იმდროინდელ გულისტკივილებს. ლამაზად ჩავაწიკწიკებ შემოსა-
ვალს და გასავალს, ნაშთსაც ზედ მივუწერ. ჰო, რო შევავსებ, რო გადავავსებ, მერე ღუმელში შევუძახებ
და დავწვავ. რატო? რატო და მიტო! ჩემი ხარჯი და მონაგები მარტო მე ვიცი, მარტო ჩემი საცოდნე-
ლია! მონაგები ხო განსაკუთრებით! ამ ჩემ ბლოკნოტებს მაღაზიაში ვმალავ ლამაზად, ისეთ ადგილას,
ვერავინ აგნებს. ჯვარი მწერია და, თუ გამქურდეს, ჩემი ბლოკნოტი ვის რას არგია? თან აქა სჯობს
მქონდეს, აქვე თვალს ჩავკრავ, თუ დამჭირდება. გაქურდვაზე გამეფიქრება და ცივად დამივლის ზურგ-
ხერხემალში. მაღაზიას სანდოდ კი ვკეტავ, ახლა არც დროა ისე არეული, მარა სუ ის შიში მაქ, რო
აირიოს? რო შემოვიდნენ და ყველაფერიც რო გაიტანონ, ისე მაქ წელი მომართული, ვერ დამძირავენ,

53 მკითხველთა ლიგა
აღარ წავხდები. მარა ჩემი შიში, იცი, რა არი? ჩემი ყველაზე დიდი დაზაფვრა. ახლა კია სიმშვიდე, მარა
სუ მეშინია, დრო აირიოს. ჩემ გოგოობაში რო ირეოდა ქვეყანა, ისე. ის ქვეყანა რო თავზე დაგვექცა, რო
აირია და გადაირია სუყველაფერი, იცი, რა მოხდა ამ ქალაქში, სადაც ყველა ყველას ცნობს, ვის მიადგა
პირველი მკვლელი? მარტოხელა ქალს! მარტოხელა, შუახნის ქალებს ჩამოუარეს! ერთ ბუღალტერს,
ერთ მასწავლებელს და იმ ერთსაც ექიმს. დააუთოვეს, პლიტაზე დასვეს, ნამუსი ხადეს. ის ბუღალტერი
მოკლეს კიდეც, თუ შემოაკვდათ. ეგ ეგონათ ყველაზე მდიდარი და ყველაზე მეტად მას გაუსწორდნენ.
ის ორი კიდე, ექიმი და მასწავლებელი, მას მერე სულაც გაქრნენ, გადაიხვეწნენ. სად არიან, ცოცხლები
არიან? სუ აღარ ვიცი. შავი ხმებით, ჩემი ძმაც იყო გარეული მაგ ბნელ საქმეში, ღმერთო, აპატიე! ჰოდა,
ახლა რამე რო იყოს, ვის მიდგებიან? უფალო, დამიფარე! ვინ ეგონებათ მდიდარი, დალხენილი? ვინ?
ვინ და მაღაზიის მესაკუთრე! მერე ვინაა ჩემი პატრონი, ჩემი დამცველი? ამიტომ ეგ კი ვიცი, რო დალ-
ხენილი არ უნდა ვჩანდე. ან დალხენილი რანაირად ვარ? რასაც ვშოულობ, იქვე ვინახავ, არაფერს
ვხარჯავ. უნიტაზი დავდგი უბორნიაში და ერთი ბუმბულის საბანი ვიყიდე თერჯოლაში გადამყიდველ-
თან. ისეთი მსუბუქია, ისე ლამაზი, ჩვენი ქვასავით მატყლის საბანს კი არ გავს. ეგაა მთელი ჩემი ფუ-
ფუნება, განებივრება. მანქანა მე არ მყავს, ფეხით დავდივარ, შემომხედავ და, მთლად ძონძი არა, მარა
კაი და ლამაზი მე არ მაცვია. მარტო ეგა მაქ, მაღაზია და იმის მოსავალს ისე ვინახავ, გეგონება, არც
რამე მქონდეს, არც რა გამაჩნდეს. ერთი ისაა, მამაჩემის მაგიდის უჯრაში მაქ ჩაკეტილი ხუთასი დო-
ლარი, ეგეც ისე, თვალის ასახვევად. ვთქვათ და, აირია ყველაფერი, შემომივარდნენ. ისე ვაჩვენებ თავს,
რო ვითომ ეგ ფულია მარტო ჩემი ნაზოგი და აგე, ბატონო, უჯრაში არი, აგე ფული, აგე ნაგროვები, სხვა
მე რაღა მაქ? მართლა რომელი ოქრო და ბრილიანტი გაუძლებდა ჩემ ძმას მის სიცოცხლეში? თავის
წამალს და შხამს გაატანა ყველაფერი ჯერ კიდე ბიჭმა. ჰოდა, გამეცლებიან. ახლა არა მგონია, ისე აი-
რიოს ეს ქვეყანა, პლიტაზე შემომსვან, გახურებულზე, მარა ისე კი შეიძლება აირიოს, რო გამქურდონ,
გამაძვალტყავონ. წაიღებენ იმ ხუთას დოლარს და აბა, ვის მოუვა აზრად, რომელ ჯიბგირს, რო ათჯერ
უფრო მეტი სამალავში მაქ გადამალული? რო თითო ასდოლარიანი მამაჩემის თითო წიგნში მაქ ლამა-
ზად ჩაკოსებული და თაროზე უფრო ლამაზად შემოდებული? უბრალო წიგნში კი არა, ენციკლოპედიის
ტომეულებში! აბა, რომელი ჯიბგირი იფიქრებს, რო წიგნშია ფული? რომელ გასაქურდად მისულ ჯიბ-
გირს ახსოვს წიგნები? თან სუ დაწმენდილ-დასუფთავებული მაქ ის თაროები. მტვრის ნაკვალევზე რო
ვერ მიხვდნენ, რო იქა ვტრიალებ, იქ ვიქექები. ამ ჩემ დოლარებს თერჯოლაში ვიყიდი ხოლმე, კურსიც
იქ არი უკეთესი და ყველაფერიც. რა საჭიროა, აქ ვინმემ იცოდეს, მე რა და რამდენი გადავცვალე, დავა-
ხურდავე? ბანკს კიდე რა მიმაკარებს ან რა მიმანდობს? რა დარჩა, რო, იმ ძველ ბანკში, მამაჩემის დაგ-
როვებული? ვირის თავ-ფეხი! ჰო, მე ჩემი ნაგროვები მაქ, ჩემი გეგმები. სიბერე ხო მაინც უნდა მქონდეს
ჩემი სანდომი? აბა რისთვის ვატარე მთელი ცხოვრება მაღაზიაში? ბოლოში ის ქალი რო ვიყო, პენსიო-
ნერი, მაღაზიაში დროჟიანი პურის მყიდველი, იმით ვიცხოვრო კვირიდან კვირას? შენი ჭირიმე! კიდე
შრომაში წავიქცე სადმე, სული შრომაში ამომივიდეს? ჩემი საშრომი ხო ვიშრომე ჩემ ბავშვობაში? ორ
კაცს ვუვლიდი ეს ერთი ციდა, ხელები მქონდა დატყავებული თეთრეულის ცივ წყალში ჭეჭყვით. აღარ
უნდა მოვიდეს დრო შრომის ცოტა შემსუბუქების? სანამ ცოცხლები იყვნენ, ზედ ვყვებოდი მამასაც,
ძმასაც. უფრო დიდობაში მთლად ზედ ვყვებოდი მერე მამაჩემს. აბა, რომელ დამპალს ვათქმევინებდი,
რო პწკიალა ცხვირსახოცი არს ჰქონდა კოსტუმის ჯიბეს? მაღაზიაც რა, შრომა არ იყო? მძიმე შრომაა,
თან რანაირი! მარა რა შვება იყო, ღმერთო, რო არავინ მყავდა მოსავლელი და მისახედი! რა შვება არი
საკუთარი თავის ამარად ყოფნა!
მეც ხო უნდა დამესვენა როდესმე როგორღაც და ვისვენებ თითქოს აგერ, ნელ-ნელა, წყნარად. სახ-
ლში ხო მაინც ვისვენებ, მაღაზიიდან მისულს რო არავინ მყავს სალოლიავო. ღუმელთან ტახტზე მივეგ-
დები, მურაბიან წყალს მივიდგამ და ტელევიზორს მივაშტერდები. მერე ბედნიერადაც ჩამეძინება,

54 მკითხველთა ლიგა
მშვიდი, ღრმა ძილით. ისეთი ძილით, სუ რო მაკლდა ჩემ ბავშვობაში. მაგ დროს ცისანა, ნენო ან გინდაც
მედიკო რო შემოვიდეს, ტახტზე მიდრანცულს რო შემხედავენ, შური და ბოღმა გაკრავთ თვალებში.
თვითონ, აბა, სად მიწვებიან? შვილის და ქმრის უღელში აქვთ დილა-საღამოს თავი გაყოფილი. რა
ვქნა, გენაცვალე, ესაა მარტოობის სიამეები! შენ ნებაზე ყოფნა, თავის განკარგვა, მოვლა, მიხედვა. თა-
ვისუფლება ეგ არი, არავინ გყავდეს მისახედი, იმ შენი თავისთვის იყო, უზრუნველად გაილივლივო, რა
კაი არი თავისუფლება! ისიც კი მზარავს, კაცი სახლში მყავდეს, წარმოვიდგინო! სახლში რო კიდე კაცე-
ბი მყავდეს! კიდე რო იყოს მოსავლელი ჩემ ხელში ვინმე! არა, არავის მოვლა არ შემიძლია, აღარასო-
დეს! მე ჩემი წილი საზრუნავი გაწეული მაქ!
ამას არ ვიტყვი, ამას ხმამაღლა ვის გავაგონებ?! სანამ ჯანი მაქ, ჯანი მომყვება, ასე ვიქნები. მერე კი-
დე იმდენი შნოც მაქ, იმდენი ტვინიც, ლაზათიანი მქონდეს სიბერე. ისე მოვაწყო ჩემი ცხოვრება, სუ ხე-
ლით ვიყო საჩვენებელი. მომვლელიც მყავდეს, თავზე მყვებოდეს. აბა, ვთქვა, აბა, ვინც მომივლის,
სახლს დავუტოვებ? მომეხვევიან, ხელისგულზე გამატარებენ! აბა, ვთქვა, ვინც მომივლის, ფულს გადა-
ვუხდი? სუ გამლოკავენ თხემით ტერფამდე! აბა, რისთვის ვინახავ იმ წიგნებში ჩემ ნაშრომ-ნაჯაფს?
რისთვის და მისთვის, ვარდისფერი სიბერე მქონდეს! ცალკე ამ მაღაზიას გავაქირავებ, ცალკე მექნება
კიდე ფულები! ფეხი ფეხზე გადავიდო, დარდი არ მქონდეს, არავითარი! მერე კარგ ტელეფონსაც ვიყი-
დი, კარგ ტელევიზორს დავიდგამ. ინტერნეტიც მექნება, სატელიტებიც! წიგნს წავიკითხავ ან ვინმეს წა-
ვაკითხინებ, კომპიუტერიც მექნება დიდი ეკრანით. ჩამოვჯდები მერე და ყველას და ყველაფერს ვათვა-
ლიერებ, აპარატს ვიყიდი, ფოტოს გადავიღებ! აგერ, მთაზე ნისლს გადავუღებ, ყვავილს გადავუღებ
ეზოში, თოვლიან კარალიოკს გადავუღებ ხეზე შერჩენილს, იცი, გარშემო რამდენი პატარა სილამაზეა?
წაკითხულზე ვიფიქრებ, ნანახზე და მოსმენილზე, სხვა ფიქრი თავში არ გამიჭაჭანებს! ახლა? ახლა კი-
დე, რა ვიცი? მარტო შრომა ვიცი, მარტო მაღაზია, რეცხვა და უთო! იქნება და, რა ნიჭი მქონდა და ვერ
ვიპოვე? არ მაპოვნინეს?

55 მკითხველთა ლიგა
10

ვერა ვარ კარგად ეს დღეებია, თითქოს ღონე ერთიანად გამომეცალა. ნენომ, ჰემოგლობინი გექნება
დაბალიო. ჩვენთან ვერ სინჯავენ, რამდენი ხანია ლაბორატორიაა გაჩერებული და ქუთაისში წავალ-
მეთქი, ვუთხარი. თან გავიფიქრე, როცა დაბრუნდება იმ თავისი ქვიშა-კამაზიდან აგე, მიზეზი მომეცა
ქუთაისში სანავარდო-თქო. ორჯერ კი დამირეკა, ერთხელ ცოტა ნასვამი იყო. აგე, ბიჭები ვსვამთ ერ-
თად გარაჟში, ახლა საჩხერეში ვარ, ეთერო, როგორ მენატრებიო. მეთქი, იმათ ეგ არ გააგონო, რო გე-
ნატრები, ენას კლიტე დაადე, ენამ წინ არ გაგისწროს, არსად არაფერი წამოგცდეს, არსად არაფერი
იმატრაკვეცო შენებური იმერული-თქო და არაო, საწყლად მითხრა. გარეთ ვარ ახლა გამოსული, ისე
გირეკავ, არავის ესმის ჩემი ხმაო. მარა რა არი, იცი? რამეს რო ვეტყვი უხეშად, მერე გამახსენდება,
ლექსებს რო წერს და შემეცოდება. ლექსებს რო წერ-თქო ამას ვერ ვეტყვი, მერე მიხვდება, მისი შარ-
ვლის ჯიბეები რო დავიარე, რო დავჩხრიკე, ჩემი ნდობა დაეკარგება. ლექსებსა ვწერო, არასდროს უთ-
ქვამს, ეტყობა, მისი საიდუმლოა, იმასაც აქ თავისი დამალული. იმას ლექსი, მე ფულები, წიგნებში ჩა-
დებულ-ჩალაგებული. ჰოდა, ლექსებს რო წერს ადამიანი, მით უმეტეს კაცი, იმას მწარედ არ უნდა ელა-
პარაკო. იმას სათუთი გული ექნება და უნდა ეფერო ალბათ, თავზე ხელი უსვა. არადა, ახლა უფრო მე
ვარ მოსაფერებელი. ძილითაც აღარ მძინავს წესიერად. კი, დილით გამეღვიძება, მარა უცებ ისიც, რა-
ღაცნაირად გულის ხეთქვებით. თან ვერ ვიგებ, ასე ზაფრით რად მეღვიძება. კი, უკუღმართ სიზმრებსაც
ვხედავ. ზოგი არც მამახსოვრდება, მარა მაღვიძებს. დღეს დილით წიწილა მყავდა ხელისგულზე, პატა-
რა, ყვითელი. ზედ ხელისგულზე მაკვდებოდა ვითომ, სიცივისაგან. ვუბერავდი სულს, რო გამეთბო, მა-
რა მოკვდა, ზედ შემომაკვდა. ბლანტი გადაეკრა თვალზე, ნისკარტი დააფჩინა. მერე უცებ გაშეშდა, რა-
ღაც უსიამო გადაშეშებით. მეც სადღაც მოვისროლე. მოვისროლე და გამეღვიძა, მარა იმ გაშეშებას ხე-
ლისგულით ვგრძნობდი! მართლა ვგრძნობდი, ძლივს მოვიშორე! იმის წინ კიდე დედაჩემი მესტუმრა
ძილში. ვითომ სახლში სისხლის კვალს მივუყვები, მივუყვები, იატაკზე სისხლის წვეთებს მივყვები და
მივყვები და არ მთავრდება, ერთი ოთახიდან მეორეში გავდივარ და ვფიქრობ, რა ხდება, ვისი სისხლია,
ჩემი ძმა დაჭრეს? მამაჩემს წასკდა იქნებ ცხვირიდან? ჩემი თვიურია, ფეხებშორის რო გამეპარა? მივ-
ყვები და ვერ ვიგებ, რა ხდება, რა ტრიალებს სახლში და აგერ, ზალის კარს ვაღებ და დედაჩემი ზურ-
გით დგას, იმას უდგას ფეხებთან სისხლის ტბა! უფალო! ძილშივე ლამის გული გამისკდა! გავიღვიძე და
ისე ვიყავი, ათი წუთი ვერ გავინძერი, ცივი ოფლი მასხამდა, პულსი ძლივს მქონდა, ისიც აქა-იქ. თან
ვითომ ის ქალი დედაჩემი და თან მე ვიყავი, სუ მე მგავდა უკნიდან, თავით, ტანით, თმით, ტანსაცმლი-
თაც. ხო, მე ვიყავი! აბა გგონია, მე ვიცი დედაჩემი? ასე სიზმარში თუ მყავს ნანახი, ისიც არასდროს
ნათლად და საღად. წლის არ ვიყავი, რო მოკვდა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული! დომნას გაზრდილი
ვარ ექვს წლამდე და მერე მოსამსახურედ დამდგარი საკუთარ ოჯახში, ოჯახის კაცებთან.
რო ვიკითხავდი, რითი, რანაირად მოკვდა ეს დედაჩემი, გგონია, ვინმე წესიერ პასუხს მომაღირსებ-
და? ან ვინმე იყო, რო ეპასუხა? პირს წყალი ქონდათ ჩაგუბებული. მეც ორი-სამჯერ ვიკითხე, ისიც უფ-
რო გულის გარედან. მე არ ვიცოდი დედაჩემი, სუ არ ვიცნობდი. არც იმის ნატვრა მქონდა, არც მონატ-
რება. ვისაც არ იცნობ, არც გენატრება. ერთმა რო ის თქვა, რო სეფსისით მოკვდა, მეორემ ის თქვა, რო
რაღაც ქალურმა ავადობამ მოუღო ბოლო. ალბათ მართლები იყვნენ, რას გაიგებდი. ისიც მესმოდა, რო
ამ ჩემ მშობლებს ერთმანეთის სიყვარული და ნდომა ქონდათ. კი, ძნელი იყო მამაჩემი წარმოგედგინა
შეყვარებული, მარა ალბათ იყო შეყვარებული და ბედნიერიც ხო იქნებოდა?! ოსეთში იყო თურმე იმ
დროს მივლენილი. როგორც ისტორიკოსი, რაღაცას თხრიდა თუ სწავლობდა თამარაშენში და იქ იყო
თურმე დედაჩემის ოჯახში მდგმურად. იქ შეუყვარდა. ალბათ დედაჩემსაც უყვარდა. უყვარდა, აბა ისე
სად წაჰყვებოდა? მე არა მგონია, დედაჩემი ის ქალი იყო, უსიყვარულოდ სადმე ეცხოვრა. მე არ მახსოვ-

56 მკითხველთა ლიგა
და, მარა ჩემ ძმას კი ჰქონდა მეხსიერება. ვერასოდეს გავბედე კითხვა, რა აზრი ქონდა? რამეს მეტყო-
და? არც მიზიდავდა ეს უცხო ქალი ჩემ ცხოვრებაში. გადიდებულ სურათზე იყო მარტო, იქ არსებობდა.
და იქაც ისე იცინოდა, გეგონება, არა ჰქონია სადარდებელი. იმ სურათზე კი ვიჭერ ჩემ თავს ცოტას ნაკ-
ვთებში, ცოტას სიცილში. დედაჩემის თავი მაქ და მამიდაჩემის ტანი ზედ გამობმული, მარა დედა უცხო
იყო ჩემთვის, უცხოდვე დარჩა. უცხო იყო მისი სამშობლოც, აგერ იყო, ფეხის ნაბიჯზე, მარა ფეხს იქ
აწი როგორღა შევდგამ? აღარც ნათესავი გვყავს დარჩენილი, აღარც მოყვარე. რომც გვყოლოდა, დაკე-
ტილ საზღვარში რა იქნებოდა? ის ნათესავიც ჩემმა ძმამ იცოდა მარტო, იქ დაძვრებოდა სიცოცხლის
ბოლოს, კვაისა იყო მეორე სახლი, იქ მოუღეს ბოლო მის სიცოცხლეს. კვაისა და ოსეთი იყო, მაქედან
შემოდიოდა ჩვენკენ წამალი და ყველა სახის უბედურება. იქ კი ქონდა ამ ჩემ ძმას ვიღაცასთან ნათესა-
ობა, მისვლა და მოსვლა, მარა მერე თურმე ისე იყო, რო რაღაცა აირია იმათ შორის, იჩხუბეს, ერთმა-
ნეთს გადაეკიდნენ. მერე მალევე მოკლეს, დაჭედილი კუბო კარს მოგვაყენეს. მოკლეს ჩემი ძმა და ატყდა
ომი, ხოცვა და ჟლეტა. ეს კი მოკლეს, მარა ზუსტად ვიცი, ამის ხელზეც იყო ერთი-ორი მკვდარი იმ კვა-
ისიდან. ახლა ეს საზღვარი ღიაც რო იყოს, ალბათ მაინც არ შემესვლება მე, ჩემი ძმის დას. არ ხდებოდა
კაი ამბები. ან კაი ამბავი რა მოხდებოდა? ომი დაიწყო.
დედაჩემი კი იყო ქართველი თამარაშენიდან, მარა მაშინვე მომაძახეს, ოსიაო, ომი რო ატყდა. პირვე-
ლი ომის დროსაც თქვეს და ახლაც თქვეს, აგვისტოში, მეორე ომის დროს. მაინცდამაინც მაშინ მეტ-
ყოდნენ, დედაშენი რო ოსი იყო? დუჟი დამდიოდა ცოფისაგან, გაბრაზებისგან. რა ოსი-მეთქი, ქართვე-
ლი იყო დედაჩემი, თამარაშენი, გაგიგიათ თამარაშენი?!!! ქართველის იყო თამარაშენი, მიწამ ჩაგყლა-
პოთ! მარა ბოლო ომის დროს, აგვისტოში, ისიც კი ეთქვათ, აი, ეთოს შეხედეთ, რა ოსის სახე აქ, მიჭ-
ყლეტილიო. ოს ქალებს უზით პატარა ცხვირი, ვიწრო თვალები, ბუთქუნა ტუჩი მიჭყლეტილ სახესო,
ხალხო, მიჭყლეტილ სახესო! რო გავიკითხე ვინა თქვა, ვინ გითხრათ, იქვე მივჭყლიტო-მეთქი, ენა ჩაიგ-
დეს. გამმეორებელი ბევრი კი იყო, მარა პირველად მთქმელი ვერავინ ვნახე. ან რას ვნახავდი? ცოფმა
დამრია ხელი, ლამის ვხაოდი, რა ოსი-მეთქი ქალო, ქართველი იყო დედაჩემი! აირეოდა თუ არა ცხოვ-
რება, მაშინ ახსენდებოდათ ჩემი ოსობა! ვითომ ოსობა. მე იმის ზაფრა მქონდა, ახლა რო მომდგნენ,
მართლა ოსი ვეგონო, ვინ იქნებოდა ჩემი მფარველი? ვინ დაიწყებდა ან მტყუანის, ან მართლის გარჩე-
ვას?! სახლს დამიწვავდნენ, დამიბუგავდნენ. მაღაზიასაც! ოსი ვიყავი, თან მარტოხელა! აგვისტოს ომში
კიდე მამაჩემიც რო მკვდარი იყო, სუ მარტო დავრჩი, მარტო ვიყავი! მარა გადავრჩი! არ გამეკარნენ.
იქნებ იმიტო, რო დედაჩემი ქართველი იყო? იქნებ იმიტო, რო იმის ოსობა სალაპარაკოდ დარჩა, სატ-
რიალოდ უძვლო ენაზე? მარა მე რა ცოფი მქონდა, სასოწარკვეთა! ამათ ოღონდ ვინმე გაერიყათ, ოღო-
ნდ ვინმეზე ესროლათ შავი ტალახი! ეთოს მიჭყლეტილი სახე! ჩემი მიჭყლეტილი სახე ჯობდა ბარემ
იმათ მონგრეულ ცხვირ-პირს! ჩემი სიმსუქნე ჯობდა იმათ სიგამხდრეს, იმათ დაბლარჯულ ტანებს! ეგ
ბოროტები! ისე შემაშინებდნენ ასეთ დროს, ზაფრა მქონდა, თავს მეცემოდა მთელი ქვეყანა!
ახლაც აგერ ვდგავარ, წიგნის კარადასთან. მტვერსა ვწმენდ ჯერ წიგნებს, მერე მკვდრების სურათებს.
იმ სიმწარის გახსენებაზე ახლაც ტანში მცრის. რო გავწმენდ ამ სურათებს, მერე დავუწყობ მიჯრით ერ-
თმანეთს. ჯერ დედაჩემს, მერე ჩემ ძმას, იქვე მამაჩემს. ეს კაცები კი არიან დაბღვერილი ამ სურათებში,
მარა დედაჩემი ისე იცინის, თითქოს დარდი სუ არ ჰქონია, თითქოს არ სტკენია არასოდეს სუ არაფერი.

***

აჰა, ცოტა ხანში რთველიც მიილევა და სუ ჩაკვდება, ჩაწყნარდება აქაურობა. მზეც კარგავს და კარ-
გავს ძალას, ღამის სუსხი ცოტა ხანში ღუმელს ამანთებინებს. ჯერ მაინც არ ვანთებ, შეშას ვზოგავ ჩემი
ჭკუით, შარშანდელი რო იქნება წელსაც მეყოს. ხო, ეს რთველი მორჩება და ჩამოდგება მერე ბლანტი

57 მკითხველთა ლიგა
ბოლო შემოდგომის, დიდი-დიდი, ერთი კვირა იჩახჩახოს ზანტად მზემ. მერე კიდე დაიწყება უსასრულო
წვიმა და წუნწკლი, გრძელი ზამთარი, უბოლოო, დაუმთავრებელი. მეც თითქოს ჩავცხრი რაღაცნა-
ირად, ამ შემოდგომის მზესავით. იქნება მოვილიე ჩემი მოსალევი? ისიც აღარ ჩანს ისე ხშირად, აღარ
მირეკავს, თავის სამშენებლო სილაში გადაეშვა თავფეხიანად. იქნება ისიც დაცხრა, ვნება ჩაუქრა? იქ-
ნება იმანაც მოილია თავისი ხურუშ-მურუში, იქნებ დროც მოვიდა მშვიდად დაშლის და განშორების?
შემოდგომა თუ არა, ზამთარი მაინც რო მქონდეს წყნარი და დუნე, უშფოთველი.
კი, კაი ხანია აღარ მირეკავს, მარა მესიჯებს ხო მწერს? რომც დამირეკოს, ისე არი, რო უცებ ვხვდე-
ბით, არაფერია სალაპარაკო. ჰო, მენატრები, გენატრები, შენი კამაზი, ჩემი მაღაზია, მეტი? სხვა? იმ მე-
სიჯზეც არ ვპასუხობ, როგორც ყოველთვის. მარა იმან ხო იცის, რო იმის ნაწერს ვიღებ, ვკითხულობ.
ეგეცა ყოფნის. სუ შენზე ვფიქრობ, ეთერო, ძილის წინ მომწერს. ხანდახან მგონია, ლექსსაც მოაყოლებს,
გულში მეცინება, მარა ლექსებს არ გზავნის, ლექსი მარტო თავისთვისა აქ, ეგრე გამოდის. ქონდეს.
ქონდეს და წეროს, თუ მაგის გულს უხარია ჩემზე ლექსები. ჩემზეც წერს ნეტა? იმ ბლოკნოტში სიჩქა-
რისაგან ვერაფერი ამოვიკითხე. თუ ვუყვარვარ, ჩემზეც კი დაწერს, ეგრე იქნება. ძილის წინ მესიჯს თუ
მიგზავნის, ანუ ვახსოვარ. კარგადაც არი. ეს ბეყე თენგო ერთხელ მოვიდა, მარა არც იმას უთქვამს ამა-
ზე რამე, არც მე მიკითხავს აღარაფერი. ჩუმად დამილაგა ყუთები, ჩუმადვე გავუშვი, ვიანგარიშეთ მარ-
ტო ერთად საანგარიშო. ეგ იყო, სხვა არაფერი. ამ კამაზის და სილის ორი კვირა კი გავა სადღაც ორ
დღეში, მაგიტომაა მგონი, ფორიაქი რო მიტევს, მეწყება. თან სუსტად რო ვარ?! აი, გამოვა და ერთ პაე-
მანს ხო მაინც დავთქვამთ იმ ქუთაისში? დავთქვამთ და წავალ სისხლის ანალიზის გასაკეთებლად. აბა,
მარტო სისხლის გულისთვის ისე მზარავს მგზავრობა, რო მეტი არ ვიცი, არ შეიძლება. თერჯოლაშიც
ვითომ ხო მივდიოდი, მარა გადავიფიქრე. რო დავაკვირდი, მაინც უფრო სასეირნოდ მივდიოდი იქ, სი-
ნამდვილეში. მოდი, ვაღიარებ, სეირნობა იყო იქ ჩემი მისვლა და მოსვლა. რა, არ მეკუთვნის თვეში ერ-
თხელ გასეირნება? ახლა ახალი საქონელი არც იმათა აქვთ, არც მე მჭირდება. იმ კაფის ნაპოლეონიც,
ჩემდა გასაკვირად, სუ აღარ მინდა. კაი უცნაური ვხდები, ასე მგონია. ერთი ფორიაქი დამრჩა ძველებუ-
რი. ძველებური თუ იმაზე მეტი?
ახლაც მაღაზიაში ვზივარ ცოტა მითიშული, საათი იქნება, არავინ შემოსულა. გარედან მარტო მან-
ქანის ხმა თუ მოაღწევს, რთველის მანქანის, ყურძენი მიაქვთ და მოაქვთ ჩასაბარებლად. თითქოს ყურ-
ძნის სუნიც დგას, რთველის სუნი, შემოდგომის ნელ-ტკბილი სუნი. ვზივარ და ლამისაა ჩამთვლიმოს,
მთლად მიმეძინოს. ჯერ არ მიმძინებია არასოდეს მაღაზიაში, მარა მგონია ერთხელ იქნება, დამეძინება
და იქნება მაშინ დროც კი იყოს, ჩემ მოწყობილ პენსიაში გავნარნარდე შესაფერისად, ოცნების ცხოვრე-
ბა წამოვიწყო, ბებრული და მშვიდობიანი.
აგერ, ვთვლემ კიდეც და ეს დებილი მადგება თავზე პოლიციიდან, უფროსის მოადგილე. ნეტა რა უნ-
და? ჩემი სკოლელი იყო, ჩემზე ბევრად პატარა, მარა ბოლომდე უცხვირპირო, შეუმჩნეველი. ამან თა-
ვის სიდებილით მერე დამამახსოვრა თავი, მამაჩემის სიკვდილიდან ზუსტად ორ დღეში, დამპალი,
მთვრალი რამაზა რო ამეყუდა ჭიშკრის კარებთან. მერე ეს იყო, რო მოვიდა კიდე ერთ-ორ პოლიციელ-
თან. ამან წაიღო იმ დღეს კისტის თოფი და ზედ სამზარეულოს საკეპი დანა რო მიაყოლა. ახლაც, მა-
შინდელივით, კარში ძაღლივით შემოიძურწა, თვალებს აცეცებს და დახლთან ახლოს, სუ ახლოს დგება.
გამარჯობა ეთერ, როგორ ბრძანდები? მეხი დაგაყარე, მაგ მელოტ თავზე, როგორ ვბრძანდები! სუ ჩე-
მი ბრძანებით ხარ, შე ქლესა, შე უკუღმართო! ეს მაინც რაღაცნაირი შედეგი იყო, სკოლის მერხიდან
პოლიციის სკამზე უცებ გადაჯდა, ეპოლეტები დაიკერა თანმიმდევრობით, ყველა მთავრობას შეეზარ-
და, იმას და ამას. რატო ვერ შეეზრდებოდა, რო, ერთი იყო, ისიც და ესეც. მაგათ, ორივემ, რაღაცნაირი
კონტროლი იცოდნენ, შიშგარეული. აბა, მე პარფიუმერიის გამყიდველი ეთერო რას ვფიქრობ? როგორ
ვიქცევი? ერთი ჭია ვარ, ჩემთვის რო ვცხოვრობ, მარა ამათ მაინც შიში ქონდათ, ჩემნაირების. ეგრეც

58 მკითხველთა ლიგა
იყო, უნდა ჰქონოდათ! მამაჩემი ხო ამათი ხელიდან იყო გულგახეთქილი! იმათი ხელიდან, უფრო სწო-
რად, მარა ჩემთვის ესენი, მიატრიალე, მოატრიალე, ერთი არიან. შიში იმის აქვთ, ერთხელ არ ამოგას-
ხას მოკლულის შვილს და მერე ვინ იცის, რას ჩაიდენ, საქმეს როგორ მიუტრიალებ?!
ჯერ წვრილფეხობას მოაგზავნიან დასაზვერად და დაგზვერავენ. ხო მშვიდადაა ყველაფერი, წყნა-
რად რო იყონ. აბა, ეთერი, რამე კაი სამართებელი არა გაქ, ქალო? ბასრპირიანი, ნამდვილად კაი? სა-
პარსი ქაფი? ძაანაც რო არ ქაფდებოდეს, ეგეთი იყოს. ოდეკოლონი, რამე ახალი? გეკითხება და თან გი-
ყურებს, გათვალიერებს. აბა, როგორ პასუხობ, როგორ იქცევი. რამე საშიში ხო არ გერევა ხმაში, მიხ-
ვრა-მოხრაში? და ამ დროს, იცი, შენ როგორი ხარ? არც შავი უნდა იყო და არც თეთრი, არც ძაან კეთი-
ლი და არც ავსიტყვა. მამაზეციერი ვერ უნდა მიხვდეს რას ფიქრობ, რა გულისა ხარ. ეგ აბნევთ მაგათ
ყველაზე მეტად, ეგაა მაგათი გულის რეჩხი, თავის სატეხი. გკითხავენ და შენც უპასუხებ. ერთი სიტ-
ყვით გკითხავენ, ერთი სიტყვით უპასუხებ. ორით გკითხავენ, ორს ეტყვი. შუბლზე არც ღრუბელი უნდა
გეკვროდეს და არც ნათელი. არც გაუღიმო, არც წარბს უხრიდე. თავში ქონდეს საცემი, აბა, რას ფიქ-
რობ? თავში რეები გიტრიალდება? მერე რიდი აქვთ რაღაცნაირი, რიდი უჩნდებათ. რიდი შიშისგან უჩ-
ნდებათ, კი, ეგრე არი! ეგრე მგონია. თაგვის ფაჩუნის ეშინიათ, მრუდე სიტყვისაც. ქონდეთ შიშები, მარა
ქიშპი არ მინდა! მეც არ მაწყობს ამათთან ქიშპი. ქიშპი, აბა, რაში მჭირდება? ოღონდ ის არი, რო ხალი-
ჩად არ ვეფინები. გაეფინები? კი გაგიფენენ! ამათაც დიდად, ამ მთავრობებს დიდად რაში უნდა დავ-
ჭირდე? რა დიდი არი ჩემი ბიზნესი, ძუნგლიანი მაღაზიაა ჩემი ქონება. მარტოხელა ვარ, თან კიდე ქა-
ლი. მე ჩემთვისა ვარ გარიდებული, ისინიც ეგრე. ასე ჯობია. უკეთესია იმათთვის, ჩემთვის.
მარა ახლა ხო ვამჩნევ, ეს ზომაზე მეტად დაძაბულია. რა ჭირს, რა უნდა? ეთერ, უცებ გეტყვი, ხმას
უწევს დაბლა, აფთიაქში შესვლა არ მინდა, ენაზე არავის დააკავდება და შენ აქ რამე, ისა... რამე კონ-
დომები ხო არა გაქ გადანახული? მელოტ თავზე ოფლი ასკდება, თეთრ საროჩკაზე იღლიებთან რგო-
ლად უჩანს გამონაჟონი. ლამის ხარხარი ამომვარდეს, ყელში ვიკავებ, ასე ჯობია. შენ არსად იტყვი, აფ-
თიაქის ქალებს ენა არ დაუდგებათ. რა დაუდგებათ, შენი ჭირიმე, ერთ აფთიაქში შენი ცოლია აფთიაქა-
რი, თან მთავარი, რანაირად უნდა დაუდგეთ. ან მანანას ენაზე რამე დააკავდება? ვაი, როგორ მინდა
სიცილი, ღმერთო! არა, მე არ მაქ, არასოდეს მქონია მაღაზიაში, ლამისაა, ხმა გამიწყდეს, ისე მინდა სი-
ცილ-ხარხარი. კაი, კაი, კარგად იყავი, ეთერ, ელდანაკრავი ტრიალდება, იცოდე, ჩვენში დარჩეს ეს ამ-
ბავი, კარიდან ამბობს. გადის და ცრემლებს ვიწმენდ შეკავებული სიცილისაგან. ჩვენში დარჩება, აბა,
მინდა ახლა თავისტკივილი? ან ვის უნდა ვუთხრა შენი განდაგან ძრომიალის ისტორიები? ვინა გყავს
ნეტა, ვინ გიწვება ასეთ საზიზღარს! აბა, ცოლისთვის რო არ გინდა პრეზერვატივი, ეგ ბავშვსაც კი ეცო-
დინება. შენნაირები რო არ ჩამომდგომოდნენ აგერ, ზღურბლზე მაღაზიაში, იმიტომაც არ დავდე დახ-
ლზე, ოქროვ, ეგ კონდომები! თორე მერე ამძუვნებულ კაცს აქ რა დალევდა?! მოშორდით აქედან, მომ-
წყდით, გადაიკარგეთ! მარა რა არი, იცი? შარში მაქ მაინც თავი გაყოფილი, ეგრე მგონია. რო გასკდეს
ეგ შენი საყვარლის ამბავი, მერე იფიქრებ, რო მე მოვდე სოფელ-ქვეყანას. მერე უნდა ავდგე და გიმტკი-
ცო, მე არ ვიყავი, მეხი დაგეცეს მელოტ თავზე, შე უკუღმართო! შენნაირებმა შეიწირეთ ეს მამაჩემი!
რაო, როგორ თქვით! ჩარეცხილიო! კაცს შვილმკვდარი გული სუ გაუხეთქეთ. და თან როგორ კაცს, ორ-
მოცი წელი იყო მუზეუმის თანამშრომელი. თვალდახუჭულმა რო იცოდა ყველა ნახატი, ყველა ღორღი,
ყველა ნანგრევი ეკლესიაზე! თურმე ინგლისურს არა ფლობდა, არ იცოდა კომპიუტერი! თურმე საბჭოთა
გადმონაშთი იყო, ჩასარეცხი, მოსაშორები! მოიფრიალეთ და ეს უხმო კაცი მთლად უტყვი გახდა,
მთლად ჩაიკეტა გულის კარები. ის ზაფრისცემა არ მოგშლოდეთ, რომელიც მქონდა, მკვდარს თავზე რო
წამოვადექი! თან ისიც, სადა? სად და ბოსტანში!
ბოსტანში ვნახე პირქვე წაქცეული, გაბურდულ მწვანე ლობიოში, იმის სარებში. ვნახე თუ არა, მა-
შინვე მივხვდი, მკვდარი რო იყო. მკვდარს გუმანით გრძნობ, ეგრევე გრძნობ ადამიანი. საწყალი მამა! ის

59 მკითხველთა ლიგა
მახსოვს, გამძვრალი ფეხსაცმლიდან თვალი ქუსლთან გარღვეულ ნასკზე როგორ გამექცა, თვალში რო
მეცა. გახეულ ნასკზე! თან ვყვებოდი, სუ სუფთა მყავდა, სუ კრიალა და, მეთქი, ღმერთო, ეს ნასკი რატო
არი გახეული, როდის გამომრჩა? მახსოვს, იმ ნასკიდან გამოგდებულ დაჟანგულ ქუსლზე ჭიანჭველამ
როგორ გადაურბინა. ახლაც სუ თვალწინ მიდგება ხოლმე. და თუ იცი, რა გავაკეთე? ორივე ნასკი ჩქარა
გავხადე, კაბის ჯიბეში ჩავიტენე! ფეხსაცმელი იქვე ამოვაცვი. ღმერთო, როგორ ქონდა ამ გამხდარ, გა-
ლეულ კაცს ის ფეხები დამძიმებული! გავხადე და მერე გავიქეცი მეზობელთან დამუნჯებული. მაშინაც
ნენოს სახლში გავიქეცი, ნენოს დედამთილთან. ნენო ჯერ კიდე არ იყო მაგათი რძალი. ექთანი იყო ის
ქალიც და მკვდარს და ავადმყოფს ერთიანად კარგად უვლიდა. მერე მოვიდნენ სხვა მეზობლები, მაგათ
იზრუნეს სუ ყველაფერზე, განბანაზეც და სასახლეებზეც, მაგათ დაუდგეს თავთან სანთელი. აქ მეზო-
ბელმა ჭირში დგომა კი იცის, ჭირის ზიარი, მარა ლხინი თუ გაქ, მაშინ უსკდება გული ბოღმით, ბალღა-
მით.
ხოო, მათი მოკლული იყო საწყალი მამა! იმ მთავრობის, ამ მთავრობის, ამ პოლიციის. მარა ბოღმა
მაინც არ გავიყოლე. მოხუცი კაცი იყო, მაინც სიკვდილისთვის გადადებული. ასე შევხედე, ბოღმა გა-
ვუშვი. იმათ სინდისზე ყოფილიყოს ეს ყველაფერი! თან როგორც იყო და როგორც იქნა, მარტო ხო დავ-
რჩი! მარტო დავრჩი და მართლა ორ დღეში თავს დამადგა ის დამპალი, ის ვირეშმაკა! მარტო დამიგუ-
ლა, გული მიეცა! ჯერ მანამდე, მახსოვს, მამაჩემი ცოცხალი იყო, გზაში რო შემხვდა ტიალი მთვრალი.
რუსეთიდან იყო ახალი ჩამოსული. ჩამოსული კი არა, გამოგდებული, ჩამოთრეული. ნაგავსა ვყრიდი,
რო გამაჩერა, როგორა ხარო და უცებ იმ ლორწოიანი ტუჩით კისერში მომწვდა, ყელში მაკოცა! სუ
ზიზღის ჟრუანტელი მქონდა, სუ შეზიზღების! გველის ლორწოდა მქონდა იმის ნადორბლი მთელი დღე
ტანზე, სუ გულისრევით ვიბანდი, ვერ ვიშორებდი, ასე მეგონა! ჯერ ჩემი ძმის სიცოცხლეში დამადგა
თვალი, მარა მაშინ რას გაბედავდა? მერე ეგეც გადაიკარგა, სად ეგდო, სად იცხოვრა, ვინ იცოდა მაგის
გზა-კვალი? მერე ჩამოეთრა, უკან დაბრუნდა. წამალი იმ რუსეთში კაი ხანი სასმელით ქონდა ჩანაც-
ვლებული. მაგას და მაგის თაობას რო ვუყურებ, ჩემი ძმის ტოლებს, ლამის ტაში შემოვკრა სიხარუ-
ლისგან, ძმა რო მკვდარი მყავს! ჩემი ტანჯვა მერე გენახათ, ეგ რო ცოცხალი იქნებოდა, თანაც ასეთი!
რო ჩამოეთრა, ორი ცოლი ყავდა მოცვლილი, მარა უშვილოდ. ხმები დაყარა, ეთერო მიყვარს, სუ მიყ-
ვარდაო! ე, ქალო, ეთერ, კაცი რუსეთიდან მოგბრუნებია, კარს ბედი მოგადგა, რაღას უცდიო, იყო ერთი
სიცილ-ქირქილი. ვუყვარდი! ვუყვარდი კი არა, ძველი ხურუში ქონდა შემორჩენილი! უკაცოდ მნახა,
თავის ჭკუით სუ უპატრონოდ. ეგონა, იქვე ვყავდი, ხელის გაწვდენას თავის საწადელი. მახსოვს, მანამ-
დე მაღაზიაშიც მობოდიალდა მთვრალი, რა თქმა უნდა, ხელი წამავლო, მომეღლაბუცა, შენი ვნებიანი
ტუჩი, ეთერო, რაღაც იბოდა, თავს გაგიხეთქავ, მეთქი, არ მომეკარო! ბუზღუნ-ბუზღუნით წაბარბაცდა,
მარა ჩემი არა იყო კი არა მაგნაირი გულბოროტისთვის? იყო? არ იყო! ისიც ვიცოდი, ვინმეს სადმე მისი
ბღლარძუნი რო დაენახა, ვინ დამიჯერებდა აქეთ მე რამეს? არავინ, მე არავინ დამიჯერებდა! ეგეც უნ-
დოდა! ეგ უნდოდა! იტყოდნენ, აგე, ეთერი თავის დახლთან ჩამოუდგება, ებღლარძუნება, თან უცინისო!
ეგრე იტყოდნენ! ჰოდა, ის დღე იყო, სახლში რო მომადგა, მაშინაც მთვრალი, ფეხზე ძლივს იდგა. სახ-
ლში რო შემეშვა, მორჩა, წასული იყო ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება! რამაზას ქალი ვიქნებოდი, ფეხაშვე-
რილი!
აივანს ვხვეტდი, თან მკვდრების ნივთებს ვახარისხებდი. ზოგს მზეს ვუშვერდი, ზოგი გადავდე გადა-
საყრელად. მაშინ იყო, ძველისძველი მტვრიანი ტახტი ამოვალაგე და იქ დაჩრჩილულ პალტოებს შო-
რის იყო ჩაგდებული ის კისტის თოფი. ჩვენი ბავშვობის დროინდელი, შემორჩენილი. იმაზე ძველი. ისე-
თი ძველი იყო, ჩემი ძმის ხელში არც კი მახსოვდა. კისტის კი არა, ნამდვილი თოფი ეჭირა მერე. ჰოდა,
ეგ კისტის თოფი და პალტოები ერთად გამოვყარე, თვითონ გამტვერილმა, გადასაგდებად და აგერ, არ
ვხედავ, გალეწილი მთვრალი, ეს ვაჟბატონი ჭიშკარს აწვება შემოსასვლელად! ეთერი, ჩემო ერთადერ-

60 მკითხველთა ლიგა
თო, ქვემოდან ყვირის. ვაიიი, როგორმა ცოფმა დამრია ხელი, სიბრაზისაგან ტანში სუ გამცრა! წაეთ-
რიე-მეთქი აქედან, დავუღრიალე. ვინ ისმინა! ვინ მომისმენდა! შემოაღო ჭიშკარი და მოდის ბარბაცით.
მაშინ იყო, იმ პალტოებთან მიგდებულ კისტის თოფს რო დავავლე ხელი და დავუმიზნე, თავს გაგიხეთ-
ქავ-მეთქი, ფეხი აქეთ აღარ გადმოდგა! თითქოს დაიბნა, მარა ვერ გაარჩია, ხელში რა მქონდა, რას ვუ-
მიზნებდი! ხელებგაშლილმა სუ ხარხარით ისევ გადმოდგა მძიმე ნაბიჯი. მომკალი, ეთერ, მიდი, მომკა-
ლი, აბა, ეგ თოფი უფრო მომკლავს თუ სიყვარული? დუჟიანმა ამომაძახა. მაშინ იყო, სიმწრისაგან რო
გამოვკარი იმ სასხლეტს ხელი. განა რამე გონი მქონდა შემორჩენილი? ბრაზი ვიყავი ცარიელი! ეგ იყო
და მისმა ღმუილმა ცა მოაქცია. იმ მაღლა აწვდილი ხელებიდან, ხელისგულიდან სისხლი წასკდა თქრი-
ალ-თქრიალით. ჯერ ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა, მეც შემეშინდა. სუ ცივი ოფლი დამეფინა შუბლზე
და ტანზე. სუ არ ვიცოდი, იმ კისტის თოფში ტყვია თუ იყო შემორჩენილი. ღმუილ-ღმუილით უკან გაბ-
რუნდა, მე სიბრაზისგან კაი ხანი სუ ვკანკალებდი. ცოტა მერე, თავში ნისლი რო გადამვარდა, მერე მივ-
ხვდი, კისტის ტყვიამ რო გაამწარა! კი გაამწარა, მარა არ მოკლა. კისტის თოფი, დიდი-დიდი, ჩიტს თუ
იმსხვერპლებს, სხვა არაფერი. იმ ტყვიას კიდე სახლში ხელით ამოუღებდნენ. მარა იცი რა მოხდა? ჩემ
თავს მაშინვე გამოვუტყდი, ნამდვილი თოფიც რო მჭეროდა, მაინც ვესროდი! მოვკლავდი კიდეც!
მერე, მალევე პოლიცია მომადგა კარზე. ეს დებილები! სახლი დაჩხრიკეს, ვითომ იარაღის ამოსაღე-
ბად. რა იარაღი, ერთი ეგ კისტის თოფი ეგდო ჩაჟანგული ტახტის კუთხეში. აბა, ჰქონოდათ გამბედაობა
და იარაღი ჩემი ძმის სიცოცხლეში ეძებნათ ჩვენთან! რო მოკვდა, ისე, იმ პანაშვიდებში, ეს რამაზაც, ის
მეუფეც და ლელას ქმარიც ყველა ოთახში უკითხავად ეხეტებოდა. ახლა ვხვდები, ყველაფერს ჩხრეკ-
დნენ ნაძირალები იარაღისთვის, წამლისთვის, იქნებ ფულისთვის! რას გადაურჩათ პიჯაკის ჯიბეს შერ-
ჩენილი ასი დოლარი? რას გადავურჩი?! ეს კონდომის მაძებარი დებილიც იქ იყო მაშინ, ამან წამართვა
საკეპი დანა იმ თოფთან ერთად. წასვლისას თითქოს მომამადლეს ჩემი ძმის დობა და რო საქმეს აღარ
გამირთულებდნენ! იმას თურმე, იმ ბოროტს, საავადმყოფოში ამოუღეს ხელიდან ტყვია. კანი გაგლეჯო-
და ხელისგულზე, ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის, მიტომ წასკდა იმდენი სისხლი. ისე ღმუოდა,
ცას წვდებოდა თურმე მისი ღმუილი! იმის მერე მალე აიკრა გუდა-ნაბადი და მერე მოკვდა კიდეც რომე-
ლიღაცა ჰეპატიტისგან. მიწამ ჩაყლაპოს მისი სულიც, სხეულთან ერთად! მაშინ იყო, რო გამივარდა
ავის სახელი. ეთო ისეთი ავია, სტუმრად მისულ კაცს სახლიდან სუ თოფით იფრენსო! ახლა იყო სტუმ-
რად მოსული! რო შემომეშვა, ბოზის სახელი ამეკვრებოდა წუთში, წამებში! არ შევუშვი და ავი ვიყავი.
მერე ერთ პირამომპალს ისიც კი უთქვამს, ეთო ისეთი ქალია, სადაც მოფსამს, იქვე ახმობსო. თურმე
ზემოურებმა, ვიღაცებმა სარძლოდ მიკითხეს. აპაპაპ, ცხრა თავი გაქვთო? მაგას გეკო აქ, არ მიაკით-
ხოთ, გეკოთი გიფრენთ, შუბლს გაგიხვრეტთო. ჟანგიანი კისტის თოფი გეკო რო გახდა! გული მეტკინა.
იმაზე არა, იმ ხელის მთხოვნელს ქვა დასწევია იქვე დაღმართზე. მაგაზე არა. იცი, გული რაზე მეტკი-
ნა? ავი არიო, ეგრე რო თქვეს, ეგრე დამარქვეს. მე არ ვიყავი ავი ქალი. არც ბოროტი. არც მოჩხუბარი.
მარა ავის სახელი კი მირჩევნია ბოზის სახელს! მაგის მერე იყო, ხელის მთხოვნელი რო ამიორთქლდა
და მეც საბოლოოდ ამოვისუნთქე.

61 მკითხველთა ლიგა
11

არა ვარ კარგად. რაღაცნაირადა ვარ, თან ვერ ვხვდები, რა მჭირს, რა დამმართნია. იქნება სუ ჩამი-
ვარდა ეს გემოგლობინი? ასე სუსტად მე ჩემი თავი არასდროს მახსოვს. დღეს დილით ვიფიქრე, მაღაზი-
ას გვიან გავაღებ, სასაფლაოზე წავალ, სანთელს დავანთებ-მეთქი ჩემებთან. აღდგომის მერე სასაფ-
ლაოზე სუ არ ვყოფილვარ. იმ სიზმრის მერე მაინც გულზე ლოდად მაწევს ეს დედაჩემი, მარა არა, ვერ
ვქენი. აღარ იდარებს ეს სამი დღეა. იმ ტალახში კიდე ზემოთ ასვლას, სასაფლაოზე, აზრი არა აქ. ჰოდა,
მეც ვგდივარ აგერ, ღუმელთან, ობობასავით შემოყუჟული. ამ სახლში კიდე ძილ-ღვიძილი მაქ. ღუმელ-
ზე ლამის მიწოლილი ვთვლემ, ვთვლემ, ვთვლემ, ვთვლემ და ჩამეძინება. წვიმის ხმას ვუსმენ სახურავ-
ზე და შეშის ტკაცატკუცს. ეს მთელი წლის ნადები შეშა გამომშრალია, მალე იწვება. მე კიდე ვცდილობ,
ჩემი ჭკუით გამოვიზოგო. ერთს რო შევაგდებ, რო დაიწვება, მერე შევაგდებ მეორე კორძსაც. იქნება მე-
ყოს ეს ზამთარი, და ვიმყოფინო. მაგიტომაა, დიდად არ თბება აქაურობა, მეც ზედ ვაზივარ ღუმელს,
მთლად იქვე ვწევარ. საწოლიც უკვე ზამთრის მხარეს გამოვაჩოჩე. თითქმის ხმაჩაგდებულ ტელევი-
ზორს ვითომ ვუყურებ, მივჩერებივარ. მთვლემს და მთვლემს და მინდა მჯეროდეს, რო კარგად არი
სუყველაფერი. ისევ ისეა, როგორც იყო, როგორც სუ იყო. დილა კარგად რო გადავა, მერეღა ვდგები.
თერთმეტზე ვაღებ მაღაზიას. მანამდე ასე ძონძივითა ვარ, ღუმელს ვერ ვცდები. კი, ცივა უკვე, თან ისე
ცივა, როგორც ზამთარში. ამაზე მეტი ცივი ამინდი კაი ხანი აღარ იქნება. ამ წუნწკლს აღარ ექნება და-
სასრული, დაბოლოება.
რაღაცნაირად მთლად მოვდუნდი, ამან რო მითხრა, დამირეკა ხმაგაბზარულმა. ახალი სამსახური
მიჩანს, ეთერო, საუკეთესო, სატვირთოზე უნდა გადავჯდე, თურქეთში უნდა ვიარო, მარა ისე მივდი-
ვარ, ვერ გნახულობო, ლამის იტირა. მარშუტკიდან კამაზზე გადაჯექი, ახლა სატვირთოზე, რაკეტაზე
როდის უნდა გადაჯდე-მეთქი, ვითომ უნდა მეხუმრა, მარა კიდე კაი, აღარ მითქვამს, აღარ ვუთხარი
აღარაფერი. ისედაც ზეზე კვდებოდა ტელეფონს იქით ჩემი პოეტი. ჯერის არ ვიცი, რა იქნება, რა გრა-
ფიკი, რა მისვლა-მოსვლა, მარა ზეგიდან უკვე ვჯდები სატვირთოზე, თან ისე, ჩემების ნახვას ძლივს თუ
ვასწრებო. ერთ დღეში აქ იმდენი ხელფასი მექნება, რაც მანდა მქონდა მარტო თვეშიო. რა ვქნა, ეთე-
რო, ეს შანსი არი, ხელს ვერ გავუშვებ, შენც ხო ხვდებიო. ვხვდები, ვხვდები-თქო. დაგირეკავო, თუ მო-
ვახერხე, გნახავ კიდეც, გულს ჩაგიკრავო. ის კი ტიროდა, მარა მე რო გულზე ლოდი მომეშვა? როგორ
მომეშვა, ღმერთო, სუ რო მოვდუნდი! შორს რო იქნება, ხიფათი თავთან არ მეკიდება ალესილი ცულის-
პირივით! ეს სხეულიც ისე დაცხრა, აღარც მაწუხებს. ასე ვიქნები ეს ზამთარი ჩემთვის, სუ მშვიდად. ისე
მშვიდად ვიქნები, მშვიდობიანად, ვითომ ჩემ თავს დავბრუნებოდე, ჩემ ძველ ცხოვრებას. ეს ხო ვიცი,
კაი ხანი არ გამოჩნდება, ასე მომწერს და დამირეკავს, სხვა არაფერი. აბა, თურქეთი თერჯოლა არი?
ასე ადვილი ხო არ არი, ხან იქით იყო, ხან კიდე აქეთ. რო გავიფიქრებ, რო სუ შორს არი ახლა აქედან,
მთლად მოვდუნდები. ამიტომ არი, ახლა მგონია, რო ყველაფერი ისე არი, როგორც სუ იყო. მომწონს
კიდეც, წინ მშვიდი, დუნე ზამთარი რო მელოდება. ამასაც ასე ვუთხარი, ეგრე იყოს-თქო, რას ვეტყოდი
სხვას? აბა, შენ იცი, ყოჩაღად-მეთქი, გული მივეცი ჩემი ჭკუით. აბა, რა მეთქვა? ჰოდა, რო წავიდა, მე-
რე გავიხსენე საკუთარი მკვდარიც, ცოცხალიც. ალბათ ის დედაჩემიც მიტომ მესიზმრა, თავი შემახსენა,
ამ კაცთან გარე-გარე სიარულის გარდა მხსომებოდა კიდე ვინმე, ჩემები. ახლა ისიც მედარდება, მერო
სუსტად ვარ. ვითომ ახლა სიმშვიდე კი მაქ, მარა მჯეროდეს ვითომ ამ სიმშვიდის, უშფოთველობის? სა-
საფლაოზე კი მინდა ასვლა, მარა ამ წვიმაში რაღა აზრი აქ? რომც ავიდე, ვერ დავალაგებ. უნდა მოშ-
რეს, რო გაიწმინდოს. მარა თუ ვინმე მკითხავს, სამართალი ის იქნებოდა, სიკვდილთან ერთად სხე-
ულიც რო ორთქლდებოდეს ცაში, ქრებოდეს. ეგ იქნებოდა სამართალი. კვდები და ქრება შენი სხეული.
ეს არ ჯობია გვამის ლპობას ჯერ კუბოში, მერე მიწის ქვეშ? ძია-მატლის საზრდელად ყოფნას? მერე

62 მკითხველთა ლიგა
ზედ მაგიდას რო დაგადგამენ იმ აღდგომებზე, მოიღრევებენ. როგორ მძულს, ღმერთო! სადღეგრძელოს
ბურტყუნ-ბურტყუნით ღვინოს წაგიქცევენ, ტლაპოდ გახდიან საფლავის მიწას! ეშმაკს წაუღია ეგ წესე-
ბი, ეგ თუ წესია! მაგიტო არი, აღდგომებზე სუ დილით რო ავილალები, მგონი პირველი. ერთ ბოთლ
ღვინოს იქვე მივადგამ, თითო წითელ კვერცხს სამივესთან ჩამოვარიგებ, თითო სანთლის ანთებაც ვიცი
თითო სურათთან. რო ჩაიწვება ის სანთელი, მერე უკან გამოვბრუნდები. მე რო მოვდივარ, ხალხი მაშინ
იწყებს იქ მისვლას. პასკაც არ მიმაქ, პასკით, აგერ, სახლში ვსკდები ხოლმე, მე თვითონ. ნენო ან ცისანა
თუ გადმოვლენ, იმათაც ვაჭმევ. რაღაცნაირად გულადსრული კი წამოვალ ხოლმე იქიდან, სასაფლა-
ოდან, რაღაც უცხო კმაყოფილებით. იცი, რისი კმაყოფილებით? მე რო დასასრული ვარ, აი ეგაა კმაყო-
ფილება! მე რო ბოლო რგოლი ვარ, ვინ იცის, როდის აგებულ ჯაჭვში, ჩემ წინაპრების. მე რო დავსვამ
ბოლო წერტილს, როცა იქნება. ჩემთან ერთად რო შეწყდება მოდგმა და ჯიში. მაგიტომა ვარ გამორჩე-
ული!
თადარიგი მაქ დაჭერილი და მთავარი მოგვარებული. კუბო-ქელეხის ფული ცალკე ლამაზად გადანა-
ხული. დამმარხავიც მყავს, დამტირებელიც. მარა ყველაზე მთავარი, იცი, რა მაქ მოგვარებული? სა-
საფლაოზე ადგილ-ალაგი ჩემების გვერდით. თავიდან, იცი, როგორ იყო? ვითომ მშობლების იყო მარტო
გამოყოფილი, შემოღობილი, კაი ადგილას, სუ მთლად ცენტრში, კვიპაროსებში, მარა დედაჩემს ჯერ ჩე-
მი ძმა მიუწვა გვერდით. აი, მამის საფლავის თხრისას კი ატყდა დიდი ამბავი. გვერდით გავიყვანე სამი-
ვე მესაფლავე, წავუსისინე, ისე ქენით, რო, მეთქი, მანდ რო ჩემი ადგილიც დარჩეს, ისიც მონიშნეთ. ვერ
დარჩებაო. ვერ დარჩება არა, დარჩება და თქვენ დაარჩენთ-მეთქი. ვერაო. კი-თქო. ცოტა დედაჩემისკენ
გათხარეთ და ზედ დააწვინეთ ეს მამაჩემი, მაინც ცოლ-ქმარი ერთ სულ-ხორცია, იმედია, გსმენიათ და
თუ არ გსმენიათ, ახლა შეისმენთ-მეთქი! მიყურეს თვალებდაყვლეპილებმა. ზემოდან ერთი მკვდარი მე-
ორე მკვდარს როგორ დავადოთ, არაა ეგრე ჩვენი წესიო. ჩემების საფლავის წესს აქ მე ვადგენ-თქო. მე-
რე ერთმა თქვა, გიჟი ხარ, ქალო, რა ეშმაკი გყავს, რეებს ბოდავო. მეორემ, ქალო, შენ ქრისტიანი ხარ,
იეღოველი ხო არ ხარ და მალავო? მესამე პატარა იყო, ასე ოცი წლის, ხმის ამოღება ვერ გამიბედა. რა-
საც მე ვამბობ, ისე ქენით, თორე თავს დაგადგებით, მაგ ქორფად გათხრილ საფლავში თქვენ ჩაგყრით-
მეთქი, ბიჭბუჭებო! თუ ისე იზამთ, როგორც მე ვამბობ, მაშინ ორმაგს აიღებთ, რაც კი აქამდე თქვენ ტი-
ალ საქმეში გადაუხდიათ, მე ორმაგს გაძლევთ, იქნება მერე რამე სიკეთე ქონდეს თქვენ ღატაკ შვილებს,
აგერ სასწავლო წელი იწყება-მეთქი. ჩანთა და წიგნი ექნებათ ბავშვებს საყიდელი-თქო. აი, მანდ გატ-
ყდნენ, მარა მანამდეც მიყურებდნენ კაი გვარიანად შეშინებული. ეგრეც გათხარეს, როგორც ვუთხარი!
მშვენივრად დაეტია მამაჩემი ზედ დედაჩემთან. თუ ასე უყვარდათ ერთმანეთი, მიწაშიც ახლოს ყოფი-
ლიყვნენ, გვერდიგვერდ, რა შავდებოდა? რა დიდი დრო მაგათ ქონდათ ერთმანეთის გვერდით გატარე-
ბული? ამოვისუნთქე. აბა, ასე არ მექნა, რა იქნებოდა ჩემი ბოლო, თუ იცი? სადმე მთლად სასაფლაოს
განაპირას ჩამაგდებდნენ დამპალ მიწაში, ბალახი წამში გადამივლიდა, ფეხს დამადგამდა ძაღლი, ძრო-
ხა და ადამიანი, წამში გასწორდებოდა ჩემი სამარე. ასე კიდე ჩემებთან ვიყავ. დაცულად, მშვიდად. ასე
ერთად გვქონდა ის მოაჯირი შემორტყმული და კი, ჩვენც დაგვერეოდა ბალახი, ვინ დაგვწმინდავდა?
კი, გასწორდებოდა ჩვენი საფლავიც, მარა ზედ სასაფლაოს ცენტრში და გულში, ორ კაცთან ერთად,
ვერ დაგვჯეგავდნენ მე და დედაჩემს. თან, სიცოცხლეში ვერ ვიყავით და მიწაში მაინც ვიქნებოდით ერ-
თად ოთხივე.

***

დილით ძლივს ვდგები, გაბრუებული თავით, ტუალეტში შევდივარ და მაშინაა, რო ვხედავ და შიშის

63 მკითხველთა ლიგა
ზარი მეცემა თავზე. რაღაცა უცხო, ყავისფერი კი არა, ნიფხავზე ლამის შავი ლაქა მაქ, სუ დასვრილი
ვარ. ეს რაა, ღმერთო, ლამის გული საგულედან ამომივარდეს! გამონადენის მეტი ქალმა რა იცის, მარა
ეს რაღაცა ძაან უცხოა. ასეთი ფერის, ორმოცდაცხრა წლის ვხდები და არა მქონია! რამე მჭირს? რა
მჭრის? ზაფრა მაქ ისე, რო შიშისაგან ფეხი მერთმევა, ძლივს გამოვდივარ უკან, საწოლთან. თავბრუ
მეხვევა, გული ყელს მიცემს, ასე მგონია, სადაცაა გონებას ვკარგავ. რა არი ესა? მოიცა, ბოლო თვიური
როდისღა მქონდა? ვეღარ ვიხსენებ, სუ მერევა თავში რიცხვი, თვეები. ეს რა მჭირს, ღმერთო?! კლიმაქ-
სია? თუ უარესი? ღმერთო, მიშველე! აწყობილი საათივით მქონდა ეს სხეული, რა მეცა? თან სუსტად
რო ვარ? მოიცა, გამოვიცვლი და უნდა ავდგე! მარა გული ისე მაქ, გეგონება, სადაცაა გამეპარება. ან
დაბალი მაქ ეს წნევა და ან მაღალი. როგორღა ავდგე? ნახე, პულსი როგორა მაქ აჩქარებული. ვის და-
ვურეკო? ნენოს? სასწრაფოს? რო დავურეკო იმ სასწრაფოს, მიშველის რამეს? არა, ჭირიმე! სასწრაფო
არა! მაგათ რა ვუთხრა?! ხო დამცინებენ?! გამონადენზე დაგვიძახა ამხელა ქალმა, უსაქმურმაო? არა,
არ მინდა! მარა რო ვუთხრა, რო, აი გული მაქ ცუდად, გულზე მიშველეთ? არა, არ მინდა! დაიწყებენ
მერე იმას, რო ასე იცის უკაცობამ გულის ფართხალი! ასე იცის შინაბერობამ, ჩემო ეთერი! თან სახლი
რას გავს! ან მე სუფთა ვარ? შემოვლენ და დაიწყებენ თვალის ცეცებას, სად შემიძლია? იატაკია მოსაწ-
მენდი, ჭურჭელი გროვად მაქ მიყრილ-მოყრილი. არა, ვერ მოვლენ! აბა, მაგათ ვალაპარაკებ ჩემი სახ-
ლის სიბინძურეზე?! ახლა ისა სჯობს, როგორმე რო ძალა მომივა, გულის ფრიალიც მიმიწყნარდება, ჩე-
მით წამოვდგე და ვიბანაო! ასე გული თუ გამისკდა შიშისგან სადმე, სუფთა რო ვიყო! იქნება გინეკო-
ლოგი უნდა ვნახო, წასასვლელი ვარ? მარა გინეკოლოგთან რანაირად უნდა მივიდე? რას იფიქრებენ,
იმის კართან თუ ავეყუდე? ვაიმე, რა ვქნა!
ახლა ვცდილობ, წამოვიწიო, ვალერიანი ჩავისხა პირში, ცოტა დავწყნარდე! რა იყო, ქალო, რამ აგ-
შალა ასე ძალიან? ასაკს შედიხარ, შენ რა იცი, რა წამოგივა აწი მაქედან ან რანაირი? შენ რა იცი, კლი-
მაქსი რაა? მარა არი კლიმაქსი? პირში ვისხამ ამ ვალერიანს და ლამისაა წამომაზიდოს. ახლა ჯობია
დავიბანო და შიშისაგან სუ რო არ გავსკდე, გარეთ გავალ მაღაზიაში. საფენს ჩავიდებ, დავაკვირდები,
რა მექნება, როგორ მექნება. ღმერთო, მიშველე!
ნელ-ნელა ვიბან, ნაწილ-ნაწილ, მერე ძლივს ვიცვამ, მოვიფუთები. გავალ ახლა მაღაზიაში, გულს
გავაყოლებ, დავმშვიდდები და დავწყნარდები. თუ არ ვიქენი მერე კარგად, წავალ ექიმთან, ან ქუთაის-
ში, ან თერჯოლაში. არა, ასე ძაან რას ვირევი, რას ავიშალე? ასე მშიშარა როდის ვიყავი? ამ კაცმა ხო
არ შემყარა რამე ჭირს და დავიდარაბას? მარა ჭირმა ვითომ ახლა იჩინა თავი? არა მგონია. სიფილისი
და შანკრი მაშინვე ჩნდება. ეგეც არაა ბოზბანდაში მოსიარულე, ცოლის გარდა მე ვყავარ მარტო! ახლა
დამეწყო, ვითომ, კლიმაქსი? ადრე არ არი? მარა კლიმაქსი ასე უცებ ვის ეტაკება? რამე ვერაგი არა
მჭირდეს, ღმერთო, მიშველე!
აგე, ვდგავარ ფეხზე მაღაზიაში, ვერცა ვჯდები, კარსაც ვერ ვაღებ, ისე ცივა, დამზრალი არი სუყვე-
ლაფერი. აქა-იქ ხალხიც შემოვიდა, შეიძინეს წვრილმან-წვრილმანი. მეც თითქოს გული გადავაყოლე.
ასე ძალიან არ გამხარებია ვინმეს მოსვლა მაღაზიაში, მარა გავლენ თუ არა, მაშინვე დამრევს ფორიაქი
ხელს. გავაღებ კარებს, ვიყურები, ვათვალიერებ. აგერ, მედიკო მოდის, ქოლგის ქვეშაა შეყუჟული, მარა
ნაბიჯზე ვიცნობ. მედიკო, ქალო, გავსძახებ ახლა, რატო ვუძახი, თვითონ არ ვიცი, მარა ცოტა ხანი ჩა-
მომიდგება, ილაპარაკებს, მეც კიდე იქნებ მიმელიოს ზაფრა და შფოთი. შენთან მოვდივარ, ქოლგის
ქვემოდან შემომძახებს, სიკვდილი გექნას, მანქანას წყევლის, ჩაგვიარა და ლამის სახეს მოგვაშხეფა
ქუჩის ტალახი. შემოდის, ვხედავ, ცოფი აქ დარეული, ბრაზში იხრჩობა. რა იყო, ქალო? ინტერესით კი
მინდა ვკითხო, მარა არც კი გამომდის. ქოლგა იქვე მიდო კუთხეში, კარი დაკეტა, დახლთან ჩამოდგა.
ახალი ამბავი გითხრა, სახე აქ სიბრაზისგან გალურჯებული, ისეთი ამბავი, მალამოდ გულზე რო დაგე-
დება! ქსელურ მარკეტსა ხსნიან, ვაჟბატონები! ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდა! ღმერთო, რა ვქნა, რო

64 მკითხველთა ლიგა
ამის ბრაზი სუ არ მედება? ვიღა შემოვა ჩვენ გარაჟებში? ვიღა იქნება ჩვენი მყიდველი? ლამისაა, ცრემ-
ლები წასკდეს. სადღაა ამის იმერული დარდიმანდობა. იქნება, ქალო, მაინც იქნება, ჩვენი მყიდველი
ჩვენთან დარჩება. მეც ვიცი, ტყუილს ვამბობ, რასაც ვამბობ, მარა, ჩემი ჭკუით, მინდა, დამშვიდდეს.
უნივერმაღი აიღეს თურმე, არემონტებენ! დაკიდებენ ზედ აფიშებს, შუქებს, ნათურებს, გაანათებენ, და-
ამშვენებენ! მოიტანენ ნაირს და ნაირს, ჩემ ფასს დაადებენ თავის საქონელს და მერე მე რა ვქნა? გავაი-
აფო? გავაიაფო, რითი ვიცხოვრო? ფასი იგივე ან მეტი მქონდეს, ჩემთან ან შენთან ვიღა შემოვა? შენ
არა გიჭირს, სურსათმა რა ვქნათ? ხმა ჩაუწყდა, სუ მიეკარგა. ისე უნდა ვქნათ, ჩვენი მყიდველი შევი-
ნარჩუნოთ, კი ვეუბნები, მარა ვატყობ, ახლა ეგ რო სუ არ მადარდებს.
ახლა მე გულს ბალღამად სუ სხვა რამ მადევს. მედიკო, შენ გაქ ადრე ნათქვამი, თან თვალს ვარიდებ,
დედაჩემი რითი მოკვდაო, ერთხელ მითხარი. რაო? რა დედაშენი? ლამის პირი გააღოს გაკვირვებისგან.
ახლა მეც ვხვდები, უადგილო იყო ჩემი კითხვა, მარა მეც რა ვქნა? შენ გაქ ადრე ნათქვამი, დედაჩემი
რითი მოკვდა, შენ გახსოვს, ქალო. ჩემზე დიდია კაი ხნით, ემახსოვრება. ქმარმა სუ ბავშვი მოიტაცა.
ზუსტად ვიცი, ამას რო ახსოვს. რა იყო, ქალო? ახლა მართლა უკვირს, ისე მიყურებს. რა ვიცი, აბა. ამ
ბოლო დროს ძაან ხშირად ვხედავ სიზმარს და... აბა, სხვა რა ვთქვა? რა უნდა ვუთხრა? უიმეე, კლიმაქ-
სმა იცის ეგრე სიზმრის არევა, სახესა ჭყანავს. დაგეწყო უკვე? კლიმაქსი არი? ნეტა იყოს, ქალო, კლი-
მაქსი! რა ვიცი, აბა, მე რა დამეწყო, მარა დედაჩემს კი ვხედავ სიზმარში ლამის ყოველღამე, ხო, მოვატ-
ყუებ! მარა სხვა გზა რაღა მაქ? ვაიმე, ღმერთო, რა კაია, ეგ რო უკან მაქ მოტოვებული. ეგ ჯოჯოხეთი.
ალებიცა გაქ? ვაიმე, ქალო! მე რას ვკითხულობ, შენ რას მპასუხობ?! ახლა ალი რო მქონდეს, გადავბუ-
გავდი იმ უნივერმაღს! აჰა, ისევ ცოფი მოერია. ალია მარტო ეგ ჯოჯოხეთი? ცოტაცაა, ნერვი დამაწ-
ყდეს. ვაიმე, შენ არ იცი, ეგ ალი რაა! კაცს მოკლავ! შეიძლება მოგაკვლევინოს! თვალები აქ წამონთებუ-
ლი. ჰოდა, მითხარი, რითი მოკვდა ეს დედაჩემი? აჰ, დამელია მეც მოთმინება! რა ვიცი, ქალო, მე რო-
გორც მახსოვს, რაღაც ქალური ავადობით, ასე ამბობდნენ, უცებ მოდუნდა, შენზე მშობიარობის მერე
იმ რეგვენმა გინეკოლოგმა ცუდად გაკერა. რეგვენმა, ლოთმა. იმის მერე წაუვიდა რაღაცა ცუდი. მთელი
წელი იწვალაო საწყალმა ქალმა. ტანში ცივად მცრის. ცუდი რა? ეგ რომელი ავადმყოფობა? ახლა რა-
ღაცნაირად შემომხედა, თითქოს უნდოდ მათვალიერებს. ეგ სადღა მახსოვს, ქალო, ხო არ გაგიჟდი? რა-
ღაც ქალური, საშვილოსნოზე. რა იყო, კიბო? ლამის ვხრიალებ. რა ვიცი ქალო, ჯვარი გვეწეროს. ღმერ-
თო, რაღა ვქნა! ჰოდა, რა ვქნათ ახლა ამ გარაჟებმა? რას ვეტაკოთ, როგორ გადავრჩეთ? ეს კიდე თავი-
სას მიერეკება! ქალო, რა ვიცი, ჯერ შეხედე, იქნება და ძვირია ის მაღაზია? ძვირში ვინ შევა? დიდი-დი-
დი, ზაფხულში ჰყავდეთ მაგათ კლიენტი. ჩვენ კიდე ვიზამთ რამეს, რამეს ვიზამთ. ან რას დადებენ ახ-
ლა ისეთს თავის დახლებზე, ჩვენ ვერ ვიშოვოთ? ისევ იგივეს დააწყობენ, უფრო ძვირადაც. მეტი რა
ვუთხრა, რით დავამშვიდო? დასამშვიდებელი მე თვითონა ვარ!ვაიი, შემოვიდეს პარფიუმერია, ქსელუ-
რი, და ვნახავ შენ ჭიკჭიკს! ახლა მგონია, ჩემზე ბრაზდება, მარა მე მეტი რა ვქნა? დაკეცილ ქოლგას იქ-
ვე მიხსნის მაღაზიაში, იმის წვეთები ლამის სახეზე შემომაშხეფოს. ისე გადის, კარს იჯახუნებს, აღარც
მემშვიდობება.
რა ვქნა ახლა, თუ ხსნიან იმ ქსელურ მარკეტს, დიდ მაღაზიას! მგონია, ისედაც დრო მოდის, ამ ჩემ
გარაჟს შევეშვა, თავი დავანებო. ავდგე, ეს ფართი გავაქირაო! ბებრულ ცხოვრებას ხელი მივყო. მარა
სანამ მაგას დავიწყებ, იმას გავარკვევ, რა მჭირს, რა დამეტაკა! ახლა მარჯვენა საფეთქელთან ამტკივ-
და თავი. ისე ამტკივდა, სუ ზედ მიფეთქავს. ამ გულის ხეთქვებს ხო სჯობს წასვლა, ექიმის ნახვა? რო-
დის წავიდე? სად წავიდე? ჭკუა ვის ვკითხო? აბა, შევხედავ, ერთი-ორი დღე როგორ ვიქნები, იქნება სუ
ტყუილად გადავდე თავი? ან ეს თავის ტკივილი რატო დამეწყო, გეგონება, ჩაქუჩს მირტყამს შუბლში
ვიღაცა! იქნება კიბოს სუ არ მოუკლავს ეს დედაჩემი? იქნება სულაც სეფსისი ქონდა. რად არ არქმევ-
დნენ მაშინ სიკვდილს ზედ თავის სახელს?

65 მკითხველთა ლიგა
ეთერი დეიდა, ცოტა ხნით შემოვალ, ნენოს გოგოა, თავი შემოყო, დედაჩემს შენთან დაველოდები, მა-
ლე გამოვა სამსახურიდან. რაღაცნაირად მიწეპებულია ეს დედამისზე, ამხელა გოგო. შემო, შემოდი,
მგონია, კიდეც მიხარია ამისი მოსვლა. კაი გოგოა ესა, ჩუმი და წყნარი. თავისთვის არი. მთლად თავის-
თვის იქნებოდა, დედამისი რო არ ტანჯავდეს. საჭმელს არ აჭმევს, დიეტაზე სვამს.
დაჯდება ახლა, კისერს ჩაკიდებს თავის ტელეფონში, ხმასაც არ გამცემს. მარა იჯდეს და იყოს, ამის
ყოფნა ცოტა მამშვიდებს. სანამ ტილოს მივყიდდე შემოხეტებულ, გაღმაუბნელ ქალს, თავში სუ ერთი
კითხვა მიტრიალებს, ელენეს ვკითხო. ეს კიდე ისევ ისე ზის, თავსაც კი არ წევს, ჩასჩერებია თავის ტე-
ლეფონს. ეს სოფიკოზე პატარა არი, ორი-სამი წლით. ის არ იკარებს. ის ლამაზია, ეს მსუქანია, დონ-
დლო და უტყვი. თავისთვისაა გარიდებული. დედამისს კი ეყრება გულს ამისი წონაც, ამის სიჩუმეც, მა-
რა რა გინდა, რო ქნას? ეს ერთი ყავს და მგონია, მეტს ვეღარც კი აჩენს.
როგორც იქნა, იყიდა ამან თავისი ტილო და გაეტია მაღაზიიდან! იმის გასვლაა და, გოგო, ელენე, ხმა
მეხრინწება, რაღაც მინახე, ერთი, მაგ ტელეფონში, ტელეფონია, თუ რაც არი, მაგ ინტერნეტში. გული
ახლა ისე მიცემს, ასე მგონია, ამასაც ესმის. ახლავე, მითხარი აბა, არც კი ირხევა, ისე მპასუხობს. თერ-
ჯოლის საბითუმოს გოგო მყავს ერთი, ამხანაგი, არაა კარგად, ჯვარი ეწეროს, თან გულში ვფიქრობ, და,
აბა, ერთი მანდ მინახე, რა წერია, კიბოს ნიშანი როგორი არი? ხო ყველაფერი წერია მაგ ინტერნეტში?!
კი, წერია, ჩასჩერებია და ქსუტუნ-ქსუტუნით ნელა კითხულობს. კიბოს ნიშნები: ოფლიანობა, წონაში
კლება, სისუსტე და ციებ-ცხელება, შებერილობა, უცხო წარმოშობის სისხლდენა ან გამონადენი...
ღმერთო, მიშველე! ახლა მთლად გამეტებით მირტყამს ჩაქუჩი შუბლში! ცოტა გაკვირვებით კი მიყუ-
რებს, მარა არა მგონია, სადმე რამე თქვას. უტყვი გოგოა ეს. რა მოსაყოლი ისაა, მე რისი მოძებნა
ვთხოვე იმ ტელეფონში?კაი, კაი გასაგებია. ახლა ნახე... ძაან კი ვცდილობ, მშვიდად რო ვიყო. აბა, მინა-
ხე, კლიმაქსის ნიშნები რა არი, მე მაინც მგონია, რო იმას კლიმაქსი აქ და არა კიბო... ისევ თავდახრილი
მიკითხავს: ოფლიანობა, არეული მენსტრუაცია, ხასიათის ცვალებადობა, ალები, გაღიზიანება, დეპრე-
სია... კაი, კაი გასაგებია, მოთმინება აღარ მყოფნის, გაიხარე დიდი მადლობა, კარგო გოგო.
ვაჰ, როგორ მირტყამს საფეთქელში, ღმერთო, მიშველე! ახლა წამალი თუ არ დალიე, სუ გავგიჟდები!
ელენე, შვილო, ძაან მტკივა თავი და აქაურობა უნდა დავკეტო, ბოდიშს კი გიხდი. აბა რა ვქნა, რა უნდა
ვუთხრა? ლამისაა, თავი გამისკდეს. ახლა წავალ, წამალს დავლევ, დავწვები, გამოვიძინებ. კაი, გავალ
მეც, დგება და ისევ ტელეფონსაა ჩაჩერებული, მარა ეგაა, ნენოც შემოყოფს თავს და აქა ხარ, გოგო? აქ
მელოდები? აჰა, ესეც მოვიდა, მთლად ბავშვის გაგდება აღარ მიწევს მაღაზიიდან. გაიგე, ქალო, ქსე-
ლურ მარკეტს რო ხსნიან უნივერმაღში? შემომყურებს, წამოდი ახლა! ახლა თავის შვილს შეუსისინა.
ესეც კაი ულმობელია ცისანასავით. ელენეც დგება, ზლაზვნით მიყვება. გავიგე, ხო, არ გავიგებდი? ისე
ამტკივდა თავი, მაღაზია უნდა დავკეტო, კაი ტყუილი გამომივიდა. ვითომ მარკეტზე ვინერვიულე. რა
იყო, ქალო, ინერვიულე? ცოტა ვითომ თანაგრძნობა გარია ხმაში. ვითომ კი არა, მგონი მართლა გარია.
არაა ნენო ცუდი ქალი, სანდო ქალია. არვიცი, რა მჭირს, თავი მისკდება, უნდა დავკეტო, აი, ახლა წა-
მოვდგები, შუქსაც ჩავაქრობ, კარებს ჩავრაზავ. რამე ძლიერი დალიე, იბუპროფენი, უკვე გასული, ზურ-
გიდან მეტყვის, და დაწექი და გამოიძინე. ეგრეც ვაპირებ! სანამ კარებს ჩავრაზავდე, ცოტა ხანს კიდე
ვიყურები. თავი მისკდება, მარა თითქოს სახლში წასვლა სუ აღარ მინდა. ცრიატად წვიმს, ჟინჟღლავს
უწყვეტად. ჩაჟამებული, ჩამკვდარია სუ ყველაფერი. ერთი ეგაა, კოტე მოდის აგერ, ჩემი კლასელი. და-
ძენძილი კურტკა თავზე ახურავს, რო არ დასველდეს, ბუზღუნ-ბუზღუნით მობარბაცდება. ეთერ, გა-
მარჯობა, შემომძახებს და უხმოდ ჩამივლის. შარვალი მუხლებამდე ამოლპობია. ვუყურებ და გული
მიკვდება, მეთანაღრება. ჩემ გვერდით იჯდა ათი წელი, ცელქი იყო, ჭყვარტალა ბიჭი. მარა ახლა რა
არი? დამძიმებული ლოთი, ბუზღუნა. უკმაყოფილო, სუ უცხო კაცი! ვითომ ვიცნობ და თან ვეღარა
ვცნობ. ან მე ვინ ვარ, ნეტა, ამისათვის? შინაბერა, მაწაკი ქალი? ან ამას როგორ ვახსოვარ ნეტა? ან რა-

66 მკითხველთა ლიგა
ნაირი უნდა ვახსოვდე? არც კარგი ვყოფილვარ იმ სკოლაში და არც კიდე ცუდი. სამიანი და ოთხიანი
იყო ჩემი ნიშანი. მოსამსახურეობაში მეტი ვერ ვქენი, მე მაპატიეთ! ან უკეთ როგორ მემეცადინა? ჯერ
საქმე იყო და მერე სწავლა. სამეცადინოდ დავჯდებოდი დაოსებული, ცალ თვალს ჩავკრავდი წიგნს და
მეძინებოდა. კიდე კარგად ვსწავლობდი, თუ ვინმე მკითხავს! კლასში კიდე არ ვხმაურობდი და არც
ზედმეტად გავჩუმებულვარ. ჩემთვის ვიყავი და თან დაცული. ჩემი ძმის გამო ვინმე რამეს გამიბედავ-
და? ვაიმე, ღმერთო, ახლა კიდე როგორა ვარ შეშინებული! როგორი შიშის ქარბუქი მაქ ტანში გამჯდა-
რი! მე რო ასე ვარ, ნეტა, კოტე, შენთან რა ხდება? რამდენი ლოდი გკიდია ერთად მაგ არყისაგან გამომ-
პალ გულზე?

***

იბუპროფენია თუ რაც არი, ხო ვსვამ, თავსაც ვიკრავ რაღაცა ჭინჭით. ისე ვიკრავ, ლამის თვალები
ბუდიდან გადმომიცვივდეს. კარადის ძირიდან არყის ბოთლს რო გამოვაძვრენ, ხელზე ობობას ბანდღი
მედება. წინა ახალ წელს ცისანამ რაც ფსკერთან ჩატოვა, ეგაა დარჩენილი, მაგასაც პირდაპირ მოვიყუ-
დებ ახლა ბოთლიდან, მოვიპირქვავებ, ყელს ჩავიწვავ, ჩავითუთქავ, იქნება რამე მეშველოს. ღუმელს
მერე დავანთებ, აგერ მივეგდები, პირდაპირ ტახტზე, ჯერ ერთ საბანს დავიხურავ. თუ დამჭირდა, მერე
მეორეს მივიფარებ. ამ არაყმა წამში წამომახურა, აღარც იქნება საჭირო მეორე.
ახლა ის მახსენდება, ქუთაისში როგორ ვსვამდით გოგოები, იმ გამოყინულ, ნახევრად ბნელ ოთახში
შეყუჟულები. მე, ნელი და მარიკა. მე რას ვსვამდი, ისინი სვამდნენ. ნელი სვამდა უფრო სწორად. ხან-
დახან მაკაც შემორჩებოდა. იმას ნელი შეიწვენდა მერე ფეხებთან. აბა, სად იყო მეტი საწოლი. სამს ერ-
თად გვქონდა ნაქირავები სასწავლებელთან იქვე, რაღაცა სორო. მე, ნელის და მარიკას. მაშინ იწყებდა
ქვეყანა არევას, შუქის ჩაქრობაც მაშინ დაიწყეს. ჰოდა, ნელის ქონდა არაყი ხოლმე, დაისხამდა და და-
ლევდა, დაისხამდა და დალევდა. ხან მარტო, ხან ჩვენთან ერთად. ზემო იმერეთის რომელიღაცა სო-
ფელში ააკითხავდა ბაბუამისს თვეში ერთხელ და ვითომ სახლს დაულაგებდა, ეზოს დაუგვიდა, და-
ურეცხავდა. სამაგიეროდ, ორნახად ჭაჭას გამოიყოლებდა ჩუმად, მალულად. ისე ჩაცლიდა იმ ორ-სამ
ჭიქას, თვალის შევლებას ვერ მოასწრებდი. მიეგდებოდა მერე ტანსაცმლიანი დასაძინებლად, ზედ ყვე-
ლა ხელში მოხვედრილ ჭინჭს ერთდროულად წაიფარებდა.
ეჰ, ნელი, ნელიკო! მერე რანაირად მოკვდი, უაზროდ. თან ჯერ კიდე ბავშვი, პატარა ბავშვი. მაშინ კი
მეგონა, უკვე დიდები ვიყავით, მარა ოცდაოთხი წელი, აბა, რა არი? სუ არაფერი! იმ საექთნოდან რო
წამოვედი, აღარც კი მომიკრავს თვალი არცერთზე, გზები გაგვეყარა. შენ ერთ უკანალში ცხოვრობდი,
მე მეორეში, მარა შენმა სიკვდილმა გული გამიპო, დამინაწიბურა! გოგოებიდან მარტო მე ვიჯექი შენი
ქელეხის სუფრაზე, რაღაც პალატკაში, ყველა ჩვენიანი სადღაც იყო გადაკარგული. მე ვიჯექი ცოცხალ-
მკვდარი ცხოველივით, პირში არაფერი გადამდიოდა და იმას ვისმენდი, უშვილძიროდ როგორ გადაეგე
პატარა გოგო. ქვეყანას ბოკვრები ვერ დაუჩინე, ისე წახვედი. შრომისგან და დარდისგან მთლად გაშავე-
ბული და გამხმარი დედაშენ-მამაშენი თავებს უხმოდ აკანტურებდნენ. წამოსვლისას მამაშენი დავინა-
ხე, პალატკასთან იყო ჩამუხლული, უფილტრო სიგარეტს ეწეოდა და გახუნებულ, შავსაროჩკიან ზურ-
გზე წვიმის წვეთები ეცემოდა. ხო ამ ხნის კაცი იყო, მამა იყო, მარა ნაცემ ლეკვსა ჰგავდა მაშინ მამაშე-
ნი.
იმის მერე მანქანაში ვერ ვჯდებოდი კაი ხანი, ავარიის მეშინოდა. სუ ის მედგა ყურებში, თურმე კა-
ბით ძლივს რო გიცნეს, კაბით ძლივს რო გიცნო მშობელმა დედამ. მერე სუ მეგონა, რო ის კაბაც ჭყეტე-
ლა იყო, სტაფილოსფერი. შენი ქუდივით. გამახსენდებოდი და თვალწინ სუ შენი სტაფილოსფერი ნაქ-
სოვი ქუდი დამიდგებოდა. შენ გეფარა, მგონია, ერთი ფერადი იმ ზამთარს, ჩაშავებულ, ჩამუქებულ,

67 მკითხველთა ლიგა
დუნე ქალაქში. თან დღე და ღამე რო გეხურა, ზამთარ და ზაფხულ, იმით გეძინა, იმით იღვიძებდი. აბა,
ჰაიმორიტი რო დაგმართოდა? მაგას კიდე ვერ გადაიტანდი. იცი, რა არი ჰაიმორიტი? ჯოჯოხეთია მო-
გიზგიზე! ასე ამბობდი. ქუდიდან გადმოყოფილი შენი მეჩხერი ჩოლკაც მახსოვს, იცი, რა კარგად? მარ-
ტო ჩოლკას რო მოიბანდი ხოლმე ცივი წყლით. აბა, თავის დასაბანი ცხელი წყალი მაშინ სად იყო?!
ცხელი წყალი კი არა, წყალი ძლივს ამოდიოდა იმ კორპუსში ჩვენ სართულამდე. ჩვენ ჯემპრებს ყველას
ყელი ჰქონდა მოშავებული. ოეეე, სტაფილოოო, ვიღაცა ბიჭები რო მოგაძახებდნენ, ჩვენ აქეთ ვიხოცე-
ბოდით სიცილით, მე და მარიკა, ისინი იქით. შენ კიდე ვითომ არც გესმოდა, ფეხებზე გეკიდა სუყველა-
ფერი. მარიკა! ან მარიკა! როგორი იყო მარიკა, ჩემი საყვარელი გოგო! ჩემი ერთადერთი მეგობარი! რო-
გორ ტიროდა იმ თავის ტლუ შეყვარებულზე, როგორ ისივებდა ცხვირ-პირს და სახეს! თან რა ტყუ-
ილად ისივებდა, მაინც ვიღაცას მიათხოვეს, სოხუმში თუ გაგრაში ვიღაც მდიდარს გააყოლეს ღარიბმა
მშობლებმა და სუ წავიდა, სუ დაიკარგა. მერე რო ვიკითხე გულისხეთქვით, ომი რო დაიწყო, რუსეთში
წავიდნენო ეგენი ორივე, ცოლ-ქმარი შვილებიანად, ტყუპი დააჩინა, ბიჭებიო, გაასწრეს ხოცვაჟლეტა-
სო. ამოვისუნთქე. რამდენი წელი გავიდა? ოცდაათი! მეტი ოცდაათზე! ოცდაათი წელია, არ მინახავს,
არც არაფერი გამიგია, მარა ის კი ვიცი, რო ცოცხალია და სადღაც, მივარდნილ რუსეთში ცხოვრობს
ქმარ-შვილთან ერთად. ტომსკში თუ იმის იქით. ელენეს მოვაძებნინე ერთი-ორჯერ ინტერნეტებში, მა-
რა არაა, არსადა ჩანდა. მანდ არც მე ვჩანვარ, მარა ხო ცოცხალი ვარ? ჰოდა, ცოცხალი არი!კი, ცოცხა-
ლია! გული მიგრძნობს, ეგრე მეუბნება! რო რამე, გავიგებდი მის სიკვდილსაც. სიკვდილი არსად იმალე-
ბა.
არადა, რანაირი ფერია იყო მაინც, სუ თეთრი, თაფლისფერთმიანი. ამ სითეთრეზე სუ უცებ ღილები-
ვით აჯდა შავი თვალები. ხო ელი, ასე თეთრ გოგოს ღია ფერის თვალი რო ქონდეს, მარა არა! ამას შავი
თვალები ქონდა, სუ შავად ელვარებდა, შავად ციმციმებდა. არადა, ხო ვამბობ, ისე თეთრი იყო, ინექცი-
ებს რო ვსწავლობდით, ერთმანეთზე რო ვვარჯიშობდით, სუ გული მისკდებოდა, ამის ფიქალივით
ტრაკს ეს ნემსი როგორ დავარჭო-მეთქი! ლამის ჩემ შავ ტრაკზე დამერჭო თვითონ ჩემივე შპრიცი!
ღმერთო, დაფაზე რო დაგვიხატავდა ის ზეზე მკვდარი, პროთეზიანი ლექტორი ტრაკს და თან ნახევ-
რად, იმ ცალ დუნდულს ოთხად გაყოფდა და იტყოდა ნემსიიი უნდააა დაარჭოოთ დუნდულის მარცხენა
ან მარჯვენა გარე კვადრატშიიი. რა სასაცილო ახლა ეს იყო, მარა ჩვენ იმდენს ვიცინოდით, იმდენს ვი-
ცინოდით, მოუმთავრებელს! რო გავიდოდა მერე, მაკა და კიდე ერთი-ორი გოგო მიდგებოდნენ, მეორე
დუნდულსაც მიახატავდნენ, ერთ კაი დიდ ტრაკს გამოიყვანდნენ მერე იქიდან. მერე ყლეებსაც ჩამოხა-
ტავდნენ ნაირნაირებს. ერთი დიდი, ნახევრად გავერანებული პარკი იყო სასწავლებელთან, ის პარკი კი-
დე სავსე ავადმყოფი ონანისტებით. იმათაც რა სამოთხე ჰქონდათ ჩვენით, უფალო, ღმერთო! აბა,
თვრამეტი წლის გოგოს შეშინებაზე ადვილი რაა? იქვე იყო ჩვენი საექთნო ტექნიკუმი, კოლეჯი რო და-
არქვეს მერე, მარა იგივე დაგლეჯილი წიგნები დაგვიტოვეს სასწავლად და გაყინულ, უმზეო ოთახიდან
ფეხი არც მოგვაცვლევინეს. გვინდოდა თუ არ გვინდოდა, უნდა გაგვევლო და გამოგვევლო ის პარკი,
მნძრეველების. იმათი ყლეების ყურებაში და ლამის კაცის ზიზღში იყო გამოზრდილი საექთნოს გოგოე-
ბის მთელი თაობა. ლამის მართლა ზეპირად გვცოდნოდა, ვის როგორი ყლე ჰქონდა მობმული, რომელ
ავადმყოფს. დახატავდნენ იმ ყლეებს დაფაზე და ვინმე ლექტორი თუ შემოგვისწრებდა სიცილ-ხარხარ-
ში, ლამის პალტოს სახელოთი მოეწმინდა მხატვარს თავისი ნამუშევარი. მარა ტრაკს კი დატოვებდნენ
ხოლმე. ტრაკს არ წავშლიდით, ტრაკს არა უშავდა. რამდენს ვიცინოდით! მაშინ იყო, ნელ-ნელა რო და-
იწყეს შუქის ჩაქრობა, წყალი ისედაც გრაფიკით გვქონდა. კუჭი შიმშილისგან გვიბუყბუყებდა, მარა მა-
ინც როგორ გვიხაროდა ყოველი დილა, ყოველი დღე, ყოველი ღამე! მაგ დროს ქალს სხვანაირი მეგობ-
რობა გაქვს, მერე ვერავისთვის ხდები ეგეთი მეგობარი. უღალატო, ერთი, თავდადებული. მერე ოჯახი
შეგჭამს, სადღა არი მერე მეგობრობა! მე ცალკე კიდე ის მიხაროდა, სახლისაგან შორს რო ვიყავი, არა-

68 მკითხველთა ლიგა
ვინ მყავდა მოსავლელი! თან რა კარგად ვირთობდით თავებს! სიცილ-კისკისში გადიოდა ბნელი ღამე-
ები! რამდენჯერ თავზე დაგვთენებია! სად ხართ, გოგოებო, სად დაიკარგეთ, ნეტა სადა ხართ გადაკარ-
გული?! აგე, თუ არ მოვკვდი ახლა და ჩემ გამოწყობილ პენსიაში გასვლა შევძელი, ყველას მოგძებნით
სათითაოდ, თავს მოგიყრით, ჩემთან მოგიყვანთ, ერთ კაი სუფრას გავშლი და ვიცეკვოთ, ვიმღეროთ და
ვიცინოთ ერთად მეორე დილამდე, გაუჩერებლად! ახლა ლამისაა ცრემლი დამცვივდეს! კი გავთბი, მარა
ფეხები მაქ გადაყინული. იქნება ფეხებამდეც ჩააღწიოს, როცა ჩააღწევს ეს სასმელი. ნეტა, თუ მოვკვდი,
თქვენამდე თუ მოვა ჩემი სიკვდილის ამბავი, ჩემო გვრიტებო? ხო დაგწყდებათ მერე მძიმე გულები? მა-
რა საიდან გაიგებთ, რო გარდავიცვალე? გაიგებთ, ნეტა? და თუ გაიგებთ, მოხვალთ საკუთარ ბორკილში
გახლართულები? მარიკა, შენ რამეს გაიგებ მაგ სიშორეზე? რო გაიგებ, ხო დაგწყდება სათუთი გული?
მარა უნდა მოვკვდე? ახლა უნდა მოვკვდე? ახლა რატო მოვკვდე? რადა მსჯი, ღმერთო! რისთვის
მსჯი?! ბაღში შაქარს და მაკარონს რო ვპარავდი რახიტიან ბავშვებს, მაგიტო? რა, საჭმელს მარტო მე
ვიპარავდი? სამივე მზარეული ვიპარავდით შეთანხმებულად. აბა, რა მექნა, შიმშილით მომეკლა მოხუ-
ცი მამა? ან ხო მივიღე მაგის მისაღები? მაგ მაკარონის ჭამამ გამისივა ტრაკი ასე დაუნდობლად, ასე
უმოწყალოდ. ან რატო დავისაჯე, ერთი-ორჯერ იმ ტყუილ ხაჭაპურს ცხიმი რო შევურიე, ამძაღებული?
მერე რა მოხდა? დიდი-დიდი, კუჭი აშლოდათ იმის ჭამისას! ეგეც ერთხელ ექენი, მეტჯერ ხო არა? აბა,
სხვა რა მაქ დაშავებული? ხო, კაი, ბატონო კაი! აგერ, ბებრობაში რო ვიმრუშე, მარა მანამდე? მანამდე
ხო ვიყავი პატიოსანი! ნაკოცნი არავისზე მქონდა, ხელი არცერთზე მოკიდებული! ვიმრუშე და ხო, რა
მოხდა, მერე? ვის აღარ უმრუშია? მთელი ქვეყანა ბოზობს, მთელი მსოფლიო! აგე, ტელევიზორში გა-
დაპარჭყული ქალები ზიან, ჰყვებიან, თან ამაყობენ, როგორ იმრუშეს! მე რაღაცა გავბედე ძლივს, სა-
იქიოს ნაპირას, ღმერთო! რაღაცის გემო გავიგე, გემო სიხარულის! გემო გავიგე! იმის გულის ხეთქვა გა-
ვიგე, რო აი, მოვა, ახლა შემოვა, ახლა მოვა ჩემი რაინდი! ეგ სიხარული გავიგე, რაა! მოვა და ისიც სიხა-
რულით შემომფცქიალებს, იმას თავისი რო უხარია! რადა მსჯი, ღმერთო, ჩემი წილი პაწაწკინტელა სი-
ხარულისთვის? ამ პაწაწუნა სიამის გამო? მარა იქნება ჩემი ძმის ცოდვა წამომეწია? ცოდვა? ცოდვები!
ნეტა რამდენი გყავს მოკლული, ბიჭო, გინდა ოსეთში, გინდ იმის იქით? თუ ბაბუამ ტყემალი ჭამა და
კბილი მოკვეთა თავის შვილიშვილს, ძმის ნაჭამი რატო არ მომკვეთს მის დას, ნეტავი? ან შენ რანაირი
იყავი, ბიჭო, ბავშვობისას, პატარა და დაუნდობელი. დედის ხელი რო გაკლდა, მაგის გამო იყავი ასე?
სითბო რო გაკლდა, მაგის გამო გადაბოროტდი? მე ჩემ სითბოს ხო გაძლევდი, მე ხო გივლიდი? მე კი ვი-
ყავი შენი დამლაგებელი და შენ, შენ ვინ იყავი ჩემთვის, მითხარი? რამდენჯერ გამირეცხავს შენი სის-
ხლიანი ყელსახვევი. რამდენჯერ ამომიკერია სიგარეტით ამომწვარი სკოლის ფორმის სახელოები. მარ-
თლა რატო იყავი ასეთი, დედა რო არ გვყავდა, ნეტა მაგიტო? დედის სიყვარული რო არა გვქონდა, ალ-
ბათ მაგიტო? შენ ჩემზე საწყალი იყავი, ასე მგონია, შე უბედურო! შენ ხო გახსოვდა დედა? იქნება და
როგორ გენატრებოდა? იქნება და როგორ გიყვარდა დედა, დედაჩვენი? ვაიმე, დედა! ან ეს ტკივილი რა-
ტო აღარ გამერიდა, აღარ მშორდება? არც მიმჩატდება? ხო უნდა შეწყდეს როდესმე და შემიმსუბუქ-
დეს? თავის ქალა ამეხადა, უფალო, ღმერთო! ხო უნდა დამიმთავრდეს ეს ვაება, სანამ მე თვითონ არ
დავმთავრდები?!
მაინც რას მეცა ასე უცებ, თავი ასე რატო ამხადა? იქნება და უბრალოდ ნერვებია, იქნება უბრალოდ
ნერვი დამეგლიჯა, ეგაა მარტო! მარა მუქი ლაქა და გამონადენი რანაირად იქნება ნერვი? კაი, თავის
ტკივილი იქნება, მარა გამონადენი? ხო ჯანმრთელი ვარ, ღმერთო, უფალო! ხო სუ ჯანმრთელი ვიყავი,
აბა მითხარი! დიდი-დიდი, სურდო მქონოდა ერთხელ წელიწადში! სიცხე მე არ ვიცოდი რაა, არაფრის
ტკივილს არ მოვუჭყანივარ ჩემი ცხოვრება. არაფერი გამომდენია რამე ზედმეტი, თავიც არ ამტკივებია
ასეთნაირად. კაჟივით ვიყავ, რიყის ქვასავით! ახლა რა მოხდა? რა მეტაკა? რა დამემართა? ჩემნაირ
ჯანმრთელს კიბო როგორ უნდა შეუძვრეს? კიბოს გავიფიქრებ და თავზე ზარი მეცემა, მარა სადღაც

69 მკითხველთა ლიგა
უკან, თითქოს კეფის ღერძზე უცხო სიმშვიდე მაქ გამოზრდილი, მცენარესავით. მაგას ვიგრძნობ და, კი-
ბო არა, ისა, ქალო, რასა ბოდავ, რაღაცა სხვა ხმა მიტივტივდება. აჰა, ხედავ? აგერ, ეს ტკივილიც მიმ-
სუბუქდება. მართლა მსუბუქდება, ასე მგონია. არა მგონია მელანდებოდეს.
მოიცა, რას ვსწავლობდით, რა კონსპექტები გვქონდა იმ რვეულებში? ფარმაკოლოგია, ანატომია. კი-
დე? ფიზიოლოგია, ლათინურები. ქეთოს, ქალბატონის იდეა იყო ჩემი საექთნოზე ჩაბარება. იმან მოინ-
დომა ასე, დედოფალმა. მეტი ვერ გამოიმეტა ჩემთვის, მსახურისთვის. სახლში სამსახური ხო ვალად
მქონდა, მერე გარეთაც მოინდომა ჩემი დამონება. მთავარი ექთანი იყო თვითონ ჩვენთან, საავადმყო-
ფოში. ეტყობა ფიქრობდა, თავისთან მომისვამდა, იქაც ვიქნებოდი მისი ხელის გოგო. როგორც იმის-
თვის ვერ გაიმეტეს ექთნობაზე კაი და მეტი, ისე მგონია, ჩემთვისაც ვერ გამოიმეტა.
აგერ გამიშვეს, ქუთაისში, მთლად შორს რო არა ვყოფილიყავი. მეც ქუთაისი მერჩივნა ისე. თბილის-
ში ნამყოფი ორჯერ ვიყავი და სუ მზარავდა თავის სიდიდით, ულმობელობით. ასე ახლოს ვიქნებოდი,
ჩვენიდან, აბა, სად ქუთაისი და სად თბილისი. ერთი წელიც არ გამოვიდა ჩემი იქ ყოფნა. მოკლეს ჩემი
ძმა და სუ დავბრუნდი აქ, მამაჩემთან. აღარ შეიძლებოდა მისი მარტო დატოვება და მეც დავბრუნდი.
დავბრუნდი და სუ აირია მერე ყველაფერი, მთელი ქვეყანა. მეც ასე მერჩივნა თვითონ, სახლში ყოფნა
მერჩივნა აგერ. თან მარიკაც აღარ იყო ჩემ გვერდით, სოხუმში ყავდა ქმარს წაყვანილი. მაკაც სადღაცა
გადაიკარგა. ნელიკოც თბილისში გადავიდა, ვიღაცა მდიდარმა ნათესავმა ჩავარდნილ მოხუცს დააყენა
თავს. აღარავინ მყავდა მეგობარი იმ ქუთაისში. მეც დავბრუნდი და დავბრუნდი საბოლოოდ, არსად
წავსულვარ, მარა ნემსის გაკეთების ცოდნა ხო შემრჩა აგერ? უცებ დავირჭობ ხოლმე, სხვას არც ვაწუ-
ხებ. არც სხვა მაწუხებს. ცისანას თუ დაჭირდა, ნენო უკეთებს ხოლმე, მე არ მენდობა.
ვაი, ვაი! მაინც რო მტკივა ეს თავი ასე? ჩემო მარიკა! როგორი გოგო იყავი, გოგო, რა ლამაზი, რა
მშვენიერი! იმ გამოყინულ, ბნელ ოთახში ერთმანეთთან წოლით რო ვითბობდით თავებს, ნეტა თუ გახ-
სოვს?! არყით მთვრალი ნელიკო რო ხვრინვას იწყებდა და ჩვენ კიდე სიცილ-კისკისს იმის ხვრინვაზე!
ძუძუებით რო მეკვროდი ზურგზე, ეგრე ვიძინებდით. ისე მეკვროდი, გული სუ ფეხებშუა მიწყებდა ცე-
მას, იქ მიფეთქავდა. ეგრე აფრიალებულს მეძინებოდა და ყველაზე მშვიდად მაშინ მეძინა ჩემ ცხოვრე-
ბაში! ამაზე ტკბილი და სათუთი არაფერი გამომიცდია მაგის მერე, ჩემო მარიკა! ვერც გამოვცდიდი ალ-
ბათ, გინდაც ათი კაცი მყოლოდა მწკრივში! ასე ჩემზე მოწეპებული დაიძინებდი და წამში გავთბებო-
დით, გავღუნღულდებოდით იმ სამარესავით ნესტიან, ვიწრო საწოლში. დილით კი ლამის გაოფლილებს
გვეღვიძებოდა. რანაირად ტიროდი, გოგო, იმ დებილზე, იმ ტლუ ბიჭზე, შეყვარებულზე! რად ისივებდი
მაგ ლამაზ თვალებს? გიყვარდა ალბათ ბავშვური სიყვარულით, მარა ვინმემ მოგისმინა? გაგყიდეს შენ-
მა მშობლებმა იმ მდიდარ, ბებერ კაცზე, სოხუმელზე. რა იქნებოდა, იმათი შვილი კი არა, ჩემი და ყო-
ფილიყავი, გოგო, მარიკა! ერთად ვიქნებოდით, დები ვიქნებოდით და ვერ დაგვჩაგრავდნენ მერე ადვი-
ლად! გეუბნები, ვერ დაგვჩაგრავდნენ! რა იქნებოდა, ყოფილიყავი ჩემი და, გოგო! ახლა ხო ჩემთან იქნე-
ბოდი? მომეფერებოდი, გამათბობდი, დამიყვავებდი! შენი ორი სიტყვა სუ გამითბობდა გულსაც და
სულსაც! შენ თუ მეტყოდი, რო არ მოვკვდები, არ მოვკვდებოდი, ჩემო მარიკა! ნეტა შენ იყო ჩემი და,
გოგო! ასე მარტო ხო არ ვიქნებოდი ახლა ამ მძიმე საბანში ზამთრის პირზე გახვეული, უდღეო ჭუპრი.
როდის ჩამეძინა, ვერც კი გავიგე. ჩემებური შავი ძილით, ღრმა ძილით, მარა ახლა უცებ მეღვიძება,
ისევ გულგახეთქილს. სიცხე მაღვიძებს, მგონია, მთელი ტანი მიხურს. როგორა მცხელა, ღმერთო! რომე-
ლი საათია, ნეტა, როგორ ბნელა, რა სიშავეა. შუაღამეა ალბათ. მთელ ტანზე ხო ვხურვარ, მარა ეს ფე-
ხები რო მაქ გაყინული და გადამძრალი? რატო მაქ ფეხები ასე ცივად, ასე უსიამოდ? წამოდგომა მინდა,
მარა რო არ შემიძლია? მოფსმა მინდა. იქნება ღუმელიც დავანთო, აგური შემოვდო ზედ, მერე ის აგუ-
რი ფეხებში ჩავიგდო და გავთბე საბოლოოდ. აგე, რაღაცა ფხაკუნებს ჭერში ჩემდა გასაკვირად. თაგვი
მყავს სტუმრად, ეტყობა. რამდენი ხანია, ჭერში არავის გაურბენია. ვაიმე, ღმერთო, რა ახლობელი ხმაა,

70 მკითხველთა ლიგა
რა საამური. იფხაჭუნე, იფხაჭუნე, ვიღაცა ხარ. გინდა თაგვი იყავი, გინდა სინდიოფალა. იფხაჭუნე!
დომნასთან გახსოვს? როგორი ბნელი ღამე იყო, შავზე შავი. ჭერში თაგვებს გაჰქონდათ ფაფხური, ტყე-
ში ბუს და ჭოტს წივილ-კივილი. აჰ, როგორი ხმები იყო იმ სიბნელეში, იმ სიჩუმეში. საბანში ვიყავი
მატლივით გახვეული, ცხელ აგურს დომნა ფეხებში შემომიდებდა. ჯერ რაღაცა შალში გაახვევდა, დაგ-
ლეჯილში, მწვანეში. ეგ მწვანე შალი იყო ერთადერთი ფერადი ნივთი მაგ ქალის ხელში. ჯერ ხო ფეხს
მწვავდა ის აგური, მარა მერე ჩავთბებოდი, ჩავღუნღულდებოდი, ტკბილად ჩავიძინებდი. სუ დედის ნა-
ნა იყო ქარის ხმაც, კაკლის ტოტებს რო შემოარტყამდა სახურავზე, თაგვის ფხაჭუნიც, სახლს იქით
აზუზუნებული ტყეც, დომნას ფშვინვაც და ბოლო ნაკვერჩხლის გატკაცუნებაც იქვე, ღუმელში. ამაზე
უკეთესი ძილისპირული რა მექნებოდა? ამაზე ტკბილი იავნანა? არც არაფერი! როგორ მენატრება,
ღმერთო, ის ხმები! ახლა ტყეში ბუ გაწყდა და ჭერში თაგვი. ჭოტი გადაშენდა. ციცინათელა? ციცინათე-
ლა! ყოველ ზაფხულს როგორ მოედებოდა დომნას ეზოს. რა ლამაზი იყო, ღმერთო, იქაურობა! რა ჯა-
დოსნური! რა იდუმალი! რამდენი ხანია, ციცინათელა აღარ მინახავს?! საუკუნეა! ან ობობა რო დახ-
ლართავდა თავის ქსელს ტოტზე, მიქსოვ-მოქსოვდა. როგორ ბზინავდა მისი ნაქარგი მზეზე, სუ ბრჭყვი-
ალებდა. ზედ წვიმის წვეთი რო რჩებოდა ალმასებივით? ის ობობაც რა ლამაზი იყო, გრძელფეხება,
ჯვრიანი ჯავშნით. ან ნახირის ავლა-ჩამოვლა? ძროხის ეჟვნის ხმა, სახლის უკან ხე-ტყის შრიალი? ნი-
ავი რო თხილის კენწეროს გადაურბენდა? ყვავი, კოდალა? და ან ოფოფი? ერთხელ ოფოფიც ხო შემოჯ-
და იმ კაკლის ხეზე! ღმერთო! მთელი სამყარო იყო ჩემთვის ის სახლი, ის კარ-მიდამო. დამეწყრილ სოფ-
ლის კიდეზე შერჩენილი, დაბრეცილი შავი ხის ქოხი. სოფელშიც რო არავინ იყო, მარტო დომნა, მე და
კაცები, წყალსაცავის. მარა ისინი მიდიოდნენ და მოდიოდნენ. მორიგეობდნენ. დომნა იყო და იყო. სხვა
ყველაფერი დომნას გოგოობაშივე ჩაიტანა მიწამ, მეწყერმა. დომნას სახლი იმ მეწყრის წკიპზე იყო, იმ
ნამეწყრალის. მთლად განაპირას. ეზოს გასცდებოდი და უკვე იწყებოდა ნამეწყრალი. იმ ნამეწყრალზე
დიდი საყურებელი აღარაფერი იყო ჩემთვის დედამიწაზე! იმაზე დიდი, იმაზე საშიში, უზარმაზარი, რა
არსებობდა? არც არაფერი! ჩაცურებული, ჩაქცეული მიწა კილომეტრზე იყო გადაჭიმული. გადამხმარი
ხეების ფესვი ჭინკად და ქაჯად აჩნდა იმ შავ-მუქ უფსკრულს. ახლოს არ მიხვიდე, გოგო! დამიძახებდა.
ახლოს არც მივდიოდი, რა მიმიყვანდა? ზაფრა მქონდა. მარა თან ზაფრა, თან აღტაცება! თან მომწონ-
და, თან მეშინოდა! სულს მიგუბებდა შეუცნობელი. იმ მეწყრის მერე აიყარა მთელი სოფელი. დომნამ
ფეხი არ მოიცვალა. ახალ სახლსაც დაჰპირდნენ, კორპუსში ბინას. მამიდაჩემი ფეხებში გაუწვა, ისე ეხ-
ვეწა თურმე იქით გადასვლას. ეტყობა, იმას თავისი ხურვება ქონდა, ის ბინა მერე მაგის შვილებს დარ-
ჩებოდათ, ეგ იყოს მაგის სახურვებელი. ორი ბიჭი ყავდა, რა, აწყენდა ბინა? მარა დომნა ვირზე შეჯდა
და ვერ ჩამოიყვანეს. ხო ათასი გზით ეცადნენ, მარა ვერ დაითანხმეს. თავისი შავი ქოხიდან ფეხი არ
გადგა. მადლობა უფალს, მანდ რო დარჩი, შენ სახლში, დომნა! მადლობა უფალს კი არადა, შენ მად-
ლობა, დიდი მადლობა! აბა, სად დამეწყრილზე გატარებული უდარდელი ჩემი დღეები და სად მოკუ-
ჭულ კორპუსში ბავშვის ამოხუთვა. სულიც გამძვრებოდა!
რა ვქნა, წამოვდგე? ეს მუცელი რატო მაქ ასე დაბერილი? წამოვდგე ჯობია, ღუმელს დავანთებ. რა
კაი იყო, დომნა რო მინთებდა ღუმელს ზამთრობით, აგიზგიზებდა. ახლაც თვალწინ მიდგება მისი თხე-
ლი ზურგი, შავში შეფუთული პატარა თავი. ჯიუტი ქალი კი იყო ისე და ეგ სიჯიუტე სუ ტანზე ეტყო-
ბოდა. მაღალი იყო, ლამაზძვლიანი. ჩემი და მამიდაჩემის ტანის, მარა სუ გამხმარი, ძვალზე კანი ქონ-
და გადაკრული. ეს მე და მამიდაჩემი გავსივდით მარტო ჩვენ გვარში, ასე მგონია. რამდენი წლის იქნე-
ბოდა მაშინ? დიდი-დიდი, სამოცდათხუთმეტის, მარა ლარივით იყო მხრებში გაშლილი. სუ შავებში
გახვეულს, ზამთარ და ზაფხულის შავი შალი ქონდა თავზე მოხვეული, იმ შალის შიგნით თეთრი მიტ-
კალი კოხტად გადაკრული. ჭაღარა თმა ქონდა, ქეციცა, თხელზე თხელი, ბოლოებში სიყვითლედაკრუ-
ლი, მარა ის თმაც, მგონია, ერთი-ორჯერ დავუნახე, მეტჯერ კი არა. სუ შეხვეული ქონდა პატარა თავი.

71 მკითხველთა ლიგა
ღმერთო, რა ბებერი მეგონა მაშინ! ხო ყოჩაღი ქალი იყო, ძლიერი, მარა იმაზე ბებერი აღარავინ მეგუ-
ლებოდა დედამიწაზე. თან, ასე მეგონა, სუ ასე გამხმარი იყო, ასე ძაძიანი. ასე მეგონა, ასეთი დაიბადა.
სხვანაირ დომნას წარმოვიდგენდი? ვერა, ვერასდროს. შავები რატო ეცვა-თქო, კაი ხნის მერე ვკითხე
მამაჩემს და იმასაც ძლივს ამოვაცალე პასუხი პირიდან. ომში დაკარგულ საქმროს გლოვობდა. სადღა-
ცა, ქერჩში ჩამხრჩვალს, იქვე ჩაკარგულს. შავი რო ჩაიცვა, ვეღარც გახადეს. იმის მერე არც არავინ მი-
იკარაო. მარა შავბნელ ხასიათზე მყოფი და ავი მე ეგ არ მახსოვს. არც მგლოვიარე, არც გატეხილი. თა-
ვისი ცხოვრება ქონდა, თავისი სამყარო და ძაანაც კმაყოფილი იყო იმის შიგნით, ძაანაც ბედნიერი. ის
ხუთი წელი მე შემკიდეს მის სამყაროში დედაჩემის სიკვდილის მერე, მარა დიდად არ ამიმღვრევია მისი
მდინარე. თვითონ მომარგო თავის სახლს და თავის ცხოვრებას. მეც იმაზე კარგად მერე ვისთან ვიც-
ხოვრე? არც არავისთან! მეც ხო ჩემი სამოთხე მქონდა ჩემ ბებერ ქალთან. ვინ ხარ ჩემი-თქო, რო ვეტ-
ყოდი, ბებია, გოგოო. არადა, ხო ვიცოდი, რო არ არი დომნა ბებია. ბებია-თქო არც არასოდეს მითქვამს.
დომნა იყო სუ. დომნას ვეძახდი. ხანდახან კი მომეწყინებოდა ხოლმე, უფრო წვიმაში, სახლში ჩაკე-
ტილს. ბავშვი ვიყავი მაინც, ბებერ ქალთან შეკედლებული, მარა კარგ ამინდში ჩემ გასართობს ბოლო
არ ჰქონდა. დავყვებოდი ყველგან, ტყეში და ღრეში, ნაკოლექტივარ ყანაში, ვენახში. აბა დევისპირა,
აბა ცულისპირა, აბა ჭინჭარი და გვირილა, ასკილი და კუნელი, ვირისტერფა, ვარდკაჭაჭა, დათვისკენ-
კრა, ფახმანდუკი, სუ რაღაცას ვკრეფდით, ვაგროვებდით. ხუთი თითივით იცოდა ტყეში ყველა ბილიკი,
ბუჩქი და ხე, ეკალი, ბარდი. ხეზე თვითონ აძვრებოდა ხოლმე კატასავით ეს ბებერი ქალი. მომიკრეფდა
ბალსა და ქლიავს, მსხალს და ალუბალს. თუთას დაარხევდა, იმის ქვემოთ დაგლეჯილ ძველ კლიონკას
დავფენდით. მე ქვემოდან შევცქეროდი ლეკვივით, შევხაროდი. მივუსხდებოდით მერე და მსხვილ, თაფ-
ლივით თუთას სუ იმ კლიონკიდან ვჭამდით ორივე. რაღაცა ბალახებს ვკრეფდით, ყვავილებს. ნაირნაირ
ჩაის აყენებდა მერე იმითი. იმ ჩაის პირს ვერ ვაკარებდი, მარა მურაბის ქილას კი გავლოკავდით ხოლმე
ორივე. რაღაცა ნაყენებს აკეთებდა ბალახბულახით. მაშინ ჩამასხამდა რომელიმეს ძალით პირში, თუ
წამომახველებდა ან მუცელი გამგვრემდა, ათასში ერთხელ. წყალსაცავის კაცები მოაკითხავდნენ დიდი
მოწიწებით, პატივისცემით. ესეც გაუტანდა ხან ერთ ბოთლში ჩასხმულს, ხან მეორეში იმ რაღაცა თა-
ვის მიქსტურას. ეგრე ეძახდა. ზოგი ხველების იყო, ზოგი კუჭის წყლულის, ზოგი კიდე კენჭის თირკმელ-
ში. სამაგიეროდ, სახლის სახურავს ათოვლინებდა მერე იმ კაცებს. იმხელა თოვლის მომრევი ნამდვი-
ლად არ იყო მისი ხელ-ფეხი.
და ჩირს რო გაფენდა მოცუცქნულ აივანზე? ნაირ-ნაირს, წითელ-ყვითელს, ქარვა-ოქროსფერს. იქეთ
ტყლაპებს მოასხამდა, აქით ჩურჩხელას ჩამოკიდებდა. რა სურნელი იდგა ხოლმე! ახლაც თვალწინ
მიდგას ჩამავალი მზე, ფიცრებზე გაფენილი ჩირი და იმ ჩირზე მობზუილე, შემოდგომას მორჩენილი
ბზიკი-ფუტკარი. ვისხედით ზამთარში და ხან ჩურჩხელას ვაცმაცუნებდით, ხან ტყლაპს ვლოკავდით,
ხან ჩირს ვღეჭავდით. გარეთ თოვდა და თოვდა, შიგნით კიდე სითბო იყო, მოგიზგიზე ღუმელი. ზამთრის
შეშაც წყალსაცავის კაცებს მოქონდათ. ვისხედით გაღუნღულებულები, მე აქეთ, ტახტზე, ღუმელთან,
დომნა იქით, მაგიდასთან. შევჩერებოდით შავ-თეთრ, მონჯღრეულ ტელევიზორს. მულტფილმს კი უყუ-
რებდა ჩემთან ერთად ბედნიერად, ყურზე რეზინით დამაგრებული სათვალით, მარა საინფორმაციოს
მიატოვებდა, წამოდგებოდა. დღის ბოლო ფოჩიალს იწყებდა სახლში, ტელევიზორი სუ ტყუილად იყო
ჩართული.
ეჰ, დომნა, დომნა... ჩირი და ჩურჩხელა კაი იყო, მარა ხორცს კი არ აკარებდა პირს. არც ძროხა ჰყავ-
და, არც ქათამი. ასეთი ხორცის სულარმჭამელი იმის მერე აღარც მინახავს. რა ქვია მაგას, რა დაარ-
ქვეს? ვეგანი თუ ვეგეტარიანელი. რაც არი. რაღას აღარ მოიგონებენ. ღმერთო, რა გულისრევით წვავდა
მამაჩემის მოტანილ საკატლეტე ხორცს. ყველა კარს დააღებდა, ყველა ფანჯარას, ცხვირზე შალს აიფა-
რებდა, ხელზე ცელოფანს ჩამოიცვამდა, ისე მოზელდა, ტაფაზე მე დამაწყობინებდა, მე შემაწვევინებ-

72 მკითხველთა ლიგა
და. თან ისე დაამთხვევდა, იმ დღეს მეჭამა, მამაჩემი რო მოვიდოდა, მამაჩემისთვის ეჩვენებინა, რო
ხორცსა ვჭამდი, ხორცს რო მაჭმევდა. მეც სუ პირში ვიტენიდი იმ კატლეტს, ხო ვიცოდი, ერთი თვე
აღარ მეღირსებოდა იმისი ჭამა. ეს მამაჩემი კიდე მოვიდოდა თვეში ერთხელ და ფულს უტოვებდა რა-
ღაცნაირი უხერხულობით. ღმერთო, რა რიდიანი იყო ეს კაცი საკუთართანაც. ცოტა ხანი ჩამოჯდებოდა
მაგიდასთან, იმ კატლეტს ისიც შეჭამდა ერთი-ორს, მეტს არა. თან ყველაფერზე ილაპარაკებდა მამი-
დამისთან, თან არაფერზე. შოკოლადის მოტანა იცოდა, რაღაცა საწუწნი კანფეტების, ლიმონათისაც.
იმის მოსვლა იმ ტკბილებისთვის დღესასწაული იყო ჩემთვის, დიდი ზეიმი. ჩემი ძმის ნაცვალ ტანსაც-
მელსაც მოაყოლებდა ფუთაში შეკრულს, შარვალ-მაიკას, ნასკს და ფეხსაცმელს. მარა მე ტკბილზე
ვყავდი უფრო დანატრებული. ჩურჩხელა მქონდა, მარა ის გაწეპილი კანფეტები სხვა სიხარბით მომინ-
დებოდა. მოვიდოდა და თავზე ხელს გადამისვამდა მეც რაღაცნაირი რიდით. ვიცოდი, რო მამაჩემია, ჩე-
მი მშობელი. ისიც ვიცოდი, ერთხელ აქედან რო წამიყვანს, თავის სახლში, ჩვენ ქალაქში. ისიც ვიცოდი,
რო სკოლაში შევალ, დომნას მოვშორდები, მარა იმას ვეღარ ვხვდებოდი, წასვლა მინდა, არ მინდა?
იქით სხვა ჯადოსნური სამყარო იყო, ასე მეგონა. სხვა ბავშვების. ბავშვების. ბავშვებს კიდევ როგორ
ვიყავი დანატრებული! ბავშვს კი მარტო მაშინ ვხედავდი, ნაყინზე ლოდინისას, მთლად ქვედა გზის,
ტრასის პირას რო ჩავიდოდით. იქ გვხვდებოდა ხოლმე ერთი ქალი სამი შვილით, გოგოებით. ჩემი ტო-
ლებით. გული მელეოდა იმათთან დარჩენაზე, იმათთან თამაშზე, მარა ვინ დამტოვებდა? მარტო დომნა
იყო ჩემი ტოლიც, სწორიც და მეგობარიც.
მგონია, მშია კიდეც, ღმერთო, რატო ვერ ავკრიფე ტანი, რატო ვერ ვდგები? აჰ, ახლა მაჭამა დომნას
ღუმელზე შემწვარი კარტოფილი, ზედ დამაყოლებინა მამაჩემის მოტანილი ტარხუნა, ტარხუნის ლი-
მონათი. სვამდი და შხეფები სუ ცხვირში გესხმებოდა. ეჰ, რამდენჯერ მიძებნია მერე ის გემო-შხეფი, ჩე-
მი ბავშვობის. რამდენჯერ შემიწვავს კარტოფილი და უგემურად შემიჭამია, რამდენჯერ მიყიდია ლი-
მონათი და ტყუილად დამიბერავს ნაწლავები იმის სმით. აჰ, როგორ იცოდა ხოლმე სამზარეულოში
ტრიალისას ხელის შეწმენდა კაბაზე დომნამ. მეც ჩემ თავს როგორ დავიჭერ ხოლმე, ეგრე ვიცი მეც ტან-
საცმელზე ხელის გასმა. ეგ იყო, მამიდაჩემს რო აგიჟებდა მერე, თუ დამინახავდა. სად ისწავლე ეგ გომ-
ბიოობა, ვის დაუნახეო. არასოდეს მითქვამს, ვის დავუნახე. მარა სხვა მხრივ სუფთა ქალი იყო მამიდა-
მისი, რა სისუფთავეც მივარდნილ სოფელში შეიძლება ბებერ ქალს ქონდეს.
ეჰ, ავდგე, ავდგე, ისა სჯობს. ღმერთო, რა ცუდია ცუდად ყოფნა, კიდე უფრო ცუდია შიში ცუდად
ყოფნის. რა ცუდია, სიკვდილის შიში გიხრავდეს სისხლ-ძარღვს. იქნება ამას მართლა ჯობდა უცებ სიკ-
ვდილი? თუ წინ კიდე დიდი სატანჯველია, იქნება ამას მართლა ჯობდა რიონს ჩავარდნა? იქვე დახ-
რჩობა იქნება ჯობდა? კი ვიწვალებდი, მარა ორ-სამ წუთს და მეტს ხო არა? ახლა? ახლა თუ გამიგ-
რძელდა ეს ცუდად ყოფნა? რამდენი ხანი უნდა ვიტანჯო? სუ უცებ კვდებოდნენ ჩემ გარშემო, აგე ყვე-
ლა, დედაჩემიანად. მე რაღად უნდა წავიდე იმქვეყნად ტანჯვა-წვალებით? ბოსტანში მოკვდა მამაჩემი,
მამიდაჩემსაც უცებ გაუსკდა ის ბოღმა გული. აგე, დომნაც ხო ხიდან ჩამოვარდა, სული მიწამდე ძლივს
დაატანა. არ იყო ის ხე მაღალი, მარა ცუდად დაეცა, მარჯვენა საფეთქლით. ეჰ, დომნა, დომნა! მე მაინც
მგონია, რო შენი კატარაქტიანი თვალების ბრალი იყო იმ დაწყევლილ ხის ტოტზე ფეხის აცდენა. სუ
ვეღარ ხედავდი ბოლოსაკენ, ასე მგონია. მარა ვის დაუჯერებდი, რო ეთქვა, ბებერი ხარ, ქალო, უკვე
თითქმის ბრმა ხარ, ხეზე არ ახვიდეო? ვის დაუჯერებდი, მითხარი? არავის! ეგ ვაშლის ხე რო არა, ხო
იცხოვრებდი კიდე ათი წელი? თხუთმეტი?
მე წამიყვანეს სასკოლოდ სექტემბერში და სადღაც ერთ თვეში დომნამ სული დალია. მახსოვს, რა-
ღაც ბავშვური გულგრილობით შევეგებე მის სიკვდილს. რაღაცა სუ სხვა სამყაროში მქონდა თავი ამო-
ყოფილი, სუ ვერ ვხვდებოდი, ჩემ თავს რა ხდება, რა ბედი ტრიალებს. იქით სკოლა იყო და აქეთ სახლი,
ამდენი უცხო ადამიანი შიგნით და გარეთ. აქეთ წერა და კითხვა უნდა მესწავლა, იქით სახლის საქმეს

73 მკითხველთა ლიგა
შევჭიდებოდი. ასე მეგონა, სუ წასვლა და მოსვლა იყო ჩემ გარშემო, სუ ხმაური. ღმერთო, სკოლის ხმა-
ური როგორ მატკივებდა თავს ამ ციცქნა გოგოს. დომნას სიჩუმეს თურმე როგორ ვიყავი შეჩვეული. მის
დაკრძალვაზეც არც არავის წავუყვანივარ. მკვდარი არ მინახავს და რაღაცნაირად სუ მეგონა, ცოცხა-
ლი იყო. კი მომენატრებოდა ხოლმე რაღაცა გაცრეცილი განცდით, მარა მისი სახლი უფრო მენატრებო-
და, მისი ეზო, ტყე, ნამეწყრალი. ჩემი უსაქმურობა და უდარდელობა მენატრებოდა ჯერ კიდე თითის-
ტოლა გოგოს, ღმერთო! დომნას სახლისგან საძირკველია ახლა მარტო დარჩენილი, ზამთარმა მალევე
ჩააქცია. ტყე და ღრეა მოდებული ერთ დროს კოხტა ეზო-კარს. ერთი ეგაა, ნამეწყრალია ისევ ისეთი.
ეჰ, ჩვენი ზაფხულები როგორ მენატრება, დომნა, ჩემო ტკბილო! ყოველ პარასკევს დილით ადრე წა-
მოდგომა, ფრენა-ფრენით დაშვება ქვემოთ, სირბილ-სირბილით. შენც როგორ ნიავივით გამომყვებოდი
უკან. ჩავივლიდით ჯერ იმ ერთ დაღმართს, მერე მეორეს, მერე მესამეს. ჯერ ბილიკ-ბილიკ და მერე
გზა-გზა. გავიდოდით ტრასაზე და დავჯდებოდით მორყეულ სკამზე, გაჩერებასთან. დავუწყებდით ლო-
დინს ნაყინის ტლანქ კაცს. ყური მქონდა გაფაციცებული მისი მოტოციკლის ბღუილის ხმაზე. ხანდახან
ის ქალი და სამი გოგოც მოვიდოდნენ, ჩამოდგებოდნენ იქვე, ხის ჩრდილში, ისინიც ნაყინს ელოდებოდ-
ნენ. ერთმანეთისკენ გავიწევდით ეს ბავშვები, იქვე წავითამაშებდით. ის ქალი კიდე გააქანებდა კაცი-
ვით დიდ ხელს და წაკრავდა თავში ხან ერთ გოგოს, ხან მეორეს, ხანაც მესამეს. განდაგან ვდგებოდი
ხოლმე შეშინებული, მარა მაინც ამეტორღიალებოდნენ ის გოგოები. იმათაც თავისი ინტერესი ქონდათ
ალბათ, უცხოსი. ისინიც ალბათ რომელიმე ნასოფლარს იყვნენ შემორჩენილი. რა ზაფრა მქონდა,
ღმერთო, მე იმ ქალის, რა მეშინოდა! ან რად მინდოდა დედა, ასე ვფიქრობდი, თუ დედებმა ასე იციან
ხელის მოქნევა, თავს უჩეჩქვავენ საკუთარ შვილებს?! დედის ყოლას დომნას ყოლა ჯობდა ასი თავით,
უფრო მეტითაც, ასე მეგონა!
ხო მოვიდოდა ის კაცი, ბღუილ-ბღუილით. ერთი მოცუცქნული ქალაქიდან მეორეს მიმავალი ჩვენ-
თან აჩერებდა. სუ ცხვირში გვცემდა მისი მოტოციკლის შავი ნაბოლქვი. უკან მიდგმული შეფუთული
მუყაოს ყუთიდან ამოიღებდა ნაყინს, ჯერ ერთს, მერე მეორეს, მერე მესამეს. ორ ცალს იყიდდა დომნა,
ორივეს ჩემთვის. გული მელეოდა, ღმერთო, იმ ნაყინზე, გული მელეოდა! ერთს ჩქარ-ჩქარა ვჭამდი, მე-
ორისთვის რო მიმესწრო, არ ჩამდნობოდა. ლამის კბილები დამცვენოდა გაქვავებული ნაყინის ჭამით.
პირველს ჩქარა შევჭამდი, მარა მეორეს ნელა. ვლოკავდი და ვლოკავდი, აღარაფერი იყო მერე საჩქა-
რო. ზღვარი არ ქონდა ჩემ სიამეს, ბედნიერებას! იქამდე ვლოკავდი, სანამ მთლად ჯოხს არ გავუსვამდი
ენას და ღრძილებს. იმ ჯოხსაც კიდე იქამდე ვლოკავდი, სანამ რძის გემოს ნაცვლად მთლად ხის გემო
არ გამიჯდებოდა მთლიანად პირში. მერე, გაბერილი მუცლით კმაყოფილი, დაამებული ავედევნებოდი
უკან ჭოკივით გამხმარ ქალს. თან მიკვირდა, თვითონ სუ როარ უნდებოდა ის ნაყინი. თვალიც არ გამო-
ექცეოდა ჩემი ჭიქისკენ. ეჰ, დომნა, დომნა! ახლა დამსვა შენთან ერთად იმ ტრასაზე, ჩამონგრეულ გაჩე-
რებაზე, გაბურძგნული მენაყინის ლოდინში, ქალო! რო მჯეროდეს, რო საიქიოს გნახავ, მეგონებოდა,
კიდე ერთხელ შეგხვდებოდი და იცი, სადა? ზუსტად რო მანდა, გაჩერებაზე, ნაყინის ლოდინში, ნაყინის
მოლოდინში! ზაფხულის სიცხისგან ბოლადენილ შარასთან, იქვე. თავზე მზე დაგვაჭერდა, ცხელი ნიავი
დაგვიბერავდა, შენი შავი თავსაფრის ბოლოს ააფრიალებდა პეპელასავით. აგერ, თითქოს იმ ნაყინის
გემო ახლაც ვიგრძნო პირში, მარა როგორ, იცი? მძიმე გულით, მძიმე სხეულით! სადღაა, დომნა, ის სიმ-
სუბუქე, ის სიხარული?!

74 მკითხველთა ლიგა
12

მაგიდასთან ვზივარ, ღუმელთან ახლოს, წინ ტაფით მიდგას შემწვარი კარტოფილი, ვჭამ და ვჭამ, ვე-
ღარ მოვიპირე, ვეღარ ვჩერდები. ზედ ლამის ერთი ბოთლი ტყემალი მოვაპირქვავე. აღარ მინდა, მარა
მაინც ვჭამ. თან გაცხელებულ თონის პურს ვატან. ვჭამ და კიდე ვჭამ, გეგონება, ფსკერი არ ჰქონდეს ჩემ
მუცელს. ხო ისედაც დაბერილი ვარ, გასიებული, მარა თითქოს მინდა, ჭამით შვება მქონდეს, თითქოს
მინდა, ჭამამ ყველაფერი დამავიწყოს, ტვინი გამითიშოს, სუ ცოტა უკეთ რო ვიგრძნო თავი. არადა,
თითქოს სარკეში ვერაფერს ვამჩნევ, მარა მუცელზე ნაკეცები უკვე ჯდომაში კი არა, დგომაშიც ხელს
მიშლის. ძუძუები მაქ დასივებული, გაფუებული, ლიფიც კი ვეღარ ამიტანია. ლიფი კი არა, ზედ მაიკის
შეხებაც არ მსიამოვნებს. არა ვარ კარგად. არაა ეს ჩემი ბუნებრივი ყოფა. არ არი.
წეღან თან კარტოფილს ვწვამდი, თან თერჯოლის საბითუმოს გოგოებთან ჩამოვრეკე. ჯერ იასთან,
მერე მარინასთან. იას ექიმი ვკითხე, საავადმყოფო, მარინას რამე სასტუმრო, თბილისს დასარჩენი. ერ-
თი ტყუილი ვთქვი ორივესთან, გავიმეორე. ისეთი გრიპი შემხვდა, საშინელი, ვეღარ და ვეღარ წამოვ-
დექი ფეხზე-მეთქი. გლახა ვირუსები დადის, ხოო, ფრთხილად იყავიო. იამაც, მარინამაც. ჰოდა, გადავე-
დი მერე მთავარ სათქმელზე. მეთქი ასე და ასე. ჩემ კაი ახლო ნათესავს, კაი ქალს, კაი მეოჯახეს, გლახა
ამბავი აქ, მგონია კიბო აქ საშვილოსნოზე და აბა, იავ, მითხარ ის კლინიკა, ის კაი ექიმი, შენ რო იცი-
თქო. შენ მეზობელს რო დასჭირდა წინა წელს, ეგ მითხარი, სხვა არ მინდა თქო. მითხრა, მასწავლა.
ღვინიაშვილი, ეგ გვარი მითხრა. ჩემი მაღაზიის ბლოკნოტის ფურცელზე ჩავიწერე. ახალზე. მანდ ყვე-
ლა კაი ექიმია, მარა ჯერ ამასთან მივიდეს ექოსკოპიაზე, იმან, ჩემმა მეზობელმა, ასე ქნაო. კაი-თქო.
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმაო, იმედია, არაფერი იქნებაო. თქვენცა, იავ, გენაცვალე თქო. მერე მარინას
დავურეკე ეგრევე. ქალო, სადა ხარ დაკარგულიო, მარინამაც. გრიპები მქონდა საზიზღარი-თქო. ხოო,
ძაან ცუდი ვირუსები დადის, ფრთხილად იყავიო, ამანაც ეგ თქვა. კაი-თქო და გადავედი მთავარ სათ-
ქმელზე. ასე და ასე, ჩემ ნათესავს, ერთ კაი ქალს, გლახა ამბავი აქ, თბილისში მიდის გასასინჯად ექიმ-
თან, დასარჩენი არსად არი და შენ რო ამბობდი, იმ თბილისში რაღაც სასტუმროს, შენ რო რჩებოდი, “
მასწავლე, სად არი, რო მე იმას ვასწავლო-მეთქი. მითხრა, სადაცაა. შესასვლელშია თურმე, იქვე, დიდი
დიღმის ტრასაზე მდგარი. აქა და აქო, ადვილად არი მისაგნებიო. ხიდია რკინის, მანდ ჩამოვა, მერე გა-
დავა იქით მხარეს და იქვე არიო. ჩავიწერე ეგეც წვრილად, მარა ცოტა გულმა და ენამ არ მომისვენა
და, გოგო, ისა-თქო, ეგ სასტუმრო ცოტა ისეთი ხო არაა, ბოზის და მამაძაღლის-თქო. გაგიჟდა ქალი,
მაგნაირს როგორ გასწავლიდიო. მგონია, ცოტა კი ვაწყენინე. ჩემი ოჯახით მანდ დავრჩი რამდენჯერ ამ
ზაფხულს, ბავშვი რო აბარებდა უმაღლესშიო. წესიერი ხალხის სასტუმროა, კაი ფასითო. წესიერად მი-
დის და მოდის იქ ხალხიო. კაი-თქო. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმაო. შენცა, მარინავ, ჩემო გოგო-თქო.
კაი გოგოები იყვნენ ესენი, საბითუმოსი. ველაპარაკე ამათ და შეიწვა მანამდე ეს კარტოფილიც. ჰო-
და, დავჯექი ახლა, ვასკდები ამ პურს და კარტოფილს. რო მოვრჩები და ამოვპირქვავდები, დავეგდები
და დავიძინებ. ხვალ მარშუტკის მძღოლთან დავრეკავ, შემინახოს ზეგისთვის ფანჯარასთან ერთი ად-
გილი. რო წარმოვიდგენ, რო იმხელა გზას უნდა დავადგე, თან იმ ჩემ საძულველ ქალაქში, სუ მზარავს
ისედაც გაგარეგნებულ, გაუცხოებულ ტანში.
ახლა იმასა ვფიქრობ, აქ რა ვთქვა, აქაურ სვავებთან. რატო მივდივარ თბილისში. ამათთან რომელი
ამბავი დაგვტოვო. ამათმა ჯერ არ უნდა იცოდნენ, მე რა მჭირს, რა მიჭირს. როცა იქნება, ხო გაიგებენ.
არ იმალება ცუდი ამბავი. იქნება კიდეც არაფერი მჭირს კლიმაქსის გარდა. ხო გავხდი მერე დასაცინი,
თურმე კლიმაქსი ქონია და კონცერტი დადგა, ექიმთან დაიწყო სიარულიო. ნეტამც! ნეტამც კლიმაქსი
იყოს, სხვა არაფერი! მოვიფიქრებ რამე სათქმელს ამათთან. არ გაჭირდება მაგის მოფიქრება.
ამოვპირქვავდი, როგორც იქნა, ამოვიყორე. სუ ყელში მაქ გაჩხერილი ახლა ეს ჩქარ-ჩქარა პირში ნა-

75 მკითხველთა ლიგა
ტენი პურ-კარტოფილი. ჩაის დავაყოლებ მურაბიანს, იქნება კუჭი შევიმსუბუქო. ისაა, უნდა წამოვდგე,
ტანი ძლივს წამოვწიო, რო კარებზე არი ფრთხილი კაკუნი. კაკუნი ამ ღამით, ლამის შუაღამეს! ხერხე-
მალში მცრის. გვიანი არი, ამ დროს ჩემთან ვინ მოვიდოდა? თუ ვინმე მოვა, ისიც კართან დამიძახებს,
დაუძახებლად არ შემოდიან. ვინაა, ღმერთო? რა ხდება ჩემ თავს? თან ფრთხილი არი ეს კაკუნი, ძლივს
გასაგონი. ვინ უნდა იყოს, ნეტა, ამ კართან? ეთერო, მე ვარ, კაცის ხმაა, კარი გამიღე. სანამ რამეს გა-
იფიქრებდეს ეს ჩემი ტვინი, აჰა, თვითონ მოაწვა კარის სახელურს და აგერ, ჩემ წინ დგას ეს ვაჟბატონი!
კი, ძლივსა ვხედავ ამ სიბნელეში. თან ვხედავ, თან ვერა ვხედავ, მარა ეს არი.
შემოდი, ლამის ვიყვირო, არავინ დაგინახოს, ბიჭო, ჩქარა შემოდი! მივკეტე, ჩავრაზე კარები, გულს
ბაგაბუგი გაუდის. ბნელა გარეთ, ვერავინ დაინახავდა. ეთერო, გულში მიკრავს. მძაფრი სუნი აქ, სიგა-
რეტის სუნად არი აქოთებული. ეტყობა, ხის ამ თავის ტრაილერზე და ეწევა, სხვას არ აკეთებს აღარა-
ფერს. შენ გასულელდი, ხო? ლამისაა, სიბრაზისგან ხმა ჩამივარდეს. ლამისაა სახეში ვეცე, შევან-
ჯღრიო. როგორ მოვიდა? ვინ დაინახა? ვინმემ დაინახა? არავის დავუნახივარ, ბნელა. ისე ბნელა,
თვალთან თითს ვერ მიიტან, ეთო. მეორე გზით წამოვედი, მოკლეთი, ნუ გეშინია, არავინ შემხვედრია,
გოგო. რომც შემხვედროდა, ნახე, ვინ მიცნობდა, თავზე ისვამს ხელს. ვერავინ მიხვდება, რო მე მე ვარ.
ლანდივით შემოვედი. ახლა ვამჩნევ, თმა გადაუღია თითქმის ბოლომდე. ბაღში რო ვმუშაობდი, ტილი-
ან ბავშვებს მივდგებოდით და დავხოტრავდით თავებს, ისე აქ. რაღაცა ფრინველს გავს, უცნობს, უცნა-
ურს.
მანქანა? მანქანით ხო გიცნობენ? თვალწინ მიდგება ჭიშკართან დაყენებული თეთრი მარშუტკა. მან-
ქანა სადგურზე დავტოვე, იქა მყავს გაჩერებული. ტრაილერია, უცხო. იმას ვინ იცნობს? ფეხით მოვედი,
ქალო. ღმერთო, მე კიდე უცებ მეგონა, რო ისევ მარშუტკით დამადგა თავზე! კიდე გულში მიკრავს. ახ-
ლა ვამჩნევ, ხელში რაღაცა დაუჭერია. საჩუქარია, შენ მოგიტანე, მიცინის. კი მიცინის, მარა სხვანა-
ირია. დაღლილია, გატეხილი, მობერებული. იქნება ისევ ისეთია და ამ აღებულ თმაში ჩანს უფრო ბებე-
რი? შემოდი, მოდი. როგორც იქნა, ვაძლევ უფლებას. ჰო, მოდი, მოდი. კი, ბნელა გარეთ. მანქანაც თუ
გარეთ დატოვე, შემოიპარე, მართალი არი, ვერავინ ვერ დაგინახავდა. მოდი, შემოდი. ახლა გარეთ მარ-
ტო მაწანწალა ძაღლია მართლა. რომც დაენახე ვინმეს, ან ვინ გიცნობდა? მე ძლივს გიცანი. რას გავ-
ხარ, ბიჭო!
მოდი, დაჯექი მაგიდასთან, ჩაი არ გინდა? შუქს ვაქრობ წინკარში, კარებსაც ვრაზავ. ეგონოთ, მძი-
ნავს. შუქი მაქ ჩამქრალი, კარგად შეხედეთ! ფარდას ვაფარებ. არავინ მოვა ასე გვიან, კიდე ვინ მოვა?
მოვა და დავმალავ უცებ, ტახტში შევაძვრენ. კინოში როა, ეგრე დავმალავ. ლამის გამეცინოს შტერი
ქალივით. ეგრე რა, გოგო, შენც გაიცინე, მეც გამაცინე, არ გიხარია ჩემი დანახვა? დგება და კიდე ჩამიკ-
რავს გულში. კიდე ცხვირ-პირში მცემს ამის ტანს გამჯდარი თამბაქოს სუნი. იქით გაიწიე, სუნი გაქ სი-
გარეტის. დამშვიდდი, ეთო. ახლა დამშვიდდი. მართლა ვერავინ დაინახავდა. ასე გვიან გარეთ ვინ არი?
ასეთ ამინდში? არ უნდა გეთქვა, რო მოდიოდი? ვეღარ ვითმენ, ეს რო არ ვუთხრა, პირში არ ვეცე. რა,
არ უნდა ეთქვა, მართლა და მართლა? ასე თავზე დადგომა გაუფრთხილებლად, რა მოიგონა? პატარები
ვართ, ბავშვები ვართ, არ ვიმალებით? რო შეამჩნიონ, აქ რო არი, სადღა წავიდე? ღმერთო, მიშველე!
კაი, კაი! ღამეა ახლა, ყველგანა ბნელა. დამშვიდდი ერთი და მოუსმინე, ამას რა უნდა, რატო დაგადგა
ამ შუაღამეს. არ მოგენატრე, გოგო?ზის იმ სკამზე გვერდმოქცეული, ლეკვივით მომჩერებია. კიი, მომე-
ნატრე, მეც ჩამოვჯდები. რა ვიცი, მენატრებოდი? მახსოვდი, ნეტა, ეს დღეები? ეთერო, მშვიდობა ხო
გაქ? ტელეფონი გაქ გათიშული... ხელებზე უნდა წამეტანოს, ალბათ კიდე გულში ჩამიკრას. ამ გზაზე
მოვხვდი აქეთკენ მხარეს, ცოტა ხანი გადმოვუხვიე, არაფერი დაშავდებოდა. სიურპრიზად შემოგიარე.
ფრთხილად მოვედი, ეთერ, ნუ გეშინია. ნუ მეშინია! მოდი, აბა, ნუ შეგეშინდეს! უი, ტელეფონი გათიშუ-
ლი მაქ? სუ არ ვიცოდი, თუ გამეთიშა. კი გამიკვირდა, ისე, სანამ იასთან დავრეკავდი, ჩამქრალი დამ-

76 მკითხველთა ლიგა
ხვდა. გაფუჭდა მგონია, მერე მივიტან შესაკეთებლად. ვათვალიერებ. ისე მენატრებოდი, ეთერო, ყელში
მიჭერდა. რაღაცა უცხოა, უცხო კაცია, თუ მეჩვენება? მოჭმუჭნილი კანი კიდია ნიკაპთან, ადრე არას-
დროს შემიმჩნევია. შენი საჩუქარია ესა, რახათლუხუმი. გეგონება, მართლა უცხოა. დიდი მადლობა,
რატო შეწუხდი. მართლა ფრინველს გავს, კისერწაწვეტილს. გამხდარა უფრო, თვალები აქ გადიდებუ-
ლი. გასაპარსია, მოუვლელია რაღაცნაირად. არ გშია? ცალი ყბით ვამბობ, გულის გარედან. გაგიხსნი,
აგერ, ამ რახათლუხუმს. კოლოფს დავწვდი და გახსნას ვაპირებ. არა, არ მშია, არ გადამივა ყელში, ეთე-
რო. როგორ ხარ, გოგო? როგორა ხარ მაღაზიაში? ხო ისევ მოდიან ჩვენი ბიჭები? რა ვუთხრა ახლა ამას,
რა უნდა ვუთხრა? რა ვიცი, აბა, კარგადა ვარ, როგორ ვიქნები? მე ხო, მარა ეს რატო არი ასე ბეჩავად?
აგერ, საროჩკაზე ლაქა ემჩნევა, ჯინსი აცვია, ესეც გასარეცხი. რა იყო, ბიჭო, მოგაკლდა სისუფთავე,
ცოლის ხელები? შენი საქმე როგორ მიდის, შენ ეგ მითხარი. სხვა რაღა ვკითხო? რა შევეკითხო? კარგად,
კარგად ეთერო, ბევრი საქმე მაქ. ბევრს დავდივარ, სუ გზაში ვარ გამოდებული. ახლა მასალა დამაქ
მშენებლობის იქიდან აქით. მანქანაშივე მძინავს დღეები. იცი, რა კარგად მოვაწყვე, გინდა განახო? კაი
ბალიში, კაი საბანი, კაი საწოლი, ცალეყბად მიცინის. ამ წარბებში ამდენი ჭაღარა როდის ქონდა გამო-
ფურჩქნული?
რამდენი ხანი უნდა იყო მაგ ტრაილერზე? ჩაი არ გინდა? ამას რო ვათვალიერებ და ლაქებს ვუთვლი
შარვალ-საროჩკას, ჩემი სახლი, ნახე, რასა ჰგავს! ღმერთო, რასა გავს აქაურობა! მაღაზია კი აქ წკრი-
ალა სხვის დასანახად, მარა სახლში თურმე რა ფეთხუმია, რა ბინძურიო, არ გაიფიქრებს? ეს მაგიდაა
ნამცეციანი, სამი დღე არი, არ გამიწმენდია. გაურეცხავი ჭურჭელი ერთმანეთზე მაქ დახვავებული. ჩე-
მი გრძელი თმა ყველგანა ყრია. ან მე რას ვგავარ? არ მინდა ჩაი, მალე უნდა გავიქცე, ეთო. კი მინდა
შენთან, მარა გასაქცევი ვარ. აბა, კაცები ვერ ამჩნევენ სიბინძურესო. ნეტა ასეა? ასე იქნება! აბა, სად
ქალის თვალი და სად კიდე კაცის! რავი, ეთერო, მძიმე შრომაა. გასაძლებია. კაი ფულია, კარგად მიხდი-
ან. ამოვასუნთქებ ჩემებს, როგორც იქნება. ახლა ეს სუ ვერ ამჩნევს აქაურობას, გატეხილია რაღაცნა-
ირად. უძინარია, ასე მგონია. ტყუილად ვიტკივებ ამ თავს ისედაც. ან თუ იფიქრა, რო ბინძური ვარ,
იფიქროს, რა ვქნა. მეც ახლა პატარძლად შევალ ამის ოჯახში, თუ რა იქნება? შენ როგორა ხარ, გოგო,
ახლა ეგ მითხარ. ვზივარ და ვფიქრობ, რა ვქნა, რა ვუთხრა? არ ვუთხრა? ვუთხრა? ვუთხრა, რა ვუთ-
ხრა? ძაან გლახათ ვარ, მგონი კიბო მაქ, ეგ უნდა ვუთხრა? ეგ ვუთხრა მართლა? კარგად ვარ, კარგად.
ძველებურად ვარ.
ვუთხრა, მოვშხამო? მარა ამის ფორიაქი ცალკე შემიძლია? არ შემიძლია! შეხედე, როგორ საწყლად
მიმჯდარა აგერ, კუთხესთან. მოკუნტულია, მოტეხილი, დაბერებული, გაუპარსავი. იღლიებიც უყარს,
მგონია. აღარ გიყვარვარ? აი, ამის კითხვაღა მაკლდა. ესღა მაკლდა, რა! მე რა, კარგად ვარ? სკამზე
ძლივს ვზივარ, შუბლზე ოფლი მასკდება. ლამის მუცელზე მადევს ძუძუები, საკუთარი სიმძიმე მახ-
რჩობს. მიყვარხარ, აბა, არ მიყვარხარ? მეტი რა ვუთხრა? საწყლად მიღიმის. ძუძუსკენ მოაქ ხელი, ვა-
იმე! ხელი! არ შემეხო, თორე შეიძლება აქვე მოგკლა, დაგასამარო! სალაპარაკოდ მოვედი შენთან, გო-
გო. სათქმელი მაქ მნიშვნელოვანი, ხელი უკან წაიღო, ნირი გაუტყდა. კიდე კაი, სატყნაუროდ რო არ
მოხვედი! ისე ვარ ახლა, გაგიძახებდი მაშინვე გარეთ, მაგისთვის რო მოსულიყავი! მისმინე, აბა! იცი,
როგორ ვარ? ბიჭობის მერე აღარ ვყოფილვარ ასე, ეთერო. სუ შენთან მინდა, შენზე ვფიქრობ დილას და
ღამე. წამოდი ჩემთან თურქეთში, ეთო. იქ გადავსახლდეთ. დავრჩეთ ორივე. რას ბოდავ, ბიჭო? წამოდი,
ეთო. აჰა, კიდე თქვა! ხმაში იმდენი მუდარა აქ გამორეული, ლამის იტიროს. წამოდი, უკან კაბინა ისე
მოგიწყო, დედოფალივით. მერე სულაც იქ დავრჩეთ. დავტოვოთ აქით ყველაფერი, არ მოვიხედოთ, გა-
დავიკარგოთ. ნაცნობები მყავს იქით, ბევრები. გვიშოვიან ორივეს საქმეს. მე ტრაილერზე ვიჯდები ისევ,
კაი ფულია. შენ კიდე იპოვი რამეს ადვილად, სასტუმროს ან სახლს რამეს, დასალაგებელს.
შენი ჭირიმე?!!! ახლა ეს მესმის მართლა თუ მომეჩვენა?! რას ბოდავ, ბიჭო!!! რა თქვი, რას ვიზამთ?

77 მკითხველთა ლიგა
ახლა ცოტა შიშით მიყურებს, ისე ამომდის ეს ხმა პირიდან. რას ბოდავ, ნეტა, ერთი ვიცოდე! შენი ჭირი-
მე! ახლა სხვისი სახლი მალაგებინე, გადამთიელის! ვითომ ჩემი არ მეყო, მთელი ცხოვრება! კიდე ვიყო
მოსამსახურე? აღარასოდეს! ადვილი არი იქ სამსახური, ეთო, მალე ვიშოვით. ერთად ვიქნებით. გიჟია
ესა! რა, გადახვეწა რო მდომოდა, შრომა და ჯაფა უცხო მხარეში, მე ვერ ვიზამდი? ფეხს ვერ დავკრავ-
დი? რა დამიჭერდა! მარა არ მინდა! არ მინდა ხეხვა, წმენდა, ლაგება, უთო-სარეცხი! ჩემი ცხოვრება
მინდა რო მქონდეს! ჩემი სიბერე! ეგრე რატო მიყურებ, გოგო? ჩუმად რატო ხარ? მითხარი რამე. ნეტა
რა გითხრა? რა უნდა გითხრა? ახლავე ავდგე, გამოგეკიდო? თავიდან მომწყდი! გადაიკარგე! შემარგე ის
დღე, რაც დამრჩენია! შიშით ვიხდი ყოველ წამს ნიფხავს შესამოწმებლად, კიდე რამე თუ გამივიდა! ში-
შით ვითვლი, რამდენი წუთი დამრჩა სიცოცხლის! ექიმთან წასვლა ძლივს გადავწყვიტე! ძლივს ფეხი
ავდგი იქ წასასვლელად, გული მისკდება! ერთად ვიქნებით! მოვშორდებით აქაურობას, მთლად მო-
იკუნტა, დაპატარავდა. ერთად ვიქნებით თუ არა, გიცნობ, ვინა ხარ?! როგორც მოხვედი, ისე წახვალ
ჩემი სახლიდან! ჩამოიარე, გაიარე ჩემ ცხოვრებაში, სხვა არაფერი! არც არასოდეს ინტერესი მქონია
იმის, იქით ვინა ხარ! სახლში ვინა ხარ, ოჯახში ვინ ხარ! ცოლი ვინა გყავს და ნათესავი! წადი, იჯექი
მაგ ტრაილერზე, შენ თავს მიხედე, შვილს და შვილიშვილს! ან მე რა ვიცი, სახლში ვინა ხარ?! რამე
თქვი, ეთერ, რა იქნება, რამე მითხარი. თავიდან მომწყდი! როგორც მოხვედი, ისე წადი ახლა აქედან!
ჩემ გემოზე მაცალეთ ყოფნა, ჩემთვის ცხოვრება! მინდა ავდგები, მინდა დავწვები, მინდა დავგვი და
მინდა დავიბან! არ მინდა? არ გავაკეთებ სულაც არაფერს! წადი ახლა, ხო მოდი? წადი! უნდა წახვიდე!
ახლა წადი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ძლივს ამომდის ეს ხმა ყელიდან, გეგონება, დიდი ურდული
დამკიდეს სასას. ჩაქინდრული ზის, ჩუმადა ვართ, დადუმებული. ღუმელში შეშამ გაიტკაცუნა, ეგ არი
და ეგ, სუ სიჩუმეა. ტელევიზორიც არ მაქ ჩართული, იმის ხმა მაინც შეავსებდა ამ მდუმარებას. რა საწ-
ყლად ზიხარ, ბიჭო! ვიცი, გიყვარვარ, აგერ, ცხოვრებას გეგმავ ჩემთან კიდევაც. მარა ახლა დამტოვე.
თვალი გავუსწორო ჩემ ცუდად ყოფნას, ავადმყოფობას. მშვიდად ყოფნა მინდა მაცალო. ან რამ მოგიყ-
ვანა ამხელა გზაზე ამის სათქმელად, ამ სისულელის? რაც იყო, იყო ჩვენ შორის, მორჩა! ჩვენ ასაკში
დიდხანს ვეღარც გაგრძელდებოდა. დავიოკეთ ეს ხორცი, მორჩა! მიხედე ცოლ-შვილს. აგე, ჩემი ხორცი
ხორცადაც აღარ ვარგა, ასე მგონია. მე მოვილიე. რაც იყო, იყო. კარგი იყო და წადი ახლა, ადექი ნელა!
არც ვიცი, ვინ ხარ შენ სახლში, რანაირი ხარ! აქ კი მლოკავ და თავზე მევლები, მარა სახლში, ვინ იცის,
რანაირი ხარ? ბზუი, ჭუჭყუნებ, მოვლას ითხოვ, მომსახურებას? თავზე ხელის სმას? არ გიცნობ, ვინ
ხარ! და არც მინდა, რამე ვიცოდე! ან ამ ზღაპრის თვითონ რო გჯერა, რასაცა ჰყვები, რაც შეთხზე შენ-
თვის. იჯექი რულთან და თხზავდი ზღაპარს გაქცევაზე, გარიდებაზე! სადღაც წასვლაზე, იქ ცხოვრება-
ზე! ოცი წლისა ვარ, ტვინი ამერიოს? გაქცევის მჯეროდეს, სადღაც თურქეთში ქვაზე დასახლების, ცუ-
ლისპირზე ძილის, ნატვრის ახდენის? ოცი წლის არ ვარ! აღარ მჯერა ზღაპრის და შენ რატო გჯერა ამ
სიბერეში? თავს რას იტყუებ?
კაი, წავალ მე ახლა, მძიმედა დგება, მხრებჩამოყრილი, იფიქრე, ეთო, რაც გითხარი, და მოიფიქრე.
დღეს-ხვალ დავრეკავ. ახლა სარფის გზაზე უნდა წავიდე. კარისკენ მიდის, მეც მძიმედ უკან დავედევნე-
ბი. ხო, მოვიფიქრებ, ამასღა ვამბობ, ესეც ძლივს მომდის ენა-სასიდან. გეგონება, ხორხზე მაქ ჟანგი მო-
კიდებული, მორჩა ჩვენი ფანდურზე დაკვრა. მორჩა, დამთავრდა. ლამის ცრემლი ჩამიდგეს ორივე
თვალში. მარა აღარ გამოვა აღარაფერი. აღარ გამოვა.
კართან არი და უნდა გააღოს, მოტრიალდება. ეს სიყვარული, იცი, რასა გავს? შემოდგომას გავს, ეთო.
ბოლო არი, უკანასკნელი. კისერში მკოცნის, ექოსავით მცემს ძვლებზე ძველი ჟრუანტელი. და სანამ მე
რამეს ვეტყვი და მოვიფიქრებ, სიბნელეს არი შერეული, გამქრალი არი. წინ მარტო ღამეა, ბნელი და
მრუმე. ჩქამი არ ისმის.
ნეტა არც ახლა დაგინახავდეს ვინმე გზაზე, შე შტერო კაცო! შე პოეტო! თავარეულო!

78 მკითხველთა ლიგა
79 მკითხველთა ლიგა
13

კაი ხანია ავტობანზე ვართ, მარა ახლა ვარ გლახად, ძაან გლახად ვარ. იმხელა უღელტეხილი გამო-
ვიარეთ, თან ორი, ერთი კი არა. იქ არ ვყოფილვარ ასე წამხდარი. როგორ მერევა გული, ღმერთო, ნეტა
იცოდე. თან ვერა ვხვდები, ამ ყვავილების ბრალია? არა? მგონი ამ თეთრების განსაკუთრებით. ამათ
სუნზეა, რო მაზიდებს, თავბრუს რო მახვევს. ხაშურში გავაჩერებინე, იქ ვიყიდე ეს ჯოჯო ყვავილები.
მანამდე, ჯერ კიდე გამოსვლამდე, ჩვენ სადგურში შორენა რო დავინახე წინ გამოჭიმული მარშუტკაში,
ზედ გულზე მეცა. გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, უკვე საბოლოოდ. მივუბრუნდი დათოს, მძღოლს და
იქვე ვუთხარი, ხმის ამაღლებით. ხაშურში უნდა გამიჩერო ორი წუთი, ვენოკი მაქ საყიდელი-თქო. იქ
კაი ვენოკები იციან, იქ უნდა ვიყიდო, აქედან წაღებას აზრი არა აქ, ამხელა გზაზე რომელი ვენოკი გაძ-
ლებს, ყველა ყვავილი ხელში ჩამაჭკნება-მეთქი. ლამის მთელმა მარშუტკამ თვალები ჭყიტა, სავსე იყო
თითქმის, როცა მივედი. ვთქვი ეს, გამოვაცხადე და დავჯექი ჩემ შენახულ სკამზე, იქვე, ფანჯარასთან.
შორენამ გადმოაგდო ენა, რა თქმა უნდა. სად მიდიხარ, ქალო, რა ხდება შენ თავს, მშვიდობა გაქო?
მეთქი, ასე და ასე, თერჯოლის საბითუმოს გოგოს, ჩემ კაი ამხანაგს, ძმა მოუკვდა თბილისში, მთასავით
ბიჭი. ჰოდა, დიდ დიღომში დაკრძალვაზე მივდივარ-მეთქი, სხვა გზა არ არი, მკვდარსაც და ცოცხალ-
საც საჭიროა პატივი ვცე-თქო. უი, ცუდ ამბავზე კი მიდიხარო. აი, მე კი მივდივარ კაი ამბავზეო, თან
ხმამაღლა თქვა, ყველას გასაგონად, მასწავლებლის ტრენინგია დიდი, უცხოელი ექსპერტები არიან ჩა-
მოსული აქით-იქიდან, კაი სასტუმროში ვრჩები, კაი ხალხში, კაი ფურშეტებში ვიქნები ეს ორი დღეო,
ისე ხმამაღლა გამოაცხადა, მარშუტკის იქით გაიგონეს, ასე მგონია, ამის ამბავი. ჯიბრით მითხრა, შემა-
ხარბა ამხელა ქალმა თავის ჭკუით თავის ტრენინგი. ეს შტერი ქალი. ხოო, მე ასეთ ამბავში მივდივარ-
მეთქი. კარგად მოვიფიქრე, კაი ტყუილი. კმაყოფილი ვარ ჩემი თავის. თან ჩემი ვენოკით ჩამოვალ დიდ
დიღომშივე, მოვისვრი მერე ამას, აბა რად მინდა. საწოლის თავთან ხო არ დავიდგამ. მივალ მერე მშვი-
დად და წყნარად იმ სასტუმროში, ამათ თვალებს და ინტერესს მოწყვეტილი, დავიძინებ, გამოვიძინებ
და ხვალინდელი დღისთვის გავემზადები. ხვალ მძიმე დღე მაქ, ექიმების, ავადმყოფობის.
მივეგდე აგერ, ფანჯარასთან, ცალკე სკამზე და კარგად ვიყავი მთელი გზა, სანამ ამ ვენოკს ვიყიდდი,
სანამ ამის სუნი გულს ამირევდა. მძაფრი სუნი აქ, რაღაცა საწამლავი აქ მგონია ზედ გადასხმული,
დიდხანს რო შეინახოს ეს სიფრიფანა ყვავილები. მარა ვერ ვიგებ, ყვავილის სუნია თუ მართლა წამ-
ლის. თან ტკბილი სუნია, თან მწკლარტე, მძაფრი, სუ ტვინში მირტყამს. კალთაზე მიდევს აგერ, სხვაგან
სად დავდო? ვერსად ვერ დავდებ, ისე ინჯღრევა ეს მარშუტკა. სადმე რო დავდო, დააყრევინებს ყველა
ფურცელს და ყველა ფოთოლს. მართალი რო გთქვა, დიდი ხანი არ მირჩევია. აბა, სად იყო მაგის დრო
და ზედ კიდე ნერვი. მთლად იაფიც არ მიყიდია, საშუალო ფასის ავარჩიე, მაგ ფასიდან ყველაზე კაი,
რაც მომეწონა. ამათ გათქმევინებდი ახლა, ერთ მარშუტკა ხალხს, ამხანაგისთვის, იმისი ძმისთვის კაი
ვენოკი დაენანაო. მარა ამისი ყიდვაც რო არ შემარგო ამ გველმა ქალმა. შეავლო თვალი და მომახალა,
ქალო, კაცი ხო მოკვდა, შენ კიდე ქალის ვენოკი გიყიდიაო. რა ქალის ვენოკი-თქო, ქალო, თავში ამასხა.
ნაზი ყვავილები აქ ზედო, ქალის არი ეგ ვენოკიო. ქალო, ჩვილის პილიონკა ხო არ არი, რო ქალის და
კაცის იყოს-მეთქი, გადავირიე. ამყვნენ მერე იქითა უბნის ქალებიც, ერთიც, მეორეც. იქვე ისხდნენ ეგე-
ნიც, ახლოს. ქალო, ვენოკი ვენოკია, რას იგონებო. მეთქი ეს კუდიანი რამესა ხვდება? ხო არ მიმიხვდა
ტყუილს ნეტა-თქო, ცოტა კი გამცრა თავში და ტანში. მარა ჩაკმინდა ხმა და თავი ჩაქინდრა. ჩაეძინა,
მადლობა უფალს! ჰოდა, ახლა ვზივარ ამის სისინისგან დამშვიდებული, მარა გული მერევა. როგორ მე-
რევა გული, უფალო!
დრამინა კი მაქ დალეული, მარა რო არა მთიშავს, ვეღარ გამთიშა. ტვინი წამით ვერ მომდუნებია.
თან ვითომ მთვლემს და თან კიდე ვერა. გულზე გამიდის ბაგაბუგი, გულის ხმა ყურში მაქ, ყურებში

80 მკითხველთა ლიგა
მესმის. თან კუჭი და საყლაპავი მეკუმშება, ორივე ერთად.
ვუყურებ ახლა ამათ ცალი თვალით, ზოგი ზუზუნებს, ლაპარაკობს, ზოგს კიდე სძინავს თავის კან-
ტურით. ჩემი ამბავი ხო მივა როდესღაც ამათ ყურამდე. ნეტა რას იზამენ, ან რას იტყვიან? გლახა ამბა-
ვი ქონია ეთოს, ასე იტყვიან. კიბოს არ ახსენებენ, სახელს არ იტყვიან. გეგონება, რო ახსენონ, თვითო-
ნაც რამე მოუვათ, თვითონაც ცუდი დაატყდებათ თავს. ცოტა ნიშნის მოგება ექნებათ ხმაში, ცოტაც სი-
ხარული, ბევრიც სევდა, მოჩვენებითი. რა სიხარული იქნება, იცი? რო თვითონ გადარჩნენ. რო ამ ჯო-
ჯოხეთმა ჩემთან დაივანა, მაგათთან არა. მე ამირჩია.
ღმერთო. არ გამწირო სასიკვდილოდ, გემუდარები. აგერ, კეფაზე ჩემი იმედის ყვავილი ახლაც მიღვი-
ვის, მერე რა, რო მერწყევინება. იქნებ გადავრჩე. იქნება სულაც არ არი სხეულს მოდებული. ამომიღონ
ეს საშვილოსნო, საკვერცხეები, რაც არი, არი. მეც რა, რაში მჭირდება ამიერიდან. ან რაში მჭირდებოდა
გინდა აქამდე. ნეტა იმას თუ ვიზამ მერე, რასაც ვშვრებოდი? თეძოს მოვუჭერ და რამეს ვიგრძნობ? ვა-
იმე, რა გლახათა ვარ! რა სუნი აქ ყვავილს, რომელიღაცას. მგონია, ამ თეთრს, დამახრჩო, მგუდავს.
უნდა გავუძლო. სხვა გზა არ არი. დიდი-დიდი, ერთი საათის გზა დაგვრჩენია, მეტი ხო არა. ცოტაც
და, კარგად იქნები, ქალო! გადახვალ მარშუტკიდან, ჰაერს ჩაისუნთქავ. გამოიკეტები დღეს შენთვის იმ
სასტუმროში და ხვალ კიდე წახვალ ექიმთან. ის კაი ამბავს გეტყვის, გულს გაგიხარებს. დაბრუნდები
მერე უკან, ფრთები გექნება სუ გამოსხმული. დაუბრუნდები შენ სახლს, შენ ცხოვრებას, შენ მაღაზიას.
ოი, რას არ მივცემდი, ღმერთო, ახლა იქ ვიჯდე! ჩემი მაღაზიის ნესტის სუნი მცემდეს სახეში. საღამოს
პირი იყოს, დღე გადასული და მეც სახლისაკენ ვაპირებდე ნელ-ნელა წასვლას, ჩემ ღუმელთან, ტახტზე
მიწოლას. ხმაჩაგდებულ ტელევიზორს შევჩერებოდე და კატასავით ვთვლიმო ღამემდე.
ან როგორ მეზარება ეს თბილისი, როგორა მზარავს. თერჯოლა მიყვარს და ქუთაისი, მარა რანაირად
მძულს თბილისი, ღმერთო! როდის ვიყავი ბოლოს აქეთკენ? აღარც კი მახსოვს. საბითუმოებს რო ვეძებ-
დი მაღაზიისთვის, ასი წლის წინათ. დავდიოდი გზააბნეული ამდენ ადგილას, თავსა და ბოლოს ვერ ვუ-
გებდი ამხელა ქალაქს. ჩემ მოტყუებას ცდილობდა დიდი, პატარა, თავგზას მიბნევდა. გულს მიწვრი-
ლებდა ამდენი ხალხი, მათი ხმაური. მაშინ იყო, რო გამიმართლა. მთლად ნირწამხდარი ვბრუნდებოდი,
გადასასვლელ ხიდთან ლალი რო შემხვდა, გასავათებულს. სასწავლებლიდან იყო ეგეც, ქუთაისიდან.
იმან მიცნო, მე ვერ ვიცანი. ჩამოვდექით იქვე ხიდზე, ხან ესა ვთქვით, ხან კიდე ისა. არ დამიმალავს, მა-
ღაზიას ვხსნი-მეთქი ჩემთან, საბითუმოს ძებნაში ნერვი დამაწყდა. იმანაც, ქალო, აქ რა ნერვს იშლი
და ირევ გზა-კვალს, თერჯოლაში გეტყვი ჩემ გოგოებთან საბითუმოს, საუკეთესოს, მაგაზე კაის აქ სად
ნახავო. იმან გაიხაროს! ყველა ღმერთი ყავდეს მფარველად. ლალიმ დამაყენა თერჯოლის გზაზე. სუ
ვლოცავ ხოლმე იმის მერე, მოკითხვას ვუთვლი. ეჰ, ნეტა იმ დროს! კარგად ვიყავი, სიცოცხლით სავსე.
რა იყო ჩემი ცხოვრება, აბა მითხარი! წამში გაირბინა. ვინმეს რო ეთქვა, აბა, ეთერო, შენი ცხოვრება
მომიყევი, რას მოვყვებოდი? სიბერის გეგმვას? საყვარელი რო გავიჩინე ბოლო დღეებში, ან იქნებ მაგას?
სხვის სამსახურში რო გავატარე ყმაწვილქალობა? რას მოვყვებოდი? სხვა რა იყო ჩემი ცხოვრება, თავ-
გადასავალი?
ეს რაა? რატო მირეკავს ეს ტელეფონი? ჩაურთველად ჩავდე ჩანთაში, ეგ ზუსტად მახსოვს. თვითონ
ჩაირთო კიდე ეტყობა. სად ჯანდაბას ხარ? ვეღარ ვიპოვე! აგე, ძლივს, ვხედავ. ძლივს! აგერ არი. რაღაცა
გრძელი ნომერია, უცხო, ალბათ თურქული. ვაჟბატონს კიდე გავახსენდი, კიდე მირეკავს! კაი დრო ნახა
ტელეფონზე სალაპარაკოდ! მომცილდი ახლა! უნდა გამოვრთო! გამოაღვიძა მთელი მარშუტკა! ვაიმე,
დედა! ამ მობილურის ძებნამ, ჩანთაში ჩიჩქვნამ რეტი დამასხა! ვაიმე, ღმერთო, თავბრუ მესხმის! ვაიმე,
როგორ მერევა გული!
დათო, გამიჩერე! ლამის ვიკივლო. ისე ვიკივლო, ადგილზე შეხტეს მთელი მარშუტკა. რა იყო, ქალო,
რა გულს მიხეთქავ, სარკეში იყურება, ისე მიყვირის. ცუდად ვარ, ბიჭო, გამიჩერე, ახლა მუდარა მერევა

81 მკითხველთა ლიგა
ხმაში. სად გაგიჩერო ასე უცებ, ავტობანია, კიდე მიყვირის. რა გაღრიალებს, შე დებილო, ძაან ცუდად
ვარ! გეგონება, მიწა მეცლება, თვალს მიბნელდება. გეგონება, ყელს ამომასკდეს მთელი საყლაპავი. აჰა,
შეანელა ახლა მგონია. აჰა, გაჩერდა! როგორც იქნა! გადააყენა! კარებს ეჯაჯგურება აგერ შორენა, თვა-
ლები აქ შიშისაგან გადაყვლეფილი. გააღე, ქალო, დროზე გააღე, თორე დაგარწყევ მაგ სათუთად მოვ-
ლილ კაბაზე. აჰა, გააღო! სად მიგაქვს, ქალო, ყვავილები, აგე მეძახის, მარა ხელის გაშვების დრო და
ღონე მაქ? ვენოკს ხელი გავუშვა, ღონეც კი არ მაქ. სუფთა ჰაერი სახეში მცემს და აჰა, მომვარდა ტალ-
ღად ისე, რო ძლივსღა ვასწრებ ფეხის გადადგმას. გადახრას ვასწრებ, მარა ვენოკზე ხელის გაშვებას ვე-
რა. აჰა, ერთი და ორი და კიდე სამი, კუჭი ლამის ამომივარდეს. ყელი მეწვის და მენასკვება, მარა შვება
მაქ! აჰა, თვალებშიც გამოვიხედე! აგერ ვხედავ, ჩემი საუზმე, მაწონი პურთან სუ თეთრ ფაფად აქ და-
ფენილი ჩემ ლამაზ ვენოკს.
წელში ვსწორდები, როგორც იქნა, და სულს ძლივს ვითქვამ. ვაიმე, ღმერთო, ამოვისუნთქე! თავბრუ
კი მესხმის, მარა უკეთ ვარ! გააფუჭე ვენოკი, ქალო? შორენა არი, ზურგთან მკიდია მისი მჭახე ხმა. ხო,
გავაფუჭე! იქვე ვაგდებ, ჭირს წაუღია ეს ყვავილები! მოვტრიალდი და მთელი მარშუტკა მომჩერებია,
თავის სკამებზე დაჭედილები, არ ინძრევიან, თვალები აქვთ გადმოქაჩული. წყალი მომეცით, ვეუბნები.
თავბრუ თითქოს კიდე მეხვევა, ნარწყევის გემო მიდგას მთელ პირში. რომელიღაცა წყლის ბოთლს მაწ-
ვდის და ახლა ცოტა იქით გავდივარ, განზედა ვდგები. წყალს პირში ვივლებ, ცოტასაც მოვსვამ, უკან
ვბრუნდები. ძლივს მიმაქ ტანი ჩემ სკამამდე. თვალი არავის შევაფეთო, ამასა ვცდილობ. იმის თავიც
არა მაქ, შემრცხვეს. ბებიათქვენისამ, თქვენ აღარ გირწყევიათ აღარასოდეს! ყველა კი ფხიზლად არი,
გამოიღვიძეს. დავჯექი, ფანჯარას ვეკვრი, ამათ მხარეს არც ვიხედები. წავედით, ქალო? ხო კარგადა
ხარ? დათო მეძახის კიდე სარკიდან. წადი, წადი, პასუხს ჩემ მაგივრად სცემს ეს ქალბატონი. ხო, წადი,
წადი. აჰა, დაიძრა კიდეც მანქანა. გზაზე დავდექით. ახლა უკეთ ვარ. რა ჭამე, ქალო, ასეთი, კი მარა?
ეშმა არ ასვენებს ამ ქალს, მთელი ტანით ტრიალდება, აქით მიყურებს. ცეცხლი და ნავთი!!! ახლა ვუყ-
ვირებ.

***

ამ რაღაცა ჟეშტის ხიდზე სუ ფეხების კანკალით გადავდივარ. ქვემოდან ხმაური ამოდის, აქედან ერ-
თი გზატკეცილის და იქიდან მეორის, გონებას მირევს ცალკე ამდენი მანქანა და ცალკე იმათგან ამოსუ-
ლი მოწამლული ოხშივარი. გადავდივარ და ამ ხმაურისგან თუ ჩემი სიმძიმისგან ეს ხიდი ისე ზრია-
ლებს, ირწევა, გეგონება, ეგაა, ჩავვარდები. ცალკე ამაზე მისკდება გული. ხო ცუდადა ვარ, მარა მაინც
მიხარია, რო ძლივს მარტო დავრჩი, ამდენ ზედ მობჯენილ თვალს მოშორებული. როგორც იქნა, მარტო
ვარ, მარტო! დავეგდები ეხლა იმ სასტუმროში და დავიძინებ. იქნება და ხვალ კარგად ვიყო. ხვალ კარ-
გად უნდა ვიყო, ძალა რო მქონდეს, ის მივიღო, რასაც მეტყვიან. მშვიდად მივიღო, ღირსეულად. შინ-
დისფრად გადაღებილ, მთლად გზის პირას დაკოსებულ დაბალ კორპუსს ვხედავ და მაშინვე ვცნობ, ესაა
ბატონო, ჩემი სასტუმრო. ისეთი არი, გეგონება, ასანთის კოლოფები დააწყვეს ერთმანეთზე. გარედანვე
სულს რო შეგიხუთავს. გვერდით კაი დიდი მარკეტი აქ მიშენებული და ვფიქრობ, ჯერ იქ შევიდე, არ
შევიდე? წყალი ხო არ ვიყიდო და რამე ტკბილი, პირი მაქ გამომშრალი. ამათ ონკანებში, ალბათ, სა-
წამლავი მოდის, მარა ისე ვარ, ჯერ სასტუმრო, საწოლი მინდა და ზედ მიგდება. მერე ყველაფერი და-
ნარჩენი. თავბრუ ისევ მესხმის, გული მერევა და რაღაცა მჟავე ამომდის და ამომდის ნარწყევისგან
ამომწვარი საყლაპავიდან. კიბეებს სუ მუხლის კანკალით ჩავდივარ, ხელი ბინძურ მოაჯირზე მაქ ჩაჭი-
დებული. კიდე კაი, ეს სასტუმრო აქვეა და მეტი ბოდიალი არსად მომიწევს ამ გადავსებულ, დაშხამულ
ტრასაზე. მაინც რამხელა გამხდარა ეს ჯოჯო ქალაქი ჩემს არყოფნაში. აქეთ მე სუ მინდვრები მახსოვს,

82 მკითხველთა ლიგა
ტრიალი, ნაგვიანი, ახლა ახორხლილ კორპუსებს მიაქვს აქაურობა. ამ მტვერში, ხმაურში როგორ
ცხოვრობენ? ჩამომწკრივებულ მანქანებს ძლივს ვუვლი გვერდს და კარს ვაღებ, სასტუმროსას. კაი ძა-
ლა უნდა, გენაცვალე, ამ მძიმე კარის გამოღებას. მისაღებში ბიჭი დგას, წვრილი, წვრილკისერა, ვიწ-
რომხრიანი. ოცი-ოცდახუთი წლის იქნება, ყური აქ გახვრეტილი. თეთრი საროჩკა ჩაუცვამს და ცარიე-
ლი თვალებით მომჩერებია. მე დაჯავშნილი მაქ, ჩემო კარგო, ორი ღამე, ჩემ გვარს ვეუბნები, მძიმედა
ვსუნთქავ. კიბეზე ჩასუნთქული გამონაბოლქვი ლამის ზედ სახეზე შევაპირქვავო. თან თვალწინ ქუ-
თაისის სასტუმრო მიდგება. როგორ შევილალეთ მაშინ ორივე, თვალის ცეცებით, ყველა კუთხეში რო
მაინც ავი და ჭორიკანა გველანდებოდა. თან, ერთი სული გვქონდა, როდის განვმარტოვდებოდით, ერ-
თმანეთს ვეძგერებოდით, მე იმის ტანს და ის კიდე ჩემსას დანატრებული. რა კაი იყო, ღმერთო, მაშინ,
ჯანმრთელად ვიყავ! თავზე სიკვდილის ცელი არ მქონდა მოქნეული, კისერთან კაცის სუნთქვა მქონდა
ნიავივით და არა კიბო! რა კაი იყო, ღმერთო, სიცოცხლე! ახლა მგონია, იმ სასტუმროში მე არ ვიყავი.
ვიღაცა იყო ჩემ მაგივრად, ვიღაცა ქალი. უცხო, უცნობი, თვალსა და ხელს შორის გამქრალ-გამდნარი.
აქ კიდე რა დათბილული და ჩაგუდული ჰაერია, ცხვირი გამიშრა. გარეთ კი ცივა, მარა სუ არ მიგ-
რძვნია ავი სიცივე. ახლა ისე მინდა დაწოლა, დაგდება, გათიშვა, სუ გათიშვა, სუ გამოთიშვა, ყველას
და ყველაფრის დავიწყება, ჩემი თავის დავიწყებაც, ჩემი თავის დავიწყება, პირველ რიგში, რო მეტი
არაფრის სურვილი მაქ დედამიწაზე. ეს ბიჭი უხმოდ მართმევს პირადობას და კომპიუტერს შესჩერებია.
მე კიდე გული მისკდება, ვაი და, ვერ დავჯავშნე სწორად, ან ტელეფონით არ დამიჯავშნეს? ვაი და,
ყველა ნომერი სავსეა, რაღა უნდა ვქნა, საით წავიდე? სად ვიპოვო ასე უცებ სხვა გასათევი? ასე, ნახევ-
რად გულწასულმა, სად ვიბოდიალო ამ მტვრისგან და უამინდობისგან ჩაჟამებულ ტრასაზე, სად ვიპო-
ვო სხვა სასტუმრო, სხვა ჭერი, სხვა კედელი? არა, ამ შუა ნოემბერში რატო უნდა იყოს ეს სასტუმრო
გადავსებული? მარა ტრაილერის მძღოლმა, ბოზმა და მამაძაღლმა რა იცის, ნოემბერია თუ ივლის-აგ-
ვისტო? მოიცა, ხო მითხრა მარინამ, მანდ წესიერი ხალხი რჩებაო? ან მართლა რა ვქნა, ამ ბიჭმა უარით
რო გამომისტუმროს? ორას ხუთი, მეორე სართულზე, ეს კიდე გასაღებს და პირადობას ერთად მაწვდის,
ზედ არ მიყურებს. აჰა, ხო ტყუილად გაიხეთქე გული, შე ქალო?! მადლობა, გენაცვალე, ლამის წამში
შემაშრეს შუბლზე დაფენილი ცივი ოფლი და ახლა ამ კიბეებზე უნდა ავღოღდე. კიდე კაი, არაა გრძელი
კიბე, მალე ავივლი. ვიწრო, ჩაგუდულ და ძლივს განათებულ დერეფანში რაღაც სუნი დგას, ადეკალო-
ნის, თუ კაცის სუნია ადეკალონით. გეგონება, ეს-ესაა ჩაიარა, სუნი დატოვა. არადა, არავინ მოჩანს,
უკაცრიელია მთელი სართული. წვალებ-წვალებით ვაღებ კარს და ერთი გაფიქრება ისიც მგონია, რო
გასაღები შიგ ჩამეჭედა. კიდე გულის გახეთქვას ვეღარ ვასწრებ, აჰა, გაიღო, გავაღე კარი! გავაღე და
ცალკე კონდიციონერისგან ჩათბილული და ცალკე უსუფთაობისგან ჩამტვერილი ჰაერი ზედ ცხვირზე
მედება. თან ისე, რო მაცემინებს, ორჯერ და სამჯერ. კედელსა და საწოლს შორის ვიწრო გასასვლელში
ძლივს გამაქ თეძოები და ფანჯარასთან მივდივარ, გამოსაღებად. ისეთი სივიწროვეა, გვერდს ძლივს
ვუქცევ, გინდა კედელს და გინდა საწოლს, ჭერი კიდე, ლამისაა, თავზე მომედოს. ახლა ისე ვარ, გეგონე-
ბა, ასანთის კოლოფში გამომკეტა ვინმემ, გამომამწყვდია. კიდე კაი, გზის მხარეს არ ვარ, როგორ გამი-
მართლა! მტვერი და გუგუნი ისე არ მოვა, მარა აქეთაც, ეტყობა, რაღაც შენდება, მთლად ახლოს, ზედ
ჩემი ფანჯრის ძირში საძირკველი გამოუთხრიათ. იმის იქეთ მიწა არი გამოჩორკნილი და ბოლოსკენ
რაღაცა ბაცი, უსახო კორპუსი ამოუჩონჩხავთ. ამ წინა საძირკვლის პირას კიდე ერთი პატარა ალვის
ხეა, ობლად შერჩენილი. სუსტი ნიავიც კი წელში ღუნავს. აქა-იქა შერჩენილი უდღეური ფოთოლი ისე
უთრთის, ასე გეგონება, შიშით კანკალებს. რა უჟმური ამინდია, რა რუხია ყველაფერი! ამ ჩაშავებულ,
უჰაერო ქალაქში ხეც ხეს რო არ გავს! ხე კი არა, აბა, შეხედე, რანაირი ფოთოლი აქ, უფერო, საწყალი!
ან ამ ერთი წელში გაზნექილი ხის ჟანგბადმა რა უნდა უშველოს ამ ჩაწოლილ მტვერსა და ნაცარს?
ნეტა, ახლა ჩემთან ვიყო, მაღაზიაში. ნესტიან-ფხვნილიან ჰაერს ვსუნთქავდე, სკოლის ბავშვების

83 მკითხველთა ლიგა
ჭიჭყინი ყურებში მედგას, კარებიდან ცაცხვის შეყვითლებულ კენწეროებს ვავლებდე მზერას. ნეტა იქ
ვიყო, რა იქნება! ვაჰ, ნეტა იმ დღეს, როცა ჯანმრთელი, საღი ვიყავი, მთელი ვიყავი რიყის ქვასავით! ჩე-
მი შტერი თავი ვერ აფასებდა იმ კარგად ყოფნას! რა უმადური ვიყავი, ღმერთო, რა უგრძნობი, დაუნა-
ხავი... ახლა ტირილს, თავის დატირებას ისა სჯობს, ხელი დავიბანო, მოვფსა და დავწვე, გამოვიძინო.
ბორძიკ-ბორძიკით აბაზანისკენ მივდივარ და ვათვალიერებ. არ ჰყოლიათ მთლად სუფთა დამლაგებე-
ლი, სარკე არაა გაწმენდილი და ასეთი ონკანი თერჯოლის რკინეულობის საბითუმოში მეც მინახავს.
ყველაზე იაფად იყო, ჩინური ჟეშტი. აბა, ვინ დაგახვედრებდა, ეთერო, ამ გზაზე დაკიდებულ იაფიან
სასტუმროში ძვირფას რკინა-კავეულს?
ჯერ თბილი წყლით ვიბან, ძლივსა თბება, მერე ცივ წყალს ვივლებ პირში და ცოტას სახეზეც ვისხამ.
დავწვები ახლა, დავეგდები ტანსაცმლიანად და რო გავიღვიძებ, ღამე იქნება. იმ დიდ, ოცდაოთხსაათი-
ან მარკეტში ჩავალ, ტარხუნის ლიმონათს ვიყიდი და რამე უცხოს, რამე ტკბილს, რამე გემრიელს. ახლა
კიდე დავიძინებ, მარა მანამდე ტელეფონს ვნახავ, რო დავრწმუნდე, გამორთულია, ხო არ ჩაირთო ჩან-
თაში ჩაგდებული ისევ თავისით. გამორთულია და იქვე ვაგდებ ტელეფონს, ჩანთასთან. ამ მტვრიან,
მძიმე ფარდასაც ჩამოვაფარებ, სუ დავაბნელებ აქაურობას. საწოლზე გადასაფარებელს ავწევ და ქვეშ
შევგორდები, ლიფს მარტო გავიხსნი, ამის გაძრობის თავიც არა მაქ. ჩქამი არსად ისმის, ერთი ეგაა, ვი-
ღაცის ლაპარაკი მოდის ნაწყვეტ-ნაწყვეტ შორიდან, რომელიღაცა ოთახიდან, ტელეფონზე ლაპარა-
კობს ვიღაცა, მგონია ქალი. მაგრამ ეგეც არ მაწუხებს, თითქოს პირიქით, მსიამოვნებს, სიმშვიდესა
მგვრის. დავხუჭავ ახლა თვალებს და წამში დავიძინებ, წამში მივეცემი შავ არაფერს, არარაობას, მარა
ტვინი მაქ რაღაცნაირად ანთებული, აფუთფუთებული, აჭიაღუებული. ამ საკვერცხეებზეც გეგონება
ვიღაცა მიჭერს დაუნდობელ ხელს. ხვალ ხო მივალ და ამბავს გავიგებ, ამაზე მეტი ელდა, რაცა მქონდა,
რაღა მექნება? რაღაცნაირად ხო ვარ შეგუებული ჩემ ბედისწერას? აი, ხვალ დავრწმუნდები ბოლომდე,
საბოლოოდ. და მერე ისე ვიზამ, თადარიგს დავიჭერ. ისე უნდა ვქნა, გავიკითხო, გამოვიკითხო, ერთი
კარგი ექიმი ავირჩიო და იმას მივყვე. კარგი ექიმი ყველას ეცოდინება, ყოველ მეორეს კიბო სჭამს, გე-
ნაცვალე. ისე უნდა ვქნა, რო, აი, ჭკვიანურად! ეს სიმწრით ნაგროვები ფული არც ზედმეტად ვხარჯო
და არც მე მოვაკლო რამე ჩემ თავს დარჩენილ დღეში. დედოფალივით გავატარო ცხოვრება, სიკვდილის
წინა. ისე გავატარო, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, ნაოცნებარი. ისე თუ არა, იმასთან მაინც მიახ-
ლოებულად. ეჰ, გოგო, ეთერ, რა უდროო დროს დაგადგა თავზე ჯანღი, წკვარამი. შენ ამ ჯოჯო ქალაქ-
ში დიდხანს გამჩერებელს არ გავხარ და დიაგნოზს დაგისვამენ თუ არა, უკან წახვალ, შენ ბუდეში შებ-
რუნდები, შეიყუჟები. ნეტა, რომელი სტადიაა, რამდენი თვე მაქ კიდე დარჩენილი? სადა ხარ, ჩემო იმე-
დის ყვავილო, რას მეუბნები? ვეღარცა გგრძნობ, ან შენ რას მეტყვი? ასე, უცებ რო გავხდი ცუდად, ალ-
ბათ, მალე მომიღებს ბოლოს. ისე, ამხელა ქალი გინეკოლოგთან ნამყოფი როგორ არა ვარ? იქნებ რა
მჭირდა? მარა რო არაფერს შევუწუხებივარ, არა მტკენია სუ არაფერი? თვიური საათივით მქონდა აწ-
ყობილი, შენი ჭირიმე, მთელი ცხოვრება. არც თეთრად შლა მქონია, არც გამონადენი. ან გინეკოლოგ-
თან ქალიშვილი ქალი როგორ მივსულიყავი? ქალიშვილი გოგო და ქალი გინეკოლოგთან არ დადის,
არა! მივიდოდი და რას იფიქრებდნენ? ვის დავუმტკიცებდი პატიოსნებას? გინეკოლოგთან ან ორსული
მიდიხარ ან მკვდრად გადადებული და ისე მისულს ხალხის პირიდან რა ამომიყვანდა, ერთი მითხარი?
ჰოდა, თუ ვერ მივედი აგე, ახლა კი ვარ სიკვდილისთვის გადადებული! ახლა ხო მივალ? გინეკოლოგთა-
ნაც მივალ, ონკოლოგთანაც! მომიწევს მისვლა! რა უკუღმართი ხალხი ვართ, ღმერთო! მარა დომნა, ახ-
ლა, დავიჯერო, გინეკოლოგთან ნამყოფი იყო? ან რანაირად იქნებოდა? არ იქნებოდა, მარა კი იცოცხლა
ოთხმოცი წელი. თვალზე ბინდი რო არ გადაკვროდა, ხიდან არ ჩამოვარდნილიყო, კი იცოცხლებდა კი-
დე ათი, კიდე თხუთმეტი. ჰოდა, ის ხო იყო კაჟივით ჯანმრთელი და აბა, მე რა მეტაკა, რა დამეტაკა?
რაღა დედაჩემის გენზე, სისხლზე წავედი? კაი, კაი და ამ საწყალი და ღარიბი ხალხის უკუღმართი დაზ-

84 მკითხველთა ლიგა
ღვევა, ნეტა, რამეს მიშველის? ახლა იმ დაზღვევის კი არა და, რაღაცა მიმართვების სამათხოვროდ მეც
უნდა ავიტუზო გამგეობასთან? არა, შენი ჭირიმე! მე მამაჩემის მკვლელებს ჩემი სიცოცხლის ფულს არა
ვთხოვ, არა! იშ! ისე მაინც გავმართე ჩემი ცხოვრება, კაცისმკვლელების სათხოვარი არაფერი მაქ! ყო-
ჩაღ, ეთერო, ყოჩაღ შენ ქალობას! ფულიც გაქ და ზედ ყველაფერიც! იმდენი გაქ, ბარე ორ კიბოიანს ზედ
რო ეყოფა, მარა გაქ კი მაგდენი? კაი, ორს არა, მარა მე ხო მეყოფა? მეყოფა, მეყოფა, კი! ვიმყოფინებ!
ჩემი დანაზოგით ბევრი დაიკვეხნის? ახლა მიზნად ის უნდა მქონდეს, რო უმტკივნეულოდ მოვკვდე,
ბევრი არ ვიტანჯო. მორფი აყუჩებს ტკივილს ხო? ხო აყუჩებს? ნენოს კი გავაკეთებინებ, მარა თუ დამ-
ჭირდება, ჩემით გავიკეთებ გამაყუჩებელს. აგე, სად გამომადგა ჩემი ექთნობა! ნუ გეშინია, ეთერო, მორ-
ფისთვისაც გექნება ფული! ქელეხისთვისაც! ნენოს, ნენოს გავაკეთებინებ მორფს. აბა, ნენო რისთვის
მყავს? ნენოს საექთნო, წამლის საქმეს მივაბარებ, ცისანას სახლის მოვლას, საჭმლის კეთებას. ხო, ნენო
ნემსს გამიკეთებს, ცისანა საჭმელს! ისე ვიზამ, ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემზე ზრუნვასა და ჩემ ფერე-
ბას... აბა, ნახე, რამდენი მაქ დასატოვებელი: სახლი, ეზო-კარი, მაღაზია. რომელს აწყენს ან ჩემი სახლ-
კარი, ან მაღაზია? ცხოვრებას აიწყობენ, გინდაც გაყიდონ, გააქირაონ. შიმშილსა და უღირს შრომაში
სული აღარ გასძვრებათ, შვილებს გზაზე დააყენებენ. ჰოდა, ეგ ჩემზე უკეთ იციან, თან გადამყვებიან!
ისე ვიზამ, ჩავუწვეთებ იმასაც, ამასაც, ორივეს ერთად. ანდერძზე, ნაანდერძევზე სუ წვრილად ჩამო-
ვუყვები. ლამის გამლოკონ მერე პატივისცემით! ასე ვეტყვი, ვინც მომივლის და პატივსა მცემს, მერე
მეც იმას მივაგებ პატივს-თქო. ჩემ დანაზოგს კიდე ჩემ თავს დავახარჯავ! თუ ვერ დავახარჯავ, არ დამ-
ცალდება, იმისი იყოს, ვინც იმ ენციკლოპედიას გადაშლის, ვისაც ის იღბალი გაეხსნება! იმისი იყოს!
წიგნის გადამშლელი მანდ, დიდი-დიდი, ნენოს გოგოა, იმასაც კიდე თუ დაცალდა, თუ არ დაჰხვიეს ხე-
ლი და გაყიდეს იქვე მამაჩემის მთელი ბიბლიოთეკა! გინდა ნენომ და გინდა ცისანამ! ეჰ, მე კი მკვდარი
ვიქნები, ჩემთვის ლამაზად კუბოში გაწოლილი და ეგ ჩემი სათავცემო აღარ იყოს, თავში ქვა უხლიათ!
აი, ერთხელ კიდე ისე ვიზამ, ორივეს ერთად დავისვამ და კარგად დაველაპარაკები. ჩემი კუბო-საფლა-
ვისა და ქელეხის ფულს შუაზე გავყოფ და ერთ ნაწილს ერთს ჩავაბარებ, მეორეს მეორეს. ასე სჯობს,
ორივემ იცოდეს ზუსტად ყველაფერი, ერთმანეთზე თვალი ეჭიროთ. ვერც ერთი მოიტყუება მერე და ვე-
ღარც მეორე. იმასაც ვეტყვი, რო კუბო მთლად უბრალო რო არ იყოს, არც ძაან ძვირფასი, მარა არც ძა-
ან უბრალო. ქელეხი გემრიელად მინდა და საფლავის ქვა კიდე კაი სურათით. სურათსაც მე თვითონ შე-
ვარჩევ, რა მოხდა ახლა, ზედ ცოტა ახალგაზრდა თუ ვიქნები? პირადობის სურათი აიღონ. კი, კაი რვა
წლის წინაა გადაღებული, მარა მერე რა? აბა, სად მაქ მე სხვა სურათი? ან ავდგები და ახალს გადავი-
ღებ, სპეციალურად. სუ წვრილად დავიანგარიშებ ხარჯებს ორივესთან. მანამდე კიდე დედოფალივით
ვიცხოვრებ, დედოფალივით! რაც არა მქონია, ის მექნება! სიბერე არ დამცალდა და ასე ვიზამ, ასე მო-
ვიქცევი! ყოველ წამს შევირგებ, ყოველი წუთით ვისიამოვნებ! ფულს გადავუხდი, დამირეცხავენ, დამი-
ლაგებენ. დამირეცხავენ, დამილაგებენ და ზედ ენას გამისვამენ თხემით ტერფამდე. ძილითაც ბევრს ვი-
ძინებ, ტელევიზორსაც ვიყიდი ახალს და ლამაზს. იმ რაღაცა ანტენასაც დავიდგამ, ეგეც თუ მომეწყინა,
ნენოს გოგოს დავუძახებ და რამე კაი წიგნს ხმამაღლა წავაკითხებ. ინტერნეტი მინდა? არ მინდა ინ-
ტერნეტი. ნერვი არა მაქ. მაგის ნერვი აღარ მექნება. ინტერნეტი არა, მარა დანარჩენი ყველაფერი ხო
მექნება საუკეთესო? კაისაც შევჭამ, კაისაც დავლევ! როგორ მწყურია, ღმერთო! მწყურია, მარა ახლა
უფრო მეძინება, ვიდრე მწყურია. მერე ჩავალ მაღაზიაში.
აღარაფერი ხმა აღარ ისმის, სუ არ ყოფილა ხმაურიანი ეს ძუნგლი სასტუმრო. აგე, თავი უფრო და-
მიმძიმდა და დომნას თხელ ზურგსა ვხედავ, მის პატარა თავს, ზედ დაგრაგნილ შალის თავსაფარს, ღუ-
მელთანა დგას, ცეცხლს ფიჩხებს უნთებს. მე კიდე აქეთ ვზივარ მაგიდასთან, იქვე მიმჯდარი. სუ პატარა
ვარ, ისე პატარა, რო სკამზე კი ვზივარ, მარა ფეხები ჰაერში მაქ დაკიდებული. წინ კარტოფილი მიდ-
გას, ახლად შემწვარი, აგე, სუნიც და ორთქლიც სახეში მხვდება. სანამ ჩანგალზე აცმულ კარტოფილს

85 მკითხველთა ლიგა
პირში ჩავიდებ, ჯერ ტარხუნის ლიმონათისკენ მიმიწევს ხელი, ნათალ ჭიქაში დაუსხამს დომნას. მუქი
მწვანეა, შხეფებით სავსე. ჭიქა პირთან მიმაქ და ზედ ნესტოებში მეხლება იმის შხეფები.

86 მკითხველთა ლიგა
14

შიგნით სუ თეთრია ეს კლინიკა, ახლად გაღებილი, გეგონება საღებავის სუნიც ტრიალებს, მარა ცხე-
ლი ჰაერი უფრო ტრიალებს. გათბობა აქვთ ჩართული ისე, რო ცხვირს წამში გაგიშრობს და ყელს გამო-
გიწვავს. ბევრი ხალხია, ყველგან ხალხია. შესასვლელში ხალხი, გასასვლელში ხალხი, სკამზე ხალხი,
კარებთან ხალხი, სალაროსთან ხალხი, მისაღებთან ხალხი. ამდენი ავადმყოფი და იმის მომყოლი ასე
ერთად სად შეიყარა?!
რიგის ნომერი აიღეთ, ვიღაცა გაკნაჭული გოგო მეუბნება, ამასაც ჩაუცვამს თეთრი ხალათი. თაგვივი-
თაა. თაგვივით კი არა, თევზივით არი. გაყინული აქ თვალები. რა რიგის ნომერი? დაბნეული ვარ, არ
ვიცი არაფერი. თან გულისრევა მეწყება, დილით ჩაცლილი ტარხუნის ლიმონათი სუ ყელში ამომდის.
გუშინ რო დავწექი, აღარც გამღვიძებია. შავი, გათიშული ძილით მეძინა მეორე დილამდე. მერე, სანამ
ტაქსიში ჩავჯდებოდი, იმ დიდ მარკეტში შევედი, უაზროდ ვიბორიალე, რა მინდოდა, რისი ყიდვა, თვი-
თონ ვერ მივხვდი და ისე გამოვედი, ვერც გავიგე, იქ რატო შევედი. ერთი ეგ ვიგრძენი, რო ძაან მწყუ-
როდა. ყველაზე ძვირიანი ტარხუნის ლიმონათი ავარჩიე და ტაქსიში, უკან მიგდებულმა სუ ჩუმი ბოყი-
ნით ჩავიპირქვავე. კაი მძღოლი შემხვდა, იმან გაიხაროს. სუ არ ამოუღია ხმა, ორივე ენაჩაგდებული
ვეგდეთ იმ მანქანაში. ის ლიმონათი ძვირიანი კი იყო, მარა დიდი ვერაფერი და ახლა იმის გაზი ჯერ კი-
დე ყელში ამომდის, ტუალეტშიც მინდა, შარდის ბუშტი მაქ გადავსებული. ეს თაგვივით გოგო კიდე
თვალებს აბრიალებს. რა რიგის და ამ რიგის ნომერი, რაღაცა იქვე მდგარ აპარატს წაკრავს ხელს და
მოგლეჯილ ფურცელს მაწვდის, აქვე დადექით. რო არ იცოდე, ასე უნდა ქნა, ამ აპარატს ვერც კი შეამ-
ჩნევ. ოთხმოცდაჩვიდმეტი აწერია ამ ფურცლის ნაგლეჯს. კაი, დავდგები, ქალბატონო. დავდგები და
დაველოდები, მარა სანამ ჩემი რიგი მოვა, ოთხმოცდათორმეტია ჯერ, ტუალეტში უნდა შევიდე, თორე
აგერ არი, ჩავიფსამ. ჯერ მაინც ამდენი ხალხია ჩემ წინ ჩამწკრივებული. ტუალეტი კია იქვე, თან, ჩემ
გასაკვირად, სუფთა და ჩარეცხილი, მარა მაინც ფეხზე დამდგარი ვფსამ, აბა, ამდენ ნაჯდომზე მე რა
დამაჯენს? ახლა თავიც ცარიელი მაქ და ლიმონათიანი შარდის ბუშტიც.
რო ვბრუნდები, უკვე ჩემი რიგია მოსული. თურმე, ეს რიგი რა სწრაფად გადის და ახლა უკვე ვხედავ,
მიმღებში ოთხი გოგო ზის, ოთხივე ერთნაირი. რო ვერც გაარჩევ, ოთხივე ერთი და იგივე გეგონება. ეს
ჩემი ნომერიც ტაბლაზეა, ციმციმებს და იმ ოთხიდან რომელიღაცა ერთი, თან გაყინული ხმით და თან
რობოტივით იმეორებს: ოთხმოცდაჩვიდმეტი, ოთხმოცდაჩვიდმეტი. აქ ვარ, აქ, ახლა ლამის შემეშინ-
დეს, ეს ძლივს ჩემამდე მოსული რიგი არ დავკარგო, ვინმე წინ არ გადამიხტეს, ლამის თეძოებით გავი-
ტანო იქაურობა და ვაიმე, ნელა, ქალბატონო, მარათონია? ვიღაცა ცხვირგაბზეკილი გოგო მეუბნება,
რაღაცა ძვირფას პლაშჩშია გამოხვეული, მარა ამის თავი ახლა არა მაქ და იმ მიმღების გოგოს შევჩე-
რებივარ ამ ჩემი ფურცლის ნაგლეჯით ხელში.
ვისთან ხართ? მიწეპებულ წამწამებს აფახურებს. ღვინიაშვილთან, მოჭერილ მუშტში ეს ფურცელი
ლამის ჩამადნეს. ვისთან? რაზე ხართ? ახლა უფრო აფახურებს. ექოსკოპიაზე, საშვილოსნოსი, ხმას
დაბლა ვწევ, ისე ვეუბნები, საიდუმლოსავით. ღვინიაშვილთან კი არა, აღნიაშვილთან, ახლა თვალების
ფახურს მორჩა, აღნიაშვილთან ჩაწერილი ხართ? არა, ახლა, მგონია, მე ვაფახურებ თვალებს. თუ ჩაწე-
რილი არ ხართ, ვერ შეხვალთ, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, ცივად მცრის ტანში. როგორ ვერ შე-
ვალ? ძლივს მესმის ჩემი ხმა, ამოვიკნავლე. ვერ შეხვალთ, ქალბატონო, გეგონება, კედელთან მიმაყენა
და ახლა დამხვრეტს, აღნიაშვილთან ერთი თვით ადრე ეწერებიან, რო შევიდნენ. აბა, ახლა რაღა ვქნა?
გეგონება, მეც ახლა მარტო კედელს ვხედავდე მისგან ზურგით დამდგარი და ველოდებოდე, როდის გა-
ისვრის. მოდებაძესთან შედით ცოცხალი რიგით. მგონი გადავრჩი! აღარ მესვრის, გადაიფიქრა. შევალ
ეგრე? გეგონება, კედლიდან მოვბრუნდი და ახლა ცას ვუყურებ, რუხს და უმზეოს. შეხვალთ, შეხვალთ,

87 მკითხველთა ლიგა
კართან დაელოდეთ და ან ბოლოში შეხვალთ, ან შუალედში შეგიყვანთ ასისტენტი, ვინმე თუ დააგვი-
ანებს. გეგონება, გზა გამითავისუფლა და კედელსაც ვშორდები, ოთხმოცი ლარი. ეს თავი ახლა ისე ცა-
რიელი მაქ, ინსტინქტით მიმაქ ხელი საფულისკენ. და ეგ ექიმი კარგია? ახლა ისევ ამის დაწეპებულ
წამწამებს ვხედავ. აქ ყველა კარგია, ქალბატონო, ლამისაა კეფაზე აიტრიალოს წამწამ-თვალები, ოთა-
ხი ას ცხრა.
კაი, იყოს, სუ არშესვლას, შესვლა ხო მიჯობს? ახლა კიბოს ვეღარ დაინახავს ამხელა ნაქებ კლინიკა-
ში ეს მოდებაძე? თუ ვინცაა, რაც ქვია, მეხი იმის თავს! და დღეს თუ შევალ? ან როდის შევალ? დღეს
უნდა შევიდე! მოვკვდები, კიდე ერთი დღე რო პასუხს ველოდო, რო არ ვიცოდე, რა ხდება ჩემ თავს.
არა, დღეს უნდა მომცენ ჩემი პასუხი! აქვე გავწვები, რო ვერ შევიდე! ახლა რაღაცა ჩეკი მომცა და ის
ჩავიჭმუჭნე ამ ხელისგულში. შევალ, შევალ, აბა რა იქნება! აჰა, მივდივარ გადათეთრებულ, ხალხით გა-
დავსებულ, თეთრ-მჭახე ფერით განათებულ დერეფანში. ას სამი, ას ხუთი, ას ცხრა. ას ცხრასთან სკამე-
ბია გადავსებული. აქ ბოლო ვინ არი? ჰაერში ვკითხულობ. მე, ვიღაც ფანქარივით ქალი მეუბნება.
ვცდილობ, დავიმახსოვრო, სხვას თითქოს ვერც ვხედავ. წვრილი, გამხდარი ქალია, თმა მოკლედა აქ
შეჭრილ-მიჭრილი. ყავისფერი ჩექმა აცვია წვეტიანი ცხვირითა და სახეც თავის ჩექმასავით აქ წაწვე-
ტებული. სხვას აღარც ვუყურებ, აღარცა ვხედავ, ნერვიც არა მაქ. ამ ქალს დავიმახსოვრებ, ამის შემ-
დეგ ვარ. იქვე, სკამზე, ყველგან ვიღაც ზის, ზოგი ქალი და ზოგი კაცი. ზოგი ქალი კაცთან ერთადაა, ეს
კაცები კიდე თევზებივით ქაჩავენ თვალებს. გეგონება, სხვაგან მოხვდნენ, გეგონება, მთლად ბობოქარი
ზღვიდან შემოაგდეს ამ თეთრ, ჩამჟავებულ აკვარიუმში. ას შვიდთან ვჯდები ამ გაყინულ, რკინის ძელ-
სკამზე, ტრაკს ზედ ძლივს ვატევ, ისე პატარაა. აჰა, ისევ დამეწყო გულისრევა! წეღან არც კი მახსოვდა,
ახლა თავს მახსენებს. თან ისე მახსენებს, ლამის საყლაპავი ამომიწვას. ვარწყევდე მაინც, შვება მქონ-
დეს, ღმერთო, რა იქნება! თან გული მერევა, თან მეწვის საყლაპავი, თან ზედ რო მშია? ჩემი ბრალია!
ღორი რო იქნები ადამიანი! ამ დილაადრიან ერთი ბოთლი ლიმონათი ჩავიპირქვავე ცარიელ კუჭზე!
აი, გამოვალ ამ ექიმიდან და რაც არ უნდა მითხრას, გინდა კაი ამბავი და გინდა ცუდი, გამოვალ თუ
არა, კაფეში წავალ. ნაპოლეონსაც შევჭამ, რძიან ყავასაც დავაყოლებ. რაც არ უნდა ძვირი ღირდეს, მა-
ინც ვიყიდი, მაინც დავლევ და მაინც შევჭამ! ჩემ თავს პატივს ვცემ, მოვეფერები. არ იმსახურებს? საწ-
ყალი ქალია, ნატანჯია, შეშინებული. ამხელა ქალაქში ერთი ისეთი კაფე არ იქნება, ნაპოლეონს რო არ
აცხობდნენ? არ იქნება ნაპოლეონი, სხვა ნამცხვარს შევჭამ, რამეს უცხოს და რამეს გემრიელს. ნეტა
დროზე შემიყვანა და დროზე გამიყვანა აქედან, ღმერთო! ვაი, როგორ მექნება გულზე მოშვებული. რაც
არ უნდა იყოს, გულზე ხო მექნება მოშვებული? ასე ჰაერში აღარ ვიქნები გაკიდებული. მეცოდინება?
შევეგუები! უკვე კი ვარ შეგუებული, გულიც არაფერს მეუბნება, ჩემი ყვავილიც თითქოს გაქრა აგერ,
კეფაზე. ჩემი გულიც შეეგუა ტანჯვით სიკვდილს, ასე მგონია. თუ შეეგუა, მაშინ ყელში რას მებჯინება?
ვაი, როგორ მინდა ტირილი, ღმერთო! ახლა სადმე ტყეში ჩამსვა, ჩიტის ჭიკჭიკში, ხეების შრიალში, ისე
ჩამსვა, რო ჩემი ზლუქუნი ვერავინ გაიგოს, ისე ჩამსვა, რო იმ ტყეში და იმის ხმებში სუ ჩავიკარგო.
კარგად ვიქვითინო, ერთი კარგად გამოვიტირო ეს ჩემი თავი, ჩემი სიცოცხლე. ეს ლოდი მომახსნევინა
გულიდან, ქვა ყელიდან და წვა საყლაპავიდან, ღმერთო, რა იქნება! ეს გულისრევა გამაქრობინა! რა იქ-
ნება, უფალო, რო ათქმევინე ამ ექიმს, ვიღაცაა, რო კიბო კი არა, კლიმაქსი გაქ, ქალბატონო, ვაი, რა
ფრთაშესხმული გამოვალ იქიდან! ნამცხვარი და ყავა იქნებ კიდეც გადამავიწყდეს! ზედ გულისრევაც
გადამავიწყდეს! სუ ფეხით დავივლი მერე ამ ჩაგუდულ და დახშულ, ჩაბეტონებულ ქუჩა-გამზირებს.
გულზე ბეტონი აღარ მექნება და ამათი ქუჩის ბეტონი რა ხელს შემიშლის? გულისრევაც აღარ მექნება,
იქნება და ეს გულისრევა ნერვებისაა? ვივლი და ვივლი, იმდენს ვივლი, სუ შემოვივლი ამ ნაცრიან ქუ-
ჩებს. ვერც სიცივეს ვიგრძნობ, ვერც ჟღვინტლს და წვიმას. მერე რომელიმე კაფესთან გავჩერდები, რო-
მელიც მომეწონება ყველაზე მეტად, იქ გავჩერდები, იქ შევალ! დიდი ჭიქით დავლევ ქაფქაფა ყავას, ნე-

88 მკითხველთა ლიგა
ლა დავლევ, სიამოვნებით, ისე დავლევ, რო ცხელი რძის ქაფი სუ ენა-სასას მომედოს ნაზი ღრუბელი-
ვით! მარა, მგონია, ახლა რძეზეც ამერიოს გული! ყავაზეც, ნამცხვარზეც! ამ სკამზე მაინც ვეტეოდე
ნორმალურად, რა იქნებოდა, კედელს თავს მივადებდი, ცოტა შვება მექნებოდა, ღმერთო, სადა ხარ?!
რატო მიმატოვე ასე ძალიან?!
რანაირი შუქია მაინც, ეს შუქი, თან თვალს მჭრის, თან მთენთავს, თან ეს ზუზუნი ფუტკარივით თავ-
ში მიტრიალებს. ახლა ამ ჩანთას მუცელზე ავიწეპებ, ზემოდან დავაწვები, იდაყვებს დავაბჯენ, თვალზე
ხელს ავიფარებ და ასე ვიქნები, სანამ ჩემი რიგი არ მოვა, სანამ არ ვიქნები შესასვლელი. გულზე ხო
მაქ ეს სიმძიმე და ახლა, გეგონება, თვალზეც მედება. ეგრეცა ვშვრები, წინ ვიხრები, თავს ხელით ვიჭერ.
ახლა თითქოს შვება მაქ ცოტა, მთლად ისე აღარ მერევა გული, თვალსაც ვხუჭავ და ჩემი თავი მიდგება
თვალწინ, კუბოში გაშოტილი. ნენოს და ცისანას დავუბარებ, თავი არ ამხადონ! მე რა ვიცი, მკვდარი
რო გავფუჭდე? არ ვიყო ლამაზი მიცვალებული? სახე ჩამილურჯდეს, ჩამილაქავდეს? ისევ გადაფარება
ჯობია, გადამაფარონ! გადაფარებულზე ნაკლებს იტირებენ, მარა მე მშვიდად ვიქნები. არც გადახდილ-
ზე მოიკლავენ თავს დიდად ტირილით. ამიტომ ისევ დამაფარონ, ეგრე ჯობია! ნეტა შენ რას იზამ, შე
შტერო კაცო?! მოხვალ, შემომივლი? ნეტა იტირებ? სადმე კუთხეში იდგები თავჩაქინდრული, მხრება-
წურული? ეცდები, მკვდარს არ შემომხედო, ცოცხალი რო დაგამახსოვრდე? ლექსებს თუ დაწერ ჩემ
სიკვდილზე, განშორებაზე? დისტრიბუცია ალბათ ცალკე შემოვა, ერთად შემოვა. შენ ვისთან ერთად
შემოხვალ, ბიჭო, მაგათთან ერთად? თუ თერჯოლასთან? საბითუმოს გოგოები მიტირებენ, კი, მიტირე-
ბენ! გულით მიტირებენ. ეგენი კაი გულის არიან! თან, იმერლები, სცენას დადგამენ, ხელს რა შეუშ-
ლით?! თქვენ მაინც მიტირეთ ხმამაღლა, ჩემო გოგოებო! ჩემო ტკბილებო! აგერ, თითქოს ჩემ თავს კიდე
უკეთა ვხედავ კუბოში გაშოტილს, რაღაც ძველქართულით მაწერია თეთრ სუდარაზე, ზედ ჯვარიც არი
გამოხატული. როგორ არ მიყვარს ეგ სუდარები, რამე ლამაზი ფერი დამადონ, ხასხასა ჭრელი, არ შეიძ-
ლება? მარა ახლა თეთრი არი ყველა სუდარა, ასე მგონია, ისევ მაგას დამაფარებენ. სანთელ-საკურთხი
მიდგას თავთან და ეს სანთელი სუ ციმციმებს, სუ იღვენთება. აგე, საკურთხის ჭიქას გზააბნეულმა ჭიან-
ჭველამ შემოუარა. ჩემ ფეხებთან დადგმულ იასამნებს შემოჰყვა ალბათ. აგე, მეორე, სუდარაზე დასე-
ირნობს ლამაზად, მშვიდად. იქვე ჩამომსხდარი ქალების პუტუნი ისმის, ჭორავენ ვიღაცას. იასამნის,
რომელიღაცა ქალის დუხის სუნი და მკვდრის, ჩემი სუნი დგას, ირევა ერთმანეთში. გააღე ცისანა, ფან-
ჯარა, მოიფიქრე! გაანიავე! გარეთ კიდე მზე ბრდღვიალებს, ჩიტი გალობს, თან როგორ გალობს! ცა
კრიალებს! ვაჰ, როგორ ყველაფერი ცოცხლობს და შენ მკვდარი როგორ წევხარ, ჩემო ეთერო!ხო,
მღვდელსაც მომითრევენ ალბათ. მამა საბას, თორე მეუფე მიკადრებს? ჩემნაირ მკვდრებთან მღვდელი
დადის, მეუფე დადის მდიდრების მკვდრებთან. ხო, ის კი ეცოდინებათ, რო არაფერი უნდა ჩამატანონ,
არაფერი ჩამიკვეხონ კუბოში თავთან, გინდა ფეხებთან! ეჰ, ეთერი, გოგო, შე უბედურო, მაინც რა ახალ-
გაზრდა წახვედი იმქვეყნად! კაია, ბევრი არ იტანჯე, მალე გათავდი, მალე გალიე წუთისოფელი.
ნეტა, რამდენ ხანს დამრჩენია კიდე სიცოცხლე? ვაი, რა სევდა იქნება გაზაფხულზე სიკვდილი, ღმერ-
თო! ყველაფერი რო აყვავებას იწყებს, თავის კანში ვეღარ ეტევა. მიწა იბურცება, ფუთფუთებს, ყვავი-
ლები კვირტში სკდებიან, ნიავი რო დაქრის, ნიავი კი არა, ცელქი სიო რო დაქრის და სუნი რო მოაქ
ყველა მხრიდან სიცოცხლის, სიყვარულის და ამ დროს შენ კუბოს რო ტალახიან სასაფლაოზე რწევა-
რწევით მიაქანებენ ჩუმად და დუნედ, ხმაამოუღებლივ. მარა გაზაფხული სჯობს ზაფხულზე სიკვდილს!
ვაიმეე, ზაფხულზე სიკვდილს ყველაფერი სჯობს, ეთერ, ჭირიმე! ჯერ იმ სიცხეში წუთში დალპები, მერე
ერთი სული ექნებათ, მიწაში როდის ჩაგაგდონ. ლამის გათხრილ საფლავამდე კონდიციონერიანი მან-
ქანებით მიქანდებიან, იქაც ჩრდილს დაუწყებენ ძებნას შუბლზე ოფლგადამსკდარი, მერე ქელეხის
დარბაზში გაიქცევიან, ჩქარ-ჩქარა ჩამოსხდებიან იქაც სიცხე-ხუთვაში, ოფლი ახლა წურწურით გა-
უვათ და მაინც ღორებივით შეჭამენ, მუცელში ჩაიყრიან შილას სალაფავივით. რო ვერ გაიგებ, ვინ ვი-

89 მკითხველთა ლიგა
ნაა ამ შენ ქელეხზე, ვიღაცა ზაფხულზე ჩამოთრეული ხალხი შემოეტენება გულშემატკივრად, ერთმა-
ნეთზე კითხვას რო დაიწყებენ, ეს ვინ არი, ის ვინ არი, თან ლუკმის ღეჭვას რო არ შეწყვეტენ, თან თვა-
ლის ტრიალს, ერთმანეთის თვალიერებას, მერე კარგად რო გაჭორონ, ლამის მიწაში ჩააწვინონ, მე მო-
მიწვინონ ერთმანეთი. მერე საღამოს ნიავზე, აივანზე სარწეველა სკამზე რო გადაწვებიან და ბოყინ-
ბოყინით წვრილად რო იტყვიან, თევზი რო კარგად იყო შემწვარი, მარა ლობიოს რო მარილი აკლდა.
შენი ჭირიმე! ოღონდ, ზაფხულზე არა, ისევ გაზაფხულზე მირჩევნია, ჩემიანებში! ისევ ჩემიანებმა აქონ
ან დაიწუნონ შილა და თევზი! ეგენი ლუკმასა და ლუკმას შორის ამოიოხრებენ მაინც, ხანდახან.
აგე, ეთერო, მესამე ჭიანჭველაცა ცოცავს შენ თეთრად დაფარებულ ცხვირთან და რომელიმე კარგად
მხედველი ქალი, იქვე ჭირისუფალში ჩემ თავთან მჯდომი, წკიპურტს წაკრავს, თან ისე, როარ შემეხოს
მე, გაციებულს და გაშეშებულს. აგერ, თითქოს ტანი მიმსუბუქდება თეთრი სუდარის ქვეშ, რაღაც
ჩრდილებსაც ვხედავ, ჩემ თავზე მოძრავს, მაგრამ ხმა აღარ მესმის. ახლა თითქოს ნიავი მიდგას ყურებ-
ში, ნიავი მიდგას ყურებში და ფეხებშიც უფრო ვმსუბუქდები. შეხე, სუდარიდან გამოვსრიალდი! ახლა
მზის გულზე ვარ, სტადიონზე, ჩემი ბავშვობის დროინდელზე, თორე ახლა სადღაა ის სტადიონი! ხუხუ-
ლა მაღაზიები დააშენეს ზედ კაი ხანია! სტადიონზე ვარ, იმდროინდელზე. დავქრი, დავქრი და დავნა-
ვარდობ. აგე, ბურთს ვხედავ ჩემ წინ ლურჯს, წითელ ზოლით, ბზრიალით მოფრინავს ჩემკენ და ვერც
ვხვდები, ვინ მესვრის, არ ჩანს მსროლელი, მოფრინავს და ეგაა, გულზე უნდა დამეცეს, რომ ჰოპ! მაღლა
ვხტები, ზედ გულიც შემიხტება, სუ მიფრიალებს და მაღლა, ჰაერში ვიწევი, უფრო ვმსუბუქდები, ფე-
ხებს ვშლი და ბურთი ჩემს ფეხებს შორის წამში გაივლის! წრეში ბურთია, წრეში ბურთია! წრეში
ბურთს ვთამაშობ, სტადიონზე ვარ! ჩემი ბავშვობის სტადიონზე ვარ, მარა ბურთს ვინ მესვრის, რო ვე-
რა ვხედავ? ახლა აქეთ მხარეს ვტრიალდები და ისევ ჰოპ! ჰაერში ვიწევი. რა სიმსუბუქეა, რა სილაღეა,
რა კარგია, ღმერთო, სადა ხარ?მ და ისევ ფეხებს შორის გამივლის ლურჯ-წითელა ბურთი და ისე მსუ-
ბუქად ვხტები, ვეშვები, გეგონება ფრთები მქონდეს, გეგონება, წონაც არ მქონდეს და ახტომისას არა,
მარა დახტომისას გული კიდე უფრო მიძგერს და მითამაშებს! ისეთი კარგია, ისეთი სიამეა ეს სიმსუბუ-
ქე! ისეთი ნიავი მივლის მთელ ტანში, არაფერს მინდა ვგრძნობდე მე ამის გარდა! ისე ადვილია ახტომა,
ამ ბურთის ფეხქვეშ გატარება, ისე ადვილია ფრენა, ეს სიმსუბუქე... მარა სადღაც ყურსუკან თითქოს
ზუზუნი ძლიერდება და ქალბატონო, ქალბატონო, ვიღაცა ამბობს, ცოტა გაღიზიანებული და ცოტა შე-
წუხებულიც, ქალბატონო, თქვენი რიგია.
თითქოს ვიღაცამ მუჯლუგუნით დამაბრუნოს ამ თეთრად განათებულ, ჩახუთულ დერეფანში და
თეთრხალათიანი, ქერად შეღებილი გოგო დგას ღია კარებში, თავზე ჯოჯოხეთის კარის აბრასავით ას
ცხრა უნათებს, თქვენ გეუბნებით, თქვენი რიგია. მე კიდე, თითქოს ჯერ ისევ იქ ვარ, ბურთთან, სტადი-
ონზე, ჯერ ისევ ქარი მცემს სახე-ლოყაზე, ისევ ლურჯ-წითელა ფერები მერევა თვალწინ, მარა მაინც
სწრაფად ვდგები, ჩემი რიგია! წამოდგომა და გულისრევის შეგრძნება ერთია და სანამ შევიდოდე, ვამ-
ჩნევ, აღარც არსადა ჩანს ის ქალი, ფანქარივით, დანარჩენი კიდე ვიღაც უსახო მასაა იმ ჟეშტის სკამზე
ჩამომსხდარი.
რა ბნელი ყოფილა ეს ოთახი! იმ თეთრად განათებულიდან ამ ბნელში ვერაფერს ვხედავ, შენი ჭირი-
მე! რას იკეთებთ? ვიღაცა ზურგიდან მეუბნება, კომპიუტერის ეკრანთან მიტუზული. ამ ქერა გოგოს
გარდა მეორეც ყოფილა ამ ბნელ ოთახში. ზის თურმე ვიღაც. აქ დადეთ ჩანთა, ეს გოგო ამბობს, ქერა,
სკამისკენ ხელს წევს. სკამი დგას თურმე იქით, კუთხეში. ნელ-ნელა ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს
ვამჩნევ, შეეჩვია ჩემი თვალი ამათ სიბნელეს.
ახლა ისე მინდა მოვიქცე, რო ამათმა ვერ შემატყონ, ასეთ ექიმთან პირველად რო ვარ. იქით მიბ-
რძანდით და დაწექით, ისევ ეს ქერა მეუბნება. ის მეორე ჯერ კიდე ძლივს ჩანს, გატრუნულია, მიშტერე-
ბია კომპიუტერს. ჩანთას იქვე ვდებ იმ სკამზე, ჩეკს ვაწვდი. ეგ თქვენია, მეუბნება და გეგონება, სიზმარ-

90 მკითხველთა ლიგა
ში ვიყო, იმ საკაცისკენ ისე მივდივარ. დაწექით, ეს მეორე ამბობს, ისე, რო არც მიყურებს, არ ჩაიხა-
დოთ, ჩაიწიეთ. ისევ ეკრანსაა შეშტერებული. აჰა, დავწექი და ახლა ვხედავ, ესეც პატარა გოგოა, ალ-
ბათ ოცდაათის, ისე, შეიძლება ოცისაც იყოს და ორმოცისაც, ამათ ხო ისე აქვთ სახე დაჭიმული, ასაკს
კი არა, ვერც გაარჩევ ერთმანეთისგან, მარა ტანად პატარაა, მოცუცქნული და ოცდაათზე მეტის ვერ
იქნება, ეგრე მგონია. შავგვრემანია, ლამაზი პირისახის. ისევ ანთებულ ეკრანს მიჩერებია და იმის სი-
ნათლისგან ერთნაირად უბრჭყვიალებს საყურეც, თვალიც. ორივე შუშის გეგონება, ამის თვალიც და
ამის საყურეც. როგორც იქნა, მოშორდა ეკრანს და სკამითვე გამოგორდა აქეთ, საკაცისკენ.
ქვემოთ ჩაიწიეთ უფრო და მოდუნდით, მუცელზე რაღაც ბლანტს და ცივს მასხამს, არც კი ვუყურებ.
თავი არა მაქ. რა გაწუხებთ? გეგონება, ხმაც შუშისა აქ. ახლა ვამჩნევ, იქით კიდე დაუდგამთ კომპიუ-
ტერი. იმის ეკრანიც ანთია, ცალკე ციმციმებს ამ წკვარამში. ზედ რაღაცა ლურჯი ტბაა იმის ეკრანზე,
იმ ტბაზე ძველი, ლამაზი ხიდი გაუდიათ. მატარებელი მიქრის იმ ხიდზე, ეგეც ჩემი ბურთივით ლურჯ-
წითელა ფერში ელვარებს. ღმერთო, იმ მატარებლის ვაგონში რო ვიჯდე ახლა! სადღაცა სხვა, უცხო
ქვეყანაში, უცხო ხიდზე ასე მივქროდე! ფანჯარა ღია მქონდეს, ქარი თმას მიწეწდეს, ფანჯარაზე აკრუ-
ლი კიდე ამ ლურჯ წყალს ვხედავდე ქვემოთ, იმაში არეკლილ მატარებელს და ზედ მის თავზე თეთრ,
ქუნქულა ღრუბელს! მარა ის ქერა გოგო ჩამომეფარა, საიდანღაც ბნელი კუთხიდან გამოძვრა შავი კა-
ტასავით. ის ჯდება ჩემი მატარებლის წინ და მისი ზურგი ეფარება ახლა ყველაფერს.
რა მაწუხებს? რა მაწუხებს და ლამის ყველაფერი ერთად ვუპასუხო, პირიდან კიდე რაღაცა გაურკვე-
ველი ამომდის, რასა ვლაპარაკობ, თავსა და ბოლოს მეც ვეღარ ვუგებ. ეს კიდევ ისევ შუშის თვალით
მიყურებს. თუ რამე გლახა ამბავია, არ დამიმალო, შენი ჭირიმე, პირდაპირ მითხარი, ყველაფერსა ვარ
შეგუებული, ბოლოს ამას ვეუბნები. ბოლოს ესაა, ყველაზე დალაგებული, რასაც ვეუბნები. კაი, არ და-
გიმალავთ, ქალბატონო გლახა ამბავს, გლახაზე ტუჩები ემანჭება. თან რო დამცინის. შე სასტიკო, შენა!
შე სასტიკო, შენ ხელში რო უნდა მოვკვდე, შენმა პირმა რო უნდა მამცნოს ჩემი სიკვდილი! პატარა გო-
გო ხარ და ასე შუშა გაქ ეგ დასაბრმავებელი ორივე თვალი! ბოლო მენსტრუაცია როდის გქონდათ? მო-
დუნდით, ახლა ამ საკაცის გვერდით წამომდგარ კომპიუტერს შეჩერებია. არეული მაქ ბოლო დროს,
შვილო, თვიურიც აღარ ქვია მაგას, ამ შვილოს რატო ვეუბნები, სადაური ჩემი შვილოა ესა? ბოლოს
რაღაცა მქონდა გამონადენი. მარა ეს შვილო რა არი, იცი? ისე ვეუბნები, თითქოს ამ სიტყვას ვეპოტი-
ნები, რო ცოტა თბილი გახდეს, ცოტა ადამიანური, ცოტა გაულღვეს ეს თვალები. გამონადენი როგორი
გქონდათ? ცოტა და მუქი, შენი ჭირიმე. ჩუმად არი, ახლა სუ გაუშეშდა შუშა თვალები. რამდენი წლის
ხართ? ისევ ყინულის ნამსხვრევებად ამოდის ეს ხმა პირიდან. ორმოცდარვის, გაზაფხულზე ორმოც-
დაცხრისა ვხდები. ძლივს ეკრანს მოაშორა თვალი და ახლა მე მიყურებს. ვერ ვიგებ, როგორ მიყურებს,
მგონი ცოტა გაკვირვებული. ბოლოს კონტაქტი როდის გქონდათ? მოიცა, ცოტა ხანი ჯერ არაფერი და-
წერო, იმ ქერა გოგოს ეუბნება. რა კონტაქტი? მისვამს და მისვამს მუცელზე, აღარც ის სითხეა ცივი,
აღარც აპარატი. მომეჩვენა თუ ამოიოხრა? სექსი როდის გქონდათ? გეგონება, ცხელი წყალი გადამას-
ხეს. აბა, ამას ვინ ეკითხება, მე სექსი როდის მქონდა?! ეს რა კითხვაა?! ეს რა ექიმის საკითხავია?! რა
გადადებულ მკვდარზე საკითხავია, როდის იტყნაურა?! ხმას აღარ ვიღებ. პასუხსაც არ მოგაღირსებ, შე
დებილო! შე უზრდელო! აგერ, ამ ჟალუზებს შევაშტერდები! ფანჯარაც რო ქონია ამ ჩაბნელებულ სო-
როს! ამ ჟალუზებზე კიდე ჩრდილი თამაშობს. რა არი ნეტა? ხე? ხე არი.
მოიცა ერთი წუთი, ფეხზე დგება, გოგის უნდა ვანახვო, იმ ქერა გოგოს ეუბნება. გოგის? არც ტრიალ-
დება ეს გოგო, ისევ გაუნძრევლად ზის, ზურგით ეფარება თავის ეკრანს, მარა ახლა მეორე ეკრანსა ვხე-
დავ, ახლა ვამჩნევ წინ, კედელზე დაკიდებულ სარკეში შუშისთვალებას ეკრანი ჩანს, იმის კომპიუტერი.
ორი თავმიდებული, ღუნღულა კურდღლით. ერთი თეთრია, მეორე ცოტა რუხი. ლამაზები არიან, ყურე-
ბი აქვთ გადაცქვეტილი, ცხვირი წინ გამოშვერილი, სახე გატრუნული. კურდღელი მაინც ვიყო, რა იქ-

91 მკითხველთა ლიგა
ნება, ღმერთო, რო რომელიმე ვიყო ამ კურდღლებიდან, ქვეყნად არაფერი მადარდებდეს სტაფილოს მე-
ტი!
არა, ჩემი სექსი რა ამის საქმეა? სექსი რა კიბოს დასადგენია? ამათმა სუ აღარ იციან, რა არი პირადი,
სად გადის ზღვარი? ნეტა, დროზე მითხრან, რასაც მეუბნებიან და ნეტა, დროზე გავაღწევდე აქედან,
უფალო! გავალ თუ არა, დავჯდები და სადმე შევჭამ, მარა ამ ჭამის გაფიქრებაზეც ლამისაა წამომაზი-
დოს. ვაიმე, დედა, ხმამაღლა ვოხრავ, ასე მარტო არასოდეს ვყოფილვარ, ასე მგონია. უკანაც არ იხედე-
ბა ეს ქერა გოგო, ვითომ ვერც გაიგო ჩემი ნაკვნესი. რაღაცას უკაკუნებს აქა-იქ თავის კომპიუტერზე.
ისევ აქეთ, ამ კურდღლებს მიაჩერდე, ისა ჯობს, ეთო! ღმერთო, მალე მორჩი ამ ჯოჯოხეთს, შენი ჭირი-
მე! კარები იღება და ახლა ორივე შემოდიან, წინ შუშისთვალება, ეს ქალბატონი და უკან მელოტი კაცი
მოყვება, მაღალი, რაღაცა რუხი ფერი ადევს სახეზე. იმათი გაღებული კარიდან შემოსული შუქი
თვალსა მჭრის.
მანახვე აბა, ერთი, ახლა ეს კაცი ჯდება კომპიუტერთან, ახლა ეს მისვამს აპარატს მუცელზე, თან
ისე, ზედაც არ მიყურებს. შუშისთვალება თავზე ადგას დასჯილი მოსწავლესავით. ეგაა, გოგო, აბა რა
არი. აგერ, სანაყოფე პარკი, აგერ ემბრიონი. გასრიალებულია, თავის ადგილას აქ ყველაფერი. 8 კვირი-
საა და დღეების, 9 კვირისაა თითქმის. რა უნდა? რას ლაპარაკობს, რა ენაზე ლაპარაკობს ეს კაცი? აღა-
რაფერი მესმის, თითქოს ყურები ჩამიგუბდა, დამეხშო, დამეკეტა. ეს კი აღებს პირს, რაღაცას ლაპარა-
კობს, და იქეთ ქერა გოგო აკაკუნებს კომპიუტერზე და ეს კაკუნიც კი არ მესმის, უფრო ვგრძნობ, ვიდრე
მესმის. რამდენი წლის ხარ, ქალბატონო? აგე, შემომხედა, როგორც იქნა, მეც დამიბრუნდა თითქოს
სმენა ყურში, რუხ სახეზე ღილებივით აკრავს შავი თვალები, ცოტა ღიმილიც დათამაშებს დაცრეცილ
ტუჩზე.
ორმოცდარვის, ორმოცდაცხრის, თითქოს ხმაზე ჟანგი მეკიდება. ყელს ვიწმენდ, რო აღარ ვიხრიალო.
ქალი შენა ყოფილხარ, სადღაც მუხლზე ხელს მითათუნებს და დგება, რაღად უნდა ვაგინალური. აბა,
მომილოცავს! კაი ბებერი კი ხარ, ქალბატონო, მარა შიგნით ყველაფერი ახალგაზრდა გაქვს. კაი ოცი
წლით ახალგაზრდა გაქვს შიგნით ყველაფერი. გადის და ლამის ღია კარებიდან იძახის. ჰეჰეე, მამა სად
არი, მამა! აბა, ჩემგან ერთი კაცურად მხარზე ხელი დაჰკარი!
ვინაა ეს კაცი? რა უნდა? რას მილოცავს? ისევ ეს გოგო ჯდება კომპიუტერთან და ახლა რაღაცა ტუ-
ალეტის ქაღალდივით თეთრ ფურცელს მაწვდის. აი, ამით მოიწმინდეთ, ქალბატონო, და წამოდექით.
მეც მომილოცავს. ახლა თაგვივით მიყურებს, გაულღვა თვალები.
ეს იყო ღვინიაშვილი? უმისამართოდ ვამბობ. აღნიაშვილი, მპასუხობს, წამოდექით. ქაღალდს ვისვამ
მუცელზე დასხმულ ამ რაღაცა სითხეზე და ისევ ჟანგიანი, ჩავარდნილი ხმით ვამბობ: კიბო მაქ? ამ
თვალებს შუშად ყოფნის გარდა, თურმე, შესძლებიათ, სხვა რაღაცეებიც. ახლა ჩემკენაა მოტრიალებუ-
ლი, გაფართოებული თვალებით მიყურებს. ჟალუზებს იქეთ ხე ირხევა, ახლა გეგონება ამის თვალებში.
რა კიბო, ფეხმძიმედ ხართ, ქალბატონო! თქვენ ასაკში იშვიათად ხდება ეს. იშვიათად კი არა, თით-
ქმის არ ხდება, მაგრამ ხდება ხანდახან. ნამდვილად მოსალოცად გაქვთ საქმე, ახლა ქერა გოგო ეხმია-
ნება ამას, ესეც მოტრიალებულა თავის ეკრანიდან, ქალბატონი, და შემომჩერებია, გეგონება პირდაღე-
ბული.
მარა რას მეუბნებიან? რას ბოდავენ? რას დამცინიან? მასხრად მიგდებენ, რო ამათ თვალში სოფლე-
ლი ვარ, სოფლელი ქალი პირველად მოვედი ექიმთან, შეშინებული. შეშინებული კი არა, შიშისგან გას-
წორებული, გადაპარტახებული. ქალს აღარ ვგავარ და ამათმა რაღაც სცენა დამიდგეს ახლა? სპექ-
ტაკლს თამაშობენ? ყველამ პირი შეკრა და მამასხარავებს? დამცინით ხო, თქვე საზიზღრებო? კიბო
გინდათ მითხრათ და ამ რაღაცა სისულელეს მეუბნებით, რაღაცას ჩმახავთ ხო? ჩმახავთ და როშავთ!
მიწამ ჩაგიქვაოთ პირი, თქვე დებილებო! თქვე სასტიკებო! თუ ხუმრობაა, რა ხუმრობაა? არა, თუ ხუმ-

92 მკითხველთა ლიგა
რობაა, რა ხუმრობაა, აბა მითხარი? კარებთან ვდგავარ, ჩანთაგადაკიდებული. ან როდის მოვედი ამ კა-
რებთან, ან ჩანთა როდის გადავიკიდე? თუ ხუმრობაა, რა ხუმრობაა? მარტო ამას ვეხრიალები.
რა ხუმრობა, ქალბატონო, შუშისთვალება ფეხზე წამომდგარა, ისევ შუშა აქ თვალები, ჩვენ აქ სახუ-
მაროდ გვცალია? მიბრძანდით, აღრიცხვაზე დადექით და გინეკოლოგი აიყვანეთ. აი, თქვენი ფურცელი,
ეს ქერა გოგო რაღაცა ფურცელს მაჩეჩებს ხელში. აქ წერია ყველაფერი, გინეკოლოგს მიუტანეთ ეს, რო-
ცა აღრიცხვაზე დადგებით.
სადაა კარები? სადაა? დროზე გავაღწიო ამ ჯოჯოხეთიდან! სუფთა ჰაერი მინდა! აგე, კარები! აგერაა
კარები! შოკშია, ქერა გოგო ამბობს. შოკში ეგ კი არა, მე ვარ, სადღაც ზურგს უკან მესმის შუშისთვალე-
ბას ხმა. ღმერთო, რატოა ასე ჩახუთული ამ დერეფანში? სუფთა ჰაერი მინდა! სუფთა ჰაერი!
გარეთ კიდევ ისეთი რუხია ყველაფერი, რუხი და ჩამოჟამებული, გეგონება, ის განათებული დერეფა-
ნი გაზაფხულის დაისი იყო. ახლა კიდე სადღაც. მოვხვდი, სად, ვეღარ ვიგებ, წელიწადის რომელ დრო-
ში ვარ. ალბათ, შემოდგომა შემოდგომა არაა და ზამთარი ზამთარი ამ ბეტონებში. ჰაერიც არაა, ეს
მანქანები დადიან და დადიან, გაუჩერებლად და ამათმა ნაბოლქვმა ლამის ყელში წამიჭიროს, საყლა-
პავი გადამიკეტოს. წვიმის წვეთები მეცემა, წვიმას იწყებს. ქოლგა არა მაქ, თავი სადმე უნდა შევაფა-
რო. რა ვქნა ახლა მე, სად წავიდე? ჰა, სად წავიდე? ა, იქით წავალ. ზემოთ წავალ. რა მნიშვნელობა აქ,
საით წავალ? რა ცუდადა ვარ, ღმერთო! მუხლი მეკვეთება და მიკანკალებს. გული მერევა. ეს რა არი,
ჩემი ტელეფონი რეკავს? რატო რეკავს ჩემი ტელეფონი? ხო გამოვრთე? ვინაა? რა დროს ტელეფონია?
თავისით ჩაირთო, ეტყობა, ჩანთაში ჩაგდებული. უნდა გამოვცვალო ეს ტელეფონი, ახალი ვიყიდო. ახ-
ლა ამ ჩანთას ვერაფრით გავხსნი, არ შემიძლია ახლა ამ ჩანთის გახსნა! ეს რა ფურცელია? რა ფურცე-
ლი მაქ ხელში შერჩენილი? აა, ეს ისაა, იმ ქერა გოგოს მოჩეჩებული. ჯიბეში ჩავიტენი. აჰ, როგორ ცივა!
მე კიდე ამ ფარღალალა ჟაკეტით რო ვარ წამოსული? როგორ ცივა და რა დახუთულია, ღმერთო, სადა
ხარ?! აქ რანაირად სუნთქავთ და ცხოვრობთ? მივდივარ, მარა ფეხს ძლივს მივათრევ, თითქოს ზედ
ჯაჭვი მომდებია. იმ ჯაჭვზე კიდე თითქოს ზედ ქვაა დაკიდებული. თითქოს მივდივარ, მარა ერთ ადგი-
ლას ვარ გაშეშებული, თითქოს დაბმული. რა არი ესა? რატო ვარ ასე? რატო მგონია, რო ეს როდესღაც
უკვე გამოვცადე? სადა ვარ ესა? დომნას სახლია! ან აქ რა მინდა, ახლა, მე დომნას სახლში? რაღა
დროს დომნაა, რაღა დროს მისი სახლია? ღუმელს რო ვხედავ?! ცეცხლი ძლივს ბჟუტავს შიგნით, სველი
შეშაა შეყრილი, შეშა შიშინებს, ჩქამი არ ისმის. მარტო შეშა შიშინებს, იმის ხმა მიდგას მარტო ყურებ-
ში. აგე, ფიცრებისგან შეკრული ტახტი, ზედ ჩრჩილნაჭამი ხალიჩაა გადებული, იმის ზემოდან ვაშლის
ჩირი გაუფენია, ბოლომდე არაა გამომშრალი. იქვე, ღუმელთან, გაქერცლილი ვედრა დაუდევს, შიგნით
რაა, ვერა ვხედავ, მარა სუნით ვხვდები, საჭმლის ნარჩენია სასუქისთვის შეგროვებული. ღუმელისწინ
დაკორძილი, სველი შეშა დაუყრია და შეშას წყალი გასდის, იქვე გუბე დგას, ნაცარგარეული. იატაკს
საღებავი აცლია და პურის ნამცეცები ყრია აქა-იქ. მარტო სველი შეშის შიშინი და წვიმის ხმა ისმის.
მარტო ვარ, ღმერთო, სუ მარტო! აგერ, მაგიდის ფეხს ვარ გამობმული, მტირალი, მხოხავი, მაგიდის
ფეხს ცალი ფეხით მიბმული, თოკით მიბმული! ბოჩოლასავით! ვტირი და ვტირი, ცრემლი თვალს მიბ-
რმავებს, მლაშე წვინტლი პირში ჩამდის. სადა ხარ, დომნა, რად მიმატოვე? შენ გამომაბი თოკით მაგი-
დის სქელ ფეხს? შენ გამომაბი, შენ მიმატოვე? რატო დამტოვე მარტო, დომნა, რატო დამტოვე? ან სად
წახვედი? შენ ხო გიყვარდი? როგორც შეგეძლო, ისე გიყვარდი. თქვი, ხო გიყვარდი შენი ბებრული სიყ-
ვარულით? რა ვქნა ახლა, როგორ ვიყო? როგორ ვიარო? რა გავაკეთო? რატო მიმაბით ერთ ადგილას,
რატო დამტოვეთ?
რა არი ეს, მიწისქვეშა გადასასვლელი? კიბეებია? ჩადი მიწის ქვეშ, ჩადი, ეთერო, ჩადი მიწის ქვეშ,
თორე ნახე, როგორ წვიმს უკვე, როგორ სველდები, სუ დასველდები! ნელა ჩადი, თორე ნახე, თავბრუ
გესხმის, ამ კიბეზე რო დაგორდე გულწასული, სულს ვერ ჩაატან ბოლომდე, ნელა იარე. რატო ბნელა ამ

93 მკითხველთა ლიგა
მიწისქვეშაში? ვაიმე, რა ცუდად ვარ, სუ ცივად მივლის ტანში, ვერაფერს ვხედავ! აღარც მესმის არა-
ფერი, ახლა წავიქცევი! ძირს გაგებულ ფილაქანს ვხედავ და აგერ, კედელთან რაღაცა ძონძები გაუშლი-
ათ. აი, ცოტაცაა და, დავვარდები და სანამ დავვარდები და გონი წამერთმევა, მიწას თავს დავკრავ და
გავითიშები, ამ გაშლილ ძონძებზე ჩამოვჯდე, ისა სჯობს, მუხლი ამაზე დავაბჯინო, სანამ მართლა გო-
ნი სუ წამრთმევია, თავი შუაზე გამხლეჩია ძირს დაცემისგან, მარა ვიღაცა უკვე ჩამომჯდარა ამ ძონ-
ძზე. ჭაღარა, გაბურძგნული თავი მოუჩანს. მე კიდე ვხვდები, რო ახლა მუხლთან ერთად გონიც წამერ-
თმევა საბოლოოდ, ამ ძონძებზე თუ არ დავჯექი. უნდა ჩამოვჯდე ცოტა ხანს, ქალბატონო, ამ გაბურ-
ძგნილ თავს ვეუბნები და ლამის ზემოდან დავეცე ამ ძონძებზე, ცუდად ვარ, შენი ჭირიმე, დამსვი ცოტა
ხნით. თვალებშიც მიბნელდება და რო ვახელ, ამის სახეს ვუყურებ, ამ გაბურძგნული ქალის სახეს, უკ-
ბილო პირს და ანთებულ თვალებს, მიცინის. მიცინის, შემომცინის. მგონი კვდები, ქალბატონო? კიდევ
მიცინის. არა, არ ვკვდები, ჩემი ხმა ძლივს მესმის, სუ უღონოდ ვარ, ღონეგაცლილი. აბა, მშიერი ხარ?
ისევ მიცინის, კბილები სუ არ აქ, ღრძილები უპრიალებს. ახლა ვხედავ წინ დაგდებულ, გამორღვეულ
შავ ნაქსოვ ქუდში ხურდები ყრია, ვერცხლისფრად ბრჭყვიალებს. მათხოვარია, მათხოვარ ქალთან ვარ
მიგდებული ძონძებზე, მიწისქვეშაში! რა სირცხვილია, ეთერო, ქალო! მარა აქ ვინმე დაგინახავს? ვინმე
გიცნობს? ვერც ვერავინ! შენც მათხოვარი ეგონები ვინმეს და ეგრეც ჯობია! ვინმემ რომც გიცნოს, ვერც
დაიჯერებს, რო ეს შენა ხარ, აგე, მიწისქვეშაში, აყროლებულ ძონძზე გაშოტილი, ცხვირწინ ხურდებია-
ნი ქუდი დაგიდევს. არა უშავს, ახლა ეს ქალი ხო გვერდითა გყავს, მარტო აღარ ხარ მაგიდის ფეხზე
თოკით მიბმული. კოკა-კოლა გინდა? ეს კიდე ღრძილებით მიცინის, ხელში კოკა-კოლას ბოთლს ატრი-
ალებს, ნახევრად დალეულს. ჭუჭყიანი, დაღრღნილი ფრჩხილები აქ, დაღუნული, ძარღვიანი თითები,
არ გინდა კოკა-კოლა? თან კიდე მეკითხება, თან კიდე ბოთლი პირთან მიაქ, სვამს. მინდა კი, ხელს
უღონოდ ვიწევ, ძლივს ამომდის ხმა პირიდან. იმას კიდე ზედ ტუჩზე აქ ბოთლი აკრული, იშორებს და
ჩემკენ იწვდის, ბოთლის თავსა და ტუჩებს შორის ფურთხი ეწელება. მჟავე გემო აქ ამ კოკა-კოლას, თუ
ამ ქალის ფურთხს აქ მჟავე გემო, ბოთლის თავთან დაგროვებულს, მარა მერე თითქოს სცილდება, მეც
ვსვამ და ვსვამ და ჩაჟანგულ ყელს, როგორც იქნა, მიხსნის ეს დატკბილული წყალი. გწყუროდა? კიდე
მიცინის, მოდი, აქეთ მოიწიე, ქალო. უფრო ახლოს ვჩოჩდები და თითქოს თვალშიც გამოვიხედე. არა-
ფერი სიზმარი არაა ესა. აგე, მართლა მიწისქვეშა გადასასვლელის კედელთან ვარ მიგდებული, ძონძებ-
ზე, ნაკლოვან მათხოვართან, ჩემ წინ კი მიდიან და მოდიან ადამიანები, მიდიან და მოდიან, მიდიან და
მოდიან. აგე, ცხვირწინ ჩამწკრივებულ მაღაზიებსაც ვხედავ, იმათ ვიტრინებს ზედ ჩინური, იაფიანი
ფეხსაცმელებით, აგერ რაღაცა სუნიც მცემს, მიწისქვეშას სუნი, საცხობის თუ დამწვარი ზეთის, საღე-
ბავის, შარდის, ჩინური ფეხსაცმლის სუნი და ამ ქალის მწკლარტე სუნი, ამის ძონძების, ერთმანეთში
გადარეული. თბილად კი ვარ, ისე, სცოდნია, რა დააგოს, როგორ დააგოს, თბილად რო იყოს და თვალე-
ბი მიმძიმდება. თვალები მიმძიმდება და ცოტა ხანი დავიძინებ, ამას ვეუბნები, მათხოვარს, მათხოვარს
კი არა, ჩემს ანგელოზს, შეხედე, მართლა რანაირად აქ ეს თმა თეთრად დაფენილი, არადა, ჩემი ხნის
იქნება, მეტის კი არა. მგონია, მართლა ანგელოზია, ფრთებიც კი აქ, მარა მე ვერა ვხედავ. ეს კიდე ღი-
მილით მომჩერებია, ღრძილები უელავს დორბლიან პირში, დაიძინე, დაიძინე, ჭუჭყიან ხელს მადებს
ლოყაზე. გედოს ეგ ხელი, ცოტა ხნით, ქალო, მერე რა, რო ბინძური ხარ, გედოს ეგ ხელი. მადლობა, რო
შენი ადგილი გამიყავი, მადლობა, რო ახლა შემიფარე მთლად მიწასთან გასწორებული, ამ მიწისქვეშა-
ში გულის წასვლისთვის განწირული. მადლობა, ქალო! ოქროს ქალი ხარ შენ, ვინცა ხარ, ღმერთი მოგ-
ცემს სამაგიეროს ამ სიკეთისთვის. მინდა, მადლობა გითხრა, მარა ყელი მაქ ახლა გადაკეტილი და ჯო-
ბია ჩუმად ვიყო, შენც კიდე შენთვის იმათხოვრო, იქნება და ორ გაშოტილ ქალს უფრო მეტი ხურდა
დაგვაყარონ ამ უსახო, უსახურმა ადამიანებმა, წინ რო მიდიან და მოდიან, მიდიან და მოდიან, ჩქარი
ნაბიჯით, აჩქარებული ნაბიჯით, მარა ახლა ამათაც ვეღარ ვხედავ, ვერც ამათ ტანებს ვხედავ, ვერც

94 მკითხველთა ლიგა
ამათ ფეხებს, ვერც სახეებს, ახლა მარტო კედელსა ვხედავ, იმ კედელსაც ვეღარ ვხედავ, იმ რუხი კედ-
ლის მაგივრად მაყვალს ვხედავ, მაყვლის ბუჩქებს, შავ, ბრიალა მაყვალს, მის დამძიმებულ კენწეროებს,
ნიავი რო არხევს და აგერ, თითქოს შაშვმაც გაიჭახჭახა, სუ ახლოს ხეებს შორის და აგე, მაყვლის ბუჩ-
ქშიც თითქოს ვხედავ კიდეც, შავად გადებულს. კიიიი, შაშვია, შაშვი! შავი შაშვია, ყვითელნისკარტა!
აგერ, თითქოს ესეც ცხვირწინ ამიფრთხიალდა, აფრინდა, გამიფრინდა! თვალიც ვერ მივადევნე. ისევ
მაყვლის ბუჩქსა ვხედავ, მის დამძიმებულ კენწეროებს, ნიავი რო არხევს, ელამუნება. თვალებსა ვხუჭავ
და რიონის ხმაც მესმის, მისი გუგუნიც, და სანამ სუ ღრმა, დაბნელებულ ძილში ჩაგეშვებოდე, ამ ქალის
ხელს, ანგელოზის ხელს, ჩემ ლოყაზე დადებულს, მეც ხელს მოვუჭერ.

95 მკითხველთა ლიგა

You might also like