Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

Socialist Realism

მეფის რუსეთის რეჟიმი კრახით დასრულდა არათუ ერთი რევოლუციით, არამედ


რევოლუციების სერიით. ძველი რუსეთის იმპერიის ქვეყნებში დამყარდა ქაოტური
სისტემები - ეკონომიკური სიდუხჭირე, სამოქალაქო ომები, საერთაშორისო ჩარევები. ამ
ფონზე პირველი მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ მორჩენილა. არაეფექტური ლიბერალური
ხელისუფლება დაამარცხა ბოლშევიკურმა რევოლუციამ, რომლის იდეალებიც ქვეყანაში
მალევე გამყარდა.

დღევანდელი სამყაროსთვის მიუღებელიცაა პროლეტარული ხელოვნების


შესახებ თემის წამოჭრა, არადა მას ძალიან საინტერესო ისტორია გააჩნია. საბჭოეთში
წარმოშობილ მიმდინარეობას სოციალისტური რეალიზმი დაერქვა, რომელიც
გამოხატავდა დიდი ოქტომბრის რევოლუციის სულისკვეთებას, მეფის რუსეთის
საზარელ ცხოვრებას და ახალი სოციალისტური წყობის სიდიადეს. ასეთი ხელოვნების
მხურვალება განსაკუთრებით იგრძნობა სსრკ_ს ადრეულ წლებში.

დღეს განვიხილავთ 3 ნახატს. სამივე შეეხება დიდ ოქტომბრის რევოლუციას.

პირველი ნახატია სეროვის „ზამთრის სასახლე აღებულია.“ ზამთრის სასახლე იყო


სამეფო რეზიდენცია პეტროგრადში. ნამუშევარზე ჩანს სამი წითელგვარდიელი და
სასახლის კორიდორი. ზოგადად რევოლუციური ხელოვნება ენთუზიასტურია,
გამოირჩევა მრავალი მკვეთრი ფერებითა და ზარზეიმით მოქეიფე მასით. თუმცა
სეროვის ნახატზე ყველაფერია ამის გარდა. გარემო ბნელია, იგრძნობა რუსეთის ბუნების
სიცივე, მაგრამ ამავდროულად პოლიტიკური სიტუაციის სიცივე. ზუსტად ფერებში და
ჩრდილებში გამოხატავს სეროვი ამ ყინვას. რევოლუცია მოგებულია. მაგრამ ეს მხოლოდ
ბრძოლის დასაწყისია. წინ პირველი მსოფლიო ომია დასამთავრებელი. წინ დანგრეული
ქვეყანაა ასაშენებელი. არაფერი დასრულებულა, პირიქით, ჯერ კიდევ იწყება ოფლის
ღვრა და გარჯა. დანაგვიანებული სასახლე უბრალოდ სიმბოლოა ძველი დაცემული
რეჟიმის, ამაში წითელგვარდიელები ვერ ხედავენ სიხარულს. მათ იციან თუ რა მოელის
ახალ პროლეტარულ სახელმწიფოს წინ, ამიტომაც ცდილობენ სული მოითქვან
მომდევნო ბრძოლამდე. მარჯვენა მეომარს ხელზე წითელი სახვევი აქვს - ბოლშევიკური
გაგებით წითელი არის მებრძოლი მუშას სისხლი და თავგანწირვა, მაგრამ
ამავდროულად უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო. ზამთრის სასახლე აღებულია,
მაგრამ რუსეთში ჯერ კიდევ ცივა.

შემდგომი ნახატი არანაკლებ მელანქოლიურ ატმოსფეროს ქმნის. ფერები


გაცილებით უფრო კაშკაშაა, მაგრამ აქ ყურადღებას ახალგაზრდა წითელგვარდიელის
სახის გამომეტყველება იჭერს. პოლიაკოვის „ზამთრის სასახლის აღების შემდეგ“
ზუსტად იჭერს იმ ცარიელი გამარჯვების სასოწარკვეთილებას. რუსი მუშები
გამარჯვებისთვის უკვე ათწლეულებია იბრძვიან და თითქოს სასახლის აღებით უნდა
მორჩენილიყო მათი წამება, მაგრამ ეს როდია სიმართლე. მეომარი ახალგაზრდაა, მან არ
იცოდა მეფის რუსეთის სიმახინჯის დონე. ის გაკვირვებით უყურებს არისტოკრატულ
ფუფუნებას, ნახატებსა თუ ძვირადღირებულ არქიტექტურას. ამ სიმდიდრის მეასედიც
კი არ ჰქონდა წილად მთლიანი რუსეთის საგლეხეთს, სასახლეში კი ეს სიმდიდრე ერთ
პირს ეკუთვნოდა. მეომრებმა იცოდნენ, რომ მეფე გაცილებით უფრო მდიდარი იყო,
მაგრამ ამ ნახატში პოლიაკოვი ხაზს უსვამს ამხელა სოციალური უთანასწორობის
გააზრების მომენტს. ახალგაზრდა მეომარი შოკირებულია. ქუდზე მიჯაჭვულია
წითელი ვარსკვლავი, რასაც იყენებდნენ წითელგვარდიელები საბჭოეთში. წითელი
ვარსკვლავი ახალი სოციალისტური წყობის აღმოცენების სიმბოლოა.

საუკეთესო ნახატი მოვიტოვე ბოლოსთვის. ლუკინის „ის დასრულდა“ გვანახებს


წითელგვარდიელებს სატახტო ოთახში. „ის დასრულდა“ - აქ, რა თქმა უნდა,
ნაგულისხმევია მეფისა და შემდგომ ბურჟუაზიის ტირანია. დასრულდა წნეხი,
რომელსაც გლეხები და მუშები გრძნობდნენ საუკუნეების განმავლობაში. თუმცა ეს
დასასრული მხოლოდ ფორმალურია და უკვე ნახსენები მიზეზების გამო
წითელგვარდიელებს არც კი სცალიათ ქეიფისთვის. წინ მდგარი მეომარი გაოცებით,
ტკივილნარევი ღიმილით უყურებს სამეფო რეგალიას. ოდესღაც ეს არწივი შიშს
ჰგვრიდა არა მარტო რუს გლეხებს, ასევე ყველა სხვა მოსაზღვრე ერებსაც(მათ შორის
ქართლსა და იმერეთს). ტახტი ამაღლებულია კიბეებზე, მასზე მჯდომი ზემოდან უნდა
გადმოჰყურებდეს ყველა სხვას, თუმცა ის ცარიელია. ტახტი აბსოლუტური
მმართველობის სიმბოლოა. ეგ მახინჯი რეჟიმი დაინგრა, ფერფლიც კი არ შემორჩა.
ძველად ეს ორი მუხლსაც კი მოადრეკინებდა მეომრებს, ახლა კი სამეფო რეგალია და
ტახტი მხოლოდ და მხოლოდ მტკივნეული წარსულის სიმბოლოა, მხოლოდ და
მხოლოდ ისტორია. ლუკინის მეომარსაც შემოხვეული აქვს წითელი სახვევი.

სამივე ნახატი სიცარიელითაა აღსავსე. ტიპურად, რევოლუციური ნახატები


მძაფრი ემოციებითაა აღსავსე და ასეთი მაგალითები გვაქვს კიდეც საბჭოურ
ხელოვნებაში, მაგრამ დღეს არჩეული ნახატები გადმოსცემენ ნეგატიურ გრძნობებს -
მელანქოლიას, გაოცებას, წარსულის შიშს. სამივე ნახატში იგრძნობა სიცარიელე,
ბურუსი, არაკომფორტულიცაა მათი ცქერა. არც მეომრები არიან აღტაცებულნი, ისინი
დაიღალნენ გამუდმებული ბრძოლით დამოუკიდებლობისთვის. ეს დამოუკიდებლობა
კი მოიპოვეს, მაგრამ მომავლის მწარე რეალობა არ აძლევთ მათ ნაადრევი ქეიფის
საშუალებას.

You might also like