Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ლექცია 3

XII-XIII საუკუნეების სარაინდო (კურტუაზული) ლიტერატურა

პროვანსი

XII-XIII საუკუნეებში მთავრდება ფეოდალიზმის ჩამოყალიბება დასავლეთ ვროპის


ბევრ ქვეყანაში. მას თან ერთვის ჯვაროსანთა ლაშქრობები (1096-1270), რომელიც
მიზნად ისახავდა ხმელთაშუა ზღვაზე და საერთოდ აღმოსავლეთისაკენ მიმავალ
სავაჭრო გზებზე ევროპელთა ჰეგემონიის განმტკიცებას, რის შედეგადაც ევროპამ
ბიზანტიასა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან გააძლიერა პოლიტიკურ-
კულტურული ურთიერთობა, დაამყარა სავაჭრო და ეკონომიური კავშირი და გაეცნო
მათ განვითარებულ და დახვეწილ კულტურას. ამას კი მოყვა რაინდობის
პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი იერარქიის საბოლოოდ დადგენა. რაინდთა
გაერთიანებამ, ახალმა უცნობმა ცხოვრების სტილმა, აღმოსავლეთის კულტურამ, იმ
ადამიანებთან ურთიერთობამ, რომელნიც უწინ ნაკლებად იყვნენ ცნობილნი, ხელი
შეუწყო ახალ ქვეყნებსა და ადამიანებზე წარმოდგენის გადაფასებას. რაინდობის
კულტურის აღმავლობა განუყოფელ კავშირშია შუა საუკუნეების ქალაქების
ზრდასთან, რომლებიც არა მარტო ეკონომიურ, არამედ განათლების ცენტრებადაც
გადაიქცნენ. ახალ ისტორიულ სიტუაციაში ცვლილებები განიცადა რაინდობამაც, მან
ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ყოფილიყო თავაზიანი, კეთილშობილი, ენამახვილი
და ხელგაშლილი. რაინდობის სამხედრო იდეალს დაუკავშირა ესთეტიკური
იდეალი, კერძოდ, რაინდმა ამჯერად იცის საერო თამაშობანი, გახდა თვინიერი,
თავაზიანი განსაკუთრებით ქალისადმი, თავი დაანება მუდმივ ხეტიალს, დასახლდა
საკუთარ მამულში, შემოიკრიბა ვასალ-რაინდთა მთელი გუნდი, ოჯახის წევრებისა
და მეგობრების გარემოცვაში მიეცა ლაღ ცხოვრებას. ამ პერიოდის რაინდული
ლიტერატურა ყოველმხრივ ნერგავდა არისტოკრატულ დახვეწილ ეტიკეტს და
ამდენად მას საკარო ( Cour =ფრ. კარი) მწერლობასაც უწოდებდნენ. მართალია აქ
ხშირად იყო წარმოდგენილი პირობითი სამყარო, ფანტასტიკური სამეფო, რომელშიც
მიუწვდომელი იდეალების საძებრად ამაოდ დაეხეტებიან გაზღაპრებული
პერსონაჟები, მაგრამ მიუხედავად ამისა, კურტუაზულ ლიტერატურაში დახტულია
რეალური სამყარო, ნაჩვენებია ინტერესი მიწიერი სიამოვნებისა და ადამიანის
ინტიმური ცხოვრებისადმი. სარაინდო ლიტერატურის შემეცნებითი მნიშვნელობა,
მასში რეალიზმის ელემენტების მომძლავრება, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ. ამ
მწერლობისათვის ძველ იდეალად რჩება სამსახური სამართლიანობისა და ხალხთა
ბედნიერებისათვის და ამასთანავე მნიშვნელოვან თემად გამოცხადებულია ქალი და
მისადმი სამსახური სიყვარულთან ერთად. ეკონომიური და კულტურული
აღმავლობა განსაკუთრებით განიცადა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილმა-პროვანსმა,
რომელმაც კარლოს დიდის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ საფრანგეთისაგან
პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა
მდებარეობამ (ხმელთაშუა ზღვის ნაპირი) პროვანსს შესაძლებლობა შეუქმნა
განვითარებული ეკონომიკა და მრეწველობა ეწარმოებინადა ა. შ. დიდი იყო
კულუტურული აღმავლობაც. პროვანსმა დაამუშავა თავისებური ლიტერატურული
ენა, შექმნა ნატიფი და მაღალხარისხოვანი ლიტერატურა, პროვანსელ პოეტებს
ტრუბადურები შეარქვეს, მათი რიცხვი ძალიან დიდია, ჩვენამდე მოღწეულია 460
პოეტის სახელი, მათ შორის იყვნენ დიდგვაროვანი სინიორებიც (მაგ. სირანო დე
ბერჟერაკი), უბრალო მცირე მამულიანი აზნაურებიც, მდიდარი ციხე-დარბაზების
მსახურნიც, მოქალაქენიც და უთვისტომო ადამიანებიც. ტრუბადურებმა (trobar =
პროვ. პოვნა, გამოგონება) შეიმუშავეს გარკვეული პოეტური ფორმები, რომლებსაც
ზოგჯერ დამოუკიდებელ ჟანრებადაც თვლიან ხოლმე. თავიანთ პოეზიაში
ტრუბადურებმა გამოიყენეს ხალხური საგუნდო სიმღერებისა და გოლიარდების
პოეზიის ჯანსაღი ელემენტები. ლირიკის ყველაზე გავრცელებული ჟანრები იყო
კანცონა (წარგზავნა), სირვენტა (პოლიტიკური ლექსი), ტირილი, პასტორელა
(სამწყემსო სიმღერა), ტენსონა (პაექრობა), ბალადა (საცეკვაო სიმღერა), სერენადა
(ღამის სიმღერა), ალბა (დილის სიმღერა) და სხვა, რომლებშიც დიდი ყურადღება
მიაქციეს ლექსის პოეტურ სამკაულებს და რომლითაც შეამზადეს ნიადაგი ახალი
ევროპული პოეზიისათვის, კერძოდ იტალიური “ტკბილი საამო სტილის”
ლირიკისათვის. ტრუბადურების პოეზიაში მარათალია, ძირითადი ადგილი ეკავა
სატრფიალო თემატიკას, მაგრამ პოლიტიკური მოტივებიც არ იყო უცხო.
პოლიტიკური სირვენტების მთხზველი იყო ბერტრან დე ბორნი (ბორონი), მებრძოლი
და მშფოთვარე ფეოდალი. პროვანსელი ტრუბადურების პოეზიაში ევროპელმა
რეაქციონერებმა კათოლიკური რელიგიის წინაღარმდეგ მიმართული მკრეხელობა
დაინახეს და რაკი ჩრდილოეთ საფრანგეთის ბარონებს პროვანსის დაპყრობაც
სურდათ, წამოიწყეს შეიარაღებული აჯანყება სიმონდე მონფორის ინიციატივით. ამ
ლაშქრობას “ალბიგონელთა ომი” ეწოდა და რომელიც მიმდინარეობდა ორი ათეული
წელი (1209-1229), რომელსაც მოჰყვა პროვანსის ეკონომიკისა და კულტურის
განადგურება. მიუხედავად ამ ტრაგედიისა ტრუბადურების ხმას დიდი გამოძახილი
ჰქონდა თვით საფრანგეთშიც, ასევე გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. ამაზე
მეტყველებს საფრანგეთში ტრუვერების და გერმანიაში მინეზინგერების პოეზია.
ლირიკული ჟანრის გარდა ისინი ქმნიდნენ პროზაულ და ეპიკურ ნაწარმოებებს. ამ
მხრივ საინტერესოა უდიდესი ტრუვერი ქრეტიენ დე ტრუა, მინეზინგერები
ვოლფრამ ფონ ეშენბახი, ვალტერ ფონ დერ ფოგელვაიდე და სხვა. ეს უკანასკნელი
შემოქმედებითად იყენებს გერმანული ხალხური ლირიკის მიღწევებს იგი დემოკრტი
იყო, სამშობლოს მოყვარული, პაპის მოძულე, სატრფიალო ლექსებში კი ხოტბას
უძღვნის გლეხის გოგოს და აიდეალებს მისადმი “ნამდვილ სიყვარულს”. საკარო
ლირიკისათვის დამახასიათებელმა თემამ-ქალისადმი ტრფობამ და რაინდულმა
სამსახურმა თავი იჩინა კურტუაზული ლიტერატურის სარაინდო რომანში.
სარაინდო ეპოსის რომანებისაგან განსხვავებით კურტუაზულ რომანებს აქვთ
დამოუკიდებელი სტილი და ტექნიკა. კურტუაზული რომანი იწერება საკითხავად
და არა სადეკლამაციოდ. რომანებში დიდი ადგილი ეთმობა რაინდთა მორალური
უპირატესობისა და კულტურული დახვეწილობის ჩვენებას. კურტუაზული რომანი
წარმოიშვა და განვითარდა საფრანგეთის ჩრდილოეთით, შემდეგ კი გერმანიაში.
მსოფლიო ლიტერატურაში გმოყოფენ კურტუაზული რომანის სამ ციკლს -
ანტიკური, კელტურ-ბრეტონული და ბედის უკუღმართობის მაჩვენებელი.

ანტიკური ციკლიდან გამოირჩევა “რომანი ალექსანდრეზე”, “რომანი ენეას შესახებ”,


“რომანი ტროას შესახებ”. აქედან პირველში აღწერილია ალექსანდრეს საგმირო და
სხვა თავგადასავლები (ბავშვობა, სიჭაბუკე, ბუციფალი გახედნვა, პირადი
ურთიერთობები და ა.შ.)., მეორეში-ავტორი ვერგილიუსის “ენეიდას” გადამუშავებას
ახდენს., მესამეში -წარმოდგენილია ტროელი უფლისწულის ტროილისა და ბერძენი
ტყვე ქალის ბრიზეიდას რომანი. ეს უკანასკნელი ღალატობს ტროილს და ნებდება
დიომიდეს. ეს თემა მოგვანებით დაამუშავეს ბოკაჩომ, ჩოსერმა და შექსპირმა.

კელტურ-ბრეტონული ციკლის რომანები წარმოიშვნენ საფრანგეთის ბრეტონში,


ნაწილობრივ უელსში და კორნუელში. კელტურ თქმულებათა მემკვიდრეები
აღმოჩნდნენ ფრანგი ტრუვერები და გერმანელი მინეზინგერები. მათვე მოახდინეს
სხვადასხვა თქმულებების ციკლიზაცია და გაერთიანება ერთი გმირის, მეფე
ართურის, გარშემო ლეგენდებ შეიქმნა VIII-IX სს. თქმულებათა მიხედვით მშობლიური
ტერიტორიის დაცვის მიზნით ართური ებრძოდა ანგლებს და საქსებს. შემდეგ კი
მისი სახე სახალხო მთქმელებმა გააზვიადეს და იგი აქციეს მთელი ინგლისის მეფედ
და უძლეველ გმირად. ართურის სახის შემდგომ ჰიპერბოლიზაციას ვხედავთ
მემატიანე გალფრიდ მონმოუტელის (მონმუთი) მიერ 1137 წ. დაწერილ “ბრიტანეთის
მეფეთა ისტორიაში”, რომელიც რამდენადმე დაედო საფუძვლად თქმულებებს მეფე
ართურზე, სადაც იგი ძლიერი რაინდია, რომელიც თავის მეუღლე ჯინევერასთან
ერთად მშვენიერ სასახლეში ცხოვრობს, გარემოცულია ძლიერი რაინდებით,
რომლებიც დრო და დრო ტოვებენ სასახლეს, რათა საგმირო საქმეები ჩაიდინონ,
ემსახურონ ბანოვანს, აღადგინონ სამართლიანობა და ა. შ. მოგვიანებით ართურის
თქმულებებს ტრუვერებმა დაუკავშირეს ჯერ მრგვალი მაგიდის და შემდეგ წმინდა
გრაალის მოტივი. თქმულებების თანახმად ართურ მეფემ პირველმა გააკეთებინა
მრგვალი მაგიდა, რომლის გარშემო შემომსხდარი რაინდები თავს მიიჩნევდნენ
თანასწორებად. გრაალის მოტივი ძველია. თავდაპირველად გრაალს მიაწრედნენ
მისტიკურ ძალას. მისი დანახვა შეეძლო უცოდველსა და ზნეობრივად სრულყოფილ
რაინდს. შემდეგ გადმოგვცემენ იოსებ არიმათიელის მიერ თასში შეგროვილი
ჯვარცმული ქრისტეს ჭრილობიდან ჩამონადენი სისხლის ძალას. თასმა შეაძლებინა
იოსებს გათავისუფლებამდე აეტანა უამრავი ტანჯვა, ამის შემდეგ იგი გადასახლდა
ინგლისში, დააარსა “წმინდა გრაალის” დამცველი ქრისტიანული საზოგადოება.
მოგვიანებით თქმულებების გრაალმა დაკარგა თილისმის ძალა და შეიძინა
რელიგიური აზრი, კერძოდ იგი იქცა რელიგიური სამსახურის მიზეზად და
ასკეტური განდგომილების სიმბოლოდ. იდეური შინაარსით ბრეტონული ციკლი
თავის მხრივ იყოფა ოთხ ჯგუფად- (1)-ბრეტონული ლე, (2)-ართურის რომანები, (3)-
რომანები წმინდა გრაალზე, (4)- რომანები ტრისტანისა და იზოლდას შესახებ. აქედან
ლე არის გალექსილი ნოველა. ასეთი 18 ნოველაა მოღწეული, რომელიც განეკუთვნება
მარიამ ფრანგს, XII ს. II ნახ-ის ანგლო-ნორმანდიელ პოეტ ქალს. იყენებს რა ძველ
ხალხურ ზღაპრებს, მარიამ ფრანგი მათ თავის მხრივ კიდევ უფრო უჩვეულო
თავგადასავლებით ავსებს. იგი გვერდს არ უვლის სასახლის ცხოვრებას, ლაშქრობათა
აღწერას, მაგრამ მას უფრო აინტერესებს ადამიანის უნაზესი და ბუნებრივი
გრძნობები, პირველ რიგში ტრფობა, სიყვარული, რომელიც პოეტი ქალისთვის არ
არის მარტო რაინდის ბანოვანისადმი ზრდილობიანი მომსახურება, არამედ არის
ორი ადამიანის ურთიერთისადმი უნაზესი ლტოლვა, ადამიანურ გრძნობათა
გამოვლენა. დანარჩენი სხვა ჯგუფის რომანები დაკავშირებულია ქრეტიენ დე
ეტრუასთან და თომას მელორთან.

ქრეტიენ დე ტრუა (XII ს. II ნახ.)-ფრანგი ტრუვერი, რომელმაც უამრავი რომანი


შეკრიბა და რედაქტირება გაუკეთა. მის სახელთან არის დაკავშირებული პირველ
რიგში ართურის ციკლის დამუშავება, რომელიც დემოკრატიული ელფერით არის
შემოსილი, ამიტომაც მათში ხშირად იჩენს თავს რეალისტური სინამდვილე, ჯანსაღი
მორალი და ხალხური იუმორი. ქრეტიენის რომანების მიხედვით, დიდებული მეფის
ართურის სასახლეში დამკვიდრებულია დახვეწილი ეტიკეტი, დიდი რაინდული
კულტურა, რომლის შეთვისების გზითაც არის მხოლოდ შესაძლებელი
რაინდისათვის სრულყოფისა და დიდების მოპოვება. ქრეტიენს აინტერესებს,
მაგალითად საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რაინდის
დამოკიდებულება სიყვარულისა და კურტუაზული ეტიკეტისადმი, ქალისა და
ოჯახის, საზოგადოებისა და სიუზერენისადმი, როგორია მოვალეობა ქალისა,
როგორც სატრფოსი, ცოლისა და დედის და ა.შ. ყოველივე ამ საკითხზე პასუხის
გასაცემად მრგვალი მაგიდის ცალკეულ რაინდებთან (ერიკი, ივენი, ლანსელოტი,
კლიჟე...) დაკავშირებით მან შექმნა დამოუკიდებელი რომანები, რომლებიც
ერთიანდებიან ართურის რომანების ციკლში. რომანებში “ერიკი და ენიდა”, “ივენი
ანუ ლომის რაინდი” ტრუამ დაამუშავა სიყვარულის გრძნობასთან და ოჯახურ
ცხოვრებასთან რაინდული თავგადასავლების შეთავსების საკითხი (ერიკისა და
ენიდას, ივენისა და ლოდინას სიყვარული). რაინდი თანაბრად უნდა იყოს ვაჟკაციც
და ოჯახის მამა. რაინდული თავგადასავლებისა და გართობის შეთავსება
სიყვარულთან შესაძლებელია და აუცილებელიც კი. ეს აზრია ჩაქსოვილი “ერიკსა”
და “ივენში”, მაგრამ როგორი უნდა იყოს თავისთავად სიყვარული? ამ კითხვაზე
პასუხს ქრეტიენი იძლევა რომანში“ლანსელოტი ანუ ფორნის რაინდი” და “კლიჟე”,
სადაც აყალიბებს სიყვარულის კურტუაზულ ფილოსოფიას. “ლანსელოტში” რაინდმა
უნდა დაიხსნას მოტაცებული სატრფო ჯინევერა, მაგრამ ჯუჯა იმ შემთხვევაში
ეტყვის ქალის ადგილსამყოფელს თუ ლანსელოტი თავს დაიმცირებს და ფორანში
ჩაჯდება. ოდნავ ყოყმანის შემდეგ იგი ჯდება ფორანში და შემდეგ იხსნის სატრფოს.
ეს უკანასკნელი კი არ პატიობს რაინდს იმ მცირე ყოყმანს და ითხოვს მისგან
დამამცირებელ საქციელს. ლანსელოტი სიყვარულის გამო ყველაფერს აკეთებს და
იბრუნებს ჯინევერას. ამის შემდეგ რაინდი ისევ ღირსეულად იწყებს ბრძოლას.
სიყვარული ამოძრავებს “კლიჟეს” გმირებსაც. უღირსი რაინდის მეუღლე
გაუმიჯნურდება ღირსეულ რაინდს, მაგრამ შეყვარებულები გულწრფელები არიან
და ისწრაფვიან კანონიერი ურთიერთობისაკენ. ქრეტიენს ეს რომანები,
განსაკუთრებით “ლანსელოტი” დაუმთავრებელი დარჩა, ვინაიდან მას გრაფის
დავალებით ლათინურიდან ფრანგულ ენაზე უნდა ეთარგმნა წიგნი, რომელშიც
აღწერილი იყო ღმერთისადმი რაინდების მისტიკური სამსახურის ამბები, გრაალის
ძებნა და სხვა. წმინდა გრაალის რომანებში არის მცდელობა ართურის რომანების
საერო-კურტუაზული იდეალის შეგუებისა ფეოდალური საზოგადოების
გაბატონებულ იდეალებთან, კერძოდ რელიგიურ წარმოდგენებთან. ამ მხრივ
აღსანიშნავია ქრეტიენის რომანი“პარციფალი ანუ თქმულება გრაალზე”. პარციფალი,
ფლამანდიელი უფლისწული, რომელმაც იგემა რაინდობის სიამე, თვითონაც გახდა
რაინდი, მაგრამ ზედმეტი სიმორცხვით, შეიძლება ითქვას დაუდევრობით თუ
კეთილშობილებით, დაკარგა გრაალი და შემდეგ შეეცადა გამოესწორებინა
დაშვებული შეცდომა და წავიდა მის საძებნელად, თუმცა ეს რომანიც ქრეტიენს
დაუმთავრებელი დარჩა და ამდენად არ ჩანს პარციფალის მიერ გრაალის მოპოვების
ეპიზოდები. ამრიგად, ქრეტიენი ერთგვარად ხარკს უხდის სიყვარულის
ძველფეოდალურ-საეკლესიო გაგებას, მაგრამ მასში საბოლოოდ იმარჯვებს ახალი
საერო-კურტუაზული მსოფლმხედველობა..“წიგნი ტრისტანისა და იზოლდასი”
განეკუთვნება კელტურ-ბრეტონული ციკლის რომანებს, რომელიც შექმნეს კელტმა
მგოსნებმა უძველეს დროში, ხოლო ფრანგმა ტრუვერებმა XII ს. აქციეს დასრულებულ
პოემად. შემორჩენილია ძეგლის ორი ვარიანტი, ძველი განეკუთვნება ბერულს, ხოლო
ახალი-თომას მელორს. 1902 წ. ფრანგმა სწავლულმა ჟოზეფ ბედიემ გამოაქვეყნა
“ტრისტანის” აღდგენილი ვარიანტი. ტრუვერებმა გადაამუშავეს ძველი კელტური
თქმულებები და ამასთანავე შეავსეს ისინი ახალი სარაინდო რომანების
აქსესუარებით. მათ შექმნეს საუკეთესო წიგნი სიყვარულისა და სიკვდილის შესახებ.
იმ ბრძოლების შესახებ, რომელსაც აწარმოებდნენ გრძნობასა და ფეოდალური
საზოგადოების დაუნდობელ კანონებს შორის მოქცეული რაინდები. “ტრისტანი”
მოგვითხრობს ახალგაზრდების სიყვარულისა და თავგანწირვის ამბავს: ტრისტან
ლონუელი, რივალენ მეფისა და ბლანშეფერ დედოფლის ვაჟი, ბრეტონელთა სახალხო
გმირია. მისი დამოკიდებულება იზოლდასთან სიყვარულის ზეიმია. ზეიმი,
რომელიც ტრაგიზმით არის სავსე, ხოლო ურთიერთობა მარკოზ მეფესთან,
მეგობრობის, კეთილშობილებისა და ერთგულების გამოხატულებაა. მათი სახეები
ნაწარმოებში დამაჯერებლად არის წარმოდგენილი. რომანში ასახულია
კურტუაზული ეპოსის საუკეთესო ტიპობრივი მხარეები. ავანტიურული ეპიზოდები
შეხამებულია გმირთა განცდების მხატვრულ აღწერასთან. ჯადოსნური სასმელის
მოტივიც კი არ არღვევს ხასიათების ფსიქოლოგიურ ერთიანობას, თუმცა გარკვეული
დისკომფორტი შეაქვს, რეალობას წყდება. ართურის რომანებისა და “ტრისტანის”
შემდგომი გადამუშავება ეკუთვნის თომას მელორს XIV საუკუნის რაინდსა და პოეტს,
რომელმაც მსოფლიო ლიტერატურა გაამდიდრა საუკეთესო რაინდული
ნაწარმოებებით: “ართურის სიკვდილი”, “ამბავი ართურის ზეობისა”, “ტრისტანი” და
ა.შ. მართალია, სრული კომპოზიციური მთლიანობა არ არის, თუმცა მხატვრული
ღირებულება ამით არ დარღვეულა, და კიდევ მის ნაწარმოემბებში უხვადაა ეპოქის
შესაფერისი დეტალები.

ბედის უკუღმართობის ციკლი კურტუაზული რომანების მესამე ნაწილია, რომელსაც


ზოგჯერ ბიზანტიურ რომანსაც უწოდებენ ბერძნულ-ბიზანტიური და სხვა
აღმოსავლური ამბების თხრობის გამო, მაგრამ ამ რომანების აღმოსავლური
ეგზოტიკის ადგილი მალე ყოფითმა კოლორიტმა და ადგილობრივმა თემატიკამ
დაიკავა (ქალ-ვაჟის სიყვარული, დაბრკოლებები, თავგადასავლები და ბედნიერი
დასასრული). ბედის უკუღმართობის გადალახვა მშვენივრად არის ნაჩვენები
“ფლორა და ბლანშფლორაში’, ხოლო კურტუაზული რომანის დაშლა “ოკანესსა და
ნიკოლეტში” ხდება. “ფლორა და ბლანშფლორა” ჩვენამდე მოღწეულია ორი
რედაქციით. ერთში არისტოკრატული ელემენტები შემცირებულია, ამიტომაც მას
ხალხურ რედაქციასაც უწოდებენ (წარმართების მეფის შვილის ფლორასა და ტყვე
ქალის ბლანშფლორას სიყვარული, დაბრკოლებები, ბაბილონის სულთნის
კეთილშობილება და შეყვარებულების დაქორწინება). “ოკანესსა და ნიკოლეტში” ჩანს
სარაინდო ლიტერატურის დაშლა. ნაწარმოები ჩვენამდე მოღწეულ ტექსტთაგან
ერთადერთია, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება პროზა და გალექსილი ტირადები.
ძეგლი არის ანტირაინდული, ანტიკათოლიკური. კიცხავს ომებს, გლეხობის
გაიდეალებულ წარმომადგენლებს. ოკანესს არ ხიბლავს სარაინდო საქმეები, მას
იტაცებს ტრფობა ნიკოლეტისადმი, არ აბრკოლებს ის ეროვნული, რელიგიური და
სოციალური განსხვავება. ფეოდალების წინააღმდეგ მებრძოლი ავტორი არც
რაინდობის მოკავშირე კათოლიკურ რელიგიასა და მის დოგმებს ინდობს და
კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ყველას. ნაწარმოების ხელნაწერი XII ს. დასასრულს
განეკუთვნება, მაგრამ მასში მოიპოვება ისეთი დეტალები, რომლებიც ჩვენ
საუკუნეთა სიღრმეში გვახედებენ და ამდენად მეტყველებენ ძეგლის უძველეს
წარმომავლობასა და ხასიათზე. XII ს. უკანასკნელ ათეულ წლებში სარაინდო რომანი
იქმნება აგრეთვე გერმანიაში. რომანის შექმნა გერმანელმა მინეზინგერებმა მართალია
მშობლიურ ნიადაგზე დაიწყეს, მაგრამ მათ ამასთანავე განიცადეს ფრანგი
ტრუვერების გავლენა. გერმანული კურტუაზული რომანი თავისი განვითარების
პიკს აღწევს XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ჰარტმან ფონ აუეს, ვოლფრამ ფონ ეშენბახის
და გოტფრიდ ფონ შტრასბურგის შემოქმედებაში. აუემ გერმანულ ენაზე შექმნა
“ერიკისა” და “ივენის” თავისუფალი თარგმანები, გარდა ამისა მასვე ეკუთვნის
ორიგინალური ნაწარმოებები, ლექსების კრებული “წიგნაკი” და მოთხრობები
“საბრალო ჰაინრიხი”. გოტფრიდი გერმანულ ლიტერატურაში ითვლება
კურტუაზული რომანის წმინდა საერო მიმართულების წარმომადგენლად. იგი
ხოტბას ასხამს მიწიერ სიამოვნებას, იცავს იმ გრძნობას, რომელიც ამსხვრევს
ფეოდალური ეთიკის ნორმებს. თავის ერთადერთ რომანში “ტრისტანი და იზოლდა”,
ახალგაზრდათა ტრაგედიის მიზეზს ხედავს ფეოდალური საზოგადოების
სიმკაცრეში, სადაც ურთიერთისადმი ტრფობა შესაძლებელია მხოლოდ მალულად,
უკანონოდ. ეშენბახის (ბავარიელი პოეტი) შემოქმედებასთანაა დაკავშირებული
გერმანული კურტუაზული რომანის ბოლო გზა. განსაკუთრებით ცნობილია მისი
რომანი “პარციფალი”, რომლის საფუძველიც ქრეტიენი რომანია, მიუხედავად ამისა
ეშენბახის ვარიანტი არ კარგავს სრულსა და ორიგინალურ ხასიათს. პოემაში
პარციფალი დაეუფლა გრაალს და გახდა მისი მფარველი, მანვე დააარსა მეტაძრეთა
ორდენი, რომელნიც გრაალს იცავენ, აქვე დაუმატა პარციფალის მშობლების
ისტორია. ეშენბახის შემოქმედებიდან ასევე საინტერესოა ლექსების, საუკეთესო
ალბები, კურტუაზული რომანის გავლენამ თავი იჩინა XII-XIV სს. შემდეგ
პერიოდებშიც.

ქალაქური ლიტერტურა. XIII საუკუნიდან ევროპის ქვეყნების უმეტესი ნაწილის


ცხოვრებაში გაიზარდა ქალაქების მნიშვნელობა. განმტკიცდა ამქრული
ორგანიზაციები, სავაჭრო ბრუნვა. ბურჟუებმა და ბიურგერებმა მოიპოვეს გარკვეული
იურიდიული უფლებები. მათ კავშირი ჰქონდათ გლეხობასთან და აჯანყების
მოხდენაში მხარს უჭერდნენ. ყველგან თვალშისაცემი იყო ქალაქებისა და
ფეოდალურ რაინდობას შორის კლასობრივი ბრძოლის განვითარება და ეს
ყველაფერი ხშირად პირდაპირ გამოხატულებას პოულობდა ლიტერატურაში, სადაც
გამოყენებული იყო არამარტო რაინდული და კლერიკალური ლიტერატურის
ტრადიციული ჟანრები, არამედ თეატრიც. ამდენად ჩნდება ქალაქური ლიტერატურა,
რომლის ძირითადი ნიშანი იყო სიახლოვე საარსებო მოთხოვნილებებსა და
ინტერესებთან, მათში ჩაქსოვილი იდეების საყოველთაო ხელმისაწვდომობა და
სიცხადე, გასაგები ენა და პოეტური ხერხები, ყოველდღიური რეალისტური სახეებით
და ჩვეულებრივი ცხოვრების კერძო სიტუაციებით. ქალაქური ლიტერატურის
განვითარება ყველა ქვეყანაში თანაბარი ინტენსივობით არ მიმდინარეობდა, მაგრამ
მაინც XIII-XV სს. შეიძლება ჩაითვალოს მისი გავრცელების დროდ. ლიტერატურამ
გამოიყენა დიდი და მცირე ფორმები: მისტერიიდან ფარსამდე, რომანიდან
ფაბლიომდე, დიდაქტიკური მოთხრობიდან არაკამდე. თვალსაჩინო
საყოფაცხოვრებო შინაარსის პატარა სახალისო ამბებს საფრანგეთში ეწოდებოდა
ფაბლიო, მისგან მოგვიანებით შეიქმნა თეატრალიზებული სცენა ფარსი., გერმანიაში
ეწოდებოდა შვანკი, სცენას კი ფასტნახშპილი, იტალიაში კი-ნოველინო. მათი იდეა
იყო მარტივი და უბრალო: რაინდის უსაქმურობას უპირისპირდება ყოველდღიური
შრომა, მფლანგველობას - მომჭირნეობა, სიძულვილს-სიყვარული, ბოროტებას-
სიკეთედ აა. შ. საკმაოდ პოპულარული ფაბლიოებია“ვირის ანდერძი”, “მღვდლის
ძროხის შესახებ”, “ გლეხი ექიმი”, და სხვა. როდესაც მოხდა ფაბლიოებისა და
შვანკების ციკლიზაცია შეიქმნა ანონიმური კრებულები: “ტილ ოილენ შპიგელი”,
“რომანი მელაზე”. შტრიკიერის (მოხეტიალე მომღერალი, XIIIს.) მიერ
შექმნილი“ხუცესი ამისი”, სადაც თავს ესხმის ეკლესიის ხარბ მსახურებსა და უქნარა
ფეოდალებს. წარმოგვიდგენს ცბიერ მატყუარა ადამიანს, რომელიც გაიძვერობით
მდიდრდება. რაინდული იდეალებიდან ბიურგერულ იდეალებზე გადასვლა
ლიტერატურაში საუკეთესოდ გამოჩნდა “ვარდის რომანში”. ალეგორიულ
ნაწარმოებში, რომელშიც ნაჩვენებია ჭაბუკის ვარდისადმი ტრფობა. ნაწარმოები
დაწერილია “ხილვის” ფორმით და შექმნეს გიიომ დე ლორისმა და ჟან დე მენმა.
ქალაქურმა ლიტერატურამ ხალხურ სანახაობათა ბაზაზე შექმნა საერო თეატრი,
მხიარული დრამატურგიული ჟანრი როგორც ფარსი და ფასტანხტშპილი. მშვენიერი
ნიმუშია ანონიმური ფარსი“ვექილი პატლენი”, რომელიც არის სატირა გაუმაძღარ
ვაჭარზე და მხილება მოსამართლეთა ოინებისა. საერო დრამის განვითარებას მოჰყვა
საეკლესიო დრამა. შეიქმნა ახალი მიმართულებები, კერძოდ მისტერია (სამსახური),
რომელიც ხანგრძლივ მომზადებას და დიდ მასშტაბებს მოითხოვდა. შემოღებულ
იქნა მოძრავი სცენა., მირკალი (ლათ=სწავლული), რომელსაც საფუძვლად ედო
ლეგენდები, უფრო იშვიათად ბიბლიური ეპიზოდები.

შუა საუკუნეების თეატრის დიდაქტიკური თავისებურებანი საუკეთესოდ


განსახიერდა მორალიტეში, რომელშიც მანკიერებათა და სათნოებათა ალეგორიული
განსახიერებანი იყო წარმოდგენილი. არსებობდა ჟანრი სოტო (ფრ= სულელი,
რეგვენი), რომელსაც იყენებდნენ პოლიტიკური თემის გასაშლელად. პოლიტიკური
პროცესი კი ნამდვილად მძიმე იყო: საფრანგეთში-ჟაკერეა, ინგლისში - უოლტ
ტაილერის აჯანყება. მეამბოხე გლეხებისა და ბელადების თავგანწირვა
თავისუფლებისათვის. ყოველივე ეს კი ლიტერატურაში ასახვას პოულობდა. კერძოდ
აღსანიშნავია ლენგლენდის მიერ ბალადები რობინ ჰუდზე,
შედგენილი
პიროვნებაზე, რომელიც XIV ს. ხალხურ პოეზიაში ცენტრალურ ფიგურას
წარმოადგენდა. იომენი-თავისუფალი გლეხი, კეთილშობილი ყაჩაღი. პირველი
პროტესტის ხმა.

------------------

დავალება (სემინარი 2): საკარო ლიტერატურის ძეგლები

(„თქმულებები ართურ მეფეზე“, „წიგნი ტრისტანისა და იზოლდასი“)

You might also like