Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 63

ლექცია 1.

თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ძირითადი ეტაპები

პოლიტიკის შესწავლა თითქმის ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად

იწყება ძველ საბერძნეთში, ძველ ჩინეთსა და ინდოეთში. ძველ საბერძნეთში პირველი
მიაზროვნე, რომელმაც პოლიტიკის შესწავლა დაიწყო, იყო პლატონი. საკუთრივ
პოლიტიკური მეცნიერების ისტორია პლატონიდან (ძვ.წ. 428-348) იწყება. მისი
რესპუბლიკა, პოლიტიკოსი და კანონები პოლიტიკური მეცნიერების პირველი კლასიკური
ნაშრომებია. ამ სამ თხზულებაში პლატონმა წარმოადგინა მოსაზრებები სამართლიანობის,
პოლიტიკური სიქველის, პოლიტიკის ნაირსახეობათა და მათ ტრანსფორმაციათა შესახებ.
ეს მოსაზრებები პოლიტიკური თეორიების სახით არსებობას განაგრძობდნენ XIX
საუკუნეში და არსებობენ დღესაც”.

1.როგორ შეისწავლიან პოლიტიკას: სამი ძირითადი კითხვა პოლიტიკის შესწავლის

ისტორიაში
ისტორიულად პირველი კითხვა, რომელიც პოლიტიკის შესწავლის დროს წამოიჭრა,
შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს - „როგორი უნდა იყოს პოლიტიკა?“
არისტოტელეს „პოლიტიკა“ ამის მკაფიო დადასტურებაა. თუ დავუკვირდებით, ესაა
ფასეულობითი და ნორმატიული მიდგომა პოლიტიკისადმი. რეალურად, ამ კითხვაზე
პასუხის ძიებით იწყება პოლიტიკური ფილოსოფია და მისი განაყოფი - პოლიტიკური
ეთიკა. ასეთი მიდგომა საუკუნეების მანძილზე დომინირებდა პოლიტიკის შესწავლის
საქმეში. ის არ ატარებს ობიექტურ ხასიათს, რადგანაც საქმე აქვს პოლიტიკური
მეცნიერების წმინდა ნორმატიულ ასპექტთან - ისეთ კითხვებთან როგორიცაა, მაგალითად:
„რატომ უნდა დავემორჩილო სახელმწიფოს?“, „როგორ უნდა განაწილდეს კეთილდღეობა
საზოგადოებაში?“, „როგორია პირადი თავისუფლების ფარგლები საზოგადოებაში?“

პასუხის ძიება კითხვაზე - „როგორი უნდა იყოს პოლიტიკა“ - იძლევა ეთიკურ

რეკომენდაციას. ესაა ჩვენება იმისა, თუ რა უნდა გააკეთონ პოლიტიკაში პოლიტიკურმა
მონაწილეებმა - პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, მოქალაქეებმა და ყველა დანარჩენმა
პოლიტიკაში ჩაბმულმა ადამიანმა. ეთიკური რეკომენდაცია გულისხმობს იმ
სტანდარტების დაწესებას და იმ კრიტიკული შეფასებების მიღებას, რომლებიც ეხმარებიან
პოლიტიკურ მონაწილეებს შეაფასონ და მისდევდნენ კარგ პოლიტიკურ ცხოვრებას.

კითხვა მეორე: როგორი არის პოლიტიკა? XVI საუკუნეში ნიკოლო მაკიაველი (1469-1527)
და თომას ჰობსი (1588-1679) . წინა პერიოდში პოლიტიკის შესახებ წარმოდგენები
უპირატესად პოლიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში ყალიბდებოდა. პოლიტიკური
ფილოსოფია პოლიტიკურ რეალობას ხსნის ფასეულობებზე დამყარებულ მსჯელობით
სამართლიანი პოლიტიკური წესრიგის შესახებ, ეძებს პოლიტიკური მოვლენების
ჭეშმარიტ ბუნებას. თუმცა, მეცნიერული ცოდნა პოლიტიკის შესახებ შეუთავსებელია
ფილოსოფიასთან, რადგანაც უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და არა ღირებულებებს.
პოლიტიკურ მეცნიერებაში ემპირიული მიდგომის ერთ-ერთი ცნობილი მოკლე
განსაზღვრების სახით შეიძლება მოვიტანოთ ჰაროლდ ლასველის (1902-1978) წიგნის
სათაური: "პოლიტიკა: ვინ რას ღებულობს, როდის და როგორ?". ფაქტები, მონაცემები,
თვალსაჩინოება - ეს ყოველივე გამოიყენება ჰიპოთეზების ემპირიული შემოწმებისა და
განზოგადოებისათვის.

XIX საუკუნის ბოლოს პოზიტივიზმის წყალობით ჩამოყალიბდა პოლიტიკური

მეცნიერება. ტერმინი „პოლიტიკური მეცნიერება“ აღნიშნავს პოლიტიკის ისეთ კვლევას,
როდესაც ხელმძღვანელობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მოდელით.
პოლიტიკური ფილოსოფიის ფასეულობითი და ნორმატიული განსჯის ნაცვლად
დამკვიდრდა პოლიტიკის მკაცრად მეცნიერული ანალიზი, რომელიც ფაქტებს
ემყარებოდა. პოზიტივიზმი გახდა პოლიტიკის ანალიზის პრინციპულად ახალი მიდგომა,
რომელიც უპირისპირდებოდა პოლიტიკური ფილოსოფიის ნორმატიულ-ღირებულებით
განსჯას. პოზიტივიზმი როგორც შემეცნე- 8 ბის პრინციპი სოციოლოგიასა და პოლიტიკურ
მეცნიერებაში შემოიტანა ოგიუს კონტმა (1798-1857). ის მიიჩნევდა, რომ პოლიტიკა უნდა
გამხდარიყო „პოზიტიური“ მეცნიერება, რომელიც თავის დასკვნებს დაამყარებს არა
სუბიექტურ განსჯას, არამედ ობიექტური ფაქტების შესწავლას. კონტის თანახმად,
პოლიტიკური მეცნიერება უნდა იყოს ექსპერიმენტული, შემოიფარგლოს ზუსტი
კავშირების დაფიქსირებით კონკრეტულ ფაქტებს, მოვლენებს, ფუნქციებს, ინსტიტუტებს
შორის. პოლიტიკური მოვლენების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონები,
პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა ცნება კონტთან ატარებს ფენომენოლოგიურ
ხასიათს, ე. ი. ემყარება მხოლოდ უშუალო დაკვირვებას. რამდენადაც მოვლენათა
მიზეზები და ბუნება დაკვირვების ფარგლებს მიღმაა, ისინი არ წარმოადგენენ ანალიზის
მიზანს.

კითხვა მესამე: როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკა? თანამედროვე პოლიტიკური

მეცნიერებისათვის უმთავრესი კითხვაა „როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკა?“. ეს კითხვა
მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და
გამომდინარეობდა პრაქტიკული პოლიტიკის საჭიროებებიდან.პასუხის ძიება
გულისხმობს გონივრულ განსჯას - პოლიტიკის პრაქტიკული ამოცანებისათვის გამოსადეგ
მსჯელობას. მაგალითად: როგორ შეუძლია პოლიტიკურ კანდიდატს შექმნას კოალიცია,
რომელიც გაიმარჯვებს? როგორ და რა სახით შეუძლიათ ერის ლიდერებს ყველაზე
შორსმჭვრეტელურად წარმართონ ურთიერთობა თავისი ერის ნამდვილ ან პოტენციურ
მტრებთან? რა შეიძლება მოიმოქმედოს მოქალაქემ სახელმწიფო მოხელეებზე ზეგავლენის
მოსახდენად? და სხვა. გონივრული, პრაქტიკული მსჯელობა გამოყენებული უნდა იქნას
სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას და კანონის საფუძველზე დავის
გადაწყვეტის დროს. მსჯელობა ასევე ჩართულია გადაწყვეტილებებში, რომელთაც იღებს
პოლიტიკური საზოგადოების რომელიმე აქტიური მონაწილე

პირველ რიგში ნათლად უნდა გვქონდეს გააზრებული ფასეულობანი, რომელთა

შენარჩუნებაც გვინდა - მაგ, მშვიდობა ან ეკონომიკური აყვავება, მეორე. ჩვენ უნდა
ვიცოდეთ ის ფაქტორები, რომლებიც ემუქრებიან (ან ამკვიდრებენ) ამ ფასეულობებს.
მესამე, უნდა შეგვეძლოს ვიპოვოთ და განვიხილოთ ალტერნატიული პოლიტიკა ჩვენ
პრობლემებთან დაკავშირებით და ბოლოს, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღება
ყველაზე სასურველი და შესაძლო პოლიტიკის შესახებ.

პოლიტიკაში ყოველთვის რჩება დაძაბულობა ეთიკურ იდეალსა და პოლიტიკურ

შესაძლებლობებს შორის.

რა უნდა იყოს? ეთიკური კომპონენტი- ფილოსოფია

პოლიტიკური
ფასეულობები
რა არის? ემპირიული კომპონენტი- მეცნიერება
პოლტკური მოვლენები
რა შეიძლება იყოს? განსჯითი კომპონენტი- სახელმწიფო პოლიტიკა
პოლიტიკური მსჯელობანი

პოლიტიკური მეცნიერების მთავარი კომპონენტების ურთიერთკავშირი

პოლიტიკური პოლიტიკური პოლიტიკური

ფასეულობანი მოვლენები განსჯა
ეთიკური რა პოლიტიკური როგორ უნდა რა პოლიტიკური
ფასეულობანი უნდა მოიქცნენ ფასეულობანი
იყოს? პოლიტიკის უნდა იყოს?
მონაწილეები?
ემპირიული სინამდვილეში რა სინამდვილეში სინამდვილეში
ფასეულობანი როგორ იქცევიან რა სახელმწიფო
არსებობს პოლიტიკის პოლიტიკა
პოლიტიკურ მონაწილეები? არსებობს?
საზოგადოებაში?
გონივრული რომელ როგორ შეუძლიათ როგორი
ფასეულობათა პოლიტიკის სახელმწიფო
გონივრული მონაწილეებს პოლიტიკა
მიღწევაა გონივრულად შეიძლება
შესაძლებელი მოქცევა? გონივრულად
პოლიტიკურ ჩამოყალიბდეს და
საზოგადოებაში? სრულდებოდეს?
ის გვეხმარება დავინახოთ პოლიტიკური ფასეულობების, მოვლენებისა და მსჯელობების
განხილვის შესაძლებლობა ეთიკური, ემპირიული და გონივრული პერსპექტივების
კუთხით.

თავი2. პოლიტიკური მეცნიერების ჩამოყალიბების წინაპირობები

ჩამოყალიბების მიზეზები:

• პოლიტიკის სფერო შეიცვალა და თანამედროვე სახე მიიღო;

• წარმოიშვა პოლიტიკის შესწავლის პრაქტიკული მოთხოვნილება. გაჩნდა დაკვეთა
პოლიტიკურ კვლევებზე;
• მოხდა ძირეული ცვლილებები საზოგადოებრივ მეცნიერებაში, როდესაც უარი ითქვა
საზოგადოების კვლევის ღირებულებით-ნორმატიულ მიდგომაზე და სცადეს მისი აგება
ზოგადად მეცნიერებისთვის დამახასიათებელ საფუძველზე.

2.1.პოლიტიკის სფეროს თანამედროვე სახის ფორმირება

XIX საუკუნის შუა ხანებში დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის

ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა თანამედროვე ტიპის
პოლიტიკური სისტემები, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად მოიცავდა პოლიტიკურ
პარტიებს, მრავალფეროვან ინტერესთა ჯგუფებს და იმ პერიოდისათვის სხვა ახალ
ინსტიტუტებს. აღნიშნულ ქვეყნებში საბოლოოდ დამკვიდრდა ხელისუფლების
დანაწილების სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია, ხოლო საარჩევნო პროცესმა
რეგულარული ხასიათი მიიღო.

საყოველთაო საარჩევნო სისტემა, სიტყვის, პრესის, დემონსტრაციების უფლებები და ა. შ.

საშუალებას იძლეოდა საზოგადოების თითოეულ წევრს მეტ-ნაკლები აქტიურობით
ზემოქმედება მოეხდინა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ხო- 13 ლო სახელმწიფოს კი უფრო
მეტად უნდა გაეთვალისწინებინა თავის საქმიანობაში საზოგადოებრივი აზრი. პოლიტიკა
აღარ იყო „რჩეული ადამიანების“ ვიწრო წრის საქმე და ფართო საზოგადოებრივი სახე
მიიღო. გაჩნდა პროფესიონალ პოლიტიკოსთა ფენა. იდეოლოგიის სფეროში ჩამოყალიბდა
საზოგადოების განვითარების ალტერნატიული კონცეფციები.

2.2. პოლიტიკის შესწავლის პრაქტიკული მოთხოვნილების განვითარება

საზოგადოების ცხოვრება სულ უფრო რთულ საკითხებს აყენებდა პოლიტიკის წინაშე

შეიქმნა ემპირიული კვლევითი ცენტრები. მომხდარი ცვლილებების შედეგად, საჯარო
პოლიტიკის სფერო რადიკალურად შეიცვალა და მის სუბიექტებს გაუჩნდათ
მოთხოვნილება ისეთ პოლიტიკურ ცოდნაზე, რომელთა მიღებაც ფილოსოფიის ან
იურიდიული მეცნიერების ტრადიციული გზებით შეუძლებელი იყო.

წარმოიშვა საზოგადოებრივი და აკადემიური მოთხოვნილება ისეთი სისტემატიური

სამეცნიერო კვლევებისა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა პოლიტიკის სფეროს
რაციონალურ ორგანიზებას და სახელმწიფოს ეფექტურ მართვას. 14 ასევე გაჩნდა
სპეციალური ცენტრების შექმნის საჭიროება, რომლებიც მოამზადებდნენ კადრებს
პოლიტიკური პროცესის მომსახურეობისთვის, სახელმწიფო და პარტიულ
სტრუქტურებში სამუშაოდ. სულ უფრო იზრდებოდა ინტერესი ისეთი საკითხებისადმი,
როგორიცაა საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკის სფეროს
ურთიერთკავშირი; ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის; სახალხო
სუვერენიტეტი; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; მმართველობის ფორმები და
სხვა
ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი ა. დე ტოკვილი, რომელიც XIX საუკუნის
შუახანებში მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია შეიქმნას „ახალი პოლიტიკური
მეცნიერება ახალი მსოფლიოსათვის“.

2.3. ძირეული ცვლილებები საზოგადოებრივ მეცნიერებაში

პერიოდი XVIII საუკუნის შუახანებიდან XIX საუკუნის ბოლომდე აღინიშნება იმით, რომ
პოლიტიკის შესახებ ცოდნა ცალკე სფეროდ ჩამოყალიბდა ჰუმანიტარულ და სოციალურ
მეცნიერებათა კომპლექსში. ი ამერიკული პოლიტიკური მეცნიერების ყურადღების
ცენტრში იყო სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები და ნორმები. ყურადღება თავმოყრილი იყო
უპირატესად სახელმწიფო-სამართლებრივ და პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმალურ-
იურიდიულ ანალიზზე.

პოლიტიკური მეცნიერების ჩამოყალიბების ეტაპსახასიათებდა:

- სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან მიმართების გააზრება და საკუთარი

ავტონომიურობის ძიება;

- პოლიტიკის კვლევებისათვის მკაცრი მეცნიერული სტატუსის შეძენის სურვილი.

პოლიტიკური მეცნიერება სულ უფრო მეტად ემიჯნებოდა სოციოლოგიას, პოლიტიკურ

ეკონომიას, ისტორიას, იურისპრუდენციას. საზოგადოების უნივერსალური თეორიების
შექმნის საპირისპიროდ, პოლიტიკის შესწავლით დაკავებულმა მეცნიერებმა ყურადღება
გაამახვილეს ემპირიულ მეთოდოლოგიაზე.

XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში მოღვაწე ჩრდილოეთ ამერიკელი პოლიტოლოგები

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პოლიტიკისა და ისტორიის
ურთიერთკავშირს. ასევე პოპულარული იყო მეორე ინგლისელი ისტორიკოსის ჯონ ჰილის
აფორიზმი: „პოლიტიკურ მეცნიერებას ისტორიის გარეშე ფესვები არ გააჩნია; ისტორიას
პოლიტიკური მეცნიერების გარეშე ნაყოფი არა აქვს“.

„პოლიტიკური მეცნიერება უფრო მეტს შეიცავს, ვიდრე ფაქტები და მათზე დამყარებული

ლოგიკური დასკვნებია. ის შეიცავს ფილოსოფიური სპეკულაციის ელემენტს, რომელიც,
არის რა ჭეშმარიტი და ზუსტი, გამოდის ისტორიის წინამორბედად. როდესაც
პოლიტიკური ფაქტები და დასკვნები პოლიტიკური გონების განსჯის საგანი ხდება, ისინი
ამ გონებაში ახდენენ ჯერ კიდევ არარეალიზებული პოლიტიკური იდეალების
გაცნობიერებას. მტკიცებების სახით ჩამოყალიბებული ეს იდეალები პოლიტიკური
მეცნიერების პრინციპებად იქცევიან, შემდეგ პოლიტიკური რწმენის საგანი ხდებიან და
ბოლოს კანონებად და ინსტიტუტებად ყალიბდებიან“. ჯონ ბიორჯესი. პოლიტიკური
მეცნიერება და ისტორია, 1897 წელი.

თავი 2. პოლიტიკური მეცნიერების ჩამოყალიბება

პოლიტიკური მეცნიერების ჩამოყალიბება უშუალოდ უკავშირდება პოლიტიკური აზრის

განვითარებაში სოციალურ-ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულებების
გვერდით ე. წ. აკადემიური მიმართულების გაჩენას, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში
პოლიტიკური მეცნიერება დამკვიდრდა დამოუკიდებელი აკადემიური დისციპლინის
სახით.

პოლიტიკა როგორც სასწავლო დისციპლინა ევროპის უნივერსიტეტების სასწავლო

პროგრამებში შემოიტანეს XIV საუკუნის ბოლოდან. თავდაპირველად მისი სწავლება
შემოიფარგლებოდა არისტოტელეს „პოლიტიკის“ შესწავლით.

ტერმინი „პოლიტიკური მეცნიერება“ (ინგლისურად political science) 1857 წელს შემოიტანა

ამერიკელმა მეცნიერმა ფ. ლიბერმა იმ კათედრის სახელწოდებად, რომელიც კვლევებს
ახორციელებდა პოლიტიკის სფეროში.

1861 წელს მადრიდში (ესპანეთი) გაიხსნა ზნეობრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა

აკადემია. 1871 წელს პარიზში (საფრანგეთი) გაიხსნა პოლიტიკის მეცნიერებათა
თავისუფალი სკოლა (Ecole Libre des Science Politiques).

„პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში“, პირველად აშშ-ში, ჩამოყალიბდა პოლიტიკურ

მეცნიერებაში სამეცნიერო კადრების მომზადების სისტემა, დისერტაციის დაწერითა და
დაცვით. პირველი PhD პოლიტიკურ მეცნიერებაში მომზადდა კოლუმბიის
უნივერსიტეტში 1883 წელს.

პოლიტიკური მეცნიერების „ამერიკული მამები“ პოლიტიკურ მეცნიერებას

განსაზღვრავდნენ როგორც მეცნიერებას სახელმწიფოს შესახებ.

პოლიტიკური მეცნიერების ორი ნაწილი უილიამ კრეინის და ბერნარდ მოზესის

მიხედვით:

ა/ ანალიტიკური პოლიტიკა - სწავლობს სახელმწიფოს განვითარებას და სტრუქტურას,

სახელმწიფო ორგანიზმს, რომლის დანიშნულებაც საზოგადოებაში პოლიტიკური
ხელისუფლების კონცენტრაცია და დანაწილებაა;

ბ/ პრაქტიკული პოლიტიკა - პოლიტიკა როგორც ხელოვნება, იკვლევს პოლიტიკის

მოტივებს, მიზნებს, განსაზღვრავს თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ.

იმ დროს ასევე პოპულარული ავტორი, თეოდორ ვულსი (1801- 1889), პოლიტიკურ

მეცნიერებაში ასევე ორ ნაწილს ხედავდა: პირველი, პოლიტიკური თეორია, რომელიც
განიხილავს პოლიტიკური საზოგადოების ბუნებასა და ფუნქციებს, ფუნდამენტურ
ურთიერთობას სახელმწიფოსა და ხალხს შორის, მეორე ნაწილი კი შეისწავლის იმ 23
ხერხებს, რომელთა მეშვეობით შეიძლება სახელმწიფოს მიზნების რეალიზება
(„პოლიტიკური მეცნიერება თუ სახელმწიფო, გააზრებული თეორიულად და
პრაქტიკულად“, 1876).

2.2. ამერიკის პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის როლი პოლიტიკური მეცნიერების

განვითარებაში

1903 წელს დაარსდა ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია (APSA), რაც

თვალსაჩინო დადასტურება იყო იმისა, რომ პოლიტიკურმა მეცნიერებამ მოიპოვა
დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის სტატუსი. ასოციაცია ეფექტური
ინსტრუმენტი იყო პოლიტიკური მეცნიერების დამოუკიდებლობის დასაცავად სხვა
სამეცნიერო დისციპლინებთან მიმართებაში. ასოციაციას ურთიერთობა ჰქონდა
უნივერსიტეტებთან, მედიასთან, საქველმოქმედო ფონდებთან, სახელმწიფოსთან და ა.შ

ასოციაციის პირველმა პრეზიდენტმა ფრენკ ჰუდნაუმ პოლიტიკური მეცნიერების კვლევის

სპეციფიკურ ობიექტად გამოაცხადა სახელმწიფოს როგორც პოლიტიკურად
ორგანიზებული საზოგადოების ნების გამოვლენა და რეალიზაცია. პოლიტიკურმა
მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო და „სახელმწიფო ნება“, ასევე ავტორიტეტები,
რომლებიც ამ ნების რეალიზებას ახდენენ. ამ საკითხს სისტემატიურად არ განი- 24
ხილავდნენ არც ისტორიული და არც ეკონომიკური მეცნიერებები და არც მათი
ასოციაციები, რაც ასაბუთებს პოლიტიკური მეცნიერების და მისი ასოციაციის უფლებას
საკუთარ იდენტობაზე, მის დამოუკიდებელ პროფესიულ და სამეცნიერო სტატუსს.
საგულისხმოა ასოციაციის მომდევნო პრეზიდენტების მოხსენებები: ჯეიმს ბრაისის
„პოლიტიკური მეცნიერების დამოკიდებულება ისტორიისა და პრაქტიკისადმი“ (1908),
ებოტ ლოურენ ლოუელის „პოლიტიკური ფიზიოლოგია“ (1909), ასევე ვუდრო ვილსონის
„კანონი და ფაქტები“ (1910). ამ მოხსენებების ავტორები მხარს უჭერდნენ პოლიტიკურ
კვლევაში ფორმალურ-სამართლებრივ, არსებითად შედარებით-ისტორიული მეთოდის
დაძლევას და მოითხოვდნენ პრიორიტეტი მინიჭებოდა რეალისტურ, ემპირიულ მეთოდს.

2.3. პოზიტივიზმი და პოლიტიკური მეცნიერება

XIX საუკუნის ბოლოს პოზიტივიზმის წყალობით ჩამოყალიბდა პოლიტიკური

მეცნიერება. ტერმინი „პოლიტიკური მეცნიერება“ აღნიშნავს პოლიტიკის ისეთ კვლევას,
როდესაც ხელმძღვანელობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მოდელით.
პოლიტიკური ფილოსოფიის ღირებულებებზე დამყარებული განსჯის ნაცვლად
დამკვიდრდა პოლიტიკის მკაცრად მეცნიერული ანალიზი, რომელიც ფაქტებს
ემყარებოდა. ამ ეტაპიდან პოლიტიკური თეორია ვითარდებოდა პოლიტიკური
მეცნიერების ფარგლებში.

პოზიტივიზმი გახდა პოლიტიკის ანალიზის პრინციპულად ახალი მიდგომა, ის

დაუპირისპირდა პოლიტიკური ფილოსოფიის ნორმატიულ-ღირებულებით განსჯას.
პოზიტივიზმი როგორც შემეცნების 25 პრინციპი სოციოლოგიასა და პოლიტიკურ
მეცნიერებაში შემოიტანა ოგიუსტ კონტმა (1798-1857). ის მიიჩნევდა, რომ პოლიტიკა უნდა
გამხდარიყო „პოზიტიური“ მეცნიერება, რომელიც თავის დასკვნებს დაამყარებდა არა
სუბიექტურ განსჯას, არამედ ობიექტური ფაქტების შესწავლას. კონტის თანახმად,
პოლიტიკური მეცნიერება უნდა იყოს ექსპერიმენტული, შემოიფარგლოს ზუსტი
კავშირების დაფიქსირებით კონკრეტულ ფაქტებს, მოვლენებს, ფუნქციებს, ინსტიტუტებს
შორის. პოლიტიკური მოვლენების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონები,
პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა ცნება კონტთან ატარებს ფენომენოლოგიურ
ხასიათს, ე. ი. ემყარება მხოლოდ უშუალო დაკვირვებას. რამდენადაც მოვლენათა
მიზეზები და ბუნება დაკვირვების ფარგლებს მიღმაა, ისინი არ წარმოადგენენ ანალიზის
მიზანს.

2.4. მარქსიზმის პოლიტიკური თეორია

პოზიტივიზმისგან განსხვავებულ, პოლიტიკის ალტერნატიულ ინტერპრეტაციას ემყარება
მარქსიზმი. მისი ფუძემდებლები იყვნენ კარლ მარქსი (1818-1883) და ფრიდრიხ ენგელსი
(1820-1895). ისინი ესწრაფვოდნენ გამოევლინათ საზოგადოებრივი განვითარების კანონ- 26
ზომიერებანი, რომელთა ცოდნაც, მათი აზრით, შესაძლებელს გახდიდა შეეცვალათ
არსებული უსამართლო სოციალური წყობა. მარქსიზმის პოლიტიკური თეორია
პოლიტიკის სამყაროს მკაცრად დეტერმინირებული ინტერპრეტაციაა, ანუ მარქსიზმის
თანახმად პოლიტიკა ვითარდება გარკვეული კანონების თანახმად. მარქსიზმი ემყარება
ისტორიის მატერიალისტურ გაგებას, რომლის თანახმადაც პოლიტიკა არის მეორადი,
წარმოებული საზოგადოების ცხოვრების ეკონომიკური სფეროდან. მარქსის აზრით,
საზოგადოების ევოლუცია ცხოვრების მატერიალური პირობების განვითარების შედეგია.
წარმოების წესი შეადგენს რეალურ ბაზისს, რომელზედაც აღმართულია იურიდიული და
პოლიტიკური ზედნაშენი და რომელსაც შეესაბამება საზოგადოებრივი ცნობიერების
გარკვეული ფორმები.

პოლიტიკური ფილოსოფია ინსტიტუციურ-ნორმატიული მიდგომა,

პოლიტიკის ახსნისას ემყარება
ღირებულებებს, მსჯელობებს
სამართლიანი პოლიტიკური წესრიგის
შესახებ
პოზიტივიზმი ემპირიული მეთოდოლოგია, მეცნიერული
ცოდნა შეუთავსებელია ფილოსოფიასთან,
უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და არა
ღირებულებებს, პოლიტიკის მკაცრი
მეცნიერული ანალიზი ფაქტებს,
ექსპერიმენტს, უშუალო დაკვირვებას
უნდა ემყარებოდეს
მარქსიზმი ისტორიის მატერიალისტური გაგება.
პოლიტიკა არის მეორადი, წარმოებული
ეკონომიკის სფეროდან, წარმოების წესი
ბაზისია, რომელსაც ემყარება
იურიდიული და პოლიტიკური
ზედნაშენი. ისტორიის მსვლელობას
კლასობრივი ბრძოლა განსაზღვრავს და
ერთმანეთს ცვლის საზოგადოებრივ-
ეკონომიკური ფორმაციები

2.5. პოლიტოლოგიური კონცეფციებისა და თეორიების ჩამოყალიბება

ახალ პოლიტიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაუყარეს გერმანელმა და იტალიელმა

მეცნიერებმა მ. ვებერმა, გ. მოსკამ, ვ. პარეტომ, რ. მიხელსმა. მათ მნიშვნელოვანწილად
განსაზღვრეს პოლიტიკური სფეროს კვლევის საერთო მიმართულება XX საუკუნის
დასაწყისში. სწორედ ეს მეცნიერები პირველი გადავიდნენ პოლიტიკური ინსტიტუტების
შესწავლიდან პოლიტიკური ურთიერთობების რეალური სუბიექტების დახასიათებაზე,
პოლიტიკური ანალიზის ცენტრში მოაქციეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა
პოლიტიკური ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა და ა. შ.

პირველ რიგში უნდა დავასახელოთ მაქს ვებერი (1864-1920), რომლის გამოკვლევებმა

დიდი ზეგავლენა მოახდინა პოლიტიკურ მეცნიერებაზეც. იგი პოლიტიკურ მოვლენებს
სპეციფიური რეალობის სახით განიხილავდა, რომელსაც განვითარების საკუთარი ლოგიკა
და თავისი ისტორია გააჩნია. მ. ვებერს მიაჩნდა, რომ პოლიტიკა განპირობებულია არა
მარტო საწარმოო ურთიერთობებით, როგორც ამტკიცებდა კ. მარქსი, ანდა შრომის
დანაწილებით, როგორც თვლიდა ე. 28 დიურკჰეიმი, არამედ არანაკლები მნიშვნელობა
აქვს ადმინისტრაციული სტრუქტურების ზეგავლენას. პოლიტიკური მეცნიერების
განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ქონდა მ. ვებერის მიერ ჩამოყალიბებულ
ბიუროკრატიისა და პლებისციტურ-ბელადური დემოკრატიის კონცეფციებს.

გაეტანო მოსკა (1858-1941) და ვილფრედო პარეტო (1843-1923), რობერტ მიხელსთან (1876-

1936) ერთად ელიტათა თეორიის ფუძემდებლები არიან. ელიტათა თეორია თანამედროვე
დასავლური პოლიტიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
დასახელებული ავტორების დასკვნების თანახმად, პოლიტიკური მმართველობის
ნებისმიერი სისტემა, დამოუკიდებლად მისი ფორმალურიურიდიული ან იდეოლოგიური
ხასიათიდან, არსებითად ოლიგარქიულ ან ელიტარულ ხასიათს ატარებს. უნდა აღინიშნოს
გ. მოსკას "მმართველობის თეორია და საპარლამენტო მმართველობა" (1884) და
„პოლიტიკური მეცნიერების საფუძვლები" (ტ.1, 1896 წ.; ტ.2, 1923 წ.), გ. პარეტოს "ზოგადი
სოციოლოგიის ტრაქტატი" (1916) და „დემოკრატიის ტრანსფორმაცია" (1921), აგრეთვე რ.
მიხელსის „პოლიტიკური პარტიების სოციოლოგია", რომლებშიც ჩამოყალიბებულია
ელიტათა თეორია და ოლიგარქიის რკინის კანონი.

არტურ ფიშერ ბენტლის (1870-1957) სახელთანაა დაკავშირებული პოლიტიკისა და

პოლიტიკური ქცევის ემპირიული კვლევის მეცნიერული მეთოდოლოგიისა და თეორიის
შემუშავების ცდა. ა. ბენტლი დაინტერესებულ ჯგუფთა თეორიის ერთ-ერთი
ფუძემდებელია, ხოლო მისი ნაშრომი "მმართველობის პროცესი. საზოგადოებრივი
ზემოქმედების შესწავლა" (1908) წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფოებრივი მმართველობის
პროცესის პირველ ბიჰევიორისტულ-სოციოლოგიურ გამოკვლევას.

ა. ბენტლი ჯგუფს განიხილავდა პოლიტიკის ფუნდამენტურ ერთეულად რომელიც

ადმინისტრაციული დაწესებულებების, სასამართლოების, საკანონმდებლო ორგანოებისა
და პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური კონტროლის ქვეშ მოქმედებენ.
ჯგუფთა თეორია, გარკვეულწილად, რეაქცია იყო სამართლებრივ ფორმალიზმზე,
რადგანაც ამტკიცებდა, რომ ჯგუფთა ურთიერთობანი აყალიბებენ პოლიტიკური
ცხოვრების რეალობას, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს იურიდიულ-
სამართლებრივი "ფარდის" 30 მიღმა მოქმედებს. ბენტლი და მისი მიმდევრები ჯგუფს
პოლიტიკური მეცნიერების კვლევის უმნიშვნელოვანეს საგნად მიიჩნევდნენ.

3. თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ძირითადი ეტაპები

სამი დიდი ეტაპი გამოიყოფა: პირველი - ინსტიტუციური, რომელიც წარმოადგენს
პოლიტიკური მეცნიერების ჩამოყალიბების ეტაპს; მეორე - ბიჰევიორალისტური, როდესაც
აქცენტი გადატანილი იქნა პოლიტიკური ქცევის შესწავლაზე და მესამე -
პოსტბიჰევიორალისტული, რომელიც ხასიათდება მეთოდოლოგიური პლურალიზმით.

3.1. ინსტიტუციური ეტაპი პოლიტიკური მეცნიერების განვითარებაში

ინსტიტუციური მეთოდი პოლიტიკურ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული და ერთ-

ერთი „ადრეული“ მეთოდოლოგიური მიდგომაა. ეს მეთოდი ყურადღებას ამახვილებს
პოლიტიკაში ინსტიტუტების უპირატეს როლზე. ამ მიდგომის წარმომადგენლები
უპირატესად ყურადღებას აქცევდნენ პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და
ფუნქციონირებას. ისინი სწავლობდნენ სახელმწიფო მართვის ფორმალურ-სამართლებრივ
ასპექტებს, კერძოდ კონსტიტუციებს და მისი დებულებების რეალიზებას პრაქტიკაში,
არჩევნების როლს პოლიტიკაში.

ინსტიტუციური მიდგომის მომხრენი ემყარებოდნენ ორ ძირითად თეორიულ-

მეთოდოლოგიურ პრინციპს:

1/ ინსტიტუტები რეალურად არსებობენ და ამის გამო ისინი შეიძლება შევისწავლოთ და

გამოვიკვლიოთ;

2/ კანონები, ფორმალური ნორმები დამოუკიდებლად არსებობენ და ისინი გან- 31

მსაზღვრელ გავლენას ახდენენ საზოგადოების პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, პოლიტიკაში
ადამიანთა ურთიერთობასა და საქმიანობაზე.

ინსტიტუციონალისტთა მრავალ ნაშრომში დასაბუთებული იყო ორი თეზისი -

ა/ მმართველობის დემოკრატიული ფორმა ოპტიმალურია და დემოკრატიული

მმართველობის სრულყოფილი განხორციელების მაგალითებია აშშ, დიდი ბრიტანეთი და
სხვა დასავლური ქვეყნები;

ბ/ სხვა რეგიონების ქვეყნები „აბერაციად“ (ნორმიდან გადახრად) მიიჩნეოდა და ამიტომ

არასაკმარისად შეისწავლებოდა.

3.2. ბიჰევიორალისტური ეტაპი პოლიტიკური მეცნიერების განვითარებაში -

„ბიჰევიორალისტური რევოლუცია

პოლიტიკური ქცევის შესწავლაზე ორიენტირებული კვლევებისთვის დამახასიათებელი

ნიშნები იყო:

· პოლიტიკური ინსტიტუტების როგორც კვლევის საგნის უარყოფა და ორიენტირება

ინდივიდების ქცევის შესწავლაზე სხვადასხვა პოლიტიკურ სიტუაციებში;

· მონაცემების შეკრების, დამუშავების და ინტერპრეტაციის უფრო ზუსტი მეთოდების

შემუშავება და გამოყენება; · სისტემატიზირებული ემპირიული თეორიის შექმნის
მცდელობა.
ბიჰევიორალიზმი მთავარ მეთოდოლოგიურ მიმართულებად რჩებოდა 1940-1960-იან
წლებში. ბიჰევიორალისტთა ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა პოლიტიკური პროცესის
მრავალი მნიშვნელოვანი ასპექტი: ხმის მიცემა არჩევნების დროს, სხვადასხვა სახის
პოლიტიკური აქტივობა (დემონსტრაციები, 32 გაფიცვები, ლიდერობა, პოლიტიკური
პარტიებისა და ინტერესთა ჯგუფების საქმიანობა და ა. შ.), მაფიოზური დაჯგუფებები,
მასობრივი ინფორმაციია საშუალებები.

ბიჰევიორალიზმის დამახასიათებელი ნიშნები იყო:

ა/ დაკვირვების გზით ადამიანთა პოლიტიკური ქცევის შესწავლა

ბ/ დასკვნების ემპირიული შემოწმება.

გ/ ცდილობდნენ შეექმნათ ემპირიულად ორიენტირებული ამხსნელი თეორიები

დ/ ბიჰევიორალისტებს მიაჩნდათ, რომ კვლევის დროს მხედველობაში არ უნდა მიეღოთ

და გამოერიცხათ როგორც საზოგადოების, ისე მკვლევრის ფასეულობები
(ღირებულებები).

ამ ეტაპმა პოლიტიკური მეცნიერების განვითარებაში „ბიჰევიორალისტური“ რევოლუციის

სახელი მიიღო. ამერიკელმა პოლიტოლოგმა დ. ისთონმა ჩამოაყალიბა
ბიჰევიორალისტური მიმდინარეობის ძირითადი პრინციპები: 1.კანონზომიერება - ე. ი.
პოლიტიკურ მოვლენებში და პირველ რიგში პოლიტიკურ ქცევაში ერთგვაროვანი
მახასიათებლების ძიება. ამ ძიების შედეგი შეიძლება იყოს დასკვნები ან თეორიები,
რომელთაც გააჩნიათ ინტერპრეტაციის ან პროგნოზირების ფუნქცია.

2.ვერიფიკაცია - დასკვნების საფუძვლიანობა შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს.

3. კვლევის მეთოდიკა საიმედო და დასაბუთებული უნდა იყოს ქცევის დაფიქსირებისა და

ანალიზის თვალსაზრისით.

4. კვანტიფიკაცია - კრიტერიუმების სისტემის და რაოდენობრივი შეფასებების

ჩამოყალიბება იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია.

5. ღირებულებები (ფასეულობები) ანალიტიკურად უნდა გამოიყოს ემპირიული

მონაცემებისგან. ფაქტების განმარტება და მათი ეთიკური შეფასებები სხვადასხვა რამ არის.

6. ცოდნის სისტემატიზაცია, ე. ი. თეორიისა და კვლევის ურთიერთკავშირის დადგენა.

კვლევა თეორიული საფუძვლის გარეშე შეიძლება უშედეგო იყოს, ხოლო თეორია
ემპირიული მონაცემების გარეშე - სქოლასტიკური მსჯელობების ერთობლიობა.

7. ინტეგრაცია - პოლიტიკური კვლევის ურთიერთკავშირი სხვა სოციალური მეცნიერების

მიღწევებთან.

კრიტიკული შენიშვნა კეთდებოდა ბიჰევიორალისტების წინააღმდეგ:

ა/ არასწორად მიაჩნდატ პოლიტიკური მეცნიერების გაიგივება საბუნებისმეტყველო

მეცნიერებებთან;
ბ/ რიგი ავტორები პოლიტიკურ მეცნიერებას კვლავ მიიჩნევდნენ ფილოსოფიური ცოდნის
ნაწილად და მათთვის მიუღებელი იყო ბიჰევიორალისტური გატაცება ემპირიული
მონაცემებით;

გ/ ბიჰევიორალიზმის ბრალს სდებდნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემების

იგნორირებაში.

1960-იანი წლების შუახანები - 1970-იანი წლების დასაწყისი მიიჩნევა ბიჰევიორალისტური

მიმართულების კრიზისის პერიოდად. ხშირ შემთხვევებში რაოდენობრივი ანალიზი
მკვლევრებისთვის თვითმიზანი ხდებოდა. 1969 წელს დ. ისთონმა გამოაცხადა ახალი
პოსტბიჰევიორალისტური რევოლუცია პოლიტიკურ მეცნიერებაში. ამ რევოლუციის არსი
შემდეგში მდგომარეობდა: 1. პოლიტიკური კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს
საზოგადოებისა და პოლიტიკის რეალურ პრობლემებზე; 2. ბიჰევიორალიზმისთვის
დამახასიათებელი ემპირიზმის იდეოლოგიის დაძლევა; 3. დიდი ყურადღება უნდა
მიექცეს ღირებულებით ორიენტაციას კვლევით პროცესში, რადგანაც მეცნიერული
ნეიტრალურობა შეუძლებელია.

3.3. პოსტბიჰევიორალისტური ეტაპი პოლიტიკური მეცნიერების განვითარებაში -

მეთოდოლოგიური პლურალიზმი

მარცხი განიცადა ბიჰევიორალისტთა ამბიციურმა განცხადებამ - ემპირიულად

შემოწმებადი ფაქტების დაგროვებით დაედგინათ პოლიტიკის განვითარების კანონები.
ზოგიერთი უკმაყოფილო ამბობდა, რომ „სწავლობდნენ არა იმას, რაც მნიშვნელოვანია,
არამედ რაზეც დაკვირვება შეიძლება“. ბიჰევიორისტთა ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა
პოლიტიკაში ფასეულობების (ღირებულებების) უგულვებელყოფა იყო.

გაჩნდა ახალი მეთოდოლოგიური მიდგომებიც. მაგალითად, რაციონალური არჩევანის

თეორია. აღნიშნული თეორია პოლიტიკური პროცესის გააზრებას ცდილობს იმის
საფუძველზე, რომ მიიჩნევს - ადამიანი თავის მოქმედების დროს ყოველთვის ეძებს
საკუთარ სარგებელს (მაგალითად, არჩევნების დროს ხმის მისაცემად იმიტომ მიდის, რომ
თვლის - მის მიერ არჩეული კანდიდატი სარგებელს მოუტანს პირადად მას).

პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ეტაპები

პოლიტიკ პერიოდი ძირითადი პრობლემატიკა გამოყენებული მეთოდები

ური
მეცნიერების
განვითარე
ბის ეტაპი
ინსტიტუცი XIX ს. ბოლო სახელმწიფო შედარებითისტორიული;
ური - XX ს. პოლიტიკური აღწერილობითი;
დასაწყისი ინსტიტუტების შესწავლა; ფორმალურლოგიკური;
კონსტიტუციური ნორმატიულინსტიტუციუ
მოწყობის შედარებითი რი
ანალიზი
ბიჰევიოალი XX ს. 20- 70- * საერთო ინტერესების * რაოდენობრივი
სტული იანი წლები მქონე ინდივიდები და მეთოდები *
ჯგუფები; * კანონზომიერებათა ძიება,
ხელისუფლების ვერიფიკაცია, ცოდნის
განაწილება; * იდეები, სისტემატიზირებ ა,
რომლებიც ადამიანთა ღირებულებათა და
პოლიტიკურ ემპირიული მონაცემების
შეხედულებებს გამიჯვნა
განსაზღვრავენ; *
ინსტიტუტები, რომლებიც
ადამიანთა საქმიანობას
წარმართავენ; * ინტერესთა
ჯგუფები
პოსტბიჰევ XX ს. 70- * რაციონალური არჩევანი, * რაციონალური არჩევანის
იორალის იანი „ინსტიტუციური თეორია, *
ტური წლებიდან - შეზღუდვების“ გავლენა ნეოინსტიტუციონალიზმი
დღემდე ადამიანთა ქცევაზე * * შედარებითი მეთოდები *
შედარებითი კვლევები, პოლიტიკური
ტრანზიტოლოგია ჰერმენევტიკა

4. პოლიტიკა და მეცნიერება

4.1. შეიძლება თუ არა პოლიტიკის შესწავლა იყოს მეცნიერული

პოლიტიკის შესწავლის დროს გამოეყენათ უფრო მკაცრი, ბუნებისმეტყველურ-

მეცნიერული მეთოდოლოგია. ეს მოთხოვნა წამოაყენა მარქსიზმმა და ფილოსოფიის
პოზიტივისტურმა შტომ, ეს იყო „ბიჰევიორისტული რევოლუციის" მთავარი ლოზუნგიც,
რამაც პოლიტიკური ანალიზი მოიცვა 1950-იან წლებში.

რამდენიმე სირთულეს აწყდება:

პირველი უკავშირდება ინფორმაციის პრობლემას. ჩვენ ადამიანის „შიგნით" ვერ

შევიხედავთ და ვერ ჩავატარებთ ექსპერიმენტებს მის ქცევაზე, - აქ პოლიტიკის
შემსწავლელის ხელში ის ინფორმაციაა, რაც „ზედაპირზე დევს". ჩვენი ჰიპოთეზების
ტესტირების ჩატარება შეუძლებელია სანდო და ზუსტი ინფორმაციის არარსებობის
პირობებში. მხოლოდ ერთადერთი 36 გზა არსებობს - მოაზროვნე სუბიექტის სირთულისა
და არაპროგნოზირებადობის უგულებელყოფა დეტერმინიზმის დოქტრინის პოზიციიდან.

მეორე სიძნელე გამომდინარეობს „ფარული ფასეულობების" პრობლემიდან. შეიძლება

ვამტკიცოთ, რომ ესა თუ ის კონცეფცია ან თეორია თავისუფალია ფასეულობებისაგან,
მაგრამ თუკი ყურადღებით განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ეს ასე არაა. ხშირად
ფასეულობები ისეა შერწყმული ფაქტებთან, რომ მათი ერთმანეთისგან განცალკევება
უბრალოდ შეუძლებელია.

ბოლოს, მითია თავად საზოგადოებრივ მეცნიერებაში ნეიტრალურობის წარმოდგენა.

მხოლოდ ბუნების-მცოდნეობაშია შესაძლებელი, რომ მკვლევარმა თავისი საგანი
ობიექტურად განიხილოს, რაიმე წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინის გარეშე, -
პოლიტიკაში კი ასეთი რამ ძალზედ იშვიათია, ანდა შეუძლებელი. ყოველი ადამიანი, მათ
შორის მკვლევარიც საზოგადოებაში ცხოვრობს, თავისი სიმპათიები და ინტერესები აქვს.
ეს კი დაღს ასვამს მის მიერ პოლიტიკისა და საერთოდ, გარემოს აღქმას. ეს ნიშნავს, რომ
მეცნიერული ობიექტურობა აბსოლუტური მიუდგომლობისა და ნეიტრალურობის აზრით
პოლიტიკურ მეცნიერებაში მიუღწეველია, რაც არ უნდა ვსრულყოთ კვლევის მეთოდები.
შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მეცნიერებისათვის საფრთხეს წარმოადგენს არა
ტენდენციურობის როგორც ასეთის არსებობა, არამედ ამ ტენდენციურობის
აუღიარებლობა - ეს პოზიცია ვლინდება პოლიტიკურ ნეიტრალურობაზე ცრუ
პრეტენზიებში.

პოლიტიკის შესწავლა მეცნიერულ ხასიათს ატარებს იმიტომ, რომ შესაძლებელია

მივიღოთ ობიექტური ცოდნა პოლიტიკის სამყაროს შესახებ, გამოვაცალკევოთ ფაქტები
ფასეულობებისაგან. ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არაა რამდენიმე მიზეზის გამო:
ინფორმაციის დეფიციტი; ფასეულობების გავლენა, რომლებიც ყოველთვის არსებობენ
პოლიტიკურ მოდელებსა და თეორიებში და ბოლოს, ის ტენდენციები და სიმპათიები, რაც
მკვლევარს გააჩნია.

4.2. პოლიტიკური ანალიზის ინსტრუმენტები

ცნებები, მოდელები და თეორიები პოლიტიკური ანალიზის ინსტრუმენტებია. ცნება - ესაა

ზოგადი იდეა რაიმეს შესახებ, რომელიც ჩვეულებრივ ერთი სიტყვით, ან წინადადებით
გამოიხატება. მაგრამ ცნება უბრალო საგნის აღმნიშვნელ სიტყვაზე მეტია. მაგალითად
ცნება "კატა" აღნიშნავს არა რომელიმე კონკრეტულ კატას, არამედ ესაა ზოგადი იდეა,
რომელიც კატებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს აერთიანებს. ცნებები ის
ინსტრუმენტებია, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ფიქრი, კრიტიკა, დასაბუთება,
ახსნა, ანალიზი. უბრალო დაკვირვება ჯერ კიდევ არ 38 იძლევა ცოდნას გარე სამყაროს
შესახებ. ამისათვის აუცილებელია მას რაიმე მნიშვნელობა დავადოთ.

უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ცნებებმა შეიძლება ცუდი სამსახურიც გაგვიწიონ. პოლიტიკური
სინამდვილე, რომლის შესწავლასაც ვცდილობთ, განუწყვეტლივ იცვლება და რთულდება.
აქ ყოველთვის არის საფრთხე იმისა, რომ ისეთი ცნებები როგორიცაა "დემოკრატია",
"ადამიანის უფლებები", "კაპიტალიზმი" და ა. შ. თავისი მკაფიო განსაზღვრულობით
შეცდომაში შეგვიყვანს, მაშინ როდესაც სინამდვილეში ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებული
ყველაფერი სულაც არაა. ცნებები და იდეალური ტიპები "ჭეშმარიტად" ან "მცდარად" კი არ
უნდა დავყოთ, არამედ უნდა განვიხილოთ როგორც მეტ-ნაკლებად "სასარგებლონი".
კიდევ ერთ პრობლემას ის ქმნის, რომ პოლიტიკური ცნებები ხშირად იქცევა მწვავე
იდეოლოგიური დავების საგნად. პოლიტიკა ხშირად არის მეტოქეობა იმის თაობაზე, თუ
ვის უფრო სწორად ესმის სიტყვების და ცნებების ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
დაპირისპირებული მხარეები შეიძლება კამათობდნენ, შეიძლება ომობდნენ კიდეც, _
ამასთან თითოეული შეიძლება ამტკიცებდეს კიდეც, რომ "იცავს თავისუფლებას", "მხარს
უჭერს დემოკრატიას", "იბრძვის სამართლიანობისათვის". პრობლემა ისაა, რომ
"თავისუფლება", "დემოკრატია" და "სამართლიანობა" სხვადასხვა ადამიანებისათვის
სხვადასხვა რამეს ნიშნავს. როგორ განვსაზღვროთ, თუ რა არის "ჭეშმარიტი დემოკრატია",
"ნამდვილი თავისუფლება", "სამართლიანობა"? ეს შეუძლებელია. ეს ცნებები შეიძლება
მივიჩნიოთ "თავიდანვე სადავოდ": უთანხმოება ამ ცნებების შესახებ ისეთი ღრმაა, რომ
მათი ნეიტრალური და ცალსახა გან-საზღვრა პრინციპში შეუძლებელია. ფაქტობრივად,
ერთი და იგივე ტერმინის უკან შეიძლება იგულისხმებოდეს რამდენიმე ერთმანეთის
საპირისპირო ცნება და არც ერთი არ იქნება ამ ტერმინის "ჭეშმარიტი" მნიშვნელობა.
გავიხსენოთ პოლიტიკის განსხვავებული განსაზღვრებები.

მოდელი

მოდელები და თეორიები ცნებებზე უფრო ფართოა. ისინი მოიცავენ არა ერთ, არამედ
რამდენიმე იდეას. მოდელის ქვეშ ტრადიციულად ესმით რაღაც, რაც ობიექტს გადმოსცემს
უფრო მცირე მასშტაბში, _ მაგალითად, სათამაშო თვითმფრინავი. მოდელის ფუნქციაა რაც
შეიძლება ზუსტად წარმოადგინოს ობიექტი-ორიგინალი. მაგრამ კონცეპტუალური
მოდელები არანაირად არ ქმნიან ობიექტის ამგვარ ასლს.

კონცეპტუალური მოდელები - ანალიტიკური ინსტრუმენტებია; მათი არსი მდგომარეობს

იმაში, რომ ესაა კონსტრუქცია, რომელთა საფუძველზეც ხდება რაღაცის მნიშვნელობის
გაგება. ამგვარი კონცეპტუალური მოდელის გარეშე გვექნებოდა ფაქტების
მოუწესრიგებელი გროვა. ფაქტები თავისთავად არაფერს ლაპარაკობენ. საჭიროა მათი
ორგანიზება და განმარტება. სწორედ მოდელები გვეხმარებიან ამ ამოცანის გადაწყვეტაში,
რადგანაც მოდელებში ჩადებულია გარკვეული ურთიერთმიმართებები, ხდება ფაქტებისა
და ემპირიული მონაცემების დალაგება. (მოდელის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ
შეიძლება მოვიშველიოთ დევიდ ისთონის მიერ შემუშავებული პოლიტიკური სისტემის
მოდელი. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კონცეპტუალური მოდელები
ყოველთვის ამარტივებენ იმ სინამდვილეს, რომელთა ასახსნელადაც ეს მოდელები
გამოიყენება. ეს უბრალოდ კონსტრუქციებია, რომლებიც გაგებას აადვილებენ.

თეორია

ტერმინები "თეორია" და "მოდელი" ხშირად გამოიყენება ერთმანეთის მნიშვნელობით.

ერთიც და მეორეც კონცეპტუალური კონსტრუქციებია, პოლიტიკური ანალიზის
ინსტრუმენტები. ამავე დროს თეორიები, ესაა სისტემატიური ახსნა ემპირიული
მონაცემების დიდი მასი-ვისა, მაშინ როდესაც მოდელი არის უბრალოდ ახსნითი
კონსტრუქცია ან ჰიპოთეზა, რომელიც უნდა შემოწმდეს. ამასთან დაკავშირებით
პოლიტოლოგი იტყვის, რომ თეორია შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად ჭეშმარიტი, ხოლო
მოდელი _ მეტ-ნაკლებად "სასარგებლო". არსებითად ყველა კონცეპტუალური
კონსტრუქცია, თეორია და მოდელი მოიცავს ფარულ ფასეულობებს ან შინაგან დაშვებებს.
ამის გამო ძნელია ჩამოვაყალიბოთ მკაცრად ემპირიული თეორიები: ვერ ხერხდება
ფასეულობების ან ნორმატიული ხასიათის იდეების გავლენის თავიდან აცილება.
მაგალითად, ადამიანები ცნებებსაც კი იყენებენ როგორც დადებითი ("დემოკრატია",
"თავისუფლება", "სამართლიანობა"), ისე უარყოფითი ("კონფლიქტი", "ანარქია" და ა. შ.)
მნიშვნელობით.მოდელები და თეორიები თავიდანვე "დატვირთულია" ამა თუ იმ
ტენდენციით. რაციონალური არჩევანის თეორიები არ არიან ფასეულობითი
თვალსაზრისით ნეიტრალურნი, რადგანაც ემყარებიან ამოსავალ დებულებას: ადამიანები
თავისი ბუნებით არიან ეგოისტები და პირადი სარგებლის მაძიებელნი, აქედან კი
გამომდინარეობს კონსერვატიული ხასიათის პოლიტიკური დასკვნები. ზუსტად ასევე,
კლასობრივი პოლიტიკის მარქსისტული თეორიები ემყარება ისტორიისა და
საზოგადოების უფრო ფართო კონცეფციებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება
ითქვას, რომ მოდელები და მიკროთეორიები იქმნება უფრო ფართო თეორიების -
მაკროთეორიების ბაზაზე. ესაა პოლიტიკური ანალიზის ყველაზე მნიშვნელოვანი
თეორიული ინსტრუმენტები, რომელთა ცენტრშიც მოქცეულია ხელისუფლებისა და
სახელმწიფოს პრობლემატიკა: პლურალიზმი, ელიტიზმი, კლასობრივი ანალიზი და ა .შ.
თავის მხრივ მაკროთეორიები შეიძლება ასახავდნენ ამა თუ იმ იდეოლოგიური
ტრადიციის იდეებსა და წარმოდგენებს. მათ თომას კუნი პარადიგმებს უწოდებდა.
პარადიგმები გარკვეული პრინციპების, დოქტრინებისა და თეორიების ერთობლიობაა,
რომელიც ცოდნის ძიების შესაძლებლობას იძლევა. თ. კუნის თანახმად,
ბუნებისმეტყველებაში ყოველ მოცემულ მომენტში ბატონობს ერთი პარადიგმა,
მელექციაცნიერება კი ვითარდება "რევოლუციების" გზით, რომლის დროსაც ძველი
პარადიგმა ახლით იცვლება. პარადიგმები პოლიტიკაში ჩვეულებრივ ფართო
სოციალური ფილოსოფიის სახეს იღებენ, რასაც ჩვეულებრივ 41 იდეოლოგიები ეწოდება -
ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი, ფემინიზმი და ა. შ. ყოველი
მათგანი თავისებურად ასახავს სოციალურ ყოფიერებას, იძლევა მსოფლიოს საკუთარ
სურათს. როდესაც ვლაპარაკობთ იდეოლოგიებზე, როგორც თეორიულ პარადიგმებზე, ეს
სრულიადაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ანალიზი გარდუვალად იდეოლოგიზებულია
და ემსახურება გარკვეული ჯგუფის ან კლასის ინტერესებს. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე,
რომ ანალიზი ხორციელდება გარკვეული იდეოლოგიური ტრადიციის საფუძველზე.
აკადემიური პოლიტიკური მეცნიერება, მაგალითად, უპირატესად ვითარდებოდა
ლიბერალურ-რაციონალური პრინციპების საფუძველზე და ამიტომ აშკარად ატარებს
თავისი ლიბერალური წარსულის დაღს.

ცნებები, მოდელები და თეორიები პოლიტიკური ანალიზის ინსტრუმენტებია, რომელთა

დახმარებით ჩვენ ვღებულობთ ცოდნის ელემენტებს უსასრულო და რთული
რეალობიდან. საბოლოო ჯამში საზოგადოებისა და პოლიტიკის ესა თუ ის გაგება
ხორციელდება უფრო ფართო ინტელექტუალური კონსტრუქციის - იდეოლოგიური
პარადიგმის ფარგლებში.

ლექცია 2
I პოლიტიკური მეცნიერება, როგორც დისციპლინა

ა. დისციპლინის ბუნება

ინგლისური ენის მოკლე ლექსიკონში ტერმინი ,,დისციპლინა“ სხვადასხვაგვარად არის

განმარტებული: „სწავლების შემადგენელი ნაწილი; მენტალური და მორალური წვრთნა,
რომლის არარსებობამ ზიანი შეიძლება მოიტანოს; წესრიგი, რომელიც შენარჩუნებულია
სკოლის მოსწავლეებს, ჯარისკაცებს, პატიმრებსა და სხვებს შორის; ქცევის წესების
სისტემა; ეკლესიის მრევლზე განხორციელებული კონტროლი; ფიზიკური დასჯა;
(საეკლესიო) ეპითემიის დადება“.

აკადემიური „დისციპლინა“ ყველაზე ნაკლებადაა დაკავშირებული „დასჯის“ ცნებასთან,

ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუმცა სწავლული
საზოგადოება, რომელიც ერთობლივად ქმნის ამა თუ იმ დისციპლინას, უნდა
ახორციელებდეს მკაცრ ზედამხედველობით კონტროლს როგორც ამ სფეროში
მოღვაწეებზე, ისე მათზე, ვისაც ამის გაკეთების განზრახვა აქვს.

ყველა სტანდარტული ტერმინი, რომელიც აკადემიური დისციპლინების აღწერისათვის

გამოიყენება, მომდინარეობს ერთი და იმავე კონცეპტუალური წყაროებიდან ბევრი,
მაგალითად, ამჯობინებს, პოლიტიკური ანალიზი მიიჩნიოს „ხელოვნებად“ ან „ხელობად“
და არა „მეცნიერებად“, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით .პოლიტიკაში დაოსტატება
შესაძლებელია ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა „ხელობაში“, ანუ შეგირდობით (აკადემიურ
ხელობაში – „სწავლით“), აღიარებული „ოსტატის“ ხელმძღვანელობით. სხვები
პოლიტიკას „მოწოდებად“2 მიიჩნევენ (Weber 1919/1946). სიმართლე რომ ითქვას, ეს უფრო
მეტად მოწოდებაა, ვიდრე ხელობა, უფრო სამუშაოა, ვიდრე ჰობი. ამასთანავე, როგორც
რელიგიური, ისე აკადემიური მნიშვნელობით, მოწოდება გულისხმობს სამსახურს რაღაც
უზენაესი ძალისადმი (იქნება ეს აკადემიური საზოგადოება თუ ღმერთი). საბოლოო
ჯამში, მრავალი ჩვენთაგანი აკადემიური დისციპლინებზე საუბრობს, როგორც
„პროფესიებზე“. ეს აზრი შესანიშნავად გამოხატა დუაით ვალდომ (Waldo 1975: 123):
„მეცნიერებამ იცის, პროფესიონალი მკვლევრები კი აღიარებენ“. მეცნიერები მართლაც
აღიარებენ თავიანთი კოლექტიური რწმენის კოდექსს.

იმ დისციპლინის ტრადიცია და პრაქტიკა, რომელიც ესოდენ მკაცრად შემოზღუდულ

ჩარჩოებში გვაქცევს, იმავდროულად გვთავაზობს ახალ შემოქმედებით შესაძლებლობებს.
ჩარჩოები, რომლებსაც დისციპლინარული ტრადიცია აყალიბებს, როგორც შეგნებულად,
ისე უნებლიედ, მეცნიერის ყურადღების კვლევითი ამოცანებისკენ მიმართავს და
აადვილებს თანამშრომლობას. . დისციპლინარული ჩარჩოებით თავსმოხვეული თამაშის
წესების სტრუქტურა საშუალებას იძლევა, გადავწყვიტოთ ესა თუ ის ამოცანა იმ მყარ
საძირკველზე დაყრდნობით, რომელიც შექმნეს დიდმა მეცნიერებმა, ამავე დროს
გიგანტებს, შესაძლებლობა ეძლევათ წინ წაწიონ მეცნიერება ჩვეულებრივი ნიჭის
პრაქტიკოსების ძალისხმევაზე დაყრდნობით

ამგვარად, აკადემიკური თუ სხვა ტიპის დისციპლინა თვითშეზღუდვის მექანიზმის

კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. მორჩილება დისციპლინისადმი ან, მ. დოგანის თქმით
(იხ. ქვემოთ, თავი 3), სწავლულთა ჰიბრიდისადმი, სამუშაოს ხარისხისა და მისი
ეფექტურობის უეჭველ გაზრდას იწვევს, როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური
თვალსაზრისით

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალებს აქვთ საკმაოდ მაღალი

სოციალური სტატუსი. ტერმინი „პროფესიონალი“ ასევე მიუთითებს ადამიანის
გარკვეულ დამოკიდებულებაზე საკუთარი სამუშაოსადმი და ეს არანაკლებ
მნიშვნელოვანია. პროფესია წარმოადგენს თვითორგანიზებულ კოლექტივს, რომელიც
ორიენტირებულია გარკვეულ, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ამოცანებსა და ფუნქციებზე.
პროფესიული საზოგადოება ხასიათდება განსხვავებული ამოცანებით და ფუნქციებით და
მნიშვნელოვანწილად ზღუდავს საკუთარ თავს ნებაყოფლობით აღებული
ვალდებულებებით, დაიცვას კონკრეტული სტანდარტები და ქცევის ნორმები. მასში
შესული პროფესიონალები ემორჩილებიან ამ სტანდარტებს და ნორმებს, მისგან
გამოსულნი ფასდებიან ამ საზოგადოებაში მიღებული კრიტერიუმების შესაბამისად. ამ
პროფესიულ სტანდარტებსა და ნორმებს ემყარება, ერთი მხრივ, მხოლოდ
პროფესიონალთა ურთიერთშეფასება, მეორე მხრივ კი, საკუთარი მიღწევების მიმართ
"კრიტიკული დამოკიდებულება.

სტანდარტებისა და ნორმების სპეციფიკა იცვლება პროფესიიდან პროფესიამდე, მაგრამ

ნებისმიერ პროფესიაში არსებობს „მინიმალური პროფესიული კომპეტენციის“ განცდა,
რომელსაც უზრუნველყოფს „საკვალიფიკაციო გამოცდების“ რიტუალი. ეს „რიტუალი“
სასწავლო პროგრამის მაღალი საფეხურის დასრულების შემდეგ უნდა გაიარონ
ჩრდილოეთ ამერიკის ახალგაზრდა სწავლულებმა, რომელთაც მიზნად აქვთ პოლიტიკის
მკვლევარებად გახდომა. გარდა ამისა, ნებისმიერ პროფესიაში არსებობს განსაკუთრებულ
„პასუხისმგებლობათა როლის“ ცნება, რომელიც სამეცნიერო საზოგადოების ყველა წევრს
საკუთარ პროფესიასთან აკავშირებს

თანხმობას „ერთიანი მიდგომის“ შესახებ, რომელიც აუცილებელია `მინიმალური

პროფესიული კომპეტენციის~ დონის განსასაზღვრად. თავის მხრივ, ეს მოცემულ დარგში
მუშაობის წინაპირობაა. გარდა ამისა, ვგულისხმობთ სამუშაოს შეფასების (უფრო მეტად
საკუთარი, ვიდრე სხვების შრომის) ტენდენციას პროფესიული დახვეწის სულ უფრო
მზარდი მოთხოვნების პოზიციიდან. თუკი მინიმალურ სტანდარტებთან დაკავშირებით
გარკვეული საერთო წარმოდგენები არსებობს, შეხედულებები მაღალი
პროფესიონალიზმის შესახებ მრავალი და სხვადასხვაგვარია. და მაინც, მედიცინის
მსგავსად, პოლიტიკური მეცნიერების თითოეულ ქვედისციპლინაში არსებობს
დაოსტატების საკუთარი შინაგანი სტანდარტები, რომელთა საფუძველზეც შესაბამისად
ფასდება ამა თუ იმ მეცნიერის დამსახურებანი. მედიცინის მსგავსად, პოლიტიკურ
მეცნიერებას აქვს პრიორიტეტების გარკვეული სკალა, რომელიც გვეხმარება
განისაზღვროს ყველა მისი შემადგენელი სპეციალობის ადგილი და მნიშვნელობა,
რომლებიც უფრო დიდ ერთობას ქმნიან.

ბ. რა არის პოლიტიკა?

დისციპლინები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მრავალი თვალსაზრისით, პირველ

რიგში კი, მათ წინაშე არსებული ამოცანებითა და ამ ამოცანების გადაწყვეტის
მეთოდოლოგიით. თუმცა, როგორც ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ, პოლიტიკურ
მეცნიერებაში არსებობს არაერთი სასარგებლო ხერხი, რომლებსაც იყენებენ მკვლევრები
ძირითად ქვედისციპლინებში.

ალკერი უდავოდ მართალია იმის მტკიცებისას, რომ პოლიტიკურ მეცნიერებას ზოგიერთი

სხვა სამეცნიერო დისციპლინის მსგავსად, არ გააჩნია საკუთარი ერთიანი მეთოდოლოგია
და იგი არ ცდილობს მის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტას საკუთარი
მეთოდოლოგიით. პოლიტიკური მეცნიერება, როგორც დისციპლინა, უფრო მეტად
განისაზღვრება საკუთარი კვლევის საგნით, ანუ იმით, რომ ფიქსირებულია
„პოლიტიკაზე“, ამ უკანასკნელის მრავალგვარი გამოვლინებებით.

ოლიტიკა“ ყველაზე ზუსტად შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური

ძალაუფლების შეზღუდული გამოყენება. ამ განსაზღვრების მიხედვით, პოლიტიკის
შესწავლა, როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ისე პრაქტიკოსი
პოლიტიკოსების მიერ, შეიძლებოდა დაგვეხასიათებინა, როგორც ამ შეზღუდვების
ბუნებისა და წყაროს, ასევე სოციალური ძალაუფლების გამოყენების ტექნიკის შესწავლა.

ძალაუფლების ტერმინოლოგიით პოლიტიკის განსაზღვრისას ჩვენ მივსდევთ ჩვენი

წინამორბედების გზას . ძალაუფლების ნეოვებერიანული განმარტება, რომელიც რ. დალმა
(Dahl 1957) შემოგვთავაზა, დღემდე აქტუალურია. ამის შესაბამისად, X ფლობს
ძალაუფლებას Y-ზე, რამეთუ: 1) X-ს ამა თუ იმ გზით შეუძლია აიძულოს Y-ს რაიმეს
გაკეთება; 2) ეს შეესაბამება X-ის ინტერესებს; 3) თვითონ Y-იც სხვაგვარად არ მოიქცეოდა.

ჩვენეული ანალიზი ტრადიციას სცილდება იმ თვალსაზრისით, რომ განსაზღვრავს

პოლიტიკას, როგორც ძალაუფლების შეზღუდული გამოყენების მცდელობას. ჩვენი
თვალსაზრისით, ძალაუფლების შეუზღუდავი გამოყენება სხვა არაფერია, თუ არა
ჩვეულებრივი უხეში ძალა. მას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ
ძალაუფლებასთან, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ გადახრას – შეზღუდული მნიშვნელობის
შემთხვევას. უხეში, წმინდა ძალა, პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკის (ან მისი
სოციალური ანალოგების _ სამხედრო მეცნიერებისა თუ საბრძოლო ხელოვნების)
შესწავლის საგანია და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკისა. 8 პოლიტიკის არსი, ჩვენი
აზრით, სწორედ პოლიტიკური აქტორებისათვის დაკისრებულ შეზღუდვებსა და იმ
სტრატეგიულ მანევრებშია, რომლებიც ამ შეზღუდვებითაა გამოწვეული და ამავე
ფარგლებში ხდება. 9 პოლიტიკის შესწავლის ცენტრში ალბათ სწორედ ამ შეზღუდვების
ანალიზი დგას: საიდან წარმოდგებიან, როგორ მოქმედებენ და რას მოიმოქმედებენ მათი
არსებობის პირობებში პოლიტიკური აგენტები .

ჩვენ ვლაპარაკობთ, ფართო გაგებით, სოციალური ძალაუფლების გამოყენებაზე

მანევრირების იმ მრავალრიცხოვან შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებული
შეზღუდვების პირობებში პოლიტიკური აგენტების განკარგულებაშია. მხედველობაში
გვაქვს არა მხოლოდ მათი წინასწარგანზრახული მოქმედებანი, არამედ ის
გაუთვალისწინებელი შედეგებიც, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ მიზანმიმართულ
მოქმედებებს გარდა ამისა, ეს მოიცავს ავადსახსენებელი „მოსალოდნელი რეაქციების
კანონს“, გადაწყვეტილებების არმიღებას და ხალხის პრიორიტეტების ჰეგემონურ
ფორმირებას (Laclau and Mouffe 1985), რასაც გულისხმობს პოლიტიკის უფრო ფართო
გაგება.
პოლიტიკის დეფინიციისას ჩვენ განზრახ ვემიჯნებით „პოლიტიკის“ ლასუელისეულ
(Lasswell 1950) კლასიკური ფორმულირებას, ანუ წმინდა დისტრიბუციულ ტრადიციას –
„ვინ, როდის და რას იღებს“. 11 სავსებით შესაძლებელია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური
აქტის შედეგი ამა თუ იმ დონეზე დაკავშირებულია კეთილდღეობისა და დოვლათის
გადანაწილებასთან.

განაწილებისათვის ბრძოლა, საყოველთაო კეთილდღეობის კონცეფციის მომხრე

ეკონომისტების თვალსაზრისით, მხოლოდ არაფრისმომცემი ხმაურია იმის შესახებ, თუ
რამდენად მიუახლოვდა საზოგადოება პარეტოს მიერ განსაზღვრულ მიზანს. ამასთანავე,
პარეტოს მიერ განსაზღვრული ამ საზოგადოების შექმნა თავისთავად სადავო საკითხია,
რომლის გადაწყვეტაც დიდწილად დამოკიდებულია სრულიად სხვა სახის პოლიტიკურ
მანევრებზე, რომლებიც ხშირად, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში, არანაირ კავშირში არაა
განაწილებასთან. მაგრამ თუკი მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის ჩვენეული გაგება
ეხმიანებოდეს განაწილებისთვის ბრძოლას, მაშინ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა
საკითხი მხოლოდ ამ კუთხით არ გაანალიზდეს.

გ. პოლიტიკის რამდენიმე მეცნიერება

დიდი ძალისხმევა დაიხარჯა იმის გასარკვევად, არის თუ არა პოლიტიკის შესწავლა

ჭეშმარიტი მეცნიერება და რას გულისხმობს ეს. პასუხი დიდწილად დამოკიდებულია
იმაზე, თუ რა შინაარსს ჩავდებთ ცნებაში „მეცნიერება“. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ
მეცნიერების მინიმალისტურ დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, ეს არის მხოლოდ
„სისტემური კვლევა, მიმართული ემპირიული სამყაროს შესახებ მოწესრიგებული
წარმოდგენების სულ უფრო მეტად დიფერენცირებული კომპლექსებისკენ“. 12 ამ განზრახ
ლაკონური ტერმინიდან გამომდინარე, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლიტიკის
შესწავლას არ შეიძლება ჰქონდეს სამეცნიერო პრეტენზია.

პოლიტიკური მეცნიერების ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა არსებული სისტემატიზაციის

მიუხედავად, მის დასკვნებს არსებითად ვარაუდის ფორმა აქვს და, როგორც ჩანს,
განწირულია დარჩეს ასეთად. ტერმინები „ყოველთვის“ და „არასდროს“, რომლებთანაც
საქმე აქვს ლოგიკოს პოზიტივისტს, რომელიც ამუშავებს საყოველთაო კანონებს,
იშვიათად გამოიყენება პოლიტიკის სამყაროში, სადაც მოვლენები შეიძლება მხოლოდ
„მეტ-ნაკლები ალბათობით“ მოხდეს.

პოლიტიკურ მეცნიერებაში შესწავლის სუბიექტები ისევე, როგორც ნებისმიერ სოციალურ

მეცნიერებაში, სრულიად განსხვავებული ონტოლოგიური სტატუსის მატარებლები არიან,
ვიდრე ბილიარდის ბურთულები.

იმის თქმა, რომ პოლიტიკური პრობლემების სამეცნიერო გაგება აუცილებლად უნდა

შეიცავდეს კომპონენტს, დაკავშირებულს იმ მნიშვნელობასთან, რომელსაც ატარებს
მოცემული აქტი აქტორისათვის, სულაც არ ნიშნავს იმ ფაქტის უარყოფას, რომ
პოლიტიკური მეცნიერება ნებისმიერი სამეცნიერო ცოდნისათვის დამახასიათებელ ყველა
ატრიბუტს ფლობს. მათემატიკური მოდელირება და სტატისტიკური შემოწმება დღეს
ისევე აუცილებელია, როგორც წარსულში. 14 ყველაფერი, რის შეცვლაც საჭიროა, არის
მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია. მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ამ
ინსტრუმენტების გამოყენებით, ამიერიდან განიხილება არა იმდენად გარეგანი ძალების
ულმობელ ზემოქმედებად პასიურ აქტორებზე, არამედ ჩვეულებრივ პირობებში
ჩვეულებრივი ადამიანების ბუნებრივ რეაქციად. შეიძლება შეიცვალოს „თამაშის
პირობები“. კიდევ უფრო მეტად ექვემდებარება ცვლილებას გარეგანი გარემოებები და ამ
მიზეზით პოლიტიკის სფეროში აღმოჩენილი ჭეშმარიტებანი უფრო ნაკლებად
„უნივერსალურია“, ვიდრე ნიუტონის ფიზიკის კანონები. და მიუხედავად ამისა,
რამდენადაც მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ საკუთრივ „თამაშის
წესებსა“ და გარემოებებში მომხდარი ცვლილებების მოდელირებას (მეტ-ნაკლები
სიზუსტით), არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ დავა საკითხის შესახებ, არის თუ
არა ცოდნის ეს ამორფული და ბუნდოვანი დარგი ჭეშმარიტი მეცნიერება, თანდათანობით
დასრულდება.

II პროფესიის სიმწიფის ხანა

სიმწიფე, გაგებული განვითარების ტრადიციული მნიშვნელობით, როგორც სხვა

ადამიანების თვალთახედვიდან საგნების დანახვის მზარდი უნარი, არსებითად მართლაც
მიღწეულია ამ დისციპლინის სხვადასხვა დარგებში. ადრეული ბიჰევიორიზმის დროის
რევოლუციონერები, თავის მხრივ, მოწოდებულნი იყვნენ, მოესპოთ ფორმალიზმი
პოლიტიკაში - პოლიტიკური ინსტიტუტები, ორგანიზაციული სქემები, კონსტიტუციური
მითები და იურიდიული ფიქცია, როგორც წმინდა წყლის სიცრუე. ისინი, რომლებიც
ბიჰევიორისტულმა რევოლუციამ უკან დასწია ისევე, როგორც ისინი, ვინც მოგვიანებით
ცდილობდა საკუთრივ ეს მიდგომა გადაეწია უკან, ერთნაირი გააფთრებით ცდილობდნენ
ჩირქი მოეცხოთ ახალი დისციპლინის სამეცნიერო პრეტენზიებისთვის და საამისოდ
ადრინდელ მოაზროვნეებს იმოწმებდნენ.

ერთი თაობის შემდეგ ისტორია განმეორდა, მაგრამ ამჯერად რევოლუციონერების როლში

გამოვიდნენ „რაციონალური არჩევანის“ მომხრეები, რომლებიც ცდილობდნენ
ბიჰევიორისტების მიერ ფსიქოლოგიიდან ნასესხები მყიფე ლოგიკა ფორმალური
წესრიგით და მათემატიკური სიზუსტით შეეცვალათ. შეუწყნარებელი იყო ნებისმიერი
კომპრომისი. თეორიული ერთიანობისა და ეკონომიურობის სახელით რაციონალური
არჩევანის მომხრეები (ყოველ შემთხვევაში დასაწყისში) ცდილობდნენ ნებისმიერი
პოლიტიკა ვიწრო მატერიალური ინტერესების ურთიერთქმედებამდე დაეყვანათ. ამ
პროცესში მათ უკუაგდეს როგორც საზოგადოების ფასეულობები, პრინციპები და
პიროვნული მიდრეკილებები, ასევე ხალხთა ისტორია და ინსტიტუტები. 16 როგორც
რაციონალურმა არჩევანმა, ისე ბიჰევიორისტულმა რევოლუციამ, მრავალი დიდებული
გამარჯვება მოიპოვა (Popkin et al. 1976), თუმცა მარცხიც ბევრი იყო.

ამჟამად პოლიტიკური მეცნიერება, როგორც ჩანს, მყარად დადგა სხვადასხვა

მეთოდოლოგიური მიდგომების გაერთიანების გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი
ამ დაახლოებაში შეიტანა „ახალმა ინსტიტუციონალიზმმა“ . თ. პოლიტიკური მეცნიერები
ამიერიდან უკვე აღარ ამახვილებენ ყურადღებას მხოლოდ აგენტებზე თუ სტრუქტურაზე,
ინტერესებზე თუ ინსტიტუტებზე, როგორც მამოძრავებელ ძალებზე. სერიოზულ
მკვლევართა უმრავლესობა იტყოდა, რომ აუცილებელია ყველა ამ ფაქტორის გონივრული
შეთავსება. პოლიტოლოგები უკვე აღარ აზროვნებენ მხოლოდ ბიჰევიორისტული
სქემებით თუ ორგანიზაციული ქარტიებით. პოლიტიკური მეცნიერების ნებისმიერი
მკვლევარი ამჟამად ალბათ იტყოდა, რომ ესაა ქცევის ანალიზის საკითხი არსებული
ინსტიტუტებისა და შესაძლებლობების პირობებში. პოლიტიკური მეცნიერები უკვე აღარ
აზროვნებენ მხოლოდ/ან რაციონალობის ან ჩვეულების ცნებებით. რაციონალური
არჩევანის მოდელის ნებისმიერი სერიოზული მომხრე ამჟამად სათანადოდ აფასებს იმ
შეზღუდვებს, რომელთა პირობებშიც ადამიანები ახორციელებენ პოლიტიკურ ქმედებებს
და საკუთარ კონცეპტუალურ მოდელებს პოლიტიკური ფსიქოლოგების დასკვნებით
ამდიდრებენ. პოლიტიკური მეცნიერები უკვე აღარ აზროვნებენ მხოლოდ რეალიზმისა და
იდეალიზმის ცნებებით, ინტერესებით ან იდეებით ისტორიის მამოძრავებელი ძალების
მიმართ. მკვლევრები აღიარებენ ორივე მათგანის არსებით როლს.

პოლიტიკური მეცნიერები უკვე აღარ აზროვნებენ მხოლოდ მოვლენათა აღწერილობით

და ყოვლისმომცველი, ფართო ხასიათის კვლევით ან გულდასმით შერჩეული
თავისთავად უნიკალური casestudy*-ით. ფაქტობრივად, ყველასთვის ღირებულია
ლოკალური დეტალების გათვალისწინება და სისტემატური, სტატისტიკურ
გამოთვლებზე დამყარებული კვლევის შესაძლებლობები ყველაზე მცირე მასშტაბის
საკვლევ სიტუაციებშიც კი. არც ერთი სერიოზული პოლიტიკის მკვლევარი უკვე აღარ
აზროვნებს მხოლოდ მეცნიერების ისტორიის ტერმინებით, რასაც უკიდურესობამდე და
გამოუვალ სირთულეებამდე მიჰყავდა ხისტი დეტერმინაცია . ეკონომეტრიის
რიცხობრივად საკმაოდ შემცირებული მომხრეებიც კი დღეს იძულებულნი არიან,
აღიარონ შეფასებითი პროცედურების ღირსება, რომელიც მეტად მგრძნობიარეა „პატური“
ეფექტებისადმი.

ა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მეცნიერი თუ კვლევითი ჯგუფი ელემენტთა

სხვადასხვაგვარ კომბინაციას უჭერს მხარს, უმთავრესია ის, რომ ურთიერთდათმობასა და
შეთანხმებას შეხვდნენ სიხარულით და არა უკმაყოფილებით. ყოველივე ეს არ
გამომდინარეობდა პლურალიზმის იდეიდან - „იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების
საშუალება“, არც პოსტმოდერნული ნიჰილიზმიდან. თანხმობისა და შუალედური
კომპრომისების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო არსებული სიტუაციის გაცნობიერებამ,
ნათელმა წარმოდგენამ იმ შედეგების შესახებ, რომლებიც შესაძლებელი ალტერნატიული
გადაწყვეტილებებიდან და გონივრული კომბინაციების მკაფიო გააზრებიდან
მომდინარეობს.

პოლიტიკურ მეცნიერთა თანამედროვე თაობა, წინამორბედებთან შედარებით,

ინდივიდუალურად და მთლიანობაში, აღჭურვილია ინსტრუმენტების უფრო მდიდარი
არსენალით. მათი მცირე ნაწილი, ვინც 70-იან წლებში განათლება მიიღო სახელმოხვეჭილ
ინსტიტუტებში, შემდგომში შეიძლება უსაფუძვლოდ შეაშინოს (ან აღაფრთოვანოს)
ბიჰევიორისტულ ფსიქოლოგიაში, ემპირიულ სოციოლოგიაში ან მათემატიკურ
ეკონომიკაში გამოყენებულმა თეორიებმა ან მეთოდებმა. შესაძლოა, ვინმე ამა თუ იმ
თეორიას ანიჭებდეს უპირატესობას, თუმცა დღეს თითოეული მათგანი იმდენად იქნება
დახელოვნებული ამ მეთოდოლოგიურ ტრადიციებში, რომ შეძლებს, გარემოებათა
შესაბამისად ისესხოს ან მიითვისოს, უარყოს ან უკუაგდოს ისინი.

არსებობს დისციპლინის ისტორიის გადმოცემის მრავალი ხერხი. განმეორებით

მოყოლილი ისტორია კი გვასწავლის, თუ როგორ ავარიდოთ თავი უარესს, რათა
მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს სამომავლოდ. ერთ-ერთი მათგანი, თუკი აღმასვლისა და
დაშვების ტერმინებით ვიტყვით, შეიძლება „გურუს“ გზას შევადაროთ.
იმდროინდელმა ვითარებამ სხვა რამეც გვასწავლა - ურთიერთგაგება, რის საფუძველზეც
შესაძლებელი გახდა ერთობლივი მოღვაწეობა, როგორც საკუთრივ ლიბერალურ
პოლიტიკაში (Rawls 1993), ისე ლიბერალურ ხელოვნებაში უფრო ზოგადი მნიშვნელობით,
მიღწეულ იქნა modus vivendi, რაც საკმარისია ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის
აკადემიური დისციპლინის ფარგლებში და შესაძლებელია მხოლოდ ანალიზისა და
განზოგადების ქვედა დონეებზე. მეცნიერების „თითოეული ჭანჭიკის“, მეცნიერების
საშენი მასალის შესახებ შეთანხმებიდან დისციპლინის ურთიერთგაზიარებული
მნიშვნელობის საყოველთაო აღიარებამდე გრძელი გზაა (Elster 1989). თითქმის
ყოველთვის შეიძლება დისციპლინის ერთ-ერთ სფეროში თავდაპირველად
ჩამოყალიბებული ხერხების, ინსტრუმენტებისა და თეორიების გადატანა სხვა
გარემოებებზე – mutatis mutandis. მრავალრიცხოვან მუტაციას, ადაპტაციას და ხელახალ
ინტერპრეტაციას მართლაც ხშირად მოეთხოვება ნასესხები ხერხების მისადაგება ახალი
ამოცანებისადმი. მაგრამ სესხება, ურთიერთგამდიდრება, ჰიბრიდიზაცია და
კონცეპტუალური სივრცე, რომელიც ფარავს სესხად აღებისა და გაცემის ურთიერთობის
ორივე მხარეს, სწორედ ისაა, რაც, როგორც ჩანს, განსაზღვრავს თანამედროვე ეპოქაში
სამეცნიერო პროგრესს.

თუმცა საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ყოველივე ეს „მეცნიერება“, ამ სიტყვის მკაცრი
გაგებით, უმჯობესია ღიად დავტოვოთ და მისი საბოლოო გადაწყვეტა იმ დრომდე
გადავდოთ, როდესაც საკუთრივ მეცნიერების ფილოსოფოსები დაასრულებენ
გაუთავებელ დისკუსიას და შეთანხმდებიან მეცნიერების „ჭეშმარიტი“ ბუნების რაობაზე. .
მეცნიერების უმკაცრესი დეფინიციის სტანდარტებით, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ
(პარაგრაფი IC) – „სისტემატური კვლევა, რომელიც მიმართულია ემპირიული სამყაროს
შესახებ მოწესრიგებული წარმოდგენების სულ უფრო მეტად დიფერენცირებული
კომპლექსის შექმნისაკენ“ - შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა დისციპლინამ უფრო სამეცნიერო
ხასიათი შეიძინა. უეჭველია, რომ ის ამჟამად უფრო დიფერენცირებულია როგორც
შინაგანი სტრუქტურის, ისე სამყაროს შესახებ ჩამოყალიბებული დებულებების
თვალსაზრისით.

ღიად რჩება კიდევ ერთი კითხვა – ხელს უწყობს თუ უშლის სამეცნიერო ცოდნის ზრდა
სინამდვილის ჭეშმარიტად მეცნიერულ გაცნობიერებას. ეს კითხვად მაინც ღიად რჩება,
მიუხედავად იმისა, რამდენად უკეთ ვეცნობით გარემომცველ სამყაროს მისი
დანაწევრებისას. მეტი სულაც არ ნიშნავს უკეთესს. მეტაფიზიკოსები საკუთარ ამოცანას
განსაზღვრავენ, როგორც „სინამდვილის შემადგენელ ნაწილებად დაყოფას“. მეცნიერების
თეორიული საფუძვლების შექმნისას მკვლევრებს ყოველთვის ემუქრებათ საფრთხე, არა
მარტო მთლიანობის დანაწევრებისა, არამედ შემადგენელი ნაწილების ზედმეტად ჭარბი
რაოდენობის მიღებისა. ყოველდღიურობის რუტინული პრობლემების განსჯის მსგავსი
არაფრისმომტანი თეორიზაცია, ისევე შეიძლება იქცეს სერიოზულ წინაღობად
პოლიტიკური მეცნიერების ჭეშმარიტი გაგებისათვის, როგორც სხვა მრავალი
სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებისათვის.

III პროფესიონალიზმის კრიტერიუმები

სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი მკვლევრები, სულ მცირე, ეყრდნობიან ერთსა

და იმავე მეთოდოლოგიურ ტექნიკას და იყენებენ ერთსა და იმავე ფუძემდებლურ
ნაშრომებს. ამ საერთო მონაცემთა სიღრმე და დეტალები უმნიშვნელოდ ვარირებს ქვეყნის
ან კონკრეტული დარგის მიხედვით. 22 მიუხედავად ამისა, ყველა თანამედროვე
პოლიტოლოგი მშვენივრად აღიქვამს რეგრესიულ ტოლობებს და ნებისმიერი მათგანი,
ყოველ შემთხვევაში, კარგად მაინც იცნობს დარგის კლასიკად აღიარებულ ნაშრომების
კორპუსს.

ა. კლასიკური ნაშრომები~

პოლიტიკური მეცნიერება, როგორც სხვა ნებისმიერი საბუნებისმეტყველო და

სოციალური მეცნიერება, სულ უფრო მეტად ხდება გამოქვეყნებულ ნაშრომებზე
დაფუძნებული დისციპლინა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევების შედეგები
კვლავინდებურად წიგნის ფორმით გამოიცემა, აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული
ზოგიერთი სტატია კი არასდროს გარდაიქმნება მონოგრაფიად და მრავალი სერიოზული
სამეცნიერო დისკუსია მხოლოდ ჟურნალების ფურცლებზე რჩება. ჩვენი პროფესიის
საერთო მონაპოვარი, ჩვენი დისციპლინის lingua franca და მომავალი წინსვლის
საფუძველი შემდეგი ნაშრომებია: ალმონდისა და ვერბას სამოქალაქო კულტურა ,
კემპბელის, კონვერსის, მილერის და სტოუკის ამერიკელი ამომრჩეველი დალის ვინ
მართავს (Dahl 1961b); დარენდორფის კლასი და კლასობრივი კონფლიქტი ინდუსტრიულ
საზოგადოებაში (Dahrendorf 1959); დოიჩის მთავრობის ნერვები (Deutsch 1963) დაუნსის
დემოკრატიის ეკონომიკური თეორია (Downs 1957); ისტონის პოლიტიკური ცხოვრების
სისტემური ანალიზი (Easton 1965); ჰანტინგტონის პოლიტიკური წესრიგი ცვლად
საზოგადოებებში (Huntington 1968); კის პასუხიმგებლობის მქონე ელექტორატი (Key 1966);
ლეინის პოლიტიკური იდეოლოგია (Lane 1962); ლინდბლომის დემოკრატიის გონი
(Lindblom 1965); ლიპსეტის პოლიტიკური ადამიანი (Lipset 1960); მურის დიქტატურისა და
დემოკრატიის სოციალური საფუძვლები (Moore 1966); ნოიშტადტის პრეზიდენტის
ძალაუფლება (Neustadt 1960) და ოლსონის კოლექტიური მოქმედების ლოგიკა (Olson
1965).24.

პოლიტიკური მეცნიერების ახალი პროფესიონალიზმის ერთერთ განმსაზღვრელი

გამოვლინებაა „ერთბაშად კლასიკად ქცევის“ ფენომენი. 25 ესაა წიგნები, რომლებიც
თითქმის გამოქვეყნებისთანავე ხვდება კანონიკურ ნაშრომთა რიცხვში, რომელთა შესახებ
ცოდნაც, გაგონილის დონეზე მაინც, თავისთავად კარგ ტონად ითვლება. ზოგიერთმა
ნაშრომმა, რომელთა შესახებაც ფართო დისკუსიები გაიმართა, შემდგომში, პროფესიული
თვალსაზრისით, არსებითად დაკარგა აქტუალობა. თანამედროვე კლასიკურ ნაშრომებში
უნდა შედიოდეს: · გრეჰემ ალისონის გადაწყვეტილების არსი (Allison 1971); · რობერტ
აქსელროდის თანამშრომლობის ევოლუცია (Axelrod 1984); · სემუელ ბარნესის, მაქს კააზესა
და სხვათა პოლიტიკური ქმედება (Barnes, Kaase et al. 1979); · მორის ფიორინას ამერიკის
ნაციონალურ არჩევნებში ხმის მიცემის რეტროსპექტივა (Fiorina 1981); · რონალდ
ინგლეჰარტის უხმაურო რევოლუცია (Inglehart 1977); · ელინორ ოსტრომის თემთა
მმართველობა (Ostrom 1990); · თედა სკოკპოლის სახელმწიფოები და სოციალური
რევოლუცია (Skokpol 1979); · სიდნეი ვერბას და ნორმან ნაის პოლიტიკური მონაწილეობა
ამერიკაში (Verba and Nie 1972); უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაზე
ფართოდ განხილულ წიგნებს შორის, რომლებიც ზემოთ მოყვანილ სიას შეიძლება
დაერთოს, არის კინგის, ქეოჰეინის და ვერბას სოციალური გამოკვლევის დაგეგმარება
(KKing, Keohane and Verba 1994) და რობერტ პატნემის მომუშავე დემოკრატია.
ბ. საჭირბოროტო თემები

ჩვენ პოლიტიკა განვსაზღვრეთ, როგორც სოციალური ძალაუფლების შეზღუდული

გამოყენება. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ნებისმიერი სიახლე, რომელიც შეიძლება მოიცვას ამ
დეფინიციამ, მთავარ აქცენტს აკეთებს შეზღუდვაზე, როგორც პოლიტიკის გაგების
გასაღებზე. მაგრამ ეს სიახლე მხოლოდ ჩვენი გამოგონება არაა. პოლიტიკა, როგორც
შეზღუდვა და შეზღუდული პოლიტიკა ამა თუ იმ სახით უკანასკნელი მეოთხედი
საუკუნის განმავლობაში პოლიტიკური მეცნიერების ფუძემდებლური თემა იყო. ამჟამად
ახალი ინსტიტუციონალისტური თემები ცენტრალურად იქცა მთლიანად პოლიტიკური
მეცნიერების დისციპლინაში. ამ თვალსაზრისით, უმთავრეს მაგალითს წარმოადგენს ორი
თანამედროვე კლასიკური ნაშრომი პოლიტიკის ისტორიაში: სკოკპოლის ჯარისკაცებისა
და დედების დაცვა: სოციალური პოლიტიკის საფუძვლები შეერთებულ შტატებში (Skocpol
1992) და ორენის დაგვიანებული ფეოდალიზმი: შრომა, კანონი და ლიბერალური
განვითარება შეერთებულ შტატებში (Orren 1991).

ამრიგად, ისტორიის მემკვიდრეობა წარმოადგენს ერთ-ერთ შეზღუდვას, რომელზეც

მიგვითითებს ახალი ინსტიტუციონალიზმი. მეორე ჩაბუდებული და ჩადუღაბებულია
სოციალური წესებისა და რეჟიმების ბუნებაში, მათ პრაქტიკასა და შესაძლებლობებში.
სოციალური ცხოვრების ამ მოდელში, რომელიც რუსულ თოჯინას (`მატრიოშკას~)
შეიძლება შევადაროთ, ზედაპირთან შედარებით ახლოს აღმოჩნდება ჩვეულებრივი
მაქინაციები. თუმცა, თუკი ყველაზე მარტივ სამართლებრივ მაგალითს ავიღებთ, წესები,
რომლებსაც ჩვენ ვახსენებთ, გამოიყვანება კონსტიტუციური ხასიათის უფრო მაღალი
დონის პრინციპებიდან. როგორც ახლახანს ბევრმა აღმოაჩინა, კონსტიტუციის
შემოქმედნიც არ არიან ბოლომდე თავისუფალნი, `უზენაესი~ კანონებიც კი ემყარება
რაღაც უფრო მაღალ პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, რომელთა წარმომავლობაც
ყოველთვის როდი ატარებს იურიდიულ ხასიათს. ამგვარ ურთიერთობათა თითოეულ
კომპლექსს უკავია გარკვეული ადგილი კიდევ უფრო ფუნდამენტური და
ავტორიტარული წესებისა და რეჟიმების, პრაქტიკული მოღვაწეობისა და პროცედურების
აღმავალ იერარქიაში.

რა თქმა უნდა, ამ მყარად ფესვგადგმული წესებისა და რეჟიმების, პრაქტიკული

მოღვაწეობისა და პროცედურების უკან დგას ჩვეულებრივი სოციალურ-ეკონომიკური
შეზღუდვები. სოციალური წესრიგის ეს ღრმად გამჯდარი ასპექტები შეუმჩნევლად
მჟღავნდება და ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე ძალდატანებისა და ზედმეტი
კითხვების გარეშე. მათი ძლიერების პირველადი წყაროები შემზღუდველების სახით
არასოდესაა თვალშისაცემი.

სოციალური ძალაუფლების გამოყენება ასევე შეზღუდულია კიდევ ერთი გარემოებით,

რომელსაც მხოლოდ ახლახანს მიაქციეს ყურადღება პოლიტიკური მეცნიერების
სხვადასხვა დარგში. აქ ნაგულისხმევი შეზღუდვები კოგნიტური ხასიათისაა და
დაკავშირებულია წმინდა (უფრო სწორად პრაქტიკული) გონების შეზღუდულ
შესაძლებლობებთან. ყურადღება მიაქციეს პოლიტიკური ცხოვრების ირაციონალურ და
არარაციონალურ ასპექტებს. თუმცა დღეს რაციონალური არჩევანის მოდელის მომხრენიც
კი სათანადოდ აფასებენ ანალიტიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც გზა გაეხსნა
ინფორმაციის სისრულისა და აბსოლუტურ რაციონალობაზე პრეტენზიების შესუსტების
პირობებში
ის, რაც ადამიანების წარმოდგენით ჭეშმარიტი და მნიშვნელოვანია, რაც მათი რწმენით
კარგი და ფასეულია, არა მარტო წარმართავს, არამედ ზღუდავს კიდეც მათ სოციალურ
ქმედებებს. ეს რწმენა-წარმოდგენები, თავის მხრივ, ემყარება წარსულის მოძღვრებებსა და
გამოცდილებას. აქედან გამომდინარე, განაპირობოს მისი პოლიტიკური არჩევანი.

ახალი პოლიტიკური მეცნიერების კიდევ ერთი თემა არის მზარდი გაცნობიერება იმისა,
რომ იდეებს გარკვეული შედეგები მოსდევს. ეს საკითხი დროდადრო წამოიჭრება საჯარო
პოლიტიკასთან დაკავშირებულ დისკუსიებში. ძველი პრობლემების ახალი რაკურსით
განხილვა, მოქმედების ახალი გზების მოძიება, ახალი სამოქმედო გეგმების დასახვა _
ყოველივე ეს საჯარო პრობლემებთან მიმართებაში პოლიტიკური აქტიურობის
კვინტესენციას წარმოადგენს. იგივე მიდგომა სავსებით გამოსადეგია კროსნაციონალურ
კონტექსტში: გავრცელება დემოკრატიზაციის იდეებისა, ასევე კონკრეტული
მოსაზრებებისა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ტიპის რეჟიმების
დემოკრატიზაცია, უეჭველად უკანასკნელ დროს მსოფლიოში განვითარებული ყველაზე
დრამატული მოვლენების ცენტრალური თემა იყო (Whitehead, იხ. ქვემოთ, თავი 26). ისევ
აღმავლობას განიცდის საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში იდეალიზმი, რომელიც
თითქმის ჰეგელიანურ მასშტაბებს აღწევს (Goldmann, იხ. ქვემოთ, თავი 16; Sanders, იხ.
ქვემოთ, თავი 17; Keohane, იხ. ქვემოთ, თავი 18). „პოლიტიკის, როგორც სოციალური
ძალაუფლების შეზღუდული გამოყენების“ გაგების, ჩარჩოებში ეს მანევრები ცვლიან ან
გარდაქმნიან არსებულ შეზღუდვებს. აშკარაა, რომ ეს ნაკლებად კონფრონტაციულია,
ვიდრე ძალაუფლების განხორციელების სხვა მაგალითები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში
ეს მაინც ძალაუფლების განხორციელებაა.

ბოლოს, პოლიტიკური მეცნიერების პრაქტიკიდან ქრება ფაქტებისა და მათი შეფასების

ურთიერთდაპირისპირება, რაც ბიჰევიორისტული რევოლუციის „საფრთხობელას“
წარმოადგენდა მისი არსებობის ყველაზე პოზიტივისტურ ფაზაში. არსებობს უამრავი
მეტათეორიული მიზეზი, რომლებიც აბრკოლებს ამგვარ განსხვავებებს და იმ
შემთხვევაში, თუ ასეთი განსხვავება საერთოდ გაურკვევლია, ჩნდება ეთიკური ხასიათის
მიზეზები, რომლითაც წარმოჩინდება ღირებულებათა პრიმატი ან „კონკრეტული
პოზიციიდან ამოსულ პოლიტიკურ მეცნიერება“ (Goodin 1980; 1982). თუმცა საბოლოოდ
დანამდვილებით გაიმარჯვა მოსაზრებამ, რომ პოლიტიკური აგენტები იმავდროულად
ეთიკური აქტორებიც არიან (Taylor 1967; 1985). ისინი ითავისებენ ღირებულებებს,
მოქმედებენ მათ საფუძველზე და ზოგჯერ (შესაძლოა, პოლიტიკის ფილოსოფოსების
ზეგავლენით) ისინი რწმუნდებიან სხვა, უკეთესი ღირებულებების შეთვისების
საჭიროებაში.

თუ ჩვენ გვსურს ამ ადამიანების ქცევის ახსნა, მაშინ უნდა გავაანლიზოთ მათი როგორც
ამჟამინდელი ღირებულებები, ასევე ის ღირებულებები, რომელთა შეძენაც მათ
შეუძლიათ. მაგალითად, ჯეიმს სკოტი გლეხობის მორალურ ეკონომიკაში (Scott 1976)
ცდილობდა მარტივად აეხსნა გლეხური ამბოხებები სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მათთვის,
ვინც პოლიტიკას `აკეთებს~. მისი ახსნით, ეს იყო ხალხის რეაქცია იმ პოლიტიკის
წინააღმდეგ, რომელსაც ისინი უსამართლოდ მიიჩნევდნენ სამართლიანობის შესახებ
ადგილობრივი წარმოდგენის შესაბამისად. ბარინგტონ მური უსამართლობაში (Moore
1978) შეეცადა განეზოგადებინა ეს დებულება. ამის მსგავსად, დემოკრატიული
იდეალების გავრცელება სამხრეთ ევროპაში, შემდეგ ლათინურ ამერიკაში, შემდეგ კი
აღმოსავლეთ ევროპაში შეიძლება შევაფასოთ, როგორც პოლიტიკურ პროცესი, რომლიც
ეყრდნობა წარმოდგენას კარგის შესახებ და ეს შეზავებულია შესაძლებელთან (Dalton, იხ.
ქვემოთ, თავი 13; Whitehead, იხ. ქვემოთ, თავი 14). მენტალური პროცესებისა და
პოლიტიკური პროცესების დინამიკის შესწავლისას ფაქტების ჩამოცილება მათი
შეფასებიდან სრულ უგუნურებას წარმოადგენს.

იმავდროულად პოლიტიკური მეცნიერები მუდმივად ცდილობენ, გამოიყენონ

კომპლექსური კვლევითი მეთოდები სისტემურად ურთიერთკავშირში მყოფ
სტრუქტურებთან, პროცესებთან და შედეგებთან მიმართებაში. სწორედ ამ
შესაძლებლობის შექმნაშია რაციონალური არჩევანის კონცეფციისა და ახალი
ინსტიტუციონალიზმის დიდი ძალა და ამითვე აიხსნება ამ ინტელექტუალური დღის
წესრიგის წარმმართველი მდგომარეობა მთლიანად თანამედროვე პოლიტიკურ
მეცნიერებაში

გ. ახალი ხმები

ჩვენ ფემინისტებისაგან, დეკონსტრუქციონისტებისაგან და, უფრო ზოგადად,

პოსტმოდერნისტებისაგან ვისწავლეთ, რომ ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ
„მიჩუმათების“, ანუ იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც უგულებელყოფილია და
რომელთა შესახებაც არ ლაპარაკობენ. მთლიანად დისციპლინის მიმოხილვისას
ყოველთვის რთულია იმის გააზრება, თუ რა არის ისეთი, რაც ამ დისციპლინას აკლია.

უეჭველი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა დისციპლინას აქვს აღზევებისა და დაკნინების ხანა.

უკანასკნელ დროს საჯარო სამართალსა და საჯარო ადმინისტრირებას პოლიტიკური
მეცნიერების მთლიან კონტექსტში შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა. ადრე
გამორჩეულად დაფასებული ზოგიერთი ქვედისციპლინა ახალ სახელმძღვანელოში
სუსტადაა წარმოდგენილი, რაც ალბათ, მათი ავტორების თვალთახედვით, შეესაბამება იმ
მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ამ ქვედისციპლინებს უახლეს ისტორიაში. საჯარო
პოლიტიკის სპეციალისტები სულ უფრო იშვიათად ცდილობენ ასახონ საქალაქო
პოლიტიკის პრობლემატიკა. ბიჰევიორიზმის სპეციალისტები უწინდელზე უფრო
ნაკლებად მსჯელობენ პოლიტიკური გავლენის (Banfield 1961), პოლიტიკური
კომუნიკაციებისა და, უფრო ზოგადად, პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ.

იმ მიმდინარეობებს შორის, რომლებიც თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში

უწინდელზე უკეთაა წარმოდგენილი, უნდა აღინიშნოს პოსტმოდერნიზმი და ფემინიზმი.
დღეს იმ გამორჩეული როლის შესახებ, რომელსაც ქალები ასრულებენ პოლიტიკაში,
მხოლოდ მრავალრიცხოვანი შრომები როდი არსებობს (Nelson and Chowdhury 1994),
არამედ ისმის ქალთა განსხვავებული ხმაც, განსაკუთრებით პოლიტიკურ თეორიაში
(Pateman 1988; Shanley and Pateman 1991; Young, იხ. ქვემოთ, თავი 20), საერთაშორისო
ურთიერთობებსა (Tickner, იხ. ქვემოთ, თავი 18) და საჯარო პოლიტიკაში.

ზოგადად პოსტმოდერნიზმი უფრო მოკრძალებულადაა წარმოდგენილი, რაც

ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ მისი ცენტრალური კონცეფციები მაღალი თეორიული
აბსტრაქციის დონისაა. მართლაც, თუკი მივუდგებით დისციპლინის ისტორიას, როგორც
„ტექსტს”, პოსტმოდერნული ტექნიკა შეიძლება დაგვხმარებოდა, დაგვენახა ჩვენი
კოლექტიური წარსულის მრავალი შესაძლებელი ვარიანტი და, შესაბამისად, აღმოგვეჩინა
მომავალი განვითარების არაერთი შესაძლო მიმართულება ის, ვინც მიჯაჭვულია „დიდი
მეცნიერების“ სწორხაზოვანი პროგრესის ხედვაზე, შეიძლება გააწბილოს სხვადასხვა
ტრაექტორიებით განვითარების სრულიად განსხვავებულმა შესაძლებლობებმა

IV პროფესიის კონტურები: ბიბლიომეტრული ანალიზი

ანალიზით ვლინდება ნაშრომთა ანდა, უფრო ხშირად, კონკრეტული ავტორების

ნაშრომთა ციტირების სიხშირე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს აქვს გარკვეული
ხარვეზები, ის მაინც მეტად სასარგებლოა ამა თუ იმ თვალსაზრისით: ცალკეული
ინდივიდებისა და კვლევითი დეპარტამენტების რეპუტაციისა და მდგომარეობის
გარკვევისას პროფესიის შიგნით, ამა თუ იმ ტიპის კონკრეტული ნაშრომის ან
კონკრეტული მკვლევრის ნაშრომების გამოყენების სიხშირის გამოსავლენად.

ვარი ბიბლიომეტრული ანალიზის შედეგად მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პოლიტოლოგთა უდიდესი ნაწილი, პირველ რიგში,
წარმოადგენს საკუთარი ქვედისციპლინის სპეციალისტს. ავტორებისა და დამოწმებული
ნაშრომების დიდი უმრავლესობა ახალი სახელმძღვანელოს მხოლოდ ერთი
ქვედისციპლინის თავშია ნახსენები.

ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ თანამედროვე პროფესიაში `ორი რევოლუციის~_

ბიჰევიორისტული და რაციონალური არჩევანის რევოლუციათა _ ნაკვალევს. ყველაზე
ფართოდ დამოწმებული ნაშრომების სიის გადათვალიერებისას ჩვენ კვლავინდებურად
ვხვდებით ისეთ კლასიკურ ნაშრომებს, როგორიცაა კემპბელის, კონვერსის, მილერისა და
სტოუკის ამერიკელი ამომრჩეველი.

იმავე ცხრილებზე დაკვირვებისას ჩვენ ასევე ვხედავთ მომდევნო რევოლუციის სულ

უფრო მკაფიოდ გამოკვეთილ კონტურებს: ესაა “ახალი ინსტიტუციონალისტური”
მოძრაობა, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია რაციონალური არჩევანის
მოძრაობასთან. ეს კავშირი ყველაზე ხშირად დამოწმებულ წიგნებს შორის საუკეთესოდ
გამოიხატა ოსტრომის ნაშრომში თემთა მართვა და ნორტის კვლევაში ინსტიტუტები,
ინსტიტუციონალური ცვლილებები და ეკონომიკური მიღწევები.

პროფესიის ბიბლიომეტრული ანალიზის შემდეგი ეტაპია დისციპლინის ყველაზე ხშირად

დამოწმებულ ავტორთა შორის მთლიანად დისციპლინის “ინტეგრატორების” ძიება. ჩვენ
“ინტეგრატორად” მივიჩნევთ ნებისმიერს, რომელიც, სულ მცირე, ერთხელ მაინც ხვდება
დამოწმებული სიების ნახევარში.

დიდწილად იმავე მეთოდების გამოყენებით ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად კარგადაა

თითოეული ქვედისციპლინა ინტეგრირებული მთლიანი დისციპლინის ფარგლებში. ჩვენ
შევეცადეთ, თითოეულ ქვედისციპლინაში გამოგვეყო ავტორები, რომლებსაც ყველაზე
ხშირად დამოწმებულ ავტორთა ცხრილში პირველი სამი ადგილი უკავიათ (ისინი
ჩამოთვლილია ცხრილში 1F). იმის საჩვენებლად, თუ რამდენად კარგადაა ქვედისციპლინა
ინტეგრირებული მთლინად დისციპლინაში, ჩვენ დავსვამთ ორ კითხვას (დანართში 1G):
რამდენად ხშირადაა ქვედისციპლინაში ყველაზე ხშირად მოხსენიებული ავტორები
ციტირებული მთლიანად დისციპლინაში (ყველაზე ხშირად დამოწმებულთა პირველი
ათეულის მიხედვით)? რა ადგილი უკავიათ ქვედისციპლინის ყველაზე ხშირად
მოხსენიებული ავტორებს მთლიანად დისციპლინის ინტეგრატორთა შორის?
ორი ქვედისციპლინა (კომპარატიული პოლიტიკური მეცნიერება და პოლიტიკური
ეკონომია) ამ ორივე კრიტერიუმის მიხედვით, განსაკუთრებით კარგადაა
ინტეგრირებული მთლიანად დისციპლინაში. სხვა დისციპლინების (მაგალითად, საჯარო
პოლიტიკისა და ადმინისტრირების და პოლიტიკური თეორიის) ავტორები ხშირად
გვევლინებიან მთლიანად დისციპლინის ინტეგრატორებად,

ლექცია 3

ლექცია 4

ლექცია 5

ფრენსის ფუკუიამა ისტორიის დასასრული?

მეოცე საუკუნემ იხილა, თუ როგორ მოექცა განვითარებული სამყარო იდეოლოგიური ძალადობის

მარწუხებში და როგორ გაუსწორდა ლიბერალიზმი ჯერ აბსოლუტიზმის ნარჩენებს, ხოლო შემდეგ
ბოლშევიზმსა და ფაშიზმს, ბოლოს კი მარქსიზმის განახლებულ ვერსიას, რომელსაც ბირთვული ომის
აპოკალიფსისკენ მივყავდით. მაგრამ საუკუნე, რომელიც დაიწყო დასავლეთის თავდაჯერებით
დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფში, ბოლოს იმასვე უბრუნდება, რითიც დაიწყო: არა
„იდეოლოგიის დასასრულს,“ ან კაპიტალიზმისა და სოციალიზმის შერწყმას, როგორც ამას ადრე
ვარაუდობდნენ, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზმის უდავო გამარჯვებას.

მსოფლიოს ორი უდიდესი კომუნისტური ქვეყნის ინტელექტუალურ კლიმატში უდავო ცვლილებები

მოხდა და ორივეში მნიშვნელოვანი რეფორმატორული მოძრაობები დაიწყო. მაგრამ ეს ფენომენი ცდება
მაღალ პოლიტიკას და დასავლური მომხმარებლური ეკონომიკური კულტურის შეუჩერებელ
გავრცელებაშიც აისახება. ამას ისეთ განსხვავებულ ვითარებებშიც კი იხილავთ, როგორებიცაა გლეხთა
ბაზრები და ფერადი ტელევიზორები, რომლებიც ყველგანაა ჩინეთში; კოოპერატიული4 რესტორნები
და ტანსაცმლის მაღაზიები, რომლებიც გასულ წელს მოსკოვში გაიხსნა, ბეთჰოვენის ნაწარმოებებში,
რომელსაც იაპონურ მაღაზიებში უკრავენ და როკ მუსიკაში, რომელიც პრაღაშიც მოსწონთ, რანგუნსა და
თეირანშიც.

რისი მოწმენიც ვართ არის არა მხოლოდ ცივი ომის დასასრული, ანდა ომის შემდგომი ისტორის
გარკვეული პერიოდის დადგომა, არამედ ისტორიის, როგორც ასეთის დასასრული: ეს ნიშნავს
ადამიანის იდეოლოგიური ევოლუციისა და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის
უნივერსალიზაციას, როგორც ადამიანთა მმართველობის საბოლოო ფორმად ჩამოყალიბების
დასასრულს. ლიბერალიზმის გამარჯვება ძირითადად იდეებისა და ცნობიერების დონეზე მოხდა და
ჯერ დაუსრულებელია რეალურ ან მეტარიალურ სამყაროში. მაგრამ არსებობს მყარი საფუძველი იმის
დასაჯერებლად, რომ გრძელვადიან პერიოდში, იდეალური სამყარო იბატონებს მატერიალურზე.
იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ მოხდება ასე, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული ცვლილებების
თეორიულ საკითხებს უნდა შევეხოთ.

ისტორიის დასასრულის იდეა ახალი არაა. მისი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი კარლ მარქსი6 იყო,
რომელსაც ისტორიული განვითარების მიზანმიმართულობის სჯეროდა – მას მატერიალური ძალების
ურთიერთმოქმედება განაპირობებდა და დასრულდებოდა კომუნისტური უტოპიის მიღწევით,
რომელიც საბოლოოდ ყველა ადრეულ წინააღმდეგობას გადაჭრიდა. თვით კონცეფცია ისტორიისა,
როგორც დიალექტიკური პროცესისა, მისი დასაწყისით, შუა პერიოდითა და დასასრულით, მარქსმა
მისი დიდი გერმანელი წინამორბედის, გეორგ უილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელისაგან7 ისესხა.

ჰეგელი პირველი ფილოსოფოსი იყო, რომელიც თანამედროვე სოციალური მეცნიერების ენაზე

საუბრობდა, რამდენადაც ადამიანი მისთვის კონკრეტული ისტორიული და სოციალური გარემოს
პროდუქტი იყო და არა, როგორც ადრეული ბუნებრივი უფლების თეორეტიკოსები იტყოდნენ, მეტ-
ნაკლებად ფიქსირებული, „ბუნებრივი“ ატრიბუტების კოლექცია. ადამიანის მიერ ბუნებრივ გარემოზე
ბატონობა და მისი ტრანსფორმაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მეშვეობით არა მარქსისტული,
არამედ ჰეგელის კონცეფცია იყო. განსხვავებით შემდგომი ისტორიკოსებისაგან, რომელთა ისტორიული
რელატივიზმი უბრალო რელატივიზმად დაკნინდაა.ჰეგელს სჯეროდა, რომ ისტორია სრულდებოდა
მის აბსოლუტურ მომენტში, როდესაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს საბოლოო რაციონალური
ფორმა იმარჯვებდა.

ჰეგელს არ გაუმართლა, იმიტომ რომ იგი ძირითადად მარქსის წინამორბედადაა ცნობილი. ჩვენ არ
გაგვიმართლა იმიტომ, რომ ცოტა თუ იცნობს ჰეგელის ნაშრომებს მისი პირდაპირი კვლევით – მან
ჩვენამდე მარქსიზმის დამახინჯებული პრიზმიდან მოაღწია. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში
შეეცადნენ გადაერჩინათ ჰეგელი მისი მარქსისტი ინტერპრეტატორებისაგან და აეღორძინებინათ იგი,
როგორც ფილოსოფოსი, რომელიც ყველაზე ზუსტად საუბრობს ჩვენს თანამედროვეობაზე. ჰეგელის
თანამედროვე ფრანგ ინტერპრეტატორებს შორის, ყველაზე დიდი უდავოდ ალექსანდრე კოჟევი11 იყო,
ბრწყინვალე რუსი ემიგრანტი, რომელიც ძალზედ გავლენიან სემინარებს უძღვებოდა 1930-იანი წლების
პარიზში Ecole Practique es Hautes Etudes 12 -ში. მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდწილად უცნობია
შეერთებულ შტატებში, კოჟევმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა კონტინენტის ინტელექტუალურ
ცხოვრებაზე.

კოჟევი შეეცადა გაეცოცხლებინა ჰეგელის გონების ფენომენოლოგია – ჰეგელი, რომელმაც ისტორიის

დასასრული 1806 წელს გამოაცხადა. ჰეგელმა ნაპოლეონის მიერ პრუსიის მონარქიის იენას ბრძოლაში
დამარცხება დაინახა, როგორც საფრანგეთის რევოლუციის იდეების გამარჯვება და ისეთი სახელმწიფოს
გარდაუვალი უნივერსალიზაცია, რომელიც თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალებს
გაითავისებდა. მომდევნო საუკუნენახევრის ქარიშხლიანი მოვლენების დროსაც კი კოჟევი არ
უარჰყოფდა ჰეგელს და ამტკიცებდა, რომ იგი პრინციპულად მართალი იყო16 . მიუხედავად იმისა, რომ
1806 წლის შემდეგაც მნიშვნელოვანი სამუშაო რჩებოდა შესასრულებელი – მონობისა და მონებით
ვაჭრობის გაუქმება, მუშებზე, ქალებზე, ფერადკანიანებსა და ეროვნულ უმცირესობებზე ხმის უფლების
გავრცელება და ასე შემდეგ – ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების შემდგომი
გაუმჯობესება უკვე შეუძლებელი იყო. ამ საუკუნის ორმა მსოფლიო ომმა და თანამდევმა
რევოლუციებმა და არეულობებმა ის შედეგი მოიტანა, რომ ეს პრინციპები გეოგრაფიულად გავრცელდა,
ადამიანთა ცივილიზაციის სხვადასხვა მხარეეები მის ყველაზე განვითარებულ ფორპოსტებად იქცა და
ცივილიზაციის ავანგარდში მდგომი ევროპისა და ჩრდილო ამერიკის საზოგადოებები იძულებულნი
გახდნენ მათი ლიბერალიზმი უფრო სრულად განეხორციელებინათ.

სახელმწიფო, რომელიც ისტორიის დასასრულს წარმოგვიდგება, ლიბერალურია იმდენად, რამდენადაც

იგი კანონების სისტემის საშუალებით აღიარებს და იცავს ადამიანის თავისუფლების უნივერსალურ
უფლებას და დემოკრატიულია იმდენად, რამდენადაც იგი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მართულთა
თანხმობით. კოჟევის მიხედვით, ეს ეგრედ წოდებული „უნივერსალური, ჰომოგენური17 სახელმწიფო“
თვითრეალიზაციას ომის შემდგომი ევროპის ქვეყნებში ნახულობს – ზუსტად ამ გაქსუებულ,
აყვავებულ, თვითკმაყოფილ, საკუთარ თავზე ორიენტირებულ, სუსტი ნებელობის ქვეყნებში, რომელთა
ყველაზე დიდი, ყველაზე ჰეროიკული პროექტი საერთო ბაზრის შექმნა იყო18 . თუმცა ეს
მოსალოდნელიც იყო, რადგანაც ადამიანის ისტორია და კონფლიქტი, რომელიც მას ახასიათებდა
ეფუძნებოდა „წინააღმდეგობებს“ – პრიმიტიული ადამიანის სწრაფვას ორმხრივი აღიარებისაკენ,
ბატონისა და მონის წინააღმდეგობას, ბუნების ტრანსფორმაციასა და მასზე ბატონობას, უფლებათა
საყოველთაო აღიარებისათვის ბრძოლას და დაპირისპირებას პროლეტარებსა და კაპიტალიზმს შორის.
უნივერსალურ, ჰომოგენურ სახელმწიფოში ყველა ადრეული წინააღმდეგობა გადაწყვეტილია და ყველა
ადამიანური საჭიროება დაკმაყოფილებული. იქ არ არის ბრძოლა ან კონფლიქტი „დიდი“ საკითხების
გარშემო და შესაბამისად, არც გენერლების და სახელმწიფო ლიდერების საჭიროებაა; რაც რჩება,
ძირითადად ეკონომიკური აქტივობაა. მართლაც, კოჟევის ცხოვრება შეესაბამებოდა მის სწავლებას.
სჯეროდა რა, რომ აღარც ფილოსოფოსებისათვის იყო საქმე დარჩენილი, რადგანაც ჰეგელს (სწორად
გაგებულს) უკვე მიღწეული ჰქონდა აბსოლუტური ცოდნა, კოჟევმა ომის შემდგომ სწავლებას თავი
დაანება და გარდაცვალებამდე (1968) ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში მუშაობდა, როგორც
ბიუროკრატი.

II

ჰეგელის თვალსაზრისი იდეათა და მატერიალური სამყაროს ურთიერთობის შესახებ ძალიან რთული

რამ იყო. დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ მისთვის ამ ორს შორის განსხვავება მხოლოდ მოჩვენებით იყო21
. მას არ სჯეროდა, რომ რეალური სამყარო ემორჩილებოდა ან შეიძლებოდა მარტივ შესაბამისობაში
ყოფილიყო ფილოსოფიის პროფესორთა იდეოლოგიურ შეხედულებებთან ან თუნდაც ის, რომ
„მატერიალურ“ სამყაროს არ შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა იდეალურზე. მეტიც, პროფესორი
ჰეგელი დროებით სამსახურიდანაც კი გააგდეს ძალიან მატერიალური მოვლენის – იენას ბრძოლის
გამო. მაგრამ თუკი ჰეგელის წერა და ფიქრი შეიძლებოდა მატერიალური სამყაროდან ნასროლ ტყვიას
შეეწყვიტა, სასხლეტზე დადებული ხელი თავისუფლებისა და თანსწორობის იმ იდეებით იყო
მოტივირებული, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციას ქმნიდნენ.

ჰეგელისთვის ადამიანის მთელი ქცევა მატერიალურ სამყაროში, და შესაბამისად კაცობრიობის მთელი

ისტორია, ცნობიერების წინასწარ მოცემულ მდგომარეობას22 ეფუძნება – ეს იდეა მსგავსია ჯონ მეინარდ
კეინსის23 მიერ ადრე ნათქვამის, რომ საქმიანი ადამიანების შეხედულებები ძირითადად უვარგისი
ეკონომისტებისა და წინა თაობის აკადემიური მჯღაბნელებისგან მომდინარეობს. ეს ცნობიერება
შეიძლება არ იყოს ისე მკვეთრი და თვით-შეგნებული24 , როგორც თანამედროვე პოლიტიკური
დოქტრინები. მან შეიძლება რელიგიური ან უბრალოდ კულტურული ან მორალური ჩვევის სახე
მიიღოს. მიუხედავად ამისა, ცნობიერების სამყარო, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად ხდება
მატერიალური სამყაროს გამოხატულება.

ჰეგელის იდეალიზმი ცუდ პირობებში მოხვდა მომავალი მოაზროვნეების ხელში. მარქსმა სრულად
შეაბრუნა რეალურისა და იდეალურის პრიორიტეტები და ცნობიერების მთელი სამყარო – რელიგია,
ხელოვნება, კულტურა, თვით ფილოსოფიაც, და ეს ყველაფერი გადაიტანა „სუპერსტრუქტურაში,“
რომელიც მთლიანად წარმოების ძირითადი ძალების მიერ იყო განპირობებული. კიდევ ერთი
უიღბლობა მარქსიზმის დანატოვარისა არის ჩვენი ტენდენცია პოლიტიკური ან ისტორიული
მოვლენების მატერიალისტური ან უტილიტარული ახსნა ვეძებოთ ხოლმე. ამის ბოლო მაგალითი პოლ
კენედის26 ძალზედ პოპულარული „დიდი სახელმწიფოების აღზევება და დაცემაა,“ რომელიც დიდი
სახელმწიფოების დაღმასვლას უბრალო ეკონომიკურ გადატვირთვას უკავშირებს. ცხადია, გარკვეულ
დონეზე ეს მართალია: იმპერია, რომლის ეკონომიკა ოდნავ უფრო მეტია ვიდრე საარსებო
მინიმუმისათვისაა საჭირო, დიდხანს ვერ გამოფიტავს საკუთარ ხაზინას. მაგრამ მთლიანი შიდა
პროდუქტის 3 თუ 7 პროცენტს დახარჯავს თავდაცვასა თუ მოხმარებაზე მაღალი პროდუქტიულობის
თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება, ეს მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკურ
პრიორიტეტებზე, რომლებიც თავის მხრივ ცნობიერების სამყაროთია განპირობებული.

თანამედროვე აზრის მატერიალისტური მიკერძოება არა მხოლოდ მემარცხენეებს ახასიათებთ,

რომლებიც შესაძლოა სიმპატიით იყვენენ განწყობილნი მარქსიზმისადმი, არამედ მრავალ ანტი-
მარქსისტსაც. მარჯვენა მხარეს არსებობს უოლ სთრით ჯორნალის27 დეტერმინისტული
მატერიალიზმის სკოლა, რომელიც იდეოლოგიისა და კულტურის მნიშვნელობას არ აფასებს და
ადამიანს, როგორც აუცილებლად რაციონალურ, მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულად მიიჩნევს.
ეკონომიკის სახელმძღვანელოებში სწორედ ასეთი ტიპის ინდივიდი და მის მიერ მატერიალური
სარგებლის ძიებაა ასახული, როგორც ეკონომიკური ცხოვრების საფუძველი28 . მცირე მაგალითით
შეიძლება ასეთი მატერიალისტური ხედვის პრობლემური ხასიათის ილუსტრირება:

აქს ვებერი29 , თავის ცნობილ წიგნს „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის ბუნება,“ იწყებს
პროტესტანტული და კათოლიკური საზოგადოებების განსხვავებული ეკონომიკური წარმატების
აღწერით ევროპასა და ამერიკაში. ეს მოკლედ ამ ანდაზით გამოითქმის: „პროტესტანტი კარგად ჭამს,
ხოლო კათოლიკეს კარგად სძინავს.“ ვებერი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური თეორია,
რომელიც ადამიანს რაციონალურ, მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებულად წარმოაჩენს იტყოდა,
რომ ანაზღაურების ზრდა გაზრდიდა მუშახელის პროდუქტიულობას. მაგრამ სინამდვილეში, მრავალ
ტრადიციულ გლეხურ საზოგადოებებში. ანაზღაურების ზრდამ სინამდვილეში საპირისპირო –
მუშახელის პროდუქტიულობის შემცირება გამოიწვია: უფრო მაღალი ანაზღურებისას, გლეხმა,
რომელიც მიჩვეულია 2,5 მარკის გამომუშავებას დღეში აღმოაჩინა, რომ უფრო ნაკლები მუშაობით იმავე
ანაზღაურების მიღება შეეძლო.

როდესაც თანამედროვე მსოფლიოს ვაკვირდებით, ეკონომიკური განვითარების მატერიალისტური

თეორიების სიღარიბე ძალზედ ცხადი ხდება. „უოლ სთრით ჯორნალის“ დეტერმინისტული
მატერიალიზმის სკოლა ჩვეულებრისამებრ მიგვითითებს აზიის განსაცვიფრებელ ეკონომიკურ
წარმატებაზე გასულ რამდენიმე ათწლეულში, როგორც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკების
სიცოცხლისუნარიანობის ნიმუშზე. ამ სკოლის მიხედვით, ყველა ქვეყანა ასეთივე შედეგებს მიიღებდა,
თუკი ისინი საკუთარ საზოგადოებებს უბრალოდ მისცემდნენ შესაძლებლობას თავისუფლად
მიჰყოლოდნენ მატერიალურ თვითინტერესს. ცხადია, თავისუფალი ბაზრები და სტაბილური
პოლიტიკური სისტემები კაპიტალისტური ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო წინაპირობაა. მაგრამ
ასევეა შორეული აღმოსავლეთის კულტურული მემკვიდრეობა, შრომის, დაგროვებისა და ოჯახის
ეთიკა, რელიგიური მემკვიდრეობა, რომელიც ისლამის მსგავსად არ აწესებს აკრძალვებს ეკონომიკური
ქცევის გარკვეულ ფორმებზე და სხვა ღრმად ჩაჭდეული მორალური თვისებები, რომლებიც ასევე
მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური შედეგების განმარტებისათვის31 . მიუხედავად ამისა,
მატერიალიზმის ინტელექტუალური სიმძიმე ისეთია, რომ ეკონომიკური განვითარების არც ერთი
აღიარებული თეორია არ განიხილავს სერიოზულად ცნობიერებასა და კულტურას, როგორც მატრიცას,
რომლის შიგნითაც ფორმირდება ეკონომიკური ქცევა.

რების სფეროშია, კულტურა კი გვიბიძგებს ჩვეული შეცდომისაკენ მატერიალური საფუძვლები

მოვუძებნოთ ისეთ ფენომენს, რომლის შინაარსიც სინამდვილეში იდეალების სამყაროშია. მაგალითად,
დასავლეთში ძალიან გავრცელებულია ჯერ ჩინეთის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის რეფორმატორული
მოძრაობების მატერიალურის იდეალზე გამარჯვების ნიმუშად განმარტება – ანუ იმის აღიარება, რომ
იდელოგიურ მოტივებს არ შეუძლიათ მატერიალური მოტივების ჩანაცვლება მაღალი
პროდუქტიულობის თანამედროვე ეკონომიკის სტიმულირებაში და რომ თუკი ვინმე სურს აყვავება, მან
თვითინტერესის ძირითად ფორმებს უნდა მოუხმოს.

კოჟევისთვის, ისევე როგორც ყველა კარგი ჰეგელიანელისთვის, ისტორიის ძირითადი პროცესების

გაგება მოითხოვს ცნობიერების ან იდეების სამყაროში მიმდინარე საკითხებში გარკვევას, ვინაიდან
ცნობიერება საბოლოო ჯამში თავის მსგავს მატერიალურ მდგომარეობას ქმნის. იმის თქმა, რომ ისტორია
დამთავრდა 1806-ში ნიშნავდა, რომ კაცობრიობის ევოლუცია დამთავრდა საფრანგეთის ან ამერიკის
რევოლუციის იდეალებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა რეჟიმმა რეალურ მსოფლიოში
შესაძლოა არ განახორციელოს ეს იდეალები სრულად, მათი თეორიული სინამდვილე აბსოლუტურია
და შეუძლებელია მათი შემდგომი გაუმჯობესება. შესაბამისად, კოჟევისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა
იმას, რომ ომის შემდგომ ევროპელთა თაობის ცნობიერება არ იყო საყოველთაო და უნივერსალური;
თუკი იდეოლოგიური განვითარება მართლაც დამთავრდა, ჰომოგენური სახელმწიფო საბოლოოდ მაინც
გამარჯვებული გამოვა მატერიალურ სამყაროზე.

ე არ მაქვს სივრცე და გულწრფელად, არც შესაძლებლობა სიღრმისეულად დავიცვა ჰეგელის

რადიკალური იდეალისტური პერსპექტივა. საკითხი ის კი არ არის, იყო თუ არა ჰეგელის სისტემა სწორი,
არამედ შეუძლია თუ არა მის თვალსაზრისს გააშიშვლოს იმ მრავალი მატერიალისტური განმარტების
პრობლემური ბუნება, რომელთაც ხშირად უპირობოდ ვიღებთ. ეს არ ნიშნავს მატერიალური
ფაქტორების, როგორც ასეთის უარყოფას. იდეალისტისთვის, რომელიც სიტყვა-სიტყვით იგებს
ყველაფერს, ადამიანთა საზოგადოება შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ შემთხვევით პრინციპთა გარშემო,
მიუხედავად მათი ურთიერთობისა მატერიალურ სამყაროსთან. სინამდვილეში კი, ადამიანებმა
დაამტკიცეს რომ შეუძლიათ ყველაზე მკაცრ მატერიალურ გაჭირვებასაც გაუძლონ იმ იდეების გამო,
რომლებიც მხოლოდ სულიერ სამყაროში არსებობენ, იქნება ეს ძროხების წმინდანობა თუ წმინდა
სამების ბუნება.
მატერიალურ სამყაროს, რა თქმა უნდა, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ცნობიერების გაკვეულ
მდგომარეობასა და ამ ცნობიერების სიცოცხლისუნარიანობაზე - განსაკუთრებით ლიბერალური
ეკონომიკების წამოდუგენელი სიჭარბე და შესაბამისად, დაუსრულებლად მრავალფეროვანი
მომხმარებლური კულტურების არსებობა, აშკარაა, რომ ხელს უწყობს და იცავს ლიბერალიზმს
პოლიტიკურ სფეროშიც. მინდა თავიდან ავირიდო მატერიალისტური დეტერმინიზმი35 რომელიც
ამბობს, რომ ლიბერალური ეკონომიკა აუცილებლად წარმოშობს ლიბერალურ პოლიტიკას, რადგანაც
მჯერა, რომ ეკონომიკაც და პოლიტიკაც ვარაუდობს ავტონომიურ, ცნობიერების ერთგვარ
მოცემულობას, რაც შესაძლებელს ხდის მათ არსებობას. მაგრამ ცნობიერების ის მდგომარეობა, რომელიც
შესაძლებელს ხდის ლიბერალიზმის ზრდას, ჩანს რომ სტაბილიზდება ისტორიის დასასრულს – თუკი
მას თანამედროვე თავისუფალი ბაზრების სიმრავლე ეხმარება. ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ
უნივერსალური, ჰომოგენური სახელმწიფოს შინაარსი, როგორც ლიბერალური დემოკრატია
პოლიტიკურ სფეროში კომბინირებული ვიდეო მაგნიტოფონებისა და სტერეო სისტემების ადვილ
ხელმისაწვდომობასთან ეკონომიკაში.

III

გასულ საუკუნეში, ლიბერალიზმს ორი ძირითადი გამოწვევა ჰქონდა: ფაშიზმისა და კომუნიზმის.

პირველი36 პოლიტიკურ სისუსტეს, მატერიალიზმს, ანომია37 და თანამეგობრობის არარსებობას
დასავლეთში ლიბერალური საზოგადოებების ფუნდამენტურ წინააღმდეგობად მიიჩნევდა, რომელიც
მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს მიერ თუ გადაიჭრებოდა, რომელიც ახალ „ხალხს“
გამოჭედდა ეროვნული განსაკუთრებულობის საფუძველზე. ფაშიზმი, როგორც ცოცხალი იდეოლოგია,
მეორე მსოფლიო ომმა გაანადგურა. ეს დამარცხება რა თქმა უნდა, ძალიან მატერიალურ დონეზე იყო,
მაგრამ ამან იდეის მარცხიც გამოიწვია. რამაც გაანადგურა ფაშიზმი, როგორც იდეა, იყო არა მისი
უნივერსალური მორალური მოუღებლობა, რადგანაც ბევრი მზად იყო ამ იდეის მხარდასაჭერად მანამ,
სანამ იგი მომავლის ტალღად მოჩანდა, არამედ მისი წარუმატებლობა.

იდეოლოგიური გამოწვევა, რომელიც ლიბერალიზმის მეორე დიდი ალტერნატივიდან – კომუნიზმიდან

მოდიოდა, ბევრად უფრო სერიოზული იყო. მარქსი, ჰეგელის ენით მოსაუბრე, ამტკიცებდა, რომ
ლიბერალურ საზოგადოებებს ჰქონდათ ფუნდამენტური წინააღმდეგობები, კერძოდ კაპიტალსა და
მშრომელებს შორის, რომელთა გადაჭრაც მისსავე კონტექსტში შეუძლებელი იყო და რომ ეს
წინააღმდეგობები წარმოადგენდა მთავარ მუდმივ ბრალდებას ლიბერალიზმის წინააღმდეგ. მაგრამ
უდავოდ, კლასობრივი საკითხი სინამდვილეში წარმატებით გადაწყდა დასავლეთში. როგორც კოჟევი
(სხვებთან ერთად) აღნიშნავდა, ეგალიტარული, თანამედროვე ამერიკა წარმოადგენს მარქსის მიერ
წარმოდგენილ უკლასო საზოგადოების ნამდვილ მიღწევას. ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში
არ არსებობს მდიდარი და ღარიბი ხალხი, ან რომ მათ შორის ნაპრალი არ გაზრდილა ამ ბოლო წლებში.
მაგრამ ეკონომიკური უთანასწორობის მთავარ საფუძვლებს, არ აქვთ საერთო ჩვენი საზოგადოების
ძირითად სამართლებრივ და სოციალურ სტრუქტურასთაn.

კლასობრივი საკითხის გაუჩინარებასთან ერთად, კომუნიზმის მიმზიდველობა განვითარებულ

დასავლურ სამყაროში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, უფრო დაბალია, ვიდრე ნებისმიერ დროს პირველი
მსოფლიო ომის შემდგომ. ამის გაზომვა მრავალი გზით შეიძლება: ძირითადი ევროპული კომუნისტური
პარტიების შემცირებული წევრებითა და საარჩევნო გავლენით და მათი ღიად რევიზიონისტული38
პროგრამებით; შესაბამისად, კონსერვატიული პარტიების საარჩევნო წარმატებებით ბრიტანეთსა და
გერმანიიდან დაწყებული შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში დამთავრებული, რომლებიც უპირობოდ
საბაზრო ეკონომიკის მომხრენი და ანტი-სტატისტები39 არიან; ასევე იმ ინტელექტუალურ კლიმატშიც,
რომლის ყველაზე „განვითარებული“ წევრები აღარ ფიქრობენ, რომ ბურჟუაზიული საზოგადოება არის
ის, რაც საბოლოო ჯამში უნდა დაძლეულ იქნას.

შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ სოციალისტური ალტერნატივა არასოდეს იყო ძალიან რეალური
ჩრდილო ატლანტიკური სამყაროსათვის და რომ მას უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე
ძირითადად ამ რეგიონის გარეთ მიღწეული წარმატებები ასაზრდოებდა. მაგრამ სწორედაც რომ არა
ევროპულ სამყაროში ვხვდებით ძირითადი იდეოლოგიური ტრანსფორმაციების შემთხვევებს. ყველაზე
შთამბეჭდავი ცვლილებები უცილობლად აზიაში მოხდა. ადგილობრივი კულტურების სიძლიერისა და
ადაპტაციის უნარის გამო, აზია იმპორტირებული დასავლური იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცა
ამ საუკუნის ადრეულ პერიოდში. ლიბერალიზმი აზიაში ძალიან სუსტი იყო პირველი მსოფლიო ომის
შემდეგ; ახლა ადვილია იმის დავიწყება, თუ რაოდენ მძიმედ გამოიყურებოდა აზიის მომავალი სულ
რაღაც ათი თუ თხუთმეტი წლის წინ. ასევე ადვილია დაივიწყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვნად მოჩანდა
აზიური იდეოლოგიური დაპირისპირების შედეგი მთელი მსოფლიოს პოლიტიკური
განვითარებისათვის.

პირველი აზიური ალტერნატივა, რომელიც ლიბერალიზმთან ბრძოლაში დამარცხდა ფაშიზმი იყო,

იმპერიული იაპონიის სახით. იაპონური ფაშიზმი (როგორც მისი გერმანული ვერსია) ამერიკული
იარაღის ძალით დამარცხდა წყნარი ოკეანის ომში და ლიბერალური დემოკრატია თავს მოხვეულ იქნა
იაპონიაზე გამარჯვებული შეერთებული შტატების მიერ. როდესაც იაპონიაში დასავლური
კაპიტალიზმი და პოლიტიკური ლიბერალიზმი გადაინერგა, იგი იმდენად ადაპტირებული და
სახეცვლილი იქნა იაპონელების მიერ, რომ ძლივს საცნობი გახდა.

ახალი ინდუსტრიალიზაციის ქვეყნების ეკონომიკური წარმატება აზიაში, რომელიც იაპონიის

მაგალითს მოჰყვა, უკვე ნაცნობი ისტორიაა. ჰეგელის თვალსაზრისიდან მნიშვნელოვანია ის, რომ
პოლიტიკური ლიბერალიზმი ეკონომიკურ ლიბერალიზმს მისდევდა. ეს უფრო ნელა ხდებოდა, ვიდრე
მრავალი იმედოვნებდა, მაგრამ მაინც აშკარა გარდაუვალობა იყო. აქაც, კვლავ ვხედავთ უნივერსალური
ჰომოგენური სახელმწიფოს იდეის გამარჯვებას. სამხრეთ კორეა განვითარდა, როგორც თანამედროვე,
ურბანიზებული საზოგადოება მზარდი და კარგად განათლებული საშუალო კლასით, რომელიც
შეუძლებელია იზოლირებული ყოფილიყო მათ გარშემო მიმდინარე ზოგადი დემოკრატიული
ტენდენციებისაგან. ამ პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი ჩანდა, რომ ისინი
ანაქრონისტულ45 სამხედრო რეჟიმს ემართა მაშინ, როდესაც იაპონიას, რომელიც მხოლოდ ერთი
ათწლეულით იყო წინ ეკონომიკური თვალსაზრისით, საპარლამენტო ინსტიტუტებს 40 წელზე მეტი
ხნის ისტორია გააჩნდა. ბირმას ყოფილი სოციალისტური რეჟიმიც კი, რომელიც ამდენი ათწლეულის
განმავლობაში აზიაში მიდინარე დიდი მოვლენებისგან საცოდავ იზოლაციაში ცხოვრებდა, შეიძრა
გასულ წელს მისი ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. ამბობენ
რომ ნე უინის46 უბედურება მაშინ დაიწყო, როდესაც მნიშვნელოვანი ბირმელი თანამდებობს პირი
სინგაპურში წავიდა სამედიცინო პროცედურებისათვის და ტირილი აუვარდა, რომდესაც ნახა თუ
რამდენად ჩამორჩა სოციალისტური ბირმა მის მეზობლებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
მაგრამ ლიბერალური იდეის ძალა უფრო ნაკლებად შთამბეჭდავი იქნებოდა აზიის უდიდეს და
უძველეს კულტურას, ჩინეთს რომ არ შეჰყროდა. კომუნისტური ჩინეთის უბრალო არსებობამაც კი
იდეოლოგიური მიზიდულობის ალტერნატიული პოლუსი შექმნა და შესაბამისად, იგი საფრთხეს
წამოადგენდა ლიბერალიზმისათვის. მაგრამ უკანასკნელმა თხუთმეტმა წელმა მარქსიზმ-ლენინიზმის,
როგორც ეკონომიკური სისტემის, თითქმის ტოტალური დისკრედიტაცია მოიტანა.

ფორმა დაიწყო. ჩინეთს ვერანაირად ვერ დაახასიათებ, როგორც ლიბერალურ დემოკრატიას.

დღეისათვის მისი ეკონომიკის არ უმეტეს 20 პროცენტია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე და, რაც
ყველაზე მთავარია, იგი კვლავ თვითდანიშნული კომუნისტური პარტიის მიერ იმართება, რომელსაც
არანაირი სურვილი არ ეტყობა ძალაუფლების განაწილებისა. დენ სიოპინს გორბაჩოვის მსგავსად
არანაირი პირობები არ გაუცია პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის თაობაზე და არც
„გლასნოსტის“ 48 ჩინური ექვივალენტი არსებობს. ჩინეთის ლიდერები, ბევრად უფრო მოკრძალებულნი
იყვნენ მაოსა და მაოიზმის49კრიტიკაში, ვიდრე გორბაჩოვი ბრეჟნევისა და სტალინის მიმართ. რეჟიმი
კვლავ აგრძელებს ფორმალური ხარკის გადახდას მარქსის-ლენინიზმისადმი, როგორც მისი
ეკონომიკური საფუძვლისა. თუმცა ნებისმიერმა, ვინც იცნობს ჩინეთის მმართველი ტექნოკრატული
ელიტის თვალთახედვასა და ქცევას, იცის რომ მარქსიზმი და იდეოლოგიური პრინციპი პრაქტიკულად
უმნიშნვნელო გახდა, როგორც პოლიტიკის წარმმართველი და რომ ბურჟუაზიულ მომხმარებლობას
პირველად რევოლუციის შემდეგ ნამდვილად გააჩნია შინაარსი ამ ქვეყანაში. სხვადასხვა შეფერხებები
რეფორმის ტემპში, კამპანიები „სულიერი დანაგვიანების“ წინააღმდეგ და განსხვავებულ პოლიტიკურ
აზრზე თავდასხმები, უბრალო ტაქტიკურ შესწორებად განიხილება ძალიან რთული პოლიტიკური
გარდაქმნის პროცესში. პოლიტიკური რეფორმის საკითხის თავიდან არიდებით და ამასთანავე,
ეკონომიკის ახალ სვლაზე გადაყვანით, დენ სიოპინმა მოახერხა ძალაუფლების ჩამოშლის თავიდან
არიდება, რაც თან ახლდა გორბაჩოვის „პერესტროიკას.

რაც მნიშვნელოვანია ჩინეთის შესახებ მსოფლიო ისტორიის თვალსაზრისით, არის არა რეფორმების
დღევანდელი მდგომარეობა, ან თუნდაც მათი სამომავლო პერსპექტივები. მთავარი საკითხი ისაა, რომ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ვეღარ იმოქმედებს როგორც არალიბერალური ძალების ჩირაღდანი
მსოფლიოს მასშტაბით, იქნებიან ისინი აზიის ჯუნგლების პარტიზანები თუ საშუალო ფენის
სტუდენტები პარიზში. მაოიზმი, ნაცვლად იმისა, რომ აზიის მომავლის ნიმუში იყოს ანაქრონიზმი
გახდა. თვითონ ჩინეთზე გარდამტეხი ზეგავლენა მოახდინა მისი საზღვარგარეთელი ნათესავების
აყვავებამ და დინამიზმმა – ტაილანდის ირონიულმა გამარჯვებამ.

(აქ რაღაცა ნაწილი მაკლია მესამე თავიდან ავფეთქდი და მაგიტო)

IV

რაში მდგომარეობს ისტორიის დასასრულის გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე? ცხადია, რომ

მესამე მსოფლიოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ისტორიაშია ჩარჩენილი და მრავალი წლის მანძილზე
დაჩება კონფლიქტის ასპარეზად. მაგრამ მოდით, დროებით ვფოკუსირდეთ მსოფლიოს უფრო დიდ და
უფრო განვითარებულ სახელმწიფოებზე, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის უდიდეს წილს განაგებენ.
რუსეთი და ჩინეთი უახლოეს მომავალში არ შეუერთდებიან დასავლეთის განვითარებულ ერებს,
როგორც ლიბერალური საზოგადოებები. მაგრამ წამოვიდგინოთ დროებით, რომ მარქსიზმ-ლენინიზმი
გაქრება როგორც ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მამოძრავებელი ფაქტორი – პერსპექტივა, რომელიც
თუკი უკვე აქ არ არის, რამდენიმე წელში ნამდვილი რეალობა იქნება. რითი იქნება განსხვავებული
დეიდეოლოგიზებული მსოფლიოს მახასიათებლები იმისაგან, რომელსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ ამ
ჰიპოთეტური ეპიზოდისათვის?

ყველაზე გავრცელებული პასუხია – დიდად არაფრით. საერთაშორისო ურთიერთობების მრავალ

დამკვირვებელს შორის გავრცელებულია რწმენა, რომ იდეოლოგიის ტყავის ქვეშ არსებობს დიდი
სახელმწიფოების ეროვნული ინტერესი, რომელიც უზრუნველყოფს მეტოქეობისა და კონფლიქტის
საკმაოდ მაღალ დონეს ერებს შორის. მართლაც, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ერთი
აკადემიურად პოპულარული 34 სკოლის მიხედვით, კონფლიქტი საერთაშორისო სისტემის ნაწილია.
შესაბამისად, იმისათვის რათა გაიგო კონფლიქტის მომავალი, უნდა შეხედო სისტემის ფორმას –
მაგალითად ორპოლუსიანია იგი თუ მრავალპოლუსიანი – ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდე ერებისა და
მათი რეჟიმების განსაკუთრებულ ხასიათს. ეს სკოლა სინამდვილეში არის საერთაშორისო
ურთიერთობების ჰობსისეული60 ხედვა და ვარაუდობს რომ აგრესია და დაუცველობა ადამიანთა
საზოგადოების უნივერსალური მახასიათებლებია და არა განსაკუთრებული ისტორიული
გარემოებების შედეგი.

ისინი, ვინც ამ აზრს იზიარებენ, იღებენ კლასიკური მეცხრამეტე საუკუნის ევროპული ძალთა ბალანსის
მონაწილეებს, როგორც იმის მოდელს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დე-იდეოლოგიზებული
თანამედროვე მსოფლიო. ჩარლზ კრაუთამერმა61 , მაგალითად, ახლახანს განმარტა, რომ თუკი
გორბაჩოვის რეფორმების შედეგად საბჭოთა კავშირი მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიას მოიშორებს,
მისი ქცევა მეცხრამეტე საუკუნის იმპერიული რუსეთის ქცევას დაემსგავსება. 62 მიუხედავად იმისა, რომ
მას ეს უფრო უკეთეს ვარიანტად მიაჩნია, ვიდრე კომუნისტური რუსეთისაგან მომდინარე საფრთხე. იგი
მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სისტემაში მაინც იარსებებს მეტოქეობისა და კონფლიქტის
მნიშვნელოვანი ხარისხი, ისე როგორც ეს იყო, მაგალითად რუსეთსა და ბრიტანეთს ან ვილჰელმისტურ
გერმანიას შორის. ეს რა თქმა უნდა მოსახერხებელი მოსაზრებაა მათთვის, ვისაც სურს აღიაროს რომ
საბჭოთა კავშირში რაღაც მნიშვნელოვანი იცვლება, მაგრამ არ სურთ იკისრონ პასუხისმგებლობა
პოლიტიკის რადიკალური ცვლილების შესაბამისი რეკომენდირებისთვის. მაგრამ არის თუ არა ეს ასე?

სინამდვილეში, მოსაზრება, რომ იდეოლოგია ესაა სუპერსტრუქტურა, რომელიც დიდი

სახელმწიფოების მუდმივ ინტერესზეა დაფუძნებული, ძალზედ საკამათოა; რადგანაც ის, თუ როგორ
აღიქვამს საკუთარ ეროვნულ ინტერესს რომელიღაც სახელმწიფო არაა უნივერსალური რამ. ასეთი აღქმა
ეფუძნება რომელიმე მოცემულ იდეოლოგიურ ბაზისს, ისევე როგორც ვნახეთ, რომ ეკონომიკური ქცევა
ცნობიერებითაა განპირობებული. ამ საუკუნეში, ქვეყნებმა მოირგეს კარგად ჩამოყალიბებული
დოქტრინები ნათელი საგარეო პოლიტიკური გეგმებით, რომლებიც ამართლებენ ექსპანსიონიზმს ისევე,
როგორც მარქსიზმ – ლენინიზმი ან ნაციონალ-სოციალიზმი.

მეცხრამეტე საუკუნის ევროპული სახელმწიფოების ექსპანსიური და მეტოქეობრივი ქცევა არა ნაკლებ

იდეოლოგიურ საფუძვლებზე იდგა; უბრალოდ ისე მოხდა, რომ იდეოლოგია, რომელიც მათ
ამოძრავებდათ უფრო ნაკლებად გამოხატული იყო ვიდრე მეოცე საუკუნის დოქტრინები. ერთიცაა,
„ლიბერალურ“ ევროპულ სახელმწიფოთა უმეტესობა არალიბერალურები იყვნენ იმდენად, რამდენადაც
მათ სჯეროდათ იმპერიალიზმის ლეგიტიმურობისა, ანუ ერთი ერის უფლებისა, ემართა დანარჩენი
ერები, მართულთა ნების მიუხედავად. იმპერიალიზმის გამართლებები იცვლებოდა ერთი ერიდან
მეორემდე, ძალის ლეგიტიმურობის უხეში რწმენიდან დაწყებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
საქმე არა ევროპელებს ეხებოდათ, გაგრძელებული „თეთრი კაცის ტვირთითა“ თუ ევროპის
გაქრისტიანების მისიით და დამთავრებული სურვილით ფერადკანიანებისათვის ხელმისაწვდომი
გაეხადათ რაბლესა63 და მოლიერის64 კულტურა. მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო კონკრეტული
იდეოლოგიური საფუძველი, ყველა „განვითარებულ“ ქვეყანას სჯეროდა, რომ მისაღები იყო მაღალი
ცივილიზაციის მიერ დაბალი ცივლიზაციის მართვა – მათ შორის, შეერთებულ შტატებსაც სჯეროდა
ამისა ფილიპინებთან მიმართებაში. ამან მოიტანა მცდელობა პირდაპირი ტერიტორიული მიტაცებებისა
საუკუნის მეორე ნახევარში და არც თუ მცირე როლი ითამაშა დიდი ომის65 გამოწვევაში.

მეცხრამეტე საუკუნის იმპერიალიზმის რადიკალური და დეფორმირებული გაგრძელება იყო

გერმანული ფაშიზმი, იდეოლოგია, რომელიც ამართლებდა გერმანიის უფლებას ემართა არა მხოლოდ
არა ევროპული ხალხები, არამედ ყველა არა გერმანულებიც. რეტროსპექტიულად ჩანს, რომ ჰიტლერი
წარმოადგენდა ავადმყოფურ გადახვევას ევროპული განვითარების საერთო მიმართულებიდან. მისი
საშინელი მარცხის შემდეგ, ნებისმიერი ტერიტორიული მიმტაცებლობის გამართლება საბოლოოდ იქნა
დისკრედიტირებული66 . მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპული ნაციონალიზმი შეიცვალა და
მოიცილა ყოველგვარი რეალური კავშირი საგარეო პოლიტიკასთან იმ შედეგით, რომ დიდი
სახელმწიფოების ქცევა მეცხრამეტე საუკუნის მოდელით სერიოზული ანაქრონიზმი გახდა.
ნაციონალიზმის ყველაზე ექსტრემალური ფორმა, რაც დასავლეთ ევროპულმა სახელმწიფომ მოახერხა
1945 წლის შემდეგ გოლიზმი67 იყო, რომლის თვითდამკვიდრება ძირითადად პოლიტიკისა და
კულტურის წვრილმანებში გამოიხატებოდა. მსოფლიოს იმ ნაწილის საერთაშორისო ცხოვრება,
რომელმაც ისტორიის დასასრულს მიაღწია, ბევრად მეტადაა დაინტერესებული ეკონომიკით, ვიდრე
პოლიტიკით ან სტრატეგიით.

ავტომატური ვარაუდი იმისა, რომ რუსეთი, რომელიც მოიცილებს მის ექსპანსიურ კომუნისტურ
იდეოლოგიას, იქიდანვე გააგრძელებს, სადაც მისი მეფეები შეჩერდნენ ბოლშევიკური რევოლუციის წინ,
უცნაურია. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანთა ცნობიერების ევოლუცია მთელი ამ დროის განმავლობაში
გაყინული იყო და საბჭოები თან თანამედროვე, მოდურ იდეებს მოაგროვებენ ეკონომიკის სფეროში და
ამასთანავე დაუბრუნდებიან იმ საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც დანარჩენ ევროპაში
უკვე საუკუნის წინ გადავარდა. ეს ნამდვილად არაა ის, რაც მოხდა ჩინეთში, მას მერე რაც რეფორმის
პროცესი დაიწყო. ჩინური კონკურენცია და ექსპანსიონიზმი პრაქტიკულად გაქრა მსოფლიო სცენიდან:
პეკინი აღარ აფინანსებს მაოისტ აჯანყებულებს და არ ცდილობს გავლენის მოპოვებას შორეულ
აფრიკულ ქვეყნებში ისე, როგორც 1960-იანებში. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს თანამედროვე ჩინეთის
საგარეო პოლიტიკის შემაშფოთებელი ასპექტები, როგორებიცაა მაგალითად, ბალისტიკური რაკეტების
ტექნოლოგიის უპასუხისმგებლო გაყიდვები შუა აღმოსავლეთში; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
აგრძელებს ტრადიციული დიდი სახელმწიფოების ქცევის გამოვლინებას, წითელი ქმერების71
დახმარებით ვიეტნამის წინააღმდეგ. მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო კომერციული მოტივებით აიხსნება
და ძველ იდეოლოგიაზე დამყარებული წინააღმდეგობების კვალია. ახალი ჩინეთი უფრო მეტად ჰგავს
(დე)გოლისტურ საფრანგეთს, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის წინანდელ გერმანიას.

მარქსიზმ-ლენინიზმის გადავარდნა ჯერ ჩინეთიდან ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირიდან ნიშნავს მის,
როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ცოცხალი იდეოლოგიის სიკვდილს. რაღაც დროით შეიძლება კვლავ
არსებობდნენ მისი ნამდვილი მიმდევრები ისეთ ადგილებში როგორებიცაა მანაგუა, პიონგიანგი ან
კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი. ფაქტი, რომ აღარ არსებობს არც ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც იგი
აქტუალურია, სრულიად აცლის საფუძველს მის პრეტენზიას იყოს ადამიანთა ისტორიის ავანგარდში.
ამ იდეოლოგიის სიკვდილი ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების „საყოველთაო მარკეტიზაციის“
ზრდას და სახელმწიფოებს შორის დიდი მასშტაბის კონფლიქტის შესაძლებლობის შემცირებას.

ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საერთაშორისო კონფლიქტის, როგორც

ასეთის დასასრულს. მსოფლიო ამ ეტაპზე გაყოფილი იქნება ნაწილად, რომელიც
არის ისტორიული და ნაწილად, რომელიც არის პოსტ-ისტორიული. კონფლიქტი
სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ისტორიაში არიან და კონფლიქტი
ამ ქვეყნებსა და ისტორიის დასასრულზე მყოფ ქვეყნებს შორის კვლავ
შესაძლებელი იქნება. იარსებებს მაღალი და შესაძლოა მზარდი დონე ეთნიკური
და ნაციონალისტური ძალადობისა, რადგანაც ამ იმპულსებს ჯერ კიდევ არ
ამოუწურავთ თავისი თავი, პოსტ-ისტორიულ სამყაროშიც კი. პალესტინელებსა
და ქურთებს, სიქხებსა და თამილებს, ირლანდიელ კათოლიკეებსა და ვალუნებს,
სომხებსა და აზერბაიჯანლებს კვლავ ექნებათ გადაუწყვეტელი პრობლემები. ეს
ნიშნავს, რომ ტერორიზმი და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ომები, კვლავ
იქნებიან საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები. მაგრამ
დიდი მასშტაბის კონფლიქტისათვის საჭიროა დიდი ქვეყნების მონაწილეობა,
რომლებიც ჯერ კიდევ ისტორიის მარწუხებში არიან – ისინი კი, ჩანს რომ
სცენიდან ქრებიან. ისტორიის დასასრული ძალიან მოსაწყენი დრო იქნება.
ბრძოლა აღიარებისათვის, მზაობა გარისკო სიცოცხლე სრულიად აბსტრაქტული
მიზნისათვის, მსოფლიო იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც მოითხოვდა
გამბედაობას, სიმამაცეს, წარმოსახვასა და იდეალიზმს, ჩანაცვლდება
ეკონომიკური გამოთვლებით, ტექნიკური პრობლემების დაუსრულებელი
გადაჭრით, გარემოსდაცვითი საზრუნავითა და მომხმარებელთა დახვეწილი
მოთხოვნების დაკმაყოფილებით. პოსტ-ისტორიულ პერიოდში არც ხელოვნება
იქნება და არც ფილოსოფია, მხოლოდ მუდმივი მზრუნველობა ადამიანთა
ისტორიის მუზეუმზე. მე თვითონ ვგრძნობ ჩემში და ვხედავ სხვებშიც ჩემს
გარშემო, ძლიერ ნოსტალგიას იმ დროისა, როდესაც ისტორია არსებობდა. ასეთი
ნოსტალგია, გარკვეული დროით პოსტ-ისტორიულ მსოფლიოშიც გააგრძელებს
მეტოქეობასა და კონფლიქტს. მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებ ამის
გარდაუვალობას, მე სრულიად ამბივალენტური გრძნობები მაქვს იმ
ცივილიზაციისადმი, რომელიც შეიქმნა ევროპაში 1945 წლის შემდეგ მისი
ატლანტიკური და აზიური განშტოებებით. შეიძლება სწორედ ამ პერსპექტივამ
საუკუნეობრივი მოწყენილობისა ისტორიის დასასრულს, წამოიწყ

You might also like