Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 3

სამოქალაქო ბრძანება გამოიცა, რომელიც გულისხმობდა საომარი მდგომარეობის დროს

იაპონიას და როგორც ჯაშუშობისგან თავდასაცავად, თადაცვის გენერალმა 1942 წლის 21


მარტს აქტი გამოსცა, რომელიც გულისხმობდა იაპონელი წარმოშობის გამორიცხვას ამ
არეადან ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც იმყოფებოდნენ და შესაბამისად ეს აქტი
კონსტიტუციურად ითვლებოდა მისი შექმნის მომენტში მანამ ერთ-ერთი ამერიკის
მოქალაქე, რომელიც წარმოშობით იაპონელი იყო მოითხოვდა ამის შესახებ
არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ობიექტურად ამ
აქტის საფუძველზე არღვევდა ამ არეაში თავდაცვის გენერლის მიერ დადგენილ წესს.

ასეთ პირებს ევალებოდათ გამოცხადებულიყვნენ შეკრების ცენტრში, მათ აკავებდნენ და


ხდებოდა მათი რელოკაცია სხვა ცენტრში, რომელიც გამოყოფილი იყო სხვა ცენტრებისაგან,
სადაც ხალხი მოძრაობდა. შესაბამისად მათთვის გამოყოფილ ცენტრში მათ ქმედებებს იქ არ
ეკამათებოდნენ.

ბრძანება, რომელიც მომჩივანმა გაასაჩივრა მაინც ძალაში იყო და ხდებოდა შეკრების


ცენტრში დაკავება და ხალხის ევაკუაცია.

"Messrs. Robert W. Kenney, George Neuner, Attorney General of Oregon,

Smith Troy, Attorney General of Washington, and

Fred E. Lewis, Acting Attorney General of Washington, in support of the United

States."

მართალია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იაპონელი მოქალაქეების მიმართ


ხორციელდებოდა დაკავებები და მათი რელოკაცია, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან
გამომდინარე ეს შესაძლოა გამართლებული იყოს და არ უნდა ჩაითვალოს, პირდაპირ
როგორც არაკონსტიტუციურ დამოკიდებულებად, თუ ეს წარმოადგენს უკიდურეს ფორმას
ჯაშუშობის წინააღმდეგ საბრძოლველად და არ არის მიზანმიმართული რასობრივი
დისკრიმინაციისაკენ.

რელოკაციის ადგილზე, სადაც სამხედრო არეა არის და მოქმედებს სამხედრო წესები, მანდ
არსებული წესების და სამხედრო მეთაურის ბრძანების შესრულება განაპირობებდა 5000$
ჯარიმას, ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

დაწესდა 8 საათიდან 6 საათამდე კომენდანტის საათი, რომელიც მიზნად ისახავდა


იაპონელების თავიანთ სახლებში დარჩენას სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საბოტაჟის
საფრთხეებისაგან თავიდან ასაცილებლად. ამასთან დაკავშირებით კი მეორემხრივ ამ აქტის
არაკონსტიტუციურობას მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფო ძალების ბოროტად გამოყენება
იყო და რასისტული გამოხატულება იყო. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაასკვნა,
რომ იაპონელების ომის ზონიდან გამორიცხვა და რელოკაციას გარკვეული პრევენციის
გაკეთება შეუძლია ჯაშუშობასთან დაკავშირებით, თუმცა შემდგომში კარანტინი და
შეზღუდვები რელოკაციის ტერიტორიაზე არაადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფდა და
გამორიცხა ამის არსებობა.

რადგან ნაპირებზე ემუქრება მტრული ძალების, ანუ იაპონელების შემოჭრას ქვეყანაში,


საფრთხეც სახეზე არის და უკიდურესი საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქალაქში
იაპონელები შესაძლოა შემოიჭრნენ ამით განაპირობონ ამერიკის შეერთებულ შტატებში
მყოფი სხვა წარმოშობით იაპონელების გადაბირება თავიანთ მხარეზე რაც საფრთხის
შემცველია უსაფრთხოებისათვის და მსგავსი მდგომარეობიდან გამომდინარე
გამართლებული არის ამერიკაში მცხოვრები წარმოშობით იაპონელების რელოკაცია.

იმის მიხედვით, რომ დრო იყო ცოტა და სწრაფად სჭირდებოდა სახელმწიფოს მიეღო
გადაწყვეტილება მასობრივი საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაძლოა ამ
მიზეზითაც გამართლდეს მეთაურის მოქმედება რელოკაციის საკითხთან დაკავშირებით,
ვინაიდან კონკრეტულ სიტუაციაში არ იქნებოდა შესაძლებელი ესარგებლათ მშვიდი
უკანდასახევი პერსპექტივით, რადგან იმ დროს გაუმართლებელი იქნებოდა ეს ქმედება და
მეტ საფრთხეს შექმნიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომერაცუ იპოვეს სამხედრო არეაში, მას ეკისრებოდა


ვალდებულება გამოცხადებულიყო და გადასულიყო დადგენილ რელოკაციით გამოყოფილ
ადგილზე.

აღსანიშნავია ის მოსაზრება, რომ ომის დროს კონსტიტუციური მორჩილება ომის დროს


განსხვავდება იმ მორჩილებასთან ვიდრე მოსამართლეები არიან შიგნით არაომიანობის
მომენტში, რაც თავისთავად საკუთარი უკიდურესი სასწრაფო უსაფრთხოების ზომების
მიღების ვალდებულება განაპირობებს.

მოსამართლე რობერტსი არ ეთანხმება სარჩელის არაკონსტიტუციურად ცნობას და ამბობს,


რომ რელოკაციისა და იაპონელების განცალკევების საკითხი არ შეიძლებოდა ყოფილიყო
კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის უფლებების დარღვევა, არც ის საკითხი, როდესაც
ღამით კარანტინი იყო გამოცხადებული. პირიქით მოსამართლე რობერტსის აზრით ეს
მოქალაქე დამნაშავეა, ვინაიდან მან დაარღვია უსაფრთხოების ზომები თავისი თავის და
გარშემომყოფების დაცვის მიზნეობრობიდან გამომდინარე, როდესაც მან აღნიშნული
ტერიტორია დროებით არ დატოვა, როდესაც მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასულიყო იმ
ტერიტორიიდან სადაც საფრთხე შესაძლოა შეჰქმნოდა სახელმწიფოს და ამით მან საკუთარი
ლოიალობა და კეთილგანწყობა ანახა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, როდესაც
კონცენტრაციის ბანაკში არ წავიდა საკუთარი ფეხით, შესაბამისად მისი წარმომავლობიდან
გამომდინარე რთული საკითხი იქნება იმის დადგენა ამ პირთან მიმართებით რამდენად
დარღვეულია კონსტიტუციური უფლებები ამ პირთან მიმართებით, რომლის ლოიალობის
საკითხი ეჭქვეშ არის.
კონგრესმა 1942 წლის 21 მარტს გამოაცხადა, რომ ვინც შევა, დარჩება, დატოვებს ან ჩაიდენს
რამეს სამხედრო ზონაში ეწინააღმდეგება დადგენილ წესებს და დამნაშავედ იქნება
ცნობილი, რაც ამ კორემაცუს შემთხვევაზე არის სახეზე. ეს ბრძანება ძალაში იყო მანამ სანამ
მომავალში არ შეიცვლებოდა მთავრობის მიერ გადაწყვეტილება ამ საკითხის გაუქმების
შესახებ.

You might also like